პირადი ცა

Page 1

პირადი ცა

1


გიორგი ხორბალაძე


პირადი ცა

გიორგი ხორბალაძე

piradi ca

შიდა ქართლის მწერლობა http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2018 w.

3


გიორგი ხორბალაძე


პირადი ცა

*** შეეშვი ამ ტვინის ჩახვეულ ლაბირინთს არევა აკმარე გონებას, ეყოფა. აბრუებს ეგ ტანი პირდაპირ ბანგივით, კაცები საშენო მზერასაც ვერ ვიყოფთ... მე უკვე მიყვარხარ საზღვრამდე სიგიჟის, დამითმე მაგ გულის სულ ერთი კუთხე და გულს გარეთ არ ვეძებ ანგელოსს - შიგ მიზის, რომ ვხედავ შენს ღიმილს ზეციურ კურთხევად. კრიალა ზეცაზე ვარსკვლავთა ჭორფლია... იქნებ მთვარის ნაცვლად თავადვე აენთო... ვის რაში სჭირდება უშენო მსოფლიო? უშენოდ რად გვინდა სამყარო საერთოდ? საგრძნობლად გამოდი გრძნობებით კავშირზე, თორემ გათენებაც, პრინციპში, ღამეა, ბარემ მოექეცი ღრუბლების თავში მზედ, მიწაზე ხომ მაინც ვნებები ბღავიან... იქნებ მთვარის ნაცვლად თავადვე აენთო... კრიალა ზეცაზე ვარსკვლავთა ჭორფლია... უშენოდ ვის უნდა სამყარო საერთოდ? ვის რაში სჭირდება უშენო მსოფლიო?!

5


გიორგი ხორბალაძე

*** ცა ჩამოიქცეს ლამის როცა მანათებ თვალებს... მთვარევ, მკვლელი ხარ ღამის, ამაოდ ეძებ ალიბს... ზეცა მემხობა თავზე, ფეხქვეშ მეშლება მიწა... ხან ვარსკვლავი ხარ, ხან მზე, გხედავ და ვკვდები იმ წამს... არც პეიზაჟი არ აქვს ჩემი ცხოვრების აწმყოს... თავს მტკვარს მივცემ თუ არაგვს, ვგონებ ორივე გაწყობს... ვის ეყვარები მერე, ვინ გაგაღმერთებს ასე? სხვას ვის გაუთბობ კერას, ხარ მარტო - ერთი ასზე. ვწყვეტ ამ ფიქრების ჯაჭვსაც გული გასკდება სხვაფრივ, ცოტა მაწუხებს ეჭვი ცოტა ოცნებით ვაფრენ...


პირადი ცა

უფსკრულში რომ არ ჩავყვე ჩემი ცხოვრების აწმყოს... გამომყვები თუ გაგყვე? თვითონ ორივე მაწყობს!

*** ჯერ არც სიყვარული გამქრალა და ჯერ არც გულის კარი ჩარაზულა, ვნების ჩანავლება მერეც კმარა, როცა ცივი ხარ და თარაზული... ვიდრე გარშემოა ზღვა და მიწა ვიდრე ღრუბლებია ზოგჯერ ცაზე, ვიდრე უშენობა გადამიცდა, ვზრუნავ ,,გადაცდომის” მორჩენაზე. უნდა დაგიწყვილდე, თქმა რად უნდა, ხელი აღარ უნდა გაგიშვა და ფიქრი გახურდა და გადადუღდა, ლამის ოცნებებიც დამიშავდა. მაგ გულში ბინაც კი ვიგირავე, ვცხოვრობ ძველებური შემართებით, 7


გიორგი ხორბალაძე

ჩემდა უნებურად ვერ გელევი, შენდა უნებურად მემატები... შენი ღიმილია ათინათი, გულიც ხომ არ არის ჩარაზული, არის - რაც გრძელდება მაშინაც კი, როცა ცივი ხარ და თარაზული...

*** თავზე შემომადნა შუქთა ილუზია, ღამე სადაცაა თვალწინ დამიჯდება, შენზე გაგიჟება იქნებ ვირუსია?! იქნებ ვირუსია შენით გაგიჟება?! ყინვამ დააკაწრა სარკმელს ყველა მინა, ტკივილს უდრტვინველად იტანს დარაბები. მე დღეს ავად ვარ და მე დღეს შველა მინდა, შენ კი ისე ცხოვრობ - ვითომ არაფერი... იქნებ ჩემი სენი ცოტა გადაგედოს, თუნდაც ნახევარი, თუნდაც მეხუთედი, თორემ ვეღარ მშველის ლექსად ქადაგება, როცა შორსა ხარ და სულში მეხუთები...


პირადი ცა

მოდი, გამიბრაზდი თუ არ მეფერები, მოდი სიძულვილი გულში დამახალე... ერთი გაღიმება თუკი გებევრება, ერთი ღიმილითაც თუკი არ მახარებ... თავზე ჩამომექცა შუქთა ილუზია, დილა ფანჯარაზე როდის დამიჯდება? შენზე გაგიჟება მართლაც ვირუსია, მართლა ვირუსია შენით გაგიჟება...

*** აღარც გეხები და აღარც გეფერები, შორი მანძილები ჩვენი საზღვარია. ვგევარ დღეგამოცლილ ,,ბებერ” ეფემერიდს, აღარც გეგმები მაქვს უკვე სახვალიო... ღრუბლებს ჩამოსცვივდა ცრემლთა ნიაღვარი, ირგვლივ ყველაფერი მუქად ჩანაცრისფრდა, ცივი უშენობის სივრცეს მივეხალე, თითქმის თვითმკვლელობის ვდგავარ ჩანაფიქრთან.

9


გიორგი ხორბალაძე

მარტო ველოდები უკვე სასწაულსაც, ვხედავ, უკუღმართი ბედის მსხვერპლი ვხდები, ვიცი, უშენობას ვერსად ვერ წავუვალ, მაინც შენით ვცოცხლობ, შენ კი... ვერც კი ხვდები... აქვე, შორიახლოს ვლანდავ აგონიას, წამებს დამითვლიან როგორც ეფემერიდს. ხელი შემაშველო, რაღაც არ მგონია, რადგან თუ გადავრჩი - შემომეფერები...

Cacmuli maxa unda samosi SemogaZarcvo, Znelia cqera Cacmuli maxis! aRar davucdi arc „aras“, arc „xos“ da arc taqtikurs dagigeb maxes! ar ekadreba mag tans samosi (Tavi marTali mgonia camde), Seni tanis da am saRamosi es Jruantelic ra jiqur damdevs...… თან შენზეც ვზრუნავ, ჩაცმულო მახავ, ჩემი არსებაც შენგან შედგება,


პირადი ცა

თუმც, რამდენჯერაც სამოსით გნახავ, იმდენი მძიმე ცოდვა გედება.

* * * უკვე შორს დარჩა ძველი ორგია, ბუნდოვნად ჩანხარ წარსულის მტვერში, სევდით გავცქერი წვიმას, ქოლგიანს, და ათას სტრიქონს ათასჯერ ვწერ-ვშლი. აღარ მახსოვხარ, არა და არა, არადა, თბილად დაგვხვდა ცივი ტყე... ალბათ, რომ შემხვდი, თავი დახარე ვერ გიცანი და გადაგივიწყე... დღეს კი მაგონებ გარეცხილ ფოტოს, რომელიც, ბედად, ჯიბეში ჩარჩა. არ მახსოვს შენი კისკისის ფორტე, თუმცაღა თითქმის მახსოვდა შარშან. ხსოვნაც შორეულ დღისა და ღამის, სულ გაქრობისგან - მთხოვს - დამიხსენო! და მეც გიხსენებ სულ ერთი წამით, რომ მერე ხშირად ვერ გაგიხსენო...

11


გიორგი ხორბალაძე

* * * გეუხერხულა ალბათ ეს მზერა, ვერშეკავებულ-დაჟინებული. გთხოვ, მაპატიე - თითქოს რომ გზვერავ, რა ვქნა, არა მაქვს კაჟის მე გული. იქნება კიდეც მოხვალ შორიდან, ცოტა არ იყოს, დაღლილი ჩანხარ. მაგრამ კიდევ მაქვს თხოვნა ორი და სათქმელს გონების ქურაში ვჩარხავ: ამ გზაზე ხშირად ამოიარე, მინდა ავსება მზერით მაცალო. ვიდრე გწყურია, ამაო არის, რომ წყაროს პეშვი გამოაცალო. ნახე, გახეთქილ გრძნობის ბურთს უზის ლოთი და უდგას არყის ჭიქა შორს... ჩამირთე შენი გულის ბლუთუზი, რომ სიყვარული გადმოგიქაჩო!

წვიმა წვიმს სასწაულად, წვიმს გამეტებით, შენ შენი ქოლგის ნაწილს მთავაზობ. მე უარს ვამბობ – ო, რად ირჯებით?! ნუ გაირჯებით, ჩემო ლამაზო!


პირადი ცა

წვიმა არც ისე ცუდია ზოგჯერ, თუ არ გიყვარვარ, რად მინდა ქოლგა? რიტმულად ვითვლი - არ მოგწერ, მოგწერ?! და გუბეებში უაზროდ ვბორგავ... არადა, მოგწერ, რად უნდა გათვლა, რადგან ეს ლექსიც შენი წილია. წვიმს, ფიქრი შენი სინაზით გათბა და გული თრობით გალეწილია. შენ ისევ ქოლგის ნაწილს მთავაზობ (იქნებ სიკეთე შენი ჰობია?!) ვიღებ მიწვევას, ჩემო ლამაზო, თუმცა ლექსისთვის წვიმა სჯობია...

საყვედური საკუთარ თავთან (დაკარგული შანსი) შენ გქონდა შანსი კაცურ სიკვდილის, ვაგლახ, ვერ შეძელ გათავისება, არმად უყურებ ახლა სხივს, დილის, სულს შვებას ართმევ და თავს ღირსებას. ფინალი კარგი უხდება საქმეს, რა ბედენაა სიცოცხლე ფუჭი?! 13


გიორგი ხორბალაძე

ტყვიას იკრავდი შიგ შუბლში აქვე და აიკრავდი შენს ნაბად-ხურჯინს. მაგრამ გაგექცა დრო საჭირო და გმირებთან ვეღარ შეჭამ ფიც-ვერცხლებს. შენი სიკვდილი არვის სჭირდება, ისევე, როგორც შენი სიცოცხლე! ახლა გრცხვენია შენი მეაკვნის, ჰო, კი ცხოვრობდი თითქოს კაცურად, მაგრამ რატომღაც მტერს ვერ შეაკვდი, თითზე კბენანის დროც კი გაცუდდა. და ვერ გპატიობ, ცოცხალი რომ ხარ, ანდა რატომ ხარ შენდობის ღირსი? თუ ღონე მოგდევს, ერევი ორ ხარს, მაშ, სიკვდილს რად არ ეკვეთე ჭირში? კაცურ სიკვდილის შენ გქონდა შანსი... დღეს ცოდო-მადლის ზიხარ სასწორზე და თუკი გესმის სიცოცხლის არსი, მაშინ შეცდომაც გამოასწორე!


პირადი ცა

არ შემაჩერო არ შემაჩერო, შენში მოვდივარ, უნდა ჩაგიკრა გულში ძალუმად... მე უშენობის ლოთი როდი ვარ, ან მოთაღლითო ვინმე ხანუმა. კაცი ვარ ნაღდი და პირდაპირი და ალალმართალ განცდებით ვცხოვრობ, ვიდრე გრიგალი გამინაპირებს, ამ გარდაუვალ სათხოვარს გთხოვ, რომ: გულში ჩავეკრათ, მოდი, ერთმანეთს და სხეულები ავრივდავრიოთ, ცუდი არ მინდა შენთვის, ღმერთმანი, ეგ არ იფიქრო - არ გადამრიო! მაგრამ, სულ ცოტა, ტკივილებამდე კი შემოგახვევ ხელებს მარყუჟად, ძარღვებში სისხლი კივის ნებაზე და ყველა ნერვი შეაზარხოშა... შემოგერევი ისე, არცკი ორს არ ვემგვანებით, მე ვარ თავდები!

15


გიორგი ხორბალაძე

და ვისაც უნდა იმან არკვიოს, შენ სად იწყები მე სად ვთავდები!

ჩემს ბიჭებს ზუკას და ლუკას

თქვენ ახლა თამაშობთ ისეთი საყვარლად და მუდამ ისეთი კარგი ხართ ორივე, რომ ჩემი გული სულ თქვენს ცქერას გადაჰყვა, გაივსო, სიყვარულს დაიტევს გორი ვერ... მცირეა ნამდვილად სამყაროც მთლიანად და მასში გრძნობებით ავსილი დავძვრები... თქვენი საქართველო ბარიან-მთიანად, თქვენი წინაპრები, ძეგლები, ტაძრები გიყვარდეთ, იწამეთ სამშობლო სრულიად, უფალმა გაგზარდოთ და კალთით გფარავდეთ. დღეს თქვენი ტიტინიც სერიოზულია, თუმც ჯერ შორი გზა გაქვთ ხმლამდე და ფარამდე.


პირადი ცა

უნდა გაიზარდოთ სამშობლოს გმირებად მტერს მტრისა მიაგეთ, მოყვრისა - მოყვარეს, ნურავის შეხედავთ მრუდედ და ირიბად, მტერს მუხლი სიმართლით და რწმენით მოჰყარეთ. მე ჩემი ცხოვრებით ვერ შევძელ ბერობა, ერში მარხვაც მქონდა, არ მაკლდა არც ღვინო. მინდა თქვენთან დავდო ურთიერთპირობა: მე არ შეგარცხვენთ და არც თქვენ შემარცხვინოთ!

*** ბრუნავს, იცვლება ქორონიკონი, თუმცაღა მაინც ამაოდ შვრება. ძნელბედობა გვჭირს კვლავ ქრონიკული, ვერ მოიპოვა სამშობლომ შვება. ახლა რუსია ჩვენთვის სპარსელიც, ოსმალოც, ლეკიც და თურქ-სელჩუკიც. ისევ ვიბრძვით და სისხლით ვართ სველი, წითელი გვმოსავს პერანგ-სერთუკი. ვიქცევით... ვდგებით... გრძელდება ომი და თვით საკვდილიც აღარ გვაშინებს. 17


გიორგი ხორბალაძე

მტერი დიდია რიცხვით და ზომით და მკერდით ვიცავთ ჩვენს და სხვის შვილებს. ოდითგან ასე "არს აქამომდე" ასე ვიღწვოდით გამო მამულის, დავამარცხეთო მტერნი, ამბობდნენ, მაგრამ ვაცალეთ მუხას კვლავ მუმლი. ახლაც ვუსინჯავთ ერთურთს ცივ მაჯებს, ვერ შეგვაშინა ბომბმა და ნაღმმა, გაგვიჭირდება, მაგრამ ვიმარჯვებთ, უნდა იმარჯვოს სურვილმა საღმა! სურვილმა საღმა სამშობლოს დაცვის არ მოისვენოს ოღონდ შვებამდე და, დამერწმუნეთ, ახლოს ვართ აწი, ჩვენს საბოლოო გამარჯვებამდე!

ტკბილი საღამოს ექსპრომტი ტკბილი საღამო გასხლტა ხელიდან და თითქოს სევდა ერევა ამ ვალსს. არც შენ კისკისებ, არც მე ვმღერი და, ჩანს, განშორებას ვუფრთხით, ვით მტარვალს... როცა გარიჟრაჟს არღვევენ მთები, იმ დროსვე გნახავ, ვიცი, თუმცა ხვალ,


პირადი ცა

მაგრამ დღეს ისე არ მემეტები, მომკალი, ოღონდ ახლა ნუ წახვალ! აღიარება ალმაცერ მზერით, ჩუმი ღიმილით დანაშაულში თითქოსდა მამხელ, შემჩნეული ვარ გულის ქურდობის მცდელობაში და შემინდე „ავხელს“. მე დიდხანს ვდუმდი, ვუფრთხოდი სათქმელს და სულს დააჩნდა, საღს, იარები, ჰოდა, მიიღე ჩემგან ეს ლექსი, როგორც ჩვენება აღიარების!

ზღაპარი (ვუძღვნი თანაკლასელებს)

სივრცეში ჭაბუკურ ლანდების, ზოგჯერ ძილ-ღვიძილი მაბრუნებს. აწმყოში უეცრად ღამდება, ნათდება წარსულის აბრები.

19


გიორგი ხორბალაძე

ჯერ ისევ ჟიგულობს „ჟიგული“, მე კი დამწყები ვარ მოლექსე, საგულეს ჯერ მშვიდად ზის გული, ვყოყოჩობთ მეგობრის „ნოლ-ექვსით“. ბიჭები ყველანი ვეტევით, ბედად, ხუთნი შევრჩით დასკვნით წლებს. ჰა, ეს წელიწადიც შეგვიტევს, გავუძლებთ, თვითონაც გაგვიძლებს. და მერე გვგონია ზღაპარი, სკოლას დავტოვებთ და, არიქა, ფეხქვეშ გაგვეგება მთა-ბარი, ვისურვებთ - გავყვებით ცაში ქარს. ვცდილობთ, ფეხი ვუწყოთ რომანტიზმს, გრძნობები ხმაურობს, სიტყვა დუმს. გვყავს „გულისსწორები“, რომ არტისტს შეშურდეს, ვთამაშობთ სიყვარულს. ფეხის აწყობაში ხანდახან ლამის სირბილისგან წავიქცეთ,


პირადი ცა

გვგონია ხან ჭრელი, სადა ხან, აბა, სიყვარულის რა ვიცით? არადა, თავს ვიჩენთ როგორებს, უკან აღარა ვდგამთ წინ ბიჯებს... ჩვენ ვეტრფით თანატოლ გოგონებს, ისინი - ცოტათი დიდ ბიჭებს. კაშკაშებს მზე, მიაქვს ზღვა ,,პარში”, ოცნების ქვეყანა დავტორეთ, გვეგონა მივქროდით ზღაპარში, თურმე კი ზღაპარი დავტოვეთ...

* * * ფუჭი სიცოცხლის მგმობი რადაც ვარ, შენ კარგად უწყი, ჩემო ძმობილო! უმაქნისობას ვარჩევ გარდაცვლას, როგორც ურემს სჯობს ავტომობილი! საქმე მართალი, მუხლჩაუხრელი, ხოლო შედეგი - საყოველთაო, სამშობლოსათვის ფიქრი, წუხილი უცვლელი გზაა, არვინ მედავოს!

21


გიორგი ხორბალაძე

სამშობლოვ ჩემო, მზევ მიწიერო! ამქვეყნიურო ჩემო სამოთხევ! მე უშენობა შორს მივწიე, რომ ერთ დროს შენეულ სივრცეს ჩამოვტყდე!

ლექსი სტუდენტური წლებიდან არსენას, ნიკას, დათოს

ამოუგმანა თოვლმა პირ-ცხვირი თონის გარშემო მომცრო ხუხულას. იწვება ცეცხლი ფიჩხში სირცხვილით, ყინვას გვერდიც რომ ვერ გაუხურა. დედას გამომცხვარ ცხელ-ცხელ შოთებთან, მივიტანთ მხოლოდ ყველსა და არაყს, მერე რაა, რომ ახლა მოთენდა, საღამოს ლოდინს დღეს აზრი არ აქვს. წუხანდელ სუფრას ვერ მოვაკელით, თუმცა ვერც ხვავი და ვერც მარაგი და საფერავიც მორაკრაკებდა, როგორც მტკვარი და როგორც არაგვი.


პირადი ცა

დღეს გვსურს ვუსმინოთ, როგორც მარჩიელს ამ თონის გიზგიზს რომ გვაბოლებს და ასე გვიჯობს და ასე ვარჩიეთ ნაბახუსევთან შესაბრძოლებლად. სიცივე სხვების ძვალ რბილში ატანს... ჩვენ კი გვაცვია ბევრი არაყი. დაღამდა, თოვლი თეთრ საბანს ხატავს, ცა ვარსკვლავებით მოგვივარაყეს! ხვალ გათენდება ახალი დღე და ჟივილ-ხივილიც ჩვენი მიწყდება. გამოვექცევით სოფლიდან დედას, მოიწყენს, მაგრამ არ გაგვიწყრება... გავიფანტებით რაღაც ხნით ალბათ (ჩვენ ჩვენს ცხოვრებას უნდა ვუჯიკოთ), ამ ზამთრის სითბოს და ამ დღის ამბავს ვინ რას გაუგებს უქართულჯიგროდ...

23


გიორგი ხორბალაძე

* * * ნაპირით ქვებს ლოკავს ლიახვი, ცაზე მთვარე ლამობს გამოსვლას. სიცოცხლეს წამს წამში მივახლი არ ვგეგმავ არაფრის გამო ცდას. გული თუ საგულეს გამოცდა, ძარღვებში სისხლი თუ ხმაურობს, ასაკი მიიწევს სამოცთან, მუქდება შორეთის გზა უფრო. ხან ვეძებ ზეციურ საუფლოს, ქარაფზე ვასკდები ციხეებს, ნერვული პათოსით ვსაუბრობ, განცდებს და განწყობებს ვიხელებ. შორიდან ვერ ვამჩნევ იმ ხელებს, ტალახს რომ მესვრიან უაზროდ, სჯობს ყველამ სამშობლოს მივხედოთ, აზნაურნი ვართ თუ უაზნო! სხვა მხრივ, ვინც მარიგებს ჭკუას, რო ის ანგელოზია და მე ეშმა, უკაცრავად ვარ და, ვუარობ, ,,ფრთებით” კეკლუცობას შეეშვან!


პირადი ცა

როგორ შემაშინებთ მე ეშვით სიცრუის, ტალახის და ცილის, სიმართლე, მაგ ყურში შეუშვით, ტალახზე ყოფილა აცრილი.

კოცნა-არკოცნა კოცნა-არკოცნა - საკითხავი აი ეს არი, მორჩა, გავბედავ, მოკრძალებას მოვუშლი ბუდეს. რად გსურს მამყოფო სიყვარულით ცოცხალმკვნესარი ან ხვალისათვის რად გადავდო, გიხელთე თუ დღეს! შენ გრძნობებს ფრთხილად, ზანტადა და წვეთწვეთ აქუჩებ, ზღაპრებს თუ უსმენ – არც პრინცი ვარ, არც კეისარი, მაგრამ მაინც მე დაგიკოცნი ღაწვებს და ტუჩებს კოცნა-არ კოცნა - საკითხავი რადგან ეს არი!

25


გიორგი ხორბალაძე

საზაფხულო თავყრილობა თანდათან გამუქდა ზაფხულის საღამო ერთმანეთს დროს ვუკლავთ ათამდე ქალ-ვაჟი ბიჭები ვაჭენებთ ძელსკამის გაღმა, რომ ჭადარის მორი დევს მეზობლის გარაჟს წინ.

ძელსკამზე გოგონებს ეთმობათ ადგილი, მათ შორის ერთს გიმზერ კრძალვით და სხვა რიდით, განცდები იმდენად ცამდეა ნამდვილი, რომ უკუნ ღამეშიც შავ თვალებს მარიდებს. ამ ღამის სიშავეს ვერაფერს ვუწამლი, ვათიოთ, ავიღოთ დილისკენ აქცენტი. უკუნშიც გემჩნევა ღაწვებზე მეწამულდახშული ღიმილის ნაპრალით გაქცევა. დილამდე რა დარჩა, ძილამდეც ახლოა, ძილია, რიგებად რომ დაგვშლის ის მარში. დღეიდან ჩემს სახლში შენივე სახლია, რამეთუ მომყვები მომავალ სიზმარში.


პირადი ცა

*** ცა პირადულად მევარსკვლავება, ხვალაც არ ველით წვიმას, მეხიანს. ისევ გაშალა ღამემ მკლავები, რომ ძმაბიჭივით გადამეხვიოს... მე სად ვიხილავ ღამეს მთაწმინდის? რიჟრაჟთან გორის მთვარე შედნება, ეს სილამაზე ნეტავ სად მიდის ღამით, რომელიც აღარ თენდება?! ანდა თუ მიდის სადმე საერთოდ?! ეჰ, რას გაუგებ ტიალ საწუთროს... მე შენთან ყოფნას ნეტავ რად ვერ ვთმობ?! და რაც დრო გადის, ვერ გთმობ აწ უფრო... ანდა რად უნდა ამას მჩხიბავი, ან მკითხაობა, ანდა იჭვები, ყოველთვის მწამდი, მუდამ მხიბლავდი და ახლაც შენი ტრფობით ვიწვები! ეს ის განძია, რომელიც მე მაქვს და ვით ყორანი არ გათეთრდება... ეს სიყვარული ყველგან თან მიმაქვს, გათენდება თუ არ გათენდება! 27


გიორგი ხორბალაძე

მემატიანე გადამეწურა თითქმის იმედი, თუმც სიკვდილი სჯობს სხვისკენ გახედვას. ვერ მაშორებენ შენს სიახლოვეს და ზოგჯერ ვგავარ ჯიუტ სახედარს. ბოდიშს კი ვიხდი შედარებისთვის, მაგრამ სიმართლე ხშირად მკაცრია, თუ არ ვიჩქარე და ვაღიარე, სხვები ხომ მაინც არ დამაცლიან... და მერე ხელში შემოცლილ იმედს რაღა ვუწამლო, რაღა ვუშველო?! ამიტომ ვირჩევ სწორ შეფასებას, როგორიც უნდა გახლდეთ უშვერი... შენ კი გემჩნევა სადღაც კოჭებთან, არ გემეტები რომ დასაკარგად, რადგან, ძვირფასო, ორივემ ვიცით უჩემოდ ყოფნა არც შენთვის ვარგა. ეს უჩემობაც რაში გარგია? ჩაიკარგები რიგით ქალებში,


პირადი ცა

თუმცა არა ვარ მე ერთადერთი ვის გულშიც ტრფობის ძლიერ ქარებს შლი... მაგრამ შენ სწორედ რომ მე გჭირდები, ეს ლექსი ამის მოწმედ მომქონდა, ასეა ხოლმე, არც უდავინჩოდ არ დახატულა ერთ დროს ჯოკონდა!

*** თვლემს სული არცთუ ისე ღრმა ძილით და უღიმღამო ყოფით ვბეზრდები. შორს მეოცნებე მოჩანს ყმაწვილი, ასე უეცრად რომ გაიზარდა... თუმც არ წასულა და არც გამქრალა სული მშფოთვარე, დაუდგრომელი, სისხლი - ქართული გულის ამქარი, ჯერ კიდევ არის ნადიდგორალი. რას ვიზამთ, სენად გვჭირს ჩაძინება, რომ დავასვენოთ გიჟი ჟინები. გაღვიძებაო დროით ინებეთ, ილიაც ამას გვიკიჟინებდა.

29


გიორგი ხორბალაძე

და როგორც ნაცარმიყრილ ნაღვერდალს, ცეცხლად აქცევენ ხოლმე ქარები, ძარღვებში სისხლის ტალღა აღელდა და მის ჩაცხრობას არ ვიჩქარებდი... დღეს აღმართს ვკეცავ, შორს კი თავქვეა, სულით და ქედით ვარ მოუხრელი. წუთისოფლიდან, კაცი თუ მქვია, ფეხს არ მოვიცვლი ვალმოუხდელი!

*** ფეხქვეშ გული დაგიგე, დაგინახე თუ არა. ოცნებებმა წამებში ღრუბლებს გადაუარა. და სიომაც სიმშვიდე ვეღარ იარშია რა, ლამის ცაში გაფრინდა კაბა ფრიალ-შრიალა. ქანდაკებას მოჰგავდი გაფრენილი კაბითურთ,


პირადი ცა

მე კი აღარც მეგონა მომარჩენდნენ რამით თუ. მაგრამ როცა ცისქვეშეთს გავუსწორე კვლავ მზერა, უკვე ჩავლილი გქონდა თითქმის მთელი გამზირი.. დატკეპნილ გულს, რას ვიზამ, უნდა ვეთანაცხოვრო, ვიდრე შენთან შეხვედრა კიდევ ერთხელ მაცხონებს. ამ იმედით არ ვიხრჩობ თავს მტკვარსა თუ ლიახვში, ისიც ვიცი, ეგ კაბა სხეულს კვლავ ქარს მიაფშხვნის. და მეც ისევ დაგეძებ ყველა გზით და არხებით, შორს კი ქარი შრიალებს შენი კაბის თანხლებით.

31


გიორგი ხორბალაძე

*** შენ ხარ სტუმარი ზღაპრიდან და ოცნებებიდან, თორემ ლამაზი, ჩემო კარგო, ვინ არ ყოფილა. ათი წელია, ასაკი მაქვს ოცზე მეტი და ჯერ არ ვყოფილვარ სილამაზის უკმაყოფილო... გულის სიღრმეში მედავება ალბათ მსმენელი, გარეთ კი შენი სახელობის მზე მოფენილა. განმარტებისთვის დამჭირდება შემასმენელი, ზედსართავი კი ოხრადა მაქვს შემორჩენილი. და ვიდრე ვიტყვი, როგორია შენი მშვენება, თან ჟრუანტელი ალაგ-ალაგ სხეულში როკავს... კვლავ რომ შემომხვდე, არც კი ვიცი, რა მეშველება?! ეგ სილამაზე ისეთია ვიღაცას მოკლავს!

*** თურმე მყვარებიხარ - ხალხი ლაპარაკობს, მთხოვენ ვაღიარო, ჩემთვის, ბარემ ვინც ხარ. ჯერ ვერ აგიშენე ოქროს აგარაკი, მაგრამ ვკვდები, თურმე ისე მყვარებიხარ!


პირადი ცა

ხალხი ჭრელია და ხალხი ფერადია, თავს ვერ დავიტანჯავ ჭორის ეკალნარით, მათი მითქმა-მოთქმა ზოგჯერ ყელამდეა, მაგრამ უმთავრესი დღეს ხომ ეგ არ არის?! ხალხი ბრძენიაო, ასეც გამიგია, მოდი და არჩიე მართალი, მტყუანი... აქვე ვარიანტი უკვე სამი კია, მათ შორის საერთოდ სიმართლე თუ არი?! ეს არის მთავარი მთელს ამ ბოდიალში, მსურს ჭეშმარიტება გავმიჯნოთ ჭორიდან, დღესვე ძმაბიჭები ჩემთან მოდიან შინ, რომ ღვინო დავხაპოთ პირდაპირ ჭურიდან... და მერე ბახუსი მიწამლებს ხელდახელ, ჭურიდან გორული მწვანე მორაკრაკობს და ვხვდები, ბრძენია, ძვირფასო, ეს ხალხი, თურმე მყვარებიხარ - ასე ლაპარაკობს!

*** ახლა პოეზია ფიქრებს მოესია, ლექსი ძარღვიანი სულის საყვირია!

33


გიორგი ხორბალაძე

ვიდრე მშვიდადა ვარ, მითხარ - ხო ესეა შენს თვალში მოვგავარ მერანს, აღვირიანს. ფიქრებს მოესია, რადგან პოეზია, გაქრა აღვირები ხელსა და თვალს შუა... ყველა კიდობანი განა ნოესია, ან კოჭი როგორც ზის, განა სულ ,,ალჩუა”... არა, ჩემო კარგო, სულს რაღაც აფიცხებს, შედეგად ხდება, რომ რაღაც შეგეშლება, ამიტომ ვნებები როგორმე ჩამიცხრე, თორემ არც ლექსებს და არც შენ შეგეშვები... ლექსი ძარღვიანი სულის საყვირია, სულის უღრანიდან სიოდ მონაბერი, ჩემი ყველა ლექსი წყალში ჩაყრილია, ახლა ცოტა მაინც თუ არ მოგეფერე!

*** ნუთუ აღარ გესმის შენ ჩემი და ნუთუ ისე აღარ გენატრები?! თურმე მარტოობას შეჩვევიხარ, ხელში მოგონების შენამტვრევით.


პირადი ცა

რა სწრაფად გავიდა დრო ტიალი, რთულია წარსულთან დაჭიდება... მაჟორში რამდენიც ნოტი არი, მინორსაც იმდენი დასჭირდება... დღეს კი თავს დაგჩხავის ბეცი ყვავი, დროზე კიდევ უფრო რაა შორი?! ჩემი სიყვარული შენც იყავი, იყავი, თუმცაღა, სხვათა შორის! და მაინც, აი რად გავიხსენე ღიმილი ბროლისებრკბილიანი შვილებს რომ მურაბა გავუხსენი, შენი ტუჩებივით ტკბილი არი!

თანაშეზრდილ მეგობარს ,,გამიმალალიტრაჟდი”, ჩემო ძველო ძმობილო, გახსოვს? ერთ დროს ლიტრიან ქილებს გულზე ვიმსხვრევდით. ახლა ფხიზელ გუნებას შევრჩით უკმაყოფილო და პრაგმატულ საწუთროს ლამის სრულად ვემსხვერპლეთ.

35


გიორგი ხორბალაძე

რომანტიზმი დააშრო პროზაულმა ცხოვრებამ და, თითქოსდა, ძარღვებშიც ლექსი აღარ ჩხრიალებს, მაგრამ რეალობაა სწორედ ის, რაც სულს ნებავს, ხოლო სხვა ყოველივე ყალბია და ტიალი! თითქოს, უმოძრაობით, ოცნებებიც დაბრუჟდა, გვეჩქარება მუდმივად და რა დროს ოცნებაა... იმის ცდაში, საქმენი როდის მივლენ აჟურთან, დაბერებაც თანდათან ახლობელი ცნებაა... ჰოდა, დღესვე ჩავუსხდეთ, ძირს სხვაგვარი საქმენი, ცოლებს ვუთხრათ, ყანწებით გამოტენონ ვიტრაჟი, ჩვენც იმდენი დავლიოთ, მოგვინდება რამდენიც, მერე რა, რომ მეც ცოტა ,,გაგიმალალიტრაჟდი”!

*** ნისლით შემოსილან მწვერვალები, ქარი თითქოს ხევში ჩაიჩეხა... თუმცა მონდომებით მემალები, ფიქრებში უწყვეტად მაინც შენ ხარ!


პირადი ცა

სხივებით თამაშობს ზენაქართან და ღონეს იკრებს კვლავ ცხრათვალა მზე, მზესავით ლამაზი შენ აქა ხარ, კაშკაშებ ქალების სათვალავში. და რადგან განძი ხარ ბუნებისა, მისი საუცხოო ექსპონატი, შენი თანაგრძნობა თუ მეღირსა, სულს სულ ისე დავთმობ - უმონეტოდ. მზად ვარ, ვკოცნო შენი ნაფეხური, მერე მოვინატრო ეს წამები (ყველა გიჟია და დაფეხვილი, როცა სიყვარულით ეწამება...). ნისლით შემოსილან მწვერვალები, ქარი თითქოს ხევში ჩაიჩეხა... თუმცა მონდომებით მემალები, ფიქრებში უწყვეტად მაინც შენ ხარ!

ლექსის მშობლები შენ ამ ლექსის დედა ხარ, მე მამა ვარ ამ ლექსის, გამახარე ხანდახან და დამღალე ალერსით. 37


გიორგი ხორბალაძე

რთული არის საწუთრო, რას გაიგებ ბედისას, მენატრები აწ უფრო, რაც ამბორი მეღირსა. თუ ვერ შევქმნით ოჯახს და თუ ჯვარსაც ვერ დავიწერთ, მაინც ვრჩები ყოჩაღად, არც სიბრალულს არ ვიწვევ. რადგან მსუბუქ ფლირტითაც ჩვენ შვილები გვიჩნდება, მეტს მეც არას ვილტვი რას, დაე, იყოს ღვთის ნება... ჩვენ საერთო შვილი გვყავს, თანაც - ეს მერამდენე... ჩემი ხარ და შენი ვარ სხვა რას ფიქრობს, რა მერე? შენ ამ ლექსის დედა ხარ, მე მამა ვარ ამ ლექსის. ამ გულს სხვა ვერ შელახავს, თუ შენ დამღლი ალერსით... ნუ გაოცებს, რაც გესმის და ნურც გრძნობებს დამალავ,


პირადი ცა

შენ ხარ დედა ამ ლექსის, მე ამ ლექსის მამა ვარ!

*** მიჭირს უფსკრულებთან შეფეთება, სული მეფერფლება ნაცარივით. მგონი, უბედობა მებედება, ზოგჯერ კი ვარ მაგრამ - ,,არცარივით”... ირგვლივ ნისლია და უკუნია, წყვდიადს ისევ ვებრძვი შიშველ ხელით, ყველა სწორი გეზი უკანაა, წინ ღრმა უფსკრულებში ვიჩეხებით. ისე დავიღალე ჭიდილითაც, ყოფის ველური და ავ ფინტებით, მაინც, ფრთებდამტვრეულ ჩიტივით ვარ მგონია, რომ ცაში ავფრინდები. სხვა სულ არაფერი არ მჭირდება, მხოლოდ - სიყვარული უანგარო, რომ არ ამამტვერონ ქარ-წვიმებმა და რომ არსებობა მოვაგვარო... თორემ უფსკრულებთან შეფეთებით სული მეფერფლება ნაცარივით, 39


გიორგი ხორბალაძე

მგონი უბედობა მებედება, ზოგჯერ კი ვარ მაგრამ - ,,არცარივით”...

შუახევური ლექსი გენრი დოლიძეს

სტრიქონი გულში ვეღარ დავმარხეთ, ღამე გვაწვალებს შუახევური, ჩვენც ტიციანის ვგავართ კალმახებს, გვაქვს ლაყუჩები სულ ახეული... ლექსით ვაფხიზლებთ მთვლემარ შუახევს, ფრაზებს ხმამაღლა ვტყორცნით ჰაერში, ისე ვახელებთ ხორხის შუა ხმებს, რომ ვერ მოისმენ გულის გარეშე... რადგანაც ცივა, ვხურდებით ლექსით და ვეფიცხებით წაკითხულ სტრიქონს, მჯობნის უმჯობესს რა დალევს, შენ თქვი, და მაინც, ვცხოვრობთ რომ ლექსი გვიქონ... თავზე დაგვყურებს ციხე ოთოლთას, მთვარესაც თითქოს ხელით ვეხებით, ამაღამ მთაში ალბათ მოთოვდა, თუმცა, რომ გვცივა უკვე, ვერ ვხვდებით...


პირადი ცა

გვაქვს ლაყუჩები სულ ახეული და ტიციანის ვგავართ კალმახებს, გათენდა ღამე შუახევური და დილის ლექსი გულში დავმარხეთ.

ასე თუ ისე ასე თუ ისე, ვუმკლავდებით ყოფით პრობლემებს, ასე თუ ისე, თავი გაგვაქვს, რაც შეგვიძლია, ასე თუ ისე, თვალს ვუსწორებთ მომხდარ მოვლენებს, ასე თუ ისე, ჩვენს ზეცასაც თავის ხიბლი აქვს. წახვალ თუ არა, რა აზრი აქვს, ისიც არ იცი, წახვალ თუ არა, ვერც გაიგოს იქნებ ვერავინ, წახვალ თუ არა, არც დარდობ და აღარც განიცდი და არც რად გიღირს სამოსელს რომ შავად ფერავენ. თავად სიცოცხლეს აზრი თუ აქვს - შენი აზრია, როგორც ჩიტი ბრდღვნად, ისე ღირდეს უნდა ცხოვრება, გველებს უბეში ამ ეტაპზეც როგორ არ ზრდიან და ადრეც ზრდიდნენ, ეს უთუოდ გემახსოვრება... 41


გიორგი ხორბალაძე

ასე თუ ისე, დამანებეთ თავი მისტერ და ,,დიდ ამხანაგთაც” მოკრძალებით შევთხოვ იმავეს,

-

თორემ უთქვენოდ არსებობა, იცის ვინ შტერმა სისულელეა ეს ზღაპარი და ეს იგავი. თუმცაღა ერთ დროს ვატარებდით რუსთველის სხეულს და მისი სისხლი იყო ჩვენი სისხლის სათავე, დღეს სული ჩვენი ძველებურად ვეღარა მხნეობს ვუცდით, ღილაკით ქართველობას როდის ჩართავენ... ასე თუ ისე, ვუმკლავდებით ყოფით პრობლემებს, ასე თუ ისე, თავი გაგვაქვს რაც შეგვიძლია, ასე თუ ისე, თვალს ვუსწორებთ მომხდარ მოვლენებს, ასე თუ ისე, ჩვენს ზეცასაც თავის ხიბლი აქვს.


პირადი ცა

მარეთობაზე ჯემალ ინჯიას (ლიტერატურულ ფესტივალს ზემო აჭარაში, შიდა ქართლიდან მე და ჯემალ ინჯია ვესწრებოდით, მარეთობის დღესასწაულს დაემთხვა დასკვნითი ღონისძიება, სადაც, როგორც ფესტივალის საპატიო წევრი ჯემალ ინჯია ყაბალახით დააჯილდოვეს და თავად მოახვიეს კიდეც მასპინძლებმა)

რაღას კითხულობ ახლა ზღვის დონეს, ამ ქედებს ზღვა ხომ მაინც თან ახლავს?! როგორ გინდა, რომ დღეს არ გინდოდეს, ყველა მოთხრობა ლექსად გადახნა. ქარი არის და ქარი არც არის, ხევში სულ სხვაა ქროლა სიოსი, ყველა მოთხრობა ლექსად გაცერი, როგორც ოდები ჰორაციუსის... დღეს, ლექსებს მწერლის სუნთქვაც თან ერთვის და ლექსი ბურძგლავს სწორედ ამ ბალახს, მერე კი თითქოს მთელი მარეთი დედის ხელებით გახვევს ყაბალახს...

43


გიორგი ხორბალაძე

ზეკარული ლექსი

ვახო ბერიძეს

როგორც ხელით, ქსანზე ბალახს გადასმულით, ვფერებით ფესტივალით შენს შუახევს და ვიდრემდე გზებს შებღალავს დასასრული, კალენდარზე ათასობით დღეს მოვახევთ... ზეკარული მოგონება ნალექებად შემორჩება პოეტების ფეთქვას მდუღარს, მერე ლექსიც სალექსეში ჩალექსდება და, თუ შევძლებთ, გვეყვარება ხევი ნუღარ... მაგრამ, რადგან ვერც შევძლებთ და არც ვინდომებთ, ასაძირკვლებ ამ სიყვარულს კრებულებად. მხარდამჭერად ერთგულების მაღალ დონის გულიანი პოეტები გეგულება. შენ რაღაცას სამზადისობ სახვალიოდ, სადაცაა უნდა დილა ზეცამ შობოს, შუახევი დღეს ჩემს ქართლის სახელია და ჩვენ ერთად ვეფერებით ჩვენს სამშობლოს...


პირადი ცა

პოეტის ძმაკაცი მთვარე პოეტების ძმაკაცია, მზე - უფრო მამიდა ყვავი-ჩხიკვის. სხეულზე პირდაპირ ცა გვაცვია და იღბალს არ ვეძებთ ყავის ჭიქით. პოეტი არავის ემალება, თუნდაც, ამინდებში ამ ქარიან, დარდებს მჟავედ ღეჭავს ტყემალივით, გული ცხელი აქვს და ზამთარია... ზოგჯერ ერთი ლექსის ფასად არ ღირს, ურითმო სიცოცხლე თვალწინ როა, პოეტს ყველასა ჰყავს ფარსადანი, ისიც რაღაცაში საჭიროა... მაგრამ პოეტები არ დრკებიან, სიყვარულს ურევენ სიკეთეში, სიბრძნის სამიჯნურო დარგებიან მაგარ კოქტეილებს გვიკეთებენ... პოეტებს სხეულზე ცა გვაცვია და იღბალს არ ვეძებთ ყავის ჭიქით, მთვარე პოეტისთვის ძმაკაცია პოეტი - მთვარისთვის და პირიქით....

45


გიორგი ხორბალაძე

გულის ფასი

მებრძვიან დარდთა გარნიზონები ილუზიებით თუ რეალობით, გულო, ფართობით არ იზომები, არამედ ნაღდი გულიანობით. გამხადეთ ტანზე ჭრელი სამყარო, ქაოსის ბუღი მახრჩობს და მთანგავს, ის ჩინ-მედლებიც სრულად ამყარეთ, სინამდვილეში სულაც რომ არ მაქვს. დამტოვეთ მარტო გულის ამარა, გულის ფეთქვას კი ხელი არ ახლოთ. ქარს გაატანეთ, მომცა ქარმა რაც, ის ოცნებებიც თან რომ მაახლეთ, დამძიმდა, როგორც რკინის ზოდები და ლოლოსავით ფიქრებს ჰკიდია. გადამაყლაპეს დარდი ზონდივით, არადა, დარდი ზონდზე დიდია. და მებრძვის დარდთა ასეულები, ილუზიებით თუ რეალობით... გულის ნამდვილი ფასეულობა დგინდება მარტო გულიანობით!


პირადი ცა

სოფელი მოვდივარ სოფლიდან ,,ცალ-ცალი კალოშით“, სოფელიც მაცილებს ,,ყურშა’’ და ,,მურათი’’, თვალებში მიდგია ფერდობზე ამოშლილ გვირილის არმიის ფერადი სურათი. დავტოვე კონტური მშობლიურ მწვერვალთა, არ მომწონს - ასფალტის ქუჩაა რო სველი. ქალაქი ამ ღრუბლებს რა უშნოდ წველავს და დღეს ისიც არ ვიცი, ხვალისგან რას ველი… სოფელში წვიმები შხაპუნა ვიცოდით, ო, თურმე მინდორში ეს თოვაც რად ღირდა... მანძილებს ვაქრობდით ბილიკით, ვიწროთი, ვიყავით უბრალო, სოფლელი ხალხი და სხვა დილას ვუმზერდით სარკმლიდან ოდების, რამდენჯერ მზემ ცაზე თეთრ ღრუბელს ურქინა... ფესვებში სოფელი მომდგამდა ოდითგან, მერე კი მოვირგე ქალაქის ქურქი და ნელ-ნელა ქალაქმა ნირი მთლად მიცვალა, ვებრძვი წკიპურტებით მტვრის მომცრო ნაწილებს... სოფლის სანახავად დღეს ვეღარ ვიცლი და თავს ვიქებ - ქალაქის მკვიდრი ვარ აწი მე! ეგ არის - სიზმრები სოფლელის შემომრჩა და სოფლად ვიღვიძებ მე ყოველ ცისმარე... ზოგიერთ სიზმარს რომ სჭირდება შელოცვა, ისეთი არ არის სოფლური სიზმარი.

47


გიორგი ხორბალაძე

ამ დილით მზემ ცის ცურს ურქინა ხბოსავით, ბავშობის რიჟრაჟი მეცნო ვით ბერდედა... ახლა ჩემს ფერდობებს გვირილით მოსავენ, მე სოფლურ სიზმრებით ქალაქში ვბერდები...

*** სივრცეს მწვერვალებთან ნისლი მოაფარეს, წვიმა დაგვიხატეს თითქოს აკვარელით ერთხელ შენი თავი მეც ხომ მომაბარეს, ასე ლამაზი და ასე საყვარელი... მახსოვს გივლიდი და ნიავს გარიდებდი მწამდა მარტო ჩემი იყავ თვალის ჩინი, მერე უცნაური სევდით გარინდებულს დაუსრულებელი დარდი გამიჩინე... ტყიან თვალსაწიერს წვიმას თხლად აცრიდნენ, ვეღარ ჩერდებოდა გული საგულეში. ყოველ წამს ხელიდან წამებით მაცლიდნენ და არც მომავალი ჩანდა სანუგეშო. წვიმას ზრდილობისთვის უფრო გავეყარეთ, იქვე პოეზიის სითბომ შეგვიფარა. ეჭვი არ იყო, რომ მაშინ ჩემი იყავ, ასე მჯეროდი და ასე შეგიფერე...


პირადი ცა

მერე გაილია ის დღე-სიზმარი და დარჩა მოგონება, როგორც ჰონორარი. ახლაც არა ვდგევარ განზე სიშმაგიდან, ის დღე უსასრულო, დღესაც რომ არ არი. დღესაც მწვერვალებზე ნისლი მოაფარეს, ისევ დაგვიხატეს წვიმა აკვარელით. იქნებ შენი თავი ისევ მომაბარონ, ასე ლამაზი და ასე საყვარელი...

აჭარის მთიანეთს აჭარის მთიანეთს თუ ახველ, არ დათვრე, არაფრით გამოვა. ხულო და ქედა და შუახევ, დღეს მთვრალი მარტო თქვენ გამო ვარ! ქედს ვუმზერ ჟრუანტელ-შეხებით, ქართული სულების საჯიშეს, აჭარელ ძმობილებს შევხვდები ვაჟკაცებს, პოეტებს და გიჟებს! შუახევ, ხულო და ქედაო, მოკითხვა ქართლური მთებიდან,

49


გიორგი ხორბალაძე

გეტრფი და თუ რატომ ვერ ვდაობ, დე, მიზღოს სასჯელი თემიდამ... შენს გულში შავი ზღვის სიო ფრენს, ხანდახან სიზმრებშიც გნახულობ, მიყვარხარ ლექსშიც და სუფრაზეც, ქედაო, შუახევ და ხულო!

*** ვხედავ - დათოვლილი მთა ნისლში მოღუშული ზის. ფიქრებს ოცნებებით ვრთავ, ჩემო დასადარო მზის. ისევ პატიებას გთხოვ, მგონი, მონატრებაც მკლავს, მთაში უსაშველოდ თოვს, ბარში წვიმა იკლავს თავს... მთაში უსასრულოდ თოვს, სულში ჟრუანტელი ზის, აღარ გამებუტო, გთხოვ, ჩემო შესადარო მზის!


პირადი ცა

*** შეგიყვარებდი დაუყოვნებლივ, რომ არ მიყვარდე უკვე ძალიან. ცხოვრების გზაზე გაგიყოლებდი და გაგიბამდი მუდმივ ალიანსს. გაგაღმერთებდი, თუმცა შევცოდავ (მაინც გახლავართ უკვე ცოდვილი), უნდა გამიგო ახლა შენც ცოტა, იგრძნო ოცნება გამოზომილი. ნუ განრისხდები, რაც უკვე გითხარ, მის კვლავ მოსმენას თუ ვერ ეწყობი, რომ არ დაგესვა არასდროს კითხვა, იგივეს მაინც ხშირად გეტყოდი. შეგიყვარებდი, მთელი არსებით, ფეხის ტერფიდან კისრის მალამდე, გაგაღმერთებდი მერე სავსებით, რადგან სიყვარულს ვერ დავმალავდი. შეგიყვარებდი ლექსად და თხრობით და, რადგან მინდა გული გაგიყო, დაუყოვნებლივ ცოლობას გთხოვდი, უკვე რომ ჩემი ცოლი არ იყო.

51


გიორგი ხორბალაძე

*** ფერდობზე ავი ქარი თარეშობს, მზე გადმოჰყურებს ცერად სამყაროს. ყვავილთან ტურფა ქალი თამაშობს, მშვენიერება რომ გაამყაროს. ცაზე სეირნობს ღრუბელთა ქულა, ჟამია რაღაც საოცრად მშვიდი. პატარა გოგო, ვით წითელქუდა, კალათით ხელში ბებოსთან მიდის...

*** სივრცეს გავყურებ, ღმერთო, რა მთიანს, ტანში მეყრება ამაყი თრთოლა. მწვერვალთან ახლოს, მზე რომ ანთია, სულ შენ წაგაგავს, შე ლამაზთოლა. როცა ღიმილში მთვარეც მოგბაძავს, დახედავს ვარსკვლავთ, როგორც მეფე - დებს, წყვდიადი ღამე დაიხევს ძაძას და ერთხელ კიდევ შემომეფეთე!


პირადი ცა

მწარე სიმართლე დადიხარ მთელ დღეს წინა და უკან, კიდეც აკეთებ რაღაცას თითქოს. გიწევს, სულელებს კვერი დაუკრა, სხვა გზა არცა გაქვს, თუმცაღა, ითქვას. ვიღაცას ხოტბაც შეასხა უნდა, არ სურთ სხვაგვარად შენი ატანა. ხშირად ცდილობენ, დაგადონ ხუნდი და გააღმერთონ შენ წინ სატანა. გული გევსება თანდათან შხამით, ქუჩაში ითვლი უგზო ნაბიჯებს. ლამაზ მირაჟებს გიხედნის ჟამი და უძლურება ტკივილს განიჭებს. არ შეგწევს ძალა - დათმო სინდისი ან უვიცები დაძლიო სიბრძნით. ხელის ჩაქნევა გინდა ბინდის წინ, მაგრამ ბინდს მიღმა შუქისთვის იბრძვი. სული შიმშილობს სასადილოსთან, ნამუსის ძაფი ფეთქავს ტაქტებით,

53


გიორგი ხორბალაძე

ხან შენ თვითონ ხარ სასაცილო და ხან ის, ვისაც შენ ეკონტაქტები.

„დანაშაული“ ჩემი ფიქრები არ შეგარჩენენ, ასე გულგრილად რადგან მიცილებ და დაუსჯელი არც შენ დარჩები, ძვირფასო, ესეც კარგად ვიცი მე. შენ სიყვარულის დამწვი ალებით, უშრეტი ცეცხლი არსად არ თვლემდა... და არც აგცდება (არც გაქვს ალიბი) ჩემი დაწვისთვის გასამართლება.

*** არა, არ ვუჩივი ბედს, სევდა მეძალება როს, მხოლოდ ვემდურები ჟამს შენი მონატრების დროს. გული დაისრული მაქვს, სხეულს ვეღარ ვანდობ სულს,


პირადი ცა

მაინც ბედნიერი ვარ, სხვისი არაფერი მშურს. ეკლით მოსილია გზა, მე კი მივუყვები წინ, თითქოს მაწყენინე და მაინც არაფერი მწყინს. სული პოეტისა მაქვს, მხოლოდ სიყვარული მსურს. ახლაც ჟრუანტელით ვგრძნობ შენი ბაგეების სუნს. არა, არ ვუჩივი ბედს, სევდა მეძალება როს, მხოლოდ ვემდურები ჟამს შენი მონატრების დროს

მობოდიშება ალბათ მეტს ელოდი, მაპატიე, ასე უნებური გაწბილება. მხოლოდ სიყვარული მაბადია, ვშიშობ, 55


გიორგი ხორბალაძე

არასდროს რომ დაწყვილდება. (ვის უნდა უაზრო აღმაფრენა, ხეპრე პოეტი კი გათავხედდა?!), ფრთხილად, არ გაცდუნოს ჭარბმა ფერმა, მხოლოდ მას რომ ამჩნევ, რასაც ხედავ... არის კიდევ რაღაც უხილავი (დღისით ვარსკვლავებიც არ ჩნდებიან), თითქოს დავანებე წუხილს თავი, თუმცა იარები აქ რჩებიან. მინდა დაინახო აბსტრაქტულიც წრფელი სიყვარული, სისადავე, თუკი ვერ დაუდე აბზაცს გული, დიდხანს ვიკამათებთ ისა და მე. მერე გაგიმეტებ სამხილებლად, მგონი, ეს უფლებაც მაბადია. შენ კი მაპატიე ახირება, მეტსაც რომ ელოდი, მაპატიე!


პირადი ცა

*** ბედნიერების დაქრის სურნელი, ჩემ გვერდით რადგან შენა ხარ თავად და, როგორც სენი განუკურნელი, ეს სიყვარულიც აღარსად წავა. ბინდბუნდში ხმები ისმის წარმტაცი, ახლოს ხარ მაგრამ მიუწვდომელი. ზმანება ტკბილი მოდის ბარბაცით და ძლიერ რთული ხდება დუმილი. ენაზე კბილის დაჭერა მიწევს, იქნებ სიმართლით გულიც გატკინო?! ტუსაღი სიტყვა ჰაერზე იწევს, ალალი, მაგრამ ჯერ სათაკილო. ფიქრს სივრცე უფრო მოზრდილი უნდა, რადგან ოცნებამ ფრთები შეისხა. მაინც მიყვარხარ, არ ამცდეს, თუნდაც, კაცის ლანძღვა და უფლის შერისხვა! 57


გიორგი ხორბალაძე

პოეტური პრინციპი რაზეც არ გეწერება, არ დაწერო იმაზე, ბატონებო, არ მჯერა დაგეგმილი ლექსების. სულში თუ შემოგაკლდა პოეტური სინაზე, ესე იგი, არ გიდგას დრო წიგნების შევსების. ლექსი უნდა ამოთქვა, სუნთქვას ამოაყოლო, ფიქრის ლაბირინთებით ააჭრელო ფურცელი. იქნებ კიდეც დახედო, გაუსწორო საყელო, მაგრამ უნდა დატოვო ლექსის გული უცვლელი. თუკი უნდა დაკუწო საკუთარი ნათქვამი, გამოდის, რომ სათქმელი, არ გქონია ჯერაც მზად. შეიცადე, სიჩქარით სული არ გაიქვავო, ბაგეს ნამდვილ პოეტის ვერაფერი შერაზავს.


პირადი ცა

დაელოდე ჟრუანტელს, ტანში გარონიებულს, შეიგრძენი ლექსისგან ბუსუსები დაყრილი. შეიძლება ღრუბლებმა კონა ყაროს იების, თუ ოცნება არა გაქვს თავზე დაბლა დახრილი. ლექსი უნდა ამოთქვა, სუნთქვას ამოაყოლო...

*** მზერა, ასხლეტილი დეკოლტედან, ქვეწარმავალივით გასრიალდა. ხდება ძარღვში სისხლის შეკოლტება, როცა შეგრძნებები ბასრია და როცა თავში ტვინი შეკორდდება. ხდება უხამსობის შეხამება, როცა ვნებას ვეღარ ეურჩები. მე მაგ საოცრებას, შეხალებულს, ათასს მოფერებას შევურჩევდი.

59


გიორგი ხორბალაძე

არის ხშირად სულის შეფიცხება, მძაფრი ჟრუანტელის გამოწვევით. არაფერს არ გავნებ, გეფიცები, უბრალოდ სადმე თუ წამოვწვებით. მზერა ასხლეტილი დეკოლტედან, ქვეწარმავალივით გასრიალდა. ხდება ძარღვებში სისხლის შეკოლტება, როცა შეგრძნებები ბასრია და როცა, თავში ტვინი შეკორდდება.

წვიმის სურათი დგას გაბღენძილი ჩემ წინ ჭადარი, სიამაყისგან ტოტებს ატოკებს. ქარი წვიმიან დღისთვის მზად არის, ეული თხილიც წვეთებს მარტო კრეფს. მთები იხრჩობა ბურუსის სივრცით. ძნელია ნისლის ფარდად წვალება. ღრუბელი წვიმას საოცრად ცივს ცრის და წვიმას არ სურს გარდაცვალება.


პირადი ცა

ასფალტი აფრქვევს საფირმო სურნელს, ჩიორა ჩქარობს ბუჩქში შეძრომას, ქუჩის ხმაური თანდათან სულს ლევს, სიცოცხლე ისეც დიდხანს შეძლო მან. მგზავრყოფილები სხეულს იშრობენ, სავარაუდოდ, გაზის ქურათი. მეც, უსაქმურმა, ცოტა ვიშრომე, რომ დამეხატა წვიმის სურათი.

პატარა ქალაქს წვიმა ასველებს შეფერილ ქუჩებს, ღრუბელთა ჯარი დაჰყურებს ქალაქს, აქა-იქ თხრილი წვეთებს აქუჩებს, არაფრის დარდი რადგანაც არ აქვს. მეც მივტოპაობ, ვკვეთავ „წმინდაწყალს“ და „ ვერხვებისკენ“ მიჭირავს თვალი. სახეში მირტყამს ქარი მე - საწყალს, ღაწვებზე მრჩება მოლურჯო კვალი. კისერში ცივი ეშვება სითხე, თანაც მგონია მაძლევს სიცხეს და 61


გიორგი ხორბალაძე

ვათვალიერებ, მახსოვს, რომ მითხრეს წვიმა ფასობსო ბებერ ციხესთან. „ახალ ბაღის“ წინ მომცრო ოთახში, უსაქმურობით ჩასთვლიმა დალაქს. და ლამაზია, როგორც სამოთხე, როდესაც აწვიმს პატარა ქალაქს.

გაკვეთილი ჩემს ზუკას

შენ ხომ ჯერ ისეთი პატარა ხარ, მკერდზეც ვერ გიხუტებ გამეტებით. ჩემო პაწაწინა სატრაბახო, ტკივილზე მალამოდ დამედები. ჩემო სიყვარულო სასწაულო, სიმდიდრევ, რომელიც მაბადია. ამ გულს სიყვარული სად წაუვა? შვენის, ვით ორდენი საპატიო. თითქოს ერთდროულად დავიბადეთ, ერთად ვზრდით ერთმანეთს - „ონავარები.“


პირადი ცა

ვხარობ, შენთან ყოფნა დამებედა, შორს არის დარდი და მონატრება. გამზარდე - მამობა შემასწავლე. გპირდები, ვისწავლი „სხაპასხუპით“. შვილობას გასწავლი, გენაცვალე, შენი გაკვეთილის საპასუხოდ.

დედის კალთამდე მე მირბენია გაუჩერებლად განსაცდელიდან დედის კალთამდე, როცა ბედს ჩემთან აურჩებდნენ და უიმედობის რწმენას ხლართავდნენ. მახსოვს ბავშვობის ცელქი წუთები, გაკვეთილები - მომავლის გზაზე. უკვე ოცნებას ღამეს ვუთევდი და ბევრი რამის ვიყავი აზრზე. არ მშორდებოდა მზრუნველი ხელი, არა მტოვებდა არასდიდებით. გვქონდა ოთახში დივანი ხმელი, ხოლო ეზოში - ვარდის კვირტები.

63


გიორგი ხორბალაძე

დავუბნევივარ ზოგჯერ ცხოვრებას, ჩვეულებრივი ყოფის თანახმად. ბავშვური გული იმახსოვრებდა დედის დამხმარე ხელის დანახვას. გამჭირვებია ზოგჯერ ძალიან, როცა დრო-ჟამნი იმედს ხლართავდნენ. მერე გზა ხშირად გამიკვალია განსაცდელიდან დედის კალთამდე.

კომედია მე კომედიას ვთამაშობ ახლა, ამაზრზენია დღეს ჩემი როლი. მთავარი საქმე ცინიზმი გახდა და გაუყარა რწმენას ჰოროლი. მკლავს ირონია საკუთარ თავის, ვერ ვეგუები საძულველ ქცევას. ცხოვრების რთული არაკ-იგავი ისევ მიცხადებს მე გამოწვევას. ვხედავ, უნიჭო ვარ მსახიობი, უკვე ვიწვნიე მრავლად ფიასკო.


პირადი ცა

სავალი შარა, წალკოტ ხეობის, რატომღაც ახლა უფსკრულს მიეფსკვნა. ჟამი რთულია, როგორც სახადი, ვგრძნობ, უმოწყალოდ მწყევლის სატანა. კომედიაზე უარს ვაცხადებ, რადგან მძულს ასე თავის გატანა!

თამამი ვალსი მოდიან ვნებები პოეტურ ხიბლიდან, თანდათნ მნებდები, თვალები მიბნიდე. მუსიკა, ვით ქარი, მეწყვილე ნათურის, ციმციმებს სიჩქარით ხელების ფათურიც. გიყურებ არ რიდით (თვალები ხარბია), ალმურნი განრიგით ღაწვებზე დარბიან. იმპულსით ვიგრძენი 65


გიორგი ხორბალაძე

შენში, რომ თრთოლაა და ჩემი სიბრძნე აქ ნულის ტოლია. დავკარგე თავი და ტუჩს ვაცლი უმარილს, კომპლექსი წავიდა, ვით უცხო სტუმარი. რიტმული როკვა და სხეულის სიკაჟე, შორიდან ცეკვაა, ახლოდან - სიგიჟე. არც ფასობს პიარად, რაც, მგონი, ვალსია. მოთმენის ფიალა, ბოლომდე სავსეა. მოდიან ვნებები პოეტურ ხიბლიდან, თანდათნ მნებდები, თვალები მიბნიდე....


პირადი ცა

პოეტის დარდი მუდამ პოეტის დარდი დამყვება, ბედნიერიც ვარ და სევდიანიც, ვეტრფი სიცოცხლის ყველა დამწყებს და ჩემი მამულის ასე დიად ცას. მიზნისკენ მუდამ ბრძოლით მივიწევ, არა მწამს ბედის ნებიერობა. ჩემს სამშობლოში მთების მძივი წევს და ჟრუანტელის ფრქვევით ერთობა. თავადაც ვგავარ ამ ზვიად მძივებს, არ ვიჩოქებ და ჟამს არ ვნებდები. გულს სიძულვილი ვერ დამიმძიმებს, რადგან სიკეთის მოძმედ ვბერდები. ვცხოვრობ შერეულ ჭრელი ჩვევებით ზოგჯერ ბოჰემით, ზოგჯერ სიმშვიდით. რომ მოგეკალით მტრობის ჩვენებით, სიყვარულს მაინც ვერ დავიშლიდი. რადგან პოეტის დარდი დამყვება, ბედნიერიც ვარ და სევდიანიც, ვეტრფი სიცოცხლის ყველა დამწყებს და ჩემი მამულის ასე დიად ცას! 67


გიორგი ხორბალაძე

ზამთარი თოვლი დაემსგავსა ზეწარს, ქარი უმოწყალოდ მკაცრობს, ბავშვი თოვლის ბაბუს ძერწავს, ისე, შეშურდება კაცს რომ. ბიძია სახურავს ხვეტავს, ვარდი აღარ ფურჩქნის კოკორს, ხომ არ გამიცივდი ნეტავ, ჩემო თვალმახარა გოგოვ?!

*** განა ყველა კაცია შარვალი რომ აცვია, გულად ვერ ვცნობ ყველაფერს, რაც კი მკერდში ფათურობს. ზოგს სიკეთის თესვისგან არაქათი გასცლია, ზოგის სული ქართული სულაც ვეღარ ქართულობს. თუკი ვაჟი ვაჟია, თუკი ქალი ქალია,


პირადი ცა

უნდა თვალში ბრწყინავდეს სხვისი სიჭაბუკისა. ბედი როცა ამუქრებს ამინდს, წვიმა-ქარიანს, სულმა უნდა შეიცნოს დაფისა და ბუკის ხმა. როცა ქალი ქალია, როცა ვაჟი ვაჟია, ეს ცხოვრებაც ლაგდება, როგორც კეთილ ზღაპარში. გული გულს რომ შეიცნობს (თითქოს რა შუაშია), სული ისე რბილდება, როგორც რკინა - ღადარში. თვალი თვალს რომ ჩახედავს, მზერა ხდება ანბანი. გრძნობაც სხეულს შეავსებს, ვით ბატონი - აივანს. მერე დატრიალდება იქ ისეთი ამბავი, როგორც ჩვენში იტყვიან, დედა შვილს არ აიყვანს...

69


გიორგი ხორბალაძე

უფროს მეგობარს ვუძღვნი გ. მახარობლიძეს

ქალაქის ქუჩებს ისე მიაპობ, თითქოს სივრცეში უნდა გაცურო. შე სულმდიდარო, ჯიბეიაფო, ნაღდო პოეტო, კაცო კაცურო! მოკრძალებისგან მხრებში იხრები, დიდთან დიდი ხარ, ბავშვებთან - ბავშვი. სათნოებაში არ იტიხრები, სიავეს არ რევ სიკეთის ხვავში. საძმაკაცოა შენი ,,იმიჯი”, ძმებთან ქეიფი ალბათ ,,ჰობია”. გულახდილობას ამკობ სიდინჯით, არ გხიბლავს ფუჭი ფილოსოფია. მშვიდობის მლოცველს დაგჭირდეს ოდეს, ზურგს არ უჩვენებ მტარვალს გრძელ ომში. მილიონს გაცვლი (მეტსაც, რომ გქონდეს) ერთ სიყვარულზე სადღეგრძელოში.


პირადი ცა

მერე კი ქუჩას ისევ მიაპობ, თითქოს სივრცეში უნდა გაცურო.. შე სულმდიდარო, ჯიბეიაფო, პოეტო ნაღდო, კაცო კაცურო!

ქუჩაში სტრიქონის გზა მაქვს გასაკვალავი, ფურცელს სწყურია ლექსის შეხვრეპა. ვშიშობ - იფეთქებს ჩემი კალამი და მელნად გულზე გადამეღვრება. შემოტევაა ძარღვებში სისხლის, ვნატრობ - გაუძლოს იქნებ ვენებმა, სხეული წამში ჟრუანტელს ისხამს, თვალებს მინათებს უცხო მშვენება. არეულია კვალი და გეზი, სიტუაციას ბოლო არ უჩანს... ხოლო აღნიშნულ ფაქტთა მიზეზი, სრულიად მშვიდად მიჰყვება ქუჩას...

71


გიორგი ხორბალაძე

ესროლეთ... ესროლეთ პოეტს, შეაჩერეთ რთული ცხოვრება! ძირს არ დაუშვათ გაყინული ტვინის კარნახი. ნუ შეიცვლებით, არ გჭირდებათ გაუცხოება, მას სისასტიკე უთვალავი კი აქვს ნანახი. ესროლეთ პოეტს გულცივობა, უსულგულობა. მოკალით ორჯერ, მრავალჯერ და ასიათასჯერ. გააქრეთ ისე, ვერც გაიგონ, თუ სულდგმულობდა, რადგან უყვარხართ, საპასუხოდ ასე დასაჯეთ. ესროლეთ პოეტს სიძულვილი, დაუნდობლობა და ულმობლობა გახურებულ შუბლში ახალეთ, ერთგულების წილ მიუსაჯეთ „სულით ობლობა“, ესროლეთ, თუ ეს ასე გახარებთ...


პირადი ცა

*** შენ სიყვარული არ შეგეძლო, რადგან ეგოიზმით გაჯერებული ტვინი, დეზდემონასავით ახრჩობდა შენში სიყვარულის ნიჭსა და უნარს. შენ, ისევე როგორც მე, მხოლოდ ჩემ მიერ შექმნილ-დახატული, შენი თავის გაკეთილშობილებული ალტერნატივა გვიყვარდა ჩემში. უნებურად ვასაზრდოვებდი შენს ეგოიზმს და შემეჩვიე. მერე, მოგონილი ნაოცნებარიდან, მოულოდნელად გადავიჩეხეთ რეალობის შავბნელ უფსკრულში და გვემწარა მოგონილისა და ტყუილის საოცარი თანაფარდობა. ტყუილს კი მოკლე ფეხები აღმოაჩნდა...

73


გიორგი ხორბალაძე

*** პიტალო კლდეზე აღმართულა ბუდე არწივის, ქარი არ წივის ველზე ახლა ისე საშინლად. ვნებამ, აშლილმა, გარდასახა რთულად მარტივი, შენ კი მარტივით საოცარი დარჩი მაშინაც. და კვლავაც რაა საშინელი ამაზე უფრო ვერ დავეუფლო შენი გულის ჩარაზულ კარებს?! არ მოგაკარებ ცივ ნიავსაც - ამ გულის უფროსს, სულის საუფლოს შენს სიყვარულს გადავაფარებ. და მერე ასე ბედნიერი ვიქნები მუდამ, სიყალბეს ვგუდავ, რადგან უნდა შენს ღირსად ვიქცე. ზოგჯერ თავს ვიქცევ და ვაგროვებ ლექსებს, ვით ხურდას, მერე კი უნდა, ეს ლექსები შენს ბუხარს მივცე...


პირადი ცა

*** სანთლის შუქის ფონზე მოდის ფიქრი შორი. ცნობის დღეთა, რომ ზეგ შესრულდება სწორი. კაბის ჭრილში, მუხლთან, შენი შავი წინდა, მინას ყრდნობილ შუბლთან წვიმდა, წვიმდა, წვიმდა... მერჩის ფიქრი, როგორც პილოტს ერჩი, გულო და ოცნების ბოლოც არის უსასრულო. მელოდია წვეთის, როგორც პატეფონზე, მოისმოდა ცვილის სანთლის შუქის ფონზე. სულშიც მოზრდილ არეს სძლევდა გრძნობა წმინდა, და მინების გარეთ წვიმდა, წვიმდა წვიმდა...

75


გიორგი ხორბალაძე

წყენა მივუყვებოდი ქუჩებს, კვლავ ძველებურად, მარტო. მეცვა უხეში ჯინსი და შავი ტყავის მანტო. ციოდა, ზამთრის სუსხით მინებს ფარავდა ჭირხლი. მივაბიჯებდი სხვისკენ, მძალავდა შენზე ფიქრი. სხვას აშინებდა ქარი, ხელებს ითბობდა ორთქლით. სახეს ისრესდა ხშირად და წუწუნებდა მოთქმით. მე მკერდს ვუშვერდი კრძალვით, მათრობდა სითბო ცივი, ზღვაში ცურავდა გემი, მტკვარში იძვროდა ტივი. დიოდა ყოფა ჩვევით, ეს მე ვარღვევდი ჩვევას, წყენით მოწყენილს რადგან ეჭვი მირყევდა რწმენას.


პირადი ცა

არ მშორდებოდა ქარი და ფორიაქი შიდა, რადგან მიმავალს სხვისკენ, შენზე ფიქრები მშლიდა...

*** როს, კადნიერი შურით, თავს წამოგვადგა მთვარე, ჯერ გაირინდა წუთით, მერე ცრემლები ღვარე. ძლივს დაგამშვიდე ბოლოს, ირგვლივ მოვავლე თვალი. სამნი ვიყავით მხოლოდ: მე, შენ და მთვარე მთვრალი!

*** ჩემს ოცნებებს მოეცალა ზღუდე, როგორც სცენას სპექტაკლის დროს ფარდა. ვდგავარ სადღაც სიგიჟესთან ზღურბლზე, კვლავ ყველაფრით, სიყვარულის გარდა. 77


გიორგი ხორბალაძე

და ვუთელავ მინდორს, ისევ მწვანეს, მივუყვები უსასრულოდ ბილიკს, თავს ვარიდებ მოგონებებს, მწარეს, არც კი ვიმჩნევ, სულს თუ ვმართავ კბილით. ისიც ვიცი, დამივიწყებ, კარგო, მოგონებებს ჩაურაზავ კარებს. მომცილდები, როგორც ნაპირს „არგო“, „სულელ პოეტს“ აღარ გაიკარებ. და მოწყდება თითქოს რაღაც სხეულს, თავს შევიგრძნობ, როგორც ხელში მტრების, უშენოდ თავს ვერ გავიტან წლეულს, რადგან სულში დრო დადგება მტვრევის. ჩემს ოცნებებს მოეცლება ზღუდე, როგორც სცენას სპექტაკლის დროს ფარდა და დავდგები სიგიჟესთან ზღურბლზე, კვლავ ყველაფრით, სიყვარულის გარდა.

*** მე არაყს ვისხამ, სხვები სვამთ ,,ფანტას” და თქვენგან მხოლოდ ბახუსი მარჩევს.


პირადი ცა

უფერო სითხე დღეს დარდებს ფანტავს, ხვალ კი თავის კვალს მკაცრად დამამჩნევს. დე, ასე იყოს, ამას არც ვჯავრობ, ხვალე იქნება აღარც დამცალდეს. მძულს განგებასთან დროზე ვაჭრობა ან ჩამოკიდვის ნდომა ამ ცაზე. და სისაძაგლემ რომ არ შემშალოს, როცა თავს ზემოთ არ არის ძალა. დავუნაწილებ ჯავრის ეშელონს იმ სულს, რაც შემრჩა და მომეძალა. ხუთი წუთის წინ მე ვსვამდი არაყს (ალბათ, ეტყობა ჩემს ლექსს წყობაზე). თავს არ ვიმართლებ - არ ვყვები არაკს, მე დღეს სიმთვრალის ვარ განწყობაზე!

ავტოშეგონება მე ვიცი, ტკივილს მრავალს იწამლი და გაჭირვებას კვლავაც აიტან, შენს დაფასებას მაშინ ვისწავლი, თუ შენს სიმართლეს ბოლოს გაიტან.

79


გიორგი ხორბალაძე

ნუ შეშფოთდები, ხალხი ჭრელია, უკან დახევა არ შეგშვენდება. მთავარი მარცხი გადაჭრილია, აგცდება კრულვა და შეჩვენება. უნდა გახსოვდეს, როცა გაქვს ვალი და დაბრკოლება გადასალახი, არ გაგიკვირდეს, თუკი მავანი, სამოსს მოგითხვრის მტვრით და ტალახით. არ დაიხიო უკან არასდროს, თუნდაც შეეჭრე ლომებს სადილზე, შენმა სიმართლემ სუნთქვა განაგრძოს, ბოლომდე, თუნდაც მოკლე მანძილზე!

*** მე ბოდიშს გიხდით, ჩემო ლექსებო, დავიწყების და გულცივობისთვის. ყოფითი პროზა შემოგაქსოვეთ, ვეღარ გკითხულობთ ურჩი ლომის ხმით და მიგაბარეთ მაგიდის უჯრედს, რომელიც თითქოს ბავშვთა სახლია. სარკმლიდან მჟავე ამინდებს ვუჭვრეტ, ღრუბელიც წვიმის საშვთა დახლია


პირადი ცა

-

და მახსენდება დრო ძველისძველი ჩემი ლექსების მოზიარე შენ უყურებ ღრუბელს რომ წველის ველი და, რა თქმა უნდა, პროზის გარეშე ვცხოვრობთ და არის სრულიად სწორი კურსი, რომელიც ჩვენს გემს უჭირავს, ჩემს ყოველ სტრიქონს სული აქვს ორი შენთვის და ჩემთვის გამოვუძერწე... ამიტომ ახლა გაშვილებული შვილივით ვეძებ უჯრაში ფურცლებს და საოცრება გაშვიდებული ცხოვრების მძიმე ჯარასაც ვუძლებ... დღეს ისევ უნდა მოგიახლოვდე, ამჯერად ველი, მზიანს, წველის ცას. ასეთ დღის ლექსი სჯობია ხოლმე ულექსო ყოფის მთლიან წელიწადს...

შემოდგომური ცაზე ღრუბლები ლექსებს ხატავენ... ქარის - ამ ხეთა ბენდის სოლისტის სევდიან ჰანგებს ფოთლებს ატანენ, ახალშერთული მორცხვი ცოლივით. 81


გიორგი ხორბალაძე

ქარის ხმა - ცივი სევდის არია, თითქოს დახატეს ნატურმორტივით... მივდივარ, არ მყავს გვერდით არავინ, ვღიღინებ, მაგრამ მთლად უმოტივოდ. მოკლედ ისეთი არის ამინდი, მილიონი ღირს ახლა გომურიც, ლექსის არც წერა, არც თქმა არ მინდა, მხოლოდ აღმომხდა შემოდგომური.

შედარებითი ცოდვა ცოტათი კი უნდა შესცოდო, ეს ცოდვა გერჩიოს კაცის კვლას, თორემ ვართ მეც ცოდო, შენც ცოდო, მოდი და ეს ღამე ვაცისკროთ... მთვარეს ვუწილადე დარდები და ნახე, ნახევრად ჩამოხმა, მე გულის სისხლისგან ვმშრალდები, ეგ სისხლიც მჭირდება რა ოხრად? ვუყურებ ამ შავ-ბნელ სიუჟეტს იქნება რაიმე ხიბლი აქვს?!


პირადი ცა

არა ხამს გრძნობებთან სიურჩე, ჩემო ბეღურავ და ნიბლია. ამიტომ სულ ცოტა შევცოდოთ, ეს ცოდვა არ უდრის კაცის კვლას, თორემ ვართ მეც ცოდო, შენც ცოდო, მოდი და ეს ღამე ვაცისკროთ!

ესენინ როგორც ცნობილია, ესენინმა, თვითმკვლელობამდე, უკანასკნელი ლექსი საკუთარი სისხლით კედელზე დაწერა.

ჩემს პოეტ ძმებთან დღეს უნდა დავთვრე, გუშინაც ვსვამდით - მე, ესენი. ახალგაზრდობა ხომ ტკბილი არის, პოეტობა - ხომ მწარე, ესენინ?! მოდი, ამაღამ ეს ცა გავიყოთ, ,,ჩიჩქიც არ მინდა მეტი მე შენი” მითხარ - სიმთვრალე ხომ ნაღდი არის, ხოლო სიფხიზლე - ყალბი, ესენინ?! ასე, პირდაპირ, პირმშოდ ნაშობი, კიდევ გაზარდა ლექსი ესე ვინ? 83


გიორგი ხორბალაძე

მართლა მელანი გვიჩქეფს ძარღვებში თუ თვით სისხლია ლექსი, ესენინ? ლექსი - წამლად და ლექსი - ტკივილად, როგორ შეგვყარეს ნეტავ ეს სენი? თვითმკვლელობა ხომ მარტივი არი, გარდაცვალება - ძნელი, ესენინ?!


პირადი ცა

სარჩევი სარჩევი ... შეეშვი ამ ტვინის ჩახვეულ ლაბირინთს ........5 ... ცა ჩამოიქცეს ლამის ..........................................6 ...ჯერ არც სიყვარული გამქრალა და ..................7 ... თავზე შემომადნა შუქთა ილუზია .................8 ... აღარც გეხები და აღარც გეფერები ..................9 ჩაცმული მახა ......................................................10 ... უკვე შორს დარჩა ძველი ორგია ....................11 ... გეუხერხულა ალბათ ეს მზერა ......................12 წვიმა .....................................................................12 საყვედური საკუთარ თავთან ............................13 არ შემაჩერო .........................................................15 ჩემს ბიჭებს...........................................................16 ... ბრუნავს, იცვლება ქორონიკონი....................17 ტკბილი საღამოს ექსპრომტი.............................18 აღიარება ...............................................................19 ზღაპარი................................................................19 ... ფუჭი სიცოცხლის მგმობი რადაც ვარ ..........21 ლექსი სტუდენტური წლებიდან ......................22 ... ნაპირით ქვებს ლოკავს ლიახვი ....................24 კოცნა-არკოცნა .....................................................25 85


გიორგი ხორბალაძე

საზაფხულო თავყრილობა ................................26 ... ცა პირადულად მევარსკვლავება ..................27 მემატიანე .............................................................28 თვლემს სული არცთუ ისე ღრმა ძილით .........29 ფეხქვეშ გული დაგიგე........................................30 ...შენ ხარ სტუმარი ზღაპრიდან და ოცნებებიდან ..................................................32 ... თურმე მყვარებიხარ - ხალხი ლაპარაკობს..........................................................32 ...ახლა პოეზია ფიქრებს მოესია ........................33 ...ნუთუ აღარ გესმის შენ ჩემი და ......................34 თანაშეზრდილ მეგობარს...................................35 ნისლით შემოსილან მწვერვალები ...................36 ლექსის მშობლები...............................................37 ...მიჭირს უფსკრულებთან შეფეთება................39 შუახევური ლექსი ...............................................40 ასე თუ ისე ............................................................41 მარეთობაზე .........................................................43 ზეკარული ლექსი ...............................................44 პოეტის ძმაკაცი ...................................................45 გულის ფასი .........................................................46 სოფელი ................................................................47 სივრცეს მწვერვალებთან ნისლი მოაფარეს .....48 აჭარის მთიანეთს ................................................49 ვხედავ - დათოვლილი მთა ...............................50


პირადი ცა

შეგიყვარებდი დაუყოვნებლივ .........................51 ფერდობზე ავი ქარი თარეშობს.........................52 …სივრცეს გავყურებ, ღმერთო, რა მთიანს ......52 მწარე სიმართლე .................................................53 „დანაშაული“ .......................................................54 ...არა, არ ვუჩივი ბედს ........................................54 მობოდიშება .........................................................55 ბედნიერების დაქრის სურნელი .......................57 პოეტური პრინციპი ...........................................58 ...მზერა, ასხლეტილი დეკოლტედან ................59 წვიმის სურათი ....................................................60 პატარა ქალაქს .....................................................61 გაკვეთილი ...........................................................62 დედის კალთამდე ...............................................63 კომედია ................................................................64 თამამი ვალსი ......................................................65 პოეტის დარდი ....................................................67 ზამთარი ...............................................................68 ...განა ყველა კაცია ...............................................68 უფროს მეგობარს.................................................70 ქუჩაში ...................................................................71 ესროლეთ .............................................................72 ... შენ სიყვარული არ შეგეძლო..........................73 პიტალო კლდეზე აღმართულა ბუდე არწივის ......................................................74 87


გიორგი ხორბალაძე

...სანთლის შუქის ფონზე ...................................75 წყენა ......................................................................76 ... როს, კადნიერი შურით ...................................77 ...ჩემს ოცნებებს მოეცალა ზღუდე ....................77 ...მე არაყს ვისხამ, სხვები სვამთ ,,ფანტას” .......78 ავტოშეგონება ......................................................79 ...მე ბოდიშს გიხდით, ჩემო ლექსებო ...............80 შემოდგომური .....................................................81 შედარებითი ცოდვა ............................................82 ესენინ....................................................................83


პირადი ცა

89


გიორგი ხორბალაძე


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.