1
2
3
`სანთელო ჩემო, მარადჟამს ენთე!..~ (რედაქტორისაგან) რამდენიმე ათეული წელია, რაც ქართველ შემოქმედთა რიგებს ამშვენებს ნიჭიერი ლირიკოსი და საზოგადო მოღვაწე, აკაკი ბიძინაშვილი. დაიბადა 1936 წლის 25 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, ივანე ნიკოლოზის ძე ბიძინაშვილისა და ანა ვასილის ასულ ზაუტაშვილის ოჯახში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის №62 საშუალო სკოლა. 1962 წელს ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. მსახურობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე... არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. აკაკი ბიძინაშვილმა სამწერლო გზის დასაწყისიდანვე დაიმსახურა მკითხველთა ყურადღება და პატივისცემა. არაერთხელ ვყოფილვარ მოწმე, პოეტმა თავისი ლექსების კითხვისას, როგორ მოსწყვიტა მქუხარე ტაში თაყვანისმცემლებით ავსებულ დარბაზს... მისი ყოველი ახალი წიგნი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამჯერად, ჩვენ წინაშეა ა. ბიძინაშვილის პოეზიის საიუბილეო ერთტომეული _ `ლირიკა~. 4
ეს საგულდაგულოდ შედგენილი წიგნი ერთგვარი შეჯამებაა ცნობილი პოეტის მრავალწლიანი ნამოღვაწარისა... აღფრთოვანებას იწვევს ა. ბიძინაშვილის პატრიოტული შემართება. ვის არ მოხიბლავს მგზნებარე სტრიქონები მისი დიდებული ლექსიდან `სამშობლო~: ქარაფზე მებრძოლ ჯიხვსა და არწივს, კორდებზე მოსულ ყაყაჩოს ბრიალს, შენი სულის და სხეულის ნაწილს _ ამ მიწას შენი სამშობლო ჰქვია! ამაზე დიდი რა გინდა ჯილდო, _ სამოთხეს შენთვის ღია აქვს კარი, შენ უნდა მისი უღელი ზიდო, ის არ დაუთმო არავის წამით! ეს ლექსი აღიქმება როგორც ანდერძი, საუკუნიდან საუკუნეში გადაძახილი, მომავლის ქართველთა მარადიული სიფხიზლისთვის მოწოდება... ბედისწერამ ძალზე მძიმე ხვედრი არგუნა საქართველოს _ დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირსებისთვის დაუსრულებელი ბრძო¬ლა. მის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია გადაგვარებისა და გადაშენების საფრთხე. პოეტს ბოლომდე აქვს გაცნობიერებული ეს სავალალო ჭეშმარიტება და, როგორც პატარა, მაგრამ ამაყი 5
ქვეყნის შვილი, თავის სათქმელს აფორიზმის ტოლფასი სიტყვებით ამბობს: ჩემთვის უცხოა მონის უღელი, მე არ მიზიდავს ლაჩართა ჯილდო, თავისუფლებას რახან ვუმღერი, მზად ვარ, იმისი სასჯელიც ვზიდო! მეხივით გრგვინავენ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მდგომი სამშობლოს მიმართ პოეტის შეძრწუნებული გულიდან ზვავივით დაძრული სტრიქონები: აღსდექ ქართველო! ლაღო არწივო! არვის დავუთმოთ ზეცა საჩვენო... მტერს სისხლის წვიმა უნდა ვაწვიმოთ, ჩენი გმირობა უნდა ვაჩვენოთ! აღსდექით! მედგრად ხმალი შევმართოთ, მუსრავდეს დუშმანს რკინის მარჯვენა, თავდადებულებს ჩვენც შევემატოთ _ ქართული მიწის გადასარჩენად!... *** აკაკი ბიძინაშვილის ლირიკა მდიდარია სატრფიალო მოტივებზე შექმნილი ლექსებით. მათში დომინირებს ქალის მიმართ რაინდული და ამაღლებული სულისკვეთება... აზრობრივი სიღრმით და გამომხატველობითი სინატიფით გვხიბლავს ერთი უმშვენიერესი სტროფი: 6
ხეების ჩრდილში ფოთლები მათოვს, ცა ჩუმი დარდით შენისლულია, როდესაც ქალი არაფერს არ გთხოვს, ის არაფერი _ შენი სულია... წარმავლობის გაუნელებელი სევდით, გარდასულის დაუბრუნებლობის ტკივილით და სასწაულის ახდენის სურვილითაა ნასაზრდოები ლექსი `ისევ~. მისი სტრიქონები თითქოს შემოდგომის დამავალი მზის მოოქრული სხივებითაა მოქსოვილი: არ მინდა, გავქრე ვაით და ვიშით, ერთი ნატვრა მაქვს გულში ფარული: შენ ისევ შემხვდე ალვების ჩრდილში და მე აგიხსნა კვლავ სიყვარული!... *** აკაკი ბიძინაშვილის წიგნში ფილოსოფიური წიაღსვლებით გამორჩეული ბევრი ლექსია... მათი ავტორი ჯეროვნადაა ნაზიარები ცხოვრებისეულ სიბრძნეს: სოფელში კაცი არ არის, ჭიქა აიღოს ხელში, დაგლოცოს გულით ალალით, მტრისა არ ჰქონდეს გეში... რომ არ ჩაგიქროს ფარანი _ თუ ნიჭი ნახა შენში!..
7
ზეციური სამართლის რწმენითაა ნასულდგმულები ლექსი `საიქიომდე~: ბუნების კანონს ვერავინ შეცვლის, გინდა ილოცე, გინდა ილოთე, გადაგეხდება _ თუ სადმე შეცდი, ვიდრემდე მიხვალ საიქიომდე!.. როდესაც ადამიანი სიცოცხლის უმეტეს გზას გალევს, ყოფიერებით დაღლილს, საწუთროს ჩრდილში განდგომა თითქოს შვებას უნდა ჰგვრიდეს, მაგრამ ერთი გასაოცარი განცდა მაინც დაეუფლება ხოლმე: სიბერემ წელში მომხარა ორად, მიწას სხეული კუზივით აზის, ჩემთან არავის აღარ სურს ბრძოლა და სიცოცხლემაც დაკარგა აზრი... *** აკაკი ბიძინაშვილმა მშვენიერი ლექსები მიუძღვნა ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ წარმომადგენლებს. გენიალური კომპოზიტორის, ქართული კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ზაქარია ფალიაშვილისადმი მიძღვნილ ლექსში `დაისი~, წერს: მე დამატყვევა მუსიკის ეშხმა, სულს ესალბუნა, როგორც წამალი... 8
საუკუნეებს გაჰყვება ეს ხმა, რომ განაცვიფროს შთამომავალი! დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, გორის ლიტერატურული სკოლის მესაძირკვლის, ოთარ ჩხეიძის, მონოლითური ფიგურა შესანიშნავადაა წარმოჩენილი ლექსში `კეისარივით~: მედგრად უძლებდი ფიცხელ ომებსაც, _ უჩვევი ბედის ალერსს... მე უკვე ვხედავ იმ ძეგლს, რომელსაც შენ დაგიდგამენ მალე! აკაკი ბიძინაშვილმა იშვიათი ოსტატობით `გამოძერწა~ დიდი მომავლის მქონე ბრწყინვალე პიანისტის ირმა გიგანისადმი მიძღვნილი ლექსის `შენს თითებზე~ _ სტრიქონები, რომელშიც სიტყვის, მუსიკისა და ფერწერის წარმატებულ სინთეზს მიაღწია: შენს თითებზე სილამაზეს გაუწირავს თავი, თითქოს ღამით ტბის სარკეზე მიირწევა ნავი... შენს თითებზე ჯვარს იწერენ სიმღერა და ლექსი, სერაფიმთა გუნდი გალობს მიძინებულ ტყეში... შენს თითებზე ქორწილი აქვთ ნიავსა და ძეწნას, შენს თითებზე თვით როდენი ანგელოზებს ძერწავს...
9
*** აკაკი ბიძინაშვილის შემოქმედებაში ყურადღებას იმსახურებს მის მიერ შესრულებული პოეზიის თარგმანები. მართალია, ამ სფეროში ბევრი არ უმუშავია, მაგრამ, რაც იღვაწა, უთუოდ აღსანიშნავია. მან შესანიშნავად თარგმნა პიერ ჟან ბერანჟეს (1780-1857), ვასილი ჟუკოვსკის (17831852), ევგენი ბარატინსკის (1800-1844), აპო¬ლონ მაიკოვის (1821-1897), კოსტა ხეთაგუროვის (18591906), იანკა კუპალას (1882-1942), ალიონა რუცკაიას და ალგიმანტას ნაკუტას ლექსები... *** აკაკი ბიძინაშვილის წიგნში ბევრი ისეთი ლექსია, სიამოვნებით რომ მოაწერდნენ ხელს აღიარებული მესიტყვენიც... სიჭარმაგეში შესული პოეტი სინანულით წერს ჩავლილი ბედნიერი წლების შესახებ: შენ გენაცვალე, სადა ხარ, ახალგაზრდობავ ჩემო... უნებლიეთ გვახსენდება ქართველი რომანტიკოსის გულიდან ამომსკდარი: `არს მწუხარება სულისა, არ აქვს ნუგეში რომელსა...~ (გრ. ორბელიანი) 10
მერვე ათწლეულის ბოლოში გასული პოეტის ნაღვლიანმა სტრიქონებმა თანაგრძნობით განგვაწყო და ბატონ აკაკის საიუბილეოდ მივუძღვენი ლექსი, რომელსაც აქვე ვთავაზობთ მისი პოეზიის დამფასებლებს: აკაკი ბიძინაშვილს `შენ გენაცვალე, სადა ხარ, ახალაგაზრდობავ ჩემო~ ა. ბიძინაშვილი ოცნების ბაღი გადახმა, ქარვა მოედო ჩეროს... `შენ გენაცვალე, სადა ხარ, ახალგაზრდობავ ჩემო!~ გათრობდა ქალის ამბორი _ მოსხლეტილ ზვავის სადარს, ლიახვის ზვირთებს აპობდი, აგებდი რწმენის ტაძარს! გიყვარდა ღამის ურმული, ქვევრი `თავკვერით~ სავსე... სამწვადე ცეცხლის გურგური და კალმახობა ქსანზე. შენ ქართულ სუფრას შვენოდი, ვით მხრებგაშლილი ვერხვი... და სიტყვას ერკინებოდი, როგორც დაჭრილი ვეფხვი! სანამ შეგეძლო, იმღერე, 11
შეძარი მთა და ველი, მაგრამ გეწვია სიბერე _ დაუნდობელი მგელი!.. სად გაქრა წრეგადასული ტრფობა _ ქცეული ნაღმად! დამტევნებული ასული, როგორც არაგვის ტალღა... დაგემშვიდობნენ ის წლები, როცა თერგივით ქუხდი, მწვერვალებს ვეღარ მისწვდები _ ქუდს მოკრძალებით უხდი... ოცნების ბაღი გადახმა, დაჭკნა სიცოცხლის ჩეროც... `სად გამიფრინდი, სადა ხარ, ახალგაზრდობავ ჩემო!..~ ალეკო ივერიელი შიდა ქართლის მსოფლიო კულტურის შემსწავლელი ცენტრის პრეზიდენტი
12
ქვეყნად პოეტის სახელი ვპოვე, მინდა სამშობლოს გულზე მოხვევა... მე იმ სიმღერის სათქმელად მოველ, რაც დამაბარეს ძველმა კოლხებმა!..
13
სამშობლო ველებს, ასე რომ ნატრულობს ვიღაც, მზეს, ამურივით თავზე რომ გვადგას, კლდეში ჩარჩენილ ზღაპარს და იგავს, უმანკო თოვლის ბროლივით ქათქათს; მწვერვალებს, ცისკენ რომ ძალუძთ ლტოლვა, ვეფხვის და ლომის რომ შერჩათ ჯიში, ყველას თავისი სახელი რომ აქვს, გამორჩეული ჭირსა და ლხინში, წყაროებს, ტყეებს, ამ მდინარეებს, ციხეებს, ტაძრებს, ქცეულებს მისნად, დიდგორისა და კრწანისის დღეებს, წინაპარი რომ ხარჯავდა სისხლად, მთაგრეხილებზე გადავლილ გრიგალს და ჭანჭრობებში ჩაფრენილ სიოს, ზვრებში ჩარჩენილ გულსა და ჯიგარს, ნისლიდან შობილ თერგსა და რიონს, ქარაფზე მებრძოლ ჯიხვსა და არწივს, კორდებზე მოსულ ყაყაჩოს ბრიალს, შენი სულის და სხეულის ნაწილს, ამ მიწას შენი სამშობლო ჰქვია! ამაზე დიდი რა გინდა ჯილდო, _ სამოთხეს შენთვის ღია აქვს კარი, 14
შენ უნდა მისი უღელი ზიდო, ის არ დაუთმო არავის წამით!.. სამრეკლო მტერო, გული გაგეპოს! წინ, მამულის შვილებო! საქართველოს სამეფო ღმერთმა უნდა ინებოს! ყველა მოძმემ გიშარა, უცნობიც კი გიბრიყვებს... ვინც ყოფილა მშიშარა, დაე, ისევ ის იყვეს. შენ ლომი ხარ დაჭრილი, ბორკილს როგორ აიტან! ბევრს ჰგონია, აჩრდილი დარჩა შენი ტანიდან. ხედავ, უნდა გაგთელონ, ტანჯავთ შენი სიმწვანე, გაიღვიძე, ქართველო, თავი შენი იწამე! როგორ ვერა გებულობ, რომ კარები დახურეს, სტუმრად აღარ გღებულობს ძველი მოსამსახურე!.. 15
მტერო, გული გაგეპოს, წინ, მამულის შვილებო! საქართველოს სამეფო ღმერთმა უნდა ინებოს!
მარადისობის გულისთვის `სხვა საქართველო სად არი?..~ გრიგოლ ორბელიანი მარადისობის გულისთვის მზე შექმნეს მისმა გენებმა, აქ ისმის `შენ ხარ ვენახი~ _ ქართული სულის მშვენება!.. ხალხის წესი და ადათი _ უმწიკვლო, შეურყეველი, ქორწილი, ლხინი, თამაში, მდინარეები, ტყე-ველი... ქართველი ქალის `ნანინა~, შვილისთვის თავის დადება, მტერთათვის _ რისხვად დაცემა, სტუმრისთვის _ ცეცხლის დანთება... აბა, ის როგორ გაიგებს, დღედაღამ მახვილს ვინც ლესავს, _ `მრავალჟამიერს~, `ჩაკრულოს~, `მაყრულს~ და სვანურ `ლილესა~?! იალბუზის და მყინვარის ენა არ ესმით ტაიგებს... `ხმით დატირების~ სიმწარეს, ვინ, ანდა როგორ გაიგებს?! 16
`კრიმანჭულს~ როგორ აჰყვება, ყრუ და ბლუ ენის პატრონი, სხვა დედებს აბა, სადა ჰყავთ, მოყმე ვეფხვების ნატორი?! ამ მთებს მიაბა მედეამ თავაწყვეტილი ამური, სიყვარულისგან იაზონს აქ ასდიოდა ალმური... აქ ტკაცუნობდა გრიგალში `არგოს~ გაშლილი აფრები, აქ შეიძინა არწივმა ნიჭი ზეცაში აფრენის! იციან: `შუაკაური~, `მოგვერდიცა~ და `კისრულიც~, აქ შობეს ნიჭი სიმღერის, მზედაუვალი, მისნური... აქ დაიმღერეს პირველად მთვარიან ღამით `ურმული~, ცხენდაცხენ ზღვაში გავიდა თავის ჩოგანით გურული... ვაზსაც აქ მოჰფერებიან, ბახუსს აბამენ მარანში, აქ უმღერიათ `ჰოპუნა~, თავთავდაბრაწულ ყანაში. ქართული მიწა მიჰქონდათ ტყვედ წაყვანილებს უბითა... სამშობლოსათვის სიკვდილი აქ არასოდეს უკვირდათ! საუნჯე ახლავს ურიცხვი, ქართული სულის მშვენებას, მარადისობის გულისთვის, მზე შექმნეს მისმა გენებმა!
17
ოდითგაn ბედს, ქუხილში გადახლართულს, ერკინები ოდითგან, გოლგოთაზე მიდიხარ თუ გოლგოთიდან მოდიხარ?! რა ტკივილი წაგეკიდა, რა გზა გინდა გაჰკვალო? ქრისტესავით აღსდექი და გააშტერე სამყარო. სულს, რადგანაც რწმენას ენდო, არ სურს აფრის დაშვება, გავალია, უნდა შეძლო ამირანის აშვება! აჩეხილა შენი ტანი `გუბერნიად~, `სახანოდ~, შემართული დროშის ტარი ძირს არასდროს დახარო! ბედს, ქუხილში გადახლართულს, ერკინები ოდითგან, გოლგოთაზე მიდიხარ თუ გოლგოთიდან მოდიხარ!.
18
ენაო ჩემო... რამდენი რამით მაოცებ, ენავ, ზედ გულზე დაბმულო, `ლომთა გორაზე~ დაგლოცე, ჩემო სისხლო და მამულო. მიწამ შეჭამოს მედროვე, თავს ვერ შევიქებ დიდებით. პაატაცა ვარ, თევდორეც, გამწირე, თუ დაგჭირდები! იმ შვილთა სული გინათებს, შენზე ლოცვით რომ დაღლილან. მზადა ვარ, შენი სიმართლე მტერს შევალეწო მახვილად! შენი მთა-ველი მეც ვაქო, ლერწამი შენთვის გავთალე... ჩემო სიცოცხლის ვენახო, ბედნიერების სათავევ! რამდენი რამით მაოცებ, ენავ, ზედ გულზე დაბმულო, `ლომთა გორაზე~ დაგლოცე, ჩემო სისხლო და მამულო!
19
ლაზარესავით როგორც გაზაფხულს ლურჯთვალა ია _ ჩვენს გულებს უმკობს დიდების გვირგვინს..., `ენასა ამას ლაზარე ჰქვიან~, _ მწამს, ქრისტესავით აღსდგება იგი! `დამარხული არს~ ღვთაება მასში ათასი წელი, ვით წამი ერთი, `პირველი მან ჰყო სიცოცხლის არსი~ _ ჩვენ გვაზიარებს მის სიბრძნეს ღმერთი. გადუტანია ჭირი და ლხინი, ვერას დააკლებს მტარვალთა შური, ის არის ჩვენი დიდების სხივი და წმინდა, როგორც მაცხოვრის სული!.. წარმოშობით!.. წარმოშობით თუბალი1 ვარ, სკვითი როგორ დამცინებს, ისე თავისუფალი ვარ, შეშურდებათ არწივებს! წინაპართა უკვდავებამ ძეგლი უკვე ამიგო, ბედი მწყალობს თუ ღვთაება, ვერავინ ვერ გაიგო... _______________________________________________ 1.
თუბალი _ უძველესი კავკასიური ტომი.
20
ჩემი სისხლის ხმა გუგუნებს, დრო მიკურნავს იარებს, ოცდაათი საუკუნე ორჯერ გადავიარე. ვადიდებდი სულ წარმართებს, შვილად ვზრდიდი ტიტანებს, ღმერთებს ცეცხლი მათ წაართვეს, ჩემთან ჩამოიტანეს. პატრონნი ვართ ოქროს ვერძის, ედემიც მაქვს, ტრამალიც, გველეშაპს და დევებს ებრძვის ჩემი შთამომავალი... ომში უკან არ დავიხევ, ვერვინ მნახავს ნაღვლიანს, ვარძია და უფლისციხე წინაპართა სახლია. წარმოშობით თუბალი ვარ, სკვითი როგორ დამცინებს... ისე თავისუფალი ვარ, შეშურდებათ არწივებს! ქართველი ჯარისკაცის ჰიმნი გარს გვერტყა მუდამ ჭილყვავი, მოსდევდნენ უცხო ქარებს, ომში ვართ, ომში ვიყავით, ომში ვიქნებით ხვალეც... 21
ომში ლომობდა დავითი, იქ უღალატეს ვახტანგს... სულ იდგა ომის ამინდი ქართველი კაცის კართან. მამული ჩვენთვის განძია, მტრისათვის _ ტყვიის დახლა, უფლისციხე და ვარძია გვეამაყება ახლაც... ხმალს ლესავს ვაჟი ფხოველი, შატილს აშენებს ციხედ, ომში გვჭირდება ყოველთვის თავდადება და სიმხნე. გარს გვერტყა მუდამ ჭილყვავი, ელტვოდნენ იბერთ მხარეს, ომში ვართ, ომში ვიყავით, ომში ვიქნებით ხვალეც!
სალოცავ ხატად ქცეულხარ ჩემში!.. არ ვნანობ, რომ ვერ შემოვიარე ვერც ამერიკა, ვერც ინდოეთი... შენ დამიმკვიდრე გულში სიამე, იმ დღიდან, როცა ქვეყნად მოვედი!..
22
მე, ალბათ, შენი მშვენება შემშლის, მიტომ გადიდებ ასე თამამად, სალოცავ ხატად ქცეულხარ ჩემში და ამ სიყვარულს როგორ დავმალავ?! შენდამი ტრფობით გული აენთო და მწამს სიკვდილთან ჭიდილშიც მიხსნი. ჩვენ ყველაფერი დაგვყვა საერთო: ენაც, სხეულიც, თვალებიც, სისხლიც... ვარ მარად შენი სულის ნაწილი, მახარე, როგორც სიკეთის თესლი. ასე მგონია, ბედი დასცინის, სამშობლოს სუნთქვა ვისაც არ ესმის!20 თავისუფლება საქართველოა ორსულად, ბიჭი იკივლებს მალე... თავისუფლება მოსულა, რატომ არ უღებთ კარებს?! გულმა მეხივით იჭექოს, ჩვენც ვიდღეგრძელოთ ძმობით, აბა, მხარდამხარ, ბიჭებო, ცაში ისროლეთ თოფი! მზე გამობრწყინდა საჩვენო, ზეიმის ჯერი მოდგა, 23
არ გამოლიო, გამჩენო, ივერიელთა მოდგმა! საქართველოა ორსულად, ბიჭი იკივლებს მალე, თავისუფლება მოსულა, რატომ არ უღებთ კარებს?!
ქართული ენის საგალობელი სულიდან გამონაშუქით ებრძვი მომხვდურის სიავეს, მღერიხარ, როგორც აშუღი, დაჭრილებს უხვევ იარებს. სისხლად დიოდი არაგვში, მორწყე კრწანისის ველები, იქ იყავ, სადაც სამასნი ომობდნენ არაგველები.
ცხრა ძმას ცხრა გული ჩაუდგი, ცნობადის ხეზე იცინი, მამულს იმედი აღუთქვი, ცხრაჯერ დაბადე ისინი... ოდითგან გულებს გვითბობდი, ააბიბინე შავი მთა... 24
შენი ცეცხლია _ დიდგორი რომ გაანათა დავითმა! ლექსია შენი სხეული, იავნანინად ნამღერი, შენ ხარ ღმერთების რჩეული, ვერ გადაგფარავს ნამქერი. უკვდავებიდან მოდიხარ, ებრძვი ყაჩაღს და გარეწარს, რწმენის გალავნის ლოდი ხარ, ჟამმა რომ ვეღარ დაგლეწა! არ გახდი არვის ზვარაკი, ვერვინ დაგჯაბნის იოლად, ფრთები შეგასხა აკაკიმ, შოთამ და გალაკტიონმა! დარაჯად დგახარ მყინვართან, მის მთებს არასდროს მოსცილდე, ჯიში გაქვს ქართლოსიანთა, ხარ უკვდავების მოწილე. ღვთისმშობლის ლოცვამ გაშოროს ქვეყნის მზაკვართა სიავე, მარად ადიდე სამშობლო და მტერი გაანიავე!..
25
მე თქვენ მოგელით! მერაბ ბერძენიშვილს მამულიშვილნო! მე თქვენ მოგელით... გულით მომენდეთ, სისხლით მომენდეთ! ქართლის საზღვარზე ორი ბოკვერი, მოერევიან ამ ხმალს როდემდე?! როგორ გაუძლებს ციხის ქონგური ყოველი მხრიდან მომსკდარ ნიაღვარს... დღეს ჩვენ გვჭირდება გმირი ლომგული _ სულით და ხორცით ზევსს რომ მიაგავს! მინდა, სიმრავლის რწმენით ვიცხოვრო, წარღვნამ ვერაფრით რომ ვერ წამლეკოს, შთამომავლობამ სული მიცხონოს და გამარჯვების ზარმა დარეკოს! სულ პატარები იყვნენ ოდესღაც, _ ვაჟაც, ილიაც, შოთაც, დავითიც, დევებზე მაღლა სწევდნენ ლოდებსაც... მოდით, მოგროვდით, ხმალი ამიწით! გაგაუკვდავებთ ჩემი სულივით, მიშველეთ! მე ვარ ომში დაღლილი, ჩემი ხმითა და ჩემი სურვილით გეძახით, თქვენი მიწის ძახილით. 26
`ძმანო ქართველნო!~ მე თქვენ მოგელით... ერთ მუშტად შეკვრა ბევრჯერ დაფასდა! ქართლის საზღვარზე ორი ბოკვერი მტერს შეახვედრეთ ასი ათასად!.. ქართლი სიმამაცე ბევრჯერ გვიქეს, თქმა თუ გინდა, გეტყვი მართალს: გორისციხემ, უფლისციხემ შეინახა ქართლი ქართლად! იკორთაში მთა და ხევი მტრისთვის იყო ჩვენი ძალა, ყინწვისის და ქვათახევის უწმინდესი მადლი გვფარავს. დანახვისი, ზედაზენი გვაცილებდნენ გულზე ისარს. მეციხოვნედ იყვნენ ჩვენი, ჯიშისა და ჯილაგისა. სხვილოს ციხე და ატენი უკვდავების ბუდეს ჰგვანან, მცხეთა იყო ჩენი ერის, ჩვენი რწმენის თავისქალა. მე ის მიცავს, მე მას ვიცავ, არ მქონია სხვა მიზანი. 27
ჩემი ცა და ჩემი მიწა არის ჩემი საფიცარი... სიმამაცე ბევრჯერ გვიქეს, თქმა თუ გინდა, გეტყვი მართალს: გორისციხემ, უფლისციხემ შეინახა ქართლი ქართლად!..
აქ დავეცემი! აქ შემხვედრია ხმლით ხელში მოყმე, მე აქ მინახავს დაჭრილი ვეფხვი... ათასი მგოსნის ნაკვალევს მოვყე, აქ, მწვანე მთებში, ავიდგი ფეხი. გული სიმღერით ამ მზემ დამიწვა და მწამს, ოცნებას აქ დავეწევი, ქართლო, არ მიყვარს შენებრ სხვა მიწა! აქ ვიმღერებ და აქ დავეცემი!..
საქართველოში დამიდეთ ბინა... განგება არის საოცრად ურჩი, აკეთებს მუდამ ფარულ არჩევანს, ვინ იცის, სიკვდილს რა უდევს გულში, _ დამიწება თუ ძეგლად დარჩენა?! 28
ნუ დამიფასებთ არჩევანს ძვირად, გთხოვთ, ჩემი ბედის ფარულ ავტორებს, საქართველოში დამიდეთ ბინა, _ მიწად მაქცევთ თუ ძეგლად დამტოვებთ!..
თუკი... ვხარობთ სიცოცხლის ნერგებად, როცა ამური ამურობს, თუკი სიკვდილი მერგება, შენ შემიწირე, მამულო! მტრის გაფრთხილებად ამაგე, ქართლის ციხეთა იმედად, ცხრა ძმას და სამას არაგველს მსურს, მივემატო მითებად... მსურს შევეჭიდო მთის ტინებს, როგორც აფთარი უბელო, დედაენაზე მიტირე, ჩემი სამშობლოს ღრუბელო!
სამების ტყეში სამების ტყეში დამმარხეთ, დამკოცნის მუხის ფესვები, 29
სიცოცხლე გამაბალახებს, მიტირებს ჩემი ლექსები... სამების ტყეში დამმარხეთ, სხვაგან სამარე რად მინდა? ჩემს სათქმელს იქაც გავამხელ, იქ არის ჩემი მთაწმინდა!.. ჩემი სამშობლოს მეტი... არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა, არ გამაჩნია... მურმან ლებანიძე ქვეყნად ვიცოცხლებ მანამ, _ ასეთი მერგო ბედი, არავითარი სხვა რამ, ჩემი ღია ცის მეტი! მრავალ სიყვარულს ვმალავ, გული თოვლივით გადნა, არავითარი სხვა რამ, მშობელი მიწის გარდა! დიდება ქების ღირსებს, დაე, დადუმდეს მტრის ხმა, ვერვინ გამიგო ისე, როგორც ენამ და სისხლმა. 30
მწვერვალთა მზერით _ მსურდა, მარად დამეტკბო თვალი... სხვა გემოსია მუდამ ჩვენი კლდეების წყალი. ქვეყნად ვიცოცხლებ მანამ, _ ასეთი მერგო ბედი, არავითარი სხვა რამ, ჩემი სამშობლოს მეტი! ოდა საქართველოს გაზაფხულივით სიტურფე გშვენის და მეგულები ყოვლის თავდებად, სუყველაფერი იწყება შენით, სუყველაფერი შენით მთავრდება... ამ ქვეყანაზე მე ვცოცხლობ შენთვის, ვამაყობ სულის გოლიათობით, სიცოცხლესავით ხარ ერთადერთი, სინათლით სავსე, როგორც მნათობი!.. ბედნიერება სხვაგვარი არ მწამს, შენს მთებს და ველებს ვეღარ ველევი, მე შენი მიწის მშვენებამ დამწვა და მიანდერძა შენი გენები... ყველა სიმაღლის შენ ხარ სამანი, შენგან გადმოდის სხეულში ლეთა, 31
ხარ წინაპარიც, შთამომავალიც, ლეგენდადქცეულ გმირების დედა... ამ მწვერვალების სიმაღლე გშვენის, შენ მეგულები ტრფობის თავდებად, სუყველაფერი იწყება შენით, სუყველაფერი შენით მთავრდება!.. მახარე!.. სისხლი ყაყაჩოდ ღაღანებს, ცა და ხმელეთი გამთელდა, მახარე, დროზე მახარე, ერთიანობა ქართველთა! გადასხვაფერდა ამინდი, მოღალატეებს ლახავენ, მახარე მოსვლა დავითის, ვახტანგის მოსვლა მახარე! ბოლო მოვუღოთ ამ დარდებს ბასრი მახვილის ტრიალში, ჩავიდეთ დარუბანდამდე, ავიდეთ ნიკოფსიაში! გულში არ ჩამცე ხანჯალი, დროშად დაუდექ ამ მხარეს, არ მომიმატო სხვა ჯავრი, მოდი, სიმღერით დამღალე! 32
სისხლი ყაყაჩოდ ღაღანებს, ცა და ხმელეთი გამთელდა, მახარე, გმირო! მახარე, ერთიანობა ქართველთა!
როგორ წამშლიან?!. მემილიონე ტკივილი ვთვალე, ღრუბელი ფარავს მზესა და მთვარეს, გრიგალი მაყრის მტვერსა და ნაცარს, ცეცხლი და კვამლი მიბუგავს თვალებს. კუბოზე კუბო დამადეს გულზე, სასაფლაოებს გადახნულს ვუმზერ... მიწვავენ სახლებს, ანგრევენ ტაძრებს, ამხედრებულა ღალატი შურზე. ამიკლო წარღვნამ, მოსულა სხვა დრო, ვერ ვნახე მოძმე, ფიქრი რომ ვანდო, მისმინა არვინ, მიმიხვდა ვერვინ, საითაც ვილტვი, რასაც მე ვდარდობ. მიცვლიან სისხლს და მართმევენ ენას, საკუთარ სახლში მაქციეს მძევლად... სურთ გადაშალონ იმისი კვალი, _ რა მერქვა ადრე, ვინ ვიყავ ძველად! 33
მამული ჩემი ცეცხლის ალშია. ფესვები მისი პონტოს ზღვაშია, კოსმოსში გაველ, `ჩაკრულოს~ ვმღერი, ნათლის სვეტი ვარ, როგორ წამშლიან?!
აგსრულებოდეს!.. წუთები გადის, წუთები გადის... გვიახლოვდება ახალი წელი, სამშობლოს შუქი, სამშობლოს მადლი, არის ნანატრი მზესავით მწველი. წუთები გადის, წუთები გადის... ტკივილიანი წელი გვშორდება, მოღელავს ტალღა წითელი ვარდის, _ ბედნიერება გვიახლოვდება! წუთები გადის, წუთები გადის... თოვლი ედება დარდსა და ვარამს, ჩვენ ხომ იესოს ღვთიური მადლი და მარიამის ნათელი გვფარავს. წუთები მიდის, წუთები მიდის... ცამდე ამაღლდი, სამშობლოს ჭერო! ყველა ზღაპარი და ყველა მითი აგსრულებოდეს, მამულო ჩემო!
34
ქართველი... რა საოცარი ბედი აქვს ქართველს! ვალი იმისი ვის აღარ მართებს... ვერ უფრთხილდება მშობლიურ მიწას, გულჩვილი, ზოგჯერ მტერსაც კი იცავს. სწამს, სჯერა, უყვარს, ანთია, იწვის... ერთგული რჩება ნათქვამი ფიცის, თავს ანაცვალებს: მოსაგრეს, ამქარს, შეჩვეულია სიცოცხლეს ამგვარს... ვალი იმისი ვის აღარ მართებს, რა საოცარი ბედი აქვს ქართველს!
სვანეთში ამ საოცრებას იხილავთ ვერსად, ზეცას სწვდებიან ციხე-კოშკები, ენგური მოქუხს დასაწერ ლექსად! ცელს იქნევს ისევ ყანის მომკელი. ჭეშმარიტებავ! შემორჩი ამ მთებს, უჭირთ თუ ულხინთ, ირგვლივ მზე უვლით... კაცობრიობას სიფრთხილე მართებს, _ რამით არ შერყვნან ეს მუზეუმი!..32 35
ომალო ცას მიბჯენილო ომალოვ, ქართული მიწის ფესვო... წაუკითხავო რომანო, ამოუთქმელი ლექსო! ჯარად მოსულო ყვავილო, თავაწყვეტილო ქარო, გაუტეხავო ყამირო, ამღერებულო წყაროვ, ცრემლად ქცეულო ღრუბელო, ველზე რომ არხევ აფრას, ლურჯავ, გაჭრილო უბელო, მხრებზე რომ გშვენის დაფნა... სალამურების ნიავო, ჩასაფრებულო ხევთან, კლდეო: პირქუშო, ტიალო, გამოუთქმელო სევდავ! ტყეებო, ცაში აჭრილო, ციხე-კოშკების ბუდევ, ვეფხვო და ლომო დაჭრილო, რომ ვერ გადებენ ხუნდებს, მწვერვალზე მდგარო მნათობო, ავსილო ღმერთის მადლით, ფრთხილად, არავინ დაგთოფოს, არ მოგახვიოს ჩადრი!..
36
მამულო შენი დიდების მეც ვარ მოწილე, გიხდი აღებულ ვალებს, თუ რამ მებადა, შენ შემოგწირე, სხეულსაც გიძღვნი მალე... არ მინდა, შენი რამე მემართოს, შენს სადიდებელს შევსვამ; მიწად ვიქცევი, რომ შევემატო, მშვენიერებას შენსას!
ქართველი გლეხი აზიაც ვნახე, ევროპაშიც დავადგი ფეხი, ნამდვილი სახე ვერსად ვნახე ქართველი გლეხის. ის სულ აქ არი, მამულს უვლის და ყურძენს სწურავს. სულით მართალი არ გაჰყვირის სხვასავით `ურას~!.. ბრძენის ჭკუა აქვს და მარჯვენა რკინისმაგვარი! ვეფხვის ასლია და ვეფხვივით ჯანით მაგარი! სამშობლოს სახელს უფრთხილდება სხვაზე ძალიან, 37
თვალს მზისებრ ახელს და მტრობისთვის არა სცალია!.. მოთმინებითა ჩვენითა... ეჭვი ამიხდა, რომელსაც საგულდაგულოდ ვმალავდი... ციდან ზარივით მომესმა: `არაფერია მარადი!~ `სულ დაიცალა მთელი მთა~, _ გულდაწყვეტილმა მომიგე. `მოთმინებითა ჩვენითა~ ჯერ ვერაფერი მოვიგეთ!..
ჩემო მიწავ! დათვრება და ყველა გფიცავს, მეც შენს მეტი რა მიქია... ვის ხელში ხარ, ჩემო მიწავ! ვერაფრით ვერ გამიგია!.. გაჭრილია ვიღაც ველად, დაანათლა მელამ ფერი, ვინ გღალატობს, ჩემო ენავ! ვერ გავიგე ვერაფერი! ვისაც ვიცნობ, მოძმედ ვიცნობ, მტრობისათვის არ მცალია, ვიღაც გყიდის, ჩემო სისხლო! ვიღაც შენთვის დამწვარია. 38
გაგიმრავლდა ასჯერ მტერი, ბოროტების დადგა გორა, ის ყოფილა თურმე შტერი, გენიოსი რომ გვეგონა... ყველაფერი გამოგძალა და ზედ გადებს ახლა ვალებს, ვერ ავხსენით ამოცანა, ვინ მტერია, ვინ მოყვარე?!
მოდი, სიკვდილო! ძმამ მიღალატა, გამწირა, გამიუცხოვდა წაწალი, მეწყერმა სახლი წამართვა, აღარც კაჟი მაქვს, არც კვარი. ცხვარი გამიწყდა, რაღა ვარ, დავრჩიღა ვისი სარქალი?! ვატყობ, რომ გამომელია სათესიცა და სამკალიც. მოდი, სიკვდილო, სადა ხარ? გულში ხანჯალი დამკარი! სულიდან ხორცი გაჰყარე, შეწირულივით დამკალი. 39
ნუ დამაჯერებ, სიცოცხლე არის ფერადი ზღაპარი... ამაოება ყოფილა მარადისობის აკვანი!
რეკვიემი `გზა იყო უდაბური, უსახო, უპირქუბო, მიჰქონდათ კიდევ კუბო...~ გალაკტიონი გუშინ ვიყავი ცხინვალში, სიკვდილი ტორსა მცემდა, მტერი მებრძოდა ძმის დაშნით, ზღვას წააგავდა სევდა. ჩაკარგულია მზის სხივი, ჭირს გაუშლია დახლი, სამაჩაბლოში სიკვდილი ყვავ-ყორანივით დაქრის. სისხლი წვეთავდა უჩვევი, _ დამჟანგებიხარ, შუბო! თამარაშენის ქუჩები გადაეკეტა კუბოს. არ ირწეოდა აკვანი, მადლმა მოიკლო უფლის, ავტომატების კაკანით ცას გაეხია შუბლი. სხივი არ ჩანდა იმედად, მზემ მოიხურა კარი, ოთხ ცხედარს მიაცილებდა ერთი ქართველი ქალი! ტკივილი ძვალ-რბილს ხარშავდა, შხამმა იფეთქა სულში, ძაძებით თითქოს გაშავდა გადაპენტილი ნუში... 40
არვის ვუსურვებ, რაც ვნახე, გრიგალი დროშას ხევდა, კაკლის ჩეროში დამარხეს ვეფხვი ბოკვრებთან ერთად!..
შეჩერდით!.. აფხაზებს ფრთხილად! სინდისი ლაფში გეფლობათ, ნუ გააცინებთ ეშმაკს ამითი... შეჩერდით! გეყოთ გაუგებრობა, შეინდეთ სული მეფე დავითის! შეჩერდით! გეყოთ სისხლის დალევა, რომ ნადგურდება _ ჩვენი ჯიშია... კავკასიონის არევ-დარევა მეორედ მოსვლის დასაწყისია! შეჩერდით! ძველი ძმობა იწამეთ, შორს ნუ დაეძებთ ერთგულ ნათესავს... ბედნიერება ნუ გაიმწარეთ, გეყოთ ერთურთში გესლის დათესვა! აკმარეთ მწვანე კოლხეთს ღრუბლები, ნუ დაუბნელებთ დღეებს ბადიშებს, შეჩერდით! სიკვდილს ნუ ეხუმრებით, ჩვენ ის ორივეს გადაგვაჯიშებს! 41
სინდისი უკვე ლაფში გეფლობათ, ეშმაკს აცინებთ გწამდეთ, ამითი, შეჩერდით! გეყოთ გაუგებრობა! შეინდეთ სული დიდი დავითის!
დასამარება გადამჭკნარია კოლხური დაფნა, თითქოს იცლება თასი გრაალის... მშობელი ეძებს შვილების საფლავს, საცოდაობა მეტი რა არი?! ჩაფერფლილია ურიცხვი კერა, ენგურის ტალღებს გვამები მოსდევს, ძმათა შურია, ასე რომ ცელავს სამშობლოსათვის გაფოთქილ ყლორტებს!..
ო, აფხაზეთო! ო, აფხაზეთო! ცოდვა დიდია, ქართველი დედა რად აატირე?! რა ჯოჯოხეთის ცეცხლი გინთია! დრო ორგულობას არ გაპატიებს... მტერმა მიმინოდ შეგისვა ცერზე, შეგაბილწვინა წმინდა ადათი... 42
მორდუ1 შემჯდარა ეშმაკის ცხენზე, მას თითქოს ჭკუა ეღრძო ღალატით! ხანძარი მეფობს და არდანდობა, სისხლად იცლება კოლხეთის ველი, წყდება ქართველი ახალგაზრდობა გადამთიელი ჯალათის ხელით! ძმა აირჩიე საოცრად ფლიდი, შებილწე მშობლის წმინდა ამაგი, შენ, საქართველოს კახპაზე ყიდი... დონზე გაცვალე მტკვარი, არაგვი! ჩრდილოეთიდან გეწვია მისნად, ბოროტი ძალა წითელი შხამით! შენში იმძლავრა მომხდურის სისხლმა, სურს, შეგიცვალოს სინათლე ღამით... გთხოვ, აფხაზეთო, ჭკუაზე მოდი! გესმის? გაფრთხილებს მთელი სამყარო... გულზე დაადე სამარის ლოდი, ვისაც სურს, ქართულ მიწას გაგყაროს!
___________________________________________ 1 - მორდუ _ ძიძისშვილი (აფხაზეთში).
43
სამაჩაბლოს მონატრება გატეხილია ლერწამის სტვირი, სიმღერას მიტომ ვეღარ ახერხებს, ვიღაც ზეიმობს... და მე კი ვტირი, სული ხესავით ორად გახერხეს!.. ყველა ტკივილი მწარეა ვიცი, მე ჩემი მიწის წამებას ვევნე, ღმერთო! მომეცი მოთმენის ნიჭი, ჩემს ვაჟკაცობას გიჩვენებ მერე!
იყიდეს... იყიდეს სახლი, იყიდეს დახლი, იყიდეს მიწა, იყიდეს ბიძა... ხმა ისმის სადღაც შორეულ მაყრის, ჯერ გაუყიდავ სიმღერას ღვიძავს!.. იყიდეს ქარი, იყიდეს ქალი, იყიდეს ქვეყნის მშვენება სრულად, მაგრამ ღუღუნებს ვიღაცის ქნარი, შევყურებ ცრემლით გულსაკლავ სურათს! რა ვიცი როდის, რა ვიცი ვისთვის, გაიყიდება საზღვარი ქვეყნის, ვინ გაიხარებს `მაზურკით~, `ტვისტით~, ვის დაედგმება გვირგვინი ეკლის!.. 44
იქნებ მისმინოთ, დაფიქრდეთ ცოტა, გადაუკეტოთ კარები ვაჭრებს, იქნება ასცდეს ჩემს კისერს ცოდვა, სისხლის გაყიდვის სირცხვილს ნუ მაჭმევთ!..
ვნახე საფლავი ვნახე საფლავი _ ხევსურის, თუშის, ჟამმა რომ მთებზე მრავლად მოჰფინა, სუყველა იყო დაჭრილი გულში, ვინც საქართველოს ფარი ყოფილა. დღეს ენა მებმის, ცუდ ამბავს ვყვები, მტერი რატომღაც ამაყობს ამით, ვნახე ნაშენი ციხე-კოშკები, _ ივერიელთა მოკვეთილ თავით... ვერ გამიგია, ახლა რა დროა, განგება ნუთუ ასე ფლიდია?! ღალატს დაადგეს თავზე გვირგვინი, ორდენები კი გულზე ჰკიდია!..
სხვას რჩება... დარდით ჯვარზე ვარ გაკრული, გული სავსე მაქვს ნაღვლით, 45
დამვიწყებია მაყრული, სხვას რჩება შენი სახლი. შენ უცოლშვილოდ დაბერდი, შენს მომავალზე ვდარდობ, გადმოულახავთ ალგეთი, მოსულან უკვე ახლო!
მედავებიან!.. მედავებიან, სადაც ვდგავარ, სადაც გავივლი, მიწის დაკარგვა არ გეგონოთ, ძმებო, ადვილი. მე ძილს მიკარგავს ბრდღვინვა უძღებ გველეშაპისა _ რომელსაც, ვატყობ, აღარ დარჩა ტყეში ადგილი!..
აღარაფერი... ქართული დარჩა აღარაფერი, ლაჟვარდმაც უკვე ფერი იცვალა. მოღუშულია სივრცე საფრენი, სუყველამ სხვისი ღმერთი იწამა. სარწმუნოებას ჩრდილი ადგება, ტაძრებს პატრონობს გადამთიელი. 46
ჩაგვჩიჩინებენ უკვე მათ ქებას მტრები, ავსილი შურისძიებით!..
გაუჩნდა ბზარი... სამშობლოს ჩემსას გაუჩნდა ბზარი, გემი ხმელეთზე დარჩა... გუგუნებს ზარი, გუგუნებს ზარი, მესაჭე მაინც არ ჩანს. მტერმა გააღო ვეება პირი, იტაცებს ამ ჩვენს მიწას, თითქოს სამყარომ იცვალა ნირი _ ნუთუ არავინ გვიცავს?!
გვიანდება!.. გვიანდება, ალბათ, ძალზე გვიანდება, სიჭაბუკის სახელს ვეღარ იფერებ, შენი სისხლი, შენი სული ნიავდება, მაგ შენს ხმასაც შეჰპარვია სიბერე! გვიანდება, არაფერი მზიანდება, ღრუბლებს მოსდით ცაში ელეთ-მელეთი. გვიანდება, საქართველო ზიანდება, იძირება ჩვენი ცა და ხმელეთი!..
47
კარზე მომდგარან... ცხოვრება გახდა გაუსაძლისი, გული არაფრის მოიმედეა. გაუტაციათ ოქროს საწმისი, იაზონს გაჰყვა თურმე მედეა... სიმართლედ იქცნენ ძველი მითები, მტრები მღერიან ველურ `ვარადას~, კარზე მომდგარან უკვე სკვითები, თვით ამირანის წასაყვანადა!..
ურვა გულო, ქარივით იტირე, დაიდგი მწუხრის უღელი, ქვითინებს ქარი, ქვითინებს, ცრემლად იცლება ღრუბელი. სამშობლოს გედავებიან და ენას გგლეჯენ ძერები, დევნილის ბედი გრგებია, შველას ითხოვენ მძევლები... სახრჩობელაზე ჰკიდია მშობელი მიწის მოზარე, მამული გაუყიდიათ _ ეშმას დიდებით მოსავენ!..
48
წარწერა ობელისკზე საქართველოს მთლიანობისთვის შეწირულ გმირებს. როგორც სანთელი, ისე დავდენით, დავიზარდენით ერთის უფლებით, საქართველოსთვის დავიბადენით, საქართველოსთვის დავიღუპენით! ვინც გაიხსენებს ჩვენს სიჭაბუკეს, ვიცით, აავსებს დარდი ფარული, სამშობლოს მიწას გული ვაჩუქეთ, სითბო ვაჩუქეთ და სიყვარული... დედამ და შვილმა ვერ დაგვიტირა, საფლავში ჩაგვყვა სატრფოს წერილი... ჩვენი სიცოცხლე დასცა სიკვდილმა ომში, სამასი არაგველივით!
ზარს აგუგუნებს სიონი... ზარს აგუგუნებს სიონი, გაგთეთრებია სისხლი, არსად ჩანს გალაკტიონი, აღარც გოგლას ხმა ისმის... მამადავითზე დაშრა მზე, ყვავილი სცვივათ ნუშებს, აღარ ამშვენებს ვაჩნაძე ვარდით ავსებულ ქუჩებს... 49
წავიდა გუდიაშვილი, ვასო მოუკვდა თეატრს, იმათი ბუდე აშლილი, ყვავ-ყორანს წაუღია. ვარსკვლავნო, ცაზე ილევით, ბაღჩაში მრავლობ, ნარო, წასულან სუხიშვილები, ურმულს არ მღერის ვანო... შუქი დააკლდათ მინანქრებს, ვიღაცა ტყვიას გვესვრის. ბურთმა დაკარგა სილაღე პაიჭაძის და მესხის. დიდთა ოსტატთა მარჯვენა არ აგებს ტაძრის კედლებს, მოუკვეთიათ, _ საშველად აღმაშენებელს ეძებს!..
ქართველებმა ვერ ვისწავლეთ!.. სინამდვილე რომ ვთქვა, მიჭირს, _ მიტევს ხანძრის ალი, ქართველების ცუდი ნიჭი ორგულობა არი...
50
ჩალად გვიღირს ადლი მიწის და თვით ხვავი ძნისა, ქართველებმა მტრობა ვიცით საკუთარი ძმისა!..
ჩვენი მეფე სხვისი ნებით, გასცდენია სამნებს... ქართველები ვეფერებით საქართველოს ამრევს! სისხლში ვცურავთ ჯანმრთელები, ვეძებთ მეფის ხალათს, ვაჯილდოებთ ქართველები საქართველოს ჯალათს... გუნდრუკს ვუკმევთ ქვეყნის ამრევს, მართალს ვამბობ _ მენდეთ, ქართველებმა ვერ ვისწავლეთ ქართველობა დღემდე!..
გაპარტახება... ძალიან დიდი ტკივილი მოდის ძალიან დიდი ღიმილის ნაცვლად... გამრავლებულა საფლავის ლოდი, რომელ ერთს უნდა გაუძლოს კაცმა?! 51
თვალთაგან ცხარე ცრემლები წვეთავს, ტაძარში შედის ცხადად ავსული, შემცირებულა ქორწილი ძეთა, კენტად ბერდება _ ვაჟიც, ასულიც!.. გვჭირდება გმირი... თავისუფლება! გვჭირდება გმირი, მაოცებს ჩვენთა მტერთა სიჭარბე, მტანჯველი ფიქრით ირყევა ტვინი, _ მიწას მტაცებენ, ოდას მიწვავენ. რისხვას არა აქვს ჩემსას საზღვარი, ჟინი მაწუხებს სისხლის აღების, შეუბილწიათ ღმერთის ტაძარი, დიდ წინაპართა ხელით ნაგები! ვხედავ, მეორედ მოსვლა იწყება, მამული ჩემი მტერმა გალეწა, სამშობლოსათვის თავდავიწყება გააცამტვერებს ყველა გარეწარს!
სამშობლოს ჩემსას, ვინც უმზერს მრუდად... ჩვენს თავზე ბევრჯერ ღვთის ნება ახდა: მტერი ივერთა დარჩა უთავოდ, 52
წარსულს გადაჰყვა მრავალი ნატვრა, ერთი კი შერჩა გულს სამუდამოდ: სამშობლოს ჩემსას, ვინც უმზერს მრუდად, სატანამ მისი ჯილაგი წარყვნას, კავკასიონი მთა იყოს მუდამ, ვერ გაასწოროს ვერცერთმა წარღვნამ! თუ საქართველო აღარ იქნება... მამაცია და მკაცრია მეხზე, ქართველის გული მამულს მიება, შურისძიება დამდგარა ფეხზე, ყალყზე შემდგარა შურისძიება! გაისისინა სუფრაზე გველმა, ტანზე გაიძრო ჭრელი ხალათი, მოძმის ღალატი შეიტყო ერმა, უფალმა დაგმო მოძმის ღალატი. წყეულის ხელით სიყვარულს სწვავენ, ცეცხლში ყვითელი ფერი მეცნობა, ერის შეცდომა ყოფილა მწარე, მწარე ყოფილა ერის შეცდომა... ცრემლად აქცია ლიახვი ომმა, კავკასიონზე დასწვით ცრუ კარი! გამოიღვიძა მძინარე ლომმა, ამოიწვერა ქართლში ვულკანი! 53
სული მოწამლეს მწარე ფიქრებმა, მტერმა შებილწა ჩვენი ცხრა წყარო, `თუ საქართველო აღარ იქნება, ფერფლად ქცეულა მთელი სამყარო!..~
პოეტი ბრძოლის! პოეტი ბრძოლის, სულისკვეთების, ომში გაჭრილი, როგორც არწივი, _ გამახსენდება შანდორ პეტეფი, მშობელი ქვეყნის გულის ნაწილი! იქუხებს სისხლი გასაოცარი _ მამულისათვის მეც ვარ საჭირო, ჩემი სიცოცხლე და სალოცავი, იქნება, ბრძოლით გადავარჩინო... თუ დავამსხვრიე მისი ბორკილი, არაფრად მიღირს, გინდაც ვეწამო... და მერე ჩემი რბილი ლოგინი სამარადისოდ მიწამ შეცვალოს!..
სამშობლოსათვის! სამშობლოსათვის! მედგრად, ბიჭებო! სახელის გარდა ქვეყნად რა გვრჩება? 54
ჩვენი მზის ჩასვლა არ დაიჯეროთ, არ დაიჯეროთ მტრის გამარჯვება... აღსდექ ქართველო! ლაღო არწივო! არვის დავუთმოთ ზეცა საჩვენო... მტერს სისხლის წვიმა უნდა ვაწვიმოთ, ჩვენი გმირობა უნდა ვაჩვენოთ! აღსდექით! მედგრად! ხმალი შევმართოთ, მუსრავდეს დუშმანს რკინის მარჯვენა, თავდადებულებს ჩვენც შევემატოთ ქართული მიწის გადასარჩენად!.. როდესაც ქალი... ხეების ჩრდილში ფოთლები მათოვს, ცა ჩუმი დარდით შენისლულია, როდესაც ქალი არაფერს არ გთხოვს, ის არაფერი _ შენი სულია... სიყვარულის და სიმღერის პატრონს, ვერ გაგაკვირვებს სხვისი დიდება, როცა შენს თავთან დარჩები მარტო, ხმა სანუგეშო მაშინ გჭირდება. უსიყვარულოდ ვერაფრით გაძლებ, მონა და ტყვე ხარ სიმწუხარეში, ეხვეწე ხატებს, ევედრე ტაძრებს, დაგიხსნის მხოლოდ ქალის ალერსი... 55
ხეების ჩრდილში ფოთლები მათოვს, ცა ჩუმი დარდით შენისლულია, როდესაც სატრფო არაფერს არ გთხოვს, ის არაფერი _ შენი სულია!..
ილაპარაკონ... ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ, გინდა, თვალები შურით აევსოთ. სიზმარშიც შენთან ვიქნები მუდამ, უსაყვარლესო! თუნდ, ბედისწერამ არ გაგვახაროს, სიმტკიცეს ჩემსას ყველგან გიჩვენებ, მთლად მირჩევნიხარ ახლა სამყაროს, თუ დამიჯერებ! ერთნი ვართ რწმენით, ერთნი ვართ სულით, მწამდი და მარად მუდამ გიწამებ, ბედნიერება მეწვია სრული, ნუ გამიმწარებ! ჩვენ საუკუნოდ ვიქნებით ერთად, არ მომწყინდება მე შენზე ლოცვა... გადილახება ოდესმე ეს მთა, გიხილავ, როცა!
56
ჩემს ლექსებს უხდებით... ნამდვილად არ ვიყავ, მერწმუნეთ, მე ლოთი. ღვინო არ ყოფილა არც ჟინი, არც მოდა. ქალებო! იცოდეთ, მე თქვენ გიმღეროდით, მე თქვენი ღიმილის სინაზე მათრობდა. ჩემს ლექსებს უხდებით, სადარნო ყვავილთა, სულ მსურდა, მე თქვენთვის ვარდები მეთესა. სიცოცხლე მინდა, რომ დავიწყო თავიდან, რათა მოგეფეროთ უფრო უკეთესად!..
ედელვაისი ეძებე ჩემში მე სიყვარული ისედაც შემშლის, იქნებ, დავსახლდე კიდეც მთვარეზე. აღმოაჩინე საუნჯე ჩემში, ნაკლოვანებებს რატომ დაეძებ?! 57
უშრეტი გრძნობის ჩირაღდანს ვანთებ, მისი მშვენება მნათობებს მიაქვთ. ამ გაზაფხულით მოვედი ადრე, გაშლა დავასწარ ვარდსა და იას. გთხოვ, მოიცილო ფერები მუქი, სულის სიმაღლეს მიაპყრო თვალი, ეჭვის აჩრდილი გეწვევა თუკი _ ჩემს ერთგულებას მიანდე მხარი. მე სიყვარული ისედაც შემშლის და მარად გულით უნდა გატარო... ედელვაისი ეძებე ჩემში, ეკალს არასდროს არ შემადარო! შენ სიყვარულის ძეგლივით დგახარ ვერ ამიხსნია, ასეთი რა ხარ: სინაზე, ვნება, ჟინი ფარული... წინ სიყვარულის ძეგლივით დგახარ, შენს სილამაზეს გვერდს ვინ აუვლის?! დასაბამი ხარ უსასრულობის, ჩაუქრობელი ცეცხლის პატრონო, დგახარ ამაყად, როგორც ძუ ლომი და სასიკვდილოდ გინდა დამტორო! საით წავიდე, რა გაგიბედო, სულიც, სხეულიც, შენით ივსება, 58
აუხდენელო ჩემო იმედო, მიუწვდომელო, ჩემო ღირსებავ! ბრძანე, გადვივლი მთებს და მწვერვალებს, გამარჯვებული მოვალ ომიდან... მე გამოვყვები ზღვაზე მენავეს და უკვდავების წამალს მოგიტან... ვერ ამიხსნია, ასეთი რა ხარ: სინაზე, ვნება, ჟინი ფარული... შენ სიყვარულის ძეგლივით დგახარ, მაგ სილამაზეს გვერდს ვინ აუვლის?! შენ ერთი მაინც იყავი ჩემთან... აღარაფერი ქვეყნად არ შემრჩა, შემომეძარცვა სულის საბადო, შენ ერთი მაინც იყავი ჩემთან, შენ ერთმა მაინც არ მიღალატო! შენ ერთმა მაინც სიზმარში მნახე, როგორ ვეწამე ბედის ტრიალით, დაიმახსოვრე ეს ჩემი სახე, ასე შეშლილი შენი ტრფიალით! შენ ერთმა მაინც ირწმუნე ჩემი, გაინაწილე სევდა მარადი, შენ ერთმა მაინც დაღვარე ცრემლი და მიმაცილე კუბოს კარამდე! 59
ისე მიყვარდი, ვფიცავარ შენს მზეს, ვერაფრით გითხარ ჩემი სათქმელი... შენ ერთმა მაინც იდარდე ჩემზე, ამინთე ქრისტეს ჯვართან სანთელი! აღარაფერი ქვეყნად არ შემრჩა, წყალმა წალეკა სულის საბადო... შენ ერთი მაინც იყავი ჩემთან, შენ ერთმა მაინც არ მიღალატო!
შენ მეოცნებე თვალები გქონდა... შენ იყავ ისე ლამაზი გოგო, შენ ისე ლურჯი თვალები გქონდა... სად იყავ, ასე დაბერდი როგორ? იმ მხარეს, განა, რა ქარი ქროდა? შენ იყავ მართლაც ლამაზი მეტად, ნაზი ღიმილი სითბოს გმატებდა, დაგატარებდა ხელკავით დედა, ჰგავდი ენძელას და ქრიზანთემას! ალბათ, მეუღლე შეგხვდა გულცივი, მის დაწყვილებას, გახსოვს, გიშლიდნენ, ზოგი სამყაროს ყალბად უცინის და სიყალბეში ეძებს სიმშვიდეს... 60
შენ იყავ ისე ლამაზი გოგო, შენ მეოცნებე თვალები გქონდა, ჟამთა ტრიალში დაბერდი როგორ... იმ მხარეს, განა, რა ქარი ქროდა?! უკანასკნელად... თრთოლვით შეგეხნენ ჩემი ხელები, სული გიძღვენი უსპეტაკესი, უკანასკნელად მოგეფერები მაგ გასაოცრად ღია თვალებში... უკანასკნელად გიწამებ ისე, ადამმა ევა როგორც იწამა, უკანასკნელად ვიპოვი მიზეზს შენი მშვენების დასაფიცავად. უკანასკნელად გნახავ სიზმარში, გადაგეხვევი, არ დავიმორცხვებ, უკანასკნელად გეტყვი, ვით ბავშვი, _ მარტო შენ გამო რომ ღირს სიცოცხლე!.. უკანასკნელად დამენანები და ჩაგიხუტებ დაღალულ მკერდში, უკანასკნელად გეტყვი თვალებით, რომ სიმარტოვის უდაბნო შემშლის... მოგტირის სული დანაღამები და ვეთხოვები შენს სათუთ ხელებს, 61
უკანასკნელად დამენანები, დამენანები... დაკარგვის მერე!..
მე თან ჩავიტან... გარდასულ დღეთა სევდა მაწვალებს, დამიმორჩილე ისე ძალუმად. ჩუმი ალერსი რატომ მასწავლე, ასე ურჯულოდ, ასე მალულად?! მარად ვსულდგმულობ შენი დიდებით, მწველი ამბორით, ზღაპრულ სურნელით. შენს გულზე გადის ჩემი ხიდები და მიცხადდება სასწაულები! შენი ღიმილი გაჩნდა საიდან, ქვეყნად რომ ყოველს აღემატება... საიქიოშიც მე თან ჩავიტან მაგ სილამაზის წმინდა ხატებას!64
ძეგლი... ცა და მნათობი, ზღვა და ხმელეთი, განუყრელია როგორც, ისე მიყვარდა, ოდესღაც ერთი ცისფერთვალება გოგო.
62
ჩვენი ტკივილი ბევრმა გაიგო, ყველამ დაცქვიტა ყური, ჭორის საყდარი უცებ აიგო, შემოგვეხვია მუმლი... მოხდა ის, რასაც არ მოელოდა შურით აღსავსე ჟამი, ჩვენ აღვუვლინეთ სიყვარულს ოდა, ერთურთს ვაჩუქეთ თავი. სიკვდილი შორი გზით გაემართა, გადამსხვრეული ნეკნით... ჩვენ რომ ვხვდებოდით, იმ ხეივანთან’ დგას სიყვარულის ძეგლი!..
ისევ... დღეები ისევ იცლება შხამად, ცა მოიხატა შავი ფერებით, ზღაპრის საძებნად მინდორში წავალ, დაკარგულ ჩემს ბედს მოვეფერები... არ მინდა, გავქრე ვაით და ვიშით, ერთი ნატვრა მაქვს გულში ფარული _ შენ ისევ შემხვდე ალვების ჩრდილში და... მე აგიხსნა კვლავ სიყვარული!.. 63
მახსოვს თქვენი აივნის... მახსოვს თქვენი აივნის სილამაზე, ქალავ... ყველაფერი გაივლის, სიყვარული _ არა! მართლაც რაღაცნაირი სურვილი და შიში, ერთი ძველი დაირის გადარევა ლხინში. ჩვენი ჩუმი შაირი _ შემოდგომით, რთველში, შორეული ხმა ირმის მყვირალობის თვეში... ახლაც თქვენი აივნის მონატრება მძალავს... ყველაფერი გაივლის, სიყვარული _ არა! შენ ჩემი ხარ, გჯეროდეს!.. ბულბულივით შეირხა სიყვარული ბაგეზე, შენ ჩემი ხარ, ჩემი ხარ, სხვას ტყუილად დაეძებ! 64
შენ ჩემი ხარ! გჯეროდეს, არ მიენდო არავის, იმ მინდორში მელოდე, რომ ჩანს მწვანე კარავი... სიცოცხლე ხარ შენ ჩემი, ენძელების ლარნაკო! როგორც ჩიტებს შეშვენით, ბუდე ისე ავაგოთ. მთები გადვინადიროთ ცეკვითა და სიმღერით, ბნელი ღამე ვათიოთ, წინ სამოთხე მიგველის. სალამური ვაჟღეროთ უნაზესი ჰანგებით, ბულბულივით ვამღეროთ ჩვენი გულის ბაგენი...
სიყვარულისთვის... გულს ბევრი დარდი რგებია, გულიც ხმალივით ომობს, სიყვარულისთვის ჩნდებიან ეს გოგონები მხოლოდ.
65
გულს ბევრი რამე სტკენია, გულს ვნების წვიმა აწვიმს, ქალია კაცის გენია, ქალია ფრთები კაცის! მარად აღვავლენ მის ქებას, წყალმა წაგიღოს, ჭორო! ქვეყანა ქალით იწყება, ქალით თავდება ბოლოს... გულს ბევრი დარდი რგებია, გულიც ხმალივით ომობს, სიყვარულისთვის ჩნდებიან ლამაზმანები მხოლოდ! ნუ ეტყვი ნურვის... ვერვის გავუმხელ შენდამი სურვილს, დაე, ფარული ცეცხლით ვიწვოდე, გთხოვ, გევედრები, ნუ ეტყვი ნურვის, რომ გეტრფი, _ არ მსურს, ვინმემ იცოდეს... ვერ გამიგებენ, მეტყვიან რასმე, ჩამამწარებენ ამ მზიან ამინდს და უკვდავების წყაროს რომ მასმევ, მას შემიცვლიან უთუოდ შხამით. გამიქელავენ ოცნების ვარდებს, (დასამარება რა გინდა მეტი!) 66
და უშენობით შეშლილს რომ ვგავდე _ მითანაგრძნობენ ცბიერი სევდით... მე ისევ ვარჩევ ტკივილს და დუმილს, შენთვის წამებულს ვინ შემიცოდებს? ერთს გევედრები, ნუ ეტყვი ნურვის, რომ გეტრფი, _ არ მსურს, ვინმემ იცოდეს!.. ღვინო მიყვარს მანავის... ღვინო მიყვარს მანავის, გრძნობავ, გეტრფი ფარულო, არაფერი არა ღირს ქვეყნად უსიყვარულოდ. გული რითი დავსერო, რომელ ზღვაში გადვეშვე, არაფერი ახსენოთ სიყვარულის გარეშე!..
უქალოდ ვარ სიყვარულით ავსილი, ცაში ვკიდივარ მარსივით... სავსე ვარ ბედნიერებით, სიკვდილის აჩრდილს დავცინი. მე სილამაზის ხელი ვარ, შენს მშვენებაზე ვმღერივარ, 67
სულში გიზგიზებს ხანძარი და უგულობის მტერი ვარ! სად დამიღამდა აქამდე? საცაა უნდა დაქალდე, რატომ ვერ შეგხვდი ნეტავი, სურვილი რად ვერ გაგანდე?! ნამქერს სად ნახავ უქაროდ, წვიმავ, მიყვარხარ, მქუხარო, აბა, ვის გაუხარია ამ ქვეყანაზე უქალოდ?! ღმერთო! თუ სიკვდილს მაღირსებ... სიცოცხლეს კიდევ ვინატრებ, ხმალსაც საომრად ავლესავ, ვის ვარგო სულის სინათლე, თუ არა ლამაზ ქალებსა?! თითქოს შეძრულა მილეთი, ისმის უტკბესი არია, ჩემი სიცოცხლის იმედი, _ მხოლოდ და მხოლოდ ქალია. ტრფობის ალმური მედება, აბა, ვის შევებრალები?! ნუგეშად მეიმედება ისევ ლამაზი ქალები... 68
ერთხელ მეც თვალებს დამივსებ, ვეღარ მამყოფებ ლხენითა... ღმერთო! თუ სიკვდილს მაღირსებ, მომკალი ქალის ხელითა! ქალი არიგებს სიცილს... ქარი ალერსით იწვის, დარდი თვალებში ბოლავს, ქალი არიგებს სიცილს,
როგორც ვარდების კონას... დასალევია ყანწი ამ ზეციური ნიჭის, ლამაზი ქალის ფასი, ალბათ, არავინ იცის...
რომ არ უყვარდეს... მან სინატიფე მოსტაცა იებს, ხოლო ენძელებს _ სული ხალასი, რომ არ უყვარდეს ამ გოგოს ვინმე, არ იქნებოდა ასე ლამაზი.... მე ეს ღიმილი (ნურავინ მიწყენს), მგონია ყველა სიცოცხლის დედა. 69
დაუსრულებელ სიმღერას იწყებს შენი თვალების ფარული სევდა!
ციმბირში გზას უტრიალებს მკაცრი ნამქერი, ეშმაკს არც ძილში სძინავს, მარხილს ჰკიდია ზანზალაკები, მიქრის თეთრონი ფრთხილად. მათ გადაწყვიტეს, შექმნან ოჯახი, ქორწილს იხდიან მცირეს, ტკბილად იცხოვრონ რუსულ ოდაში, სული ედგმევათ ვინემ... უწყალო ყინვას რწმენით დასცინონ, ღმერთს ეზიარონ ლოცვით, შთამომავლობას გაუნაწილონ: სული, სისხლი და ხორცი.72
ძახილი!.. სარკესთან იდგა პატარა გოგო, ფრთხილად ისვამდა წარბებზე თითებს, ალერსი სურდა სევდიანს, ობოლს და დედალოსზე ისმენდა მითებს... 70
ელანდებოდა ლამაზი ბიჭი, მის მოლოდინში სუნთქავდა მძიმედ, სურდა სიმრავლე ქართული ჯიშის, ფურ-ირემივით ეძახდა იმედს!..
სად იზრდებიან... ხარ ანგელოზი სამების... მონუსხულივით გიმზერ. შენს სიყვარულში გავები, ვერც კი გავიგე, ისე... ეგ საოცნებო თვალები, მარგალიტსა ჰგავს ობოლს. ნეტავი, შენისთანები, სად იზრდებიან, გოგო?! უძველეს ზღაპარს... უძველეს ზღაპარს მიამბობს ქარი: აქ ერთხელ ბიჭმა აკოცა გოგოს, მერე დაერქვა იმის ქმარი და აუშენა სასახლე ობოლს! სიყვარულს აბა, მითხარ, რას ეტყვი, _ თვალ-მარგალიტით გოგო დაფარა, მერე აჩუქა დედოფლის კვერთხი, შთამომავლობა გადააბარა! 71
მერე უეცრად სანთელი ჩაქრა, ერთი ბილიკიც აღარ ბილიკობს... და ის ჭაბუკი იმგვარად გაქრა, არავინ იცის დღემდე, ვინ იყო!
გიკრეფდი იებს... გიძღვნიდი ვარდებს, გიკრეფდი იებს, გეკითხებოდი: კიდევ რა გიყვარს? წამოგეწიე, ქარივით გდიე... თავდავიწყებით გულში ჩაგიკარ! შენ მოგავლინა განგებამ ჩემთვის, ჩემი არსების შენ ხარ ნაწილი. თუნდაც ამავსოს ცხოვრებამ სევდით, მსურს, გიერთგულო მე თავგანწირვით... ადამ და ევას გზა გავიარეთ, ჩვენც ვამშვენებდით ერთად სამყაროს. ანდერძს ვუტოვებ ადამიანებს, საიქიოშიც არვინ გაგვყაროს!
მეუღლეს გავუძელ წარღვნას, უსაზღვრო ავდრებს, ვიყავ ყვავილი ყინვის ამტანი... 72
მე შენ მიყვარდი ევაზე ადრე, ჯერ არც კი მერქვა მაშინ ადამი. მე შენ მიყვარდი ყველაზე მეტად, ჩემს აღტყინებას არ აქვს სამანი. სწორედ ამიტომ, შენ გახდი დედა და მომივლინე შთამომავალი...
სააქაოს სტუმარი ვარ... გაჭრილი ვარ ქართლის ველზე, უფაროდ და ხელში უხმლოდ, ჯერ უხილავ ფერებს ვეძებ, სიყვარულის ზარებს ვუხმობ... ველზე მივქრით სწრაფი დროშკით, ქარს გავასწრებ, განა ერთხელ! შენ აგიგე ბროლის კოშკი, იქ რომ დაგსვა, ჩემო ეთერ... მურმანივით გულმანი ვარ, ლამაზმანთა ყადრიც ვიცი, სააქაოს სტუმარი ვარ, საიქიოს წასვლა მიჭირს. დავტრიალებ: სათიბს, სამკალს, ხორბლით ვავსებ საბძელ-კალოს, მნათობების ცეცხლი დამყვა, ამოუსვლელ ვარსკვლავს ვყვარობ!.. 73
იმედით შენით... ქალო! განგებამ დაგბადა დედად! შენ ხარ მშობელი, ადამთან ერთად, შენ გაბარია სამყაროს ბედი, შენ ერთადერთი გიწამეს ღმერთად! შენ მხოლოდ სულის სიწმინდე გშვენის, როს გვევლინები ღიმილისმჩენი, იმედით შენით, ნუგეშით შენით, უნდა ამაღლდეს სამშობლოს ჭერი!
ქალი ქალი ღმერთია, უქალობა დაღუპვას ნიშნავს, ქალი მსოფლიოს მოევლინა სიცოცხლის ნიშნად. ქალი ამ სოფელს დაებედა პატრონად კაცის, ქალი სამყაროს გინდ აავსებს და გინდა დაცლის... ქალი, ო, ქალი! ქალი ნაზი, როგორც ღიმილი, ქალი ვაჟკაცთა უსასრულო სულის ტკივილი. ქალი ცხადში და თვით სიზმარში გადამალული, ქალი მშობელი, ქალი სატრფო, ქალი მამული! ქალი დროშაა უკვდავების, უდიადესი, ყოვლისშემძლეა, ზღვას დააშრობს მისი ალერსი. ქალშია ერთად: მიწა, ზეცა და ოკეანე, ქალო, შენ გლოცავ, გამარჯვების გზაზე იარე!
74
შენი თვალები მე ისევ მფერფლავს შენი თვალები და ეს ტრფიალი აღარ ბერდება, მომრავლებულან შენისთანები, ცეცხლი კი მხოლოდ შენგან მედება! მოდი, ჩემს გულში შეჰკარ კამარა, თორემ აკლდება ბაგეს შაქრობა, მოდი, განგებამ შენ დაგავალა ჩემი ანთებაც, ჩემი ჩაქრობაც...
აივანზე... აივანზე დგას ლამაზი ქალი, ვით დახატოს ეს მშვენება ფუნჯმა, ალბათ, მიტომ აღარა ქრის ქარი, სურნელებამ ქარიც დაამუნჯა... იასამანს მოსდებია ალი, ვარდ-ყვავილებს მოუქარგავთ ერდო, ნეტავ ვისი გადიხადე ვალი, სილამაზე რომ დაბადე, ღმერთო?!
ქალაქში ერთი ქალია... ვარდის და იის წყალია, მარგალიტებად წვიმს, 75
ქალაქში ერთი ქალია და მთელ ქალაქად ღირს. უსაყვარლესი არია, უფაქიზესი დღე, ქალაქში ერთი ქალია, ვით უდაბნოში _ ხე. ღამე უნდა... ღამე უნდა გავათენო შენთან! ყველაფერი ვანაცვალო ამ ჟინს, ჭორი ვიცი სამუდამოდ დამსჯის... ღამე უნდა გავათენო შენთან! ღამე უნდა გავათენო შენთან! თავი მივცე ჩაუქრობელ ხანძარს, ეს სურვილი უსასრულოდ მტანჯავს, ღამე უნდა გავათენო შენთან! ღამე უნდა გავათენო შენთან! განვარისხო მოთმინების ღმერთი, ჩემი თავი მიჩუქნია შენთვის, ღამე უნდა გავათენო შენთან! ღამე უნდა გავათენო შენთან! ირემივით ავიწყვიტო თავი, სააქაო დაგახსომო რამით, ღამე უნდა გავათენო შენთან! 76
ღამე უნდა გავათენო შენთან! ჩაგაბარო აღსარება ჩემი, ვიცი, მელის სახრჩობელა _ ვრჩები!.. ღამე უნდა გავათენო შენთან!
კახპა `და მაინც მიყვარს წყეული კახპა...~ რობერტ ბერნსი წითელი ფერის ჩაიცვამს კაბას, ნარსა და ეკალს თვალებით კაფავს! თუმცა, სხვა ქალწულს შემოვხვდი ათასს, _ ის ამისრულებს მე ყველა ზღაპარს... საოცრად ტკბილი ამბორი იცის, არა სჭირდება ხვეწნა და ფიცი, ნეტარებისგან ამომდის სული, ნაღვერდალივით უალოდ ვიწვი. მომაჯადოვა: ალერსით, ვნებით, მისი ამბორით ნელინელ ვდნები... მაცდურად იპყრობს თვალსა და სმენას, მე კი არწივის მესხმება ფრთები! მისი კურო ვარ, ის არის ფური, არა გვჭირდება ოქრო და ფული, 77
დავიხშობ სმენას, დავხუჭავ თვალებს, ჟინია ჩვენი წყალი და პური. წითელი ფერის ჩაიცვამს კაბას, დაუმცხრალ ვნების ეწევა ჭაპანს, ვინც რა უნდა თქვას _ ჯანდაბას სხვები, მე მაინც მიყვარს წყეული კახპა!..
შენა ხარ... ტრფობა ზოგჯერ სასჯელია, ლექსი მხოლოდ შენა ხარ, არ იფიქრო, ვინმე ქვეყნად შენს სიტურფეს შელახავს. რაა ცუდი, თუკი ზოგჯერ, მამაკაცთა შველა ხარ... იას სუნით წააგავხარ, სხეულით კი ევა ხარ. სად მეძინა, შენი თავი ნეტავ ადრე მენახა... არა მჯერა, მაგრამ მაინც, ჩემი ბედისწერა ხარ!
დამიძახე!.. ნიავივით შუბლს ევლები, მოდი, გულსაც უწამლე, 78
მივდივარ და გევედრები, დამიძახე უკანვე! მახეა, თუ რა დამიგე, ჩემს თავს რითი ვუშველო? მივდივარ და ვერ გავიგე, სად მივდივარ უშენოდ. მივდივარ და შენთან ვრჩები, წინ ვერაფერს ვერ ვხედავ... სიცოცხლეა ახლა ჩემი, შენი ერთი შეხვედრა. ნიავივით შუბლს ევლები, მოდი, გულსაც უწამლე, მივდივარ და გევედრები, დამიძახე უკანვე! ჯვარცმა გულის ძახილს სულში იქრობ ცრემლიანი თვალითა, სხვას მისდევ და სხვაზე ფიქრობ, მეტი ჯვარცმა რა გინდა?! შენს ერთ მთვარეს არ სჯობს ცხრა მზე, ვერ სცვლის ღმერთი ბრძანებას, კოცნი სხვას და ფიქრობს სხვაზე, რაა მეტი წამება?! ცეცხლი გულზე, ცრემლი თვალზე, მოგდებია რა ალი! 79
წევხარ სხვასთან, ფიქრობ სხვაზე, სხვა სასჯელი რა არი?!
დღეს ისეთი... შემომენთო ტანზე ალი, ამელანძა ვნებით სახე. დღეს ისეთი ვნახე ქალი, დღეს ისეთი ქალი ვნახე! მომანათა თვალთა სხივი, ცამ ისმინა ჩემი ოხვრა. ყელზე ება ქარვის მძივი, გამაბრუა, გამაოგნა... დამავიწყა ფირუზ-ლალი, გაუხუნა მზესაც სახე. დღეს ისეთი ვნახე ქალი, დღეს ისეთი ქალი ვნახე!..
შენი ალერსის ნატრული... შემოვუარე ვენახებს და ტირიფონის ველსაც, შენი ბადალი ვერ ვნახე, საითაც წაველ _ ვერსად. გზას მიღობავენ ეკლები, ვერ გეკარები ახლოს... 80
ნეტავ, სად შემოგეყრები, რომ ცისკარივით გნახო. გოგოვ, ხარ ვისი ნათლული, ჰგავხად აწყვეტილ რიონს... შენი ალერსის ნატრული მივდივარ საიქიოს!.. განა სულ ასე... განა სულ ასე იმღერებ და იფრენ მტრედს რომ შეჰფერის. წამოგეწევა სიბერე, ცეცხლივით ჩაიფერფლები... მაგ მოციმციმე თვალებში ბინდი ჩაწვება ღამისა, სასიყვარულოდ დაგეშილს შავი ღრუბელი დანისლავს. არავინ გკითხავს, ლამაზო, სიცოცხლე ასე რად გიყვარს?! სიბერის სუსხი დაგაზრობს, მიწა თავისთან წაგიყვანს... სიყვარულის ჰგავდი გრიგალს ვნების შმაგი ტალღა იყავ, ვულკანივით გადმიარე, სიყვარულის ჰგავდი გრიგალს, უკვდავებას მაზიარე! 81
მახსოვს შენი გამოხედვა, უშბასავით შენი მკერდი, შენ მაჩვენე სამოთხე და შენ მაჩვენე ჯოჯოხეთი! მორაკრაკე სულის წყაროვ, შარბათივით დაშაქრულო, საოცნებო დედოფალო, ტკბილ სიზმრებში დაკარგულო... არეულო რძევ და ღვინოვ, დასალევად შეგეჭიდე... როდის უნდა მომევლინო ძველი ცეცხლით, ნეტავ, კიდევ?!
არარაობად ჩავთვალე... გეძახი, ვერ გაგაგონე, შენზე ძალიან ვინ მიყვარს?! სხვა რამე აღარ მაღონებს, შენი ალერსის ჟინი მკლავს. თუ ვერ ვიხილავ მაგ თვალებს, ჩემს სურვილს რითი ვუშველო? არარაობად ჩავთვალე წუთისოფელი უშენოდ!
82
ღმერთმა იცის, რომ მიყვარდი მართლა... გაიარა წელმა უკვე ათმა, რაც ვიწვოდი ცხარე ცეცხლის ალზე. ვაღიარებ, რომ მიყვარდი მართლა! ვაღიარებ, ახლა მძულხარ ძალზე! მე ტკივილი შემხვედრია ბევრი, გავუძელი ტანჯვის დღეებს ულევს.. შენნაირად შევიყვარე ვერვინ! შენნაირად ვერვინ შევიძულე! ჩაიარა სიჭაბუკემ ჩემმა, შემომერტყა ჯადოსნური რკალი... ნაღვერდალი გააცივა ცრემლმა, მისი ფერფლი გაიფანტა ქარით. გაიარა წელმა თითქმის ათმა, რაც ვიწვოდი ცხარე ცრემლის ალზე. ღმერთმა იცის, რომ მიყვარდი მართლა! დადგა ჟამი _ ახლა მძულხარ ძალზე!
ჩვენ ორმა ჩვენ ორმა უნდა ვიცოდეთ, ჩვენი შეცდომის ფასი, სულ ჩუმად უნდა ვიწვოდეთ, წვიმაშიცა და ქარშიც. ჩვენ ორმა უნდა ვიწამოთ ჩვენი ტკივილის ძალა 83
და ისე გარდავიცვალოთ, ერთმანეთს გავყვეთ ვალად...
შენით გადავურჩი ზღვას ბობოქარს, ცოცხალი ვარ ისევ, ჩემთვის ისევ ის გოგო ხარ, სულს სიმღერით მივსებ. ქვეყნად რაღა არა ხდება, ვინ რას აღარ ელის, სიყვარული რომ არ კვდება, დავიჯერე შენით... ქალები წუთისოფელო, რად ბრუნავ, რად გვემუქრები არევით?! კაცების გულის სალბუნად იბადებიან ქალები. რაც მოხდა, აღარ მოხდება, გადაიარეს ქარებმა. როდესაც კაცი მოკვდება, უნდა გვიტირონ ქალებმა. ვტრიალებთ, როგორც ჩიკორი, მათი მშვენებით მთვრალები. თუ ვეძებთ, კიდეც ვიპოვით, გულით და ღია თვალებით. 84
ჰეი, ქალებო, ქალებო! ერთმანეთს ჰგავხართ, მგონია, თქვენია ქვეყნის სამეფო, წააქცევთ ყველა გოლიათს!..
შენს გარეშემო შენს გარეშემო თარეშობს ქარი, რა უნდა, კარგად ვერ გაგიგია. ასეა ზოგჯერ, ლამაზი ქალი, რარიგ ჩამოჰგავს ჯიუტ სტიქიას! გარწმუნებს, თითქოს ერთადერთია, მოვა და უცებ თვალში გეცემა, ჭიკჭიკებს, როგორც ჩიტი მზეწვია, ბუნებისა აქვს ზუსტად ხელწერა...
რა დამავიწყებს... რა დამავიწყებს, მითხარი, ამას, ხელებზე, ყელზე ბაგის შეხებით, დედამიწაზე ყველაზე ლამაზს, ყველაზე ტურფა ასულს ვეხვევი... ვეხვევი! მბუგავს ხელის შეხება, მფერფლავს თმები და მდაგავს თითები, ტალღა ვნებისა ტანზე მეხვევა, ყაყაჩოსფერი ჟინით ვინთები!.. 85
მეც მიგემია... მეც მიგემია ეს ხილი, ახლა ვიხსენებ რასაც. გამძვინვარება ვეფხვივით, თურმე სცოდნია ქალსაც... ორგული _ რისხვის ღირსია, მისი მშველელი არ ჩანს... ქალებმაც მკაცრად იციან მოღალატეთა დასჯა!
და მაინც... გავუძელ ყინვას, გავუძელ გრიგალს, შეუძლებელის შეძლება შევძელ. სადაც კი ვიყავ, სულ შენთან ვიყავ, რაც კი ვიმღერე, ვიმღერე შენზე... შენით შევხარი ყველას და ყოველს, შენი ხატება ყველგან მომყვება... და მაინც შენთან ვერაფრით მოველ, ვერ შევძელ შენი გულის მოგება!
ბურუსი ფარავს `საბრალოა მხოლოდ სული ობოლი~ ნ. ბარათაშვილი გზას და გონებას ბურუსი ფარავს, მზე ჩაიჩუმქრა ზღვაში, თაკარა. 86
შუქი ჩაუქრა სუყველა ფარანს, ბედმა ღირსება თითქოს ამყარა. მეხის ქუხილი, ვით რისხვა _ მდევდა, სულმა ობოლმა, მითხარი, რა ქნას?! ვერ მოვერიე ვერაფრით სევდას _ ახლა შენ გამო რომელიც მახლავს...
ღრუბლებს მიჰყვება ტივივით... დაუფარავი, ალალი, ქვითინი ისმის ქარისა... არა, ეს წვიმა არ არი, ცრემლია ჩემი თვალისა... დაინგრა ტრფობის კარავი, ჩალეწილია ხიდები... არა, ეს ბინდი არ არი, ჩრდილია შენი თითების. ვეღარ ყუჩდება ტკივილი, თავს დასტრიალებს ორბი ცას. ღრუბლებს მიჰყვება ტივივით აჩრდილი შენი ტრფობისა!.. გადაქცეულა წარსულად... უბედურება მოფრინავს, ფრთები ასხია შავი. სულ ერთი ღამე ყოფილა, ბედნიერება ქალის... 87
ის ბიჭი ომში წასულა, თურმე, იმ ღამის მერე. გადაქცეულა წარსულად, ჩახუტებია ველებს. ღმერთო, უშველე, სადა ხარ, გოგო დაბერდა ქალად, ჭაბუკი იქცა ბალახად, სიყვარული... კი _ ქარად.
მწუხრი ალბათ, მალე მზე ჩავა, მენანები როგორ! წლებმა დაგაბეჩავა ვარსკვლავივით გოგო... მაგ თვალებში სხივები ჩაუქრია გრიგალს, ჩაძირულა იმედი, სახე შეშლილს გიგავს. თავზე არვინ გევლება, ჰგავხარ წვიმის ღრუბელს, სააქაოს მშვენება დაგიკარგავს უკვე. ტკივილებმა დაგშალა, სასიკვდილოდ წვალობ, ვით უდაბნო, დამშრალა უკვდავების წყარო... 88
მგონია, ისევ... გადაიარა გრიგალმა, მზემ გაანათა ბნელი, მგონია, ისევ გიყვარვარ, მგონია, ისევ მელი... შენი ხმა ჩემში წკრიალებს, ანგელოზი ხარ სრული. მანიჭებს ზღაპრულ სიამეს შენი უმანკო სული. შენი სიცოცხლის ლანდი ვარ, ტკივილს ვერვისთან ვამხელ, სულ იმ შარაზე დავდივარ, სადაც პირველად გნახე... გამანადგურა გრიგალმა, თავი წამართვა შენი, ნეტავ, რად აღარ გიყვარვარ? ნეტავ, რად აღარ მელი?!
შენი ღიმილი მრავალი კაცი გიყურებს შურით, ჩემო მტრედო და ჩემო არწივო, შენ გაბარია ეს ჩემი სული, გთხოვ, მისი სევდა გაინაწილო. მიძინებული ზეცის მთვარე ვარ, ღრუბლების გუნდი უკან მომკივის, 89
არ შემაცდინოს შენმა თვალებმა, არ მომახვიოს ტანზე ბორკილი. მაქვს მნათობივით გული გაშლილი, შემოგხედავ და ღამე თენდება, ყველა ოცნება ჩემი, დაშლილი, შენი ღიმილის ძალით შენდება... მე შენს სიყვარულს მუდამ ვფარავდი, ეს გრძნობა არ მსურს, სხვასთან ვახსენო, არ დაიჯერო ჩემი ღალატი, რადგანაც ჩემში ის არ არსებობს!
ისევ მოგელი გაოგნებული, თვალდახუჭული ვდგავარ გადამწვარ ველზე. გეძებ იმედით, გეძებ ჩურჩულით, ატირებული გეძებ! გულებმა ჩვენმა ერთად ილხინა, ერთად იქუხა მეხად. ნუთუ, ვერასდროს ვეღარ გიხილავ, გადაგეხვევი ვეღარ?! თითქოს ჯალათის კარზე მივედი, ტკივილს ტკივილზე მისევ. ისევ მოგელი ღმერთის იმედით, ისევ მოგელი, ისევ!
90
მაგონდება სიჭაბუკე... ბევრი ტკბილი გაცინება, სკოლის მერხი... ჩვენთა თვალთა დაცილება. ქალაქისკენ ცრემლიანი გაცილება, გაცილება... შენი გულის გაცივება. მაგონდება... სულში ცეცხლი არწივდება, შენზე ფიქრი, არ იქნა და არ მცილდება!..
იმ ერთი ქალით... მწარე ტკივილის მაჩნია კვალი, შემომეჩვია შიში და ელდა, ჩემგან წავიდა ისეთი ქალი, მის ნაცვლად ასიც ვერ მოვა ჩემთან. დალეწილ ციხეს, ჩატეხილ კარებს, დრო ვერ განკურნავს, მერწმუნეთ, ვერა... იმ ერთი ქალით ვაღმერთებ ქალებს, იმ ერთი ქალით ვემდური ყველას...
შენი სახელით... სიცოცხლეს, ალბათ, ჩვენი ჟინი აქვს, თავის სასჯელით, თავის დიდებით, 91
მაგრამ ის მუდამ ისე ტკბილია, მის სიდიადეს ვერა ვცილდებით. მე უბედობა სულ უკან მდევდა, თუმცა, არ ვიყავ მისი გამმხელი, რაც კი დავკარგე, ვიპოვე ერთად, _ ამ ქვეყანაზე შენი სახელით...
მე ახლა... მე ახლა ისეთ სიმღერას ვმღერი, რომ არ გაიგო, ის არის ძნელი. სიყვარულსა აქვს ენძელას წელი, სიყვარულსა აქვს ლერწამის ყელი, სიყვარულსა აქვს ყვავილის ფერი, სიყვარულსა აქვს თვალები მწველი... სიმღერა თავის სიცოცხლეს კარგავს, რომ არ გაიგო უფლება არ გაქვს. მე ახლა ისეთ სიმღერას ვმღერი, რომ არ გაიგო, ეგ არის ძნელი...
მიუგნებელო... მას შემდეგ ვეღარ ვისვენებ, რაც `რუსთაველზე~ გიხილე. თვალს ემატება სისველე და გულმოკლული ვღიღინებ. მთვრალი ვარ იის სურნელით, პირთამდე სავსე ყანწივით... 92
შენთან შეხვედრას სულ ველი, მიუგნებელო განძივით!
წვიმს წვიმს, წვეთები ცრემლებს მოჰგავს, შავ წამწამებს მისველებს, გული მღერის, გული ბორგავს, გული აღარ მისვენებს. დრო ნეტავ ვის რას უქადის, ბედი სად არ გაგვრიყავს? მიყვარდა და არ ვუყვარდი, ვუყვარვარ და, არ მიყვარს!..
მე ჩავუარე... მას სიყვარულის კუნძული ჰქვია, მცირე მიწაა ზღვაში, მშვენიერება ყველაფრის მძლეა, ბევრ ლამაზს ნახავ საშიშს... მე ჩავუარე სამოთხეს გვერდით, შემაკრთო ვარდის სუნმა, ვერ დავინახე იქ ჩემი ბედი და გავაგრძელე ცურვა...
93
რომელ მხარეს გადიარე დაკარგულო სიყვარულო, დღე და ღამე გეძებ. თავი ხომ არ ჩამოიხრჩე ტყეში ნატვრის ხეზე?! ფრენით ხომ არ დაგეღალა ეგ სათუთი ფრთები. რომელ მხარეს გადიარე დათოვლილი მთები. სიზმარში ხომ არ ნახულობ საოცნებო წუთებს?! ჩვენს ბავშვობას, შენც ჩემსავით, ღამეს ხომ არ უთევ?! ვაი, როგორ ცრემლიანმა, ჩაიარე ქვევით, ვინ დაგწყევლა, ვინ ჩაგქოლა ჯოჯოხეთის ქვებით!
იმედიც გაქრა უკანასკნელი იმედიც გაქრა, ალბათ, ქორწილში სტუმრად მიმიწვევ, მე შენ მიყვარდი, რა ვუყო, რა ვქნა? მწამს, ვერასოდეს ვერ დაგივიწყებ. ამ ჩემს ტკივილებს ვერაფერს ვშველი, აღარც კი ვიცი, ქვეყნად რა მიყვარს... შთამომავალი შემხვდება შენი, გავუღიმებ და ხელში ავიყვან!
უშენოდ... კლდის ქარაფზეა შემდგარი ჯიქი, არწივს ცაში აქვს ფრთები ნალესი, 94
მერცხალი მუდამ მიფრინავს იქით, სადაც მოელის სითბო, ალერსი. მე კი მითხარი, _ დავადგე რა გზას, სულის იარებს რითი ვუშველო?! ვინ მიწილადებს სიცოცხლის საგზალს, ჩემო იმედო, მითხარ, უშენოდ?!
განდგომილი უსათუოდ შეშლილია ეს ლამაზი ქალი... სიყვარულის ეშინია, ხმას არა სცემს არვის. არ მწყინდება მისი ცქერა, მზეც ამაყობს მისით, ანგელოზად უნდა ქცევა, _ ჯოჯოხეთში მიდის!..
გაურკვევლობა სურვილი მაქვს შენი ნახვის, ბუდეს ვეძებ მერცხლის, ვერ გავიგე, ვინ მეძახის, რად მეძახის, _ ვერც ის... როგორ ჰგვანან ეს ჩიტები, შეყვარებულ წყვილებს, 95
იმ ტკივილებს ვეჭიდები, გონებას რომ მირევს. ვუხმობ ზღაპრულ ამორძალებს, გულს ოცნებით ვითბობ, შენს თვალებს ვერ გამოვძალე ჩემი წილი სიტკბო!
მე არაფერს აღარ ვეძებ... დრო უწყალოდ ქამანდს მესვრის და მკვლელ ისარს მკერდს მახლის, არაფერი აღარ მესმის, რადგან შენ არ მეძახი. დაბნევია ყვავილს მკერდზე სიყვარულის სტრიქონი, მე არაფერს აღარ ვეძებ, რადგან შენ ვერ გიპოვი!..
ქარაფებიდან გაფრინდა... ვიცი, ლოდინი მწარეა, მისი, ვინც გვიყვარს გზნებით, დავიგვიანე ძალიან, ზვავმა შემიკრა გზები. მივედი, დამხვდა სამარე, ცრემლით დავალბე ქვები, 96
იმისი სული მავალებს, გადავივიწყო სხვები... მთვარე დანათის მაღლიდან, მარგალიტივით ობოლს, ლოდინი როგორ დაგღლიდა თვით სიყვარულის მომგონს? სამარეს ვუმკობ დაფნითა, გადავივიწყებ როგორ?! ქარაფებიდან გაფრინდა, მე რომ მიყვარდა გოგო!
სინანული შენი სხეული მიწას მიადნა, ამ ჩემს თვალებში მიტომ იავდრა, დამაგვიანდა, დამაგვიანდა, ო, რა საოცრად დამაგვიანდა! დამაგვიანდა, როგორც არავის, დამაგვიანდა, როგორც არასდროს, ქარმა მომტაცა ფიქრის კარავი, ძველ საიდუმლოს ვეღარ გაგანდობ. გადამეღობა ბერი მყინვარმთა ყველაზე ახლო ადამიანთან, დამაგვიანდა, დამაგვიანდა, ო, რა საოცრად დამაგვიანდა!
97
ოდესმე მოვა!.. ქუჩაში მარტო დავდივარ ახლა და არავისგან არაფერს ვითხოვ, წინ რომ შემომხვდე, არ ვიცი, რა ვქნა, როგორ მოვიქცე, რა უნდა გკითხო? დასანანია წარსული დღენი, თუმც, ამაოა იმათზე გლოვა, ბედნიერებას მე მაინც ველი და მჯერა, იგი ოდესმე მოვა!
შენ კარგად იცი ცას უსასრულო სარტყელი აკრავს, ჟუჟუნა წვიმა ყანაში მღერის. მერცხალი როცა მერცხალს ფრთას გაჰკრავს, ის მისგან მხოლოდ სიყვარულს ელის... შენ კარგად იცი, მე ახლა რა მსურს, სულს რად ათრთოლებს სითბო უჩვევი... სიტყვის გარეშე მოველი პასუხს მაგ თვალების და შენი ტუჩების!..
მაინც... ხარ ჩემს სულში ჩალეწილი სარკე, ნამსხვრევებით დაჭრილი მაქვს ტანი, ბედის ბორბალს, დაგორებულს თავქვე, სადღაც, შორით მიაქანებს ქარი... 98
წუთისოფელს შევერკინეთ ურჩად, რომ გვავსებდა უითა და ვაით, ვერაფერმა შეგვაერთა, თუმცა, არაფერი აღარ გაგვყრის მაინც!
რას დამაბარებ რას დამაბარებ? მას რა გადავცე? _ ცბიერ ღიმილს რომ ძალზე უქებდი... შენც ყაჩაღი ხარ! თავი გაძარცვე, სხვას რომ ვერაფრით ვერ მიუდექი. რა ეშველება ჩამქრალ ნაღვერდალს, წყარო დამშრალა ვარდის კორომში, რა ვუყოთ, ბევრი ქალი დაბერდა იმ გზაზე _ შენ რომ გახველ ბოლოში!..
დაიგვიანე! გადავიღალე შენი ლოდინით, აღარც ლოდინის მახსოვს მოტივი, განელებულა ჩემი ლოგინი, გახევებულა ცივი ლოდივით. რა დამიამებს სულის იარებს, ჩემი ოცნება ზამთარმა მოსრა _ რადგანაც, ისე დაიგვიანე, არაფრად მიღირს მე შენი მოსვლა...
99
დამშვიდობება და, ესეც ასე! _ მოვიდა წვიმა, წაშალა შენი ნაფეხურები, ყველაფერს უცებ დააკლდა ბრწყინვა, შენ უკვე ჩემად არ მეგულები! სული მომტაცე, მას სხვას მიუტან, ვემშვიდობები წაბლისფერ თმის ტყეს.. ამიერიდან შენ ხარ იუდა, მე _ გოლგოთაზე გაკრული ქრისტე!
ღალატის შემდეგ... ვარ სევდიანი, ფიქრმა დამღალა, გავყურებ სივრცეს ღონემიხდილი, სად არის ახლა, სად არის ახლა, ერთი კი არა, ათი სიკვდილი?! როგორც უდაბნო, ისე დავშერი, როდის მომისმენს, ნეტავ, მსაჯული, ნუთუ არ არის ჩემი საშველი, სადამდე ვიყო ასე ტანჯული?! სასომიხდილი ტაძართან შევდექ, გულს ვეღარ ხიბლავს უცხო გალობა, ასეა, ალბათ... ღალატის შემდეგ, ყველაფერია _ არარაობა!..
100
დღეებს დასანანს... არჩევანს ჩემსას ვეწიე გვიან, ვეღარ ავიღე დროულად გეში, ლამაზმანების მეხოტბე მქვია, არარაობა შემომრჩა ხელში. ზედ შემომაცვდა რკინის მაზარა, გულს ვერ ვაცილებ დაჟანგულ ბოქლომს, ვიხსენებ ყრმობის დღეებს დასანანს, ვით მდინარეში გადაყრილ ოქროს!..
მე მივატოვე... უბედურება, ვიცი, მომელის, ბოლოს მომიღებს ფარული სევდა, მე მივატოვე ქალი, რომელიც ერთ დროს მიყვარდა ყველაზე მეტად. ღირსება, როგორც განძი მარადი, ვერ გავიმეტე შესაწირავად, რადგან გაივლო გულში ღალატი _ მას შევახსენე: რა ვარ, ვინა ვარ! აღარ შუშდება სულში იარა, ვემშვიდობები, მგონი, სამზეოს, ამივსეთ შხამით სავსე ფიალა, ჩემი დემონი უნდა ვახსენო!..
101
რად მელანდები დამიმეგობრდა მკაცრი სიცივე, საკუთარ თავთან სიმწრით ვიცინე... გაგიხსენებ და სული მიწივლებს, შენი თვალები ვერ მოვიცილე! ბედს უყვარს ზოგჯერ ურცხვი თამაში, დაღონებული გული დუმდება, წარსული უკან არ დაბრუნდება, ის იკარგება უცხო ტრამალში... გული ხან ცხარე ცრემლით გიგონებს, რით გავიქარვო დარდი ამდენი... ვერ გამიგია, რად მელანდები, მე ხომ მრავალჯერ გამოგიგლოვე?!
ჩვენი წუთისოფელი ჩვენი წუთისოფელი, გადებული ბოგირად, როგორც შლეგის სწორფერი, გულბოროტი ყოფილა! უკან დაგდევს ნაგეში, კანში ვერა თავსდება, ხან გახედებს სარკეში, უნდა, გრძნობდე თავს დევად. გწამდეს, რომ ხარ სამყაროს ერთი ბატონ-პატრონი, შენით მიწა, ცაც ხარობს, ხარ ხელმწიფის გვარ-ტომის. კლდეებს შეეჭიდები, ოკეანეს გატოპავ, თავს შეიქცევ დიდებით, ვერ აგირევს გზას მტრობა. 102
როცა გინდა, მთვარეზე აფრინდები ხალიჩით, უკვდავებას დაეძებ? მისი წყაროს წყალი სვი!.. დედამიწას ბურთივით ათამაშებ ხელებში, ტანთ გაცვია მუნდირი დიადი მოხელესი. დაიჯერე ეს რაკი, შეგადრიან დიდ ლომებს, მაგრამ უცებ ეშმაკი საიდანღაც გიდროვებს. არაფერს არ დაგიდევს, დაგახეთქებს ბეჭებით, თავდაყირა დაგკიდებს _ წამითაც ნუ ეჭვდები. გაგაგიჟებს ფიქრითა, საწამლავის დამლევო, გახვეწნინებს სიკვდილთან _ `წამიყვანე მალეო!~ ჩვენი წუთისოფელი, გადებული ბოგირად, როგორც შლეგის სწორფერი, გულბოროტი ყოფილა!..
ადამიანთა მოდგმის წესია იგი ამქვეყნად ტანჯვით იშობა, არ დაელევა გზები სავალი, წარმავალობაც, მარადისობაც, ჩვეულებრივი მისთვის რამ არის. ვარდების ნაცვლად ქვასაც ესვრიან, უნდა ახსოვდეს კუბოს კარამდე: ადამიანთა მოდგმის წესია _ ხან ერთგულება და ხან ღალატი!..
103
თუ ნიჭი ნახა შენში... გინდ მასპინძლობა ითავო, სუფრა აავსო ლექსით, ქეიფი გადაიხადო, ქუდი ისროლო ჭერში. ქვეყნის ავ-კარგზე იდავო, ცაში გაიდგა ფესვი, კლდე აიარო პიტალო, ხატად გიწამონ გერში... ქვევრი მოხადო `მანავის~, ძმა მოიძიო ძმებში, გაანდო შენი ვარამი, გამოარჩიო ერში... სოფელში კაცი არ არის, ჭიქა აიღოს ხელში, დაგლოცოს გულით ალალით, მტრისა არ ჰქონდეს გეში... რომ არ ჩაგიქროს ფარანი, თუ ნიჭი ნახა შენში!..
ქვეგამხედვარნი მოხდება ასე: ხან თავს ვიმცირებთ და უადგილოდ ვეძებთ სიამეს, რომ მოვიშოროთ სევდის სიმძიმე, ჩვენს გულის დარდებს სხვას ვუზიარებთ. მაგრამ ვცდებით და მტერს ვიჩენთ ახალს, არ დაგვიამებს ტკივილს მავანი... 104
მას სურს, როდესაც წაქცეულს გნახავს, ფართოდ გაგიღოს კარი სამარის!.. კაცს, ვისაც ქვეყნად მოყვარე არ ჰყავს სიკვდილისა და სიცოცხლის შუა არის ხანდახან მცირე ადგილი, ვინც სიყვარულზე შეგკადრებს უარს, იმის სინდისს და ნამუსს დავტირი. ვის რა აზრი აქვს, არ ვიცი, ჩემზე, მზად ვარ, მეხივით მტრის წინ ვიელვო, ასე მგონია, ყოველთვის შევძლებ, _ ყველას მივუზღო სამაგიერო. დაბადებიდან ეს ნატვრა დამყვა, _ გულს არ დაედოს ცხოვრების მტვერი, კაცს, ვისაც ქვეყნად მოყვარე არ ჰყავს, არ ეყოლება არასდროს მტერი!.. საიქიომდე... მადლი და ბრალი ღმერთთან ირჩევა, თუ მტყუანი ხარ, ვერვინ გიშველის. შენს თავზე ზეცა ჩამოიქცევა და წყეულივით გაისრისები... კაცურად განვვლე ყოველი წამი, სიცოცხლე ქვეყნად გეძლევა ერთხელ!.. როს აღსასრულის მოგივა ჟამი, ეცადე, უფალს პირნათლად შეხვდე. 105
განგების ნებას ვერავინ შეცვლის: გინდა _ ილოცე, გინდა _ ილოთე, გადაგეხდება, თუ სადმე შეცდი, ვიდრემდე მიხვალ საიქიომდე!..
თუ რომელიმე დაინდე!.. დაგვტრიალებენ ორბები, თავს გამოიდებს მაცილი. უკუღმართია სოფელი, გაღმერთებს, მერე დაგცინის... შეგაჭიდებენ რაინდებს, სუყველა, აბა, ვინ დასცა? თუ რომელიმე დაინდე, ის გაგასწორებს მიწასთან!..
შეუნდოთ ღმერთმა მშრალი კანონი არ არსებობს აღარსად თურმე, თვითონ ფინეთშიც არწმუნებენ ამაში სტუმრებს... რამდენიც გინდა, იმდენი სვით რჩეული ღვინო, თავზე ისხამენ ზოგიერთნი არაყს, ვით მირონს. ფეხზე ჰკიდიათ სიყვარულიც და ნაზი ლექსიც... დღეს მთელ ევროპას მოეძალა ველური სექსი. ჟინს დაემონა ამერიკა, მთელი აზიაც, თვით ევასათვის, ფოთოლიც კი მოუტაციათ. 106
შეუნდოთ ღმერთმა! მაგრამ ერთი ყველას ახსოვდეს: არ შეიძლება, ცა და მიწა ასე დაშორდეს!
რაც სიცოცხლეში... ცხოვრება ათას ტკივილებს გვისევს, ვჯერდებით ცოტას, ბევრის მდომელი, ტანჯვით დაღლილნი ვიძინებთ ისე, რომ გაღვიძებას აღარ მოველით. დროება ათას სურვილებს ნისლავს, გულში უამრავ ნატვრას ვიმარხავთ და ზოგჯერ ვხედავთ იმნაირ სიზმარს, რაც სიცოცხლეში ჯერ არ გვინახავს...
ბერბიჭას სილამაზეც, ჯანიც, ღონეც, მხრებზე ჩამოგეღვენთა, ვერაფრით ვერ გაგაგონეთ, ქცეულიყავ ნეფედა! დაგიკარგავს ტრფობის გეში, დარჩენილხარ უგულოდ, დგახარ ისე მეგობრებში, ვით მუხის ხე, _ ფუღურო...
107
ადამიანებს რაც გვაქვს საერთო ჩვენ ერთმანეთით უნდა ავენთოთ, ერთიმეორის ვიყოთ დამჯერნი. ადამიანებს რაც გვაქვს საერთო _ არის ჯილდოც და არის სასჯელიც! ხან სიბრძნე გვიპყრობს, ხან ვგავართ გიჟებს, ძილს არ გვაძლევენ ხანაც ეჭვები... და ერთმანეთი გვჭირდება ისე, როგორც მდინარის ნაპირს კენჭები.
ვით აღსდგა მკვდრეთით... თუ კვდები, უნდა კვდებოდე, არ გახდე წუთით მტრის ტყვე! თუ დგები, უნდა დგებოდე, ვით აღსდგა მკვდრეთით ქრისტე! თუ ყვირი, უნდა ყვიროდე, ვერ გაჩუმებდეს ვერვინ! თუ ტირი, უნდა ტიროდე, ქვას ადუღებდეს ცრემლი! თუ დარდობ, უნდა დარდობდე, ვერ იკავებდე წყურვილს! თუ მანდობ, უნდა მანდობდე ყველაზე ლამაზ სურვილს. თუ მღერი, უნდა მღეროდე, ჩანგს წააგავდეს ყელი! 108
თუ მელი, უნდა მელოდო, უნდა გჯეროდეს ჩემი! თუ კვდები, უნდა კვდებოდე, არ გახდე წუთით მტრის ტყვე! თუ დგები, უნდა დგებოდე, ვით აღსდგა მკვდრეთით ქრისტე!
გაოცდებიან! რწმენას უფლისას დავცილდით უკვე, გულში მაცდური დავაბინადრეთ... ერთიმეორეს დღეს ისე ვუგებთ, რომ „შეშურდებათ» მართლაც წინაპრებს. ცოდვები გვადევს ყველას იმდენი, ვეჭვობ, რომ შევძლოთ იმათი ძლევა, ჩვენ გავახუნეთ, ალბათ, მითებიც, ისე გავუსწართ ადამს და ევას. დამარხეს კაცი დამარხეს კაცი... ცივ სამარეზე აღმართულია ყვავილთა ზვინი... ცრემლი შეაშრა ყველას თვალებზე, რომ უბზინავდათ, ვით ქარვის მძივი. დაბრუნდნენ სახლში, სუფრა გაშალეს, დაემშვიდობნენ დარდსა და ტკივილს... ზოგი აგორებს ურცხვად კამათელს, ზოგს მოერია სიმღერის ჟინი... 109
გიჟად ჩაგთვლიან ახლა ისინი, მიცვალებულზე რამე რომ ჰკითხო... ბევრი მათგანი ისე იცინის, არ არსებობდეს სიკვდილი თითქოს!
შეგონება დაიხსომე შეგონება შენ ეს ჩემი: სანამ მიხვალ სიბრძნის ტაძრის კართან _ შეეჩვევი, სუყველაფერს შეეჩვევი, შეეჩვევი, მოკვდავი ხარ რადგან. შეეჩვევი ცალი თვალით გაცინებას, შეეჩვევი ცივი ტუჩით კოცნას, შეეჩვევი ცხელი გულის გაციებას _ უმოწყალოდ გღალატობენ როცა! სახელიღა შემოგრჩება მხოლოდ ძველი და საკუთარს ვეღარ იცნობ შენს თავს... დაიხსომე, სასწაულსაც ნუღარ ელი, როცა სევდა სულში ცრემლად წვეთავს... დაიხსომე შეგონება შენ ეს ჩემი: შეეჩვევი, სუყველაფერს შეეჩვევი!..
ჟამი დადგება მე არავისგან არ ველი პასუხს, არც შეგაწუხებთ კითხვები ჩემი, 110
აკეთეთ ყველამ, ამქვეყნად რაც გსურთ, მონათლეთ ურცხვად სულელად ბრძენი... მაგრამ, იცოდეთ, ჟამი დადგება და მიაკითხავს სახელი პატრონს, ჯვარზე გაკრული ქრისტე აღდგება, დღეს ხელმეორედ სიკვდილს რომ ნატრობს!
წასულა სეტყვა იყო და იავდრა, სხვა მზე დანათის მიწას... სამყარო შემოტრიალდა, სულს მწუხარება მიწვავს. დღეებს ვიგონებ ზამთრიანს, იმ დაუვიწყარ დროთა, წასულა, რაც მინატრია, რასაც სურნელი ჰქონდა!
არა!.. არა, ეშმაკი არვინ ახსენოს, არ გამოფინოთ მისი დროშები, ვინა თქვა, ღმერთი რომ არ არსებობს, რომ არ გვიცავენ ანგელოზები?! ჭეშმარიტებავ! მითხარი რამე, უფლის სამსახურს შენც ხომ ეწევი?! 111
მე ბეწვის ხიდზე მრავალჯერ გაველ, მუდამ მაღალი ღმერთის შეწევნით. ქარაფის პირას ვიდექი როცა, სანთელს მინთებდა სულ მუდამ ვიღაც, არ მცილდებოდა ფარული ლოცვა, ოდეს სატანა ირგებდა ნიღაბს... გადამარჩინა მტარვალთა რისხვას და მომივლინა ლხინი მრავალი, თავისი მადლით განგებამ მიხსნა, სიკვდილს დაუსვა მკაცრი სამანი... არა, ეშმაკი არვინ ახსენოს! არ დამანახოთ მისი დროშები! ვინა თქვა, ღმერთი რომ არ არსებობს, რომ არ გვიცავენ ანგელოზები?!
ყველა კაცი ყველა კაცი ქვის ტოლია... რაც გინდა თქვა, რაც არ უნდა ახირდე, სულ ეს არის ისტორია, _ დაიბადო, იმღერო და წახვიდე! ყველაფერი ზღაპარია, რაც ყოფილა, სადაც კიდევ არიან, სილამაზეს აბარია სიყვარულის ჯერ უთქმელი არია.
112
ცა რომ თავზე გვაფარია, ვერ გავიგეთ დღემდე მისი სიმაგრე, დედამიწა დაბალია, მხოლოდ მზეა მარად ჩვენი სიმაღლე! ყველა კაცი ქვის ტოლია... რაც გინდა თქვა, რაც არ უნდა ახირდე, სულ ეს არის ისტორია, _ დაიბადო, იმღერო და წახვიდე!
კარგად ვერ ვიცნობთ... თურმე სიცოცხლე სიკვდილსაც ბადებს, ბოლოს მოგვიწევს დაშვება აფრის... განგება ერთ დღეს მოგვისვამს ბადეს და თევზებივით ნაპირზე დაგვყრის. თურმე, სიცოცხლეს კარგად ვერ ვიცნობთ, ის მოდის ჩვენთან, _ ქარებად, წყლებად, სადაც მრავალი ხევია ვიწრო, მეწყერი მიწას იქიდან სწყდება. ყველა მოელის რამდენი მღერის, რამდენი ოხრავს, რამდენი თავის სატანას ჰყვარობს, სუყველა თავის ტკივილმა მოკლა, სუყველა თავის ოცნებით ხარობს. ამ ბეწვის ხიდზე გავიდა ვერვინ, ზღვა გადაცურა თუმცა მრავალმა, 113
ყველა მოელის უკეთეს მერმისს და სურს თავისი ცოდვის დამალვა...
ჭეშმარიტება ერთია ქვეყნად სისულელეა სიკვდილზე ფიქრი, სულ ამაოა სევდა და გლოვა, ეტლი სოფლისა ქარივით მიქრის და იგი ჩვენთან ოდესმე მოვა. ჭეშმარიტება ერთია ქვეყნად, არასდროს გზიდან ის არ გადუხვევს, არავის სჯერა, მერწმუნეთ, ახლა, მიწას რომ ჟამი გადაადუღებს!..
საუბარი ბავშვთან ბობოქარი ზღვა არ დაგინახავს, მისებრ არასდროს არ გიღელვია, მიწაში არვინ არ დაგიმარხავს, არც გიტირია, არც გიმღერია... არც დაგიცლია მზით სავსე ყანწი, ბავშვი ხარ, ბავშვი! მართალი ცამდე, მაგრამ გთხოვ, როცა გახდები კაცი, ქვეყნად ყველაფრის გაგება სცადე!..
114
კითხვები სისხლიანია ეს მიწა თურმე, ეს ქვა საფლავთა ჩვენთა ლოდია, საიქიოდან მოველით სტუმრებს, რომლებიც უკან აღარ მოდიან... მაინტერესებს, ღმერთი რას გვეტყვის, მნათობი ცაზე რატომ აენთო? სიკვდილისა და სიცოცხლის წერტილს რატომ აქვს ასე დიდი საერთო?!
თურმე თურმე სიკვდილი არ იყო ერთ დროს, და არც სამყაროს ჰქონდა კარები, მნათობი ცაზე სხვაგვარად ენთო _ სხვა სიხარულით განახარები!.. არ არსებობდა არსად სახადი, ტყეთა ტევრები იდგნენ ულევი, შეყვარებულებს ვერსად ნახავდი, არ დახტუნავდნენ მაიმუნები... ვერ შეხვდებოდი კარგსა და ავსაც, არსად ზღაპარი, არსად იგავი, არც სიძულვილი არ იყო არსად, მაგრამ, რატომღაც, ჩვენც არ ვიყავით!..
115
წავალთ წავალთ და რასაც წავიღებთ, შთამომავალი გაიგებს, ჩვენი სიცოცხლის საფქვავის მინდს დედამიწა აიღებს. დაილეწება ხიდები, გაიფანტება მითები, აღარაფერი შეგრჩება სიყვარულის და დიდების... მოგენატრება მზის ცქერა, გაგიხუნდება ღირსება, ბედნიერების დღეები არარაობად იქცევა. სულს გაგიწეწენ ორბები, დაგეკარგება მშობელი, რა უთავბოლო რამ არი, ეს ჩვენი წუთისოფელი?!.
დასასრულისკენ სიტყვებიც გაცვდა, გრძნობებიც გაცვდა, გაცვდნენ რითმები... ხიდი ზღვას გასწვდა, ჩვენ ჭაობის წყალში ვინთქმებით... გაწყალდა სისხლი, გულიც უკვე შხამით აივსო... 116
ყინული წვეთავს და მაისი აღარ მაისობს. მძლავრად დაბერეს აღსასრულის ცივმა ქარებმა, კაცობრიობა უფსკრულისკენ მიექანება!..
იმ მწვერვალებზე! მწვერვალთა თავზე მბრწყინავო ხომლო, რას გიამბობენ ზამთრის ქარები? ზეცაში, ალბათ ვიღაცა ცხოვრობს, სხვა გონების და სხვა გაქანების... მთვარეს სხეული რკალად მოჰხრია, მოღუნულია მებაღის მსგავსად, იქ, ალბათ, მიწას არა თოხნიან და, ალბათ, ღვინოს არავინ არ სვამს. თავისუფლება ჰყვავის ყელამდე. იქ სისხლის გემო არავინ იცის, იქ არ ირჩევენ ომში ბელადებს, იქ არ მოელით ღალატის შიში. იქ სიმაღლეებს არა ზომავენ, აწუხებთ სიღრმე არც უფსკრულების, კარებზე არვინ უდგას მოვალეს, იქ ყველა ცოცხლობს ერთი გუნებით.
117
ამოსახსნელი არაფერია, არავინ არის დასადაფნავიც, რადგან იქ ცხოვრობს ყველა გენია, ვინც კი მიწაზე ნახა საფლავი!
ოცდამეერთე ოცდამეერთე ჟამი მოსულა, დრო გადაფასდა ნიჭის... დედამიწაა, მგონი, ორსულად, რას შობს, არავინ იცის. ვატყობ, უძირო ხრამში ვეშვებით, ბნელში ზეიმობს ჭინკა... ვიღას სჭირდება შენი ლექსები, ყველა დღე უკვე ჭირს ჰგავს!..
როს დედამიწას ეცლება ძირი... როდესაც გებრძვის ამდენი მწერი... როდესაც მოქუხს სიბილწე შურის, შენარჩუნება ძნელია რწმენის და ამაღლება ძნელია სულის... როს დედამიწას ეცლება ძირი, როდესაც ციდან ანთხევენ შხამებს, არ შეიძლება, ინატრო ძილი, არ შეიძლება, მოგინდეს რამე!..
118
ნეტავი, დიდხანს!.. შეცდომებისთვის შენდობას ვითხოვ, ცხოვრება, მართლაც, ბილწი ციხეა. საით წავიდე, ან ვის რა ვკითხო, ვფიქრობ და დღემდე ვერ გამიგია. საწუთრო მრუდე გზებით გვატარებს, არარად აქცევს _ რასაც ვწვალობდით... ნეტავი, დიდხანს სწამდეთ პატარებს, მათი გულისთვის მზე რომ ამოდის!..
ვინც ვერ შეიგრძნო საფლავი უცდის სუყველას ახლა, ვისაც უცდიდა ერთ დროს აკვანი. რამდენი კაცი დაჰყურებს სახნავს, ან ვენახს თოხნის ხელის კანკალით. ვინც ვერ შეიგრძნო მიწის სურნელი, სხვა პლანეტაზე აპირებს წასვლას, ის უსათუოდ არის სულელი, ან არ მოელის საფლავში ჩასვლას!
განმეორდება კვლავ დაბრუნება მინდა წარსულთან, მინდა ტარება ყრმობის საპალნის, ჩემი სიცოცხლე ისე დასრულდა, როგორც სრულდება ყველა ზღაპარი... 119
ათასს ვუმღერე, ათასს ვეომე, ვიქეც სასჯელად, ვიქეც ორდენად. სისულელეა მოსვლა მეორედ, რადგან... პირველი განმეორდება!
არსთა გამრიგე ვიღაცა უხმობს დაკარგულ წარსულს, ვიღაცა ელის ლამაზ მომავალს. ქვეყნად უკვალოდ დაკარგვა არ სურს, რატომღაც სჯერა, ცამდე რომ ავა. მაგრამ სხვას ფიქრობს არსთა გამრიგე, მაღლა რომ უდგას სიბრძნის კარავი, ჯილდოს და სასჯელს ისე არიგებს, არ ეკითხება რჩევას არავის!..
მაინც ერთია ცხოვრება მკაცრად გვიმზერს თვალებში, დრო გარდასული არ მეორდება. ზოგის ხვედრია სითბო, ალერსი, ზოგის სიცოცხლეც არის გოდება. ყველაფერს განსჯის უფალი მაღლა, რაიც ამ ქვეყნად გვიმოქმედია, დიდება ელის ზოგიერთს, მაგრამ სუყველას ბოლო მაინც ერთია!..
120
ჩრდილი არ დაუშვია ერთი შეცდომაც, თუმცა აროდეს ამაყობს ამით. ადამის ხნიდან ყველას ეცნობა, მისთვის ერთია კარგი და ავი... იგი ჩვენ გვერდით ჩნდება და ქრება, ერთგულებაში გადიან წლები... არ უთხოვია არვისგან ქება, გვცილდება... როცა მიწაში ვწვებით!..
ხვედრი ზოგი გაჩნდება, ზოგი მოკვდება, ზოგი ჩინს პოვებს სარდლის. რაც უნდა მოხდეს, ის არ მოხდება _ მიწას დააკლდეს მადლი... უპატრონობით ოქროც ოხრდება, ქვასაც ედება ხავსი. წუთისოფელი კი არ მოკლდება _ ჩვენ ვიჩეხებით ხრამში!..
იცვლება იცვლება გზა და იცვლება ნისლი, ეცვლება ფერი თანდათან ღრუბელს, იცვლება დრო და იცვლება სისხლი, იცვლება ზღვების ვეება უბე. 121
არაფერია მარადიული: სიკეთე, შური, რწმენა, ღალატი! ამ დედამიწას მაინც მზიური ციდან ფერები მუდამ დაჰნათის...
ჩაუქრობელნი... თავისი სითბო წიგნში ჩატოვა, მან განმარიდა ქარსა და ყინვას. ის მანუგეშებს, როცა მარტო ვარ, თვალს მჭრის დიადი გონების ბრწყინვა. არ გახუნდება ხალასი ნიჭი, ასეთი გახლავთ ბუნების წესი. ზოგჯერ მსაჯული კარგ სასჯელს გვისჯის, როცა გენიას აღვიძებს ჩვენში!
რაც ვნახე რაც ვნახე, იყო ზღაპარი, რასაცა ვნახავ, _ მითია... ეს ჩვენი მამა-პაპანი სულ შავ მიწაში მიდიან. უქრებათ თვალში ლამპარი, უცამტვერდებათ იდეა, არ ძალუძთ ზიდვა საპალნის, სინათლეს ბნელზე ჰყიდიან!..
122
ცხოვრება ბადებს... რასაც შენ ისმენ, რასაც შენ ხედავ, ჭეშმარიტება შენი ის არი. მოჩვენებანი შენ ირგვლივ სხედან, იმათგან ბევრი ვერ შეიცანი. ისინი ქსოვენ ათასგვარ ბადეს, ობობას ქსელში რომ გაგახვიონ. ჭეშმარიტებას ცხოვრება ბადებს შენს საწამებლად და შენს სალხინოდ...
«გაივლის ესეც“... ცხოვრება როცა ჩამაჭერს ეშვებს, როცა შორიდან მიმზერს დიდება, არაფერია, «გაივლის ესეც», _ ვიტყვი და თითქოს სული მშვიდდება! ასე რომ ბორგავს, ჩემი მკერდია, მასში ირწევა ვულკანის ლავა, ვიცი, სიკვდილი ერთადერთია, ის თუ მეწვია, _ აღარსად წავა!
რას იტყვის ნეტავ?! მე მინდა ახლა, ჭეშმარტი გრძნობა ვახსენო, რომელიც ჩვენი 123
ხან აფრენა, ხან დაცემაა. რას იტყვი, ნეტავ: სიყვარული მართლა არსებობს, თუ იგი მხოლოდ წუთიერი გატაცებაა?!
ტირიფონაზე მისრიალებს თოვლზე მარხილი, ჩანს სასაფლაო, ეკლესიაც რარიგ ამშვენებს... რომ ვინმემ შეძლოს, სამარიდან ამოძახილი _ რას იტყვის, ნეტავ, რა იდეას შემოგვაშველებს?!
სალოცავთან სალოცავთან მორწმუნენი დგანან, დასაკლავად მოიყვანეს ცხვარი, წააქციეს გამოუსვეს დანა, ჰგონიათ, რომ მოიხადეს ვალი... თვალი რამდენ უმსგავსობას ხედავს, გონება კი მათთან კამათს ითხოვს. მათი მრწამსი რას ეყრდნობა, ნეტავ? ძალზე მინდა, მივიდე და ვკითხო!..
124
უფლის სამსჯავრო ბოროტს და კეთილს ვინ აღარ არჩევს, დანაშაული ხან სიკვდილს უდრის. ყოველთვის ვცდილობ, გავექცე სასჯელს, სასჯელს, რომელიც მე არ მეკუთვნის. მაგრამ, როდესაც ვტყუვდები მე თვით, საკუთარ თავთან მეწყება ომი. და გულში მჯერა _ მაღალი ღმერთი სასჯელს მომივლენს რაიმე ფორმით!..
ჯალათი ჯალათი ერქვა მთელი ცხოვრება, არ გაუგდია ცული ხელიდან. თუმცა, ეწადა სულის ცხონება და მიელტვოდა მუდამ ელიტას. მრავალი ცოდვის იყო სათავე: ქურდი, ყაჩაღი, მკვლელი, ავხელი. ახლა, სიცოცხლეს როცა ამთავრებს, სურს, მიითვისოს მტრედის სახელი!..
სხვისი ცრემლებიც... მე ბევრჯერ წყლითაც შემათვრეს, შხამი გულუხვად მასვეს. ცხოვრება რას არ შეგამთხვევს ფათერაკებით სავსე. 125
არ დამჭრდება ფიცილი, უარესს აღარც ველი, წილად მრგებია სისინი ჭრელად აზიდულ გველის... მრავალს უკითხავს: `ვინა ხარ~?! „გეძებდი», „გნახე“, „ღირდა“, სხვისი ცრემლებიც მინახავს, ჩემ მაგივრად რომ ღვრიდა!..
ძველად სხვისი გაქურდვა ეხერხება ძალიან ძერას. ერთგული კაცი ორგულობას გაიგებს ძნელად. ორგული, ალბათ, ერთგულებას არ აჰყავს მძევლად. ...პატიოსნება ჭეშმარიტი იცოდნენ ძველად!..
ბედის ირონია ბედო! ვიცი, რომ მრავალს დასცინი, ნიჭს ეფარები მთებად... რამდენი თავი სავსე მაცილით ფუფუნებაში კვდება! რამდენი კაცის სულში ფათურობ, გვიძღვნი გულსაკლავ შედეგს: 126
სულელს აკითხავ, როცა გნატრულობს, ჭკვიანს _ სიკვდილის შემდეგ!..
იქნება გვიან! ბევრს სურს, მზაკვრობის კვალი არიოს, სისხლიან ხელებს მალავს. არ უნდა, ცოდვა მოინანიოს, სიკეთეს ითხოვს არამს. მაგრამ სამარის კარებთან როცა ვეღარ იხილავს სხვა მზეს _ მუხლდაჩოქილი დაიწყებს ლოცვას, იქნება გვიან ძალზე!..
შემოქმედების შარბათით მთვრალი... უსასრულობას დაეძებს თვალი, უსაზღვროებას უმღერ და ხატავ, შემოქმედების შარბათით მთვრალი, სულ სხვა სამყაროს ხედავდე, რათა... ჯადოქრის სისხლი გიღელავს ტანში, გადაჭდობილხარ საოცარ დროსთან, შენ კარგად იცი მომავლის ფასი, ტაშს უკრავ მუზის მსახურს და ოსტატს!
127
საწუთრო საწუთრო აღარ მასვენებს, სასჯელად ტანჯვა მეწერა. ღმერთო, როდესაც გახსენებ, არ დაიშურო შეწევნა. შენი ვარ, სხვა ვინ დამიცავს, მტერს როგორ დავემალები?! ოცნებამ გული დამიწვა, ჭეშმარიტებამ _ თვალები...
ფარდების იქით... მიხვდები, ალბათ, თუ მსჯელობ საღად, რად ეფარება ის კაცი ამ ხეს. თითქოს სცენაზე მზადდება რაღაც და ფარდას ჩუმი ნიავი არხევს... ფაციფუცია კულისებს იქით, ფარული აზრი ღებულობს სახეს, გამოვა მერე მავანი რიხით, ამ საიდუმლოს საქვეყნოდ ამხელს!..
შენ წინ სადაც კი მიხვალ, გწამდეს, _ შენ წინ იქ იყო ვიღაც. მისი აჩრდილი დაგდევს, ატარებს უცხო ნიღაბს... 128
ბედი უღიმის რამდენს, გზიდან აცილებს გრიგალს. შენ რომ წამოხვალ, გწამდეს, იქ კიდევ მივა ვიღაც...
ჟამი უგმირო წასასვლელი წასულია უკვე, მოსასვლელი, ალბათ, აღარ მოვა. ვეღარავის ვეღარაფერს უგებ, გმირი არ ჰყავს ჩვენი დროის რომანს. და იმედიც გულში აღარ ღვივის, თვალი ხედავს ეშმაკების სადგომს. ხეზე ჭოტი ისეთი ხმით კივის, ბულბულს მართლაც ეცილება, ვატყობ!.. ცოცხლობენ ცოცხლობენ, ხარობენ, ხესაც კი არ რგავენ, სხვისი ტკივილები გულამდე არ მიაქვთ. როდესაც გმირები ღირსებას კარგავენ, ძალიან იზრდება უღირსთა არმია!.. ჭეშმარიტება ჭეშმარიტებას ტყვიას ესროდნენ, ის მაინც იყო გამძლე ტინივით. არა მგონია, მიწას ესმოდეს ჩვენი სიმღერა, ჩვენი ტკივილი. 129
სამყარო მუდამ ზღვასავით ღრმაა, ირგვლივ ირევა ათასი აზრი, ბედნიერება, ვინ იცის, რაა, ვერვინ შეიცნო ამ კითხვის არსი... მდინარეებიც ბაძავენ გიჟებს, რადგან მშობელი უკვდებათ მათაც... ჭეშმარიტება რთულია ისე, ხშირად ვერ ვარჩევთ მტყუანს და მართალს... ნახტომი იცის ჟამმა ქაჯური, ის ემალება ომში მოისარს, გონება არის მხოლოდ მსაჯული ყველა ეპოქის, ყველა დროისა!..
მოვიდა ისიც! სიკვდილს ველოდი, მოვიდა ისიც, თავის სახელით შეგვპირდა შველას. მოხუცს თვალებში ჩაუდგა შიში, დაემშვიდობა სამყაროს ნელა... ამ მწუხარებას ნეტავი რა ზღავს, როცა ცარგვალზე ცოფდება მეხი! სიცოცხლისა და სიკვდილის საზღვარს ეშმაკმა ურცხვად დაადგა ფეხი...
130
იუბილარი (იუმორესკა) ფეხებთან ვარდები მიუფინეს, სცენაზე სურათი დაჰკიდეს. აქებენ... უხდიან იუბილეს, ხორაგით ავსებენ მაგიდებს. მას კი ულვაშებში ეღიმება, ნეტავი, სხვას რითი აჯობა?! ხვალ იგი კაპიკი ეღირება, შერცხვება ნაქები „კაცობა…“
იდიდე, მიტომ! გრდემლს შენ დაარტყი მრავალჯერ ურო, თიბე და ძნისთვის შეკარი ულო, თოხნე და ბარე, გაღუნე რვალი, მაგრამ გკიცხავენ, ცოდვილო გულო, _ თვითმკვლელობაში მიგიძღვის ბრალი!.. როდესაც სატრფო დააფრქვევს ღიმილს და ნაღვერდალი ყინულში ღვივის, თუ ვერ ასწიე მისი სიმძიმე, შენ გაბრალებენ უდროო ტკივილს, _ სამარადჟამოდ როცა იძინებ! ასეთი არის განგების წესი, ყველა ბრალდებულს დაეძებს შენში, დანაშაული შენ უნდა ზიდო, მიწას ბარდები, თუ ერთი შეცდი, _ იდიდე მიტომ! 131
ცხოვრება ჩვენი ჭიქის გამოცლას იმიტომ ველით, რათა სიმღერით გული ვიჯეროთ, სასაცილოა ცხოვრება ჩვენი, მაგრამ არ გვინდა, ეს დავიჯეროთ! არავინ იცის, ცამდე ვინ ავა, ან დაეშვება დაბლა რომელი, უბედურების მწვერვალზე ვდგავართ, ბედნიერებას მაინც მოველით...
ადამიანი რახან ვარ ხან არც ხორცი ვარ, არც ძვალი, მზარავს უცნობი მტრის ხმა, ხან მომედება ხანძარი, მნათობთან მინდა მისვლა ხან ბოღმას შორით გავდევნი, ცაში არწივად ავალ, ეშმაკი მებრძვის რამდენი, ვერ გამიგია _ რა ვარ?! ტკივილებს უნდა დაფარვა, ქარი რომ იქცეს სიოდ, ადამიანი რახან ვარ, _ ყველაფერს უნდა ვძლიო!
132
Excelsior!1 სულ მაღლა, სადაც არწივის მართვეს, არასდროს ფრთები არ გაუშლია, მე იმ მწვერვალის რაღაცა მმართებს, რომელზეც ასვლას ყველას უშლიან... სულ მაღლა, სადაც მნათობის ასლად, დაბადებულა დღემდე არავინ, მინდა, რომ შევძლო ოდესმე ასვლა, მარადისობის ვნახო სამანი. სულ მაღლა, სადაც ღმერთის სასახლეს ამშვენებს მხოლოდ მირონის ლეთა, უნდა ვეწვიო და იქ დავსახლდე და სამუდამოდ ვიცხოვრო ზევსთან!..
მხოლოდ ქართულად... სულში სურვილი წამომართულა და მზე მეძახის, როგორც იკაროსს, თუ შემიყვარებ, მე გთხოვ, ქართულად, მე გთხოვ, ქართულად რომ შემიყვარო! სიმღერა ჩემი რომ მოხატულა, როგორც რიწა და ველი ალაზნის, ლამაზი არის მხოლოდ ქართულად, მხოლოდ ქართულად არის ლამაზი... ________________________________________________ 1 _ სიმაღლე
133
ჩემ წინ ვეება მთა გახლართულა, მსურს, გადვიარო იგი ახლავე, თუ დავეცემი, მე გთხოვ, ქართულად, მე გთხოვ, ქართულად დამასაფლავე!
დამსველებია ცრემლით გიტარა ვერ იქნა და ვერ გამოიდარა, არც გაზაფხულის შემრჩა იმედი... დამსველებია ცრემლით გიტარა, დამწუხრებულან მისი სიმები. გული ტანჯული _ თითქოს ლოდია, ნაძვებს ახმებათ ტოტზე გირჩები, მოწყენილ ბაღში აღარ მოდიან შეყვარებული გოგო-ბიჭები... მწვანე ბალახი ყინვამ მოცელა და დაახვავა ცოდვილ მიწაზე, ჩამოიქროლეს ეტლით ბოშებმა, სულის მაგია თან წარიტაცეს... ჩამომდნარი მაქვს სევდით სხეული, გულში გამჩრია ხმალი ვადამდე, კლდის ქიმზე ვდგავარ ლანდად ქცეული და აღარავის აღარ ვადარდებ!..
134
ყველა ტკივილი ყველა ტკივილი გაყუჩდა, მგონი, ისმის კაკუნი სამარის კართან. გადამაფარა ბუნებამ კალთა, სააქაოსთან დასრულდა ომი! დღეს, სამუდამო ხაროში ვარ და ვეღარ ვნავარდობ, ვით ცაში ქორი, ქალის ცრემლების მასველებს თქორი... მოვალ ზამბახად ან წითელ ვარდად! ამ კინოკადრმა დაკეცა ფარდა, კარი დახურა სიცოცხლემ წყრომით. შეერთებულა სიბნელე ალთან, დამიწებულა ჯან-ღონე ლომის. ბოლო სასჯელი ვერაფრით ამცდა: ბრაგუნი _ თითქოს ხმაური დოლის. ვარ დაცემული სამარის კართან, ყველა ტკივილი გაყუჩდა, მგონი...
ეშვება ფარდა მე მტრებმა ბევრი ცოდვა დამწამეს, მათმა სიავემ ქვეყანა მოვლო, ვიდრე ცხოვრება ასე გვაწამებს, თურმე ნამდვილად ჩვენ მაშინ ვცხოვრობთ... სიბერემ წელში მომხარა ორად, მიწას სხეული კუზივით აზის, 135
ჩემთან არავის აღარ სურს ბრძოლა და სიცოცხლემაც დაკარგა აზრი!..
ახლა, როდესაც... ცხოვრება თავის გზებით მიქროდა, წერდა თავისას ბედის მწერალი. სხვისი ტკივილი გულთან მიმქონდა, გავაგებინე ჩემი _ ვერავის. ქვეყნად ურიცხვი მადანი არი, არ მინატრია ოქრო მცირედიც, მწამდა, მჯეროდა ადამიანის, მიცრუვდებოდა ხშირად იმედი... ბევრს დავუდექი თუმცა თავდებად, არ დამიფასა მადლი არავინ. ახლა, როდესაც ჟამი თავდება, საძებარი მაქვს ჩერო სავანის... სიკვდილის მეტი სიკვდილის მეტი რა დამამუნჯებს, მე და სიცოცხლე ვართ მუდამ ერთნი, ვეტრფი ამ ველებს, ვეტრფი ამ ქუჩებს ამ წუთისოფლის მიმაფრენს ეტლი. დრო იყო, ციდან ვარსკვლავებს ვწყვეტდი, ახლა კი სიკვდილს თვალდათვალ ვუმზერ, მე და სამყარო ვიყავით ერთნი, ციური შუქი გვეფინა გულზე. 136
გადახდილი მაქვს ვალი მევალის, ვცილდები უკვე სათიბს და სახნავს... გადავიარე ყველა მწვერვალი და მნათობივით ჩავდივარ ახლა!...
წუთისოფლის სტუმარი როგორც ხარი ნიკორა, ეწეოდა უღელს, დარდმა გადაიყოლა ერთი კაცი წუხელ. სარჩო სახლში შეჰქონდა, თოხით, ბარით, ცელით. გუგუნებდა ეხოდა თითქმის ასი წელი. უმღეროდა ქვეყანას, დასტიროდა სეტყვას, ზედ შაქარი ეყარა, რაც არ უნდა ეთქვა. დაამშვენა ერდო და შვილს თავისი მისცა. მიწის მადლი ედო და ფიცულობდა მიწას. მომღერალს და მოლექსეს, ღმერთი სწამდა რადგან, ხატს სწირავდა ყოველ წელს კურატსა და ბატკანს. 137
ტალავერი გამართა გასაოცრად კოხტა, გაემართა გზა-მართალს, მოსახდენი მოხდა...
აღარაფერი არა, ნამდვილად არაფერს ვმალავ, სული სავსე მაქვს ჯავრით და სევდით, აღარაფერი არ მინდა, არა, მშობელ მიწაში სამარის მეტი. გამომელია რწმენაც და ძალაც, აღარც ნუგეში იშლება ფარჩად. აღარ მითვლიან შორიდან სალამს, მინდორში ვდგავარ ისე, ვით ყანჩა... თოვლმა დაფარა სიმწვანე ველის, ცა იქუფრება ისევ და ისევ, აღარსაიდან არაფერს ველი, ჩემი დემონი აღარსად მიშვებს. ეს სალამურიც დამემსხვრა, მგონი, ბევრს რომ ართობდა ტკბილი ჰანგებით, თავს დამტრიალებს ძერაც და ქორიც, არავინ შემრჩა ქვეყნად გამგები. არა, ნამდვილად არაფერს ვმალავ, სული სავსე მაქვს უძირო სევდით, აღარაფერი არ მინდა, არა, მშობელ მიწაში სამარის მეტი... 138
მამხნევებს ცაცხვი აღარც კი ვიცი, გავიქცე საით, ვის დავუძახო საშველად ახლა, როგორ გავუძლო არეულ ამინდს, იქნება, ტყვიის სჯობია დახლა? „არა და არა, არა და არა“, _ ფოთლის შრიალით მამხნევებს ცაცხვი. ღმერთო, მომეცი იმდენი ძალა, რომ ავიტანო ტანჯვა და მარცხი!..
დარდი უარეს დღეებს მოველი, რადგან ასე მგონია, დარდი _ მეხია... ის დაწყევლილი მიწიდან ადგა, ტანზე გველივით შემომეხვია. მივდივარ საით, ვერ გამიგია, ქუჩაში ვხვდები შეშლილებს, გიჟებს. საიქიოშიც თითქოს რიგია, ჩემი სურვილით არავინ მიშვებს!..
ზამთარი მოსულა!.. დამჭკნარა ის ვარდი, უყურე, შესცვლია ყვავილებს ფერი... ოჯახში ბუხარი გუგუნებს, ბუხარში წიფელა მღერის. 139
ზამთარი მოსულა, ზამთარი, ლამაზი ქალივით თეთრი! წასულა სიმწვანის სარდალი, მთებს იქით, მერცხლების ეტლით!..
ფინალი მე დავამთავრე ჩემი მაყრული, ვარდებს ვერავის ვეღარ მივუტან. ვარ ცხოვრებისგან ჯვარზე გაკრული, ლურსმნებს მაჭედებს ტანზე იუდა. თითქოს აემღვრა სამყაროს ტვინი, ფასი დაკარგა სიკეთემ, ძმობამ, აღარც ვიცინი და აღარც ვტირი, გამინადგურდა ორივე გრძნობა! რასაც ველტვოდი, დღეს თავს ვანებებ, აღარც მომსმენი, აღარც გამგები... ზღვისკენ მორივით მიმაქანებენ გადაგვარებულ დროის ტალღები!..
არც მაცილებენ... არც მიმელიან... რად მიჰყინვია ტანჯული მზერა, რისი ყურებაც არ მიხარია? ვერ მოვემზადე, ვერა და ვერა, წასვლა მომელის დიდი ხანია. 140
ტყეს ქარვისფერი გადაჰფენია, სული შესტირის ასეთ ამინდებს. არც მაცილებენ, არც მიმელიან, მაგრამ მე, ალბათ... უნდა წავიდე!..
დაცხრნენ ვნებები გახმა ის მუხაც, სოფელი რომ თავს იწონებდა, დაჭკნენ ფოთლები, კი არ დაჭკნენ, აღარც შობილან. რა დრო გასულა, არ ვთამაშობ უკვე სწორებთან და ულამაზეს ქალბატონებს ვითვლი დობილად. დაცხრნენ ვნებები, სისხლი უკვე გაუფერულდა... ღიმილი ჩემი აირია ცრემლში და ლაფში. აღარ მადარდებს ტკივილები სხვა უბედურთა და წყაროსავით გვალვისაგან უკვალოდ დავშრი!..
141
არავის ველი „დამტოვეთ მარტო“... ირაკლი აბაშიძე არავის ველი, დღეს სიკვდილს ვნატრობ, ჯალათის ხელით თუნდაც. დამტოვეთ მარტო, ცოდვები ჩემი მოვინანიო უნდა... დამტოვეთ მარტო, ტკივილმა ყველამ უნდა იპოვოს ბოლო... ყველაფერს დავთმობ, ჩემს სულში ბნელა, სიკვდილს შევხვდები მხოლოდ. მას ვეტყვი სათქმელს, დაფარულს დღემდე, (რომ ვერ გამიგო ვერვინ...) მთელი სიცოცხლე, ვისაც კი ვენდე, მისი ღალატი მდევნის... მან გამითხარა სამარე ყველგან, გული ვაჩუქე ვისაც. ალბათ შევხვდები ათასს მსგავს ჩემგვარს, ჭკუამ რომ უმტრო ძმისამ!.. 142
გათავდა გათავდა, რასაც ველოდი, გაცივდა ჩემი ღუმელი, დასრულდა, რასაც ვმღეროდი, სევდა მეწვია ულევი... საქმე-საქმეზე ვერ მიდის, კაცს ვეძებ ჩემი გუნების, სიკვდილს რომ ვერიდებოდი, თურმე მას ვემსახურები... აგერ, ტკივილმა რა მიქნა, ამომიშრიტა თვალები, ათასი რამით თავს ვიკლავ, ძალა მიწყრება სამების. გამომაფხიზლე, იმედო! კიდევ შევძახოთ `ო, რერა!~ მიწისთვის არ გამიმეტონ, არ მიმატოვონ ტოლებმა. რაც მინათებდა, ის მენთოს, მზეს დაედაროს გონება, სავალი შარა წინ მედოს, არ შემაშინოს ომებმა. ვინცა მფარავდა იმისი, მადლი არ გამომელიოს, პირჯვარს ვიწერდე ძილის წინ, ვგავდე გატანჯულ ელიოზს. დავბერდე კეთილ ღიმილში, თმაში ჭაღარა მერიოს, უკან დამყვება ვინც ძილში, ცის შუქი დამალევინოს~..
ვიცი, მომნახავს გაუფასურდა სიცოცხლის არსი, ბედის ვარსკვლავი არა და არ ჩანს, დიდებას ჩემსას აკლია ტაში, ცხოვრებას ჩემსას აკლია ვაშა! 143
დავქროდი ლაღად მშობლიურ ცაში, (რაღად მინდოდა სამოთხის ძებნა...) ვიცი, მომნახავს სახელი მაშინ, როდესაც აღარ ვიქნები ქვეყნად!.. გასაშლელია... ვატყობ, ახლოა უკვე ნაპირი, ზღვასთან ჭიდილით გული ვიჯერე. აღმოვაჩინე ჯერ ვერაფერი, დიდ გამარჯვებას ვერ დავიჩემებ. ბორგავს სამყარო, ყველგან ომია, როგორ მატულობს მტარვალთა რიგი... ვეძებ და დღემდე ვერ მიპოვია, ჩემი სიმაღლის ვიწრო ბილიკი. ღმერთის წყალობა ჯერ არ მრგებია და ბრძოლას, აბა, როგორ მოვრჩები. ჩემი მწვერვალი ასაღებია, გასაშლელია ჩემი დროშები!.. ახლა ღალატი არავის უკვირს მე ყვავილების სიმღერას ვისმენ, ისინი მიყვარს სხვაზე ძალიან, არა მგონია, ვახსოვდე ვინმეს, მითხარით, ჩემთვის ვისა სცალია?! მესალბუნება მაგ თვალთა შუქი და საალერსოდ მიწვევს შროშანი... 144
ახლა ღალატი არავის უკვრის, ერთგულებაა გასაოცარი! დასრულდა ჩემი სიმღერა ჩემს სულში თითქოს ვიღაცა დადის, ვერ მოვიცილე ვერაფრით დარდი... გაფრენილ დღეებს ვივიწყებ ვეღარ, გამომელია სიცოცხლის მადლი... ღიმილს თანდათან ეცლება ძალა, ვეღარ ვიცილებ გულიდან ვარამს, პირველი ტრფობის სილაღეს ვეძებ, შევხვდები ნეტავ, ვიცოცხლებ მანამ?! ვიცი, ბევრი რამ სიტყვით ვერ ითქმის, გადავიჩეხე ქარაფზე თითქმის, ხანძარი ჩაქრა, ქარს მიაქვს ფერფლი, დარჩენილ დღეებს ეშმაკი მითვლის. რა ამაოა სიცოცხლე მართლაც, ვერ ავიხდინე მრავალი ნატვრა... დასრულდა ჩემი სიმღერა, ვატყობ, და სიკვდილისთვის ნამდვილად მზად ვარ! ერთი სიცოცხლე ინგრევა ჩემი სამეფო, ფერი ეცვალა ამ ვარდებს, ერთი სიცოცხლე არ მეყო, ღმერთო, მეორედ დამბადე! 145
ვერ გადვიარე ხიდები, ვერ მოვიცილე მევალე... ვერ ვინეტარე დიდებით, ზღვა ვერ დავიპყარ მღელვარე. სიკვდილის შიში მაწვალებს, მზევ, შენი შუქით დამტორე, სიცოცხლევ, შენ გენაცვალე, მიწაშიც ნუ მიმატოვებ... ინგრევა ჩემი სამეფო, ეშხი მოაკლდა ამ ვარდებს. ერთი სიცოცხლე არ მეყო, ღმერთო, მეორედ დამბადე!.. და რაც არ მითქვამს... თუკი ამქვეყნად არსებობს ბედი, სიცოცხლის დედა მაინც ღმერთია! მე მხოლოდ გულის ფიცარზე ვწერდი, იქ ძალზე ცოტა რამ დაეტია... სიტყვა ყოველთვის არ არის სიტყვა, ყველას არ ესმის ღირსება სიტყვის, რაც მითქვამს, მთელი არსებით მითქვამს, და, რაც არ მითქვამს, არასდროს ვიტყვი! დაფნის ტოტი გამომტაცა ქარმა ვერ ვიპოვე ზურმუხტი და ქარვა, დავიღალე მათი ძებნით გზაში, 146
დაფნის ტოტი გამომტაცა ქარმა, უდარდელად მოისროლა ზღვაში. სიჭაბუკე მთვარესავით ჩადის, ვერ შევძელი დატყვევება მისი, სულმა თითქოს მოიხვია ჩადრი, ბედისწერის უსმენს მზაკვრულ სისინს. გაძარცული ვეგებები სიკვდილს, ტანჯვისაგან დამასვენებს მიწა, მე პანაშვიდს თეთრი თოვლი მიხდის, ახლა ჩემში საიქიოს ღვიძავს. ვერ ვიპოვე ზურმუხტი და ქარვა, დაფნის ტოტი გამომტაცა ქარმა...
ვედრება ღმერთო! ვიცი, რომ გაწუხებთ ხშირად, ჩვენი თხოვნით და ჩვენი მუდარით, გლეხს გაუთენე ნათელი დილა, არ შეაძულო ბარი, გუთანი... წამოეშველე იმის მარჯვენას, გზა გადუღობე გონებით ბერწებს, მე კარგად ვიცი _ მისი გაჩენა მხოლოდ და მხოლოდ ერთ დროს შენ შესძელ!..
147
ვარამი ახლა წყეულ დარიშხანს გააფთრებით ვეძებ, ვერ ვაღვიძებ ქარიშხალს _ რაც სჭირდებათ ლექსებს. რა ამანთებს იმგვარად, _ ღიმილი თუ გლოვა? მუზამ თუ იგრიგალა, ლექსი წარღვნად მოვა! გავიხლართე ამ დარდში, ვერ ვპოულობ ძალას, როცა რვეულს გადავშლი ან ავიღებ კალამს. თითქოს ეკლებს მოვედე, ჩუმი ცრემლით სავსე, ხელმოცარულ პოეტებს ემართებათ ასე...
საუნჯე გულის სამშობლოს ვანდე თავს დამტრიალებს ღრუბელი დიდი, ჩემი გზა-შარა ხევისკენ მიდის... წუთისოფელმა ზურგი მაქცია, ერთად ჩამენგრა სუყველა ხიდი! არ ჩანს არავინ, ვიცნობდი ვისაც, ვინც კი შევრაცხე ამ გულის ღირსად. 148
სასჯელი, აბა, რა გინდა მეტი, არვინ იძლევა სიცოცხლის ნიშანს. ლექსს შევალიე ძალი და ღონე, გადვურჩი მრავალ შურსა და ომებს. სული რომ მქონდა ოცნებით სავსე, გარიყული ვარ ქვეყნიდან, ვგონებ. საუნჯე გულის სამშობლოს ვანდე, მართალი ვიყავ მიწიდან ცამდე. შთამომავალო! ისმინე ჩემი, მე შენ მიყვარდი, შენ ჩემი გწამდეს! ეს მარტოობა იშლება ძველი სასახლის ჭერი, ივსება ხევი ნამქერის ზვინით, არაფერია ამ ქვეყნად შენი, _ დარჩი ხმელეთზე გასული გზირი. მოხდება ასე: შენი გენია, ახლიდან იწყებს დღეების ათვლას, ეს მარტოობაც მოსაწყენია, ხან სანატრელი რომ არის მართლაც!.. რომელი ტყუის სიცოცხლევ, ასე რატომ დამღალე, მომწყინდა შენი ქება... სასაფლაოზე ერთი ხარხარებს, მეორე ცრემლად დნება. 149
ვიცი, ვინც ცდება და მაინც ვუსმენ ორივეს ერთი ყურით... გავაგებინებ, ნეტავი, ვინმეს მათში რომელი ტყუის?!
კლდეების იქით კლდეების იქით მეძახის სხვა ხმა, სული აივსო უიმედობით. სხეული ბებერ ხესავით გახმა და თითქოს გულსაც ვეღარ ვენდობი... ცხოვრებას უხმოდ ვემორჩილები, შორი მიზნები ცეცხლში იწვიან, აღარ მისმენენ შვილთაშვილები, ალბათ, მათ ჩემზე მეტი იციან!..
სათხოვარი მას მიადგება ლაჩარიც, ქველიც, აღზევებულიც უკვე დიდებით. ჭკუის გამოცდას მრავალი ელის, ყველას უხმობენ ბეწვის ხიდები. ზოგი ინთქმება კუპრის დუღილში, ზოგს უსახელოდ უწევს დამარხვა. გემუდარები, ღმერთო, ნუ მიშლი ჭეშმარიტების სწორად დანახვას!
150
მწამს შევერევი მარადისობას! მეც გავჩნდი, როგორც ჩნდებიან სხვები, ბუნების ბრძნული გარდასახვებით. როგორც ფრინველმა _ გავშალე ფრთები, წინ აღმართულა გადასახედი. ვერა, სიცოცხლეს ვერ შეველევი, სიყვარულისთვის ვბრძოლობ და ვწვალობ. მარადისობას, მწამს, შევერევი, ვით ოკეანეს პატარა წყარო...
თქვენი წყალობით შემომაშველეთ, ღმერთებო, ხელი! თქვენ კარგად იცით, ვინც ვარ და რაც ვარ, ჟამი მეწვია საოცრად ბნელი, გარდუვალია სისხლისგან დაცლა. აურაცხელი სისინებს გველი, ბევრს უნდა ჩემი მნათობის ჩასვლა. თქვენი წყალობით მე მაინც ველი ამ საზარელი ჩიხიდან გასვლას!..
სიმღერა გედის ხელში მიჭირავს წითელი ვაშლი, თავი მგონია ჯერ კიდევ ბავშვი, თვალშეუდგამი კლდის პირას ვდგავარ, გამოხვეული ვარ ცეცხლის ალში. 151
მინდა, რომ გვერდით მივდევდე დედას, დღეებს ვნატრულობ უწმინდესს, ნეტარს, უბედურება მეწვია თურმე და ზედ დავცქერი საკუთარ ცხედარს. მარადიული რა არის, აბა?! მახსოვს ქალწულის შრიალა კაბა, ზოგჯერ თემიდაც ტყუვდება თურმე და, ეკლის გარდა, ლერწამსაც კაფავს. ოჰ, უმკაცრესო მსაჯულო ბედის, ნუთუ არ გზრდიდა ალერსი დედის?! რატომ არ გინდა, რომ შეისმინო, უკანასკნელი სიმღერა გედის?!
თუ მივაღწიე არავითარი იმედი არ ჩანს, თანდათან მოდის მეტი სიცივე, საიქიომდე მცირე გზა დამრჩა, ფიქრს ჯოჯოხეთურს ვეღარ ვიცილებ. თუ მივაღწიე სამოთხის კართან, სხვა ოცნებებით შევიმოსები. გადამაფარე, ბუნებავ, კალთა, აფრად აქციე ჩემი დროშები!..
152
ლიტერატურულ საღამოზე დაგემშვიდობოთ, მინდა, არავის... კვლავ მენატრება თქვენთან შეხვედრა, ვისაც გიყურებთ, ჩემი სალამი! ბედნიერებას სხვაგან ვერ ვხედავ. თქვენა ხართ ჩემი გულის ნაწილი, დღეს თქვენი სული ჩემი სულია. მე ვიცი, ახლა ვიღაც დაგვცინის, რადგან არ ესმის ჩვენი სრულიად. აქ ხომ არავის სცალია სამტროდ, აქ სიყვარულის გრძნობით მოვედით, აი, ზეიმი, რომელსაც ნატრობს ცივ სამარეშიც ბევრი პოეტი!
სასოწარკვეთა როდესაც კარგავ სიცოცხლის ხალისს, ტუჩზე ღიმილის სხივიც მოკვდება, ქრება თანდათან იმედი ხვალის, სასაფლაომდე გზები მოკლდება... სული ამივსეს სევდის ჰანგებმა, არ მსურს, უბირთა გუნდში ვერიო, მიწა ღებულობს სულ სხვა გაგებას, მეც მასში უნდა გადავერიო...
153
სიმაღლეები უხმობენ პოეტს დახეულ ლექსებს ბუხარი ბუგავს, ფერფლად ქცეულა ფიქრი მრავალი, დარჩა წარსული ამ წლების უკან, დავლანდე გზები ცისკენ სავალი... სიმაღლეები უხმობენ პოეტს, (მას დასცინიან მხოლოდ ბრიყვები), ქვეყნიურ ჭაობს სასწრაფოდ ვტოვებ და მწვერვალისკენ ჩემს ბედს მივყვები...
არ არსებობს ჭეშმარიტი სარკე საიქიო სიყვარული არ მწამს, მუდამ აწმყო მირჩევნია წარსულს. ცეცხლი რაა, თუ არაფერს არ სწვავს? წყალი რაა, თუ არავის არ სურს?! სად წავიდე, ვერაფრით ვერ ვარკვევ, როგორ ავცდე აყვავებულ ანჩარს? არ არსებობს ჭეშმარიტი სარკე, ძალზე ბევრი რამე მასში არ ჩანს!..
სევდის სიმძიმე იმედო ჩემო, ნეტავ სადა ხარ, რატომ იმეტებ მარტოდენ ტკივილს. ო, ეს უწყალო ქარიც ხანდახან ჩემში უაზროდ მღერის ან კივის. 154
მინდა, გავწყვიტო ყველა ბორკილი (ბედის წინაშე თავს არ ვიმცირებ!), ვარ დაჭიმული მზიდი თოკივით და მაქანავებს სევდის სიმძიმე...
ეს შემოდგომა გადაიქროლეს ცაზე ორბებმა, მზეს ეცილება მთვარის ციმციმი, ეს შემოდგომა გვემშვიდობება, როგორც ლამაზი ქალის სიცილი... ისევ სიცივე გააყამირებს მთებსა და ველებს, სევდით მოფენილს, ბუხართან ლამაზ ფიქრებს ამირევს გათეთრებული ჩემი სოფელი. ჩაიფერფლება სარკმლის რაფაზე ღამენათევი ძველი შანდალი, ფოთლებს დახატავს მინის დაფაზე, ყინვა _ ბუნების მკაცრი სარდალი! რა კაცი ვარ... ვეღარ ვუხდი მშობლებს ამაგს, არცვინ ქვეყნის ამბავს მკითხავს, დასამარხი ფულიც არ მაქვს, რა კაცი ვარ, აბა, მითხარ?! ვინ მომივლენს ნეტავ იმედს, სულ ვიღაცის ჩრდილი მნისლავს. 155
სიღარიბე ძალზე მძიმე სასჯელია სიცოცხლისა!..
მიუწვდომელი ბევრი რამ მრჩება ვერ მოვასწარი იმ ყანის მომკა, გაანადგურა დღეს რომ სტიქიამ. რამდენ მშვენებას თვალი ვერ მოვკარ, რამდენი აზრი არ გამიგია... ბედნიერება აჭრილი ჩხებად, მე ხელთ მიპყრია, თუმცა, ჯერ კიდევ მიუწვდომელი ბევრი რამ მრჩება და გაუკვალავ ტრამალებს მივდევ... ვერა მჯობნიდა ვერა მჯობნიდა გრიგალი, მივაქროლებდი მერანს, როცა პატარა ვიყავი, `ჭინკას~ მეძახდა ყველა! სულ ჯიბრი მქონდა მეტოქის, ოფლი მდიოდა ქაფად, არ იღლებოდა ცხენ-ჯოხი, მეც რა დამღლიდა, აბა?! ტანჭრელი ჩემი მურია უკან დამდევდა მუდამ, პირდაუბანელს, მურიანს, სულ პირველობა მსურდა! ასიათასჯერ დამლოცეს, როცა ვიტკინე მხარი, სულ ჩემი იყო კალოზე, კევრში შებმული ხარი, ერთხელ მდინარე გავცურეთ, ჩამოვიტოვე ყველა, „ეშმაკის ხიდზე“ გასულებს მე მეძახოდნენ ბელადს. ხელ-ფეხი მესხა `სატანის~, არ მჭირდებოდა კიბე, ვიცოდი, ბალი, ატამი, ვის ბაღში იყო მწიფე... 156
ვერ ვჩერდებოდი ჩემს სახლთან: წვიმდა, ცხელოდა, თოვდა, სულ დედაჩემი მეძახდა, სახლში შემოსვლას მთხოვდა... როცა პატარა ვიყავი, `ჭინკას~ მეძახდა ყველა, ვერა მჯობნიდა გრიგალი, მივაქროლებდი მერანს...
ვეღარ გავიგე... გადაიქუხეს ომებმა, მაქეს და ძეგლიც ამიგეს, ცოდვამ მიწია რომელმა, ვერაფრით ვეღარ გავიგე. სამშობლოსათვის ვიბრძოდი, ომში ძმის ცნობა ძნელია... მის მტრებში მე რა ვიცოდი, თუ ჩემი მოძმეც ერია! მაჯაზე სისხლი შემახმა, დავდივარ ჯავრით დამთვრალი... ღმერთო! მითხარი შენ ახლა, მტყუანი ვარ თუ მართალი?!
პოეტის ნატვრა პოეტს რა უნდა იმაზე მეტი, იცოდე მისი სტრიქონი ერთი! იცოდე, ოღონდ ისე იცოდე, როგორც ის იწვის, ისე იწვოდე! 157
ისე იწვოდე, ისე გჯეროდეს, როგორც ის მღერის, ისე მღეროდე!
სულ სხვა გემო აქვს ცა არის მიწის ლურჯი ჩარდახი, მისგან მოველი სულის ცხონებას, მოდის და ვიღაც ყურში ჩამძახის: სისულელეა მონად ცხოვრება! ცხარე ცრემლებით თვალებს ნუ დასჯი, ფიქრისგან ხშირად მზეც იქუფრება, აუშვი აფრა და გადი ზღვაში, სულ სხვა გემო აქვს თავისუფლებას!
გადაბრუნდება საიქიოსთვის მამზადებს ღმერთი, ადრეა ცოტა _ თუ ვიტყვით მართალს. უკვე ითხრება სამარე ჩემთვის მიქელ-გაბრიელს წარვუდგე რათა. ის, ალბათ, ათას საყვედურს მეტყვის, გაარჩევს სწორად მტყუანს და მართალს. გადაბრუნდება ეს ჩემი ეტლი, ასე ამაყად დღემდე რომ ვმართავ...
158
თუ მოვკვდი, დარდიც მოკვდება... ყველა ჭრილობა შემეხსნა, ცრემლი სდის თვალთა უპეს. მე რომ მსურს, ისე ხელებსაც ვერ ვიმორჩილებ უკვე. გულს ბოღმა დაულექია და ბოლოს მიღებს დარდი. გალაღებული მე კი არ, ჩემი ტკივილი დადის. არ ვიცი, ხვალ რა მოხდება, ვუფრთხი წყეულის სისინს. თუ მოვკვდი, დარდიც მოკვდება, დაიმარხება ისიც...
ჯვარი გეწეროთ! თითქოს მტარვალმა მომიღერა ბნელში ბებუთი _ აღარაფერი მე ამ ქვეყნად აღარ მეკუთვნის... რაშიც მოვტყუვდი, არაფერი არ ეშველება, ბევრი ვეცადე, ვერ შევძელი მეტის შენება. დასრულდა ჩემი მწუხარებაც, ლხინიც, დარდებიც... ჯვარი გეწეროთ, დღეს ამქვეყნად ვინც იბადებით!
159
ნატვრა შენმა ზღვამ, ცამ და მინდორმა სანთლად მაქცია ტაძრის. უფალმა დამაჯილდოვა ნათელმხილველის აზრით. ვიცი, ხვალ რაც კი მოხდება, მინდა, რომ ყველა მენდოს. ერთ დროს არავინ მოკვდება, ყველა იცოცხლებს ერთ დროს... იქნება ცეკვა, თამაში, ბრილიანტების ბრწყინვა. ვარდი ამოვა ტრამალში, ია მოკაზმავს მყინვარს. არ იქცევიან მონებად, მზე არასოდეს ჩავა, ჩვენი ტანჯული გონება სიბრძნეს მისწვდება მრავალს. გულს ყველა სარკედ გადაშლის, არსად შეხვდებით დევნილს. შვილიშვილების თამაშით გაერთობიან ბევრნი. სუყველა შეეწირება ალერსად ქცეულ ამურს, არავინ შეგვეცილება ენას, რწმენას და მამულს... 160
გაუძელ! გაუძელ ფიქრებს, მოგაკითხონ იქნებ მუზებმა, მოესწრო იქნებ, ძველი ბუხრის აგუზგუზებას. წიქარასავით იქნებ შეძლო გზების გალევა, იქნებ გეღირსოს უკვდავების წყაროს დალევა. კავკასიონზე ამირანმა დაადგას ფეხი, ვერას გაკლებდეს ნიაღვარი, დელგმა და მეხი! ცერზე შედგე და «ცეკვა ხმლებით» ააწკრიალო, დილის მზესავით წვიმის შემდეგ ისევ იალო... შენი სხეულით, შენი სულით, განა უგულოდ _ „მრავალჟამიერ“ ძველებურად დააგუგუნო! ისევ „მაყრულით“ გააყრუო ამერ-იმერი, ვეფხვის ტყავივით გამოფინო შენი სიმები. ბაყბაყ-დევების მოახერხო ზურგზე დაცემა, იქნება შეძლო, დათესვაც და ყანის აცელვაც!.. ზამთრისპირი შემართულია წლები ხიშტივით, კარს მომდგომია ზამთრის ზმანება. გაფრენილ წარსულს მისთვის მივტირით, ახალგაზრდობა რომ გვენანება! ვარ წყალდიდობის ჩავლილ ზვირთივით, აღარ გიზგიზებს ცეცხლი ალებად, 161
კისკისის ნაცვლად ისმის ქვითინი, დარეკეს ჩემი წასვლის ზარებმა... მე ჩამიარეს გვერდით ბავშვებმა, შემშურდა მათი სული ხალასი... ძნელია ციდან დაბლა დაშვება და გამოკეტვა ზამთრის კარავში! სიცოცხლის წყარო როცა დაშრება, ჩალად იქცევა ბროლიც, ბადახშიც. ვაკითხავ სოფელს, არ მაქვს სხვა შვება, ვერავინა მცნობს უკვე ქალაქში!..
მზესავით ჩავა გადამივიწყებს ჟამი და მომიგონებენ ამბად... ამ ჩემს სიმღერას თავიდან ვიღაც დაიწყებს, ალბათ... ვიღაცას წაეკიდება, ჩემში ჩამქრალი ალი. შეეჭიდება დიდებას, მოაჯადოებს ქალი. ათასი რამე მოხდება, ყინვა გააზრობს ტრამალს. ისიც ჩემსავით მოკვდება, ისიც მზესავით ჩავა...
162
საჭიდაო დაუკარით საჭიდაო, სიკვდილს ვეჭიდავები, ამირანის ჯანით ვდაობ, მისი ჯაჭვით დავები. გულს მიკორტნის კვლავ არწივი, სისხლი მომდის ღვარადა, მწვერვალებზე ქარი წივის, ჰყვება ვეფხვის ბალადას. ეშმაკების ჯარი როკავს, მარილს მაყრის სამწვადეს... ჩემს ბორკილებს ვიღაც ლოკავს, დასალეწად ამზადებს. მაგრამ ისევ, ყოველ დილით, ჯაჭვს ამაგრებს მჭედელი... ამართულა ციხის ტინი, ვერ დავლეწე კედელი! ცხარე ცრემლით ტირის ჰუნე, სანთელს ალი უქრება, ვერაფრით ვერ დავიბრუნე ჩემი თავისუფლება... დაუკარით საჭიდაო, სიკვდილს ვეჭიდავები, ამირანის ჯანით ვდაობ, მისი ჯაჭვით დავები! 163
საიუბილეო სული შრომაში ვიცხონე, ტანზე მეხვია მწერი... სოფლის ავ-კარგით ვიცხოვრე სამოცდაათი წელი. მწამდა, ვიწვოდი, ვმღეროდი, ვიბრძოდი ყველა მხარეს... სულ გამარჯვებას ველოდი, სულ ხმალს ვიქნევდი ცხარედ. ციხე-კოშკები ვაშენე, ქარებს ვებრძოდი ძლიერს, ბევრი ჭრილობა მამშვენებს, ბევრი ტკივილი ვძლიე. ბევრი ღალატი ვიგემე, ვკოდე უდაბნოს ქვები... მარჯვენას ახლაც მიქებენ, ფიცვერცხლნაჭამი ძმები... ვიცი, ათასი მხეცია, ზოგს კი ნიღაბი მოსავს, სიბერე მაშინ მეწვია, არ მოველოდი როცა... ათას მწვერვალთან მივედი, ათასს შევწირე ლოცვა, შთამომავალთა იმედი სულში ფრიალებს დროშად! 164
ვარიგებ ვალებს ვარიგებ ვალებს, ვარიგებ ვალებს, ვისიც რა მმართებს, მოდით! იჩქარეთ მალე, იჩქარეთ მალე, რიგში დადექით, სწორდით! დღეს უნდა გავცე სახლი და მიწა, ძროხა და ცხვარი თქვენზე, საკუთარ ნამუსს და სინდისს ვფიცავ, რომ მასპინძლობას შევძლებ. რაც გამაჩნია მოდით, წაიღეთ, მოდით, მოგროვდით ჩემთან, შთამომავალნო, კარგად გაიგეთ, მე გინაწილებთ ჩემს თავს!.. მოდით, წაიღეთ, თუ რამე შევძელ ნაღდი შრომით და ჯაფით, ვერ გიმასპინძლებთ მე დღეის შემდეგ, ვეღარ მოვილხენ რაკი...
საით წავიდე?.. ქუხდა ჯაზი და ველური როკვა, ისეთი, როგორც შეჰფერის არვეს... წითელი ჰქონდათ ტუჩი და ლოყა _ შეშურდებოდა ცეცხლოვან კარმენს!.. შმაგი დროება დამდგარა მართლაც, სამწუხაროა ეს ჩემთვის რაიც... 165
ვერ შეხვდებოდი მათ რიცხვში სანთლად, ვერც ერთ დედოფალს და ვერც ერთ რაინდს. ზოგს ამშვენებდა «ლევისის“ ჯინსი, უცხოპლანეტელს ჰგავდნენ კაცუნებს, თუ როგორ მძლავრობს ეშმაკის ჯიში, აქ კიდევ ერთხელ დამიდასტურეს! ვნებააშლილი ვიხილე ქალი, დედიშობილა ეწვია სცენას, მღელვარედ დარბაზს მოავლო თვალი, მეც მიყურებდა: ამრეზით, ცერად... ისეთი ჟინით იქნევდა გავას, თითქოს უხმობდა სექსის ამინდებს, ამ კოშმარიდან როგორმე გავალ, მაგრამ, მითხარით, საით წავიდე?!..
ძნელია კაცის გაგება ზოგისა სიტყვა მაეჭვებს, ზოგისა არა მჯერა. სიკვდილს არავინ დაეძებს, სიკვდილი ეძებს ყველას. ძნელია კაცის გაგება, არ დაილევა ფლიდი. ზოგის ანდერძის აგება მადლი მგონია დიდი!..
166
Mila teabdpesees1 სულამდე მატანს და მახარებს, ბავშვების თამაში სილაზე. დილა რომ ეწვევა ამ მხარეს, შევხარი მე ასეთ სინაზეს! ვარდი რომ დედოფლობს ყვავილებს, ბულბული რომ გალობს დილაზე... ნამი რომ ეღვრება ყამირებს, მაოცებს ასეთი სინაზე. დიდება მშვენებას საოცარს _ ვარდისფრად შეფერილ მირაჟებს... მე შევთხოვ სუყველა სალოცავს: ამრავლოს «ათასი სინაზე”!..
ეს სანატრელიც ამისრულე... ტკივილებს ნუღარ გამახსენებ და სული სიამით ამივსე... მამულო, როცა გამასვენებ, ღვთიური გალობა მაღირსე. ეს სანატრელიც ამისრულე: (არ ვითხოვ ტახტსა და მეფობას), როცა საიქიოს გამისტუმრებ, ცრემლები მოჰგვარე მეგობარს... ________________________________________________ 1. - ფრანგ. ათასი სინაზე.
167
ეს ორი ცრემლი ეს ორი ცრემლი არ გეგონოთ უბრალო ცრემლი, ეს ორი ცრემლი სიცოცხლეა, იცოდეთ, ჩემი. დიდხანს ვიომე, ვიდავე და ბევრი დავძალე, მაინც ვერაფრით ვერ ჩავაქრე სულში ხანძარი! არ ვიცი, ვისთან, სად და რატომ, როგორ იტირა, სხვისმა ცრემლებმა ვინ დაათრო, ვინ შეიწირა... ეს ორი ცრემლი არ გეგონოთ უბრალო ცრემლი! ეს ორი ცრემლი სიცოცხლეა, ირწმუნეთ, ჩემი!
ვიმღერებ როდის... მე ბედისწერას არ ვემდურები, თუმც არ მასვენებს გესლი მოენის! მაინც ჭრიალებს ჩემი ურემი, გადაბრუნებას ჯერ არ მოველი... სიკვდილის ლანდი შორიდან მოდის, ჯერ უნდა სხვების სული ვაცხონო... არ ვიცი, ურმულს ვიმღერებ როდის, სამშობლოს თავი რომ დავახსომო!.. 168
ალქაჯი ჭრელკაბიანი იგავი იკლებდი გაშლილ იალაღს, სულ დაკბენილი იყავი ჭორებით, კოცნით კი არა... მოვლილი გქონდა ცის ჭერი, ტანზე მზეს სხივი აჰყარე, შენზე ჩხუბობდნენ ბიჭები, ძმა და ძმობილი გაყარე! ერთ დროს ქცეული ალქაჯად გათეთრებულხარ ვარამით, ცხოვრებამ ისე დაგსაჯა, ზედ არ გიყურებს არავინ... მობრძანდით!.. მობრძანდით! გელით ქეიფში. დიდი თხოვნაა ჩემი! ხელს თუ რაიმე შეგიშლით, კვლავ თქვენს მეგობრად ვრჩები!.. ძველ გამარჯვებებს ლხინად ვთვლი, მინახავს ზეცის კიდე, მუდამ ოცნებით ვფრინავდი, მუდამ მიწაზე ვიდექ. ჩემს ლექსს არ აკლდა მარილი, მამულს უმღერდა ქნარი, 169
მგლისმუხლა წინაპარივით ღვინოც მიყვარდა, ქალიც... პოეტის სახელს ვიფერებ, ყველამ ხომ იცით, რაც ვარ... ვერ დამაჩოქა სიბერემ, მობრძანდით! გელით! მზად ვარ!..
იმედი იმედს სიმღერით ელიან, საფლავს რა ფარავს ქვის მეტი?! სიკვდილი ჩემი მტერია, სიცოცხლე _ ჩემი იმედი. სამკალი ბევრჯერ მოიმკა, ბულბული იქცა აშუღად, სიკვდილმა დედა მომიკლა! სიცოცხლემ შვილი მაჩუქა! ასკილი ყვავის მკვახეა თუთა, სადღაც ისმის ყრანტალი ყვავის. ხვატია, გვხუთავს, გაპენტილა, ასკილი ყვავის. გათავდა პური, ვიკვებებით იმედის შუქით. დაყრუვდა ყური, მოპატიჟის დანახვა უკვირთ. 170
ბალბამ და ღოლომ მოიწონეს სუფრაზე თავი. თონესთან ორომს, აღარ ხმარობს მგონია არვინ. ჭინჭრის და შინდის შეჭამანდით ამაყობს ვიღაც. მკვიდრდება ბინდი, ტანზე იძრობს ცხოვრება ნიღაბს.
ძველი ტივივით მიგვაქანებს გრიგალი ხრამში. ისმის ტირილი მოშიებულ პატარა ბავშვის!
ჩამქრალ ბუხართან ჩამქრალ ბუხართან იძინებს ლოთი, ქარი ატოკებს ჩალეწილ მინას, წავიდა ქალი, უკან არ მოდის, გარეთ ხმაურობს ნოემბრის წვიმა... ამოსულია კლავიშზე ხავსი, როიალს სქელი მტვერი აყრია და გულსაკლავად ქვითინებს ბავშვი, დედის ალერსის სითბო აკლია. არ ეგებება არავინ სტუმარს, გათოშილია ყინვით ოთახი, 171
ნამქერმიყრილი ჭადრები დუმან და მოაქვს სევდა ჭოტის მოძახილს...
ის მოდიოდა ის მოდიოდა ქუჩაში მშვიდად, ეხვია შარფი და ეცვა პალტო... ლამაზ ნაწნავებს აღარა შლიდა, ის მოდიოდა სულ მარტოდმარტო. როგორც ზღვის ფსკერზე მყოფი სელაპი, ფრთადალეწილი არწივი, ანდა... საიქიოში იყო ყველაფრით, თავის ტანჯული სხეულის გარდა! ესეც სიკვდილი ესეც სიკვდილი! უკვე მოვედი... არ მეშინია აღარავისი, სააქაოში ვიყავ პოეტი, საიქიოში რა ვარ, არ ვიცი!.. სუყველაფერი ახლა ერთია, აქ არც დარია, არც ავდარია, თითქოს ხატია, თითქოს ღმერთია, თითქოს არიან და არც არიან. ესეც სიკვდილი... უკვე მოვედი! ახლა იწყება სულ სხვა ეპოქა... სამოთხეს რაღად უნდა პოეტი, ანგელოზების სულიც ეყოფა. 172
ვაიმე... საიქიოსკენ მიდიან ჩონჩხად ქცეული წლები, ყველა მათგანი მითია, მათ სამარეში ვწვები. ვაიმე, როგორ გამქრალა, გულში სინათლის შუქი, ვეღარსად ვხვდები ამხანაგს, სიკვდილი არვის უკვირს. ვაიმე, საით ვეძებო, მწვანე ბალახის ეშხი, გული იჯერეთ, მხეცებო, ჯიქი მოკალით ჩემში! ვაიმე, საით წასულა, ჩემი ლამაზი სიყრმე, უკვე ქცეულა წარსულად, ბედკრულს სადამდე მივყვე?!
ერთგულები ვეღარ მცნობენ... აღარ მღერის ხავსიანი ყელი, თმაჭაღარა სული უნდა ვგვემო, სილამაზეს გაუხუნდა ფერი, სიყვარულმა შეიცვალა გემო... მიწა ითხოვს მარადიულ ღალას, დაამძიმა ცრემლმა თვალთა უპე, 173
ორგულები მაბრალებენ ღალატს, ერთგულები ვეღარ მცნობენ უკვე...
მოხუცი რანდავენ ხეებს, მიქნევენ ქუდებს, მითვლიან დღეებს, მითვლიან წუთებს! სამართალს მიწის გაარჩევს ვერვინ. გამასწრებს, ვიცი, იმქვეყნად ბევრი!..
ტყის ნაპირას ტყის ნაპირას კუნელის ისმის ჩუმი გოდება, როგორც გოგო სულელი, რაღაცას ელოდება... ვერ გავიგე, ამ ქარში ასე ობლად სად უხმეს, გული უგებს, ზამთარში აჩეხავენ საბუხრედ!
174
დავენანები ჩამომენგრევა თავზე როს ზეცა, გამიყოლიებს ყინვა იანვრის, წამოადგება სამარეს ჩემსას პილიგრიმების ჯგუფი გვიანი. წაიკითხავენ სამარის ქვაზე ეპიტაფიას, შექმნილს ალიბად... მათ მოადგებათ ცრემლები თვალზე, დავენანები, მე რომ მკვდარი ვარ...
აჩრდილი იგი მოწყენით მიჰყვება ქუჩას, თვალებში სევდა აშკარად უჩანს, არარაობით სავსე აქვს სული, ჰგავს გრიგალისგან დალეწილ შუშას. შეჩერდა, შეწყდა ნაბიჯი ნელი, მის წინ დაეცა ფოთოლი ხმელი, სამყაროს გარეთ გავიდა თითქოს, დგას, მაგრამ სჯერა, არავის ელის... შენელებია ძარღვებში სისხლი, გამოლევია უნარი მისნის, დამსგავსებია დანგრეულ საყდარს, დასრულებულა ცხოვრება მისი. ჯოჯოხეთის კარს მიადგა თითქოს, არ უნდა, ვინმეს რაიმე ჰკითხოს,’ 175
დამარცხებულა ეშმაკთან ბრძოლით, მისი სხეული სამარეს ითხოვს... ახლა მოწყენით მიჰყვება ქუჩას, თვალებში სევდის ღრუბლები უჩანს, არარაობით სავსე აქვს სული, ჰგავს გრიგალისგან დალეწილ შუშას!.. ნაცნობი რომ არ გამეცნო, მერჩია, მთლად მომიწამლა გუნება! ბოლო დროს გადაეჩვია კარებზე დაკაკუნებას... მოვა ოჯახში, გათბება, სულ არ სჭირდება მეღვინე! დაისხამს, დალევს, დათვრება და მერე ისევ მე მირევს!.. ნოემბრის სევდა არეულია ღრუბლები, გაცივებულა სახლი. ქარი ყაჩაღის უფლებით აღმა-ჩამოღმა დაქრის. გაყვითლებულა ბალახი, უფოთლოდ დგანან ხენი. ორღობეს ფარავს ტალახი, თოვლს სტუმარივით ველი... 176
ვერ გავაგონე ეპოქის სულით, ქართველის რწმენით, ვებრძოდი დუმილს პოეტის ენით. ეს მთები მე მგავს, უმათოდ ვერ ვძლებ. ვიბრძოდი ყველგან, როგორც კი შევძელ. რაღაც მაღონებს, შუქი მკლავს ელვის. ვერ გავაგონე ჩემი ხმა ვერვის...
ამ ეტლში ამ ეტლში, ერთხელ, აკაკი იჯდა და მოიხილა სამშობლოს მიჯნა, ნახა რაჭა და ნახა ლეჩხუმი, მათ ეამბორა ღირსების ნიშნად. ღმერთკაცი იყო ნამდვილი, სრული, მამულს ახალი ჩაუდგა სული, სადაც მივიდა, _ აპკურა მადლი, სიკეთისაგან განდევნა შური! მტერს შეახსენა სამშობლო რომ გვაქვს, ჩვენში ენგური რომ კიდევ ბორგავს... მიაქროლებდნენ ეტლს გოგონები და ქვეშ უფენდნენ ყვავილებს ბორბალს. 177
დიდება, აბა, რა გინდა მეტი? აკაკის მართლაც ჰქონია ბედი, სხეულის გარდა, მამულო ჩემო, სულიც მარადის უძღვნია შენთვის!
ბედნიერი წუთი ბედნიერი წუთი შემრჩა, წყაროს ჰგავდა გულის დარდი დაღვრილი. ლექსს მღეროდა ვიღაც ჩემსას, სიყვარულით უძილო და დაღლილი. დაელეწა ტალღას ნავი, ეხლებოდა ლოდებს ქაფი არაგვის, წყალს მიჰქონდა ჩემი თავი, ტანჯული და მაინც ძალზედ ამაყი!
დაღლილი აღსასრულებლის აღსრულებას ყოველდღე ვნატრობ. ცხოვრების ჭიდილს ვეღარ ვუძლებ, აშკარად ვატყობ. დაღლილი ურვით, ვეკითხები ცალთვალა მკითხავს: 178
_ გამიძლებს გული?! ვერ გამიძლებს, მე ვიცი... დიდხანს!..
არ დაგავიწყდეთ ბედნიერებას მეც მოველოდი, მაგრამ ვერ ავცდი დღეებს ავდრიანს, არ დაგავიწყდეთ, მეც რომ ვმღეროდი, მომიხსენიეთ, _ ჩემთვის მადლია! კაკალზე ჩემი ჭოტიც კიოდა, ვარდზე ბულბულის ხმებიც მსმენია. ქვეყნის ჭრილობა მეცა მტკიოდა, თქვენთვის იბრძოდა ჩემი გენია!..
სიახლე წისქვილის დოლაბს ატრიალებს წყლის ნაცვლად დენი, ლამის ლოთობით გატიალდეს მშობელი ერი. შესარცხვენს იწყებს მატიანეს, ქვითინებს ქარი, სხვა ქვეყნის ბავშვებს დასტრიალებს ქართველი ქალი!..
179
ველოდები... არავის! სევდიანი ვზივარ შინ და ველოდები არავის... ვერ ვიძინებ ღამე მშვიდად, დღე ღამდება ვარამით. დამტრიალებს ერთი კითხვა, სად ვიპოვი იმედებს?! ნეტავ ვინმე მომაკითხავს, სითბოს ვინ გაიმეტებს?..
დაკარგვა ვცადე მთვარეზე გადაფრენა, გზაში წამექცა მერანი... არ გამიმართლა არაფერმა, ვერ გავუმართლე ვერავის. ღმერთმა სიყვარულის დამრთო ნება _ შხამში არეულა შაქარი... ვცადე შეცდომების გასწორება, შეცდომა დავუშვი ახალი! მწარედ დავცინივარ ამ მიწასაც, გზები ამირია ავ-კარგმა, გრიგალმა სადღაც გამიტაცა და უღრან ტყეში დამკარგა...
180
სასაფლაოზე მათ ახლა ჩემთვის აღარ სცალიათ, სხვა ქვეყანაში წავიდნენ უკვე... სადაც წავიდნენ, დიდი ღამეა, მათ გულისტკივილს ვერაფერს ვუგებ. ვერ გავუმართლე, ვატყობ, იმედი, როგორ მეტრფოდნენ, როგორ მაქებდნენ. სასაფლაოზე გუშინ მივედი, ჩემი მშობლების სურათს დავხედე...
ტკივილები ტკივილები ამეშალა სულის, ტკივილები გასაოცრად მწარე. ვინც მიყვარდა, მაგონდება სულ ის, იმის იქით ვერც სიზმარში წაველ. არ მეღირსა იმ შარბათის დაცლა, სხეულში რომ ვულკანივით მენთო. რად მექცევი ნეტავ ასე მკაცრად, ერთხელ მაინც მიპასუხე, ბედო!
სადაც მე ვცხოვრობ სადაც მე ვცხოვრობ, დაიჯერეთ, იმ ბორცვის ახლოს, გაჭრილა ორმო, აღარავინ აღარა სახლობს. 181
სიცოცხლე ქუხდა ადამის ძის, მზესავით ერთ დროს, არავინ წუხდა და ტაძარშიც სანთელი ენთო. გაქრა სიამე, დაუმოკლდა სათქმელი არაკს, ჟამთა სიავემ გაასახლა სუყველა ქალაქს. სასაფლაო ჩანს, სასაფლაო ხუთასი კაცის. რა საბრალოა, ჩაწოლილი მიწაში განძი! ბუკიოტები ღამღამობით უკრავენ ბუკებს, ჩემი ტოტემის, სასაფლაო გამხდარა უკვე!
ირაო ღმერთო! მიშველე და მაპატიე, ეს აღტაცება და სიხარული!.. ტერენტი გრანელი გულზე დამადეთ ყვავილის ტოტი, ჩემს სიცოცხლეზე აზრი მეცვლება. სიკვდილო, გელი, თუ მოხვალ, მოდი, თორემ მე შენთვის აღარ მეცლება. 182
მე უნდა ცაში შევკრა ირაო, მოვინახულო მაღალი ღმერთი. ზღვა და ხმელეთი ავაყირაო და გავიღვიძო ვერსკვლავთა გვერდით. მე ჯერ სიცოცხლე არ განმიცდია, შარაზე კოჭლი ეშმაკი ბუქნავს, წინ უკვდავების წლები მიცდიან, უნდა მივუჯდე ოცნების სუფრას.
ახლა იწყება ახლა იწყება თავდავიწყება... ჩემი ანძები აფრებს მართავენ, აღარასოდეს არ დამიწდება ცხელი ვნებების შმაგი სათავე! ახლა იწყება ჩემი ბალადა, ლეგენდებად და ლამაზ მითებად, შვიდფერმა მუზამ თუ მიღალატა _ წყალმა წაიღოს ჩემი დიდება... ქვეყნად პოეტის სახელი ვპოვე, მინდა სამშობლოს გულზე მოხვევა, მე იმ სიმღერის სათქმელად მოველ, რაც დამაბარეს ძველმა კოლხებმა!.. ქვეყნად გულნაკლულს არავის ვტოვებ, ღიმილითა და ცრემლით სავსე ვარ, მე იმ ლაშქრულის სათქმელად მოველ, რომ ვერ მოასწრეს ომში ლაზებმა... 183
ახლა იწყება თავდავიწყება... ჩემი ანძები აფრებს მართავენ, აღარასოდეს არ დამიწდება, ცხელი ვნებების შმაგი სათავე!
ოდა ღმერთისადმი საქმე ითავე საოცრად ძნელი, ალბათ, გვძერწავდი ხელის კანკალით... ნეტავ, ეცადე რამდენი წელი, რომ დაგერწია ჩვენი აკვანი? უზენაესი შენა ხარ ბრძენი, დინჯად აგვარებ საქმეებს საშიშს. რამ შეგიშალა, ნეტავი, ხელი, რომ მნათობივით გაგეშვი ცაში! შენ მოგვანიჭე სიცოცხლის ძალა, გაგვხადე ღირსი ზეციურ ნათლის, ამ საწუთროში ვიქნებით სანამ, გაგვყვება შენი სიწმინდის მადლი... შენ დაგვიმკვიდრე ცის და ხმელეთის, ბედნიერება და უბედობა, გვარგუნე თავის რისხვით-მშვენებით სიკვდილ-სიცოცხლის ერთადერთობა... მომძალებია მრავალი კითხვა, ოცნების რომელ ახდენას ვენდო? და მაინც მინდა, მადლობა გითხრა, ჩვენი შექმნისთვის, მაღალო ღმერთო! 184
ვახტანგ გორგასალს მის დიად საქმეთ რა განსჯის, ერმა იწამა მამადა, იყო სამშობლოს დარაჯი, ლხინში კი _ მისი თამადა. ზეკარი გადმოიარა, მომხდურებს ხელი დარია... ფხა აულესა იარაღს, მკერდი უნგრია დარიალს! ენთო გარეჯშიც, ჭერემშიც, ცისკენ აზიდა უჯარმა! შუქით გააპო ბნელეთი მისმა ნაბოძმა გუჯარმა... ზეობდა მეფე-წმინდანი, მუხლით დამდრეკი მწვერვალთა, მან უწინაპრა დიდ დავითს, თამარს მშვენება შემატა! სამშობლო სანთლად უნთია (დღეს რომ მტარვალნი გვართმევენ!), მისი ნამუსის ქუდია _ თავზე რომ ხურავთ ქართველებს!
დავით აღმაშენებელს თუნდ გაიკლაკნოს ცის თაღზე ელვა, ღრუბლები მაინც გადარჩებიან. 185
“გულზე დამადგით ფეხი ყოველმან” _ რა უმკაცრესი განაჩენია! უბედობაა ერის სიმცირე, მსხვერპლს სთხოვს ყოველი დრო და მომენტი... შენი ეპოქა სასჯელს გიმძიმებს, მაგრამ მამული გიცავს ყოველთვის! ისევ შოთა!.. ქართველებო! აენთეთ! ვით შეჰფერის გმირს, ისევ შოთა გვაერთებს, ისევ შოთა გვზრდის! ამოვარდა სხვა ქარი, ამოიღეთ ხმა, გაამრავლეთ აკვანი, მამულს უნდა ხსნა! ისევ შოთა გვეძახის, გენი შველას გვთხოვს, სისხლი, როგორც ქეძაფი, იწყებს უხმლო ომს... სული გაყიდულია, წაუღია დევს, ბეწვზე დაკიდულია საქართველოს მზე... ქართველებო! აენთეთ! ვით შეჰფერის გმირს, 186
ისევ შოთა გვაერთებს, ისევ შოთა გვზრდის!
ჩემგანაც ცხონდი! (აღმაშენებლის საფლავთან) იჩქარეთ აქეთ, სასწრაფოდ მოდით, ნახეთ ეს ძველი საფლავის ლოდი, მის ქვეშ წმინდანი მეფე ისვენებს, დიდო ხელმწიფევ, ჩემგანაც ცხონდი! ვინ ნახავს სარდალს შენზე იღბლიანს, ბეწვის ხიდებით ომში გივლია. რა იყავ მაინც, რა ნიჭი გქონდა?! ქართული მიწის შენ ხარ ბიბლია! გავოცებულვარ, მაგრამ ასეა, შემოგიხაზავს ხმლით კავკასია, ერთ მუშტად შეჰკარ კოლხეთი, ქართლი, ჩვენი დიდება მაგ შენს ფარშია! მოვსულვართ ერთად, დაგვჭირდი კიდევ, დაჩოქილები კელაპტარს გინთებთ, განგვიკითხე და შეგვინდე ცოდვა, შემოეშველე შენს შვილებს რითმე! იჩქარეთ, აქეთ, ტაძართან მოდით, ნახეთ გელათში საფლავის ლოდი! მის ქვეშ ქართველთა მესიას სძინავს... დიდო ხელმწიფევ, ჩემგანაც ცხონდი! 187
ომარ ხაიამს ალბათ, ზეცაში ეწვიე ალაჰს, ღმერთები ბრძენკაცს ცაში ელიან... შენს სიდიადეს საზღვარი არ აქვს, ვეთაყვანები მეც შენს გენიას! რობაიათა მაოცებს შუქი, ბრწყინავ კვარცხლბეკზე ძეგლად შემდგარი... ქვეყნად პოეტი გაჩნდება თუკი, _ დიდება უნდა ჰპოვოს შენგვარი! მაგ სტრიქონების სილაღეს რა სჯობს, აელვარებულს ზღაპრულ ფერებით... ხარ ჩვენი სულის ისეთი საზრდო, რასაც ვერასდროს ვერ შეველევით!..
დიდ პოეტს დიდ პოეტს ციდან მოგვივლენს ღმერთი, მისი სიცოცხლე უფალს ადარდებს, ეფერება და შვილივით ეტრფის, თავგანწირვისთვის როცა ამზადებს. ოდეს გენია კვარცხლბეკზე დგება, ქვეყნის ტკივილზე გედივით მღერის, ყველას სწადია იმისი ქება, რომ დიდ ნათელზე მოითბოს ხელი. მაგრამ მას მეხი ეცემა როცა, ქვებს ესვრის ურცხვად ბრმა და რიოში, 188
მგოსანს აცილებს წმინდანთა ლოცვა სააქაოდან საიქიოში!..
იაკობ გოგებაშვილს ფარნავაზივით მკვიდრო, გამჩაღებელო კერის, უძვირფასესი ჯილდო ღმერთმა გვარგუნა შენით. ფერი შენ მიეც იას, მამული შენით ხარობს, დედის ღიმილი ჰქვია ენას _ სიცოცხლის წყაროს. ჯაჭვის პერანგზე მეტი სიტყვა აღმართე ფარად, სჭედე ქართველის ბედი, მიეც უკვდავი ძალა. ანგელოზივით წმინდა დგახარ სამრეკლოს ზართან, ერს მოევლინე ციდან _ გეხსნა ქართველი რათა... ფარნავაზივით მკვიდრო, გამჩაღებელო კერის, ყველაზე დიდი ჯილდო ღმერთმა გვაჩუქა შენით!
189
ვაჟა-ფშაველას ხევისბერ იყავ ლაშარის, გულში გიკრავდა `დროება~, ლექს იყო შენი ლაშქარი, საზღვარი _ უსაზღვროება... გორის ციხესთან დადუღდი, აქ დადის შენი აჩრდილი... მტერს მტრობას მუდამ გადუხდის არწივი, თუნდაც დაჭრილი! ტალღა მოგდევდა არაგვის _ სატევარივით ელავდა! ჩამოუვლიდი «დანახვისს», მცხეთას უნთებდი კელაპტარს... წინაპრის სული გათბობდა, ხანძარმოვლილი ომებად, მამულს სიყვარულს აქსოვდა შენი გული და გონება. ჰანგი გშვენოდა ქართული, ჰგავდი რუსთველის ტარიელს, ფშავის ნიავის ნატრულმა ვეღარც მთის წყარო დალიე... ცა შენი შუქით ელავს და სურს სიხარულის გამხელა, მთაწმინდას სხივი შეჰმატა შენმა დიადმა სახელმა! 190
“დაისი” ზაქარია ფალიაშვილის ხსოვნას ზღაპრული ჰანგი ყველაფერს ჩრდილავს, სადღაც შორიდან ტკბილი ხმა ისმის. გადაუშლია ფოთლები ჩინარს, ისე ათრთოლებს ცეკვა `დაისის~. მე დამატყვევა მუსიკის ეშხმა, სულს ესალბუნა, როგორც წამალი. საუკუნეებს გაჰყვება ეს ხმა, რომ განაცვიფროს შთამომავალი!
ივანე ჯავახიშვილს “არც ოქროს ტახტებს, არც ოქროს ვერძებს, არც ამირანს და არც სხვა გოლიათს, მე ჩემი ხალხის ნაკვალევს ვეძებ, მე ჩემი სისხლის ვწერ ისტორიას... მის დროშას ომში ვერავინ ხრიდა, ის იყო რისხვა მტრისთვის _ პირიქით. აფრიკის წყლიდან, აზიის მხრიდან, ევროპის მთიდან მოდის ბილიკი...~ მიწიდან განძის ამომზიდველი, გზებს აერთებდა გადატეხილებს, ის მეზღვაური იყო პირველი, იყო მეზვრე და იყო მეხილე. 191
კავკასიონი მისი მკერდია, ვით საბუდარი ქართველ არწივთა! ჩვენთვის ის მუდამ ერთადერთია, როგორც დიდგორი, როგორც მთაწმინდა... ერმა ჩათვალა გვირგვინის ღირსად, რომ განუმტკიცა სამშობლოს ფუძე, სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და ჟამთადენის გრიგალებს უძლებს!..
გალაკტიონი მთელი ღამე აგონია სწვავდა, ღმერთმა მისცა მას ასეთი ბედი... არაფერი, არაფერი სწამდა სამშობლოს და პოეზიის მეტი. კაცი იყო _ წააგავდა არაგვს, ხელში ეპყრა ყვავილების ბღუჯა. ადგებოდა, გახედავდა ქალაქს და ოცნებით გაჰყვებოდა ქუჩას... იჯერებდა გულს მამულის მზერით, გაატანდა ქარს დარდსა და ვარამს... არწივივით მიაფრენდა ზევით მნემოსინეს1 ულამაზეს ალამს!
______________________________________________ 1 მნემოსინე _ ცხრა მუზის დედა.
192
გიორგი ლეონიძეს ამ წმინდა მთაზე მეც უკვე მოველ, ახლა ჩემს სხეულს ზეციდან ვუმზერ. აქ საუკუნო სამარე ვპოვე, სამშობლოს მიწას მაყრიან გულზე! იქა ვარ, სადაც მოსულა ვაჟა, სადაც ილია იშუშებს ტკივილს, სადაც აკაკი მღერის და ტირის და თვით სიკვდილი აღარსად არ ჩანს... აქ განისვენებს მრავალი ბრძენი, ვინც აამაღლა მამულის ჭერი, ვინც საქართველოს დაენთო სანთლად და მიუწვდებათ ღმერთამდე ხელი!
სიმონ და მარიკა ჩიქოვანებს სასაფლაოზე ფერფლი აყრია, ვით უსასრულო ტრფობის წამალი... გაუკვდავებას რაღა აკლია, ციდან კურთხევას მათი სამარის?.. შეხვდნენ და ვერვინ ვეღარ გაჰყარა, ვარდის კონებით რთავდნენ სარეცელს... ერთად იარეს დარდის სამკალად, თიბეს და კალო ერთად გალეწეს. სავსე სიკეთით, როგორც ბიბლია წარღვნის ტალღიდან ამოყვანილი _ 193
მათი სიცოცხლე წმინდა წიგნია და სიყვარულის ნაზი ყვავილი... ცისკრის ნათელი უმკობდათ სურვილს, ოცნებით ზეცას სწვევიან ხშირად, ქართველი ქალის ლამაზი სულით გამოითალა პოეტის ლირა... სასაფლაოზე ფერფლი აყრია, ვით უსასრულო ტრფობის წამალი, გაუკვდავებას რაღა აკლია, ლეგენდად ქცევას მათი სამარის?..
გაიმეორე! ქაქუცა ჩოლოყაშვილს ვინ შეგაფასებს, რად ღირხარ, ნაწრთობო ჭექა-ელვაში! შენ არასოდეს დაღლილხარ თავისუფლების ძებნაში... აღსდექ, გეძახის განგება, წინ გაუძეხი მეომრებს, “არწივის ბუდის”1 აღება ხელახლა გაიმეორე!
_____________________________________________ 1 - სარიყამიშის ცნობილ ბრძოლაში, ქაქუცას მეთაურობით აიღეს სტრატეგიული სიმაღლე `არწივის ბუდე~. ქაქუცა ამ ოპერაციისთვის ოქროს ხმლით დააჯილდოვეს.
194
გენიოსებს არ ინდობენ დრონი წილად ერგო მას ჯვარცმულის როლი, სიკეთისთვის გული ჰქონდა ღია. გენიოსებს არ ინდობენ დრონი, გენიოსებს სანიმუშოდ სჯიან... ყველაფერი გაიმეტა სხვისთვის, ვინ დაინდობს აღარაფრის პატრონს?! მისი სული ლაჟვარდისკენ ილტვის, სილამაზის უკვდავებას ნატრობს...
ბრბო და... პოეტი მათ გააცოფეს პოეტი ისე, დახია ერთ დღეს სუყველა ლექსი... ზედ მიაყარა სულელებს, გიჟებს და დაემგვანა თვითონაც შეშლილს. არ უჯერებდნენ, არა და არა, გაზიარებას სამშობლოს ჭირის, მას აბრალებდნენ მამულის ღალატს და უკრძალავდნენ ღიმილს და ტირილს! წყალივით სვამდა სისხლიან გუბეს, ეძებდა იმედს კიდიდან კიდით. გარდაიცვალა და ახლა უკვე მთელი ქვეყანა ამაყობს მითი...
195
კეისარივით... ოთარ ჩხეიძეს კეისარივით შენ ხარ ამაყი იწყებ მოსავლის მომკას, ადიდებულხარ, როგორც არაგვი, სამშობლოს ბედზე ბორგავ!.. მედგრად უძლებდი ფიცხელ ომებსაც, უჩვევი ბედის ალერსს... მე უკვე ვხედავ იმ ძეგლს, რომელსაც შენ დაგიდგამენ მალე!
ოზონი იწვის მურმან ლებანიძეს “ოზონი იწვის, ოზონი იწვის”, კავკასიონის მწვერვალთან ახლოს. ხვალ რა მოგველის, არავინ იცის, არავინ იცის, ზეცა რას ნაღვლობს... სამარეში ხარ და მანდაც გიმძიმს, მოდებულ ხანძარს ვერაფრით იქრობ! თან ჩაგყვა სევდა მშობელი მიწის და საფლავშიაც მამულზე ფიქრობ!..
196
ჟუჟუნა ვაშაგაშვილს ზღაპრულად გალობს ეგ შენი ყელი და ექოს აძლევს ჩვენი მთა-ველი... მიტომ მაღლდება სამშობლო ჩემი, რომ არსებობენ შენისთანები. ისე ღელავს და ისე გიზგიზებს სისხლი ქართული, ნაწრთობი ფიცით, რომ აღარ გვინდა წუთით სხვისი მზე, სხვისი რწმენა და ნატეხი მიწის. ჟუჟუნავ, ლექსის სათუთო ნერვო, ამღერებულო ენავ მამულის, სამარადისოდ შენ შემოგევლოს სამშობლოს სითბო და სიყვარული!..
მოეშვით პოეტს... გთხოვთ, გევედრებით, მოეშვით პოეტს! არაფერი გაქვთ მასთან საერთო... თქვენ ეძებთ სიკვდილს, თქვენ ეძებთ ომებს, ქვეყნის წამებით გინდათ, გაერთოთ! თქვენ თლით კუბოებს და თხრით სამარეს, ცდილობთ, ცოდვილი სული იცხონოთ, სატანა თავის სურვილს გავალებთ, რომ მესაფლავის ჭკუით იცხოვროთ! გთხოვთ, გევედრებით, მოეშვით პოეტს!.. 197
ვუნდერკინდ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს შენ ჩემი წინაპრის ნიჭი ხარ, გაქვს მისი სული და ენა, ვაი, რა უმანკო ჩიტი ხარ, რა ადრე ისწავლე ფრენა! შენ ჰანგი არ დაგთმობს, მე ვიცი, სიზმრებშიც... ნეტარებ როცა, შენ ფიქრობ, შენ დარდობ, შენ იწვი, მიჰყვები შოპენს და მოცარტს... პარნასზე ტრიუმფით მიდიხარ, ტაშს გიკრავს პარიზი... ვენა... შენ ზღაპრის უმანკო ჩიტი ხარ, რა ადრე ისწავლე ფრენა!
შენს თითებზე... პიანისტ _ ირმა გიგანს შენს თითებზე სილამაზეს გაუწირავს თავი, თითქოს ღამით ტბის სარკეზე მიირწევა ნავი... შენს თითებზე ჯვარს იწერენ სიმღერა და ლექსი, სერაფიმთა გუნდი გალობს მიძინებულ ტყეში. შენს თითებზე ქორწილი აქვთ ნიავსა და ძეწნას, შენს თითებზე თვით როდენი ანგელოზებს ძერწავს... დედოფალი ტანზე ირგებს სამეჯლისო კაბას, ვარსკვლავები უამბობენ მთვარეს ღამის ზღაპარს... 198
შენს თითებზე ზეიმობენ შოპენი და ვერდი, შენს ჰანგებში სევდიანად მღერის თეთრი გედი. ...და ლივლივებს მელოდია, ვით სიზმარი ბავშვის, შენს თითებზე გაზაფხული ფერად ყვავილს გაშლის!.. როიალთან სუნთქვა ისმის სიყვარულის ღმერთის, ჩუმი თრთოლვით სატრფოს ბაგე თავის რჩეულს ერთვის... მძინარ ტბაზე, ლერწმებს შორის, მიირწევა ნავი, შენს თითებზე სილამაზეს გაუწირავს თავი!..
ბოშები სილაღე მეტი სად უნდა ნახო, სულ დასდევთ ვნების ელეთ-მელეთი, აწყვეტილ ჟინთან არიან ახლო, მერნებით მოვლეს მთელი ხმელეთი. სიცოცხლეს სულ სხვა თვალით უმზერენ, სასახლეები მათ არ იტაცებთ. დაიფარე და, ღმერთო, უშველე, ააღორძინე ცოდვილ მიწაზე. მათ არ იციან დარდი და დაღლა, როცა ვიხსენებ, ლხენით ვივსები... თვით განსაცდელსაც ხვდებიან ლაღად ეს რაინდები სულის ღირსების!
199
ახალგაზრდობას სახით ლამაზებს, სულით ძლიერებს, მე შეგადარებთ ცისკარს, იბედნიერეთ, იბედნიერეთ, იბედნიერეთ დიდხანს! გელით სიცოცხლის ყველა სიკეთე, ლაღად გაშალეთ ფრთები, მნათობისაკენ გზა გაიკვეთეთ, სულ გამარჯვებას ხვდებით! თქვენი მიზანი კვლავ იგივეა, რაიც ყოფილა ადრე, წინაპართაგან რაც მიგიღიათ, შთამომავლობას ანდეთ... ხვალინდელი დღის ლხენით ვივსები, არ შეუშინდეთ არვის, რკინის სიმტკიცით, ოქროს ღირსებით, გწამდეთ წიგნის და კალმის! თქვენმა იმედმა სხივი მომფინა, ამიღორძინა რწმენა, ქართველის ხმალი ჭკუა ყოფილა, მოთმინება კი _ ენა. გაამთლიანეთ აზრთან გონება, ამპარტავნობა დაგმეთ, საქართველოა თქვენი ქონება, მისი დიდება _ საქმე!.. 200
გლოცავთ ლამაზებს, ჯანით ძლიერებს, ფხიზლად მისდიეთ მტრის კვალს, იბედნიერეთ, იბედნიერეთ, იბედნიერეთ დიდხანს!..
პოეტები ამთავრებს ერთი, იწყებს მეორე, ბევრს სულში უზის ლისტი, შოპენი... ეს პოეტები ჰგვანან მეომრებს, რომელთაც არ აქვთ ხელში თოფები. ხშირად არიან გრძნობით მთვრალებიც, მგოსნის ბუნება ბევრს ვერ უცნია... ყველაფერს მზერენ მათი თვალები, რადგან დახუჭვა არ შეუძლიათ!..
არწივი არწივს არ უყვარს ტყვეობა, არწივს არ უყვარს ბარი, გაუშვით, მისი დღეობა თავისუფლება არი! ვერ იძმო ქორი, ალალი და სხვა ფრინველთა ბანდა... არწივს არ უყვარს არავინ _ თავისუფლების გარდა!
201
მისი სიცოცხლე ბნელს ებრძვის, მაღალ მწვერვალებს ყვარობს, არწივს ცაში აქვს ფესვები, არწივი ცაში ხარობს!
ყურშა დაგტირი, ვერც კი დაგმარხე, სიკვდილს სად შეხვდი გულშავს? “სად გადიკარგე, სად წახველ, ყურშა! სადა ხარ, ყურშა?!” დაქროდი, როგორც გრიგალი, სწორი ბილიკის მრჩევი, შენ ძაღლი კი არ იყავი, შენ ძმა იყავი ჩემი... ვერ დაგივიწყე, ვერ იქნა, ვერც დაგივიწყებ _ მჯერა, მომნატრებია შენი ხმა, შენი სიმარჯვე ველად. მუდამ სატირლად ვირევი, თოფს როცა ვიღებ ხელში, აღარსადა ჩანს ირემი, დავკარგე დათვის გეშიც. იქნებ ჩაგყლაპა ქარაფმა, ან ვერ გადურჩი ძერებს, სიცოცხლე მიღირს არაფრად, შენი დაკარგვის მერე... დაგტირი, ვერც კი დაგმარხე, სიკვდილს სად შეხვდი გულშავს? სად გადიკარგე, სად წახველ, ყურშა! სადა ხარ, ყურშა?! 202
გუგულო გუშინ გისმინე ვენახში, სატრფოს ეძახდი, გუგულო! ყველა წავიდა, მე დავრჩი, რათა თქვენს ალერსს ვუყურო, შვილთათვის ფრთებს რომ ვერა შლი, რატომ ხარ ასე უგულო?!
აპრილი აპრილი დადგა, აპრილი! მზემ დაიბანა თავ-პირი. იებმა მოაგვირისტეს ჩვენი მდინარის ნაპირი. მერცხალი ბუდეს იშენებს, მწვავს გაზაფხულის სიმშვენე. მეც სიყვარული მეძახის, ქალებო! სად ხართ, მიშველეთ!.. ხეებმა ლექსი ამოთქვეს _ კვირტები თეთრად გაფოთქეს... გამოიხედეთ, გამოდით, სამშობლო იქცა სამოთხედ! ვსხლათ ვენახები, ბაღები, ზეცას ვურყიოთ თაღები, გავაწალკოტოთ მთა-ბარი ნაანდერძევი განგების. 203
აიღეთ ბარი, ფიწალი, მოგროვდით პაპა-ბიძანი, აახმიანეთ მინდორი, მამულის ფასი იცანით!
გაზაფხული ზაფხულის მოსვლას რაღა აკლია, კვირტები თბილმა წვენმა დანაღმა! ბალახმა მიწა ამოანგრია, ფერი უცვალა ველებს ბალახმა. მიძინებული არავინ არ ჩანს, ყვავილს ყვავილი მოსდევს შემდეგი. ბაბუაჩემი გაჰყურებს ბაღჩას და ეზმანება შრომის შედეგი...
ღიღილო გულგადაშლილო ღიღილო, დამწიფებულო ბაღო... ათასჯერ მინდა გიხილო, მრავალჯერ მინდა გნახო. უსპეტაკესო ყვავილო, შენი დანახვით ვზეობ. მიწაზე ჩამოყვანილო, სხივგადაშლილო მზეო!
204
ყაყაჩო სანთელივით ანთია ველზე ერთი ყაყაჩო, სიყვარულით ავსილი, მწვანე მინდორს სდარაჯობს... არც იცინის, არც ტირის, ხმას არ იღებს სრულიად, ამ მიწაზე, ნამდვილად, ობლად ამოსულია. ვის მოელის იმედით?! უნდა ვისთან შეხვედრა? ვინ გაბედავს, ნეტავი, მის თვალებში შეხედვას? ღმერთო, გადაარჩინე, აუსრულე წადილი, სატრფოს გვერდით მენახოს ეს ყაყაჩო ხვალ დილით!..
ბაბუაჩემი ბაბუაჩემი, ბაბუაჩემი, _ ჩემი სისხლის და ხორცის გამჩენი, ტირიფონაზე გუთნის დამჭერი, ქართული მიწის ბელტის ნაჭერი! ბაბუაჩემი _ სულის სიმაღლე, კლდეზე ასული ციხის სიმაგრე, კავკასიონის მთასავით ერთი, პატიოსნების ხატი და ღმერთი. ხან _ მოჭიდავე, ხან _ მომღერალი, სულ აღმა ქროდა მისი მერანი, შვილიშვილებზე ზრუნვით გართული, ლამაზი, როგორც სიტყვა ქართული! ქორწილში ჯიხვის ყანწის დამჭერი, მტერთან სიტყვით და საქმით განმსჯელი, 205
ბაბუაჩემი, ბაბუაჩემი, _ სისხლი, ხორცი და სამშობლოს ჭერი!
მშობლები მშობლების ამაგს გადიხდის ვერვინ, მათთან ვტყუივართ სუყველა ცამდის, გზას ცხოვრებისას პოულობს ბევრი, მაგრამ მწვერვალზე ცოტა თუ ადის... ვტყუივართ მათთან! თვალს ცრემლი მიწვავს, სამყაროს ვხედავ ათას ფერებად, მგონია, მათი სითბო აქვს მიწას, ასე ერთგულად რომ გვეფერება!..
დედა ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო!.. ნ. ბარათაშვილი ცრემლს ვერავის ვუმხელ _ დარდიანი მეტად, სიზმრად ვნახე წუხელ თმაჭაღარა დედა. რა ვიფიქრო, აბა? ღამეს თეთრად მითევს, გამისწორებს საბანს, დამიკოცნის თითებს. 206
დაიმღერებს `ნანას~, (ვერ ველევი სიზმარს), ვარდს დააფრქვევს შარას _ გასავლელი გზისას. დაუძახებს მამა, (ერთი წუთით ითმენს), ადგება და წავა, გავიღვიძებ ვიდრე. ცრემლს ვერავის ვუმხელ _ დარდიანი მეტად, სიზმრად ვნახე წუხელ გარდაცვლილი დედა...
ირმას ჩემს ქალიშვილს ნაყოფო ტრფობის, სიცოცხლის ჟინის, შენა ხარ ჩემი ნანატრი შვილი! როდესაც სული უცრემლოდ ტირის _ შენით ვიამებ დარდსა და ტკივილს. ამქვეყნად შენი მოვლენით ვხარობ, ჩემი იმედის, უშრეტო წყაროვ! სულმა შეგიტკბო, გულთან შეერთდი... შენით მიხარის ცა და ხმელეთი!..
207
არ დაემონო! ტანჯული გული ცრემლით ამივსე, სულ ნატრული ხარ ძმისა, შენ უცხო ტომთა იყავ სამიზნე, გესროდნენ შუბს და ისარს. დაუხვდი ბერძენს, გაუძელ არაბს, სძლიე მონღოლიც, თურქიც, აატირებდნენ ენგურს და არაგვს, დაგიმონებდნენ თუკი!... ბევრჯერ გიმუხთლა სპარსმა და ლეკმა, გაგძარცვეს სისხლით, სულით, თვალში გასჩრიხარ სუყველას ეკლად, მტერი ავსილა შურით... დგახარ და ხედავ, _ ორპირმა რუსმა როგორ გაგწირა ახლად, არ დაემონო მოვარდნილ დუშმანს, გაშალე შენი აფრა!
დრო იყო... დრო იყო ჩემს ჯიშს სხვისი არ სჯობდა, იმ გენებს სისხლში ვერვინ წამიშლის... პირისპირ ვდგავარ დიდგორის ომთან, შამქორის ომთან, ომთან კრწანისის! სამას სამოცდახუთ მოყმეს ვეძებ, რომ შევაგზავნო მტერთან სანგარში 208
და, თუ მათ პოვნას როგორმე შევძლებ, ძველებურ ალამს, ვიცი, კვლავ გავშლი... გაბრუნდებიან ლეგიონები ამხედრებული ჩვენს წასალეკად, დასრულდებიან შლეგი ომები და სვეტიცხოვლის ზარი დარეკავს...
საკუთარ თავს... ლექსთან ჭიდილში ბევრჯერ გითქვამს სიტყვა მეფური, დროის დინება არ გაგწირავს, უეჭველია... მარჯვნივ თუ მარცხნივ გყავს იუდა ჩასაფრებული, დღეს შენი ლექსი ბევრის ხმალზე უფრო მჭრელია! იყავი ფრთხილად, ფარისევლებს თავი ანებე, ბეწვის ხიდზე ხარ გასავლელი, შენ წინ ხევია... ქვებიც უჭირავთ ჩასაქოლად ამ შენს `მყვარებელთ~ და მაგ ტახტიდან ჩამოგდებას ხარბად ელიან!..
სიცოცხლის ზეიმს მოველი კიდევ... და, აჰა, იგი, მოვიდა ისიც, მეც წამიყვანა თავისთან ღმერთმა, ამ სამყაროდან გაქრობის შიში ზედ მივაფარე თვალებზე ეშმაკს. და, აჰა, იგი, არავინ მითხრას: წყალმა წაიღო სიცოცხლე შენი! მე თვით დაგისვამთ ყველას ერთ კითხვას _ `სამშობლოს ჩვენსას თქვენ რითი შველით~?! 209
მე ვიცი, ახლა ვიღაცა მბაძავს, სიცოცხლის ზეიმს მოველი კიდევ... ეშმაკისაგან მოკვეთილ მაჯას, სვეტიცხოველის კედელზე ვკიდებ!
ჩემს გულს მისი სიცოცხლე ფერფლად დავწვი და მამულს ვუძღვენი, რაც კი ებადა... მზის ენერგიას ჩემს სულს აწვდიდა, სხეულს კი მიწის მადლით კვებავდა. ის საათივით რეკავდა მუდამ, დაუოკებელ აზრადქცეული, და უკვდავების სიმღერა სურდა, ეთქვა თავისი წმინდა სხეულით... ღვთისგან მოვლენილს მოუღლელ გზირად, წინ კიდევ ბევრი უხმობს ბილიკი, მისი მადლია ეს ჩემი ლირა _ თქვენ რომ გიმღერათ ასე ტკბილი ხმით...
სანთელო ჩემო... სანთელო ჩემო, მარადჟამს ენთე! არ შეუშინდე გრიგალის დარტყმას, ჯვარცმულ სამშობლოს ვავედრებ ღმერთებს, მადლი მოჰფინოს ღვთისმშობლის ხატმა. ჩემთვის უცხოა მონის უღელი, ვერ დამადუმებს მზაკვართა ჯილდო, 210
თავისუფლებას რადგან ვუმღერი, მზად ვარ, იმისი სასჯელიც ვზიდო!..
ჩემს შთამომავალს შეაძლებინე!.. ვერ გაგაოცებთ ჩემი ტომებით, თუმც გულში მუზის ცეცხლი გუგუნებს. ვდგავარ მწვერვალზე განმარტოებით, ჩემი სამშობლოს ველებს ვუყურებ... დალოცვილი ვარ ღმერთისგან მართლაც და მნათობივით ზენიტზე ვიწევ. ბედნიერების დღეების ათვლას ამ კურთხეული მიწიდან ვიწყებ. მე წინაპართა ნაკვალევს ვეძებ, მათ ადათს ვერვინ შემაცვლევინებს, მაღალო ღმერთო, რაც მე ვერ შევძელ _ ჩემს შთამომავალს შეაძლებინე! თარგმანები
211
თ ა რ გ მ ა ნე ბ ი პიერ ჟან ბერანჟე (1780-1857) მეფე რომ ვიყო მეფე რომ ვიყო, სიმღერის მეფე, მეუფე ლექსის, ამაყი მუზის, ჩავიბარებდი სამყაროს სვე-ბედს, ვიჯადოქრებდი კალმით ან ფუნჯით... ჩემს შთაგონებას და ლექსის მოტივს შემოვავლებდი რწმენის ბალავარს, მადლით განვბანდი სუყველა ცოდვილს, მაგრამ... რა ვუყო, მეფე არა ვარ!..
ვასილი ჟუკოვსკი (1783-1852) ფეიქარი დღე გამარჯვების, ბედთან თამაში, ფიცრული ქოხი ძველებურ რიხით... სევდა ჩავახშე მწარე არაყში ჩემს დაქალებთან, მოხატულ ჭიქით. ხეთა შრიალში ამონავლები, სული მშფოთვარე ფიქრით ივსება. ახლა რომ მყავდნენ შთამომავლები _ დამამშვენებდა მეტი ღირსება! 212
ოცნების ჟინით აღარ ვირევი, დამვიწყებია ვინ ვარ და რა ვარ... მთავრობის ბოლო დადგენილებითY მეც პენსიაზე სულ მალე გავალ. წყეულმა ბედმა ჩამიგდო ხელში, ბასრი მახვილი ჩემზე აღმართა! ...შევხვდით მაისში, ორმოცდაერთში, ივნისმა ქმარი ომში წამართვა... ველოდი... გული ბოღმით ივსება, ვაგლახ, სურვილი ბევრჯერ დავმალე... ვიცავდი რუსი ქალის ღირსებას და არ ვნატრობდი ქვეყნად სხვა რამეს. წარსული იქცა ჩემს მოგონებად, დილა-საღამოს, ახლა, ბატონო, გარმონი კვნესის... სხვა გოგონებმა, დაე, საკუთარ თავს უპატრონონ...
მოგონება ვისთანაც მთელი ცხოვრება განვლეთ, ვის კეთილ ხსოვნას ვეღარ ელევით, მათ შესანდობარს ნურასდროს დალევთ, მოიხსენიეთ მადლიერებით...
213
ევგენი ბარატინსკი (1800-1844)
მუზა არა ვყოყოჩობ მე ჩემი მუზით, მას ლამაზმანად შერაცხავს არვინ... არ ახვევია თაფლივით ბუზი, არ უყურებენ შიშით და კრძალვით. არ გიჟდებიან სამოსით მისით, თვალთა კვესებით და საუბარით, მისი დიდება არსაით ისმის, თუმცაღა მაინც სწყალობს უფალი... უბრალოება ერგუნა სრული, მჭევრმეტყველების სურნელი დაჰკრავს, მარადისობით უდგია სული, ცდილობს, სამყაროს შემორჩეს ზღაპრად...
აპოლონ მაიკოვი (1821-1897) რომანსი ჩემი მზერაა, შენს თვალს რომ ეძებს, ჩემს გულში ჰპოვა შენმა ხმამ ბინა... გადარეული ვიყავი შენზე და ტრფობის სიტკბოც ვირგუნეთ წილად!
214
როს განშორების საათმა დაჰკრა, ვეფიცებოდით ერთმანეთს, თუმცა, რაც გვაერთებდა _ უკვალოდ გაქრა, ვართ აჩრდილები დაფერფლილ სულთა... ძველი ტკივილი აღარცერთს გვტკივა, თითქოს დაგვცინის ზეცის ტატნობი... ვეჩურჩულებით ერთმანეთს ცივად: „გახსოვს, ერთმანეთს როგორ ვნატრობდით?!“
პოეტის უფლება თავისუფლება გერგო, მგოსანო, ფრთებია შენი დაულეწავი. ყველა საზღვარი ძალგიძს, მოშალო _ ცისკენ წახვიდე, როგორც ლერწამი... შენივე აზრის ხარ მეკანონე, არ ემონები არცერთ დროებას, ფიქრთა ქარავანს როგორ გამოლევ, როცა მოგიხმობს უსაზღვროება... ჩვენს სამყაროში ყოვლად უმძლავრესს _ ზღვაში ჩაეშვას _ მზეს შენ უბრძანებ!.. ფიქრი ბედნიერია მორჩილი კაცი, მუდამ მოელის ამისთვის ჯილდო... ვერას დააკლებს ზამთარი მკაცრი, მზეც შეეწევა მის მოვლილ მინდორს. 215
ხე იშრიალებს წვერგანაზებით, ტბას შეამკობენ თეთრი გედები. დაიხუნძლება ყურძნით ვაზები, სახლთან ექნება ბაღი-ედემი. ...მე სხვა ფიქრი მწვავს, სულს რომ მიღონებს: ვიდრე მამულში მტერი ბინადრობს, გულის წუხილი ვერ დამიმონებს, მისი დამხობა უნდა ვინატრო!..
თუ სული შენი... თუ სული შენი დარდმა შენისლა, საყდარში შედი, წუხილს მოეშვი... სიავე ჟამთა ვიდრე შეგრისხავს _ სჯობს, გაერიო ხალხის მორევში. იქ მონა ღვთისა იქცევი ღმერთად, წუთისოფელთან შეწყდება დავა, შენი ტკივილი ზღვა ფიქრთან ერთად უვალი გზებით უკვალოდ წავა... ის ის ჭაობიდან ამოათრია, თავის ღირსებაც გაწირა მისთვის... პატივჰყო, როგორც უფლის ნათლია, ...ის ხარხარებდა _ არაფრის ღირსი! ბედნიერება ერგო ხანმოკლე, ღრეობა მისი როს გადაფასდა _ 216
მოვიდნენ, ეცნენ, უცებ გათოკეს, ...ის ხარხარებდა ფანჯრის რაფასთან. ციხიდან მაინც წერილებს სწერდა, ბედის განაჩენს კი არ დანებდა! თუმცა სატრფოზე სძალავდა სევდა _ ის თავს აქნევდა და ხარხარებდა... განთიადისას მოჰკვეთეს თავი და განწირული სამარის კართან, (არ დამდგარიყო დაისის ჟამი), ...ის ხარხარებდა და ღვინოს სვამდა!..
გაზაფხული ცისფერი ტალღა სხივებზე ბრწყინავს, გაზაფხულშია სიცოცხლის ძალა. ლამაზი გოგო მდინარის პირას ყვავილებს წნავს და აძოვებს ფარას. ირგვლივ ყოველი მწვანედ ანთია, ო, გაზაფხულო, გულს ახალისებ! ქალწულო, ასე დილაადრიან კალთა ვარდებითYვისთვის აივსე?!. ხმაური ისმის, მერანი მიქრის, გადაუფრინა ჩანჩქერის ჭავლებს... შეცბუნდა ქალი, გაბრუვდა ფიქრით, რად მიეფარა ჭაბუკი ჭალებს?! დაღონებული სატრფოზე დარდობს და სანთლად დნება ცრემლები მისი, 217
სადღაც ბულბული სიმღერით გვანდობს _ ვის უძგერს გული, ტრფიალის ღირსი!..
კოსტა ხეთაგუროვი (1859-1906) ანდერძი ო, მაპატიეთ ქვითინი მწარე, ჩემს სიმღერაში გამორეული. სამშობლო მიხმობს, საითაც წაველ, ტანჯვამ დაღალა უკვე სხეული... მაგრამ, თუ შევძელ გადახდა ვალის და ავაჟღერე ლხენით დაირა, ჩემს ფერხთით მორცხვად ჩადგება ქარი და ავმღერდები სულ სხვანაირად!..
იანკა კუპალა (1882-1942) გენაცვალე! მწვერვალებს ფარავს ქათქათა თოვლი, ყინულის სვეტი კლდეებზე ბზინავს, ველად ლივლივებს ვარდების ტბორი, შენც ხარ უმწიკვლო ვარდების წვიმა!... მე მაოცებდა წყალტუბოს წყლები და მოგონებამ წამართვა ძილი, წამი კი არა, ეს იყო წლები, შენზე ფიქრით და დარდით ავსილი... 218
შენი ღიმილით გამახალისე, სიზმარშიც შენთან ვიყავ, მაცდურო... როგორ დამფერფლე, იქნებ არ იცი შენ, საქართველოს ტურფა ასულო! ვერ მოვისვენებ ალბათ უშენოდ, გულის ცისკარი დაიბინდება... ამ ლამაზ ნაღველს როგორ ვუშველო, ჩემო დარდო და სულის დიდებავ! მომენატრება სამოთხის მხარე, ფერადოვნება ნაზი ველების, შორეულ მნათობს მივაპყრობ თვალებს, შენ კვლავ ოცნებით შემოგევლები... ელიკო! ქვეყნად ღმერთი თუ იყოს _ შენ ხარ ვარსკვლავი და ჩემი ბედი... გახსოვს? მიმღერე თქვენი «სულიკო“, განშორებისას... ქართული სევდით!..
ალიონა რუცკაია *** დასრულდა უკვე... სევდა გაივლის, თურმე მივდივართ სხვადასხვა გზებით. ბედნიერება არის ყვავილი, რომელიც ჭკნება დაჭრილი ფრთებით... შენი ოცნების სიმღერა არ ვარ, ჩვეულებრივად გისრულებ სურვილს... 219
დამტოვე და მე ჩემი გზით წავალ, არ გამთელდება ნატკენი გული!..
*** შენზე არასდროს მიოცნებია, არც ძილში და არც ღია თვალებით, მაგრამ გაზაფხულს თავის წლები აქვს _ მეც ამითრთოლა გულის ლარები... თითქოს მეძახის მთელი სამყარო, მსურს, ლაჟვარდოვან ზეცით ვხარობდე! მინდა, რომ შენმა ძებნამ დამღალოს და შენს უმანკო სულს ვუგალობდე... ო, გაზაფხულო, მომხვიე ხელი, მსურს, სიყვარულის სიმღერა განდო, გულში ჩამძახე: `ამური გელის~, მაგრამ არ მითხრა _ სად, ანდა რა დროს!..
ალგიმანტას ნიკუტა *** ვიდრე ამ ზეცის თავანი მხურავს, ნუმც განმეშოროს სიბრძნის სიმძიმე. ვიდრე ამ ცისფერ ტალღებში ვცურავ, ჩემს წინ ოცნების ველი ციმციმებს, 220
ვიდრე ცას ვხმარობ საკუთარ ქუდად, სულში გაშლილან ატმის ტოტები, ვიდრე შენ გხედავ სიზმარში მუდამ, ვიდრე შენს ღიმილს არ დავშორდები, ვიდრე ტრფიალით ეს გული მეწვის, ვიდრე სიცოცხლის ჟინი შემფერის, ვერ მომერევა ვერცერთი მხეცი და ვერ დამგესლავს უხსენებელი!
*** საით მივყავართ ბედის განაჩენს, რა სიმაღლეზე ვხვდებით ნეტავი?! დაიღუპოს თუ ცოცხლად გადარჩეს ნავი, ღელვაში გაუხედნავი... ვინ დაგვიფარავს ნეტავ ამაღამ შუქმოციმციმე ამ ანძის ზემოთ, ნეტავ რა გველის ამ გზის გადაღმა, რა დღეს გვიმზადებ, ვარსკვლავო ჩემო? ...იქნებ დაგვინდოს ტალღამ მისხალზე, არ მიატოვონ საჭე ფიქრებმა, ეს გაირკვევა დილით სისხამზე _ როდესაც უკვე გვიან იქნება!..
221
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მწერალთა სახლი
შიდა ქართლის მწერლობა http://mweraltasaxli.blogspot.com/
2016 წ.
222