ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
რედაქტორი ქეთევან გოგიაშვილი
2
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ქ
ალაქის მერი სიტყვას ამთავრებდა. სამოცი წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვისაც
მთელი თავისი შეგნებული არსებობა საკუთარი ხალხის და ქალაქის კეთილდღეობისთვის მიეძღვნა. დღეს, როცა საიუბილეო თარიღი უსრულდებოდა, ხოლო საარჩევნო კამპანია ძალას იკრებდა, ცაში ნაირფერი მაშხალები ტკაცუნით სკდებოდა და ეს ჯადოსნური სანახაობა ყველას ამცნობდა მისი თავდაუზოგავი შრომისა და ჯეროვნად დაფასებული ღვაწლის შესახებ. -
ის ოლიგარქიული და მაფიოზური ფარდა, მიმართავდა მერიის მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას, - რომელიც პომპეზური წვეულებების, თვალის ასახვევი ტელესიუჟეტებისა და სარეკლამოსაქველმოქმედო ღონისძიებების მიღმა ეშვება, ისევე ვერ ფარავს სიმართლეს, როგორც უპოვართა სასადილოში ტყუილა სუპის ზედაპირზე გამდნარი ცხიმი - ულუფის სიმწირეს. იმ ქალაქის წინაშე, რომელმაც ღირსეულ პიროვნებად მაღიარა და ნება მომცა, მხრებით მეზიდა მერის მოვალეობის უმძიმესი
3
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ტვირთი, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ჩვენთან არის ჩვენი მმართველი ძალა, ჩვენთან არს ღმერთი! მოგიწოდებთ ყველას, ვინც დღეს აქ შეიკრიბეთ და იმათაც, ვინც სახლში დარჩნენ, ნუ იქნებით დანაშაულის შემოქმედნი - ისინი, ვინც უკუქმედების დაუნდობელი კანონის გამო, ახლა ან უახლოეს მომავალში, ანგარიშვალდებულნი და დასჯილნი იქნებით. უარი ვთქვათ იმ არამ ლუკმაზე, რომელსაც ზოგიერთები, როგორც სვავის ბახალები ლეშს, ისე მიირთმევენ, შეგნებულად თუ შეუგნებლად. ამ დროს კი ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი შვილები მათ გამო ნარკომანიისა და პროსტიტუციის მსხვერპლად ქცეულან. უარი ვთქვათ კორუფციაზე, ძალადობაზე, დანაშაულებრივი სამყაროდან მიღებულ იმ ჯილდოზე, ჩვენი მომავალი თაობების სისხლის ფასად რომ გვიჯდება, იმ პირობით საფლავებზე, ქალაქის მერია უკანასკნელ საჩუქრად რომ მიაგებს თავის გზასაცდენილ, დაკარგულ შვილებს. კმარა მსხვერპლი! ჩვენ ვირჩევთ კეთილდღეობას! გფარავდეთ ღმერთი!
4
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
მერი ტრიბუნიდან ჩამოვიდა. გზადაგზა საიუბილეოდ გამოცემულ წიგნზე, რომლისთვისაც „ჩემი ცხოვრების გზა“ დაერქმია, მსურველებისთვის ავტოგრაფებს არიგებდა. ფეიერვერკი გარემოს აცისკროვნებდა, პეტარდების ხმას ხალხის ოვაცია ერთვოდა. -
როგორი იყო? - შეეკითხა საკუთარი მჭევრმეტყველებით აშკარად ნასიამოვნები ქალაქის თავი თანაშემწეს, ამ უკანასკნელმა ტაშის კვრა რომ მოათავა.
-
დიდებული, როგორც ყოველთვის, ბატონო ჰარლას, მაგრამ ვალდებული ვართ, ერთი უსიამოვნო ამბავი გაცნობოთ: ახალგაზრდა, ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციიდან, კვლავ ჯიუტად ითხოვს თქვენთან შეხვედრას.
-
მისი ვინაობა თუ დაადგინეთ?
-
თითქმის. ერთი ჩვეულებრივი ფსიქოპათია, ფსიქოანალიტიკოსთან მკურნალობის ხანგრძლივი ისტორიით, თუმცა ხსენებულ ორგანიზაციაში აღმასრულებელი დირექტორის
5
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
მოვალეობას მეტისმეტი გულმოდგინებით უძღვება. აგერ, მოდის კიდეც. -
რა ჰქვია მაგ ლაწირაკს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს... რაღა იუბილეზე გამომეცხადა...
მერმა სახეზე სამსახურებრივი ღიმილი მოირგო და ტრიბუნისკენ წამოსულ ახალგაზრდას ხელი გულთბილად გაუწოდა. -
რატომ გეჯავრებათ ცხოველთა დამცველებს ადამიანები? - დაასწრო და პირველი კითხვა თვითონვე დაუსვა. როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს შეეფერება, მისი ხმის ტონი ოდნავადაც არ ამჟღავნებდა მისსავე განწყობას.
ახალგაზრდას ხუმრობისა და გამოწვდილი ხელისთვის ყურადღება არ მიუქცევია, სახეზე შეუპოვრობა აღბეჭდოდა. -
მოვითხოვ, დაუყოვნებლივ, სახალხოდ აღიაროთ ის დანაშაული, რომელიც ზუსტად ოცდათხუთმეტი წლის წინ, 24 აგვისტოს, ღამის ორ საათზე ჩაიდინეთ. მაშინ ქალაქის მერიის ახალგაზრდა ჩინოვნიკი იყავით. სხვა თქვენნაირებთან ერთად აშკარად გადააჭარბეთ თქვენს სამსახურებრივ მოვალეობას და ქალაქის
6
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
მაწანწალა ძაღლები დაუყოვნებლივ ამოხოცეთ. გახსოვთ, სპორტული აზარტით შეპყრობილი, თქვენ პისტოლეტიდან ისროდით, დანარჩენი ორი - შაშხანიდან. -
რა სიმდაბლეა! - აღშფოთდა ჰარლასი. - საიდან შეთითხნე ეს სულელური ცილისწამება, შე ლაწირაკო! საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას რომ არ ეწეოდე, ახლავე პასუხს გაგებინებდი.
-
პასუხი მე უნდა გაგებინოთ ცხოველთა წინააღმდეგ ჩადენილი არაადამიანური სისასტიკისათვის. სარჩელი უკვე შევიტანე სასამართლოში, ხვალ მისი განხილვის ვადა იწურება.
-
მომისმინე, ყმაწვილო, - ნერვების დაოკება სცადა მერმა, - შენს ასაკში, მიუხედავად ინტერვენტებთან უთანასწორო ომის დროს მიღებული მძიმე ჭრილობისა, ვაგონშემკეთებელ ქარხანაში უბრალო მუშად ვმუშაობდი. შემდეგ ქარხნის პროფკავშირების ლიდერი გავხდი, მერიის რიგითი ჩინოვნიკობიდან მერის სავარძლამდე უაღრესად რთული გზა განვვლე.
7
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ამ ადგილს ყოველთვის ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით ვიკავებდი. ადამიანისთვის გაწეულ სიკეთეს რომ თავი დავანებოთ, ორმოცდაათი უპატრონო ძაღლისთვის მთელი პანსიონი დავაარსებინე. დღეს ჩემი დაბადების დღეა. სამოცი წლის გავხდი. ეს ის დროა, როცა უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ ღმერთთან კავშირზე და ის პატარა შეცოდებანი, რომელიც უნებლიეთ ჩაგვიდენია, მისხალ-მისხალ ავწონოთ და ჩვენი ქალაქის სამსახურში გამოვასწოროთ. დრო ცოტა მაქვს, წინ უამრავი საქმე მელოდება, ასე რომ, ვალდებული ვარ შენთან ეს უაზრო საუბარი შევწყვიტო და მოვალეობის შესრულებას მივუბრუნდე. ჩემს სინდისს არაფერი ამძიმებს და არც შენთან მაქვს რაიმე გასარკვევი. მშვიდობით ბრძანდებოდე. ჰარლასმა თანამოსაუბრეს ზურგი აქცია და თანმხლები პირებით გარშემორტყმული ავტომანქანისკენ გაემართა. -
სასამართლოში შევხვდებით, - სიტყვა დაადევნა ახალგაზრდამ.
8
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
ყურადღებას ნუ მიაქცევთ, პროვოკატორია, უთხრა მანქანაში ჩაჯდომისას მერს თანაშემწემ, რომელიც აშკარად გაეღიზიანებინა მის მიერ ორგანიზებული საღამო ჩაშლის მცდელობას.
ისინი მანქანაში ჩასხდნენ და ფრთხილად გაიკვალეს გზა ხალხის ნაკადში. მოზეიმე მოქალაქენი ხელს უქნევდნენ და ყიჟინით მიაცილებდნენ ესკორტს, რომელმაც გეზი ჩინური რესტორნისკენ აიღო. იქ უკვე ელოდათ მერის ახალგაზრდა მეუღლე, რამდენიმე, საგანგებოდ გამოპრანჭული მეგობრის გარემოცვაში. სუფრა ეშხში სწრაფად შევიდა. მბრუნავ მაგიდაზე გაწყობილი ნაირგვარი საჭმელების ასორტმა ტრიალს უმატა. ბახუსთან გაშინაურებული სტუმრები ერთმანეთს ეცილებოდნენ, ყველაფერი გაესინჯათ და მირთმეული კერძების შემადგენლობა აეხსნათ, რაც, უნდა ითქვას, არც ისე ადვილი ამოცანა გახლდათ. მოულოდნელად მათი განცალკევებული ოთახის კარი ორმა ჩინელმა შემოაღო, თან ქსოვილგადაფარებული რაღაც ნახატი შემოიტანეს. ჩარჩო საკმაოდ მოზრდილი იყო და კაფანდარა ჩინელები ძლივს მოათრევდნენ. გაირკვა, რომ ეს სოლიდური საჩუქარი იუბილარისთვის გამოეგზავნათ. მერი ფრიად კმაყოფილი სახით წამოდგა და სტუმრების თხოვნით ფარდა ჩამოწია.
9
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ტილოზე მითიური აქტეონი იყო გამოსახული, განრისხებულმა არტემიდემ ირმად რომ აქცია და საკუთარ ძაღლებსვე დააგლეჯინა. მხატვარს ის სცენა გამოესახა, სადაც, ირმის რქებამოზრდილი, შეძრწუნებული აქტეონი ძაღლებს იგერიებს. მერიის თანამშრომლები გაისუსნენ. მათ უკვე ყველაფერი იცოდნენ იმ კონფლიქტის შესახებ, ქალაქის მერსა და ცხოველთა უფლებების დამცველ ფანატიკოსს შორის რომ აღმოცენდა. მხოლოდ ქალები არ იყვნენ საქმის კურსში. -
რა მშვენიერი რქებია! - ტაში შემოჰკრა მერის უკვე საკმაოდ ნასვამმა მეუღლემ.
-
შთამბეჭდავია, შესანიშნავია, - სიცილით აჰყვნენ დანარჩენები.
ჰარლასს დანა კბილს არ უხსნიდა. ნაჩქარევად გახსნა ბარათი, საჩუქართან ერთად რომ მიართვეს და უხმოდ ჩაიკითხა ტექსტი, რომელიც დაუფარავ მუქარას შეიცავდა; „ჩინურ რესტორნებს ალბათ ძაღლის ხორცის სიყვარულით ეტანები. ფრთხილად იყავი, მალე თვითონ გახდები მათი ლუკმა“.
10
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ისევ მერის თანაშემწემ იმარჯვა - სურათი გაატანინა და ბრძანება გასცა, სად უნდა გადაეგზავნათ „საჩუქარი“. -
მომისმინე, ლერსინ, - დაიმარტოხელა ის ჰარლასმა, - ეგ ნაბიჭვარი სულ თავს გავიდა. იქნებ დროა, რამე ვიღონოთ მის გასაჩუმებლად? რაღა თქმა უნდა, არჩევნებამდე.
-
ვცადე. ორგანიზაციისთვის სოლიდური ფინანსური მხარდაჭერა აღვუთქვი, მაგრამ ვერაფერი შევასმინე. მკვლელი უნდა დაისაჯოსო, გაიძახის.
-
ოჰ, მაგის დედა... - სცადა მერმა, გული გინებით მოეფხანა.
-
ბატონო ჰარლას, გთხოვთ, მაგ აბსურდული ცილისწამების გულისთვის ნერვებს ნუ მოიშლით, რაც არ უნდა იყოს, დღეს თქვენი დღეა.
-
მიჩივის, გესმის? სასამართლო, ცხოველთა უფლებების დამცველები, საზოგადოებრივი აზრი... არჩევნები კარზეა მომდგარი, მე კი უნდა დავდგე და ყველას წინაშე თავი ვიმართლო. ჰო,
11
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
მართლა, იქნებ სადმე ერთი ქეციანი ძაღლი მინახო და ხვალვე სახლში მომიყვანო, ვინმემ რომ არ წამომაძახოს, ცხოველებს ვერ იტანსო. -
ენა ვის მოუბრუნდება? მთელი პანსიონი გააკეთეთ უპატრონო ძაღლებისთვის.
-
შენც იცი, რომ მაგათი სიყვარულით არ გვიქნია ქალაქს აწუხებდნენ. ოცდათხუთმეტი წლის წინ ვინ მიაქცევდა მაგას ყურადღებას - უფრო მძიმე, და არა მარტო სოციალური, პრობლემები გვაწუხებდა. ძაღლებს კი არა, ღირსეულ ადამიანებს, როგორც პარაზიტებს, ქუჩაში ხოცავდნენ. ეს ახლა ლაყბობენ პირზე დუჟმორეულები ცხოველთა და მცენარეთა დაცვაზე, უმცირესობათა უფლებებზე, გულუბრყვილო ადამიანებს თვალზე ცრემლს ადენენ და მათსავე ფულებს უსირცხვილოდ იჯიბავენ. ნეტავ, ერთი მაგათ ბიუჯეტში ჩაგახედა - თუ იუმორის გრძნობას არ უჩივი, კარგად გაერთობი. მაშინ კი სხვა დრო გვიდგა... ქალაქის ბიუჯეტი მათხოვრის ჯიბესავით ცარიელი იყო. ხელსაც ვერაფრით მოითბობდი. მაწანწალა ძაღლების პრობლემებისთვის ვის
12
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ეცალა, თუმცა მათი დახოცვა ჩემი იდეა არ ყოფილა... -
როგორ, ესე იგი, ეს ყველაფერი სიმართლეა? ღმერთო, თუმცა საკვირველია... მაგან საიდანღა იცის?
-
ეგ მაფიქრებს. ეშმაკმა დაწყევლოს, იმ ღამეს მართლა ბევრი ძაღლი დავხოცეთ. დავიწყებული მქონდა, მაგრამ რაც ეგ შეშლილი გამოჩნდა, ნათლად აღვიდგინე. სწორედაც 24 აგვისტო იყო, წმინდა ბართლომეს ღამე. იდეაც აქედან გაჩნდა. კარგად ვიხალისეთ. მე ჰერცოგი გიზი ვიყავი. განვიზრახეთ, ქალაქი მაწანწალა ძაღლებისგან გვეხსნა. ღამის ორ საათზე გავედით საქმეზე. წინასწარ გვქონდა შეგულებული ადგილები, სადაც ძაღლებს თავს უნდა დავსხმოდით. დილით ქუჩები სისხლით იყო დათხვრილი, პრობლემაც კარგა ხნით მოგვარდა, ვერც ვერავინ გაიგო, ვინ ჩაიდინა.
-
ეს ფსიქოპათი მაშინ დაბადებულიც კი არ იქნებოდა, ამბავი კი დეტალებში იცის, გამოდის, რომელიმე მონაწილისგან აქვს ინფორმაცია მიღებული. იქნებ ამაშიც ფული გადაუხადეს და,
13
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
არჩევნების წინ ამ საქმის წამოწევით, პოლიტიკური ოპონენტები ჩვენს დისკრედიტაციას გეგმავენ. -
გამორიცხულია. მას მერე უამრავი დრო გავიდა. ორივენი ჩემზე უფროსები იყვნენ, ასაკითაც და თანამდებობითაც. ამჯერად, ცოცხლები აღარც არიან. ლებენდს საკუთარმა ძაღლმა გაკრა კბილი, გვიან გაიგეს - ცოფიანი ყოფილა და ვეღარაფერი უშველეს. მაშინ ცოფი ფართოდ იყო გავრცელებული. გიჟები არ ვიყავით, ძაღლებს რომ ვხოცავდით. მეორე, ნორბეტი, სიბერეში გალოთდა. ვინმესთვის რამე რომც მოეყოლა, მის სიტყვას ყურს არავინ ათხოვებდა გასულ ზამთარს ქუჩაში ნახეს გაყინული.
-
იქნებ კერძო დეტექტივი მოგვეძებნა, რაღაც არ მომწონს ეს ამბავი.
-
ახლა მაგათი თავი არ მაქვს. დაიწყებენ: დედუქციური მეთოდი, აქსიომების სისტემა ქვეყანას მოედებიან. ბავშვობაში ყველას გვიოცნებია დეტექტივობაზე, მაგ საქმეს შენ მიხედე, არა მგონია, მათზე ცუდად გაართვა თავი. აყვანით კი, კარგი ადვოკატი ავიყვანოთ,
14
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ის გვირჩევნია. გვინდა თუ არა, მაინც მოგვიწევს სასამართლოზე გამოცხადება. -
მაგ ტიპის ფსიქოანალიტიკოსს მინდა შევხვდე, დილისათვის დავგეგმე, უკვე ჩავეწერე მიღებაზე.
-
მიყვარს ჭკვიანი და ერთგული ადამიანები. თუმცა ამქვეყნად მხოლოდ პატრონ-ყმური ერთგულებისა მწამს, როცა ადამიანი თანდათან ჰკარგავს თავის მე-ს და იმისი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას, ვისი ხელიდანაც საზრდოობს... ისიც მანამდე, სანამ ხელზე კბენას არ დაუპირებს. შენგან ამ საფრთხეს რატომღაც ჯერ ვერ ვგრძნობ. იქიდან პირდაპირ მერიაში გამოცხადდი, ტელევიზია გააფრთხილე და მაწანწალა ძაღლების პანსიონი მოვინახულოთ. სანამ სასამართლოს ამბავი გახმაურდება, მინდა, ეს სიუჟეტი ამომრჩეველმა ნახოს, დარწმუნდეს, რომ ოთხფეხა მეგობრებს ზრუნვას არ ვაკლებთ. ცხვირსახოცი, ეტყობა, სადმე დამივარდა. სთხოვე რესტორნის პერსონალს, რამე მომიტანონ.
***
15
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
ბატონო ლერსინ, - გამოიძახეს მისაღებში, - ექიმი მორქუარდტი გელოდებათ.
ლერსინმა კაბინეტის კარი შეაღო. რატომღაც ექიმი კაცად წარმოედგინა. -
თუ არ ვცდები, ჩვენთან პირველად იმყოფებით, უთხრა შუახნის ქალმა, რომელსაც მოზრდილი ცხვირი, აწკეპილი წარბები და ბუდეებიდან სანახევროდ გადმოცვენილი თვალები ჰქონდა. ქერად შეღებილი მოკლე თმა უწესრიგოდ ასწეწოდა.
-
დიახ, თვალი აარიდა მის გამჭოლ მზერას ლერსინმა, - თქვენთან ვიზიტი ერთმა დელიკატურმა საქმე მაიძულა. მერიის თანამშრომელი გახლავართ. საქმე ეხება ადამიანს, რომელიც, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, თქვენთან მკურნალობს.
-
დაბრძანდით, - ოფიციალური ტონით შესთავაზა ქალმა და სკამზე მიუთითა. - არ ვიცი, ვის გულისხმობთ, მაგრამ მინდა, წინდაწინ გაგაფრთხილოთ, ინფორმაცია ჩვენი პაციენტების შესახებ მკაცრად კონფინდეციალურია.
16
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
ასეც ვიცოდი, მაგრამ მე მხოლოდ კონსულტაცია მჭირდება. ცხოველთა უფლებების დამცველი ერთი ყმაწვილკაცი მეტისმეტად უცნაურად იქცევა. მოგეხსენებათ, ქალაქის მერი რა მზრუნველობას იჩენს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მიმართ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ორგანიზაციას სერიოზული ფინანსური დახმარება გავუწიოთ. მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ მისი ხელმძღვანელი თქვენი კლინიკის ხშირი სტუმარია. გაჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომლის შემოწმებაც თქვენთან განვიზრახეთ. მოგეგეხსენებათ, ფინანსების მართვას საღი გონება სჭირდება. მგონი, მიმიხვდით, რაზეა საუბარი.
-
მივხვდი, ვინც გაინტერესებთ, - შეაწყვეტინა ქალმა. ეგ ყმაწვილი აღარ არის ჩვენი პაციენტი, თუმცა ამით პუნქტი კონფიდენციალობის შესახებ არ იცვლება.
-
მართალი ბრძანდებით, მაგრამ ჩვენ ხომ მის პირად საიდუმლოებაში არ ვიქექებით, საქმე საზოგადოებრივ ინტერესს ეხება. ვგონებ, თქვენი კლინიკაც ისევე ზრუნავს ამ ინტერესზე,
17
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
როგორც ჩვენ. ადამიანების ცნობიერებიდან არაჯანსაღი აზრების განდევნა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალაქის ნაგვისაგან გაწმენდა. თუ თქვენ გვერდში არ გადვიდგებით, შეიძლება მოვიდეს დროს, როცა ჩვენი მხარდაჭერა დაგჭირდებათ, ეს კი, ვშიშობ, ურთიერთნდობის დაკარგვის საფუძველზე ვეღარ მოხერხდება. -
კარგი, - ამოიოხრა ქალმა, - ოღონდ შევთანხმდეთ, არაფერი პირადული. პაციენტს ფსიქიკის მოქმედების დარღვევის ერთ-ერთი ფორმა აქვს. ამ დროს ტვინი სერიოზულ ცვლილებებს არ განიცდის, ასე რომ, თქვენი წუხილი ფინანსებთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
-
იქნებ დავაკონკრეტოთ, რა ფორმა? მოუთმენლად იკითხა მერის თანაშემწემ.
-
ფსიქასთენია. ამ დროს ადამიანებს აკვიატებული იდეისადმი მიდრეკილება უჩნდებათ. ახასიათებთ ეჭვიანობა, შეუცნობელი შიშის გრძნობა, უკიდურესი ორჭოფობა, წუხილი, სიმორცხვე, მაღალგანვითარებულ მოვალეობის
18
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
გრძნობასთან ერთდ, ინიციატივის დაქვეითება, პედანტურობა. -
მართალია ჩვენს ცხოველთა უფლებების დამცველს აკვიატებული იდეები აწუხებს, განა ასე არ არის?
-
ხომ შევთანხმდით, არაფერი პირადული, - კვლავ შეახსენა ქალმა.
-
თუ საიდუმლო არ არის, რა მეთოდით მკურნალობდით?
-
შთაგონებით ანუ სუგესტიური თერაპიით, ჰიპნოზირებულს, სხვადასხვა სიღრმის ძილის მდგომარეობაში. არსებობს მკურნალობის სხვა მეთოდებიც. თუ არ ვცდები, ახლა აუტოგენურ თერაპიას მიმართავს.
-
ეგ რაღაა. იქნებ თქვენმა კოლეგამ, ვისთანაც ამჟამად მკურნალობს, უკეთესად გამარკვიოს ამ პიროვნებაში.
-
არა, მკაცრ სახეზე ირონიული ღიმილი აუთამაშდა ექიმს, - ვერ ვიტან დილეტანტებთან პროფესიულ საუბარს. აუტოგენური თერაპია
19
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
იგივეა, რაც აუტოტრენინგი, იგი თვითშთაგონებას ეფუძნება და დამოუკიდებელ ვარჯიშს მოითხოვს. -
ოჰ, ღმერთო! - უიმედოდ ამოიკვნესა ლერსინმა, ქალბატონებს მართლაც გადამეტებული მოვალეობის, უფრო სწორად, პასუხისმგებლობის გრძნობა გაწუხებთ. რა იქნებოდა, თქვენ ადგილას კაცი ყოფილიყო. აქამდე ყველა კითხვაზე მექნებოდა პასუხი და თითო კათხა ლუდის დალევასაც მოვასწრებდით. თქვენთან საუბარმა კი იმაზე მეტად დამაბნია, ვიდრე აქ მოსვლამდე ვიყავი. მიდი და იმტვრიე თავი, რა აქვს გუნებაში ამ ფსიქოპათს.
ლერსინი წამოდგა. წასვლის დრო იყო. მერის წუხანდელ განკარგულებებს შესრულება სჭირდებოდა. პატარა ძაღლის ლეკვი უნდა ეშოვა, რეპორტაჟის საქმე მოეგვარებინა და მერიაშიც დროზე გამოცხადებულიყო. -
მგონი, მაინც შევძლებ, რაღაცაში გამოგადგეთ, თქვა მოულოდნელად ქალმა. - მართალია, კლიენტის საიდუმლოებების გაცემა არ შეგვიძლია, მაგრამ ჰიპნოზის მეშვეობით
20
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ინფორმაციის მიღებაში დახმარებას არავინ გვიკრძალავს. -
ეგ როგორ, წარმოდგენა არა მაქვს ჰიპნოზზე. სიმართლე გითხრათ, არასოდეს დამჭირვებია.
-
ვნახოთ, თუ შედეგს მივაღწიეთ, შანსი გაქვთ, ერთგვარი მედიატორის როლი შეასრულოთ ჩვენს პაციენტსა და ვინმე სხვა, წარმოსახვით, სუბიექტს შორის, რომელსაც სიმბოლურად აირჩევთ და ის აზრებს გადასცემთ. ექსპერიმენტი საზიზღარი კათხა ლუდის დალევაზე მეტ დროს არ წაგართმევთ.
-
რატომაც არა, დაეთანხმა ლერსინი, - იმედია, ჯანმრთელობისთვის ეგ, მართლაც, ნაკლებად საზიანოა.
ქალმა სავარძელზე მიანიშნა, ფანჯრებზე ფარდები დაუშვა და წყნარი მუსიკა ჩართო. -
გონებაში დათვლა დაიწყეთ, - მიმართა ლერსინს იდუმალი ხმით და წინ ჩამოუჯდა.
ბნელოდა, თუმცა კაცი აწეწილი თმებით გარშემორტყმულ კეხიან ცხვირს და ზევით, შუბლისკენ
21
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
გაქაჩულ წარბებს მაინც არჩევდა. გადმოკარკლული თვალებიდან წამოსული საოცრად გამჭოლი მზერა კი თითქოს პირდაპირ ტვინში ერჭობოდა. -
ახლა თვალები დახუჭეთ, - წყნარი, მაგრამ მბრძანებლური ხმით თქვა ქალმა და თავზე ხელი დაადო.
ლერსინს თითქოს ძილი მოერია, ბურანში წავიდა. მოეჩვენა, სადღაც, ზღვის სანაპიროზე იწვა, თბილ ქვიშაში. ლამაზი უცნობი ქალი ნაზად ეალერსებოდა. წამით მის თვალწინ ცხოველთა უფლებების დამცველი გაკრთა, ძაღლების ვოლიერთან იდგა. დაუძახა, მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია. მერე ჰარლასი დაინახა. გამომცდელად შეჰყურებდა - ალბათ უნდოდა ეკითხა, ვისთან ნებივრობო, მაგრამ საქმისთვის მზადმყოფი, გულუბრყვილო გამომეტყველება დაახვედრა, თან იქვე ყაიმზე შეუთანხმდა მოწინააღმდეგეს. უკვე რამდენჯერმე წაასწრეს თამაშის დროს... ყურადღებით მოეკიდე სამყაროს და ენერგეტიკულ ველს შორის კონფლიქტს, არავითარი სხვა საქმე... არცერთი გამორჩენილი აზრი... ლერსინმა გონებაში გააპროტესტა, რადგან სწორი ინფორმაციის მისაღებად ნეიტრალური პიროვნება უნდა გაეგზავნათ. ახლა კი, რა გამოვიდა, ცხოველთა დამცველი საშინლად აღშფოთებული წავიდა ნეიტრალური ადგილისკენ.
22
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
გაფიქრებული არ ჰქონდა, უეცრად მისი ინფორმაცია დაიჭირა: „ჩაინიშნე გონებრივი კოდები, საინტერესო არაფერია, - იტყობინებოდა იგი. - ვნახე დედაშენი. ვფიქრობ ამ საცოდავ არსებათა ბედზე. ქალაქი შეცვლილია.“ ლერსინს, ცოტა არ იყოს, შეშურდა. თვითონაც დიდი სიამოვნებით წავიდოდა მივლინებაში. დედა არასოდეს ენახა. ერთხელ მაინც მოეკრა თვალი... ძაღლების ქომაგებს კი ვერაფერს გაუგებ, ურცხვები არიან... ჭადრაკის პარტია გადადო და მერს ანგარიში ჩააბარა. ეს მოგზაურობა ბუნების აღმოჩენილ კანონებს ეწინააღმდეგებოდა და შეეძლო, სამყაროს პირველყოფილ ქაოსამდე მიეღწია. ამიტომ მუდმივ კავშირში უნდა ყოფილიყო ხელმძღვანელთან, თუმცა ახლა გარკვევით ვერაფერი გაიგო. უცებ შენიშნა, რომ რამდენიმე უცხო ენაზე შეეძლო ფიქრი. „თავს კარგად გრძნობს, აგრძელებს წიაღსვლას“, - გააკეთა მოკლე განცხადება. შემდეგ ისევ ენდშპილს მიუბრუნდა. ცაიტნოტში იყო, როცა კვლავ ცხოველთა დამცველის ინფორმაცია მოვიდა: „ამაზრზენია იმაზე ფიქრი, რომ ხალხი ამ საყვარელ არსებებს ძაღლურად ექცევა. ვაგრძელებ ძიებას, ვცდილობ, საიდუმლოს ფარდა ავხადო. ფული ამ მოჩვენებებმა არ იციან, ისინი ბებერ მილიონერზე უფრო უფერულ აჩრდილებს ჰგვანან
23
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
იმიტომ, რომ ვირტუალურ სამყაროში ვერცხლი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გამოხედვა, რომელიც გაგრძნობინებს, რომ შენ ხარ შენ, თუმცა მოიცა... ვიღაცა ჩემს ტუფლს ღრღნის...“ პარტია სულ გადაავიწყდა. ისევ დაუკავშირდა ხელმძღვანელობას. -
ვამბობდი, ძაღლის თეორია საშინელებაა მოვრჩეთ სეანსს.
-
არავითარი თვითშემოქმედება! - აყვირდა მერი, მაგრამ, ეტყობა, გაახსენდა, რომ თანაშემწე შორს იყო და ყვირილით ვერაფერს შეასმენდა, სწრაფადვე მოთოკა თვი.
-
არავითარი თვითშემოქმედება და ემოციები, მხოლოდ ფაქტები, - მერე კი, მდივანი ქალისთვის დაამატა - დააფიქსირე, ახალი არაფერია.
-
გასაგებია, მაგრამ ინფორმაცია მწირია. თუ გახსოვთ, როგორ შეხვდა საზოგადოება ცხოველთა დახოცვის ფაქტს?
24
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
არაფერიც არ მახსოვს, - გაჯავრდა მერი. - მოეშვი ზედმეტ აზროვნებას, ხაზი ისედაც გადატვირთული მაქვს, გამუდმებით მიკავშირდებიან.
უცბად ლერსინმა ახალი ცნობა დაიჭირა. „შემზარავია ცხოველთა დახოცვის ფაქტი, ეს იგივე კანიბალიზმია, ასე აფასებს მომხდარს გამოკითხულთა უმრავლესობა,“ - იტყობინებოდა უფლებათა დამცველი. ამის გადაცემა ადვილი არ იყო მერისათვის, ისევ გაცოფდებოდა. გადაწყვიტა, მოენახულებინა და ნელნელა შეეპარებინა. უფროსი უკვე შესვენებაზე აპირებდა გასვლას. -
რატომ მიატოვე სეანსი? - აღშფოთდა ის.
-
მინდოდა, პირადად მენახეთ, თან სადილობის დროა, - დაანახვა სენდვიჩი, რომელიც პიჯაკის ჯიბეში ედო.
მერმა ნერწყვი გადაყლაპა. -
ამ ხოცვა-ჟლეტას მაშინ ყველა გმობდა, - შეაპარა ნელ-ნელა.
25
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
ააა... - გააგრძელა მერმა და ხელი გამოიწვდინა. სენდვიჩი წამსვე გაუჩინარდა ჯიბიდან და მის ხელში აღდგა.
-
ეტყობა, მართლა ცუდადაა საქმე, - თქვა და საჭმელი ხარბად გადაუძახა პირში. სახეზე სიამოვნება გამოეხატა.
ერთგულ თანაშემწეს უცებ გაახსენდა, რომ ცხოველთა დამცველმა კიდევ რაღაც სიტყვა იხმარა. სწრაფად აამუშავა თავის ქალის სარეზერვო კონტეინერში მოთავსებული უჯრედები და ის სიტყვაც მაშინვე გაახსენდა, როგორც კი მერმა ბოლო ლუკმა გადასანსლა. -
ამბობენ, რომ ძაღლების ხოცვა კანიბალიზმია.
ამის თქმაზე მერს წამოაზიდა. -
ხომ გითხარი - არავითარი ემოციები, - აფეთქდა ის. - სად არის ჩემი ცხვირსახოცი, სასწრაფოდ მომაწოდეთ, - უცბად საიდანღაც გაჩენილი ცხვირსახოცი პირზე აიფარა.
მეწამული ცა ნისლად ჩამოღვენთილიყო ოქროს ქვიშით გადაპენტილ სანაპიროზე და უზარმაზარი გულივით მშვიდად ფეთქავდა. ლერსინმა საკუთარი თავი პალმის
26
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ქვეშ, ცხელ ქვიშაში აღმოაჩინა. სველი ტანი მზეზე უშრებოდა. მის ტვინს შორეული სიგნალი მისწვდა. დაფეთებული წამოვარდა. გაახსენდა თავისი მოვალეობა და გონებით ისევ მიმღებს მიუბრუნდა, იქ, სადაც გამოთიშული საკუთრი ფუტლიარი უცხოთა მოსაჩვენებლად ტანსაცმლის საკიდზე დატოვა ჩამოკიდებული. „ღრძილები მექავება“, - ძლივს მიუსწრო ინფორმაციას. როგორც ჩანს, ცხოველთა დამცველი მანამდე რაღაცას ამბობდა, მას კი მიღება არა ჰქონდა. კვლავ მერთან გაჩნდა. -
წყალი გაწუწული წიწილასავით წურწურით ჩამოგდის, - უთხრა უფროსმა და საიდანღაც ჩინური რესტორნის კარაქში შემწვარი წიწილა დააძრო. მერე გულში გაიფიქრა: „როგორ თანდათნ ეკიდება ნამზეური“ და წიწილა ხმაურით ჩაახრამუნა.
-
კიდევ ერთი კითხვა, ბატონო ჰარლას: „ხომ არ ვატრაკებ?“
-
პასუხი თვითონვე იცი, მაგრამ რატომ უზრდელობ, ლერსინ?
27
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
რომ არ დამაბრალონ, ზრდილობიანი და ყოველმხრივ მოწესრიგებული კაციაო, გაწითლდა ლერსინი.
კვლავ საქმეს დაუბრუნდა. დრო რომ არ დაეკარგა, ერთობლივი სეანსი ოც დაფაზე წამოიწყო. მე-13 დაფაზე განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია. პარტიას აგებდა. მეტოქე აშკარად ძლიერი შეხვდა. სადღაც ახლო მანძილიდან ეთამაშებოდნენ. ყაიმი შესთავაზა, არ მიიღეს. სვლა გაუკეთა და სხვა დაფაზე გადაინაცვლა. სწორედ ამ დროს მოვიდა შეტყობინება: „ღრძილები საშინლად მექავება, მეშინია, რამე დაავადება არ იყვეს, ვცდილობ, კონტაქტი არავისთან დავამყარო, ვაგრძელებ გზას“. ავადმყოფობა რას უნდა ნიშნავდეს? - გაუელვა გონებაში. - იქნებ ცოფია? შიშით ახედა დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედს. ტაიმ აუტის აღება სცადა. მეცამეტე დაფა გაახსენდა. მეტოქემ დააშამათა. -
ხომ არ ცოფდები? - ჩაეკითხა მზრუნველად.
ოჰ, ღმერთო! ეს თავად ქალაქის მერი იყო, თავისი შავი იუმორით. როგორ ვერ მიხვდა, რომ მეცამეტე დაფაზე სწორედ მას ეთამაშებოდა? მარტო ძაღლების ხოცვა არ
28
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
სცოდნია - მხედრებს, კუებს და ეტლებსაც კარგად ავლებდა მუსრს ახლა კი განსაკუთრებიტ უნდა ეფრთხილა. უცნობი მომხილავი ქალი თანდათან ნაცნობ სილუეტად ყალიბდებოდა და აშკარად უფროსის ახალგაზრდა ცოლს ემსგავსებოდა. ბუნდღა აღარ დარჩებოდა მისგან, მერს რომ სანაპიროზე მათი ნებივრობის ამბავი გაეგო. ძალიან უნდა ეფრთხილა. გარშემო მიმოიხედა. მზისგან გადახუნებულ სანაპიროზე მხოლოდ ორნი იყვნენ, ორნი და თოლიები. ქალს გასაგრილებლად წყალში ჩაეყო ფეხები, იღლიაში თერმომეტრი ამოეჩარა და კაბა წელამდე აეწია, ფრთხილობდა, ზღვის შოლტებივით ტალრებს საზეიმო აღკაზმულობა არ დაესველებინა. ლერსინი თვითონაც ხარხარებდა და, მიუხედავად იმისა, რომ ქალი წყალში იდგა, მასაც უღუტუნებდა ფეხისგულებზე. მათი სიცილი გარემოს აყრუებდა და თოლიებს აფრთხობდა. უცბად, შორს, პალმების რუხ მერქნებზე გამავალ ჰორიზონტზე, რაღაც მოძრავი წერტილი შენიშნა. იგი სწრაფად უახლოვდებოდა და იზრდებოდა. ნეტავ, ვინ არის? - გაუელვა გონებაში. კაცი აღმოჩნდა. მექსიკური სომბრერო ეხურა და ჭრელ საცვალზე „კოლტი’ ეკიდა. ეს ხომ ქალაქის მერი იყო. საფოსტო თოლიებმა თუ მიუტანეს წერილები. წამოხტა, მაგრამ გასაქცევი არსად ჩანდა და გამწარებულმა გავარვარებულ სილაში ჩარგო თავი. სილაში მირება აშკარად უკეთესი ხარისხის
29
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ჩანდა. უმალ მიიღო ცხოველთა დამცველის შეტყობინება. -
ეშვები ამომდის, მთლიანად შეძრული ვარ. ეს საშინელი რამაა - გაგლეჯვის, გაწეწვის, გამოფატვრის საშუალება. მამშვიდებს აუტოგენური ფსიქოთერაპია, მაგრამ მთვარის ამოსვლისას უცნაური რამ მემართება... მგონი, ეს რაღაცაზე მეტყველებს, მაგრამ რაზე? არ მინდა, ამ კითხვას პასუხი გავცე.
ერთგულმა თანაშემწემ ქვიშიდან თავი ამორგო და ყველაფერი მერს გადასცა. მას, ეშვების ამბავი რომ მოისმინა, აშკარა აღელვება დაეტყო. -
ოჰ, შე ვერაგო, - თქვა გაურკვევლად.
ლერსინს კვლავ არ ასვენებდნენ. ჭადრაკი თუ არა, გოლფი მაინც მეთამაშე, - მომენტალურად შეუჩნდა ვიღაც საეჭვო ტიპი. სასტიკ უარზე დადგა, სამუშაო საათებში არ ვათამაშობო. ისევ მიიღო ინფორმაცია: „სხეული ბეწვით მეფარება, ლაპარაკი მიჭირს, კონტაქტს ვერავისთან ვამყარებ.“ ეს ყველაფერი უკვე საგანგაშო ჩანდა. მეც რამე ხომ არ მემართება, წამით თავისი სხეული დატოვა და ყოველმხრივ შეათვალიერა თავი.
30
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
სულ უფრო უძლიერდება ნამზეური ამ ძაღლთაპირს, - თქვა მერმა მის დანახვაზე.
როგორც ჩანს, ეჭვი მოსვენებას არ აძლევდა. ამჯერად, მდუმარედ მოისმინა ახალი ინფორმაცია. მერე გვერდზე გაიხმო. -
ხომ არ გენიშნა, ვერაგი რომ გიწოდე?
-
ღმერთმა დამიფაროს, არც მიფიქრია, მე თუ მგულისხმობდით, ასე კეისარმა შეჰყვირა კასკას, როცა ამ უკანასკნელმა მახვილი მოუღერა.
-
კასკამ, მისმა ძმამ, ბრუტუსმა და სხვებმა ცეზარს უღალატეს.
-
შენს მზეს ვფიცავ, - თვალები მაღლა აღაპყრო ლერსინმა, - გულშიც არ გამივლია.
-
ცას რას შეჰყურებ, იუდა- ბრუტუს, როცა შენ წინ თავად მე ვდგავარ. ნუთუ არ იცი, ჩემ შემდეგ ქალაქში ერთ ქუჩას ვის დიად სახელს დაარქმევენ. ასე რომ, მზად იყავი ჩემი სამსახურისათვის.
31
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
მზად ვარ, ბატონო, მზად ვარ.
-
მინდა, მტრებს და ვუთმო და სასამართლოზეც გავჩუმდე ცილისმწამებელთა წინაშე.
-
დაუთმეთ, ბატონო, დაუთმეთ. მტრებს უნდა უდამ დაუთმოთ და იყუჩოთ ცილისმწამებელთა წინაშე.
-
არა, ლერსინ, არ გავჩუმდები და არც დავუთმობ მათ.
-
არ დაუთმოთ, ჩემო ბატონო, არ დაუთმოთ, ნურც გაჩუმდებით. რად გინდათ, თქვენი მტრები უფრო მრავალნი, შეუბრალებელნი და სასტიკნი გახდებიან.
-
მაშ, მზად იყავი ჩემი სამსახურისათვის.
-
მზად ვარ, ბატონო, მზად ვარ.
-
მინდა, რომ მიყვარდეს!!!
-
შეიყვარეთ, ბატონო, შეიყვარეთ. ვისაც ქალი უყვარს, მას ყოველი დარდი და ნაღველი ავიწყდება.
32
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
არა, ლერსინ, არ მინდა შეყვარება.
-
ნუ შეიყვარებ, ბატონო, ნუ შეიყვარებ, არ არის საჭირო, ქალი მახეა, ხაფანგი. ის ყელთან მობჯენილი დანაა უკუნეთში.
-
მაშ, მზად იყავი ჩემი სამსახურისათვის.
-
მზად ვარ, ბატონო ჩემო, მზად ვარ!
-
იზრუნე, მომიმზადე წყალი ხელის დასაბანად, მსურს, მსხვერპლი შევწირო ჩემს ღმერთს.
-
შეწირე, ბატონო, შეწირე. იმის გული, ვინც ღმერთს მსხვერპლს სწირავს, მუდამ მხიარულია.
-
მაგრამ მე არ მინდა, მსხვერპლი შევწირო ჩემს ღმერთს.
-
ნუ შეწირავ, ბატონო ჩემო, ნუ შეწირავ. ნუთუ ფიქრობ, რომ ღმერთს ასწავლი შენს კვალდაკვალ
33
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
სიარულს მაგიით, ლოცვით ანდა იმის შესრულებით, რასაც იგი შენგან ითხოვს? -
მაშ, მზად იყავი ჩემი სამსახურისათვის.
-
მზად ვარ, ბატონო, მზად ვარ.
-
მინდა, რაიმე ბოროტება ჩავიდინო.
-
ჩაიდინეთ, ჩემო ბატონო, ჩაიდინეთ. თუ ბოროტებას არ ჩაიდენთ, რითი მოიხვეჭთ სარჩოსაბადებელს.
-
მაგრამ არ მინდა, ბოროტების ჩადენა.
-
ნუ ჩაიდენ, ჩემო ბატონო, ნუ ჩაიდენ. იმას, ვინც ბოროტებას სჩადის, ციხეში ალპობენ.
34
-
მაშ, მზად იყავი ჩემი სამსახურისათვის.
-
მზად ვარ, ბატონო, მზად ვარ.
-
სიკეთე უნდა ვუყო ჩემს ქვეყანას.
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
ჰქმენ, ბატონო ჩემო, ჰქმენ. ადამიანი, რომეიც სიკეთეს სჩადის თავისი ქვეყნის მიმართ, ჰპოვებს სიკეთეს თვით უფლისაგან.
-
არა, არ ჩავიდენ მე კეთილ საქმეს ჩემი ქვეყნისათვის.
-
არ ჩაიდინო, ბატონო, არ ჩაიდინო. ადი დანგრეულ ქალაქის გორაკზე, გაიარე ძველი დროის ნანგრევებ შორის და შეხედე იმათ თავის ქალებს, ვინც უწინ ცხოვრობდა, ვინ იყო მათგან ბოროტის მქმნელი და ვინ კეთილის.
-
მაშ, რაღ არის კეთილი და რა არის კარგი?
-
თუ კისერს მოგვამტვრევენ და წყალში გვისვრიან, აი, ის იქნება კარგი. ვინ არის ისე მაღალი, რომ ცად ამაღლდეს, ან ისეთი დიდი, რომ სამყარო დაფაროს.
-
თუ ეგ ასეა, ახლავე მოგკლავ და წინ წაგიმძღვარებ.
-
ჭეშმარიტად, ბატონო ჩემო, მაგრამ განა სამ დღეს კი გაძლებთ მერე უჩემოდ?
35
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
ხო, კარგი, მოვრჩეთ ამ თამაშს, ძალზე მოძველდა და მოსაწყენია, - თქვა მოწყალედ ჰარლასმა, ახლა წადი და ვიაგრა მომიტანე, მინდა, ამაღამ გულს გადავაყოლო და ცოტა ნერვები დავიმშვიდო, თუმცა მაშინდელივიტ არაფერი მიჰქარო.
-
ჩემი იმედი გქონდეთ, ჩვეულებისამებრ, ვერანდიდან შემოვალ და შამპანურს ჯერ შუშხუნიც არ ექნება შეწყვეტილი, რომ - ტყაპ! პატარა, ნაცრისფერი აბი უმალ გაჩნდება თქვენს ჭიქაში.
-
აბა, შენ იცი! - წინასწარი ნეტარებით აღივსო ჰარლასი.
-
ბობოქარ ღამეს გისურვებთ, ბატონო ჩემო.
ლერსინმა დავალება პირნათლად შეასრულა და თავს უფლება მისცა, ორმაგი დოზა ვიკისათვის ბარში შეევლო. გზაზე დაპირისპირებულ დემონსტრანტებს გადაეყარა. ერთნი ქალიშვილობის ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვდნენ, მეორენი კი ამას აპროტესტებდნენ. „ქალიშვილთა“ მხარდამჭერებში თითქოს ფსიქოანალიტიკოსსაც მოჰკრა თვალი ხელოვნური პენისით იცავდა თვის უფლებებს.
36
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ჯავშანტექნიკა მობილიზებული იყო და გარშემო საშინელი ღრიანცელი იდგა. უეცრად გულისრევა იგრძნო, სარკმელი გამოაღო, სუფთა ჰაერი რომ ჩაესუნთქა. სარკმლის მიღმა ნაგვის ბუნკერი იდგა, რომელსაც ძონძებით შმოსილი ადამიანი შთაგონებული სახით ჩასცქეროდა. მისმა, „ღირსებით“ აღსავსე ჰაბიტუსმა ლერსინს სახელმწიფოებრივი აზროვნებისაკენ მოუწოდა, მაგრამ ამას ვინღა დაეძებდა, როცა ფსიქოლოგიური დაძაბულობის მაჩვენებელი უკიდურეს ზღვარს უახლოვდებოდა და რაღაც საშინელების მოლოდინში სამყარო წამით ავბედითმა დუმილმა მოიცვა. -
ჭიქები ისევ აგერია, შე ვერაგო! - ჰარლასის სასოწარკვეთილმა ბღავილმა მხეცის ღმუილივით გადაუარა შუაღამის ქალაქს და მერის შენობის თავზე ამაყად აღმართული სახელმწიფო დროშა ნაზად შეარხია.
ლერსინს ვერ გადაეწყვიტა, წუხანდელი მარცხის შემდეგ განსაკუთრებული სიფრთხილით ერთ დაფაზე ეთამაშა თუ სანაპირო აერჩია. მალე ყველაფერს მოეფინება ნათელი, - გაიფიქრა და წყალში გადახტა. უცბად, კამკამა წყლის სიღრმეში უზარმაზარი ლანდი გაკრთა და ანაზდად მისკენ მტაცებლის სამკუთხა ფარფლი დაიძრა.
37
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
შეძრწუნებულმა ლერსინმა 104 კმ/სთ მყისიერად განავითარა და წყლის ზედაპირზე გამოირბინა. -
ფუ, შენი, იუდასაც შეძლებია ქრისტესავით მოქცევა, იმედია, პირიქით არ ხდება, - შეიგინა ზვიგენმა.
ჭადრაკი უფრო უსაფრთხოა, - დაასკვნა ლერსინმა. ამ დროს თვალი მოჰკრა ჰარლასს, სველ ტანს რომ იბერტყავდა. მიხვდა, ზვიგენი მისი ოინი იყო. „გავრბივარ“, - მიიღო შეტყობინება ცხოველთა დამცველისგან და ამას საშინელი ყმუილი მოჰყვა. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, რომ შემთხვევით ჭადრაკის დაფაზე ხელი აეკრა. მეტოქემ მსაჯს დაუძახა და, მცირე კამათის შემდეგ, ის შეჯიბრიდან მოხსნენს. ისევ ზღვაზე წავალ, მაგრამ წყალში არ შევალ, გაიფიქრა მან. ქალი მაცდურად უღიმოდა ზღვის სიღრმიდან და მზისგან გარუჯულ ხელს უქნევდა. არა, ზვიგენისგან მისი ნაზი ხელები ვერ დაიხსნიდა. მუცელი აიტკივა. ქალი გაკაპასებული გამოვიდა ზღვიდან და სილა გააწნა. ამ ყოფაში იყო, რომ ცხოველთა დამცველის ყეფა შემოესმა. ყეფა სასოწარკვეთილმა ყმუილმა შეცვალა. საშინელებაა, - გაიფიქრა მან. ქალმა კვლავ გაარტყა. „ერთი წუთით“, - ითხოვა ტაიმ აუტი, რადგან
38
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
საათზე უკვე ალამი ვარდებოდა. „კარგი, - უთხრა ქალმა - თათბირზე მიდი და მერე გავაგრძელოთ.“ დაგვიანებულმა შეაღო კარი. თათბირი მთავრდებოდა. ქალაქის მერს გამომეტყველება შეეცვალა, მის ნამზეურს რომ მოჰკრა თვალი. თუ ჩემს ცოლთან დაიჭირა საქმე, წმინდა ბართლომეს ვფიცავ, ჩავაძაღლებ, - გაიფიქრა მან. ცდილობდა, რამე ამოეკითხა ხელქვეითის გონებაში, მაგრამ ლერსინი სპეციალურად ცხარობდა, აზრების კონცენტრაცია ერთ რამეზე რომ ოეხდინა და უყურადღებოდ არ გაფანტვოდა. -
მკვლელი ხარ, სწორედ შენ მოკალი ცხოველთა უფლებების დამცველი, რადგან წინა ცხოვრებაში ძაღლი იყო, - ყველას გასაგონად დაუყვირა მერს, თუმცა მაშინვე ინანა და მდგომარეობის გამოსასწორებლად ყაიმი შესთავაზა.
აქაც ჭადრაკი ელანდება, - გაიფიქრა მერმა და ჭადრაკის დაფა თავზე გადაამტვრია. მერე როლში შესულმა ტანზე გაიძრო და ათმეტრიანი კოშკურიდან წყალში ისკუპა. ჰაერში გაახსენდა, თათბირზე რომ იჯდა, მაგრამ გვიანღა იყო.
39
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ლერსინს აღარ დაუცდია. მხოლოდ ზურგსუკან გაიგო ბრახუნის ხმა. ისევ ოქროსფერ სანაპიროს და თბილ ქვიშას დაუბრუნდა. ქარი კვლავ სახეში ურტყამდა: -
ბატონო ლერსინ, ბატონო ლერსინ!
*** თვალები გაახილა. მუსიკა აღარ უკრავდა. ოთახს მზის სხივები ანათებდა. -
ღმერთო ჩემო, ეს რა სიზმარი ვნახე! - თქვა გაბრუებულმა.
ნელ-ნელა იკვეთებოდა ექიმ მორგქუარდტის ბუნდოვანი სილუეტი. -
როგორც გითხარით, ამ დროში კათხა ლუდის დალევასაც მოასწრებდით, - გაუღიმა ექიმმა.
-
ჯანდაბას ლუდი, ის რა, წინა ცხოვრებაში მართლა ძაღლი იყო? - თქვა თვალების ფშვნეით.
-
ბატონო ლერსინ, არ ვიცი, რა ნახეთ, თუმცა ტქვენი ხვრინვის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,
40
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
უფრო გეძინათ, ვიდრე ჰიპნზის ზეგავლენას განიცდიდით. ლერსინი გაჭირვებით წამოიზლაზნა სავარძლიდან და ფსიქოანალიტიკოსს დაემშვიდობა. იქიდან ზოომაღაზიაში გაიარა და როტვეილერის წამოზრდილი ლეკვი შეარჩია. მერის მეუღლე აღფრთოვანებული დარჩა შენაძენით. -
ფინია დამაბარა, მაგრამ ბატონ მერს ფსიქოპათებისგან საიმედო დამცველი ესაჭიროება.
-
მშვენიერი გასართობი გამომიჩნდა, ქმარი ჩემთვის ვერ იცლის და მის მაგივრობას გამიწევს. - გახარებული გარს უვლიდა ლეკვს. - მერე კაცს მადლიერებით გაუღიმა. - იმედია, ფინჯან ყავაზე უარს არ იტყვით, მინდა, თვითონ მოგემსახუროთ.
ლერსინს თავისი სიზმარი გაახსენდა და საქმეები მოიმიზეზა. საინფორმაციო გამოშვებას პირდაპირ რეპოტაჟზე შეუთანხმდა. სტატისტიკა მოწმობდა, რომ ამ დროს ყველაზე მეტი ამომრჩეველი უჯდა ტელევიზორს. მერიაში რომ მივიდა, უკვე შესვენება იწყებოდა.
41
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ქალაქის მერი დროს უქმად არ კარგავდა. შენობის პირველ სართულზე თავის კაბინეტში ადვოკატთან ერთად განმარტოებულიყო. -
შედი, გელოდება, - უთხრა მდივანმა. ისინი ვერ იტანდნენ ერთმანეთს, რადგან თავს ორივე მერის ფავორიტად თვლიდა. ფარული კონკურენცია ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა. ამის მიუხედავად, მოსაჩვენებლად თბილი ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ქალაქის მერმა ბადენ-ბადენის კურორტზე ყოფნისას გაიცნო და თან ჩამოიყვანა, ამიტომ ლერსინი მას თავის ტოლად არ თვლიდა, თუმცა მშვენივრად მოეხსენებოდა, როდის ხდებიან მდივანი ქალები ასე თამამაები და საკუთარ თანამშრომლებზე ბრძანებების გაცემას იწყებენ.
-
დავადგინე, - თქვა ლერსინმა და ოთახში მყოფთ მიესალმა.
-
დაჯექი და მოგვიყევი, - მაგიდასთან მიიწვია მერმა. - ეს ჩემი თანაშემწეა, - გადაულაპარაკა ადვოკატს.
-
მაგ ტიპის ფსიქიკა აკვიატებული იდეების ტყვეობაშია.
42
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
ვამბობდი, გიჟია-მეთქი, - წამოიძახა მერმა. აიკვიატა, რომ ძაღლები დავხოცე.
-
კაცის მკვლელები დამიხსნია ციხიდან და ძაღლის მკვლელი რა გახდა?! - გაეცინა ადვოკატს.
-
საქმე იმაშია, რომ ძაღლი, რომელიც მოკალით, თვითონ იყო... წინა ცხოვრებაში.
-
შენ დაბოლილი ხომ არა ხარ?! - დაუბრიალა მერმა თვალები. - ან იქნებ რამე გადაჰკარი?
-
ლუდიც არ დამილევია, - იმართლა თავი ლერსინმა, - ხომ გითხარით, ფსიქოთერაპიამეთქი, - აკვიატებული აქვს, რომ წინა ცხოვრებაში ძაღლი იყო. რას გაუგებ, ამ დაავადებას ბევრი მიზეზი აქვს. შეიძლება, დედამისს გართულებული მშობიარობა ჰქონდა.
-
მაგისი დედაც, - დაიღრიალა მერმა.
-
ტყუილად ბრაზობთ, ასეთ შემთხვევაში, მისთვის სიკეთე გაგიკეთებიათ, - კვლავ გაეცინა ადვოკატს. - რომ არ მოგეკლათ, დიდხანს
43
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
მოუწევდა, ძაღლური ცხოვრებით დამტკბარიყო და იქნებ ადამიანად აღრ მოსულიყო ამქვეყნად. -
მოეშვი ხუმრობას, მაგ ძაღლთა უფლებების დამცველებს თუ ძაღლებს რა ენაღვლებათ?! მუქთა ლუკმას ჭამენ. აქაოდა, ცხოველებს დაცვა სჭირდებათო, მთელი დღე უმისამართოდ დაწანწალებენ. უსაქმურთა ბრბო! სექსიც კი სეზონში ერთხელ აქვთ. მე აქ წელებზე ფეხს ვიდგამ, დღედაღმ საზრუნავში ვარ ჩაფლული, გაწამაწია და მიმსვლელ-მომსვლელი არ მელევა, აღარ ვიცი, ხალხს რა ვასიამოვნო, ქალაქს რა შევმატო... შინ ცოლი, აქ საყვარელი... რას მომშტერებიხართ?! ამერიკის პრეზიდენტებს ეპატიებათ საოფისე ცუღლუტობანი, დამიხედეთ ამათ მოტხოვნას პატიოსნებაზე! რომ უსმინო, მასაჟისტსაც კი ამიკრძალავენ. ფორსმაჯორებს არარ იკითხავ?! არ მინდა, ცემ გამო ვინმე ნაწყენი დარცეს - ყველას მოეფერე, ყველას გაუღიმე. ამის სანაცვლოდ, სასამართლო და ნაფიც მსაჯულებთან თავის მართლება მელოდება. ვიღას გაახსენდება ჩემი თავდადება, მართლა ცოფიანი ძაღლებივით მომესევიან ჩასაფრებული ოპონენტები, სენსაციებზე მონადირე
44
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ჟურნალისტები, გაზეთები, ტელევიზია... ჰო, მართლა, რა ჰქენი ტელევიზიაში? -
საღამოს საინფორმაციოში გავალთ. არა მგონია, საქმე სასამართლომდე გახმაურდეს.
-
ჯენტლმენებო, - თქვა ადვოკატმა, - საათზე დაიხედა და წამოდგა, - ახლა შუადღეა, გარწმუნებთ, არავითარი სასამართლო არ შედგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქამდე უწყება უნდა მოეტანათ. როგორც წესი, ასეთ აბსურდულ ბრალდებებს სამარტლებრივი რეზონანსი არა აქვს ხოლმე, თუმცა ვნანობ, ეს პროცესი ცოტათი გამოაცოცხლებდა ქალაქს. მაინც გავივლი, სასამართლოს მდივანს გამოვკითხავ. მასთან კარგი ნაცნობობა მაკავშირებს.
*** -
ლერსინ, კარგად მოიქეცი, ძაღლების რეალურად დახოცვაზე რომ არაფერი თქვი. პროცესი, ვგონებ, მართლა არ შედგება. რად გვინდა, საჭიროზე მეტი იცოდეს? ეგენი ისე არიან
45
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ყბედობას დაჩვეულნი, პირზე არაფერი დადგებათ. -
მოხარული ვიქნები, თუ სკანდალს ავიცილებთ. თუმცა ერთი რამ მართლა გაუგებარი რჩება.
-
სახელდობრ?
-
ვთქვათ ეგ აკვიატებული აზრია, მაშინ საიდან იცის, რა მოხდა იმ ღამეს?
-
იმედია, არ ფიქრობ, რომ მართლა ძაღლი იყო და მე მოვკალი?! არ დავმალავ, რომ ვესროდით. თანდათან მართლა აზარტში შევედით. შეიძლება ვთქვა, მესიამოვნა კიდეც. ახალგაზრდა ვიყავი, მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. წმინდანი ვინ არის? ბანქოც მითამაშია, ჩუმჩუმად ნარკოტიკსაც ვეტანებოდი. როცა ლეგიონში ვმსახურობდი, ბიჭებმა ერთ ახალწვეულს ცემით სული ამოვხადეთ. ომის დროს ქალაქიდან გავიქეცი და სათბურებში ვიმალებოდი. შუადღით ზედა სარკმელებს ვაღებდი ხოლმე სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. ერთხელაც მინა ჩაიმსხვრა და მხარი ჩამათალა. მას ჭრილობად ვასაღებდი და კარიერაში, როგორც სამშობლოს გმირი
46
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
დამცველი, მოხერხებულად ვიყენებდი. სიმხდალესაც აქვს გამართლება. აბა, რა მექნა პრეზიდენტი გარბოდა და ჩვენც გავრბოდით. მოსახლეობას წინ ჯარმა გაასწრო. ქვეყანა თავზე გვენგრეოდა და მხოლოდ მტრის კეთილ ნებაზე ვიყავით დამოკიდებული. მთავარსარდალს ომის ეშინოდა, ბოზებს - გაუპატიურების, პედოფილები ბავშვის ბედზე წუხდნენ. გაზულუქებული ელიტა, რომელიც მანამდე ძვირადღირებული ავტომობილებით კეკლუცობდა, ახლა მშობლიური კერიიდან კისრისტეხით მიილტვოდა. შევეცი ღატაკი ქვეყნის ელიტას. ქალაქში პოეტი, ექიმი და მღვდელიღა დარჩა, მცირეოდენი მრევლითა თუ სულიერი შვილით. მე ეს სულიერებაც ვერ გავიგე რაა. „მამაო ჩვენო“-ც ვერ ვისწავლე ზეპირად. მხოლოდ ის მახსოვს, პური ჩვენი არსობისა მომეცი-მეთქი, რომ უნდა მოვითხოვო, რელიგიურ დღესასწაულებზე ტაძარში გამოვცხადდე და მიტევების დღეს ყველას ბოდიშები ვუხადო, თან სიყვარული ვუხსნა, თუმცა სად არის, ნეტა, სიყვარული? ცოლზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ბავშვის ძიძასთან ღალატი არ მაპატია და ბავშვიანად წავიდა. ეგეც შენი სიყვარული, ლერსინ. ვიღაცის ბინძურ
47
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
უკანალზე გავცვალე. წესიერების ნიღბით ვთამაშობთ ყველანი და რაც უფრო ღირსეული ადამიანის როლს მოვირგებთ, მით უფრო წინ მივდივართ ცხოვრებაში, თუმც გულში სწორედაც ამ მანკიერების შემოქმედნი ვართ, სხვებს საჯაროდ ვგმობთ ხოლმე. ის ცბიერების გენი, ადამიანს დაბადებიდან რომ დაჰყვება, მთელი ცხოვრება თამაშისაკენ გვიბიძგებს. ხოლო პოლიტიკაში ეს თამაში მასხარაობას ემსგავსება და უფრო მარაზმული ხდება. სწორედ პოლიტიკური ფასადისათვის გავხდი იძულებული, ეს კახპა ცოლად შემერთო. ხალხს მიაჩნია, რომ მერი სამაგალითო მეოჯახე უნდა იყოს. სხვანაირად თანამდებობას ვერ მივიღებდი. ამ ადგილისათვის ბრძოლაში უამრავი მოწინააღმდეგე გამინადგურებია, მათ შორის, გვერდზე მდგომებიც, მაგრამ მონანიებას არ ვაპირებ. ვიცი, ოპონენტებმა, მაგ ნაძირლებმა, ზურგს უკან ათასი სისულელე შემარქვეს - ზოგი კურდღელს მადარებს, ზოგიც მგელ ჰარლასს მეძახის, ჰოდა, თუ ეს ლაწირაკი თვლის, რომ ძუკნა ძაღლი იყო, მე მგელი ვარ, გესმის, მგელი! მერმა წუთიერი აღელვება დაიოკა, თავი მოთოკა და დამშვიდებულმა განაგრძო:
48
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
წინა ცხოვრების რომც მჯეროდეს, შეუძლებლად მიმაჩნია, მის შესახებ რამე იცოდეს.
-
ეს ქვეცნობიერში ხდება, ჰიპნოზის ქვეშ. მისი ექიმი ერთი დაუკმაყოფილებელი ქალია, ვერაფერი გავარკვიე. მეგულება ადამიანი, რომელიც ამ სფეროში მუშაობს. მგონი, არ მაწყენს მასთან ვიზიტი.
-
ხომ შევთანხმდით, ცოტა ხნით დეტექტივობანა უნდა ითამაშო. ჭადრაკში მერიის ჩემპიონი ხარ და არ უნდა გაგიჭირდეს. გამოძიებაც ჭადრაკის თამაშს ჰგავს: კომბინაციები, შეტევა, უკან დახევა, შეწირვა.
-
ყველაზე ხშირად კი პაიკი იწირება, - ამოიოხრა ლერსინმა.
-
თუ არ ვცდები, ყველაზე ხშირად წინაურდება კიდეც.
49
-
მართალია, ექვსი ნაბიჯის შემდეგ.
-
ჩათვალე, რომ ხუთი უკვე გადადგმული გაქვს.
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
*** -
იტალიის ერთ-ერთ ქალაქში, - პირდაპირ ეთერში ესაუბრებოდა მერი ჟურნალისტებს, ძეგლი აუგეს ძაღლს, რომელიც თხუთმეტი წლის განმავლობაში ომში დაღუპულ პატრონს, ყოველდღე, ავტობუსის გაჩერებაზე ელოდა. მართალია, ასეთი ძეგლი ჩვენს ქალაქში არ არის, მაგრამ გვაქვს ორმოცდაათადგილიანი კეთილმოწყობილი პანსიონი იმ ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომლებიც პატრონების გარეშე დარჩნენ.
კამერები ცხოველების ვოლიერისკენ შეტრიალდა. უცებ რომელიღაც ძაღლს განწირული ყმუილი აღმოხდა და მერე, თითქოს ნიშანი მისცესო, ამ სულისშემძვრელ ყმუილს დანარჩენი ძაღლებიც აჰყვნენ. პანსიონი ნელნელა ჯოჯოხეთს დაემსგავსა. ქალაქის მერი რაღაცას ამბობდა, მაგრამ დაბნეულ ჟურნალისტებს არაფერი ესმოდათ. იქაურობა ქაოსს მოეცვა. ყველასთვის მოულოდნელად, გაცოფებული მერი რკინის ბადეს მიეჭრა და წიხლის რტყმა დაუწყო. -
ხმა ჩაიკმინდეთ, - ღრიალებდა ის.
ლერსინმა სწრაფად შეაფასა სიტუაცია.
50
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
კამერები გამორთეთ, - შესძახა ოპერატორებს და მერთან მიიჭრა, მაგრამ გვიანღა იყო. ვოლიერისგან დამცავი ბადე გადაწვა და თავდასხმით გაავებული ძაღლი მერს ფეხში სწვდა. ქალაქის თავს არაადამიანური ყვირილი აღმოხდა. ფეხი რკინის ბადეში გასჭედვოდა და სანამ მის გათვისუფლებას მოახერხებდა, ძაღლმა რამდენჯერმე ჩაასო ბასრი კბილები.
-
მომეხმარეთ! - იყვირა ლერსინმა და თითქმის გულწასული მერი ძაღლებს ძლივს გამოარიდეს.
ყველაფერი წამებში მოხდა. ირგვლივ მყოფები დაბნეულობისგან გონს ვერ მოსულიყვნენ. მერი მანქანაში ჩასვეს და კლინიკისკენ გააქროლეს. პანსიონის გასასვლელთან ტრანსპარანტებით აღჭურვილ ცხოველთა უფლებების დამცველებს მოეყარათ თავი. -
ლერსინ, ბრძოლამ სასამართლოს გარეთ გადაინაცვლა, - ამოიკვნესა მანქანაში მერმა.
-
ფიქრობთ, მაგის მოწყობილია? უბრალო შემთხვევითობაა. ცხოველებზე კამერებმა
51
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
იმოქმედა, - სცადა ნუგეში ერთგულმა თანაშემწემ. -
სულერთია, ლერსინ, - მოთქვამდა მერი, გახსოვს, აქტეონის სურათი გამომიგზავნა, თავზე რქები რომ ამოსდის და თავისივე ძაღლები გლეჯენ. ეშმაკმა წაიღოს, ჩვენ ხომ პირდაპირ ეთერში ვიყავით...
-
მგონი, მოვასწარი და კამერები დროზე გამოვართვევინე, - ორჭოფულად თქვა ლერსინმა.
-
ააჰ... - კვლავ დაიკვნესა მერმა, - თითქოს ჟურნალისტებს არ იცნობდე - ეგენიც ძაღლის ჯიშისანი არიან... ტურები.
მანქანა კლინიკასთან შედგა. მერი გაჭირვებით გადმოიყვანეს. ჭრილობის დამუშავებისა და აცრის შემდეგ დასასვენებლად სახლში წასვლა ურჩიეს. გარეთ უკვე შეკრებილიყო რეპორტიორთა ბრბო, ცხელ კვალს თუ გამოჰყვნენ. მერის ტანჯულ სახეზე მოჩვენებითი კეთილგანწყობა და ღიმილი აისახა. დამხმარეებისგან თავი გაითავისუფლა და თავისით ჩაჯდა მანქანაში.
52
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
არავითარი კომენტარი! - მიკროფონებს იგერიებდა თნაშემწე.
-
ახალ ზელანდიაში წამიყვანეთ, გამიგონია, იქ ძაღლები არ არიან. ალბათ შეჭამეს ყველა, უთხრა მძღოლს გამწარებულმა მერმა.
„მგონი, ბოდვა დაეწყო“, - გაიფიქრა მძღოლმა და გეზი სახლის მიმართულებით აიღო. უკვე ბნელოდა. -
ჩემით შევალ, - დახმარებაზე უარი უთხრა მერმა ლერსინს. ჭიშკარი შეაღო და დეკორატიული ბუჩქებით გაწყობილ ეზოში გაუჩინარდა.
თანაშემწე მანქანისაკენ გამობრუნდა. მისთვის დღევანდელი დღე ჯერ არ დამთავრებულიყო. უცბად ეზოდან განწირული ყვირილი მოესმა. მის სახელს ახსენებდნენ და შველას ითხოვდნენ. -
ლერსინ, მიშველე, შე ვერაგო...
ეზოში შევარდა. შეშინებული მერი ბუჩქებში შეყუჟულიყო. მის წინ კი როტვეილერის ლეკვი დახტოდა და ავისმომასწავებლად იღრინებოდა. -
გული გამიხეთქა, ხომ უნდა გაგეფრთხილებინე?! - უყვირა მერმა.
53
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ხმაურზე ცოლმა გამოიხედა. -
მოხვედი, ძვირფასო? ა, ბატონი ლერსინიც აქ ყოფილა. ახლა მაინც გავუმასპინძლდები, ხომ ხედავ, რა მშვენიერი ლეკვი მოგვიყვანა. მასწავლებელი უკვე მოვუძებნე. ცოტას წაამეცადინებს და ჩვენი ცუგრუმელა ინტელექტუალი გახდება.
-
შენი უტვინო დედაც, - ჩაილაპარაკა მერმა და ბუჩქებიდან გამოძვრა. - მგონი, დამშვიდობებას აპირებდი, - მიუბრუნდა თნაშემწეს.
*** ლერსინმა ნაცნობი ფსიქიატრის ნომერი მოიძია და დაუყოვნებლივ შეხვედრაზე დაითნხმა. ცხვირზე სათვალეწამოკოსებულმა ხნიერმა კაცმა კარი გაუღო. -
კარგა ხანია, ჩემთან არ მოსულხარ, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა. კაბინეტში შევიდეთ, მეუღლეს სძინავს, - შეუძღვა ოთახში მცირე მოკითხვის შემდეგ და ყურადღებით მოისმინა სტუმრის მონაყოლი. ლერსინმა კიდევ ერთხელ
54
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
შეასრულა ერთგული ხელქვეითის მოვალეობა და ამბის გადმოცემისას ერთხელაც არ უხსენებია მერის სახელი. -
აქ ან პიროვნების გაორებასთან გვაქვს საქმე ან აკვიატებულ იდეებთან, - თქვა ჩაფიქრებულმა პროფესორმა. თუ პიროვნების გაორებაა, მაშინ ის ხან ადამიანია, ხან ძაღლი. ცხოველის ფსიქიკისთვის დამახასიათებელია ინდივიდისა და გარემოს ერთ მთლიანობაში შერწყმა. გარემო ისეთი მხარეებითაა ინდივიდში გადასული, რომელთაც შინაგანი მიმართება აქვთ აქტუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან, ამიტომ ცხოველის ფსიქიკისთვის სამყაროს მიმართ შემეცნებითი დამოკიდებულება გამორიცხულია. ადამიანის ფსიქიკაში კი მოცემულია ინდივიდისა და გარემოს ურთიერთისაგან გამოყოფა, მათი ისეთი დაპირისპირება, რომელიც ინდივიდს აქცევს სუბიექტად, გარემოს კი ობიექტად, მაგრამ თუ ეს ადამიანი ფსიქოპათია, მას პიროვნების ხასიათის ანომალია, ემოციურ-ნებითი სფეროს დისჰარმონია ექნება. ეს პათოლოგია შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მემკვიდრეობითობაც
55
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
შეიძლება იყოს. სასურველია, თუ ამის შემოწმების საშუალება გვექნება. -
რას იტყვით ჰიპნოზზე, როდესაც აზრები და წარმოდგენები უკანა პლანზე გადადის და პაციენტი მის ფსიქიკაში დალექილ, მივიწყებულ რეალბას აღიქვამს?
-
ჰიპნოზს უფრო შთაგონებისათვის იყენებენ. ეს ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მეთოდია. მისი პირველი სტადია მზარდი ძილიანობაა, მეორე ზერელე ძილიანობა, რასაც კატალეფსიას ვეძახით, მესამე - ღრმა ძილიანობა ანუ სომნამბულიზმი. ამ დროს, მართლაც, შესაძლებელია ადამიანი გონებით მივიწყებულ რეალობაში დაბრუნდს.
-
რამდენად მივიწყებულ რეალობას გულისხმობთ? შეიძლება ეს ძალზე ადრეული ბავშვობა იყოს?
56
-
სავსებით შესაძლებელია.
-
უფრო იქით?
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
დედის საშოს გულისხმობთ?
-
საშოს და საკვერცხეეებს არა, წინა ცხოვრებას ვგულისხმობ.
პროფესორმა სათვალე მოიხსნა, შუშების გაწმენდა დააპირა, თუმცა უმალ გადაიფიქრა და ისევ ცხვირზე მოირგო. -
როგორ, პაციენტმა ჰიპნოზის დროს წინა ცხოვრება გაიხსენა?
-
ჰიპნოზი მე გამიკეთეს. როგორღაც მედიატორის როლს ვასრულებდი. პაციენტისგან მიღებულ აზრებს ვიჭერდი და მივხვდი, რომ მან ნახა, თუ როგორ მოკლეს წინა ცხოვრებაში.
-
მოიცა, კარგად ვერ გავიგე. მედიატორის შესახებ უფრო დაწვრილებით მომიყევი.
-
სომნამბულიზმში ჩავვარდი, ჩემსა და ჰიპნოტიზიორს გარდა ახლომახლო არავინ იყო. აზრები ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოდიოდა და, როგორც სიზმარში, რაღაც გაურკვეველ, უაზრო სცენებში ირეოდა, მაგრამ მათ მნიშვნელობას მაინც აღვიქვამდი.
57
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
წარმოუდგენელია! - გაკვირვებით ხელები გაშალა პროფესორმა. - ვერანაირი მედიატორი თქვენ ვერ იქნებოდით. ერთადერთი, რაც თეორიულად შემიძლია ვივარაუდო, ის არის, რომ თვითონ ჰიპნოტიზიორს ჩაეგონებინა ეს აზრები.
-
დარწმუნებული ხართ? - აღელდა ლერსინი.
-
სავსებით. ეს ისეთივე ნათელია, როგორც ის, რომ ახლა თქვენ გიყურებთ, ყმაწვილო. ცხოვრება შევალიე ამ საქმეს. მაგ ძალის ტელეპატი რომ არსებობდეს ბუნებაში, მართლა თავისუფლად შეძლებდა, მსოფლიო მმართველობა აეღო ხელში. მედიატორის ვერსია რაღაც აბსურდია. თქვენ, უბრალოდ, შეცდომაში შეგიყვანეს.
-
კი, მაგრამ რაში დასჭირდათ?
-
თქვენ თვითონ მითხარით, ექიმს პაციენტის შესახებ ინფორმაციის ღიად გაცემის უფლება არ ჰქონდაო, ამიტომ იგი ჰიპნოზის დროს გადმოგცათ, სხვანაირად რომ ვთქვათ,
58
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
გიკარნახათ. ვერაფერს იტყვი, ეშმაკურად მოუფიქრებია.
*** მეორე დღეს, მერის საარჩევნო კამპანიის მხარდამჭერთა ჯგუფის შეკრებაზე, ბატონი ჰარლასი კოჭლობით სცემდა ბოლთას. პარტიული ბოსები განაწყენებულნი ჩანდნენ. წინა საღამოს მომხდარი ინციდენტის ამსახველ კადრებს ტელევიზია ჯერ კომენტარის გარეშე ატრიალებდა წინ და უკან, მერე კი ოპოზიციის გესლიანი კომენტარებიც დაურთო: „ძაღლები ხმას აძლევენ ჰარლასს!“, „ძაღლების პარტია მზად არის, საკუთარი კანდიდატი დაგლიჯოს!“ ეჭვი არავის ეპარებოდა, ამ დარტყმის შედეგებს აუცილებლად იწვნევდნენ, როცა ამომრჩეველი საარჩევნო ურნებს მიაშურებდა. ლერსინი გრძნობდა, მხარდამჭერთა ჯგუფშიც დაიწყო მალული მითქმა-მოთქმა, მაგრამ მას, როგორც მერის თანაშემწეს, პირდაპირ არაფერს ეუბნებოდნენ. იცოდნენ, შიდა პარტიულ ინტრიგებს გაურბოდა. როცა შეკრებილები ისე ახმაურდნენ, რომ ლერსინის არყოფნას ვეღარავინ შენიშნავდა, მან დრო იხელთა და სამდივნოს მიაშურა. -
59
შეიძლება, კომპიუტერით ვისარგებლო?
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
პირად ტელეფონზე ლაპარაკით გართულმა ქალმა მოწყალედ დაუქნია თავი. ლაქლაქს მხოლოდ მაშინ მორჩა, როცა მერმა თავისთან გამოიძახა. ლერსინმა რაღაც ინფორმაცია მოიძია. საარჩევნო შტაბი კრაზანის ბუდეს დამგვანებოდა. სასწრაფოდ უნდოდა, მერს დალაპარაკებოდა, მაგრამ ვერაფრით დაიმარტოხელა. მაშინ სხვების გასაგონად სთხოვა: -
ბატონო მერო, არჩევნების შესახებ სასწრაფო ინფორმაცია მაქვს თქვენთვის გადმოსაცემი, პირადად მინდა, დაგელაპარაკოთ.
-
ლერსინ, არჩევნებს უშენოდაც მოვუვლით, ვერაფერს მიხვდა მერი. - წადი და საქმეს მიხედე. გახსოვდეს, ეგ შენი მეექვსე ნაბიჯია.
-
რა, სიარულს ხომ არ სწავლობს, - მოესმა ზურგსუკან ერთ-ერთი პარტიული მძორის მიერ დაცინვით ნათქვამი. მერმა რაღაც უპასუხა და ყველამ გაიცინა.
გადაწყვიტა, საღამოს სახლთან დალოდებოდა. მანქანა ოციოდე მეტრის დაშორებით გააჩერა. არ იცოდა, მარტოს მოიყვანდა მძღოლი თუ პარტიული ელიტაც
60
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
მოჰყვებოდა. არ სურდა მათი თვალებგადმოკარკლული და გაბღენძილი სიფათების დანახვა. მერიაში ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მათ კი, არჩევნების წინ რომ გამოჩნდებოდნენ ხოლმე - მაძღარი სახეებით და დამცინავი ღიმილით - ვერაფრით გაუშინაურდა. ადამიანებს რაღაცნაირად, სხვანაირად, უყურებდნენ - თითქოს ღმერთმა განსხვავებული, უკეთესი, მასალით შექმნა ისინი. აშკარად ცდებოდნენ, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით მიუთითებდნენ ხოლმე ნეკროლოგებში. მერი საკმაოდ გვიან დაბრუნდა. მძღოლი გაუშვა და კოჭლობით წავიდა სახლისაკენ. მარტო იყო. ლერსინი მანქანიდან გადმოვიდა. უცბად, ქუჩის ბნელ კუთხეში კაცი შენიშნა, ჩაცუცქულიყო და უზარმაზარ ქოფაკს კისერში ჩაფრენოდა, ძლივს თუ აკავებდა. მერე მოულოდნელად წინ უბიძგა. გაავებული ძაღლი, საშინელი ღრენით, ელვის უსწრაფესად გამოიჭრა და ქალაქის მერს ეკვეთა. ლერსინი არც დაფიქრებულა, რომ თავს განსაცდელში იგდებდა, ყვირილით გაიქცა მათკენ და ხელში მოხვედრილი პირველივე საგნით ჯიქურ შეება ძაღლს, რომელიც წაქცეულ მერს დაგლეჯას უპირებდა. ცხოველი ასეთ მედგარ შეტევას არ ელოდა - უკან დაიხია. ამასობაში გამვლელებიც წამოეშველნენ და ძაღლი, როგორც იქნა, მოიგერიეს.
61
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ლერსინმა დაინახა, ძუნძულით როგორ მიაშურა იმ კუთხეს, სადაც პირველად შენიშნა. სწრაფად გადაირბინა ქუჩა და კუთხესთან მივიდა. იქ აღარავინ იყო. ძირს დაგდებული რაღაც შენიშნა, დაიხარა და ხელში აიღო. ცხვირსახოცი აღმოჩნდა. გაახსენდა, ჩინურ რესტორანში მერმა ცხვირსახოცი რომ მოისაკლისა. გამოდის, წინასწარ ვიღაცამ ამოაცალა. ალბათ მაშინ, მოედანზე ავტოგრაფებს რომ არიგებდა. გასაგებია, ცხვირსახოცი ძაღლის დასაგეშად სჭირდებოდათ. უკან რომ გამობრუნდა, მერი უკვე საავადმყოფოში გადაეყვანათ. მეორე დღეს შეეცადა, ცხოველთა უფლებების დამცველი ენახა, მაგრამ ოფისში არ დაუხვდა. სახლის მისამართი დააზუსტა და შინ ეწვია. კარი ხანში შესულმა ქალმა გაუღო. -
ინსპექტორი ჰუნდსინი, - გააცნო თავი ლერსინმა, - თუ შეიძლება, თქვენი შვილის ნახვა მინდოდა. მითხრეს, რომ, როგორც წესი, შესვენების დროს სახლში იმყოფება ხოლმე.
-
მართალი უთქვამთ, ინსპექტორო, თუმცა მთელი დღეა, ერთ ქალბატონს როტვეილერის ლეკვის გაწვრთნაში ეხმარება და მოხუცი დედა აღარ ახსენდება. მოგეხსენებათ, ასაკი თავისას შვრება -
62
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
მეშინია, იმ ქალთან სერიოზული ურთიერთობა არ გააბას. გონს მოსვლას ვერ მოასწრებს, რომ ქმრიანი ქალის ლოგინში აღმოჩნდება. ოჰ, ეს ახლანდელები... - ქალი სტუმრის წასვლის შემდეგაც აგრძელებდა ლაპარაკს. ლერსინმა მერიაში შეიარა, მაგრამ ბატონი ჰარლასი ადგილზე არ დაუხვდა. -
იყო და წავიდა, - უთხრა მდივანმა ქალმა და კოსმეტიკას მიუბრუნდა.
-
მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ტელეფონზე არ მპასუხობს, სად წავიდა? - იკითხა შეწუხებულმა ლერსინმა.
ქალი შეყოყმანდა, გონებაში წონიდა, გაეყადრებინა თუ არა თავი თანამშრომლისათვის. -
არ ვიცი, - აიჩეჩა მერე მხრები ისე, რომ სარკისთვის თვალი არ მოუცილებია.
ლერსინი საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგიდაზე გადაიხარა, გაცოფებულ მდივანს ყელში წვდა და თითები მოუჭირა.
63
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
ახლავე მითხარი, სად არის, შე ბოზო, თორემ აქვე მოგახრჩობ და ნეხვის გორასავით დაგდებ მაგიდაზე.
-
იარაღის საყიდლად, - ამოიხავლა შეშინებულმა ქალმა, - თქვა, რომ ფსიქოპათები დასდევენ.
ლერსინმა ხელი ოდნავ შეუშვა. -
რომელ მაღაზიაში?
-
არ ვიცი.
მაღაზიაში ვეღარ მიუსწრო. -
უცნაური ვინმეა ჩვენი მერი, - უთხრა გამყიდველმა, - სანადირო იარაღი მჭირდებაო და პისტოლეტი იყიდა, თუმცა რა გასაკვირია, ტელევიზორს რომ ვრთავ, მეშინია, ცოფი არ გადამედოს. კაცს ყოველდღე ძაღლები კბენენ, კიდევ კარგ ჭკუაზეა. ჟურნალისტებსაც ხომ მეტი არ უნდათ, სენსაციებზე ნადირობენ. ჟურნალისტები იქით იყოს, ავიღოთ თუნდაც ჩვენი ხელმძღვანელობა...
ლერსინმა ყველაფრით უკმაყოფილო გამყიდველს პოლიტიკაზე ენის მოფხანის საშუალება არ მისცა,
64
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
გადარეული გავარდა გარეთ. ჩქარობდა, ძალიან ჩქარობდა, მაგრამ ქალაქის მერის სახლთან თავმოყრილი, სირენებმოციმციმე მანქანების დანახვაზე მიხვდა, რომ მაინც დააგვიანა. მორჩა, ყველაფერი დამთავრდა. სვლა შეანელა და მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა. ეზოდან თეთრ ზეწარგადაფარებული საკაცე გამოიტანეს და ამბულატორიის მანქანაში შედგეს, მერე კი პოლიციელებმა ბორკილდადებული მერი გამოიყვანეს. ლერსინს რომ გაუსწორდა, მერი შედგა. პოლიციელებიც შეჩერდნენ. -
წავასწარი, ჩემს როტვეილერს წვრთნიდა, უფრო სწორად, ჩემზე გეშავდა. სასამართლოთი ვერაფერი დამაკლო და ალბათ უნდოდა, ძაღლს დავეგლიჯე. ახლა კი ვინ დამიჯერებს, რომ ძაღლი მივახვრიტე, ამ ნაბიჭვარს ადამიანად ჩათვლიან.
-
ვეღარ მოგისწარი, - ლერსინს თავისდაუნებურად ცრემლით აევსო თვალები, თორემ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
65
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
მეექვსე ნაბიჯი არ გამოგივიდა, ლერსინ, მაგრამ არ იდარდო - ზოგჯერ ერთი ზედმეტი ნაბიჯი და პირდაპირ უფსკრულში იჩეხება ადამიანი.
პოლიციელებმა, რომლებიც სხვა დროს მერს ელაქუცებოდნენ, უხეშად უბიძგეს და მანქანაში ჩასვეს. ლერსინმა როტვეილერი შენიშნა, მოშვებული თასმა მიწაზე დასთრევდა და დაბნეული აქეთ-იქით დაძუნძულებდა. თავისთან მოუხმო, თავზე ხელი გადაუსვა და თასმა მოხსნა.
*** მერიის შენობას მანქანა ეზოს მხრიდან მიაყენა. მდივანი ქალი მის დანახვაზე შეშინებული მოიბუზა, მერის კაბინეტში შევიდა. -
ადვოკატს დაურეკე, უთხარი ზუსტად ერთ საათში აქ მოვიდეს. არავინ შემაწუხოს, მით უმეტეს, შენ, - გამოსძახა.
კარები მიიხურა, ფანჯარა გააღო და გარეთ, ეზოში, სკამი გადადგა. მერე რაფაზე ახტა, გარეთ გადავიდა და სკამი მანქანის საბარგულში ჩააგდო.
66
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
*** -
ინსპექტორი ჰუნდსინი, გუშინ ჩავეწერე, უთხრა ფსიქოანალიტიკოსის თანაშემწეს, დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით, ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა.
-
მიბრძანდით, ექიმი მორქუარდტი გელოდებათ, უთხრა ცოტა ხნის შემდეგ გოგომ.
ლერსინი კაბინეტში შევიდა და კარი ზურგს უკან მიიხურა. -
თქვენ? მაგრამ თუ არ ვცდები, თქვენი გვარი ლერსინია.
-
თქვენი კი - ნორბერტი.
ქალი შეცბა. -
დიახ, მაგრამ ეგ ჩემი ქალიშვილობის გვარია, თქვენ საიდან იცით?
-
გამოძიება მართლა ძალიან წააგავს საჭადრაკო ეტიუდის ამოხსნას, - თქვა ლერსინმა. შეხედულებით ცხენს ჩამოჰგავხართ, მაგრამ, ვგონებ, თქვენც გამსვლელი პაიკი ხართ, თუმცა
67
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
არ ვიცი, მეექვსე ნაბიჯის გადადგმით რა მოიგეთ. -
ვატყობ, სერიოზული მკურნალობა გჭირდებათ, აღშფოთდა ექიმი.
-
არა, ამჯერად, ჰიპნოზის სეანსს მე ჩაგიტარებთ, ხელი ჰკრა ლერსინმა და სავარძელში მიაგდო. მერე ფარდები ჩამოუშვა და მუსიკა ჩართო.
-
მამათქვენი, ერიკ ნორბერტი, ახალგაზრდობაში მერიის თანამშრომელი იყო. ოცდათხუთმეტი წლის წინ, 24 აგვისტოს, წმინდა ბართლომეს ღამეს, ღამის 2 საათზე, თავის ორ თანამშრომელთნ ერთად ძაღლებზე სანადიროდ გავიდა. ის და ლებენდი შაშხანებით შეიარაღდნენ, მათზე უმცროსისთვის კი, რომელსაც დაცინვით „ჰერცოგ გიზს“ ეზახდნენ, შაშხანა აღარ აღმოჩნდა და პისტოლეტი მისცეს. ამ ამბიდან ძალიან მალე ლებენდი ცოფის მსხვერპლი შეიქნა და სული უფალს მიაბარა. სასაცილო „ჰერცოგი გიზი“ კი, თანდათნობით გამოვლენილი პოლიტიკური ალღოს წყალობით, წინ მიიწევდა და გარკვეული დროის შემდეგ, მამაშენი, რომელიც პარტიის მნიშვნელოვანი
68
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
ფიგურა იყო, უკან მოიტოვა. მალე სერიოზული თანამდებობაც მიიღო, უბრალო საჩუქარი ქრთამში ჩაუთვალა და მეტოქე საბოლოოდ მოიშორა თავიდან. რამდენიმე სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ მამაშენმა ხელი ჩაიქნია, გალოთდა და მთელი თავისი უიღბლობა, უკვე მერად არჩეულ, ყოფილ ამხანაგს გადააბრალა. სიმთვრალეში ჰყვებოდა ხოლმე, როგორ დახოცეს ძაღლები ერთად, მაგრამ ლოთის სიტყვებს ყურადღებას არავინ აქცევდა. მამის მდგომარეობა მხოლოდ მის შვილს აწუხებდა და ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ალკოჰოლიზმისგან განეკურნა მანამდე, სანამ ერთ დღეს მთვრალს ქუჩაში არ ჩაეძინა. დილით გაყინული იპოვეს, ყურები და ცხვირი მაწანწალა ძაღლებს მოეჭამათ. შურისძიების იდეაც აქედან გაჩნდა. შესაფერის დროს ეძებდი და, ერთხელაც, ცხოველთა უფლებების დამცველ პაციენტში, შურისძიების იარაღი აღმოაჩინე. ჰიპნოზის დროს, რომელსაც ვითომდა მის დასახმარებლად მიმართავდი, გამუდმებით უნერგავდი აზრს, რომ წინა ცხოვრებაში, როგორც ძაღლი, ახლანდელმა ქალაქის მერმა მიახვრიტა. დაარწმუნე, შური ეძია. მამაშენის განკურნებისათვის შენი კვალიფიკაცია
69
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
საკმარისი არ აღმოჩნდა, ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად გაწეული დრო და ენერგია კი უქმად არ დაკარგულა. -
კვალიფიკაცია არაფერ შუაშია, - შეჰყვირა ქალმა, - ის მკურნალობაზე არ მთანხმდებოდა, ალკოჰოლს საწამლავივით ეტანებოდა, უნდოდა, რაც შეიძლება, მალე წასულიყო ამ ქვეყნიდან. თვითმკვლელობამდე სწორედ მაგ არაკაცმა მიიყვანა. ახლა კი, უკვე მერამდენედ, ქალაქის მერად ირჩევენ. წიგნიც კი გამოსცა თავისი ცხოვრების ბითურ გზაზე. მისი წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე, შური მეძია და ღვაწლმოსილი მკვლელის ნამდვილი სახე ყველასთვის მეჩვენებინა. სამწუხაროა, რომ სასამართლო არ შედგა.
-
შურისძიების მეორე მსხვერპლზე არ გიფიქრია, არა?! როგორ შეგეძლო, ასე მოქცეოდი ადამიანს, საკუთარ პაციენტს, რომელიც გენდო და იმედოვნებდა, დახმარებას გაუწევდი. რითი ხარ ჰარლასზე უკეთესი? ! როდის გაიგებთ, რომ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ძაღლებივით ექცევით, ხოლო ძაღლებს - არაადამიანურად, არასოდეს არაფერი შეიცვლება.
70
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
ამ ბიჭს ისედაც აკვიატებული აზრები აწუხებდა. ერთ იდეას თუ მეორეთი ჩაანაცვლებდი, დიდი არაფერი დაშავდებოდა, ცხოველთა უფლებებს კი ამიერიდან უფრო უკეთესად დაიცავს.
-
ის ახლა მკვდარია, ქალაქის მერი კი დაპატიმრებული. ოციოდე წუთში მერიაში ადვოკატი მოვა. ვიცი, ვერაფერს დაგიმტკიცებთ, ამიტომ მინდა, შენით აღიარო დანაშაული. ეს სასჯელს გარკვეულწლად მაინც შეუმსუბუქებს პატიმარს.
-
არაფრის გულისთვის არ ვიზამ ამას, ნამდვილად გაგიჭირდებათ, რამე დამიმტკიცოთ.
ლერსინმა ჯიბიდან თასმა ამოიღო და ყელზე შემოახვია. -
ტყუილად მაშინებთ, - თქვა ქალმა, - ჩემი მოკვლისთვის სასჯელს თქვენც ვერ გადაურჩებით, არა მგონია, მაგ დამპალი მერის დახმარება ასე ძვირი გიღირდეთ.
-
სიძვირისა რა მოგახსენოთ, ჩვენ, ძაღლებს, ფულისა ბევრი არაფერი გაგვეგება.
71
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
თქვენ ფსიქოპათი ხართ!
-
ჰო, ახირებული აზრები მაწუხებს პატრონის ერთგულებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სასჯელს, მგონი, აქ არც ვყოფილვარ. ჩემს ალიბს ადვოკატი და მდივანი ქალი უზრუნველყოფენ, თქვა და თასმა ღონივრად მოქაჩა.
*** -
მიბრძანდით, - უთხრა მერის მისაღებში ადვოკატს მდივანმა, - უკვე ერთი საათია, გელოდებათ.
ლერსინმა ის-ის იყო სკამი ოთახში გადმოათრია და ფანჯარა მიხურა. -
სასამართლოს მდივანს ველაპარაკე, სამწუხარო ამბავია, - თქვა შესვლისთანავე ადვოკატმა, სულ მცირე, თხუთმეტ წელს მაინც შეუფარდებენ.
72
ნუგზარ ინჯია, ერთგული ლერსინი
-
ძაღლებს თხუთმეტი წლის მანძილზე პატრონის დაბრუნებას რომ ელოდნენ, იტალიაში ძეგლებს უდგამენ, - წაიბუტბუტა ლერსინმა.
-
რა თქვით? - ვერაფერს მიხვდა ადვოკატი.
„შიდა ქართლის მწერლობა“ მისამართი: გორი, სტალინის გამზ. 31. ელფოსტა: gorismweraltasaxli@gmail.com ვებგვერდი: http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2015 წ.
73