ლექსები

Page 1



ალექსანდრე ტაბატაძე

ლექსები

შიდა ქართლის მწერლობა http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2015 წ.



წრეხაზი

3


*** პოეტიც ცდება ძალიან ხშირად, ცდება სიტყვაში და ცდება ქალში, არაფერს ზოგჯერ ყველაფერს სწირავს, გულცივ ქალს ეტრფის სიწმინდით ბავშვის. ზოგჯერ, უბრალოდ, რამე არ ესმის, ორგულებს ზოგჯერ მიიჩნევს ძმებად, მაგრამ მამულის მტერმოყვარეში

4


ნაღდი პოეტი არასდროს ცდება.

„...“ როგორც ასპიტი ბალახისფერი, თავაწეული ცივად სისინებს, კაცობრიობის უძღები მტერი, ჯერ უძლეველი ავი “...“ დღეს რომ ბობოქრობს, მძლავრობს, არ ცხრება,

5


ღმერთო, მომასწარ მის დამარცხებას!

გენები ჩაბუდებულო ჩემში, გენებო, ჩემო ღვიძლებო, განა გერებო, გულიდან გულში ანაძგერებო, რა ვიცი, იქნებ ბედნიერებო, წინაპართაგან მონაბარებო, ნაჩუქნო, განა მონაპარებო, ოცნებებო და წარმოდგენებო, 6


იარეთ ისე, როგორც გენებოთ, გქონდეთ ჭრილობაც და ნატკენებიც, ძველი მესხების, არაგველების, ოღონდ ქართული გერქვათ გენები!

სტრიქონები მესხეთჯავახეთს 1. *** შენ, საქართველოს მენაპირე, ძველო კარიბჭევ,

7


ახლა საშველი არაფერი გჭირს, მკვდრეთით აღმდგარხარ, ატოტვილხარ, როგორც ფენიქსი, თავაწეული მიხვალ შენი გზით. ოღონდ ეგ არი: შენს კუმურდოს, აწყურს და წუნდას, შენს თავფარავანს, შენს გოგაშენს, მუსხსა და სულდას და სხვათ, რომელნიც გადურჩნენ სულთანს, მეტი ალერსი, 8


მოფერება და სითბო უნდათ. 2. *** აქ ახლო არის სათავე მტკვარის და საქართველოს ისტორიის დიდი სათავე, შენი წიგნები, ციხეები, შენი ტაძრები ვთვალე, ვთვალე და ვეღარ დავთვალე. აი, აქ არის სათავე აზრის და დიდი შოთას დიდებული ჯიშის სათავე, 9


შენი სიმდიდრე, შენი ღვაწლი აურაცხელი ვთვალე, ვთვალე და ვეღარ დავთვალე.

3. *** მე შენს სერებზე ვიწევ ცერებზე და ისტორიას ასე გავცქერი და ძლიერ მიკვირს, უსაქართველოდ სამასი წელი როგორ გაძელი.

10


4. *** ვარძიის ფუძევ, რაც თავი გახსოვს, მტკვარი შხუილით ლოდებს გილოკავს და ხმა ტალღების (თუ მიხვალ ახლოს) ძალიან მოჰგავს მესხურ კილოკავს. 5. *** კოთელიას და ბარალეთს საბოსტნე მიწებს ბარავენ... გამახსენდება რა ხშირად, რაც დრომ ვერ დაანახშირა: კოთელიელის სახლში ვარ, განა იმ მიწურ ქოხში ვარ, 11


ხარბად ვისუნთქავ სარკმლიდან შემოჭრილ მიწის ოხშივარს და წუთით მომეჩვენება აქ, სადღაც, მურჯის სერებთან აღმაშენებლის ომში ვარ. 6. *** აი, ეგ არი კლდეკარი და ჯავახეთის ზეგანი, ზეგანს ამჟამად დასცქერის სულგანაბული აბული. 12


7. *** მტერი გჭრიდა და გძირკვავდა, როგორც ხეს ტოტებშესხეპილს, ზოგჯერ შიგნიდან ტყდებოდი ღალატით და დაბეზღებით. ვერც შენიანნი გშველოდნენ და, რა თქმა უნდა, ვერც სხვები, იყო გაქცევა, გახიზვნა, თავზე დაქცევა 13


მეწყერის, ქართლი, კახეთი ამიტომ მოფენილია მესხებით. 8. *** ნეტა, ვინ ცხოვრობდა კალთუბანში, მიწასთან გასწორებულ ამ სოფელში, დაქცეულ, გაციებულ საბუდარში? ან იმ ბიჭს რა ერქვა, სოფლის მოშორებით გულდამშვიდებით რომ ცხვრის ფარას მწყემსავდა და კალთუბნელთაგან 14


პირველმა შენიშნა მტრის შავი ლაშქარი და ცაში აჭრილი მტვერი და ბუღი? ნეტა, რა გერქვა, პატარა ბიჭო, რა გვარის იყავ? ნეტა, რა ფერის თვალები გქონდა, რამდენის შეხვდი ხმლის დაწივლებას? ქარს უნდა ვკითხო შენი სახელი, ან ამ ცხელ ლოდებს, სერზე გაფანტულს, მათ ეხსომებათ, 15


როგორ იძახდა სოფლის ბოლოში შენს სახელს დედა. 9. **** ნუ გაიკვირვებთ, თუ ჯავახეთის გზებზე ვერ შეხვდეთ ხესაც, თუ აქაური ტოროლას ხმაში ზოგჯერ მოგესმათ კვნესაც. 10. *** „მე ჯავახეთს რა მიშავდა, მთვარე იდგა მზესავითა, კალმახი და ქერის პური წინ მეყარა ბზესავითა,“ – 16


ეს არის უფრო ნოსტალგია კაცის, რომელიც მომხდურის გამო გაიხიზნა ჯავახეთიდან და არა ნატვრა ქერის პურის ანდა კალმახის. 11. *** ჩამონგრეულო ციხევ აწყურის, ჩამორღვეულო ფუძევ ხერთვისის, ასე უეცრივ რამ მომაწყურა ლოცვად დადგომა თქვენი ღმერთისთვის?! 17


დაუშრეტელო წყალო ფოცხოვის, საფარის ცაზე ისევ მზეს ხედავ, ასპინძის მიწავ, მარად ცოცხალო, ხომ იწოდები ისევ მესხეთად? მინდა, გეახლო და მოგეფერო და შენს დაღლილ ცას ისე შევხედო, რომ გათქმევინო, არ ვარ ბებერი და ძველებურად ისევ ვმესხეთობ.

18


სიყვარულის წელიწადი გვერდზე გადავდე სუყველა საქმე, როგორც რომანი გადაკითხული და „სიყვარულის წელიწადს“ ვაგებ თვით სიყვარულის და ღვთის კურთხევით.

ფიფქი იქ, სადაც ციური დუმილია გამეფებული, 19


თოვლის ფიფქები უხმაუროდ იბადებიან მერე კი, როგორც ფრთოსანთ გუნდი, დაფეთებული, ჩვენკენ მოჰქრიან და მიწაზე იფანტებიან. ზოგი ქუჩაში დაასრულებს ლამაზ სიცოცხლეს, ზოგი ტალახში, ზოგი გზაზე, ზოგი ბუჩქებთან, ზოგი მინდორში, ზოგი ტყეში თავს მოიწონებს, 20


ზოგი ჩაქრება საკვამურში სულმოუთქმელად. ისე მოვლენ და ისე წავლენ, ვერვინ გაიგებს და მათ სიცოცხლეს არ ექნება აზრი მცირედი, ფიფქი დაფარავს მთაგრეხილებს სტეპებს, ტაიგებს და ბევრს ექნება უკვდავების დიდი იმედი. მხოლოდ ათასში ერთი ფიფქი თუ დააკვდება შეყვარებული 21


ქალიშვილის ღვთიურ წამწამებს, გაიელვებს და სიხარულით უცებ ჩაქრება და აისრულებს თავის საწადელს ამ სიკვდილით ძვირფას უკვდავად აქცევს. ეს წამიერი შეტოკება და ჩაფიქრება... მერე ლოყაზე სიხარულის ცრემლად იქცევა და ყველა ფიფქზე ბედნიერი ფიფქი იქნება. 22


დღემდე დღემდე რაც იყო, შავიც და თეთრიც, თითქოს იყო და არც იყო დღემდე... დღეიდან შენზე, შენ გამო, შენთვის, შენით, უშენოდ და ასე შემდეგ. ვიარე გზებზე ცრემლით თუ ლხენით, დაღლილი შენს თეთრ კარავთან შევდექ... დღეიდან: შენთვის, 23


შენ გამო, შენით, შენთან, უშენოდ და ასე შემდეგ. ხან სიხარული, ხან მწარე სევდა, ხან ბალახამდე, ხან მაღლა, მზემდე... დღეიდან: შენით, შენ გამო, შენთან, უშენოდ, შენით და ასე შემდეგ. იმედის შუქით უკიდეგანო, სიზმარი იყო, რაც იყო დღემდე... დღეიდან შენით, შენთვის, შენ გამო, 24


შენთან და შენთან და ასე შემდეგ.

*** მე რომ ბედზე დავიჩივლო, ამით განა შეიცვლება რამე? რომ ვიტირო, თვალისჩინო, ამით განა გათენდება ღამე? ჩემს ტკივილს და ჩემს საწუხარს თივითონ მევე ვუპატრონო უნდა, ბედისწერას ვერ წაუხვალ, ცრემლის ტბად რომ დაიღვარო თუნდაც. 25


ის მწამს, რასაც ვაღმერთებდი, რაც ვიყავი, ისევ ის ვარ, მიტომ... ამ ცხოვრების აღმართებზე ჩემი ტვირთი მევე უნდა ვზიდო.

*** ახლოვდება სიბერე და მეორე ბავშვობა, იქით მივალ სიმღერით, რასაც ერთ დროს დავშორდი.

26


გათავდება მალე გზა და ცხოვრება ვერაგი თეთრი ლექსით გამლექსავს, დამსვამს თეთრი პერანგით. როგორც გაკვეთილიდან წასულს ჩუმად, გაპარვით, ეს გზა კვლავ იქ მიმიყვანს, იმ ბავშვობის ზღაპარში.

ერთხელ ჩემი შავი თმა რად გიკვირს, სულაც არ ვარ ბებერი, 27


ეს იქნება ამას იქით ჩემი სადარდებელი. თეთრი თოვლით ნაფერ თმებით ისევ შავ თმას ვინატრებ ერთხელ, როცა დავბერდები, იმ ბოლო დღის წინა დღეს.

*** შენ თურმე გიკვირს ძალიან, მე რომ ლექსისთვის მცალია. შენ ამბობ, ერთი კვირაა ღვინო არ მისვამს, პირადად 28


მე ვამბობ, ერთი წელია, ლექსი არ დამიწერია. შენ პურმარილის ჯავრი გკლავს, მე სიტყვას ვეძებ კარი-კარ. შენთვის ლექსს ჩალის ფასი აქვს, ლექსი გიფუჭებს ხასიათს. მე კი ყოველთვის ცაში ვარ, როგორც ქოჩორა ტოროლა, ლექსს ვანდობ ფიქრს და ხვაშიადს და მოძმეს თითო-ოროლას.

29


გახსენება ომი, როგორც სახადი, ყველამ გადავიხადეთ. დღეებს ისე ვმარხავდით, როგორც წითელ მიხაკებს. ომი იყო ქალაქში, ომი იყო სოფელში, ბავშვებს გვქონდა ბანაკი, გვქონდა ჩვენი თოფები. ბანჯგვლიანი თათებით ვიღაც ტყვიებს გვესროდა, ბალიშზე რომ თავს ვდებდი, იქაც ომი მესმოდა. 30


ჩვენი ჯოხის რაშებით ბრძოლის ველზე ვკვდებოდით, ტიტლიკანა ბავშვები შიმშილს ვუმკლავდებოდით. მეც ჩემს რაშზე ვიჯექი, ვით შეჰფერის ატამანს, საღამოს კი ბიჭები ვხვრეპდით ნაცარქათამას. „გმირები“ ჩვენც გვყოლია და გვყოლია „ფაშისტიც“, რადგან ომი ომია,

31


დიდისთვის და ბავშვისთვის. გაგანია ომია ყველგან - შინაც, გარეთაც. ფრონტი შორს რომ გვგონია, ატუზულა კარებთან. ...გავუძელით ათას ჭირს შიმშილს, ყინვას, ზამთარს და... რა ვაებით გადავრჩით, ბოლოს ომიც დამთავრდა. ახლა ვზივარ, ვიგონებ რას ვუძლებდით, ვითმენდით. 32


იმ თრთოლვით ვწერ სტრიქონებს, იმ დამჭკნარი თითებით.

ჟურნალისტი მეფრინველეობის ფაბრიკაში ქათქათა ბლოკნოტი. ქათმების ქოთქოთი. ფაქტები. ციფრები. ივსება ბლოკნოტი. კვერცხი და წიწილა. დედლები. ვარიები. გუნდი და კაპელა. მამლების არიები. 33


ნუცა და ციალა. ცაცა და ციცო და... - იცოდა? - იცოდა! ქალების ქირქილი. ქათმების ქოთქოთი. ციფრები. გვარები. ივსება ბლოკნოტი. დედლები. თეთრები. თეთრები. ვარიები. მამლები. მამლები. მამლების არიები.

34


ოდა ყაყაჩოს მ. მიქაძეს ყველა ყვავილს აქვს თავისი ეშხი, თავისი სუნი, თავისი ფერი, ყველა ყვავილი პოეტის ლექსში თავისი ხმით და ფერებით მღერის. თავისუფლების დაკარგვას ყველა ეგუება და ადვილად იტანს ვარდი, ზამბახი, ია, ენძელა,

35


ბალბა, გვირილა, ნარგიზი, ტიტა. ყველას იზიდავს ბროლის ლარნაკი, ოთახის სითბო, სინათლე მკრთალი, მინდორს ელევა, ცხოვრობს ქალაქში, ოღონდ არასდროს მოაკლონ წყალი. არავინ ფიქრობს მზეზე და ცაზე, არავის ახსოვს მადლი ბუნების

36


და უზრუნველად ცხოვრობენ ასე, ერთი ჭიქა წყლით მოსყიდულები. შენ კი სულ სხვა ხარ, სხვა ხასიათის, ჩემო უბრალო ყაყაჩოვ მინდვრის, თავმოყვარე ხარ, ლაღი, ზვიადი, ბროლი და ვერცხლი არასდროს გიკვირს. შენ გირჩევნია, მინდვრად ცოტახნით

37


ცეცხლივით ენთოს შენი ფურცლები, ვიდრე ტყვეობა მდიდრულ ოთახში და ელექტრონის შუქი უცვლელი. და თუ მოგწყვიტა ვიღაცის ხელმა და აისრულა გულისნადები, ტყვექმნილი სიკვდილს ინატრებ ხელად, უცებ ჭკნები და უცებ თავდები. ...მე თქვენი ცეცხლი შემომეგზნება 38


და ავივსები თქვენეულ შუქით, ყაყაჩოებო, უთქმელ ლექსებად ჩემს სამარეზეც ამოხვალთ თუკი.

ჰორიზონტალური ლექსი ცაზე ზანტად გაწოლია თოვლისფერი ღრუბელი, ღრუბელს ქვემოთ თრიალეთი გაშოტილა აქეთიქით, 39


მთისძირს მისდევს მტკვრის ხეობა, პარალელის უფლებით, მტკვრის ხეობას ლიანდაგი, კიბის გრძელი მაკეტივით. ლიანდაგის გასწვრივ გზაა, უთვალავი მანქანით, გზას მაღალი ძაბვის ხაზი მიაცილებს მალულად და ისე ჰორიზონტალურად მოჩანს ყველა საგანი, გავიწყდება, რომ ბოძები

40


დგანან ვერტიკალურადაც. ცა, ღრუბელი, მთა, მდინარე, გზატკეცილი, რკინიგზა, ელექტრონის, ტელეფონის მოზუზუნე სტრიქონები, ბაღ-ვენახი, ველ-მინდორი (თუ ვახსენებთ ბილიკსაც) წვანან ჰორიზონტალურად, ერთმანეთის მიყოლებით ზოლი - ზოლთან, ხაზი ხაზთან, 41


ახლო-ახლო, შორიშორ, თეთრი - ლურჯთან, მწვანე - რუხთან, მშვიდად შეხამებულები. ისე კარგად უხდებიან უსასრულო ჰორიზონტს, თითქოს ფუნჯით დაუხატავს ვიღაც მხატვარს ზებუნებრივს.

42


ფუტკარი ალბათ მთელი დღე ეს ფუტკარი ასე წვალობდა ფანჯრის მინაზე გამწარებით ეძებდა იმ გზას, სიბნელიდან რომ გაიყვანდა აპრილის მზეში. ... მადლობა უფალს ფუტკრის ტანჯვა შემამჩნევინა, მისთვის ფანჯარა გამაღებინა და სიკვდილიდან სიცოცხლეში გამაშვებინა.

43


მთავარი გამოცდა ჩემი წიგნის გამოცემის, ისევ დადგა ჯერი, ყველამ ხელი მოაწერა, გაეგზავნა სტამბას. სიტყვებს, მე რომ მინდორმინდორ, ფოთოლ-ფოთოლ ვწნავდი, შეკონავენ და თხელ ყდაში მოამწყვდევენ ალბათ. გაუძლებენ ეს სიტყვები ადუღებულ ტყვიას, ლინოტიპის მარწუხებს და ბეჭდვის ბედისწერას, შავ საღებავს, კორექტურას, 44


მთავლიტს, რედაქციას, შეცდომებს და შესწორებებს გაუძლებენ, მჯერა. მთავარია, სტამბის კარს რომ გაუღებენ ერთხელ, მტრედებივით როცა გარეთ გაუშვებენ ყველას, ცად იფრინონ, მაღაზიის თაროებს არ შერჩნენ, იქ გაუძლონ იმ გამოცდას, მე არ მთხოვდნენ შველას.

45


იყო იყო: წუთები წლების სადარი, დაუვიწყარი წუთები იყო. ის გაზაფხული ახლა სად არი! თითქოს იყო და არც იყო თითქოს. იყო: ხავერდის ბიბინა კორდი და ენძელების ქორწილი იყო. იყო: ყინულზე ქარივით ვქროდით,

46


ვაბზრიალებდით ყინულზე ჩიკორს. იყო: რა ვიცით, რა აღარ იყო, სხვა იყო გული, სხვა იყო დროც და იყო: პირველად შევბედე სტრიქონს, იყო: პირველზე პირველი კოცნა! იყო: საკუთარ თავთან ჭიდილიც უფლისციხესთან, ქსანთან, ატენთან... ფიქრი სწყდებოდა უდეს ჩიტივით 47


და მთელი ღამე გარეთ ათევდა. ჩანჩქერი წითლად ჩქეფდა ძარღვებში, სულში სურნელი იდგა ნუშების, თავსხმა წვიმაში სარკმელს ვაღებდი და სახეს ცისფერ წვიმას ვუშვერდი. იყო: აფრების ტკაცუნი ქარში (როგორც იტყოდა პაოლო ჩვენი)

48


და ყველაფერში მზე იდგა მაშინ, სინათლისა და სიცოცხლის მფენი. იყო ოცნება! იყო მიზანი! ჯეჯილის ფერი დაჰკრავდა სტრიქონს... რაც იყო, თითქოს იყო სიზმარი, რადგან ყველაფერს დაერქვა „იყო“.

49


ახალი დღე დღეს ახალი დღე დაიწყო, ეს დღე არ ჰგავს დღეს გუშინდელს. ნეტა, ახლა შენთან ვიყო სიკვდილსაც არ შევუშინდე. დღეს ახალი დღე გათენდა ბიბლიიდან გადავხატე... ნეტა, ახლა, ერთადერთავ, ეს დღე არ-არ-არ დაღამდეს! დღეს სახლიდან გამოვედი ისეთ მზიან ხასიათზე, ეს დღე თვით მე დავხატე და 50


ვიცი, ერთ დიდ ხესთან მიცდი იქ არ-არ-არ დაღამდება.

ესპერანტო მწვერვალზე ხე დგას უზარმაზარი. მისი ტოტები ქვეყნის ყველა კუთხიდან მოჩანს და ყველას ესმის შარიშური მისი ფოთლების, თუმცა ხეს ერთიც არ აბია რტოზე ფოთოლი. აპრილში რაა ყვავილობა, 51


ამ ხემ არ იცის, არ აქვს ოდნავი ფერი და სუნი, მას არც ფუტკრები ეტანებიან და არც მწერები. მის ჩრდილში დღემდე არვის უნახავს ქალ-ვაჟი ტრფობით გაბრუებული. მის ტოტებს დღემდე ჯერ არ სმენიათ ვნებით ნათქვამი: „შენი ჭირიმე“. ასეთი ხილი მისთვის უცხოა,

52


რადგანაც ეს ხე ყველასია და არავისი.

ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრების ჯგუფური სურათის ესკიზი მწვანე მოლი, მოლზე სუფრა იმპრესიონისტების. შუქ-ჩრდილები ლამაზები, თითქმის სულმთლად შიშვლები. აგერ მანე, აგერ მონე, რენუარი, სისლეი, ფერის, ფუნჯის, ფანტაზიის 53


ჯადოქრები, მისნები. აგერ დეგა, პოლ გოგენი, სხედან თავის მოდრეკით, ვან გოგი და პოლ გოგენი, იქვე - ტულუზ ლოტრეკი. თუმცა ყველა ერთად არის, ყველას გზა აქვს თავისი, თუმცა ყველას ერთი ხმა აქვს, სულ სხვადასხა ხმა ისმის. ერთმანეთი სძულთ და უყვართ, კენწლავენ და იცავენ, 54


მადონებს და ანგელოზებს დაეძებენ მიწაზე. მანეს მუხლზე დაუდვია ფლეიტისტის ესკიზი, მონე ხუმრობს, მანე ფიქრობს, ეს ფეხზე დგას, ის კი ზის. სულ ცალკე დგას ჟორჟ სიორა, ნაირფერი პასტელით, გულზე ხელი დაუდვია და ჰორიზონტს გასცქერის. ყველამ ზურგი შეაქცია 55


კლასიკას და რენესანსს და სხვაგვარად ეპყრობიან ხაზებსაც და ფერებსაც. მაგრამ სჯერათ, დღეს რისთვისაც ცხარობენ და წვალობენ, ის მზესავით მიადგება ხვალ პარიზის სალონებს.

*** მე თუ ძლიერ მიხარია, შენ კი ძლიერ მწუხარებ, 56


მე თუ გულით მემღერება, შენ კი ცრემლს ღვრი, მდუღარეს, მე თუ ჩრდილი მენატრება, შენ კი გსუსხავს სიცივე, მე თუ ლამაზ სიზმრებს ვხედავ, შენ კი ვეღარ იძინებ, მე თუ შარბათს შემასმევენ, შენ კი - შხამს და სამსალას, მე თუ გრიგალს ვუმკლავდები, შენ კი სიომ დაგძალა, მე თუ მხოლოდ მელხინება,

57


მემღერმეამტკბილება, შენ კი ტკივილს ვერ იამებ, გული დარდით ილევა, მე თუ ფიქრით დავქრი ცაში, ამაყი და მდიდარი, შენ კი ხვალის იმედიც კი არ გაქვს არავითარი მაშინ ლექსის სტრიქონებიც გადმექცევა ეკლებად და ჩემს ყველა ბედნიერ დღეს ჩალის ფასი ექნება.

58


ოდა ოდას ისევ თვალწინ მიდგას ახლაც, განა დიდი სრა-სასახლე, ერთი ციცქნა ძველი ოდა, სარკმელი რომ ერთი ჰქონდა, მისი ბუხრის უცხო სუნი, სადაც წაველ, რომ დამქონდა, მისრულებდა ყველა სურვილს და უბრალოდ ერქვა „ოდა“. ახლაც ისევ თვალწინ მიდგას 59


სრა სასახლე? აბა, ვინ თქვა! – ერთ ციდა ძველი ოდა, სითბო - ცოტა, პური ცოტა, პურს მინდვრების სუნი ჰქონდა, სითბოს ჰქონდა სუნი კვარის.... ეხ, სადღაა ძველი ოდა, ჩემი ოდა სანუკვარი! ახლაც, ქალბატონო ნინო, გვინდა თვალი მივაწვდინოთ ოდებს, შიგ რომ ბუდე გვქონდა

60


და სხვა გულით გვიხაროდა. ახლაც ისევ მიდგას თვალწინ: ძველებურად ათოვს, აწვიმს იქ, ფერდობზე შემდგარ ოდას, ლურჯი ზეცის საუფლოდან... მერე რა, რომ - პურიც ცოტა, მერე რა, რომ - სითბოც ცოტა, ისე დიდი შუქი მოსავს და დგას ისე პატიოსნად, რომ შეუნდობ ყველა ცოდვას 61


იმ სანუკვარ ბებერ ოდას! ახლაც თვალწინ მიდგას ისევ და ძველისძველ ფიქრებს ვისევ: იქ ბავშვობა ჩემი ქროდა და არაფრის დარდი მქონდა, გულში ქროდა, თავშიც ქროდა, ქარს გაჰქონდა, გამოჰქონდა. ისე ტკბილი ოდა მქონდა, იმის ამშენები ცხონდა! ოდა, ოდა, ძველი ოდა,

62


შიგ რომ მერცხლებს ბუდე გვქონდა, ახლა რატომ მომაგონდა ანდა ისე რად მომწონდა! იქ მოყვანილ ქინძს და ქონდარს სულ სხვა გემო რატომ ჰქონდა?! იმ ბუხართან მინდა ჯდომა და გათბობა იმ ნაღვერდლით, იმ სუნს ვიცნობ შეუცდომლად. კიდევ ერთხელ ყველას გვედრით, კიდევ ერთხელ იმ სითბოში 63


ჩამთვლიმოს და ჩამეძინოს და ლოგინში ცელქი ბავშვი ბებომ ფრთხილად ჩამაწვინოს. რა ძვირფასი გვქონდა ოდა, ახლა ვზივარ, ვუძღვნი ოდას...

როგორც ტყეში ნაკადული თვითნასწავლ მხატვარ ნინო რამიშვილს ოთხ კედელზე განფენილა მომღერალი სული, 64


სული, მზეში განბანილი, ციდან ჩამოსული. არც არვისგან გისწავლია ფუნჯის ჩუმი მოსმა, ნიჭი ღმერთმა გიწყალობა, ვით სახალხო მგოსანს. განა გზებით, გაკვალულით, ფართო შარაგზებით, როგორც ტყეში ნაკადული, მოჩუხჩუხებ გზნებით. არც სახელი და არც ტაში და არც არვის სკოლა! ფერებს იმ შენს ბავშვობაში კრეფ და ერთად კონავ. ფერებს უხმო შებინდების, განთიადის ფერებს

65


და გურიის ველმინდვრების ფერებს და სიმღერებს. თოვლი ისე მსუბუქია, ზეცა - ისე ლურჯი, მიკვირს, რატომ არ უქია არვის შენი ფუნჯი. ...ოთხ კედელზე განფენილა მომღერალი სული, სული მზეში განბანილი, ციდან ჩამოსული.

წერილი ფიქრად ასე ხდება რა ხანია ფიქრით გწერ წერილს. 66


გიხსენებ და მიხარია, მეტი არაფერი. მოგონებით სული თვრება, სული უხმოდ მღერის... გიხსენებ და მენატრები, მეტი არაფერი. ნისლო, მზეს ნუ ეფარები, დღეო, როგორ მიჰქრი, გიხსენებ და გეფერები ფიქრით, მხოლოდ ფიქრით. აჰა, ფიქრით ისევ მოგწვდი, ფიქრიც როგორ გარბის... გიხსენებ და ისევ გკოცნი, როგორც დღემდე არვის. 67


უხსოვარ დროს შენთან ვიყავ, გიკოცნიდი ხელებს... გიხსენებ და გულში გიკრავ ათასი წლის მერეც... ერთი გზა და ფიქრი გვქონდა ათასი წლის წინათ. მთაზე გვედგა თეთრი ოდა მზე - გარეთაც, შინაც! გვინათებდა ერთი მთვარე, ერთი ცეცხლი გვენთო... რამხელა გზა გავიარეთ,

68


კვლავ ერთად ვართ, ღმერთო! ისევ ისე ერთადა ვართ ქართლის გაშლილ ველზე, ისევ ერთი ცისქვეშ დავალთ და ერთმანეთს ვეძებთ. ისევ ერთი ფიქრით ვიწვით, ერთად დაგვათოვა, ათასი წლს მერეც, ვიცი, ისევ ერთად მოვალთ. მოგონებით სული თვრება, სული უხმოდ მღერის, გიხსენებ და მენატრები, მეტი არაფერი. 69


*** იდგა გვიანი შემოდგომა. საბადურის ტყე გახვეულიყო ყვითელ დუმილში. ჩაფიქრებული, გაძარცვული ხეები იდგნენ და იხსენებდნენ გაზაფხულის იმ მზიან დღეებს, როცა კვირტებში მოწოლილი სიცოცხლის ჟინი გარდიქმნებოდა მწვანე ხმაურად, 70


მწვანე ფიქრებად, მწვანე ოცნებად... იდგა გვიანი შემოდგომა. ყვითელ დუმილში გახვეულიყო საბადურის ტყე. ჩვენი ხმა ისმოდა ტყეში, ვით უკაცრიელ, უცხო კუნძულზე ბავშვის ჩურჩული. ჩვენც, ხეებივით, ფიქრში წასულნი ვიდექით ტყეში და ვიხსენებდით ჩვენს გაზაფხულებს, ჩვენს ვერცხლისფერ მზიან აპრილებს, 71


როცა ჩვენს სულში და ჩვენს ძარღვებში ძალუმად ჩქეფდნენ თოვლისფერი ნაკადულები და ყვავილობდნენ იასამნები... მერე იმ ხეზე, აღსარების ხე რომ დავარქვით, გაიხმაურა გულთეთრა ჩიტმა, მერე იმ კორდზე, ყვითელ ფოთლებს რომ დაეფარა, ამოიწვერა ციცქნა ყვავილი, რათა შენ გეთქვა:

72


„ღმერთო ჩემო, რა ლამაზია!“ რათა მე მეთქვა: „მე შენ გიძღვნი ამ ლამაზ ყვავილს!“ გაძარცვულ ტყეში ასე ვიპოვეთ ბედნიერებმა გაზაფხული დაუვიწყარი...

როგორი ამინდია გორში? თბილისში ბევრი პოეტი ცხოვრობს. ზოგს ვიცნობ სალმით, ზოგს - ხმით და კალმით, 73


ზოგს - რუსთაველზე თამამი გავლით. ზოგი ძმა არის, ნაღდი მოყვარე, ზოგი - უბრალოდ, თანამოკალმე... შევხვდებით წუთით (ახლანდელ დროში!): - როგორი ამინდია გორში? - ახალი რა არის გორში? - გორშიც ხომ მოთოვა გუშინ? ათასში ერთი თუ კითხულობს:

74


-

როგორი ამინდია გულში?

*** რაკი გამხადე ღირსი სიცოცხლის, მაცოცხლე, როგორც მინდა. ნუ შემიბრალებ, ნუ შემიცოდებ, თუკი შევნატრი მდიდარს. თუ შემიყვარდეს, ისე დამტანჯე, სულს ძლივს ვიჭერდე კბილით,

75


სულმოუთქმელად მისთვის დამსაჯე, დამაკარგინე ძილი. თუ მოწამლული მომკლავს ისარი ან მოღალატის ტყვია, გთხოვ, დამიმიზნოს გულისფიცარზე, რომ აღარ იყოს გვიან. თუ გამიმეტო დასავიწყებლად, თუ ამის ღირსი გავხდი, მითხარ, სიცოცხლე ახლა იწყება, უსასრულო და ნაღდი. ჩავიძირები სხვა ნეტარებით 76


მაშინ ვარდისფერ ნისლში და არასოდეს გამეკარება არდაბრუნების შიში. ...რაკი მეც მოველ დედამიწაზე, მაცოცხლე, როგორც მინდა.... ღმერთო მაღალო, ნუ გამიმწარებ სიცოცხლეს სულ ერთ ციდას.

*** რვა მარტს ყვავილებს ცეცხლის ფასი აქვს. მიმოზის ტოტებს, ალისფერ ტიტებს, 77


ცეცხლისფერ მიხაკს ცეცხლის ფასი აქვს სუყველას ამ დროს. და არის ერთი ჟრიამული რვა მარტს ბაზრებში გრძელ-გრძელ დახლებთან, შესასვლელებთან და კიდევ უფრო მოშორებით, ტროტუარებზე. ...დღეს რვა მარტია. ასი ათასი მამაკაცი ეძებს ყვავილებს კარგი იყოს და, ჯანდაბას, ფასი, არც ფულს ზოგავენ, არც დროს, არც სიტყვებს. 78


ყველას სურს, ამ დღეს ყვავილები მიართვას დედას, სატრფოს, დაიკოს, მეგობარ გოგოს... მე ქალაქგარეთ, თოვლიან ტყეში, გამხმარ ძეძვებში დავძვრები მარტო და ვეძებ შენთვის პირველ ენძელებს, სულ რამდენიმე საათის წინ რომ ამოიწვერნენ სველი მიწიდან... ენძელებს მიწის

79


თბილი სუნი ამოაქვთ ზემოთ და გულის გარდა სულსაც ათბობენ. მე გულმოდგინედ ვეძებ ენძელებს შენთვის, ძვირფასო...

*** რასაც მზე და წვიმა მაძლევს, ქარაფშუტა ქარი მართმევს. ჩამოივლის, ვით მემაწვნე, თითქოს მაწვნის ფული მმართებს,

80


სუსხიან ფრთას გამკრავს ცივად, მოედება ღობე-ყორეს და რაც მომცეს მზემ და წვიმამ, წამართმევს და წაიყოლებს. რასაც მაძლევს მაღლით ღმერთი ოცნებას და ლამაზ ნატვრას , გამოტყვრება კაცი ერთი და ყველაფერს მიქცევს ნაცრად. ამიწეწავს ფიქრებს ისე, როგორც ქარი, ქარაფშუტა...

81


ხან ვანთივარ მიტომ მზისებრ, ხან ჭრაქივით ძლივსღა ვბჟუტავ.

*** შენ, ვისაც ჩემი ნათქვამი ასე უკუღმა გესმის, ვისაც არ გესმის ხანდახან, ეს გული როგორ კვნესის და ჩემი ცრემლი გგონია მხოლოდ შხამი და გესლი და ფიქრობ, თითქოს მეც იმას 82


ვფიქრობ, რასაც შენ ფიქრობ. შენ, ვინც ვერაფრით იშორებ გულიდან ეჭვის მიკრობს. ნერვიულობ და ბუზღუნებ, ძილს და სიმშვიდეს იფრთხობ. შენ, ვისაც მოგჩვენებია, ქვეყანას ჩემგან იცავ, თითქოს შენ ცაში დაფრინავ, მე კი ვამძიმებ მიწას. თითქოს შენ სოფელს აშენებ, მე კი ვანგრევ და ვაქცევ. 83


შენ გეუბნები, ამაოდ ასე გუნებანაქცევს, ჩვენში ვინ არის მართალი, პასუხს თვითონ დრო გაგვცემს.

*** ისე მამყოფე, ცუდ კაცს თვალში ვეჩხირებოდე და კაი კაცი მეძებდეს სანთლით. ისე მატარე მიწის გულზე, ქუდბედიანად, 84


რომ ცუდი კაცი სკდებოდეს გულზე. ისე მაცოცხლე, ჩემად მიჩნდეს სხვისი ტკივილი, ისე ნუ მომკლავ, ორ კაცს მაინც არ გაეხარდეს ჩემი სიკვდილი...

წასვლა თამარ იოსებიძის ხსოვნას ახლახან იყო - კვერნაქის მთიდან 85


შენ გულმოკლული გვეთხოვებოდი, აპრილის მზეში ესვენე მშვიდად, უკანასკნელად მზეზე თბებოდი. ეთხოვებოდი ოჯახს, მეგობრებს და მოშრიალე ხეებს შეფოთლილს თითქოს ორი დღით - არცკი გვეგონა, რომ სამუდამოდ გვეთხოვებოდი. იდგა წუთები მძიმე და მწარე,

86


ყველაზე უფრო ახლა გაჭირდა... გიცდიდა შენი თბილი სამარე, შენი ქართული მიწა გიცდიდა! და ცაზე თვალი შევავლე წეროს ნადარბაზევის მთიდან მოფრენილს... ვთქვი: არც იღბალი, არც ბედისწერა, წუთი ყოფილა წუთისოფელი. მერე მზეც მთების იქით დაცურდა

87


(მის ასეთ ჩასვლას სულ არ ველოდით) და მიდიოდი ისე კაცურად, თითქოს წასვლითაც სხვის გულს შველოდი.

*** ოთახს, რომელშიც მე ვზივარ ახლა, რომელსაც ჩემი სამუშაო ოთახი ჰქვია, მართლაც, ძალიან უცნაური რგებია ხვედრი. ამ ოცდაათი თუ მეტი წლის წინ ამ ოთახს ერქვა 88


კაბინეტი ფოსტის უფროსის (ის ცხონებული ცოტა ხნის წინ გარდაცვლილა და სიკვდილამდე ხანდაზმული პენსიონერი ქუჩაში ისე დადიოდა, როგორც პოეტი, რომელიც ლექსის ბოლო სტრიქონს წერს და ვეღარ წერს)... აგერ, აქ იჯდა ის კაცი მუდამ და თავკაცობდა საქმეს, რომელიც ადამიანთა ურთიერთკავშირს, 89


აზრების გაცვლას, ფიქრის განდობას და სხვა მისთანას ემსახურება. ამ კედლებშორის მე ვზივარ ახლა. არ ვწერ ბრძანებებს, არც ხელქვეითებს ვტუქსავ იმისთვის, რომ შორის მხრიდან გამოგზავნილი ბარათი პატრონს დაუგვიანეს, ანდა მავანი (პეტრე თუ პავლე) ტელეფონით ვერ ალაპარაკეს. 90


არ ვწერ ბრძანებეს, ლექსებს ვწერ ზოგჯერ, როგორც ბარათებს გულწრფელს, გულახდილს და მათ ვუგზავნი, ანუ ვუძღვნი, ანუ მივართმევ.

დაბერებული სიტყვების ძეგლი დრო - ატეხილი ლურჯი მდინარე მიდის წარსულში მიატივტივებს

91


მამა-პაპათა ფიქრებს, იარებს და სიტყვებს, სიტყვებს... გულო, იტირე! მშვენიერ სიტყვებს, ნაღდ ქართულ სიტყვებს, წინაპრის სისხლით ბევრჯერ დაფერილს ლურჯი მდინარე მიუტიკტიკებს და ვით მუზეუმს, წარსულს აბარებს. ჩვენ რომ გვშველოდნენ სიტყვები ძველი და მომავალში მიგვაცილებდნენ,

92


მხარში რომ გვედგნენ ათასი წელი და ჩვენს ჭირ-ვარამს ინაწილებდნენ. „მეხრე“ და „სახრე“, „კალო“ და „კევრი“, „თოხი“, „ფიწალი“, „ურემი“, „ლოლო“ და კიდევ სიტყვა ძალიან ბევრი ხვალ ლექსიკონებს შერჩება მხოლოდ. არც „ხელეური“ და აღარც „ულო“... სიტყვაც ბერდება მერე და მერე,

93


მიაქვს მდინარეს... იტირე, გულო, და, ვიდრე დროა, კალამო, წერე! ბერდება სიტყვაც, ხმალივით ცვდება, მოდის ახალი და მიდის ძველი და ვერც კი ვამჩნევთ, როგორ გვაკლდება რაღაც დიადი, თბილი და წრფელი. იყვნენ, იცხოვრეს მათ ვაჟკაცურად, ხან იალაზნეს, ხან იენგურეს...

94


მადლობა უთხარ, ვიდრე წასულან. გულო, ამ სიტყვებს, ასე ერთგულებს. მადლობა უთხარ ჩვენს მარჩენალებს, ბევრჯერ მტერთგან გულში დაჭრილებს, ჩვენი რწმენა რომ გაამერანეს და ჩვენი სული გადაარჩინეს! გამოიარეს ათასი რისხვა და გზა, ფენილი უთვალავ ეკლით, და ძლიერ მინდა, სიმართლე გითხრათ, 95


ამ ლექსს დაერქვას იმათი ძეგლი!

*** წეროთა მწკრივები ელანდება ცაში მარტოშთენილ წეროს, პოეტს მარტოობა ენატრება და მცირე იმედის ჩერო. თავთავს თავთავები ენატრება მიწაში ოცნება ცალად. ვიღაცას ვიღაცა ენატრება, ვიღაცა გაურბის ყველას... - თქვენ როგორ, ქალბატონო! 96


-

ო, როგორ გეკადრებათ! სარკმელი გააღეთ, ცხელა...

მეგობრის ხსოვნას დღეში რომ ცხრაჯერ გირეკავდი, ამ ნომერს აგერ თვეზე მეტია, აღარ ვკრეფ, რადგან ვიცი, ვერასდროს იმ ქვეყნიდან ვერ მიპასუხებ და მეშინია, შენი ხმის ნაცვლად ვაითუ, სულ სხვა ხმა გავიგონო... 97


გორის მუნიციპალიტეტის მერიის მწერალთა სახლი მისამართი: გორი, სტალინის გამზ. 31. ელფოსტა: gorismweraltasaxli@gmail.com ვებგვერდი: http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2015 წ.

98


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.