1|მ არინ ე ჯალია შვი ლი
ოქროსნიღბიანი კაცი
მარინა ჯალიაშვილი
ოქროსნიღბიანი კაცი
შიდა ქართლის მწერლობა http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2018 წ.
3|მ არინ ე ჯალია შვი ლი
ოქროსნიღბიანი კაცი
მზემ ოქროსფერი ნაწნავები დაიშალა, ამაყად გადაიყარა მხრებზე და დედამიწას გაეკეკლუცა. ცისფერ ზეცას საამოდ გაუვარდისფრდა ლოყები და მუქლურჯი თვალები აუელვარდა. უგრძესი დალალები უხვად ეყრებოდა ათასფერადოვან და მრავალსახოვან კაცთა მოდგმას. განსაკუთრებულად გამორჩეულ, ბრდღვიალა ნაწნავს ყოველდღე იჭრიდა და დედამიწის ერთ მაღალ წვერზე ყელმოღერებულ ტაძარს უგზავნიდა. მის ადგილას ახალი, უფრო წმინდა სხივი იბადებოდა და მზე საოცრად ესათუთებოდა. ჯერ ფრთხილად ხვევდა სხივებს კაცთა მოდგმას, ნაზად და დაუკითხავად მიანათ-მოანათებდა, მიელამუნებოდა ტაძრის კედლებს და მერე სარკმელში შეიჭვრეტდა, გარს უვლიდა ღვთისმშობლის ფრესკას, ესათუთებოდა და პარპალებდა. ერთ დღესაც მოულოდნელად მთელი სიძლიერით დაანათა. ფრესკის კედელი გაანათა. ერთ წამში მისმა ანარეკლმა მთელი ტაძარი ააკაშკაშა. ნათელი გარეთ გაიჭრა და ხალხის თვალსაწიერს მიწვდა. შავანაფორიანმა მამა ექვთიმემ კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი და ლოცვა ჩაამთავრა. გაოცებული თვალებით შეხედა უკვე არაერთხელ ნანახ, აბრწყინვალებულ ღვთისმშობლის ფრესკას. დაცემული მზის სხივის ანარეკლი საოცარ ნათელს ჰფენდა მოკიაფე სანთლებს. გაოცებულმა ლოცვა ჩაიბუტბუტა. ენა ებმოდა, გონებას 5|მ არინ ე ჯალია შვი ლი
ძაბავდა. უკვე მერამდენედ შენიშნა და ვერ მიმხვდარა სხივი... ნათელი... ტაძარში?! „ჯერ ხომ არავის უნახავს? რა სასწაულს უნდა ველოდეთ?“ - გაიფიქრა და ლოცვა გააგრძელა. გაოცდა სოფელიც. ღამღამობით შიშნარევი, ინტერესიანი თვალებით გაჰყურებდნენ ტაძრისაკენ მაღალ სივრცეს. ზოგჯერ ნათებას ხედავდნენ, სასწაულად ოქროსფერ, თვალისმომჭრელ, ლამაზ და ხვეულწნულიან სხივებს. ღამის მუქლილისფერ ცას ასხივოსნებდა და მნახველს აოცებდა. ყველა ვერ ხედავდა, ყველას არ შეეძლო ამ საოცარი მშვენიერების დანახვა. ეს აოცებდა მამა ექვთიმეს. მან უკვე იცოდა, რომ ფრესკის სასწაული ანარეკლი ანათებდა ტაძარში და ეს ანარეკლი იმდენად წმინდა და ნათელი იყო, რომ უწმინდური ვერასოდეს დაინახავდა. ...და ეს სასწაული ყოველდღე ახალ-ახალ ამბებად გროვდებოდა სოფლის კუთხე-კუნჭულში.
*** მთელი დღის დაღლილი კაცი დაცლილი ტომარასავით მიეგდო ჭუჭყიან და აბურდულ ლოგინზე. სიამოვნებიანი ღრმა სუნთქვით ამოისუნთქა და იქვე მდგარ, ყვითელი მიწით სავსე, ძველ, მურიან ქვაბს სიამოვნებით გადახედა. „ესეც ასე! გროვდება, ნელ-ნელა გროვდება, აბა ერთბაშად ოქრო ვის უპოვია?! - სიამოვნებით ჩაიჩურჩულა. ოქროსნიღბიანი კაცი
მრავალნაოჭიანი და დასიებული ქუთუთოები მძიმედ დახუჭა. რაღა არ იფიქრა და ასე ჩაეძინა. ნახევარ საუკუნეს ოცნებით მიაღწია. მამის დანატოვარ სახლში სარდაფი გამოანთავისუფლა და ყვითელი მიწის დაგროვება დაიწყო. დღისით სად მიდიოდა, არავინ იცოდა. დროდადრო ერთ პატარა სახლს ჩაუვლიდა გვერდით და ცალი, ელამი თვალით შეიჭყეტდა. მხოლოდ ერთი წუთით შეჩერდებოდა და თავის გზა-სავალზე მიდიოდა. სოფლის თავში პატარა მდინარე მიიგრიხებოდა. ზაფხულობით გვალვაზე შრებოდა და მოწანწკარე წყალში დასიცხული ლოდები მწყურვალი, მომაკვდავი თევზებივით ეყარა. სწორედ იმ დროს კაცი იმ ადგილებში თავდაღუნული მიდიოდა. არცერთხელ მაღლა არ აიხედავდა, არ ასწევდა მოგრძო, მძიმე თავს. მცხუნვარე დღეებში მელოტი თავი კიდევ უფრო აულაპლაპდებოდა. გრძელ, უშნო ცხვირს საბერველივით ბერავდა, დროდადრო გამშრალ, დახეთქილ ტუჩებს აცმაცუნებდა და შუბლშეკრული ომახიანი ნაბიჯით მიიწევდა წინ. უშველებელი ფეხებით ერთიანად თელავდა მინდვრის ზიზილა ბალახ-ყვავილებს. არც არაფერი ანაღვლებდა და არც ბუნების მშვენიერება ეცოდებოდა. ცალგვერდულად მოსიარულეს ერთი ბეჭი მაღლა ამოსწვეტოდა, მეორე ჩავარდნოდა. უშნო და უსახური იყო. საოცრად პატივმოყვარე ხასიათი კი ჰქონდა. ხალხს კაცად აჩვენებდა
7|მ არინ ე ჯალია შვი ლი
თავს. ვერავინ იგებდა, ვინ უვლიდა, ვინ ჰყავდა სახლში და ვინ ასუფთავებდა. მინდორში ბინძური ხალხში კოპწიაობდა. ზოგჯერ ამ პატარა, მერცხლისბუდა სახლს მიადგებოდა, ოღონდ - ღამით, ძალიან გვიან, როცა უკვე ყველას ეძინა. ორჯერ ფრთხილად დააკაკუნებდა და ჭრიალა კარები სწორედ მაშინ იღებოდა. ესეც მთელი მედიდურობით, თავმოწონებული შევიდოდა და ფეხმომტვრეულ სკამზე ჯდებოდა. მარტოხელა, ლოქო თევზივით გათქვირული დიასახლისი კარებში ძლივს შემოიჭედებოდა. მერე ვიღას ახსოვდა ყვითელი მიწა ან ოცნებები და ასე, კვირაში ერთხელ, სხეულის ნაპარავ სითბოს უნაწილებდნენ ერთმანეთს. აბურდული თეთრეულიდან წამომდგარი, გათენებამდე მიდიოდა იმავე სიფრთხილით. ღამეც თითქოს ხელს უწყობდა, შავ ჩრდილად მიაცილებდა. მერე ერთიანად ცაზე მთვარე ამოცურდებოდა და გაანათებდა ღამის სოფელს. ყველას ზარავდა მისი შეხედვა. ხალხი დათრგუნული და შეშფოთებული ხვდებოდა კაცის ღიმილიან გამარჯობას. იმ ღიმილის ქვეშ მეჩხერი კბილები ურჩხულებივით იკრიჭებოდნენ. კაცი კი, თავისი ცხოვრებით ბედნიერი, ყოველდღე დამშრალი მდინარის პირას ყვითელი მიწის ჩიჩქნით ერთობოდა. ტომრით სახლში მიჰქონდა და საცერში სცრიდა. გაცრილ, სუფთა მიწას ცალკე ინახავდა, დანარჩენს ყრიდა. ნამცეც-ნამცეც ასუფთავებდა და ერთი ტომრიდან ერთ
ოქროსნიღბიანი კაცი
სათითეს თუ გაავსებდა ყვითელი მიწით. ხმა გავარდა სოფელში - ის კაცი ოქროს ეძებს მდინარის პირას, სოფლის თავში, ზიზილა მინდორზეო. ეძებს და იპოვის კიდეცო. დაგროვილიც ჰქონია და გადადნობილიცო. ჭორი ჭორს ემატებოდა იმ ყვითელი მიწასავით. ყველამ ირწმუნა. ირწმუნა და გააღმერთა. კაციც უფრო მეტად გაყოჩაღდა, გაყოყოჩდა, გამედიდურდა. წვეტიან ბეჭს უფრო მეტად ჭიმავდა. უშნო, ბუშტა ცხვირიც მაღლა ასწია. ყოველ დილით ერთადერთ ღერ თმას დიდი გულმოდგინებით ისწორებდა ლაპლაპა თავზე. ირწმუნა საკუთარი სიმდიდრე, ის ლოქო ქალიც უფრო მეტად დანარნარებდა ოთახებში და სულ არ ანაღვლებდა ხალხის ლაქლაქი. აღარც იმალებოდა და ყველას დასანახად ეფერებოდა მსუქანი ხელისგულებით იმ „ოქროს კაცის“ სხეულის მახინჯ ნაწილებს. უზარმაზარი გვერდების ქნევით დადიოდა ქუჩა-ქუჩა და, სავსე კოკებივით, ძლივს მიათრევდა საკუთარ მკერდს. შავანაფორიანი მამა ექვთიმე ყოველ საღამოს ლოცულობდა სოფლისათვის - იქნებ გონებამოკრებილებმა აღიარონ ჭეშმარიტი ღვთაებაო. ლოცვაზე მოსულებს გაუთავებლად ჩასჩიჩინებდა და შეჰღაღადებდა: შეისმინეთ, ოქრო დაღუპავს მაგ კაცს და ვის ეთაყვანებითო.
9|მ არინ ე ჯალია შვი ლი
სოფელი მრავალაზროვანია, ჭორიანია და გამტანიც. ცხვარივით გაყოლაც იცის და სამართლის გამოტანაც, თვალდახუჭულმა - ძეგლის დადგმაც და თავისივე დადგმულის მილეწვ-მოლეწვაც. იმ დღეს უმშვენიერესი დღე იყო ადამიანთა ცხოვრბეაში. ულამაზესი ბუნება მთელი სიდიადით წარმოუდგა სოფლის მცხოვრებთ. სწორედ იმ დღით მზემ ტაძარს პირველი სხივი მიაშუქა. იმ დღით გააოცა მცხოვრებნი თავისი სასწაულით და ააელვარა ღვთისმშობლის ფრესკის ნათელმა ტაძრის შემოგარენი. ათასი კვირტი ამოიკვირტა. ამოისუნთქა დედამიწამ და ჩიტისთვალებით ააცისფერა მწვანე მოლი. ფერთა ქორწილს ზეიმობდა ერიც და ბერიც. ის დამშრალი ცისფერი მდინარე ცისფერი, ლივლივა წყლით გაივსო და გაზაფხულის ჩუხჩუხი ისმოდა თითოეულ წვეთში. გამხმარი ქვები აცისკროვდნენ და აბრჭყვიალდნენ. კაცმა სწორედ იმ აჩემებულ ადგილს მიაშურა. რწმენას რწმენა ემატებოდა და თანდათან სჯეროდა საკუთარი წარმატება. ერთხანს შედგა, ერთ ადგილას გაშეშდა, მიიხედ-მოიხედა. მოსუფთავებულ ადგილას აუარება ყვითელი ფიგურა იდგა. ყოველდღე ზელავდა და ფორმამიცემულს ერთ ადგილას აგროვებდა.
ოქროსნიღბიანი კაცი
იმ დილით კი, სწორედ იმ დილით, როცა ტაძრის სასწაული ნათება მთელ დუნიაზე გავრცელდა, როცა სოფელში შიშმაც კი ჩაიარა, კაცმა ფიგურების გამოფენა მოაწყო. მიდიოდნენ და ენა ებმოდათ, მოხუცები, ბავშვებიც. ზოგი - ჯოხით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა სოფლის თავში, ზოგი - სირბილით, ქშენა-ქშენით, ნაზი ნარნარით. გვერდით სოფლებიდანაც მიდიოდნენ ოქროს ფიგურების სანახავად. იდგა კაცი შემოსაზღვრულ წრეში და უმშვენიერეს კაცად წარმოედგინა თავი. აღიარეს და აქეს. ადიდეს და ცაში აიყვანეს. ზოგი ეჭვით, ზოგი ბოროტებით, ზოგი შურით, ზოგი ალალი სიხარულითაც კი ულოცავდა სასწაულ, ჯერ არნახულ და გაგონილ გამოფენას. მხოლოდ მამა ექვთიმე იმზირებოდა ტაძრის ეზოდან ეჭვის თვალით. გულს უღრღნიდა რაღაც სასწაულის მოლოდინი. იმ კაცის კაბა არც არასდროს უწამებია და ვერც იწამებდა. მიმოიხედა, ტაძრის კედლის შეკოწიწებულ, შეკირულ ქვებს კრძალვით მიეფერა და გული ჩასწყდა სოფლის სიბრმავეზე. შეტრიალდა ღვთისმშობლის აელვარებულ ფრესკასთან და მხურვალე ლოცვა აღავლინა.
*** სოფელმა კაცის ნამოქმედარი თავისებური სიბრძნით შეაფასა და აწონ-დაწონა. მოეწონათ ფიგურები და იწამეს
11 | მ ა რ ი ნ ე ჯ ა ლ ი ა შ ვ ი ლ ი
მათი სიძვირფასე. იწამეს, როგორც ოქრო და არა ხელოვნება. აუჭრელდათ თვალები და დაბრმავდნენ. გამოავლინეს თავისი რჩეული. სწამდათ და ირწმუნეს მეტად. კაცი ერთხანს შეტრიალდა, მიმოიხედა. ათასობით მოელვარ-მოცისკროვნე თვალი იმედით უმზერდა. ყველას სურდა, პატარა ნამცეცს მაინც ხელით შეხებოდა. საზღვარი დაიცავითო, ბრძანა და ხალხმაც აღიარა მისი პირველკაცობა. შეტრიალდა. გაბარდულ-გაფოთლილი ბუჩქის ძირში ჩაცუცქდა, ხელით ფრთხილად გადასწია მიწა და რაღაც ამოიღო. ხელში დიდი სიფრთხილით ეჭირა. ხალხისკენ გაემართა. ფიგურებთან შეჩერდა ერთ წამს. საკუთარი სიმდიდრის ძალითა და სიდიადით აივსო. ამაყი მზერით მიმოიხედა. პირდაღებული სოფელი უცდიდა ოქროს კაცის ხმის ამოღებას. მან
კი
დამუნჯებული
ბრტყელი, საგულდაგულოდ დაზელილ-
გამოძერწილი, ყვითელი, რბილი ფირფიტა სახეზე დაიდო, თავისივე ხელით თიხასავით გადაიგლისა, საკუთარი მახინჯი სახის ნაკვთები ამოიკვეთა და... უფრო საზარელი ნიღაბი არც იარსებებდა კაცობრიობის ისტორიაში. თითით ტუჩების ადგილი გადახაზა და ხალხს უბრძანა, ამიერიდან ამ ოქროს ნიღაბზე ილოცებთო. გაინაბა ჰაერი. წამით გაირინდა ბუნება. უბრწყინვალესი სხივი დაეცა ფიგურებს, სასწაული ნათელი შემოესაზღვრა ზემოთ, ცაზე და ზედ კაცის ნიღბიან სახეს დაეცა. ხელი იტაცა მოსახნელად. სხივის მცხუნვარება ოქროსნიღბიანი კაცი
კი
ძლიერდებოდა,
თანდათან
კანზე
ეწებებოდა,
სახე
ეხრუკებოდა. უაზრო ფიგურები ერთ წამში გახმა და მიწად ჩამოიფშვნა. ოქროსნიღბიანი კაცის უმახინჯესი სხეული უარესად იგრიხებოდა ტკივილებით. სოფელი უცებ გონს მოეგო. დაიცალა მდინარის შემოგარენი. გაოგნებულები, ტაძრის აღმართზე სირბილით ქუდმოგლეჯილები არბოდნენ. მამა ექვთიმე, სასწაულით გაოცებული, ღვთისმშობლის ფრესკას ავედრებდა ხალხს. მას ყოველთვის სწამდა ფრესკის სასწაულთმოქმედებისა. აუცხადდა გულში ნაფიქრი. ჰაერი თანდათან ყვითელი მტვრისგან. ოქროსნიღბიანი
იწმინდებოდა
კაცის
კივილი
ყალბი
ჩუმ
ოქროს
კვნესაში
გადაიზარდა და ბოლოს მთლად მიჩუმდა. მამა ექვთიმემ ზარების რეკვით ამცნო სოფელს მწუხრის წირვის დასაწყისი.
13 | მ ა რ ი ნ ე ჯ ა ლ ი ა შ ვ ი ლ ი
ოქროსნიღბიანი კაცი
15 | მ ა რ ი ნ ე ჯ ა ლ ი ა შ ვ ი ლ ი