1
2
ვაჟა დადიანიძე
ნათლის ყვავილები
შიდა ქართლის მწერლობა http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2016 წ.
3
რედაქტორი: ქეთევან გოგიაშვილი
4
ძ
ეწნის ტოტებზე ეკიდა ჩანგი
და დამტვრეული მქონდა თითები, ვენახს სატანა ფურჩნიდა ჭანგით, ძეწნის ტოტებზე ეკიდა ჩანგი... და ბრუვდებოდა მავანი ბანგით, და ხურდებოდა ლხინი კირთების... ძეწნის ტოტებზე ეკიდა ჩანგი და დამტვრეული მქონდა თითები. 5
6
ი
ქნებ დრო დადგა ჩრდილიდან გასვლის, -
შენ გაკლდები და სხვას ვემატები; გული წაიღო ყეფამ კატების... იქნებ დრო დადგა ჩრდილიდან გასვლის. ცხოვრება ისეც აუგად გაგსვრის: ჩინით, მედლებით, ჭორით, კვანტებით. იქნებ დრო დადგა ჩრდილიდან გასვლის, შენ გაკლდები და სხვას ვემატები.
7
სამებას შენსას, ერთ არსად ქცეულს, სულის საყუდად ვუშენებ ტაძარს ვავედრებ ყველას - რჩეულს და წვეულს, სამებას შენსას, ერთ არსად ქცეულს. ყვავილებს ვუფენ ნაწამებ სხეულს და ფერს ვუბრუნებ ფერფლსა და ნაცარს. სამებას შენსას, ერთ არსად ქცეულს, სულის საყუდად ვუშენებ ტაძარს.
8
ცოდვათა ჩემთა, თანანადებთა, მადლს მოჰფენ ალბათ და მომიტევებ; და აზიარებ ციურ ნათელთან ცოდვათა ჩემთა, თანანადებთა. სხვა სანთელს გინთებ წმინდა ნაღვენთთან, ფერები უკუნს ვეღარ იტევენ, ცოდვათა ჩემთა, თანანადებთა, მადლს მოჰფენ, ალბათ, და მომიტევებ.
9
შენ გიპყრობს მდედრი და არა ქალი და მიდის ქალი და რჩება მდედრი, საწყისი ყოვლის, ვით წყაროს თვალი, შენ გიპყრობს მდედრი და არა ქალი. იშლება კვალი, ნისლივით მქრქალი, და მბჟუტავ ფერებს კვლავ ფარავს თეთრი... შენ გიპყრობს მდედრი და არა ქალი და მიდის ქალი და რჩება მდედრი.
10
გაწყობ ფერებად და განაწილებ, რომ მთლიანობა ვისუნთქო შენი; და აგარიდო მზერა მაცილის, გაწყობ ფერებად და განაწილებ. ძლივს ჩანხარ, მაგრამ თვალს ვერ გაცილებ, საღვთო სარეცელს საოცრად შვენი, გაწყობ ფერებად და განაწილებ, რომ მთლიანობა ვისუნთქო შენი.
11
ვით სახრჩობელის დაწნული ყულფი, ტოკავს შენი თმის მსუსხავი ჭავლი და ახლოვდება სამსჯავრო უფლის, ვით სახრჩობელას დაწნული ყულფი, თავს დამტრიალებს სვავი და ყურბი და მითვლის წამებს, უჟამოდ ჩავლილს. ვით სახრჩობელას დაწნული ყულფი, ტოკავს შენი თმის მსუსხავი ჭავლი.
12
წარბები უფსკრულს რკალავენ თითქოს და ღამურები ღებავენ ღრუბელს; უცებ ნავლდება მბჟუტავი სითბო, წარბები უფსკრულს რკალავენ თითქოს. სული სიზმრებში ბორიალს ითხოვს, სანამ მორევი იქცევა გუბედ... წარბები უფსკრულს რკალავენ თითქოს და ღამურები ღებავენ ღრუბელს.
13
წამწამთა შენთა ნიავი წყნარი თურმე, შორეულ ქარიშხალს უხმობს. თუმცა ჟღერს, როგორც სიმები ქნარის, წამწამთა შენთა ნიავი წყნარი. მაგრამ გამხელენ თვალები მწყრალი, მღვრიე ნაპრალებს რომ ავსებს უხმოდ. წამწამთა შენთა ნიავი წყნარი, თურმე, შორეულ ქარიშხალს უხმობს.
14
სევდა, რომელიც თვალებით დაგაქვს, ჩამქრალ ვარსკვლავის შუქით ანთია; და ამქვეყნიურს არაფერს არ ჰგავს სევდა, რომელიც თვალებით დაგაქვს. შორით ტრფიალი და შორით დაგვა გამოუხსნელი ალბათ ხლართია. სევდა, რომელიც თვალებით დაგაქვს, ჩამქრალ ვარსკვლავის შუქით ანთია.
15
ტუჩები შენი, მთრთოლვარე მუდამ, ჯადოსნურ ცეცხლის ფერებით ფეთქავს; და მხურვალებით ყველაფერს ბუგავს ტუჩები შენი, მთრთოლვარე მუდამ. ნესტარი ნექტარს ელტვოდეს უნდა, შიშინებს სისხლი და ძარღვებს ხეთქავს. ტუჩები შენი, მთრთოლვარე მუდამ, ჯადოსნურ ცეცხლის ფერებით ფეთქავს.
16
საყურე, როგორც სამრეკლოს ზარი, რეკავს და არხევს იდუმალ ჰანგებს; და გულს, გათოშილს, აგზნებს და ბზარავს საყურე, როგორც სამრეკლოს ზარი. ფარფატებს ჩრდილი და ჰყვავის ზვარი, მაგრამ გზას ვიღაც მიმრუდებს განგებ... საყურე, როგორც სამრეკლოს ზარი, რეკავს და არხევს იდუმალ ჰანგებს.
17
მაცდურად მშვიდი, ძოწის თვალივით, ყარყარა ყელზე ყვავილობს ხალი, ობოლ კვირტივით ამოყვანილი, მაცდურად მშვიდი, ძოწის თვალივით. და ტოკავს, როგორც უცხო ყვავილი, ველურ სურნელით სავსე და მფრთხალი. მაცდურად მშვიდი, ძოწის თვალივით, ყარყარა ყელზე ყვავილობს ხალი.
18
ორი მზით სავსე და თბილი გუნდა ორი ბუდიდან ბარტყივით მიმზერს. მალე თესლივით გაღვივდეს უნდა ორი მზით სავსე და თბილი გუნდა. და ჟრუანტელი, თან რომ სდევს მუდამ, ბურანში ახვევს სურვილის მიზეზს. ორი მზით სავსე და თბილი გუნდა ორი ბუდიდან ბარტყივით მიმზერს.
19
მკერდზე, ჯვარი რომ ღამეებს ათევს, დაბორიალებს ლანდი სატანის; და წყვდიადს აფენს ღვთაებრივ ნათელს, მკერდზე, ჯვარი რომ ღამეებს ათევს. ვთრგუნავ მიწიერს და ვუნთებ სანთელს ცოდვა-ცდუნების ჟინით ატანილთ... მკერდზე, ჯვარი რომ ღამეებს ათევს, დაბორიალებს ლანდი სატანის.
20
მუხლები თრთის და აზავთებს ვნებას და ბორგავს თაღი სამოთხის ბაღის; გრძნობათა ნისლში ეხვევა ნება, მუხლები თრთის და აზავთებს ვნებას. თვითარსებობის ბორკილი დნება და ფერმკრთალდება წარსულის დაღი, მუხლები თრთის და აზავთებს ვნებას და ბორგავს თაღი სამოთხის ბაღის.
21
მიდიხარ რწევით, წრიალებს ქუჩა და იძაგრება შური და ჭორი; მსუნაგი მზერა იღვრება ფუჭად, მიდიხარ რწევით, წრიალებს ქუჩა. ბინდდება, თითქოს მზეც თვალებს ხუჭავს და, ვით ზმანება, შრიალებ შორით, მიდიხარ რწევით, წრიალებს ქუჩა და იძაგრება შური და ჭორი.
22
შენს საღვთო ნაკრძალს შემუსრავს სულ სხვა და ოქროს რგოლი გექცევა ხუნდად; კეთილის ნიღბით ბოროტი გსუსხავს, შენს საღვთო ნაკრძალს შემუსრავს სულ სხვა. ვაითუ, ადრე დაგაზროს სუსხმა, წრიალებს კვირტი, ვით ვნების გუნდა. შენს საღვთო ნაკრძალს შემუსრავს სულ სხვა და ოქროს რგოლი გექცევა ხუნდად.
23
არ ვიცი, როდის შეგიჩნდა ეშმა, მზეში ხარ, მაგრამ დაკარგე ჩრდილი; ისევ გაცდუნა ლიქნმა და შესხმამ, არ ვიცი, როდის შეგიჩნდა ეშმა. იქნება გიხსნას ქალურმა გეშმა და ყვავილივით აფეთქდე დილით?!. არ ვიცი, როდის შეგიჩნდა ეშმა, მზეში ხარ, მაგრამ დაკარგე ჩრდილი.
24
თანდათან ყვითლით ივსება მთვარე და დემონები მოედვნენ მინდვრებს; რაღაცა ჯიქურ მეწევა გარეთ, თანდათან ყვითლით ივსება მთვარე. ნუღარ აყოვნებ, მომხედე ბარემ, სულის სიშმაგე დამძალავს ვიდრე. თანდათან ყვითლით ივსება მთვარე. და დემონები მოედვნენ მინდვრებს.
25
26
მ
წყემსის სალამურს მეთაგვე უკრავს
და ქალაქიდან იტყუებს ბავშვებს. და ენაცვლება კრაზანა ფუტკარს, მწყემსის სალამურს მეთაგვე უკრავს. ვერ წვდება ნუკვა ეშმაკის ლუკმას და ბოლავს სული, ცდუნებით სავსე; მყემსის სალამურს მეთაგვე უკრავს და ქალაქიდან იტყუებს ბავშვებს.
27
ისევ სურვილის ყვავილებს ვფურცლავ, რომ ერთში მაინც გპოვო და მოვკვდე. გარიდებ მინდორს უხნავს და ურწყავს, ისევ სურვილის ყვავილებს ვფურცლავ. ხვატი ვერ აშრობს შერჩენილ კურცხალს და შუქი მისი კვალდაკვალ მოგდევს. ისევ სურვილის ყვავილებს ვფურცლავ, რომ ერთში მაინც გპოვო და მოვკვდე.
28
ჩემს დაღმართს მოჰყვა შენი აღმართი, თურმე სხვა გზა და სულ სხვა მთებია. ისევ ბობოქრობს ჟინი წარმართის... ჩემს დაღმართს მოჰყვა შენი აღმართი. ვინ კლდეს, ვინ ხეებს, ვინ ხეს აღმერთებს, ვინ ყომრალ ღრუბლებს, ელვისთმებიანს... ჩემს დაღმართს მოჰყვა შენი აღმართი, თურმე სხვა გზა და სულ სხვა მთებია.
29
ვნება, მკერდში რომ ბადებს სათავეს, შენი მკლავებით გადმოდის ჩემში; და ალალბედზე უშვებს სადავეს ვნება, მკერდში რომ ბადებს სათავეს. თითქოს ატლასის ბადეს ბლანდავენ, იხლართებიან ფერები ფერში, ვნება, მკერდში რომ ბადებს სათავეს, შენი მკლავებით გადმოდის ჩემში.
30
ასე მგონია, ყოველ წამს მწირავ, სიყვარულს ისე უღმერთოდ ხარჯავ. გასრულდა წირვა, ვერ იქეც მწირად, ასე მგონია, ყოველ წამს მწირავ. მაგრამ დროდადრო სხვა ნათლით ბრწყინავ, ბინდში რომ გნათლავ საუფლო ხარჭად. ასე მგონია, ყოველ წამს მწირავ, სიყვარულს ისე უღმერთოდ ხარჯავ.
31
ახალ ლარნაკში ახალს შლი კოკობს და მინდვრის ქალი სათბურში ათევ; და შემოსწყერი კორდსა და კორტოხს, ახალ ლარნაკში ახალს შლი კოკობს. მოწყვეტილ ყვავილს, ვით დაჭრილ ხოხობს, სიკვდილის ლანდი სიტურფეს ჰმატებს. ახალ ლარნაკში ახალს შლი კოკობს და მინდვრის ქალი სათბურში ათევ.
32
შენ ძილში ფხიზლობ და ცხადში გძინავს, აღარც თენდება, აღარც ღამდება... მამრი მდაბლდება, მდედრი მამლდება, შენ ძილში ფხიზლობ და ცხადში გძინავს. უკან ხარ, გზას ვერ უნათებ წინას და ხმება მუხა, - მუმლი ყვავდება. შენ ძილში ფხიზლობ და ცხადში გძინავს, აღარც თენდება, აღარც ღამდება...
33
ძლივს მოვიხელთე შენი მშვენება, მაგრამ ოფლივით შეგაშრა უცებ, გაგროვებ ფრთხილად და ფურცელფურცელ, ძლივს მოვიხელთე შენი მშვენება. ჩამქრალ სხივს უფრო ადვილად ვუძლებ, თუმცა კვლავ ბრწყინავ, როგორც ჩვენება. ძლივს მოვიხელთე შენი მშვენება, მაგრამ ოფლივით შეგაშრა უცებ.
34
ვერ შეველიე შენს სხეულს, ჭკნობადს, და აწმყოდ შემრჩა მხოლოდ წარსული; ჩამოეფარა ბურუსი მყობადს, ვერ შეველიე შენს სხეულს ჭკნობადს. ახლა სულსა ვჭვრეტ, ვით უკვდავ ნობათს; და ზეობს გვამი, ძელზე გასმული... ვერ შეველიე შენს სხეულს, ჭკნობადს, და აწმყოდ შემრჩა მხოლოდ წარსული.
35
ხართან დაბმულ ხარს ცვლის მგლების ხროვა და ჩიავდება ზნეცა და ფერიც, სახადს უპყრია ერი და ბერი, ხართან დაბმულ ხარს ცვლის მგლების ხროვა. სიყვარულს უხმობ, ისევ რომ მოვა, მაინც სევდიან სიმღერას მღერი. ხართან დაბმულ ხარს ცვლის მგლების ხროვა და ჩიავდება ზნეცა და ფერიც.
36
ნათელს რომ ჰფენდი ათასი წლის წინ, ახლა შორეულ სივრცეებს სერავს, მაგრამ დღესაც გრძნობ იმ ფერთა ციმციმს, ნათელს რომ ჰფენდი ათასი წლის წინ. ვიცი, დაბრუნდი და მაინც მიმძიმს ჯერ ისევ უცხო სხეულის მზერა... ნათელს რომ ჰფენდი ათასი წლის წინ, ახლა შორეულ სივრცეებს სერავს.
37
თითქოს ბომონთან ნაჯახით დგახარ, მაგრამ მიყვარხარ, როგორც ჯალათი. მაქციასავით, ყოველთვის სხვა ხარ, თითქოს ბომონთან ნაჯახით დგახარ. და ჟამს მიჟამებ, - ისედაც მსახვრალს, და მავსებ მტრობით, ბიწით, ღალატით, თითქოს ბომონთან ნაჯახით დგახარ, მაგრამ მიყვარხარ, როგორც ჯალათი.
38
თანდათან ზეობს და მძლავრობს მდედრი და განეწვალა ნათელს ნათელი... ადამის მოდგმის კნინდება ხვედრი, თანდათან ზეობს და მძლავრობს მდედრი. მიბიძგებ ღვთისკენ და მაინც მყვედრი მისკენ მიმავალ ბილიკს, გათელილს, თანდათან ზეობს და მძლავრობს მდედრი და განეწვალა ნათელს ნათელი.
39
ნაკლული ნეკნი კვლავ უკან ილტვის და იცვლის ფერებს ჯიში და სქესი. დუნდება თესლი, ხვადში ძუ კვნესის, ნაკლული ნეკნი კვლავ უკან ილტვის. ნაღველმა ლამის გაგლიჯოს ფილტვი, იქცევა მოდგმა და ხმება ფესვი. ნაკლული ნეკნი კვლავ უკან ილტვის და იცვლის ფერებს ჯიში და სქესი.
40
ბერწდება მიწა, ჰაერი, წყალი და ძლიერდება თანდათან ცეცხლი... დრო-ჟამი მხოლოდ სიყვარულს ვერ ცვლის, ბერწდება მიწა, ჰაერი, წყალი. მარადისობის ჰანგები წყნარი, ადვილად ახშობს გალობას მერცხლის... ბერწდება მიწა, ჰაერი, წყალი და ძლიერდება თანდათან ცეცხლი.
41
42
კ
ლავიშებივით თრთიან და ჟღერენ
და ფერს იცვლიან საუკუნენი. და კვლავ გიხმობენ დიდი ხნის მერე, კლავიშებივით თრთიან და ჟღერენ. და ეხეთქება ნათლის მშვიდ ბგერებს არყოფნის სევდა განუკურნელი... კლავიშებივით თრთიან და ჟღერენ და ფერს იცვლიან საუკუნენი.
43
საკუთარ თავში საკუთარ თავს ვკლავ, რომ შენს ნათელში კვლავ ვპოვო იგი; ფერს იცვლის დღეთა მიმქრალი რიგი, საკუთარ თავში საკუთარ თავს ვკლავ. სხივი მატყუებს ჰორიზონტს იქით და კვალში მივდევ მოწყვეტილ ვარსკვლავს... საკუთარ თავში საკუთარ თავს ვკლავ, რომ შენს ნათელში კვლავ ვპოვო იგი.
44
ფესვი სამყაროს წიაღში გიდგას და ფერისშემცვლელ ჟღერით ივსები; და გრძნობ, ჩვილივით ფეხს როგორ იდგამ. მჩატდები, თითქოს სხვა სული გიდგას და იცრიცება მზეში ნისლები; ფესვი სამყაროს წიაღში გიდგას და ფერისშემცვლელ ჟღერით ივსები.
45
სარკის ბზარებში ფათურობს ვიღაც და შეუცნობის შიში გაწვალებს. ვერ ეგუება სული საძვალეს, სარკის ბზარებში ფათურობს ვიღაც. ანარეკლს შერჩი და ირგებ ნიღაბს, წარსული ახალ ცოდვას გაძალებს. სარკის ბზარებში ფათურობს ვიღაც და შეუცნობის შიში გაწვალებს.
46
დატყვევებული სიმართლე ბორგავს და ვჩორკნი ლერწამს სასალამურეს; ცა ისეთია, თითქოს გამურეს, დატყვევებული სიმართლე ბორგავს. ძაფი შეაწყდა მზის ოქროს გორგალს, ჩრდილებს კრეფს ვიღაც და ჭრის ღამურებს, დატყვევებული სიმართლე ბორგავს და ვჩორკნი ლერწამს სასალამურეს.
47
სულის წყვდიადში იძრა ნაყოფი და კვლავ ინთები თვითშესაქმნელად. წრიალებს წამი ყოფნა-არყოფნის, სულის წყვდიადში იძრა ნაყოფი. იშლება მიჯნა, ორად გამყოფი, და დრო ირხევა, ვით საქანელა... სულის წყვდიადში იძრა ნაყოფი და კვლავ ინთები თვითშესაქმნელად.
48
შენ იძირები საკუთარ თავში და ეფინება შუქი სამყაროს; თითქოს ცნობადის ნერგი არ ხარობს, შენ იძირები საკუთარ თავში, ჩახლართულია სიკეთე ავში და ჭირს - ნათელი წყვდიადს გაჰყარო, შენ იძირები საკუთარ თავში და ეფინება შუქი სამყაროს.
49
დაცხრი, დამდორდი, როგორც ჭის წყალი და გეძალება უდაბნოს სევდა; გაქრა ცდუნებაც, მუდამ რომ გდევდა, დაცხრი, დამდორდი, როგორც ჭის წყალი. მიწყნარდა ჩუმი გუგუნი ხევთა, მინდვრებს უქრება ნამი ცინცხალი. დაცხრი, დამდორდი, როგორც ჭის წყალი და გეძალება უდაბნოს სევდა.
50
კვლავ გელანდება გვირგვინი ეკლის და ჯვარს, გოლგოთის, თვითონვე ზიდავ; მწიფს ჩანასახი, ირხევა ნეკნი, კვლავ გელანდება გვირგვინი ეკლის. და იმედს სულის წიაღში ტკეპნი, აზრთა სხივები გეფრქვევა მზიდან... კვლავ გელანდება გვირგვინი ეკლის და ჯვარს, გოლგოთის, თვითონვე ზიდავ.
51
როგორც ყვავილის ღერი სისველეს, სხეული ისე ისრუტავს სიკვდილს; გითრევს მორევი და ხავსს იშველებ, როგორც ყვავილის ღერი სისველეს. ეულად რჩება სული შიშველი და უხმობ ვნებებს, დამცხრალს და მიხდილს. როგორც ყვავილის ღერი სისველეს, სხეული ისე ისრუტავს სიკვდილს.
52
არა სიკვდილი - უსაზღვროება, სიცოცხლე-წამი გაქვს საფიქრალი; ჭკნება ყოველი, ცვდება ფიქალი, არა სიკვდილი - უსაზღვროება. მოხვედი ფოთლად, ფესვად, რტოებად და უმოწყალოდ გლეწავს გრიგალი; არა სიკვდილი - უსაზღვროება, სიცოცხლე-წამი გაქვს საფიქრალი.
53
მუხის ხე ჩუმად აჩეხეს წალდით და ყულფის ჩაბმა ვერ მოვასწარი. გასანთლულია ისევ ბაწარი... მუხის ხე ჩუმად აჩეხეს წალდით. არ მახსოვს, როდის ან რატომ მწამდი, დიდი ხანია, ჩაქრა ხანძარი. მუხის ხე ჩუმად აჩეხეს წალდით და ყულფის ჩაბმა ვერ მოვასწარი.
54
ტყუილად გაკრთობს შიში არყოფნის, სიკვდილი თვითონ გასწავლის სიკვდილს. გაქრება ყოფის ცოდვა და მწიკვლი, ტყუილად გაკრთობს შიში არყოფნის. ადვილად სძალავს სიცოცხლე სიყმილს, ნაყოფს იძლევა ისევ ნაყოფი... ტყუილად გაკრთობს შიში არყოფნის, სიკვდილი თვითონ გასწავლის სიკვდილს.
55
56
გ
ზას შერჩი, როგორც ქვეითი მგზავრი
და მირაჟივით როკავს შორეთი. ღრმავდება ზეცის კლაკნილი ბზარი, გზას შერჩი, როგორც ქვეითი მგზავრი. მინავლდა ფრთების ჯინი და ჯავრი და უცხო ხმების მიეთმოეთი... გზას შერჩი, როგორც ქვეითი მგზავრი და მირაჟივით რეკავს შორეთი.
57
ისევ სხეულის საკანში ვზივარ და მხოლოდ ლექსი გამიღებს კარებს. ჩელტიდან კრთება ხანდახან მზერა, ისევ სხეულის საკანში ვზივარ, საკუთარ დილეგს ვუდგავარ მზირად, ვერ შევერიე შორეულ ქარებს... ისევ სხეულის საკანში ვზივარ და მხოლოდ ლექსი გამიღებს კარებს.
58
ზამთარი ზაფხულს აღვიძებს შენში, ქრება ვნება და ღვივდება რწმენა; და მოდუნებულ, დაკეცილ ფრთებს შლი, ზამთარი ზაფხულს აღვიძებს შენში. და როგორც ფერი მჩატდება ფერში, ისე გადადის ფრენაში ფრენა... ზამთარი ზაფხულს აღვიძებს შენში, ქრება ვნება და ღვივდება რწმენა.
59
მზით გაჟღენთილი შემოდგომიდან ზამთრის ნაკადში იღვრება სითბო; და შენც სურნელი მოგყვება თითქო, მზით გაჟღენთილი შემოდგომიდან. ნათელს ჯერ ისევ უმზერ შორიდან და ვნებას ჩუმი ალერსით იქრობ... მზით გაჟღენთილი შემოდგომიდან ზამთრის ნაკადში იღვრება სითბო.
60
ყინვა ძაღლივით წრიალებს კართან და შენი სითბოს იმედად ვრჩები. ერთად იქნება გავუძლოთ ზამთარს, ყინვა ძაღლივით წრიალებს კართან. ნამქერში ძლივსღა ბჟუტავენ გზები და ნერვებს ფხაჭნის სისინი ქართა; ყინვა ძაღლივით წრიალებს კართან და შენი სითბოს იმედად ვრჩები.
61
მე ახლა შენი პერანგი მტკივა, თორემ სულს ვიღაც ეპატრონება... ღუმელში მწვანედ ღუღუნებს წივა, მე ახლა შენი პერანგი მტკივა. უკვე მზად არი ბოსელი, თივა, ბეთლემის დურგლის მწირი ქონება... მე ახლა შენი პერანგი მტკივა, თორემ სულს ვიღაც ეპატრონება.
62
ირგვლივ ღვთაებრივ შუქის მომფენი, სულის სიღრმიდან ამოდის ხსოვნა და წამი წამის უარმყოფელი ირგვლივ ღვთაებრივ შუქის მომფენი. აზრის სიზმრებში დნება სოფელი და ჭირს ნაპოვნის ხელახლა პოვნა. ირგვლივ ღვთაებრივ შუქის მომფენი, სულის სიღრმიდან ამოდის ხსოვნა.
63
შენს ხატთან სანთლის ფარფატებს ალი და სულის ფრთებით წარსულში მივქრი; მჩატდება ხორცი, მძიმდება ფიქრი, შენს ხატთან სანთლის ფარფატებს ალი. ქრება მანძილის და დროის კვალი, ვშორდები აწმყოს ჯახირს და ქირქილს... შენს ხატთან სანთლის ფარფატებს ალი და სულის ფრთებით წარსულში მივქრი.
64
შენ, სიყვარულში სიკვდილს რომ ეძებ, სიკვდილში მხოლოდ სიყვარულს ხედავ... და ფანტავ წუთებს, ვით ნარჩენ ძენძებს, შენ, სიყვარულში სიკვდილს რომ ეძებ. ხარ მინდობილი ზეციურ მხედარს და ღმერთს ავედრებ ნებიერ ბღენძებს. შენ, სიყვარულში სიკვდილს რომ ეძებ, სიკვდილში მხოლოდ სიყვარულს ხედავ.
65
ნათელს ნისლების ბურუსი ერწყმის და სულს ძაღლივით დარაჯობს გრძნობა. სალამურს აკრთობს შრიალი ლერწმის. ნათელს ნისლების ბურუსი ერწყმის. დროდადრო კრთება ზმანება ბერწი და ვეღარ არჩევ უცნობს და ცნობადს; ნათელს ნისლების ბურუსი ერწყმის და სულს ძაღლივით დარაჯობს გრძნობა.
66
შენ იწვი, მაგრამ ვეღარ ანათებ, როცა თავის სულს ეშმაკიც ჰყიდის; ზეობს ურიცხვი ურცხვი და ფლიდი, შენ იწვი, მაგრამ ვეღარ ანათებ. და მინდობია ბედი კამათელს, აწმყო-მყობადის ირყევა ხიდი... შენ იწვი, მაგრამ ვეღარ ანათებ, როცა თავის სულს ეშმაკიც ჰყიდის.
67
აქ - არიმანი, იქ - ლუციფერი, ცდუნებისაგან ჯვარი თუ მიხსნის; შენ ცალკე დგახარ და როლს იფერებ, აქ - არიმანი, იქ - ლუციფერი. უკან ჩრდილივით დამდევს სიბერე და ითოშება ძარღვებში სისხლი. აქ - არიმანი, იქ - ლუციფერი, ცდუნებისაგან ჯვარი თუ მიხსნის.
68
არსმა არსობის დაკარგა აზრი და გპოვე მაინც, რამეთუ გეძებ; შემართულია მახვილი ბასრი, არსმა არსობის დაკარგა აზრი. სულში შემოდის სიმშვიდე ტაძრის, თუმცა ეშმაკის კმაზავენ კერძებს... არსმა არსობის დაკარგა აზრი და გპოვე მაინც, რამეთუ გეძებ.
69
გრძნობით შესაცნობს დღეს განსჯით ვწვდები და ვუბრუნდები პირველქმნილ ნათელს; წამწამთმსწრობელი წარილტვნენ წლები, გრძნობით შესაცნობს დღეს განსჯით ვწვდები. ვეღარ მომთოკავ, ამაოდ ცდები, ვეღარ ჩამიქრობ ანთებულ კანდელს. გრძნობით შესაცნობს დღეს განსჯით ვწვდები და ვუბრუნდები პირველქმნილ ნათელს.
70
შენა ხარ ერთი და ყველგანა ხარ, მე კი, მრავალი, ერთი ვარ ჩემში. გგრძნობ, გხედავ, მაგრამ მიჭირს დანახვა, შენა ხარ ერთი და ყველგანა ხარ. ან დავძლევ ზღუდეს და გადავლახავ, ან უძლურება დამშლის და შემშლის. შენა ხარ ერთი და ყველგანა ხარ, მე კი მრავალი, ერთი ვარ ჩემში.
71
სარჩევი გაზაფხული „იქნებ დრო დადგა ჩრდილიდან გასვლის...“ ---------- 7 „სამებას შენსას, ერთ არსად ქცეულს...“ ----------------- 8 „ცოდვათა ჩემთა, თანანადებთა...“----------------------- 9 „შენ გიპყრობს მდედრი და არა ქალი ...“ ------------------------------------------------------------- 10 „გაწყობ ფერებად და განაწილებ...“ ---------------------- 11 „ვით სახრჩობელის დაწნული ყულფი...“--------------- 12 „წარბები უფსკრულს რკალავენ თითქოს...“ ------------ 13 „წამწამთა შენთა ნიავი წყნარი....“ ------------------------ 14 „სევდა, რომელიც თვალებით დაგაქვს...“--------------- 15 „ტუჩები შენი, მთრთოლვარე მუდამ...“ ----------------- 16 „საყურე, როგორც სამრეკლოს ზარი...“------------------ 17 „მაცდურად მშვიდი, ძოწის თვალივით...“ ------------- 18 „ორი მზით სავსე და თბილი გუნდა...“ ----------------- 19 „მკერდზე, ჯვარი რომ ღამეებს ათევს...“ ---------------- 20
72
„მუხლები თრთის და აზავთებს ვნებას...“ -------------- 21 „მიდიხარ რწევით, წრიალებს ქუჩა...“ ------------------- 22 „შენს საღვთო ნაკრძალს შემუსრავს სულ სხვა...“ ------------- 23 „არ ვიცი, როდის შეგიჩნდა ეშმა...“ ---------------------- 24 „თანდათან ყვითლით ივსება მთვარე...“ ---------------- 25 ზაფხული „მწყემსის სალამურს მეთაგვე უკრავს...“ ---------------- 27 „ისევ სურვილის ყვავილებს ვფურცლავ...“ ------------ 28 „ჩემს დაღმართს მოჰყვა შენი აღმართი...“ -------------- 29 „ვნება, მკერდში რომ ბადებს სათავეს...“ ---------------- 30 „ასე მგონია, ყოველ წამს მწირავ, ...“ ------------------------------------------------------------- 31 „ახალ ლარნაკში ახალს შლი კოკობს...“ ----------------- 32
73
„შენ ძილში ფხიზლობ და ცხადში გძინავს...“ ---------- 33 „ძლივს მოვიხელთე შენი მშვენება...“ ------------------- 34 „ვერ შეველიე შენს სხეულს, ჭკნობადს...“ -------------- 35 „ხართან დაბმულ ხარს ცვლის მგლების ხროვა...“------------ 36 „ნათელს რომ ჰფენდი ათასი წლის წინ...“ -------------- 37 „თითქოს ბომონთან ნაჯახით დგახარ...“ --------------- 38 „თანდათან ზეობს და მძლავრობს მდედრი...“ --------- 39 „ნაკლული ნეკნი კვლავ უკან ილტვის...“ --------------- 40 „ბერწდება მიწა, ჰაერი, წყალი...“ ------------------------ 41 შემოდგომა „კლავიშებივით თრთიან და ჟღერენ...“ ----------------- 43 „საკუთარ თავში საკუთარ თავს ვკლავ...“ -------------- 44 „ფესვი სამყაროს წიაღში გიდგას...“ ---------------------- 45
74
„სარკის ბზარებში ფათურობს ვიღაც...“ ----------------- 46 „დატყვევებული სიმართლე ბორგავს...“ ---------------- 47 „სულის წყვდიადში იძრა ნაყოფი...“ -------------------- 48 „შენ იძირები საკუთარ თავში...“ ------------------------- 49 „დაცხრი, დამდორდი, როგორც ჭის წყალი...“ --------- 50 „კვლავ გელანდება გვირგვინი ეკლის...“---------------- 51 „როგორც ყვავილის ღერი სისველეს...“ ----------------- 52 „როგორც ყვავილის ღერი სისველეს...“ ----------------- 53 „მუხის ხე ჩუმად აჩეხეს წალდით...“ -------------------- 54 „ტყუილად გაკრთობს შიში არყოფნის...“ --------------- 55 ზამთარი „გზას შერჩი, როგორც ქვეითი მგზავრი...“ ------------- 57 „ისევ სხეულის საკანში ვზივარ...“ ----------------------- 58
75
„ზამთარი ზაფხულს აღვიძებს შენში...“----------------- 59 „მზით გაჟღენთილი შემოდგომიდან...“ ----------------- 60 „ყინვა ძაღლივით წრიალებს კართან...“ ----------------- 61 „მე ახლა შენი პერანგი მტკივა...“------------------------- 62 „ირგვლივ ღვთაებრივ შუქის მომფენი...“ --------------- 63 „შენს ხატთან სანთლის ფარფატებს ალი...“ ------------ 64 „შენ, სიყვარულში სიკვდილს რომ ეძებ...“ ------------- 65 „ნათელს ნისლების ბურუსი ერწყმის...“ ---------------- 66 „შენ იწვი, მაგრამ ვეღარ ანათებ...“ ----------------------- 67 „აქ - არიმანი, იქ - ლუციფერი...“ ------------------------- 68 „არსმა არსობის დაკარგა აზრი...“ ------------------------ 69 „გრძნობით შესაცნობს დღეს განსჯით ვწვდები...“ ---- 70 „შენა ხარ ერთი და ყველგანა ხარ...“ --------------------- 72
76
77