რედაქტორი: ქეთევან გოგიაშვილი
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
ერთისთვის რადგან არ ვგავარ კაცს გამოუთქმელს და პირდაპირ თქმას ვეტრფი საოცრად, უკვე დრო არის, თავს გამოვუტყდე, ერთისთვის წერდნენ ვეფხისტყაოსანს. სამი ათასი წელია, დევნის დევებს ერთისთვის სულკალმახის ძე, ერთისთვის კოჭლმა მსოფლიო მთელი ლამის ააგო წუნკალ მახვილზე. მხოლოდ ერთისთვის წიგნი იცემა, ადამიანურ სვეთი მცხოვრები, მწამს, ერთს მიუძღვნა არსაკიძემაც მარჯვენაცა და სვეტიცხოველიც. დიდი ხანია, შევმოსეთ დაფნით სამშობლოს ფასის ნამდვილი მცოდნე, მანაც ერთისთვის წაისვა თაფლი და ტყვედ ჩაბარდა მონღოლებს ცოტნე. თუკი არაფერს არ ჰქმნი და ნანობ, ვერ აინთები ძალუმ ჩირაღდნად, შექსპირს ერთისთვის თარგმნიდა ვანო და იმ ერთისთვის გაუჩინარდა. აგერ დამცველი მავთული მოხსნეს, ჯამბაზი მისდევს შიშველ სადენებს და იმ ერთისთვის გადარბის თოკზე, კულისებიდან თვალს რომ ადევნებს. უცოლო ყრუც კი ერთის „ქმარია“, იმ ერთს მიართმევს მთვარის სონატას, 3
ერთს უმღეროდა ხოზე მარია დე ჰერედია თავის სონეტებს. დონ ხოზემ ერთს ვერ შეუნდო მარცხი და ერთს გაექცა განჯაში ნიკო, ერთს მიჰყვებოდა საფლავში მარქსი, მაგრამ საფლავიც ერთისთვის იყო. სცენაზე უცებ ატყდა ვულკანი, მაცნე ვნებათა მარადისობის, ეს ხომ ერთისთვის ცეკვავს დუნკანი, ფეხებშიშველი, თხელი ბისონით. „ნულს“ რომ უწოდებს თავს ფუტურისტი, ბაღდათის მზით რომ არი ნაკოცნი, უეჭველია, ერთის გულისთვის დააწვა სასხლეტს მაიაკოვსკი... მესამე ზარი... იწყებ სულთან ომს, მზერა გიხდება რაღაც სპეტაკი და იმ ერთს ეძებ, ვისაც გსურდა რომ მოსწონებოდა შენი სპექტაკლი. მეც, ვთამაშობდი ფეხბურთს თუ ჭადრაკს, თუ სიყვარულზე სტრიქონებს ვწერდი, მინდოდა, რომ ერთს მოეცა „ჩათვლა“, გახარებული მყოლოდა ერთი. როგორც აკვანს და კუბოს, ბედი თლის ადამიანთა გამყოფ გისოსებს, როცა მოვკვდები, ალბათ, ერთისთვის, დანარჩენისთვის ლექსში ვიცოცხლებ.
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
*** შენ გადაგღალა მძიმე აღმართმა (სიტყვა „მძიმეზე“ ხაზი ჩემია), მაინც ნუღარ სცდი ხელის აღმართვას თავზე, რომელიც თავს მირჩევნია. ჩანს, ესენინის გჯერა მისნობის. ცხოვრება ნუთუ მართლა მოძველდა? რას პასუხობდი, თავს რომ ისპობდი, ერთადერთ თვალთა - შენზე მლოცველთა? უნდა უმაღლეს გრძნობას ემსხვერპლო, თუ შეამჩნიე მის კოშკს დანგრევა, სჯობს, მართლა მოკვდე, ვიდრე ფეხზე მდგომს მარტოსულობის გღრღნიდეს განგრენა. სჯობს მოკვდე, ვიდრე უარყოფილი ნუგეშის ღადარს სთხოვდე მკითხავებს, ძეძვში საშველად შენგან ხმობილი თუ მუხლებს არვინ გადაიტყავებს, მაგრამ თავი რად უნდა გაწირო ამღვრევისათვის ისაკ-ყულის ტბის?! ხომ უნდა ღირდეს იმად კაცი, რომ თავი მოიკლა მისი გულისთვის.
ბოსტანში ვფიქრობდი თქვენზე როდესაც იმას ვეტრფოდი, არცკი ვიცოდი რაიმე თქვენზე. 5
წვივზე ღერი რომ მედება მარწყვის, მაგონებს საყვარელ ვენზელს. მართალი გითხრათ, არაფრად გთვლიდით, გაგიცნეთ - მიღირდით მცირედ, ახლოს რომ მოვედი, ვიყავი რიდით. ერთად კი როდესაც ვწირეთ, ღამეულ ჩრდილებად ვიქეცით ოდეს და ხმაში გვერია თრთოლვა, ვერც რა რომ დააკლო ჩვენს მკერდებს - ლოდებს ზამთრისთვის უჩვევმა თოვლმა, დაგნებდით. ხელები აღვაპყრე მაღლა ვედრებით: შემინდე, ღმერთო! იწვოდა სახსრებით განცდილი დაღლა სანთელზე, ბნელში რომ გვენთო. ახლა კი ძნელია, თქვენ რომ ხართ. ო, რა ძნელია! ეს არის საქმე?! არ ვიცი, თუ როგორ ვიაროთ ორად ცალ-ცალკე - იქ თქვენ და აქ მე. და თქვენ რომ არსებობთ, თუმცა კი მძიმედ მივიჩნევ მაგ ყოფნას თქვენსას, მე მაინც, ძვირფასო, არ ვკარგავ იმედს, სამსალას რომ ერთად შევსვამთ. ეგებ ის წუთები გაცოცხლდნენ, ეგებ ისევ ის სანთელი ვღვენთოთ, სხვაგვარი სახმილით მონუსხულ შლეგებს ოდესღაც ბნელში რომ გვენთო.
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
*** გიგონებ საშუალო მეხსიერებით, დაგეძებ გაფაციცებული თვალებით, გათოშილ ხელებს გითბობ ცივი ხელებით, უშენობა გადამაქვს წვალებით. გისმენ გამახვილებული ყურებით, გდარდობ დადინჯებული გონებით, თუ წვრილმანებზე დამემდურები, შეგირიგებ იების კონებით. ლაჟვარდში მიგაფრენ ღრუბლების ქულით, განვვლეთ გურია, ეგრისი, ლაზეთი. მიყვარხარ იშემიური გულით. გინდივარ ასეთი?
ქალღმერთის გვერდით მიყვარხარ! რომ ვუთხრა, რა ცოტა იქნება ბრძანდება ის უფრო მდიდარი ზმნის ღირსი, ვსველდები წვიმაში, ცა იქცა ჯიქნებად, იერსაც ვერ გვიკრთობს გამვლელთა ღიზღიზი. წარღვნაა და წვიმის გვიამბობს ბალადა: ვინ ფული დაკარგა, ვინ ცოლი, ვინ თავი. ის ქოლგას მაშველებს - ათენა პალადა თავადაც ნირვანის ტალღებში მყვინთავი.
7
სამყარო ფერხთა წინ გვიგია გართხმული, წინ მივალთ - ეს ელვა სამოთხის აბრაა, ასეთი რწმენით თუ ვიდოდნენ აღთქმული ქვეყნისკენ ოდესღაც სარა და აბრაამ. ქალღმერთი, რომელიც მენდო და გადამყვა, გულმკერდზე ეჭვითა და შიშით მივიგზნე, ოდესმე ნუთუ ეს ჩვენი სვლა მხარდამხარ შეწყდება ცხოვრების შამბიან ბილიკზე?!
მაჯამა საყვარლისთვის ხელი ჩამივლია და სახლის წინ ლხენით ჩამივლია. მყვირალობის ხმა რომ გამიგია, გაზაფხული ფეხქვეშ გამიგია. ვიცქირები ირგვლივ დაბნეული, დახტუნაობს სეტყვა დაბნეული, ვისი მკერდიც ტრფობით დაისრულა, მან სიცოცხლე თოკზე დაისრულა ესენინის ლანდი მელანდება და ჩემს ძარღვში სისხლი მელანდება (რაც თვალთაგან ცრემლი გამოიყო, ძველ რუსეთში ამის გამო იყო). თუ თოკამდე ჩემიც დავა ნება, არ მეღირსოს მშვიდად დავანება შენს წიაღში, მიწავ საყვარელო, სასხვიტორევ, საქსნევ, საყვარელო.
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
პარალელები თქვენ სწორედ მაშინ იყავით ბავშვი, მე რომ არარა მქონდა ბავშვური. თქვენი სხეული ყვიროდა მაშინ, მე როცა სმენა მქონდა დახშული. სათოფეზეც კი მივუახლოვდით ერთმანეთს, ვნების ძახილს ველოდით. მერე რით გაჰქრა იგი მაღლობი, რა საოცრებით, რის შემწეობით. ხანდახან ფიქრებს ჰპარავ მელექსეს, მაგრამ ის მაინც სხვისი მწყემსია. ვდგავართ სხვადასხვა პარალელებზე, რომლებსაც მხოლოდ ერთი წესი აქვთ...
9
უსათაურო როდესაც მთავარანგელოზი ეწვევა ჯუმათს, მკვდრის მზე მისწვდება შიო მღვიმის როდესაც საყდარს, როდესაც ქალი აღსარებას წარმოთქვამს ჩუმად იმედით, ღმერთი რომ შეუნდობს საქციელს წამხდარს, როდესაც მამა თადეოზი იქ მატრაპეზებს, სადაც იხილავ ვერხვებს ხმელებს და ახოვანებს და ჩემ წინ, სავსე მთვარესავით დიდ მათლაფებზე, აღდგომის კვერცხებს ნაკვერცხლებად დაახორავებს, როდესაც ყრმანი ვერაგულ სენს სძლევენ სინორჩით, როდესაც კოცნა თავგანწირვის ფასად გიჯდება, როდესაც ჰამლეტს ისე უყვარს ძველ ელსინორში გაგიჟებული ოფელია, გასაგიჟებლად, მაშინ არ მინდა, ჩაქრეს ჩვენი ბედის ვარსკვლავი და ოცნებათა ზღვაში შეწყდეს ჩვენი ტივტივი, არ გამოგვედოს ბორკილივით ანდა ქვასავით აზვავებული სიყვარული ზურგზე ტვირთივით. ხელის მტევნები ჩამაწურე ფერგაცლილ თმაში, დამსკდარ ტუჩებზე მომიშუშე ნაჭრილობევი, თაკარა მზეზე გამიკეთე მზისფერი თავშლით ოქროს ჩარდახის დასადარი საჩრდილობელი. გვიან მომძლავრდეს ბედისწერა, ჩემზე მომძლავრდეს, შენ აქ დაგტოვებს, მე წამიყვანს, განა ვეჭვდები, შერჩება კედლის კალენდრიდან მომძვრალ ერთ-ერთ დღეს ჩემი თითების ნერვიული ანაბეჭდები.
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
შენისლული ლოცვა დე, ჩამეთვალოს შენისლულ ცოდვად გათხოვილ ქალთან გაკამათება. მახსოვს, რომ თმები შენი, სულ ცოტა, მიმაჩნდა ხოლმე კაკანათებად. მაღლა ფრენაში ვინ დაგეწიოს, მე კი სულ სწორი გზით გეწეოდი. ავიხირე და მინდა, გეწვიო, შარშან ასეთ დროს ვით გეწვეოდი. ამოვალ შენთან, როგორც ბოლოთქმა, ვით სულიერი და ვით არსება. გამაცნობ კეთილს, ეგებ ბოროტ, ქმარს და მთელ სიცოცხლეს დავითარსები.
დაშვებული ფარდები
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები, მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით. გალაკტიონი სახლში კერა ამინთია კერა მქონია. ცრემლიანი ამინდია მელანქოლია. ახლა წვიმა სულ აქ დავა, შეტალახდება. ჩემთან - ძველებურადა ვარ. შენთან რა ხდება?! 11
ვიცი, ფრთები ამ ოცნებამ ძირსღა დაყარა. ფანჯარასთან გამომწვევად ზიხარ აღარა. გადიკარგე მშვენი სახით, ქალო, ქვა გულით და დატოვე შენი სახლი გამოქვაბული. მახსოვს გზები ღალატისა, გზა შებრუნების და ფარდები მარადისად დაშვებულები. გული გმინავს გოლიათად, მე რა მგონია?! ჩემს ოთახში ბოლია და მელანქოლია.
დილემა შენკენ მომავალს ორნაირი გზა მქონდა. ერთმა ჩემს სამარეზე სამახსოვროდ დასვა ხის ჯვარი, მეორე გზამ კი მომიყვანა ცოცხალი შენთან, მაგრამ სრულიად უილაჯო და სახიჩარი. უთანასწორო რკინებაში დასძლევს ჯოგი ხარს,
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
მაგრამ მე მახლდა შენი ლანდი სეკუნდანტივით. თვალცრემლიანო სიყვარულო, რომ დაჩოქილხარ, ლამაზ მკვდარს მლოცავ თუ ხეიბარ ცოცხალს დამტირი?!
იმედი ვასაფლავებდი შენთან შეხვედრის იმედს, როგორც მოკეთეს, შეხიზნულს დიდი ხნიდან და სარკოფაგი იყო ისეთი მძიმე, რომ ჩემს მეგობრებს სუყველას წელში ხრიდა. ცამ ჩამომართვა ცისარტყელათი ხელი, ოდეს გათხრილი სამარის პირას შევდექ და შემოდგომის ფოთლებს მაღალი ხენი ჩემკენ სამძიმრის დეპეშებივით ჰფენდნენ. მორჩა ყოველი. უიმედობას ვიტან. მე ლიანდაგმა გადამისერა შუბლი, მის საფლავზე კი ხარობს წითელი ტიტა ჩემი და შენი სისხლი, ხანძარი, შუღლი.
ტრუბადური მანრიკოს, თითქოს მოფრენილს ციდან, ჩვენ ვუცქეროდით ბელეტაჟიდან. იყო მუსიკა, მერე ტაში და 13
შეძახილები ერთმანეთს ცვლიდა. ვისხედით წყნარად. ერთიმეორეს თითებს თითებზე ვუფათურებდით. იქ კი გმინავდნენ ტრუბადურები, ხოცავდა ომის ღმერთი მეომრებს. გავიდა ჟამი. ვნატრულობ გვერდით შენი გამხდარი მხარის შეხებას, ან თუ ოდესმე შემეჩეხება იმ ბრწყინვალებით მაესტრო ვერდი. მაგრამ ის სცენა, ის ბელეტაჟი, შეყვარებულთა უწყალო ჟლეტა გაიყოლია მდინარე ლეტამ და ჩვენც ვიხრჩობით ცისფერ ლეტაში.
*** ნუ იგვიანებ. სულით პროტესტანტს მაშფოთებს შენი დაგვიანება. ჩვენ ეს შეხვედრა სიბოროტესთან ნაბრძოლ სხეულებს დაგვიამებდა. პირველყოფილი სიცივით მცივა ამდენ ლოდინში, ამდენ თვალყურში. წუთებისთვლება საათი მძივად შემომჭერია, როგორც მარყუჟი. ერთ მძივს გავუძლებ უტეხი კისრით. რული ერევა ქალაქს მოთენთილს, მაგრამ შენი თმის არა ჩანს ნისლი, არ გამოჩნდება კიდევ როდემდის?!
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
ცისფერი ხილაბანდი დარეკე, დაუბარე. გალაკტიონი ოდესმე თუ კიდევ ვიცეკვებთ თვალების მინაბვამდის, საყვარლად მოიგდე კისერზე ცისფერი ხილაბანდი. თითქოსდა ზღვის წყალით ავსილი ღელავდნენ საკინძენი, შენ თვითონ იყავი ვალსივით და ვეღარ გაგიძელი. მე ეტლი ერთი დღის სავალზე გავრეკე, გავიპარე. საქმე თუ გაგიხდეს სავალსედ. დარეკე, დამიბარე და ერთხელ თუ კიდევ ვიცეკვებთ თვალების მინაბვამდის, საყვარლად მოიგდე კისერზე ცისფერი ხილაბანდი. ისევ ივლისი ხომ არ მობერდი, ჩემო კეთილო, გნატრობ დღემუდამ. 15
შენი მოლბერტი უღმერთოდ ხომ არ გაუფერულდა. დავდგეთ პირისპირ, დღეს 26 ივლისი გახლავს, ჩვენი ივლისი, რომელიც ალბათ უწყლობით გახმა. მიდიან წლები. შენს კულულებშიც დადებს მალე თოვლს. ვდგებით და ვწვებით და არ ვგიჟდებით უერთმანეთოდ.
რა არის სიყვარული როცა თქვენს თვალებს ყოველდღიურ მოთხოვნილებად ექცევათ ერთიდაიგივე სახის დანახვა, დაეძებთ ხალხში ან სიზმარში სთხოვთ მოვლინებას, თუ ვერ შეხვდებით, თვალმოკვრაზეც რომ ხართ თანახმა, როცა ერთადერთ ბგერას იჭერს თქვენი ყურები აურზაურში, სადაც ძაღლი ვერა სცნობს პატრონს, როცა ორნი ხართ ხალხის ზღვიდან გარიყულები ბნელ ხეივანში და უმთვარო საღამოს ნატრობთ, როცა თქვენს ტკივილს დაგავიწყებთ მისი ტკივილი და ავადმყოფის მიერ წუთით დახუჭვა თვალთა თუ მოგეჩვენოთ ტვინარეულს მზის სიკვდილივით
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
და მწუხრი ტანზე იგრძნოთ მძიმე, სისხლიან კვართად, ეგ გახლავთ სწორედ სიყვარული, ბატონო ჩემო, ვნების სურაში დამწყვდეული არი ჯინივით. ზოგჯერ ტკბილია, ზოგჯერ მწარე დაჰყვება გემო, ხან ერთდროულად ტკილმწარეა დარიჩინივით.
*** მე გავექცევი მოსალოდნელ უბედურებას, რითაც მოგიტან მოულოდნელ ბედნიერებას, თორემ ჩემს სულში ბილწ საცეცებს უფათურებენ ქვეგამხედვარნი, წოდებულნი ქვეყნიერებად. სოფლის წალასთან დავცემ კარავს წვერმოშვებული. ბავშვობის გუნდი მიმასპინძლებს ლაღი ძმებისა. მოვეშვები და მემუარებს ვწერ მოშვებული, აწ დაზღვეული ჰიმნის ხმაზე გაღვიძებისგან. დამავიწყდება, სიყვარული რომელ ხეს ება ან რას ანთებდნენ ჩემს ხსოვნაში ჩამქრალი ქოხნი. არ გავაგრძელებ მწვანე მოლზე სმა-წახემსებას და რა მიწადაც უნდა ვიქცე, იმ მიწას ვთოხნი. ზოგჯერ გავრეკავ მეზობლების ამოლაფულ თხებს, დავიჭერ ხელში ყავლგადასულ რეკვიზიტს - სახრეს და სისხლიანი ნახველივით ამოვაფურთხებ მტვრიან შუკაში ყელზე დამდგარ შენს ძვირფას სახელს. 17
*** წვიმაში მოვალ, ქარში მოვალ, ყინვაში მოვალ, ყოველთვის მოვალ, რომ გადმოგცე ხოლმე სურვილი, წარსულ დღეებზე უიმედო კაეშნით მგლოვარს ძუძუზე გაგკრა ვნების კბილი ორლესულივით. ახლა სუყველა უხეირო ვარსკვლავს უჩივის, სასიყვარულოდ ვისღა სცხელა და სარაინდოდ. ცეცხლის გარეშე დაკნინდება ვაჟას ქუჩივით, მას ვერ აანთებ, თავის დროზე რაც არ აინთო. დარდსმიცემულო, წამოზრდილ ფრჩხილს ნუ იკვნეტ ნეკზე, რაზმითის წიფელს ნუ მოაკლებ ჩანავლულ ბუხარს და გადაშალე თუნდაც მარტინ ანდერსენ ნექსე, კაცობრიობა წრფელი გულით რომელსაც უყვარს. გაივლის წლები... და მე თვალს რომ მომკრავ ვეღარსად, მე - გამოუცნობს, გამოცნობილს, ბრძენსა და შეშლილს, შენით დაცემულს, შენზე მლოცველს, შენით მკვეხარსა, ვისაც სუნიც კი ახელებდა წიფელის შეშის, მოგენატრება გადახილვა ჩემი წიგნების, გულის ბუხარში მთელი გრძნობით დაწვავ ლირიკას
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
და უცაბედად გაიხარებ ახლის მიგნებით იმ სტრიქონებში, ზეპირად რომ დასწავლილი გაქვს. ჩემგან ათასგზის დაკოცნილი თვალის კაკლები არ შეგიშინოს საზარელი სიზმრების თოვამ. მე ვიარსებებ, სანამ თვითონ შენ არ გაქრები... წვიმაში მოვალ, ქარში მოვალ, ყინვაში მოვალ.
წვიმა მთაში წერწეტი და წვივმაღალი წვიმა წვიმდა წინა ღამით. არაყს ვსვამდი მთიელებთან და თრობაში, იმ თავბრუში შენს ხატს მიკანთიელებდა წინწანაქრის წმინდა ბრუჟი. მაგრამ მაინც იელებთან ყრუ რითმაც არ იელვებდა, სულით მაცარიელებდა უძლურების ძლიერება. ვერ ვკაზმავდი ჩემს სახედარ მთვრალ თავს შენთან შესახვედრად, ვაწყვილებდი შენს სახელთან მთათა, გზათა, შესახვევთა. წერწეტი და წვივმაღალი წვიმა წვიმდა წინა ღამით.
19
ნუ იტყვი ნუ იტყვი, აქ მოსვლით მოვმცდარვარ საქრობად ვნებიან ხანძართა და ქრისტეშობისთვის 28 ტყუილად დამდგარა ამ ზამთარს. მე შენი ცეცხლი მწვავს, თუ გინდა მაქციე ნაცრად და ნახშირად, გიცქერი კოცონის შუქიდან თითქოსდა პირქუში მახვში ვარ! ნუ იტყვი, რომ ეს დღე ჰგავდა სხვას ცა ჰქროდა, ცა თოვდა, ცა წვიმდა; მე ვიღებ ამ უცებ თავდასხმას ციური ხარების საწინდრად.
*** ნუღარ ჰპირდები ლამაზ თვალებს სულშემზარავ ომს, უსიტყვო კითხვით ავსებულ და დატანჯულ თვალებს. ნუღარ მოსთქვამ, რომ სიყვარულში სულ შენ ზარალობ,
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
ნუ იფიცებ, რომ მეტოქის სისხლს ფიალით დალევ. ნუ ეჭვიანობ, პირველობის შენია პალმა. ჩააგე ხმალი, არ გჭირდება მკაცრი გარისკვა, ის ქალი არ ღირს შენს მკლავებზე წამოშლილ ბალნად, არა სიოსგან, არც ქარისგან, არც გრიგალისგან...
შეკითხვა რომ არ იყოს სამყაროში დედამიწა - პლანეტა, რომელზედაც კონტინენტი ევრაზია არ იყოს, სადაც ვნების ღელვა სჯაბნის ღელვას ოკეანეთა და მზად არის, მოღალატე გულის გარეთ გარიყოს. რომ არ იყოს აზიაში საქართველო - ქვეყანა და ამ ქვეყნის გულში - ქართლი, ქართლში - ქართა ქალაქი, 21
ამ ქალაქში რომ პატარა ქუჩა არ გაეყვანათ და არ შეეწუხებინათ ძველი ძვალშესალაგი. იქ რომ სახლი არ აეგოთ და მის პირველ სართულზე ერთ ოთახში ღამით შუქი იმ კაცს რომ არ აენთო, ვინც ცხოვრების სიმარტივეს სიმარტოვით ართულებს, შენ ამქვეყნად ბედნიერი იქნებოდი საერთოდ?
არენა აქ როდი გაუდით შრიალი ძელქვებს, აქ როდი გავმწესდით ლოცვების წარმომთქმელად, ამ ძველი თეატრის მოხატულ ჭერქვეშ მე და შენ ვთამაშობთ საცირკო წარმოდგენას. ახლ როლს თუ სახეს შენთვისვე შევქმნი, რა ვუყოთ, მეც თუკი შენსავით უგრიმო ვარ, დღეს მხოლოდ მორჩილი ვეფხვი ვარ, შენ კი შოლტით და ალერსით მღიმარი ბუგრიმოვა. აქ არვინ გვიყურებს, მიბრძანე, რომ ცხელ ლოდებზე მოქნილი სხეული ვამოძრაო, ხანდახან მსუბუქად მათრახი მომცხე, თავადაც ურჩო და ჯიუტო ამორძალო და, როცა მე ჩემს როლს ჩამოვქნი ისე, რომ შენი მადლობა მივიღო ეტიკეტით, კლდეების წინაშე გამოსულს ბისზე, ნუგბარად ჩამიდე კბილებში ერთი კერტი. ***
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
მას რომ თავს ვაყვარებ, ცუდ საქმეს ჩავდივარ, ასაკით უფროსს რომ დანდობით გადამყვა. არ უწყის - მე ისეთ მეტროში ჩავდივარ, მგზავრები ქარონის ნავით რომ გადაჰყავთ. უბიწოდ ნაშობი სხეული მეძავად არ მინდა, რომ ექცეს სიცოცხლის მომღერალს, როდესაც მე წავალ (არა და მე წავალ) იქ, სადაც მძლე სტიქსის ტალღები მოღელავს. ჩემს შემდეგ ქვა ქვაზე დარჩება მშვენივრად და მისი ხმის ექოს სიო თუ ჩამძახებს ფლირტი არ ეგონოთ სიტყვები „შენი ვარ“, ჩემს ობოლ საფლავზე ამოსულ ზამბახებს.
ავთანდილი ...და აწყდებოდა ქარი დარაბებს, გადაგიწვინე მკლავზე გიჟმაჟი, შემდეგ ორთავე თვალი დანაბე და გამიქერი უცებ რიჟრაჟი. ვკოცნიდი ვნებით და გახელებით შენს ცხელ ბაგეებს, აწ მდუმარეებს, ვეუფლებოდი მაგარ ხელებით შენი სხეულის მაცდურ არეებს. გარეთ ციოდა, გაუდიოდა შენი სარკმელის მინებს ზანზარი. ჩემს ვნებას ვეღარ აუდიოდა მთელი ქალაქი მულღაზანზარი. უსენს ვესროლე მე ხელთათმანი. 23
არა ვნაღვლობდით ქვეყნად არაფერს. ბანგს მიირთმევდი ჩემთან, ფატმანი, და აწყდებოდა ქარი დარაბებს. ...და ისევ ქარი ქარი არყევდა ჩარჩოში მინებს! – შენ შემეგებე, როგორც ფალავანს. - სულის და ხორცის წაწყმედა მინებს! – გამოგიცხადე დაუფარავად. მას შემდეგ ჩემში იქნებ აშიკი მოკვდა და ვიგდებ ჩემს თავს აბუჩად,
მაგრამ თვალების ღრმა ხსოვნაში კი დრომ ეს სურათი ვერ გააფუჭა. აწივლებული ბოძზე მავთული, კარს მოწყვეტილი ქარი ღრიალით და ერთმანეთზე გადახლართული, გაშიშვლებული მხარ-იღლიანი.
მშვენებავ! გამანდე სურვილი სასურველ სტუმარს მე
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
და მანდეთ სულ ვივლი, სასმურებს თუ მასმევთ. ხანდახან, მშვენებავ, მონამულ კბოდეზე მხარდამხარ შევებათ მორალურ კოდექსებს.
მხატვარი ქოხში ბრუნდება
ბ. დანიელსონის „გოგენი პოლინეზიაში“ რომ წავიკითხე ამაოება ამაოებათა აი, ბუნების სახსოვარი. მომეცი, მამაო, ნებართვა ჩემს თავში ვეძებო მაცხოვარი. საყვარელი ქალების ფერხულთან კინაღამ გავცივდი. თავზე გადამიფრინა ბერკუტმა, 25
კარგად მაქვს დაცდილი. დალორთხილი ტანი რომ გამიშრეს, ბუხარში უნდა დავანთო წივა. ქალის სიყვარულის გარეშე კაცობრიობას სცივა.
ხის ქვეშ ალუბალი... ქვეშ კარავი ჩალის... საუბარი ვაჟისა და ქალის. ახლოს წყალი, წმინდა წყაროს წყალი, თმებზე წამით დამქროლავი ქარი... მშვიდად, წყნარად იმეორებს წყარო: „ჰოო? არა? მიპასუხე, ქალო...“ თავს ევლება ვაჟი, ტრფობით მთვრალი... აცრემლება შემდეგ ნაზად ქალის... მერე ხელი, მობორკილი გულზე... ქალი მწველი თვალებით ვაჟს უმზერს...
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
საუბარი... კოცნა... ტკბილზე ტკბილი... ალუბალის დარხეული ჩრდილი... მოცახცახე ორი წყვილი ხელი... ვაჟის სახე, ქალის ცრემლით სველი. შემდეგ... ქარი, გათელილი ჩალა... ოხრავს ქალი: „გეყო, წამო, ჩქარა...“ ექსპრომტი ცხელი მზის და ცივი თოვლის მრუშობამ, მთის ფერდობზე პაწაწინა რუ შობა.
*** ქალი რომ გეტყვის: არ გიღალატებ, ღალატის თესლი მაშინ უღვივის. ის გიერთგულებს, კარგი, ხვალამდე, მაგრამ ზეგ დასძლევს უცხო დუღილი. არ ენდო სიტყვებს, მიენდე გუმანს, არ შეგაძრწუნოს, ძმაო, ამ ღობემ. ქალის ტუჩები როდესაც სდუმან, 27
ერთგულების ფიცს მაშინ ამბობენ.
*** თუმც ეგ სხეული მტკიცე ნერგია, ხშირად უმიზნოდ დადიხარ, ჯემალ. არავინ უწყის... რად იხარჯება შენი მცხუნვარე მზის ენერგია. ქვეყნად ვერავინ გიყავარჯენა, დროს აჩემებულ ქალთან კლავ და კლავ... და შიშნარევი ტონით კვალდაკვალ დაგდევს შეკითხვა: „გიყვარვარ, ჯემალ?“
მღვიმეში არ მსურდა, რომ ხალხის გროვასთან მიმეშვი, ცრემლები სცვიოდა თაღს. ახალი ათონის უბნელეს მღვიმეში, ორღანი უკრავდა ბახს. დიდ წყვდიადს მოეცვა დარბაზი, რომელიც გვეკრა შავ მანტიად გარს, იმ წუთში, სხვებივით მიწისქვეშ მძრომელი, მე ვგრძნობდი შენს ერთგულ მხარს. თითქოსდა სამყარო შეიქმნა ახლიდან, ძახილით: ვინა ხართ მანდ?! ორღანი მუსიკას ცივ კედლებს ახლიდა, გარდასულ ერათა ხმად. ლოყაზე მომედო ბულული შენი თმის,
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
ასე რომ ჟრუანტელს მგვრის, ორღანი მღეროდა: შენივთდით... შენივთდით... შენს სუნთქვას ვსუნთქავდი გრილს და როცა „გათენდა“, ვიგრძენი მაშინღა, დავნებდი ერთადერთ ფიქრს, რომ ამ ბნელ წყვდიადში მიყვარდი საშინლად, მძვინვარედ მიყვარდი იქ.
ახალ ათონში შენ ჩემზე ისე გადაიარე, როგორც ხანძარმა ძველ ჩიკაგოზე. ჩვენ გავერიდეთ ადამიანებს, ათონის მღვიმის ბნელში გაკოცე. მიყვარდი, როგორც სამსონს დალილა... იმ გუნებაზე ვიდექ, როდესაც სიხარულისგან სამსალას დალევ და დანებდები სიბოროტესაც. ჩვენ გამოვედით მღვიმიდან, ბისზე როგორც გადიან მსახიობები, თუმც მეწეოდა თავისკენ ისევ ის მღვიმე - ჩემი სალხინობელი. მე ვსაუბრობდი უხმოდ, დალილა, ემაგ თვალებთან, ფიქრიანებთან, ხოლო ზეფირი შენს მუქ დალალებს ზედ ყურისძირთან მიფრიალებდა. ზვავი თავს ევლები 29
ლამაზი და ნუ დამალავ, ერთი მითხარი: ასე ვნებით რამ აზიდა შენი ცივი მკერდი, მიტკალი. შენს კალთაზე დამავანე, უკვდავების წყარომ ამავსოს. თქვი, მავანი და მავანი ნამალევად ყვარობს მავანსო. და თუ ზღაპრის მოამბე ხარ, დამაფარე ნარმა და მხოლოდ ე მაგ შენი მეამბოხე ძუძუების ზვავმა დამქოლოს.
ქალშავა დიაცმა ტახტი გაშალა, საბნით და ორი ბალიშით. ეს ქალშავასო. ქალშავა ერქვა მასპინძლის ქალიშვილს. დაგვაწვინა და ჩაგვიდო ნაბრძოლი ხმალი შუაში. სარკმელში მთვარის აკიდო იხატებოდა გუაშით. თავბედი ვწყევლე ქალივით,
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
მამის სული ნუ წაწყდება. მშიერი მგელი გალიის რიკულებს როგორც აწყდება, ისე იმ დაჩლუნგებულ ხმალს მე ვაწყდებოდი ნიადაგ. ვუთხარ: - რას გაჩუმებულხარ? მითხრა: - ძილ გადაგვიანდა. შევბედე: - ხმალი გვითარსავს სიზმრებს, რად გვინდა? ავდგებით უცოდველები, ვითარცა მამა აბრამის ბატკნები. რას მეუბნები, წაწალო, შემეპასუხა წაწალი, ისეთი უნდა გაწვალო, სულ აქ დაიწყო წანწალი. ვიდრე გული ძგერს მკერდშიო, იკმარე მცირე დატკბობაც. გალიის მგლობა გერჩიოს მამა აბრამის ბატკნობას.
სინანული მე დავჭერი უღვთოდ შენი ჭერი,
შევიჭერი ისე მჭრელი ცულით. 31
მაპატიე ის განდგომა ჩემი, მაბადია ჩიტისხელა სული. ვფიცავ: ჩემგან დამდაბლებულ მაღლობს ავწვდე ისევ, დაფლეთილი ფრთებით. გავიხარო წელში, წვიმის ახლოს და ვიხარო, რომ ერთმანეთს ვხვდებით. ძირს დაგიგდო სამოსელი მეფის, ამოვბრწყინდე შენთან, როგორც ელვა და ვით ექო დაკარგული ხმების, დავიტეხო თავზე შენი წყევლა.
რა მიხარია რა მიხარია? თიხის ჯამში ბედის ვარსკვლავი არ ჩამვარდნია შუაცეცხლთან გაშლილ ტაბლაზე. არ შემომყრია ჩემი მტერი - ბოღმით გამსკდარი, არც ტყიბულელი მეგობარი, გვარად ტყაბლაძე. არ შემხვედრია
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
მწყურვალს წყარო, არცა ონკანი, არცა ბასკების ნაშიერი კოპინა ივო, შენს თმას კოცნიდა ქვენაქარი, თვალი მოვკარი, გაუქმებული წისქვილივით ლამაზო ქვრივო.
*** სანატრელოო, - მეძახდი ხოლმე, დღეს რა ხნის მერე ამოლივლივდი. იმ წუთთა სიტკბოს ვერასდროს მოვლევ, თქვენს ქუჩაზე რომ ამოვივლიდი. პატარა ჭადრის ჩერო მცირედი პატარა იყავ და დაგიტევდა. გამაოგნებდი, შემომცინებდი, ვაი, ლამაზთა გადამკიდეთა. ვაი, ლამაზთა გადამკიდეთა, გამაოგნებდი, შემომცინებდი, პატარა იყავ და დაგიტევდა პატარა ჭადრის ჩერო მცირედი. თქვენს ქუჩაზე რომ ამოვივლიდი, იმ წუთთა სიტკბოს ვერასდროს მოვლევ. დღეს რა ხნის მერე ამოლივლივდი, სანატრელოო, - მეძახდი ხოლმე.
33
ერთი წლით გაყრის წინ გავძლებ კი ერთ წელს, ჩემო, უშენოდ?! არა, არ წახვალ, ამას არ იზამ. რა ქონგურები შემოვუშენო მოწყენის ციხეს, რა მასალისა? აღარც ხალისო და აღარც ლექსო! უნდა ვიცხოვრო ერთ გრძელ ღამეში და მთვარის შუქზე უგულოდ ვმწყემსო სამას სამოცდახუთი კამეჩი.
წვიმს, შენამდე წვიმს მე წვიმაში ხეტიალი მიყვარდა და მოვიდა წვიმა. ჯიუტი თმა ნაბრძოლია გრიგალთან და წვეთები სცვივა. მე წვიმაში ხეტიალი მიყვარდა და მოვიდა წვიმა. მდორე, ნელი გატაცება მინდოდა და მოხვედი, ნელი. შიშველ გულთან განდობა და მინდობა არ ყოფილა ძნელი. მდორე, ნელი გატაცება მინდოდა და მოხვედი, ნელი.
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
დაცხრობა რომ მომინდება ოდესმე და დაცხრობაც მოვა, გულს გაფიცებ, მაგ ნაფერებ ლოყებზე ნუ გადიფენ გლოვას, დაცხრობა რომ მომინდება ოდესმე და დაცხრობაც მოვა. წვიმამ როგორ გამახარა შენსავით, სიყვარულო ჩემო. ცით ღრუბლების ფარა მოუმწყემსავი მეფინება ჩეროდ. წვიმამ როგორ გამახარა შენსავით, სიყვარულო ჩემო.
წიგნი სიყვარულისა ოცი წლის მერე მეც წამომცდა რისხვის ბალადა მათზე, სხვის ლხინზე სიხარბით რომ აღივსებიან. ის, სიყვარულზე ლექსის წერას ვინც მიკრძალავდა, ისე დაბერდა, სიყვარული არ ღირსებია. ხსოვნაში მეგდო უფერული და გაზეპილი, მისთვის ვერასდროს მოიცალეს ბასრმა რითმებმა. ჩემი ლექსები, 35
წმინდა სისხლის ნაგაზებივით, არ კადრულობდნენ საყველპურო თემის მირთმევას. და თუკი მაინც სუფთა ფურცელს მივუჯექი და უნდა გადმოვცე ჭაბუკური სიტყვა, გულისხმა, უნდა გავფლანგო დრო პოეტის ბიუჯეტიდან, შემინდობს იგი, ვინც ემსხვერპლა სიყვარულის ხატს. ოცი ვიკმარე წელიწადი გამოსარკვევად, წკვარამ ღამეში ტრფობის სანთლით ვლახავდი ხრამებს. უსიყვარულოდ თუკი წიგნი მგოსნის სარკეა, ეს წიგნი სარკის იქნებოდა უკანა მხარე. უგულო გულნო, სიყვარულის ვის ეშინია, ამურის ისრებს ცახცახით რომ უკან ისროდით. მიტომ მეოცე ასწლეულში ასე ხშირია სიკვდილი გულის უკმარისობით.
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
ანტრაქტი დრამის სურათი წაიშალა და ვერ ვერკვევი რა სინათლეა, რა ხმებია, რა უკუნია. გახედავ პარტერს და მუხლების ფეიერვერკი კვლავ გაგახსენებს მერამდენე საუკუნეა. ყველა გაჰყვება თავის კაბის შრიალს უვნებელს, ჯამაათში რომ საკუთარ თავს თვლის მარგალიტად. მერე სახლებში ისეთ როლებს შეასრულებენ რის დეზდემონა, რის მედეა, რის მარგარიტა...
ცეკვის დროს ერთმანეთს ეჩვევით ეჭვებით. ერთმანეთს ეხებით ფეხებით. ერთმანეთს ედებით მკერდებით. ერთმანეთს ახელებთ ხელებით. ერთმანეთს ამთვრალებთ თვალებით. ერთმანეთს ეკვრებით ეკლებით. ერთმანეთს თუთქავენ 37
სუნთქვანი. მუსიკა ზუზუნებს ფუტკარი. ვერავინ გაიგებს უთხარი.
ტყისაკენ ჩვენ თვითონ ვიქნებით ფარდაგიც, ჩვენ თვითონ ვიქნებით მწვანობიც. უსაზღვრო შორეთი არ დაგვღლის, იმ ტყეში მივიდეთ, წამოდი. ვიქცევით ატეხილ ჭალებად, ვიქნებით მორევნი ფართონი, თვითონ ჩვენ გვერქმევა წვალება, ისეთი ჯიუტნი ვართ ორივ. ჩვენ თვითონ ვიქნებით ლხენანი, ჩვენ თვითონ ვიქნებით მდელონი, შენ - ჩემი ერთგული მხევალი, მე - შენი ბავშვობის დემონი. იმ ხსოვნას ვერარა შელახავს ვცალობდით, ვმწყრალობდით, ვწვალობდით. იქ დავრჩით! იქა ვართ ჩვენ ახლაც, ჩვენს თავთან მივიდეთ, წამოდი.
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
თქვენი პოეტი ხეებში ინთქმება ხმაური ქუჩური, ქარს ტოტი მოემტვრია. გადადის ქალების ტუჩებზე ჩურჩული: „ეს ჩვენი პოეტია...“ დაჰბერა ბორიომ და ქუჩა-გარემოს ფოთლები მოეთივა. მე ჩუმად გიღიმით, ეშმაკო ქალებო, ჰო, თქვენი პოეტი ვარ. ვამაყობ, რადგანაც თქვენამდე მოვედი და ზოგსაც გემიჯნურეთ. მაშ, როგორ იქნება - ცოცხლობდეს პოეტი ქალთაგან გამიჯნული. თქვენ გიკვირთ - ამ ლექსებს როგორ თუ მალე ვწერ, კითხულობთ მიმავლები, კითხულობთ - ვისზეა „მოთხრობა თვალებზე“ და თანაც იმალებით. ხეებში ინთქმება ხმაური ქუჩური, ქარს ტოტი მოემტვრია. გადადის საკოცნელ ტუჩებზე ჩურჩული: „ეს ჩვენი პოეტია...“
როდენის გახსენება უამინდობაში ...და იწყებს ლაფში ამოსვრილი ღორის დრუნჩივით ამინდი ჭყვიტინს. 39
კერიის ცეცხლზე აპრილივით ხდება გულჩვილი სიმინდი ჭყინტი. ვის მწუხარებას გლოვობს დარი, ვის მწუხარებას დასტირის მწარედ? ნუთუ მზემ თავი ჩამოიხრჩო, ვინც უხარებდა სიცოცხლეს დარებს? არაფერია, კვლავ დავთვრები შენი სამხილით, იმზევებს კვლავ მზე. ისევ დამხვდები ერთადერთი თბილი სახლივით და ისევ მკლავზე შენს მოქნილობას გადავიწვენ, როგორც ვიცოდით, მზე იდგა ოდეს, შიშველი კანით, ხორბლისფერით და უბიწოთი, მოვძებნით როდენს.
დასაწყისი მე მაჟრიალებს და სიყვარულის ვიგრძნობ დასაწყისს. ეგებ არ უნდა მივდევდე, მაინც მივდევ, ვებმები, რამეთუ ქვეყნად მწამს, რომ ყველაზე დიდ ცოდვასაც კი გამოუჩნდება, ერთხელაც არის, მიმტევებლები. ვერ შემაშინებს ენა, რომელიც დანესტრილია,
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
ვერ შემაშინებს ახე ავი და ნაბულთვალება. როგორც ოინბაზს უყვარს სცენაზე დანის ტრიალი, მეც ისე მიყვარს მგესლავი სიტყვის აბურთავება. ჩვენ წინ მივდივართ, წარბსაც ვერ უხრის მორევი გოგოს. მომყვება იგი წმინდა, ციური, მანანასებრი და ჩვენს ფეხებთან ეხეთქებიან ჭორები, როგორც მაიმუნთაგან ძირს ჩამოყრილი ანანასები.
*** როცა ქვეყანას მოევლინე, არვის უკითხავს: „შენ ვინა ხარ?!“ ქალის ნამუსი შემინახავს, ცხონებას მიტომ მოველი მე. არც ვუშინდები მარტის ტირილს, არც გულში მიდევს ღვინის მტრობა, 41
არც მიძებნია მინისტრობა, ხელმოცარული არტისტივით. არც ბატონობა, არც მონობა! მითქვამს, ცხოვრება მაინც ღირდა სიყვარულისთვის, რაიც მღილთა ჰგონიათ ქმრობა და ცოლობა.
დრო და მხატვარი ჩემთვის ახალი სამყარო შექმენ. მე ვფიქრობ შენზე, მაგრამ მამჩნევენ. ქუჩაში მგზავრი იბერტყავს ჩექმებს და გულზე მხვდება მძიმე ლანჩები. ხშირად ვიღაცის უხეში პროზა იჭრება შენი ოცნების თაღში, თუ არაფერი იღონე დროზე, რაც მართალია, მართალი, დაგშლის. სხვადასხვა ფერის ღვინით ამავსე, მკერდთნ მიწყობდი გამთბარ ნაღვერდლებს, რომ მე გული მაქვს, ამ ქვეყანაზე ყველაზე უწინ შენ მიმახვედრე. ვით მომივლინე, ისე მომისპე ხელუხლებელი შენი სამყარო. დრომ გამაქროლა შემოდგომისკენ,
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
დრომ იარაღი უნდა ამყაროს. სხვადასხვა მხარეს წავალთ ორივე, წავალთ და... უცბად შემიყვარდები. გთხოვ, დასვენების დრო რომ მომივა, გულს დამასვენო შენი ხატები.
ცოტაც და... ცოტაც და გაწყდება კისრის ძარღვებთან მომდგარი ბოღმა. მზით სავსე ოთახში ისმის კაეშანნარევი ოხვრა. ცოტაც და იწვიმებს ცრემლი, გემჩნევა მოღრუბვლა შუბლზე. მეც მიხურს მკერდი თუ გრდემლი, მეც ფეხქვეშ მეცლება ფუძე. ჰაერი თხელდება უცებ, თვალები თვალებსღა სსვამენ და კოცნა სწყურიათ ტუჩებს, ჟანგბადის შემცვლელი რამე. არა გთხოვ - ბოლომდე დარჩი, ალერსით არაფერს გკადრებ. მერე შენ მიდიხარ სახლში, მერე მე დავუშვებ ფარდებს. 43
როდესაც ფიქრების გროვა შენს საბანს დაფარავს ცისფერს, მე შენთან უჩუმრად მოვალ და მოგგვრი ბედნიერ სიზმრებს.
*** მოასწარ, შემსვი, დამწრუპე, სანამ უკანასკნელად მივცემდე სალამს შენს შეშფოთებულ თვალებს. გუნებამოშლილს მიჩანს ბზედ ბედი, ეს შუქიც ისე არის ზედმეტი, როგორც უცეცხლო მთვარე. სრულ სიბნელეში უნდა გიყურო, ღელვით ნაპირზე გამორიყულო, ჩემს მკერდს მოხლილო ალო. ჰო, შემსვი, ვიდრე სული მოუთქვამს ყურმილს და ჩემი ხმით წარმოუთქვამს უკანასკნელი „ალო“.
სამშაბათს სამშაბათს, სამში, საათის
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
სამზე, ჩემთან მოგიყვანს ცხოვრების ეტლი, მე სიხარულით ვიქნები სავსე და სიყვარულზე ვერაფერს გეტყვი. სამშაბათს, სამში, საათის სამზე, ერთმანეთის რომ ვიქნებით მდომნი, ჩემთვის ამოვა სრულიად სხვა მზე, ჩემთვის წამოვა სხვაგვარი თოვლი. სამშაბათს, სამში, საათის სამზე, მოხვალ ქურდულად და ყაჩაღურად. ფერმკრთლ ლოყაზე გაკოცებ წამსვე, შენც დაიმორცხვებ და თავს ჩაღუნავ. სამშაბათს, სამში, საათის სამზე, შენ ჩემს ოთახში შემოხვალ მარტო, ისე დაჯდები გამოწვდილ სკამზე, რომ არ გაიხდი არაფრით მანტოს. ხვალ ჩემი ეზოს ჭიშკარს მოვტიხრავ და გავუკეთებ პატარა სამზერს, რომ დაგინახო, როგორ მოდიხარ სამშაბათს, სამში, 45
საათის სამზე.
მურმანი მე ვარ ბოროტი?! დაე, ვიყო. თქვენ გჯერათ ასე და ამიტომაც ჯოჯოხეთის ღუმელში შემდეთ. მე ვარ სიმდაბლით, უგნურებით, ღალატით სავსე და ა. შ. მე მომეწონა მომხიბლავი ქალი ეთერი. აფეთქდა გული, დამესია ფიქრი ურიცხვი და ჯერ მოკვდავის სიყვარულით განუკვეთელი ეშმაკს მივყიდე ჩემი სულიც კი. თქვენ აბესალომს კეთილშობილ რაინდად სთვლიდით და გიხაროდათ, ობლობისგან ქალი რომ იხსნა. მასში კი, როცა გასაჭირი შემოხვდა დიდი, ადამიანი გადასძლია მეფურმა სისხლმა.
დატოვა ქალი, როცა ძლიერ უნდოდა შველა მე შევისმინე იმ ღვთიური ქალის ჩივილი. და მე ვუვლიდი, გავაოცე მეფეც და ყველაც, თვალისჩინივით. მისი ტრფიალით თავიდანვე მეც ხომ ვდნებოდი,
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
მერე შევწუხდი უფლისწულის აბეზარობით. რომ ფიცის გამტეხს ქვეყნად აღარ ეცხოვრებოდა, უფალმა მოკლა აბესალომი. ... მე უკვდავების წყალი მომაქვს, მან არ დალია... მეც უნდა მოვკვდე, მეც დავყვები, დაე, შმაგ დანას. ხალხო, ნუ სწყევლი ვინც ალალი და მართალია უფლისწულთანაც, ეთერთანაც და ეშმაკთანაც.
მე შენ შეგქმენი, გამოგიგონე არავინ იცის, ხარ თუ არა ხარ, ჩემს მეტმა, რადგანაც ოდესღაც შევძელი შენი ფიქრის დანახვა და შენი ძახილი მომესმა. თმებს ხომ არა აქვთ ჯერ თოვლის ფიფქი, შორს არის ნოემბრის სიყვითლეც... შენ დაგშთენია მხოლოდღა ფიქრი. იფიქრე... ჩემადაც იფიქრე.
იმ ცხოვრებაში მეტიც მომელის, უშენოდ რომელიც არ მჯერა. შენა ხარ ჩემი სვეტიცხოველი და შიშით დავცქერი მარჯვენას.
47
მშვენებავ! გამანდე სურვილი სასურველ სტუმარს მე და მანდეთ სულ ვივლი, სასმურებს თუ მასმევ. ხანდახან, მშვენებავ, მონამულ კბოდეზე მხარდამხარ შევებათ მორალურ კოდექსებს.
ფერიას ჩემო ფერიავ, ფერწაუშლელო, ჰაეროვანო, მუსიკალურო, მე შეიძლება, გავძლო უშენოდ,
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
მაგრამ ვერ გავძლებ უსიყვარულოდ. მე შეიძლება, გავძლო ულექსოდ, მაგრამ ვერ გავძლებ უპოეზიოდ. ეს ის დრო არის, უერთგულესო, ჩემთვის რომ უნდა კუბო ეძიო.
საკმეველი რა მძაფრად ვიყნოსეთ მონასტერში საკმევლის სურნელი. სანთელი ავანთე. მომაშტერდი. წვა იყო სულ ნელი. კუთხეში პატარას ქრისტიანად ნათლავდა მამაო და ხელებს უწვდიდა მღვდლის ტიარას გოგონა ამაოდ. შენ ჩემი ოცნების უთაღო ცას ეწვიე ოსანად და უფალს ვავედრებ, ნუ დახოცავს მრწემსა და მოსანათლს. ხველება ამიტყდა. ამ სურნელში შენც სანთლად მეწვოდი და შენი სახელი სასულეში გადამცდა მე, ცოდვილს. 49
*** ჩამოგაფრინა გრიფმა მიწაზე, როგორც ნიმფა. მზე რომ დამადგა ნიმბად, ჯოჯოხეთს მაშინ მიმეც. დღეს ამღვრეული ხარ ჭა, ჩემო ლამაზო ხარჭავ, და მოთმინებით ვხარჯავ შენი დაწმენდის იმედს.
წადი... ეტყობა, უკვე ვერ იტან გორს. დიდ ქალაქს ნეტა რით მიუხვალ? იქ არ იჟღერებს ნელი ტანგო, დიდ ქალაქს სწრაფი რიტმი უყვარს. იქ მილიონი შეგისრუტავს. გადაგექცევა მგონი ჯართად ნატვრა, რომელიც შეგისრულდა ნებით დაჩოქილს გორიჯვართან. თავს გევლებოდა არჩაქელილ ბალახთა ველი, მოლივლივე. გიხანგრძლივებდა არჯაკელი ბუდუარივით მოვლილ იმედს...
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
წადი, დიდ ქალაქს მიეტმასნე და გაიჩინე უცილობლად ფიქრი უშაქრო დიეტაზე... უმარილობა... უცილობა... შენი ოცნების აეროდრომს ეწვევა ბევრი აფერისტი, იქ უნდა ამინდს დაელოდო თავისუფალი აფრენისთვის. გზა მშვიდობისა, ჩემო კარგო და თუ თბილისის ბულვარებმა ლამაზ ქათიბად შემოგარგონ შენი წარსულის მდუმარება, ნუ დაივიწყებ იმ მშვენიერ სიყვარულის დღეს, ლოცვამისჯილს, რომელსაც მუდამ ვიშველიებ, უშენოდ ყოფნა როცა მიჭირს.
51
სარჩევი ერთისთვის ...( შენ გადაგღალა მძიმე აღმართმა) ბოსტანში ვფიქრობდი თქვენზე 5 ...( გიგონებ საშუალო მეხსიერებით) ქალღმერთის გვერდით მაჯამა პარალელები უსათაურო შენისლული ლოცვა დაშვებული ფარდები დილემა იმედი ტრუბადური ...( ნუ იგვიანებ. სულით პროტესტანტს) ცისფერი ხილაბანდი ისევ ივლისი რა არის სიყვარული
3 5 6 7 8 9 10 11 11 12 13 13 14 15 15 16
...(მე გავექცევი მოსალოდნელ უბედურებას)
17
...( წვიმაში მოვალ, ქარში მოვალ, ყინვაში მოვალ)
18
წვიმა მთაში ნუ იტყვი ...( ნუღარ ჰპირდები) შეკითხვა არენა
19 20 20 21 22
ჯემალ ინჯია, ერთისთვის
...( მას რომ თავს ვაყვარებ, ცუდ საქმეს ჩავდივარ) ავთანდილი ...და ისევ ქარი მშვენებავ! მხატვარი ქოხში ბრუნდება ხის ქვეშ ექსპრომტი ...( ქალი რომ გეტყვის: არ გიღალატებ) ...( თუმც ეგ სხეული მტკიცე ნერგია) მღვიმეში ახალ ათონში ზვავი 30 ქალშავა სინანული რა მიხარია ...( სანატრელოო, - მეძახდი ხოლმე) ერთი წლით გაყრის წინ წვიმს, შენამდე წვიმს წიგნი სიყვარულისა ანტრაქტი ცეკვის დროს ტყისაკენ თქვენი პოეტი როდენის გახსენება უამინდობაში დასაწყისი
23 23 23 24 25 26 27 27 28 28 29 30 31 32 33 34 34 35 35 5 38 39 40 40
..,(როცა ქვეყანას მოევლინე)
41
დრო და მხატვარი
42
ცოტაც და...
43
53
...(მოასწარ, შემსვი, დამწრუპე, სანამ)
44
სამშაბათს მურმანი
45 46
მე შენ შეგქმენი, გამოგიგონე მშვენებავ! ფერიას საკმეველი ჩამოგაფრინა გრიფმა წადი...
47 8 49 49 50 50
„შიდა ქართლის მწერლობა“ მისამართი: გორი, სტალინის გამზ. 31. ელფოსტა: gorismweraltasaxli@gmail.com ვებგვერდი: http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2015 წ.