თითო ლექსი სიყვარულზე

Page 1

1


გამომცემელი: ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მწერალთა სახლი

რედაქტორი: ქ. გოგიაშვილი

2


ჯემალ ინჯია რა არის სიყვარული როცა თქვენს თვალებს ყოველდღიურ მოთხოვნილებად ექცევათ ერთიდაიგივე სახის დანახვა, დაეძებთ ხალხში ან სიზმარში სთხოვთ მოვლინებას, თუ ვერ შეხვდებით, თვალმოკვრაზეც რომ ხართ თანახმა. როცა ერთადერთ ბგერას იჭერს თქვენი ყურები აურზაურში, სადაც ძაღლი ვერა სცნობს პატრონს, როცა ორნი ხართ ხალხის ზღვიდან გარიყულები ბნელ ხეივანში და უმთვარო საღამოს 3


ნატრობთ, როცა თქვენს ტკივილს დაგავიწყებთ მისი ტკივილი და ავადმყოფის მიერ წუთით დახუჭვა თვალთა თუ მოგეჩვენოთ ტვინარეულს მზის სიკვდილივით და მწუხრი ტანზე იგრძნოთ მძიმე, სისხლიან კვართად, ეგ გახლავთ სწორედ სიყვარული, ბატონო ჩემო, ვნების სურაში დამწყვდეული არი ჯინივით, ზოგჯერ ტკბილია, ზოგჯერ მწარე დაჰყვება გემო, ხან ერთდროულად ტკილმწარეა დარიჩინივით.

4


ვაჟა დადიანიძე შენი მიწიერება ეს მოხდებოდა აუცილებლად, ეს მოხდებოდა ბოლოს და ბოლოს, მე შენში მუდამ ის მაშინებდა, რომ მიწიერი იყავი მხოლოდ. შენ ალერსი და სითბო გწყუროდა, შენ ქალი იყავ მთელი სხეულით და შეგრჩა ჩემი უცნაურობა, როგორც ოცნება გადამსხვრეული. მე სხვა ვიყავი, მაგრამ გიყვარდი და როცა ჩემი გაგება სცადე, 5


არც ეს სიშორე აღარ გიკვირდა, არც უსასრულოდ ნავარდი ცაზე. შენც გაღელვებდა ჩემებრ შორეთი, პატარა სევდა, შემოპარული, და მერე, როცა გახდი პოეტი, აღარაფერი შეგრჩა ქალური.

6


ალექსანდრე ტაბატაძე წარწერა ფოტოსურათზე შენ წახვიდოდი, სხვა გზა არ იყო, შენ წახვიდოდი სხვა გზით, სხვა მხარეს, ტოტს მოსწყდებოდა ის ერთი წვეთიც, ის ერთი წუთიც გაფრინდებოდა... შენ წახვიდოდი, რადგან ვიცოდი, წინ სხვა გზა გედო, სხვას ეკუთვნოდი, სხვისი მკლავები გელოდებოდნენ... მეც ავდექი და „დაგაპატიმრე“...

7


გამოგამწყვდიე კამერაში საგულდაგულოდ... ფოტოკამერას რომ ეძახიან. მერე ოთახში მიგიჩინე პატარა კუთხე და გაიძულე განუწყვეტლივ, გაუთავებლად გაღიმებულს და გახარებულს გეცქირა ჩემთვის.

8


ვანო ჩხიკვაძე დეკემბერი, დეკემბერი... დეკემბერი, დეკემბერი... ვაი, უკვე ვეღარ ვშველი უკანასკნელ მოფარფატე ფოთოლს... შენს მისამართს ისევ ვეძებ, შემოდგომის ყვითელ გზებზე, ალბათ, მალე თეთრი სევდა მოთოვს. გადაივლის ეს ზამთარი, მიყუჩდება მკერდში ქარი, მაგრამ მაინც უშენობა შემშლის, რადგან ისევ მოვა მარტი, და ფერდობზე ჩამობარდნილ ყოჩივარდებს აიტაცებს ხელში... 9


ჟუჟუნა ვაშაგაშვილი

*** როს საღამო მოეძალა გორიჯვარის კალთის ქობებს, ავინაცვლე უფრო მაღლა და ოცნებით გიგალობე. მე თან მახლდნენ მეგზურები და კოცონიც ენთო წითლად, აზმორებდა რბილ ოქტომბერს, ათრთოლებდა სიო იფნას. მე ვხატავდი ჩამავალ მზეს და მტკვარს, მთებზე შემოტმასნილს, მაკლდა მხოლოდ შენი მზერის შემოვლება სევდით ავსილს. და მიყვარდი, ვით ციური გაბრწყინება ღამის გუშაგს... ფიქრის მეფემ კვლავ ჩემს გულში შენი ხატი შემოუშვა. 10


გიორგი მახარობლიძე

*** გული უცნაურ სევდით ამევსო, მზე მოეფერა მთებზე ქარაფებს და მე მივხვდი, რომ დღეს უალერსოდ აზრი არა აქვს ქვეყნად არაფერს. თუმცა ღრუბლები ჩამსაფრებიან, მაინც ვნეტარებ, აქ რომ მეგულვი. ძარღვები შენი ტრფობით თვრებიან და ღელავს გული აბორგებული. რა სასწაული ისმის ჰანგები, ათასი ჩიტი ციდან გიგალობს. სადაც შენ მეტყვი, მე იქ დავდგები, თუნდაც კლდე იყოს სალი, პიტალო. 11


ვიღაცა უკრავს ფორტეპიანოს, მზე საოცარი შუქით ანათებს და რომ არავინ იეჭვიანოს, პეპლების ფრთბზე მოგწერ ბარათებს. და თუ ფიქრობ, რომ მხოლოდ ჟინია, ჩავიფერფლები ჩუმად მაშინ მე... სიკვდილის ისე არ მეშინია, შენი დაკარგვა როგორც მაშინებს! გული უცნაურ სევდით ამევსო, მზე მოეფერა მთებზე ქარაფებს და მე მივხვდი, რომ დღეს უალერსოდ აზრი არა აქვს ქვეყნად არაფერს.

12


აკაკი ბიძინაშვილი შენ ერთი აღარაფერი ქვეყნად არ შემრჩა, შემომეძარცვა სულის საბადო, შენ ერთი მაინც იყავი ჩემთან, შენ ერთმა მაინც არ მიღალატო! შენ ერთმა მაინც სიზმარში მნახე, როგორ ვეწამე ბედის ტრიალით, დაიმახსოვრე ეს ჩემი სახე, ასე შეშლილი შენი ტრფიალით! შენ ერთმა მაინც ირწმუნე ჩემი, გაინაწილე სევდა მარადი, შენ ერთმა მაინც დაღვარე ცრემლი და მიმაცილე კუბოს კარამდე! 13


ისე მიყვარდი, ვფიცავარ შენს მზეს, ვერაფრით გითხარ ჩემი სათქმელი... შენ ერთმა მაინც იდარდე ჩემზე, ამინთე ქრისტეს ჯვართან სანთელი! აღარაფერი ქვეყნად არ შემრჩა, ჟამმა წალეკა სულის საბადო... შენ ერთი მაინც იყავი ჩემთან, შენ ერთმა მაინც არ მიღალატო!

14


ვაჟა ქაცანაშვილი გახსოვს, დაგქონდა მირზას ლექსები მახარებს, კარგი ბედი რომ გერგო, თუმც უღვთოდ გაჰქრა დრო საამური, ტუჩებზე კაკლის ისვამდი წენგოს, რომ დამცხრალიყო კოცნის ალმური. დაშრა ბავშვობა, ვით ელექსირი და ოცნებების წყაროც მისნური, გახსოვს, დაგქონდა მირზას ლექსები, ყაყაჩოების ფრთით ჩანიშნული. გთხოვ, მომიტევო ეს მოგონება, იქნებ არ იყოს მთლად ჩემი ბრალი, 15


გუშინ შემომხვდა შენი გოგონა და მინავლულ ცეცხლს შეუნთო ალი. ჰგავდა ოცნების აფრის აშვებას, უჩანდა ქუჩა ზღაპრულ მორევად და მოდიოდა როგორც ბავშვობის ან სიყვარულის განმეორება.

16


შერგილ სუხიტაშვილი

*** შავი ღრუბლების მიემსხვრა ხიდი მთას და გაშავდა ბედის ყელი და წაჰკიდებია მღვრიე ზღვას ბინდი, კვნესის ხმა ისმის სევდის ველიდან. ცივდება სისხლის ხეთა ხელები, იბანს ლურჯ სხეულს ქართან ტალღები, მიაქვს სიცივე ღმერთთან ხველებით და ლოცვა, რწმენის კართა გამღები. ღრუბელი ღრინავს ლოთი ძაღლივით, სოფლის ბოლოში ღამე ნათრევი. მთვარე კი ცაზე მოდის დაღლილი... შენს ღიმილს ვუცდი და მენატრები.

17


გიორგი მეტრეველი ყოველდღე ვხედავ შენ აღარა ხარ და... მაინც გელი (არ მერიდება ამის გამხელა), მომელანდება ღიმილი შენი ჩემი ტანჯული სულის სალხენად. შენი არსება მუდმივად დარჩა ჩემში და არის დღემდე უკვდავი, ყოველდღე ვხედავ შენს ცისფერ ფარჩას და ბედნიერი მგონია თავი. ჩამოსცვივდება მუხას ფოთლები, დაიწრიტება ჩემი ფიქრებიც... ჰოდა, ერთ დღესაც, როცა მოვკვდები, შენც მხოლოდ მაშინ აღარ იქნები. 18


ნოდარ მდინარიძე

*** ცხოვრება ხშირად წააგავს ზღაპარს და ჩვენც რატომღაც მის გმირებს ვგევართ, შენ ამ ზღაპარში საპატარძლო ხარ, მე საპატარძლოს უიღბლო ტყვე ვარ. შენ გაქცეული ირმის ნუკრი ხარ, მე კი ყოველდღე ვთამაშობ მდევარს, შენ უკვდავების წყაროს წყალი ხარ, მე უწყლოობით გამხმარი ხე ვარ. მინდა, პატარძლის კაბაში გნახო, მუხლებთან წყვილი აკვანი გედგას, მე ვიყო შენი წიქარა ხარი, შენ - ამ ტყუპების გამზრდელი დედა.

19


როზა კოპაძე

*** არ მომწონს შენეული "მადამ" და არც შორეული "მადმაზელ"... მე შენზე ძლიერი ვარ, ადამ, შენზე მაცდური და ლამაზი. რაჲსთვის აგიყვანდი ცადა, საწუთროს მოვერიე არცთუ ვერ: მე შენზე ცბიერი ვარ, ადამ, უკეთუ პირველმა გაცდუნე. დამყვება დაკარგულის დარდი, მტუქსავ და ამაოდ მარიგებ, მე შენზე ჭკვიანი ვარ, ადამ, უსიტყვოდ შემიძლია გაგიგო. იგი ვარ, რაც აქამდე მწამდა და რწმენა საუკუნო ცაზე ძევს, მე შენზე სრულქმნილი ვარ, ადამ, 20


შენს იქით არაფერს დავეძებ. სიმშვიდე გენატრება რად არ, ამავსე იჭვითა და ყვედრებით, მე შენზე ერთგული ვარ, ადამ, რადგან ერთ სიყვარულს ვჯერდები. გზადაგზა მიგიტყუებს სხვა და მოგხიბლავს ფერებით და ლაციცით, მე შენზე ნაწყენი ვარ, ადამ, რამეთუ ჩემი ფასი არ იცი!

21


ქეთევან გოგიაშვილი

*** ცხოვრება მოჰგავს უამურ ნაცნობს, ვერ გავეპარეთ დათქმულ ადგილზე და არშემდგარი პაემნით გვამცნობს გზა დაგვეკარგა ედემ-ბაღისკენ, სად სიხარული ვეებერთელა მიზეზგარეშე ყოფნას ბედავდა, მზეს შევყურებდით თვალმოუჭრელად და ერთმანეთის თვალებს ვხედავდით... დროს არ ვზომავდით წლების მეტრიკით, ვერ გვპოულობდა ეჭვი და ჭორი 22


და, უცნაური არითმეტიკით, ერთი და ერთი არ იყო ორი. ცხოვრება მოჰგავს უამურ ნაცნობს, ვერ გავეპარეთ დათქმულ ადგილზე და არშემდგარი პაემნით გვამცნობს გზა დაგვეკარგა ედემ-ბაღისკენ.

23


გიორგი ხორბალაძე

*** ნუთუ აღარ გესმის შენ ჩემი და ნუთუ ისე აღარ გენატრები?! თურმე მარტოობას შესჩვევიხარ, ხელში მოგონების შენამტვრევით. რა სწრაფად გავიდა დრო ტიალი, რთულია წარსულთან დაჭიდება... მაჟორში რამდენიც ნოტი არი, მინორსაც იმდენი დასჭირდება. დღეს კი თავს დაგჩხავის ბეცი ყვავი, დროზე კიდევ უფრო რაა შორი?! ჩემი სიყვარული შენც იყავი, იყავი, თუმცაღა სხვათა შორის! 24


და, მაინც, აი, რად გავიხსენე ღიმილი ბროლისებრკბილიანი შვილებს რომ მურაბა გავუხსენი, შენი ტუჩებივით ტკბილი არი!

25


დათო ახლოური

*** მე ჯერაც არ მყვარებია არავინ ისე, როგორც შენ მიყვარხარ ახლა. ჩემს ფიქრებთან გაგიშლია კარავი, მოგწყინდება ერთხელაც და... წახვალ. თუმც არ ვიცი, წასვლას როგორ ავიტან ან იმედებს როგორ დავთმობ ხვალის... იქნებ სჯობდეს, რომ მომენდო თავიდან, როცა შენში გაიღვიძებს ქალი. ამღვრეული ძუ ავაზის წადილით თუკი ისევ მინებდები ვნებას,26


წავიდეთ და ვინახულოთ შატილი, იქ მივენდოთ თეთრი ღამის ნებას. თმენის სურვილს ჭიუხებში გავექცეთ, დავივიწყოთ სამანიც და ზღვარიც. მთვარის მკერდზე გადალეწილ სარეცელს მოვუხადოთ მოსახდელი ვალი. ღამის ჩრდილი წავაფაროთ თმა-გიშერს, სანამ მთვარე მკერდზე დაშლილს ნახავს... მერე, ალბათ, მეც ვეღარსად გაგიშვებ, მერე ალბათ, შენც აღარსად წახვალ.

27


მანანა შუბითიძე მიხმე და... მიხმე და... ღრუბლები დამატარებს, ალერსით მაფეთებ თამამ თვალებს. ვთვრები, შენს ფიქრებში დავხლართულვარ, სიზმარო, ოცნებავ თვალხატულავ. შენამც მკლავ, მაცოცხლებ განა მარტო, სიცოცხლის ლივლივა დანამატო. ნისლებში ნისლივით მორიალევ, მიხმე და... მოგნებდი... მოიალე! აპრილი აფეთქდა სასწაულად, მოვა და... წაგვლეკავს, სად წავუვალთ!!! 28


თამარ ლომსაძე ნოსტალგია ძველ სიზმრებიდან იდუმალი ჩვენება მოდის, უშენო დღეებს გაოცებით რომ უთვალთვალებს. ბოლო არ უჩანს მარტოობას, ამაო ლოდინს, მწიფე ყანაში ქარი ვარცხნის სავსე თავთავებს. მინდა, მოგძებნო, დაგიკოცნო ღაწვები მკრთალი, მე შენ მაგივრად მეფერება ქარი რონინა. როგორ მომინდა, მკერდზე ფრთხილად დაგადო თავი და შენი გული ჩუმი ცრემლით გამათბობინა. 29


ლეილა ქავთარაძე რაც იყო, იყო რაც იყო, იყო... ცეცხლს ვეღარავის ვეღარ გავუჩენ, თავქვე ვეშვები. მე არც შეხვედრას მომთხოვს ვინმე, არც თვალთა მზერით აალებას გაიმეტებენ, მაგრამ განათდა საიდუმლო ჩემი კლდოსანი და, ბედად, ხელში შემაჩეჩა აზრთა გამრიგემ ხსოვნის უბადლო კრიალოსანი.

30


სოფიკო მექვაბიშვილი თუნდაც ჟამთასვლის ბრუნვას ემიჯნება სამყარო სულის, დრომ ვერ დათრგუნა, ვერ წამართვა მწველი ოცნება, ვერ შეაჩერებ მთიდან მომსკდარ ზათქსა და ქუხილს და ვერ შეგაკრთობს ტყის პირს ნუკრის შემოფეთება. მოექცა ზეცა, ვარსკვლავები ბარში ჩაყარა, მთის კენწეროებს დაეკიდა ელვა და ჭექა, ჩამოსტეხია ტოტი ბებერ მუხას, ნამეხარს, 31


გადაქცეულა დაღდასმული მტკიცების ბეჭდად. მიმოფანტულან ვრცელ ტაფობზე ნაკადულები, დაბნეულან და კალაპოტი ვერ უპოვიათ, თავს ვერ ერევა ტოტზე ყვავი ნაბახუსევი და სევდის გუნდა შერევიათ ნისლებს შმორიანს. შემოახეთქე ბედკრულ წარსულს ბნელი სამყარო, აუშვი აფრა, ააგორე ფიქრი ვერანი და ნუ დაუშვებ, ბედისწერამ შენთან გამყაროს, დაგვჭირდეს თუნდაც გასაქცევად ტატოს მერანი.

32


მერი მარწყვიშვილი სალაღობო იქნება ნიავს გავენდო, გამოვატანო ბარათი ქალი ვაჟს ეკრძალებოდეს, წესია ასე მარადი. შხაპუნა წვიმად მოვიდე, სარკმელში მოგიკაკუნო, გამოიხედო, ერთ წამსა შენი ღიმილი მარგუნო. მთის წყაროდ ვიქცე ანკარად, ასე მოგიკლა წყურვილი. შენთან მამყოფა, ვაჟკაცო, ესაა ჩემი სურვილი.

33


მთვარის შუქს მოვყვე, იქნება, როგორმე შემოვიპარო, შეგიძვრე ქვეშაგ-საბანში, გულს დარდი გადავიყარო. მზის სხივად ხომ არ გადვიქცე, მაგ თმებში მოვიკალათო... იქნებ შენიც ვარ რჩეული, თავი რად მოვიკლა, რადო?

34


ნინო ბერკაცაშვილი უსათაურო მე ახლა დავწერ ჩემებურ ლექსებს, უთარიღოს და უსათაუროს, ვერცხლისფერ ნაძვებს ეხვევა ქარი და სახურავზე წვიმა ხმაურობს. გარემოს სითბო აამღვრევს ცივ სისხლს, ჩაფერფლილია ძველი დარდები, თუ შემიყვარებ და მოხვალ ჩემთან, ისევ თავიდან დავიბადები. აღარ ვიდარდებ, განვდევნი ოხვრას, არ დამჭირდება შორისდებული, ააცინცხალებს ფიქრთა პალიტრას ზღაპრების სკივრი გადაგდებული. 35


გავცქერი ზეცას, სილურჯით სავსეს, წვიმის დავლური მე ისევ მათრობს და მიფრინავენ ჩემი ლექსები, კვლავინდებურად, უმისამართოდ.

36


ცირა კბილაძე მე და შენ თითისტოლა ბავშვებს ვგავართ, პაწაწინა ბეღურებს, ზამთარს რომ არ გავეთოშეთ, ერთურთს შემოვეხურეთ. ჩემი სითბო თუ გეყოფა, შენი, ალბათ, დამახრჩობს, შენ ლივლივა ყანას ჰგავხარ, მე კი - ყანის ყაყაჩოს. ბადაგი ხარ მათრობელა, გსვამ და მაინც მწყურიხარ, აბა, როგორ არ მიყვარდე, შენ ხომ ჩემი სული ხარ. 37


მხოლოდ შენღა მიხარიხარ, მხოლოდ შენღა მტკივიხარ, მდინარე ხარ, მორაკრაკე, შენს ტალღებზე ტივი ვარ. ზამთარს რომ არ გავეთოშეთ, ერთურთს შემოვეხურეთ, თითისტოლა ბავშვებს ვგავართ, პაწაწინა ბეღურებს.

38


ვენერა ქალდანი ოჰ, ეს ასაკი! მე ევა არ ვარ, შეგაცდინო სამოთხის ვაშლით, არც შენ არა ხარ სიყვარულით მთვრალი ადამი, ერთი უბრალო გოგონა ვარ, ჯერ კიდევ ბავშვი და ვაშლზე უფრო მეტად მიყვარს მწიფე ატამი. სახრავია თუ სახლეჩია, რა უჭირს მერე, გემოვნებაზე არ დავობენ... თეთრი თეთრია, 39


არ დაკერდება დაფხრეწილი, რაც გინდა, კერე, კილომეტრებზე ხომ ვერ ვიტყვი სანტიმეტრია?! ადრე თუ გვიან დრო მოვა და მეც გავიზრდები, ჩემს დანახვაზე გულში იტყვი: უკვე ქალია. სამწუხაროა, ვერ შეგაცდენ სამოთხის ვაშლით... ოჰ, ეს ასაკი... ყველაფერი მაგის ბრალია!

40


მარიკა კურმაშვილი გაკოცებ გაკოცებ, როგორც უკოცნიათ იისთვის ქარებს... გული მღელვარე ისევ იწევს დღეს გარე-გარე. სურს, დაეუფლოს ფართოდ გაშლილ ხეების ტოტებს... ქარი კი ჰგოდებს... ორი დღეა, ქარი კი ჰგოდებს... გაკოცებ, როგორც უკოცნია სასტიკ ქარიშხალს ტიტებისათვის... სული ლექსებს ჯავშნად აისხამს... გაკოცებ, როგორც უკოცნია კაკლისთვის სეტყვას 41


და იმას გეტყვი, რაც მინდოდა, რომ დღემდის მეთქვა... გაკოცებ, როგორც უკოცნია ვაზისთვის ქარებს, რისი ნაყოფიც ბავშვობიდან მე შევიყვარე... გაკოცებ, როგორც უკოცნია ტალღისთვის ტალღას (ზეცას სხეულზე გადაჰკვრია ღრუბელი თალხად)... გაკოცებ, როგორც უკოცნიათ იისთვის ქარებს... გული მღელვარე კვლავ მიიწევს დღეს გარე-გარე...

42


ალექსანდრე ლობჟანიძე

*** მახსოვს, ხელებზე რომ გემთხვიე (ღმერთის სუნი გაქვს), მე კი ხანდახან თუ ამივა სუნი პოეტის. დილიდან წვიმა ცისარტყელას ფერებს უნიღბავს. ოთახში თეთრი როიალი წვეთავს: დო, რე, მი... მთვარემ ნამგალი ჩაყლაპა და სძინავს, ბეჭებით ზეცის საყელო გაასწორეს გუშინ ღრუბლებმა. მოგყვები შენ და კომპასად მაქვს ანაბეჭდები, 43


წახვედი შორს და აღარასდროს დამიბრუნდები... შუბლი არა აქვს, ნაოჭები უჩანს ამ ოდებს, ხოლო ნაძვებთან დაფერფლილი ყრია გირჩები. მივდიოდი და უშენობას ფეხი წამოვდე, ახლა ეს ლექსიც ვიტკინე და აღარ მირჩება. დილიდან წვიმა ცისარტყელას ფერებს უნიღბავს. ოთახში თეთრი როიალი წვეთავს: დო, რე, მი... მახსოვს, ხელებზე რომ გემთხვიე... ჰო, ღმერთის სუნი გაქვს, მე კი ხანდახან თუ ამივა სუნი პოეტის. 44


დავით ლომაია

*** მითხარი სიტყვა - დამანახვე თვალებში სახლი, არ მომცე კარი უზღურბლო და უგასაღებო, ამოგიკითხავ ლოცვასავით ფურცელზე დაღვრილ ლექსებს, რომ მერე შენს თვალებში უფალს ჩავხედო.

45


სარჩევი

ჯემალ ინჯია რა არის სიყვარული ..................... 3 ვაჟა დადიანიძე შენი მიწიერება.............................. 5 ალექსანდრე ტაბატაძე წარწერა ფოტოსურათზე ............. 7 ვანო ჩხიკვაძე დეკემბერი, დეკემბერი... ............. 9 ჟუჟუნა ვაშაგაშვილი ...როს საღამო მოეძალა გორიჯვარის ფერდის ქობებს ........................... 10 გიორგი მახარობლიძე ...გული უცნაურ სევდით ამევსო11 აკაკი ბიძინაშვილი შენ ერთი ...................................... 13 46


ვაჟა ქაცანაშვილი გახსოვს, დაგქონდა მირზას ლექსები ...................................................... 15 შერგილ სუხიტაშვილი ... შავი ღრუბლების მიემსხვრა ხიდი ...................................................... 17 გიორგი მეტრეველი ყოველდღე ვხედავ ..................... 18 ნოდარ მდინარიძე ...ცხოვრება ხშირად წააგავს ზღაპარს ...................................................... 19 როზა კოპაძე ... არ მომწონს შენეული "მადამ"20 ქეთევან გოგიაშვილი ცხოვრება მოჰგავს უამურ ნაცნობს ...................................................... 22 გიორგი ხორბალაძე ...ნუთუ აღარ გესმის შენ ჩემი და ...................................................... 24 47


დათო ახლოური ...მე ჯერაც არ მყვარებია არავინ .. ..................................................... 26 მანანა შუბითიძე ...მიხმე და .................................... 28 თამარ ლომსაძე ნოსტალგია .................................. 29 ლეილა ქავთარაძე რაც იყო, იყო................................ 30 სოფიკო მექვაბიშვილი თუნდაც ............................................ 31

მერი მარწყვიშვილი სალაღობო ................................... 33 ნინო ბერკაცაშვილი უსათაურო ................................... 35 ცირა კბილაძე მე და შენ ...................................... 37 ვენერა ქალდანი ოჰ, ეს ასაკი! ................................. 39 48


მარიკა კურმაშვილი გაკოცებ...................................... 41 ალექსანდრე ლობჟანიძე ...მახსოვს, ხელებზე რომ გემთხვიე ................................................... 43 დავით ლომაია ...მითხარი სიტყვა ..................... 45

49


„შიდა ქართლის მწერლობა“ http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2016 წ.

50


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.