ფრთხილად!

Page 1

-1-


რედაქტორი ქეთევან გოგიაშვილი

-2-


რ მეშინოდა თქვენი ხმაურის

არ მეშინოდა თქვენი ხმაურის, თქვენი დუმილის მეშინია ახლა, ძალიან... ცა რომ ტვრინდება, ხალხი ელის, უთუოდ, სეტყვას, ან ჩამოქცევას - ანათემას, ანდა - რისხვისას. არ მეშინოდა თქვენი ხმაურის, თქვენი დუმილის მეშინია, რა ვქნა, ძალიან. ასე მგონია, რომ ღრუბელი შავჩოხიანი უცებ წელიდან ქამარ-ხანჯალს შემოიხსნის და... გააცამტვერებს დღემდე ნაშენს და ნაამაგარს ჩემი მისხისას... მზე კი იღიმის... ეს ღიმილიც წაკითხულია, საბედისწეროდ: ცის ბორბალიც გამომძვრალია... არ მეშინოდა, გეფიცებით, თქვენი ხმაურის, თქვენი გატვრენის მეშინია ახლა, ძალიან...

-3-


*** აღარ ვიფშხვნები... ნიშნავს: აღარც ვგავარ ბროლის სხივს. აღარც ვწითლდები, დამჭკნობია ნერგი შეგრძნების. გარედან, მუდმივ, ავტომატის ხმები მოისმის... გამოღატაკდნენ ეს ბიჭები მათი შეძენით. ...აღარც შიშსა ვგრძნობ, (კიდეც მომწონს კაცი და თოფი ასე დიდი ხნით გათიშულნი ერთმანეთისგან). აღარც ვკანკალებ... (სიმამაცეს რად უნდა მორფი?...) მეც კი ვისროდი, რა თქმა უნდა, რომ გამერისკა... ...მე აღარც მშია... გაძვირებულ პურსაც ვეთმობი (დიდი ამბავი: რაცა ვჭამე, ისიცა კმარა!)... რა იყო, ხალხო, მოწამლულო ძულვით... ლენცოფით... ეგრე... რა შიშმა, რა ეშმაკმა ა გ ა კ ა ნ კ ა ლ ა???

-4-


ი. აბაშიძეს გაჰყვა კაცი პალესტინას, ჯერ არ დაბრუნებულა, ტატოს რაში მიაფრენდა, თავს ნათელი ებურა. გაჰყვა კაცი, გაიყოლა საქართველო მთლიანად, „პალესტინა, პალესტინა“ სულთან გაგვიმთლიანა. რას ეძებდა? ერთ ქვას განა, ერთ პატარა წარწერას? იმ დაკარგულ სულის ძებნას თავის სულსაც აძლევდა. მობრუნებულს საქართველო მხრებზე დაუტევია და იმ მხრებზე ჯერაც ისევ პალესტინის მტვერი აქვს. მაინც გულით ვერ დამშვიდდა, მაინც ცრემლად იღვრება, მისი გული პალესტინით იკეტება, იღება. უნდოდა, რომ წარწერით და მარტო ფრესკით კი არა, -5-


ხელუხლები, სრულყოფილი მოეძია მთლიანად. გაჰყვა კაცი დიდ სიშორეს, შოთას ლექსის საფარით და იპოვნა პალესტინა საქართველოს საფლავი.

*** თეთრო ფურცელო, ერთადერთი შემრჩი ნუგეში, რად გამიმეტე, რად შემაბი მუზის უღელში? თუმც შემიყვარდა ხვედრი, მაგრამ მძიმეა, მძიმე... აღარც დღე დღეობს, არც ღამეა ჩემთვის საძილედ...

*** მე რომ მტერი მყავს ერთნახევარ კაცად ითვლება. იმათგან ერთი კვაზია და მეორე - ბეკი. თუმცა კვაზიშიც მდედრი ფეთქავს და აღნაგობით ჰგავს მხოლოდ კვაზის. (სულით რომ ჰგავდეს ექნებოდა მსოფლიო აზრი). მეორე - ბეკი მედალიონს ატარებს მკერდით, დალეწილი აქვს შურისაგან ყოველი ნეკნი. -6-


მედალიონზე უხატია მმართველთა ხატი, (ჭირდება... თორემ მათ სახელზეც მწერივით დახტის). ...როგორც ყოველგან, სიღარიბემ აქაც მიწია: ცოტა მყავს მტერი, ჯერ ვერ დამძრავს რისხვა მიწიდან...

*** ოქტომბერია და გარეთ მიიწევს ჩემი სამზერი და საჭვრეთელი, ნიავი ფრთხილად მილოკავს წვივებს, სხეულში თითქოს ვეღარ ვეტევი. დაეჭვებული ეხლა ზოგ-ზოგზე, შეყვარებული ყველაზე - გუშინ, ვუხევ ჩემს ქალაქს ნაჩუქარ ფურცლებს და ნაუცბათევ ავტოგრაფს ვუშლი. შეუცნობელი ძალა ბუნების გულში მიხუტებს და მანებივრებს. წამოაქროლებს შრიალა ფოთლებს ქარი და ჩემს სულს ააკლებინებს.

გამოიდარა გამოიდარა, გამოიჟამა, გავიჭერ ველად გადარეული. -7-


სახლის სიმძიმეს, როგორც ნიჟარას, თან ახლავს მუდამ ქარქლი რვეული. ხან - საყვედური, ხან - მოფერება, აჭრელებული სიამტკბილობა, ფიცი და მტკიცი აუსრულები და გადათქმული ბევრი პირობა. გამოიდარა, გამოიჟამა, გავიჭერ ველად გადარეული, არსად დავკარგო ჩემი ნიჟარა, არსად დავკარგო ლექსის რვეული.

*** მე გიშლი ხელს, თორემ ანგელოსი იქნებოდი. მათხოვე ფრთები შენს სამყაროს გავცილდე... მე გიშლი ხელს ვიდრე შენს სამყოფელს გარე ვუვლი. დამიბრუნე ფრთები, საყდარში რომ გადამიმალე. ... მე გიშლი ხელს, თორემ ანგელოსი იქნებოდი.

-8-


ანიკო ფერაძეს გორში საბავშვო სამხატვრო სკოლის დამაარსებელს

თქვენ ჰგავდით ღვთისაგან მოხატულ ფრესკას და ღიმილს, როგორც წყალობის ნუგბარს, უნაწილებდით ყველას და ლექსად იქეცით უფრო მერე და მერე, როს ღრუბლებს წაჰყეთ... ქარებს... სიშორეს... როს ნაკვალევი დააჩნდა ველებს და ტკივილები ვერ განიშორეთ, ვერ გაიხარჯეთ ბოლომდე, რადგან თქვენს ნატიფსა და მშვენიერ ხელებს ბევრი სიკეთის ჩადენა სწადდა და მიწას, რომელს ეგრე უყვარდით და მრევლს, რომელსაც სჯეროდით, სწამდით, დიდს და პატარას, ულევი მადლით, თქვენ უსრულებდით მიზანს და წადილს... სიკეთეს სურდა, ფერთა ზეიმზე ეცეკვებინეთ, როგორც მენადა, მაგრამ ჩამოწყდით ადრე ზენიტებს და ბედმა ეხლა გააფერადა თქვენი ლამაზი სიცოცხლის ხატი. ...ქვაზე დადებულ თქვენეულ მადლით სივრცემ შეგილტოთ და შეგიფერათ და ნაამაგარ მუზის საუფლოს დღეს მოევლინეთ ბარელიეფად.

-9-


*** როცა განკითხვის ჟამი დარეკავს და მიწის ზევით შენი ხმა აღარ იმოგზაურებს, შენს ფერფლს ახვეტავს მთიდან ნიავი და ციცაბოზე არწივთა სადგომს მიმოგატარებს ფრიალ-ფრიალით. ...ასე მპირდება სიზმრად ნიავი...

დედის სურათთან გათენებისას... პატიოსნების კვერს მიჭრი და ყოველდღე მკვებავ_ და გამძლეობის დროშის ტარს მძიმეს ხელთ მაჭერინებ. გულუხვი შენი სიყვარული მინათებს გზაწვრილს, _ მაღალ საფეთქელს, გატკეცილ შუბლს მახსომებს შენსას... ეჭვი შემიპყრობს: მიწიერი ცოდვები მაძევს... (დამიწვეს ფრთები...) როგორ იძუნწე, შენი ფრთების პატარა წილი პურის კვერივით არ მომიჭერი?...

ზურიკელას მე, შენი ლურჯი ხალათის მსგავსად, რა უნდა ვკერო უფრო სათუთად? - 10 -


ქვიშაში, ლამში ნაომარ ხელებს დაუბღუჯიათ ბალი და თუთა. ვისწრაფი, მალე ტანზე მოგერგოს დედის ხელებით ნაფერი ტილო, მწვანე სიცოცხლის სუნთქვავ და გერგლო, ნოყიერო და მთის თაფლზე ტკბილო. ვარსებობ შენი გაჩენის დღიდან, მეც სამი წლისა გავხდები მალე. არ ჩამოვარდე მაღალი ხიდან, შენ გ ე ნ ა ც ვ ა ლ ე.

პატარა ზურიკელას ღამე ლოგინი გაბადრა ბავშვმა, ვით სალოცავმა - მთის სიცარიელე. მე - სიცარიელეში ჩაქცეული მდინარე ვიქეცი „მარშად“ და ამოყრილი მრავალ ფესვებით მივილტვი ბავშვთან. ვიცი, მომხრავს და შევესმევი. დილას რომ დავიფიცე მზე ტყუილი იყო… ბალიშზე ფშვინავს მარადი ზღაპარი: იყო და არა იყო, იყო და არის... არის და იქნება...

- 11 -


*** ისევ მიმიპყრო მოგონებამ მზერა თეთრ კედლებს. ნაცრისფერ სახლის ერთ ნაწილში კვლავ ხარობს სევდა. ვერ ვუზვარაკე სრულფასოვნად, ვერ შევავედრე გული _ ჩემს კერპებს _ და ჩემს დღეს _ ცვედანს. და ეს მარადი განრიდება მომიღებს ბოლოს, მერე, უეცრად წავიკიდებ დიდ ცეცხლს კვარივით, გავიდებ მხარზე ასტამიან, ცარიელ ორმოს და თქვენს ყურებში ლაფათიან ტერფით გავივლი.

იჩხავლებს ყვავი იჩხავლებს ყვავი, იჩხავლებს, გულებს გაუხეთქს ბევრს, რა ვქნა, დედა ვარ, ქალი ვარ, მეც შემაშინებს, მეც... გავძახებ _ „ყბა კი გაგიხმა!“ დავშოშმინდები ძლივს. მაღლა საფრენი თუკი აქვს, რაღას დაეძებს ძირს? მაგრამ ყვავია, ხარბია, გულებს გაუხეთქს ბევრს, - 12 -


რა ვქნა, დედა ვარ, ქალი ვარ, მეც შემაშინებს, მეც... გავძახებ _ „ყბა კი გაგიხმა!“ და შევშინდები კვლავ. ღმერთო, წაართვი ხმის ძალა ყოველ ჭილსა და ყვავს.

*** თუ აღმა ფრენა მარტო შენს სულს უზიდავს ნუგბარს, დაღმა იფრინე და ხარბი ნუ ხარ. დაღმა ფრენით თუ შენც და სხვასაც სიამე გელით, მარტო შენს სახელს ნუ არგუნებ „ყოჩაღ“-ს და „ვაშა-ს“... მარტო თავისთვის არ ინახავს შხამს თავად გველიც... მარტო თავისთვის არ ატარებს კუც თავის ჯავშანს...

*** რომ არ გავტვრინდი, საზღაური მივიღე კიდეც და ვინც იტვრინა, კვარცხლბეკებზე შემდგარან უკვე. ვერც ავათავე, ვერც ჩავლიე ცხოვრების კიბე, რაც ხელთ შემესწრო, ის მოვძოვე და ჩავილუკმე. აღარც ვჭკვიანობ: თავს ვიმეტებ ისევ სხვებისთვის (ჩემი ბუნების წილხვედრია ეს თვისებანი); საკუთარ საყრდენს ვანგრევ თვითვე, თავის შერისხვით და აისბერგებს ეჯახება ჩემი გემბანი...

- 13 -


ჩემს ქეთუნას შენ გაჩუმება იცი, დიდი ტკივილის დროს, სიტყვის ჩაყლაპვა იცი, დიდი სათქმელის დროს. უახლეს საგნებს უმზერ და იცქირები შორს, ეხლავ მახარებს, ქეთევან შენი იერი, შნო. ჯერ შვიდ გაზაფხულს შეხვდი და შორს იხედები, შორს...

*** მე არა მნებავს, მფლობელ ვიყო განძთა ფერილის, განძთა მრავალთა. მიღწვიან დღენი ხელმოცრილნი აღტყინებისგან... მაგრამ, ვაი, თუ მცირე სამკვიდრო არ ეჭაშნიკოს შთამომავალთა? წამოჰკრან ჭვინტი უგანძო საფლავს, მთხოვონ ოქროთი სავსე კალათა? ... შენ წაუხდინე, ღმერთო, მადა შ თ ა მ ო მ ა ვ ა ლ თ ა.

- 14 -


*** პატარა ხვლიკო, შე უმწეო, პატარა ხვლიკო, იყავი შენთვის, გაიტვრინე და დატკბი ამ მზით. ორივემ ვიცით: ქვეყანაზე სითბოს გარეშე რომ არ ჰქონია, არც ექნება სიცოცხლეს აზრი.

მე მტკივა ეს დღე მე მტკივა ეს დღე, რომელიც უკვე ხელის გულზე მიწევს ჩიტივით. ჩემი ვალია: დავიხსომო, ჩავაბნიო ჟამთა საკინძეს. ის კი, ფორთხავს და ისევ მიტირის, რად მოვევლინე? ნუთუ სახე ჩემი, მართალი, ავნებს რაიმეს, განუმზადებს ავსა და აუგს? რისთვის მატულობს მისი შფოთვა, მისი ვიშვიში, რა უნდა, რა სურს? რა ვერ შევძელი მის საამოდ, რად ვერ ვიქეცი, რისთვის ვემცირე, რატომ მდევნის ასე აკლებით: - 15 -


რა გამოვგლიჯე, რა წავართვი, რა დავუხიე, რა დავაკელი? რათა ვართ უცხო მე და ეს დღე, რომელიც ახლა ხელისგულზე მიწევს ჩიტივით და ხვალ კი, უკვე ოდნავ ისუნთქებს?... ...რა სინანულით მაშორებს მას ბნელის შემოსვლა და ხსოვნებისგან რა უზომოდ მათავისუფლებს!..

*** მოკლე ღიმილი უსურვილო და უსუსური, ჯობს, არ მაღირსო, თუ იმა ღიმილს არ გიგზავნის ანგელოსი გულის კერიდან. არ დამაყარო თბილ მკლავებზე ყინვის ბუსუსი, სახეზე, უცბად აორთქლებულ ღიმილს ვერ ვიტან.

*** თავს ვინ მაბეზრებს, გეტყვით პირში, ან ვის ვიოკებ, მაგრამ შლეიფის ერთ ნამცეცსაც ვერ გაგილოკავთ! თქვენ არ ისურვეთ, რომ ბულბული - 16 -


მიგეღოთ ჩემგან, ეხლა არწივად ავფოფრილვარ და მონებს ვჩეხავ. მძულს მორჩილება, ქალის ხმა და სხვა ამდაგვარი... გასაზიდი მაქვს სამყაროდან ქვეყნის ნაგავი. ახალ ქარების სათარეშოდ ვაღებ კარებებს... მადამ ლირიკას ვაცხონებ და თავს მთლად ვანებებ.

ზ.ყ.-ს ზღვებიდან მესმის შენი ხმაური, შენი ველური ხმაურის მკუთვნელს. შენი ტანმომცრო სხეული, მიკვირს, დიდი ხმის მცველად როგორ გაკურთხეს? შენი მაღალი შუბლი ვიოცე, ქვეყნის ტკივილზე ჩამომხობილი, ამ მრგვალ კალოზე როგორ აღმოჩნდი ჩვეულებრივი ამბით შობილი? რად აირჩიე ნიშას უღელი, თვალიც, ხარივით რად გაატვრინე? მათრახის მპყრობლებს, როგორ უბღვერი, ვინ გაპატიებს... ვინ გაპატიებს?..

- 17 -


ნ. სოსანიძეს არ დამანახო ვერცხლეული გადამალული (არა, ისინი თვალებს არ მჭრიან)! ნეტავ, ბალახად იღეჭებოდეს, მიმაყრევინა ხარებისთვის და შემაჭმია. ... მაგრამ თუ კრძალვას დაბადებენ ჩემში ფერები და მოითხოვენ ჩემგან პატივს დაუსაბამოს, მაშინ ხმამაღლა დავიძახებ, ძურწა ბალახო, ფერებთა შორის საიმედო ფერის საბანო. ო, სული შენი, ძლიერი და დაუმონავი რამდენ ზეზეულს ეჭირვება და ენატრება... შენ გაიზარდე, გასრესილო და წამომდგარო, ნატკენს რომ ჯიბრზე არ დაიმჩნევ ტანზე ნატკენად. ...არ დამანახოთ ვერცხლეული გადამალული (არა! ისინი თვალებს არ მჭრიან)... ნეტავ ბალახად იღეჭებოდეს, _ მიმაყრევინა ხარებისთვის და შემაჭმია.

*** რა დაჟამული ნარჩენივით გედო ძუის თმა კეფაზე, რომლის მელოტ კოჭზე სხივი ტყდებოდა - 18 -


(დაცურებული ნამსხვრევები თვალში მხვდებოდა)... ...შენ დიოგენის თავს ატარებდი (ასე გეგონა)... რომ გაგედევნა უკან ეგ აზრი, ის დღე დგებოდა.

*** თითქოს გაექცაო ზეცა მიწის მოძველებულ მოდებს, რიყეზე ბევრია ქვა და ყველა უროდენოდ გოდებს. სადღაც როიალი კვნესის ასაკგადაფერფლილ ნოტებს და თხელი მარმაში სარკმლის თეთრი ფრინველივით გოდებს. რამდენად შორია ზეცა, იმდენად ოცნების მწეა, მუდამ მიუღწევი მიყვარს, მუდამ ღრუბლის ფრთაზე ვწევარ.

დილა-73 დილა... ფიქრებით დაბლანდული ცა და ხმელეთი... გამოკეტილი სურვილების ძველი მუდარა... გატრუნულ ღრუბელს დაემგვანა - 19 -


გულის ფოთოლი, წვიმებისა და შფოთიანი დღის საბუდარა. ...რატომ ქრებიან ეს წვეთები მიწის შეხებით, რატომ ჩნდებიან იმედები ღრუბელთ კარავში? ვინ დამიწესა: მოვმკვდარიყავ მელნის წვეთებით, ვინ ჩამიფრინა მწამებელი სული კალამში?.. ... მე ისევ ვცოცხლობ, ისევ ვყნოსავ სარკმელს გატვრენით, ვიდრე ყოველი წვეთი მიწას არ უპკურია, მე ისევ მშია ეს სამზერი სივრცის მატებით, ვსვამ ყოველ ღრუბელს და სასმელი მაინც მწყურია. ... დილა... ფიქრებით დასერილი ცა და ხმელეთი, გამოკეტილი სურვილების ძველი მუდარა. გატვრენილ ფოთოლს დაემსგავსა გულის ფოთოლი, _ წვიმებისა და შფოთიანი დღის საბუდარა...

- 20 -


ფრთხილად! ფრთხილად, აქ დამფრთხალ ქარიშხალს სძინავს! (ო, ღმერთო! მკვდარი კი არ გეგონოთ!) თუმც დრო გაწელა ამ მკვდრულმა ძილმა და ამიტომაც აღარ მეგობრობს გული - ქარიშხლის მუდმივი ბინა კაცის მოდგმასთან... ან, კაცმა რომ თქვას, რისი მაქნეა, რა საჭიროა „მეგობრობა“ და ან „ღალატი“, როს თვით სიცოცხლეც უდრის ჭრილობას და არაფერი არის გარანტი ამა სიცოცხლის სურვილ-შვებისა... გული, ბოღმებით დანაყრებული, ელის მარტოდენ მორიგ შერისხვას... ფრთხილად! აქ დამფრთხალ ქარიშხალს სძინავს, თუმცა ყურმილი სხვა სითბოს იძენს... გულს, ქარიშხალის ნანაში მძინარს, მორიგ ტანჯვისთვის ნუ გააღვიძებთ.

*** მყარი ნაბიჯით მოთელავ დროს და წვივებში სივრცის თეთრ ფენებს ხოცავ. ნეტავ, იცოდეს, რა სული მართავს, შენი სხეულის რძისფერმა ხორცმა. ... ქუჩა კი ისე ძლიერ ვიწროა, რომ შენი ტანით აღარ ეტევი, - 21 -


გარშემო ზიზღის მიმიკა გცვივა და სულის ჭრელი ტრაფარეტები. ფასდადებული შენი სალამიც ისეთი ძნელი წასართმევია!.. მეხი დაეცეს ამ გაუცრელ დროს ჩემი გული რომ გაგათელინა...

შემოვიხედე შემოვიხედე... დაგყნოსეთ და გავრბივარ ისევ. ნესტოში მომხვდა უსიამო სუნი შმორისა. ვურჩიე ჩემს თავს: ახლოობა, რადგან გულს ავნებს, ჯობია-მეთქი, ესეთები ჭვრიტო შორიდან. ... ჰოდა, გავრბივარ... და, თუ სიტყვას დაეჯერება (დღევანდელს - არა! მის ადრინდელ ძალას - ხმევისას), არ შეიძლება, მთლად გულმშვიდად შეხედოთ ამ სტროფს... მე კი მუნჯურად გადავიტან მორიგ შერისხვას...

გავდივარ შენი ცხოვრებიდან გავდივარ შენი ცხოვრებიდან... სივრცის კარებებს ჯერ კიდევ ბევრჯერ შელეწავენ თვალთა კვესანი. გზა მელის ლურჯი... ამ სილურჯეს კიდევ დალევენ მზერანი, - ჩემი გამარჯვებაც სწორედ ეს არი... - 22 -


ეს არის, რადგან ჰაეროვან ფერთა ყიალში რაღაცა, ოდნავ შესამჩნევი, მოჩანს წერტილი. ო, არ გეგონოს, რომ ეს იყოს თითქოს მირაჟი ან სასიკვდილო ნამგალია - პირწაწვეტილი. ...იმ მომრგვალებულ წერტილისკენ ვუშვებ იალქნებს (ნურც მიმეღწიოს... მარტინივით მეც მინდა მოვკვდე), გათავისუფლებ ამ დარდისგან... და თუ მივაგნებ, ილოცე - ჩემდა საზიანოდ - დღე შემიმოკლდეს... მომდევდით... თუმცა აღესრულა ბევრი მდევარი... ო, დიდთვალება მოლანდებავ, შენ გეუბნები: გავცვითე ცოტა ჩიგორგალი და ჩიჩლათანი, ხან თავდაყირა ეგდო გზაზე ჩემი ურემი. შენ კი... რადგანაც დღესდღეობით ჩემი სიცოცხლე ჟრუანტელს გგვრიდა გამუდმებით და უარმყოფდი... აჰა, გავდივარ... მაგრამ შიშით, გასვლას რომ ახლავს, საბრალო გულო, ვგონებ, უფრო... მოგიახლოვდი.

*** ამ ეკლესიას „ფარა“ ჰქვია, იმას - არ ვიცი... ახლოს იანის ქანდაკება დგას მოწყენილი. მის მოლოდინში მეფე-კაცი ცოტას დაიცდის (ხელთ უკავია წმინდა იანს ქალის წერილი). ...მეფე ხვაშიადს ვერ წაართმევს იანს მახვილით და დედოფალი გადურჩება რისხვას მეფისას. თავმოკვეთილი მღვდელმთავარი ათინათივით სივრცეს შერჩება, ვით ყულაბა - აღსარებისა.

- 23 -


დაისი მზემ აბეზრობა დათმო თანდათან (ეტყობა, მეტისმეტად გადათვრა). უხვად მიიღო მიწის წყალობა, (მოსწყინდა კიდეც მაწანწალობა). ჯერ ნახევარი თვალი დახუჭა, მერე... მთლიანად შთანთქა მარწუხმა. გადაესვენა ბამბის ლოგინში (არ მოიხადა ერთხელ ბოდიშიც). ცას არ შემორჩა არც შუქ-ლაქები, აღარც ცხელი მზის ნატერფალები...

დედულეთის გახსენება უცხოეთში მახსოვრობაში უნუგეშო სევდა მიტირის... გულში ჩააგუბდა სახსომელი და დაიბინდა. მეჯუდის ხევში აბურცულო, მარგალიტივით, სად ხარ... ვისი ხარ, დედულეთის პატარა ვილდავ? მეწვია შენი მწვანე ხატი ღვთის სევდასავით, შენი ჰაერის სილბო ისევ მიორთქლავს გვერდებს... წიფელის ტყეში გატრუნულა მზე დასავალის, რომ შენს საფშვინველს ჩაუქრობელ კელაპტრად ედგეს. ჩრდილოეთის მთებს გიმშვენებენ ბერი მუხები, ჩრდილში საყდარი შეყუჟულა, გენგიურების. მჯერა, გადურჩი ავდროებას წელმოუხრელი... მაგრამ, ვაი თუ, მძიმე არის შენი უღელი? - 24 -


ნურც დამაჯეროს წარმართმა და ნურც ქრისტიანმა, რომ შენი ხელით გაითხარე თითქოს საფლავი და შიგ, ვით ბოლო მოჰიკანმა, ბოლო ქართველის ნატანჯი გვამი შენს რწმენასთან ერთად ჩაფალი... ... შენი ხატება, სახსომელო, ზედ თავთან მიდგას, რა დავაშავე, რომ ამტკივდი მწვანე ფითრივით? დედის სურნელი შემინახე, პატარა ვილდავ, მეჯუდის მთებში აბურცულო მარგალიტივით.

*** როგორა ტოვებს მშობელი სახეს, როდესაც მიდის უცნობელ მხარეს?.. სახელი მიაქვს... სახეს კი ტოვებს, როგორა ტოვებს? მიეჭენებათ წითურ ხარებს ცეცხლის ურმებით, ცეცხლის ფლოქვებით, ლაპლაპებს ცელი და წითელ შუქზე მეტად ძლიერი მოჩანს ოხერი... უკვე შორია ხსოვნაც, სხეულიც, ძალა აკლდება ნელ-ნელა სახელს. როგორა ტოვებს, ნეტავ, მშობელი შვილის თვალებში ჩაუმქრალ სახეს?!

- 25 -


დედა მარტო სახელი გაწვა მანძილად და თეთრ ასოებს ამძიმებს თრთვილი. კედელზე დარჩა ვარცლი და წვიმას სულ დაულბია ნარჩენი ფქვილი... დედის თავშალი თრთის ნიავივით, ფერ-ნირწამხდარი მზითა და ქარით. ო, ღმერთო ჩემო, როგორ დაარქვეს ამდენ ვაებას უბრალოდ „ქალი“!

კოლა მჭედელი კვირაა. მუშტარს ელის მჭედელი, ცულიც მზად არის, ბარიც. გასცქერის გასწვრივ გატკეცილ შარას, გზად კი არავინ არის. როდესაც ბესო უდგა სამჭედლოს, კარგად ქურობდა ქურაც. შვილს კი მამაზე კარგი ხელი აქვს, ქუდიც კაცური ხურავს. დგება საღამო. დაცლილ ბაზრიდან ხალხი მთებისკენ მიდის. კოლა-მჭედელს კი სულ არ ადარდებს, რომ ვეღარაფერს ჰყიდის.

- 26 -


დაასხამს არაყს, პამიდორს გახლეჩს „ამის პატრონის დედაც!...“ ეშმაკებისთვის ქურას დაუბერს და უხალისოდ დგება. ...მაგრამ, აგერა, ცხენს მოაყენებს ღრომელი, ნალებს გამოსთხოვს მჭედელს, „მადლობა ღმერთსო!“ - შესძახებს კოლა, მუშტარს გაუშლის ხელებს; არაყს გაუწვდის, პურსა და მარილს, ფულს არ აიღებს მისგან: „ფეშქაში იყოს, ფეშქაში იყოს ლოდინადქცეულ დღისგან!“

ძველი მოტივებიდან **** ვეღარ გაჭერი ბაგის კუთხე ძველებურ ღიმით, გარემო ისევ დუღს ნაირგვარ შენათხზავებით. ვისი მზაკვრული ჩაგონებით გამოვღიღინდი შენი შუბლიდან, რა მსხვერპლების შეთავაზებით? რა საჭიროა, ახლა, პასუხს რაღა აზრი აქვს... (შენს თვალებს თუმცა ადრე დიდი სითბო მოჰქონდათ). აღარ შეიტანს შენს ბეღელში, აღარც გაზიდავს... ჰო, მართლა: ბეჭედს, იმ ძვირფასი დროის თილისმას, ვეღარ ვგუობდი... შინაგანი ხმები კვნესოდნენ... იცი, რა ვქენი? - თუმც ჩემს მეტი ამას ვინ იზამს, გავიძრე უცბად და მთვლემარე ტალღებს ვესროლე. - 27 -


... ნუ გამიწყრები... დავუბრუნე მშობელ საუფლოს იგი, არც შენი იყო... ჩემიც არ იქნებოდა... შენს შემდეგ, შენზე ალესილი და ეჭვიანი, ნაოცნებარი მარტოობა დამიმეგობრდა...

*** ახლა მრავალთა სახსომელად აღარ ითვლები, ისე სუფთა ხარ, როგორც ტილო და იარდალი, ვიდრე ლილვებზე დაახვევენ და მოჩითავენ... მაინც საწყისში რატომ დათმე შენი ადამი? განმარტოება, განრიდება როგორ ითავე?.. თუკი ნეკნიდან ამოგიღეს, მისი ნეკნიდან შორისდებულის შეძახილით უნდა გეკივლა. ...ქარებიც უკვე დახოცილან და დაბლა ყრია, ვით ცელისპირზე კინწმომწყდარი ძურწა და შვრია. თეთრ სამოსელში გატვრინება აღარ უხდებათ ოცნებებს, რომელთ არც სწყურიათ და აღარც შიათ და ვით მუმიის ნამჩვრევები, ყრიან მუხლებთან... მჯერა: სიცხადეს რომ ეწვიოს წამით სინორჩე, ღმერთმანი, ალბათ ეს სურათი გულს გაუხეთქავს.

*** სუნთქავენ შენი გვირილები თავშეკავებით, ვასმიე წყალი, რაც შემეძლო, დილდილაობით. მივგლიჯ-მოვგლიჯე რიკულები თავის კარებით, რომ ეოცნებათ მშობელ ველზე, მაგრამ რა მოსდით?.. რად ჩამოყარეს მარცვალ-მარცვალ თეთრი ფურცლები? - 28 -


ჩემთან შემოსვლის წინ ხომ გული ძლიერ უცემდათ? იქნებ უარჰყვეს სახლი ჩემი, ასე უცები და იმიტომაც დაიშალნენ ცალკე ფურცლებად? რა ეშველებათ თავდახრილებს? თვლემენ მოწყენით... ო, რა ვარამი მიულოცეს შენმა ხელებმა! რად გამახარე, სანუკვარო, მათი მოწყვეტით თუ გულწასულებს სევდა აღარ გამოელევათ?..

*** არ აედევნო, გულო, ქარავნებს, დაიყოლიე ნიჭი მოთმენის. ერთხელაც, გზაში ძლიერ განანებს აყოლიება გიჟურ ბოჰემის. დაე, იმედი გადაწყდეს წელში, დაგემსხვრეს, დაე, კოშკი ოცნების. ნუ შევარდები ჭინკების წრეში ახალ წესდებით და გამოცდებით. გზა, გზა _ უწმინდეს სულთა ნიაღვარს _ წამლეკს, ყოველგვარ მაცდურებისას. მისი მოვარდნა ხომ ხსნას მიაგავს, თუ ცის ქვეშ ყოფნა კიდევ გვეღირსა...

*** აღარ მოჩანან ჰორიზონტზე (არც გემებიდან) თეთრი აფრები, ქარიშხლის ფრთებს მინდობილები. აჰ, ტიტანებიც ჩამოყრილან კვარცხლბეკებიდან და შენ, მეჟამევ, შენც კარგს არას იტყობინები. თავმოკვეთილი წარსული აქვს აწმყოს, საგლოვად, - 29 -


დროს თავის თავი შეუსანსლავს და გარდასულა. ვინც გუშინდელ დღეს თავს მოჰკვეთავს, უნდა ახსოვდეს, რომ დღევანდელი დღე იქცევა ხვალის წარსულად.

ატენის გაზაფხული ფეხდაგლეჯილი ჭინჭარი შეშინებული დგას: წეღან ჭუკიამ უკბინა მის ამოღეჯრილ ტანს, ეხლა ბებერი მოუვლის კალთააწეულ მთას, მოგლეჯს და მუჭში მოსრესავს ჭინჭრის გემრიელ თავს. შეჭამანდს სუნი აუვა ამ გაზაფხულზე მძაფრი, ვენახში ლექსო ჩამუხლავს, ფერდს დაიბერტყავს ძაღლი. ტანას მოიტანს დოქითა ჩითათრეული პელო და მზეს შესწირავს პაპაჲ ამ მწვანე სადღეგრძელოს.

ეშმა _ მერე, მერე? _ კითხულობდა ღმერთი. _ ისევ ისე... _ გასტკეპნიდა ეშმა. ლამის დაბლა დაუვარდა კვერთხი, ეშმას ისე მოუჩანდა ეშვი. _ სხვანაირად!!! _ უბრძანებდა ღმერთი. _ ისევ ისე! _ პასუხობდა ეშმა. ... დღე კი გარეთ ცუღლუტობდა მტვერში, რომ ახალი ეშმაკები ეშვა.

- 30 -


შემოდგომა დღე უსინათლო ემხობა ჩემ წინ და სინათლეს მთხოვს პირგაგუდული. რა პატივია, გასცე სინათლე, ბნელს შეხსნა შენი შუქით ურდული. მიაცილებენ თვალები ფოთლებს და გაოგნებულ წუთებს გლოვობენ. რა ძნელი არი მიჰყვე ბოლომდე. თვალში მიდგია მცირე სინათლე და წვეთისავით მინაწილდება, მქრალი სამყარო შემოზღუდული წვალებ-წვალებით მინას სცილდება. გაცრილი ზეცა ეშვება დაბლა, სარკმელს აწვება ფარული გლოვით. რა ძნელი არი თვალთა ხედვიდან თუნდაც დროებით დაკარგო გორი. ...დგანან ხეები, ცას იმაგრებენ და გაშიშვლებულ ტანს ეყრდნობიან, ამ მიმონისლულ დღის მდუმარება ფოთოლთა გლოვის ზარი მგონია.

მე და ლექსი შემომხვევია, როგორც მხვიარა და იკვებება ჩემი მერქანით, ჩემი სიმაღლის ზემოთ მიცოცავს და ძალას მატებს ჩემივე ქარი. ჩემწილ ღმერთს ხელი გამოუწვდია, - 31 -


მწყდება მხვიარა, ვრჩები ჭადარი, ველტვი შეჩვეულ რბილ მაცოცელას და მტკივა მისი გამონაყარი.

გორლიცე წაშლილია გზები და სულ მთლად გადავლილია... დარჩენილი ბილიკიც სწრაფად ჩასარბენია. ბილიკზე დახეული, თეთროსანი ბინდია, ჩემი ციცქნა ოცნება ისევ დასაბმელია. სინანულის ლაწანო, ღაწვი რატომ ამიწვი, რატომ ამომიმსხვრიე ჩემი მყიფე ლავიწი? გინდა, მალე მომხიო ამ დღესა და ამ თარიღს? შეხეთ, ამ ცრუ საწუთროს, ამ ყალბსა და ამ თაღლითს! ჯიბრზე ამოვშეშდები და ფეხს არსად მოვიცვლი... ჰე, სამშობლოს ზარებო! ძახილს რად აგვიანებ?! ალერსი არ მაკლია აქ მაღალი გორლიცის, მაგრამ, მალე შემყარე იმ ჩემს ადამიანებს, ვისთანაც მზე ბრწყინავდა, სად ჩრდილებიც დავიგე, სად შური და სიკეთე ერთად გამომდგომია. სად მოკეთე მუნჯდება და ხან მტერიც გამიგებს, დიახ, იმ ქვეყნისაკენ, სადაც ჩემი გორია! ... მაგრამ, მითხარ, იმედო, კიდევ როგორ ცოცხლდები? მკვდარი როცა მგონიხარ, გულზე ამაცოცდები. ისევ ამაბრიალებ, ვით სინორჩეს სჩვევია, ეგრე, ეგრე, გეთაყვა, მეტი რა დაგვრჩენია?.. სიკეთის ქმნას მოყვასი ძლიერ დიდ ხანს ანდომებს, ბოროტების ჩამდენს კი წუთიც არა სჭირდება. - 32 -


თუ კიდევ დამაცადე და თუ კიდევ მადროვებ, იქ გავჩნდები, გეთაყვა, სადაც გაგიჭირდება... წაშლილია გზები და სულ მთლად გადავლილია... დარჩენილი ბილიკიც სწრაფად ჩასარბენია. ბილიკზე დახეული, თეთროსანი ბინდია, ჩემი ციცქნა ოცნება, ისევ დასაბმელია...

გორო, შენკენ ორი ნოემბერია. თოვლიანი დღე არი; ცას შეადნა ქალაქი შაქარლამის კვნიტივით. სევდის თეთრ სამოსელთან მქონია პაემანი, გაიფანტა სივრცეში სასაფლაოს ქვითინი. გუშინდელი სანთლები ჯერაც ისევ ღვივიან. მკვდრების დღესასწაული რა ლამაზი გცოდნია. შენი სევდა ჩემს სულში უხვად ჩამოღვრილია, მაგრამ ჩემი წუხილი შენზე მცირე როდია. ...ჩემს წინ ეკლესიების მწკრივი აღმართულია, დაფიონას შეერწყმის მისი ტკბილი ზარები. ეს გზა, აღარც იოლი, მაგრამ აღარც რთულია, თუმცა სულში კვლავ წვანან დარდის თეთრი ზვავები. მინდა, გზები განიხვნენ, გორო, შენკენ მოვბრუნდე, ტკივილს ძალა წავართვა დღევანდელს და მაშინდელს, გული გადამიწმინდო, შხამის თესლით რომ ბუდნე, შენგან თვალაცრემლებულს კათოლიკე მამშვიდებს. ფიქრი გადავუმძიმე ჩემი მონაყოლებით. ისე მომიალერსა, ლამის სულ მთლად გადამყვა. მაგრამ... თილისმასავით მყავხარ და მეყოლები, ჩვენ ტკბილ დედაშვილობას ბადალი ხომ არა ჰყავს. - 33 -


*** ვარ გამძლეობის აღვირებით ყელწაბოჭილი, მუჭა ჰაერი მენატრება, ჩვენი, გორული. ვდგავარ ძლივობით, ვით ლეღვის ხე _ წელში მოჭრილი და უცხოეთი ჩემთვის მაინც არის გომური. ოი, უმადურს ნუ დამარქმევ შენ, მასპინძელო, მადლობა მითქვამს, უცხოელს რომ მომეალერსე. თვით უკვდავების წამალიც რომ გამომიწეროთ, _ ვერსად ვერ გავძლებ, გენაცვალე, გორის გარეშე.

აფხაზეთი - 93 კანი გააძრეს ძუძუმწოვარს... დაჭრეს ნაჭრებად... _ ვის სურს ხორციო? _ ხარხარებდა კაციჭამია და ბავშვის თავი, შიგ კისერში მოთლილ-მოჭრილი ტალღებს ესროლეს მწვანე ჭალიდან. ...ო, არ დახატო, შენ, ოსტატო, ამ დღის სურათი, რადგან სათაურს ვერ დაარქმევ, ვერც დასძლევ მუზას, შენც, კაპიტანო, შეიყუჟე კაიუტაში, გაუძელ ურვას და დაუშვი დროებით ღუზა. ...იქნებ გათენდეს სხვანაირი სათენებელით, იქნებ მზე ჩაქრეს და ერთბაშად მოეღოს ბოლო თავად სამყაროს, რომელიც დღეს ამძიმებს სულდგმას და სულს უხუთავს საშინელი კადრის ჩვენებით... ...ეს ჩახოცილი ქალაქებიც როგორ ბოლავენ თავის საკუთარ ქვაკედლებში ჩაფერფლილები. ჩუ, ჩადრიანო მოლანდებავ, შეხე ჰორიზონტს წამოუფრინდა ვებერთელა რაღაც ფრინველი... მოიწევს აქეთ... თოლიაა? არ ჰგავს თოლიას, - 34 -


დააცხრა ტალღას, აიტაცა თავი ბავშვისა... მოიეც გონი, ქვადქცეულო! იმ მტაცებელმა უკანასკნელი საჭვრეტელიც გაგისაშინლა. ხილვავ ციერო! შენ საითღა მიექანები მაგ უთეთრესი სახეებით და სხეულებით? იქნებ, ჩვენც გვარქვა: საყრდენებზე როგორ ვჩერდებით ესე უწყალოდ მოცელილნი და სნეულები?.. ...რატომ აყოვნებს განაჩენის გამოცხადებას ადამის მოდგმის სასმენელად თავად თემიდა? ან ვიღას უნდა გამოვიდეს ცოცხალმკვდარივით ამ თავსდატეხილ ანათემიდან?.. ... თვალებდათხრილო სექტემბერის საბრალო თვეო, შენც მოგატყუეს, მაგ სურათით გული მოგიკლეს, არც მღვრიე ტალღის დორბლიან ხმას არ დაუჯერო, შიშველი ქალის სხეულები რომ გამორიყეს... ეს სიზმარია, სიზმარია, ადრე ნანახი, ისტორიიდან აფხრეწილი ფურცლის ცრემლია, კაენისაგან ჩადენილი, ეშმას კარნახით, გაგხსენებია და მეხივით გულს დაგცემია. ვინ გაბედავდა: აყეფებულ ტალღებს ესროლონ, ჭილყვავებისთვის საკორტნავად და შესაჭმელად?.. ... რა მქვია, ნეტავ, რა დღე არი ან რა რიცხვია... ჩემს თვალის სარკეს აჰყვა ვითომ ნამდვილი კადრი? სულ ეს იყავი? ანდა ისევ გქვია სამყარო? რად მყავდი გულში სასურველი და რად მიყვარდი?.. ... მშვიდობით, ჩემო სახსომელო, სასრული მოდის, ხვალის სურათო, მომაახლე იმედი ზეგის... - 35 -


მაცხოვრის ვნებულ სხეულსაც ხომ დაადეს ლოდი, მაგრამ ყოველთა გასაოცრად ამაღლდა ზევით... *** ხეებს ეწვიათ ბედის ტრიალი, დგას შემოდგომა, ვით ლევიტანი. გალაკტიონობს სარკმელში ქარი, ყალყზე აყენებს თმებსა და სულებს. ადრე მოვიდა ყველა ვარსკვლავი, ადრევე გაჰქრნენ და გადასცურეს. *** შორი აღმოჩნდა გზა მოყინული, მანქანა იყო სავსე სიბნელით, უცხო მგზავრთაგან დაგუბებული პირშეუხები იდგა დუმილი. ვეკვროდი გვერდით უცნაურ უცნობს, რომ შემეწოვა სითბო მცირედი. ფრჩხილებში მედგა ლურჯი ზამთარი, მახსენდებოდი და მამცივნებდი.

შემორჩენილი მარანი (სოფლის სურათებიდან) ჭერი - ალში შემწვარი, ცეკვა - აბლაბუდესი, ცეცხლის თხელი ზეწარი შავი ბუხრის ბუდეში. - 36 -


კარი - ღია ყელამდე, შემურული კედლები, სტუმარს ნერწყვით კვებავენ შებრაწული დედლები. ქვევრის ტუჩი წითელი, წნელმობმული ხელადა, პაპას ხელში ტრიალებს ღვინის დასალევადა.

*** ცაო, ჭირანო, მიწამან ჩემმან ხომ არაფერი გაწყენინაო? როგორ ვიკითხო შენი მთოვარე: კვლავაც მზის ნათლით იცხადებს თავსა? ... რას მოველოდი მჭვრეტი ბრმათაგან კეთილს... თუ ავსა?

მაყვავ ჟანგიან ფურნეში სოკო შხიტინებდა, სოკოს ბიბილოზე მარილი დუღდა; ლოგინად ჩავარდნილი დედაშენი წუხდა: სოკო რა სტუმრის მისართმევიაო?.. ჯანღი მთებიდან ნელ-ნელა ქრებოდა... ბედნიერები ვიყავით მაშინ: - 37 -


სტუმარ-მასპინძელს ერთი დედა გვიფრთხილდებოდა.

*** თვალსდაფრენილი ათინათი მიელვებს ბილიკს... საქანელაზე იმედს ჰკიდებენ... ზიმზიმებს ტბაჲ საქანელის ქვეშ... ხელი წავკიდო სელისაგან დაგრეხილ კენდოს? წამხდარ ჭალაში გაზრდილ მცენარეს როგორღა ვენდო? *** ყვავილთმოწყვეტას, ხილთმოწილვას, ლებნის გახეჩვას, ვეღარ გაწია ზენამ მაღალმა და გადაგვფარა ნოტიო ბელტმა, მყრალმა ზიზილამ და ფიჭვის გირჩმა... ...რა საცოდავი ხდება ეს ბელტი, რომელიც მალე შენს სხეულს შეჭამს... *** შენ შეგიძლია დაწვე გულაღმა, ზეცა გადაჭრა; გველების ზურგზე გაათიო ყანაში ღამით, სასაფლაოდან დაუძაბო - 38 -


სულებს ანაზდად. შენ შეგიძია გააღვიძო ბუნაგი დათვის, ფუტკარს უნიღბოდ მოსტაცო თაფლი. შენ შეგიძლია პეპელა მოკლა და გმირი გახდე ამ ამბის გამო... მაგრამ ვერ შეძელ ჩემი სული გეპოვნა წამით, რომლის პოვნასაც ჯერ ისევ ლამობ.

*** ეს მწარე წუთიც... ხვალ იქნება ისე ძვირფასი... რადგან ერთი დღით ახალგაზრდა დარჩება ჩემზე. ცა მაღალია... და განგება სურვილს მითარსავს და ჩემში ისევ საბორძიკო წერტილებს ეძებს. მზად ვარ! გათელვა კიდევ ვის სურს, ვინ ვერ შეივსო ჩემი გათელვით, „საწყაული აღუვსებელი“? თუ ვერ მასუნთქებთ სიხარულით, სამაგიეროდ ჩემი გაქრობა შეგიძლიათ ერთი შებერვით. დრო დააშურეთ მოყვრობისაც და თვით მტრობისაც, ოღონდ _ პირისპირ! ზურგში ჩარტყმა რა კაცობაა... დარჩენილ ჟამში წუთი წივის, რომლის სიცოცხლე შურის და ძულვის ჭიაღუამ გააცოტავა... ეს მწარე წუთიც... ხვალ იქნება ისე ძვირფასი... რადგან ერთი დღით ახალგაზრდა დარჩება ჩემზე. წაშლილ თვალებით ვჭვრეტ სამყაროს და ხავსის ხავერდს ვეფერები და კვლავ გაძლების იმედებს ვეძებ. - 39 -


*** უკან მიბრუნებს ყოველ ფიქრის-ფიქრს წუთი, რომელიც ჭვალივით მტკივა, საფეთქლის ღარზე, ან ყურის უკან ჟამმა მსაჯულად რომ გაატვრინა. მუდამ მახსენებს საკუთარ სავალს, საკუთარ სამზერს მიშლის ნისლებით, გზასაც მასწავლის, წამაქცევს კიდეც, ხელსაც მაწვდის და... ვერ კი მიშველის.

ძმის ხსოვნას შენი აკლდამის სანთელი ვიყო, აკლდამის კედელს ზედ ვადნებოდე, მინდვრის ფერმკრთალი ყვავილი ვიყო, სასაფლაოზე ავყვავდებოდე. მზისა და ზეცის შუქი მომქონდეს, ვანგრიო შენი თეთრი ქვის ოდა, შენი ფილტვების ჰაერი ვიყო, შენი სიცოცხლის მარადისობა.

*** მე ვურიგდები მყვირალა დღეებს (გამომელია ბამბა ყურისთვის). გხედავდით ჩემი წამების მტლეებს, მადლობა მითქვამს სიბრალულისთვის. აღარ ვარსებობ, გუშინ ვინც ვიყავ - 40 -


(მეც ავიფარებ ნიღბის თილისმას); მადლობა ყველას, ვინც ძნელ წუთებში გაძლების კონსპექტს მაწერინებდით _ კონსპექტს უძნელეს გაკვეთილისას

როგორც მხვიარა როგორც მხვიარა, თავს ვუტყაპუნებ მიწას, უტყუარს და შეუცდომელს. მის ზედაპირზე უცაბედ წამით, როგორც მხვიარა, მეც ისე მოველ. ძალიან ძლიერ, ძალიან ძლიერ, ძალიან ძლიერ ახლო ვარ მასთან, არ მინატრია, როგორც მცენარეს, მეტი მზის სხივი და მეტი გაზრდა. ოღონდ ერთს ვითხოვ: გასრესვას ავცდე სხვისი გასრესის უარმყოფელი და ერთნაირად ვეკავოთ მიწას სხვათა ტანით და ჩემით მოფენილს. ...ტერფებო, ძლიერ დინჯად იარეთ, (ხედავთ, რამდენი მცენარე გიმზერთ?!) მიწის გულგვამზე გართხმულ მხვიარებს, ღვთის გულისათვის, ზედ ნუ აბიჯებთ...

- 41 -


*** ამაღამ ყველა ძალიან მიყვარს, ამაღამ დიდხანს ვიფიქრებ თქვენზე. ვინ იცის, ხვალ რომ ავივლი ქუჩას, ვინმე თქვენგანი წინ აღარ შემხვდეს... ვინ იცის, ამ ბნელ ღამეს და უკუნს ვინ რანაირი ღიმით გააღწევს? ვინ იცის, ხვალ რომ ავივლი ქუჩას, ჩემს ნაცნობ ღიმილს ვეღარ წააწყდეთ...

*** თუ ხელი გახლე, ჩემი ხელი საკეთილოა (დაზღვეული ხარ ჩემი ხელისგან). შენ რატომ კრთები, შენ რა გენიშნა? ... დაზღვეული ხარ ჩემი ხელისგან.

*** მთვარემ მთის ფერდი ჩაირბინოს, ჯერ ამოცურდეს სხივი ცხრათვალა, ჯერ მზეზე გათბეს ვარდის ბიბილო, დაბერტყოს ზეცამ ლურჯი მათარა. ჯერ დაისიცხოს ქვევრი ასკილის, ჯერ დამაძინოს შინდის მუთაქამ, ჯერ ჩემს ოცნებებს ქაღალდის გულზე - 42 -


გასაოცარი არა უთქვამთ რა. ჯერ ჩააგრილოს ტანამ სიონი და მტკვარმა კოჭლი ტატო მაზმანოს, ჯერ რამემ შეძლოს, კავკასიონის ერთხელ შეხედვაც რომ შემაზაროს. მერე?.. დააფრთხეთ ჩემი მერანი, მერე დანაცრეთ ჩემი ოცნება. მერე გატენეთ ლულა ამ გულით და... გამიმეტეთ გასატყორცნელად.

შემოდგომა და პატარა ჭადარი მან ადრიანად შეიგრძნო ძლიერ და სულ პატარამ მოხარა წელი. როცა პირველი ფოთოლი მოწყდა, იგი გაზრდაზე ცას წერდა წერილს. მაგრამ მოვარდა მხნედ ნოემბერი, სადღაც შორს მყოფი და მოწყენილი, ეწვია, როგორც სანდომი ბერი, და დაუხია მერე წერილი. ...და ისე შეკრთა ფოთოლმომწყდარი, მუდარით ისე იმტვრევდა ხელებს, ვით ქალი კრთება გასათხოვარი თმაში ჭაღარის შემჩნევის მერე.

- 43 -


მე შენ გეძებ მე შენ გეძებ... ამ ლურჯ დილას შენი ტანი ახატია. გული როგორ ამომაჭერ, რომ ჭრილობა ჯერაც მტკივა. სიყვარულო! ეს ოცნება მიამატე შენს თბილ თვლემას. ჩემმა ფიქრმა და ალერსმა ლურჯი დილა გაგითენა. მალე მოვა მეფეთმეფე, შუბლს ოქროსფრად დაგიქარგავს, შენ მეყოლე ოღონდ მთელად, შენ მეყოლე ოღონდ კარგად. სიყვარულო! ლურჯ თვალებში ლურჯი დილა ჩაგიდგება. მე კი, ალბათ სამუდამოდ მიწევს შენგან განრიდება. გათენება მომკლავს ალბათ, შენზე ფიქრში გადაბნეულს და სიზმარში წაიკითხავ ლექსით სავსე ციცქნა რვეულს. კარგად იყავ, კარგად იყავ, მსხვილთვალება მარგალიტო. აჰა, გული! მე შორს მივალ და სახსოვრად ჩემს გულს გიტოვ.

- 44 -


*** როს საღამო მოეძალა გორიჯვარის კალთის ქობებს, ავინაცვლე უფრო მაღლა და ოცნებით გიგალობე. მე თან მახლდნენ მეგზურები და კოცონიც ენთო წითლად, აზმორებდა რბილ ოქტომბერს, ათრთოლებდა სიო იფნას. მე ვხატავდი ჩამავალ მზეს და მტკვარს, მთებზე შემოტმასნილს, მაკლდა მხოლოდ შენი მზერის შემოვლება სევდით ავსილს. და მიყვარდი, ვით ციური გაბრწყინება ღამის გუშაგს... ფიქრის მეფემ კვლავ ჩემს გულში შენი ხატი შემოუშვა.

*** პირშექცევით ვიდექი დიდხანს... ჩრდილოეთისკენ ვთხოვდი ღრუბლებს, აფრა აეშვათ. მწვავდა სამხრეთი... გაგანება გაჰქონდა ტერფებს _ საკუთარ მზეს ვეღარ ვუძლებდი... მსურდა ჩრდილები _ გაფრენილი ჩემი ხსოვნიდან, საკუთარ მზეს, საკუთარ მზეს ვეღარ ვუძლებდი... და ამ მდუმარე ყიჟინაში რაღაცა ველურს და შეუძლებელს მოითხოვდა გული უძღები...

- 45 -


*** ჩემი ხმა ქარებს მივაბარე, შემინახავენ. ესეც ჩემი ხმა ყოფილა თურმე ბოხი, უძლევი. როგორც კი გავცლი ამ ხმისაგან ჩემს თავს მთლიანად, ვიპოვნი პირველს და ლირიკის გზას გავუძღვები. ო. ლირიკისთვის, ლირიკისთვის როცა მოვიცლი, _ გავხდები მაშინ ან და ანა, ან ძმა მორისი.

*** ეკალ-ბარდებში ბილიკი მოჩანს, ვით გველის კუდი წვრილი და ჭრელი, გუმბათს ადგია ღრუბელთა ქულა და დედამიწას უგზავნის წერილს. რა დიადია სიმაღლე ტაძრის, (ნეტავ, რასა წერს თეთრი წყვდიადი?) თუ დანაცრებას ვერ გადაურჩა, რას შეეწიროს ჩემი წიაღი? აკი „უდაბნო“ მერქვა ჩემამდე და დღეის სახელს რატომ ვერ ვირქმევ?.. რისთვის მივყავარ ეკლიანი გზით მაღალ ტაძართან მჭმუნვარე ფიქრებს?

- 46 -


თბილისს (ხალხურისებური) ათიათასჯერ დავლოცავ მარჯვენას გორგასალისას, ათას ხუთასჯერ შევაქებ ძალას მის ხმლის და ფარისას. ვინც ჩაგვაწვინა აკვანში დიდი მიზნებით, ოცნებით, შენს გამჩენელს და ნათლიას ათასჯერ დავეკოცნები. დღეს წამომდგარა მხარულით შენი პირველი გამჩენი, გულს სიხარული აწვება, ამაყობს აღმონაჩენით. შენი სიტურფე ვითა ვთქვა, ვიცი, რომ გამიჭირდება, შენს დევგმირ მეფე _ გორგასალს ათას ხუთასი დიდება.

ბათუმი შავი ზღვის პირი, თეთრი ნაპირი და მედუზები _ თეთრი ქოლგები. ჩემო სიცოცხლევ, ნუ მებუზები, თორემ, იცოდე, დავიბუგები. სადღა მოგაგნებ... დავივლი ბაღებს - 47 -


და ისევ ზღვასთან დავბინავდები. ვინმე მომწყვეტს და დამფშვნიტავს ხელში და ყვავილის მტვრად გავნიავდები. თუკი გიპოვნი, ჯანდაბას ყველა, ოღონდ შენ იყავ ჩემი ფუტკარი... ცოტა იჩქარე, დროზე მომძებნე, გააღე ჩემი სიცოცხლის კარი. თვით ჩემი სული შემოგიძღვება ჩემში, ჩირაღდნად დიდი ალერსის. ძვირფასო, თითქოს ახლაც ჩემთან ხარ და რომ შევშინდე, მედუზებს მესვრი. მინდა, გავექცე ამ მდუმარ ტალღებს, მინდა, სიშმაგე ვნახო დიადი. ზღვა, ნუთუ, მუდამ ასე მდუმარებს, თუ მე თვითონ ვარ შავ ზღვაზე შმაგი. შავი ზღვის პირი, თეთრი ნაპირი და მედუზები _ თეთრი ქოლგები... იანვრის დღე და ვარდი წითელი, _ ასეთი არი ქვეყანა ჩემი. ... პალმავ, მომხვიე ვაჟკაცის ხელი, ტალღავ, მესროლე მედუზა სველი.

*** მაღალ ფანჯარას შემოეჩვია ორი ღუღუნა მტრედი. მთელი სიცოცხლე ერთად ერჩიათ, სულ ერთმანეთის გვერდით.

- 48 -


შენ ვერ შეგნიშნეს და შენს თაროზე, იწყეს ალერსი წყნარად, მაგრამ საბრალოთ შენმა მარჯვენამ სიცოცხლე გაუმწარა. ... და მე მომართვი შეღამებისას ორი დამხრჩვალი მტრედი. სიკვდილშიც ერთად მოკრუნჩხულიყვნენ, კვლავ ერთმანეთის გვერდით. ... დიდხანს ვაცალე ბუმბული თეთრი, დიდხანს მტკიოდა გული და შეგიკერე, ბოლოს, ბალიში, მტრედებით დაქარგული. და იმ ბალიშზე როცა იძინებ, არ გახსენდება ახლა, რომ მასში ჩამხრჩვალ სათუთ ბუმბულებს ოდესღაც გული ახლდა. ... და იქნებ ისიც არ გაიხსენო, არ გაიხსენო ოდნავ, ვინც იმ ბალიშზე მტრედი დაქარგა, იმასაც გული ჰქონდა.

ნაკრძალ ბაღში შემოვიჭერ ნაკრძალ ბაღში, გთხოვთ, არ დამიშალოთ, - 49 -


განა რამეს მივაყენებ უხეშობას, ზიანს? აქ მსურს ფიქრის და ოცნების ფერფლად დავიშალო, აქ, ბალახის ხავერდებში, სუნთქავს პოეზია. ამიტომაც ასე მიყვარს ამ აუზთან მოსვლა, სადაც მარტო ვმასლაათობ ჩემს შორ მომავალთან. სადაც ირმის დაწაფებით წვიმის წვეთებს მოვსვამ, სადაც ნაზად მიღიტინებს ნაძვნარების კალთა. ნუ დამიშლით ბაღში შესვლას, ნუ დამხვდებით კართან. მე ბალახსაც ვუალერსებ, ვით გავბედავ ზიანს, მათ იდუმალ სიცოცხლეში სუნთქავს პოეზია.

თრიალეთი დიდბეჭება თრიალეთი მხარბეჭზე წევს, გული უწუხს, შორს, ღრუბელი გდია ერთი და ათეთრებს გულის კუნჭულს. მივატოვე ყველაფერი, რაც მიწასთან ახლო იყო, - 50 -


მთაზე მოველ, მთას გულმკერდით ზეცა თავზე დამხობიყო. ავიწიე ტანი ცერზე, ფრთებად ვგრძნობდი მკლავებს, მგონი, და როს დაბლა დავიხედე, ისევ მიწას ვეხებოდი. რა მარხილი გავიარე, რა მდინარე გადავთელე, რამდენი მზე დავიღამე, რამდენი დღე გავითენე. ო, რამდენჯერ დავიღალე, მიწას მაღლა გავექეცი, მერე ბედთან წავიქეცი, ისევ მიწამ მიმიხუტა. ვერსად ვნახე უმიწობა, მერე ისევ გამებუტა, მერე ისევ შემირიგდა. ... ან ღრუბლისკენ რად მივიწევთ აზრით, რკინით, აგრერიგად, იქაც მწამს, რომ მიწა არი, სიკვდილის ჟამს მისაყარი. ფრთებო, ფრთებო, თქვენს შარიშურს, მიწას და ცას განმაშორეთ, მხოლოდ სივრცეს მიმანდევით, მხოლოდ სივრცე დამამშობლეთ. მიწის ძლიერ მეშინია, როცა ვუმზერ გადაბარულს ყავისფერში, მეწამულში, ვხედავ თვალებს გადამალულს, - 51 -


ცის შუქი რომ ენთოთ გუშინ. ვხედავ ლაპლაპს თეთრი ძვლისას და სუნს ვყნოსავ შიშშეპარვით ან დაფარეთ სულ ბალახით, მიწას ნუ თხრით შიშველ ბარით. მაგრამ ბალახს, ძურწა ბალახს მივამგვანებ მწვანე დალალს... ალბათ ადრე გადამალა ყავისფერმა მიწის გულმა. მაშ, საბრალო ოცნებებო, ნუთუ ყველა დაიღუპა, რაც იმედი მედგა მხარში?... ქარო, ქარო, გამაფრინე უმიწებო ქვეყანაში.

განა მივდივარ განა მივდივარ, მივექანები. განა ვჩერდები, _ რა გამაჩერებს? გუშინ ჩემს თვალებს რასაც დავპირდი, როგორ შევძლო, რომ ხვალ არ ვაჩვენო? განა მივდივარ, მივექანები. განა ვჩერდები, _ რა გამაჩერებს? იქ, სადაც ქრიან გიჟი ქარები, _ ნერგს ეძახიან, განა ნამყენებს. ჩემი სიცოცხლის მწველი ხანია, ბეჭზე შეცერდა სხივი - მცოცავი, - 52 -


მივექანები და მიხარია ამ გაქანებით რომ ვარ ცოცხალი. ... განა მივდივარ, მივექანები იქ, სადაც ქრიან გიჟი ქარები.

*** ისევ ბრუნდები... ბოქლომს ხუთავს მტვერის ბალიში. მოუშვი ქარი, მოატარე, წინ რას უდგები? შენ ის არა ხარ, ღრუბლებამდე ჯერ რომ ამწიე და მერე ზურგი მიჩვენე და დაბლა დამიშვი? გაგიღო კარი? ავუქშიო მტვერს ბოქლომიდან? ჩემი გასრესვა, მუხანათო, ისევ მოგინდა? თუ ვინმე უნდა გაახარო ჩემი შერისვით და უფრო მეტად დამიბნელო ბოლო მერმისი?..

*** ნაავდრი ღამე გაიპო გვიან და მზის გვირგვინი მთებს მიელოცა, ვიღაცას დარჩა სარკმელი ღია - 53 -


და მზის სტუმრობა კიდეც ეოცა. ვიღაცას ისევ უნდოდა წვიმა და მდინარესთან ჩუმი ერთობა. გულს კოცონივით უნთებდა წინათ ქართული მზე და სხვა აქეთობა. ... სადღაც წყვეტავენ იდუმალ ზარებს, კარგა, გათავდა წირვა... ვიღაცა იწვის და ცხელ ბაგეებს ისევ სწყურიათ „ჟუჟუნა წვიმა“.

*** უკვე დაცალა სულმა მაისი და გაზაფხული გამოიტირა, მზჩამქრალ იებს უკანასკნელად დაათრობს თიხის პატარა ქილა. დაიტაცებენ მინდვრის სიხარულს სოფლელი გოგოს ნორჩი ხელები და მობიბინე ყანის ნაპირზე აქოთდებიან მშრალი ხევები. და ნიაღვრებმა თუ არ წალეკეს, სულში რაც დარჩა წასალეკავი, მოდი და გული თუ არ დაგნებდეს, ამომაცალე, როგორც ეკალი.

*** ზოგჯერ ისე მიყვარს ჩემი ორეული, როგორც დანამული სასაფლაო, როგორც გადაღლილი პანთეონი... - 54 -


ზოგჯერ ისე ახლოს მესმის ხმა დემონის, რომ მთელი არსებით მე მის ხმას ვემონვი... ... სად არის დ ე მ ო ნ ი?..

*** სევდის მტევანი იწურება, სევდის მტევანი... რამდენი ფიქრი ჩახვეული თან მისდევს ამ წვენს. ამართვეს გული, შურისაგან გაუტენავი და აუნთებელ კოცონზე დაწვეს... მიმოხლართული ჩემს სარკმელთან გაწვება ვაზი და დაკლაკნილი კავებისგან შეჰკრავს ჩუქურთმას. თქვენი მარაგი _ შერეული ბოღმის და ბრაზის ვაზის ქვეყანას, მზისკენ ლტოლვას ვერ ჩაუხუთავს. ...სევდის მტევანი იწურება, ვთვრები სურნელით. ოქტომბერია... წარმავლობის თვლემს იდილია... დავიწყებიდან შემორბიან მკაცრი სულები, ერთს დამხედავენ და ისევე ცისკენ მიდიან... - 55 -


*** ოქტომბერია და გარეთ მიიწევს ჩემი სამზერი და საჭვრეთელი, ნიავი ფრთხილად მილოკავს წვივებს, სხეულში თითქოს ვეღარ ვეტევი. დაეჭვებული ეხლა ზოგ-ზოგზე, შეყვარებული ყველაზე - გუშინ, ვუხევ ჩემს ქალაქს ნაჩუქარ ფურცლებს და ნაუცბათევ ავტოგრაფს ვუშლი. შეუცნობელი ძალა ბუნების გულში მიხუტებს და მანებივრებს. წამოაქროლებს შრიალა ფოთლებს ქარი და ჩემს სულს ააკლებინებს.

*** თეთრო ფურცელო, ერთადერთი შემრჩი ნუგეში, რად გამიმეტე, რად შემაბი მუზის უღელში? თუმც შემიყვარდა ხვედრი, მაგრამ მძიმეა, მძიმე... აღარც დღე დღეობს, არც ღამეა ჩემთვის საძილედ...

შემოვიხედე შემოვიხედე... დაგყნოსეთ და გავრბივარ ისევ. ნესტოში მომხვდა უსიამო სუნი შმორისა. ვურჩიე ჩემს თავს: ახლოობა, რადგან გულს ავნებს, - 56 -


ჯობია-მეთქი, ესეთები ჭვრიტო შორიდან. ჰოდა, გავრბივარ... და, თუ სიტყვას დაეჯერება (დღევანდელს - არა! მის ადრინდელ ძალას ხმევისას), არ შეიძლება, მთლად გულმშვიდად შეხედოთ ამ სტროფს... მე კი მუნჯურად გადავიტან მორიგ შერისხვას...

სულთმოფენა 1989 წ. 18 ივნისი (დაემთხვა ჩემი დაბადების დღეს)

ვიცი, მალე მოიკვდინებს თავს თიბათვის ღრუბელი, ნელ-ნელა გაცურდება ვიწრო ქუჩის უბნებით. გამიყოლებს, მიმათავებს, მიმაკვდინებს უწყინრად, სიხარულით ითავთავებს ჩემი მტერი - გულწვია. მე კი, მე კი ზურგმაგარა, ფრთაზე ბუმბულაშლილი, ხელში შემოგაცივდებით ჟუჟუ ვაშაგაშვილი. უცნაური დღე იქნება, სულთმოფენისნაირი, ჩემი მტერი ჩაცეკვდება, ხელში გველის დაირით. - 57 -


ჟღარუნები, ჟინჟილები ერთად ახმიანდება, ჩემი ტანი გაიღვიძებს და ხუმრობით ადგება. გაოცდებით, გაცოფდებით, შეშინდებით კიდევაც, ზოგი, ვითომ სიხარულით, მართლაც გადაირევა. შემოგხედავთ ყველას ერთად, დაგიხსომებთ მუდმივად, ჩვენი ყოფნა ერთი ცის ქვეშ, მართლაც, ტანჯვას უდრიდა. ჰოდა... მერე მიგატოვებთ, აღარ გაგეხუმრებით... მაგრამ... სადაც მე მაცილებთ, თქვენც ხომ იქ დაბრუნდებით?..

*** დღენი სიავით კვლავაც გვავსებენ პირთამდე და ჩვენ ვგავართ ერთმანეთს. ნაკლიც, სისავსეც ჩვენს სუსტ არსებებს მუდმივ ნისლივით გადაეფარნენ და, ვითომ ორი ნიშან-თვისება რომ უნდა ვზიდოთ, როდი გვაშინებს, თუმც გულწრფელობის ჟინით ივსება გული და ოდნავ ესღა გვამშვიდებს. აღიარების მაღალ გორაკებს თვალებით ვურღვევთ ხავსის არშიებს, ბგერები ბაგის ირგვლივ გორავენ - 58 -


და მაინც არ გვსურს, რომ მთლად გავშიშვლდეთ, ვეჩვენოთ ნაღდი არსის მქონენი ერთმანეთსაც და სკუთარ თავსაც, ვიდრე... სიცოცხლით ჩავიქოლებით, ვიდრე... სიკვდილი უკვალოდ გვშთანთქავს.

*** ჩამყლაპავს ღამე ყავის ყლუპივით და ალიონზე თვლემა წამიღებს. უჩემოდ მოვა მზე სამშობლოში, მე კი ვერავინ ვერ გამაღვიძებს. გადაირევა შიშით ბალიში ჩემი ფიქრების თეთრი ყულაბა, კატა იკითხავს: საბრალო პატრონს თვალები ასე რამ გაუნაბა? დარდი წამყვება, აუარები, ბევრი ვინმესი... ბევრი რამესი... მომეწონება ძილი და ძილშიც ჩემი ლექსების კვნესა ჩამესმის. იქნება ვიღაც დამწვდეს ჭერიდან, ჩემი მხსნელი და ჩემი მშველელი, თორემ ჩემს გულზე იტყაპუნებენ ლექსები, მუდმივ ფეხშიშველები. გულს გავუხარებ თიმსალ მაკოებს და ფარსადანებს ავახარხარებ, მერე სუყველას მშვიდად დავტოვებ და იმიერში წავყვები ღამეს... და მარიამის გულს შემახვეწე

- 59 -


*** ვიცინი... რათა გლოვის მიზეზი არავისა და არაფერს მივცე მაშინაც, როცა სული მწუხარებს და გული ძლივას-ძლივობით მიცემს. ვიცინი... და ზოგს ჰგონია, თითქოს ჭკუათმყოფელის ჟინი მახელებს... გულხელდაკრეფით ვგლოვობ სამყაროს, რადგან ათასი თვალით გავხედე ჭეშმარიტებას - სარკეში გაცრილს და გადარჩეულს ნაკმაზს ხორბლისგან. ღმერთო, ნუგეში ჩამოუწვდინე, იხსენი ერი მთლად დამხობისგან. იხსენი ერი, რამეთუ იგი მშობელი იყო სულხან-საბასი, ნუ გამიძღე და გამიპარპაშე რუქნადინი და ის შაჰ-აბასი, სისხლი რომ ხვრიპეს ჩემი წინაპრის, ძვლებისგან შიში რომ ამოძერწეს, ღმერთო, მადლობა, რომ შენ არსებობ და მარიამის გულს შემავედრე, ჩემი ვედრება ისმინოს ესე: სიცილი სიცილს მართლა მიგავდეს, რომ ბოძებული შენგნით სიცოცხლე ისევ მწამდეს და ისევ მიყვარდეს.

- 60 -


საით გეძიო ახლა საით დამეკარგე? – სევდამ მომიცვა. ამერია ფიქრის გზები, ვისთან ვიჩივლო?! ნუ დამტოვებ, გაზაფხულო, ცოტაც მოიცა, ოცნებათა ფარვანები რომ დავიჭირო. დაგეძებ და... სით გიპოვო, საით წასულხარ?! ძველებურად ამეშალნენ მოგონებანი. სევდიანმა ალიონმა სული დასუსხა, მის წიაღში ბატონობენ მხოლოდ ვნებანი. ახლა საით დამეკარგე, საით გეძიო? – წვიმის წვეთებს მოუნამავთ სული ფაქიზად. გაზაფხულის სიზმარივით უნდა გეწვიო, ძველებურად რომ შეიგრძნო სითბო ბაგისა. ნეტავ, საით დამეკარგე, საით გეძიო...

ბიუროკრატი ვიხილე იგი: შებარჯღული დგამის რბილობში, ჟამის ჩაქუჩით ჩაეჭედათ, რკინის გვირისტით... ამბობენ: მღვდელი იცნობაო სელის ჭილოფში, მაგრამ, ეჰეი, მეგობარო, აბა, ვინ იცის?!.. - 61 -


შეცნობის ნიჭი ნელა-ნელა აჰყრია მოდგმას, თაობას აბნევს ბევრი გზა და არც ერთის ქონა. როგორ დაშრება, აბა, წყალი, კოკაში რომ დგას, მეთუნემ ბზარი თუ გულდინჯად ამოუქოლა?! თაობას აბნევს ბევრი გზა და არც ერთის ქონა... ბიუროკრატი ვნახე-მეთქი... ღვიოდა რარიგ! ტელეზარებით, ორივ ხელით სჭედდა თადარიგს, როცა შევაღე მე, საბრალომ, წიფელის კარი. გადმომაშხეფა იმ წყეულმა წისქვილის ღარი: „ვინ მოგიშვაო, კართან ნუთუ არავინ არ დგას?“ დრო არა მაქვსო, კიდევ რა არ სცვიოდა ლაგამს... გამოვიძურწე... შემომესმა ზურგს უკან: „ფუ, შე!“ და ვბჭობდი, ვნახე: ცრუ ნერონი თუ ჟოზეფ ფუშე.

აპრილის ღამის ფრაგმენტი შენ ისე ფრთხილად მიხურე კარი სანთლის ალი კი წელში გადატყდა. ჩვენს ფანჯრებს მიღმა ყმუოდა ქარი, ელვამ ტატნობი ცეცხლით დალახტა. ღამემ ღრუბელთა სასმისით მოსვა ჩვენი პირველი სადღეგრძელო და წყვდიადი მწველი ალერსით მოსრა... სიზმარი სიზმარს ჩუმად ელოდა. მოეჯირითათ ფიქრებს სხვა ყურე, ოთახს ავსებდა შენი გულის ხმა. - 62 -


თეთრად ელავდა წყვილი საყურე, დუმილმა სხვა რამ თუ იგულისხმა... იცრემლებოდა გარეთ უკუნი, სული სინაზეს ვეღარ იტევდა. ისმოდა წვიმის ფრთხილი კაკუნი... სარკმელთან თურმე ღამეს გვითევდა! წვიმდა და... წვიმა სიჩუმეს კლავდა, სამყარო წვიმის ზეიმს სერობდა, მნათობი ღრუბელს სხივებით ჰკრავდა, შორი ღიმილით შემოგვცქეროდა.

ენავ, ქართულო! როდის მოიხდი კითხვის ნიშნის მორკალულ გვირგვინს, ძახილის ნიშნის ვერტიკალზე წამომართულო?! შენ, საოცრებისგან შობილო, გარიდებ სიკვდილს, რუსთველის ბაგეს აფრენილო, ენავ, ქართულო. გარიდებ ავ ქარს, ცივ ნიავს და ავი ზნის ბაგეს შენ არ ხარ ყველა სულიერის პირსაწმენდელი. ბარბარიზმების ნადუღარში თუ ვინმე აგრევს, შენ შველას ითხოვ უსიტყვოდ და უხმო ვედრებით. გადაგიარა ისტორიამ მძიმე ტერფებით, მოღწეული ხარ მიწისძვრებით, ომით, ნიაღვრით, ღამისთევებში გაგროვებდა, წიწილებივით, შენ ცურტაველი, ხანძთელი თუ ორბელიანი. მარგალიტივით, კალმის წვერზე ებნიე მგოსნებს, - 63 -


ბევრმა მათგანმა ახლებური სული შთაგბერა. თუ დრომ გაგძარცვა, ნელა-ნელა ისევ შეგმოსეს, ღვიას და დეკას გაფარებდა ვაჟა-ფშაველა. იყო დრო... „ძაღლის ენა“ გარქვა ჟამმა, შერყვნილმა, და სულის მძიმე ჭრილობები დიდხანს გტკიოდა, ნიკორწმინდიდან ჩამოიღო ქვა, მაგიური, გამოძერწა და დაგახურა გალაკტიონმა ვალია ჩემი: გაგიფრთხილდე, როგორც მშობელი, როგორც მოკეთე, ნათესავი, ძმა და დობილი, უნდა ნაცრიდან აგიფრინო ბგერა ყოველი და გულისგულში გამოგშუშო იაკობივით.

*** დალიეთ კიდევ, კიდევ დალიეთ ხანდახან დღე რომ გააარაოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იმარცვლება სამასსამოცდახუთის მარაო. ყოველ დღეს თავის თარიღი ახლავს, როგორც კაცს - თავის სახელი, გვარი და დღე, რომელიც არ თარიღდება, წელიწადისთვის მკვდარია, მკვდარი... დალიეთ კიდევ, კიდევ დალიეთ ხანდახან დღე რომ გააარაოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იმარცვლება სამასსამოცდახუთის მარაო.

- 64 -


სარჩევი არ მეშინოდა თქვენი ხმაურის ............................ 3 ...( აღარ ვიფშხვნები) ............................................ 4 ი. აბაშიძეს ............................................................. 5 ...( თეთრო ფურცელო) ......................................... 6 ...( მე რომ მტერი მყავს)........................................ 6 ...( ოქტომბერია და გარეთ მიიწევს) ................... 7 გამოიდარა ............................................................. 7 ...( მე გიშლი ხელს) ............................................... 8 ანიკო ფერაძეს ....................................................... 9 ...( როცა განკითხვის ჟამი დარეკავს) ................. 10 დედის სურათთან ................................................ 10 ზურიკელას ........................................................... 10 პატარა ზურიკელას .............................................. 11 ისევ მიმიპყრო მოგონებამ ................................... 12 იჩხავლებს ყვავი ................................................... 12 ...( თუ აღმა ფრენა მარტო შენს სულს) ............... 13 ...( რომ არ გავტვრინდი) ...................................... 13 ჩემს ქეთუნას ......................................................... 14 ...(მე არა მნებავს, მფლობე(ლ ვიყო) ................... 14 ...( შენ წაუხდინე, ღმერთო, მადა)....................... 14 ...( პატარა ხვლიკო) 15 მე მტკივა ეს დღე .................................................. 15 ...( მოკლე ღიმილი უსურვილო და უსუსური) . 16 ...( თავს ვინ მაბეზრებს, გეტყვით პირში) .......... 16 ზ.ყ.-ს ...................................................................... 17 ნ. სოსანიძეს ........................................................... 18 ...( რა დაჟამული ნარჩენივით გედო ძუის თმა) 18 ...( თითქოს გაექცაო ზეცა) ................................... 19 - 65 -


დილა-73 ................................................................ 19 ფრთხილად! .......................................................... 21 ...( მყარი ნაბიჯით მოთელავ დროს) .................. 21 შემოვიხედე ........................................................... 22 გავდივარ შენი ცხოვრებიდან ............................. 22 ...( ამ ეკლესიას „ფარა“ ჰქვია) .............................. 23 დაისი ..................................................................... 24 დედულეთის გახსენება უცხოეთში ................... 24 ...( როგორა ტოვებს მშობელი სახეს) .................. 25 დედა ...................................................................... 26 კოლა მჭედელი ..................................................... 26 ძველი მოტივებიდან ............................................ 27 ...(ახლა მრავალთა სახსომელად აღარ ითვლები)28 ...( სუნთქავენ შენი გვირილები თავშეკავებით) 28 ...( არ აედევნო, გულო, ქარავნებს) ..................... 29 ...( აღარ მოჩანან ჰორიზონტზე) 29 ატენის გაზაფხული.............................................. 30 ეშმა ......................................................................... 30 შემოდგომა ............................................................ 31 მე და ლექსი........................................................... 31 გორლიცე ............................................................... 32 გორო, შენკენ ......................................................... 33 აფხაზეთი - 93 ....................................................... 34 ...( ხეებს ეწვიათ ბედის ტრიალი) ....................... 36 ...( შორი აღმოჩნდა გზა მოყინული) .................. 36 შემორჩენილი მარანი ........................................... 36 ...(ცაო, ჭირანო, მიწამან ჩემმან) .......................... 37 მაყვავ...................................................................... 37 ...( თვალსდაფრენილი ათინათი) ....................... 38 ...( ყვავილთმოწყვეტას, ხილთმოწილვას...) ...... 38 - 66 -


...( შენ შეგიძლია დაწვე გულაღმა) ..................... 38 ...( ეს მწარე წუთიც... ხვალ იქნება ისე ძვირფასი) ................................................................................ 39 ...( უკან მიბრუნებს ყოველ ფიქრის-ფიქრს) ...... 40 ძმის ხსოვნას.......................................................... 40 ...( მე ვურიგდები მყვირალა დღეებს) ................ 40 როგორც მხვიარა .................................................. 41 ...( ამაღამ ყველა ძალიან მიყვარს) ...................... 42 ...( თუ ხელი გახლე) ............................................. 42 ...( მთვარემ მთის ფერდი ჩაირბინოს)................ 42 შემოდგომა და პატარა ჭადარი ........................... 43 მე შენ გეძებ............................................................ 44 ...( როს საღამო მოეძალა...) .................................. 45 ...( პირშექცევით ვიდექი დიდხანს...)................. 45 ...( ჩემი ხმა ქარებს მივაბარე) .............................. 46 ...( ეკალ-ბარდებში ბილიკი მოჩანს)................... 46 თბილისს ............................................................... 47 ბათუმი ................................................................... 47 ...(მაღალ ფანჯარას შემოეჩვია) ........................... 48 ნაკრძალ ბაღში ...................................................... 49 თრიალეთი ............................................................ 50 განა მივდივარ ....................................................... 52 ...(ისევ ბრუნდები... ბოქლომს ხუთავს) ............. 53 ...( ნაავდრი ღამე გაიპო გვიან) ............................ 53 ...(უკვე დაცალა სულმა მაისი) ............................ 54 ...( ზოგჯერ ისე მიყვარს ჩემი ორეული) ............ 54 ...( სევდის მტევანი იწურება) .............................. 54 ...(ოქტომბერია და გარეთ მიიწევს) .................... 54 ...( თეთრო ფურცელო...) ..................................... 56 შემოვიხედე ........................................................... 56 - 67 -


სულთმოფენა ........................................................ 57 ...(დღენი სიავით კვლავაც გვავსებენ) ................ 58 ...(ჩამყლაპავს ღამე ყავის ყლუპივით) ............... 59 ...( ვიცინი...)........................................................... 60 საით გეძიო ............................................................ 61 ბიუროკრატი ............................................ 61 აპრილის ღამის ფრაგმენტი................................. 62 ენავ, ქართულო! .................................................... 63 ...( დალიეთ კიდევ, კიდევ დალიეთ) ................. 64

„შიდა ქართლის მწერლობა“ მისამართი: გორი, სტალინის გამზ. 31. ელფოსტა: gorismweraltasaxli@gmail.com ვებგვერდი: http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2015 წ.

- 68 -


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.