1
ჯ. ინჯია
მწამს ანუ მიყვარს
შიდა ქართლის მწერლობა http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2016 2
3
სიზმარში ვნახე
გზაჯვარედინის შემქმნელ ბილიკზე ყვავილებს კრეფდნენ კარგად გაშლამდე. წმინდა მამები შეკრებილიყვნენ და საქართველოს მირონს ხარშავდნენ. იქ, სადაც ჰპოვა სიკვდილი მწირმა, 4
სხივებს აფრქვევდა საამინდო მზე, პირველყოფილი ხდებოდა წირვა, სანამ მინდორზე. იკრიფებოდა სვინტრი სოსანი, ფრინტა, კასია, ბალბა, იელი, გვირილა, ხვართქლა, ანწლი, შროშანი, აბზინდა, კამა, პიტნა, შვრიელა. სხვა ცა ეხურა თითქოს ზედაზენს, არც გაზაფხული ჰგავდა შარშანდელს. იწვოდა რცხილა, დუღდა მზეთამზე, მირონს ხარშავდნენ.
5
*** მოსავს მზის ბაირაღები გარემოს ნეკრესიანსა, ადევნებული მოტივით „სადაც შენ დაიმარხები, ნეტავ იმ ეკლესიასა“ შარას გავბღავი ლოთივით.
ბაკქანალია „უფალსაც არ ჰყვარებია უფულო“ ვ. ჯავახაძე
არვინ კვდება უფასოდ და ნისიად, ეს ცხოვრება მოწყობილი ისეა. 6
უთქვამს ვახტანგ ჯავახაძეს: უფასოდ ვინცა კვდება, არ უყვარსო უფალსო. ეგებ ლოდი მძიმე სულაც არ არის ვის ბოლნისი ადევს და ვის კარარი. ბევრი ერი მოყოლილა ლოდებქვეშ და უსმენსღა წვიმის მარტოოდენ თქეშს. მე ვგულისხმობ მყვირალა და ჩუმ ერებს: აქაველებს, არიელებს, შუმერებს. ეს ცხოვრება მოწყობილი ასეა, გორში მე ვარ, თბილისს ჯავახაძეა.
7
ერთმანეთი გვენატრება როდესაც, მივაფურთხებთ სიკვდილსაც და ლოდებსაც, შევთანხმდებით მხოლოდ ქინძმარაულზე და ერთმანეთს ჭიქებს ისე ავუვსებთ, რომ ცოლებმა, განთქმულებმა მიხვედრით, ვერ გაგვიგონ პერანგების მიხედვით, რა ფერის და რომ იმ ვაზის ღვინო ვსვით, ჯვრად რომ იქცა ხელში წმინდა ნინოსი.
8
შეთქმულებს რა უნდა გითხრათ: პოდპორუჩიკს, გენერალს, ზემდეგს, მაგ განსასჯელის სკამზე მიტომ დაგსვათ უფალმა, რომ გაუწირავს თქვენი საქმე დასაღუპავად... ბელადი გვიან იბადება, - ხუთი წლის შემდეგ.
პეტრიწონი გზაზე უსაშველო ავდარია, გვიძღვის მშვენიერი ოფელია, ჩვენი ავტობუსი „ჩავდარია“, ტონჩო ტონევი კი შოფერია. 9
ისმენს თხოვნას ჩვენსას ოფელია, ვინმე ბულგარელის თეთრი ცოლი, სადღაც, მაღალ მთაზე სოფელია, უნდა ვინახულოთ პეტრიწონი. ტონჩოც დავითანხმეთ, ოფელიაც, წვიმამ გადაიღო უმიზეზოდ, შარა ნეშოებით მოფენილა, თითქოს შემოდგომას უმიზნებსო. როგორც უცნობია მთვარის მაგმა, კაცის ბედიც ასე რა რთულია, მიწა ბულგარული არის, მაგრამ ესე მონასტერი ქართულია. თვალი ამ სიმწვანეს მიმოავლე, ზემოთ რაკეტაა თუ სვეტია, გრიგოლს, აბაზსა და იოანეს 10
ხამლი ამ ფერდებზე უცვეთიათ. ღვინით ვიხსენიებთ წინაპრების გმირულ სახელებს და ვიცრემლებით, მე სხვას ვეღარაფერს ვინატრებდი. მეყო ბულგარეთის სივრცეები, თორემ ნოსტალგია მომეძალა, ამ წყლულს ვერ აშუშებს მრავალძარღვა, ბუჩქში შეფრთხიალდა ღობემძვრალა. გორი გამახსენა მამაძაღლმა, ჩქარა ავიბარგოთ როდოპიდან, უკან წასასვლელი გზა წინ არის, ფეხქვეშ გვეფინება ლორთქო პიტნა, ცოტა ველური და ნაწვიმარი. 11
აღარც უსაშველო ავდარია, არის მშვენიერი ოფელია, ჩვენი ავტობუსი „ჩავდარია“, ტონჩო ტონევი კი შოფერია.
ვარდფენობა როდესაც დგება ვარდფენობა, მშვენიერია ქართველობა. მე შენ სიყვარულს არ გისურვებ, თუ არ აღმერთებ ვარდის სურნელს. გთხოვ, წინაპრების ძვალშესალაგს შეხედო, იგრძნო, რამ შესცვალა. გაიგე, ვარდმა დაათოვა ერეკლესა და საათნოვას. ერთ ნატვრასაც არ აგისრულებ, 12
თუ არ აღმერთებ ვარდის სურნელს. ქალებიც თითქოს ვარდებია, იცრემლებიან, წყნარდებიან და მეც მედება უკვე ჟინით მოშველებული ნუგეშინი. გამოდი გარეთ, კარი გახსენ, ნუ დაყურსულხარ ხარიხაზე, შენც მოიგონე წინაპრები აიდის ქვეყნის სინაბრები. ნახე ძეები, ქალწულები და კიდევ ერთხელ დარწმუნდები, როდესაც დგება ვარდფენობა, მშვენიერია ქართველობა.
13
თავისუფალი სადღეგრძელო „ცხედარი აცოცხლებს კუბოს“. ო. ჩხეიძე
ქალს ალამაზებს სინაზე, ბავშვს - თამაშობა სილაზე, მწერალს - ბრწყინვალე ნიჭი. ულაყს ამაღლებს მხედარი, კუბოს აცოცხლებს ცხედარი, აკვანს ამშვენებს ბიჭი. სოფელს სჭირდება სოფლელი, ყმაწვილს სჭირდება მშობლები, მინდორს სჭირდება ცვარი. ქვეყანას უნდა, ღმერთივით, მოძღვრავდეს მწყემსი კეთილი, ნეკერს წიწკნიდეს ცხვარი.
14
*** ოცი წლის წინათ, როცა სევდაზე წერას კრძალავდნენ კრიტიკოსები, როცა მოსპობდა ჯვარს და ზედაზენს ზეაწეული თითი რკოსებრი. წამომცდა ცრემლი, როგორც პაროლი, აღმოჩენილს მტრის გარემოცვაში, თავს დამატეხეს მკაცრი კანონი და მომისაჯეს უხმო ლოცვა შინ.
*** მობრძანდი, მთავარანგელოზო მიქელ, შემიმოსე 15
ჩემი მოსე ბაბუა სუდარით. ქართული წესით და ადათით მიქე, დაჩოქილი ვარ შენ წინ მუდარით. ბერს დაანებე მირონცხება, აღკაზმე სულეთის ეტლი, ცარგვალზე მოაბნიე მურიცხებად ადამისდროინდელი კოლხური თეთრი. ატირე, აწივლე კოჩნი და ოსურნი, სიმინდში გადარეკე კუტკალია, მუხლებზე დაამხე სიკეთის მოსურნე და გადააჯერე, რომ უკვდავია.
16
მე ნება დამრთე, დაისს როცა წვიმა მიმობანს, თავშიშველი მივიდე სამარესთან წყეული და საქართველოს მიწის ღია ჭრილობა შევახორცო ბაბუას სხეულით.
*** შეუჩერებლად ირწეოდეს თქვენი აკვნები და თქვენს მომავალს ჯვარს სახავდნენ მღვდელდიაკვნები. ძირს გართხმულიყოს გასაგისი იმპერიების, რომელთა ჩექმებს ვაჟკაცურად იგერიებდით. 17
სიზმარში დასაშვები ანაქრონიზმი გრიგოლ აბაშიძეს
ბატონო გრიგოლ, ერთი კვირის წინ ჩემს სიზმარში თქვენ პრემიების კომიტეტის სხდომას მართავდით. ოთახის ფანჯრებს აწყდებოდა ცხელი მზის მარში. ფეხზე იდექით, ხალხს სხდომის ოქმს განუმარტავდით: ქართველი კაცის სიამაყე ჯვარი, გრემია, ზარზმა, ხერთვისი... და მრავალი გვაოცებს დღემდე. 18
არქიტექტურის დარგში დიდი შოთას პრემია ჩვენ მივანიჭეთ არსუკიძეს, სიკვდილის შემდეგ.
დირიჟორისადმი ლიანა ისაკაძეს
დირიჟორის ჯოხს უთხარ უარი (ხემს ერთგულებას უმტკიცებ ამით), როგორც ლამაზი იაგუარი მსხვერპლის წინაშე ჩერდება წამით, ისე ტვრინდები. მსოფლიო ვარამს 19
მერე გადმოღვრი, ღელვით მოცულო. შენ დირიჟორობ? არამც და არამც, ეკვდერთან დგახარ და ღმერთს ლოცულობ.
*** როცა ვარ რაღაც დაბოღმილივით, დანაც არ მიხსნის პირს, შენ ჩემს ბაგეებს აპობ ღიმილით, კოცნას მთავაზობ ტკბილს. დაგძალავს ჟამი, ჟამს თუ შეები და გაგიმწარებს სულს. შენი მეხოტბე ეს ბაგეები დადუმდებიან სულ. 20
დრო ბოლოს ყველას მიგვასიკვდილებს, ვერვინ წაართმევს ცელს, იტირე მაშინ, ბევრი იტირე, რომ თავს ნუგეში სცე. ჯერ კი ღიმილი შემომაშველე, გლოვა ადრეა ჯერ, სიყვარულის სახლს, ჩვენ რომ ვაშენებთ, ნუ დავუდაბლებთ ჭერს. სანამ მათრობელ ბურანში მხვევდე, ნუ აღმიკვეთავ მთლად, შენს, სალუტივით ატყორცნილ ხელებს, რომ მედებიან მტლად. ერთად ვიმღეროთ ჩვენი ალილო, ოსანაც ერთად ვთქვათ. 21
შენი ძეგლისთვის ვთლი მარმარილოს კეთილშობილურ ქვას. საქართველო გადაუფრინა ფილთაქვას ჭიაჭიამაიამ, არჩვი მოხტის არჩვივით, დაიფარე ჭირთაგან, ღვთიშობელო მარიამ, მხარე - შენი არჩივი. ბალახთა ქება დიდი პატივი ერგო - ყინწვისის ანგელოზს გვერდით უდგას მოკვდავი 22
და მათ სხეულზე ტალღა მიწისძვრის გადადის, როგორც მკაცრი ოქტავა, მაგრამ ცხოვრობდა ზაზა მიწაზე, მიწის შვილებთან და ბალახებთან და საქართველოს დასაფიცარ მზეს სხივებსა სთხოვდა ყაბალახებად. დარაჯად ედგა მუდამ გლეხის ჯავრს, უფრთხილდებოდა მკურნალის ხალათს, მძოვრეთს, ორთუბანს, თრეხვს თუ კეხიჯვარს ბალახი ედო, ბატონის ღალად.
23
ეგება (ვფიქრობ ტაძრის კედელთან) ტაოში დასკდა ბანას კედელი, ასე მგონია, გააკეთებდა მის მალამოსაც ფანასკერტელი. მწამს, შემერგება - ზაზას გემოზე თუ ვსვა შარბათი, ვჭამო ზაფრანა, წეღან რომ გითხარ, ის ანგელოზიც ფრთებს გაშლის ჩემთან ჩამოსაფრენად. ოღონდაც უნდა მწამდეს აქიმის სიტყვისა, როგორც მისი წამლისა და ვერაფერი სნება აქ, იმის სამბრძანებლოში, მე ვერ წამნისლავს. დიდი წინაპრის - ზაზას - სახება, 24
ღმერთო, ყინწვისში მანამ მანახე, სანამ მინდორზე ხელშესახებად ვგრძნობ, საქართველოს უჭკნობ ბალახებს.
წარწერა ანა კალანდაძის წიგნზე ეს წიგნი დიდი წიგნია, მაცოცხლებელი ყველაფრის, ფრესკები წარბებს იქნიან, მღვიმე ნათდება კელაპტრით, ფერებით, მზით და რითმებით. ეს წიგნი დიდი წიგნია. ბედნიერ ქალად ითვლები, თავისთვის რომ მიგიგნია. რა კარგი საქმე გიქნია, მიმოგიცრემლავს რომ ცვარით, ეს წიგნი დიდი წიგნია 25
სპეტაკი სულის ლოცვანი. ბაყბაყ დევივით ნამეტურ ცხოვრებამ თუ მოგიქნია, ძვრასაც ვერ გიზამს, რამეთუ ეს წიგნი დიდი წიგნია.
ტიციან, ტიტე... „ჩემი საფლავი ძველ ქალდეას იქნება მზეზე“. ტ. ტაბიძე
ვერ დავივიწყებთ იმ ტრადიციას, რასაც ვუწოდებთ საფლავზე გასვლას, მაგრამ ცხოვრებამ გიმტრო, ტიციან, დემონის მსგავსმა 26
და ვერ გაწვეთებთ საფლავზე ღვინოს, არც ადგას შენი ქანდაკი - ტანით. ნუგეშს ვეტყოდით მხოლოდღა ნინოს, მხოლოდღა ტანიტს. უეჭველია, შენი საფლავი ძველ ქალდეაში იქნება მზეზე, ვერ აგაყენებს სევდა მზაფრავი აჩრდილად ზეზე, მაგრამ მოვა დრო ყვავილთა ფენის, მანდ მომავალი გეწვევა ტიტე და ბღუჯა-ბღუჯა დაგაყრის შენი სისხლისფერ ტიტებს.
27
უკვდავების წყალი გვითხარი ვაჟა-ფშაველავ, რა დაგესიზმრა ამ დილით: მშობელი დედის მანდილი თუ ფიცხელ ჩხუბში ჩარევა, არწივის ფრთების მოქნევა, არსენას ნაბდის გაშლა თუ ოკეანეზე გაშხლართულ სტიქიის აბობოქრება? განა რა გასაკვირია, მთის წყაროს წყალს რომ ნატრულობ, კავკასიონის პატრულო. ახლავ მოგართმევს კვირია. და უკვდავების წყაროს წყალს ეზიდებიან ყველანი, ზვიადაურნი ლელანი, განათუ ვინმე გამოსწყდა. 28
ღმერთმა თქვენი მზე ინებოს, ვაჟას რომ წყალი მისმიეთ, საქართველოში მის მიერ დასახლებულო გმირებო.
შემოგვფიცა (პალინდრომი) აბომ ძმობა.
ეპიტაფია შავ ღვინოს ვსვამდი ზამთრობით, თეთრი მიყვარდა ზაფხულში, ვინ იყო ჩემი დამთრობი, მაგრამ, ვაი, რომ გავფუჭდი. 29
სმის არ ვიცოდი მე ზომა, რამაც ბედს მიმცა ტრაგიკულს, ახლა პატარა ეზო მაქვს, აქ ვერ მოიქნევს თაგვი კუდს. ჩემი ნაღველი ვის ვუთხრა, ფესვზე ვკიდივარ ალვის რტოს, მაშინ თუ ამოვისუნთქავ, მიწა რომ სკდება გვალვის დროს.
*** გაკრული ხარ, ვით ქრისტე, ხის ჯვარზე და მიდიხარ, აქეთ-იქით ტყორცნი თიხას, სამარედ რომ გითხრის ტყე, არ ემდური შენს იღბალს, ქირქილებენ, არც ის გიკვირს. შეუძლია კაცის ქირქილს უნიჭობის შენიღბვა. 30
არ ემდური, არც უვლი, ეს გეწერა ვინაიდან. გოლგოთაზე ვინ აიტანს ჯვარს, თუ არა ჯვარცმული,, ძირს გეთრევა ფარაჯა, როდი მოგდის ეგ სიგონჯით, იარსებებ ლექსიკონში „აღდგომასთან“ მარადჟამს.
საგურამოს პეიზაჟი ხეები ფოთლოვანი, დიდრონი, არაგვის ხეობა და მინდორი. ჭალაში მობალახე კამეჩი, მოზრდილი ეზო-კარი მწვანეში, ნახევრად გაღებული ფანჯარა, დიაცი ფანჯარასთან დამჯდარა. შორს არის წიწამური... ჯერ მაინც 31
არ იცის, სად არსებობს მტერმა ის და ოლღა ელოდება ილიკოს, ჯერ მხოლოდ მეუღლეს და ლირიკოსს. ხიდი „შთამოსულთა თათართა მოიცვეს ერთაწმინდა და ახალქალაქი“ „ქართლის ცხოვრება“
თათარი მოდის მერამდენედ მოდის თათარი, რომ შეგვახსენოს არ მოსრილა ჯერაც თათრობა. აურჩევიათ 32
თავშესაფრად ჩრდილნი მთათანი. ქართველთა სისხლით დაიწყებდნენ, ვიდრე დათრობას. თვითეულ თათარს, საბაცაცოდ თვალებდახუჭულს, პირველად ხედავს ქართლის მიწა, ტევრი თუ ლოდი, მაგრამ ჯარსა სცნობს დორბლიანთ და თავებდაჭყლეტილთ მოუხვევიათ ჩალმები და... თათარი მოდის. 33
გადაიარა ზედაველა გორელმა კაცმა სომხის ტერტერამ, დოესისკენ მიდის რონინით. შინდის კომბალი ხელთ უპყრია ბარძიმის ნაცვლად და ივნისის მზე ეპკურება ველს მირონივით. ანაზდად ხედავს შავ ღრუბლებად აბოლქვებულ მტვერს. ავად იყნოსა, უცხო თესლის 34
აიღო გეში, არ შეეჩეხა სასიკვდილოდ აბორგებულ მტერს. უკუმოიქცა გორისაკენ თაკარა მზეში მორბის ტერტერა და არ იცის ჯერ კიდევ გუშინ ამ კალიებმა რომ დაიპყრეს მიდამო მთელი. უღვთოდ აწამეს ძმა იმისი ჯერ დასჭრეს გულში. მერე ცხვარივით 35
დაჰკლეს გმირი თევდორე მღვდელი. ეს რა იხილა... ო, ეს მტვერი უცხოდ ემტვერა. მორბის, როგორმე გორში შესვლა რომ მათ დაასწროს. მიუახლოვდა მტკვრის ფიცრულ ხიდს ჩვენი ტერტერა, ყველა ფიცარი მოარღვია, ყველა დააძრო. წყალში ჩაყარა, ჩაანგრია ხიდი, გაცოფდა 36
თათარხანობა, ხიდჩაშლილ მტკვარს მოადგა როცა. იმ ტკბილ-მწარე დროს ხმალი ხმლობდა, კაცი კაცობდა და ძალა ჰქონდა რწმენისათვის აღვლენილ ლოცვას. მოიცა ძალა ლუარსაბმა, მეფემ ქართლისა. მოაგებინა დრო იმ ორმა ქრისტეს მსახურმა. სძლიეს თათარნი, ქართლს დაადგა სვეტი ნათლისა, 37
გორიჯვრის მთაზე მაცხოვრად რომ გამოსახულა. ჩვენს ხალხს მრავალი იმის მერეც გადაემტერა. უნარი მაინც ვერ წაართვეს ბრძოლის და შრომის. მტკვარზე ჩაშალა ფიცრის ხიდი, მაგრამ ტერტერა თვით იქცა ხიდად სომხებსა და ქართველებს შორის.
38
ბაგრატის ტაძარი მტერს ქართველები დღეს არ ესვრიან, მოხსენ გუშაგი, შე... ანდუყაფარ. ეს წირვა ბაგრატ მესამესია, ვინც საქართველო შეადუღაბა. ეს არ გეგონოს მესა, მესიავ, სწვდება იმ ზეკარს და ამ თრიალეთს. ეს წირვა ბაგრატ მესამესია, ვინც მამულს კვლავაც გაამთლიანებს. შეჰფარებია კესანეს ია, შენ დაგასველებს წვიმა, სოსანო, ეს წირვა ბაგრატ მესამესია, ვინც გამოუყვანს წირვას ოსმალოს. როდემდე ხალხის კვნესა ესმინა, 39
ცრემლშერეული მლაშე ძირულის, ეს წირვა ბაგრატ მესამესია საქართველოსთვის თავშეწირულის. ტაძარი ცოტა შესალესია, არ ვიყოთ ამის გამო მგლოველნი, ეს წირვა ბაგრატ მესამესია მთლად საქართველოს გამომგონებლის. ო, სულ სხვა არის მისი მისია, სჭირდება ზეცის ნამი მოსავალს, ეს წირვა ბაგრატ მესამესია, ამინ! ოსანა! ამინ! ოსანა!
40
ნატვრა სიმონ ბერუაშვილს
ცამ გადაიკარა, ზარნი თუ არისხეს, დედოფლის მინდვრის რომ მომესმის მუსიკა, ქარელით დაძრულ ქარს ვერ ვკითხავ, ალვისხეს ამაყი კენწერო რად გადაუზნიქა. ალიზის პალატნი მიმზერენ მიწიდან, კუთხოვნად დათლილნი და საჭადრაკონი. რატომღაც მომინდა, მჯეროდეს იმ წმინდა გიორგიმ სწორედ აქ დასაჯა დრაკონი. 41
აქ ზღვარი ეშლება აწმყოს და ანტიკას, ყოველ ხნულს დარაჯობ, ბერუას გვარისავ, წინაპრის კერაზე იმგვარად ანთიხარ, რომ ამო სურნელს ვგრძნობ მე ფიჭვის კვარისას. შენ იცი, გამგები კაცი ხარ რადგანაც როგორი დვრიტაა ადგილის დედაში. მე თამარ დედოფლის ძეგლი მსურს დადგან აქ, სიმბოლოდ სიკეთის, რწმენის და ზედაშის.
ტაძარში 42
ვინც კი შეუშლის ხუცესს ლოცვას, სუყველას ჩავთვლი სულელებად, ტანში განვიცდი უცეცხლო წვას და დგას საკმევლის სურნელება. თითქოსდა ჩვენი წმინდანები აქ შემობრძანდნენ მოკრძალებით, მეც დავილოცო მინდა, ვნებით ამ ღვთაებრივი მობრძანების. მოხსენი პირი ზედაშესო, მეტყვის მეუფე თადეოზი, როგორ იქნება მზე დაშრესო ამ სამწყემსოსი, ამ თეოსი. მეც ხელს მოვაწერ ანდერძზე, რომ შავ დღისთვის გვქონდეს შავი ღვინო. 43
მინდა, სამშობლო ვადღეგრძელო და ჩვენი მტრისად დავიგინო. მითხრა მეუფე თადეოზმა: ნუ იკადრებო მეტ გინებას, ეგ დიდი თასი დადეო, სმა გაწყენსო, გული გეტკინება. ვუჯერებ, ბინდი წინ დაეშვა ფარდად ამ მაღალ თეატრონზე, ახალი მთვარე, წმინდა ეშვად, ავგაროზივით ზე ავტყორცნე.
ჩემო სამშობლოვ შენთან ბრძოლაში სულ ამაოდ მოცდა სტამბული, შენ შორს გახვედი სხვანაირი და შენებური. 44
გაგაჩნდა წიგნი, იმსიშორე რომს დასტამბული და რქაწითელი, თრაკიაში გაშენებული. თვლა არა ჰქონდა შენგან ნაგებ ტაძარ-მონასტრებს, ლოცვას ორი რამ - საყდარი და ბაგე სჭირდება, შენს ტანის აყრას ალბათ ღმერთი მაინც მომასწრებს, თუმცა ძეძვი და სარეველა დაგეჭიდება. შენთან ბრძოლაში ისპაჰანიც ამაოდ მოცდა, მისი მოხარკე ხან კი იყავ და მოიჯარე. გზაჯვარედინზე ბედისწერად დასობილ ბოძთან 45
მტრებს გაეყარე და მათ თავი ამოიჭამეს. ჩემო სამშობლოვ, ათ ბგერაში აჟღერებულო, ამ თხოვნას ჩემსას, რომ შემეძლოს, არც დავმალავდი. სიოს დაუტკბეს, მაგრამ გრიგალს არ შეეპუოს სახელი შენი - საქართველო - აწ და მარადის!
*** მე წყალთა შორის სამ რამეს ვწყალობ, რომ არ შემრცხვება არასდროს პირის: ჟუჟუნა წვიმას, გორიჯვრის წყაროს 46
და ცრემლს, რომლითაც ჟუჟუნა მტირის.
კანტატა სურამის ციხის ძველო ლეგენდავ, ჯვრის მონასტერთან მქროლავო ქარო, უძვირფასესო პაპავ, ლეკებთან ძნელბედობის დროს ჩასმულო ხაროს. აღმაშენებლის აკვნის არტახო, ვერ გაყიდულო ქალიშვილებო, თამარ დედოფლის ტახტის ჩარდახო, ნაჭარმაგევის ჭალის ირემო. 47
დიდი ალმის ქვეშ მდგარო ბიჭებო, ოცდაცამეტო ბგერავ, ხმატკბილო, დემეტრეს თავო, ცოტნეს ბეჭებო, რა ვქნა, რომ კიდევ უნდა გატკინოთ... ბაზალეთის ტბის ფსკერზე, აკვანო და დაჭრილ შუბლზე მუხის ფოთოლო, რომ მოგვიწოდებ - ტყე სათაყვანო მტრებმა რად უნდა ანაფოტონო. თავშებურვილო ნისლის არილით, მყინვარის წვერო... თევდორეს წვერო. 48
შეყვარებულზე ტკბილ სიზმარივით, სექტემბრის ცაზე გამკრთალო წეროვ. მზევ, ამოსულო ვაზის თოხნაში და მლაშე ოფლის ტუჩებზე გემოვ. წყაროს წყალო და ღობის ღოღნაშოვ, თვით „გალაკტიონ ტაბიძევ“ გემო. დღევანდელი დღის გმირებო: გრიგოლ, კობავ, არსენავ, თამარ, მიხაკოვ. არაგველების უწყვეტო რიგო, მგოსნის ჯიბიდან მჩენო მიხაკო. შარაზე ფეხქვეშ შრაშუნა ნეშოვ, უკვდავო ხატო - ბაბოს თავშალო, 49
თავზე დამტყდარო მაისის თქეშო, თავაშვებულო და უავშაროვ. მამის საფლავო, დედის სიმტკიცევ, ამბორის სიტკბოვ, ცრემლის მლაშობო. თამრიკო! ნუგზარ! ზაზავ! სიყრმის ძევ თებერვლის ოცდაცხრაში ნაშობო! აღდგომის ღამეს თქმულო ალილოვ, ზედაშის ქვევრო, იორის ლოქოვ, ბელდაკარგული დათვის ბღავილო და უფლისციხის კლდეების ძლოკვო. 50
რიწავ, სხვიტორო, მტკვარო, ლებარდევ, ფოთთან ჭაობო ამოსაშრობო, ბედნიერი ვარ ტკივილებამდე, რომ სწორედ თქვენ ხართ ჩემი სამშობლო!
*** ხეს, ქვა-კირს ზიდავდნენ ცხრა თეთრი სახედრით. შორს ჰქონდათ წყალი და გათხარეს წყაროცა. მტკვარგაღმა გორაზე, ქალაქის სამხრეთით საძირკველს უჭრიდნენ გორიჯვრის სალოცავს. რწმენისთვის აგებდნენ და იყო დიადი 51
ის სწრაფვა ზეცისკენ, დილის მზეს ვფიცავარ. გააჩნდათ ისრიმი, და ეჭვის ხმიადი გიორგას, ქიტესას, თანდილას, ღვთისავარს. მიმწუხრზე დაღლილი ბიჭები მტკვრის წყალში ნებივრად იღებდნენ ნათლობის ხელახალს... მათ ხსოვნას, გონების ეკრანზე, ის წაშლის, ვინც მხოლოდ ბაღლინჯოს ნაკბენის ხელა ხარ.
52
გაზაფხულის რწმენა მორწმუნეებო, მე მშურს თქვენი: არ გქონდათ ბინა და ქრისტე ხშირად მეფესავით გულებში გესვათ. „ყრმა ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს... ისმინეთ ესე გამოვიდა მთესვარი თესვად.“ არა ჰკითხავდით უდაბნოს ბურს და ზამთრის ყინვას, ხმიადი გეღრღნათ თუ ჭაობის დუბელა გესვათ. „ყრმა ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს... ისმინეთ ესე გამოვიდა მთესვარი თესვად.“ 53
რასაც მარტვილის ღია გულით ესავდით წინათ, ორი ათასი წლის შემდეგაც იმავეს ესავთ. „ყრმა ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს... ისმინეთ ესე გამოვიდა მთესვარი თესვად.“
ფერიას ჩემო ფერიავ, ფერწაუშლელო, ჰაეროვანო, მუსიკალურო, მე შეიძლება, გავძლო უშენოდ, მაგრამ ვერ გავძლებ უსიყვარულოდ. მე შეიძლება გავძლო ულექსოდ, მაგრამ ვერ გავძლებ უპოეზიოდ, 54
ეს ის დრო არიას, უერთგულესო, ჩემთვის რომ კუბო უნდა ეძიო.
წავალ ტაძარში წავალ იმ ტაძარს ვეახლები, სადაც ოდესღაც ილოცა ბაბო მარგალიტამ, თითქოს იქიდან ხმა მიაწვდინა სევასტოპოლს, ქერჩს და ოდესას, სადაც იბრძოდა მამაჩემი მომხდურ სიკვდილთან. თუმც ბავშვი ვიყავ... გავიხსენებ, როგორ აღვენთე, ისევ მივიჩნევ ახალ მთვარეს გაცვეთილ ფლოქვად 55
და ცივ კედელზე შემორჩენილ სანთლის ნაღვენთებს, როგორც ქვამარილს, ირემივით დავუწყებ ლოკვას. წავალ ტაძარში... პურის ბეღლად გადააქციეს თურმე ტაძარი, უამრავი მორწმუნის თვალწინ, პურს ვინ უარყოფს, მაგრამ, ვაი, ბრიყვულ საქციელს არა პურითა მარტო ერთით ცხონდების კაცი.
56
ჯვარცმა გემზე ერთმანეთს რომ დავშორდებით, მარინ, მომიგონებ ნუთუ ძლივს და წვალებით, იმ სიზმარზე არ დაისწრო ქმარი, მე რომ მნახავ მაგ ლამაზი თვალებით. მე მშურს მისი, ვინც ყოველდღე ისმენს შენს საშინლად მშვენიერ და სათნო ხმას. ვერ გამიგებს ვერასოდეს ის მე, თუ შენ ჩემი რანაირი სატრფო ხარ. ანგარიშებს არ ვაბარებ არვის, ხმელთაშუა ზღვის მაცდურო ფერიავ, 57
დღეს განთიადს ელფერი აქვს ქარვის, ზღვის ზვირთები შენი თმების ფერია. ღმერთი ისე ნუ ამომხდის სულს მე, არ დაგვათროს ან მიწაზე, ან ცაზე, თორემ თვითვე დავიჭედებს ლურსმნებს ხელ-ფეხზე და გავეკვრები ანძაზე.
უშველეთ პოეტს დღისით და მზისით უსინდისოდ რითმებს, ესკიზებს, ჩანახაზებს, 58
პალინდრომებს თუ დისონანსებს ჰპარავენ ვახტანგ ჯავახაძეს. ამ დროს კი კარის კრიტიკოსი თავის მფარველთან დამასხარობს, არ უწერია ტიპიკონში თეთრი შავისგან განასხვავოს.
*** წუხელ, დაწოლის წინ შევხვრიპე მწარე წამალი. ვითომ იმისგან? – საშინელი სიზმარი ვნახე. აცოდვილებდა ჭლექით დახრულ ფილტვებს მამალი 59
და ხმის მაგივრად იღებდა ნახველს. გამომეღვიძა მოვუყევი დედას სიზმარი. ჯერ გაიხედა გორიჯვარისკენ, მარჯვენა ხელით გადამსახა მერე პირჯვარი. ჩემი სულიდან ამოძირკვა მგონი ჯავრის ხე.
60
*** როდემდე უნდა ვითავცემო და ვასაჩივრო ჩვენი შეხვედრის ამა ქვეყნად მართებულობა?! შენ მეუბნები: აღარ არის დავა საჭირო, მე მრისხანების კოცონს ისევ ვანთებ ულმობლად. შენ მევედრები: „ამ გაზაფხულს ნუ დამითალხავ. ხომ მართალი ვარ, უმიზეზოდ რომ მედავები?!“ შენ ლამაზი ხარ და ლამაზი მუდარითა ხარ, მარტვილის ფრესკას რომ გამსგავსებ ხოლმე თვალებით.
61
*** სასაფლაოზე უცხონი ღვინოს უქცევდნენ ვიღაცას, ვინც იცხოვრა და იღვაწა. მთხოვეს. მეც სული ვუცხონე: „მომგონებლებმა უხარონ, ღმერთო, ნათელში ამყოფე. დიდხანს ნუ მოჰგვრი ახლობელს, მკვდარი არ დაამწუხარო.“.
სიბნელე ყოველ ფაჩუნზე ვარ ყურებდაცქვეტილი, აღარც იმედია ღამის გათენების, ჩემი ნერვებივით არის დაწყვეტილი 62
გორის ელექტრული ქსელის სადენები. ღვინოს სათოფეზე აღარ ვეკარები, წნევავ, რამდენი თვით, რა ხნით მოხველ ჩემთან. თვალში მეჩხირება ყალბი რეკლამები დაფნის გვირგვინების მუქთად მომხვეჭელთა. რაც დრო დამრჩენია, მჯერა, რომ ეს წლები, ღმერთო, თავგზას უკვე ვეღარ დამიბნევენ. ხალხის გაბრბოებას როცა მოვესწრები, ჩემი კუთვნილი მზე მაშინ დამიბნელე. 63
ილია მართალის მეორედ მოსვლა ის დაიბადა 1837-ში, მე ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ მოვედი და არვინ იცის, იქნებ ფუჭად მომცდარს რითმებში, მქვია თუ არა მამულისთვის ღირსი პოეტი. თუმცა სამშობლოს ოლიმპოდან დასცქერდა მაინც, ფესვები ედგა მის მიწაში, მუხას ვითარცა, მისი თვალები იხატავდნენ არაგვის დაისს და საგურამოს 64
უცნაური სევდით მდიდარ ცას. ახლა, როდესაც სიო ქარად ქცევას აპირებს პეტერბურგიდან მოდის. ხომ არ დარჩება სულ იქ. ფრთხილად მოჰყვება აქაფებულ თერგის ნაპირებს, რომ არ ჩაუქრეს ანთებული სანთელი - სული. დღესა სჭირდება საქართველოს მისი პარპალი, როცა მოიწევს გასათელად ჩვენზე ჩექმები... ლაშარის ჯვარო, უსანეთო, სარკე, ბარბალე, არ გაატაროთ წიწამურზე, შემწედ ექმენით.
65
ჯარჯის წერილი კომისრისადმი „უფსკრულს ჩახედა ჯარჯიმა“ ხალხური „ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა“ ხალხური
ჯარში ნუ წამიყვან, ძია კომისარო და ნურც ამ საქციელს მიწყენ, გინდაც, რომ სახელი ლაფში მომისვარონ, მე დღეს შიმშილობას ვიწყებ. რუსის პოლკოვნიკო, არვის შეეშალოს, რომ ძირს დეზერტირი დაწვა, შენც გთხოვ, იმპერიას უმალ შეეშვა როს, მამულს დასჭირდება დაცვა.
66
არვის დაუჯერო, თითქოს ომისა რომ ჯარჯის ეშინოდეს. არა! სისხლი ვისთვის ვღვაროთ, ძია კომისარო, ჩვენი მამლუქობა კმარა. ერთი ტლუ ბიჭი ვარ, რა ვქნა, მე ხევსური, განა ლეგენდაში ჩავრჩი. დალის დავალებით მთაში ბერხენს ვუვლი, აღარ ესროლოო, ჯარჯი. ძია კომისარო, ხვალ რომ დამიბარო, გიწვევ საქართველოს ჯარში, თავის დამალვისგან ღმერთმა დამიფაროს, ლაშქარს მიამატე ჯარჯი. 67
მარინე მენთეშაშვილს დგახარ ჯვაროსნების ციხის გალავანზე, სად ხარ, უნდა მითხრა, ასე მშვენიერი: მიწის იმ ნაკვეთზე ფიქრი გალამაზებს, დღემდე სათუთად რომ უვლის შენი ერი. დიდი ნებისყოფა რაგინდ იქონიო, ცრემლად დაიღვრები შენთვის ბუნცულისას, გაკვრით გაკაწრული ერთი სტრიქონი რომ ჰპოვო ამ კედლებზე ნუსხა ხუცურისა. 68
*** გულს ბაგაბუგი გაუდის, ტვინი ფიქრს ვეღარ აუდის, ჯავრი აწუხებს „საუდის“ და საკოსტუმე მაუდის. არც ისე ძლიერ ჯიბრიანს, სიკეთეს მტრობით მიბრიან. რა დროს თვალებზე ლიბრია, წასაკითხია ბიბლია.
ოსანა! ერთმანეთს უმღერდით, ზოგჯერაც უღრენდით, გულის კარს უღებდით და მაინც უყეფდით. ამ კასტურ ჭიდილში 69
გათეთრდით ბიჭები, დღეს უკვე სიდინჯით და მტკიცედ ირჯებით. ბრძოლებში ამაყად დაგაცვდათ ჭანგები და უკან არა ხართ მახვილის ჩამგები. ეგ არის ოღონდაც ქართველს ნუ გავთელავთ, ქართველი გოლგოთამ დააწრთო ქართველად. ნუ ველით ხვავრიელ ხვალინდელ მოსავალს, თუ მტერში ავრიეთ მოყვარე, ოსანა!
70
შობა შობის ცისკარო, სამშობლო იხსენ! დღეს არა მარტო ქრისტეს შობაა მოწამებრივად დანთხეულ სისხლზე თავისუფლების მზეს ნიშნობა აქვს. გავა ზამთარი კოშმარულ ძვრათა, მეწყერს წაჰყვება სატანიანდ, ღრმად ჩასუნთქული ჰაერი რათა ამოისუნთქოს ადამიანმა.
აღდგომა გვერდზე გადაბრუნდა დედამიწა, 71
იქ რომ გაანათა ბერმუდი მზემ, მე აქ მთვარე, როგორც მედალი ცას, ისე დავიბნიე ბნელ მუნდირზე. ხევი, ოსეთი თუ ძურძუკეთი მთვარემ გააბრწყინა ჰაიჰარად. ეშმამ, მთაგორების ძუძუმკერდის მჭვრეტმა, თვალზე ხელი აიფარა. კარგად აღარ ვიცი, რა ვისურვო, როცა ყინულეთი არ გამლღვალა, იქნებ შეგიერთდე, მამის სულო, იქნებ ჯერ არა მთხოვ ამგვარ ღალას. მაშინ ცოტა კიდევ მადროვე და შენკენ ნელა-ნელა დამაჩქარე, ეგებ გამიღიმოს ანდრომედამ, ეგებ არ აღმოვჩნდე თამაშგარე.
72
მანამ დიად გულთქმას ვემძევლები, ვფიქრობ, დაამშვენებს როგორ თასებს, მსხვერპლად შესაწირი ენძელები, ჩემი სიყვარულის გოლგოთაზე. მე ხომ უფლისციხის ქვის თეატრმა, შავი ჯოჯოხეთის ბჭეს მარიდა. არვინ მეუბნება: „ქრისტე აღდგა!“ არვის ვეუბნები: „ჭეშმარიტად!“
გორიჯვრის ეტიუდი გამრავლდა სევდა, მთებზე კი ჯაგი, თან ამოქროლდა ქვენა ქარი და მან წამოგასხათ მხრებზე პიჯაკი, 73
ქარის სიავე თქვენ აგარიდათ. ო, გაჩერდება დრო გორიჯვარში, ქარიც უბეში ყისტებს ჩამალავს. თქვენ თუ ბრძანდებით გოგორიჟრაჟი, ვაჟიც არა ჰგავს მკვდრის მზეს, ჩამავალს.
შავი ორშაბათი დაუფლებია გორს აპათია დღეს ყველასა და ყველაფრის მიმართ, ნამდვილი შავი ორშაბათია, შიშინებს წვიმა. განა ყოველთვის დრო შარბათია, დღეს მეუფლება შეგრძნება მჟავის, 74
წვიმა კი... შავი ორშაბათია... საშინლად შავი.
ჩემო რწმენაო! ცა და ქვეყანა რომ იქცეოდა, მე მაინც ფეხზე ვიდექი მყარად, სხვაგვარად მე ვერ მოვიქცეოდი, ვერ გავივლებდი შენდამი ღალატს. შემირცხვებოდა მაშინ ულვაში, ვეღარ შევთხოვდი ნუგეშს ღვთიშობელს, საშთამომავლო წყევლაკრულვაში ჩავათავებდი ჩემს წუთისოფელს. პანაშვიდი რომ იყო სიმართლის, 75
მკვდრის მზე მეწამულ სხივებში მბანდა, დამსგავსებოდა ვირს როსინანტი და ყალბ მაცხოვარს ეძახდა ბანდა. რენეში ვარ თუ ნიგოზაში ვარ, ნურც შევსწრებივარ იმგვარ პანაშვიდს, მაგრამ, რწმენაო, იყო საშინლად რაღაც დიადი იმ განბანვაში.
76
სიყვარული ყინვაში „იგი ყინვიდან შემოვიდა“ ა. ბლოკი
წარბები, შავად გადაკალმული, იმ მკაცრ ყინვაშიც გხატავდა დიდად, შენს კაეშნიან სახეს ალმური მიმზიდველს ხდიდა. სიტყვები შენი ჟღერდა უმკაცრეს ფუგად და სურნელს აფრქვევდა უჩვევს, როცა აპობდი, ჯერ დაუკოცნელს, გაბუსხულ ტუჩებს. მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირობით, მე დავისახე მიზნად დუმილი: 77
მესმინა შენთვის, ოქროპირობდი ღვთის ნათლულივით. მაშინ ჩემ თვალწინ დადგა ხილული ჯვრის მონასტერი მაღალ ათონში. მე შენ მიყვარდი მთლად გაყინული და განათოში.
საგანგებო ლექსი მადლობა, სმაში რომ შემეძლო, განგებავ, სუფრაზე ახმანი დამეთრო ვეება, მაგრამ რად მიბოძე მე ამხანაგებად 78
„ანონიმშჩიკები“ და მედროვეები? საჭურისები და სულნაგვიანები? სულ მქონდა რაღაცის იმედი, ამდენად შენდამი საყვედურს სულ ვაგვიანებდი. ახლა კი, შემზარა ბალღამის ამ დენამ, ეს შურის გუდები ვერ გამოვაკეთე. შემომრჩნენ ბოლომდე, ვატარებ ჯღანსავით და ჩემი ოცნების მოურწყველ ნაკვეთებს ხან შლამი დასდის და ხან წვიმა ჯანსაღი. რა ვიცი, იქნება საჩუქრად. 79
რა ვიცი, იქნება საჩუქრად ვარგანან ეს ფუნაგორია ანონიმშჩიკები. იცადონ, მათ ჯიბრზე ჯერ წრიდან არ გავალ, არც ხარაკირით არ გამოვიშიგნები. მადლობა, განგებავ, მარიდო ვინძლო ცხროს, მე მინდა, მერანი ნებაზე მივუშვა და ქვეყნად ისე და იმდენ ხანს ვიცოცხლო, რომ დავრჩე კაცური ცხოვრების ნიმუშად.
80
*** შენ გაჩნდი სითბოსთან, მზესთან ერთად, მე კი ვარ სიკვდილის ტყუპისცალი, შენ ცეცხლი გადმოგცა ესტაფეტად მნათობმა, დიადი უფლის ძალით. დათოვლილ ქუჩებში ვკამათობდით, გეჩვენე შენ ალბათ უხეშივით და ვიდრე გაყინულს გამათბობდი, ჯერ სიტყვით მაგემე ნუგეშინი. მითხარი, დროებით რომ აცივდა, რომ მალე დადგება კვლავ ტაროსი, 81
იმედის ქულაჯა მომაცვი და სულიდან გამიფრთხე ტარტაროზი. დამზრალი თითები შემისახლე მზის რადარჩაქსოვილ ხელთათმანში და სულაც არ იყო შენი საქმე, რომ მე ჩემს სიკვდილთან ერთად გავჩნდი.
*** მოისწრაფოდა ჩქარი ნაბიჯით, არ ემდუროდა ჯანს, მერე ერთ რიგთან დადგა ნაპირში, ქრისტიანია, ჩანს. ენდროს ძირებით აივსო მუჭა, აღდგომა არის ხვალ, 82
თვალებში ძველი შეკითხვა უჩანს: „უფალო, ვიდრე ჰხვალ?“
ყინწვისისაკენ დღეს გაზაფხულის ის ამინდია, გამვლელ-გამომვლელს გულს რომ უბნიდავს, ყინწვისისაკენ ფეხით მიდიან თაქლა ქალები თაქლის უბნიდან. გასცდნენ ქარელს და გასცდნენ სამწევრისს, ვედრებას გასცდნენ, მერე კეხიჯვარს, სამარეში ხომ ღვთის შესაწევრის არ წაიყოლებს ჩვენი გლეხი ჯავრს. 83
მაისი ფერად ფერებით ფუთნის, მლოცველებს ლურჯ და თეთრ თავშლიანებს, აღმართს ყოჩაღად ასდევენ ხუთნი, ხოლო გარემო ფეთქავს, შრიალებს. არის აღმართი, მაგრამ იციან, იგი არა ჰგავს გოლგოთის მაღლობს, მოაბიჯებენ ლაღად ციციანთ ყოფილ მამულში, ზეცასთან ახლოს. დღეს გაზაფხულის ის ამინდია, გამვლელ-გამომვლელს გულს რომ უბნიდავს და ყინწვისისკენ ფეხით მიდიან თაქლა ქალები თაქლის უბნიდან. 84
ჰავაისაკენ! გრიგალი ჩადგა საკმაოდ მძლავრი, მეზღვაურები იწერენ პირჯვარს გემბანზე, როგორც რიგითი მგზავრი, ხალისი ფრანგულ შამპანურს სინჯავს. ყველას თავისი მოსავს აურა, ნისლში ეხვევა ხომალდის ქიმნი და კუნძულიდან მოჰქრის ზღვაურად ალოჰა ჰოე - ჰავაის ჰიმნი.
85
რემინისცენციები მწყემსებმა რა მოიხილეს ყრმა იესო, თქვეს - გვეზრდება კეთილ მწყემსად აი, ესო. ლეკის წყარო თქვეს რომ დაშრა გუშინწინო და დავითი აღესრულა უშვილძიროდ. წიწამურზე აღმართული ვერტიკალის საწუხარს წუხს მთაწმინდაზე ერთი ქალი, უღალატო მეგობრობის ფიციანი. უსაფლავოდ გადაეგო ტიციანი, ვერ გადურჩა ერთი მუჭა საქართველო 86
თავისივე ძე ცდომილს თუ მზაკვარ დემონს. არას გვარგებს უსარგებლო თავშიცემა, გაიბრწყინა ღვთიშობელის თვალში ცრემლმა. რა კეთილი დედა ჰყავდა იმ კეთილ მწყემსს, რა ცრემლების მოსავალი ვიმკეთ იმ წელს, რომელ წელსაც მზეს იმიტომ შევეგებე, რომ ოდესმე მეც სისხლისფრად შევეღებე.
87
წმინდა ნინოს საფლავთან მე წმინდა ნინოს საფლავს დავყურებ და მეუფლება ისეთი განცდა, თითქოსდა კუბოს თავი დავხურე, თან წუთისოფლის გინება დამცდა. ტაძარს უთუოდ ჰყავს მეთვალყურე, ვუცდი მის რისხვას და, ვაი, ამ ცდას. ეს გაორება თუ გასამება იქნება გაჰქრეს, ზღურბლს რომ გადავჭრი, მსურდა სიტყვისთვის სიტყვა წამება, 88
რადგან უცეცხლოდ აქ ვერ გადავრჩი. ვგრძნობ, ჩავუგდივარ გრძელწამწამება უცნობ ქალიშვილს ტონის რადარში. არ შეიძლება აქ შეცოდება, აქ სიყვარული არ შეიძლება, მაკრთობს მაღალი სამღვდლო წოდება, ლოცვა-კურთხევას მტლად რომ იძლევა, მაგრამ კაცს ხელის გამოწოდება მაშინ გსურს, როცა მიწა ინძრევა. მიწა ამჯერად გულია ჩემი, გული ტევადი, გული მომცველი, ტაძართან იით მოსილი თხემი 89
დასტირის ზამთარს, მარტით მოცელილს. გამოიგლოვა ბოდბეში ტყემ ის, სხივმოსილია ერთი მლოცველიც. მე მას ვუყურებ და მის ვნებიან ღიმილს. ღიმილო, ხარ უხერხული. გავიდეთ გარეთ, სადაც თბებიან მარტის მზის გულზე ზვრებიც, ხევ-ხუვიც. ეს ზვრები წმინდა ნინოს თმებია და იქ ჩაღდება ჯვრების ფერხული. დაეცა სხივი წმინდანის საფლავს, სწორუპოვარო ღმერთო, ჰელიოს, არ ღირსებია არასდროს დაფნა, 90
როგორც წინამძღოლს, ბრძენს და გენიოსს. ქრისტიანებო, ვიცქიროთ მძაფრად, ეს სხივი სხვაში არ აგვერიოს. მე ვანთებ სანთელს და სანთლის წვაში ღვივდება ჩემი ოცნების თესლი, ამ დღეს ხსოვნიდან არასდროს წავშლი, ვამაყობ ამ ძველ ტაძარში შესვლით. წმინდანის ლანდი, ჯვრითა და თავშლით, ხვალ ჩემს ურწმუნო ცხოვრებას შეცვლის.
91
ზაფხული ცემში ჩანდა ისე, თითქოსდა ერთი ნატვრით დავები, იყო ნექტრის სიტკბოსთან კამათები, დავები. თქვენ გინდოდათ, ანიკო, რომ რომანში გაგებით, ეს რომანი არ იყო, კლასიკური გაგებით. ძველი სახლის მეზონინს ჩვენი სითბო გადავდეთ, არ გვრცხვენოდა მეზობლის, რიდი იქეთ გადავდეთ. ის დრო მახსოვს, იმისი მთვარიანი კოცნებით, 92
რომ დამყევით ივლისით მთვრალი ანიკოც ნებით. დარი ხშირად გვდგომია, უხმო და უპანიკო, არა შემოდგომიან ღამეს ტეხდი, ანიკო. და დამთავრდა სეზონი წაღვერის და ცემისა, აღარ ესმის მეზონინს ხმა გულების ცემისა. თქვენ კი გსურდათ, ანიკო, რომ რომანში გაგებით, ეს რომანი არ იყო, კლასიკური გაგებით.
93
ფენიქსი ვისაც უნდა აფხაზეთი საქართველოს წაართვას, ბოროტსა და ყეყეჩ თავზე ჩამოექცეს ცა ართვალს. ვისაც უნდა საქართველო ნაწილნაწილ გაგლიჯოს, ფრჩხილი უნდა დააჭირო, როგორც ტკიპა-ბაღლინჯოს, ვისაც უნდა ქართველები რომ ერთმანეთს წაჰკიდოს, იმის რთველში იჭრებოდეს ძაღლყურძენას აკიდო. ვისაც უნდა, მეგრულ ოდას ჩაუსახლოს კაზაკი, წურბელა ნუ დაელევა იმის სისხლს და გასაგისს. 94
ვისაც ნებავს საქართველო ქართველების გარეშე და ეშვებით თხრის ამ მიწას, ჩვენ დავაცლით ამ ეშვებს. მიტომ კი არ ხარ, სამშობლოვ, ღვთიშობელის წილხვედრი, რომ სხეული აიჭრელო სახედართა წიხლებით. შენ წინ ივლი გონის გზით და ცოტა მოსათმენი გზით, ფერფლს გადიყრი და აღსდგები, როგორც მძლავრი ფენიქსი.
*** დავრეკე. მრავალი წლის შემდეგ დაიმტვრა კლიტეები. იქ ხაზის ბოლოში მისმენდნენ... დღე იყო მიტევების. 95
ზეიმი შევქმენი დარეკვით წარსულის ფერს ვკემსავდით და გრძნობებს, ხსოვნაში დალექილთ, ვწმენდავდით ფრესკებსავით. და ხაზის ორივე ბოლოზე იესოს მიმდევრები არ ვგავდით გაბუტულ გოროზებს, დღე იყო მიტევების.
დიდოსტატი ბევრი არ ვიცი დიდოსტატი მე, ოსტატი იყო თვით კონსტანტინე. არ დადიოდა აფუთფუთებულ გამზირზე, როგორც მთვრალი ბახუსი, 96
თარაშის ბედი აბუტბუტებდა, სევდა სძალავდა ქოსა გახუსი. კოლხური დაფნის გვირგვინის ღირსი კალმით იბრძოდა სამშობლოს მტრებთან და რომელ ცაშიც ფრინავდა დღისით, იმ ციდან ღამით ვარსკვლავებს კრეფდა. ბევრი არ ვიცი დიდოსტატი მე, ოსტატი იყო თვით კონსტანტინე.
97
პილატე პირსაბანს ვავსებ წყალით პირამდე და ხელებს ვიბან, რითაც ვამტკიცებ, რომ ყველა კაცში არის პილატე, ვინც კი არა ზის თავის ადგილზე. კაცობრიობა იბანს, ორმოცი საუკუნეა, ბეჯითად ხელებს. ჩუხჩუხით ჩადის სისხლი ორმოში, ჯვარცმულ სიწმინდეს რომ მოსდის ღელედ. იბანენ ხელებ, თუმცა დამბანელს ვერ გაუცლია ნამსხვერპლის სისხლი და თავს იმართლებს: მე დამაბრალეს, 98
ხალხო, პასუხისმგებლობას ვიხსნი. არაფრად ვარგა ჩვენი საპონი... წუწუნებს, ქაფი და თან სისხლი სდის, ალბათ სხვა რაღაც არის საპოვნი საყოველთაო კათარზისისთვის. მარი გოცირიძის ხსოვნას არ დადიოდა ქუჩაში მარი ეტელ ლილიან ვოინიჩივით, ათი წლის წინათ დამარხა ქმარი, კაი ყმა - გოგი როინიშვილი და ახლა თავად დატოვა გორი. ეს ბანოვანი დაკარგა გორმა, პოეზიას და მაკრატელს შორის 99
წრიალს აქცევდა ცხოვრების ნორმად. მოკრძალებულად სუნთქავდა, მაგრამ ამაყი იყო და უჯიათი, ზედ ახალი წლის პარმაღთან ჩაქრა მისი თვალების წრფელი ჭიატი. წავიდა ქალი დაუყვედრებელ მადლს რომ აყრიდა ყოველთვის მარილს, ცად სასუფეველს დაუხვედრებენ ანგელოზები... წავიდა მარი.
100
ტანაზე ედვარდ ხუციშვილის ხსოვნას
ხეობა. წვიმა. ღია ცის ქვეშ სათრობად ვსხედვართ, ვისა სცალია ჭიქებისთვის, დოქით უნდა სმა და არის დიდი გულისყური, დიდი გულდასმა, რომ არაფერი შეგეშალოს მასპინძელს, ედვარდ. ამ სამ საათში საოცარი საქმეა მეტად, რომ ჩაიქროლა წელმა სამი ათას ხუთასმა, ქრისტიანები ნირვანაში ვიხდით ბუდას ვალს, 101
ჭეშმარიტ აწმყოს მომავლიდან უხდება ჭვრეტა. ნაძვნარის ტევრში ეშხიანად შიშინებს ლეშხი, ამ დალოცვილმა ცამ რაღა დღეს მოაღო ლაში და, როგორც მიწის სიყვარული გამჯდარა გლეხში ერთიმეორეს ვეჯიბრებით შამფურის თლაში. უცებ იჭექა, ყველას გულმა მოიღო რეჩხი, ელვის ფუნჯმა რომ შემოხაზა სიკვდილის რაში.
102
*** ხმლებს სცენაზეღა როცა იქნევენ და არწივები ქათამდებიან, გადამდებია შენი სიმხნევე, შენი მაჟორი გადამდებია. დაცემულია ფასები დაბლა სიტყვის, პირობის და მიტევების. დრომ მესაფლავის ნიჩაბით დაფლა ამირანები, როგორც დევები, შენ გულს არ გიტეხს გაიაფება, არც რწმენის ზღვაში გიცურავს გემი, ჯვარცმულებად და კაიაფებად ხალხის დაყოფის მარტივი სქემით. შენ საჭმუნვარო ბევრი მაშორე, ამიყოლიე ჩემს გზას გაკრულო, 103
გადმომდებია შენი მაჟორი, ღმერთს ვეხვეწები, რომ არ განმკურნოს.
*** შენზე ლოცვებით ვიგერიებდი სტენოკარდიულ შეტევას, ასე მორწმუნე იბერიელნი ხმებოდნენ ტაძრის სვეტებად. დახშული ჰქონდა ყოველ სულიერს ჩემს მომსასმენად ყურები, ცის საქმეებში ხელი ვურიე, სასჯელსაც ვიმსახურებდი. ვაჰ, თუ დამსჯელიც, გულით მოწყალით, არ მკლავს, როგორც შვილს, მიბრალებს. 104
სიყვარული კი, რომ ვარ ცოცხალი, ამას ტყუილად იბრალებს. შენ რას იტყოდი, მწამხარ ვინც ასე, არ ვიცი, ის კი ცხადია, ამ დანგრეული გულის ფიცარზე შენი ანფასი ხატია, ყოფნა წამია და თუ ინება, ღმერთმა მაჩუქოს წამი შვილს, შენი სახების ტატუირებას გულზე ვერავინ წამიშლის.
ის დაიბადა ხვალ ის დიბადა ხვალ აქ, ღვთაებრივ და სასიცოცხლო გენის ულოს ულოზე აწყობს. 105
ბავშვი აშუქებს მომავლიდან დიდი თვალებით, რომ გაანათოს ეს ბნელი აწმყო. მჯერა, ხვალინდელ ბაში-აჩუკებს მტერთან ბრძოლაში ვერ დასძალავს გასავათება. დიდი თვალებით მომავლიდან ბავშვი აშუქებს ამ ბნელი აწმყოს გასანათებლად.
ახალმოსახლე
საკუთარ კერას ნატრობდა ჟინით ჩანდა, რომ გარჯა არ დაეზოგა, სარის მესერი პატრონტაშივით 106
გარს შემორტყმულიჰქონდა ეზოკარს. ღმერთო, ამ სახლს ნუ დაადებ კლიტეს, ვინ გესავს მრევლის ხელიდან გამშვებს?! ამ სახლიდანაც ატანენ წითელ კვერცხებს ჭონაზე ჩამოვლილ ბავშვებს.
იუდა ღმერთის გამყიდველს, გონებამიხდილს, გკითხავ: ღალატით რა შეიძინე?! ვერცხლს გაუსინჯე გემო და მიხვდი, ისიც ყოფილა მლაშე. იძინე 107
თოკზე, ხეზე რომ ჰკიდებ, იუდა. მაგ თავს ასეთი ფინალი შვენის. დამსმენთა კასტას კი დებიუტად გამოადგება ამბორი შენი.
კვლავ ირმასადმი ღორღიან გზაზე დაღლილმა კაცმა სული მოითქვა შენთან შეხვედრით. შენ აარიდე მტანჯველი ჯვარცმა, მის სამყაროში როცა შეხვედი. ღორღიან გზაზე დაღლილმა მგზავრმა სული მოითქვა შენთან შეხვედრით, ათასმა ფეხმა დაუდო სარმა, 108
წაიბორძიკა, ერთი შეხედვით, მაგრამ გადარჩა. ეს დახმარება მოვიდა ციდან, შენი სახებით, უცებ გამოჩნდი, როგორც ხარება, მიწიერი და ხელშესახები. ღორღიან გზაზე დაღლილმა მწირმა თავი დაკარგა თავის შენახვის, მაგრამ გიხილა, ძვირფასო ირმა და შეგღაღადა: „შენ ხარ ვენახი!“
*** ისე მიყვარდი, რომ სალოცავ მონასტრად მწამდი და შენს წინაშე არასოდეს 109
ვყოფილვარ მე ღრძო, მაგრამ გაგაქრე... ო, იმისთვის გითხარი: წადი! – ნამონასტრალის ასტრალური სიცივე მეგრძნო.
ბიბლიური დილა ღმერთს აქვს ეს სურათი გადაღებული: ავდარი კი არის გადაღებული, მაგრამ ზღვა არ ცხრება ყბადაღებული, ქვიშნარი ხრაშუნობს. ო, ეს 110
ლაჟვარდი ცას ცეცხლად წაეკიდება, წამწამებს ცრემლები დაეკიდება, კამეჩი კიდობანს გაეკიდება, ყროყინით მოუხმობს ნოეს.
დავალება სიცოცხლეში გორის ციხის ებგურო, თუ ცად ღმერთი შენს წაყვანას ინდომებს, მაცოცხლებელ წვიმად უნდა ეპკურო საქართველოს ბაღ-ვენახს და მინდორ-ველს.
111
*** შენს წინაშე სიხარბე რომ ყმუის, არ კრთები, ხმას მიამიტად ინაზებ და სიმართლედ გასაღებულ ტყუილს მოთმინების სასწორს უდებ პინაზე. არ გაცდუნოს ოცდაათმა ვერცხლმა, არ გიყიდონ ალმასით და გიშერით, თორემ ვერც დრო, ვერც ფითილი, ვერც ხმა, ვერც სინაზე ვეღარაფერს გიშველის. შენი სულის მიმოქცევა ზღვასებრ სხეულშივე დაატიე, სანამდის 112
ცოცხლობს კაცი, რომლის გაცვლაც სხვაზე არ ისჯება მიწიერი სამართლით.
გორი დღევანდელი ბებერი, მაგრამ არა ბეხრეკი იმედი ჩემი შინ დაბრუნების. შენს საძირეებს ფლავს და მეღვრეკისს სწამდა ნიჭიერ შვილთა ბუნების. დღეს კი უღმერთოდ დრო გაგეხუმრა. ეს მოხდებოდა, რით ვერ იგებდი... აქ აზროვნებამ ჩაკლა გლეხურმა ინტელიგენტში ინტელიგენტი. როდესაც წარღვნის ჟამი მოვიდა, 113
ვერ ჩამოგიგდეთ მაშველი რგოლი და ჩვენ პატარა ქალაქ გორიდან მივიღეთ დიდი სოფელი გორი. მათხოვარსავით გიცქერი მდიდარს, ვუჯერებ ბოლოხანებში ჰეგელს, მალე მოვისმენთ გორისას მთიდან ბრბოს აღტყინებას: „ჯვარს აცუ ეგე!“
*** სასტუმროს კუთხესთან ჩამომხტარ რეგვენს ვერასდროს გაუგებ, ვინ უყვარს, ვინ სძულს, 114
გორიჯვრის მთიდან კი ზარები რეკენ: მოეშვი დაწყევლილს, მოეშვი ბინძურს. ჯობია, რომ ხელი დაავლო ბოცას და სუფრით აუძღვე პლატოზე სწორებს, იცოდე, აქედან აღვლენილ ლოცვას უფალი დღეს შენგან მოელის სწორედ.
კოსმოპოლიტ მეგობარს ძლიერი განცდა ნაშექსპირალი არ გეყო-მეთქი? ჩაუჯექ ქართულს. 115
შენ კი მომახლი: „მაშ ეგ „სპირალი“ ჯობია მეგრეს ან „მეფე არტურს“?! რა უნდა გითხრა, ბუდედ აპრილში სხვენს თუ დაუჭერ მშობლიურ მერცხალს, რა უნდა გითხრა, თუ დედაბრიშვილს არ თვლი ქართული მწერლობის ვერცხლად. შენ შეგეშლება ტურა ციკანში, სხვისი ქორწილის ნათელმაყარო, რა უნდა გითხრა, თუ რაზიკაშვილს 116
ოქროსიტყვების არ თვლი მაღაროდ. კი, ნუ ვიქნებით კარჩაკეტილნი, ვერცვინ დაგვიშლის სხვებში ჩარევას, მაგრამ თუ რამე დარჩა კეთილი ჩემში, ვუმადლი ვაჟა-ფშაველას. შენ კი კაფკებმა, მორავიებმა თუ ვერ აგიხსნეს, რაზე კვნესიან, არ დაიზარო მონანიება სულ ორ ნაბიჯზე დგას ეკლესია.
117
გორიჯვრობა ინთება ცეცხლი და ქვების ბათქაბუთქი იწყება, როგორც „პალუნდრა“. ჩვენი წესები, წესით, არ უნდა მოსწონდეს მამა აბრამის ბატკანს. ღმერთს არ სწირავენ ეშმაკურ თხებს, ცხვარი იდგმება მოსახარშავად და მზად იქნება როცა ხაშლამა, მამაო სოსო სუფრას აკურთხებს. ფეხს არ მოვიცვლით, გინდ გაავდარდეს, ძირს ჩაქრეს მტკვარი, მაღლა მზე დაშრეს, 118
ფსკერს არ ვუპოვნით სანამ ზედაშეს, არ დავიბერტყავთ სანამ სადარდელს.
სანთელი შენ ჩემი სულის მოსახსენებლად ანთებულ სანთელს მიეფარები, რომ აირიდონ ცეცხლის ენებმა საიალქნებო მღვრიე ქარები. პარპალა ალი, სანამ ენთება, შენ არ გადახვალ საფლავის მიჯნას, მერე კი, როცა ჩაიღვენთება, იმავ თითებით გადიწერ პირჯვარს, რა თითებითაც თმას მიჩეჩავდი, 119
როდესაც თავი შენს მკერდზე მედო, სულაც არ მინდა, გახდე ბეჩავი, უთვთოდ საყვარელმოკლულო გედო. ჩამოეცალე საიალქნებო ქარებს, რომ ტვირთი უჩემოდ ზიდო, მგოსნის გვამისთვის მეტად ნაკლებო, მგოსნის სულისთვის ძალიან დიდო.
აბესალომის არია რწმენა არის, რომ გაპასტორებს, გამღვდლებს ანდა გაბარინებს, 120
კედელთან რწმენა გაბამს, თორემ მკერდს ვინ მიუშვერს კარაბინებს.
*** სიზმარში ვიღაც უცხო კაცი გამომეცხადა, თილისმასავით მომაწოდა ბუმბულის ღერი, მერე ვიგრძენი, თითქოს ფრთები გამომესხა და ხმა დამედევნა ბურჭულაძის ბანივით მჟღერი: მიწაზე ტანჯვად შენი თუკი იქცა ცხოვრება და ვერ ივარგე საწინამძღვრო გუგუნისათვის, 121
უფალი ცაში დაგავანებს, იქ საცხონებლად გაგამწესებსო უკუნითი უკუნისამდე.
წარწერა წიგნზე „ილია სამეგრელოში“ დატოვე ვაზის კახეთი, ქართლი - ქცეული ხეხილად, სამეგრელოში ჩახვედი, რომ საქართველო გეხილა. მას ყველა მკვდარი უცხონდეს, ვინც ჩაიფიქრა ეს ტურნე, ის არ ხარ, რომ არ უწყოდე, რა ხალხის მხარეს ესტუმრე. ზრდილობიანად დახვედრა არ შეეშლება ოდიშარს, 122
სუფრები ვინ დაგაყვედრა, ყალბად ვინ მოგიბოდიშა?! ქართლოსის ჯიშის ძე გმირო, ამის თქმის არა მრცხვენია ამ წიგნით მცირე ძეგლი რომ დაგიდგა კვარაცხელიამ.
*** ვისაც წირვა ფულის გამო უყვარს, იმას ღმერთი წირვას გამოუყვანს.
ლ-ს იცი, რომ მომწონხარ და თვალს ვერ მიმართავ, 123
ცეცხლი შენს ლოყებზე კი მიკლავს ცოტა ჟინს. უთხარი, ლოცვის დროს, როცა ღმერთს მიმართავ, თუ ჩამეთვლება-თქო სიწითლე ცოდვაში.
ურწმუნო თომა ქუჩაში უთხრა სავლემ იულონს, არ გვაქციონო ზიმბაბვეს ტომად, აბა, შენ რა გაქვს სანერვიულო, კოლექტიურო ურწმუნო თომა?! შენზე ამბობენ, მიეჩვიაო შინ, მოწყალების იმედზე, ჯდომას. ჰო, არაფერზე იეჭვიანო, კოლექტიურო ურწმუნო თომა. 124
მუჭა ბრბო, როგორც მამინაცვალი, საძინებელ აბს გაყლაპებს ბლომად. ნეტამც გეძინოს ამირანსავით, კოლექტიურო ურწმუნო თომა.
*** „ჭკუით, ქართველებო!“ ჭაბუა ამირეჯიბი
ხალხში დღეს დათესილ ტყუილს, ჩვენდა სავალალოდ, ვმკით ხვალ. ხან მგლის ხროვასავით ვყმუით, ცოდვის რომ აგვცილდეს კითხვა. „ჭკუით, ქართველებო, ჭკუით“, 125
ღმერთმა მწერლის პირით გვითხრა. ცრემლიანი აღდგომა ზაზას ხსოვნას შენ სანთლით ხელში ყოველ ამ დღეს იდექი ტაძრად, რათა დაგეცვა ხოლმე ადათ-წესები მკაცრად. შენც ჩაიფერფლე სანთლად... ნუგეშს იმითღა ვცდილობ, რომ მხოლოდ მე და ქართლმა კი არ დაგკარგეთ, შვილო... სულ ერთი თვის წინ მე ხომ დავიკვეხნიდი სამ შვილს... 126
შენ დამიტანე, მეხო, თუ მოვყოლივარ ზვავში?! ცრემლგამშრალს არ მაქვს ნერწყვიც, რომ დავისველო სასა. მარადისობას ერწყმი. წვიმს. ქრისტე აღდგა, ზაზა.
პარაკლისი მოგცეს მაფრაშა. სამხედროები არ ატარებენ ომში ხურჯინებს, დაგაკრეს წყვილი სამხრე დროებით, ხელში შაშხანა დაგაბღუჯინეს და ახალბედა ქართველ ჯარისკაცს 127
სად გიკრეს თავი, არც კი უწყოდი. აქ დედაშენი დადნა ჯავრისგან, შენ გიშრებოდა პირი უწყლოდ იქ. მკერდთან იგრძენი რაღაცა ღრიჭო, ვერ ისარგებლე მაინც მაფრაშით. ვიღაცამ გითხრა - მიიწი, ბიჭო, როცა ჩაწექი საძმო საფლავში. არ შეიძლება იქ ლაპარაკი და პირი გიყოთ მიწამაც შავმა... დღეს პატრიარქი იხდის პარაკლისს და შენთვის ანთებს კელაპტარს, შალვა.
128
მგოსნის ანდერძი ნუ მიაბარებთ ჩემს გაყინულ სხეულს პანთეონს, სიცოცხლეში რომ ესიზმრებათ მთხლე კლასიკოსებს. ასეცა ხდება, ჯუჯა ჰბაძავს დევგმირ ანთეოსს, შუბლზე მოწამის გვირგვინსავით ეკალს იკოსებს. ბღენძას კანონით არ ეხება არსად აკრძალვა. ჩემი გულისთვის ნუ შეაკლავთ ურვა-გლოვას თავს. პანთეონი კი იქ იქნება, სადაც დამკრძალავთ მთის ციცაბოზე, კლდის ქიმთან თუ ჯართის გროვასთან. *** 129
რა უხეირო სპექტაკლს ვესწრები, ყველა თამაშობს, ვხვდები დრომ განვლო. შემირცხვენია ჯაზ-ორკესტრები, ყველა აჟღერებს თავის დოლგარმონს. დრომ განვლო, მაგრამ ამ დროს ჯერ ვერ ვკლავ, აქ უნდა ვიჯდე, აუ, კარგა ხანს. ფარისევლობის ფეიერვერკმა ნამდვილი სახე დაუკარგა ხალხს. გადმოალაგა ბარგი ნახირმა ეს უნიჭობით სავსე ბაგაჟი. ღმერთო, შენ აქ მე არ გინახივარ, როგორც მე შენ იქ... მაშინ... ბაგაში.
130
თაქთაქიშვილი სახლში მუშაობენ. მას კი როიალი ედგა სამსახურშიც, ასკილოიანი, რათა ჩაეწერა ზუსტად ის ჰანგები, ციდან რომ ესმოდა მინისტრს ღვთის განგებით.
ფანშეთიდან ვეშვები მძიმე ფიქრებისგან ვითომ ღამე გვიცავს... ყველას არ ვუყვარვარ, ვინც მე დამინდია... გუთნისდედასავით ადრე გამეღვიძა, 131
მაწვნისდედასავით მჟავე ამინდია. „ქართლის ცხოვრება“ რომ გულზე უსვენია, მითხრა მასპინძელმა ავსაჯანიშვილმა, მერე გავიხსენეთ - შაჰმა ჰუსეინამ, ქართლში ვახტანგი რომ დასვა ჯანიშინად. ციხეს ქაჯეთისას ჰგავს მთა ქაბარჯინა, მთამსვლელს არ იკარებს მხრებში აწურული, ისე ავია და ისე კაპარჩხინა, როგორც ხასიათი ზვიად ქალწულური. 132
ნისლი გაწოლილა კვალად მყინვარწვერზე, ცრის და ორნახადიც ბოთლში ყელყელაობს, ახალ ჩვეულებებს თუმცა კი ვაწესებთ, ფუძე ძველ ადათებს ჯერ არ ერყევაო. ღმერთმა მიუტევოს ხევის ამირახორთ ჩემი გამოთრობის ცდა და შეცოდება, რომ ის სასწაული ვეღარ დავინახო, თერგის დაბადება რასაც ეწოდება. 133
*** აფერუმ, ძველი გზა რომ დააგდე! შენს გვირგვინს ალმასს არ უმატებდა, რომ გიყენებდნენ ჩემ წინააღმდეგ წარმატებით თუ წარუმატებლად. წუთისოფელი ზნის გამოცდაა და თავს აგრძელებ ეო-მეოთი. შენ ხომ იუდა არ ხარ, ოცდაათ ვერცხლიან ქისას რომ შელეოდი.
ჭიკოს აღსარება ძველი სახელი მახსოვს, როგორც ბებოს კომოდი, მე, ვინც ვნებისა და სიმუნჯის შენადნობი ვარ. 134
შენ უნდა ჭიკოს ჭიგოსავით გვერდით სდგომოდი, არ დაგანება ჩემი თავი შენმა დობილმა. ვიცი, ხანდახან რომ გავკრთები ცაზე, რომელიც უსპეტაკესი ოცნებებით გაქვს მოქსოვილი. ერთი სული მაქვს, თუმცა მჯერა, რომ არ მომელი, შემოგიმტვრიო კარები და გეცე სოლივით. გათათხე, სწყევლე ჭაბუკური გზნება ჭიკოსი არა და მწყურის შენი წყნარი ხმის გაგონება. 135
გულით გიყვარდა... და შორიდან მაგ გულს გიკოცნის ის, ვისაც ერთხელ აერია მისგან გონება.
სამება ტაძართან ავი იდგა ტაროსი, ჩვენ შევცქეროდით ხელთუქმნელ ნაწარმს. თუ ვინმე იყო იქ ტარტაროზი, სულს გააპნევდა მაშინვე, რა წამს ააგუგუნა მნათემ სამება ცადასვეტილი სიწმინდე მძლავრი. ძე-ღმერთის სულით ნათესავებმა 136
გადავიწერეთ პირჯვარი კრძალვით.
ქეთევანი ვერ დააჯერა ცანი აღვლენილ ლოცვებს ტანჯვაში დაქალებულმა, თვალები ცრემლის სანიაღვრენი ჩამქრალან, თითქოს გაქვავებულან. მთავარი არის სულის სიმტკიცე, სიცოცხლე არ ღირს ნატეხ ყანადაც. სპარსული მთვარის არფა სიკვდილზე, გმირულ სიკვდილზე უკრავს კანტატას. 137
*** რამდენჯერაც კი ვიყვავილე, დამტუქსეს - სხვებს ნუ აემტვერები. განუყოფელი ვიყავი მე, ჩემში არ იყო ალტერ ეგო. ვებრძვი სექტანტურ თეორემებს, ვთვლი ერისათვის ზედმეტ ჰობად, ჩემში არ არის მეორე მე, მწყინს თუ მიხარის, ზედ მეტყობა.
ალექსანდრეები როცა ერთმანეთს დავშორდებით, ძვირფასო საშა, 138
ერთხელ შენც ჩემი მოიგონე სული კაშკაშა.
15 წლის ასაკში დაწერილი ლექსიდან უნდა შეაკოწიწოს მასამ დრონი კავშირით, ჯინი არ ამოუშვას ჩაწნეხილი სურაში, რომ საშა სულ ახსოვდეს მას ანდრონიკაშვილი, მსგავსად ფეხმოკვეთილი ლომაია შურასი. ზეციდან თუ ვარსკვლავებს არა წყვეტდნენ, რა უჭირს, ათი მცნებით მცხოვრებნი 139
არ უშლიდნენ არვის ხელს. მათი ხსოვნის ბზას და ნაძვს ვეკიდები ბღაუჭით. ვინ დაებღაუჭება ჩემი ხსოვნის ალვისხეს?..
*** „ო, შენ ჩემო ფეხადგმულო არყო“ ესენინი
დავღონდები, თუ არ დამეთანხმებით: თქვენ გლოვისთვის გაჩენილი არ ხართ. მინდა, გთვლიდეთ მეც გოგმანა არყად.
140
ქალბატონო, არ გიხდებათ თალხები. ნუ გამიგებთ ცუდად თქვენთვის მორალის წაკითხვისგან დამიფაროს ღერთმა, არ ეკუთვნის მარტოოდენ ერთ მამრს სილამაზე, ღვთისგან ნაამბორალი. დე, თქვენდამი მოკრძალებამ ნუმც იკლოს, რომ იგუბებთ ამოსახეთქ ლავას, აფერუმ, თქვენს დიდქალობას, კვლავაც თუ ინახავთ ქმრის სიყვარულს უმწიკვლოდ. 141
თქვენ უკვდავი მშვენება ხართ ჯილაგის, საცნაური კი გახდება როსმე, თავბედი რომ აწყევლინეთ მგოსნებს, არცთუ მძაფრად მოთოკილი სილაღით.
ოდა იმ ჩემს ნაფიქრალს ვაცხადებ კვეხნით, რაც დიდი ხანი გულში მდებია: თუ ღვთის წყალობა არსებობს ქვეყნის ეს საქართველოს ურჩი მთებია. 142
ტყეები, შავი ზღვის სანაპირო, ზარი რომ ზარავს, ხან ჭირს და ხან ლხინს. ურმული, სკანი გოლუაფირო სულისდგმა არის ძვირფასი ხალხის. იქით ევროპა, აქეთ აზია მის საგალობელ დიდებას მღერის, ქართველი ქალის სილამაზეა სტრატეგიული სიმდიდრე ერის.
დ. ა. ყალბად გაიძახი: ეს რა ბინებია ჩვენი დევნილების ციცქნა ბარაკები?! 143
ერთი ჯაყოსი რომ ასე გშინებია, რომელ ახალგორზე მელაპარაკები?!
თუ დადნა სანთელი სულაც არ არის სავალდებულო, მზეთუნახავი იყოს ქალი, რომელიც დაგაწერინებს ქრესტომათიულ ლექსებს. ის უნდა იდგეს შენ გვერდით, როგორც ვაზი ეხვევა ჭიგოს, რთვლის შემდეგ წმინდა ღვინოდ ამაღლდეს საწუთროსეულ ლექზე. სულაც არ არის სავალდებულო, ის იყოს შენზე მრწემი, 144
მთავარი არის, რომ შენი სულის შანდალში ისე ენთოს, რომ მერე, იმედგაცრუებულსაც, პირველყოფილი რწმენით გაბუტბუტებდეს სინანულისფრად: „მე შენ მიყვარდი, ღვენთო.“
„ვისი ძუძუ გიწოვია?“ „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი.“ ხალხური
მე გაბუტული მკერდიც მინახავს და, რა თქმა უნდა, ამაყი მკერდიც.
145
ერთ მშვენიერ მკერდს ფოტო მინახავს რომ უთამთამებს ნიავი მერდინს. მიწოვნია და მიმიკონია... მაგრამ რას სჩადის ადამის ნეკნი?!. გაიზრდებიან სილიკონიან ძუძუებიდან ალგეთის ლეკვნი?..
მევახშეებო, წინ - მწერლობისკენ! პირი რომ ჰქნა მათმა თესლმა, ჩვენდა ჭირად, გორისაკენ სიყრმიდანვე რუდუნებით აითვისეს ორი საქმე.
146
მევახშეებს ალჩუზე რომ კოჭი კარგად უჯდებოდათ, არ ნაღვლობდნენ - ეს სინდისის დაკარგვად რომ უჯდებოდათ. ეს ვთქვით ერთი! ვთქვათ მეორეც: ხალხს უწერდნენ „ანონიმკებს“, ასმენდნენ და აბეზღებდნენ - ვინ რა სთესა, რა მოიმკეს. ვინ რას ჭამსო, ვინ რითი სვამს ჯიხვის რქით თუ ჯამებითო... მათ შეარგოს ღმერთმა, რასაც ღორის მადით ჭამენ თვითონ. ჩამობერდნენ ამ ყოფაში, ინტრიგების ამ ხაზირში, მათზე თურმე კარგად უთქვამს პოეტ გივი ალხაზიშვილს: 147
სამწუხაროდ, გორს მწერლებად მოვლენიან მევახშენი, აქეთ ფეხი არ გადმოდგა, მევახშეო, მე, ვახ, შენი!.. თამადის ეპიტაფია შემოსწრებულ კაცს სულდგმას აცლიდა. უცხო კაცთან არ უცხოვდებოდა, ურჩევდა: ის აქ თუ თასს დაცლიდა, იქ წინაპრები უცხონდებოდნენ. ბილწ ვნებას თავი არ გაუყადრა, ძეგლი დაუდგა ემფატიკურ „ა“-ს, ქართული ენის დვრიტა უყვარდა და „კეისარი“ ერქვა თიკუნად. 148
თაფლი გამწარდა მდელო ჰყვაოდა, მთების ძირები მოჩითულიყო სულმთლად იითა. იმ ღამეს დიდხანს ვერ ვიძინებდი დაბრუნებული სათაფლიიდან. მამცნობს წარსულის ქრონიკა მძაფრი, მტერმა სიხარბე რომ ვერ დასძლია მურვან ყრუს ჯარს აქ ველური თაფლი უჭამია და სულიც გასძვრია. მინდა, რომ თავი დაგიკრა დაბლა, შენ რომ მაჭარი მასვი, დაღვინდა. რა მშვენიერი მოჩანხარ, თაფლო მასწავლებელო, ამ სიმაღლიდან. 149
თაფლობის თვეს რომ ჩემს კალენდარზე მონიშნულიც კი არ ჰქონდა ქიმნი, როგორც წარმართმა ხოტბა ზედაზენს, თაფლისფერ თვალებს ვუმღერე ჰიმნი. თონეში ბევრმა კუტმა ითაფა, ვერ ვანუგეშებ ცბიერს და შემძრომს მე მათთვის ენას ვერ დავითაფლავ. ჩემი მოთაფვლაც ვერავინ შეძლო. ქვეყნად პოეტი რადგან არსებობს, მხოლოდ მან იცის, ვითარცა ჯვარცმა, 150
თაფლი მწარეა, შიშველ ტანზე რომ უნდა წაისვა სიცხეში კაცმა. სიყვარულის ანატომია რითმა „მაჩუქა“ ანა ფრანკმა, მაგრამ მე ვდუმვარ ამ ანაზე. სიტყვებს ჰაერზე არა ვფლანგავ, შენ ჩემს შუადღეს ალამაზებ. დღეს ქალთა წრისგან მოკვეთილი ზენას „ვაბრალებ“ ყოველივეს, ცამოწმენდილზე რომ კეთილი ანგელოზივით მომევლინე. გაგიმხელ: ჩემი ლირიკა რომ არის სიცოცხლის ელექსირი. 151
შენ სულაც რომ არ მიმიკარო, დამიზეპირებ მე ლექსივით. გაგიმხელ: უცხო ბალერინა სულში ჩამიძვრა მე კინაღამ... შენ არ ხარ ანა კარენინა, შენ ჩემი ანა სნეგინა ხარ.
ნიშნის მოგება დღემდე ქართველის მგინებელი ვერ დაილია. განა უგებდნენ ნიშს, ერისთვის სწადდათ სიფხიზლე, როცა ბედნიერ ერზე პამფლეტს წერდა ილია ან სანიკიძე როცა წერდა სამას სირცხვილზე. 152
მოსთქვამს მავანი და საეჭოდ წუწუნებს ხშირად, იტყვის - ქართველმა ფეხი ნეხვში როგორ ჩაყოო. ჩვენ ბეწვის ხიდზე გავიარეთ უფსკრულის პირას იმისთვის, რომ ქართლს დასდგომოდა დრო უჯაყოო. ჰო, ნიშნს გვიგებენ გვარშეცვლილნი სხვა ტომისანი, პირჯვარს იწერენ, სულები კი მიჰყიდეს ეშმაკს. დღეს არ მჭირდება მე, რომ მათი ვხატო მიზანი ისედაც იცის, ეს მგლის ჯიშის ქართლოსის გეშმა.
153
სამებისაკენ დაჯექი ავტომობილში, ტაძარი მოვინახულოთ. იქ ნერვებს რატომ მოგიშლი? არ შეგჭამ - მგონი, ვმარხულობ. ოცნებადამსხვრეულებმა მოვინახულოთ სამება, სინდისის განსხეულება კეთილად მოგვესალმება. ნაღველს ჩავიკლავ, ჩემ წილად არ ვივაგლახებ წარსულზე. უფალს მადლობას შევწირავ, რომ ქართულ მიწა-წყალს ვუმზერ. ავანთებ მე მათ სახელზე სანთლებს, აიქ რომ მიწვანან. დაგცდება ცრემლით სახესველს: „ბოლოდ შეყარნეს მიწამან...“ 154
და ჩემთან ერთად, მშვენებავ, დაგლოცვენ მეუფეები. დამისველდება შენებრად თვალების მე უპეები. დაჯექი ავტომობილში ტაძარი მოვინახულოთ. იქ ნერვებს რატომ მოგიშლი? არ შეგჭამ - მგონი, ვმარხულობ.
ეკლესიის პური მეუფე ანდრიას
...და ამოძრავებს ბოროტ საცეცებს შორიდან გორის ქუჩებში კრემლი. ის ომის კანონს მიტომ აწესებს, 155
რომ ეკლესიას მოაკლდეს მრევლი გვებრძვის დუშმანი, ხარობს ჯაყოცა, ყასიდად თეთრი ალმების ქნევით. მტკვრელი ბიჭები მტერმა ჩახოცა, გაზრდილმა ვოლგით, ირტიშით, ნევით... გორის „მამებმა“ დააგდეს კერა, ქალაქი დარჩა ღვთის ანაბარა, თვალს ეჩვენება სიმტკიცის ფერად შავად მბზინავი მღვდლის ანაფორა. ამ დროს ანდრია, მეუფე ჩვენი, არ ეპუება რომელიც უცხოს, 156
ეკლესიის პურს იესოს რწმენით გასხივოსნებულ სამრევლოს უცხობს და დამეთანხმე, მოყვასო ჩემო, არ გავუწირავთ ღვთის ანგელოზებს. ვერ შეჭამ, თუ გაქვს საერთო გემო, ამ პურს უბრალო ხორბლის გემოზე. პური - ტაძრიდან. ბომბები ციდან. მტრები კინაღამ გორს დაეუფლნენ. მრევლი იმედით გიყურებს წმინდა ამბიონის წინ მდგარო მეუფევ.
157
„მივეც პური და საღვთო რჯული ერს!“ – შენ ეს პასუხი გქონდეს კითხვაზე: ხანძთელისა და ცოტნეს სულიერ მემკვიდრეობას როგორ ითავსებ?
*** შენს ლამაზ თვალებს როდესაც ვკოცნი, ქვეცნობიერად ვრწმუნდები მაშინ, რომ ხარ კეთილი იმედის კონცხი, უიმედობის ბობოქარ ზღვაში მატან ლოცვას და მაბრუნებ წაღმა, 158
მზად ხარ თვალების გასატანებლად. ო, არ ეხილოს მაგ თვალებს წარღვნა და ანგელოზის გასატანება.
საქართველო ყელზე თოკი მოგეხსნა, ორას წელს რომ ზედ გება, ჩვენ აღვადგენთ, მამულო, ამ თავიდან იმ ბოლოს. ბუდეშურის კუმპალში საქართველოს მზე დგება, როგორც თავისუფლების ფრთაშესხმული სიმბოლო.
159
შოთას შთამომავლობა არ დაილევს ნიჭ-უნარს, რათა აღდგეს სამება, სიონი თუ ოქონა. ვერხვის ძირში გოგონას კვლავ აკოცებს ბიჭუნა, ყურისძირში ხუმრობით ვისაც სტკიცავს გოგონა. ისევ აღგვაფრთოვანებს მაყრიონის ჩამოვლა, დალი ისევ დაიცავს მთის ფერდობზე მიკრულ თხებს, მყინვარწვერის ნისლიდან ანგელოზი ჩამოვა, თერგში ფეხებს დაიბანს და სამშობლოს მიკურთხებს.
160
შობის დღე (პალინდრომი) აისი ვისი, ვისია! ასეთმა ამბებმა ამთესა. ამბებმა, ამბებმა, ამბებმა მაცილა ალი ცამ აბედმა. ღამდება. დაისი ნისიად.
ესკიზი გიორგი ლეონიძის პორტრეტისთვის „თქვენ დაიბღავლებთ, როგორც ლომები“ გიორგი ლეონიძე
სუფრას ატყვევებს პოეზიის ლომი აურით 161
დღევანდელი დღე შევუნახოთ ქორონიკონსო. გრგვინავს გიორგი, ყანწში ღელავს ლომიაური, პოეტი ლოცავს თქვენს მონასტრებს, გორო, ნიქოზო.
რიწა მე ვარ ტბათა მეფე - რიწა, გამოვტაცე მე ფერი ცას, საქართველოს სარკე ვარ და ყრმაც მეტრფის და ბებერიცა. მე ამინდს ვქმნი ციტრუსებზე, ვნაღვლობ ქვეყნის სიტურფეზე, 162
მაღლა სოჭის გირჩებს ვკვებავ, დბლა - ენდროს წითურ ფესვებს.
დიდება გორიჯვარს ვაჟა აბრამიშვილს
შემოდგომაა. მძიმე აღმართს მივყვებით მთისას. ვერ შეგვაშინებ, შავ ღრუბელთა, ვერა, ბანაკო! მე გვერდით მივდევ მამულიშვილს, ქალაქში ვისაც ძალუძს, გორიჯვარს რომ შენობით ელაპარაკოს. დიდთა საქმეთა ჩამდენელო, კარგად ვიგონებთ, 163
როგორ ვხარობდით ნანგრევებზე ტაძრის აღდგენას. ეჭიდებოდი ქრონიკებს და ქორონიკონებს, ეძებდი იმ გენს, რაც მიგაჩნდა ერის ნაღდ გენად. მე შევცბი იმ დღეს, დავინახე როცა ქვემოდან ამომავალი ჩვენი მოძმე, როგორც ტურისტი, სამსახურიდან ვინც გაგდებას მემუქრებოდა გორიჯვრობაში გორელების სიარულისთვის. შენ სხვა იყავი ამბიონთან ღმერთის მოშიში ანთებდი სანთელს 164
და ხედავდი, მორჩილად მდგარი, ალს რომ დაჰქროდა სალოცავში, ბუდემოშლილში, აბურთებული ბურეთის მთის თავნება ქარი. რაც ჩაიფიქრე, აღასრულე და აღადგინე, წმინდა საყდარი ქრისტიანთა მყარი დიდება. შეგხვდა ჯებირიც, წინაღობაც, გულიც გატკინეს, მაგრამ სინდისი წყენაზე ხომ არ იყიდება. ჩვენი პალიტრა იტევს ცისკრის და მწუხრის ლაჟვარდს, 165
ჟამი აღდგომის წირვად გექცა და პარაკლისად. გორიჯვართან კი, ყველამ ვიცით, ბატონო ვაჟა, არ აქვს უფლება ბევრს შენობით ლაპარაკისა.
შეხვედრა სიონში თავს უყრი მიწიერ ტკივილებს და ყველას სამარეს აქ უთხრი, აქ, სადაც ბზა ბზინავს, კირილე მღვდლის მიერ წუთის წინ ნაკურთხი. მე ვიცი, ბზის ტოტს რომ მაჩუქებ, 166
გულწრფელი ამბორით გამთანგავ, დაგლოცავ: ო, დიდხანს აშუქე სხივები მაგ ლამაზ თვალთაგან. სიონის ანგელოზს, ფრესკაზე ოსტატის მარჯვენით შეფრენილს, სჯობნი და ისა გჯობს. ფრეს გაძლევთ, თუ თქვენი მსაჯობა შემფერის.
*** თუ მთვრალმა მგელმა პირჯვარი გარდაისახა, არ დაიჯერო, ის მგელი, რომ ცხვრად გარდაისახა. 167
იაკობი სამშობლო მე როდი გავეცი, მტერს მკვახე პასუხი გავეცი. ნატეხმა ჯუღაანთ გორისა, ვინატრე ნიავი გორისა. უფალო შენ ჯვარზე იმიტომ ეწამე, რომ ცოდვილ ჯამაათს ეწამე.
*** სასაფლაოს ფერდობს ფურისულები მოჰყვებოდნენ, როგორც მკვდრების სულები. 168
ბიბინებდნენ, ჩურჩულებდნენ. ბალახებს და ყვავილებს ხომ ნიავი ალაღებს. სიო მთიდან იმათ ამბებს მომიყვა. ღმერთო, მაშინ რა ყვავილად მომიყვან, როცა არვის ვეხსომები სახითაც, საკმაო ხნის გატანილი სახლიდან?! სასაფლაოს ფერდობს ფურისულები მოჰფენოდნენ, როგორც მკვდრების სულები.
169
შუშანიკ! როგორი გოგოც ჰყავს ვარდან მამიკონიანს, ისე მამაცი არცთუ ბევრი გამიგონია. დღეს ორი გზა გაქვს: ქმართან უნდა გალამაზდე ან გაუნიორწყლო ღვთისმგმობელი ძალა მაზდეანს. მე ბავშვობიდან თვალწინ ძლიერ ქალად მედექი და მტეხავს შენი მარტვილობის მოწმე მეტეხი.
170
„ქებაჲ და დიდებაჲ...“ ქართველს რად უნდა მეტი სიმდიდრე, ვიდრე ქართული ენაა! ამ წყალობისთვის - ღმერთო, იდიდე! მადლობას ვუხდი ზენაარს. ენით რომ უდგას, უნდა ვიცოდეთ, ბედნიერების ჟამი ერს. დე, სამყაროში სულ გაისმოდეს ძალუმად: მრავალჟამიერ! ქართულ სიმღერას, ქართულ მუსაიფს შოთაც აქებდა, თმოგველიც. იყოს ქებაჲ, გვახლდეს მუზაჲ და დიდებაჲ მოგველის. ვიცი, სამყაროს ვერ გადაფარავს 171
ჩვენი ქართული ჰანგები, მაგრამ დალოცვილ ქართულ ლაპარაკს თვით უფალი ჰყავს გამგები.
ორნი „ო, გამჭვირვალე კაცუნებო, ო, ქონდრისკაცო ბეხრეკებო.“ იულიან ტუვიმი
ქუჩაში ვხვდები მოლაყბე ორ ყრუს, ხალხს უღიმიან, თან ამოწმებენ. პან, არ გეგონოს ეს წყვილი მოყვრულ სალამს უძღვნიდეს თანამოძმეებს. 172
თარსი დილა მაქვს, ბატონო ტუვიმ ვხვდები ღვთის სულაც არა ორ მოშიშს. ესენი გეგმებს აწყობენ, თუ ვინ ჩააგდონ ჩუმად გათხრილ ორმოში.
სინდისის თავისუფლება საქართველოს კათალიკოსპატრიარქის, ამბროსი ხელაიას ხსოვნას
გეყოფა სისხლით მთვრალი სუფრები, სანთელი ანთე, ერმა იეროს.
173
სინდისისგან რომ თავისუფლდები, რას იძენ იმის სამაგიეროს?! ურწმუნო ძალავ, სიწმინდეს ეხსენ, ხიშტით ნუ ცდილობ რწმენის დანგრევას. ეკლესიას რომ იკიდებ ფეხზე, მაგ ფეხის ბოლო არის განგრენა. ჩემიც ისმინე ხმაჩასახშობო, რომ მომეჭერი აფთრულად მე შინ: სული ღმერთს ვანდე, გული სამშობლოს, შენ დაგიტოვე, მათხოვარს, ლეში.
174
მკბენარები მკბენართა რიცხვმა იმატა, ადრე თუ იყო ორი. კარგად მიიღეს იმათაც, მათგან რა დარჩა? მძორი. გრაფომანებმა ბოლო დროს შემომაჩვიეს ენა. ფეხზე მკიდია, ბოროტნო, თქვენი უნიჭო კბენა. უსაქმურობა არაქათს რა უმოწყალოდ გაცლით, გზას დააყენეთ ბარაქა, განკითხვა დგება მკაცრი.
175
ზოგიერთ ქალბატონს შემოგვინახა ზნეობამ, რწმენამ ის ალავერდი, ის ქვათახევი. რომ უმზერ ამდენ სიწმინდის მწვერვალს, დაფიქრებულხარ, ვის გადაყევი? დაყვედრებული რად გინდა ლუკმა, უცხო მიწაზე ღამის თევანი? რა პირით უნდა დაბრუნდე უკან, არც თამარი ხარ, არც ქეთევანი.
სამების ზარები უთხრა სამების სამრეკლოსთან მნათეს ილიამ: 176
გავაღვივოთ, რაც ხალხის გულში დათესილია. ჩამოჰკარ მძლავრად, რწმენა გახდეს უნეტარესი. იცოდე, რომ მრევლს ჩამოკრული დუნედ არ ესმის.
თიხის ფიალა ზურაბ წკრიალაშვილს
ლაშარის გორისკენ მიმავალ შარაზე წამოწვა ტატნობი. შენ ხომ მე არაფერს მიმალავ რა დღეა - ლოცვის თუ დათრობის? აქ ჯვარმა განდევნა წარმართულ 177
კერათა კერპული სიმკაცრე. ამ ნიშნებს მოყვასად ვწამვარ თუ თავი მაქვს სახლელი სიმკარზე?! მე შენთან ლამაზი და მძიმე დღეების ხსოვნას რომ ვინახავ, ამაზე ვერავინ დამცინებს „სად იდექ, ვის გვერდით, ვინა ხარ?!’ შენ მარტო მამაცი კი არა, ის ხარ, ვინც იშორებს მლიქვნელებს, ტყვიას სვამ ტყვიაში - იარაღს გიქვია ძმობა და სიქველე. შენ ქალაქს დამცველად უდექი, ლაშარის გიორგი გშვენოდეს! მე ბევრი არ ვიცი უდრეკი, ასე რომ ზიდავდეს შენოდენს. ბოჰემა დავლოცოთ ამჟამად! – 178
თუ არა ფიალით, შევსვა რით?! საწუთრო არა ღირს ამ ჯამად თიხისა რომ არის ჩვენსავით.
ალეკო ჩოჩიას ხსოვნას ნაბახუსევზე მობანცალე ორს გონზე მოსვლა რომ მოუწევს, მაშინ იარას ვეღარ მობანს ალეკო დაჭრილს, დანა რომ ჩაარტყეს ტანში. ბუხრიდან ასულ მორიალე კომლს დიდ სადღეგრძელოს მიუძღვნი ვეღარ, ხალხს დააწურე ოფლი, ალეკო და თვით აიდის წიაღში წევხარ. 179
თქვენი შენობა იქცა ჰოსპიტლად, აიღეს შენი ძეგლიც, ალეკო, ეზოში ბევრმა ჩიტმა მოსკინტლა, ღმერთმა ნუ ქნას, რომ სკორემ წალეკოს, თორემ გაქრება სითბოს მარაგი, დაიკარგება ხსოვნის იოტიც, მე ბევრი ცოცხლის მძაგს ლაპარაკიც, შენ ჩემთვის მკვდარიც ხარ პატრიოტი. დაგტოვეთ წვიმა-თოვლში ალეკო, მძიმეა თოვლის საბან-გობანი?! ვერხვის ხეებით მოშრიალე გორს აკლიხარ, როგორც კაცს მეგობარი.
180
საკრალური სამი სამებაზე დაგაფიქრებს განგება სამებიდან პირჯვრის წერით გამოსულს, ჩემთვის ბევრი იდუმალის გამო მსურს ლაბირინთში უცხო გზების გაგნება. სამყაროა, სამოთხე თუ სამარე, მათ საკრალურ სამთან თუ აქვთ კავშირი, სამჯერ იცვლის საფლავს ბარათაშვილი, მთაწმინდიდან არ დამოძღვრავს სანამ ერს.
181
საქართველოს მეფის საზანდარი კი, საათნოვა, სამ ენაზე ბუბუნებს. თარის ხმაზე ხმა უწყდებათ ბულბულებს, ეშხში შედის სიყვარულის ტარიგი. ღამის სამი სააათია. ლოგინში ბორგნეული სული ვეღარ თავსდება. ხან ბეზრდება რბილ ბალიშზე თავს დება, ხან საბანიც ნერვებს ისე მოგიშლის...
182
*** გიჩანს შუბლის შრეებიდან ნაოჭების მძიმე გოფრე. რამდენ რეგვენს შეები და რამდენ ბრიყვთან იმეგობრე. გადასცილდი სამოცდაათს, დაგიზრა თმის ფარჩა ჭირხლმა, ეხ ცხოვრება გამოცდაა, შენ ერთხელაც არ ჩაჭრილხარ.
*** მადლობა, მიქელ-გაბრიელ, მანდეთ თქვენ რომ ბეჯითად გეპატიჟებით სადაც შოთაა, შექსპირი, დანტე... 183
მადლობა, მიქელ-გაბრიელ, მანდეთ, რომ უკვდავების საშვები მანდეთ, ჯერ არ მიშვებენ მე ბადიშები. მადლობა, მიქელ-გაბრიელ, მანდეთ თქვენ ხომ ბეჯითად მეპატიჟებით.
უნოტარიუსო ანდერძი შვილებისადმი ანდერძი ესე არ საჭიროებს ნოტარიუსის ღერბიან ბეჭედს, ეყოფა დანის დასმა ჭრილობებს და სიზიფეს ქვის აწევა ბეჭებს. 184
სამარის ჭიებს გააქვთ ფუთფუთი ჩემი გაფცქვნილი ძვლების ლოდინში, ნახევარ ტონში ჩემი ბუტბუტი მიიღეთ, როგორც მშობლის ბოდიში. და გაიაზრეთ მგოსნის ცხოვრება, მოსილი არცთუ ვარდით და დაფნით. თქვით, მამათქვენი სულს საცხონებლად რომ არ იტკბობდა წინასწარ თაფლით. არ სჭირდებოდა შეცვლა ფასადის, თავისი ჯვარი წამებით ზიდა, ამ ხელფასიდან იმ ხელფასამდის 185
არ მოუცვლია ნაბიჯი გზიდან. ნახეთ, ამ მთამდე როგორ მივიდა და გაივლიდა კიდევ ორ ამდენს, ათმარცვლიანი ქარვის მძივიდან ქირომანტიის უკვდავ სკოლამდე. ძმა არ ჰყავდა და უყვარდა ძმობა, უყვარდა დები - ჰყოლია არც და. ზოგჯერ უჭირდა ავსულის ცნობა, დროსტარებაში ნამეტან გამცდარს. რაც იყო, მორჩა. ჩემი წიგნები არ შეარცხვენენ ინჯიების გვარს. იქ გავიხარებ, თქვენ რომ იქნებით დაშორებული იმ ჭიებისგან. 186
მოავლეინეთ ფიქრს ინდოეთი და დაუჯერეთ მკითხავ ხვარამზეს, რომ მამათქვენზე დიდი პოეტი დაიბადება გორში ხვალ ან ზეგ.
საძმადნაფიცო ზაურ წაქაძეს „იტყვიან ასე: იყო საწყალი ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.“ ტიციან ტაბიძე
მის გარეშემო აურზაური უთუოდ იმის საწინდარია, რომ დაავიწყონ ზაურს ზაური, 187
იმად აქციონ, რაც თვით არიან. წუთისოფელი უთუოდ დალპა, სადაც მხატვრის და გმირის წილხვედრი იყო, არის და იქნება ალბათ ბრბოს ქირქილი და ვირის წიხლები. მაგრამ მხატვარი მათ არად არ თვლის, ძაღლების ყეფაც მას არ აშინებს. ჰქმნის თავის ძეგლის მასალას და თვით უკვდავდება იმ მასალაშივე. ის არ გაზრდილა ორპირის ფშანზე, მაგრამ ორპირის იცის ბუნება. 188
თეთრს არასოდეს არ იტყვის შავზე, ხალხს მისი სიტყვა ესალბუნება. სამოცდაათის გახდა და კვლავაც მზად არის, დუშმანს მარჯვენა სდრუზოს, მერე მოგვიყვეს, როგორ გაკვალა თოვლი, რომელიც ათოვდა თრუსოს.
თამადა მწამდა, გორს ამაგს დაუფასებდი, როდესაც კალამს დაუმონავდი, არ გაშინებდა „დაუ“ მონარდის და იმარჯვებდი დაუბასეთი. 189
პენსიონერის ჯიბეებისთვის ზეაიწია ცხოვრების ფასმა, შენ კი ლირიკის მწვერვალზე ასვლას კიბური რითმის კიბეებით სცდი. ჩვენს თეატრალურ ნადიმზე ხშირად გიყვარს თამადის როლის მორგება. ეგ შემართება, ეგ აბორგება შენში მოსწონდა ქალბატონ ირას. როცა ვუსხედვართ ლხინის მაგიდას, ერთ უცილობელ ფიქრად ის მომდევს, რომ მსურს ძალიან დიდხანს ისმოდეს 190
„დიდება უფალს“ შენი ბაგიდან.
ვითომ ქედანი შენს ესკიზს მოვხაზავ, ცნობილო ახვარდ: ღუღუნი გიყვარდა, მაგრამ ვერ იქედნე, რამეთუ იყავი ნაშობი იქედნედ იმ სახარებიდან, მათემ რომ გვახარა.
დუმილი ...გადაუხდიათ კიდეც წლისთავი, ნინომ მომწერა აბასთუმნიდან. 191
თაყვანისცემა ჩემი მისდამი უხილავ კავშირს აბამს დუმილთან. არავის უკვირს მუნჯის სიმუნჯე, პოეტი კი რამ დაამუნჯაო. თითქოს ვიღაცა მაყრის ქიმუნჯებს იმ სულეთიდან ასე უჯანოს. რა უნდა ასეთ ურწმუნოს მრევლში, ვერ გადუსახავს სწორად პირჯვარიც. მჭორავენ... მე კი საცაა შემშლის ნათელას ხმა და ყავის ფინჯანი. და ტაძრის ზარებს არისხებს მნათე, 192
ცის გვემუქრება თავზე დამხობა. შენი სიკვდილი არ მჯერა, ნათელ, არც ეს დუმილი ნიშნავს თანხმობას.
ხატი ქალბატონო, მე ასეთი მახსოვხართ, მიაგავდით ვერცხლის მკედით ნაქსოვ ხატს. შემინდეთ, რომ ხატის ჩინი შეგძინეთ. თქვენ უფალზე არ იყავით ფეხმძიმედ, 193
მაგრამ ისე ღვთაებრივად მოჩანდით, საფეთქლიდან თლილი ფეხის კოჭამდის, რომ ვიგრძენი თავი თქვენდა მლოცავად. დღესაც, ზოგჯერ მოწყენილი როცა ვარ იმ ხატს ვუმზერ - სილამაზის იდეალს, ჩემი ხსოვნის კედელზე რომ ჰკიდია.
194
წერილი განჯიდან „ძესა კაცისასა არა აქვს, სადა თავი მოიდრიკოს“ ლუკას სახარება „სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკო თავი“. ნ. ბარათაშვილი
ასეა ჩემი ამბავი, დავდევ სხვა ქვეყნის თულებს. მაპურებს ქრისტეს ამბარი, მაგრამ მომკლავენ თურმე. აქ „პური“ ჩვენი ანბანით რომ მივაწერო ფურნეს. ვმოძრაობ მექანიკურად, ჯანს აღარაფრით ვუვლი, დრო-ჟამმაც ვერ განმიკურნა 195
შენგან ნატკენი გული. ქართლიდან მე გარიყულმა ვერ მოვიშორე მუმლი. საკუთარ აზრებს სულ ვმალავ, რომ არ წამომცდეს ავი. აქ ყოფა გრძელი ზურნაა, ბედი - ყორანი შავი. სად განისვენოს სულმა ან სად მოიდრიკო თავი.
მესამე დღე „და მესამე დღესა ქორწილი იყო კანასა გალილეაისა“ იოანეს სახარება
თუნდაც მომცეს უკვდავების რაყამი, 196
ნუ მომასწროს ღმერთმა ქვეყნის პანაშვიდს. მე გახლავართ იმ ქორწილის მაყარი, რომ იხდიან გალილეას ყანაში. ქრისტემ ჩემ წინ აღადგინა ლაზარე და საპყრებიც მაღლდებიან ოცნებით, სიხარულის აღლუმი აქვს ნაზარეთს, ჯერ შორს არის გამცემლური კოცნები. მწდევ, მაწამებს რწმენის ყანწის წყურვილი, ბიბლიურმა დამიშაშრა ხორცი მზემ.
197
ბოღმა სკდება კეთროვანის წყლულივით იმის ყელში, ვინც ვერ მოხვდა ქორწილზე.
მშობლები გხმობენ მძიმე მარხვის დღეებში სულ ნახულობ ორთავეს, მიგიღებენ უბრალოდ, არც ვაივიშს მორთავენ. ობოლი ხარ... ისინიც ხომ არიან ობლები... სიზმრით მოგიწოდებდნენ გარდასული მშობლები.
198
უდაბნოში განდეგილ ბერის კარავს კერავდნენ შავი ორშაბათიდან წითელ პარასკევამდე.
გნიასი კი არ მგონია, რომ სერაფიმი ვარ და საფრენი ფრთები ამომდის. მინდა გითხრა, რომ ამ საღამომდის წაგვრილი ჰქონდა დღეს ენაპირი. თუ არ შეგაკრთობს ამინდი მსმელთა, ჩამოდი ჩემთან და მე მოგიცდი, 199
რომ წაგაკითხო გიორგობისთვის წვიმის პეტიტით ნაბეჭდი სევდა. დრო ახმიანდა ჩვენში სისრულით, გიმადლი, რასაც არ გიმადლიდი და წესს ამიგებს არქიმანდრიტი, ვიდრე სიკვდილი დამცემს კისრულით.
ჩვენება „სადილად ერთი კამეჩი, ვახშმად არც სამი ეყოფა“ ამირანიანი
როცა ქრისტეს რჯულზე ვაქცევ სელიმ ბას თუ ფათალა ხანს, 200
მაროკოელ ქონდაქარს თუ კერპზე მგლოვარ ბენინელს, ბრბო ხელს მტაცებს, ჯვარზე მაკრავს, მეუბნება: პატარა ხანს ჯვარზე ისე იყავ, ლურსმნებს მალე მოვარბენინებთ. მაფურთხებენ ერთიანად თმიანებიც მელოტებიც, ესენი ხომ სადილადაც - რის ერთ კამეჩს, სამს ჭამენ. მეც ვდგავარ და გაფიჩხული კიდურებით ველოდები უჭმელი და კოჭლი მჭედლის გამოჭედილ სამსჭვალებს.
201
გორიჯვრის დაღმართი მამა იოსებს
დამთენებია წიგნებზე ხშირად, თვალების უღვთოდ ამონისვლამდის. ხან თუ მჩხიბავდა მეგრელი ცირა, ხან მაწვალებდა ამონის ლანდი. ვაჭრად ქცეული ხარბი ელიტა, საპალნე ჯორებს მოწყურებული, ყველას სდევნიდა სარბიელიდან, ვისაც კი ჰქონდა მორწმუნე გული. მეც დამიქნიეს თითი მუქარით, მაგრამ გორიჯვარს ვერ დამაშორეს, გორი ეგონათ კერძო დუქანი 202
გაზულუქებულ დედალმაშოებს. დიახ, ბევრი აქვს გორს მაგალითი და ამის მოწმე შენც ხარ, მამაო. „არ დაუყაროთ ღორს მარგალიტი!“ – განა უფალი გვმოძღვრავს ამაოდ. ჩვენს სახელებზეც ვარდის კუკურად თუმც გაშლა იწყო საწუთროს დაღმა, მაინც თვალებში გვიდგს შუქურა, ისე მოვარღვევთ ღორღიან დაღმართს.
203
საქართველოს ვინც შეივრდომე და შეიკედლე, იმან ვერ შეძლო შენი გატანა, გაგინიორწყლა სხვამაც სიკეთე ვისაც მიენდე, გიღალატა მან. არა და მარტო როგორ იქნები კაცობრიობის ამ მარულაში, შენ არ გაწვალებს სავსე ჯიქნები, მაგრამ ნამუსის დაგაქვს ულვაში. ზეცა ხომ ყველას ეყოფა ქუდად, ცაც ზიარია და ცისქვეშეთიც, აქ არ ჭიდაობს მოსესთან ბუდა, არ ეჯახება ტაძარს მეჩეთი.
204
უკვდავ იოთამ ზევდგინიძეს იოთამ ზევდგინიძე გიორგი VIII-ს სარეცელში ჩაწვა - მეფე გადაარჩინა შეთქმულთაგან სიკვდილს და თავად დაიღუპა.
შენ შესანდობარს როგორა გკადრებ სიკვდილით მართლა სიკვდილის მომრევს, გმირად შობილო ძალიან ადრე, რა იშვიათად გიხსენებ ხოლმე. ალბათ არ არის ცხენის მოკაზმვა განწირულ მეფის საწოლში წოლა. როგორც ერთგულმა ყმამ და მოყვასმა 205
სამარის სუნთქვა იგრძენი ცოლად. დღეს ჩემთან ერთად შესვამ! ტროპარიც ერთად ვიკითხოთ სანთლით, იოთამ, მერე ვთქვათ მათი შესანდობარი, ვინც არ იცოდა, სად მიდიოდა.
*** ჰაერი შრიალებს თეთრ არყად და იმას მკითხაობს ურთხმელი, ლაურას ყურისთვის პეტრარკას რაიმე თუ დარჩა უთქმელი. აპრილი საოცრად აღტყინდა, ათასფერ ყვავილად დაფქული და მათე ახალი აღთქმიდან 206
გვაუწყებს: „ახლო არს ზაფხული.“
ანფისკა გამომიგზავნა ჩელიაბინსკმა მადლობა მას ამ არმაღანისთვის, მე ჯერ არ ვიცი, ჩემი ანფისკა თუ რას მიქადის ამაღამისთვის. თქვე დალოცვილო დათვებო, მარქვით, რატომ ბრძანდებით ასეთი ავნი, ჩვენკენ განთქმული რუსული მარკის ბომბებს და ტანკებს როდესაც გზავნით. 207
თქვენი ბაზა და თქვენი ყაზარმა ისეა, როგორც - სად ერეკლეო... შემწყნარებლობა თქვენი მწყაზარმა ანფისკამ მთხოვა. ვცადე. ვმერყეობ. რისთვის გესობით, როგორც ეკალი, რად მითვალთვალებთ ციდან ჭოგრიტით აგვისტოს რვაში რომ მოგეკალით, ანფისკას ცხარე ცრემლებს მოგვრიდით. გამოგვიგზავნეთ სიყვარული და ჩვენც სიყვარულით დავხვდებით იმას. 208
ასე ჯობია, თორემ ლულიდან წამოსულ ტყვიის ავბედით წვიმას მარტო ქართველი არ ესიზმრება და ჩვენც, ვენდობით მანამ ჯებირებს, არ გვავიწყდება არესის ნება: სულ ერთ მხარეს არ ამარჯვებინებს.
სიცოცხლე გრძელდება ამბობენ ასე: ადამიანი, როცა მოვკვდებით (სულერთია, ტანმორჩილნი თუ ახოვანნი) 209
ჩვენი არსებობა განა წყდება, განა მოკლდება. ამოვლენ მცენარენი ბალახბულახოვანი; ამოვლენ ტირიფები (უეჭველად მომტირალენი), ეს ჩვენ ვიქნებით და როდესაც კვირტებს გავიშლით მაშინ დაიწყება ჩვენი სიცოცხლის მოტრიალება. მაშინ გავცოცხლდბით ხეში, ყვავილში... და მე ამ მგოსნებს ყველა ხალხის, ყველა დროისას, ვისაც ეს აზრი უტყორცნია ნუგეშივითა, როგორც ისარი, ველად მოისარს, 210
რაც არის, არის, მე ასეთ პასუხს ვუგებ შინიდან; ეს შეიძლება ისე ბრძანოთ, როცა ღვინოს სვამთ, ან მანდილოსანთ ესაუბრებით, თანაც ლოტოს შლით, მაგრამ მითხარით, როდის გადიქცა შელი მიმოზად, აბა, მაჩვენეთ თქვენი თაგორი სადმე ლოტოსში. რატომ აცრემლებთ მანდილოსნებს და რად აშინებთ, სამართლიანი ხომ იქნება, მათ რომ იჩივლონ. აბა, ჩინარში მომაჩვენეთ ბარათაშვილი 211
და სცადეთ ბალახის ფოთლებზე უიტმენი აღმომიჩინოთ. მე რომ მოვკვდები, ჩემი სახე ჩემს შვილს ექნება ჩემთა ყოველთა ოცნებათაგან ამ უდიადესს. ის რომ არ იყოს, მე იმისი შემშლის შეგნება ადამიანი, ვაითუ, მართლა ბალახებად ამოდიოდეს. მამა გამშორდა და მე მინდა, რომ სიკვდილის ვიყო მოსისხლე. თუ ვინმეს უნდა გაიხსენოს, აი, აქა ვარ! მამა გამშორდა და მე დავრჩი ნიკოლოზის ძე და ის არ მოვა 212
ყვავილებად ან ნიავ-ქარად. ჩემში იცოცხლებს, შვილიშვილში იცოცხლებს კიდევ (ამბობენ; კაცი თითქოს პაპის მიმსგავსი არის) და ასე, მარად მისი ცხოვრების უდროო ჟამს ჩატეხილ კიბეს გაამთელებენ თაობები თავისი გვარის. როგორი სულიც იმას ჰქონდა, მეც ის მიდგია მამის წინაშე მისი შვილი დარჩა ვალდებულ... ჩვენი ცხოვრება მარტოოდენ ბეწვის ხიდია თავს მოატყუებ და ჩავარდები. 213
მგოსნებო! მიწას დააჩნიეთ ნატერფალები, შვილები გყავდეთ, წაიღებენ თქვენს სახეს ამბად! ვისაც არა გყავთ... ბალახებად და ტირიფებად ამოდით... რა ვქნა, თქვენი საქმის თქვენ იცით ალბათ!
ორმოცი ნუთუ ეს ბედი მოგელის, მამა, რომ მწარედ გექცეს ტკბილი, მთელი ცხოვრება შეგერგოს შხამად იანვრის წყეულ დილით. რომ ამოავსო წყეული ორმო 214
გველეშაპივით კაცმა, გიხდიდნენ რაღაც მისტიურ ორმოცს, დაბადების დღის ნაცვლად. რომ დღეს უშენოდ გაშალონ სუფრა და იწყონ შენი მკობა. მამი, ადექი, სადა ხარ უბრად, ვის უთმობ თამადობას! ვაწყდები აქეთ, ვაწყდები იქით, ვერვინ ვერაფერს მშველის. რამ მათქმევინოს ამ ღვინის ჭიქით სამადლობელი შენი...
215
ჩანახატი მთაში გზა დახვეულა, თითქოს თოკია, აგერ, გორიჯვრის შემოსახვევი და ჩიტი მიხმობს; „ბიჭო გოგია!“ დავიწყებია ჩემი სახელი.
პროფილი როცა შევცქერი მაგ თვალებს მეტყველთ, იესოს შევთხოვ ხელაპყრობილი გადამავიწყოს ყველა პროფილი, დღემდე რომელთაც ვუქმნივარ მე ტყვედ. მაგრამ ღმერთიც რომ განრისხდეს ჩემზე, 216
მტკიცონ ხატებმაც და მაცხოვრებმაც, თუმცა სუსტი ვარ, მე მაინც შევძლებ შენი ღიმილის დამახსოვრებას. თუმცა ბაგეთა ბადაგი მომწონს, როცა ვიქნები შენგან პყრობილი, მე მოვალ, რათა გადაგიკოცნო... პროფილი.
შავი თმების პატარა ნისლო მე რომ მოვკვდები, თქვენს ქუჩაზე ჩამატარებენ, თუმცა ეს სიტყვა შენთვის ცუდად მოისმის ოდნავ, მაინც გავიგებ ამა სოფლის შავ ნეტარებას. 217
გახსოვს? მინდოდა ქვეყანაზე ყველაფრის ცოდნა. წამოვა ხალხის შავი ტალღა ჩემი ამწევი, მე რომ წამოვდგე, გაჩუმდება სუყველა წამსვე. ქაღალდი მომცენ, ხომ სჭირდება პოეტს საწერი, სამოგზაუროდ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად წამსვლელს. ჩემს საყვარელ თავს ვეტყვი ხოლმე: ნუღარ ფართხალობ, როგორც სიყვარულს, სჯობს, სიკვდილსაც ჩქარა დანებდე. მეც მინდა რაღაც 218
ჩემი წილი მიწა გავთხარო... მე რომ მოვკვდები, თქვენს ქუჩაზე ჩამატარებენ და შენ კი ამ დროს, შავი თმების პატარა ნისლო, მუსიკის ხმაზე იქნებ ფარდას, სარკმელს მიეჭრე. სურათს შეხედავ და ჯიუტი ქოჩორით მიცნობ, კივილს გაიგებს დედაშენი, რამეს იეჭვებს. გამოხვალ გარეთ, გაერევი ხალხის დინებას, შენზე იტყვიან ამის ცქერა ერთ რამედ ღირსო და არავის არ, არავის არ ეცოდინება, რად გაწვიმდები, 219
შავი თმების პატარა ნისლო. როცა ცოცხალ ვარ, გეძებე და გნახე ადვილად, მივწი-მოვწიე უწმაწური შარლატანები. როცა ცოცხალ ვარ, თქვენს ქუჩაზე ჩემით დავდივარ, მოვკვდები - მაინც თქვენს ქუჩაზე ჩამატარებენ. მე რომ მიყვარდა შენ დაიწყებ დალულვას თვალის, ცუდად გახდები, თითქოს მთელი გულით ბოღმა ხარ. ჩახვდი! ცხოვრება თვალხუჭუნას თამაში არის -
220
მე დავიხუჭებ და ვერასდროს ვეღარ მოგნახავ. გაირბენს ჭორი და მიკიბულ-მოკიბულები, შენ გაიფიქრებ: „გამჟღავნება არ ამცდა, არა“... გული წაგივა - სულ ერთ წამში მოგიბრუნებენ, მე რომ წაგივალ აღარ მოვალ არამც და არამც. შენ მეორე დღეს რომ მიუხვალ საკლასო ოთახს, არ იქნებიან შენნაირად მგლოვიარენი. გაკვეთილებზე უარს იტყვი: „არ ვიცი, ცოტაც...“ მე მეპატიოს უმიზეზო ორიანები. 221
გამოასწორებ... მუდამ მქონდა შენი იმედი, აჰანდე, ბოლოს სიყვარულიც მისწავლებია... გავცდი თქვენს კარებს, ჩემს ჩასასვლელ კართან მივედი და შენ კი არა, გადავკოცნი მიწას ვნებიანს. შენ გიწოდებდი, შავი თმების პატარა ნისლო, ჩემი სიცოცხლის ბოლო წლების ჩამათავებელს. ჯერ კი ვნუგეშობ, თუ ნუგეშად ივარგებს ის, რომ როცა მოვკვდები, თქვენს ქუჩაზე ჩამატარებენ.
222
ჩემო პატარა ღმერთქალო ჩემო პატარა ღმერთქალო, მე ეს მინდოდა მეთქვა, რომ სევდამ არ გაგაფერმკრთალოს გეუბნები და მენდე. შენთან ვიქნები მარადის, თუ გინდა, კუბოს კარამდის, ვინც მოსვენებას მპარავდი ჩემი სიკვდილის დღემდე.
მონასტერში მონასტრის კედლებს ვერსად გავუსხლტი, დაჟანგებულან მეფის თოფები. რომ მეჩვენება კვნესა ფაუსტის, 223
ვხარხარებ, როგორც მეფისტოფელი. ჩანს, აგონია ახლა იწყება, რაკი ვხარხარებ და არ ვამთავრებ. დიდი სიცხე მაქვს, დიდი სიცხე მაქვს და თავს ვავედრებ მთავარ ამ მთავრებს. ვიგონებ შიოს პატარა ესკიზს და მახსენდება ჯვარცმული ქრისტე. მოვა ნიღაბი „ღიმილი ფრესკის“ და მას ჩაიცვამს გოეთეს „ქრისტელ“. რაც ჩვენმა ხალხმა მოინაკლისა მთელი არსებით დამენანება.
224
თვალწინ გამირბენს დრო ირაკლისა, ამირანების გავერანება. ჩვენ დაგვიღვრია ხალასი სისხლი და აღარა ვართ მეტის მთმობელი... სიცხე არ ცხრება. სირცხვილი - სიცხეს! ვხარხარებ, როგორც მეფისტოფელი.
225
ოდიშურ ოდაში მოსვლისას მოვდივარ ჩუმად, მინდა ეზოს გვერდზე შემოვლა, თუმცა არავინ იცქირება ძველ შენობიდან. ერთი დრო მოვა ამ ეზოში ვერც მე შემოვალ, ისევე, როგორც მამაჩემი ვერ შემოვიდა. აქეთ გლეხებმა არ იციან ჰიმო-ჰაამო, თხებს უღელი აქვთ, რომ არ გაძვრნენ ღობეთა შუა. აქ მაფშალია ბულბულები სტვენენ საამოდ, ისე საამოდ, ალბათ მეგრულ ენაზე თუა. აქ ჩემი ტოლი 226
გოგონები არიან განა?! მოსვლისთანავე ჩავუსხდებით წყნარად ამ თალარს და სახარებას წამიკითხავს მარიამ-ნანა ეგება გზაში ოჩოკოჩმა სადმე გამთვალა.
ორბელიანის განძი ტანძლიერი ტანძიელი მონასტერში მიდის. ეგებ ოქროს განძი ელის ან სახელი დიდი. გულს ვეღარა უხარებდა, 227
მუდამ შური სდევდა(შური არის მწუხარება სხვისა ლხინსა ზედა). შეხვდა ქვებით მოლასტული მონასტერის ეზო. არ ეამა მონასტრული მყუდროება ეგზომ... მერე ბნელი განაპო რა, გამოსცილდა სწრაფად, მოიხვეჭა ანაფორა და სახელი „საბა“.
228
მე და ეხო ზეციდან მეგრული ოდით გავყურებ მწვანობს, ენგურის ნაცვლად რუ არის ნორჩი. პატარა წყარო, პატარას წვალობს. მათარა გქონდეს, წავიღებ გორში. ნეტავ, ღრუბლებზე წამომაწვინა მე და მანახვა წყარო პატარა და როცა ჩქერი წამოვა წვიმად, ქარო, ცა, ჩვენი ცა მომატარა. მინდა, ვხედავდე 229
შორიდან ყოველს, წმინდა ხე დავრგე, ვითარცა ნიში. მე ხომ ხომლების ზეციდან მოველ, ეხო და მე ხომ სიმღერით ვიშვით.
საგაზაფხულო ექსპრომტი ვერაფერს გეტყვი. რა სიხარულს მოგვიტანს, ნეტავ, აზავთებული, ნაზამთრალი ეს გაზაფხული. შენ რომ, უღმერთოვ, ლამაზი ხარ ზომაზე მეტად, 230
ჩემი რად გიკვირს სიყვარული წრეგადასული.
ლოცვის ველი არ გინდა, ამ ველზე იარო სალამით და ლოცვა გწადია, რას იზამ, რჯულია, აქედან შორს არის იერუსალიმი, ჯულია. ბალახებს მიარღვევ მზისფერი ქოშებით და შენი ფიქრები შორს გამიჯნულია. ყელს უნდა ჰაერი, საყელოს მოშვებით, ჯულია. 231
აქ, სადღაც შეგხვდება იორდასალამი და მისი ლოყები მზით გარუჯულია. არ გინდა, ყვავილებს მიართვა სალამი, ჯულია?
ლამაზი ქურდი „ხომ შეიძლება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში, მოულოდნელად ამ ზამთარში შენ რომ გათხოვდე“. ს. ჩიქოვანი
შეიძლება... და ასეც მოხდა, ბატონო სიმონ, 232
ვისაც შეეძლო მარტოოდენ ალალი სუნთქვა, დღეს შეიძლება, საქართველო დატოვოს იმან, დატოვოს ისე, რომ „ნახვამდის“ არავის უთხრას. შორს ეშურება სამშობლოდან, დანიშნულია. შეღამებისას გზის ნიშანიც იციან იმათ. როგორ შევუნდო ეს პირველი დანაშაული არა ჩემ მიმართ... მიდის, ვით ქურდი, ნუ გაჰყვება მას ნურც იმედი, ნურც ჩემი ფლირტი და ჩრდილების არშიყობანა. 233
მან ჩვენს მშობელ ხალხს ერთი დედა და სულ მცირედი სამი ქართველი ბავშვი მოპარა.
შეხვედრა გზაჯვარედინზე ჩვენ სიყვარულის წყალმდინარე გავავლეთ ერთი, ეს არ ყოფილა მხოლოდ გულში ფიქრის გავლება და ვიდრე დავტკბით ერთმანეთით, ვიდრე დვბერდით, მაცოცხლებელ წყალს ამოხადეს სული გვალვებმა. თუმც ჩვენს დღევანდელ შეხვედრაში ბევრი სითბოა, 234
მაინცა გვცივა, იმედების გაცვდა სამოსი. სხვისი მდინარე შენთან, ალბათ, სულ სხვა გზით მოვა, მეც სხვა ტაძარის სალოცავი მაქვს დასალოცი. დღეს აღარ არის საკითხავი - რა მოხდა ცუდი, რამ გაიმარჯვა სიყვარულში - წყალმა თუ რიყემ, გზაჯვარედინზე ჩვენი გზები შეერთდნენ წუთით, რომ შემდეგ ისევ სხვადასხვა მხრით წარმართულიყვნენ.
235
ამინდი თქვენთვის შევიქნები მე წერა ავთვალის, თქვენთვის უფსკრულებში ჩავყვები ქვენაქართ. შორს! რა ბედენაა ამინდიც, ავდარიც. ამინდი თქვენა ხართ. თქვენი აღელვება ნიავით მოცურავს, რომ სულს სანთელივით საკუთარს ამინთებთ. თოვლის დედოფალო, აპრილი მოსულა... ამინდო, დამინდეთ....
236
წამომეწევა ბავშვობის დღეებს მრავალი ნატრობს. ბავშვურ ჭკუას კი - ძალიან ცოტა. ვინ იცის, სად და ვინ იცის, რა დროს წამომეწევა მე შენი ცოდვა. ბავშვის გონება დაგაქვს და გათრობს, გეხალისება არაფრის ცოდნა, ვინ იცის, სად და ვინ იცის, რა დროს წამომეწევა მე შენი ცოდვა. ვით გატარებდი ყოველთვის მარტოს, ვით არ გიშვებდი მეგობრის ცოლთან. 237
ვინ იცის, სად და ვინ იცის, რა დროს წამომეწევა მე შენი ცოდვა. ჩემ შემდეგ იქნებ რაიმე გკადროს, უსაქმურმა ბრბომ დაიწყოს ბოდვა. ვინ იცის, სად და ვინ იცის, რა დროს წამომეწევა მე შენი ცოდვა. თვალებღიმილავ და სახებადრო, გული ხანდახან სალამით გცნობდა, ვინ იცის, სად და ვინ იცის, რა დროს წამომეწევა მე შენი ცოდვა. ასეთი გულის რა ვუთხრა პატრონს ბავშვური ჭკუა ვერ შეიცოდა. 238
ვინ იცის, სად და ვინ იცის, რა დროს წამომეწევა მე შენი ცოდვა.
მე ისე მცივა მე ისე მცივა, მე ისე ვტყდები და ჩემთან ისე ახლოა ღმერთი... რა იქნა ჩემი შევარდნის ფრთები, რა იქნა ჩემი მხურვალე მკერდი?! დაუბრუნებლად წავიდა ნუთუ? წმიდათაწმიდა რწმენა წავიდა. ნუთუ ჯეჯილი ვემსგავსე თუთუნს, ნუთუ წვა მინდა?
239
არ ვიცით სასჯელია თუ საჩუქარია - ერთ შვილს რომ არ მაცოცხლებს ბედი ას წელზე მეტ ხანს. სასჯელია თუ ნობათი არის მკერდში რომ უნდა გული და არა სული მედგას. ლოცვა იყო თუ იყო განგების წყევლა, რომ ათას ცხრაას ოცდაჩვიდმეტ წელს ვიშვი. ეს რომ სცოდნოდათ ვიბადებოდი მწერლად, დაიწყებდნენ თუ არ დაიწყებდნენ ვიშვიშს. 240
ვიაროთ სულ წინ, ქარის პირისპირ ოღონდ ამეწეწება მწარე წლებივით მე თმა. შენ კი არ იცი, მადლი არის თუ ცოდო, მგოსნის ცოლობა რომ მოგისაჯა ღმერთმა.
მუდარა (ოქტავები)
ვარ დარჭობილი მიწაზე ლურსმნად და გადგმული მაქვს ფესვები, მაგრამ 241
ხმას დაგადევნებ: ნუ წახვალ ნურსად, ვიდრე მე ვცოცხლობ, იდექი მაგრად. ჰგავხარ წამწამზე დაკიდულ კურცხალს, თუ მოწყდებოდი, გამოჩნდი აქ რად?! ნუ წახვალ, გასმენ ყრუ გალობიდან, ქვეყნიერებას ნუ გამოფიტავ. ნუ დამიკარგავ არსებობის არსს, ნუ დამიტოვებ კოშმარს საზარელს. მე ვყვავილობდი - ასე მომისწარ, ამიხმიანე მკერდი საზარე. გთხოვ!.. სწორედ ასე ჩემი ყრმობისას 242
წვიმას შევთხოვდით წმინდა ლაზარეს, საკუთარ კანში ძლივს ვტრიალებდით ხახაგამშრალი ქრისტიანები.
ავის მოლოდინში შენ ჩამოშორდი კეთილ მეგობრებს, სული მიანდე საკუთარ ღმერთებს და ახლა ვხვდებით ერთიმეორეს სიზმარში, იქაც, ათასში ერთხელ. საიდუმლო ბჭეს სიზმარი აღებს, იცოდე, არვინ არ შეიყოლო, თორემ დაგვინგრევს მეწყერი თაღებს, 243
მეწყერი - ასი გიჟის სიმბოლო. ხმამაღლა მოთქვამს ქარი, ასევე სასჯელს ხმამაღლა გამოგვიცხადებს და მერე ჩვენთვის არ იარსებებს აღარც სიზმარი, აღარც სიცხადე.
ჩემი ლოცვა „შენ გაუთენე აღდგომა სიხარულისა და მარხვა სინანულისა.“ ჭონა
არ გაიკეთო ქაჯის ნიღაბი არ შემიშინო ხვალის იმედი. გულს უჩინარი ჯაჭვით მიგაბი, მაშ, მომანიჭე ხალისი მეტი. არ დამილიო ჩემი მარილი, 244
არ შემახვედრო ავ და მდიდარ ცოლს, არ მაწანწალო ამბოკარივით, კეთილდღეობა არ დამითარსო. არ მატრიალო ტრიალ მინდორზე, თვალი არა მცეს უცხო ნადირმა, უდაბნოში რომ წყალი მინდოდეს, არ მაპოვნინო ისე ადვილად. არ მაცვლევინო არსობის პურზე მიწა ქართული, რიწა, ენგური, არ დამინგრიო მიწისძვრით ფუძე, არ შემიწუხო მიცვალებული. კეთილ ამყოფე, თუკი არსებობს, ჩემი მსაჯული და მოსამართლე, დასვენებამდე არ დამასვენო, 245
ნურც გაწითლების უნარს წამართმევ. ნუ ჩამიწყვიტავ ხმასა და ბგერას, ჩემი ირაო ცაზე მოხაზე. ალუბლის თეთრი ყვავილის პერანგს ნუ გადამიცვლი ბერის ჩოხაზე. ნუ დამიბეჭდავ ყველა ხელნაწერს და ნუ განმტვირთავ ყველა ჯავრისგან, ნუ გამომაკლებ ბედნიერთა წრეს, ნურც იღბლიანთა რიგში ჩამრიცხავ. ნუ დამავიწყებ ფასს სინანულის, სული შთაბერე ამა წერილებს. სულ ღვინით სავსე თასი მამულის 246
სადღეგრძელებლად ამაწევინე. აკრძალულ ხილზე ნუ მეტყვი უარს, მერე დამსაჯე, მანანებინე, უვადოდ შენი მათხოვე ჭკუა და უზომოდ ნუ გამანებივრებ. მწვანე აპრილის ქართა მოსვლამდის სული ამინთოს ირმის ნახტომმა, თუკი წამაქცევ, სამშობლოსათვის, დაე, ეს იყოს ჩემი აღდგომა.
247
იყალთოს ნაძვებთან თითქოს მუზეუმში დაცულ რელიქვიას, ისე შევცქერივარ ჰაერს დატბორებულს. ნაზი ნაძვებია, განა ძელქვებია, სიტყვას კვიპაროსი იღებს, ბატონებო. „ჩვენთან უსწავლია ყმაწვილს, ჩვეულებრივს, კერა დაუნთია, აუკვამლებია. ზეცის თაღებია მისი რვეულები. ჩვენი წვეროები მისი კალმებია.“
248
სიცოცხლე გრძელდება ამბობენ ასე: ადამიანი, როცა მოვკვდებით (სულერთია, ტანმორჩილნი თუ ახოვანნი) ჩვენი არსებობა განა წყდება, განა მოკლდება. ამოვლენ მცენარენი ბალახბულახოვანი; ამოვლენ ტირიფები (უეჭველად მომტირალენი), ეს ჩვენ ვიქნებით და როდესაც კვირტებს გავიშლით მაშინ დაიწყება ჩვენი სიცოცხლის მოტრიალება. მაშინ გავცოცხლდბით ხეში, ყვავილში... 249
და მე ამ მგოსნებს ყველა ხალხის, ყველა დროისას, ვისაც ეს აზრი უტყორცნია ნუგეშივითა, როგორც ისარი, ველად მოისარს, რაც არის, არის, მე ასეთ პასუხს ვუგებ შინიდან; ეს შეიძლება ისე ბრძანოთ, როცა ღვინოს სვამთ, ან მანდილოსანთ ესაუბრებით, თანაც ლოტოს შლით, მაგრამ მითხარით, როდის გადიქცა შელი მიმოზად, აბა, მაჩვენეთ თქვენი თაგორი სადმე ლოტოსში. რატომ აცრემლებთ მანდილოსნებს 250
და რად აშინებთ, სამართლიანი ხომ იქნება, მათ რომ იჩივლონ. აბა, ჩინარში მომაჩვენეთ ბარათაშვილი და სცადეთ ბალახის ფოთლებზე უიტმენი აღმომიჩინოთ. მე რომ მოვკვდები, ჩემი სახე ჩემს შვილს ექნება ჩემთა ყოველთა ოცნებათაგან ამ უდიადესს. ის რომ არ იყოს, მე იმისი შემშლის შეგნება ადამიანი, ვაითუ, მართლა ბალახებად ამოდიოდეს. მამა გამშორდა და მე მინდა, რომ სიკვდილის ვიყო მოსისხლე. 251
თუ ვინმეს უნდა გაიხსენოს, აი, აქა ვარ! მამა გამშორდა და მე დავრჩი ნიკოლოზის ძე და ის არ მოვა ყვავილებად ან ნიავ-ქარად. ჩემში იცოცხლებს, შვილიშვილში იცოცხლებს კიდევ (ამბობენ; კაცი თითქოს პაპის მიმსგავსი არის) და ასე, მარად მისი ცხოვრების უდროო ჟამს ჩატეხილ კიბეს გაამთელებენ თაობები თავისი გვარის. როგორი სულიც იმას ჰქონდა, მეც ის მიდგია 252
მამის წინაშე მისი შვილი დარჩა ვალდებულ... ჩვენი ცხოვრება მარტოოდენ ბეწვის ხიდია თავს მოატყუებ და ჩავარდები. მგოსნებო! მიწას დააჩნიეთ ნატერფალები, შვილები გყავდეთ, წაიღებენ თქვენს სახეს ამბად! ვისაც არა გყავთ... ბალახებად და ტირიფებად ამოდით... რა ვქნა, თქვენი საქმის თქვენ იცით ალბათ!
253
ორმოცი ნუთუ ეს ბედი მოგელის, მამა, რომ მწარედ გექცეს ტკბილი, მთელი ცხოვრება შეგერგოს შხამად იანვრის წყეულ დილით. რომ ამოავსო წყეული ორმო გველეშაპივით კაცმა, გიხდიდნენ რაღაც მისტიურ ორმოცს, დაბადების დღის ნაცვლად. რომ დღეს უშენოდ გაშალონ სუფრა და იწყონ შენი მკობა. მამი, ადექი, სადა ხარ უბრად, ვის უთმობ თამადობას! ვაწყდები აქეთ, ვაწყდები იქით, ვერვინ ვერაფერს მშველის. 254
რამ მათქმევინოს ამ ღვინის ჭიქით სამადლობელი შენი...
ჩანახატი მთაში გზა დახვეულა, თითქოს თოკია, აგერ, გორიჯვრის შემოსახვევი და ჩიტი მიხმობს; „ბიჭო გოგია!“ დავიწყებია ჩემი სახელი.
პროფილი როცა შევცქერი მაგ თვალებს მეტყველთ, იესოს შევთხოვ ხელაპყრობილი 255
გადამავიწყოს ყველა პროფილი, დღემდე რომელთაც ვუქმნივარ მე ტყვედ. მაგრამ ღმერთიც რომ განრისხდეს ჩემზე, მტკიცონ ხატებმაც და მაცხოვრებმაც, თუმცა სუსტი ვარ, მე მაინც შევძლებ შენი ღიმილის დამახსოვრებას. თუმცა ბაგეთა ბადაგი მომწონს, როცა ვიქნები შენგან პყრობილი, მე მოვალ, რათა გადაგიკოცნო... პროფილი.
256
შავი თმების პატარა ნისლო მე რომ მოვკვდები, თქვენს ქუჩაზე ჩამატარებენ, თუმცა ეს სიტყვა შენთვის ცუდად მოისმის ოდნავ, მაინც გავიგებ ამა სოფლის შავ ნეტარებას. გახსოვს? მინდოდა ქვეყანაზე ყველაფრის ცოდნა. წამოვა ხალხის შავი ტალღა ჩემი ამწევი, მე რომ წამოვდგე, გაჩუმდება სუყველა წამსვე. ქაღალდი მომცენ, ხომ სჭირდება პოეტს საწერი, სამოგზაუროდ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად წამსვლელს. 257
ჩემს საყვარელ თავს ვეტყვი ხოლმე: ნუღარ ფართხალობ, როგორც სიყვარულს, სჯობს, სიკვდილსაც ჩქარა დანებდე. მეც მინდა რაღაც ჩემი წილი მიწა გავთხარო... მე რომ მოვკვდები, თქვენს ქუჩაზე ჩამატარებენ და შენ კი ამ დროს, შავი თმების პატარა ნისლო, მუსიკის ხმაზე იქნებ ფარდას, სარკმელს მიეჭრე. სურათს შეხედავ და ჯიუტი ქოჩორით მიცნობ, კივილს გაიგებს დედაშენი, რამეს იეჭვებს. 258
გამოხვალ გარეთ, გაერევი ხალხის დინებას, შენზე იტყვიან ამის ცქერა ერთ რამედ ღირსო და არავის არ, არავის არ ეცოდინება, რად გაწვიმდები, შავი თმების პატარა ნისლო. როცა ცოცხალ ვარ, გეძებე და გნახე ადვილად, მივწი-მოვწიე უწმაწური შარლატანები. როცა ცოცხალ ვარ, თქვენს ქუჩაზე ჩემით დავდივარ, მოვკვდები - მაინც თქვენს ქუჩაზე ჩამატარებენ. მე რომ მიყვარდა -
259
შენ დაიწყებ დალულვას თვალის, ცუდად გახდები, თითქოს მთელი გულით ბოღმა ხარ. ჩახვდი! ცხოვრება თვალხუჭუნას თამაში არის მე დავიხუჭებ და ვერასდროს ვეღარ მოგნახავ. გაირბენს ჭორი და მიკიბულ-მოკიბულები, შენ გაიფიქრებ: „გამჟღავნება არ ამცდა, არა“... გული წაგივა - სულ ერთ წამში მოგიბრუნებენ, მე რომ წაგივალ აღარ მოვალ არამც და არამც.
260
შენ მეორე დღეს რომ მიუხვალ საკლასო ოთახს, არ იქნებიან შენნაირად მგლოვიარენი. გაკვეთილებზე უარს იტყვი: „არ ვიცი, ცოტაც...“ მე მეპატიოს უმიზეზო ორიანები. გამოასწორებ... მუდამ მქონდა შენი იმედი, აჰანდე, ბოლოს სიყვარულიც მისწავლებია... გავცდი თქვენს კარებს, ჩემს ჩასასვლელ კართან მივედი და შენ კი არა, გადავკოცნი მიწას ვნებიანს. შენ გიწოდებდი, შავი თმების პატარა ნისლო, 261
ჩემი სიცოცხლის ბოლო წლების ჩამათავებელს. ჯერ კი ვნუგეშობ, თუ ნუგეშად ივარგებს ის, რომ როცა მოვკვდები, თქვენს ქუჩაზე ჩამატარებენ.
ჩემო პატარა ღმერთქალო ჩემო პატარა ღმერთქალო, მე ეს მინდოდა მეთქვა, რომ სევდამ არ გაგაფერმკრთალოს გეუბნები და მენდე. შენთან ვიქნები მარადის, თუ გინდა, კუბოს კარამდის, ვინც მოსვენებას მპარავდი ჩემი სიკვდილის დღემდე. 262
მონასტერში მონასტრის კედლებს ვერსად გავუსხლტი, დაჟანგებულან მეფის თოფები. რომ მეჩვენება კვნესა ფაუსტის, ვხარხარებ, როგორც მეფისტოფელი. ჩანს, აგონია ახლა იწყება, რაკი ვხარხარებ და არ ვამთავრებ. დიდი სიცხე მაქვს, დიდი სიცხე მაქვს და თავს ვავედრებ მთავარ ამ მთავრებს. ვიგონებ შიოს პატარა ესკიზს და მახსენდება ჯვარცმული ქრისტე. მოვა ნიღაბი „ღიმილი ფრესკის“ 263
და მას ჩაიცვამს გოეთეს „ქრისტელ“. რაც ჩვენმა ხალხმა მოინაკლისა მთელი არსებით დამენანება. თვალწინ გამირბენს დრო ირაკლისა, ამირანების გავერანება. ჩვენ დაგვიღვრია ხალასი სისხლი და აღარა ვართ მეტის მთმობელი... სიცხე არ ცხრება. სირცხვილი - სიცხეს! ვხარხარებ, როგორც მეფისტოფელი.
264
ოდიშურ ოდაში მოსვლისას მოვდივარ ჩუმად, მინდა ეზოს გვერდზე შემოვლა, თუმცა არავინ იცქირება ძველ შენობიდან. ერთი დრო მოვა ამ ეზოში ვერც მე შემოვალ, ისევე, როგორც მამაჩემი ვერ შემოვიდა. აქეთ გლეხებმა არ იციან ჰიმო-ჰაამო, თხებს უღელი აქვთ, რომ არ გაძვრნენ ღობეთა შუა. აქ მაფშალია ბულბულები სტვენენ საამოდ, ისე საამოდ, ალბათ მეგრულ ენაზე თუა. აქ ჩემი ტოლი 265
გოგონები არიან განა?! მოსვლისთანავე ჩავუსხდებით წყნარად ამ თალარს და სახარებას წამიკითხავს მარიამ-ნანა ეგება გზაში ოჩოკოჩმა სადმე გამთვალა.
ნუთუ შენ - ასე ლამაზო, შენ - ასე კარგო, ნუთუ მე გაღელვებ და ფიქრობ ჩემზე. აბა, რით გიშველო, აბა, რა გარგო, შენ - ასე ლამაზო, შენ - ასე კარგო. პოეტის გულისთქმის უსიტყვოდ გამგონს, 266
მაღალი უფალი გყოლოდეს შემწედ. შენ - ასე ლამაზო, შენ - ასე კარგო, ნუთუ მე გაღელვებ და ფიქრობ ჩემზე.
იაკობ, ძია! ას სიცოცხლეს სჯობს მარტო ერთი შენი სიცოცხლე. ო, შენი მშობლის იავნანამ რა ჰქმნა ისეთი... რომ დედა ენა ასერიგად შევისისხლხორცეთ, თქვი - ბავშვობაში რა ხმას ისმენდი?! შენ, აი, ახლა წამომდგარხარ 267
ქანდაკებიდან, უკვდავებისკენ მწვანე ჯეჯილს მიაპობ რძიანს. უჩინმაჩინის გეფინება ფარდაგები და ქარმა არ დაგკრას, იაკობ, ძია! თავს გაუფრთხილდი, მისით გვამშვენებ, ქოჩრიანებიც მოგძახიან, ბაფთიანებიც. ასე რომ გიყვარს მშვენიერი ჩვენი ბავშვები, მათ დედაენით ვაფრთიანებთ. დღეს გაუწირავთ სასიმღეროდ თავი ბულბულებს, მოდის გოგონა, ვით პატარა ია - კოპწია. შენგან დაკრული სკოლის ზარი 268
როგორ გუგუნებს, ნეტავ, თუ გესმის, იაკობ, ძია?!
მე და ეხო ზეციდან მეგრული ოდით გავყურებ მწვანობს, ენგურის ნაცვლად რუ არის ნორჩი. პატარა წყარო, პატარას წვალობს. მათარა გქონდეს, წავიღებ გორში. ნეტავ, ღრუბლებზე წამომაწვინა მე და მანახვა წყარო პატარა და როცა 269
ჩქერი წამოვა წვიმად, ქარო, ცა, ჩვენი ცა მომატარა. მინდა, ვხედავდე შორიდან ყოველს, წმინდა ხე დავრგე, ვითარცა ნიში. მე ხომ ხომლების ზეციდან მოველ, ეხო და მე ხომ სიმღერით ვიშვით.
საგაზაფხულო ექსპრომტი ვერაფერს გეტყვი. რა სიხარულს მოგვიტანს, ნეტავ, 270
აზავთებული, ნაზამთრალი ეს გაზაფხული. შენ რომ, უღმერთოვ, ლამაზი ხარ ზომაზე მეტად, ჩემი რად გიკვირს სიყვარული წრეგადასული.
ლოცვის ველი არ გინდა, ამ ველზე იარო სალამით და ლოცვა გწადია, რას იზამ, რჯულია, აქედან შორს არის იერუსალიმი, ჯულია. ბალახებს მიარღვევ მზისფერი ქოშებით 271
და შენი ფიქრები შორს გამიჯნულია. ყელს უნდა ჰაერი, საყელოს მოშვებით, ჯულია. აქ, სადღაც შეგხვდება იორდასალამი და მისი ლოყები მზით გარუჯულია. არ გინდა, ყვავილებს მიართვა სალამი, ჯულია?
შეხვედრა გზაჯვარედინზე ჩვენ სიყვარულის წყალმდინარე გავავლეთ ერთი, 272
ეს არ ყოფილა მხოლოდ გულში ფიქრის გავლება და ვიდრე დავტკბით ერთმანეთით, ვიდრე დვბერდით, მაცოცხლებელ წყალს ამოხადეს სული გვალვებმა. თუმც ჩვენს დღევანდელ შეხვედრაში ბევრი სითბოა, მაინცა გვცივა, იმედების გაცვდა სამოსი. სხვისი მდინარე შენთან, ალბათ, სულ სხვა გზით მოვა, მეც სხვა ტაძარის სალოცავი მაქვს დასალოცი. დღეს აღარ არის 273
საკითხავი - რა მოხდა ცუდი, რამ გაიმარჯვა სიყვარულში - წყალმა თუ რიყემ, გზაჯვარედინზე ჩვენი გზები შეერთდნენ წუთით, რომ შემდეგ ისევ სხვადასხვა მხრით წარმართულიყვნენ.
ამინდი თქვენთვის შევიქნები მე წერა ავთვალის, თქვენთვის უფსკრულებში ჩავყვები ქვენაქართ. შორს! რა ბედენაა ამინდიც, ავდარიც. ამინდი თქვენა ხართ. 274
თქვენი აღელვება ნიავით მოცურავს, რომ სულს სანთელივით საკუთარს ამინთებთ. თოვლის დედოფალო, აპრილი მოსულა... ამინდო, დამინდეთ....
წამომეწევა ბავშვობის დღეებს მრავალი ნატრობს. ბავშვურ ჭკუას კი - ძალიან ცოტა. ვინ იცის, სად და ვინ იცის, რა დროს წამომეწევა მე შენი ცოდვა. ბავშვის გონება დაგაქვს და გათრობს, 275
გეხალისება არაფრის ცოდნა, ვინ იცის, სად და ვინ იცის, რა დროს წამომეწევა მე შენი ცოდვა. ვით გატარებდი ყოველთვის მარტოს, ვით არ გიშვებდი მეგობრის ცოლთან. ვინ იცის, სად და ვინ იცის, რა დროს წამომეწევა მე შენი ცოდვა. ჩემ შემდეგ იქნებ რაიმე გკადროს, უსაქმურმა ბრბომ დაიწყოს ბოდვა. ვინ იცის, სად და ვინ იცის, რა დროს წამომეწევა მე შენი ცოდვა. თვალებღიმილავ და სახებადრო, 276
გული ხანდახან სალამით გცნობდა, ვინ იცის, სად და ვინ იცის, რა დროს წამომეწევა მე შენი ცოდვა. ასეთი გულის რა ვუთხრა პატრონს ბავშვური ჭკუა ვერ შეიცოდა. ვინ იცის, სად და ვინ იცის, რა დროს წამომეწევა მე შენი ცოდვა.
მე ისე მცივა მე ისე მცივა, მე ისე ვტყდები და ჩემთან ისე ახლოა ღმერთი... რა იქნა ჩემი შევარდნის ფრთები, რა იქნა ჩემი მხურვალე მკერდი?! 277
დაუბრუნებლად წავიდა ნუთუ? წმიდათაწმიდა რწმენა წავიდა. ნუთუ ჯეჯილი ვემსგავსე თუთუნს, ნუთუ წვა მინდა?
არ ვიცით სასჯელია თუ საჩუქარია - ერთ შვილს რომ არ მაცოცხლებს ბედი ას წელზე მეტ ხანს. სასჯელია თუ ნობათი არის მკერდში რომ უნდა გული და არა სული მედგას. ლოცვა იყო თუ იყო განგების წყევლა, 278
რომ ათას ცხრაას ოცდაჩვიდმეტ წელს ვიშვი. ეს რომ სცოდნოდათ ვიბადებოდი მწერლად, დაიწყებდნენ თუ არ დაიწყებდნენ ვიშვიშს. ვიაროთ სულ წინ, ქარის პირისპირ ოღონდ ამეწეწება მწარე წლებივით მე თმა. შენ კი არ იცი, მადლი არის თუ ცოდო, მგოსნის ცოლობა რომ მოგისაჯა ღმერთმა.
279
მუდარა (ოქტავები)
ვარ დარჭობილი მიწაზე ლურსმნად და გადგმული მაქვს ფესვები, მაგრამ ხმას დაგადევნებ: ნუ წახვალ ნურსად, ვიდრე მე ვცოცხლობ, იდექი მაგრად. ჰგავხარ წამწამზე დაკიდულ კურცხალს, თუ მოწყდებოდი, გამოჩნდი აქ რად?! ნუ წახვალ, გასმენ ყრუ გალობიდან, ქვეყნიერებას ნუ გამოფიტავ. 280
ნუ დამიკარგავ არსებობის არსს, ნუ დამიტოვებ კოშმარს საზარელს. მე ვყვავილობდი - ასე მომისწარ, ამიხმიანე მკერდი საზარე. გთხოვ!.. სწორედ ასე ჩემი ყრმობისას წვიმას შევთხოვდით წმინდა ლაზარეს, საკუთარ კანში ძლივს ვტრიალებდით ხახაგამშრალი ქრისტიანები.
ავის მოლოდინში შენ ჩამოშორდი კეთილ მეგობრებს, 281
სული მიანდე საკუთარ ღმერთებს და ახლა ვხვდებით ერთიმეორეს სიზმარში, იქაც, ათასში ერთხელ. საიდუმლო ბჭეს სიზმარი აღებს, იცოდე, არვინ არ შეიყოლო, თორემ დაგვინგრევს მეწყერი თაღებს, მეწყერი - ასი გიჟის სიმბოლო. ხმამაღლა მოთქვამს ქარი, ასევე სასჯელს ხმამაღლა გამოგვიცხადებს და მერე ჩვენთვის არ იარსებებს აღარც სიზმარი, აღარც სიცხადე.
282
ჩემი ლოცვა „შენ გაუთენე აღდგომა სიხარულისა და მარხვა სინანულისა.“ ჭონა
არ გაიკეთო ქაჯის ნიღაბი არ შემიშინო ხვალის იმედი. გულს უჩინარი ჯაჭვით მიგაბი, მაშ, მომანიჭე ხალისი მეტი. არ დამილიო ჩემი მარილი, არ შემახვედრო ავ და მდიდარ ცოლს, არ მაწანწალო ამბოკარივით, კეთილდღეობა არ დამითარსო. არ მატრიალო ტრიალ მინდორზე, თვალი არა მცეს უცხო ნადირმა, 283
უდაბნოში რომ წყალი მინდოდეს, არ მაპოვნინო ისე ადვილად. არ მაცვლევინო არსობის პურზე მიწა ქართული, რიწა, ენგური, არ დამინგრიო მიწისძვრით ფუძე, არ შემიწუხო მიცვალებული. კეთილ ამყოფე, თუკი არსებობს, ჩემი მსაჯული და მოსამართლე, დასვენებამდე არ დამასვენო, ნურც გაწითლების უნარს წამართმევ. ნუ ჩამიწყვიტავ ხმასა და ბგერას, ჩემი ირაო ცაზე მოხაზე. ალუბლის თეთრი ყვავილის პერანგს ნუ გადამიცვლი ბერის ჩოხაზე. 284
ნუ დამიბეჭდავ ყველა ხელნაწერს და ნუ განმტვირთავ ყველა ჯავრისგან, ნუ გამომაკლებ ბედნიერთა წრეს, ნურც იღბლიანთა რიგში ჩამრიცხავ. ნუ დამავიწყებ ფასს სინანულის, სული შთაბერე ამა წერილებს. სულ ღვინით სავსე თასი მამულის სადღეგრძელებლად ამაწევინე. აკრძალულ ხილზე ნუ მეტყვი უარს, მერე დამსაჯე, მანანებინე, უვადოდ შენი მათხოვე ჭკუა და უზომოდ ნუ გამანებივრებ.
285
მწვანე აპრილის ქართა მოსვლამდის სული ამინთოს ირმის ნახტომმა, თუკი წამაქცევ, სამშობლოსათვის, დაე, ეს იყოს ჩემი აღდგომა.
იყალთოს ნაძვებთან თითქოს მუზეუმში დაცულ რელიქვიას, ისე შევცქერივარ ჰაერს დატბორებულს. ნაზი ნაძვებია, განა ძელქვებია, სიტყვას კვიპაროსი იღებს, ბატონებო. „ჩვენთან უსწავლია ყმაწვილს, ჩვეულებრივს, 286
კერა დაუნთია, აუკვამლებია. ზეცის თაღებია მისი რვეულები. ჩვენი წვეროები მისი კალმებია.“
*** შორს, შორს სატანავ, სულგამომწვარო, რად გინდა სითბო, სულ გამომძალო. მე თასი არ ვარ - სულ გამომცალო. შორს, შორს, სატანავ, სულგამომწვარო...
287
მზე ჩამავალი მე შევეგებე და შემეგება, დაისის ფერით თმა შემეღება. წამოვიმღერე და ისიც მღერის, თმა შემეღება დაისის ფერით. დაისის ფერით თმა შემეღება, ვიცი - თვალებზე არ შემეხება; მე მჭირდებიან მარად ისინი, მზევ, რად იძინებ და რად იცინი. შემოგაპყარი ეჭვით თვალები, დიდო, მცირეთ ნუ გვეჭიდავები. თმაზეც გვეყოფა დამღა ყვითელი, ნუ ხარ ავსული და გამყიდველი. დაისის მნათობს მე გევედრები, სულ არ ჩამიქრო ეგ კელაპტრები. სად არ ციოდა, სად არ ბნელოდა, 288
თუკი გავსულვარ საქართველოდან. ამ ბუნაგიდან, ამა კუთხიდან, ნეტავ, ეს ცა და მთა მაკურთხინა. რა უცნაური არემარეა, შენ დაგვიფარე, ავე მარია.
მზიანი ამინდი გელათში რაღაც ზღაპრული სარეკელათი მზე გაიფანტა ფრთამსხვილ ალამზე. ისე აჟღერდა მხარე გელათის, თითქოს უკრავენ ზარს კი არა, მზეს. - უჩემოდ აქეთ ვერ შეუხვევდი! – ნამდვილად ის ცის ბადრო მიკივის, 289
სათაყვანო და ხელშეუხები, გელათის ტაძრის პატრონიკივით. მზეო ქართულო, განა თავისთვის ზრუნავდა ჩვენი ფუძის მეფესვე, ჩვენი დავითი! მთელი თავით ის მაღალი იყო ყველა მეფეზე. ეს ლოდი გულზე მეცემა ზაფრად ქონდრის კაცივით აკი ჩანხარო. ვით დავაბიჯო დავითის საფლავს, გურანდუხტ ქალო, ნაყივჩაღარო?! ცავ, შენ ხომ მადლის იყავ მთოველი,
290
შენ გეკითხები - ტალღების სადარს თქვი, სად არს არსენ იყალთოელი? თქვი: იოანე პეტრიწი სად არს? მოსაგონარი, ო, რამდენია გელათით, გრემით, თბილისით, მცხეთით. მე მეშინია... მომლანდებია ყვითელი კუბო, ძვირფასი ცხედრით.
291
პეიზაჟი ამიყოლიებს ხათრი (ვცახცახებ, მართალია) ისეთი დიდი მხატვრის, როგორიც ზამთარია. გამოფენა აქვს ზამთარს, შესვლა უფასოდ არის. იქ - დაქანება ზვავთა, აქ - გაქვავება ქარის. მწამს ზამთრის საწირავი და დასალოცს ვილოცები. მიღრენენ საწიმრიდან ეშვები სპილოსები.
292
ჩემს უფალს არ გამაჩინე? ხომ დამარჩინე! ვინა მკითხავდა - გცნობდი თუ მცნობდი, ყოფნა არ მინდოდა სრულიად. მე ერთი სული მქონდა მაშინვე, დღესაც ზეცაში სული რომ მოგდის, ჩემი პატარობის სულია. შენ დამარჩინე და არ მომკალი და ველის მწვანე ნაკვთებიდან ჩუმად, მთელ სიცოცხლეს გისმენდი. ეჰ, მაკურთხებდე, ნეტავ, მომკელად და არაფერი მაკეთებინა, შენი სიყვარულის მკის მეტი!.. 293
ჩანახატი დნება ღრუბელი, ვით სტეარინის სანთელნაღვენთი ჩვარი. ლოცვად დამდგარი ქრისტიანივით აღმართულია ჯვარი. სამარეს აწვიმს. წვიმაღა აკლდა, მკვდარს კი ჰგონია საწყალს: ჭირისუფალი მოსულა აქ და დასტირის... და სწუხს... და რწყავს...
მარტვილი ქვა ესე ფარავს ქვეყნის მეორედ მოსვლამდე მტვერსა ჩინებულსა
294
მამაკაცისასა ღენერალ-მაიორის ნიკოლოზ გიორგის ძე დადიანისა. წარგზავნილმან სატახტო ქალაქ სანკტპეტერბურღს მან გამოითხოვა საერთოდ ერისათვის მშვიდობაი, ბედნიერებაი და მყუდროებაი. ეპიტაფია
მე დიდი რანგის ფერფლს არ დავტირი, მოვყევი დიდი სინათლის ჩქერალს და დგას მარტვილი, როგორც მარტვილის ჯერ არს. მე ვერ მივართმევ არილის ჯიღას, 295
რით გავაკვირვო გენერლის გვამი? „ღმერთმა შეუნდოს“, ჩურჩულებს ვიღაც. ამინ! ეს გენერალი არრას დაგიდევს, მერე რაა, რომ ამძიმებს ლოდი. მეორედ მოსვლა სურდა და კიდეც მოდის. ჯერ კი მტვერია. ვაშა, წამწერო და ასოებო, უხეშნო, ქუშნო. მე რომ მოვკვდები, არ წამამწაროთ უშნოდ ასე უბრალოდ, ასე ლამაზად 296
გატარებული ცხოვრება ჩემი. ჯერ კი ადრეა, ჯერ ქვეყანაზე ვრჩები და სურვილები ჭარბად მერევა, მას ვემსგავსები ნელ-ნელა თითქოს, ვინც ერისათვის ბედნიერებას ითხოვს. ჩემო სიცოცხლევ, თუკი დამტვირთავ სალოცი ხატით და ერთი ტაძრით, ვიტყვი, რომ ჰქონდა დგომას მარტვილთან აზრი. მიწის მძევლებო, გირჩენთ იარას 297
საყვარელი ხმა, რომლითაც ცხონდით, მაშ რაა, როცა უსმენთ შრიალა ჭყონდიდს. გიჟური სრბოლა განუმარტველი დიად შემოქმედს სჩვევია ისევ, ვით ნისლებს ეს მთა ანუ მარტვილი ისევს. ვით დაჰქრის ქარი, ჰქროდა როგორიც, ვით ისევ მინდა ლამაზთა მზერა. ოდიშის მთებზე მზე რომ მოგორავს მზეა.
298
ზაფხულის მზეა, მიტომ წამომცდა ძვირფასი სიტყვა „სიცოცხლე“ ზემოთ. ვდგავარ საფლავთან, როგორც წყაროსთან, მზეო. აქ მოჩვენებებს ასდის ალმური. მე მსურს გენერლის საფლავთან დგომით დროს გავუმართო გენერალური ომი. რომ სულ ცოხლობდეს ქვეყნად ქართველი, მშვიდობა, წვიმა, ალერსი, ღამე, ბარათაშვილი, გორი, მარტვილი და მე... 299
საყდარი დიდი მწერლები წავიდნენ სადღაც და აქ პატარა მწერლები დავრჩით. მიუსაფარს ჰგავს ცხოვრება საყდარს, ყელმოღერებულს ნისლების თავშლით. მოდის მგზავრი და საყდარს ახედავს, მოეწონება ერთი კანდელი და მერე ვერსად მიდის აქედან მანამდე, ვიდრე სხვა არ განდევნის. ვინ იყო, თვალი ვინ აგარიდა, ყველა გესწრაფის შენ - უცხო საყდარს, 300
მეც მოგეახლე ღია კარიდან, შემოგხედე და დამტოვე სახტად...
მუსიკა ხმა ხომ დიდი ალია, მეც ხმებისთვის აღვენთე. ჩემი იდეალია, ვინც აღმართებს აღმერთებს.
301
მზე მიწისგან განდევნილი მზე ადის ზენიტზე, ლანდები ლანდებივით ჰქრებიან ზედიზედ. განთქმული მზე ფიცხობით იმგვარად ანთია, თითქოსდა სვეტიცხოვლის თვალღია ხატია. აღვიდა ცათა შინა, იქ მალავს გრძნეულ თავს, მოედოს რათა ჟინად მიწიერ სხეულთა. ვეყრდნობი ნარტანიანს, ვითარცა რიკულებს... მზე ჩემთან მართალია თვალებში მიყურებს. 302
ნიჟარა ტალღების დგაფუნი, გაბმული დგაფუნი, მორევი, რომელიც მოგცელავს. ხმა გადაკარგული, ხმა მამაპაპური, ზღვის უკუქცევა და მოქცევა. დაშლილი ნავების მომესმის წრიალი... ეს რაღამ შთაგბერა, ნიჟარავ. ხომალდზე ვიღაცა ლოცულობს ჭკვიანი... ხომალდზე ვიღაცა გიჯდება მშიშარა... მომესმის მე შენგან ძახილი ლტოლვილთა, იცვლება ხმები და ხმის ტონი. 303
მე და შენ თუ დავრჩით ხალიბთა ტომიდან იმ პირველყოფილი ქვის ტოლი. შენ მაინც ხმაურობ, ყიჟინს აღარ იშლი, დიდმა მღელვარებამ სუნთქვა გაგიდიდა. ნიჟარავ, გაგიჟდი?! როგორ აქარიშხლდი, ლამის გადმოვარდე ჩემი მაგიდიდან.
304
ოთხშაბათი „განვლილ ოთხშაბათს“ ატილა იოჟეფ „ოთხშაბათობით, საღამო ჟამსა“ ოთარ ჩხეიძე
რა ჯინი ჰქონდა ოთხშაბათის, ნეტავ, ატილას, ეს მე არ ვიცი, არც მჭირდება ამისი ცოდნა. მე ვიცი, ჩვენმა ოთხშაბათმა რაიცა სცოდა, რამდენს გაუღო ბედის კარი... და აატირა. შეიშურებდა ჩვენს აღლუმებს ბევრი ნამდვილად, 305
შუბების მტვრევას გადაურჩა ძალიან ცოტა. რამდენმა ვაჟმა დაუტევა ტაძარი, ოთარ, რამდენმა ქალმა პოეზია ვერ იმანდილა. სხვა ღმერთი გვწამდა ბრბოს, ღმერთისგან შეჩვენებულთა, ჩვენი ქალაქი ბარბაცებდა სიდიადისგან და ფუყე გამვლელთ ეს მიწისძვრად ეჩვენებოდათ. ვინ გაიმარჯვებს, თუ მიდგება საქმე ლოდინზე. ჰა, გადის კვირა, ჩვენი დიდი კვირა გადის და ნუთუ დადგება ოთხშაბათი გორში ოდესმე. 306
ეგებ მაშინ არც მე ამცდა განძთა განცდა. მე ვბრუვდები გულის ცემით. ზეცა ჩემი თეატრია, ეს ღრუბლები კულისები. დავეწიე და ვეწვიე იებს, მთიებს, 307
გადამწვეს და გავექეცი, მერე მდიეს, ისე მდიეს... არც მე ამცდა განძთა განცდა. ვინგრეოდი, მგონი, ჯავრით. ხომ არ მოსპეს ჩემი ხანძთა, ზარზმა, მცხეთა, გორიჯვარი. 308
ცაო, ცაო, საოცარო, გეაჯები, დღეა ჩემი. რომ მოვკვდები, შენთან მოვალ, უარით ნუ მომიცილებ. შენს სცენაზე ეგებ მაშინ გათამაშო როლი მცირე. ცაო, ცაო, სალოცავო...
309
ნიკოლოზ კანდელაკის ხსოვნას ვეღარ გაუძლეს უეცარ ელდას, რა უცნაური დღე გაუთენდათ. აუდიტორია დაცარიელდა, წამით გაქვავდა ჯგუფი სტუდენტთა. არავინ იცის, რომ სწორედ იმ წამს, თუმც რას გაიგებ კაცი მიწისას, სადღაც აბორგდა საფლავის მიწა, შეწუხდა სული ლიონიძისა. დაიღუპაო კაცური კაცი, დასტურ გულქართლი და ოქროპირი. ჩარიგებული მერხების გასწვრივ არ გამოჩნდება მისი პროფილი. 310
ქართული სიტყვის ჯავარს დააკვდა, საქართველოს ხმას ძმად გაეფიცა. მისი სიკვდილით რაღაც დააკლდა მშვენიერ სახეს თამარ მეფისას. ვინღა აღავლენს აღმაშენებლის მეშვიდე ცამდე ამყვან დიდ ხოტბას, ვინ თქვას, რა არის ფასი მშვენების იმგვარი ეშხით, ის რომ იტყოდა. მორჩა ყოველი... სძინავს გულმშვიდად, მაგრამ ბგერები ცოცხლობენ დიდხანს და საპატიო ყარაულში დგას
311
მისგან ნათქვამი ქართული სიტყვა.
*** სამშობლოო, გაჰქრა ის სიავკარგე, რაც კი შენთან მარად მაკავშირებდა. მე მაღალი იდეალი დავკარგე და დავალ შენს გზააბნეულ შვილებთან. კარი როდის გაიღება სამოთხის, რომ ამ წმინდა თოვლმა მაინც გვიფაროს. ხედავ, ჩემო, თოვლი რა საამოდ ხრის ჩემს ქუჩაზე დამწუხრებულ კვიპაროსს. 312
ანთებულა უსასობის შანდლები, მე მოგივალ, თუ შენ ვეღარ მომძებნი. შენს უბეში იმ კელაპტრად ჩავდნები, რომლის წინაც ცოცხლდებოდნენ ლოცვები. სამშობლოო, უჩემობას გაუძლებ, ეს წინდაწინ, უშენოდაც, ვიცი და თუ ოდესმე გაგეღვიძოს ხმაურზე, კვიპაროსად ამომგზავნე მიწიდან.
313
აღსარება ხშირად ბოღმის მაწუხებდნენ მარწუხები, მზეო! და შემინდე, რომ ხანდახან კარს ვუღებდი დემონს. მეგობრისთვის ავი სიტყვა პირში მითქვამს, მზეო! რა ჟინითაც დავიბადე, იმ ჟინით ვარ, მზეო! ზოგჯერ ხატი მუსიკისთვის შემიწირავს, მზეო! სხვის ღრუბლებში არა მდგარა ჩემი წვიმა, 314
მზეო! არასოდეს ვსარგებლობდი ცბიერებით, მზეო! მწამდა სულით და სხეულით ძლიერები, მზეო! ვერ ვიტანდი ცხოვრებისგან ნაპატივებს, მზეო! ჭკუასუსტებს დავცინოდი, მაპატიე, მზეო! მე მინახავს უთვალავი ფარსადანი, მზეო! არ შემიბამს ყელზე თოკი გასანთლული, 315
მზეო! მე ჯიუტი სული მქონდა, აზარტული, მზეო! დაჩაგრულ ხალხს განურჩევლად ვიბრალებდი, მზეო! ერი როდი მიზომია სიმრავლეთი, მზეო! ლამაზ ქალზე ღამეები მითევია, მზეო! მივდივარ და ცა რარიგად ყვითელია, ზემოთ!..
316
*** ტყუპის ცალი? მარტო ვიშვი, არა მყოლია და უხამსი გართობის ჟინს არ ავყოლივარ. ლამაზ სპექტაკლს მე ვუმზერდი კულისებიდან. ჩემი მითქვამს ეულს ერთი გულისცემითაც. უკანასკნელ მაცდურ ვნებებს ბრძოლით ვშორდები, თუმც მეძახდნენ, მაცდუნებდნენ ჰორიზონტები, ფართო სივრცე, ფართო ფარდა, ფართო მიწები. მარტო ვიყავ, მარტო ვარ და მარტო მივწვები...
317
მინდოდა მე მგლის ლეკვისგან ჩვეულებრივი ძაღლი მინოდა გამომეყვანა და ჩემს სენაკში შემომერბინა ოთხივე კუთხით, მთელი ქვეყანა. მინდოდა, ჩემი უხმო ძარღვები გაჯიბრებოდნენ ჩონგურის სიმებს, აისის ფარდას მისთვის ვარღვევდი, რომ იქ ვკენკავდი ნამცეცა იმედს. მინდოდა, თვალთა ავი ციმციმი მომჩვენებოდა მზის ანარეკლად. ლხენას ვარქმევდი ყველა სიმძიმილს, კარგი სახელი რასაც არ ერქვა. 318
იანვრის თეთრ თოვლს რახან ვეღირსე და ძველ ახალ წელს მქონდა დღეობა, მინდოდა, ჩემი დაბადების დღეს ჩემი სიკვდილი რომ დამთხვეოდა. მინდოდა, კაცის მკერდში ქვა გული რომ ოქროს გულით გამომეცვალა. ღვინოთი - წყალი, პურით აგური, მეგონა ალბათ: ქრისტე მეცა ვარ, მაგრამ ამისთვის ძალა არ მეყო, რომელზეც ვიჯექ, იმ ტოტსა ვჭრიდი,
319
ძირს მოვფრიალებ, ვტოვებ სამრეკლოს, როგორც შურდულით მოკლული ჩიტი. ვამჩნევ გეენის ალს რომ მაჩვენებთ, გოლგოთის მაღალ თხემზე მიკოსილს. შევცდი! ჯვარს მაცვით და შემაჩვენეთ მე, უბედური ალქიმიკოსი.
ტაძრები სიონს, ყინწვისს, სამთავისს ერთი სვე 320
აქვს სამთავეს. ერთი სული აგებდა, აღვივებდა ნაღვერდალს. ერთი ჯვარი ეკიდათ, გამოთლილი ეკლიდან. ზარს ქვეყნიდან ქვეყნამდე ერთი თოკით რეკავდნენ. 321
ჰყავდათ ერთი დუშმანი, ვერაგი და გულშავი. ენთოთ ერთი შანდალი, თაფლის სანთელჩამდნარი და ღმერთიდან მიწამდე ქართულ ენას ჰფიცავდნენ.
322
სიზმარი თითქოსდა ვიშენებდი მეფურ თალარს, მაყრუებ-მაბრმავებდა რადიომზე. თითქოსდა კალკუტაში მებურთავა თაგორის სახელობის სტადიონზე. მერედა გადავბარგდი შაოსანთა გროვაში ზარი იყო და ტირილი. თავს მაღლა დათალხული ცა მოჩანდა და ხალხი ღრიალებდა ნადირივით. თითქოსდა მე ვიყავი ის ჭაბუკი, კუბო რომ ჩააბარეს ცხედრიანი, გავიჭერ უჩვეულო სიჩაუქით 323
და უკან მოვიტოვე მხედრიონი. მიწას იქ მივაბარე წინაპარი, სადაც ვერ მიაგნებდა რამე მხეცი. გულგრილი დედამიწის ანაბარა დავტოვე თამარი და გავექეცი... ცოცხალვარ? გამიკვირდა. მე შინა ვარ? რატომ არ დავუწვივარ თამარის ალს? დუშმანმა არ წამართვას, მეშინია, ამბავი საიდუმლო სამარისა.
დედაშვილობა მადლობას ვუხდი იმ ჩემს წინაპარს, რომ არსებობდა სხვაგან კი არა, არამედ ამ ცის და მიწის შუა, 324
გადმომცა სისხლი და მიწილადა. განუკურნელი ერთი იარა და მეზობლისთვის სამყოფი ჭკუა. არაფერსა ვთხოვ მაღლა ზენაარს, მე დაბადებაც მეყოფა ბედად. ველზე ვბიბინებთ მე და ბალახი. ქართული ჩემი დედა ენაა, გორია ჩემი ადგილის დედა, ხოლო თბილისი - დედაქალაქი.
დიდედა სოფლად აკრიახდნენ უკვე ვარიები, აღარ შეიმჩნევა ხვავის სიცოტავე, 325
ქვემო ხვედურეთში დადგა მარიობა და მე გამახსენდი, ეგზომ საცოდავი. უხვად მოიფრქვევა წყალი სათლებიდან, ქვაბი ფორიაქობს, ქვევრი ირეცხება, უკვე რიალებენ თეთრი სანთლები და შენ თუ მოგიხმობენ. ისე მირონცხებულს გწამდა გაწყდებოდა ქვეყნად მგელ-აფთარი, რომ მტერს ვაოცებდით ჩვენი მიწებიდან... შენგან დანერგილი მე ვარ კელაპტარი 326
და დღეს მომეჩვენა, თითქოს ვიწვებოდი.
*** ძმობილო ჩემო, ღვთით ნაბოძებო, ეგ ნაჯაფარი ხელი მომეცი. მსურს, საიდუმლოდ გითხრა მოვძებნოთ სიმშვიდის მხარე უსათნოესი. არ დაგვჭირდება ფრთა იკაროსის დაღლილი, მზემდე უაზრო ფრენით, ღრუბლის ტალღებზე ავი ტაროსი დაცხრება ჩვენი სიცოცხლის ფენით. 327
ზე აგვამაღლებს უცები ფრთონა, გავენთოთ ისე მაღალ იმედებს, ალს გვაშველებდეს მხურვალე თონე, ვისი გორის ვართ, გვაგრძნობინებდეს. ვერც შევარდენი და ვერც მიმინო, ვერც თვით მსტოვრული თვალი გვისწრებდა, ღმერთთან ავფრინდეთ, დავაწვიმინოთ გვალვით გადამხმარ გულის ფიცრებზე.
328
წარსულის გაკვეთილი კლასი გუგუნებდა ჭორიანი და რომ არაფერი არ ეფიქრათ, ისე დაგიწერეთ ორიანი, მე თქვენ არასოდეს მყვარებიხართ. წლებმა მერცხლის ფრთები გამოისხეს და ჩვენს ახლო დადგა ხე ცნობადის, დიდი მორიდების გამო ის ხე ჩვენ არ დავიუფლეთ შეცდომამდის. საგზლად მე მყოფნიდა ბაგეტკბილი თქვენი სიჯიუტის მოგონება, მაგრამ თქვენ ის ერთი გაკვეთილი, 329
ხომ არ ჩაგამწარეს გოგონებმა? ახლა, რა ხანია, არ მასვენებთ, ნაბრძოლს იმ გაიმთან, იმ ზადენთან, ადრე გადავურჩი არმაზელებს, თურმე ბედი სხვა კერპს მიმზადებდა. ზოგს კი, მე ხომ ვიცი, გარდა ცხადის, სიზმრად საალერსო ქალები ჰყავთ, თვალებს ნუ მამსხვერპლებთ, მართლაც, ხატის, მე თქვენ არასოდეს მყვარებიხართ.
330
ადამიანო ერთი ქომაგი მარადისობის, დარწმუნებული ვწერ და გიცხადებ: ვერ დამაჯერებ, რომ არ გიცნობდი ამ ქრისტესმიერ წელთაღრიცხვამდე. შენი თვალები სითბოს მალავდნენ, გქონდა სუსხისკენ მიდრეკილება, მოძმეების ძვლებს ხრავდი მანამდე არ გიღალატეს, ვიდრე კბილებმა. როცა აფეთქდა ვეზუვი შმაგი, ჰგავდი ხაფანგით თაგვს კუდმოკრეჭილს, 331
ბავშვებს სირბილით ასწრებდი, აკი თელავდი ზოგსაც თავქუდმოგლეჯით. ეშმაკებს ცული მიჰყიდე, დასწვი წმინდა ტაძარი, ჰეფესს ნაგები, რომელსაც ახლა ციდან რომ დასწვიმს, დავლურს უვლიან ეგ ეშმაკები. დაგვფრიალებდა შავი დროშა და მხრებს გიფარავდა თექა ნერონის. რა საყმაწვილო ზღაპრად მოჩანდა შენს ორმოებთან დეკამერონი. დრომ სათითაოდ მოგისპო ავი ზრახვა, მახვილი, სახე, სახელი. წაგართვა ფეხი, ხელი და თავი, 332
ასო ყოველი, სხვათა მსახვრელი, მაგრამ დაგტოვა თითქოს კიდევაც უსახელო ხარ და გაქვს პირსახე. დღეს თუ რომს ცეცხლი წაეკიდება, იცოდე, ნერონს შენ დაგიძახებ და მე ერთ ქომაგს მარადისობის, ვისაც მომავლის მჯერა სიცხადე, ვერ დამარწმუნებ, რომ არ გიცნობდი ამ ქრიტესმიერ წელთაღრიცხვამდე. მე გეაჯები ამ ღვთის მონასთვის განახვნე ხშული ბჭენი მონასტრის. ვიცი, რომ თუნდაც თავი ქვაკუთხედს 333
ვახალო, ერთად არვინ გვაკურთხებს. გაიღე მადლი გასაღებელი ფერხთქვეშ მესროლე გასაღებები. ჯვარცმულ ჩემს სხეულს მე თვით განახვებ, მონასტრის ხშული ბჭენი განახვნე, რომ შენი სული მაღალ ამბიონს ზედ ჩემი ლოცვა მიმოვაბნიო.
შუამთის ეპიტაფია „ღირს მყავ მე განღვიძებად, უფალო“ ალ. ჭავჭავაძის ეპიტაფია
მე არა თავშეწირულ ხატისკაცს 334
მონასტრის გრძელი ჩრდილი შუამთის ეზოში გატყორცნილი შუამდის მიფარავს გაგანია ხვატისგან. ასოებს - საყურეებს - ჩავცქერი, ქალბატონს არ უმშვენებს ნაზ ყურებს, ფრესკის თუ საკმევლის სუნს მასხურებს მხედრულის მოვარდნილი ჩანჩქერი. სიკვდილიც არ არსებობს უქალოდ, ყოველ დროს უკვდავება სწყუროდა. მოვდივარ და ვდუდუნებ სულ ოდნავ: ღირს მყავ მე 335
განღვიძებად, უფალო.
*** ჩემთან შეხვედრა გწადდა და ეგეც მიგანიშნებდა, ო, იმ მიზნებზე, შენ სააღდგომო კოცნას გაექეც და უღმერთობა მოიმიზეზე. როგორც მაცდური თავფარავნისა, მაჯადოებდი ავსილს იმ ჯავრით, მერე აისხი ფრთა ფარვანისა, დამფარფატებდი, ალს მისინჯავდი. შენს გულთან გულმა მომაახლოვა, არ გაგიცუდებ მიზანს მეგობარს. 336
ვიცი, მერმისაც მოვა აღდგომა და ვერ უარყოფ ღვთის არსებობას.
ულოს გვირგვინი მიწისძვრის ნაპრალია ეს ქედი, თუ ჩემი ძველი დარდის ნამუსრი, ზურგით მზეს ეფიცხება მესხეთი, სრულიად საქართველოს ნამუსი. ვუყურებ: ყვითელ ყანას ლეწავენ არსობის პურისათვის გარჯილნი. ეს გწადდათ, ამისათვის ეწამეთ ვახტანგიც, სულხან-საბაც, არჩილიც. მსურს, თავზე შემოვიწნა ეს ულო 337
წინაშე უხილავი ღმერთისა. მაკურთხე, მამა-პაპის მძლე სულო, მიწიდან ამოსულო ხერთვისად.
*** ბედისწერავ, მიფრთხობს შენი ძახილი ამდენ დუმილს, ამდენ ძილს. ჩააბრუნე ქარქაშში მძლე მახვილი და ხელივით ჩამომართვი ანდერძი: მწვანე ფერზე არ ვამეფო ყვითელი, არ ვამეფო ხორცი სულზე, ხმელ ძვლებზე, 338
სტამბის მტვერით დატენილი ფილტვები ვიდრე სუნთქვას შეძლებენ.
ძველ წიგნაკში მომინიშნავს: ყველა წელიწადი სულ სხვადასხვა წიგნის ტომებია. სდომებია თურმე წელი წადილს, არა მხოლოდ თავი სდომებია. 339
ჩაიქროლა ჟამმა, თქარათქურთან ერთად ისმის შურის მოკივილი. ბევრი წრფელი ზრახვა განადგურდა. ბევრი თვითონ მადევს ბორკილივით. ვერ დავძალე ქვეყნის მძლეთამძლენი იმ ბავშვური იწილბიწილოდან. 340
ეს ანდაზა შემრჩა ძველთაძველი: „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა.“
იდუმალი მგზავრი მას მერე, რაც ერთხელ თვალები აღახილა, შესძაგდა სიყალბე, ეჭვი და დიდგულობა, თუ უნდა ეყიდა საზამთრო ახალ ხილად, ყოველთვის გაუჭრელ საზამთროს ყიდულობდა. 341
იმედით ცოცხლობდა მომავალ გაისამდის, არაფერს იღებდა სულითაც ბოზებიდან, თუ უნდა ეკოცნა საერთოდ ქალისათვის, ყოველთვის უკოცნავ ბაგეებს მოძებნიდა. უყვარდა ღვინის სმა, წვიმის ხმა და სიმის ხმა, რომელსაც გამოსცემს ავდარი გრილ ღამეში, ხან ჰგავდა დიოგენს, დაცემულს დაცინვისგან, ხან ღმერთთან მსჯელობდა, ვითარცა გილგამეში, ასეთად იცნობდა მას ჩემი სიყმაწვილე, 342
ნუთუ თქვენ არასდროს ყოფილხართ პატარები. ის გაჰყვა ლიანდაგს, მითხარით, ვინ მაცილებს, მეც სადღაც მივდივარ იმავე მატარებლით.
ქერჩი, მითრიდატეს მთა როგორც საერთო ნაცნობზე, მაშინ ჩვენ ვისაუბრეთ მითრიდატეზე. ზღვიდან გულდაგულ მონაბერ ქარში გაღვივებული ფიქრი დავთესე. იბორიალებს პილიგრიმივით, სადაც აზრი და ფერი ვრცელდება, 343
არ გაეხსნება პირი ღიმილით, წმინდა ხსოვნის ბზად აღმოცენდება.
შენა თქვი გზად ბევრი ვინმე შემოგვეყარა, საიდან მოდის, ვის დაჰკარგვია… შენა თქვი ერი, თორემ ქვეყანად ნებისმიერი მიწა კარგია. თანაბრად ახრჩობს დინება მდორე კაცთა კაცურთა და უკაცურთა. შენა თქვი ეკლის გვირგვინი, თორემ დაფნის გვირგვინი გაუფასურდა. 344
ნეტავი, თავი რისთვის მომქონდა ამ ახოვანი მთების იერით?! შენა თქვი ქრისტე, თორემ გოლგოთად მთა გამოდგება ნებისმიერი.
ჯიში გმინავს ქართველის ნაოსტატარი! – ჩვენი წინაპრის ნახელავს „რთავენ“. შემოსწყობია ტაოს თათარი, ტაძარს ადგამენ ნახევარმთვარეს. შორით სალამურს მწყემსი აკვნესებს 345
არა ერთი და ორი წელია... დიდი იმედი წევს იმ აკვნებზე, იმერხევს იქით რომ ირწევიან. შავშეთის მთებში ალბათ ნათდება, მოჩანან მწვანე ოქროს გორანი. თურქო, ქართველი არ გათათრდება, არ გათეთრდება როგორც ყორანი.
*** მკბენდა სიჩუმის მორიელი და ეს დუმილი ითვისებდა 346
ჟანგიან სკივრთან მორიალე ჩრჩილით შეჭმული მზითვის სევდას. იდგა უძირო სიმძიმილი, სანთელმა ცრემლი დამაღვენთა, მკვდრის მზე, ვითარცა სამძიმარი, გამოგვიგზავნა მამაღმერთმა. იწვა ბაბო და სახე მისი საოცარ ღიმილს იფერებდა. პატრონი დიდი სახელისა ქიშპობდა კვდომა-სიბერესთან. ჩანდა სიკვდილი გამარჯვებად, გამარჯვებულის ფინიშივით. ბაბოს სასახლეს დარაჯობდა ოცდაცხრამეტი შვილიშვილი.
347
*** გახსენი ფანჯრის დარაბები და დაინახავ, დილის სიფთად, ღრუბლები, როგორც არაბები, შემოჯარულან ტინისხიდთან. მეორედ მოსვლას ინატრებ და თავს დაგექცევა ცა უძირო და მოგწყურდება წინაპრებთან წათვლიმო, წუთით წაუძინო. ის დაძინება და ის რული სანთელთან უნდა აამბო ხვალ, წვიმის წვეთებით დაისრული შენ გაიღვიძებ და... აბო ხარ. ვაი, მას, ვისაც არ დასწვიმდა, ოცნებით მაინც, ეს ისრები. სამშობლოვ, მრავალ ათას წლიდან მომდევ, მაწვალებ, მესიზმრები. 348
მცხეთაში როგორც ნამქერი მოდის ლანქერი ცისა და მიწის შესაწებებლად. უჩინმაჩინის ქუდით გავქერი ამ ჯოჯოხეთში შენს საძებნელად. ვერ შეგეჩეხე ვერსად გათოშილს, გადაგიყოლეს განა წირვებმა? წვიმს საქართველოს ძველ სატახტოში თანაბრად, გულის გამაწვრილებლად.
349
აუქციონი თუკი მესამე სართულამდე ავაღწევ ხვნეშით, მხვდებიან ქედის მოდრეკაში ერთობ მარჯვენი. ძირს ვეშვები და ხურდასავით შემრჩება ხელში ფარისეველის ან ურწმუნო თომას მარჯვენა. ყოველ ნაბიჯზე მოთამაშე ხალხში როცა ვარ, ვაგებ და ვიგებ, ვით ჭადრაკში ელვა პარტიებს. კაცს შეიძლება ვაპატიო ხელის მოცარვა, მაგრამ ლაჩრულად მორჩილებას ვერ ვაპატიებ. 350
შოთას გახსენება სამეგრელოში ხობი და მხიბლავი ხიბულა იდუმალ ლოდინით მელოდნენ, ნანატრი პატარა ტრიბუნა დაბალი კოინდრის მდელოზე. ფუტკრების ზუზუნი ჟასმინთან, კიკინი უღლიან ციკანთა, აწვდილი მწვერვალი და წმინდა წყურგილე წისქვილის წინკართან. დიდება, მამულის მთა-ბარო, მზე შენგან რა ძალამ გარიყოს, მაღალო, უხვო და მდაბალო, ძვირფასი შოთასი არ იყოს.
351
თუ გწამს „სიყვარული აგვამაღლებს“ შოთა
მომაშველე ჩრდილი შენი წამწამების და მაგ თვალთა უცნაური სევდა, მე მგონია მთელ სიცოხლეს მაწამებდი და თან შენი თბილი მზერა მდევდა. ნუ, სიყვარულს ნუ გაურბის გული შენი, თორემ ურვას ვერ გავუძლებ ამდენს. თუ გწამს ღმერთი, თუ გწყურივარ, თუ მიშველი, 352
ავმაღლდებით თვით მეშვიდე ცამდე.
*** გზაზე მოძრაობის წესებივით, ჩვენი შეთანხმება დავარღვიე, ძალაგამოლეულ მზეზე ვივლი, სულის დაგიმალავ მთავარ მღვიმეს, სადაც შესაღწევად საჭიროა, რომ ამ წუთისოფელს ესოფელო, სულ სხვა სანთელი და სხვა ჭრილობა, რაც შენ არა გტკივა, მეზობელო.
353
მაჯამა-სამაჯური ფიქრმა ასე ისურვა, დამევიწყნა ის ურვა, რაც მთანგავდა ოდესმე, ყრმა ვიყავი ოდეს მე. და გავბურღე დრო თვალით, მოვაგროვე ყველანი, ნოდარი და ოთარი, აპოლონი, ლევანი. მამულის ფიქრს ფიქრობენ, სწუხან უჟმურ დარებზე, ვმოუსვენრობ თითქო მე, ორ ლიახველს დავეძებ. სადღაც, მერხის საზურგეს მისწოლია მურმანი. მისი სიტყვის მაზურკას დაიკვეხნის ნურავინ. ჩემთან ერთად ივლის ის 354
და მხურვალე ივლისის მზეზე ჩემიც აბზინდა ქამრის ოქროს აბზინდა.
პალიასტომი სეტყვის ღრუბელი შემოიგდო პალიასტომმა, ალბათ დაუშვებს, სადაც არის, ციდან კირკაჟი, ქორმა ღრუბელზე იმდაგვარი კვალი დატოვა, თითქოს ნამარხი ფრინველი ჩანს ყომრალ კირქვაში. ერთიმეორეს ჩაეხლართნენ: ფიქრი, ნავი და გადავიქეცი თვითვე ლამის ცოცხალ ნავტიკად. 355
არ ვისურვებდი გადმოვარდნას თვითმფრინავიდან, ზღვაზე მაქვს ჩემი ოდისეაც, არგონავტიკაც. როგორც გაწვრთნილი ძაღლი, ტალღა ხელებს მილოშნის, მოდის ლანქერი და იმ კირქვის ფენა მე დამდის, უნდა წავიდე და სანთელი ვანთო ილორში, მოგზაურთა და სვეუბედურ მენავეთათვის.
*** პაპავ, ამ შუკებს, მტვრიანებს, არ ათელინებ ცხენს, შენი სულიღა ტრიალებს სპეტაკი, როგორც მხცე. 356
რამდენიც უნდა გაურჩდე, ვერ ამოანგრევ თაღს, სხვა პატრონები გაუჩნდნენ ქიტას ედემის ბაღს. ვინც არა ჰგავდი ჩაის მსმელს, ვეღარ თესავ და ხნავ, ვეღარც თეთრ ჩოხას ჩაიცმევ, მარიობაზე ხვალ. *** თითქმის ყოველდღე, იგი რომ მნახავს ჩვენ ვლაპარაკობთ ნაირფერებზე... არ წამომცდება სიტყვა რიოში. რომ ვეკითხები, შინ როგორა ხართ, ეს იმას ნიშნავს - მაინტერესებს, რა ამბავია ისკარიოტში. 357
წარწერა ცურტაველის წიგნზე როგორც კაცს ვეღარ აღმოვაჩენთ ყველაზე პირველს ასე ვერასდროს აღმოვაჩენთ პირველ მოთხრობას. დრომ განვლო, ცოცვა უსწავლია გუშინდელ ფრინველს, სამეფო კვერთხში გაუცვლია კეტი მათხოვარს. არა, არ არის ეს „წამება“ ჩვენში პირველი, ჩვენში წამებას ვინ გამოლევს და ვინ დანომრავს არ მოჰკლებია ხალიბურ ხმალს გამომპირველი და სკივრში ახლაც შეაჟრჟოლებს ხოლმე ნაომარს. 358
ქარტეხილებში ცრემლი, სისხლიც ბევრი გვდენია, მაინც ვყოფილვართ საკუთარი გზის გამმართველნი. ჩვენს მწერლოაში „შუშანიკი“ მეიმდენეა, თვით ცურტაველი მერამდენეც არის ქართველი.
ხალხის პოეტს ფართხალებს თევზი ანუ ხრამული, შრიალებს შენი მუხა, ხალხს ენატრება ხმა მუხრანული, დიდხანს მდუმარე ნუ ხარ. შენს ქვეყანაში უბრად ნუ ივლი, 359
საყვირალია როცა, არ შეიძლება შენი დუმილი თუნდაც ნიშნავდეს ლოცვას. სდუმდეს, თავისი დრო ვინც მოჭამა შურით, გაცემით, ლიქნით და ვინც სუნთქავდა შეუბოჭავად მოღალატური წიგნით. ფართხალებს თევზი ანუ ხრამული, შრიალებს შენი მუხა, ხალხს ენატრება ხმა მუხრანული, დიდხანს მდუმარე ნუ ხარ.
შეგონების ვიტამინი თქვენ, აფთიაქში დამდგარო საწყლად, 360
გაუფრთხილებლად იქცევით ჯანთან. არა იმრუშო და არა კაც ჰკლა, არც აგევსება წამლებით ჩანთა და დამერწმუნეთ იქნებით საღად, გამოცდილია ეს ვიტამინი. დამსგავსებიხართ მოარულ სახადს, თავში გახსნილი შესვით ამინით.
ლურჯა იორღა ლაგამს ღეჭავდა ახლოს მეფის ცხენი და მეფე გამოერკვა ფიქრიდან ცუდი ამბავით ფეხფიცხელი ერეკლესთან 361
იფრინდა მიფრინდა. აწყურის ციხესთან იხევს ტოტლებენი, გატიტვლებული უცხო რამ სული. საწყლური ნაბიჯით დატოვა მეფენი ერეკლე და მისი წულნი. აწ ყური მაპყარი, აწყურო, მორწყულო მოძმეთა უკვდავი სისხლით. კი არა ვვალალებ, კი არა ვლოცულობ, მოვალ და ხმალდახმალ გიხსნი. 362
ეს თქვა და ერეკლემ ლურჯა იორღით იწია აწყურის მშობლიურ ჩუქურთმებთან. ვეღარ დაამშვიდა გულდინჯი გიორგი, რომელიც ტოტლებენს მამის სულს უკურთხებდა. იორღას შესძახა... და სძლიეს თათარი. ერეკლე ჰკოცნიდა ამგვარ ცხენს. აქვს ისტორიას თავისი დავთარი, ხშირად გადავფურცლოთ, არ გვაწყენს.
363
მყუდროების ტაძარში აღარ ჭიდაობ. მერნის ჯიდაოც ურჩობს და აღარ გემორჩილება. სადღაც ვერანი ქვა საჯილდაოც გადაგიმალეს შენმა შვილებმა. შენ მყუდროების ტაძარს ივანებ, სიყვარულის ზღვის პატარა კონცხო, არაფრადა სთვლი ჟამს ნაგვიანევს და უეჭველი იმედით ცოცხლობ, რომ დღეს უჯარო მთავარსარდალი ხვალ გაილაშქრებ თორნიკესავით. ჰა, იჭურვები ჩოხით, სადავით 364
ბზინავენ ხმალნი, თორნი კვესავენ.
დიდუბე მიხეილ თამარაშვილის ხსოვნას „გამარჯობა, ჩემო თბილისქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოვედი“ ეთიმ გურჯი
შორ ქვეყანაში იტარიელე, რა გქონდა ჩვენგან გასარიყავი შენ დაუმტკიცე იტალიელებს, რაც იყავი და რაც არ იყავი. დღეს დიდ უბეში გიკრავს დიდუბე 365
რაინდულ სულს და ლამაზ მეცნიერს. მამულის ციდან წინწკლავს, იქ თურმე ცრემლები სცვივა მამაზეციერს. ჰაერსა ჰკვეთავს ზარების ჰანგი და ერთი ზარი თითქოს სხვას უხმობს. „რა ხდება?“ - ტაქსის მძღოლს ჰკითხავს ფრანგი. „დედა შვილს მარხავს“ - მძღოლი პასუხობს.
*** როგორც პორტრეტი იქცევა შარჟად (დახატულია თუ იგი შარშან) 366
როგორც პორტრეტში გადადის შარჟი, ისე გადადის სალამი შარში. ქანაობს ვერხვი არა ქარისგან დამსგავსებია ქუჩის კარისკაცს, დაბრძენებული თვალით აცილებს შეზარხოშებულ თამამ ყმაწვილებს ერთ დროს ღვინისგან ნაქილიკები მეც დავდიოდი ამ ბილიკებით. მაშინაც ასე იდგნენ ვერხვები, მაშინაც ქუჩა იყო მერყევი, მაგრამ გავიდა რაღაც დრო-ჟამი, აღარ ფრიალებს ჩვენი დროშანი... გამოგვაფხიზლა დიდმა მიზნებმა, 367
ამათაც ელით გამოფხიზლება, როცა მაისის ცვარი მონამავს თაობის ფართო შუბლს და მომავალს. რა ვუყოთ ზოგჯერ დალიონ ღვინო, ჯვარი ვაზისგან დაგვიწნა ნინომ.
368