ახალი გზა

Page 1

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო სტუდენტური გაზეთი

27 ივნისი, 2015 წ.

სარედაქციო წერილი:

ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი „რუსეთი მზად არის, საქართველოს სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში დაეხმაროს, - ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განუცხადა. „ჩვენ ვესაუბრეთ ზურაბ აბაშიძეს. მას ვთხოვე, ჩვენი სამძიმარი გადაეცა და ვუთხარი, რომ საგანგებო სიტუაციების სამინისტრო თბილისში ჩვენს კოლეგებს ეკონტაქტება და მათ დახმარებას სთავაზობს. მე არ ვიცი თანამშრომლობის პრაქტიკული ფორმები, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება, მზად ვიქნებით. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ, გვესმის ერთმანეთის, საჭიროების შემთხვევაში კი, ყოველთვის მზად ვართ დახმარებისთვის”, - განაცხადა კარასინმა. 13 ივნისის ღამეს თბილისში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც მიუსამძიმრა. პუტინის პრეს-სპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა საქართველოს სტიქიის მეორე დღეს შესთავაზა დახმარება. ოფიციალურმა თბილისმა მყისიერად შეაგება უარი ოფიციალური მოსკოვის შეთავაზებას. მიზეზი გასაგებია. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების არაერთგზის განცხადებისა, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობა ლაგდება, „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“, საქართველოს - მოსკოვის... ამბობენ, ყველაფერს აქვს საზღვარიო, მაგრამ იმპერიალისტურ ცინიზმს ბოლო ისევე არ უჩანს, როგორც საქართველოს საზღვრებისა და ტერიტორიების მიტაცებას რუსეთის მხრივ. პერმანენტული მცოცავი ანექსიის, ბორდერიზა-

ციისა და საქართველოს მოქალაქეთა გახშირებული გატაცების ფონზე, „მოძმე“ რუსეთი უსამძიმრებს და დახმარების იმ ხელს უწვდის საქართველოს, რომლითაც რამდენიმე წლის წინ უკანონოდ გამოაძევა საქართველოს მოქალაქეები რუსეთიდან; იმ ხელს, რომლითაც იმსხვერპლა საქართველოს ათასობით მოქალაქე 2008 წლის აგვისტოს ომში; იმ ხელს, რომლითაც სულ ახლახან, 19 ივნისს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა; იმ ხელს, რომლითაც სამაჩაბლოდან გამოდევნა მკვიდრი მოსახლეობა და ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი შემატა ქართულ სახელმწიფოს. ვითარება დიცსა და დვანში უცვლელი რჩება. ლითონის ღობეები ადმინისტრა-

13 ივნისი

ციულ საზღვარს ზოგ ადგილას მიჰყვება, ზოგან კი აცდენილია. რუსი მესაზღვრეები, როგორც ადგილობრივები ამბობენ, 1926 წლის რუკით ხელმძღვანელობენ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ განუცხადებია, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, კონკრეტულად რა რუკებზეა საუბარი. რუკების საკითხი არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვისაა ბუნდოვანებით მოცული, არამედ ერთ-ერთ ოსურ ფორუმზეც ითხოვდნენ პასუხს. მართალია, საქართველოს ხელისუფლება ამ კითხვაზე „დუმილის უფლებას“ ინარჩუნებს, მაგრამ, საბედნიეროდ, კატეგორიულობა და სიმტკიცე გამოიჩინა ბოლოდრინდელ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს ოფიციალური მოსკოვის ინიციატივა: „საგარეო საქმე-

„ვილაიეთი“ კავკასიაში

რაც მთავარია, არა მხოლოდ მდ. ვერეზე, არამედ სხვა ღვარცოფსაშიშ მდინარეებზე, რომლებთანაც დაკავშირებულია დასახლებული პუნქტები. მხედველობაშია მისაღები მეწყერსაშიში ზონა მუხათგვერდის სასაფლაოზე (მისასვლელი გზა), პრობლემურია ლიბანის ქუჩა, გოთუას ქუჩა, გლდანი, სააგარაკე დასახლებები გლდანთან, გიორგიწმინდის უბანი, ხევძმარი, გლდანულა. მამადავითის კალთაზე არსებული ხევები, წავკისის ხევი.

გვ.2

სერ ადრიან ბრედშოუ: „ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და მხოლოდ კავკასიის პრობლემა როდია. ის ავღანეთიდან კვეთს ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთსა და, ფაქტობრივად, აფრიკასაც მოიცავს. მასთან გასამკლავებლად საჭიროა სტრატეგიული თანამშრომლობა და გვ.4 სტაბილურობა“.

თა სამინისტრო გმობს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაციას და აცხადებს, რომ კრემლის ეს ქმედება წარმოადგენს საქართველოს განუყოფელი ნაწილის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რითიც რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და არ შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს. შესაბამისად, ნებისმიერი სახის მცდელობა გაფორმდეს ე.წ. ხელშეკრულება ცხინვალის რეგიონთან, არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ ნორმას. ეს ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა: სახელმწიფოს სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება მისცეს რუსეთის ამ ქმედებას და სათანადო ზეწოლა განახორციელოს“. ყოველივე ამის შემდეგ პუტინის სამძიმარი და კარასინის განცხადება „მეზობელი ქვეყნების ურთიერთგაგების“, „ურთიერთსაჭიროებისა“ და „დახმარებისთვის მზადყოფნის“ თაობაზე ისევე აცდენილია რეალობას, როგორც რუსული მავთულხლართები საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარს.

„კანის ლომები“

ლუდი „34-ის“ სარეკლამო კამპანიისთვის „ლივინგსთოუნმა“ მთავარი პრიზი მოიპოვა Golden Hummerze, კატეგორიებში: საუკეთესო პრომო კამპანიისთვის და საუკეთესო არატრადიციული მარკეტინგისთვის. შეგახსენებთ, „34-მა“, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა აალაპარაკა. სწორედ მაშინ, როცა „34-ის“ შესახებ ინტერესმა პიკს მიაღწია, მაღაზიებში ბოთლი 34 ლარად იყიდებოდა. ინტერესი გაოცებამ შეცვალა - ერთი ბოთლი ლუდისთვის უჩვეულოდ მაღალი ფასი ბევრისთვის ახალ გამოცანად იქცა. მისი შეძენა მხოლოდ ლუდის ნამდვილმა გურმანებმა გაბედეს და არც შემცდარან. უჩვეულოდაც დასაჩუქრდნენ. „34-ის“ პირველ სამ მყიდველს გვ.11 ქალაქში ძეგლი დაუდგეს.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.