3 minute read

მდგრადი ფერმერობა და ინოვაციები სოფლის მეურნეობის სფეროში - სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი - Diplomat Magazine

საქართველოში მუშახელის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სექტორისა და ეკონომიკის განმტკიცებისთვის სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაცია აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სხვადასხვა სექტორში ზრდისკენ ისწრაფვის, განსაკუთრებით გამძვინვარებული პანდემიის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შვედეთის მთავრობის მზარდ მხარდაჭერას. ამ ინტერვიუში საქართველოში შვედეთის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა და შვედეთის ელჩის მოადგილემ, ერიკ ილესმა, ხაზი გაუსვა შვედეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული თანამშრომლობის მიზნებსა და სტრატეგიებს. სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება, როგორც ასეთი, არ არის სტრატეგიული, პრიორიტეტული სფერო შვედეთისთვის, მაგრამ იგი ძლიერად არის წარმოდგენილი შვედეთის ინკლუზიური ბაზრის განვითარებაში საქართველოსთან პარტნიორობით.

როგორ შეაფასებდით შვედეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის კუთხით და სად ხედავთ მისი განვითარების პოტენციალს?

Advertisement

შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მხარს უჭერს საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდას და DCFTA-ს განხორციელებას. მცირე და საშუალო საწარმოებთან მუშაობის დროს ჩვენ მეტი ყურადღება გავამახვილეთ მაღალი დამატებითი ღირებულების სექტორის განვითარებაზე ასევე სოფლის მეურნეობაში. მაგალითად, ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან სურსათის უვნებლობის სტანდარტებზე და საქართველოდან მაღალი დამატებითი ღირებულების საექსპორტო პროდუქტის - თაფლის - საექსპორტო პოტენციალზე. ჩვენ ასევე ვთავაზობთ მცირე და საშუალო საწარმოებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედ პირებს, ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გარანტიებს. შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ძირითადი მიზნები ასევე მოიცავს აგრობიზნესის მიმართულებებს: აგროტურიზმი, რომლის საშუალებითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ სოფლად მცხოვრებლებს ან მათ, ვინც საქმიანობს მეურნეობით; და აგრეთვე

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ძირითადი მიზნები ასევე მოიცავს აგრობიზნესის მიმართულებებს: აგროტურიზმი, რომლის საშუალებითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ სოფლად მცხოვრებლებს ან მათ, ვინც საქმიანობს მეურნეობით; და აგრეთვე სიღარიბეში მცხოვრებ ხალხს.

სიღარიბეში მცხოვრებ ხალხს. ჩვენ ასევე დავიწყეთ პარტნიორობა საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, რათა ორგანიზაციული და სტრატეგიული დახმარება გავუწიოთ 4 000-ზე მეტ ფერმერს ერთი ქოლგის ქვეშ.

გამოცხადდა, რომ საქართველო ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიისგან 1.16 მილიონ ევროს მიიღებს GRETA (მწვანე ეკონომიკა - მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანიკული სოფლის მეურნეობა) პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, რა არის პროექტის მთავარი მაჩვენებლები და რა მოლოდინები გაქვთ?

ევროკომისიიდან, ავსტრიიდან და შვედეთიდან 6,8 მილიონი ევროა გათვალისწინებული მწვანე ეკონომიკისთვის, მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობისთვის საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, იმერეთში, რაჭასა და სვანეთში. ეს ფონდი მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და მდგრადი მთის ტურიზმსა და ორგანულ კულტურაში ახალი ეკონომიკური შემოსავლის შესაძლებლობების შექმნას. ჩვენ ამას აქტიურად მივყვებით, რათა შევამციროთ სიღარიბე, გარიყულობა და გავზარდოთ სავაჭრო შესაძლებლობები საქართველოს შერჩეულ მთიან რაიონებში. ჩემთვის ეს ასევე არის პარტნიორობის მაგალითი საქართველოსა და „გუნდ ევროპას“ შორის. ავსტრიას აქვს მთის ტურიზმთან მუშაობის დიდი გამოცდილება, ამიტომ ვფიქრობდით, რომ კარგი აზრი იყო ავსტრიასთან პარტნიორობა. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვაერთიანებთ ჩვენი სხვადასხვა გამოცდილების სფეროებს. პროექტს აქვს განცხადებები ადგილობრივი ინიციატივების დაფინანსების შესახებ სოფლის მეურნეობაში, ასევე ტურიზმის სექტორში. ჩვენ ველოდებით ინიციატივებს ადგილობრივ გადაწყვეტასა და განვითარებაზე, ადგილობრივი უნარებისა და ცოდნის საფუძველზე. . ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს განახორციელებენ GRETA პროექტის სახსრებით.

რომელია შვედეთის სოფლის მეურნეობაში საუკეთესო პრაქტიკა, რომელმაც შესაძლოა კარგად იმუშაოს საქართველოში?

შვედი ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მდგრადი მეურნეობა და ინოვაციები სოფლის მეურნეობაში. ვფიქრობ, ინვესტორები ასევე დაინტერესდებიან ტექნოლოგიისა და „ნოუჰაუს“ მიწოდების მხრივაც, იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ხარისხიანი მომსახურებისა და ინოვაციების მიწოდება.

შვედეთი და საქართველო სრულიად სხვადასხვანაირი ქვეყნებია. მე აღვნიშნე, რომ საქართველოში სამუშაო ძალის 40% არის სოფლის მეურნეობის სექტორში, მაგრამ ამ სექტორის წილი მთლიანი მშპ–ის მხოლოდ 8%-ია. შვედეთში მთლიანი დასაქმების მხოლოდ 1.5% გვხვდება სოფლის მეურნეობაში და ეს 1.5% შვედეთის მშპ-ის დაახლოებით 2%-ს შეადგენს. 1950–იანი და 1970–იანი წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანების რაოდენობა ძალიან მკვეთრად შემცირდა, ამ 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 60%–მდე. ეს იყო მაშინ, როდესაც ხალხმა დაიწყო ინდუსტრიული სამუშაოები, შემდეგ კი გაჩნდა პოსტინდუსტრიული დასაქმების შესაძლებლობები. ამ თვალსაზრისით, ეს საკმაოდ განსხვავებულია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს შეუძლია უამრავი მაგალითი აიღოს შვედეთისგან. ერთი მიმართულებაა მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა. ახლა შვედეთში ვხედავთ, რომ აქცენტი კეთდება ხარისხზე, ბაზრის გააზრებასა და პროდუქციის დივერსიფიკაციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ორგანულ მეურნეობაზეც, რადგან ვხედავთ, რომ ის უფრო მიდრეკილია მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქტების შექმნისკენ. ჩვენ ასევე აქცენტს ვაკეთებთ ინოვაციებზე სოფლის მეურნეობის სფეროში. შვედეთს აქვს ძალიან განვითარებული სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგია.

თქვენი აზრით, ქართული სოფლის მეურნეობის რომელი მიმართულებები იქნება შვედი ინვესტორებისთვის საინტერესო?

შვედი ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მდგრადი მეურნეობა და ინოვაციები სოფლის მეურნეობაში. ვფიქრობ, ინვესტორები ასევე დაინტერესდებიან ტექნოლოგიისა და „ნოუჰაუს“ მიწოდების მხრივაც, იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ხარისხიანი მომსახურებისა და ინოვაციების მიწოდება.

საერთო ჯამში, როგორ აისახა პანდემია საქართველოსა და შვედეთს შორის ურთიერთობებზე და თქვენი საელჩოს გეგმებსა და პროექტებზე?

ზიანი ყველას შეეხო. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, რათა მიმდინარე პროგრამები მოერგოს COVID-19-ის მიერ გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციას. ჩვენ ასევე გავუწიეთ პირდაპირი ჰუმანიტარული და უშუალო დახმარება, რაც მიზნად ისახავდა მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების მოგვარებას. ჩვენ ეს გავაკეთეთ წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად. თანამშრომლობა სხვა სფეროებშიც გვაქვს, მაგალითად, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის მხრივ. ვფიქრობ, რომ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჯერ კიდევ რთულ ვითარებაში ვართ. ჩვენ ყოველდღე ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი საქმიანობის, უსაფრთხოებისა და პარტნიორული ურთიერთობების ადაპტირება პანდემიის მიერ გამოწვეულ კრიზისულ ვითარებასთან.

This article is from: