7 minute read
LEADER მიდგომა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები საქართველოში განვითარების წინა ხაზზე - Diplomat Magazine
მიმდინარე წლის ნოემბერში სრულდება ევროკავშირის მიერ „ENPARD-ის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული „HEKS-EPER Georgia-ს“ ოთხწლიანი პროექტი “Promoting Citizen Engagement for Economic Development“ (PROCEED), რომელიც კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროში, ხორციელდება და მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და შემოსავლების ზრდას. პროექტის წარმატების ისტორიასა და LEADER მიდგომით სოფლის განვითარების უპირატესობებზე „PROCEED-ის“ დირექტორს, ბუბა ჯაფარლის, ვესაუბრეთ.
LEADER მიდგომა საქართველოსთვის სიახლეა. შეგიძლიათ, მოკლედ აგვიხსნათ, რას წარმოადგენს ის?
Advertisement
აკრონიმი LEADER (Liaison Entre Actions de Développement de l’Économique Rural) ნიშნავს „კავშირები სოფლის განვითარებისა და ეკონომიკის ქმედებებს შორის”. LEADER-ის მიდგომა წარმოადგენს სოფლის განვითარების პოლიტიკის განსახორციელებლად ინოვაციური მეთოდოლოგიების ერთობლიობას.
LEADER მიდგომის კონკრეტული მიზნებია: ადგილობრივი თემების წევრების წახალისება ადგილობრივი განვითარების პროცესში მონაწილეობის მისაღებად; თანამშრომლობის გაძლიერება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის; ადგილობრივი აქტორების წახალისება, იმუშაონ სხვა თემების წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინოვაციების ხელშეწყობა; ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების მომზადების ხელშეწყობა და სტრატეგიის განხორციელების უზრუნველყოფა; ამა თუ იმ ტერიტორიის განვითარებისთვის LEADER მიდგომის გამოყენების მთავარი ინსტრუმენტია ადგილობრივი განვითარების ჯგუფი. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც შედგება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებისგან. ადგილობრივ განვითარების ჯგუფს აქვს მტკიცე გადაწყვეტილების მიღების ავტონომია ადგილობრივი პროექტების შერჩევაზე, მათ მხარდაჭერაზე, დაფინანსებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე.
სად და როგორ დაიწყეს LEADER მიდგომის გამოყენება?
ეს მიდგომა შეიქმნა 1990 წელს, როდესაც ევროკომისიის თანამშრომელთა და ექსპერტთა ჯგუფმა დაიწყო LEADER-ის კონცეფციის პოპულარიზაცია სოფლად და ქალაქებში ცხოვრების ხარისხის განსხვავების შემცირების მიზნით. 1991-93 წლებში საცდელ ფაზაში LEADER პროექტების განხორციელებაში ჩაერთო ევროკავშირის ქვეყნების არახელსაყრელი პირობების მქონე 217 რეგიონი. 19941999 წლებში აღნიშნული მიდგომის გამოცდის არეალი გაფართოვდა. 2000-2006 წლებში, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, მეთოდმა მოიცვა ყველა ტიპის რეგიონი. 2007-2013 წლების პროგრამის პერიოდში მიდგომა თანდათანობით დამკვიდრდა, როგორც ევროკავშირის სოფლის განვითარების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, რომელიც მოიცავს 2402 სასოფლო ტერიტორიას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მასშტაბით. ეს მეთოდი აგრეთვე გავრცელდა თემატურად მეთევზეობის პოლიტიკის განხორციელებაზეც - დღეს ევროპაში ფუნქციონირებს მეთევზეთა დაახლოებით 300 ადგილობრივი განვითარების ჯგუფი.
როგორ დაინერგა LEADER მიდგომა საქართველოში?
ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიდგომა საქართველოში 2015 წელს შემოვიდა. თავდაპირველად საპილოტე პროექტები განხორციელდა ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. ერთი წლის შემდეგ არეალი გაფართოვდა და მოიცვა ახალქალაქი, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ქედა და ხულო. 2019 წელს მიდგომა შეიტანეს ასევე წალკაში, წყალტუბოში, ახმეტასა და მესტიაში. 1 წლის წინ LEADER-ის გამოყენებას საქართველოში ახალი დონორიც დაემატა - ჩეხეთის განვითარების სააგენტომ და არასამთავრობო ორგანიზაცია „People in Need-მა“ დაიწყეს მუშაობა დუშეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე მოწყვლად თემებთან. დღეს საქართველოში უკვე 13 LAG-ია. უახლოეს მომავალში დაარსდება კიდევ რამდენიმე - ძირითადად იმ რეგიონებში, სადაც ისინი ჯერჯერობით არ არსებობს.
რა არის საქართველოში LEADER-ის პროექტების განხორციელების მიზანი?
საქართველოში პრაქტიკულად ყველა LEADER პროექტის ზოგადი მიზანია საზოგადოების წევრების აქტიური და გრძელვადიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა მათი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებაში და, საბოლოოდ, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. LEADER პროექტების სამიზნე სფეროები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. და ისინი განსხვავდება პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის თვალსაზრისით, თუმცა სამიზნე სფეროები, რომელიც ყველა პროექტს საერთო აქვს, არის გაზრდილი შემოსავლები და სამუშაო ადგილები, უფრო ხელმისაწვდომი სერვისები და ადგილობრივი თემების გაძლიერება.
რა არის საქართველოში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ფუნქცია?
ვინაიდან LEADER მიდგომა სიახლეა საქართველოსთვის და LAG-ებიც შედარებით ახალგაზრდაა, ჯგუფები ძირითადად ორიენტირებულია LAG-ის ორ მთავარ ფუნქციაზე: ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მონაწილეობითი მომზადება და ეკონომიკისა და სოციალური მომსახურების პრიორიტეტული სექტორებისთვის რესურსების განაწილება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, LAG-ის წევრები ერთობლივად და ტერიტორიის ანალიზის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა ადგილობრივ საჭიროებებზე არის აუცილებელი ფოკუსირება, შეიმუშაონ საგზაო რუკები გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად და გასცენ გრანტები ადგილობრივი აქტორების, კომერციული და არაკომერციული საქმიანობის მხარდასაჭერად, რამაც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება ხელი შეუწყოს პრობლემის მოგვარებას.
ევროპაში უფრო "გამოცდილ" ჯგუფებს გაცილებით ფართო ფუნქციები აქვთ და სტრატეგიული დაგეგმვისა და საგრანტო დახმარების გარდა, ხელს უწყობენ პარტნიორობას სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს შორის ან განავითარებენ ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას სოფლის თემებში (სასოფლო თემებს შორის). ეს ჯერ კიდევ არ არის ჩვენი LAG-ების რეგულარული ამოცანა, თუმცა ახლა ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ „უბიძგებენ“ LAG-ები მცირე საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის პროექტებს, როგორიცაა ტყეების გაწმენდა მყარი ნარჩენებისგან (ნაგვისგან) ან საზაფხულო სკოლების დახმარება ბავშვებისთვის არახელსაყრელი პირობების მქონე ეთნიკური უმცირესობების თემებიდან.
რამდენად მდგრადია LAG-ები?
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი LEADER პროექტები ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში დასრულდა ერთი წლის წინ, მაგრამ ამ სამ ადგილას შექმნილი LAG-ები განაგრძობენ განვითარების მომსახურებების მიწოდებას, თუმცა შეზღუდული მასშტაბით. მასშტაბის შემცირება გამოწვეულია იმით, რომ LAG–ებს ახლა საკუთარი თავის შენახვა თავად უწევთ, რადგან ENPARD ამჟამად მხარს უჭერს სოფლის განვითარების ახალ ინიციატივებს, ხოლო მთავრობა ჯერ კიდევ არ არის მზად, LAG–ების მეშვეობით რესურსების სოფლის განვითარებაში ინვესტირებისათვის. პროექტები ახალქალაქში, დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროში ამჟამად დასრულების პროცესშია, მაგრამ ამ მუნიციპალიტეტებში LAG-ები ასევე საკმარისად ძლიერია ENPARD–ის დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ დამოუკიდებლად არსებობის გასაგრძელებლად. როდესაც ვსაუბრობთ LAG-ების არსებობაზე მათი „მშობელი” პროექტების დასრულების შემდეგ, ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს წევრებს და დაინტერესებულ მხარეებს, რომ LEADER მიდგომის შემოღებისას საქართველოში არსებობდა მოლოდინი, რომ 3-4 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა დაიწყებდა სოფლის განვითარების დაფინანსებას LAG–ების საშუალებით. მაგრამ დღეს ახალი კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, სამწუხაროდ, ჩვენს სახელმწიფოს არ მისცა შესაძლებლობა, ფინანსური რესურსი ჩადოს LAG–ებში, როგორც სოფლის განვითარების ინსტრუმენტებში. ეს ნიშნავს, რომ ქართული LAG–ები დაფინანსების შესაძლებლობების სხვაგან ძებნისათვის უნდა იყვნენ მზად. სინამდვილეში, ზოგიერთმა LAG-მა ეს უკვე დაიწყო - ისინი ახლა იკვლევენ ტრანსნაციონალური დაფინანსების წყაროებს LAG-ებისთვის ევროკავშირში, მაგრამ ცხადი ხდება, რომ შესაბამისი ფონდები ევროკავშირში ამა თუ იმ მიზეზების გამო, ხშირად ვერ შეძლებენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან LAG-ების მუდმივ მხარდაჭერას. ასეთ გარემოში LAG-ები, სავარაუდოდ, თანდათანობით გადაიქცევიან ჩვეულებრივ არასამთავრობო ორგანიზაციებად, უარს იტყვიან ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებზე, როგორც სამოქმედო ჩარჩოებზე და დაკარგავენ ადგილობრივ მთავრობებთან ნამდვილ კავშირს. ნაკლებად მონდომებული ხელმძღვანელობისა და მცირე მხარდამჭერთა ბაზის მქონე შედარებით სუსტმა ჯგუფებმა შეიძლება არსებობაც კი შეწყვიტონ, როცა უფუნქციოდ და დაფინანსების გარეშე დარჩებიან.
რა მთავარი უპირატესობა აქვს LEADER მიდგომის გამოყენებას?
LEADER მიდგომის მინიმუმ სამი მთავარი უპირატესობა თუ ძლიერი მხარე არსებობს. პირველი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ყურადღება გამახვილებულია როგორც მენტალიტეტის, ასევე ცხოვრების ხარისხის ცვლილებებზე. LAG–ის აქტივობაში ჩართულობა, ადგილობრივ მოსახლეობას უყალიბებს გადაწყვეტილების მიმღების უნარებს და მენტალიტეტს. მეორე უპირატესობა ისაა, რომ პროექტის ჩართულობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ან ორი სექტორით. წარსულში საქართველომ მიიღო მრავალი დახმარება ეკონომიკური თუ მომსახურების განვითარების და გაუმჯობესებული მმართველობის ინიციატივების განსახორციელებლად. ჩვეულებრივ, ასეთი ქმედებები კონკრეტულ მიზანზე იყო ორიენტირებული (მაგ. შემოსავალი, წვდომა თუ მონაწილეობა) და იყო დონორის ან ხელისუფლების მიერ წარმართული. ასეთი მიდგომა, ამცირებდა პროექტების მიზნების მიღწევების შანსს, რადგან გაუმჯობესება ერთ კონკრეტულ სფეროში, არ ნიშნავდა გაუმჯობესებას სხვა სფეროში. და ბოლოს, წინა პროექტები შესაძლოა ნაკლებად შეესაბამებოდა ჩემთვის პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ადგილობრივი მოსახლეობის მენტალური ცვლილებაა. მუნიციპალიტეტის ძალიან ბევრმა მაცხოვრებელმა დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ მათი ცხოვრება შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, თუ ისინი ერთად დაინახავენ ადგილობრივ საჭიროებებს და ადგილობრივი განვითარების შესახებ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებებს.
ადგილობრივ კონტექსტს, რადგან იმ შემთხვევაში, უგულვებელყოფილი იყო ადგილობრივი აქტორების ხედვა. LEADER პროექტებმა გააერთიანა სხვადასხვა ხედვები - შედეგად, ამგვარი პროექტები არ განიცდიან ადგილობრივი აქტორების ჩართულობის ნაკლებობას.
რა არის PROCEED პროექტის მთავარი მიღწევები?
სანამ PROCEED პროექტის შედეგებზე ვისაუბრებ, მსურს შევეხო პროექტის განხორციელების პროცესს. საქართველოში LEADER- ის სხვა პროექტების მსგავსად, PROCEED მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსახლეობის ჩართვას ადგილობრივი განვითარების პროცესებში. პროექტის დასაწყისში შეიქმნა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდა ყველა ძირითადი ადგილობრივი აქტორი. დასაწყისში ჯგუფი მეტისმეტად დიდი იყო (190+ წევრი!), რადგან ბევრმა ადამიანმა, როგორც მათ შემდგომ ეტაპზე გულახდილად აღიარეს, ჩათვალა, რომ ჯგუფში მონაწილეობა გაზრდიდა პროექტის გრანტის მიღების შანსებს. ასეთმა დიდმა ასოციაციამ სწრაფად აჩვენა თავისი მოუქნელობა და ინტერესთა შეუსაბამობა. საბოლოო ჯამში, ასეთ ჯგუფს არ შეეძლო რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. მან ასევე აჩვენა, თუ ვინ რეალურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში ცვლილებების შეტანაში და ვინ მონაწილეობდა მხოლოდ როგორც მაყურებელი, „ყოველი შემთხვევისთვის“. მოგვიანებით, ბევრმა დამსწრემ გააცნობიერა, რომ ჯგუფში მონაწილეობა უფრო მოვალეობას ნიშნავს, ვიდრე სარგებელს, ამიტომ მათ დატოვეს ჯგუფი და დარჩა 80 წევრი - ჯერ კიდევ დიდი, მაგრამ საკმაოდ გონივრული რაოდენობა 14 დასახლებისა და 21 ათასი მაცხოვრებლის მუნიციპალიტეტის LAG-ისთვის. საბოლოო ჯამში, ლაგ-ის პასიურმა წევრებმა დატოვეს ორგანიზავიის რიგები, რის შედეგადაც, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდა.
LAG–ის განვითარების პარალელურად, PROCEED–მა ხელი შეუწყო ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მომზადებაში მონაწილეობის პროცესს და ასევე ინკლუზიურად ჩამოაყალიბა საგრანტო პროცესის ყველა წესი. ყველაზე განახლებული ევროპული ნოუჰაუ LAG–ის განვითარებისათვის უზრუნველყო HEKS EPER რუმინეთმა და ადგილობრივი მოქმედი ჯგუფების რუმინეთის ფედერაციამ. 2018 წლის გაზაფხულზე PROCEED–მა დაიწყო საგრანტო პროცესი, რომელიც ორიენტირებული იყო შემდეგ პრიორიტეტულ სექტორებზე: ბიზნესის დივერსიფიკაცია, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სოციალური ქვესექტორების ნაკრები, კერძოდ, განათლება, ახალგაზრდობა და სპორტი, კომუნალური მომსახურება და გარემოს დაცვა. საერთო ჯამში PROCEED–მა მოაწყო საგრანტო კონკურსის 4 რაუნდი და გასცა 110 გრანტი. აქედან 89 დედოფლისწყაროს ფერმერებსა და მეწარმეებს გადაეცათ, 21 კი სოციალური მიზნებისათვის გაიცა. ამ გრანტების მიმღებნი იყვნენ ადგილობრივი სკოლები, მუნიციპალური სამსახურები, სპორტისა და ახალგაზრდობის სააგენტო, მუზეუმები და საავადმყოფო. საგრანტო ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, თუმცა COVID-19 პანდემიის შედეგად განვითარებულმა ეკონომიკურმა ვარდნამ ქვეყანაში, არაერთი დაფინანსებული ბიზნესი სერიოზულად დააზარალა. განსაკუთრებით ტურიზმის და კვების სფეროში მოღვაწე ერთეულები. ასეა თუ ისე, PROCEED–ის შედეგების ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა რაოდენობრივმა შეფასებამ აჩვენა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აფასებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებას და თვლის, რომ ეს არის PROCEED ჩარევის შედეგი. იმავე შეფასებამ დაადასტურა, რომ პროექტის მიერ გაცემული ბიზნეს-გრანტების წყალობით შეიქმნა 204 ახალი სამუშაო ადგილი (დაგეგმილი იყო 150). ჩემთვის პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ადგილობრივი მოსახლეობის მენტალური ცვლილებაა. მუნიციპალიტეტის ძალიან ბევრმა მაცხოვრებელმა დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ მათი ცხოვრება შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, თუ ისინი ერთად დაინახავენ ადგილობრივ საჭიროებებს და ადგილობრივი განვითარების შესახებ თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებებს.
PROCEED-ის მხარდაჭერილი პროექტებიდან რომელს გამოყოფდით?
სხვა კარგ საგრანტო პროექტებს შორის, PROCEED-მა დააფინანსა სარწყავი სისტემის მოწღობა 82 ჰექტარზე კაკლის ფერმაში, რომელიც ეკომიგრანტი გურამ ნაკაშიძის ოჯახის საკუთრება იყო. გურამმა და მისმა ოჯახმა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ესპანეთში მუშაობდნენ, დააგროვეს საწყისი კაპიტალი და შეიძინეს საჭირო ცოდნა, რომელიც მეურნეობის დასაწყებად გამოიყენეს. ეს იყო პოტენციურად ძალიან მოგებიანი პროექტი, მაგრამ რადგან მეურნეობას წყალი არ ჰქონდა, კაკლის მოსავალი მწირი იყო. სარწყავ წყალზე კარგმა წვდომამ, რაც ევროკავშირის გრანტის წყალობით გახდა შესაძლებელი, მნიშვნელოვნად გაზარდა მოყვანილი კაკლის რაოდენობა და ხარისხი. რაც მთავარია, მეურნეობის პროდუქციის მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ ფერმაში შექმნა 30 (!) ახალი მუდმივი და სეზონური სამუშაო ადგილი. ამის გარდა მთელი სოფელი, სამთაწყარო, სადაც გურამის ფერმა მდებარეობს, იღებს იმდენ სარწყავ წყალს, რამდენიც სჭირდება, რადგან სარწყავ სისტემებს საკმარისი წყალი მოაქვს სოფლის ყველა მოსახლისთვის.