5 minute read
ზურაბ პოლოლიკაშვილი: რისი გვჯერა ტურიზმის შესახებ
ტურიზმი ცალსახად ძლიერი ძალაა პოზიტიური ტრანსფორმაციისთვის. უფრო მეტიც, ეს არის ძალა, რომელიც მზადაა სრულად გააცნობიეროს თავისი უზარმაზარი პოტენციალი. ეს რწმენა დაფუძნებულია ფაქტებზე და მას იზიარებს ყველა, ჩვენს უზარმაზარ სექტორში და მის ფარგლებს გარეთაც.
Advertisement
ასეთ მტკიცე რწმენას მყარი საფუძველი აქვს. 2019 წელს ჩვენ დავაფიქსირეთ 1,4 მილიარდი საერთაშორისო ტურისტული ნაკადი. ტურიზმმა დაასაქმა ასობით მილიონი ადამიანი და დიდი ხანია ქალებისთვის, ახალგაზრდებისთვის და დიდი ქალაქების გარეთ მცხოვრებთათვის საიმედო შესაძლებლობების მიმწოდებელია. იგი იქცა ეკონომიკურ საყრდენად, გახდა მესამე უდიდესი საექსპორტო კატეგორია მსოფლიოში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის.
როდესაც პანდემიამ დაარტყა ტურიზმს, საერთაშორისო მოგზაურობა თითქმის მთლიანად გაჩერდა, ტურიზმის უაღრესად დადებითი მნიშვნელობის ასეთი რწმენა მომენტალურად დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. მოწმენდილი ცა, ცარიელი სანაპიროები, ქალაქის ცარიელი ქუჩები, ზოგმა ეს ყველაფერი იზეიმა კიდეც. თუმცა თითქმის მაშინვე, ტურიზმის აქტუალობა ძალიან ნათელი გახდა - სწორედ მისი არარსებობის გამო. ეს მოწმენდილი ცა ნიშნავდა ტურიზმის სავაჭრო ნაკადების მკვეთრ შეჩერებას, რაც ხელს უწყობს მცირე ბიზნესს მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებად ქვეყნებში; ბოლო წლებში ტურიზმის სექტორი მათ დაეხმარა საკუთარი ეკონომიკის გაძლიერებაში. დაცარიელებულმა ქალაქებმა შოკში ჩააგდო მცირე ბიზნესი, რომელიც ტურიზმის ძლიერი „კუნთია“; ასევე მუზეუმებისა და გალერიების დროებით დახურვამ დიდი პრობლემა შექმნა, რადგან მათ სჭირდებათ რესურსები ჩვენი ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და მომავალი თაობებისთვის შესანარჩუნებლად.
საერთაშორისო ტურიზმის „რესტარტი“ მიმდინარეობს, რაც მილიონობით ადამიანს მსოფლიოს ყველა კუთხეში იმედს უსახავს. ახლა არაა ნოსტალგიის დრო. ჩვენი მიზანი არაა 2019 წელში, უკან დაბრუნება - არსდროს იყუროთ უკან! ჩვენი საზოგადოება სამუდამოდ შეიცვალა და ასევე უნდა შეიცვალოს ჩვენი ამბიციებიც. პანდემიამდელი ტურიზმის რიცხვი შესაძლოა ეტალონად გამოდგეს ტურიზმის პოტენციალისათვის. თუკი წინ გავიხედავთ, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, გავააქტიუროთ სექტორი სხვა მიმართულებით, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ფართო მიზნებთან.
ნება მომეცით უფრო ნათლად განვმარტო: რწმენა, რომ ტურიზმის დაბრუნებას პოზიტიური ცვლილებები მოყვება, არ არის იგივე, რაც სექტორის ძალის ბრმა რწმენა. ვაღიარებთ, რომ ტურიზმს შეუძლია და უნდა გააკეთოს კიდეც უფრო მეტი. ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ ტურიზმის კარგ თუ ცუდ შედეგებს მხოლოდ ჩვენ არ ვგრძნობთ. ამავდროულად, სექტორის მიღმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ტურიზმი, როგორც გართობის და დასვენების მიმართულება, მხოლოდ წვერია მაღალი და ფართო პირამიდისა, რომელიც ეხება ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოების თითქმის ყველა ნაწილს.
ტურიზმი მზადაა გამოიყენოს თავისი პოტენციალი, დაეხმაროს ადამიანებსა და პლანეტას უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში. ჩვენ ნულიდან არ ვიწყებთ. მიღწეულია დიდი პროგრესი, და პასუხისმგებელიანი და მდგრადი მოგზაურობის შესახებ ცნობიერება მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში. მაგრამ ახლა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კარგი განზრახვები ყოველთვის შეესაბამებოდეს შესაბამის ქმედებებს. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მდგრადი განვითარება გადავა, პერიფერიიდან, ტურიზმის ყველა ნაწილში, გადაწყვეტილების მიღების ბირთვზე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
UNWTO - ტურიზმის ხმა გაეროში და სექტორის გლობალური ლიდერი - მხარს უჭერს ძლიერ და ინტეგრირებულ პოლიტიკის ჩარჩოს და ეფექტურ, ანგარიშვალდებულ და დემოკრატიულ მმართველობის სისტემას. ასევე მოვუწოდებთ, რომ მოხდეს დაფინანსებისა და ინვესტიციების მიმართვა ტურიზმში, შეიქმნას ახალი და უფრო ეფექტური გზები, შევქმნათ სტიმული იმისთვის, რომ ფული მივიდეს იქ, სადაც ყველაზე დიდ ცვლილებას მოიტანს.
ტურიზმში ინვესტიცია იძლევა ისეთ მნიშვნელოვან დივიდენდებს, რომლებიც სექტორს აღემატება. უკვე ათწლეულების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ტურიზმი ხელმძღვანელობს ციფრული ტექნოლოგიის ძალაუფლების გაღვივებას, რათა ყველას მიეცეს ახალი შესაძლებლობები. სექტორი არის ინოვაციების ცენტრი, არა მხოლოდ დასავლეთის დიდ ქალაქებში, არამედ განვითარებად სამყაროშიც. მაგალითად, განვითარებადი აფრიკის ბევრ ნაწილში, ვხედავთ, რომ ტურიზმი წინ მიიწევს სტარტაპებისა და მეწარმეების ჩართულობით, ბევრი მათგანი მოღვაწეობს ონლაინ და პირველად ხდება ეკონომიკურად დამოუკიდებელი ტურიზმის გამო. ვხედავთ, რომ ჩვენი სექტორი არღვევს საქმის კეთების ძველ გზას და ახდენს ახალი ბიზნეს მოდელებით წინსვლას, ამავდროულად ხელს უწყობს საერთაშორისო სოლიდარობას და აძლიერებს პოზიტიურ ღირებულებებს, როგორიცაა თანამშრომლობა, ნდობა და მშვიდობა.
ისევ და ისევ, ტურიზმის აქტუალობა ახლა უფრო აშკარაა, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. შესაძლოა, მსოფლიოს, გლობალური პანდემია დასჭირდა იმისთვის, რომ აღექვა ტურიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობა, მაგრამ ახლა იმ ეტაპამდე მივედით, როცა არცერთი ნაბიჯით არ უნდა დავბრუნდეთ უკან, როცა ტურიზმი აღქმული იყო როგორც თავისთავადი. 2022 წლის მაისში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამართა თავისი პირველი დებატები ტურიზმზე, რომელიც ფოკუსირებული იყო სექტორის არსებით როლზე ინკლუზიურ ზრდაში - უნდა მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ არავინ და არაფერი გამოგვრჩეს, როდესაც ვცდილობთ ავაშენოთ ჩვენი ეკონომიკა. მაღალი დონის პოლიტიკური აღიარება არასოდეს ყოფილა ამაზე უფრო მაღალი და არც მხარდაჭერის სიტყვები ყოფილა ასე ნათლად გამყარებული ქმედებებით. ტურიზმი ასევე არის გაეროს მრავალი მეგობარი სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაციების და მთავრობების დღის წესრიგში, რაც ასახავს მის მნიშვნელობას ყველაფერში, გენდერული თანასწორობისა და სიღარიბის შემცირებიდან დაწყებული, ველური ბუნების დაცვამდე. ჩვენი რწმენა ტურიზმის დიდი ძალის მიმართ ახლა წინ დგას და მთვარი ცენტრია იმ პოლიტიკაში, რომელიც მომავალ წლებს განსაზღვრავს.
როგორც ადამიანებს, ჩვენ ღრმად გვწამს ძიების, მოძრაობისა და აღმოჩენის აღდგენითი ან გარდამტეხი ძალის. ამან ტურიზმი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გამძლე ეკონომიკურ სექტორად აქცია, რაც მას საშუალებას აძლევს დაბრუნდეს და დაუცველობის, არეულობისა და სტიქიური უბედურებების შეჯახების შემდეგ, ახალი ფორმები ჩამოაყალიბოს. ახლა ის ისევ დაბრუნდა, უზარმაზარი მოთხოვნილების გამო, რომელიც ყველგანაა მოდებული. გლობალური პაუზის შემდეგ, ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი უნდა გამოდგეს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტურიზმი, მისი ბუნებრივი საზღვრების მიღმა. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ - იზრდება ტურიზმის პოტენციალის აღიარება საზოგადოების მხრიდან და ასევე იზრდება სექტორის პოლიტიკური მხარდაჭერა. უნდა გამოვიყენოთ ეს იმპულსი. უნდა დავძლიოთ მდგრად ზრდასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს შორის ცრუ დაპირისპირება, რადგან ტურიზმი აჩვენებს, რომ ისინი ბუნებრივი მოკავშირეები არიან! შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ტურიზმი, რომელიც ყველასთვის მუშაობს და ამართლებს ჩვენს რწმენას სექტორის ტრანსფორმაციული ძალის მიმართ, სადაც ადამიანები ყველაზე დიდ აქტივს წარმოადგნენ და სადაც ისინი, ყველაზე დიდი გამარჯვებულები უნდა იყვნენ.