5 minute read
გარი კასპაროვი: რისი გვჯერა რეალობის შესახებ
ადამიანებს, რომლებიც ძველი რკინის ფარდის მიღმა დაიბადნენ, ხშირად აღწერენ როგორც პარანოიდული მიდრეკილებების მქონეთ. როგორც ამ ჯგუფის წევრს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბევრი რამ გვქონდა პარანოიდული.
Advertisement
ვიზრდებოდი ბაქოში, აზერბაიჯანში, ვუყურებდი, როგორ გვატყუებოდა ყოვლისშემძლე საბჭოთა სახელმწიფო, ყოველ დილით, გაზეთებში და ყოველ საღამოს, საინფორმაციო გამოშვებებში. ჭადრაკის ოლიმპოსზე ასვლა რომ დავიწყე, მივხვდი, რომ სპორტის ყველა ოფიციალური პირი, გულშემატკივარი თუ მეზობელი, პოტენციური ინფორმატორი იყო; გამომჟღავნებულ დაუმორჩილებლობას შეიძლება გამოეწვია სამუშაოს, თავისუფლების ან სიცოცხლის ხელყოფაც კი.
როდესაც განწირული კომუნისტური ეკონომიკა შენელდა 1980- იან წლებში და ჩვენი ცხოვრების დონე უფრო და უფრო ჩამორჩებოდა თავისუფალ სამყაროს, შიდა რეპრესიები და პროპაგანდა მხოლოდ გაიზარდა. ხელისუფლების ნათქვამსა და ჩვენს მიერ აღქმულ რეალობას შორის კონტრასტი აბსურდული გახდა. „სიმართლეში არაფერია ახალი და არაფერია სიმართლე ახალ ამბებში“ - ასე წერდნენ წამყვანი საბჭოთა გაზეთები „პრავდა“ („ჭეშმარიტება“) და „იზვესტია“ („ახალი ამბები“).
მარტივია ყოვლისშემძლე სახელმწიფოს გაერთიანება- იქნება ეს საბჭოთა კავშირი, ამჟამინდელი ჩინეთის კომუნისტური პარტია თუ დიდი ძმა ჯორჯ ორუელის "1984"-ში - ხდებოდა ცრუ ნარატივების გავრცელება სოციალური კონტროლის მიზნით. დიქტატურას აქვს იმის საშუალება და მოტივი, რომ რეალობა შეცვალოს საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე და მას ამის გამოცდილებაც აქვს.
ამ რეჟიმის ქვეშ მცხოვრებ ზოგიერთ ადამიანს ნამდვილად სჯერა ოფიციალური ამბების, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით სულ სხვა რეალობას ხედავენ. ზოგს შიშის გამო „სჯერა“. ასევე არიან ისინი, ვისაც შეიძლება სჯეროდეს ან არ სჯეროდეს, მაგრამ მაინც ამბიციურები არიან და მიდრეკილნი, არა მხოლოდ გადარჩნენ, არამედ აყვავდნენ. იმის დემონსტრირებამ, თუ როგორ კარგად გჯერათ ცრუ ნარატივის, შეიძლება წინ წაგწიოთ ამ გარემოში, განსაკუთრებით მაშინ, თუკი გეჩქარებათ გამოავლინოთ თქვენი სიწმინდე და მორჩილება, სხვების დადანაშაულებით.
„1984“-ის დაწერისას ორუელი, შთაგონებული იყო რომანით „ჩვენ“, რუსი მწერლის ევგენი ზამიატინის ტოტალიტარული სახელმწიფოს ფუტურისტული პორტრეტი. საბჭოთა კავშირში აკრძალული „ჩვენ“ პირველად ინგლისურად 1924 წელს გამოიცა. რომანში ზამიატინი ასახავდა იდეოლოგიური მოშურნეების ჭეშმარიტ მიზნებს და მათ გაუთავებელ მიზეზებს საზოგადოების ყველა ასპექტზე კონტროლის ცენტრალიზებისთვის.
„ადამიანის კრიმინალისგან გათავისუფლების გზა, მისი თავისუფლებისგან გათავისუფლებაა“, ამბობს D-503, „ჩვენ“-ის ერთგული, მაგრამ სულ უფრო კონფლიქტური, კოსმოსური ხომალდების მშენებელი გმირი, რომელიც კმაყოფილია საკუთარი მათემატიკური ლოგიკით. იგივე ლოგიკა ადვილად შეიძლება გამოვიყენოთ მეტყველებაზეც: თქვენ ვერ გაავრცელებთ აკრძალულ აზრებს, თუ ლაპარაკი არ შეგიძლიათ. ასეთ სამყაროში ერეტიკოსი უნდა დაიწვას, დააპატიმრონ, მოხდეს მისი დაჩლუნგება ან თუნდაც დეპლატფორმირება.
დასავლეთის ქვეყნებში დღეს დეზინფორმაციაზე სახელმწიფო მონოპოლია არ არსებობს. სიცრუე ვრცელდება საზოგადოების ყველა მხრიდან. ინტერნეტის წყალობით, ნებისმიერს - არჩეულ პოლიტიკოსს, ბიზნესმენს თუ კერძო მოქალაქეს - შეუძლია იყოს პროპაგანდის მინისტრი სახლიდან გაუსვლელად. სოციალურ მედიას შეუძლია სწრაფად გაზარდოს არასწორი ნაპერწკლები ტყის მძვინვარე ხანძრებში. შეთქმულების თეორეტიკოსთა ონლაინ ტომებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ და პოლიტიკურ პარტიებთანაც კი გაერთიანდნენ, რაც ხშირად წახალისებულია მტრულად განწყობილი უცხო სახელმწიფოების მიერ, რომლებიც კარგად აფასებენ პოტენციურ ზიანს, რომელიც ამ ჯგუფებს მოაქვთ.
დადგენილია, რომ ყალბი ამბები და აღმაშფოთებელი ტყუილი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მოსაწყენი სიმართლე. ყველას სიამოვნებს იმ საიდუმლოს ფლობდეს, რომელიც სხვებმა არ იციან. ამ ბრძოლაში ფაქტები ჭარბობს. არსებობს ტყუილისა და გაზვიადების მილიონი გზა, მაგრამ სიმართლე მაინც მხოლოდ ერთია.
დეზინფორმაციის დემოკრატიზაცია უფრო ნაკლებ აშკარა საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ინფორმაციის კონტროლი დიქტატურის პირობებში, მაგრამ შედეგები რეალურია. დღეს, ყალბი ნარატივები ხშირად ვრცელდება საზოგადოებაში, ისინი ფრაგმენტულია და ძნელად მისაწვდომი ჩვეულებრივი საშუალებებით. ასეთ ჯგუფებში წევრობა პირდაპირ პოლიტიკური პარტიისადმი ლოიალობაა და შედეგის თვალსაზრისით ნაკლებად პროგნოზირებადია.
მე მაქვს პირადი გამოცდილება ავტორიტარული მმართველობისა, რომელიც პატივს არ სცემს ადამიანის თავისუფლებას ან ადამიანის სიცოცხლეს. ჩემი საკუთარი საინფორმაციო საიტი, Kasparov. ru, წლებია უკვე დაბლოკილია რუსეთში. ყურადღებით ვადევნებდი თვალს, როდესაც ათასობით ჩემი თანამემამულე რუსი სცემეს და დააპატიმრეს ბოლო თვეებში, პუტინის რეჟიმის მშვიდობიანი პროტესტის გამო. ვარ იმის მოწმე, თუ რამდენად ადვილად შეიძლება განსხვავებული აზრის კრიმინალიზება, ყოველთვის აღვნიშნავ ამერიკელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების აბსურდულობას, რომლებიც უარყოფენ ცენზურას მაშინ, როცა ვინმე დაკარგავს წიგნის გარიგებას ან Twitter-ის ანგარიშს, სიძულვილით სავსე შეხედულებების გაზიარების გამო.
ჩემი პირადი ცხოვრებისეული გამოცდილება არის მიზეზი იმისა, თუ რატომ მაწუხებს ფენომენი, რომელიც ემუქრება იდეების თავისუფალ ნაკადს დასავლურ საზოადოებაში: უმრავლოსობის იდეების აღზევება, ჩვეულებრივი ადამიანების მოწმეებად, ინფორმატორებად და ამბიციურ ფანატიკოსებად გადაქცევა. ეს ყველაფერი ძალიან გავს იმ სიტუაციას, რაშიც გავიზარდე, საბჭოთა კავშირს.
ასეთ ინტელექტუალურ მართლმორწმუნეობას არ გააჩნია სახელმწიფოს ავტორიტეტი მის უკან, მაგრამ ონლაინ პლატფორმები, როგორიცაა Facebook და Twitter, შეიძლება იყოს ისეთივე ეფექტური ახალი „პარტიული“ ხაზის დაცვაში. გავიხსენოთ საუბრები Covid-19 ვირუსის წარმოშობის შესახებ.
პანდემიის დროს, ზოგიერთი ექსპერტი - მათ შორის ლუკ მონტანიე, ნობელის პრემიის ლაურეატი ვირუსოლოგი - ვარაუდობდა, რომ ვირუსი შესაძლოა ჩინურ ლაბორატორიაში შემთხვევითი გაჟონვის შედეგი ყოფილიყო. თუმცა, თეორიამ მალევე მოიცვა სულ უფრო პოლარიზებული დისკურსი. ჩინეთის წინააღმდეგ რიტორიკის გამძაფრების მცდელობისას, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები ღიად უჭერდნენ მხარს გაჟონვის შესაძლებლობას, ხოლო მისი ადმინისტრაციის კრიტიკოსები ამას უარყოფდნენ და უწოდებდნენ ცრუ ნარატივს. სილიკონის ველის ტიტანებმა სწრაფად წაშალეს ახალი ამბების ის სტატიები, რომლებიც თეორიას ამყარებდნენ; მთავარმა მედიამ ამას დეზინფორმაცია უწოდა.
მიუხედავად ამისა, იმ დროს ძალიან მცირე ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი არგუმენტის მართებულობის დასადასტურებლად ან მის უარსაყოფად. თეორიის უარყოფა არ მომხდარა საფუძვლიანი სამეცნიერო გამოკვლევის შედეგად; ეს იყო პოლიტიკაზე დაფუძნებული ნაბიჯი განპირობებული დომინანტი ხმებით, რომლებიც საჯაროდ საუბროდნენ. (ბოლო თვეებში, როდესაც ბატონი ტრამპი აღარ ჩანდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და რამდენიმე მეცნიერმა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული გაჟონვის ჰიპოთეზა მოითხოვს შემდგომ გამოძიებას.)
ჩვენს თავისუფალ სამყაროში ინტელექტუალური მართლმორწმუნეობისადმი არალოიალობა არ იწვევს იმ მძიმე შედეგებს, რასაც ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში. არავინ გაგვგზავნის გულაგში ფეხის გადაბრუნების გამო. ჩვენ ვერ შევებრძოლებით დეზინფორმაციას, თუკი არ გვექნება ფიქრის უნარი და თავისუფალი საუბრის საშუალება. როგორ შეგვიძლია უარვყოთ ცუდი იდეები, თუ არ შეგვიძლია მათი განხილვა და უარყოფა? ეს ყველაფერი თავისუფლებისგან გათავისუფლების მცდელობაა.
როგორც ზამიატინი წერდა, „არსებობს იდეები თიხისა და ოქროსგან ან ჩვენი ძვირფასი მინისგან ჩამოსხმული. იმისათვის, რომ იცოდეთ თუ რა მასალაზეა იდეა შექმნილი, საჭიროა მხოლოდ მასზე, ძლიერი მჟავის წვეთი ჩამოვარდეს.”
ჩვენი მეტაფორული მჟავები არის განათლება, იდეების თავისუფალი გაცვლა და ფიქრის, ლაპარაკისა და სწავლის თავისუფლება, შიშის გარეშე. ამ პრინციპების დაცვა არ ნიშნავს არატოლერანტობას ან სიძულვილის წახალისებას, მაგრამ ის მოითხოვს გამბედაობას - გამბედაობას რომ ვაღიაროთ ეჭვები, გამოვიწვიოთ სხვები და საკუთარი თავი.