![](https://stories.isu.pub/60308962/images/50_original_file_I0.jpg?width=720&quality=85%2C50)
5 minute read
ჰენრი მაჭავარიანის მარადიული ხელოვნების საიდუმლო
ხელოვნების სამყარო განსაკუთრებულად ლამაზია, რადგან ჩვენს ყურადღებას იმ არსებით დეტალებზე ამახვილებს, რომლებსაც ჩვენ ირგვლივ ვერც კი ვამჩნევთ. მსოფლიოში მოღვაწე მხატვართა სიძლიერე საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან და ამის მიზეზი ისაა, რომ მათ სხვადასხვა გავლენის და გატაცების წყარო აქვთ. ჩვენ გავესაუბრეთ ჰენრი მაჭავარიანს, წარმოშობით ქართველ მხატვარს, რომელმაც სახელი გაითქვა პარიზში და მთელ მსოფლიოში. მისმა დაუჯერებელმა ისტორიამ შესამჩნევი გამჭრიახობა შესძინა მის მხატვრულ შემოქმედებას და იმ ფაქტორებს, რომლებმაც შექმნა მხატვრის პერსპექტივა.
თქვენ პარიზში დაიბადეთ, მაგრამ წარმოშობით ქართველი ხართ. გთხოვთ, გვიამბეთ თქვენ შესახებ.
Advertisement
ჩემი ამბავი ბუნებრივად მარტივი და ლამაზია. 1924 წელს, მას შემდეგ, რაც ქართველები აჯანყდნენ ბოლშევიკური რეპრესიების წინააღმდეგ, მათი ქვეყნის დაპყრობის და ახლადშექმნილი რესპუბლიკის დამხობის მცდელობის გამო, რომელიც სულ რაღაც სამი წლით ადრე, 1921 წელს შეიქმნა, მამაჩემმა, რომელიც აჯანყების გამო პატიმრობაში იმყოფებოდა, წარმატებით დააღწია თავი და გაიქცა ათ თანამონაწილესთან ერთად. ისინი საშინელი რეპრესიისგან თავის დასაღწევად, თურქეთში გაიქცნენ; იქ, საფრანგეთის კონსულმა – საფრანგეთმა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდა რესპუბლიკის შექმნისას აღიარა მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი – მათ საფრანგეთში უსაფრთხოდ გადასვლის საშუალება მისცა, აღმოჩნდა, რომ საფრანგეთი მათთვის პოლიტიკური თავშესაფრის ადგილად იქცა. ისინი საფრანგეთში უკეთესი დღეების იმედად იყვნენ.
პარიზში ის დედაჩემს შეხვდა, რომელიც ქალაქ კიშინევიდან (იმ დროს, ქალაქი რუმინეთში) იყო, მაგრამ იმხანად, პარიზში ცხოვრობდა. მათ მოეწონათ ერთმანეთი, შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. ამის შემდეგ დავიბადე მე, 1939 წელს.
ამ ქართული და რუმინული წარმოშობის ნაყოფიერი შტოდან, და მათი კულტურით გამდიდრებულმა, მოგვიანებით გავიგე ეს ლამაზი იტალიური გამოთქმა და შევიგრძენი მისი ნამდვილი სილამაზე და ღრმა ჭეშმარიტება: „ხე იქ იზრდება, სადაც მისი ფესვებია.“ თუ ამ შემთხვევაში ხე მე ვარ, რომელიც ჩემმა მშობლებმა საფრანგეთის ამ ლამაზ მიწაზე დარგეს, ჩემი ფესვები ღრმად გაიდგა აქ და განაყოფიერდა იქ, ძალიან შორს, თითოეული მათგანის სამშობლოში. ამ ხის ლამაზი ნაყოფი ჩემი ხელოვნებაა, ნახატები და გემოვნებაა სამყაროს სხვადასხვა რაღაცების მიმართ. ნაყოფი, აქ, საფრანგეთში გაცოცხლდა და გამოხატვის ფორმა შეიძინა. სწორედ ამიტომაა ის ყველაზე ლამაზი.
რამ გადაგაწყვეტინათ, გამხდარიყავით ილუსტრატორი ან მხატვარი?
ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, რა ასაკში დავიწყე ხატვა. ამ შეკითხვას, ყოველთვის, იუმორით ვპასუხობდი - მე ფანქრით ხელში დავიბადე.
მხატვრობა, ხატვისგან მიღებული სიამოვნება სრულიად მარტომ აღმოვაჩინე, ჩემი ახალგაზრდობის ძალიან ადრეულ ეტაპზე. მას შემდეგ მოყოლებული, ფაქტია, რომ არასდროს შემიწყვეტია ხატვა, დღემდე არ მქონია შუალედი. წარსულიდან დღემდე, ჩემი გატაცება ხატვის მიმართ იგივე დარჩა.
მიიღეთ რამე სახის განათლება ხელოვნების მიმართულებით, თუ თვითნასწავლი ხართ?
მამაჩემი ექიმი იყო, თუმცა, არ ჰქონდა შესაძლებლობა, ემუშავა ამ მშვენიერი პროფესიით თავის სამშობლოში, რადგან ის გადასახლებაში იმყოფებოდა, ამიტომ, ძალიან ბედნიერი იქნებოდა, რომ მედიკოსის პროფესია ამერჩია. მე კი სხვა იდეები მქონდა, მინდოდა, მეხატა და გამოვსულიყავი ხელოვანი, ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა არ ვიცოდი, წინ რა მელოდა.
ჩავაბარე L'Ecole des arts Appliqués Dupetit-Thouars-ში, პარიზში, სადაც მივიღე ცოდნა არაჩვეულებრივი მასწავლებლებისგან, მათგან ნასწავლი ტექნიკა ამდიდრებს ჩემს შემოქმედებას. დანარჩენი კი მოვიდა იმ არტისტული აღმოჩენებიდან, რომლებიც მოგვიანებით გავაკეთე.
თქვენი რომელი პროექტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, პერსონალური სტილის ჩამოყალიბებაში?
თითქმის 22 წლის ვიყავი, როდესაც სამხედრო სამსახურიდან დავბრუნდი. მაშინ აღმოვაჩინე პანტომიმა ფილმში „სამოთხის ბავშვები“, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. სიჩუმის და მოძრაობის ხელოვნებამ აღმაფრთოვანა, შემდგომში აღმოვაჩინე მარსელ მარსო, დავესწარი მის ყველა წარმოდგენას. დიდ კანადელ, პანტომიმის მსახიობთან, კლოდ სენტ-დენისთან შეხვედრის წყალობით აღმოვაჩინე, რომ ბატონი ეტიენ დეკრო, პანტომიმის დიდოსტატი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მეორე დღეს იგი ვიპოვე სარდაფში მოწყობილ სტუდიაში, ბულონში, სადაც ახალგაზრდებს მოეყარათ თავი მთელი მსოფლიოდან, პანტომიმის შესასწავლად.
ის იყო მარსელ მარსოს მასწავლებელი, ასევე ჟან-ლუი ბაროლტის და სხვა ბევრი მსახიობის. ის ჩემი მასწავლებელიც უნდა გამხდარიყო, რადგან თავის კლასში მიმიღო, მე იქ სამ წელიწადზე მეტხანს დავრჩი და ვესწრებოდი კვირაში ოთხ გაკვეთილს. დანამდვილებით ვიცოდი, დიახ, ვიცოდი, რომ პანტომიმის მსახიობი ვერ გამოვიდოდი, მაგრამ მინდოდა, რომ ეს მოძრაობის ხელოვნება, დისციპლინა, რომელიც ფორმას აძლევდა სხეულს სივრცეში, გამომეყენებინა შთაგონების წყაროდ ჩემს მხატვრობაში. რაც, რა თქმა უნდა ასეც მოხდა. ჩემი ცხოვრების ამ მშვენიერი ეპიზოდის მსგავსად, აღმოვაჩინე იაპონური ხელოვნება არაჩვეულებრივი ფილმების, ხელოვნების ნიმუშების, ჰოკუსაის უხვი შემოქმედების ნიმუშების წყალობით. იაპონური ლიტერატურა, თეატრი, სამურაები, ეპიკური ბრძოლები, ტრადიციები და ასე შემდეგ.
![](https://stories.isu.pub/60308962/images/55_original_file_I0.jpg?width=720&quality=85%2C50)
ეს ყოველივე ერთმანეთს დავუკავშირე და დავიწყე წარმოდგენა იმისა, თუ როგორია ეს იაპონია და მის მიერ აღწერილი მარადისობა.
ამ ორი უდიდესი, ფუძემდებელი ხელოვანის გავლენა, ჩემი შემოქმედების ნაწილი გახდა და განაპირობა ჩემი ინტერესის ფოკუსი სივრცის, სიჩუმის, კალიგრაფიის, ფორმის მისტიკურობის და სხეულის მოცულობის შესახებ.
ამ ორი ხელოვანის გავლენა ჩემზე არასოდეს შეწყვეტილა.
რომელია თქვენი საყვარელი ილუსტრაცია, რომელზეც გიმუშავიათ, და რატომ? შეგიძლიათ, გვითხრათ, როგორ განსხვავდება თქვენი კომერციული ნამუშევრები პერსონალური ნამუშევრებისგან?
გავხდი არტ-დირექტორი 1969 წელს და მას შემდეგ მივიღე რამდენიმე ჯილდო სარეკლამო ნამუშევრებისთვის: Lion d'Argent კანში 1974 წელს, Clio d'Or ნიუ-იორკში 1977 წელს. გავაკეთე სარეკლამო კამპანია „ლანკომისთვის“, „სიტროენისთვის“, BNP ბანკისთვის, ბურჟუას პარფიუმისთვის და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, მქონდა სხვა იდეები, რომლებიც უკავშირდებოდა მხატვრობას.
1984 წელს გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ილუსტრატორი, დავიქირავე საუკეთესო ილუსტრატორის აგენტი პარიზში და მასთან ერთად გავხდი ძალიან მოთხოვნადი, მოკლე, პირდაპირი, ძლიერი და ჰაეროვანი სტილის წყალობით, რომელიც შევძინე ნამუშევრებს.
ამ არსებითის ხელოვნებამ დიდი სარგებელი მომიტანა მყისიერად, რადგან სწორედ ეს მიმართულება დამკვიდრდა ჰიპერრეალიზმის ტალღის შემდეგ, რომელიც დომინირებდა პარიზის და მთელი საფრანგეთის საგამოფენო სივრცეებში.
1984 წელს დამაჯილდოვეს Silver Marker-ის ჯილდოთი საუკეთესო ილუსტრატორისთვის, ასევე, შევდიოდი საფრანგეთის საუკეთესო ილუსტრატორთა ათეულში, ასევე, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, ვიყავი დასახელებული საფრანგეთის ას საუკეთესო ხელოვანს შორის, პარიზის მოდის შოუს (PARIS-MODE) მიერ.
დაკვეთილი სარეკლამო ნამუშევარი, გარკვეული თვალსაზრისით, არის ხელოვნება აყვანილი უფრო მაღალ ხარისხში, გამოტანილი ქუჩაში, პლაკატებად გაკრული ქალაქის კედლებზე. ხელოვანი წა- რმოაჩენს თავის გამბედაობას, ხედვას და სტილს, რომელსაც არგებს სამუშაო მასალის მომხიბვლელობას.
სარეკლამო ხელოვნება გაყიდვების ხელოვნებაზე გაცილებით მაღლა დგას. მეორე მხრივ, პერსონალური ნამუშევრები არ ითვალისწინებს ესთეტიკას და მყისიერად აღქმად კონტექსტს. ეს ყოველივე არჩევანის დიდ თავისუფლებას მაძლევს, წარმოდგენის, თემის, მონახაზის და გრაფიკული ენის თვალსაზრისით.
მხატვრობა ჩემთვის ნიშნავს სრულ თავისუფლებას, რომლის წარმოდგენაც შემიძლია და მაქვს შესაძლებლობა, მივცე ისეთი ფორმა, როგორიც მსურს. თავშეკავება თუ გადაჭარბება: ეს მე ვარ, თავიდან ბოლომდე.
გარდა შრომისმოყვარეობისა და ნიჭისა, რა თვისებებს უმადლით თქვენს წარმატებას და ხანგრძლივ მოღვაწეობას ინდუსტრიაში?
![](https://stories.isu.pub/60308962/images/53_original_file_I0.jpg?width=720&quality=85%2C50)
პირველ რიგში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ პოსტერის ილუსტრაცია, გარდა იმისა, რომ არის ხელოვნება აყვანილი უფრო მაღალ ხარისხში, გამოტანილი ქუჩაში, უნდა იყოს მომხიბლავი და იქონიოს მყისიერი ზეგავლენა, ადვილი აღქმადობის გზით, აუდიტორიაზე, მკითხველზე, რომელიც ფურცლავს რეკლამით სავსე ჟურნალს. იმისთვის რომ გამოირჩეოდე სხვებისგან, უნდა იყო ძლიერი და ამასთანავე - დახვეწილი. გზავნილი უნდა იყოს გასაგე- ბი, ადეკვატური, მაცდუნებელი და დამატყვევებელი, აუდიტორიის თითოეული წევრისთვის.
სწორედ ამან განაპირობა ჩემი წარმატებული მოღვაწეობა. ყოველთვის ვცდილობდი, დამეწმინდა ჩემი ხელწერა, წარმომეჩინა ტექსტის არსებითი შინაარსი, თუმცა, ეს პროცესი წინააღმდეგობრივია.
ამიტომ, ჩემმა სტილმა მოახერხა ადაპტირება საერთაშორისო თემატიკასთან და მოიხვეჭა დიდი წარმატება: „საფრანგეთის ავიახაზები“ (Air France), „სონი“ (Sony), „Melsa“ მაღაზიათა ქსელი იაპონიაში, საფრანგეთის „Ready-to-Wear“, საფრანგეთის „Lingerie“, „BMW“, „Montedison“, „კამპარი“ (Campari) იტალიაში, ტურინის საერთაშორისო მოტორშოუ (the Turin International Motor Show), Fashion Vogue Newspapers, „Fashion“, „Elle“, „Marie-Claire“, „Joyce“, და ასე შემდეგ.
ჩემი ხანგრძლივი მოღვაწეობა უკავშირდება ჩემს აღქმას, როგორც ორიგინალური სტილის მქონე ხელოვანის.
თქვენ გიმუშავიათ გამორჩეულ კლიენტებთან და გქონდათ დიდი წარმატება ინდუსტრიაში. რას აკეთებთ იმისთვის. რომ შეინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და რა გამოგარჩევთ ილუსტრატორთა ახალგაზრდა თაობისგან, რომლებიც ახლა იმკვიდრებენ თავს? როგორც მწერალმა და პოეტმა, ჟან კოქტომ თქვა: „მოდის პრინციპი მდგომარეობს მოდის ფარგლებს გარეთ გასვლაში.“
ჭეშმარიტად, მოდის ტენდენციები ერთმანეთს ანაცვლებს. ჩემმა შემოქმედებამ გასტანა, სანამ ამის საჭიროება იყო. რაც დრო გავიდა, გემოვნება, ტექნიკა, გამოსახულება, მოლოდინი, ყველაფერი საოცრად შეიცვალა. ცხადია, ჩვენ ვერ ვაჩვენებთ იმას, რასაც გუშინ წარმოვადგენდით.
![](https://stories.isu.pub/60308962/images/54_original_file_I0.jpg?width=720&quality=85%2C50)
ნიჭიერი ახალგაზრდა ილუსტრატორების ახალი თაობა წარმოიშვა, ისინი განვითარებულები და ცნობილები არიან, მათთვის დამახასიათებელია მუტაცია, ფასეულობები და სხვადასხვა მოლოდინი. ახალი თაობა ბუნებრივად ანაცვლებს თაობას, რომელსაც მე წარმოვა- დგენ, ამას გაგებით ვეკიდები. დღევანდელი დღე გუშინდელისგან განსხვავებულია. ახლა უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა ასპარეზზე. ცხოვრება გრძელდება.
რა არის ყველაზე ფასეული გაკვეთილი, რომელიც თქვენი კარიერის განმავლობაში მიიღეთ?
ის, რომ არასოდეს არ უნდა შეწყვიტო შემოქმედება, მუშაობა, უნდა იყო დაინტერესებული სიახლეებით, რა არის, რა იყო. ამის გათვალისწინებით, მუდმივ და გაახლებად ძებნაში ვარ დახვეწილობის, განახლების, ძიების, ამ გზაზე კი მივყვები დიდი ჰოკუსაის სწავლებას, ის იყო შეშლილი მხატვარი.
აი, ეს არის, რამაც გადამაწყვეტინა, დამეწერა და განმესაზღვრა ჩემი პროფესია და არტისტული რწმენა შემდეგი სიტყვებით:
„მხატვრობა, როგორც სუნთქვა. სუნთქვა, ხაზი. ხატვა არის ყველაზე სპონტანური, მყისიერი, ბრუტალური გზა იმისთვის, რომ მინდოდეს და შემეძლოს ჩემი სათქმელის გადმოცემა. მე ვცდი ყველა ქაღალდს, ყველა ფანქარს, ყველა პასტელს, მოვსინჯავ ყველაფერს ყველაფერზე, რადგან, ზუსტადაც რომ, ყველაფერი ყოველთვის შესაძლებელია. მიზეზით, თუ შემთხვევის წყალობით, შედეგი რომელიც სახეზეა, გამომდინარეობს იმ ყველაფრიდან, რამაც ჩემზე კვალი დატოვა.
ათასი თვისება მოსდევს ერთმანეთს, როგორც ერთი მახასიათებელი. როგორც ნათელი კვალი, რომელიც ბოლომდე, ქვეცნობიერად გავიარე იმ დროს, ამჟამად, ზედმეტი მეჩვენება. რამდენიმე თვისება, როგორიცაა ეკონომია, მკაცრად აუცილებელი ნიშანია. მხოლოდ რამდენიმე ხაზი, როგორც პასტელის თრთოლა სიჩუმეში, ჩემს ფოთლებს ათეთრებს. მხოლოდ რამდენიმე თვისება და მეტი არაფერი“.