7 minute read
ევროპალია 2023: ევროპის დედაქალაქი საქართველოს კულტურულ საგანძურს მასპინძლობს
ინტერვიუ ფესტივალის გენერალურ მენეჯერთან კრისტიან სალეზთან
კრისტიან სალეზი, ფესტივალ Europalia-ს ახლადდანიშნულ გენერალური მენეჯერია მდიდარი გამოცდილებითა და ღრმა ვალდებულებით კულტურული გაცვლის ხელშეწყობის დარგში. ოცდაათწლიანი კარიერით, მათ შორის ცნობილ ბრენდებში, როგორიცაა Apple, მისი ხედვა ემთხვევა ევროპალიას მისიას, ხელი შეუწყოს ხელოვნებისა და კულტურის აქტუალობისა და გავლენის ზრდას.
წელს ევროპალიას ფოკუსში საქართველო მოექცა, რაც იმას ნიშნავს რომ ევროპის დედაქალაქი საქართველოს მდიდარ და შედარებით შეუსწავლელ კულტურას გაიცნობს. საქართველოს, ფოკუს ქვეყნად არჩევა არის სიმბოლო ევროპალიას თავდადებული ძალისხმევისა განაქარწყლოს უცხოს მიმართ შიში ხელოვნებისა და კულტურის მეშვეობით და ამავდროულად პოპულარიზაცია გაუწიოს ნაკლებად ცნობილ და ნაკლებად აღიარებულ კულტურებს.
როგორც Europalia-ს ახლად დანიშნულ გენერალურ მენეჯერს, რომელსაც აქვს ცნობილ ბრენდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რას ნიშნავს თქვენთვის ეს ახალი თანამდებობა და როგორ აპირებთ თქვენი გამოცდილების გამოყენებას ფესტივალის წარმატებისთვის?
ჩემთვის დიდი პატივია და გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ, რომ ამ თანამდებობისთვის შემარჩიეს. ყველაფერი, რისიც მჯერა, აქტუალურობასა და ზეგავლენაზეა ორიენტირებული. მთელი ჩემი 30 წლიანი კარიერის განმავლობაში, ვასოცირდებოდი ბრენდებთან, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ იყვნენ და არიან აქტუალური. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, არ გვეწარმოებინა ის პროდუქტები, რომლებიც არავის ჭირდება. განსაკუთრებით ძვირადღირებულ ბრენდებსა და Apple-ში მუშაობის დროს, ჩვენ ვიყავით უკიდურესად მგრძნობიარე, ფრთხილი და ჩართული. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი მიდგომა იყო ძალიან პასუხისმგებლიანი.
ტყუილზე აგებული მარკეტინგული პრაქტიკის დრო დასრულდა. დღევანდელ სამყაროში პატიოსნება და პროდუქტის ძირითადი ღირებულებებისა და დნმ-ის ერთგული დარჩენა უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, სოციალური მედიის გამოჩენამ საზოგადოებას საშუალება მისცა, დაუყონებლივ გამოხატოს თავისი მოსაზრებები და მე მთელი გულით ვემხრობი ამ განვითარებას. ყოველ შემთხვევაში, თუ ის რჩება კონსტრუქციულობის ჩარჩოებში.
ჩვენ ამჟამად ვდგავართ უზომოდ რთული და მშფოთვარე დროების წინაშე მთელ მსოფლიოში. მზარდი პოლარიზაციისა და სტიგმატიზაციის გამო ადამიანებისთვის სულ უფრო რთული ხდება ერთმანეთის მოსმენა და გაგება. ასეთ ვითარებაში მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამაერთიანებელი ძალა ხელოვნება და კულტურაა. მას აქვს უნიკალური უნარი გააერთიანოს ყველაზე დაპირისპირებული მხარეებიც კი. ხელოვნებისა და კულტურის ძალა მართლაც არაჩვეულებრივია. ეს არის ის, რის გამოც შევუერთდი ევროპალიას, ორგანიზაციას, გუნდს და ბრენდს, რომელიც ექვს ათწლეულზე მეტია ხელს უწყობს კულტურულ გაცვლას. ადამიანებს მისცა საშუალება აღმოეჩინათ კულტურები, რომლებსაც შესაძლოა არ იცნობდნენ და დაპირისპირებოდნენ მათ რწმენა წარმოდგენებს, ეს იყო ფანტასტიკური გამოწვევა და რჩება ჩემი ჩართულობის მთავარ მიზეზად.
კულტურულ გაცვლაზე საუბრისას, წლევანდელ ევროპალიაზე ფოკუს ქვეყანად საქართველოა წარმოდგენილი. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი ცოდნა საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე? და რა იყო თქვენთვის აღმოჩენა ფესტივალის ფარგლებში?
ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს შესახებ ჩემი ცოდნა შედარებით შეზღუდული იყო. მე მქონდა გარკვეული წინასწარ ჩამოყალიბებული წარმოდგენები ქვეყნის შესახებ, რამაც გამოწვევა უფრო დამაინტრიგებელი გახადა. ეს იყო უნიკალური კომბინაცია შედარებით უცხოსი და გარკვეული წინასწარი წარმოდგენების, რომლის შესწავლის დიდი სურვილი მქონდა.
როდესაც უფრო ჩავუღრმავდი გამოფენების შინაარსს, განსაკუთრებით „ავანგარდსა“ და „Encounters“, ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მივხვდი, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დასავლურ ცივილიზაციაზე, განსაკუთრებით კულტურის მიმართულებით. 20-30-იან წლებში ქართულმა ავანგარდმა წარუშლელი კვალი დატოვა დასავლეთ ევროპაზე. ასევე მოხიბლული ვიყავი ქართული ღვინის გავლენით, სუფრის ღრმა ტრადიციებითა და საქართველოს ღირსშესანიშნავი გეოგრაფიული მდებარეობით, რომელიც მდებარეობს ორი სამყაროს გზაჯვარედინზე. საქართველო მართლაც ჯერ არ აღმოჩენილის და ჯერ არ შეყვარებულის მაგალითია. ევროპალია საქართველო ცდილობს შეცვალოს ეს პერსპექტივის შექმნით, ხალხის მოზიდვით ამ შესანიშნავი კულტურისა და ისტორიის აღმოსაჩენად და ძლიერი ემოციების გამოწვევით.
საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და მისი კულტურის ჩვენება ევროპულ ფესტივალზე მართლაც მნიშვნელოვანია. როგორ ფიქრობთ, როგორ მიიღო ევროკავშირის დედაქალაქმა ქართული კულტურა ამ ფესტივალზე? გარდა ამისა, ბელგიის მეფემ და დედოფალმა გახსნეს გამოფენა. შეგიძლიათ გაგიზიაროთ მათი რაიმე მოსაზრება ან გამოხმაურება გამოფენის შესახებ?
ევროკავშირის დედაქალაქში ქართული კულტურა დადებითად მიიღეს. ევროპალიას კულტურული გაცვლის ხელშეწყობის დიდი ისტორია აქვს და საზოგადოების პოზიტიურმა გამოხმაურებამ ამჯერადაც გაგვახარა. ბელგიის მეფისა და დედოფლის მხარდაჭერა ამ კუთხით კვლავაც მნიშვნელოვანია. მონარქია თანმიმდევრულად უჭერდა მხარს ევროპალიას და მის მისიას, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვართ.
ევროპალია არის პლატფორმა პერსპექტივის შესაქმნელად და კულტურული გაცვლის ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანია კულტურული წარმომადგენლობის ფართო პლატფორმის უზრუნველყოფა, რაც კულტურას მისაწვდომს გახდის ფართო საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ექსპერტებისა და ენთუზიასტებისთვის. რწმენა წარმოდგენების დაძლევა და ბარიერების დამსხვრევა გამოწვევაა, მაგრამ გამოფენებმა, განსაკუთრებით ავანგარდმა და « Encounters »-მა , გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამ ძალისხმევაში. პროგრამა, რომელიც გაგრძელდება იანვრის ბოლომდე, ამაყობს ღონისძიებების ფართო სპექტრით და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბევრი მათგანზე ბილეთები უკვე გაყიდულია. ჩვენი მიზანია ევროპალია საქართველო ანშლაგით ჩატარდეს, მიწვდეს არა მხოლოდ ევროპელ მოქალაქეებს, არამედ საქართველოს მოსახლეობასაც.
ეს მომხიბლავია და აშკარაა, რომ ევროპალია მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს კულტურული გაცვლის ხელშეწყობაში. შეგიძლიათ დაწვრილებით გვითხრათ, რამ განაპირობა საქართველოს არჩევა, როგორც წლევანდელი ფოკუსქვეყანა და რა მიზნების თუ თემების გამოხატვას ეცადა ფესტივალი ამ გადაწყვეტილებით?
საქართველოს, როგორც ფოკუსქვეყნად არჩევა შთაგონებული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით. პირველ რიგში, საქართველო არის ქვეყანა, რომლის კულტურაც ბევრისთვის უცნობი რჩება, რაც მას ევროპალიასთვის საინტერესო და სიმბოლურ არჩევანად აქცევს. ჩვენი მიზანია გავაკვირვოთ და მოვიზიდოთ ადამიანები, გაიგონ და დააფასონ ის კულტურები, რომლებსაც ისინი შესაძლოა არ იცნობენ, და გავუძღვეთ მათ ამ უცნობის აღმოჩენისკენ. რაღაცის არ ცნობა ხშირად იწვევს შიშს და ევროპალიას როლი არის ამ შიშის შემსუბუქება ხელოვნებისა და კულტურის, როგორც ამის მიღწევის საშუალების დანერგვით.
ევროპალია საქართველოს ორი მთავარი მოვლენა, სახელდობრ „ავანგარდი საქართველოში“ და „საქართველო: შეხვედრების ისტორია“, უზრუნველყოფს ქართული კულტურის უფრო ღრმა გაგებას და წარმოადგენს ქვაკუთხედს ხელოვნების სხვა ფორმებისა და კულტურის ასპექტების შესაფასებლად. ევროპალიას მისიაა პერსპექტივის შექმნა, ბარიერების გადალახვა და ერთიანობის ხელშეწყობა საქართველოს სილამაზისა და მნიშვნელობის მსოფლიოსთვის წარმოჩენით.
თქვენ ახსენეთ გამოფენა ავანგარდი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე. არის თუ არა რაიმე სხვა კონკრეტული ღონისძიება ან გამოფენა, რომელსაც განსაკუთრებულად ელოდებით და რა არის ამის მიზეზი?
აღფრთოვანებული ვარ სხვადასხვა ღონისძიებებით და გამოფენებით, მაგრამ რამდენიმე რომ გამოვყო, ეს იქნება ავანგარდის გამოფენა, ასევე სასცენო ღონისძიებები, როგორიცაა ანსამბლი ბასიანი და ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები. ეს სპექტაკლები მართლაც განსაკუთრებულია. თუმცა, განსაკუთრებულ პოპულარიზაციას არ გავუწევდი, რადგან უმეტესობა მათგანზე ბილეთები უკვე გაყიდულია. ქართული საშემსრულებლო ხელოვნება ფენომენალურია.
თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით, მე გირჩევთ ეწვიოთ M HKA-ს ანტვერპენში, S.M.A.K. გენტში და WIELS ბრიუსელში. ეს გამოფენები ღიაა იანვრის ბოლომდე და ისინი გვთავაზობენ უნიკალურ პერსპექტივას თანამედროვე ხელოვნებაზე. ისინი გვაცნობენ მხატვრებს და სახელებს, რომლებიც აუცილებლად მოახდენენ მნიშვნელოვან გავლენას გლობალურ თანამედროვე ხელოვნების სცენაზე. აუცილებელია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს არ ეხება „ქართული თანამედროვე ხელოვნების პირობაზე არაუშავს“ მენტალიტეტს. ქართული თანამედროვე ხელოვნება ფანტასტიკურია და აღიარებას იმსახურებს. ისევე, როგორც ოდესღაც სკეპტიციზმის წინაშე აღმოვჩნდით ფლანდრიული კინოს მიმართ, რომელზეც ამბობდნენ „ცუდი არ არის ფლანდრიული ფილმისთვის“. არა, ქართული თანამედროვე ხელოვნება ჭეშმარიტად შესანიშნავია და იმსახურებს სათანადო აღიარებას. საინტერესოა საქართველოში თანამედროვე ხელოვნების ევოლუცია და მისი გავლენა მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ აღარ უნდა დავაკვალიფიციროთ იგი; უბრალოდ ვაღიაროთ რომ ის მართლაც შთამბეჭდავია.
ნათელია, რომ ფესტივალმა გამოავლინა რამდენიმე შესანიშნავი აღმოჩენა და მხატვრული ნიჭი. თქვენი ემოციები გადამდებია! ავანგარდულ გამოფენაზე საუბრისას, რა უნიკალური ასპექტები ან ელემენტები გამოირჩევა ამ გამოფენაში, რაც მას წლევანდელი ევროპალია საქართველოს განსაკუთრებულ ნაწილად აქცევს?
ავანგარდული გამოფენა ნამდვილად მომხიბვლელია და რამდენიმე ასპექტით გამოირჩევა. პირველ რიგში, აღფრთოვანებული ვიყავი 41-ე ქარტიის მთელი კრებულით ავანგარდის შესახებ. ამ კოლექციის გავლენა არაჩვეულებრივი იყო. ასევე, გაოგნებული დავრჩი სცენების დიზაინთან, თეატრის დეკორთან, ოპერასთან, კოსტიუმებთან და საერთო ხედვასთან დაკავშირებული სექციებით. ზოგიერთმა ამ ნაწილმა დამაფიქრა, განხორციელდა თუ არა ისინი ოდესმე, ეჭვქვეშ ვაყენებდი მათ არსებობას. როდესაც შეისწავლით თანამედროვე თეატრსა და ოპერას, მიხვდებით, რომ ამ იდეებიდან ზოგიერთი საქართველოში უკვე არსებობდა 90 წლის წინ. ეს ავანგარდის მარადიული შემოქმედების დასტურია.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელმაც ძალიან გამაოცა. ამ ფილმს ჰქონდა კრიტიკული, ირონიული და იუმორისტული ელემენტების უნიკალური კომბინაცია, რომელიც ჰაროლდ ლოიდის ან ჟაკ ტატის მიდგომას მოგვაგონებდა საუკუნის წინანდელ კონტექსტში.
ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ავანგარდული გამოფენის მომხიბვლელმა კონტექსტმა და შინაარსმა. მან გამაცნო ელემენტები, რომლებიც აქამდე არ შემხვედრია და ეს არის გამოფენა, რომელიც მჯერა, რომ ღრმა რეზონანსს გამოიწვევს მასში, ვინც მას ესტუმრება.
აშკარაა, რომ ევროპალია საქართველო გთავაზობთ უნიკალურ და მომხიბვლელ გამოცდილებას. დასასრულს, რადგან ევროპალია აგრძელებს განვითარებას და ადაპტირებას, რა არის თქვენი სამომავლო მისწრაფებები ფესტივალზე და როგორ გეგმავთ მისი აქტუალობისა და გავლენის შენარჩუნებას მუდმივად ცვალებად კულტურულ სამყაროში?
კულტურისა და ხელოვნების როლი ხალხისა და კულტურების გაერთიანებაში უდაოა. ევროპალიას აქვს მნიშვნელოვანი როლი კულტურული გაცვლის ხელშეწყობაში, განსაკუთრებით მსოფლიოში, სადაც მიმღებლობა და ღიაობა გამოწვევების წინაშე დგას.
ჩვენი სამომავლო მისწრაფებები ევროპალიაზე ორგვარია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა ვიპოვოთ გზები, რათა გავაფართოვოთ ფესტივალის გავლენა მისი ამჟამინდელი სამთვიანი ხანგრძლივობის მიღმა. დღეს სამწლიანი მზადება მთავრდება სამთვიანი ფესტივალით და მერე ყველაფერი სრულდება. ჩვენ გვინდა შევავსოთ პერიოდი ფესტივალის დაწყებამდე და მის შემდეგ, რათა უზრუნველვყოთ ევროპალიას გავლენა და აქტუალობა მთელი წლის განმავლობაში. ეს შეიძლება მოიცავდეს ციფრულ საშუალებებს ან სხვა სტრატეგიებს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ მიზნის მისაღწევად.
და მეორე, ჩვენი მიზანია გავაფართოვოთ ფესტივალის აუდიტორია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპალია წარმატებული იყო, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ის პირველ რიგში ემსახურება კონკრეტულ სეგმენტს. აქტუალობისა და გავლენის შესანარჩუნებლად, ჩვენ გვსურს მოვიზიდოთ ახალგაზრდა აუდიტორია, მათ შორის თინეიჯერები და მივწვდეთ იმ საზოგადოებებს, რომლებიც შესაძლოა კულტურის სამყაროს მიუწვდომელად აღიქვამენ. ჩვენი მიზანია ვაქციოთ ევროპალია ინკლუზიურ და პოპულარულ ღონისძიებად, რაც საშუალებას მისცემს მას მიწვდეს უფრო მეტ ადამიანს და მოახდინოს უფრო ძლიერი გავლენა.