5 minute read

ევროპის საბჭოსთან საქართველოს თანამშრომლობა სხვადასხვა პოზიტიურ შედეგს აჩვენებს

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა გააძლიეროს მისი მმართველობის ყველა ასპექტი. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია არის ევროსაბჭო. მასთან საქართველოს თანამშრომლობამ, ბევრ სფეროში მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა, ეს წარმოადგენს იმ ჩარჩოებს, რომელიც განაპირობებს მომავალ აქტივობებს. ინტერვიუს ფარგლებში, ვისაუბრეთ თბილისში ევროპის საბჭოს თავმჯდომარესთან - კრისტიან ურსესთან. მან გაგვაცნო ზოგიერთი, საყურადღებო ინფორმაცია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ, გვესაუბრა მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო მიზნებზე.

პირველ ყოვლისა, შეგიძლიათ, მოგვახსენოთ თქვენი მისიისა და საქმიანობის შესახებ საქართველოში? რა როლს ასრულებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში?

Advertisement

მე ვხელმძღვანელობ ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) ოფისს საქართველოში, და 2015 წლიდან ვარ ამ თანამდებობაზე, ასე რომ, უკვე 3 წელი შემისრულდა აქ ყოფნის.

თავად ოფისი ორგანიზაციის არსებობის განცდაა. ჩვენ გვაქვს ოფისები, აგრეთვე, ერევანში, ბაქოში, კიევში, კიშინიოვში, მოსკოვში და გვაქვს პროგრამული ოფისები ანკარასა და ბუქარესტში.

საქართველოში ოფისი კონკრეტული მიმართულებით მუშაობს საქართველოს პარტნიორებთან, საქართველოს საჯარო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებთან დაკავშირებით.

ჩვენ ქართველებთან ერთად ვმუშაობთ სამოქმედო გეგმის საშუალებით. ეს არის დოკუმენტი, რომელიც, ტექნიკურად, ევროპის საკონსულოსა და საქართველოს მთავრობის მინისტრთა კომიტეტის მიერ შედგენილი გახლავთ, ამიტომ, ეს დოკუმენტი ორმხრივად არის შეთანხმებული, რათა დაგვეხმაროს იმ ტერიტორიების იდენტიფიცირებაში, სადაც სააღსრულებლო ღონისძიებები და სხვა სახის სისტემებია საჭიროა მათი მუშაობის გასაუმჯობესებლად. ეს დოკუმენტი ძალიან სერიოზულია, რადგან, ცოტათი, სამართლებრივიც გახლავთ, აგრეთვე, ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე - ციხეებზე, და, ზოგჯერ, დაკავშირებული სხვადასხვა თემასთან, რომლებიც მოიცავს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, რაზეც ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან.

რა მიღწევები არსებობს უკვე, საქართველოში?

ზოგადად, საერთაშორისო პროგრამებში ყოველთვის ვხედავთ ჩვენი საქმიანობის გრძელვადიან გავლენას; თუმცა, რასაკვირველია, ყოველდღიურად მიმდინარეობს პროექტები და აქტივობები. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, თვალი თავიდან ბოლომდე ვადევნოთ იმ ცვლილებებს, რომლებიც ჩვენი მეოხებით განხორციელდა სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, 2013 წელს კვლავ დავიწყეთ პროექტი საქართველოსთან ერთად, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის საკითხებს ეხებოდა. ჩვენ მიერ გამოყენებულმა ინტერვენციებმა რამდენიმე წელს გასტანა, რამაც საშუალება მოგვცა, თანმიმდევრულად შეგვეფასებინა საქართველოს სხვა, დანარჩენი საერთაშორისო პარტნიორები. შეფასება შეეხებოდა, ზოგადად, მათ ციხეებში არსებულ მდგომარეობას, და 5–6 წლის შემდეგ სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა. ჩვენი მხრივ დავეხმარეთ შენობასა და ინსტიტუციურ დიზაინში. ჩვენ, ერთი მხრივ, სამინისტროს დახმარება გავუწიეთ იმისთვის, რომ გაეზარდა ტრენინგების შესაძლებლობები პერსონალისთვის და ამის შემდეგ განვახორციელეთ სატრენინგო სესიები მათთვის. ამის შემდეგ აშკარად გაუმჯობესდა სასჯელაღსრულების პერსონალის შესაძლებლობები. ჩვენ მართლაც რთულ სიტუაციაში ვმუშაობდით, რათა სამინისტროსთვის ხელი შეგვეწყო სხვადასხვა ინსტრუმენტის შექმნისთვის, რომელიც ინტერვენციების განხორციელებაში დაეხმარებოდა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. იმის გამო, რომ ადამიანები ციხეში არასათანადო მოპყრობის გამო ჩიოდნენ, ჩვენ დავეხმარეთ სამინისტროს, განევითარებინა პროცედურის პროტოკოლები ასეთ სიტუაციებში ციხის თანამშრომლების მიერ, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული მსგავსი შემთხვევები. ვიცით, რომ შესაძლოა, კვლავ იყოს უსიამოვნო გარემოებები, რომელთა მოგვარებაც საჭიროა პროფესიონალურად და შესაბამისად, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ამას დრო სჭირდება.

შემიძლია, ასევე აღვნიშნო, რომ ვმუშაობდით საქართველოს სასამართლოში სამართლებრივ სფეროში. ვცდილობდით, განგვეხილა ადამიანის სხვადასხვა უფლებათა დარღვევის შემთხვევები და მოვუწოდებდით სასამართლოს, ადამიანის უფლებების შესახებ, ევროკავშირის კონვენციის აქტიურად გამოყენებისკენ.

ასევე ვმუშაობდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და განვაგრძეთ მათთან თანამშრომლობა საერთო ჩარჩოში, რომელიც მართავს საქართველოში მართლმსაჯულების ადმინისტრაციას. მჯერა, რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ იქ არსებულ საკითხებსა და სირთულეებს და ვიცით, რომ ამას დრო სჭირდება და ჩვენ განვაგრძობთ მათთან მუშაობას.

რა პოზიტიურ ცვლილებებს ხედავთ და ჯერ კიდევ რაზე უნდა ვიმუშაოთ?

ვფიქრობ, რეფორმებისადმი სურვილი აშკარად შეიმჩნევა საქართველოს ინსტიტუტებში. ვნახეთ, რომ სამინისტროები და უწყებები დიდად ცდილობენ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართვას, განსაკუთრებით კი, ევროსაბჭოში, და ისინი ცდილობენ, მიმართონ საკითხებს, რომლებიც ჩვენი დისკუსიების შედეგად წამოიჭრა. ჩვენი თანამშრომლობის საქმიანობა მოდის ევროკავშირის კონსულის მონიტორინგის მექანიზმის დასკვნის საფუძველზე. მან მიიღო სხვადასხვა კონვენცია ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის სფეროში. ამ კონვენციის დასასრულს ან მისი განხორციელების შეფასებისას, ექსპერტთა დამოუკიდებელი კომიტეტებისა და სხვა ექსპერტების ობიექტური მუშაობა ყველა იმ ქვეყნისგან მოდის, საიდანაც ჩვენ ვიღებთ რამდენიმე რეკომენდაციას და შეფასებას საქართველოს ინსტიტუტების ან ექსპერტთა ინსტიტუტის გასაგებად და მათი როლის შესასრულებლად ოთხ-ხუთ წელიწადში ერთხელ. სწორედ აქედან მომდინარეობის ჩვენი დაგეგმარების მასალების უმდიდრესი ნაწილი.

ამ დასკვნების გათვალისწინებით, ჩვენ ხშირად შევძლებთ ჩვენი თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვას, რაც ხელს შეუწყობს ქართული ინსტიტუტების საქმიანობას, როგორც ახლახან აღვნიშნე, საქართველოში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას. ამასთან დაკავშირებით, პროექტი, როგორც წესი, გადის ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტების შეფასებას ფულის გათეთრების სფეროში. ჩვენ ეს დასკვნები გამოვიტანეთ და საქართველოს ინსტიტუტებთან ერთად (უპირველეს ყოვლისა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად) ავამოქმედეთ პროექტის ფორმა, ამიტომ დავინახეთ, თუ სად თქვა საექსპერტო კომიტეტმა, რომ ინსტიტუტებს სჭირდებათ მათი მოთხოვნების გაძლიერება ან მათი საქმიანობის გაუმჯობესება. შემდეგ მივედით ექსპერტებთან, რათა კონკრეტულად მივმართოთ ინსტიტუტების გაძლიერებას, მათ ინსტიტუციურ ჩარჩოს და კანონმდებლობას. ამგვარად, ეს მეთოდი მომავალში გაუმჯობესდება და ეს არის ჩვენი ჩარევის ლოგიკა, ძირითადად, ჩვენი საქმიანობის ყველა სფეროში.

ნათლად ვნახეთ, რომ ციხეებში ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობა, რომელიც მოვითხოვეთ, გაუმჯობესდა. ასევე, გავუმკლავდით იმ პრობლემებს, რომლებიც არა მხოლოდ მათ აწუხებდათ. ვიმუშავეთ ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან, რომლებსაც მართავს ჯანდაცვის სამინისტრო და ის ევროპის საბჭოსთვის დიდ პროექტს წარმოადგენდა.

ვიხილეთ ჩართულობა ადამიანის უფლებათა საკითხებში, როგორც აღვნიშნე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ეფექტიანად შესრულებას. ეს არ ეხება მხოლოდ მოსამართლეების, მათი თანაშემწეების ან ადვოკატებისთვის კონვენციის საკითხებზე ტრენინგების ჩატარებას, არამედ - იმას, რომ უფრო აქტიურად გამოიყენონ ის სასამართლოში. მაგალითად, პარლამენტის შესაძლებლობა საბოლოოდ დაინახოს, როგორ შედის ძალაში სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც ჩვენი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ნაწილი იყო. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ პარლამენტში უფრო ზედამხედველობითი როლის შესრულება ხდება კონსტიტუციისა და ახალი კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად.

ჩვენ მოვედით მხარდასაჭერად, რათა დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს იმის ზედამხედველობაში, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

ახლა უკვე 3 წელია (თუ არ ვცდები), მას შემდეგ, რაც საპარლამენტო კომიტეტების სამართლებრივი საქმეები და ადამიანის უფლებები ამ საქმეში ხორციელდება. მათ დაიწყეს მოლაპარაკებები იუსტიციის სამინისტროსთან, აწარმოებდნენ მოსმენებს სამინისტროსთან, მინისტრების მოადგილეებთან და ბოლოს გამოიტანეს დასკვნა იმის სანახავად, თუ რამდენად ეფექტიანად შეიძლება, განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილებები სტრასბურგში.

რას ფიქრობთ საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციების შესახებ?

მე მოვიყვანე ჩვენი ჩართულობის ნათელი მაგალითი. ვფიქრობ, როდესაც, პარლამენტმა ამ რეგიონის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორს მიაღწია, ვთქვით, რომ ჩვენ არ ვართ ორგანიზაცია, რომელიც აუცილებლად მოდის დახმარებისა და თანამშრომლობისთვის, არამედ ჩვენ მტკიცედ გვაქვს ეს კონკრეტული მიზანი. სტრასბურგში სასამართლო გადაწყვეტილებების განხორციელებასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი მაგალითი ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიტომ, ექსპერტთა ეს ჯგუფი მოვიყვანეთ. ჩვენ ასევე ჩავრთეთ ევრო- საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საქმეთა კომიტეტი, რომელიც ამ სფეროში მუშაობს და რომელიც ცდილობს, გაჰყვეს, თუ რა ზომებს ვიღებთ და რა ნაბიჯებს ვდგამთ სასამართლოს გადაწყვეტილებების განვითარების განხორციელებისთვის და ცდილობს, ეს ცოდნა შეიტანოს საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გვქონდა რიგი საქმიანობანი, რომლებიც წარმატებული იყო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო კადრების მონაწილეობით.

პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქცია არის ის, რასაც რამდენიმე წელიწადში აშენებთ და ვფიქრობ, რომ ეს აშკარად უმჯობესდება. ვფიქრობ, რომ, ერთი მხრივ, ამან აჩვენა ჩვენი გავლენა თვით მთავრობის წევრებს შორის. მაქვს იმის განცდა, რომ უფრო რთული პერიოდი იქნება პარლამენტში და მათ უნდა ახსნან, თუ რა გააკეთეს კონკრეტული გადაწყვეტილებების განსახორციელებლად, მაგრამ მჯერა, რომ ეს სასარგებლო იქნება. ვნახეთ, რომ საქმიანობამ, რომელიც განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო წარმომადგენლებისაგან, სამინისტროებისგან (ძირითადად, იუსტიციის სამინისტროდან, რადგან სამინისტრო აკონტროლებდა საქმიანობას) და ხელისუფლების მხრიდან. გადაწყვეტილებების განხორციელებამ გამოიწვია მათ შორის ძალიან მდიდარი გაცვლა. ვფიქრობ, ჩვენ ვნახეთ მუდმივი გაუმჯობესება ამ უნარების ცოდნის განვითარებაში. ამ ნაწილში ან სხვა ამ დიალოგისგან უფრო მეტს ცდილობს, რაც, საბოლოო ჯამში, სასარგებლო იქნება მათთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც სტრასბურგში ამ სასამართლოს ბენეფიციარები იქნებიან.

რას გვეტყვით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე?

არ ვაპირებ ახალი რამის თქმას საქართველოს შესახებ, როგორც როლის კარგად შემსრულებლისა, რეფორმების თვალსაზრისით, სხვა ქვეყნებთან შედარებით.

მეტისმეტად და კვლავ რომ ვთქვათ, ეს არის ერთი მხრივ, რაც მე აღვნიშნე, ცალმხრივი ვალდებულება და ვხედავთ ამ ვალდებულების მუდმივობას - ყოველდღიურად, როდესაც ის შეეხება ამ აქტივობების განხორციელებას. ვფიქრობ, რომ ვხედავთ ინსტიტუტებს, რომლებიც უკეთეს პოლიტიკას ასრულებენ საჯარო სამსახურებში რამდენიმე წლის შემდეგ. კიდევ ერთხელ ვახსენებ ციხეებსა და ჯანდაცვას, ისინი კარგ საქმეს ასრულებენ, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ რეფორმებს დრო სჭირდება.

ჩვენ ვიცით, რომ თქვენ დაესწარით პროცედურების წესების პროექტის განხილვას. რას ფიქრობთ ამაზე?

დიახ, მეტ-ნაკლებად. საპროცედურო წესების ტრანსფორმაცია არის ინიციატივა, რომელიც, ჩვენი აზრით, გრძელდება პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციების განმტკიცების მიზნით. ვფიქრობ, რომ ეს სწორი გზაა. პარლამენტის როლის გაძლიერების ინიციატივას მივესალმებით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის იმუშავებს.

რაც შეეხება თქვენს მომავალ გეგმებს, რა შეგიძლიათ, რომ თქვათ?

ჩვენ მეტ-ნაკლებად ვმუშაობთ საქართველოს სამოქმედო გეგმით, რომელიც 2016 წელს დაიწყო და მომავალ წელს, დეკემბერში დასრულდება. ეს სამოქმედო გეგმა მოიცავს ჩართულობის ოთხ ხაზს: სასამართლო, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობის განმტკიცება, ფულის გათეთრებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ის საქმიანობა, რასაც ჩვენ ვგეგმავთ და ვეწევით. ასევე, ქართველებისთვის ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც ეხება მნიშვნელოვან საკითხებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ, რაც ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია. ეს არის გეგმა მომდევნო წლამდე და ყოველწლიური სამოქმედო გეგმა მოჰყვება მათ, როგორც წინა სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე.

გაქვთ თუ არა რამე სათქმელი ქართული საზოგადოებისთვის?

ამ ძალისხმევისა და რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემსრულებელი სამოქალაქო საზოგადოებაა, და მათ ყურადღებით ვუსმენთ. ვცდილობთ, ჩავრთოთ ისინი, როცა დრო მოვა, მაგრამ, ზოგადად, ვფიქრობ, რომ საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს. სადაც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს, ძალიან კარგი პროფესიონალიზმით. ისინი უზრუნველყოფენ სხვადასხვა მეთოდის კარგ ანალიზს, რომლებიც მაგიდაზეა და ყოველთვის ძალიან კარგია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, როდესაც თავიანთ სამომავლო საქმიანობას გეგმავენ. რასაკვირველია, არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებები კრიტიკული უნდა იყოს, აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, პარლამენტთან მიმართებაში და იმ საჯარო დაწესებულებებში, რომლებიც, ამ ეტაპზე, ქვეყნის მართვაშია, რაც ჩვენგან მთლიანად მოდის. ჩვენ უნდა შევაფასოთ ეს ყველაფერი და ვცდილობთ, მოვძებნოთ სწორი პასუხი.

რამდენადაც, საზოგადოება მზადაა განაგრძოს მმართველობისადმი დაინტერესება, განაგრძოს განხილვა და კითხვები საჯარო დაწესებულებებში და განაგრძოს, ყურადღება მიაქციოს განვითარებას, განახორციელოს გარკვეული, კრიტიკული მოსაზრებები და არ მიიღოს ყველაფერი ისე როგორც წარმოდგენილია მედიაში, რომელიც პასუხისმგებელია პროპაგანდაზე. საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ ვიყენებთ კრიტიკულ ფილტრებს ინფორმირებულ მოსაზრებებზე, ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია, მოვითხოვოთ საჯარო დაწესებულებებისგან და აღმასრულებლებისგან ის, რაც მოსათხოვია.

This article is from: