1
2
3
4
5
#8
sarCevi
12
26
25
52
სტუმარი 12 პორტრეტი 84 ფოტოგრაფი გუსტავო მინასი დეთუ ჯინჭარაძე და მარიამ ნატროშვილი 25 ბექა მაისურაძე 25 გვერდი 114 გიორგი ცქიტიშვილი “ქალაქი ცემენტის სულით“ Nat Walking 26 დოკუმენტური 116 “წითელი არაინტენსიური ფერია“ “სადაც სინათლე საფრთხეა“ სპეციალური სტუმრები ფოტო 50 თვის 138 პარტიზანი მებაღეები ფოტოგრაფი მიტო ჯაშიაშვილი დამწყები 52 2.0 154 სოსო კაციტაძე ნინო სირაძე მოდა 60 სტუმარი 172 დიზაინერი იონა ფოტოგრაფი დათო ქორიძე 190 მოგზაურობა გურამ მურადოვი “რომი”
6
60
116
172
84
138
186
154
190
7
გარეკანი ფოტოგრაფი გურამ მურადოვი (მელიქ კაზარიანცის სახლი. თბილისი)
8
მთავარი რედაქტორი გურამ მურადოვი რედაქტორი ლაშა ქავთარაძე კრეატირული დირექტორი ქეთა ღვინეფაძე ფოტო რედაქტორი იანა ყორბეზაშვილი ავტორები ნატა ავალიანი თაკო ფოლადაშვილი ბექა მაისურაძე ფოტორეპორტაჟი ონიკ კრიკორიანი იანა ყორბეზაშვილი გიორგი ბაზაევი გურამ მურადოვი სტუმრები დეთუ ჯინჭარაძე მარიამ ნატროშვილი გუსტავო მინას დათო ქორიძე ნინო სირაძე სოსო კაციტაძე Urbex.ge ნატა ფერაძე აჩიკო ქინქლაძე მარიამ ბაქრაძე მარიამ ნანობაშვილი ირინა წერეთელი მარიამ ყანჩაველი მიტო ჯაშიაშვილი ნათია პერტაია (Nat Walking) იონა ნანუკა ზაალიშვილი ანუკა ჯორბენაძე
მადლობას ვუხდით სამოდელო სააგენტო “Look Models Management”-ს 9
რედაქტორისგან
“ის, რაც ამ ქალაქში მოხდა, ყველას დაგასევდიანებთ” ალბათ სოციალური ქსელებით გამრუდებული პრიზმის ბრალია, მაგრამ მგონია, რომ თბილისის ურბანული ბედით ჩემ გარშემო უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ჩემს სანაცნობოში ჯერ ახალთახალი ტრენდია გაინტერესებდეს და გაღელვებდეს ქალაქად დარჩება თბილისი საბოლოოდ თუ უშნოდ აჩონჩხლილი შენობების კომპილაციად, სადაც ადამიანებიც ცხოვრობენ. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეს ე.წ. „ტრენდულობა“ სულაც არ არის გამაღიზიანებელი. პირიქით, ვგულშემატკივრობ კიდეც და ამ სფეროში ჩემი დილეტანტური ცოდნის ფარგლებში, ვცდილობ, ჩემი აზრიც მქონდეს ქალაქის გაურკვეველ მომავალზე. ეს, ალბათ, ჯერ დასაწყისის დასაწყისია. ხშირად ყველაფერი იმპულსურად, ემოციურად ხდება და „თბილისი იყო ურთიერთობის“ ტრაფარეტულობას არ სცდება. მაგრამ მაშინაც კი, როცა თბილისის დახეული ურბანული ქსოვილის გამო არგუმენტირებულად გამოხატავენ ხოლმე პროტესტს, დიდად არავინ დაგიდევთ რატომ გინდა მეტი სიმწვანე ქალაქში, მეტი აქცენტი ადამიანზე, მეტი გააზრებული გადაწყვეტილება. მთელი ეს „ლირიკა“ განსაკუთრებით არ ანაღვლებთ მათ, ვინც თბილისის მომავალზე გადაწყვეტილებებს იღებენ. აწ-გარდაცვლილი ძველი თბილისი, სპორტის სასახლეს მიმდებარე ტერიტორიები, იმელის შენობა (მრავალტანჯული და დიდად ნაწვალები), გუდიაშვილი, გალაქული მარჯანიშვილი, „ციყვები,“ ვაკის პარკი და რესტორანი „ბუდაპეშტი,“ პაNOრამა (!) და უკვე ელბაქიძის დაღმართიც (ასფალტი ჯერაც რომ არ გაციებულა). „ფოტოესეს“ ახალი ნომერი ზემოთ ჩამოთვლილი, სხვადასხვა დროს თბილისს თავსდამტყდარი არქიტექტურული და ეკოლოგიური უბედურებებზე რეაგირების მცდელობაა, სადაც Those Two (მარიამ ნატროშვილი & დეთუ ჯინჭარაძე) მოგიყვებათ, 10
თუ როგორ აუხდა თბილისს ოცნება. Urbex.ge-ის მესამე თაობის დიგერებთან ერთად თბილისის მიწისქვეშეთის ისეთ ხედებს ნახავთ, რომელსაც იშვიათად ანდა არასდროს ნახავდით. გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც „პარტიზანული მებაღეობის“ სახელით უკვე რამდენიმე წელია მოხალისეობრივად ზრუნავენ როგორც თბილისის არქიტექტურასა და ურბანულ მომავალზე, ასევე ეკოლოგიაზე. ბოლოს და ბოლოს ქალაქი ეკოლოგიის გარეშე ვის გაუგია. ფოტოგრაფი დათო ქორიძე კი მოგიყვებათ ამბავს ადამიანზე, რომელსაც ყოველდღე ათასობით სხვა ადამიანი ხვდება, მაგრამ ალბათ რამდენიმე ამჩნევს. არადა ის სულ იქ დგას, მხოლოდ ფონი იცვლება უკან. სიმბოლურია, რთულია შეამჩნიო ადამინები თანამედროვე თბილისში. „ფოტოესეს“ ბრაზილიელი სტუმარს, გუსტავო მინასს კი პირიქით, სულაც არ უჭირს სანპაულოს ქუჩებში ადამიანების შემჩნევა. ამჩნევს კიდეც და იღებს კიდეც. მაგრამ ფოტოპროექტის სათაური „კუნძულები“ ცოტათი დაგაფიქრებს ადამიანს. ალბათ იქაც ქრებიან ადამიანები „პანორამებში,“ „ბუდაპეშტებში,“ გაპრიალებულ გუდიაშვილებში. ეს მხოლოდ ნაწილია. დანარჩენი, ალბათ, ჯობს თავად ნახოთ. ლაშა ქავთარაძე
www.photoessay.ge to@photoessay.ge 557 28 19 47 www.facebook.com/photoessaymag www.instagram.com/photoessaymagazine www.twitter.com/PhotoessayMag © PHOTOESSAY Georgian Online Magazine, 2014 11
პორტრეტი
THOSE TWO
დეთუ მარიამ ჯინჭარაძე ნატროშვილი 12
“ქალაქი, სადაც ყველას ოცნება ახდა” თბილისის მეხსიერება იშლება, ბიოგრაფია ქრება. ქრება ქალაქის ის თვისებები, რომელიც არა მხოლოდ მოგზაურისთვის, არამედ ქალაქის მკვიდრისთვისაც მნიშვნელოვანია. უკონტროლო ჩარევების გამო, თბილისი კარგავს მეხსიერებას - იმას, რაც ყველაზე მიმზიდველია. ისტორიის გარდა, ჩემთვის, ხელოვნებაა ტურისტების უპირობო მაგნიტი. ფესტივალები, ურბანული ხელოვნება, ხელოვნება საზოგადოებრივ სივრცეში - ქალაქის ენას, ქალაქის ახალ იდენტობას ქმნის. ხედვისა და კონცეფციის არარსებობის გამო, განვითარებაც არასწორადაა გაგებული და ისტორიული უბნებისა და ძეგლების განადგურებას გულისხმობს. სწორედ ამ ახალი პროექტების გამო, ქალაქი დღითიდღე მონსტრად იქცევა. 13
თბილისის განვითარება, პირველ რიგში, გულისხმობს ქალაქის დეცენტრალიზაციას, ძველი უბნების განტვირთვასა და განვითარების წერტილების გაშლას, ისტორიული ნაწილების შენარჩუნებასა და საბჭოთა მიკრო-რაიონების ტრანსფორმაციას; მეტ საზოგადოებრივ სივრცეს, მოწესრიგებულ ტრანსპორტს - ადამიანებზე მორგებულ ქალაქს. კარგი ქალაქის ერთ-ერთი საზომი კეთილმოწყობილი საჯარო სივრცეები და მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრებაა. ქალაქს მნიშვნელოვანი როლი აქვს საზოგადოების განვითარებაში და პირიქით. დღევანდელი თბილისი ძალიან კარგად ასახავს საზოგადოების მდგომარეობას. “პანორამა თბილისი” ერთი მოწყენილი ადამიანის აკვიატებაა, რომელმაც აღარ იცის, რითი გაერთოს. პროექტში არ არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესი. “პანორამა” არ არის ამ ქალაქის მცხოვრებლებისთვის - ის ძალაუფლების დემონსტრირების, კვალის დატოვების იაფფასიანი მცდელობაა. ამ პროექტის ღირებულება სულ რომ რვა მილიარდს შეადგენდეს, ფორმისა და შინაარსიდან გამომდინარე, მაინც იაფფასიან პროექტად დარჩება. აი, ახლა, ჩემი ფანჯრიდან მოპირდაპირე სახლზე ორ-სართულიან დაშენებას ვუყურებ. მარჯვნივ - მთაწმინდა ნელ-ნელა ქრება ამორფული კორპუსების ფონზე. მარცხნივ, თამარ მეფის ხიდთან, კლდეზე ორი მონსტრი შენდება. ოდნავ მოშორებით, ფიქრის გორა ბეტონის ფილების ნაგავსაყრელს ჰგავს.
14
15
მადლობა ღმერთებს, აქედან მეტი არაფერი ჩანს. მომავალი წარმოსადგენად მარტივია - ფანჯრის წინ, ნახევარ მეტრში აშენებული ბეტონის ახალი კორპუსი. და რადგან სწორედ ახლა ვხვდები, რომ თუნდაც ამ თითზე ჩამოსათვლელ ადგილებს აღარაფერი ეშველება, როგორც წყეული რუსები იტყოდნენ - “რაზ პაშლა ტაკაია პიანკა, რეჟ პასლედნი აგურეც” და ბარემ, ბოლომდე გავხურდეთ - შევქმნათ ახალი, უნიკალური ქალაქი. 16
17
18
19
“პანორამაც” ავაშენოთ, სპორტის სასახლის უკან გაშენებული უბნის მოდელი სხვა უბნებშიც გადავიტანოთ, ძველი თბილისი მიწასთან გავასწოროთ და “ელიტური” კორპუსები ჩავდგათ. პარკები გავჩეხოთ და ტროტუარები გავაუქმოთ - უფრო მეტი ადგილი რომ გვქონდეს პარკინგისთვის. თუ სახლების წინ შემთხვევით ცარიელი ადგილები დაგვრჩება, სასწრაფოდ ლოჯები მივაშენოთ - ვისაც რა ფორმა და ზომა მოუვა აზრად; სრული თავისუფლება მივცეთ ინვესტორებს და მეტიც, მოვთხოვოთ, რომ პროექტები თვითონვე დახაზონ და არავითარ შემთხვევაში არ დაიხმარონ არქიტექტორები. მარცხენა და მარჯვენა სანაპირო უსასრულო ესტაკადებით დავაკავშიროთ და მტკვარში ბეტონის უძრავი რესტორანი-ტივები ჩავდგათ. მცირე ზომის ეკლესიებს ათჯერ უფრო დიდები დავაშენოთ, იქნებ, უფალმა უკეთ დაგვინახოს. უნიკალური სივრცე იქნება - განხორციელებული ხალხური ფანტაზიებისა და ოცნებების განუმეორებელი მაგალითი. პლანეტის ყველა კუთხიდან ჩამოვლენ თბილისის სანახავად. ჩვენს რეალობას სწორედ ასეთ შედეგებამდე მივყავართ - აბსურდულ, დისტოპიურ სივრცემდე - ქალაქამდე, სადაც ყველას ოცნება ახდა.
20
21
22
ფოტოგრაფი გურამ მურადოვი ავტორი ნატა ავალიანი 23
გვერდი 25
24
გიორგი ცქიტიშვილი 25
დოკუმენტური
“სადაც სინათლე საფრთხეა” ფოტოგრაფი იანა ყორბეზაშვილი ავტორი გიორგი გოგუა ყველასგან მიტოვებულ გვირაბებს, სადაც მხოლოდ გაფუჭებული კედლებია დარჩენილი და აქა-იქ მწვეთავი წყლისგან იატაკზე გუბეები დგას, დროდადრო რამდენიმე ახალგაზრდა სტუმრობს. ეს გვირაბები თბილისში და მის შემოგარენში, თითქმის ყველა უბანშია მიმოფანტული. ისინი ოდესღაც სხვადასხვა მიზნით ააგეს - ზოგი შესაძლო სამხედრო თავდასხმისას თავშესაფარი უნდა ყოფილიყო, ზოგი ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო დისპანსერი, ან მეტროს ხაზი, რომლის მშენებლობაც დაიწყეს, თუმცა ვეღარ დაასრულეს.
26
27
28
“ჩვენ მესამე თაობა ვართ” - ამბობს ლუკა, ჯგუფის ერთერთი წევრი - “დიგერების მესამე თაობა”. ის ყვება მათი წინამორბედების შესახებ, რომლებმაც თბილისში მიწისქვეშა გვირაბების აღმოჩენა დაიწყეს. პირველი, ერთი რუსი ბიჭი იყო, რომელიც მოგვიანებით რუსეთში დაბრუნდა. შემდეგ იყვნენ ორნი, თავს ფაბიანს და პოლარისს უწოდებდნენ, ბოლოს კი გაჩნდა ურბექსი, მესამე თაობის დიგერების ჯგუფი. 29
30
31
32
დიგერებს მიზანი არ აქვთ. ისინი არ ცდილობენ მიწის ქვეშ რამე ახლის, განსაკუთრებულის აღმოჩენას, არც წლების წინ იქ გადანახულ და შემდეგ დავიწყებულ საგანძურს ეძებენ. “რა გვინდა მიწის ქვეშ? მოდი, კითხვას შემოგიბრუნებთ, რისი კეთება მოგწონთ თავისუფალ დროს?” - ამბობს ვახო, ურბექსის კიდევ ერთი წევრი. ის პროფესიით ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია - “აიტიშნიკი”, გვირაბებში კი იმიტომ დადის, რომ უბრალოდ მოსწონს, ისევე, როგორც მის სხვა მეგობრებს. 33
34
35
36
დიგერებს არ აქვთ რუკა. ლუკა ამბობს, რომ მათი ერთ-ერთი მეგობარი დროდადრო მიწისქვეშა გვირაბების სქემებს ხაზავს, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მათ არ აინტერესებთ, გაიგებს თუ არა ხალხი ამ გვირაბების შესახებ - ან რა აზრი აქვს?! მათი უმეტესობა მაინც გამოუსადეგარი და მიტოვებულია. აბა ვის მოუნდება ტუბერკულოზის გაუქმებულ დისპანსერში ჩასვლა? 37
38
39
40
დიგერები კი ჩადიან ყველგან, სადაც ჩასვლა შეიძლება. ზოგან სპეციალური აღჭურვილობით, ზოგან მის გარეშე. ერთადეთი რამ, რაც მუდამ თან აქვთ, ეს ფანარია, რადგან გვირაბში აუცილებლად უნდა ბნელოდეს. თუ არ ბნელა, ცუდია. სინათლე პრობლემაა - სინათლე დიგერების ენაზე დარაჯს ნიშნავს, ხოლო შესვლა გვირაბში, რომელსაც დარაჯობენ, სარისკოა. თუმცა ხანდახან არც ამ რისკს ერიდებიან - თუ, რა თქმა უნდა, შეძლეს და სინათლეს გვერდი აუარეს. 41
42
43
44
45
46
47
48
49
50
თვის ფოტო
მიტო ჯაშიაშვილი თბილისი, 2015 51
2.0
ნინო სირაძე
“Soviet Mosaics in Georgia”-ს ადმინისტრატორი ნინო სირაძე პროფესიით მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორია. დაახლოებით ერთი წლის წინ, მეგობრებთან ერთად მოგზაურობისას, შემთხვევით მოზაიკებით მოპირკეთებულ ავტობუსის გაჩერებას გადააწყდა. სწორედ ეს გახდა ინსპირაცია ვებ-გვერდ www.soviet-mosaics.ge-ის შექმნის. როგორც ნინო „ფოტოესესთან“ საუბარში ამბობს, დიდი ხანია მოსწონს მოზაიკური პანოები თბილისის ქუჩებსა და საქართველოს სხვა ქალაქებში და უბრალოდ გადაწყვიტა მათი თავმოყრა - ფოტომასალის შეგროვება და მდებარეობის რუკაზე მონიშვნა. მოგვიანებით კი ფეისბუკ-გვერდი Soviet Mosaics in Georgia-ც შეიქმნა, რომელიც დღეს საკმაოდ პოპულარულია. „საბჭოთა პერიოდის მოზაიკების უმრავლესობა დღესდღეობით არანაირ კულტურულ ღირებულებას არ წარმოადგენს. უმეტესობა ძველი შენობების (ყოფილი ფაბრიკების, ქარხნების, სკოლების და ა.შ.) ფასადებზეა გაკეთებული. დროთა განმავლობაში, ამ შენობებმა დაკარგეს ფუნქცია, დღესდღეობით ბევრი მათგანი ინგრევა ან იერს იცვლის და მათთან ერთად მოზაიკური პანოებიც ნადგურდება. ამ სამოყვარულო პროექტის და გვერდის მთავარი მიზანიც ესაა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა პერიოდის მოზაიკების ერთიანი ფოტოარქივის შექმნა და ინფორმაციის შენახვა ამ პანოებზე, სანამ ისინი საბოლოოდ გამქრალან სხვადასხვა შენობა-ნაგებობის ფასადებიდან,“- აღნიშნავს ნინო. 52
ჯერ კიდევ ბავშვობაში მოახდინა ნინოზე შთაბეჭდილება მოზაიკურმა პანომ. მაშინ, როცა თბილისში თითქმის ყველაფერი ნაცრისფერი იყო და პროფკავშირების კულტურის ცენტრის შენობაზე განთავსებული პანო ამ საერთო ნაცრისფერში განსაკუთრებულად გამოირჩეოდა. „მას მერე დიდად არ შემცვლია შთაბეჭდილება. ყოველთვის რაღაცნაირად მიხაროდა, როდესაც ქალაქში სიარულისას, შემთხვევით, რომელიმე შენობაზე მოვკრავდი თვალს მივიწყებულ მოზაიკას. შემდეგ, როგორც ფოტომოყვარულმა, გადავწყვიტე ამ გატაცებისთვის სამოყვარულო ფოტო-პროექტის ფორმა მიმეცა და დავიწყე მოზაიკების ფოტოკამერაზე დაფიქსირება. დროთა განმავლობაში კი, მათი შინაარსი და ისტორია გახდა ჩემთვის საინტერესო, დავიწყე შესაბამისი ინფორმაციის მოძიებაც,“- იხსენებს ნინო სირაძე. საბჭოთა პერიოდში გაკეთებული მოზაიკებს მოყვარული ფოტოგრაფი 2 ძირითად კატეგორიად ყოფს: პირველი - ისეთი მოზაიკური კომპოზიციები, რომლებიც მონუმენტური ხელოვნების ძალიან საინტერესო ნიმუშებია, მასალაც, შესრულების ტექნიკაც და კომპოზიციაც დახვეწილი და გამორჩეულია (ერთ-ერთი მათგანია, მაგალითად, ბათუმის ცნობილი “რვაფეხაა”). როგორც წესი, ამ ნამუშევრების ავტორები იმ პერიოდში მოღვაწე ცნობილი მხატვრები იყვნენ (ზ.წერეთელი, კ.იგნატოვი, ზ.კაპანაძე და ა.შ.), თუმცა არის ისეთებიც, რომლებზეც იმ პერიოდში ჯერ კიდევ დამწყები მხატვრები მუშაობდნენ (ნინოს ერთ-ერთი ფავორიტია სამეცნიერო ბიბლიოთეკაში არსებული მოზაიკური პანო “პრომეთე”, რომელიც მაშინ ახალ კურსდამთავრებულ მხატვარს, ნუგრაზ მეძმარიაშვილის ეკუთვნის). „მეორე კატეგორია გაცილებით მრავალრიცხოვანია, მასში შედის ისეთი მოზაიკები, რომლებიც საბჭოთა მონუმენტური პროპაგანდის ნაწილად უფრო შეიძლება ჩაითვალოს. მათზე ასახულია ის იდეები და სცენები, რაც იმ პერიოდისთვის იყო აქტუალური. უმეტესწილად, მასალაც და შესრულების ხარისხიც არაა მაღალი, თუმცა ძალიან საინტერესოა თვითონ სიუჟეტები. ჩემი აზრით, ესეთი მოზაიკები განსაკუთრებით საინტერესოა საბჭოთა პერიოდის ისტორიისა და სოციალურკულტურული კვლევის თვალსაზრისით,“- ამბობს ნინო. დროთა განმავლობაში მოზაიკების „შეგროვებაში“ ნინოს მეგობრები და თანამშრომლებიც ჩაერთნენ. პროექტის გასაჯაროვებისთანავე აღმოჩნდა, რომ ეს თემა ბევრ ადამიანს აინტერესებს და მოსწონს. დღესდღეობით უკვე მრავალი მათგანი თავად აგზავნის ფოტოებს საქართველოს რეგიონებიდან, რომელთა თავმოყრასა და ისტორიების შეგროვებასაც ნინო საკუთარ ვებ-გვერდსა და ფეისბუკის გვერდზე აკეთებს. „ზოგადად, მოზაიკის გაკეთება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ძალიან შრომატევადი პროცესია. ისეთი მოზაიკური კომპოზიციები, როგორიც საბჭოთა პერიოდში კეთდებოდა ფასადებზე, იშვიათობაა მსოფლიოს მასშტაბით. ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ისეთი მოზაიკური კომპოზიციების შენარჩუნებაზე და შენახვაზე, რომლებიც მონუმენტური ხელოვნების ძალიან საინტერესო და იშვიათ ნიმუშებს წარმოადგენენ,“- აღნიშნავს ნინო. 53
54
55
56
57
58
59
დათო ქორიძე ფოტოგრაფი
60
სტუმარი
“სოციალური ბექგრაუნდი” დათო ქორიძეს ამ ადგილას გავლა ყოველდღე უწევს. მისთვის ქალაქის ეს ნაწილი ყოველდღიურობის ნაწილია და უჭირს ითქვას, კონკრეტულად როგორ და როდის შეამჩნია კაცი, რომელიც მისი ფოტო პროექტის მთავარი გმირი გახდა. დათოს თქმით, მისი ინსპირაცია გარემოა. ფოტოგრაფიამ კი მასზე დიდი შთაბეჭდილება ჯერ კიდევ ბავშვობაში მოახდინა. ახლაც ახსოვს ფოტოგრაფი ხაჩიკა და ყველასთვის ნაცნობი ფრაზა: „გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება“. დათო ქორიძისთვის ფოტოგრაფია თვითგამოხატვის ერთადერთი საშუალებაა, დოკუმენტური ფოტოგრაფია კი, ჟანრი, რომელშიც მუშაობს. პროექტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო. ერთი წლის განმავლობაში ის აღბეჭდავდა კაცს, რომლის უკან ბანერები, აფიშები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ; გმირის მდგომარეობა კი, არ იცვლებოდა. პროექტი „სოციალური ბექგრაუნდი“ საზოგადოებისთვის myangle.net–ის მეშვეობით გახდა ცნობილი. ფოტოების ნახვის შემდეგ, შეიძლება დაფიქრდეთ, რომ აქ ბევრჯერ გაგივლიათ, მაგრამ ვერასდროს შეგიმჩნევიათ ადამიანი, რომლის სოციალური მდგომარეობაც თქვენი რუტინის ფონად იქცა. თაკო ფოლადაშვილი 61
62
63
64
65
66
67
68
69
70
71
72
73
74
75
76
77
78
79
80
81
82
83
გუსტავო მინას ჟურნალისტი,ფოტოგრაფი
ბრაზილიელი ჟურნალისტი გუსტავო გომესი ქალაქ კასიაში დაიბადა, 1981 წელს. ამაჟამად, ის დედაქალაქ ბრაზილიაში თავისი პროფესიით მუშაობს, თუმცა როგორც თავად ამბობს, დრო და დრო ფრილანსერ-ფოტოგრაფობითაც შოულობს ფულს. ფოტოების გადაღებით ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაინტერესდა, მაგრამ საქმეს ხელი სერიოზულად მხოლოდ სწავლის დასრულების შემდეგ მოკიდა. გუსტავო არაერთი ფოტოგაერთიანების წევრია და უკვე საკმაოდ პოპულარულია თავის ქვეყანაში, თუმცა არაერთხელ დაბეჭდილა უცხოურ გამოცემებშიც. ამჯერად კი მის ერთ-ერთ პროექტს “Ilhas”(კუნძულები) და მცირე ინტერვიუს ჟურნალი „ფოტოესე“ გთავაზობთ. 84
85
„2008-ში, სან პაულოში, ერთ-ერთ პოპულარულ გაზეთში ვმუშაობდი ჟურნალისტად. მომაკვდინებლად მოსაბეზრებელი სამსახური გამოდგა და გადავწყვიტე, ციფრული ფოტოაპარატი მეყიდა. არ ვიცი, შესაძლოა რაიმე „არტისტულის“ შექმნა მქონდა განზრახული. ისტერიკულად ვიღებდი ყველაფერს, ბევრ ექსპერიმენტს ვატარებდი. თუმცა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, საშინელ ფოტოებს ვიღებდი. 2009 წელს კარლოს მორიერასთან (www.carlosmoreira.com.br) გავიარე ფოტოგრაფიის კლასი. ეს არის ადამიანი, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული იღებდა სან პაულოს ქუჩებს. და ამის მერე, ყველაფერი შეიცვალა. კარლოსმა ბევრი რამე მასწავლა არა მარტო სხვა ფოტოგრაფების შესახებ, არამედ მასწავლა ისიც თუ როგორ უნდა გადავიღო ფოტოები საკუთარი თავის სიამოვნებისთვის, მასწავლა როგორ აღმექვა ფოტოგრაფია როგორც თვითგამოხატვის და გარშემო არსებულ რეალობასთან დამოკიდებულების ერთ-ერთი გზა. მივხვდი, რომ საერთოდაც არ უნდა მაღელვებდეს მაღიარებენ თუ არა, დამბეჭდავენ თუ არა ან მექნება თუ არა გამოფენები. ეს ყველაფერი ზედმეტად ზედაპირულია, ფოტოგრაფიამ კი რაღაც სხვა, გაცილებით უფრო სიღრმისეული რამეები უნდა აკეთოს. ქუჩის ფოტოგრაფიამდე თავისთავად მივედი. ყოველთვის თავგადასავლების მოყვარული ვიყავი და ახლაც ასე ვარ, ასე რომ აბსოლუტურად ბუნებრივი იყო,
86
როდესაც მთელ ქალაქში დავეხეტებოდი და ვცდილობდი გადამეღო რაღაც ისეთი, რაც აქამდე უცხო იყო ჩემთვის. სან პაულოში ახალი გადმოსული ვიყავი და ფოტოგრაფია გადასარევი მიზეზი იყო რომ შემესწავლა ქალაქი, წავსულიყავი ისეთ ადგილებში, სადაც არასდროს მოვხვდებოდი კამერა რომ არ მქონდა. არასოდეს მიცდია გადამეღო რაღაც განსაკუთრებული. ალბათ უფრო პირიქით ხდება, ჯერ ფოტოს ვიღებ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება აღმოვაჩინო ხოლმე თუ რის თქმას ვცდილობდი ან რას ამბობს ფოტო ჩემს შესახებ. თუმცა ჩემი ინტერესი მხოლოდ ქუჩის ფოტოგრაფიით არ შემოიფარგლება. მაგალითად, მაინტერესებს პორტრეტის ჟანრი. და საერთოდაც, ფოტოგრაფიის ნებისმიერი ჟანრი კარგია, თუკი ის საკმარისად ახლოსაა შენს პიროვნებასთან და ასახავს რაღაცას რაც ფოტოგრაფს ეხება. რაც შეეხება ჩემს რჩევებს ქუჩის ფოტოგრაფებისათვის - იმუშავეთ ბევრი, გადაიღეთ ბევრი, ნუ მოგბეზრდებათ სოციალურ მედიაში თქვენი გულშემატკივრების სიამოვნება. გადაიღეთ ისეთი ფოტოები, როგორი ფოტოების ნახვაც თავად გსურთ, თუ ასე მოიქცევით, დამიჯერეთ, არასოდეს შეცდებით.
87
“კუნძულები” (Ilhas)
“რაც შეეხება “Ilhas”-ს, რაც პორტუგალიურად „კუნძულებს“ ნიშნავს, ეს არის 201013 წლებში, სან პაულოში გადაღებული ფოტოების სერია. თავდაპირველად არც კი მიფიქრია, რომ ამ ფოტოებს პროექტის სახე ექნებოდათ. 2012 წელს, როდესაც რამდენიმე ფოტოგრაფთან ერთად ფოტოკოლექტივს ვაყალიბებდით სან პაულოში (SelvaSP, www.selvasp.com), მომიწია გადამეხედა ჩემი ფოტოებისათვის, ახალ საიტზე ფოტოსერიის დასადებად. და უცბად აღმოვაჩინე, რომ ბევრი ფოტო მქონია გადაღებული, რომელიც ასახავს ურბანულ გაუცხოებას, ამ მარტოხელა, პატარა ფიგურებს ქალაქის ლანდშაფტში. მეც ავდექი და ეს ფოტოები ერთად დავალაგე და დავარქვი სახელი. მას შემდეგ რაც პროექტი გამოვაქვეყნე, ისევ გავაგრძელე მსგავსი ფოტოების გადაღება, შესაბამისად, შესაძლოა ის კვლავაც განახლდეს.” 88
89
90
91
92
93
94
95
96
97
98
99
100
101
102
103
104
105
106
107
108
109
110
111
112
113
ბექა მაისურაძე კინომცოდნე
“ქალაქი ცემენტის სულით”
ბაბუასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. მირეკავდა და მთხოვდა ხოლმე მასთან მივსულიყავი. მეც მაშინვე გავრბოდი. ვიცოდი, კარგად გავერთობოდი. თამაშიც გამოიგონა - თუ ვიცეკვებდი, ახალ ამბავს მომიყვებოდა და რადგან ისტორიების მოსმენაზე ვგიჟდები, ყოველთვის ვთანხმდებოდი ამ თამაშს. ბაბუა თბილისელი იყო, შესაბამისად, ისტორიების უმრავლესობაც ამ ქალაქთან იყო დაკავშირებული. განსაკუთრებული იყო ბებიას და ბაბუას პაემანების ისტორიები. მიყვებოდა, როგორ სეირნობდნენ ფუნიკულიორზე. მეუბნებოდა, რომ ზემოდან ნამდვილი თბილისის სული იგრძნობა, მწვანე თბილისის სული. ბაბუა შეყვარებული იყო ამ ქალაქზე და ნელ-ნელა მეც მაყვარებდა. ცეკვისა და ისტორიების მოსმენისგან დაღლილი, ძილის წინ, ხშირად ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს მეც გადმოვხედავდი თბილისს ზემოდან და დავინახავდი იმ სულს, რომელზეც ბაბუა მიყვებოდა. ოცნება ძალიან გვიან - 19 წლის ასაკში ამიხდა. თუმცა, მე მწვანე თბილისი ვერ დავინახე. ჩემს თბილისს ცემენტის სული ჰქონდა. დანიელმა რეჟისორის ანდრეას დალსგაარდის ფილმი „ადამიანური მასშტაბი” სხვა ბაბუების, შვილიშვილების და ადამიანების ისტორიებზეა. რეჟისორი ცდილობს მაყურებელს ფართო რაკურსით აჩვენოს თანამედროვე ურბანული დაგეგმარების მარცხი და გვიყვება ქალაქის განვითარების თავგადასავალს. ხალხზე ორიენტირებული ქალაქის მაგალითად კი ქალაქი სიენა მოჰყავს, სადაც ადამიანების თავშეყრისთვის უამრავი ადგილია. საბოლოოდ კი, მისი დოკუმენტური ნამუშევარი მომავალზე უფროა ორიენტირებული ვიდრე წარსულის შეცდომებზე. 114
ვისთვის აშენდა ქალაქები? - სწორედ ამ კითხვისთვის პასუხის გაცემას ცდილობს ფილმი, რომელიც 4 კონტინენტს მიმოიხილავს და გვიყვება ამბებს ქალაქის სულზე. ფილმი გვაძლევს არაჩვეულებრივ არგუმენტებს იმაზე, თუ რატომ უნდა შეწყვიტონ ქალაქმგეგმარებლებმა ქალაქების მორგება ავტომობილების საჭიროებებზე. ფილმის ერთ-ერთი გმირი არქიტექტორი იან გელია, რომელიც კოპენჰაგენის საქმიან ცენტრს და იქ მყოფ ადამიანებს აკვირდება. ბოლოს აღმოაჩინა, რომ ქალაქი მანქანების სივრცედ იქცა, სადაც ადამიანების ადგილი აღარ დარჩა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა, ცენტრიდან მანქანები მოეშორებინა და გაეკეთებინა ველოსიპედების სავალი გზა, ჩაესვა სკამები, გაეყვანა ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და გამწვანებული ზონები, რათა სივრცე კვლავ ადამიანებისთვის დაებრუნებინა. სწორედ იან გელის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღეს თანამედროვე თაიმს-სკვერი, სადაც სკამები, ველოსიპედის ბილიკები, მოქალაქეთა გასაჩერებელი და დასასვენებელი ადგილებია განთავსებული, საბოლოო ჯამში, ნიუ-იორკს სულის ნაწილი დაუბრუნა. „ადამიანურ მასშტაბში” საუბრობენ იმაზეც, რომ 2050 წლამდე დედამიწის მოსახლეობა რამდენიმე მილიარდით გაიზრდება, ამ თარიღისკენ მსვლელობაში კი ფილმი მნიშვნელოვანი გზავნილია. აუცილებელია რომ დავიწყოთ ისეთი ქალაქების შენება, რომლებიც ადამიანებზე იქნებიან ორიენტირებული და რომლებშიც ჯანსაღად ცხოვრებას შევძლებთ. ფილმს თან გასდევს იმედი, რომ მომავალი არის შანსი. დროა, მსოფლიოს ქალაქებმა ყველაფერი გაიგონ და ჭეშმარიტად ადამიანური გარემო ააშენონ. მომავალი შანსია იმისა, რომ არც ერთმა ქალაქმა აღარ დაკარგოს საკუთარი სული. სხვა შემთხვევაში, ლონდონში, ნიუ-იორკში, პარიზსა თუ თბილისში, ადამიანები მხოლოდ ბეტონის შენობებს დაინახავენ; ქალაქს მანქანები დაეპატრონებიან; ადამიანები ვეღარ შეხვდებიან ერთმანეთს; ბაბუები კი ვეღარ მოყვებიან ისტორიებს და ქალაქს კი სიმწვანის ნაცვლად, ცემენტის სული ექნება.
115
კონცეპტუალური
“წითელი არაინტენსიური ფერია” Nat Walking
დაცინი, ხეილუნძიანის პროვინცია, ჩინეთი (სექტემბერი – დეკემბერი) 2014
116
06:30 – ადგომა, სწრაფი საუზმე და აკრძალული Facebook-ის სიახლეების სქროლი VPN-ის საშუალებით. საკუთარის მონატრება. ნათელი ოთახი, კაფელის თბილი იატაკი და ულამაზესი დაისები მე-12 სართულიდან. სარეცხის მანქანა - ნახევრად ავტომატური და ჩემ მიერ არასოდეს გამოყენებული გაზის ქურა. 117
07:20 – გზაში ერთ-ერთი სკოლისაკენ. მხოლოდ ტაქსი - მწვანე, ცისფერი, ვარდისფერი, წითელი ან მდოგვისფერი. თეთრი სახის დანახვაზე - გაკვირვება, ღიმილი ან ჩაცინება. კიდევ 1-2 მგზავრი, თუ ერთი გზა გვაქვს. საგზაო ქვითრები მენეჯერისთვის, დამრგვალებული თანხები. გრძელი, სწორი გზა. ნავთობის სარწეველა დანადგარები, დაუღლელად მშრომელები. ზამთარში აქ უფრო ლამაზია. ბევრი მზიანი დღე, ბევრი მზიანი დღეა ამ ქალაქში. კიდევ სხვა რამეც არის კარგი - სმოგი თითქმის საერთოდ არაა, ან არ ჩანს.
118
119
08:10 – პირველი გაკვეთილი. დღეს მე-7 კლასელები. ეს-ესაა ახალ სკოლარეზიდენციაში გადავიდნენ. კლასი გაყოფილია, მეორე ნახევარი შემდეგ. ესე იგი, შედარებით ადვილი იქნება. დაახლოებით 25 ვართ. სახელმძღვანელოსთან მუშაობა და ათწუთიანი თამაშები გაკვეთილის ბოლოს.
120
08:50 – დილის მოთელვა. სირბილი პრაქტიკულად ნებისმიერ ამინდში. პირველ ხანებში საყოველთაო მორჩილების შემაშფოთებელი სანახაობა, შემდეგ - ნორმა. წითელი სახეები და მძიმე სუნი კლასში.
121
122
123
124
11:30 – სადილი. ყველასთვის საყვარელი დრო. გადასწრება და გრძელი რიგები. ლაპშა, ბრინჯი, გემრიელი ბოსტნეული და ბევრი ხორცი. საათნახევარი დაძინებისა და დასვენებისთვის. ვინ -სკოლის ტერიტორიაზე, ვინ - ახლომდებარე სახლებში. ტაქსი და მე გზაში ვარ.
125
126
127
13:30 – საშუალო სკოლა. რთულია აქ. ძვ ორგანიზებულობა. კლასები სავსეა თვით დასასუფთავებლად. საშინაო დავალებებ გართობა, თიჩერ, ვითამაშოთ! ვხატავთ დ ვთამაშობთ ასოციაციობანას. მეგობრულ ინგლისურის მასწავლებლების ცუდი ინგლ ცხოვრება. 10-საათიანი სამუშაო დღე, გვ დღესასწაულებზე - ფოტო ბოი/გელფრენ
128
ველი შენობა და სიბინძურე. თვითკმარი თნაკეთი ცოცხებით სკოლის ეზოს ბის დასტა და ძალიან ცოტა გართობა. მე ვარ დაფაზე, ვკითხულობთ ცუდ სახელმძღვანელოს, ლი და პასუხისმგებლიანი მასწავლებლები. ლისური. მტანჯველად ერთფეროვანი ვიანი ვახშამი და საჭმლის ფოტო WeChat-ში. ნდთან ერთად, ყვავილები და შოკოლადი.
129
130
14: 35 – სხვა სკოლა. 60 წყვილი თვალი თითოეულ კლასში. უფროსკლასელები და გამოუცდელი მოზარდების ღია ფლირტი ახალგაზრდა მასწავლებელთან. ზოგჯერ უზრდელები, ხმაურიანები. მათ ყველაზე მეტად უმძიმთ. ცხოვრობენ სკოლაში და სკოლით. ზოგიერთი გულწრფელად ვერ იტანს მას. გაკვეთილებზე სძინავთ, არ ვაღვიძებ. ბოლო 20 წუთი - საყვარელი - ვუყურებთ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ანიმაციებს, ვიდეო კლიპებს; უპირატესობა ენიჭება მარტივ სახალისო სიუჟეტს. უყვართ „დასავლური დღესასწაულები“, საშობაოდ ერთმანეთს ტკბილეულს და ვაშლებს ჩუქნიან. გავაკეთეთ ორიგამის ნაძვის ხე და ვისწავლეთ Jingle bell rocks. 131
132
15:15 - დღის შესვენება ვარჯიშისთვის. მუსიკა და თვლა კლასის რიგებში, 5 წუთი თვალების სიყვარულისთვის. უმეტესობა ცუდად ხედავს. სინათლე ქრება, მორიგეები დერეფნებში დადიან და კარში დატანებული ფანჯრიდან ამოწმებენ, ყველა იმასაჟებს თუ არა თვალებს. შემდეგ - ისევ იგივე სირბილი. კლასის დამრიგებლებთან ერთად, მოხერხებულ ფეხსაცმელში გადაცმულები. რამდენიმე წრე სკოლის უზარმაზარი შენობის გარშემო. ისევ კლასებში სულის ხუთვა საღამოს 9 საათამდე. მე კი სახლისაკენ. დღეს შედარებით ადრე დავბრუნდები, ახლა შეიძლება „ჩინური სიგარეტის აფურთხე რამდენიც გინდა“ მოწევა, მუსიკა ყურებში და ნაცნობი სამყარო. ხვალინდელი დღე დაიწყება საბავშვო ბაღით და ბავშვების ხმაურით - გუდ მორნინგ, ნათია (ბოლო ა-ს დიდხანს გაგრძელებით).
133
134
135
136
137
პარტიზანული მებაღეობა ფოტოგრაფი გურამ მურადოვი ავტორი ნატა ავალიანი
138
www.facebook.com/Tbilisitrees 139
ნატა ფერაძე
„პარტიზანული მებაღეობის“ იდეის ავტორი და ერთ-ერთი აქტივისტი პარტიზანული მებაღეობა - ეს მოძრაობა მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში არსებობს და გულისხმობს შენს არაკუთვნილ, მუნიციპალურ მიწაზე ხეების უნებართვოდ დარგვას. ჩვენ 2013 წლის ივლისში დავიწყეთ და საკმაოდ წარმატებულადაც მივიწევდით წინ, ბევრი ხალხი გვემატებოდა. ბოლოს ირკვეოდა, რომ თუ ჩვენ ოცი ხე დავრგეთ, ორმოცი ზრდასრული ხე მოჭრეს, რაც გაცილებით მავნებელია. ახალდარგულ ხეს დაახლოებით 30 წელი სჭირდება, რომ მიაღწიოს იმ სარგებელს, რასაც ზრდასრული ხე გვაძლევს. 90-იან წლებში, ქალაქში მწვანე ტერიტორია ერთ სულ მოსახლეზე 15კვ.მ-ს შეადგენდა, დღეს უკვე 3 კვ.მ-ია. ევროპული სტანდარტებით, კრიტიკული ზღვარი 9 კვ.მ-ია, ანუ ჩვენ ბევრად ჩავცდით კრიტიკულ ზღვარს. ამიტომ, “პარტიზანულ მებაღეობას” “Green Peace”ის აქტივიზმი დაემატა და ვიბრძვით იმის წინააღმდეგ, რასაც გამწვანების სამსახური და მერია აკეთებს. დავიწყეთ საპროტესტო აქციები, რომ გაჩერდეს ხეების უკანონო ჭრა, რაც უკანონოდ არ ითვლება არასწორი კანონების წყალობით. ერთი წელია შევაჩერეთ ვაკის პარკის ტერიტორიაზე 7-სართულიანი სასტუმროს უკანონო მშენებლობა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში საქმე შეტანილია, ერთ წელზე მეტია ეს პროცესი გაიწელა და პასუხი ჯერ არ გვაქვს. წინასაარჩევნო დაპირებებში სარეკრეაციო ზონის აღდგენასა და მილიონი ხეზე იყო საუბარი, მაგრამ მერიამ აქაც მოგვატყუა და ამ მხრივ არანაირი წინსვლა არ არის. ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ქვეყნის წინსვლაში სამოქალაქო აქტივიზმია. რამდენი ხანიც ჩვენ ვისხდებით და უბრალოდ ვიჯაჯღანებთ, რომ ეს არ მოგვწონს, იმდენჯერ მოვა 140
ისეთი მთავრობა, რომელიც იმას გააკეთებს, რაც არ მოგვწონს. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ რაც გვინდა. ჩვენს მოძრაობას საუკეთესო პროფესიონალები შემოუერთდნენ და სრულიად უსასყიდლოდ, დიდი ენთუზიაზმით ვაწვდით მთავრობას ნორმებს - როგორ უნდა დაირგოს ხე, როგორ უნდა მოვუაროთ გარემოს. ძირითადად არაფერს ითვალისწინებენ. ყველა მხრივ სრულიად არაჯანსაღ ქალაქში ვართ. ვაკის პარკი, რომელიც 1945 წელს დაარსდა, 120 ჰექტარი იყო. დღეს მერიის რუკაზე ვაკის პარკი 19 ჰექტარია. ამაზე გვქონდა საუბარი და მერიისგან დაპირებებიც მივიღეთ. “პანორამა თბილისის” საკითხი ძალიან რთული იქნება, მით უმეტეს, როდესაც ლარი ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. ისინი პირველ რიგში თვლიან, რომ უპირველეს ყოვლისა ინვესტიცია არის განსახორციელებელი. არ უყურებენ, რომ შეიძლება დღეს ამ პანორამამ ფული შემოიტანოს, მაგრამ გრძელვადიანი პროგნოზით ეს ქალაქისთვის დამღუპველია. ქალაქს, რომელიც ისტორიულ ნაწილს არ უფრთხილდება, ფასი არ აქვს. ჩვენი ფასი ის არის, რომ გვაქვს ძველი ქალაქი. ძალიან ხშირად ცდილობენ, რომ ჩვენ გამოგვიყვანონ რაღაც ერთგვარ პაპუასებად, რომლებსაც არ უნდათ განვითარება. პირიქით, ჩვენ ძალიან გვინდა განვითარება, ოღონდ ამ სიტყვის სწორი გაგებით. მოხდეს ქალაქგეგმარება, როგოც ეს, ვთქვათ, ევროპაში ხდება - ლონდონში, პარიზში - აშენდეს ახალი უბანი, იგივე ინვესტიცია განხორციელდეს ნებისმიერ სხვა კარგად გააზრებულ ადგილას. “პანორამას” თანხა, რაც ქალაქში უნდა ჩაიდოს, მეტროს მშენებლობის შემდეგ სიდიდით მეორე ინვესტიციაა ქალაქში. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდ გავლენას იქონიებს ქალაქის ცხოვრებაზე. ასე გაუაზრებლად ამის გაკეთება სრულიად დაუშვებელია. აქაც შეცვალეს კანონები და ყველაფერს არგებენ ამ კანონებს და შემდეგ ამბობენ, რომ კანონიერია. აუცილებელია სამოქალაქო აქტივიზმი, აუცილებელია საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებები, რადგან ზოგიერთს გაპრიალებული შუშის შენობა ურჩევნია ძველ სახლებს. მნიშვნელოვანია ამისი ახსნა, თუ რა ფასი აქვს ძველ სახლს და რა ფასი აქვს ახალს. ბევრ ადამიანს არ აქვს გაცნობიერებული, რამდენად ფასეულია სიძველეების გაფრთხილება. ჩვენი აქციებიც ამას ემსახურება, რომ რაღაცნაირად მივაწოდოთ ხალხს ეს ინფორმაცია, რომ ეს დაუშვებელია არა იმიტომ, რომ ჩვენ უბრალოდ რაღაც არ გვინდა, არამედ ეს დაუშვებელია ეკონომიკური, ქალაქგეგმარების, ჯანმრთელობისა თუ ესთეტიკური თვალსაზრისით. ჩემი რჩევა იქნება, ყველა მოქალაქე ადგეს და შემოგვიერთდეს. მე განათლებით მხატვარ-რესტავრატორი ვარ და უკვე რამდენიმე წელია საშინლად მაწუხებს რაც ხდება. ბოლოს მივხვდი, რომ მე თვითონ თუ არ ჩავერთე, თავისით არაფერი გამოიცვლება. პარკში გავაკეთეთ გამოკითხვა - ეს ხე ვისია. ყველას პასუხი იყო “არავისი”. უნდა გავითავისოთ, რომ ეს ხეები ჩვენია და უნდა დავიცვათ. ვთხოვ მოქალაქეებს გაიაზრონ, რომ ჩვენი სახლის ზღურბლს გარეთაც ჩვენი ტერიტორიაა. ხალხის ჩართულობა თავიანთი ქალაქის ცხოვრებაში გადამწყვეტი იქნება. ნებისმიერ მთავრობას, რომელიც არ უნდა მოვიდეს, ხალხმა თავისი პოზიცია უნდა დაუფიქსიროს. 141
142
მარიამ ნანობაშვილი პარტიზანი მებაღე
“დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოში სოციალური პასუხისმგებლობა კარგად იყოს გააზრებული. ალბათ ყველა უნდა დაფიქრდეს, რად უღირს იმ ქალაქში ცხოვრება, რომელშიც ახლა ყველანი ვართ.”
143
144
მარიამ ყანჩაველი პარტიზანი მებაღე
“თუ რამე არ მოგწონს, უნდა შეცვალო შენით.“
145
მარიამ ბაქრაძე პარტიზანი მებაღე
“ჩემი სურვილია, რომ ქალაქისადმი ადამიანების ცნობიერება ამაღლდეს. გამოვიდნენ, დაინახონ პრობლემები და ისიც, თუ რა აქვს ძვირფასი ამ ქალაქს.”
146
147
148
აჩიკო ქინქლაძე პარტიზანი მებაღე
“დროა, ხალხმა გაიაზროს თავისი პასუხისმგებლობა ქალაქისადმი და დაიცვას საკუთარი საჯარო-პირადი სივრცე, როგორიცაა პარკები, სკვერები და ნებისმიერი ის ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანები შეიკრიბონ და სასიამოვნო დრო გაატარონ. ასეთი ადგილები თბილისში თითქმის აღარ დარჩა და რაც არის, იმასაც გაჩეხვით და გასხვისებით ემუქრებიან. ეს პარკები უკვე ბეტონმა ჩაანაცვლა, ყველგან შენობებია. დროა, ხალხმა ეს პასუხისმგებლობა აიღოს და ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში კი ქალაქის მერიას მოთხოვოს, რომ შეწყდეს ქალაქის ბეტონიზაცია, მეტი ყურადღება დაეთმოს გამწვანებას და პარკებს. მეტი ყურადღება დაეთმოს ეკოლოგიას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.”
149
150
ირინა წერეთელი პარტიზანი მებაღე
“აღარ არსებობს ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება ადამიანმა გაისეირნოს. მინდა, რომ ბევრი ასეთი ადგილი იყოს, ამიტომ ვიცავ ვაკის პარკს და სხვა დანარჩენ ადგილებს.”
151
152
153
დამწყები
სოსო კაციტაძე
ინტერიერის დიზაინერი
„სასკოლო პროგრამებიდან ხატვა და ხაზვა მგონი უკვე ამოიღეს. როცა მე სკოლაში ვსწავლობდი, მაშინ ისწავლებოდა და ხაზვა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საგანი იყო. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უნდა ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით მოვხვდი უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე და ავირჩიე ჟურნალისტიკა. რატომ? კაცმა არ იცის. შეიძლება იმის გამო, რომ ძალიან რომანტიკულად მეჩვენებოდა მაშინ ეს პროფესია. ახლა, როდესაც ჩავაბარე დიზაინის ფაკულტეტზე, ძალიან დამეხმარა სკოლაში მიღებული ის გამოცდილება, რადგან დიზაინის სწავლა თუ გინდა, გარდა იმისა რომ სურვილი უნდა გქონდეს, უნდა გქონდეს გარკვეული ცოდნაც. ინტერიერის დიზაინით დაინტერესებას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ დახურული სივრცე ადამიანისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია. ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს სწორედ ამ სივრცეებში ვატარებთ. გარეთ გამოსვლა, ნებისმიერ შემთხვევაში უკავშირდება ერთი დახურული სივრციდან მეორეში გადასვლას - გამოვდივართ სახლიდან, ვსხდებით ავტობუსში მეორე დახურულ სივრცეში და მივდივართ სამსახურში - რომელიც, ასევე დახურული სივრცეა. დახრული სივრცე კი ეს არის ინტერიერი. ვინაიდან ამ სივრცეებში დიდ დროს ვატარებთ, ის არ უნდა იყოს მოსაწყენი ანუ უნდა შეგიქმნას მაქსიმალური კომფორტი - იქნება ეს ფერები, პლასტიკა, ფორმები - ყველაფერი, რომ რაც შეიძლება კარგად ვიგრძნოთ თავი. და როცა ყოველდღიურ ნივთებს ვუყურებდი, სულ მქონდა იმის სურვილი, რომ ვთქვათ სკამის ფორმა ყოფილიყო სხვანაირი, საწოლი ყოფილიყო არა ისეთი როგორიც იყო, არამედ ქონოდა სხვა ფორმა. და ყოველთვის ვაკეთებდი რაღაც სკეტჩებს, ვიჯექი ჩემთვის მქონდა ბლოკნოტი, ბევრი ფანქარი და გამუდმებით რაღაცას ვხატავდი. ეს იყო ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, ვიდრე დავიწყებდი იმაზე ფიქრს თუ რა უნდა გამოვსულიყავი.
154
როცა ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე და მედიაკომუნიკაციების სწავლა დავიწყე, მაშინაც ვხატავდი. ყოველთვის ვიცოდი რომ მივიდოდი ამ პროფესიასთან. ამ ეტაპზე ჟურნალისტიკას, როგორც ჩემს მეორად პროფესიას განვიხილავ, იმიტომ რომ ყველა სამომავლო გეგმა ინტერიერის დიზაინს უკავშირდება, რასაც სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურაში ვსწავლობ. თავიდან თვითგანათლებით დავიწყე. თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. აკადემიური ცოდნა საბოლოო ჯამში გაძლევს დიპლომს, რომელიც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ძალიან ფასობს, გინდ საქართველოში, გინდ უცხოეთში. ერთი შეხედვით ეს ფარატინა ფურცელი ამტკიცებს, რომ შენ რაღაც იცი. საქართველოში არ არსებობს სკოლა, სადაც კარგ განათლებას მიიღებს დიზაინერი ან არქიტექტორი. ჩემს მაგალითზე შეიძლება ითქვას - მე ვერ ვხაზავ ხელით, მაგრამ კარგად ვხაზავ „აუტოქატში“ და ძალიან უჭირთ ამის მიღება. თან არც მეგულება შემთხვევა, როდის შეიძლება დამჭირდეს ხელით ხაზვა. არ მგონია, რომ დღესდღეობით იმის სასიცოცხლო აუცილებლობა იდგეს, რომ აუცილებლად ხელით უნდა ხაზავდეს ინტერიერის დიზაინერი. რაც შეეხება ამ ნამუშევრებს, ისინი რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს მაქვს შექმნილი, შესაბამისად საერთო კონცეფცია არ აქვთ. თითოეულ ნამუშევარს ცხადია აქვს რაღაც კონცეფცია - რატომ შეიქმნა, რა იყო ინსპირაცია და ა.შ. მე ძალიან მიყვარს ამბები და თუ ეს ამბები არ არსებობს, მაშინ მე თვითონ ვქმნი ხოლმე. მაგალითად, ერთი ასეთი არტ-ინსტალაციის იდეა მაქვს - პარკის ძველი ხის სკამი, რომელიც ბუშტს მიაქვს ცაში. ამის ამბავი, პრინციპში, ძალიან ბანალურია - პარკებში ძალიან ხშირად შევხვედრივართ ისეთ მოძველებულ, მონგრეულ სკამებს, რომლებსაც თავიანთი ფუნქცია აქვს დაკარგული. და სულ ვფიქრობდი, ამ სკამს აიღებენ და სად წავა ეს სკამი? ალბათ წავა თავის სამოთხეში და თუ სამოთხე არის ყველასთვის ცაში, რატომ არ შეიძლება რომ ცაში იყოს სკამისთვისაც? რახან სკამი თვითონ ვერ შეძლებდა ფრენას, მისი კიდევ ერთი გმირი, ბუშტი შემოვიტანე, რომელიც დაეხმარება მას ცაში მოსახვედრად.“
UP (Art Installation)
155
Airy Cubes 156
157
Starry Light 158
159
Ladybugs 160
Typography 161
Opal 162
Pixel 163
Unrealised Dreams 164
165
Hours 166
167
‘Have No Idea’ 168
Sheriff’s out of town 169
170
171
ფოტოგრაფი: გურამ მურადოვი
მოდა
172
იონა დიზაინერი
“მოდა დიდ ქალაქში“
იონა სამხატვრო აკადემიაში სწავლობს, მოდის დიზაინზე. თუმცა დიზაინისადმი ინტერესი ჯერ კიდევ 14-15 წლის ასაკში გაუჩნდა. ქსოვა - სამოსის შექმნის ერთ-ერთი ტექნოლოგია - საკმაოდ ადრე, ბავშვობაში ისწავლა, უბრალოდ ინტერესის გამო. თუმცა ეს ინტერესი მოგვიანებით ძალიან დაეხმარა თავისი ინსპირაციებისთვის ფორმის მიცემაში. მოდით დაინტერესება ასაკთან ერთად, გააზრებულად დაიწყო და ამბობს, რომ არაერთხელ სმენია ქართველი შემდგარი თუ არშემდგარი დიზაინერებისგან, რომ დაბადებისთანავე ამ პროფესიით იყვნენ შთაგონებული, თუმცა ამ ყველაფერზე ეცინება. ახალგაზრდა დიზაინერი „ფოტოესეს“ სწორედ თანამედროვე ქართულ მოდასა და გარემოსგან მიღებულ ინსპირაციებზე ელაპარაკა, რომელსაც ის სამოსად გარდაქმნის. 173
„ერთი შეხედვით, ქართულ რეალობაში მოდა საკმაოდ აქტუალურია, თუმცა აქტუალურობა რა ფორმით განისაზღვრება - ეს არ ვიცი. ბოლო დროს, საქართველოში გაჩნდა ასეთი ტენდენცია - ადამიანები, რომლებსაც თავიანთი პროფესია აქვთ, ერთ დღეს იღვიძებენ და გადაწყვეტენ, რომ დიზაინერები უნდა იყვნენ. სწორედ მათ შემოაქვთ ქაოსი ქართულ მოდაში და არ აძლევენ მას განვითარების საშუალებას. საქართველოში მოღვაწე დიზაინერების დიდი ნაწილი მსოფლიო ბრენდების ნაწარმს აკოპირებს და საზოგადოებას ოდნავ განსხვავებულ ვარიანტს სთავაზობს. ეს საკმაოდ სწორი კომერციული გათვლაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, პროფესიულ განვითარებაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს. ის დიზაინერები, რომლებმაც საკუთარი ნიჭით შექმნეს კოლექციები, დღეს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებულად მოღვაწეობენ. ქართველი დიზაინერების კიდევ ერთი პრობლემა ფერისადმი შიშია. საკმარისია მოხვდეთ თბილისის მოდის კვირეულზე, ამას მაშინვე დაინახავთ.“ 174
175
„თბილისი, რომელსაც ამხელა ისტორია აქვს, შეუძლებელია არ გახდეს ინსპირაციის წყარო. ძალიან დიდი მასალაა, რაზეც შეიძლება ბევრი წარმატებული კოლექციის შექმნა. დღისით, ქალაქი დამძიმებულია ადამიანების უარყოფითი ენერგეტიკით, მაგრამ, თუკი ღამით გახვალთ თბილისის ქუჩებში, როდესაც ადამიანები მას აღარ ამძიმებენ, აუცილებლად დაინახავთ მის ნამდვილ სახეს. ბუნებრივ პირობებში, მოდას ეკოლოგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ერთი შეხედვით, ისინი ერთმანეთთან არაფერ კავშირშია. თუმცა, სწორედ ესაა საინტერესო - შექმნა სამოსი ნარჩენებისგან, რომელიც გარემოს ყველაზე მეტად აბინძურებს. ალტერნატიულ მასალაში მუშაობა ყოველთვის საინტერესოა.” 176
177
178
“პოლიეთილენი გარემოს ყველაზე დიდი მტერია და კოსტუმშიც აქტიურადაა გამოყენებული როგორც დამუშავებული, ასევე დაუმუშავებელი ფორმით. დარწმუნებული ვარ, თბილისის ქუჩები უფრო საინტერესოდ მოგვეჩვენება რაც უფრო ნაკლები პოლიეთილენის პარკი იფრენს ჰაერში და მეტი ნაგვის ბუკერი გაჩნდება. ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, ხშირად ვერ იპოვი სანაგვე ურნას საჭირო ადგილას. თუმცა მთავარი პრობლემა ჩვენს თავებშია. უნდა ვაცნობიერებდეთ რამხელა ზიანს ვაყენებთ გარემოს, სადაც ჩვენ თვითონ ვცხოვრობთ. ეს ყველაფერი კი მაშინ გამოსწორდება, როცა ადამიანები ქალაქის ქუჩებს ისევე შეიყვარებენ, როგორც საკუთარ სახლებს.“ 179
180
181
182
183
184
185
ნანუკა ზაალიშვილი
ქართული ინტერნეტ ჟურნალის “Idaaf“-ის დამფუძნებელი
www.idaaf.com
186
“არქიტექტურის ორი სახე” ყველაფერს ორი მხარე აქვსო ნათქვამია და არც არქიტექტურაა გამონაკლისი. მიმზიდველი ფასადების უკან იმალება, ხოლო შტამბეჭდავი ინტერიერების მიღმა გარეშე თვალისგან დამალული „შავ-ბნელი კუნჭულებია“. არქიტექტურა ძალაა! კარგი არქიტექტორი ისაა, ვინც კონკრეტულ სივრცეზე ღისრეულად გაბატონდება, ხოლო გენიოსია ის, ვინც ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანის ემოცეიბზეც იმოქმედებს. უნარიანი, გავლენა მოახდინოს გარემოზე და გუნება-განწყობა ადამიანისა თავის ნებაზე ათამაშოს, ჰაეროვანი კონტურებიდან დამთრგუნველ შენობებამდე გავლენა ისე ძლიერდება, ადამიანი ვერ კი ხვდება, როგორ ექცევა ურბანული სივრცის წნეხის ქვეშ. გვაქვს საყვარელი შენობა, ქუჩა, ქალაქი.. თუმცა არის ადგილები, სადაც გავლა ყველაზე მეტად არ გვიყვარს, დისკომფორტი კი იმდენად ძლიერია, რომ გრძელი გზა გირჩევნია გაიაროთ, ოღონდ იქ არ მოხვდეთ და ის აურა არ გაიზიაროთ. გაუცნობიერებლად თუ პირიქით, ამ ყველაფერს მიზეზი არქიტექტურაა, ცალკეული არქიტეტორების ქმნილებების ერთობლიობა არის შედეგი ჩვენი გუნება განწყობილებისა, ურბნულ სივრცეში ინტეგრირებისა და ყოველდღიური ქმედებების განმსაზღვრელიც კი. შენობები ადამიანებივით არიან, სუნთქავენ და შეფასებებს იღებენ. ეს ორ სახიანი არსებები კარგად პოზირებენ თავიაანთი ღირებული ნაწილებით მნახველების წინ, ხოლო უხეშ, ულამაზო დეტალებს საგულდაგულოდ მალავენ. როგორც ადამიანებში, შებობებშიც გამოჩნდებიან ხოლმე გაბედულები, რომლებსაც თავიიანთი ულამაზო სხეულის ნაწილების არ რცხვენიათ და პირიქით, საყოველთაოდ აქვთ გამოფენილი, სილამაზის სტერეოტიპული აღქმის დასანგრევად. პარიზში პომპიდუს ცენტრი ავიღოთ, მთელი საკანალიზაციო მილები და ვენტილაციის შახტები გადმოყრილი რომ აქვს ყველას დასანახად. ერთი გაფიქრება ისაა, რომ ლოგიკურად ეს შავი სამზარეულო შენობებს საგულდაგულოდ დამალული უნდა ჰქოდეთ, მარა მეორე გაფიქრებისას, ჯანდაბას ლოგიკა, როცა ეს ყველაფერი ასე შთამბეჭდავად გამოიყურება და სილამაზე ნამდვილად ყველაფერშია,ჩვენ უბრალოდ მისი დანახვა უნდა შევძლოთ. თუმცა ყოველთვის ხომ ასე არაა, შენობები ისევ გულმოდგინედ მალავენ თავიაანთი სხეულის ულამაზო ნაწილებს და თუ ცნობისმოყვარე ინტრიგანი არაა, ასი წელი დროს არავინ დახარჯავს იმათ აღმოსაჩენად. საბედნიეროდ მე „ინტრიგნი“ ვარ და ჩემნაირი ყველა ის არქიტექტურის მოყვრულია, გამოწკეპილი ფასადების მიღმა უფრო საინტერესოს რომ ეძებს და ვინც ეძებს ის ხომ აუცილებლად პოულობს. აქ რამოდენიმე ფოტო შევკრიბე შენობებისა, რომლებიც , ჩვენს გარშემო არსებობენ და მეორე სახეც გააჩნიათ. ადამიანებიც ხომ მათსავით არიან: უყურებ და იმ ლამაზი სახის მიღმა რა იმალება, კაციშვილმა არ იცის. 187
მასიმილიანო და დორიანა ფუკსასის შენობა რიყეზე. ამ შენობას რამოდენიმე რაკურსი აქვს, საიდანაც ისე გამოიყურება, რომ არქიტექტურის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს. თუმცა, საკმარისია, ავლაბრის მიმართულებით აღმართს ავუყვეთ და მისი ის „მეორე სახე“ დავინახოთ, რომელიც ნარიყალა/ მთაწმინდის ხედს მთლიანად ბლოკავს, რომ შენობა ისეთი მიმზიდველი სულაც აღარ გვეჩვენება.
ფოტო: გიორგი მაჭავარიანი
ნაქულბაქევის ახალი ტექნოლოგიებისა და არქეოლოგიის ცენტრი რამდენს შეგიმჩნევიათ თბილისში შემოსვლისას ეს პაწია, კოხტა შენობა? იმედია ბევრს, რადგან მისი წინა ფასადი თუმცა არაფერი ახალი სიტყვაა თანამედროვე არქიტექტურაში, მაგრამ თავისი სადა ფორმებისა და მასალების გამო მაინც იწვევს კეთლგანწყობას. ხოდა იმას ვამბობ, გზიდან რაც ჩანს მიმზიდველია და მოგვწონს და ახლა უკანა მხარესაც გაჩვენებთ. ვერც იფიქრებთ, რომ ეს ამ შენობის ფასადია ხო? სათავსები, რომლებიც გარეშე თვალისგან მიუწვდომელი უნდა იყოს, უკანა პლანზეა გადატანილი და თავისი არსებობით გამვლელებს არ აწუხებს.
ფოტო: გიორგი მაჭავარიანი 188
თბილისის რიტუალების სასახლე ამ შენობის ის ფასადი, რომელიც ქალაქზე იშლება, საკულტო გახდა და თავისი განსხვავებული შთამბეჭდავი ფორმებით ჩვენს გონებაში სამუდამოდ აღიბეჭდა. თუმცა არის მისი „მეორე მხარეც“, რომელიც ცოტას თუ უნახავს და ისეთი განსაკუთრებულიც არაა.
ფოტო: არქივიდან
პომპიდუს ცენტრი პარიზში აი ეს უსირცხვილო შენობა, მთელი შიგნეულობა რომ გადმოუყრია და ამბობს: სილამაზე ყველაფერშია! დასამალი არაფერი აქვს და ამაყობს აურაცხელი ვიზიტორითა და ჩემენაირებით, უმოწყალოდ რომ ვაქებთ და ვადიდებთ.
ფოტო: shutterstock და ბოლოს, პ.ს. გოგო ჩახავას ყოფილ გზათა მშენებლობის სამინისტროს და აწ საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისს და ქართული არქიტექტურის სიამაყეს, ხან აქედან ვუტრიალეთ, ხან იქიდან და „მეორე სახე“ ვერ ვუპოვეთ, არ აღმოჩნდა არც ერთი დეტალი, არცე ერთი ფოტო კადრი რომელიც რაიმე ხელჩასაჭიდს ვუპოვდით. ან უნაკლოდ მალავს თავის მეორე სახეს ან მართლაც უნკლოა. მე პირადად მეორე უფრო მგონია. 189
მოგზაურობა
გურამ მურადოვი
190
191
192
193
194
195
196
197
198
199
200
201
202
203
204
205
206
207
208
evropul-qarTuli samzareulo. sasiamovno musika da myudro garemo.
Tbilisi, abesaZis q. 2 leseliZe (kote afxazis quCa) tel: 032 293 36 51 https://www.facebook.com/Linville.Cafe
209
ფოტო რეპორტაჟი
რაგბი. საქართველო-რუსეთის შეხვედრა რომელიც 33:0 ანგარიშით დასრულდა, საქართველოს სასარგებლოდ. 1 210
14 მარტი, 2015 თბილისი. ფოტოგრაფი: გიორგი ბაზაევი 211
212
პარტიზანი მებაღეების აქცია “გაზაფხული მაინც მოვა“. თბილისი, აბანოთ-უბანი. 1 მარტი 2015. ფოტოგრაფი
ი: გურამ მურადოვი
213
214
აქცია “მეტი ქალი პარლამენტში!“ 8 მარტი 2015. თბილისი. ფოტოგრაფი: ონიკ კრიკორიანი
215
216
რაგბი. საქართველო-რუსეთის შეხვედრა, რომელიც 33:0 ანგარიშით დასრულდა, საქართველოს სასარგებლ
ლოდ. 14 მარტი, 2015 თბილისი. ფოტოგრაფი: გიორგი ბაზაევი
217
218
ნაციონალური მოძრაობის „წითელი ბარათების“ აქცია მთავრობის წინააღმდეგ. 21 მარტი, 2015. თბილისი. ფ
ფოტოგრაფი: იანა ყორბეზაშვილი
219
220