ქიმიის მასწავლებლებს, რომელთაც სურთ საგაკვეთილო პროცესში კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდები ჩართონ, მაშინ ეს გზამკვლევი მათთვისაა.
მასში მოცემულია საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში არსებული რესურსებით შესაძლებელი ცდების ჩატარების აღწერა უსაფრთხოების ზომების დაცვის გათვალისწინებით.
აღნიშნული რესურსი დაეხმარება პედაგოგებს მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაში.
გზამკვლეი შექმნილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში.
2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა.
იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ და ეფექტიანად წარიმართოს, აღნიშნული სკოლების ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის პედაგოგებისთვის ეტაპობრივად მიმდინარეობს ტრენინგები თემაზე „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში“.