Untitled 1

Page 1

სტუდენტური ოლიმპიადა სამოქალაქო აზროვნებაში

I ტური - 10 მაისი ნახერფინალი - 24 მაისი ფინალი - 31 მაისი


სტუდენტური ოლიმპიადა სამოქალაქო აზროვნებაში „შერლოკის“ შესახებ „შერლოკი“ წარმოადგენს ოლიმპიადების ბრენდს, რომელიც საინტერესო და სახალისო ტესტების მეშვეობით მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცოდნის ჰორიზონტის გაფართოებას, სწავლისა და შემეცნების სტიმულირებას და სრულად ასახავს მათ ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. ბრენდი მოზარდებს საშუალებას აძლევს გამოცადონ თავიანთი შესაძლებლობები, მიიღონ ახალი გამოწვევები, გახდნენ წარმატებულები და გამორჩეულები. „შერლოკი“ ეფუძნება 5 ძირითად ღირებულებას: • პატიოსნება; • პასუხისმგებლობა; • სამართლიანობა; • მოქნილობა; • გამჭვირვალობა. „შერლოკის“ ოლიმპიადები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და ტარდება სამ ეტაპად: პირველი ტური (ბარიერი - 20%), ნახევარფინალი (ბარიერი - 50%) და ფინალი.

სტუდენტური ოლიმპიადა სამოქალაქო აზროვნებაში სტუდენტური ოლიმპიადა სამოქალაქო აზროვნებაში „შერლოკის“ ახალი პროექტი წარმოადგენს სტუდენტურ ოლიმპიადას სამოქალაქო აზროვნებაში, რომელიც გააერთიანებს შემდეგ საკითხებს: პიროვნება და საზოგადოება, სამოქალაქო განათლება, ადამიანის უფლებები, კონსტიტუცია, გარემო და გენდერული პოლიტიკა. მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქის წარმომადგენელი. პროექტი მიზნად ისახავს ტუბერკულიოზის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმებისა და დეგრადირებული სტერეოტიპების დამსხვრევას სტუდენტებში ევროპულ ღირებულებებზე ცნობიერების ამაღლებითა და სამოქალაქო ინიციატივების ჩამოყალიბების მეშვეობით. ოლიმპიადა გაიმართება 14 ივნისს, ერთ ტურად ქვეყნის ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში. მასში ჩართულ სტუდენტებს გადაეცემათ მონაწილეობის სერთიფიკატი. ყველა ვინც გადალახავს 10 %იან ბარიერს გადაეცემა ევროპელი ლიდერის სერტიფიკატი - ევროპის ახალგაზრდული პარლამენტისტან. პრიზები: სტიპენდია; EYP საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა; AISEC -ის 6 კვირიანი პროგრამა ევროპაში;


მონაწილეობის პირობები • •

სეგმენტი: I-III კურსის უნივერსიტეტის სტუდენტები; ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველები გადიან online რეგისტრაციას „შერლოკის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.sherlock.ge; • მონაწილეობის საფასური შეადგენს 10 ლარს.

პრე-კამპანია • ფოტოპროექტი-„შენ შეგიძლია შეცვალო“ • „შენ შეგიძლია შეცვალო“ - ფოტოპროექტის მონაწილეები გვირილებით ხელში მოუწოდებენ ახალგაზრდებს იყვნენ ლიდერები, არ შეუშინდნენ დეგრადირებულ სტერეოტიპებს და გათავისუფლდნენ სტიგმისაგან. ფოტოპროექტის მთავარი გზავნილი შემდეგია: ახალგაზრდა, როგორც ლიდერი აკეთებს ევროპულ არჩევანს, რაც თავის თავში გულისხმობს მოქალაქეობრივი პოზიციის ქონასა და სოციალური პასუხისმგებლობის გათავისებას. • ფოტოპროექტის მონაწილეები წარადგენენ ტუბერკულიოზით დაავედებული ბავშვების ისტორიებს, ამბებს- რომლებსაც თითოეული მათგანი ატარებს.

ვიდეოპროექტი- „გზავნილები ევროპიდან“ • „გზავნილები ევროპიდან“ - ვიდეოპროექტის მონაწილე უცხოელი უნივერსიტეტის სტუდენტები გვირილებით ხელში, საერთო სლოგანის ქვეშ გაერთიანებულები თავიანთ ქართველ თანატოლებს მოუწოდებენ ევროპული არჩევანის გაკეთებისკენ:

- „მე ვარ ევროპელი ლიდერი“ - „მე შემიძლია შევცვალო“ - „ტუბერკულიოზი დამარცხებადია!“ საკონტაქტო ინფორმაცია ტელ: (+995 32)2 42 42 92 სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი 10:00 - 20:00 საათამდე; შაბათი - 11:00-15:00 საათამდე. ელ.ფოსტა: info@sherlock.ge


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.