უდაბნოპითეკი

Page 1

უდაბნოპითეკი ავ­ტო­რი: დავით ლორთქიფანიძე

ფერნანდო ხავიერ ურკიხო

პა­ლე­ო­ან­თ­რო­ პო­ლო­გი და­ვით ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე სა­­ქარ­­თ­ვე­­ლოს ეროვ­­ნუ­­ლი მუ­­ზე­­უ­მის გე­­ნე­­რა­­ლური დი­­რექ­­ ტო­რი­ა. მას National Geographic-თან მრა­­ ვა­­ლი წლის თა­­ნამ­­შ­ რომ­­ლო­­ბა აკავ­­ში­­ რებს და იგი ჩვე­­ნი ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის სა­­მეც­­ნი­­ე­რო საბ­­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ა.

26  nat ional g eo graphic

ექ­ს­პო­ნა­ტე­ბით ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა მუ­ზე­უ­მე­ბის­თ­ვის მი­ღე­ბულ ფორ­მატს წარ­მო­ად­გენს. მეც გა­დავ­წყ­ვი­ტე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ე­ბში და­ცუ­ლი ნივ­თე­ბით მო­მეთხ­რო თქვენ­თ­ვის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია უძ­ვე­ლე­სი გე­ო­ლო­გი­უ­რი ეპო­ქე­ბი­დან დაწყე­ ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბამ­დე. მინ­და გა­გაც­ნოთ ის ფაქ­ტე­ბი, რო­მელ­ თაც მუ­ზე­უ­მის დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ვერც სა­გა­მო­ფე­ნო ეტი­კეტ­ზე ამო­ი­კითხავს და ვერც სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფა­ზე. ამი­ტომ, 2016 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, „National Geographic სა­ქარ­თ­ვე­ლოს~ სა­შუ­ა­ლე­ბით გი­ამ­ბობთ რო­მე­ლი­მე ერ­თი ექ­ს­პო­ნა­ტის ის­ტო­რი­ის, მი­სი სა­მეც­ნი­ე­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა და აღ­მომ­ჩე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ.

1939 წელს, და­ვით­გა­რე­ჯას უდაბ­ნო­ში სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცია მუ­ შა­ობ­და. ნა­სა­დი­ლევს, ნარ­ჩე­ნე­ბის ალა­გე­ბი­სას, ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ერ­ მა, ეკა­ტე­რი­ნე (კატო) გა­ბაშ­ვილ­მა სა­ეჭ­ვო ძვა­ლი შე­ნიშ­ნა, ხო­ლო მის­მა ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ცნო­ბილ­მა პა­ლე­ონ­ტო­ლოგ­მა ბურ­ჩაკ აბ­რა­მო­ვიჩ­მა, თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლი თვა­ლის წყა­ლო­ბით მყის­ვე გან­საზღ­ვ­რა, რომ ეს პრი­მა­ტის ზე­და ყბის ფრაგ­მენ­ტი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ორი კბი­ლით. ეკა­ტე­რ ი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი­სა და ბურ­ჩაკ აბ­რა­მო­ვი­ჩის ერ­თობ­ლი­ვი სტა­ტი­ით სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­მარ­ხი უდაბ­ ნო­პი­თე­კის სა­ხე­ლით გახ­და ცნო­ბი­ლი, ხო­ლო საბ­ჭო­თა პრე­სა მას მო­იხ­სე­ნი­ებ­და, რო­გორც სსრკ-ის (!) ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი უძ­ ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნის მსგავს მა­ი­მუნს. არა­ვინ იცო­და, ზუს­ტად რა ად­ გი­ლას აღ­მოჩ­ნ­და უდაბ­ნო­პი­თე­კი – ქალ­ბა­ტონ კა­ტოს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარ­და. რო­დე­საც მუ­ზე­უმ­ში იმ გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­ძღ­ვა­ნე­ლი გავ­ხ­ვ­დი, სა­დაც ქალ­ბა­ტო­ნი კა­ტო მუ­შა­ობ­და, ამ აღ­მო­ჩე­ნი­დან 60 წე­ლი იყო გა­სუ­ლი. უდაბ­ნო­პი­თე­კის მი­მართ კი ჩე­მი ინ­ტე­რე­სი – ძა­ლი­ან დი­დი. პირ­და­პირ მი­ვე­დი და ვუთხა­რი, რომ მას კვლე­ვის ახა­ლი პერ­ს­პექ­ტი­ ვა ეძ­ლე­ო­და, ამის­თ­ვის კი და­ვით­გა­რე­ჯა­ში წას­ვ­ლა და იმ ად­გი­ლის გან­საზღ­ვ­რა იყო სა­ჭი­რო, სა­დაც კბი­ლე­ბი იპო­ვა. უნ­და გე­ნა­ხათ, რა მარ­ჯ­ვედ და­დი­ო­და ქალ­ბა­ტო­ნი კა­ტო უდაბ­ნოს პა­პა­ნა­ქე­ბა­ში; ზუს­ტად გვაჩ­ვე­ნა ად­გი­ლი, სა­დაც ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი ხნის წინ, უდაბ­ნო­პი­თე­კის ზე­და ყბის ნა­წი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ქალ­ბა­ტო­ნი კა­ტო დი­დი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და ჩემს უცხო­ ელ კო­ლე­გებს შო­რის. ერ­თი ცნო­ბი­ლი ეს­პა­ნე­ლი პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი მას აგა­ტა კრის­ტის გმი­რის სა­ხელს – მის მარპლს – ეძახ­და. პენ­სი­ა­ ზე გას­ვ­ლის შემ­დე­გაც, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი სამ­სა­ხურ­ში რა­მეს რომ ვერ იპო­ვიდ­ნენ, ქალ­ბა­ტონ კა­ტოს სახ­ლ­ში ურე­კავ­დ­ნენ და ისიც ამა თუ •

თებერვალი 2016

იმ მა­სა­ლის ზუსტ ად­გილ­სამ­ყო­ფელს ეუბ­ნე­ბო­და. ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ ლი 97 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე არ შე­უწყ­ვე­ტია მუ­შა­ო­ბა. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი გას­ვ­ლა კი, იმ ახა­ლი ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბი­სა და აღ­მო­ჩე­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და, დღე­საც რომ გრძელ­დე­ბა. ალ­ბ ათ გა­ი ნ­ტე­რე­სებთ, თუ რა სა­მეც­ნ ი­ე­რ ო მნიშ­ვნ­ე­ლ ო­ბ ი­ს აა „უდაბნოპითეკი~. სხვა­დას­ხ­ვა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბით და­ვად­გი­ნეთ, რომ ნა­ მარ­ხის გე­ო­ლო­გი­უ­რი ასა­კი და­ახ­ლო­ე­ბით 8,5 მი­ლი­ონ წელს ით­ვ­ლის. ახალ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ჩემს უფ­როს კო­ლე­გებ­თან, ლეო გა­ბუ­ნი­ა­სა და აბე­სა­ლომ ვე­კუ­ას­თან ერ­თად თა­ვი­დან შე­ვის­წავ­ლეთ მა­სა­ლა და მი­ვე­დით დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ უდაბ­ნოს პრი­მა­ტის ზე­და ყბის ორი კბი­ლი, რო­მელ­საც ჩვენ მი­ერ ნა­პოვ­ნი ახა­ლი კბი­ლიც მი­ე­მა­ტა, დრი­ო­პი­თე­კე­ბის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელს ეკუთ­ვ­ნო­და.

გრაფიკა: პალეოარტისტი მაურისიო ანტონის მიერ რეკონსტრუირებული უდა-­ ბნოპითეკი. ლაბორატორი-­ ული კვლევებით დადგინ-­ და, რომ გარეჯში აღმოჩე-­ ნილი დრიოპითეკის კბილები 8,5 მლნ. წლისაა.

ფო­ტო (კბილები): მი­რი­ან კი­ლა­ძე; (გარეჯი) გიორგი ბუხაიძე


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.
უდაბნოპითეკი by Georgian National Museum - Issuu