საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საია ოცი წლისაა
2015 წლის, მაისი საინფორმაციო ბიულეტენი გამოცემა #1
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 1994 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია 20 წელია ემსახურება დემოკრატიული პროცესების განვითრებას საქართველოში. ჩვენს 4 ძირითად სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს: ადამიანის უფლებების დაცვა; საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება; ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა; იურიდიული განათლების ხელშეწყობა; კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საია არის ორგანიზაცია, რომლის მანდატისა და საქმიანობის შესახებაც მოსახლეობის 67 % არის ინფორმირებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რესპონდენტების მხოლოდ 4%-ს არასდროს სმენია ჩვენ შესახებ. ვრცლად...
ღონისძიებები
კონფერენცია „რუსეთის პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს და დღეს: საიას საქმეები ევროპულ სასამართლოში“ კონფერენციაზე მიმოიხილეს საქმეები, რომლებშიც საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. კვლავ რჩება კითხვის ნიშნები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე გამოძიების ეფექტურობისთან დამოუკიდებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით. გამოძიების დაწყებიდან 7 წლის თავზე კონფლიქტში მონაწილე არც ერთი მხარის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ მომხდარა 2008 წლის ომის დანაშაულში ბრალდებული პირების იდენტიფიცირება, დღემდე არ არის შეფასებული საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზარალის ოდენობა და საზოგადოებისთვის უცნობია რა სახის საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება აღნიშნული დანაშაულების გამოძიების კუთხით.
ვრცლად...
საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა პროექტის “სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” დახურვის ცერემონია გამართა პროექტი პილოტურ რეჟიმში მიმდინარეობდა და განხორციელდა თბილისისა ქუთაისის მასშტაბით. საერთო ჯამში 80 სკოლის, 82 სამოქალაქო განათლების პედაგოგი დატრენინგდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში სამოქალქო და სამართლებრივი განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება და ინტენსიური ტრენინგების გზით სამართლებრივი განათლების მიწოდება.
ვრცლად... ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა
ფოტოგალერეა ვიდეოგალერეა
დებატების შიდა შესარჩევი ტურნირი საქართველოს მასშტაბით საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი) საპარლამენტო დებატების შიდა შესარჩევი ტურნირები მოაწყო. დებატებში მონაწილეობდნენ ფონდის სტუდენტები და რეგიონების დებატ-კლუბების წევრები. თბილისში 29 გუნდიდან ფინალში გადავიდა 8 გუნდი, ხოლო რეგიონებიდან თითო-თითო გუნდი. გამარჯვებული გუნდები 7 ივნისს დებატების ეროვნულ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
ფოტოგალერეა
საია მსოფლიო კამპანიას ,,Wings for life'' შეურთდა. კამპანიის მიზანია მთელი მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნიდან ზურგის ტვინის დაავადების დასამარცხებლად მოქალაქეების ჩართულობა.
ფოტოგალერეა