6 minute read

"ვოლვო ქარ კავკასიის" კომერციული დირექტორი მომხმარებელზე ზრუნვის შვედური სტანდარტის შესახებ

რუსუდან გრძელიძე „ვოლვო ქარ კავკასიის” კომერციული დირექტორია. ამ პოზიციას სულ რამდენიმე თვეა იკავებს, თუმცა „თეგეტა ჰოლდინგში“, რომლის შვილობილიც „ვოლვო ქარ კავკასიაა“, 2019 წლიდან მუშაობს და თავის გუნდთან ერთად ცდილობს კომპანია შვედური სტანდარტებით მართოს. „ვოლვო ქარ კავკასია“ ოთხ ქვეყანაში ოპერირებს, შესაბამისად რუსუდანის საქმიანობაც საქართველოს სცდება და რეგიონის მასშტაბზე გადის.

რუსუდან გრძელიძე თავის კარიერულ ზრდასა და კომპანიის ბოლოდროინდელ წარმატებებზე გვიყვება:

Advertisement

როგორი იყო თქვენი კარიერული გზა სანამ ვოლვოს კომე­რციული დირექტორის პოზიციას დაიკავებდით?

2018 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი საფრანგეთში. საქართველოში დაბრუნებისთანავე დავიწყე მუშაობა „თეგეტა ჰოლდინგში“ მარკეტინგის მიმართულებით. მყავდა არაჩვეულებრივი მენტორები, სრულად ვიყავი ჩართული ჰოლდინგში შემავალი სხვადასხვა ბრენდის აქტივობებში, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაშიც, ერთად ვგეგმავდით კამპანიებს. 2020 წელს მივიღე შეთავაზება, გადავსულიყავი მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანია „ვოლვო ქარ კავკასიაში“, რომელიც ოთხ ქვეყანას მოიცავს: საქართველო, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი. 2023 წლიდან კი კომპანიის კომერციული დირექტორი გავხდი.

ავტოინდუსტრია ზოგადად და განსაკუთრებით ჩვენს რეგი­ონში მამაკაცების სფეროდ აღიქმება, როგორია თქვენი ყოვე­ლდღიურობა და თუ აწყდებით გამოწვევებს საქმიანობის პრო­ცესში?

სტერეოტიპები, სამწუხაროდ ჯერ ბოლომე ვერ დავძლიეთ, თუმცა ვფიქრობ, სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესებულია, სულ უფრო მეტი ქალის წარმატების შესახებ ვიგებ. ამას ბევრი მაგალითი გვაქვს „თეგეტაშიც“. მე ძალიან გამიმართლა. ჩემი უშუალო ხელმძღვანელებისგან, რომლებიც მამაკაცები იყვნენ, ყოველთვის მხარდაჭერას ვგრძნობდი. თუ ამ ხელშეწყობას შრომისმოყვარეობას დავუმატებთ, შედეგად ვიღებთ იმ წარმატებას, რომელიც ძალიან მეამაყება. გენდერული თანასწორობისკენ მიისწრაფის ვოლვოს შვდეთის ოფისიც და მიზნად ისახავს, რომ 2030 წელს, კომპანიის მასშტაბით 35% ქალები იყვნენ.

რას ნიშნავს თქვენთვის იყო ქალი ლიდერი?

სიმართლე გითხრათ, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, იყო ქალი, არც პრობლემა ყოფილა და არც უპირატესობა ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ინტერესი და საქმის მიმართ სწორი დამოკიდებულება. მიყვარს კომუნიკაცია და ეს უნარ-ჩვევები ყოველდღიურ საქმიანობაში მეხმარება.

მინდა ზუსტად ვიცოდე თითოეული პროექტი როგორ წარიმართება, რისთვის კეთდება და რა არის ჩვენი მიზანი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დროის სწორი მენეჯმენტი, ვცდილობ მკაცრად ვაკონტროლო ვადები, საქმე არ გადავდო და ყველა პროექტი დროულად დავასრულო.

როგორია ვოლვოს წარმატების ისტორია საქართველოსა და რეგიონში და როგორია გაყიდვების დინამიკა?

2019 წლიდან ვართ ქართულ ბაზარზე. დავიწყეთ ორი ავტოცენტრით, საქართველოსა და აზერბაიჯანში, შემდეგ ეტაპობრივად დაგვემატა სომხეთი და უზბეკეთი. ჩვენი გაყიდვები გასულ წელს 50% ით გაიზარდა, ამ წელსაც აუცილებლად დიდი ზრდით დავხურავთ. განსაკუთრებულ იმედს ვამყარებთ ჩვენს ახალ პარტნიორზე აზერბაიჯანში, რადგან აზერბაიჯანი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ბაზარია, აქ ყველაზე დიდია პრემიუმ სეგმენტის წილი. ვოლვო ქარსი, მუდამ ზრუნავს მომხმარებელზე. ვფიქრობთ, ამას კიდევ უფრო წარმატებით, ორი ახალი შვედური სტანდარტების შოურუმით შევძლებთ, რომელიც ბაქოსა და თბილისში შენდება. თითოეულში დაახლოებით 4-მილიონ ევრომდე ინვესტიციაა ჩადე- ბული. მესამე კვარტალში უკვე მომხმარებლებსაც ახალ მისამართზე ვუმასპინძლებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლესი შოურუმებით კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ და „customer journey“ ახალ სტანდარტებს დავნერგავთ.

რა არის ვოლვოს მანქანების უპირატესობა, როგორია მისი მომხმარებელი და რამდენად პოპულარულია ჩვენს რეგიონში, რომელ მოდელზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

ვოლვო ქარსის მთავარი პრიორიტეტი ადამიანების უსაფრთხოებაა. ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში ავტომობილებში აისახება. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, ვოლვოს ინჟინერმა გამოიგონა. მისი პატენტი მსოფლიოს უსასყიდლოდ გადასცა, რითიც მილიონამდე სიცოცხლე გადაარჩინა. ვოლვოს ამბიციაა, რომ უფრო მეტად გაუფრთხილდეს და დაიცვას ადამიანები. გადაარჩინოს იმ თანამედროვე ტექნოლოგიებით რომლებიც ვოლვოს ავტომობილებშია ჩამონტაჟებული.

მაგალითისთვის: ახალი lidar ტექნოლოგია 250 მეტრის რადიუსში შეძლებს ობიექტის დაფიქსირებას დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ავტომობილებში ჩამონტაჟებული ხელოვნური ინტელექტი არამხოლოდ დააფიქსირებს გზაზე მოძრავ ყველა ობიექტს, არამედ გამოთვლის მათ შემდგომ ნაბიჯებსაც. პირობითად, თუ ადამიანს გადმოუვარდება გზაზე ბურთი და მანქანა ამას შენიშნავს, ის მიხვდება რომ ამ ბურთს შეიძლება გამოჰყვეს ბავშვი და ბურთის დანახვისას ავტომატურად დაამუხრუჭებს ან აარიდებს მას თავს. კვლევების მიხედვით, ეს ტექნოლოგია ავარიების რისკს 20%-ით შეამცირებს და მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება: გადავარჩინოთ კიდევ მილიონი ადამიანის სიცოცხლე.

რაც შეეხება კითხვას გაყიდვებთან დაკავშირებით, ყველაზე მოთხოვნადი მოდელი ჩვენს რეგიონში XC90-ია, რომელიც არის საოჯახო, 7 ადგილიანი SUV-ი. შემდეგ მოდის საშუალო ზომის ქროსოვერი XC60 და მესამე ადგილზეა ქალაქის კომპაქტური SUV XC40, რომელიც ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენი ავტომობილების უპირატესობებია კომფორტი, პრემიუმ ხარისხი და მაღალი დონის უსაფრთხოების ტექნოლოგიები. ამასთან, ვოლვოს მანქანები აღჭურვილია Android-ის სისტემბით Google-ის აპლიკაციებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის ეკრანზე მათ აქვთ მობილური ტელეფონის ფუნქციონალი, რომლის მართვაც ხმოვანი ასისტენტის მეშვეობით არის შესაძლებელი (hands-free).

„ვოლვო ქარ კავკასია“ მუდმივად სიახლეებით გამოირჩევა, რომელია პროექტი რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენი კომპანიისგან?

ბოლო სიახლით რომ დავიწყოთ, გავხდით Volvo Cars EMEA Excellence Club-ის გამარჯვებულები. ეს არის კონკურსი ვოლვოს იმპორტიორ კომპანიებს შორის. შეფასების კრიტერიუმებია გაყიდვების გეგმების გადაჭარბებით შესრულება, რეგიონში ბაზრის წილის ზრდა, სერვისის მრავალფეროვნება და უმნიშვნელოვანესი, - მომხმარებლის უკუკავშირი. ასევე, საყურადღებოა მისტიური მომხმარებლის შედეგები და ტესტ დრაივების ხარისხის უზრუნველყოფა, რომელიც ჩვენ ძალიან მაღალი ქულებით შევასრულეთ ოთხივე ქვეყანაში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ 2022 წელს ბრენდის სტანდარტებიც 100%-ზე შევასრულეთ, ამაში იგულისხმება 100-ზე მეტი პუნქტი, როგორც გაყიდვების, ასევე მომსახურების ნაწილში.

ეს ჯილდო ჩვენი გუნდის ძალისხმევის დიდი აღიარებაა. საქართველომ გაანათა ვოლვოს გლობალურ რუკაზე. ვფიქრობ, ამ აღიარებას ძალიან კარგი შედეგები მოჰყვება და რეგიონში განვითარების უფრო დიდ შესაძლებლობას მოგვცემს.

ამ გამარჯვებასთან ერთად, უკვე ვიცით, რომ 2023 წლის ვოლვო ქარსის გლობალური კონფერენცია საქართველოში გაიმართება, ჩვენ ვიქნებით მასპინძელი ქვეყანა. ეს რა თქმა უნდა ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულოა. შევძლებთ რომ Volvo Cars EMEA-ს იმ- პორტიორებს ვუმასპინძლოთ, ვაჩვენოთ ჩვენი ქვეყანა და ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ვქმნით. მსგავსი ღონისძიებები სარგებელის მომტანია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კოპანიისათვის, არამედ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია.

ასევე გამოვყოფდი ჩვენს ონლაინ მაღაზიას, რომლის საპილოტე ვერსიაც საქართველოში 2021 წელს ჩავუშვით, შემდეგ კი დანარჩენ ბაზრებზეც დავნერგეთ. მომხმარებელს შეუძლია ჩვენს საიტებზე სასურველი მანქანა 360 გრადუსით დათვალიეროს. ავტომობილის სპეციფიკაციების და ყველანაირი ინფორმაციის მიღების შემდეგ პირდაპირ ბარათით გადაიხადოს და შეიძინოს მისთვის სასურველი მოდელი.

ჩართულები ვართ სხვადასხვა სოციალურ პროექტებშიც, შარშან ვითანამშრომლეთ გაეროსთან და აღვნიშნეთ საგზაო უსაფრთხოების კვირეული. ასევე ვთანამშრომლობთ National Geographic-თან გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ვოლვოს ამბიციას, იყოს ყველაზე მდგრადი საავტომობილო ბრენდი, კიდევ ერთხელ ამყარებს. დღეს, ჩვენს ყველა ელექტრომობილში გამოიყენება გადამუშავებული მასალები. ვოლვო ქარსმა შექმნა მდგრადი პრემიუმ ხარისხის ტექსტილი „ნორდიკო“ , რომელიც გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან და შუშის ბოთლის საცობებისგან არის შექმნილი. ეს მასალა კი ახალი ელექტრომობილების ინტერიერში იქნება გამოყენებული. ჩვენი ყველა ქარხანა მსოფლიო მასშტაბით მუშაობს გადამუშავებულ ენერგიაზე, ხდება სათადარიგო ნაწილების დიდი რაოდენობით გადამუშავება.

იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ გლობალურ ამბიციას, რომ 2030 წელს ახალი ავტომობილების წარმოება სრულად ელექტრო გახდეს, ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ დამუხტვადი ჰიბრიდების წილი და 2023 წლის ბოლოს მომხმარებლებს რეგიონის მასშტაბით სრულად ელექტროფიცირებულ XC40-სა და C40 მოდელებს შევთავაზებთ. ამის პარალელურად კი, თეგეტა ჰოლდინგი ცდილობს ელექტროფიკაციას შეუწყოს ხელი. ქვეყნის მასშტაბით ელექტრომობილებისთვის 50-მდე დასამუხტი წერტილი შეიქმნა და სამომავლოდ ქსელის გაფართოებაც იგეგმება.

გასული წელი „ვოლვო ქარ კავკასიასთვის“ გამორჩეული იყო. როგორც უკვე ვახსენეთ, 50%-იანი ზრდა გვქონდა. ეს ჩემთვის, როგორც ახალი კომერციული დირექტორისთვის დიდი სტიმულია, რომ ახალი პოზიციით კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი გუნდი. კომპანიის გეგმები საკმაოდ ამბიციურია, წინ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია, ეს კი, მაძლევს მეტ ენერგიას, რომ კავკასიის ბაზარზე „ვოლვოს“ წარმარტების გზა გავაგრძელოთ.

This article is from: