INTRODUCTION GUEST WRITER: GURAM MEGRELISHVILI
Story Behind Khachapuri a First-Timer Experience of Georgia მოდი, ვილაპარაკოთ ხაჭაპურზე! რთხელ, ათათურქის აეროპორტში გრძელი გადაჯდომისას, ბელორუსი, ლიტველი და ნორვეგიელი გავიცანი. მომდევნო წლის ზაფხულის მოგზაურობას გეგმავდნენ. ვერ გადაეწყვიტათ, ჩინეთში გაფრენილიყვნენ, თუ ავსტრიიდან თურქეთის მიმართულებით მანქანით წასულიყვნენ. როდესაც ლაპარაკი საქართველოზე ჩამოვარდა, სტანდარტული კითხვა დამისვეს, რატომ უნდა ავარჩიოთ საქართველო, შენ როგორ ხედავ საკუთარ ქვეყანასო. ამ ურთულეს შეკითხვაზე პასუხი ალბათ დედამიწაზე არავის მოუფიქრებია, მე მითუმეტეს გამიჭირდებოდა ახსნა, რითია გამორჩეული 70 000 კვადრატული კილომეტრი მიწა, რომლის 23 %-ზე მეტი მეზობელი ქვეყნის, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ასეთ დროს, ლოგიკურია, რომ ადამიანს გიჩნდება სურვილიც და ამბიციაც, რომ მოკლე წინადადებებით მოუყვე უცნობ ადამიანს გენიოს შოთა რუსთაველზე, უნიკალურ ქართულ გალობაზე, რომელიც არსებულ გალობებში ყველაზე ავთენტურია, ბუნებაზე, წელიწადის ოთხივე დროს რომ ფუნქციურია და დედამიწის ყველა, თითქმის ყველა ტიპის ლანდშაფტზე, ამ პატარა ადგილას რომაა თავმოყრილი. გამორჩეულ ხატწერაზე, ანბანზე, 14 დან ერთი რომაა, ლიტერატურაზე, მეოთხე საუკუნეში ფემინისტური ტექსტი რომ შექმნა. არ გინდა გამოგრჩეს ისიც, რომ მსოფლიოში ალბათ პირველი ქალი მონარქი შენ ქვეყანაში გამეფდა და არც უმთავრესი, რომ მსოფლიო კულტურულმა მემკვიდრეობამ ღვინის სამშობლოდ გაღიარა, მაგრამ სწორედ ამდენის მოკლედ მოყოლის სურვილისას, ჩემნაირ ემოციურად ფეთქებად და გახსნილ ადამიანს, სულ სხვა რამ შეიძლება მოგადგეს პირზე და სამ, შენგან სრულიად განსხვავებულ ადამიანს ის უთხრა, რაც მე ვუთხარი: მოდი, ხაჭაპურზე მოგიყვებით!
ე
0
nce, during a long transfer in the Istanbul Ataturk Airport, I fortunately met a Belarussian, a Lithuanian, and a Norwegian. They were planning a summer trip for the next year, but they could not decide whether
to fly to China or to travel from Austria to Turkey by car. When the conversation touched Georgia, they asked for my opinion. They wanted to know why anyone should choose Georgia as a travel destination. “How do you see your country?” They quizzed with their eyes longing for answers. The question seemed straight forward but I can assure you that anyone in my shoes would have found it difficult to answer. For me, it was even more difficult and I bet only a Georgian could have imagined the difficulty I felt at that moment. I felt special but I was equally perplexed as I wondered how to explain that Georgia is 70,000 square kilometers of rich land but over 23% of it is occupied by the neighboring Russia. In such instances where I’ve been faced with the need to answer such questions, I usually develop a logical desire and ambition to familiarize my listeners with the genius author, philosopher and statesman, Shota Rustaveli. Following that, I would want to talk about Georgian chants and the authentic nature surrounding them. I would also want to talk in delight about my country’s abundance of flora and fauna, and other marvels of nature which are noticeable all-year round. Georgia has the most beautiful landscapes and despite being a small expanse of land, they are outstanding in many ways. I certainly believe that if I spoke about Georgia’s iconography and the incredible alphabet of the Georgian language which, is one of the 14 alphabets in the world, my new friends would
DIPLOMAT 5