ლადო აფხაზავას გზა გურიის სოფლის სკოლიდან მსოფლიო მასწავლებლობამდე
What Does It Take to Be a World’s Best Teacher? ნინო ცაბოლოვი NINO TSABOLOVI ართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავა მსოფლიოს ორმოცდაათ საუკეთესო მასწავლებელს შორისაა. ლადო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში დაიბადა, იქვე დაამთავრა საჯარო სკოლა და პროფესიად მასწავლებლობა აირჩია, თუმცა, პედაგოგიურზე ვერ ჩააბარა, რადგან, მაშინ, ამ ფაკულტეტზე ადგილები წინასწარ „იყიდებოდა“, ამიტომ, ჯერ ეკონომიკას დაეუფლა, დამთავრების შემდეგ კი სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, სადაც რელიგიის ისტორიის საათები გამოუყვეს და პირველად ასე მოხვდა სკოლაში. მასწავლებლად მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 9 წლის განმავლობაში რელიგიის ისტორიას ასწავლიდა, შემდეგ კი - სამოქალაქო განათლებას. სასწავლო მეთოდი, რამაც ლადო აფხაზავა „გლობალურ მასწავლებლად“ აქცია, ნამდვილად იმსახურებს მსოფლიო აღიარებას, თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ლადო საუკეთესოთა რიგებში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ სოფელი ჩიბათი, როგორც მთლიანად გურიის რეგიონი, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სოფელია. მოსწავლეთა ერთი ნაწილი თავად მუშაობს ელემენტარული საჭიროების დასაკმაყოფილებლად და ამის გამო სასწავლო პროცესს სწყდება, მეორე ნაწილს კი მშობლები შრომით ემიგრაციაში ჰყავს და იქიდან მოელის რჩენას. მიუხედავად ამ ურთულესი მდგომარეობისა, ლადომ თავისი მიდგომითა და სკოლისადმი თავდაუზოგავი მსახურებით არაერთ მოსწავლეს გაუკვალა გზა უმაღლესი განათლებისკენ და დაეხმარა მათ უკეთესი ცხოვრების მოწყობაში. შესაბამისად, არავის გაჰკვირვებია, რომ 10 000 ლარი, რომელიც ლადოს 2017 წელს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოსთან ერთად გადაეცა, სრულად მოახმარა სკოლას და - მოსწავლეთა კეთილდღეობას.
ქ
60 DIPLOMAT
eorgian teacher Vladimer (Lado) Apkhazava is celebrated worldwide as one of the world’s best fifty teachers. Lado was born in the village of Nigvziani in the Lanchkhuti municipality where he grew up attending the public schools in his municipality. He decided to become a teacher after school but he could not attend teacher training classes because the slots at the faculty were “sold” in advance during that period. Apkhazava managed to get a Bachelor of Science degree in economics but upon his graduation, he was allotted some hours of teaching by the Orthodox Church school. This would be remembered as Vladimer Apkhazava’s first steps in the teaching journey. Lado has 18 cumulative years of experience as a teacher with nine of those years spent in the teaching of the history of religion and another nine years for the teaching of civic education. Lado Apkhazava’s teaching method stands out hence his recognition as a “global teacher”; a recognition that is truly deserving. However, that is not the only reason why Lado is referenced as one of the best teachers around the world. The village Chibati, is known to be one of the poorest villages in the entire Guria region. The parents of most students have had to move to foreign countries for work and financial support for their families from far away. As a result, many of Vladimer Apkhazava’s students miss breakfast in the morning, and sometimes the school has to call an ambulance to manage starving children. Many of the students subsequently gave up their studies and
G