დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის პრესრელიზი

Page 1

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის პრესრელიზი

1.

ინფორმალური ეკონომიკური განათლების შესახებ მომხსენებელი: კომიტეტის წევრი გიორგი თოფაძე

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 07-2/473, 30.03.16) წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება ხორციელდება იმისთვის, რომ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯები გარანტირებული სიმძლავრის საფასურსა და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს შორის სამართლიანად გადანაწილდეს. კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება გარანტირებული სიმძლავრის წყარო და მას ემატება ჩანაწერი, რომლითაც საქართველოს მთავრობას ენიჭება შესაძლებლობა განსაზღვროს კომისიის მიერ დადგენილი მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის პროცენტული წილი, რომლის ანაზღაურებაც უნდა განხორციელდეს გარანტირებული სიმძლავრის საფასურით. კანონპროექტით, კანონის 431 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება მე-21 პუნქტი, რომლის თანახმადაც კომისიის მიერ მოხდება გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების შეფასება და განსაზღვრა, ამასთან თუ საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას კომისიის მიერ განსაზღვრული მუდმივი დანახარჯების გარანტირებული სიმძლავრის საფასურში ნაწილობრივ ასახვის თაობაზე, კომისიის მიერ შეფასებული და დადგენილი მუდმივი დანახარჯები აისახება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროპორციით, ხოლო დანრჩენილი ნაწილი აისახება გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში. გარდა ამისა, კანონპროექტით შემოთავაზებულია კანონის 431 მუხლის მე-3 პუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბება, რომლის თანახმადაც, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფში ამ კანონითა და ტარიფების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული წესით აისახება უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აგრეთვე მუდმივი (ფიქსირებული) დანახარჯების ის ნაწილი, რომლის ასახვაც არ მოხდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურში.

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-2/439, 31.12.15)

მესამე მოსმენა


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის პრესრელიზი by georgianpolitics - Issuu