W W W . g e o r g i a n p o l i t i c s . c o m
ძვირფასო მეგობრებო! სამართლებრივი სახელმწიფოს მოწყობის, დანიშნულების და მომავლის ამოცანების გაგებას, გათავისებას და განზოგადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი საზოგადოების განვითარების მოცემულ ეტაპზე. სამართლის ფილოსოფიის ფუძემდებელი, უდიდესი მოაზროვნე და ჰუმანისტი იმანუელ კანტი სამართლიან საზოგადოებად მხოლოდ ისეთ საზოგადოებას მიიჩნევდა, რომელშიც ყოველი კონკრეტული პიროვნება, უპირატესად, ამ საზოგადოების მიზანიცაა და არასგზით მხოლოდ საშუალება. ამ ცნების არასწორი გაგება ან მისი გაუთვალისწინებლობა წარმოქმნის ავტორიტარიზმის, დიქტატურის საფრთხეს, სადაც ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საშუალება შეიძლება იყოს სახელმწიფო მმართველობის ხელში. „ქართული პოლიტიკის“ რედაქცია სერიით - „მსოფლიოს დიქტატორთა მუზეუმი“ მიზნად ისახავს, მეცნიერულად გააანალიზოს დიქტატურის და მასთან ბრძოლის აქტუალური საკითხები, ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რაც ხელს უშლის სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ახალი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას. „ყველამ კარგად უნდა შევისწავლოთ მსოფლიოს დიქტატორთა მიერ განვლილი ცხოვრების გზა, მათი ბიოგრაფიები, აზრები და საქმეები, უკეთესი მომავლის სახელით ჩადენილი საზარელი დანაშაულებები, რათა სიღრმისეულად დავინახოთ და შევაფასოთ მმართველი ელიტის ავტორიტარული მიდრეკილებები და თავნებობა“ - გასული საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის სომერსეტ მოემის ამ სიტყვებს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და, ალბათ, ყურადსაღები იქნება მომავალი თაობებისთვისაც. ამჯერად ჟურნალის რედაქცია ცალკე ბროშურის სახით გამოსცემს საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის თამარ კაპანაძის ნაშრომს „გეორგიოს პაპადოპულოსი ცხოვრება და მოღვაწეობა“. გამოცემების ციფრული ვერსია საჯარო სამსახურის ბიუროს დახმარებით უსასყიდლოდ, პერსონალურად მიეწოდებათ სახელმწიფო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებში დასაქმებულებს, საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, წარჩინებულ სტუდენტებს. აგრეთვე ის განთავსდება ვებ-გვერდზე - www.anti-totalitarian.ge. „ქართული პოლიტიკის“ რედაქცია ღიაა თანამშრომლობისთვის და მოგმართავთ მეცნიერებს, სახელმწიფო მოხელეებს, პოლიტიკოსებს - ნუ მოერიდებით საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას და გადმოაგზავნეთ სათანადოდ რედაქტირებული ნაშრომი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@georgianpolitics.com. ყველამ ერთად შევუწყოთ ხელი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას საქართველოში.
Tamar kapanaZe georgios papadopulosi _ cxovreba da moRvaweoba
gamomcemeli: Jiuli Sartavas saxelmwifo politikis da marTvis sadoqtoro skola
2
გეორგიოს პაპადოპულოსი - საბერძნეთის დიქტატორი (1919-1999) გეორგიოს პაპადოპულოსის სახელს უკავშირდება საბერძნეთში სამხედრო დიქტატურის დამყარება, რომელსაც „შავი პოლკოვნიკების“ რეჟიმი (1967-1974) ეწოდა. საბერძნეთის ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენე ძალების მოსვლამ გამოიწვია ათასობით ადამიანის დაპატიმრება, გადასახლება და წამება. პაპადოპულოსისა და მისი თანამებრძოლების სასამართლო პროცესი საბერძნეთის ისტორიაში შევიდა, როგორც „მწამებელთა სასამართლო პროცესი“ («The trial of the torturers”).
მიმოხილვა გეორგიოს პაპადოპულოსი სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა საბერძნეთის ხელისუფლებაში 1967 წლის 21 აპრილს და დაამყარა სამხედრო დიქტატურა „შავი პოლკოვნიკების“ რეჟიმი (1967-1974). 1967 წელს გეორგიოს პაპადოპულოსი დაინიშნა პრემიერ-მინისტრად და თავდაცვის მინისტრად, 1970 წელს - საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო 1972 წელს თავი გამოაცხადა რეგენტად. ამ პერიოდში საბერძნეთი ფორმალურად ითვლებოდა მონარქიულ სახელმწიფოდ, მიუხედავად იმისა, რომ მეფე კონსტანტინე ქვეყნიდან გაიქცა კონტრგადატრიალების (1967 წ. 13 დეკემბერი) მცდელობის შემდეგ. 1973 წელს საბერძნეთში გაუქმდა მონარქია და გეორგიოს პაპადოპულოსი გახდა საბერძნეთის პრეზიდენტი. ამავე წლის 25 ნოემბერს ათენში სტუდენტური გამოსვლების შედეგად გეორგიოს პაპადოპულოსი ხელისუფლებას ჩამოაცილა დიმიტრიოს იოანიდისმა. 3
1975 წელს გეორგიოს პაპადოპულოსი თავის თანამოაზრეებთან ერთად დააპატიმრეს და გაასამართლეს. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რომელიც შემდგომში სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. იგი სიცოცხლის ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი რწმენის, საპატიმროში შექმნა ულტრამემარჯვენე ძალების პარტია „ეროვნული პოლიტიკური კავშირი“.
ბიოგრაფია გეორგიოს პაპადოპულოსი დაიბადა 1919 წლის 5 მაისს სოფელ ელეოქორიში, აქაია-პელოპონესის ნახევა რკუნძულზე. მამა - ხრისტოს პაპადოპულოსი მუშაობდა სოფლის სკოლაში მასწავლებლად, დედა გახლდათ ხრისულა პაპადოპულოსი. გეორგიოსი იყო უფროსი ვაჟი. მას ჰყავდა ორი ძმა-კონსტანტინე და ხარლამპი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საბერძნეთის სამხედრო აკადემიაში (Hellenic Military Academy 1937-1940), მონაწილეობა მიიღო II მსოფლიო ომში (1), იბრძოდა იტალიური და გერმანული ჯარების წინააღმდეგ. გეორგიოს პაპადოპულოსს ჰყავდა სამი შვილი: პირველი ქორწინებიდან (1941) ვაჟი და ქალიშვილი, ხოლო მეორე ქორწინებიდან (დიდი ხნის მიჯნურთან - დესპინა გასპარისთან), რომელიც ოფიციალურად გაფორმდა 1970 წელს, ერთი ქალიშვილი. სამხედროების ხელისუფლებაში მოსვლის წინაპირობა და „შავი პოლკოვნიკების“ რეჟიმი.
4
საბერძნეთის ხელისუფლებაში სამხედროების მოსვლა გახდა მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკური ძალების მრავალწლიანი დაპირისპირების შედეგი. იგი სათავეს იღებს XX საუკუნის 20-იანი წლებიდან (უთანხმოება ვენიზელოსა და მეტაკსასს შორის) და არ შემწყდარა გერმანიის ოკუპაციის დროსაც კი. ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის შემდეგ ბერძენ კომუნისტებს, რომლებიც გერმანიის ოკუპაციის დროს ეროვნული წინააღმდეგობის ბირთვს წარმოადგენდნენ, გულწრფელად სჯეროდათ, რომ მათი სახელმწიფო კომუნისტების გავლენის ზონაში მოხვდებოდა. გაჩაღდა სამოქალაქო ომი (1946-1949) საბერძნეთის მთავრობის ჯარებსა და საბერძნეთის დემოკრატიულ არმიას შორის. ათენის მთავრობამ, რომელსაც მხარს დიდი ბრიტანეთი და აშშ უჭერდნენ, დაამარცხა კომუნისტები (საბერძნეთის დემოკრატიულ არმიას წარმოადგენდა საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ჯარი, რომელსაც მხარს უჭერდა ბულგარეთი, იუგოსლავია, ალბანეთი და საბჭოთა კავშირი). კომუნისტებისა და მათი მხარდამჭერების, აგრეთვე სლავური მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა სასტიკი დევნა. კომუნისტური პარტია და სხვა მემარცხენე ორგანიზაციები გამოცხადდა კანონგარეშედ. ბევრი აქტივისტი დააპატიმრეს, სხვებმა მოახერხეს თავშესაფრის პოვნა საზღვარგარეთ. ხელისუფლება მკაცრად აკონ ტროლებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. ომის შემდგომმა რეჟიმმა ვერ შეძლო უზრუნველეყო ქვეყნისთვის აუცილებელი ზრდის ტემპები. საბერძნეთი რჩებოდა ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად და ეს, თავის მხრივ, იწვევდა დაძაბულობის ზრდას საზოგადოებაში.
5
სამხედროების ხელისუფლებაში მოსვლამდე ორი წლით ადრე ისევ წარმოიქმნა მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც „აპოსტასია 1965“ ეწოდა. მრავალწლიანი კონსერვატიული მმართველობა შეიცვალა ხელისუფლებაში გეორგიოს პაპანდრეუს (უფროსი) ცენტრისტული მთავრობის მოსვლით. მისი პარტიის შეხედულებები ეწინააღმდეგებოდა ახალგაზრდა მონარქის კონსტანტინე II შეხედულებებს. კონსტანტინე II 1965 წელს გადააყენა პაპანდრეუ. ახალი მთავრობის შექმნის ცდები წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომ მეფე კონსტანტინე II შექმნა დროებითი მთავრობა და დანიშნა ახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარებულიყო 1967 წლის 28 მაისს.
6
მაგრამ ბევრი კონსერვატორი პოლიტიკოსი და თვით მეფეც შიშობდა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდა გეორგიოს პაპანდრეუს (უფროსის) ცენტრისტული პარტია და მას, უფრო ზუსტად მის ახალგაზრდა ვაჟს, მოუხდებოდა კოალიციის შექმნა ერთიან დემოკრატიულ მემარცხენე პარტიასთან, რომლის უკანაც ხედავდნენ შერისხულ ბერძენ კომუნისტებს. სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა არმია. ბერძენი მოსახლეობა დაიღალა გამუდმებული პოლიტიკური კონფლიქტებით. საზო გადოებაში მტკიცდებოდა ხელისუფლებაში „ძლიერი ხელის“ მოსვლის სურვილი. სწორედ ამ მდგომარეობით ისარგებლა სამხედროების შეთქმულთა ჯგუფმა და დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უსისხლო სამხედრო გადატრიალება მოახდინა სახელმწიფოში „პრომეთეს გეგმის“ მიხედვით. 1952 წელს საბერძნეთი გახდა ნატოს წევრი ქვეყანა, მეტიც, საბერძნეთის არმიაში შემუშავდა სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ შეიქმნებოდა საგანგებო სიტუაცია იგულისხმებოდა კომუნისტური აჯანყება და აღმოსავლური ბლოკის თავდასხმა. გეგმა ძალიან კარგად დამუშავდა. ამ გეგმით ისარგებლეს „შავმა პოლკოვნიკებმა“. მათ მოკლე დროში შეძლეს ხელში აეღოთ ძალაუფლება. გენერალლეიტენანტი გეორგიოს სპანდინაკისი, საბერძნეთის არმიის მთავარსარდალი, ეჭვის თვალით უყურებდა ჩაფიქრებულ ოპერაციას, მაგრამ მაინც მოაწერა ხელი „პრომეთეოსის გეგმის“ განხორციელების ბრძანებას. მთავარსარდლის მიერ ხელმოწერილი ბრძანების არსებობამ საშუალება მისცა შეთქმულებს, ემართათ ფაქტობრივად მთელი საბერძნეთის არმია. 7
1967 წლის 21 აპრილს საბერძნეთში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, ხელისუფლებაში მოვიდნენ ულტრამემარჯვენე ძალები, „ხისტი“ ანტიკომუნისტები გეორგიოს პაპადოპულოსის და დიმიტრიოს იოანიდისის ხელმძღვანელობით. მათ დაიკავეს საქალაქო ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი პუნქტები. სამხედროების მოსვლისთანავე დაიწყო მასობრივი დაპატიმრება და გადასახლება, რომელიც შეეხო რამდენიმე ათას პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს: კომუნისტებს, სოციალისტებს, საბერძნეთის მოწინააღმდეგე ვეტერანებს მეორე მსოფლიო ომის დროს. მათ მოსვლისთანავე დააკავეს მთავრობის მეთაური და ბევრი მინისტრი. (2)
8
გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა. დამყარდა სამხედრო რეჟიმი („შავი პოლკოვნიკები“ (1967-1974). აიკრძალა ყოველგვარი პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მიმართული იყო არსებული რეჟიმის წინააღმდეგ; მოქალაქეებს ჩამოერთვათ თავშეყრისა და პოლიტიკური დემონსტრაციების მოწყობის უფლება, დაწესდა ცენზურა და კონტროლი ნებადართულ საზოგადოებრივ აქტივობებზეც კი. პაპადოპულოსის რეჟიმი ცნობილია პოლიტიკური პატიმრების წამების ფაქტებით (Civil Rights). საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ აუცილებელ მიმართულებად სამხედროები თვლიდნენ ქვეყნის ეკონომიკის რეორგანიზაციას. არჩეული ეკონომიკური კურსის სისწორის დასადასტურებლად მნიშვნელობა მიენიჭა საბერძნეთის „საერთო ბაზრის“ სრულუფლებიან წევრობას. 1972 წელს პრემიერ-მინისტრმა პაპადოპულოსმა თავის საპროგრამო სიტყვაში ხაზი გაუსვა საბერძნეთის კუთვნილებას ევროპისადმი როგორც გეოგრაფიულად, ისე ეკონომიკურად და კულტურულად, და ქვეყანას მოუწოდა, განეხორციელებინა მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც ბოლოს მოუღებდა საბერძნეთის ეკონომიკური განვითარების დონის ჩამორჩენას საერთო ბაზრის ქვეყნებთან შედარებით. ძირითადი ყურადღება მიექცა მრეწველობის გან მტკიცებას. სამხედრო მთავრობამ ნაწილობრივ შეძლო ამ ამოცანის გადაჭრა: თუ 60-იანი წლების შუახანებში მრე წველობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენდა 10%-ს, 1972 წელს ამ მაჩვენებელმა მიაღწია 32.3%-ს, ხოლო 1987 წლისთვის განზრახული იყო მისი გაზრდა 42.2%მდე. პრიორიტეტები მიენიჭათ საბერძნეთის მრეწვე
9
ლობის ყველაზე პერსპექტიულ დარგებს: მეტალურგიას, გემთმშენებლობას, ქიმიურ, საფეიქრო და კვების მრეწველობას. ქვეყნის ინდუსტრიალიზაციაში მთავარი როლი უნდა შეესრულებინა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მეწარმეების კერძო ინიციატივას. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცეოდა წარმოების რეგიონულ განვითარებას. სამრეწველო საწარმოების დახლოებით 80% კონცენტრირებული იყო საბერძნეთის ორ უდიდეს ქალაქში - ათენსა და თესალონიკში. საწარმოების გატანას ამ მეგაპოლისებიდან შეეძლო გადაეჭრა ორი პრობლემა: უდიდესი ქალაქების მოსახლეობისაგან განტვირთვა და სოფლებში უმუშევრობის აღმოფხვრა. პაპადოპულოსის მთავრობამ შეიმუშავა ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართული იყო პერიფერიებში წარმოების განვითარების წახალისებაზე. იმ მეწარმეებს, რომლებიც თავიანთ საწარმოებს ქმნიდნენ პროვინციებში, ეძლეოდათ საგადასახადო შეღავათები, ხოლო დამატებითი სახსრები გამოეყოფოდათ პერიფერიებში არსებულ ფაბრიკებსა და ქარხნებს. სახელმწიფო ორგანოები არ ერეოდნენ კერძო მეწარმეობაში. იმ ქალაქების მუნიციპალიტეტები, სადაც მიმდინარეობდა ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა ობიექტების მშენებლობა და გაფართოება, დაკავებული იყო მხოლოდ ქალაქში სისუფთავის დაცვის, წყალმომარაგების, ნაწილობრივ სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებით. ყველაფერი დანარჩენი - მშენებ ლობა, ტრანსპორტი, მუშაობის პირობები - მთლიანად წარმოადგენდა კერძო მეწარმეების იურისდიქციას.
10
პროვინციებში გაჩნდა ახალი სამრეწველო საწარმოები: ბამბეულის სართავი, ფარმაცევტული, ციტრუსების გადასამუშავებელი ფაბრიკა; აგრეთვე საკონსერვო, ცემენტის და აგურის ქარხნები. ობიექტების მშენებლობაზე იზიდავდნენ მახლობელი სოფლების მაცხოვრებლებს. ეს კი ხელს უწობდა როგორც ემიგრაციის შემცირებას, ასევე დიდ ქალაქებში სოფლის მოსახლეობის გადინების შემცირებას. უმუშევრობის პრობლემას ნაწილობრივ წყვეტდა საზოგადოებრივი სამუშაოებიც, რაზეც 1967 წელს გამოყოფილ იქნა თანხა (დაახლოებით 6 მილიონ დოლარამდე).
11
ახალმა მთავრობამ განიზრახა სოფლის მეურნების ძირეული რეორგანიზაცია. მთლიან შიდა პროდუქტებში სასოფლო-სამეურნეო სექტორის წილი უნდა შემცირებულიყო სასოფლო სამეურნეო წარმოების ღირებულების ზრდის პარალელურად. სოფლის მეურნეობის განვითარებაში ძირითადი ყურადღება ექცეოდა წარმოების ინტენსიფიკაციას - მსხვილი ფერმების შექმნას, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის აქტივიზაციას, საირიგაციო სამუშაოების ჩატარებას თანამედროვე ტექნიკის გამოყენების გზით. განზრახული იყო, განხორციელებულიყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოე ბის გაფართოებული მშენებლობა.
12
ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 30%ს შეადგენდა ტურიზმი. სამხედრო გადატრიალების შემდეგ ტრადიციული დასვენების ადგილებში ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ახალი მთავრობა იძულებული იყო, გაეტარებინა სასწრაფო ღონისძიებანი ტურისტების მოსაზიდად. გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი, გაუმჯობესდა გზები, დაიწყო ახალი სასტუმროების მშენებლობა, რომელიც პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს. მოხდა სასტუმროების მომსახურების ფასების 20%-იანი შემცირება. დიდი თანხები დაიხარჯა საზღვარგარეთ ტურიზმის რეკლამაზე. ეკონომიკური ფაქტორის გარდა ტურიზმის განვითარებას ჰქონდა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. ტურისტები უნდა თვალნათლივ დარწმუნებულიყვნენ, რომ ქვეყანაში არსებობდა მშვიდი გარემო, რეჟიმის მოწინააღმდეგეთა გამოსვლები არ შეიმჩნეოდა და საბერძნეთი აგრძელებდა მოძრაობას „დემოკრატიული“ მიმართულებით. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების განსა ხორციელებლად ახალ მთავრობას სჭირდებოდა სახსრები. აუცილებელი სახსრების ნაწილის მიღება იგეგმებოდა უცხოელი ინვესტორებისაგან. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შიდა რესურსების მობილიზაციის თაობაზე. მოსახლეობის ფულადი სახსრების მოზიდვის მიზნით 1967 წელს მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა შიდა მომგებიანი სესხის ობლიგაციები. ეს სესხი მთლიანად უნდა მოხმარებოდა სახელმწიფო კაპიტალდაბანდებას. მისი დაფარვა გათვალისწინებული იყო 20 წლის შემდეგ. პროექტი წარმატებით იქნა შესრულებული და შეგროვდა
13
მნიშვნელოვანი სახსრები. სესხისთვის ფული მუშებს ექვითებოდა ხელფასიდან.
*** ვინაიდან დაწყებითი და საშუალო განათლების დაწესებულებების უმრავლესობა ქალაქებში იყო განლაგებული, სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოკლებული იყო საბაზისო განათლების მიღების შესაძლებლობას. სამხედრო მთავრობამ ყურადღება მიაქცია ამ საკითხს. 1967 წლის ივნისში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაწყებითი სკოლების, გიმნაზიებისა და ლიცეუმების, ტექნიკური სკოლების, პედაგოგიური
14
ინსტიტუტების მშენებლობის შესახებ და თანხებიც გამოიყო ამასთან დაკავშირებით. სამხედრო რეჟიმის დროს განხორციელდა არა მარტო სკოლებისა და უნივერსიტეტის მშენებლობა, არამედ მოხდა ხელფასების მომატება საშუალო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისთვის, გაიხსნა სკოლა-ინტერნატები ნიჭიერი ბავშვებისთვის, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება და სახელმძღვანელოები გახდა უფასო. ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგე ნდა შრომის ანაზღაურების დაურეგულირებლობა. წინა მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ითვალის წინებდა დაბალანაზღაურებადი მშრომელებისათვის ხელფასის უმნიშვნელო მომატებას, თუმცა რჩებოდა დის პროპორცია ქალისა და კაცის შრომის ანაზღაურებაში. სამხე დრო მთავრობის ერთ-ერთი პირველი ბრძანებულებით გამოცხადდა ქალისა და მამაკაცის მიერ შესრულებული ერთიდაიგივე სამუშაოებისათვის ერთნაირი ხელფასის შემოღება და ხელფასის ზრდის შესაბამისად პენსიის ოდენობის მატება. ამ საკითხის მოგვარებამ ხელი შეუწყო ქვეყნის მოსახლეობის ძირითად ნაწილში ახალი მთავრო ბის ავტორიტეტის ზრდას. დასაქმების საკითხებში 1967-1972 წლებში მთლიანო ბაში ხელფასის ზრდამ შეადგინა მამაკაცებისათვის 60.7%, ხოლო ქალებისათვის - 76.9%. მთავრობის მიერ განხორციელებულ პოპულისტურ ღონისძიებას წარმოადგენდა გლეხობისათვის 7.5 მილიარდი დრაჰმის ოდენობის ვალის ჩამოწერა. ამ საკითხს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება განიხილავდა. სამხედრო მთავრობამ გლეხობას ჩამოაწერა ვალები,
15
რომლებსაც ხაზინა მოსახლეობის უკიდურესი სიღარიბის გამო ვერასოდეს დაიბრუნებდა. საბერძნეთისათვის მნიშვნელოვან პრობლემას ბი ნათმშენებლობა წარმოადგენდა. საცხოვრებელი ფონდი არ შეესაბამებოდა ნორმებს. ასე მაგალითად, ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების 30%-ზე მეტს არ ჰქონდა სამზარეულო, 47%ს - ელექტროობა, 72%-ს - წყალგაყვანილობა, 90%-ს - აბა ზანა და საპირფარეშო. სამხედრო მთავრობა აფიში რებდა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ფართო პროგრამას, რომლის შესაბამისადაც თანამედროვე ბინებით უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ქალაქის მოსახელობის დიდი ნაწილი, მაგრამ ეს პროგრამა ვერ იქნა მიყვანილი ბოლომდე: გაუმჯობესებული საცხოვრებლის შეძენა შეძლო მხოლოდ მცირეოდენმა ნაწილმა.
იდეოლოგია გეორგიოს პაპადოპულოსმა სამხედროების ხელი სუფლებაში მოსვლის აუცილებლობა შეაფასა, როგორც „რევოლუცია ბერძენი ერის გადარჩენისათვის“. სამხე დროები ამტკიცებდნენ, რომ კომუნისტები საფრთხეს უქმნიდნენ სახელმწიფო სისტემას, მათ შორის, პრესას და არმიას. პაპადოპულოსი თავის თანამებრძოლებთან ერთად უკომპრომისო ანტიკომუნისტებს წარმოადგენდნენ. ისინი, ზოგადად, მემარცხენეებს ახასიათებდნენ ტერმინით „ანარქო-კომუნისტი“. პაპადოპულოსი და სამხედრო ხელისუფლება განასახიერებდნენ „ექიმის“ როლს, რომლებიც ცდილობდნენ განეკურნათ საბერძნეთი
16
ანუ „პაციენტი“ («PATIENT IN A CAST» AND OTHER METAPHORS). დასახლებულ პუნქტებში გამოფენილ იქნა აბრები საბერძნეთის ეროვნულ ფერებში შემდეგი წარწერით: „საბერძნეთი ქრისტიანული ქვეყანაა, აქ კომუნიზმის ადგილი არ არის“. სამხედროებმა ოფიციალურ ენად გამოაცხადეს არქაული ენა - კათარევსა (Katharevousa), რომელსაც იყენებდნენ ყველაზე განათლებული პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები. მოსახლეობის უმრავლესობა კი ლაპარაკობდა დიმოტიკის ენაზე (ბერძნულ-ხალხური). სამხედროების ხელისუფლებაში მოსვლამდე ორი წლით ადრე (1965) გეორგიოს პაპანდრეუმ (უფროსმა) განახორციელა განათლების რეფორმა, რომლის თანახმადაც სწავლა უნდა წარმართულიყო დიმოტიკის (Dimotiki) ენაზე. პაპანდრეუს ამ რეფორმის შემდეგ განათლება ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის უმრავლესობისათვის. სამხედრო მთავრობამ კი კვლავ შემოიღო კანონი, რომლის თანახმადაც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მისაღები გამოცდები უნდა ჩატარებული „კათარევსას“ (Katharevousa) ენაზე, რამაც გამოიწვია პოტენციური სტუდენტების რაოდენობის შემცირება. ერთ-ერთი ლოზუნგი, რომელსაც სამხედროები ხშირად აჟღერებდენ, იყო „საბერძნეთი მხოლოდ მართლმადიდებელი ბერძნებისათვის“. ქრისტიანობის აქტიური პროპაგანდა ხორციელდებოდა სასწავლო დაწესებულებებშიც. განათლების მინისტრმა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პედაგოგებს გაუგზავნა
17
ცირკულარი, რომელშიც მიუთითებდა ახალგაზრდების ეროვნული ტრადიციებისა და ბერძნულ-ქრისტიანული სულისკვეთებით აღზრდის აუცილებლობაზე. ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობა უნდა გამხდარიყო უფრო მჭიდრო. თითოეულ სტუდენტზე ივსებოდა ანკეტა, რომელშიც შეჰქონდათ მონაცემები მისი ფიზიკური და სულიერი განვითარების შესახებ. ამას გარდა, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აუცილებლად უნდა ევლოთ ეკლესიაში და დაეცვათ რელიგიური წეს-ჩვეულებანი. ეკლესიებში სასიარულოდ სკოლებში შაბათობით გამოყოფილი იყო დრო - ერთი საათი. ცენზურა დაადეს ფილმებს, სიმღერებს, მუსიკას (განსაკუთრებით, როკ-მუსიკას), წიგნებს, სურათებს... მკაცრი კონსერვატიზმი ქალებს უკრძალავდა მოკლე ქვედაბოლოების ჩაცმას, ხოლო მამაკაცებს - გრძელი თმის ტარებას. (3)
*** ოფიციალურად ქვეყანას კოლეგიალურად მართავდა სამხედრო მთავრობა, მაგრამ ქვეყანაში თანდათან იწყო ჩამოყალიბება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის პაპადოპულოსის პიროვნების კულტმა. მან ხელში ჩაიგდო თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება და დაიკავა სამი მინისტრის თანამდებობა. იგი გახდა საბერძნეთის ერთპიროვნული მმართველი. 3 წლის შემდეგ გაზეთის “The Sunday Telegraph” 1970 წლის 4 აგვისტოს ნომერში ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ვერც კი ხედავს მიზეზს, რომ
18
უარი თქვას აბსოლუტურ ძალაუფლებაზე. ქალაქებსა თუ სოფლებში გამოფენილი იყო მხოლოდ პაპადოპულოსის პორტრეტები. პელოპონესის ნახევარკუნძული, სადაც გეორგიოს პაპადოპულოსი დაიბადა, ყოველთვის წარმოადგენდა ეკონომიკურად ჩამორჩენილ რეგიონს. მთელი XX საუკუნის განმავლობაში მისი შრომისუნარიანი მოსა ხლეობის უმრავლესობა მიისწრაფოდა ემიგრაციისკენ (განსაკუთრებით აშშ-ში). სკოლის დამთავრების შემდეგ გეორგიოსი შევიდა სამხედრო აკადემიაში. გეორგიოს პაპადოპულოსის კარიერა წარმატებული აღმოჩნდა:
19
პოლკოვნიკი პაპადოპულოსი გახდა მნიშვნელოვანი პიროვნება ცენტრალურ საინფორმაციო სამსახურში და ასრულებდა მეკავშირის როლს ამერიკისა და საბერძნეთის სადაზვერვო ორგანოებს შორის, კოორდინაციას უწევდა საბერძნეთის კონტრდაზვერვისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საქმიანობას. შემდეგ მან დაიკავა გენერალური შტაბის მესამე ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა. სწორედ ასეთმა მჭიდრო კავშირმა აშშ-ის სადაზვერვო ორგანიზაციებთან მისცა საბაბი ბევრ პოლიტიკოსსა და მკვლევარს ეფიქრა, რომ საბერძნეთის სამხედრო გადატრიალების მოწყობაში აშშ-ის ხელი ერია. სპეცსამსახურის პროფესიონალი თანამშრომელი, გეორგიოს პაპადოპულოსი, ფრანგული გაზეთის „Mond“ მიმომხილველის აღწერით, იყო უკიდურესად ფრთხილი და საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი. გარეგნობით, ხელწერით, საუბრის მანერით იგი გამოიყურებოდა უფრო როგორც სამოქალაქო, ვიდრე სამხედრო პირი და, მით უმეტეს, არ ჰგავდა რეჟიმის ლიდერს. თავისი თანამებრძოლებისგან განსხვავებით, პაპა დოპულოსი გამოირჩეოდა იშვიათი შრომისუ ნარიანობით. იგი სამსახურში მოდიოდა ძალიან ადრე და რჩებოდა გვიანობამდე. კითხულობდა უკლებლივ ყველა დოკუმენტსა და ცნობას, რომელიც აპარატის თანამშრომლებისაგან მისთვის იყო მომზადებული. იგი ცდილობდა ჩაღრმავებოდა ყველაფერს საგულდაგულოდ და თითოეული მოვლენისათვის გაეკეთებინა საკუთარი კომენტარი. პაპადოპულოსმა გარშემო თავი მოუყარა უამრავ მრჩეველებს, ექსპერტებსა და სხვა სპეციალისტებს. ისმენდა მათ მოსაზრებებს, მაგრამ ყოველთვის რჩებოდა
20
თავის აზრზე, რომლის შეცვლაც არავის შეეძლო. სადაზვერვო ორგანოებში სამსახურმა თავისი კვალი დააჩნია პაპადოპულოსის ქცევის მანერას: იგი მიისწრაფოდა, გაეკონტროლებინა ყველა და ყველაფერი, უყვარდა ამა თუ იმ მოხელის მოულოდნელი შემოწმება. ამ თვისებების გამო თანდათან მოახერხა მთელი ძალაუფლების კონცენტრირება საკუთარ ხელში. მხოლოდ მეფე კონსტანტინე II დაუპირისპირდა ღიად არსებულ რეჟიმს. 1967 წლის დეკემბერში, სამხედროების ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 თვის გასვლის შემდეგ, მეფემ რადიოთი მიმართა ბერძენ ხალხს და მოუწოდა მათ აჯანყებისაკენ, მაგრამ მას არც ერთი ბერძენი გვერდით არ დაუდგა, არმია კი დარჩა პაპადოპულოსის მხარეს. მეფე კონსტანტინე იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. იგი რომში გაემგზავრა და აღარ დაბრუნებულა. სამხედრო მთავრობა მშვენივრად იყო ინფორმირებული, რომ მზადდებოდა კონტრგადატრიალება. მათ მოახდინეს კიდეც მისი პროვოცირება. „შავმა პოლკოვნიკებმა“ მეფეს წარუდგინეს ულტიმატუმი, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს უნდა გაეთავისუფლებინა პრემიერ-მინისტრი კონსტანტინოს კოლიასი და მის ადგილას დაენიშნა გეორგიოს პაპადოპულოსი. მართლაც, მეფე კონსტანტინე II-ის წარუმატებელი კონტრგადატრიალების მცდელობის შემდეგ, 1967 წლის 13 დეკემბერიდან, პაპადოპულოსი ხდება პრემიერ-მინისტრი.
21
ლიბერალიზაციის რეჟიმის დაცემა
მცდელობა
და
პაპადოპულოსის
სამხედროები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ დიქტატურა ქვეყნის ისტორიაში მხოლოდ დროებითი მოვლენაა და იგი აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ხო ლო როგორც კი ეს მიღწეულ იქნება, ძალაუფლება გადაეცემა მთელი მოსახლეობის მიერ არჩეულ დემოკრატიულ მთავრობას. ამ „გარდამავალი პერიოდის“ განმავლობაში 22
მთავრობამ განახორციელა რიგი ღონისძიებებისა, რომე ლიც მიზნად ისახავდა, დაერწმუნებინა მოსახლეობა დიქტატურიდან დემოკრატიაზე მშვიდობიანი გადასვლის შესაძლებლობაში. 1968 წელს ჩატარდა რეფერენდუმი ახალი კონსტიტუ ციის მიღების თაობაზე. გარეგნულად დაცული იყო დემოკრატიული ხმის მიცემის ყველა ფორმა. საბერძნეთის სახელმწიფოს ახალი კონსტიტუცია მხარდაჭერილ იქნა ხალხის მიერ. მთავრობა არ ახდენდა იმ ფაქტის აფიშირებას, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა სავალდებულო იყო. სამაგიეროდ, ვინც თავს აარიდებდა ხმის მიცემაში მონაწილეობას, გამოიყენებოდა ისეთი სასჯელები, როგორიცაა: პატიმრობა 1 თვიდან 1 წლამდე, სამსახურის დაკარგვა 3 წლამდე ვადით, სპეციალობის მიხედვით მუშაობისა თუ ნებისმიერი სახის სავაჭრო საქმიანობისა და მანქანის შეძენის აკრძალვა, უარი პასპორტისა თუ მოწმობის გაცემაზე. ამგვარად, კონსტიტუციის მიღების გარეგნულად დემოკრატიული პროცესი განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ დიქტატორული მეთოდებით. კონსტიტუცია ითვალისწინებდა დემოკრატიულ საწყისებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიების შექმნას, პროფკავშირების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, იძლეოდა გაფიცვების მოწყობის შესაძლებლობას და შეიცავდა მუხლებს, რომელიც იცავდა ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს. მაგრამ კონსტიტუციის დებულებათა უმრავლესობა არ სრულდებოდა, რადგანაც, მთავრობის წარმომადგენელთა აზრით, „ქვეყანა ჯერ არ იყო მზად საამისოდ“.
23
1970 წლის 24 ნოემბერს შეიქმნა ე.წ. „ბერძენთა მცირე პარლამენტი“ ანუ „წარმომადგენელთა კრება“. იგი აერთიანებდა უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ამ თანამდებობებზე დანიშნულ და მთლიანად მის კონტროლს დაქვემდებარებულ 92 წარმომადგენელს. მთავრობა „მცირე პარლამენტს“ უწოდებდა ნამდვილი პარლამენტის შესაქმნელად გადადგმულ ნაბიჯს. „წარმომადგენელთა კრება“ სინამდვილეში ასრულებდა მხოლოდ წარმომადგენლობით ფუნქციებს და მას, ფაქტობრივად, არ ჰქონდა ზეგავლენის უფლება მთავრობის პოლიტიკაზე. 1973 წელს საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის შედეგად (85%) გაუქმდა მონარქია და საბერძნეთი გამოცხადდა რესპუბლიკად. საბერძნეთის პირველი პრეზიდენტი გახდა პაპადოპულოსი (7-წლიანი ვადით). პაპადოპულოსმა ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა სპიროს მარკეზინისისს (ძველი პოლიტიკური ელიტის ერთადერთ წარმომადგენელს, რომელიც პაპადოპულოსთან თანამშრომლობას დასთანხმდა). პრეზიდენტს ენიჭებოდა ფართო უფლებები. მას შეეძლო, დაენიშნა და თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა როგორც პრემიერ-მინისტრი, ასევე მინისტრები და მათი მოადგილეები ეროვნული თავდაცვის დარგში, საგარეო საქმეებში, საზოგადოებრივი წესრიგის საკითხებში, და ასევე, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, სხვა მინისტრები და მათი მოადგილეები. უშუალოდ კონსტიტუციით პრეზიდენტს ენიჭებოდა უფლებამოსილება, გამოეცა საკანონმდებლო ხასიათის ბრძანებულებები ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო პოლიტიკისა და საზოგადოებრივი წესრიგის საკითხებზე. ამას გარდა, პრე
24
ზიდენტი უკვე თავმჯდომარეობდა მინისტრთა საბჭოს ყველა სხდომას, რომლებზეც განიხილებოდა ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო პოლიტიკისა და საზოგადოებრივი წესრიგის საკითხები, ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ ძალებს და, კონსტიტუციის მუხლების შესაბამისად, ეროვნული უშიშროების, საგარეო პოლიტიკისა და საზოგადოებრივი წესრიგის საკითხებზე მის მიერვე გამოცემული დეკრეტებით განსაზღვრულ ფუნქციებს. პრეზიდენტს ქვეყანა უნდა ემართა პარლამენტთან ერთად, რომელშიც უნდა ყოფილიყო საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით არჩეული 180 დეპუტატი და პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებულებით დანიშნული 20 დეპუტატი. თუმცა საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სამხედრო მთავრობა აჭიანურებდა და თვლიდა, რომ მიმდინარე რეფორმები არ იყო ბოლომდე მიყვანილი. 1973 წლის ბოლოსთვის რიგ დარგებში თავი იჩინა სამრეწველო წარმოების კრიზისის ნიშნებმა, რამაც გამოიწვია მოსახლეობის შემოსავლების შემცირება. რეჟიმისადმი უკმაყოფილოთა მიმართ მიმდინარე რეპრესიებმა, პოლიტპატიმრებისათვის საკონცენტრაციო ბანაკების შენარჩუნებამ გამოიწვია ის, რომ საბერძნეთის მოსახლეობის უფრო და უფრო მზარდი რაოდენობა ღიად გამოხატავდა სამხედრო დიქტატურის მიუღებლობას. რეჟიმის შერბილების მცირე პერიოდმა გეორგიოს პაპადოპულოსს სამხედროების მხარდაჭერა თანდათან დააკარგვინა. 1973 წლის ნოემბერში, როცა „შავი პოლკოვნიკების“ მიერ მკაცრად იქნა ჩახშობილი
25
ათენში პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტების ანტისამთავრობო გამოსვლები, სტუდენტური მღელვარებით, როგორც საბაბით, ისარგებლა დიმიტრიოს იონადისმა და შეიარაღებული ძალების უმაღლესი ოფიცრების ჯგუფთან ერთად 1973 წლის 25 ნოემბერს მოაწყო ახალი სამხედრო გადატრიალება და ჩამოაშორა პაპადოპულოსი ხელისუფლებას. ხელისუფლებაში მოვიდნენ სამხედრო ხუნტის „ხისტი“ ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც გამოდიოდნენ რეჟიმის ყოველგვარი ლიბერალიზაციის წინააღმდეგ. ქვეყანაში სამხედრო რეჟიმის შესანარჩუნებლად პრეზიდენტად დანიშნულ იქნა გენერალი ფედონ გიზიკისი, კვლავ იქნა შემოღებული სამხედრო მდგომარეობა და აღდგა დახურული საკონცენტრაციო ბანაკები. შემოღებულ იქნა ბეჭდური სიტყვის მკაცრი ცენზურა. ერთ-ერთი ამოცანა, რომელიც დაისახეს რადიკალებმა, იყო კვიპროსის მიერთება საბერძნეთთან. 1974 წლის ზაფხულში საბერძნეთის მმართველმა ხუნტამ დიმიტრიოს იონადისის ხელმძღვანელობით განახორციელა გადატრიალება კვიპროსში. ამან საბაბი მისცა თურქეთს, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და საბერძნეთთან ერთად წარმოადგენდა კუნძულის დამოუკიდებლობის გარანტს, შეჭრილიყო კუნძულზე თურქი კვიპროსელების უმცირესობის დაცვის საბაბით. საბერძნეთის მთავრობა იძულებული გახდა, გადასულიყო მობილიზაციაზე. იმის წყალობით, რომ იარაღი ჰქონდათ ბერძენ ოფიცრებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ დემოკრატიას, შესაძლებლობა მიეცათ,
26
მოეთხოვათ რეჟიმისაგან ხელისუფლების სამოქალაქო მმართველობისათვის.
გადაცემა
1974 წლის 23 ივლისს ათენთან საარმიო კორპუსის მიახლოების საფრთხის გამო საბერძნეთში სამხედრო მთავრობა დასრულდა. აღდგა სამოქალაქო უფლებები და არმიაზე სამოქალაქო კონტროლი. 1974 წლის სექტემბერში აღდგენილ იქნა პოლიტიკური პარტიების თავისუფალი საქმიანობა, ოქტომბერში გაუქმებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა, ამავე წლის 17 ნოემბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 8 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი მონარქიის აღდგენის თაობაზე. ქვეყნის მოსახლეობამ დაადასტურა უარყოფითი დამოკიდებულება მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა რესპუბლიკურ წყობას. 1975 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია.
გარდაცვალება და მემკვიდრეობა 1974 წელს, ხუნტის დამხობის შემდეგ, გეორგიოს პაპადოპულოსი ხუნტის წარმომადგენელთან ერთად გაასამართლეს სახელმწიფოს ღალატისთვის და ამბოხებისთვის. მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რომელიც მოგვიანებით კონსტანტინოს კარამანლისმა სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. პაპადოპულოსი სასჯელს იხდიდა ათენის ციხე „კორიდალოში“. „ისტორიამ განსაჯოს ჩემი საქციელი“, თქვა პაპადოპულოსმა. იგი სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ იხსნა ქვეყანა კომუნიზმისგან. 80 წლის მოხუცს ექიმებმა დაუსვეს კიბოს დიაგნოზი. იგი გარდაიცვალა გულის შეტევით 1999 წლის 27 ივლისს. (4) 27
დღეს გიორგიოს პაპადოლუსი ავტორიტარიზმისა და ქსენოფობიის სიმბოლოა. შვიდწლიანმა რეჟიმმა მოიტანა სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა და ზეწოლა, შეცვალა ბერძენი ხალხის დამოკიდებულება სამხედროების მიმართ: თუ ისინი ადრე მათ აღიქვამდნენ როგორც დამცველს, ამ შვიდი წლის განმავლობაში საზოგადოებამ გააცნობიერა, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ მათ, როცა ხელისუფლებაში ძალოვანი სტრუქტურები მოდიან. პაპადოპულოსის ხელისუფლებიდან ჩამოცილების ერთი 28
წლის გასვლის შემდეგ, 1974 წელს, საბერძნეთის სამხედრო ხუნტის დახმარებით კვიპროსელმა ბერძნებმა წამოიწყეს პუტჩი. საპასუხოდ თურქეთი კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში შეიჭრა. მოხდა უთანხმოება ევროკავშირის წევრ კვიპროსის რესპუბლიკასთან თურქეთის მიერ 1974 წელს კვიპროსში სამხედრო რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით. 1974 წლიდან თურქეთი არ ცნობს მეტწილად ბერძნული კვირპოსის რესპუბლიკას, როგორც კუნძულის ერთადერთ მმართველობას და ნაცვლად მხარს უჭერს დეფაქტო ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას, რომელიც მხოლოდ თურქეთის მიერ არის ცნობილი.
29
გამოყენებული წყაროები 1. GIORGIOS PAPADOPOULOS – DICTATOR OF GREECE http://www.britannica.com/biography/GiorgiosPapadopoulos 2. GREEK REGIME OF THE COLONELS http://www.gutenberg.us/articles/Greek_regime_of_the_ colonels#Western_music_and_film 3. HISTORY OF GREECE - THE RISE OF THE JUNTA http://www.ahistoryofgreece.com/junta.htm 4. HISTORY OF GREECE http://www.ahistoryofgreece.com/november17.htm 5. “ЧЕРНЫЕ ПОЛКОВНИКИ” В ГРЕЦИИ http://vivovoco.astronet.ru/VV/PAPERS/HISTORY/ GREECE.HTM 6. ИСТОРИЯ ГРЕЦИИ: “ЧЕРНЫХ ПОЛКОВНИКОВ“
ВОЕННЫЙ
http://www.greecetoday.ru/home/reports/20/
30
ПЕРЕВОРОТ
ავტორის მოკლე ბიოგრაფია
თამარ კაპანაძე დაბადების თარიღი: 1971 წლის 21 მაისი განათლება 1996 წელს - დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი ფსიქოლოგის კვალიფიკაციით. პროფესიული საქმიანობა 1996 - 1997 - ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის სოციოლოგიური განყოფილება, სოციოლოგი 1997 - 2005 - საქართველოს პარლამენტის აპარატი, ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირი“, მოწვეული სპეციალისტი 2006 - 2011 - საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტი, კანონშემოქმედებითი საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი 2011 - დღემდე - საქართველოს პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის ბიბლიოთეკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
31
ენების ცოდნა ინგლისური - თავისუფლად რუსული - თავისუფლად ოჯახური მდგომარეობა დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
32
სარედაქციო ჯგუფი ზურაბ ჯიბლაძე პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინე ბუაჩიძე პასუხისმგებელი რედაქტორი დალი ჯვარშეიშვილი ტექნიკური რედაქტორი გია არაბული მხატვრული რედაქტორი გიორგი ჯიბლაძე კონსულტანტი ზაზა კირთაძე ლოგისტიკის სპეციალისტი ანდრო გაფრინდაშვილი პროგრამისტი
33