ბესიკ ლოლაძე

Page 1

2016 #1

ბესიკ ლოლაძე სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი გამოწვევები

სერია: სამართლებრივი პოლიტიკა


W W W . g e o r g i a n p o l i t i c s . c o m

ძვირფასო მეგობრებო! სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ნებისმიერი მმართველობის უპირველესი მიზანია, რადგან იგი საწინდარია ქვეყნის სოციალურპოლიტიკური თუ ეკონომიკური წინსვლა-განვითარებისა. მაგრამ მსოფლიოს ისტორიაში უამრავი მაგალითია იმისა, რომ სამა­ რთლებრივი სახელმწიფოს აშენების ნაცვლად მყარდება დიქტატორული რეჟიმი თავისი დამანგრეველი შედეგებით. „ქართული პოლიტიკის“ რედაქცია სერიით „მსოფლიოს დიქტატორთა მუზეუმი“ მიზნად ისახავს, მეცნიერულად გააანალიზოს დიქტატურის და მასთან ბრძოლის აქტუალური საკითხები, ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რაც ხელს უშლის სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ახალი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის სტრატეგიული ამოცანებისა და პრიორიტეტული ვექტორების განსაზღვრას. „ყველამ კარგად უნდა შევისწავლოთ მსოფლიოს დიქტატორთა მიერ განვ­ლილი ცხოვრების გზა, მათი ბიოგრაფიები, აზრები და საქმეები, უკეთესი მომავლის სახელით ჩადენილი საზარელი დანაშაულებები, რათა უკეთესად დავინახოთ და შევაფასოთ მმართველი ელიტის ავტორიტარული მიდრეკილებები და თავნებობა“ - გასული საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის სომერსეტ მოემის ამ სიტყვებს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა და, ალბათ, ყურადსაღები იქნება მომავალი თაობებისთვისაც. თანამედროვე მეცნიერები ისტორიულ პიროვნებათა მოღვაწეობის კვლევასთან ერთად დიდ ყურაღებას უთმობენ პოლიტიური მოღვაწეების სოციალურ-ფსიქოლოგიური პორტრეტის შესწავლას, ექსპერტთა მიერ ,,პოლიტიკური დახასიათებების’’ შედგენას და ა.შ., რაც დიქტატორული მმართველობის დამყარების წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვების საუკეთესო გარანტიაა. „ქართული პოლიტიკის“ რედაქცია ღიაა თანამშრომლობისთვის და მოგმართავთ მეცნიერებს, სახელმწიფო მოხელეებს, პოლიტიკოსებს - ნუ მოერიდებით საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას და გადმოაგზავნეთ სათანადოდ რედაქტირებული ნაშრომი შემდეგ ელექ­ტრონულ მისამართზე: info@georgianpolitics.com. გამოცემების ციფრული ვერსია საჯარო სამსახურის ბიუროს დახმარებით უსასყიდლოდ პერსონალურად მიეწოდებათ სახელმწიფო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებში დასაქმებულებს, საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, წარჩინებულ სტუდენტებს. აგრეთვე ის განთავსდება ჟიული შარტავას სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის პოლიტიკური ლიტერატურის ბიბლიოთეკის ვებგვერდზე - www.politlibrary.ge. ამჯერად რედაქცია ცალკე ბროშურის სახით გამოსცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, თავდაცვის მინისტრის საპარლამენტო მდივნის, სამართლის დოქტორის ბესიკ ლოლაძის ნაშრომს “სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი გამოწვევები”. ყველამ ერთად შევუწყოთ ხელი „კარგი მმართველობის“ განხორციელებას საქართველოში.


besik lolaZe samarTlebrivi saxelmwifos ZiriTadi gamowvevebi

gamomcemeli: Jiuli Sartavas saxelmwifo politikis da marTvis sadoqtoro skola


შესავალი ნაშრომს არ აქვს სრულყოფილების პრეტენზია არც რაოდენობრივი და არც ხარისხობრივი თვალსაზრისით. ეს განპირობებულია ობიექტური მიზეზებით. სამართ­ ლებრივი სახელმწიფო ფართო ცნებაა, რომელიც შედგება უამრავი ელემენტისაგან, ძირითადი და მეორეხარისხოვანი ნიშნებისაგან. მეცნიერებაში მიმდინარეობს დისკუსია როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს დეფინიციასთან, ასევე მის ელემენტებთან და მათ ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებით. არ არსებობს ერთიანი აზრი, ვხვდებით რადიკალურ მოსაზრებებსაც (მაგალითისათვის, სამართლებრივი სახელმწიფოს ე.წ. სუმატური გაგების მიმდევრები საერთოდ უარყოფენ სამართლებრივ სახელმწიფოს, როგორც პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე დამოუკიდებელ სამართლებრივი ცნებას და აღიქვამენ მას, როგორც ცალკეული ელემენტების ჯამს). საქმეს ართულებს ის გარემოებაც, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მჭიდრო კავშირშია კონსტიტუციით აღიარებულ სხვა პრინციპებთან, განსაკუთრებით დემოკრატიის, რესპუბლიკისა და სოციალური სახელმწიფოს პრინ­ ციპებთან. ხშირია მათ შორის კვეთა და ზოგჯერ, დაპირისპირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის ან განვითარების მეტ-ნაკლებად სრულყოფილი კონცეფციის ჩამოყალიბება, მით უმეტეს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარება დინამიურობით ხასიათდება, რასაც მისი ისტორიაც ადასტურებს. სამართლებრივი

2


სახელმწიფოს „კონცეფცია“ უკვე არსებობს კონსტიტუ­ ციის სახით, რომელიც განამტკიცებს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და მის ელემენტებს. ამიტომ, ვფიქრობთ, რაიმე ახალი კონცეფციის ჩამოყალიბების

3


ნაცვლად, გაცილებით გონივრული იქნება თუ ყურადღებას ორ მთავარ მომენტზე გავამახვილებთ: სამართლებრივი სახელმწიფოსა და მისი ელემენტების მეცნიერული კვლევის გააქტიურება. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს კონსტიტუციის შესაბამისი დებულებების მართებული და სრულყოფილი განმარტება. ამ თვალსაზრისით, დღევანდელი მდგომარეობა სახარ­ბიელო არ არის. არ არსებობს კონსტიტუციის ტექსტის სრული კომენტარი. დღეისათვის გამოცემული კომენტარები შემოიფარგლება მხოლოდ კონსტიტუციის მე-2 თავით და შეეხება ძირითად უფლებებს. ასევე არ არსებობს ვრცელი სამეცნიერო კვლევა ქართულ ენაზე. ამ პრობლემის მოგვა­რება გააუმჯობესებდა იურიდიული განათლების ხარისხს, წაადგებოდა სახელმწიფო ორგანოებს მათ საქმიანობაში და გაზრდიდა საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს სამართლებრივ სახელმწიფოსთან დაკავშირებით. სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების ხელშე­ მშლელი მიზეზების იდენტიფიკაცია და მათი აღმო­ ფხვრა. ეს უნდა მოხდეს სწორი მეცნიერული ანალიზის საფუძველზე, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც პოლიტიკურ ნებას აქვს. სამართლებრივი სახელმწიფოს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა მოითხოვს სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან შესაბამისი მოქმედებების განხორციელებას და აქტების გამოცემას, კონსტიტუციის ცვლილებების ჩათვლით. ამა თუ იმ მიმართულებით სამეცნიერო საქმიანო­ ბის ხელშეწყობის თემა, შესაბამისი პროგრამების განხორციელება განათლებისა და მეცნიერების სფეროს მესვეურთა პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, ქვემოთ 4


მხოლოდ ის გამოწვევებია ჩამოთვლილი და მოკლედ გაანალიზებული, რომელთა დაძლევა დააჩქარებდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დამკვიდრებას საქართველოში.

სამართლებრივი სახელმწიფოს გაგება სამართლებრივ სახელმწიფოზე და მის წინაშე არსებულ პრობლემებზე ნებისმიერი საუბარი აზრს კარგავს მისი არსისა და მიზნის სწორი დეფინირების გარეშე. საქართველოში, ამ მიმართებით, გარკვეული დეფიციტი შეინიშნება. მაგალითისათვის, ხშირად ადგილი აქვს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის მნიშვნელობის რედუცირებას კანონის უზენაესობის იდეამდე. მართალია, ნომოკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს კონცეფციის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, მაგრამ ამ ფორმალურ პრინციპზე და, ზოგადად, ფორმალურ სამართლებრივ სახელმწიფოზე ორიენტირება დიდ საფრთხეს შეიცავს, რაც დაადასტურა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურის დროს განვითარებულმა მოვლენებმა.

5


ისტორიის მწარე გაკვეთილების გათვალისწინებით, თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფო, ფორმალური ელემენტების გარდა, მატერიალურ ელემენტებს და, უპირველესად, სამართლიანობას გულისხმობს. სამართლებრივი სახელმწიფო არის სამართლიანი სამართლის სახელმწიფო, რომლის არსიც მდგომარეობს სახელმწიფო ხელისუფლების სამართლით შეზღუდვაში ინდივიდუალური თავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთანავე, შესაძლებელია თავისუფლების გონივრული და თანაზომიერი შეზღუდვა საჯარო ინტერესისა და სხვათა თავისუფლების დაცვის მიზნით. ყველაზე მოკლე განმარტების მიხედვით სამართლებრივ სახელმწიფოს „ზომიერების სახელმწიფო“ ეწოდება. ძირითადი უფლებებით ბოჭვა ცოდნის დეფიციტი. ძირითადი უფლებებით ბოჭვის პრინციპი განმტკიცებულია კონსტიტუციის მე-7 მუხლში. ის ვრცელდება ხალხზე და სახელმწიფოზე სახელმ­ წიფო ხელისუფლების განხორციელებისას. ძირითადი უფლებებით შეზღუდულია ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ძირითადი უფლებების დაცვას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ვხვდებით ელემენტარული ცოდნის დეფიციტს. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა სამართალდამცავი ორგანოებისა და სასა­ მართლოს შემთხვევაში. ამ ორგანოთა თანამშრომლებს და მოსამართლეებს ძირითად უფლებებზე, როგორც წესი, აქვთ ზოგადი ინფორმაცია. ამავდროულად, მათ ნაკლებად ესმით, თუ რაში გამოიხატება ძირითადი უფლებებით ბოჭვა მათ საქმიანობაში. 6


კონსტიტუციის სწორი განმარტების აუცილებლობა. კონსტიტუციით გათვალისწინებული ძირითადი უფლებების შინაარსის მართებულ ინტერპრეტაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ძირითადი უფლებით ბოჭვის ადრესატმა კარგად უნდა იცოდეს, სად გადის მისი თავისუფალი მოქმედების ზღვარი. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადალახა ფორმალისტური მიდგომების ნეგატიური ტენდენცია, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული გამოწვევები. ძირითადი უფლებების ჯგუფის სწორად განსაზღვრა. ამ კონტექსტში გადამწყვეტია კონსტიტუციის 39-ე მუხლის მართებული განმარტება. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც მასში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციური პრინციპებიდან. ეს ნორმა იძლევა ძირითადი უფლებების „ექსპორტის“ საშუალებას, თუმცა მისმა გადამეტებულად ფართო განმარტებამ, რომელსაც ვხვდებით საკონსტიტუციო სასამა­რთლოს პრაქტიკაში, შეიძლება ნეგატიური შედე­ გები გამოიწვიოს. ეს განსაკუთრებით შეეხება ახალი სოციალური უფლებების შემოტანას ქართულ კონსტი­ ტუციურ-სამართლებრივ სივრცეში სახელმწიფოს ობიექტუ­რად შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე. კანონმდებლის უმოქმედობა. ძირითადი უფლებებით ბოჭვის პრინციპის მთავარი ადრესატი კანონმდებელია. ამ პრინციპის არსი არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ პარლამენტს ეკრძალება არაკონსტიტუციური კანონების

7


მიღება, არამედ კანონმდებელს ძირითადი უფლებების დარღვევა უმოქმედობითაც შეუძლია. მაგალითისათვის, ამა თუ იმ უფლების სრულყოფილი რეალიზაცია შეიძლება მოითხოვდეს კანონის მიღებას. ამ დროს კანონმდებლის პასიურობა არ ჯდება კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოებში. თანაზომიერების პრინციპი ცოდნის დეფიციტი. თანაზომიერების პრინციპი არ არის შექმნილი მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის ან საკონსტიტუციო სასამართლოსათვის. მართალია, ის პირდაპირ არ მოიხსენება კონსტიტუციაში, მაგრამ როგორც სამართ­ ლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ელემენტი, მაინც გარანტირებულია. თანაზომიერების პრინციპის მთავარი მიზანია სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის შეზღუდვა. ამას ის ახორციელებს, ერთის მხრივ, სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ, 8


მათი მიღწევის საშუალებებისათვის გარკვეული სტანდარტების დაწესებით. სახელმწიფო ხელისუფლების განმახორციელებელი თითოეული სუბიექტი ვალ­ დებულია, რომ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ამისათვის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება, არ მოახდინოს უფლე­ბებისა და თავისუფლებების გადამეტებული შეზღუდვა. სამწუხაროდ, ამის შეგნება, განსაკუთრებით ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან, არ არის სათანადო დონეზე.

სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი განსაზღვრულობის პრინციპი. კანონები და კანო­ ნქვემდებარე აქტები ხშირად არ შეესაბამება განსა­ ზღვრულობის პრინციპს. კანონმა სამართლებრივი ურთიერთობები ნათლად და არაორაზროვნად უნდა მოაწესრიგოს. ნორმა უნდა იყოს გასაგები როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე სახელმწიფო მოხელეებისათვის, რათა მოხდეს მისი სწორი გამოყენება და შესრულება. კანონმდებელმა ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი ნება, იდეა და მიზანი. სამწუხაროდ, ზოგჯერ კანონს ისეთი ფორმა აქვს, რომ იძლევა მისი გამოყენებისას და განმარტებისას თვითნებური მოქმედების საშუალებას. ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით ვლინდება ძირითადი უფლებების შეზღუდვისას, როდესაც კანონი განსაზღვრულობის მაღალ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. სამართლებრივი სტაბილურობა და ნდობის დაცვა. ეს თემა განსაკუთრებით აქტიურდება ნორმებისათვის 9


უკუ­ძალის მინიჭების შემთხვევაში. ნებისმიერი ასეთი შემთხვევა საჭიროებს ანალიზს და აწონ-დაწონვას, თუ რა არის უფრო მნიშვნელოვანი - უკუძალის მინიჭება თუ მოქალაქეთა ნდობა არსებული სამართლებრივი მდგომარეობის მიმართ. იგივე არის საჭირო სხვა აქტების გამოცემისას, რომლებსაც არ აქვთ უკუძალა. სამართლებრივ სტაბილურობას ასევე დიდ ზიანს აყენებს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების ხშირი ცვლა ობიექტური მიზეზების გარეშე.

ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპი ხელისუფლების ვერტიკალური დანაწილება. პრობ­ ლემატურია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტა­ ტუსი. ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციების წრე ძალიან ვიწროა და გონივრულ გავაფთოებას საჭიროებს. ძალიან მაღალია ადგილობრივი ხელისუფლების ფორმირებაში ცენტრის ჩარევის ხარისხი. არსებობს ცვლილებების განხორციელების საჭიროება, თუმცა ამ პროცესში გასათვალისწინებელია წარსულის ნეგატიური გამოცდილება. მოსალოდნელი გამოწვევები არსებული სისტემის პირობებში. დღეისათვის მოქმედი მოდელის მიხედვით, საქართველოში როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმას­ რულებელ ხელისუფლებაში ერთი პოლიტიკური ძალა დომინირებს. ზოგადად, ეს დამახასიათებელია მსგავსი სისტემებისათვის, რამაც შეიძლება გართულებები გამოიწვიოს, ხელისუფლებათა დანაწილების თვალ­ საზრისით. ამ კონტექსტში უპრიანი იქნებოდა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა: 10


99ოპოზიციის გაძლიერება. ქართული მოდელის მსგავს მოდელებში ხელისუფლებათა დანაწილების ხაზი არა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, არამედ მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის გადის, რომელიც ხელისუფლების დაბალანსებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. უნდა გააქტიურდეს პოლიტიკური უმცირესობის დაცვის ტრადიციული კონსტიტუციური მექანიზმები. გარდა ამისა, შესაძლებელია ვიფიქროთ სხვა ფორმებზეც, რომლებიც გაზრდის ოპოზიციის გავლენას და მისი აზრის გათვალისწინების ხარისხს გადაწყვეტილებების მიღებისას. 99სასამართლო ხელისუფლების გააქტიურება. სახელი­ სუფლო ბალანსის შენარჩუნებისათვის დიდი მნიშ­ ვნელო­ბა ენიჭება სასამართლო ხელისუფლების, განსაკუთ­რებით კი - საკონსტიტუციო სასამართ­ლოს, საქმიანობას. სასამარ­თლო ხელისუფლების რეფო­ რმირების პროცესს უნდა მოჰყვეს მისი გაძლიერება და უფლებამოსილებების განვრცობა. 11


99ორპალატიანი პარლამენტი. ამგვარ სისტემას აქვს პოზიტიური გავლენის მოხდენის პოტენციალი ხელისუ­ფლებათა როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტი­კალურ დანაწილებაზე, თუმცა პალატები უნდა აირჩეოდეს სხვადასხვა დროს და განსხვავებული სისტემით. ამით იზრდება იმის შანსი, რომ მათი შემადგენლობები განსხვავებულად დაკომპლექტდეს.

12


სამართლის უზენაესობა კონსტიტუციის უზენაესობა. აუცილებელია შესა­ ბამისი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა ამ პრინ­ ციპის სრულყოფილი განხორციელებისათვის. დღეისა­ თვის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები და სასამართლოს გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება შემოწმებას კონსტიტუციურობის თვალსაზრისით. ზოგადი საკანონმდებლო დათქმა. კონსტიტუცია ხშირად მიუთითებს, რომ ესა თუ ის საკითხი უნდა მოწესრიგდეს კანონით. ამავდროულად, დაისმის კითხვა, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ე.წ. კონკრეტული საკანონმდებლო დათქმა. კონსტიტუციიდან გამომდინარე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად საკითხებზე აუცილებელია, გადაწყვეტილება მიიღოს პარლამენტმა. ამავდროულად, არსებობს სივრცე, ერთი მხრივ, ძირითად საკითხებსა და მეორე მხრივ, პოლიტიკის განხორციელებას შორის, რაც მთავრობის ამოცანაა. ამ სივრცეში უპირატესობა პარლამენტს უნდა მიენიჭოს, რადგანაც მისი დემოკრატიული ლეგიტიმაციის ხარისხი უფრო მაღალია. ამასთანავე, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ისეთი ბუნდოვანი კანონები, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებას მოქმედების შეუზღუდავ თავისუფლებას მიანიჭებს. სამოსამართლო სამართალი. კანონი სასამართლო ხელისუფლებასაც ბოჭავს, თუმცა ეს არ გამორიცხავს მოსამართლეთა შემოქმედებით მიდგომას და ე.წ. სამოსამართლო სამართლის განვითარებას, რაც მართლმსაჯულებას უფრო მოქნილს და ეფექტურს ხდის. მიუხედავად ამისა, სასამართლო უნდა დარჩეს სამართალშემფარდებელ ორგანოდ და არ უნდა იღებდეს კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს.

13


სასამართლო უფლება კანონიერ მოსამართლეზე. საქმის განმხი­ლველი მოსამართლის განსაზღვრა და სასამართლოე­ბში საქმეების განაწილება უნდა ხორციელდებოდეს სუბიექტური გავლენებისაგან დამოუკიდებლად. მიზანშეწონილია, თუ ეს მოხდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ამ ნაბიჯით მნიშვნელოვნად შემცირდება მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენისა და მათი მიკერძოებულობის რისკი. აღნიშნული პრობლემა მოსაგვარებელია როგორც საერთო სასამართლოებში, ისე საკონსტიტუციო სასამართლოში. სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს უფლება გულისხმობს სასამართლოების მოვალეობას, დაასაბუთონ გადაწყვეტილებები. ამ თვალსაზრისით, საერთო სასამართლოების პრაქტიკა კატასტროფულია. ხშირია შემთხვევა, როდესაც ხდება მხარეთა მიერ წარდგენილი არგუმენტების იგნორირება. სასამართლოების ამგვარი მიდგომა ხელყოფს მხარეთა ღირსებასაც, რადგანაც ირღვევა ე.წ. ობიექტის ფორმულა - პირი ხდება სასამართლო პროცესის უბრალო ობიექტი და არა სრულფასოვანი სუბიექტი. მოსამართლეთა დანიშვნა. მოსამართლის უვადოდ გამწესება აძლიერებს მის დამოუკიდებლობას. ეს ეფექტი სუსტდება 3 წლამდე ვადით გამწესების შესაძლებლობით. თუ დავაკვირდებით კონსტიტუციის ნორმას, უვადო გამწესება ზოგად წესს წარმოადგენს, ხოლო ვადიანი კი - გამონაკლისს. კონსტიტუციის სულისკვეთებას არ იზია­რებს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომელიც გამონაკლისს წესად აქცევს სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს

14


მოსამართლეები ინიშნებიან 3 წლის ვადით. უნდა გამოიყოს კატეგორიები, რომელთა დანიშვნა უნდა განხორციელდეს პირდაპირ უვადოდ. მაგალითისათვის, გაურკვეველია, თუ რატომ უნდა გაიაროს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა მოსამართლემ, რომელსაც 10-წლიანი გამოცდილება აქვს და იუსტიციის საბჭო კვლავ უჭერს მხარს მის მოსამართლედ დანიშვნას. ბუნდოვანია 3-წლიანი ვადის განმავლობაში მოსამართლის შეფასების წესიც. კანონით მოცემული შეფასების კრიტერიუმები არ არის ნათელი და დიდია სუბიექტური დამოკიდებულების საფრთხე. მოსამართლეთა დაწინაურება. კანონი განსაზღვრავს მოსამართლეთა დაწინაურების მხოლოდ ერთ წინა­ პირობას - ის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში უფლე­­­ბამოსილებას უნდა ახორციელებდეს 2 წელი მაინც. ამავდროულად კანონი სრულად აცხადებს უარს დაწინაურების კრიტერიუმების განსაზღვრაზე და ამ

15


საკითხის მოწესრიგებას ანდობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს არღვევს საკანონმდებლო დათქმის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხზე კანონმდებელმა უნდა ჩამოაყალიბოს თავისი ნება, განსაზღვროს ის ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც იმოქმე­ დებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. იუსტიციის უმაღლესი საბჭო. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა აღიქმებოდეს მოსამართლეთა კორპუსის და არა მათი გარკვეული ჯგუფის ან ჯგუფების ინტერე­ სთა დაცვის ორგანოდ. შესამცირებელია სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების არეალი. ამისათვის, საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ეყრდნობოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს. გარდა ამისა, უნდა გაჩნდეს ამ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების შესაძლებლობა მათი კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესამოწმებლად.

16


საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირება და შიდა ორგანიზაცია: 99 მსუბუქი და ბუნდოვანი მოთხოვნები საკონსტი­ტუ­

ციო სასამართლოს წევრობის კანდიდატისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი უნდა იყოს არა მხოლოდ გამორჩეული და გამოცდილი იურისტი, არამედ პიროვნება, რომელზე ზეგავლენის მოხდენის რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. არსებული მოთხოვნების გამკაცრება და ახალი კონკრეტული მოთხოვნების დამატება, უცხოეთის გამოცდილების გათვალისწინებით, შეამცირებდა სუბიეტური მომენტის გავლენას კანდიდა­ტის შერჩევისას. 99პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევისათვის აუცილებელი დაბალი ქვოტა. არჩევა ხმების უბრალო უმრავლესობით ამცირების პოლი­ტიკურ ძალთა შორის კონსენსუსის აუცილებლობას. ეს უარყოფით გავლენას ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. 99საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა. აზრთა სხვადასხვაობის გამო პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის შესაძლებელია, რომ გაძნელდეს საერთო კანდიდატურაზე შეთანხმება. საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას წაადგება, თუ ეს პროცედურა სასამართლოს შიგნით, გარე ჩარევის გარეშე წარიმართება.

17


99საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, როგორც მოსამართლის, პასიური როლი. მოქმედი კანონმდებლობით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფრო ადმინისტრაციულ ფუნქციებს ახორციელებს, ვიდრე სამოსამართლეო საქმიანობას. ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია საკონსტიტუციო

18


სასამართლოს კოლეგიების რიცხვის 2-დან 3-მდე გაზრდით. თავმჯდომარე უხელმძღვანელებდა ერთ-ერთ კოლეგიას და გააქტიურდებოდა, როგორც მოსამართლე. ეს გაზრდიდა სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობასაც. 99საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენის უფლების მონოპოლიზება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ. ყველა მოსამართლეს უნდა მიეცეს თანაბარი შანსი ამ თანამდებობის დასაკავებლად. 99საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მოადგილეების ხელახლა არჩევის შესაძლებლობა. ეს წარმოადგენს მათზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებას, თანამდებობის ხელმეორედ დაკავების პერსპექტივიდან გამომდინარე. საკონსტიტუციო პარლამენტთან:

სასამართლოს

ურთიერთობა

99საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება. არსებობს შემთხვევები, როდესაც პარლა­ მენტმა მოადხინა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება. ამ შემთხვევაში ძნე­ ლია, პარლამენტის ან მისი წევრების მიმართ რაიმე სახის სანქციებზე საუბარი. უნდა არსებობდეს იმის შეგნება, რომ საკონსტიტუციო სასამართ­ ლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არღვევს კონსტიტუციის უზენაესობის პრინციპს და აზიანებს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტს.

19


99საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილე­ბების „გადაფარვა“. გადაფარვაში იგულისხმება არაკონსტი­ ტუციურად გამოცხადებული ნორმის მსგავსი შინაარსის ახალი ნორმის მიღება. პარლამენტის ეს ნაბიჯი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად, როდესაც ეს გამოწვეულია სამართ­ ლებრივი ან ფაქტობრივი გარემოებების მნიშვნელოვანი ცვლილებით. 99ნორმის კონსტიტუციის შესატყვისი განმარტება. ეს კომპრომისული ვარიანტია საკონსტიტუციო სასამა­ რთლოსა და პარლამენტს შორის ურთიერთობებში. თუ სადავო ნორმის განმარტების ერთ-ერთი ვერსია მაინც შეესაბამება კონსტიტუციას, ის ძალაში რჩება იმ პირობით, რომ პრაქტიკაში მოხდება მისი სწორედ ამგვარი განმარტება. საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის შესატყვის განმარტებას გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოსაგან განსხვავებული ფორმა მისცა. ის არაკონსტიტუციუ­ რად და ძალადაკარგულად აცხადებს ნორმის გარკვეულ ნორმატიულ შინაარსს და ამის თაობაზე მიუთითებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. თავისი არსით ეს არ არის ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება, არამედ წარმოადგენს მისი ინტერპრეტაციის ერთ-ერთი ვარიანტის აკრძალვას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლეს შემთხვევებში არ აქვს რეაგირების შესაძლებლობა მისი გადაწყვეტილების იგნორირებაზე.

20


99თხოვნა კანონმდებლისადმი. საკონსტიტუციო სასა­ მართლოს გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილში ხანდახან გვხვდება თხოვნა კანონმდებლისადმი. ეს ინსტიტუტი, ერთი მხრივ, პოზიტიურ როლს თამაშობს იმ თვალსაზრისით, რომ კანონმდებელს მიეთითება კანონმდებლობაში არსებული ვაკუუმის ან ხარვეზის შესახებ. ამავე დროს, არსებობს თხოვნის იგნორირების რისკი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტი. აქედან გამომდინარე, კანონმდებლისადმი ასეთი ტიპის თხოვნების გამო­ყენება წინდახედულად უნდა მოხდეს. გარდა ამისა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მათი განთავსება ეწინააღმდეგება კანონს. 99გადაწყვეტილების აღსრულების გადადება. ეს ინსტიტუტიც პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის კომპრომისს ემსახურება. მისი გამოყენებით პარლამენტს ეძლევა გონივრული ვადა, რომ თავად გამოასწოროს არსებული მდგომარეობა. აღსრულების გადადება, როგორც წესი, მაშინ ხდება, როდესაც სადავო ნორმის მყისიერი გაუქმებით ძირითადი უფლებებისათვის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას მივიღებდით. აღსანიშნავია, რომ აღსრულების გადადების ინსტიტუტი ეწინააღ­ მ­დე­გება კონსტიტუციას, რადაგანაც კონსტიტუ­ ცია ითვალისწინებს, რომ არაკონსტიტუციურად გამოცხა­დ ებული ნორმა ძალას კარგავს შესაბამისი გადაწ­ყვე­ტ ილების გამოქვეყნებიდან. აქედან გამო­ მდი­ნ არე, აუცილებელია შესაბამისი ცვლილების განხორციე­ლ ება.

21


კონსტიტუციის კონტროლი:

ცვლილებების

კონსტიტუციური

99შემოღების აუცილებლობა. გამოვყოფთ მხოლოდ უმნი­შვნელოვანეს არგუმენტებს. უპირველეს ყოვ­ლისა, უნდა გავიხსენოთ ახლო წარსული, როდესაც პარლამენტმა 2006 წლის 27 დეკემბრის ცვლილებებით განახორციელა პარლამენტისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების მიმდინარე ვადების ცვლილება, რამაც დაარღვია დემოკრა­ ტიისა და სახალხო სუვერენიტეტის პრინციპები. კონსტიტუციის ცვლილებების კონსტიტუციური კონტროლის აუცილებლობაზე თავად კონს­ ტიტუციაც მიგვანიშნებს, როდესაც აცხადებს, რომ სახელმწიფო ხელი­ს უფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. ეს მოთხოვნა კანონმდებელზეც ვრცელდება, მათ

22


შორის, კონსტიტუციის შეცვლისას. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს უმრავლესობის დაბა­ ლანსებას. კონსტიტუციის ცვლილებისას უმრავ­ ლესობა ფაქტობრივად უკონტროლოა. ეს ფაქტი საფრთხეს უქმნის კონსტიტუციის ფუძემდებ­ ლურ პრინციპებს და აძლიერებს დემოკრატიის უმრავლესობის თვითნებობაში გადაზრდის რისკს. 9 9მუდმივობის გარანტია. მუდმივობის გარანტია არის კონსტიტუციის ჩანაწერი, რომელიც ადგენს ხელშეუხებელ, მუდმივ კონსტიტუციურ ფასეუ­ ლობებს და ქმნის კონსტიტუციის ცვლილებები­ სადმი მატერიალურ-სამარ­თ ლებრივ მოთხოვ­ ნებს. კონსტიტუციაში მისი გაჩენის შემთხვევაში გაიზრდებოდა ისეთი ფუნდამენტური პრინ­ც იპების დაცვის ხარისხი, როგორიცაა სამართლებრივი სახელ­მწიფო, დემოკრატია, სოციალური სახელმ­წი­ ფო, ძირითადი უფლებებით ბოჭვა, ღირსება და ა. შ. კონსტიტუციური კონტროლის მასშტაბების გაფართო­ება: 99კონსტიტუციური კონტროლის მასშტაბების გაფარ­ თოების არგუმენტები: yy კონსტიტუციის მოთხოვნები. სახელმწიფო ხელი­ს უფლების განხორციელება, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ხდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში. კონსტიტუციის უზე­ ნაესობისა და ძირითადი უფლებებით ბოჭვის პრინციპებიც არ უშვებენ გამონაკლისს ისევე, როგორც მოსამართლეთა კონსტიტუციით ბოჭვის პრინ­ც იპი. კონსტიტუციის ეს მოთხოვნები საჭიროებს ეფექტიან უზრუნველყოფას საკონ­ 23


სტიტუციო მართლმსაჯულების მხრიდან. y y პრაქტიკული გამოცდილება. საკონსტიტუციო სასა­მა­რ თლოს კომპეტენციის არარსებობის გამო არ შეუძლია ძირითადი უფლებების და­ ცვა. ამის მაგალითები სასამართლოს ისტო­­ რიაში მრავლადაა. აღსანიშნავია, რომ ადა­ მიანის უფლებათა ევროპულმა სასამართ­ლომაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართ­ ლოსათვის მიმართვა არ ჩათვალა დაცვის ეფექტიან საშუალებად. 9 9კონსტიტუციური კონტროლის შესაძლო მიმართულებები:

გაფართოების

y y ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების კონტ­რ ოლი. ეს იძლევა მმართველობითი საქმიანობის სრული კონსტიტუციური კონტ­ როლის საშუალებას. დღეის მდგომარეობით, ამ საქმიანობის უდიდესი ნაწილი კონსტიტუციურ კონტროლს არ ექვემდებარება. y y საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებათა კონსტი­ტ უციურობის კონტროლი. ძირითადი უფლების დარ­ღ ვევა შეიძლება მოხდეს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც. ამგვარ შემთხვევებში მოქალაქე ფაქტობრივად დაუცველი რჩება. აქედან გამომდინარე, აუცი­ ლებელია საერთო სასამართლოების საბო­ლოო გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასა­ მართლოში გასაჩივრების შესაძლებლობის გაჩენა. აღსანიშნავია, რომ ეს ინსტიტუტი

24


შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში. y y რეფორმის ორგანიზაციული მხარე. საკონს­ ტიტუციო სასამართლო, ორგანიზაციული თვალ­ს აზრისით, მზად არ არის გაფართოებუ­ ლი უფლებამოსილებების განსა­ხორციელებლად. აქე­დან გამომდინარე, აუცილებელი იქნება სასამა­რ თლოში კოლეგიათა რიცხვის გაზრდა, სასამართლოს აპარატის გაძლიერება, პროცე­ სუალური ნორმების გამარტივება და ა. შ. საკონსტიტუციო სარჩელის მოთხოვნებით მკაცრი შეზღუდვის გაუქმება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც ამ ფორმალური შეზღუდვის გამო დაზიანდა ძირითადი უფლებების დაცვის ინტე­რესი. სასამართლო აშკარად არ უნდა გასცდეს დავის საგნის ფარგლებს. ამავდროულად, მან ამ ფარგლებში არ უნდა მოახდინოს მნიშვნელო­ვანი საკითხების იგნორირება. მაგალითისათვის, უნდა გაუქმდეს ისეთი ნორმები, რომლებიც არ გასაჩივრებულა, მაგრამ აზრს კარგავს სადავო ნორმის გაუქმებით ან ორგანულადაა დაკავშირებული მასთან.

25


ავტორის მოკლე ბიოგრაფია

ბესიკ ლოლაძე დაბადების თარიღი: 10 მარტი, 1975 წელი

განათლება 1992 - 1997 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვალიფიკაცია - იურისტი, სპეციალობა - სამართალმცოდნე, კონსტიტუციური სამართალი; 1998 - 2001 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრაზე; 2002 - 2003 - პოტსდამის უნივერსიტეტის მუნიციპალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, სამეცნიერო კვლევა: „ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა“; 2011 - მაქს-პლანკის ინსტიტუტი საზღვარგარეთული საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლისათვის, სამეცნიერო კვლევა სამართლებრივი სახელმწიფოს საკითხებზე; 2011 - 2015 - პოტსდამის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, პრომოცია თემა: „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში“.

26


სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი

სამუშაო გამოცდილება 1998 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო სამართლის დეპარტამენტი, მრჩეველი; 1998 - 1999 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1999 – 2000 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; 2000 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების დეპარტამენტის უფროსი; 2000 – 2001 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ნორმატიული აქტების რეგისტრაციისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი; 2001 - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავმჯდომარის თანაშემწე; 2001 – 2003 - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი; 2003 – 2004 - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, აპარატის უფროსი; 2004 / I სემესტრი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მოწვეული მასწავლებელი, სალექციო კურსი მუნიციპალურ სამართალში;

27


2004 – 2005 - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2005 – 2006 - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2006 – 2010 - საქართველოს საკონსტიტუციო სასამა­რთ­ ლო, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თავმჯდომარის მოადგილე; 2011 – 2014 - პოტსდამის უნივერსიტეტის მუნიცი­ პალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, მოწვეული მეცნიერთანამშრომელი; 2014 - შპს „ორიენტ ლოჯიკი“, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფების კოორდინატორი; 2014 – 2015 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწა­ ვლო კურსი - სამართლებრივი სახელმწიფო - მდგომარეობა, პრობლემები, პერსპექტივები; 2014 – 2015 - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ძირითადი უფლებების კურსი; 2015 - დღემდე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის საპარლამენტო მდივანი.

უცხო ენები გერმანული, რუსული, ინგლისური

ოჯახური მდგომარეობა ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

28


სარედაქციო ჯგუფი ზურაბ ჯიბლაძე პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი მარინე ბუაჩიძე პასუხისმგებელი რედაქტორი დალი ჯვარშეიშვილი ტექნიკური რედაქტორი გია არაბული მხატვრული რედაქტორი გიორგი ჯიბლაძე კონსულტანტი ზაზა კირთაძე ლოგისტიკის სპეციალისტი ანდრო გაფრინდაშვილი პროგრამისტი

29


Jiuli Sartava 1944-1993 ww. erovnuli gmiri, wminda giorgis oqros, vaxtang gorgaslis pirveli xarisxis da sxva ordenebis kavaleri, generalmaiori

Jiuli Sartavas saxelobis saxelmwifo politikis da marTvis sadoqtoro skola axorcielebs umaRlesi akademiuri ganaTlebis mesame safexuris (doqtorantura) profesiul saganmanaTleblo programebsa da samecniero kvlevebs; agreTve eweva aqtiur saqmianobas axalgazrda politikosebis da sajaro moxeleebis momzadebis, profesionaluri gadamzadebis, kvalifikaciis amaRlebisa da staJirebis organizaciis mimarTulebiT. #1 2016

qarTuli politika

saqarTvelos teqnikuri universiteti 0175, saqarTvelo, Tbilisi, kostavas q. 77 veb: doctoralschool.ge el-fosta: info@doctoralschool.ge tel: 571 169 992, 595 59 23 50

2014 wels saqarTvelos teqnikur universitetSi dafuZnda Jiuli Sartavas saxelobis saxelmwifo politikis da marTvis sadoqtoro skola. Jiuli amave universitetis warCinebuli studenti da aspiranti iyo. mogvianebiT man aqve daicva disertacia marTvis efeqtianobis sakiTxebze. xelisuflebaSi yofnisas is yovelTvis aqtiurad TanamSromlobda mecnierebTan. misi iniciativiT Seiqmna axalgazrda mecnierTa klubi, dafuZnda jer axalgazrduli problemebis Semswavleli, xolo Semdeg sazogadoebrivi azris Seswavlis, formirebis da prognozirebis samecniero centrebi. misi avtorobiT saxelmwifo mmarTvelobiT saqmianobaSi pirvelad dainerga sistemuri analizis meTodi, e.w. `sisani~, romelmac mTlianad Secvala qveynis regionaluri saqmianobis Sefasebis da marTvis arsebuli praqtika. Jiuli Sartavas saxelTanaa dakavSirebuli Savnabadaze `axalgazrduli qalaqis~, md. veres mimdebare teritoriaze `mziuris~, xolo mogvianebiT rusTavSi unikaluri sabavSvo rkinigzis mSenebloba, romlis gaSenebac misi totaluri devnis pirobebSi gmirobis tolfasi iyo. misi TaosnobiT agebuli memorialuri Zeglebi `wiTel xidze~ da ruxSi qarTvel-afxazTa da mTlianad kavkasielTa megobrobis simbolod iqca. Jiuli Sartavas saxelmwifo moRvaweoba `kargi mmarTvelobis~ SesaniSnavi magaliTia, xolo gardacvaleba samSobloze usazRvrod Seyvarebuli vaJkacis gmiruli nabiji. misi mowameobrivi cxovreba Rirseulad Seafasa misma uwmindesobam, sruliad saqarTvelos kaTalikos-patriarqma ilia meorem, rodesac ganacxada, rom man `Cveni qveynisTvis Zalze mZime, urTules droSi, icxovra ise, TiTqos mTel tkivils Rebulobda sakuTar Tavze~.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.