შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგები
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგები სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო
2010-2011
gamocemulia saqarTvelos saxalxo damcvelTan arsebuli tolerantobis centris mier gaeros ganviTarebis programis (UNDP), aSS-is saerTaSoriso ganviTarebis saagentos (USAID) mier dafinansebuli saqarTvelos gaeros asociaciis (UNAG) proeqtis „erovnuli integraciis gaZliereba~ (ANI) da umciresobaTa sakiTxebis evropuli centris (ECMI) finansuri mxardaWeriT. winamdebare gamocemaSi gamoTqmuli mosazrebebi avtoriseulia da SesaZloa ar asaxavdes gaeros ganviTarebis programis, aSS-is saerTaSoriso ganviTarebis saagentos, saqarTvelos gaeros asociaciis an umciresobaTa sakiTxebis evropuli centris Tvalsazriss.
saqarTvelos saxalxo damcveli
ISBN ISBN 978-9941-0-5069-5
Sinaarsi
2010 კანონის უზენაესობა; პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა; სოციალური და რეგიონული ინტეგრაცია
11
saxelmwifo ena da ganaTleba
18
kultura da TviTmyofadobis SenarCuneba
48
media da informaciis xelmisawvdomoba
79
2011 კანონის უზენაესობა; პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა; სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია
99
saxelmwifo ena da ganaTleba
108
kultura da TviTmyofadobis SenarCuneba
141
media da informaciis xelmisawvdomoba
165
დანართი danarTi #1: Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefcia
187
danarTi #2. samoqmedo gegma
192
Sesavali
წინამდებარე პუბლიკაციაში ასახულია შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების 2010-2011 წლების მონიტორინგის შედეგები. აღნიშნული მონიტორინგი განახორციელა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ. მონიტორინგი მიზნად ისახავადა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამების შეფასებას და არსებული სირთულეების დაძლევის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას. სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ აირჩია 12 წევრისგან შემდგარი მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ოთხ სამუშაო ქვე-ჯგუფად დაიყო, შემდეგი შემადგენლობით: განათლება და სახელმწიფო ენა: ლეილა მამედოვა – საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის კავშირი; ელენე კურტანიძე – საქართველოს უკრაინელ პედაგოგთა კავშირი; ჯგუფის მოწვეული ექსპერტი – შალვა ტაბატაძე; კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება: მარინე სოლომონიშვილი – ებრაელ ქალთა საერთაშორისო ფონდი ლეა“; ალა ბეჟენცევა – საქართველოს რუს ქალთა ” ასოციაცია იაროსლავნა“; ჯგუფის მოწვეული ექსპერტები – სოფო ზვიადაძე (2010 ” წლის მონიტორინგი) და ეკატერინე ჭითანავა (2011 წლის მონიტორინგი); მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: ზაურ ხალილოვი – სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი; მიხეილ აიდინოვი – რუსულენოვან ჟურნალისტთა ასოციაცია; ჯგუფის მოწვეული ექსპერტი – ქეთევან მსხილაძე. კანონის უზენაესობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა; სოციალური და რეგიონული ინტეგრაცია: აგიტ მირზოევი – ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი; მარიამ მიქოიანი – ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეგიონული ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი; ჯგუფის მოწვეული ექსპერტი – გიორგი სორდია. მონიტორინგის პროცესში მოეწყო შეხვედრები და ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, თემთა ლიდერებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან. შეხვედ
რები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ბოლნისში, დმანისში, გარდაბანში, წალკაში, მარნეულში, რუსთავში, თელავში, საგარეჯოში, ახმეტაში, ყვარელში, ლაგოდეხში. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სულ 120-ზე მეტი შეხვედრა მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა უმრავლესობა პასუხისმგებლობითა და ინტერესით ეკიდებოდა მონიტორინგის პროცესში საბჭოს წევრთა მიერ დასმულ საკითხებს. ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან ეფექტური თანამშრომლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით უნდა გამოიყოს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული საბჭო და მისი თავმჯდომარე ქალბატონი თამარ კინწურაშვილი. მონიტორინგის პირველადი შედეგები განხილული იყო სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული საბჭოს ერთობლივ შეხვედრაზე ქ. ბათუმში, ხოლო საბოლოო შედეგები დამტკიცდა საბჭოს საერთო შეკრებაზე თბილისში. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში დაშვებული ხარვეზები, ასევე _ მიღწეული წარმატებები. კონცეფციის ამოქმედებიდან მესამე წლის თავზე მრავალი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროში, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განხორციელდა და კვლავაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მთლიანობაში, უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით ქვეყანაში ზოგადად გაუმჯობესდა გარემო. თუმცა, ამასთანავე, დარჩენილია პრობლემები, რომელთა გადაჭრის აუცილებლობა კვლავაც დღის წესრიგში რჩება და მოითხოვს დროულ რეაგირებას. სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შესრულების 2010-2011 წლების მონიტორინგი განახორციელა გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოს გაეროს ასოციაციის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის ხელშეწყობით. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მადლობას უხდის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და დონორ ორგანიზაციებს გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო 2005 წელს შეიქმნა. საბჭოში გაერთიანებულა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა 100-ზე მეტი ორგანიზაცია. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით ეროვნულ უმცირესობათა საბჭო წარმოადგენს ძირითად საკონსულტაციო ორგანოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო უწყებებისთვის. საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი.
20
10
10
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის საველე კვლევის, ფოკუსჯგუფებთან მუშაობის, ცალკეული სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზის და ექსპერტებთან კონსულტაციების შეჯამებას. ჯგუფი მიზნად ისახავდა შემწყნარებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის 2010 წლის შესრულების მონიტორინგის განხორციელებას, არსებული პრობლემების, მიღწევებისა თუ საჭიროებების გამოვლენას. მონიტორინგი განხორციელდა 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში, თუმცა ჯგუფის ექსპერტების მუშაობა გაგრძელდა, ასევე, 2012 წლის იანვარ-თებერვალშიც, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული დამატებითი საკითხების გამოვლენისა და შესწავლის მიზნით. წინასწარ განსაზღვრული ოთხი მიმართულებიდან, წინამდებარე ანგარიშში ასახულია ეროვნულ უმცირესობათა პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებასთან, პოლიტიკურ და სამოქალაქო მონაწილეობასა და რეგიონულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. მონიტორინგი განხორციელდა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ყველა რეგიონში, კერძოდ – კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში და იმერეთის რეგიონებში. მონიტორინგის ჯგუფს შეხვედრები ჰქონდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან (შსს ადგილობრივი სამმართველოები, პროკურატურა), ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობასთან და წევრებთან, ასევე – ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პროფესიული გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გადადგმული ნაბიჯების აღწერისას, სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, 2010 წლის სახელმწიფო მოხსენებაში ძირითადი ყურადღება 11
10 20
კანონის უზენაესობა; პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა; სოციალური და რეგიონული ინტეგრაცია
გამახვილებულია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობასა და სხვადასხვა პროფესიული მომზადების კურსებზე, რომლებსაც ადმინისტრირებას შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები უწევენ. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან მიმართებაში, 2010 წლის სახელმწიფო ანგარიშის მიხედვით, სკოლა მსმენელებს სთავაზობს საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან პროგრამებს. მოკლევადიან კურსებად, კერძოდ, ჩამოთვლილია: 1) ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვა; 2) ფინანსური მენეჯმენტი; 3) პროექტის მართვა და მონიტორინგი; 4) ადმინისტრაციული რესურსების მართვა; 5) სამართლის საფუძვლები და საქმის წარმოება; 6) მენეჯმენტის საფუძვლები. გრძელვადიანი კურსების პროგრამა კი მოიცავს ქართული ენის სწავლების კურსს და ინგლისური ენის სწავლებას. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფო ანგარიშის ეს ნაწილი ეყრდნობა არა რეალურ მდგომარეობას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, არამედ წარმოადგენს სკოლის ზოგადი მიზნებისა და ამოცანების ჩამონათვალს, რომელიც 2010 წელს მხოლოდ ნაწილობრივ იქნა განხორციელებული. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 2010 წელს, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით, მხოლოდ 11 მსმენელი იქნა მიღებული, ხოლო 2010 წლის მეორე ნახევრიდან საჯარო ადმინისტრირების კომპონენტი და შესაბამისი მოკლევადიანი კურსები სკოლაში არ განხორციელებულა. რაც შეეხება პროფესიული გადამზადების და დასაქმების სხვა კომპონენტებს, 2010 წლის ანგარიშში წარმოდგენილია მოკლე ინფორმაცია მიმდინარე გადამზადების კურსებზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის. კერძოდ, სახელმწიფო ანგარიშში საუბარია კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯზე, ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრზე, ასევე – შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში არსებულ პროფესიული განვითარების კურსებზე. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ყველა აღნიშნული პროგრამა გეგმის მიხედვით მუშაობს. ადგილობრივ დონეზე, როგორც შინაგან საქმეთა, ასევე პროკურატურის სტრუქტურების ხელმძღვანელები დაინტერესებული არიან ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების პროფესიული განვითარებით. 2010 წლის მანძილზე მუდმივად ხდება მათი თანამშრომლების გაგზავნა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე. ასეთივე ტენდენცია შეინიშნება პროფესიული განათლების სწავლების კოლეჯებშიც. მაგალითად, ახალციხის პროფესიული სწავლების ცენტრის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ 2010 წელს 626 მსმენელიდან 76 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელია, რომლებიც ეუფლებიან 19 დასახელების პროფესიას. დასკვნა და მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესახებ, სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში:
სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის განვითარებისა და პოლიტიკური და სოციალური მონაწილეობის მხარდაჭერისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ეროვნულ უმცირესობათა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღ-
12
ჩატარებული შეხვედრებისა და კონსულტაციების საფუძველზე, მონიტორინგის ჯგუფი წარმოადგენს შემდეგ რეკომენდაციებს: ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო ადმინისტრირების კომპონენტის გაძლიერება; ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლისთვის საჯარო ადმინისტრირების ახალი პროგრამის შედგენა, რომელიც მორგებული იქნება რეგიონების საჭიროებებზე; ზურაბ ჟვანიას საჯარო ადმინისტრირების სკოლისთვის მართვის ავტონომიურობის ხარისხის გაზრდა, სამეურვეო საბჭოს ჩამოყალიბება და მასში უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფა; ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლისთვის მსმენელების შერჩევის დროს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მეტი კოორდინირების უზრუნველყოფა, ძირითადი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით; ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლას მიენიჭოს ავტონომიურობა (გონივრულ ფარგლებში). ახლანდელი მდგომარეობით, სკოლის მენეჯმენტი მოკლებულია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას და ნებისმიერი უმნიშვნელო საკითხის გადაწყვეტაც კი სამინისტროსთან შეთანხმებას საჭიროებს, რაც აფერხებს სკოლის განვითარებას. პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა
პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამოქალაქო მონაწილეობის განვითარების მიზნით, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს თანასწორი საარჩევნო უფლებების უზრუნველსაყოფ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის გასაუმჯობესებელ და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის პოპულარიზაციის მისაღწევ ღონისძიებებს. ამ საერთო მიზნების ფარგლებში, 2010 წელს განხორციელებული საქმიანობის სახელმწიფო ანგარიში, ძირითადად, ეყრდნობა ცესკოს, სხვადასხვა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ მონაცემებს. 13
10 20
ლება. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნულ კონცეფციასა და სამოქმედო გეგმაში ადეკვატურად არის ასახული ეს საჭიროება და დასახულია მთელი რიგი ღონისძიებები ეროვნულ უმცირესობათა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების და მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. სახელმწიფოს მხრიდან მთავარ და ყველაზე იმედისმომცემ ნაბიჯად შეიძლება მიჩნეული იქნას 2005 წელს ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლის დაარსება. აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი გარემოება: მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სკოლა ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და ტექნიკურად უზრუნველყოფილი სასწავლო დაწესებულებაა (მისი წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 500 ათას ლარს შეადგენს), 2010 წელს სახელმწიფო ანგარიშში გაწერილი სკოლის საქმიანობა მხოლოდ ნაწილობრივ იქნა შესრულებული, რადგან – როგორც მონიტორინგმა აჩვენა – 2010 წლის მეორე ნახევრიდან პროფესიული მომზადების ტრენინგ-კურსები სკოლაში უკვე აღარ ტარდება. ამას გარდა, ეროვნულ უმცირესობათა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთათვის არსებობს პროფესიული განვითარების შესაძლებლობები სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროგრამების ფარგლებში, მაგალითად – პროფესიული განვითარების ცენტრების მეშვეობით, ასევე – ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული ეროვნული უმცირესობებისთვის.
ზემოაღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით და სახელმწიფო ანგარიშზე დაყრდნობით, ძირითადი მიღწევები შეიძლება ამგვარად შეჯამდეს: ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ითარგმნა და მომზადდა არჩევნების პროცედურებთან და ზოგადად საარჩევო პროცესთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის საინფორმაციო ლიტერატურა; 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ცესკოს ინიციატივით, დაგეგმილ იყო არაქართულენოვან რეგიონებში რესურს-ცენტრების გახსნა; გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელეს პროექტები, რომლებიც ითვალისწინებდა არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას; ჩატარდა ცალკეული შეხვედრები ადგილობრივ დონეზე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე – სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და სხვადასხვა უწყებას შორის. მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის შედეგად გამოვლინდა, რომ როგორც კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, ასევე სხვა დასახლებებში, საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული ბუკლეტები ხელმისაწვდომია უმცირესობათა ენებზე; ცესკოს ადგილობრივი წარმომადგენლობები მომარაგებულია შესაბამისი ლიტერატურით როგორც სახელმწიფო, ასევე – საჭიროების შემთხვევაში – უმცირესობის ენებზეც. ცესკოს ადგილობრივ თანამშრომლებს გავლილი აქვთ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული შესაბამისი ტრენინგი. პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამოქალაქო მონაწილეობის საკითხი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის სფეროში. აქედან გამომდინარე, მონიტორინგის ჯგუფი გასცდა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციასა და სამოქმედო გეგმაში გაწერილ საკითხებს და შეისწავლა ეროვნულ უმცირესობათა მიერ კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში პოლიტიკური და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული ზოგადი მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობის ხელშემშლელი სამართლებრივი და სხვა სახის ბარიერები, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ხარისხი უკიდურესად დაბალია. ანალოგიურად, უმნიშვნელოა მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობაც. ეროვნული უმცირესობები ნაკლებად მონაწილეობენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში. დასკვნა და მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციები პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებასთან დაკავშირებით: 2010 წელს შესაბამისი სტრუქტურების მიერ შესრულებული იქნა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის იმ პრიორიტეტულ ღონისძიებათა უმეტესობა, რომელიც პოლიტიკურ ინტეგრაციასა და სამოქალაქო მონაწილეობას შეეხება.
14
მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციები ასე გამოიყურება: ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების და სათემო მობილიზების განვითარების მიზნით, სამოქალაქო სექტორმა ხელი შეუწყოს დამატებითი პროგრამებისა და ინიციატივების შეთავაზებას; კიდევ უფრო წახალისებული იქნას სახელმწიფო პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების მომზადებას; ცესკოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მეტი პრიორიტეტი მიენიჭოს უმცირესობების ინტეგრაციისა და ინფორმირებულობის გაზრდას; ჩამოყალიბდეს იურიდიული დახმარების ცენტრი ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე (ან არსებული ცენტრები შეივსოს უმცირესობათა ენებზე მოსაუბრე სპეციალისტებით). სოციალური და რეგიონული ინტეგრაცია შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში ყველაზე დეტალურად და ინფორმაციულად სოციალური და რეგიონული ინტეგრაციის სფეროა წარმოდგენილი. მოწოდებული ინფორმაცია კი, ძირითადად, რეგიონული განვითარების სამინისტროს მონაცემებს და მასალებს ეყრდნობა. ანგარიშში ჩამოთვლილი და აღწერილია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხორციელდება ეროვნულ უმცირესობათა რეგიონებში, ასევე – ცალკეულ მუნიციპალიტეტებში. კერძოდ, განხილულია გზების რეაბილიტაციის პროექტები, სკოლების რეაბილიტაცია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები. თუმცა, ანგარიშში არ არის ასახული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი, კერძოდ: ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2006-2010 წლებში უნდა განხორციელებულიყო, და – მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ინვესტიციების განხორციელების პროექტი, რომელიც 2006-2011 წლებში უნდა განხორციელებულიყო. მონიტორინგის განხორციელების დროს ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროექტის განხილვისას, მოსახლეობის ან არასამთავრობო სექტორის მხრიდან რაიმე სახის უკმაყოფილება ან ნეგატიური შეფასება არ დაფიქსირებულა, მაგრამ გამოიკვეთა სპეციფიკური ხასიათის პრობლემები, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს, გამოჩნდა. ახალქალაქში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ცენტრალური სტრუქტურები (ძირითადად,
15
10 20
რაც შეეხება პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამოქალაქო მონაწილეობის ზოგად სურათს, პოზიტიური ცვლილებებისა და გაუმჯობესებული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, შედეგების თვალსაზრისით, ეროვნულ უმცირესობათა სრულფასოვანი ჩართულობა ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი. ეს კი, პირველ რიგში, უკავშირდება ეროვნულ უმცირესობათა რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დაბალ დონეს და პოლიტიკური კულტურის სიმცირეს.
რეგიონული განვითარების სამინისტრო), აღნიშნული პროექტების დაგეგმვის დროს, ნაკლებად აყენებენ საქმის კურსში ადგილობრივ ხელისუფლებას, ეს კი ადგილობრივი ხელისულების მხრიდან ხშირ შემთხვევაში განიხილება, როგორც რეგიონული ინტერესების იგნორირება და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან გამომჟღავნებული უნდობლობა. რეგიონული ინტეგრაციის კონტექსტში უნდა იქნას განხილული, ასევე, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობებისა და იმ რეგიონების საკითხი, რომლებშიც არაკომპაქტურად სახლობენ გარკვეული ეთნიკური უმცირესობები. მონიტორინგის დროს, არაერთხელ დაისვა აღნიშნული საკითხები როგორც თავად მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ. როდესაც მცირერიცხოვან ეთნიკურ უმცირესობებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში იგულისხმება დაცვის ყოველგვარ მექანიზმებს მოკლებული ეთნიკური ჯგუფები: ასურელები, უდიები, ავარები, ქურთები, ბოშები, აფხაზები, ოსები. მათი კულტურული თვითმყოფადობის გადარჩენა სულ უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს, მათი ასიმილაციის ხარისხის გათვალისწინებით. რაც შეეხება ეროვნულ უმცირესობათა არაკომპაქტური დასახლების რეგიონებს, ამ მხრივ ძლიერ ინტერესს იწვევს კახეთის, შიდა ქართლის და აჭარის რეგიონები, რომლებიც ტრადიციულად გამოირჩეოდნენ ეროვნულ უმცირესობათა დიდი რაოდენობით. ეროვნული უმცირესობები დღესაც მნიშვნელოვან პროცენტულ რაოდენობას შეადგენენ აღნიშნულ რეგიონეში, თუმცა, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლისგან განსხავებით, გაფანტული არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა თუ სოფელში და არც თუ მკაფიოდ შეიმჩნევიან რეგიონის საერთო ეთნოგრაფიულ სურათში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ რეგიონების და მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების საკითხი სათანადოდ არ არის ასახული ეროვნულ კონცეფციაში და, შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამები არ უზრუნველყოფენ ამ სპეციფიკური საკითხების მოგვარებას. დასკვნა და მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციები სოციალური და რეგიონული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით: 2010 წელს, სოციალური და რეგიონული ინტეგრაციის კუთხით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები არაერთ ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებდნენ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. სახელმწიფო ანგარიშში ასახული და დეტალურად წარმოდგენილია თითოეული ეს პროექტი, მაგრამ ანგარიშში გამოტოვებული და იგნორირებულია სამოქმედო გეგმაში გაწერილი გარკვეული ღონისძიებები. მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის დროს, ეროვნულ კონცეფციაში უკვე გაწერილი პრიორიტეტებისა და ღონისძიებების პარალელურად, გამოიკვეთა დამატებითი საკითხები, შემდგომი წლების სამოქმედო გეგმაში რომელთა ასახვა, ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მონიტორინგის ჯგუფი წარმოადგენს შემდეგ რეკომენდაციებს: ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკის განხორციელების დროს ხელისუფლებამ თავის პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახოს ისეთი რეგიონების პრობლემატიკაც, როგორებიც არის კახეთი, შიდა ქართლი და აჭარა, სადაც ეროვნული უმცირესობები მნიშვნელოვნად არიან წარმოდგენლი, მაგრამ დღემდე ნაკლებად არიან ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში;
16
17
10 20
სახელმწიფო პოლიტიკის განხორცილების დროს მეტი ყურადღება მიექცეს ისეთი მცირე და დაუცველი ეთნიკური ჯგუფების საჭიროებებს, როგორებიც არიან უდიები, ავარები, ოსები, აფხაზები, ქურთები, ბოშები, ასურელები; ცენტრალურმა ხელისუფლებამ და სხვადასხვა სამინისტრომ, რეგიონულ დონეზე განხორციელებული ღონისძიებების და პროგრამების ფარგლებში, აქტიურად ითანამშრომლოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა ეროვნული უმცირესობებით დაკომპლექტებულ გარკვეულ მუნიციპალიტეტებს და საჯარო უწყებებს არ გაუჩნდეთ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მათი იგნორირების და უნდობლობის განცდა; ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის დროს, მუდმივ პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი პროფესიული კადრების მომზადება. შესაბამისმა უწყებებმა, საჭიროებიდან გამომდინარე, გადაამზადონ პროფესიული კადრები (მაგალითად, რეგიონებისთვის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიც არის რკინიგზა, სოფლის მეურნეობა, გზის მშენებლობა და სხვ.); გაძლიერდეს უმცირესობების რეგიონებსა და საქართველოს სხვა რეგიონებს შორის შიდარეგიონული ეკონომიკური ინტერაქცია; ფერმერებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოხდეს აგროტურების ორგანიზება; უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოხდეს სარწყავი არხების რეაბილიტაცია.
saxelmwifo ena da ganaTleba
საქართველო ეროვნული უმცირესობების განათლების უფლებებთან დაკავშირებული რამდენიმე საერთაშორისო კონვენციის წევრია: ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის მე-12 და მე-14 მუხლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განათლების უფლებას; საერთაშორისო შეთანხმება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე; ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია. საქართველოში განათლების შესახებ საკითხები შემდეგი ძირითადი კანონებით რეგულირდება: საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ; საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ; საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ.
მონიტორინგი
მონიტორინგის ანგარიშის აღნიშნული ნაწილი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშს. მონიტორინგი ჩაუტარდა საქართველოს მთავრობის მიერ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2010 წლის პერიოდში განხორციელებულ აქტივობებს. აღნიშნულ თავში საკითხები განხილულია სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და ზრდასრულთა განათლების კონტექსტში. თითოეული მიმართულებით, საკითხები გაანალიზებულია კონცეფციის დებულებიდან და აქტივობებიდან გამომდინარე.
სკოლამდელი განათლება
სკოლამდელი განათლების საკითხები დარეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით. სკოლამდელი დაწესებულებები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაშია და მათი ფუქნციონირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაა. 18
2009 წლის 31 მარტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, დამტ” კიცდა ქართული ენის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2009 წლიდან სამინისტრო ახორციელებს ქვეპროგრამას _ სკოლამდელი განათლების საფეხურზე ქართული ” ენის სწავლის ხელშეწყობა არაქართულენოვან რეგიონებში“; ქვეპროგრამის მიზანია არაქართულენოვან რეგიონებში, სკოლამდელ ასაკში ბავშვებისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდების გზით, ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს1 ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო საჭიროებებზე ორიენტირებული სკოლამდელი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფმა (რომელიც დაკომპლექტებულია ქართულის, როგორც მეორე ენის ექსპერტებისგან, სკოლამდელი განათლების ექსპერტისა და ილუსტრატორისგან) სახელმძღვანელოს სტრუქტურა და პირველი ნაწილი შეიმუშავა. სახელმძღვანელოს მეორე ნაწილის დასრულება და პილოტირება 2011 წელს იგეგმება და მას ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი2 განახორციელებს. ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში (დმანისი, ბოლნისი, მარნეული, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა) შეირჩა სკოლები, რომლებშიც ოთახები, სკოლამდელი განათლების ცენტრის დასაარსებლად, სათანადო ინვენტარითა და სასწავლო-სააღმზრდელო მასალით აღიჭურვა. პროექტის განხორციელებაში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს დახმარებას გაეროს ბავშვთა ფონდი3 უწევს“. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს განხორციელებული აქტივობები იმეორებს 2009 წელს მოწოდებულ ინფორმაციას. ექვს რაიონში საბავშვო ბაღების აღჭურვა მოხდა 2009 წელს. ქართულის, როგორც მეორე ენის სასწავლო პროგრამაც და მშობელთა ინფორმირების პროგრამაც დაიწყო 2009 წელს და კონკრეტული სასწავლო პროცესის დაწყება იგეგმებოდა 2010 წლიდან. სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, ისევე, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში, ამ მიმართულებით, პროგრესი არ შეიმჩნევა. სკოლამდელი განათლების მიმართულებით, ორი მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება არაქართულენოვან სკოლამდელ დაწესებულებებში: ა) სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა; ბ) სკოლამდელ დაწესებულებებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობა პრობლემურია მთელ საქართველოში. სტატისტიკის დეპარტამენტის 2005-2006 წლების მონაცემებით, სკო http://mes.gov.ge/ http://www.ncac.ge/ ; http://ganatleba.org/ 3 http://www.unicef.org/georgia/ ; http://www.ungeorgia.ge/geo/UNICEF.php 1 2
19
10 20
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2010 წლის ანგარიშის – პრიორიტეტული ამოცანა №2.1. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით – შესაბამისად შემდეგი საქმიანობა განხორციელდა:
ლამდელი ასაკის ბავშვების მხოლოდ 55% სწავლობს სკოლამდელ დაწესებულებებში. ეს ციფრი, სასოფლო დასახლებებთან შედარებით, გაცილებით მაღალია ურბანულ დასახლებებში (ქალაქში _ 67%, სოფელში _ 43%)4. სკოლამდელ დაწესებულებებში სწავლის ხელმისაწვდომობა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, უფრო მწვავედ დგას ეთნიკური უმცირესობების კომპაქტურად განსახლების ადგილებში. ქვემო ქართლში, ამ მხრივ, გაცილებით რთული მდგომარეობაა. ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სავალალო მდგომარეობაშია და მშობლებს, ასეთ პირობებში, შვილების იქ მიყვანა უძნელდებათ. სკოლამდელი აღზრდა კი, ბავშვის კოგნიტური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია. სკოლამდელი განათლების მიმართულებით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი განათლების ხარისხია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო პროცესისის გაუმჯობესების მიზნით. კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, შეიმუშავა ადრეული სწავლისა და განვითარების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, უნდა განხორციელდეს სწავლების პროცესი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. შემუშავებული სტანდარტის რეალიზებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, გამოსცა შემდეგი სახელმძღვანელოები: ა) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ” ფიზიკური გარემო (პრინციპები და პრაქტიკა)“, ბ) ადრეული სწავლისა და განვითარების სტანდარტები; გ) საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო; დ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის გზამკვლევი; ე) სკოლსამდელი განათლების პროგრამა; ვ) სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შეფასების ფორმა. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ეტაპობრივად დაიწყო ახალი სტანდარტის დანერგვის ტრენინგებიც. ადრეული სწავლისა და განვითარების სტანდარტის შესახებ ინფორმაციას ნაკლებად ფლობენ არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ადმინისტრაცია და მასწავლებლები. აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების სასწავლო გეგმისგან განსხვავებით, სკოლამდელი განათლების სასწავლო გეგმა ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომი არ არის.5 არც შემუშავებული მნიშვნელოვანი მეთოდური სახელმძღვანელოებია ხელმისაწვდომი არაქართულენოვან სკოლამდელ დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და მასწავლებლებისთვის მშობლიურ ენაზე. ამასთანავე, სკოლამდელი დაწესებულებების ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს, ახალი სტანდარტისა და პროგრამის დანერგვისა და ახალი 4
5
იხ. გაეროს საერთაშორისო ბავშვთა ფონდის (UNICEF) ვებგვერდი: http://www.unicef.org/georgia/ childhood.html განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის წერილი სახალხო დამცველის მოადგილეს # 08-2-13/1907 (14.-2.2012).
20
ზოგადი განათლება
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და პოლიტიკა, 2004 წელს დაწყებული განათლების რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად განვითარდა. რეფორმის მიზანი იყო საკანონმდებლო ბაზის განვითარება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასწავლო პროგრამის მოწესრიგება და ევროპული სტანდარტების დანერგვა, საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია, სკოლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ინკლუზიური სწავლებისთვის სასწავლო გარემოს განვითარება.
ანტიდისკრიმინაცია
საქართველოს კონსტიტუციის 35.1-ე მუხლი იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, მიიღოს განათლება და აირჩიოს განათლების ფორმა6. ზოგადი განათლების შესახებ კანონი ადასტურებს განათლების მიღების უფლებას (მუხლი 9) და – მის თანაბარ ” ხელმისაწვდომობას ყველასთვის“ (მუხლი 3.2.ა).7 ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლით განსაზღვრულია: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართული ან აფხაზური“. იმავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთათვის ქართული ენა ” მშობლიური არ არის, უფლება აქვთ მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ორივე სახელმწიფო ენის. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება განხორციელდეს უცხოურ ენაზე. ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ორივე სახელმწიფო ენის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზირებას ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მუხლი 31.3), ხოლო აკრედიტაციას გასცემს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (მუხლი 32). ყველა აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, როგორც საჯარო, ისე – კერძო, ფინანსდება სახელმწიფოს მიერ ყოველ მოსწავლეზე გამოყოფილი ვაუჩერით, რომელიც ძალაშია 12 წლიანი სასკოლო განათლების განმავლობაში (მუხლი 22). ზოგადი განათლების შესახებ კანონის 23-ე მუხლი ითვალისწინებს იმ მოსწავლეებისთვის 6 7
საქართველოს კონსტიტუცია, 1995 წლის 24 აგვისტო. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, No. 1330/IS, 08 აპრილი, 2006 წ.
21
10 20
სწავლების მეთოდების მიმართულებით, არ გაუვლიათ პროფესიული განვითარების პროგრამები. შესაბამისად, არაქართულენოვან სკოლამდელ დაწესებულებებში სწავლების ხარისხი კვლაც პრობლემური რჩება.
დაფინანსების გახანგრძლივებას, რომლებმაც 12 წლის სწავლის შემდეგ ვერ დაძლიეს სასკოლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-4.4 მუხლის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოურ ენაზე სწავლების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ამას ითვალისწინებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება. მე-5.4 და 58.5-ე მუხლების შესაბამისად, 2010-11 სასწავლო წლიდან, ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ქართული ენის გარდა, უნდა მოხდეს ქართული ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება ქართულ ენაზე. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-7 მუხლი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება, საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, და ამისთვის უზრუნველყოფს გაზრდილ ვაუჩერს ან/და დამატებით დაფინანსებას, რომელიც უნდა დამტკიცდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. ამ უფლების განხორციელებისთვის აუცილებელია – ენობრივი უმცირესობის სკოლის ან კლასის ფარგლებში – არსებობდეს, სულ მცირე, 3 მოსწავლე დაწყებით საფეხურზე, 6 მოსწავლე საბაზო საფეხურზე და 21 მოსწავლე საშუალო საფეხურზე (მე-7 მუხლი). ზოგადი განათლების კანონი იცავს ყველა მოსწავლეს ყოველგვარი ძალადობისგან და უზრუნველყოფს მშობლიურ ენაზე გამოხატვის თავისუფლებას. კერძოდ, კანონის მე13 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულია: დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო ” პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება“. ეს ნორმა არ ზღუდავს საჯარო სკოლაში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე – ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისკენ. იმავე მუხლის მე-6 პუნქტში კი აღნიშნულია: სკოლა ვალდებულია ” დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა“. მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, “სკოლა თანასწორობის საფუძველზე იცავს უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება”. განათლების შესახებ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია, მოს” წავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულების შესრულება, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს“. სასწავლო გეგმები და სახელმძღვანელოები ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლებს ევალება მოსწავლეებისთვის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებზე 22
ანტიდისკრიმინაციული სახელმძღვანელოს შექმნის მოთხოვნები წაყენებული აქვთ სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლებს, კერძოდ, 2010 წლის 15 მარტის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის #019/ნ ბრძანების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს გრიფირების წესს, მე-4 მუხლის მეექვსე პუნქტის მიხედვით, სახელმძღვანელო არ შეფასდება და, შესაბამისად, არ მიენიჭება გრიფი, თუ ბ) მისი შინაარსი, დიზაინი ან სხვა რაიმე ნიშანი შეიცავს დისკრიმინაციულ ელემენტებს (ენა, ეროვნება, ეთნიკური და სოციალური კუთვნილება და სხვ.). იმავე ბრძანებაზე თანდართულ სახელმძღვანელოების შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სახელმძღვანელოს შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად მითითებულია: სახელმძღვანელო ხელს უწყობს არასტერეოტიპული, მრავალმხრივი აზროვნებისა და ” შეხედულებების განვითარებას მოსწავლეებში“10. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის 2009 წლის 30 მარტის #072 ბრძანებაზე (რომელიც განსაზღვრავდა სახელმძღვანელოების გრიფირების წესს) თანდართულ ინსტრუქციაში სახელმძღვანელოების შეფასების კრიტერიუმების თაობაზე მითითებული იყო: დ) სახელმძღვანელოს შინაარსი ” ითვალისწინებს საქართველოს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“11. სახელმძღვანელოს გრიფირების წესის შესახებ 2004 წლის 18 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის #84 განკარგულება “განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ., გვ. 2-3, იხ. http://ganatleba.org/index.php?m=112 9 საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლი გეგმა, ვრცლად იხ. http://ncac.ge/uploads/esg2009_ 2010/ საზოგადოებრივი.pdf 10 2010 წლის 15 მარტის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის #019/ნ ბრძანება ”სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შესახებ“, იხ. http://ncac.ge/index.php?m=791 11 2009 წლის 30 მარტის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის #072 ბრძანება სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შესახებ, იხ. http://ganatleba.org/index. php?m=124 8
23
10 20
დაფუძნებული განათლების მიწოდება (მუხლი 33.1.ა). აღნიშნული დებულება უფრო ფართოდ არის გაშლილი 2004 წლის 18 ოქტომბერს დამტკიცებულ განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში და სხვადასხვა საგნის სასწავლო გეგმებში, კერძოდ, განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში მითითებულია: სასკოლო განათ” ლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარები, საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის“, (...) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე: დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება“8. ხოლო საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმების ამოცანად ტოლერანტი, ადამიანის ღირსებების და უფლებების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებაა დასახული9.
2010 წლის ბრძანებაში კი ეს პუნქტი უკვე აღარ არის ჩადებული სახელმძღვანელოს შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად. ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. კერძოდ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა უმცირესობათა ენებზე ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების თარგმნა.
1. სახელმძღვანელოების თარგმნა ეროვნულ უმცირესობათა ენებზე
არაქართულენოვანი სკოლებისთვის სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების თარგმნა გრძელდება; ნათარგმნია სახელმძღვანელოები I, II, III, VII, VIII, IX, XI, XII კლასებისთვის. 2009-2010 აკადემიური წლისთვის „არაქართულენოვანი სექტორების მოსწავლეთა სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყო ისტორიისა და გეოგრაფიის ორენოვანი სახელმძღვანელოს უსასყიდლოდ დარიგება VII, VIII, X, XI, XII კლასების მოსწავლეებისთვის; ასევე, „ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელო“ უსასყიდლოდ გადაეცა ყველა არაქართულენოვანი სკოლის I-IV კლასების მოსწავლეებს. ამ ქვეპროგრამის ბიუჯეტი შეადგენდა 639,210 ლარს; მასში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა შეადგენდა 35,874, ხოლო სახელმძღვანელოების რაოდენობა _ 75,895 ერთეულს. განათლებისა და მეცნიერების სამნისტრო უზრუნველყოფს არაქართულენოვან სკოლებს ნათარგმნი სასწავლო გეგმითა და სახელმძღვანელოებით. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მომავალშიც იგეგმება. მომავალში, სახელმძღვანელოების სრულად თარგმნის ნაცვლად, იგეგმება ბილინგვური სახელმძღვანელოების შექმნა. აღნიშნული ნაბიჯი მიმართულია, ერთი მხრივ, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობისკენ, მეორე მხრივ – სახელმწიფო ენის სწავლის გაუმჯობესებისკენ. ამასთანავე, ეს ნაბიჯი ეხმიანება სამინისტროს მულტილინგვური განათლების რეფორმასაც. 2009-2010 სასწავლო წელს საქართველოს არაქართულენოვანი საჯარო სკოლების 6025 მეცხრეკლასელი უზრუნველყოფილი იქნა საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებით. სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი გამოსცემს გაზეთს დიალოგი“, რათა ხელი ” შეუწყოს სკოლებს სასწავლო გეგმების დანერგვაში. გაზეთი დიალოგი“ ითარგმნება ” სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ხელმისაწვდომია არაქართულენოვანი სკოლებისთვის. სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების მიმართულებით რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა ფოკუს-ჯგუფებთან და საექსპერტო ჯგუფებთან შეხვედრისას: ა) მასწავლებლებს არა აქვთ გავლილი ახალი სასწავლო გეგმების დანერგვის ტრენინგები. აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვან სკოლებში ახალი სასწავლო გეგმის დანერგვა
24
2. მულტილინგვური სწავლების პოლიტიკის დახვეწა, პილოტირება და დანერგვა
2010 წლის 15 დეკემბერს ცვლილებები შევიდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში. აღნიშნული ცვლილებები უკვე კანონშივე აისახა და მეორე მუხლს დაემატა ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად მულტილინგვური განათლება არის „განათლება, რომლის მიზანია სხვადასხვა ენაში მოსწავლეების ენობრივ კომპეტენციათა განვითარება-გაღრმავება. იგი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იმგვარი სწავლების ორგანიზებას, რომელიც გაზრდის აღნიშნული ენების შესწავლისა და გამოყენების ქმედითობას“ (ზოგადი განათლების შესახებ კანონი, 2005). იმავე ცვლილებების შესაბამისად, „მულტილინგვური განათლების განვითარება და მისი დანერგვის ხელშეწყობა“ შევიდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ფუნქციებში. ამავე ცვლილებების შესაბამისად, ეროვნული სასწავლო გეგმების საგანთა და საგნობრივი ჯგუფების ჩამონათვალი შეიცვალა. მაგალითად, საგნებს „ქართული ენა და ლიტერატურა“ და „აფხაზური ენა და ლიტერატურა“ ეწოდა „სახელმწიფო ენა“. ამავე ცვლილებებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა 2005 წელს გაცხადებული პოლიტიკა, რომ არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო ენაზე. 2010 წელს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, „მულტილინგვური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა“12 დამტკიცდა. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა მულტილინგვური განათლების პროგრამების დებულება, რეგისტრაციის მექანიზმები და უნიფიცირებული სააპლიკაციო ფორმა. დებულების შესაბამისად, საქარ12
http://mes.gov.ge/content.php?t=srch&search=მულტილინგვური&id=547&lang=geo; http://mes.gov. ge/content.php?t=srch&search=მულტილინგვური&id=1213&lang=geo
25
10 20
განხორციელდება 2012-2013 სასწავლო წლიდან. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს ამ სკოლებში დანერგვის ტრენინგების განხორციელებას; (ბ) სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი ახორციელებს სახელმძღვანელოების თარგმნას, მაგრამ, სახელმძღვანელოების სიძვირისა და სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოს უსასყიდლოდ მიღების გამო, ახალი სახელმძღვანელოების შეტანის პროცესი არაქართულენოვან სკოლებში ნელა მიმდინარეობს. მასწავლებლები არჩევენ ძველი სასწავლო გეგმებითა და ძველი სახელმძღვანელოებით სწავლებას, რაც აისახება არაქართულენოვან სკოლებში განათლების ხარისხზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, გარკვეულ ნაბიჯებს დგამს და ახორციელებს სოციალურ პროგრამებს, რომელთა ფარგლებშიც ხდება არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ გადაცემა; გ) სახელმძღვანელოების თარგმანის ხარისხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეფასებებია. მასწავლებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოების თარგმანი დაბალი ხარისხითაა შესრულებული, თუმცა მიუთითებენ იმასაც, რომ წინა გამოცემებთან შედარებით, ამ თვალსაზრისით, უკეთესი მდგომარეობაა; დ) ნათარგმნი სახელმძღვანელოები დაგვიანებით მიეწოდება არაქართულენოვან სკოლებს, ამიტომ მისი შესყიდვა ხშირად აზრს კარგავს. ხშირად კი სოციალური პროგრამების ფარგლებში მიღებული სახელმძღვანელოებიც იგვიანებს, რაც კიდევ უფრო ართულებს ახალი სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების დანერგვის პროცესს.
თველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა და დამტკიცდა მულტილინგვური განათლების საბჭო, რომლის მუშაობაშიც ჩართულია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. აღნიშნული საბჭოს მიერ უზრუნველყოფილი იქნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შემოტანილი მულტილინგვური განათლების პროგრამების განხილვა და დამტკიცება. 2010 წელს სკოლების მხარდაჭერის მიზნით, თბილისში, მარნეულსა და ახალქალაქში მულტილინგვური განათლების შესახებ სამი რეგიონალური სემინარი (180 მონაწილე) ჩატარდა; მომზადდა და გამოიცა მულტილინგვური განათლების მეთოდოლოგიური ფილმის „ვსწავლობთ რამდენიმე ენაზე“ აუდიო-ვიდეო ვერსია, რომელიც აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზე ითარგმნა. მულტილინგვური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში და უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის მხარდაჭერით, მულტილინგვური სწავლების მასწავლებლებისა და ტრენერებისთვის შეიქმნა მეთოდოლოგიური რესურსები (მასწავლებლების გზამკვლევი მულტილინგვურ სწავლებაში და მულტილინგვური განათლების სატრენინგო მოდული) და მათი გამოცემა მომავალ წელს იგეგმება. საანგარიშო პერიოდში დაიწყო 40 საპილოტე სკოლის რეგისტრაცია; შეიქმნა საბჭო, რომელიც სკოლების მიერ წარდგენილი აპლიკაციების განხილვას და დამტკიცებას ახდენს. მულტილინგვური პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო სამინისტროს მიერ 40 საპილოტე სკოლისთვის მიზნობრივი სუბსიდიების გაცემა (რომლებიც მოხმარდა პროგრამაში ჩართული მასწავლებლების სახელფასო დანამატს). ასევე, სამინისტროს მიერ პროგრამის ეფექტურად დანერგვის მიზნით, მოხდა თვალსაჩინოებებით 40 საპილოტე სკოლის სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების უზრუნველყოფა. საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით, USAID-ის პროგრამისა და მულტილინგვური განათლების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საპილოტე სკოლებს (40 სკოლა) დამხმარე მასალები _ ტელევიზორები, DVD-მოწყობილობები და ქართული მხატვრული და ანიმაციური ფილმების კომპლექტი – გადაეცა. განათლების და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა ბილინგვური განათლების პროგრამების დებულების პროექტი. სკოლებს ეძლევათ საშუალება, თვითონ შეარჩიონ მათთვის სასურველი ბილინგვური განათლების პროგრამა. ზოგადი განათლების შესახებ კანონის არსებული რედაქცია უკვე იძლევა პირდაპირ მითითებას ბილინგვური განათლების პროგრამებთან დაკავშირებით. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებშიც სწავლება არასახელმწიფო ენაზე ხორცილდება, საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები უნდა ისწავლებოდეს ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში _ ქართულად ან აფხაზურად. იმავე კანონის 58-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, „ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი უნდა ამოქმედდეს ეტაპობრივად, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა“. 2010-2011 წლისთვის სახელმწიფო ენაზე საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება და სწავლა შეუძლებელია ქვემო ქართლსა და სამცხე-
26
ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ ქართული ენის კარგად ცოდნა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალებაა. ქართული ენის სწავლების მოტივაცია წინა წლებთან შედარებით მომატებულია. რაც განსაკუთრებით შეიმჩნევა ქვემო ქართლში. ფოკუს-ჯგუფების მონაცემებით მოსახლეობის ნაწილი სახელმწიფო ენის სწავლების პრობლემის გადაწყვეტას ქართულ სკოლაში შვილის შეყვანით ცდილობს, მაგრამ ამის შემდეგ ბავშვის წინაშე დგება მრავალი პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაძლეული, კერძოდ: 1) მშობლებმა არ იციან ქართული ენა და ვერ ეხმარებიან დაწყებით კლასებში საკუთარ შვილებს გაკვეთილების მომზადების პროცესში; 2) იმის გამო, რომ არაქართველ ბავშვებს არ ესმით სახელმწიფო ენა, ისინი ჩამორჩებიან სწავლაში სხვა ქართველ მოსწავლეებს, უქვეითდებათ თვითშეფასება; 3) იმის გამო, რომ არაქართველ ბავშვებს ცუდი აკადემიური მოსწრება აქვთ, მასწავლებელი იძულებული ხდება, მოსწავლეთა მიმართ მოთხოვნები შეასუსტოს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მთელი კლასის აკადემიურ მოსწრებაზე; 4) რიგ შემთხვევაში, მასწავლებლებმა არ იციან ადგილობრივი თემის ენა და უჭირთ არაქართველ მოსწავლეებთან კონტაქტის დამყარება; 5) ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლებმაც და ქართველმა მოსწავლეებმაც იციან ადგილობრივი თემის ენა, რადგან ადგილობრივ საკომუნიკაციო ენას არაქართული ენა წარმოადგენს. შესაბამისად, კლასში საკომუნიკაციო ენა არაქართულია, რაც ხელს უშლის ქართულის, როგორც საკომუნიკაციო ენის შესწავლას. მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრებმა, ბილინგვური განათლების მიმართულებით, შემდეგი საკითხები გამოკვეთა: ა) ბილინგვურ განათლებასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში განწყობა პოზიტიურად არის შეცვლილი, მაგრამ ამ რეფორმისადმი გარკვეული შიში და სიფრთხილე ნათელია, განსაკუთრებით – მასწავლებელთა მხრიდან. შესაბამისად, მულტილინგვური განათლების პროგრამებთან დაკავშირებული საკადრო პოლიტიკის სიცხადე მნიშვნელოვანია. მულტილინგვური განათლების პროგრამების ეფექტურობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კვალიფიციური მასწავლებელი. მულტილინგვურ პროგრამებში კვალიფიციური მასწავლებლების მოსამზადებლად არ არსებობს ბილინგვური პროგრამების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მოხდება მასწავლებლების მომზადება და გადამზადება. აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს ბილინგვური მასწავლებლის სტანდარტის შემუშავებასა და დამტკიცებას; ბ) საპილოტე სკოლებში ბილინგვური განათლების ეფექტურობის დასადგენად, არ ჩატარებულა წინასწარი ტესტირება, როგორც ენობრივი განვითარების, ისევე – აკადემიური, სოციალური და კოგნიტური უნარების განვითარების თვალსაზრისით. არ არის ჩამოყალიბებული ბილინგვალთა შეფასების სისტემის მექანიზმები; გ) მიუხედავად მულტილინგვური განათლებისადმი მოსახლეობის პოზიტიური დამოკიდებულებისა, ამ პროგრამებში თემისა და მშობელთა ჩართულობა უმნიშვნელოა. მშობლებისა და თემის ჩართულობა კი მულტილინგვური განათლების ეფექტურად განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. 27
10 20
ჯავახეთში. აღნიშნული ნორმის შესრულების შეუძლებლობის შესახებ აღინიშნა მასწავლებლებთან, მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრებისას. აღნიშნული ნორმის არსებობა გაუმართლებლად მიაჩნიათ ბილინგვური განათლების რეფორმის კონტექსტშიც. ისტორიის, გეოგრაფიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სწავლა ყველაზე მაღალ ლინგვისტურ კომპეტენციებს მოიცავს. შესაძლებელია, ლინგვისტური კომპეტენციის ამ დონის მიღწევა სამიზნე ამოცანა იყოს, მაგრამ არა – ენობრივი კომპეტენციის მიღწევის საშუალება.
3. ეროვნული უმცირესობების ენებზე განათლების მიღების უზრუნველყოფა
ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან გამომდინარე, 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში 234 არაქართულენოვანი სკოლა (404 არაქართულენოვანი სკოლა და სექტორი, ერთად აღებული) ფუნქციონირებდა: სწავლების ენა
სკოლები შერეული ენობრივი სექტორებით
სკოლები სუფთა ენობრივი სექტორებით
სკოლების რაოდენობა
სკოლების რაოდენობა
მოსწავლეების რაოდენობა
მოსწავლეების რაოდენობა
აზერბაიჯანული
124
27442
94
18462
სომხური
140
15592
124
14944
რუსული
135
24512
14
3748
ოსური
3
165
1
60
სხვა
2
242
1
37
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო13 აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები მკვეთრად შეცვალა 2011 წლის მონაცემებმა. კერძოდ, 2011 წლის მონაცემების შესაბამისად, საქართველოში დღეს 216 არაქართულენოვანი საჯარო სკოლა და 305 არაქართულენოვანი სექტორი ფუნქციონირებს: სწავლების ენა
სკოლები შერეული ენობრივი სექტორებით
სკოლები სუფთა ენობრივი სექტორებით
სკოლების რაოდენობა
სკოლების რაოდენობა
აზერბაიჯანული
123
88
სომხური
133
116
რუსული
61
12
შენიშვნა: ზოგიერთი სკოლა არის 3 ენოვანი სექტორების თვალსაზრისით, ამიტომ ცხრილში მოცემული რაოდენობა აჭარბებს 305-ს
13
შ. ტაბატაძე, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის 2010 წლის გამოცემა კულტურული დიალოგი და სამოქალაქო ცნობიერება”, სტატია “ინტერკულტურული ” საქართველოში“ გვ.85. განათლება
28
მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება ხორციელდება კერძო სკოლების დაფუძნებით ან/და საჯარო სკოლებში უმცირესობათა ენების სწავლებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება შეიქმნას როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონის საფუძველზე), ისე – კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით (მუხლი 31.1). აღნიშნული შესაძლებლობა პრაქტიკაშიც რეალიზდება. საქართველოში 16 კერძო სკოლაა, რომელსაც სუფთა ან შერეული სახით უმცირესობათა ენების სექტორები გააჩნია15. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლების უმრავლესობა განთავსებულია დიდ ქალაქებში (თბილისში _ 11 სკოლა, ბათუმში _ 2 სკოლა, რუსთავში _ 2 სკოლა). ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური განსახლების ადგილებში, მხოლოდ მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში გვხვდება ერთადერთი არაქართულენოვანი კერძო სკოლა. ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მასწავლებელთა და მშობელთა მიერ სერიოზულ პრობლემად სახელდება მშობლიური ენის ხარისხიანად სწავლების საკითხი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 წლებში, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობით, შეიმუშავა სომხურის, როგორც მშობლიური ენის და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენის სასწავლო გეგმის პროექტი. აღნიშნული სასწავლო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. აღნიშნული სასწავლო გეგმის პროექტის მიხედვით, მოხდა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მშობლიური ენის მასწავლებელთა გადამზადება.16 2008 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღარ გაუგრძლებია საქმიანობა ამ მიმართულებით. შემუშავებული სასწავლო გეგმების პროექტები არ იქნა დამტკიცებული და არ გაგრძელდა ამ სასწავლო
14 15
16
მონიტორინგის ჯგუფის ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის ანგარიში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაეროს ასოციაციისთვის 2010 წლის 20 მაისს გაგზავნილ წერილში თანდართული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არაქართულენოვანი კერძო სკოლების შესახებ. იქვე
29
10 20
2009-სა და 2011 წლებს შორის არსებული სხვაობა თვალნათელია. აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს სკოლების ოპტიმიზაციის პროცესს და სკოლების რაოდენობის შემცირება უკავშირდება ამ პროცესს. ოპტიმიზაციის პროცესში ხდება ქართულენოვანი სკოლების ოპტიმიზაციაც. თვალსაჩინოა რუსულენოვან სექტორებთან დაკავშირებული პრობლემები. 2009 წელს არსებული 135 სკოლიდან და სექტორიდან 2011 წლისთვის მხოლოდ 61 სკოლა და სექტორი დარჩა. რუსულენოვანი სექტორების დახურვის პრობლემა ცალსახად დააფიქსირა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობამ. რუსულენოვანი სექტორების დახურვამ მოსახლეობას განათლების მიღების ხელმისაწვდომობის პრობლემა შეუქმნა. რუსულ ენაზე განათლებამიღებული ბავშვებისთვის პრობლემას წარმოადგენს სხვა ენაზე სწავლა. არსებობს მეორე ტიპის პრობლემაც: მართალია, შესაძლებელია სხვა რუსულ სკოლაში ბავშვის შეყვანა, მაგრამ მაშინ მშობელტა და მოსწავლეთა წინაშე ტრანსპორტირებისა და გადაადგილების პრობლემა წამოიჭრება, რადგან ეს სკოლები მოსწავლეების საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით მდებარეობს.14
გეგმების დანერგვაზე და ახალი სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობა. შესაბამისად, სომხურის და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების სწავლების ხარისხი პრობლემური რჩება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არც 2010 წელს გააგრძელა ამ მიმართულებით მუშაობა. შესაბამისად, უმცირესობათა მშობლიური ენები არ არის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი, რადგან არ არსებობს ამ საგნების სასწავლო გეგმა. აღნიშნული საგნები არ არის შეტანილი ზოგადი განათლების შესახებ კანონის ჩამონათვალში. ერთადერთი დოკუმენტი, რომელშიც ეს საგნები მითითებულია, გახლავთ ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივი ბადე. სასწავლო გეგმის კვალდაკვალ, არც საქართველოს საგანამანათლებლო სივრცეზე მორგებული სახელმძღვანელოები არსებობს. მშობლიური ენის სწავლება ხორციელდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული სასწავლო გეგმებით და სახელმძღვანელოებით. ეროვნული სასწავლო გეგმების სტრუქტურა, შინაარსი და პროგრამა უცნობია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, რადგან არ არსებობს ამ სასწავლო გეგმის ნათარგმნი ვერსია17. აღნიშნული თვალსაზრისით, პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მეთორმეტე კლასში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მეთორმეტე კლასში სწავლება ხორციელდება აზერბაიჯანსა და სომხეთში გამოცემული სახელმძღვანელოებით. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში ზოგადი განათლება 11 კლასს მოიცავს და, შესაბამისად, მეთორმეტე კლასი და მშობლიური ენის სახელმძღვანელო არ არსებობს18. სომხეთში კი ზოგადი განათლების 12 კლასიან სწავლებაზე გადასვლა 2009 წლიდან ხორციელდება19. შესაბამისად, 2010 წლისთვის, მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოები არ შემოსულა არც სომხურენოვანი სკოლებისთვის. ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის სასწავლო გეგმის არარსებობის კვალდაკვალ, არ არსებობს მშობლიური ენის მასწავლებლის სტანდარტიც, რაც მულტილინგვური განათლების რეფორმის განხორციელებისა და მშობლიური ენის სწავლების ხარისხის თვალსაზრისითაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. მშობლიური ენის სწავლების დაბალი ხარისხი გავლენას ახდენს სხვა საგნების ათვისებაზეც, მათ შორის – ქართულის, როგორც მეორე ენის ათვისებაზე, რადგან ენობრივი ტრანსფერი არაეფექტურად ხორციელდება. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის, როგორც საგნის, სწავლების გასაუმჯობესებლად კონკრეტული მექანიზმების ამუშავება, რაც ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის ზრდას არქართულენოვან სკოლებში. 2010 წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმცირესობათა ენის დაცვის ” ქვეპროგრამის“ ფარგლებში, უზრუნველყოფილი იქნა მე-11 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული ოსური საკვირაო სკოლის დაფინანსება. ოსურ საკვირაო სკოლაში მოს17
18 19
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის წერილი სახალხო დამცველის მოადგილეს # 08-2-13/1907 (14.-2.2012) http://unesdoc.unesco.org/images/0021/002112/211298e.pdf http://unesdoc.unesco.org/images/0021/002112/211297e.pdf
30
4. ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესება
ზოგადი განათლების საფეხურზე ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესება ეროვნული ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული ნაწილია: პრიორიტეტული ამოცანა №2.4. ” სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა“. საანგარიშო პერიოდში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, კერძოდ, განხორციელდა: ა) არაქართულენოვან სკოლებში ქართულის, როგორც მეორე ენის, პროგრამის ” დანერგვა“. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, დასრულდა ქართულის, როგორც მეორე ენის საგნობრივი პროგრამის20 შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტი განსახილველად წარედგინა კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან მასწავლებლებს (30 ივნისს _ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის, 1 ივლისს კი _ რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონის პედაგოგებს). 2010-2011 სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლების მეოთხე კლასში დაინერგა ქართული ენის სწავლება, გადახალისებული ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის მიხედვით. არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორის მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის შემუშავდა და გამოიცა ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელო. სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ქართულის, როგორც მეორე ენის 340 მასწავლებელს ჩაუტარდა ენის ფლობის დონის შესამოწმებელი ტესტირება. ტესტირება ჩატარდა მთელი საქართველოს მაშტაბით, სულ 7 ცენტრში (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, მარნეული, გარდაბანი, წალკა და თბილისი). აღსანიშნავია, რომ 340 მასწავლებელი შეირჩა გვარის იდენტიფიცირების მიხედვით. ანუ არაქართული გვარის მასწავლებლებს მოუწიათ ტესტირების გავლა. აღნიშნული ფაქტი დისკრიმინაციულად ფასდება ქართული ენის მასწავლებლების მხრიდან. ამასთანავე, ტესტირების მონაწილეთა შერჩევამ რამდენიმე პრობლემა წარმოშვა: ა) ტესტირების გავლა მოუწიათ ეთნიკურად ქართველებს, რომელთაც მეუღლის გვარი აქვთ მიღებული; (ბ) ტესტირება არ გაუვლიათ ეთნიკურად არაქართველებს, რომლებსაც ეთნიკურად ქართველი ქმრის გვარი აქვთ; გ) შეცდომით გაიარეს ტესტირება სვანური გვარის მქონე მასწავლებლებმა.
20
http://www.tpdc.ge/index.php?option=com_content&view=article&id=47&Itemid=103
31
10 20
წავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეესწავლათ ოსური ენა, კულტურა, ისტორია, ფოლკლორი, კავკასიური ცეკვები და სიმღერები.
მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი ნაკლოვანებებისა, ტესტირება მნიშვნელოვანი იყო. ტესტირებამ ცალსახად აჩვენა ქართული ენის მასწავლებელთა ენის ფლობის დაბალი დონე. შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღნიშნული პედაგოგების მიერ ჩატარებული ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილები ნაკლებ ეფექტური იქნება. ტესტირების შედეგებზე დაფუძნებით, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა21 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან22 ერთად, დაიწყო მასწავლებელთა ვაუჩერული პროგრამის განხორციელება ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებისთვის. მომზადდა ენის სწავლების პრაქტიკული კურსების შესაბამისი ტრენინგპროგრამები არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის და შეირჩნენ ტრენინგების განმახორციელებელი ორგანიზაციები, რომლებსაც ადგილობრივი და უცხოელი კონსულტანტების მიერ ჩაუტარდათ სათანადო ტრენინგები. მსგავსი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გასაუმჯობესებლად. ბ) პროგრამა: ქართული ენის კვალიფიციური სპეციალისტები ეთნიკური ” უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას ქართული ენის კვალიფიციური სპეციალისტები ეთნიკური უმცი” რესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში“23, რაც გულისხმობს ქართული ენისა და ლიტერატურის კვალიფიციური მასწავლებლების მივლინებას სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების იმ არაქართულენოვან სკოლებში, რომლებშიც განსაკუთრებით მწვავედ დგას ქართული ენის ცოდნისა და სწავლების საკითხი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების დაახლოებით 30% თავად არ ფლობს საკომუნიკაციო ქართულს. 2009-2010 წლებში, სამინისტროს მიერ ჩატარებულ ღია კონკურსში მონაწილეობა მიიღო 800-მდე პიროვნებამ, მათგან ტესტირება და გასაუბრება წარმატებით მხოლოდ 64-მა მასწავლებელმა გაიარა. ახლადარჩეული ტრენერ-მასწავლებლები, საათობრივი ანაზღაურების გარდა, სახელმწიფო პროგრამიდან იღებენ ხელფასს 1,000 ლარის ოდენობით (სამჯერ მეტს, ვიდრე საშუალო მასწავლებლის ხელფასია). ისინი გადიან სავალდებულო ტრენინგებს შემდეგ დისციპლინებში: „ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდიკა“, „ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობა“ და „აზერბაიჯანული ან სომხური ენის შემსწავლელი სწრაფი კურსი“, და მხოლოდ ამის შემდეგ ნაწილდებიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. აქედან გამომდინარე, ახლადჩასულ ტრენერმასწავლებელს ელემენტარულ დონეზე მაინც მოეთხოვება ადგილობრივი ენის ცოდნა. პროგრამაში მონაწილე მასწავლებლები სკოლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პარალელურად, ატარებენ ტრენინგებს მასწავლებლებისთვის, ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა ღონისძიებას, რომლის მიზანი თემში ქართული ენის შესწავლის 21 22 23
http://www.ncac.ge/ http://www.tpdc.ge/ http://www.tpdc.ge/index.php?option=com_content&view=article&id=47&Itemid=103
32
სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროექტში ჩართულ სკოლებს გადასცა საჭირო ინვენტარი, აუდიო-ვიდეო აპარატურა, სასწავლო-ვიზუალური მასალა და საკანცელარიო ნივთები. 2010 წელს პროგრამაში ჩართულ ყველა სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა საზაფხულო სკოლის“ პროექტი. მასწავლებლებმა წინასწარ ჩამოაყალიბეს მოსწავლე” თა ჯგუფები და ივლისის თვეში თავისუფალ რეჟიმში (თამაშის, ექსკურსიების, ღონისძიებების ჩატარების გზით) გააგრძელეს ქართული ენის სწავლება. 2011-2014 წლებში დაგეგმილია საზაფხულო სკოლების მასშტაბების გაზრდა და უფრო მეტი მოსწავლისა და მასწავლებლის ჩართვა გასვლითი ბანაკების პროექტებში. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი, მარნეული, საგარეჯო. მისი ბიუჯეტი 2010 წელს 773,000 ლარს შეადგენდა. 2010-2014 წლებში დაგეგმილია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესიონალი მასწავლებლების რაოდენობის გაზრდა და აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში უფრო მეტი სოფლის ჩართვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები უმნიშვნელოვანესია ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესების მიმართულებით. აქვე უნდა ითქვას, რომ მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრებმა და ექსპერტებთან კონსულტაციებმა არაერთი პრობლემა გამოკვეთა. კერძოდ, მსგავსი ტიპის პროგრამები ხორციელდება 1998 წლიდან. ამ პროგრამების მიზანია, ქართული ენის სწავლების მიზნით, მასწავლებლები მიავლინოს რეგიონებში. შესაბამისად, ამ პროგრამებს მოკლევადიანი ეფექტი აქვთ. გრძელვადიანი ეფექტისა და მდგრადობის თვალსაზრისით, იკვეთება პრობლემები და არ არსებობს მდგრადი პროგრამა ან პოლიტიკა, რათა რეგიონში მომუშავე იმ მასწავლებლების მომზადება ან გადამზადება მოხდეს, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდით უზრუნველყოფენ ქართული ენის სწავლებას.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და სერთიფიცირება
განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით, დააფუძნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი მასწავლებელთა ” პროფესიული განვითარების ცენტრი“. ცენტრმა, რეფორმის ფარგლებში, შემდეგი საქმიანობები განახორციელა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავდა მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი, აგრეთვე
33
10 20
მოტივაციის ამაღლება და სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობის გაზრდაა. ტრენერმასწავლებლების კვარტლური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2010 წელს პროგრამაში ჩართული იყო 6,000-მდე მოსწავლე და ტრენინგი ჩაუტარდა 500 ადგილობრივ მასწავლებელს.
– საბაზო/საშუალო საგნობრივი სტანდარტები რვა საგნის/საგნობრივი ჯგუფისთვის. შემუშავდა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის სტანდარტი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებული სტანდარტის თარგმნა მოხდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. გამოცემის 900 ეგზემპლიარი დარიგდა არაქართულენოვან სკოლებში და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში24. 2008 წლის 21 ნოემბერს გამოცემულ მასწავლებელთა პროფესიულ სტანდარტში აღნიშნულია: მასწავლებელი იცნობს ინკლუზიური განათლების, ასევე მულტიკულტურულ ” და მულტილინგვურ მიდგომებსა და პრინციპებს და იყენებს მას საკუთარი პრაქტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში“25. უფრო დეტალურად ინტერკულტურული ასპექტები ასახულია მასწავლებლის საგნობრივ სტანდარტებში, კერძოდ, საზოგადოებრივი მეცნიერებების და უცხო ენის მასწავლებლების სტანდარტებში26. შემუშავებულ საგნობრივ სტანდარტებს და სერთიფიცირების დებულებაში ჩამოთვლილ საგნობრივ ჯგუფებს შორის არ არის სომხურის და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენის, მასწავლებლის სტანდარტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის N#1101 ბრძანებით დამტკიცდა მასწავლებელთა სერთიფიცირების დებულება, რომელიც განსაზღვრავს მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდის ჩატარების, მასწავლებლობის უფლების მოპოვების, სერთიფიკატის გაცემის, მასწავლებლობის უფლების განახლებისა და სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობებს. დებულების შესაბამისად, საგამოცდო პროგრამა ეფუძნება დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმას და დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს. სასერთიფიკაციო გამოცდა შედგება შინაარსობრივი და უნარების ნაწილებისგან. სასერთიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება შინაარსობრივი და უნარების ნაწილის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში27. სასერთიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში: ა) ქართული ენა და ლიტერატურა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აფხაზური და ქართული); ბ) მათემატიკა; გ) საზოგადოებრივი მეცნიერებები: გ.ა) ისტორია; გ.ბ) გეოგრაფია; გ.გ) სამოქალაქო განათლება; დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: დ.ა) ფიზიკა; დ.ბ) ქიმია; დ.გ) ბიოლოგია; ე) უცხოური ენები; ე.ა) ინგლისური; ე.ბ) გერმანული; ე.გ) ფრანგული; ე.დ) რუსული; ვ) ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდის საგნები: ვ.ა) ხელოვნება; ვ.ბ) მუსიკა.; ვ.გ) ფიზიკური აღზრდა. სასერთიფიკაციო გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. სასერთიფიკაციო გამოცდა ასევე ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერ24
25
26
27
რეინტეგრაციის სამინისტროს ”შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიში, 2009 მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი, იხ. http://tpdc.ge/index.php?option=com_content&view=ar ticle&id=88&Itemid=93&lang=ka მასწავლებელთა საგნობრივი სტანდარტები, იხ. http://tpdc.ge/index.php?option=com_content&view=a rticle&id=89&Itemid=94&lang=ka მასწავლებელთა სერთიფიცირების დებულება, იხ. http://tpdc.ge/images/uploads/File/sertificirebis%2 0debuleba.pdf
34
2014 წლის ბოლომდე მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა იმ მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 1 წლის სტაჟი აქვს ან წარმატებით აქვს გავლილი მაძიებლობის პერიოდი, აგრეთვე – იმ პირს, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე 1 წლის სტაჟი, მიუხედავად იმისა, სასერთიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად რეგისტრაციის მომენტისთვის არის თუ არა ის მოქმედი მასწავლებელი. ამ დრომდე სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ განათლებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჩაეთვლებათ დაკმაყოფილებულად. დებულების მიხედვით, დეტალურად არის გაწერილი სასერთიფიკატო გამოცდის პროცედურები. პირველი სასერთიფიკატო გამოცდისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია 2010 წლის 31 მარტამდე, ხოლო სასერთიფიკატო გამოცდა ჩატარდება 2010 წლის ზაფხულში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა სერთიფიცირების პროცესში მასწავლებელთა დასახმარებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა. 2008 წლიდან გამოდის ჟურნალი მასწავლებელი“, რომელიც საკმაოდ კარგი რესურსია პედაგოგებისთვის. 2008 ” წელს გამოიცა 4 ნომერი. ამასთანავე, გამოიცა მასწავლებელთათვის სერთიფიცირების პროცესში დამხმარე სახელმძღვანელოს სამი ნაწილი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა, აგრეთვე, გამოსცა ინტერკულტურული განათლების სახელმძღვანელოც, რამეთუ ინტერკულტურული და ბილინგვური სწავლების მოთხოვნა ასახულია მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ” ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ თანამშრომლობით, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ფინანსური მხარდაჭერით, მოხერხდა ჟურნალ მასწავლებლის“ და მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოების სომხურ და აზერ” ბაიჯანულ ენებზე თარგმნა, 1290 ეგზემპლარის გამოცემა და არაქართულენოვანი სკოლებისთვის მათი დარიგება. იმავე პროექტის ფარგლებში, შეიქმნა სამენოვანი (ქართული, სომხური, აზერბაიჯანული) ვებ-პორტალი www.ganatleba.ge, რომელ-ზეც უმცირესობათა ენებზე ხელმისაწვდომია განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაცია და, აგრეთვე, ნებისმიერი მეთოდური სახელმძღვანელო, სასწავლო გეგმა თუ მასწავლებელის სტანდარტი, ისევე, როგორც – სამართლებრივი აქტები. ჟურნალის, დამხმარე სახელმძღვანელოების და ვებ-პორტალის შემუშავება არ მომხდარა რუსულ ენაზე და ეს ინფორმაცია ხელმიუწვდომელია რუსულენოვანი სკოლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამების ანალიზით, აგრეთვე – 2010 წელს სერთიფიცირების გამოცდაზე დარეგისტრირებულ28 28
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის 2910 წლის 20 მაისის გაეროს ასოციაციისადმი ოფიციალური წერილით მიწოდებული სტატისტიკური მონაცემები.
35
10 20
ბაიჯანულ ენაზე მასწავლებლობის იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლაში.
და მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილე მასწავლებელთა მონაცემებზე დაყრდნობით, ისევე, როგორც მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრების შედეგად, შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა: ა) მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ითვალისწინებს მასწავლებლის ინტერკულტურული კომპეტენციების მოთხოვნებს, მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამებში პროფესიული უნარების 40-მდე აკრედიტებული პროგრამიდან მხოლოდ ერთი ეხება ინტერკულტურულ განათლებას. მხოლოდ ერთ პროგრამაშია ინტეგრირებული მასწავლებელთათვის ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარება და კულტურულად შესაბამისი გაკვეთილის ჩატარების სტრატეგიები. ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროფესიული განათლების 15-მდე აკრედიტებული პროგრამიდან არც ერთში არ არის ინტეგრირებული ტრანსფორმაციული მიდგომით მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლება. უცხო ენების საგნობრივ პროგრამებში, რომლებიც 50-ზე მეტია, მხოლოდ სასწავლო პროგრამების დაახლოებით 10%-ში არის ჩართული კულტურული დიალოგისა და მრავალმხრივი ხედვის საკითხები29; ბ) არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთათვის პროფესიული განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. პროფესიული განვითარების პროგრამების პროვაიდერები არ ახორციელებენ პროგრამებს უმცირესობათა მშობლიურ ენაზე (საკადრო რესურსის დეფიციტისა და არარენტაბელობის გამო), ხოლო არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგების უმრავლესობა ვერ ფლობს სახელმწიფო ენას. შესაბამისად, მასწავლებლები არც პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობენ და არც სასერთიფიკატო გამოცდებზე რეგისტრირდებიან. მაგალითად, ახალქალაქის რაიონში, სასერთიფიკატო გამოცდისთვის დარეგისტრირებული 54 მასწავლებლიდან, მხოლოდ ერთი უცხო ენის მასწავლებელია ეთნიკურად არაქართველი, მასწავლებელთა უმრავლესობა ქართულენოვან სკოლებს ან არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლებს წარმოადგენენ. მარნეულში სასერთიფიკატო გამოცდაზე დარეგისტრირებული 64 მასწავლებლიდან მხოლოდ 10 არის ეთნიკურად არაქართველი. მარნეულში დარეგისტრირებულ მასწავლებელთა უმრავლესობაც ქართულენოვან სკოლებს ან არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლებს წარმოადგენს. ანალოგიური სიტუაციაა ეთნიკური უმცირესობების კომპაქტურად განსახლების ყველა რაიონში; გ) არ არის დამტკიცებული ქართულის, როგორც მეორე ენის პროფესიული სტანდარტი; შესაბამისად, ამ მიმართულებით აკრედიტაციაგავლილი პროვაიდერები არ ატარებენ ტრენინგებს და არც ვაუჩერებია გამოყოფილი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებისთვის30, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის ბოლოსთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენრმა, პროვაიდერ ორგანიზაციებთან ერთად, დაგეგმეს არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამები. 2011 წელს, ამ პროგრამების ფარგლებში, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვანი სკოლების 310 მასწავლებელს ჩაუტარდება ქართული ენის კურსები, იაპონიის მთავრობის მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში; დ) სომხურის და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენის მასწავლებლებისთვის არ ხორციელდება პროფესიული განვითარების პროგრამები. არ 29
30
შ. ტაბატაძე, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის 2010 წლის გამოცემა კულტურული დიალოგი და სამოქალაქო ცნობიერება“, სტატია ინტერკულტურული ” ” განათლება საქართველოში“. რეინტეგრაციის სამინისტროს “შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის“ ” შესრულების ანგარიში, 2009.
36
არაქართულენოვან სკოლებთან მიმართებით, გამოიკვეთა ახალი საკადრო რესურსით ამ სკოლების უზრუნველყოფის პრობლემაც. მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრისას რესურს-ცენტრებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტის პრობლემა. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებითაც, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის მდგომარეობით, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა 46,7% 45 წლის ასაკს ზემოთ არის. ამ მასწავლებლების შემცვლელი მომავალი მასწავლებლების მომზადება კი აღარ ხდება უმაღლეს სასწავლებლებში მასწავლებლის პროფესიისადმი ნაკლები ინტერესისა და ამ სპეციალობის კურსდამთავრებულთა სიმცირის გამო (2007-2008 წლებში მხოლოდ 134 სტუდენტი ირიცხებოდა განათლების სპეციალობის მაგისტრატურაში მთელი საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებში, 2008-2009 წლებში _ 354; 2009-2010 წლებში _ 642)31. ამასთანავე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, საგანმანათლებლო სპეციალობებზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ხვედრითი წილი მკვეთრად შემცირებულია და, ფაქტობრივად, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ვეღარ ხერხდება არაქართულენოვანი სკოლებისთვის მომავალი კადრების მომზადება.
სასკოლო საატესტატო გამოცდები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანებით დამტკიცებული ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერთიფიცირების ” დებულების“ თანახმად, ექსტერნატის ფორმით სასწავლო პროგრამის დაძლევა შესაძ– ლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. ექსტერნები, რომლებიც ექსტერნატის გამოცდებს აბარებენ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენებში აბარებენ შესაბამისი სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით (მუხლი 4.5). განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ, სკოლის როლის გასაზრდელად და სკოლებში სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, 2011 წლიდან სკოლის დამამთავრებელი სავალდებულო გამოცდები დააწესა. სასკოლო გამოსაშვები გამოცდები დაეფუძნება არსებულ სასწავლო გეგმებს. გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, და უცხო ენა. ამასთანვე, სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს ექნება როგორც ატესტატის ასაღებად საჭირო დატვირთვა და მინიმალური კომპეტენციის დამადასტურებელი ძალმოსილება, ამასთან – მოსწავლები, რომლებსაც სურთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, ქართულ ენას, უცხო ენას, უნარებს და ფაკულტეტის შესაბამის მეოთხე გამოცდას ჩააბარებენ განსხვავებული სასელექციო ტიპის ტესტებით, ხოლო დარჩენილ საგნებს – სასერთიფიკატო ტიპის ტესტებით32. 31
32
სტუდენტთა გადანაწილება სასწავლო პროგრამების მიხედვით, იხ. http://www.geostat.ge/?action= page&p_id=205&lang=geo განათლების სისტემის პრიორიტეტები 2010-2015, განათლების და მეცნიერების სამინისტროს გამოცემა, 2010
37
10 20
არსებობს ამ მასწავლებელთა სტანდარტიც, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მათი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა.
საატესტატო გამოცდების შემოღება, შესაძლოა, ერთ-ერთი ეფექტური გზა აღმოჩნდეს არაქართულენოვან სკოლებში საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და შესაბამისი სახელმძღვანელოების დასანერგად, რადგან სკოლები და მასწავლებლები სწავლების პროცესში ახალი სასწავლო გეგმებით და სახელმძღვანელოებით ისარგებლებენ, რათა ამ სკოლების კურსდამთავრებულებმა საატესტატო გამოცდების ჩაბარება შეძლონ. თუმცა, წარსულში არსებული პრობლემები, სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების მიმართულებით, შეიძლება გარკვეულ პრობლემად იქცეს საატესტატო გამოცდების ჩატარებისას, კერძოდ: ახალი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების შეტანა არაქართულენოვან სკოლებში საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობდა 3 ფაქტორის გამო: 1) რეფორმის ერთი წლით გვიან დაწყება ამ სკოლებში; 2) სახელმძღვანელოების თარგმანის დაბალი ხარისხი და სახელმძღვანელოების დაგვიანებით მიწოდების პრობლემა; 3) სახელმძღვანელოების სიძვირე და სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან უფასოდ მიღებული სახელმძღვანელოები. შესაბამისად, ახალი სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგამოცდო სისტემა შეიძლება პრობლემად იქცეს ამ რეგიონებში და მასობრივად გამოიწვიოს დაბალი შედეგების დაფიქსირება33; მნიშვნელოვანი სირთულე შეიძლება გამოიწვიოს ქართული ენის, როგორც მეორე ენის საატესტატო გამოცდამ. საატესტატო გამოცდები მიბმული უნდა იყოს სასწავლო გეგმებზე, ანუ სასწავლო გეგმებს უნდა დაეფუძნოს გამოცდები, ხოლო სასწავლო გეგმასთან ქართულის, როგორც მეორე ენის მიმართების თვალსაზრისით, გაურკვევლობაა. შემუშავებულია 1-ლი – მე-12 კლასების სასწავლო გეგმა, რომე ლიც გულისხმობს, რომ მოსწავლე მეთორმეტე კლასში გარკვეულ ენობრივ კომპეტენციებს მიაღწევს, თუ პირველი კლასიდან ახალი სასწავლო გეგმით შეისწავლის ქართულს, როგორც მეორე ენას. მაგრამ 2011 წლის და შემდგომი წლების კურსდამთავრებულები ენას არ სწავლობდნენ ახალი სასწავლო გეგმის შესაბამისად ანუ პირველი კლასიდან, ისინი სწავლობდნენ ენას სახელმძღვანელო თავთავით“, რომელიც ოფიციალურ სასწავლო გეგმას არ ეფუძნებოდა და რომლის ” სწავლებაც სხვადასხვანაირად მიმდინარეობდა სხვადასხვა კლასში და სხვადასხვა სკოლაში, სხვადასხვა ქალაქსა თუ სხვადასხვა რეგიონში არსებული სპეციფიკიდან გამომდინარე.
უმაღლესი განათლება
ანტიდისკრიმინაცია
უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, უმაღლეს საგანმანათ” ლებლო დაწესებულებებში სწავლების ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე – აფხაზური. სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან“.
33
შ. ტაბატაძე _ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პოლიტიკის დოკუმენტი განათლების პოლიტიკის ახალი ინიციატივები სამოქალაქო ინტეგრაციის კონტექსტში“, ” 2010 წლის გამოცემა.
38
უმაღლესი განათლების შესახებ კანონი ავალებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიმართ თანასწორ მოპყრობას (მუხლი 16.1.დ) და რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას (მუხლი 3.2.თ). 3.4-ე მუხლი კრძალავს რაიმე რელიგიური ან პოლიტიკური ორგანიზაციის არსებობას უმაღლეს სასწავლებელში. უმაღლესი განათლების შესახებ კანონი მოითხოვს სტუდენტის რელიგიური კუთვნილების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას, რომელიც ცნობილი გახდა აკადემიური პერსონალის ან ადმინისტრაციისთვის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას (მუხლი 43.4). სტუდენტებს უფლება აქვთ, თანაბარ პირობებში ისარგებლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით (მუხლი 43.1.გ).
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის და სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს: „პრიორიტეტული ამოცანა №2.3. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 43.1-ე მუხლი ითვალისწინებს სტუდენტებისათვის სახელმწიფო სტიპენდიების გაცემას, უნივერსიტეტიდან ან სხვა წყაროებიდან; ასევე – ფინანსურ და მატერიალურ დახმარებებს. ხელისუფლება ფინანსურად გაჭირვებული სტუდენტებისთვის სოციალურ პროგრამებს ახორციელებს განსაკუთრებულ შემთხვევებში (მუხლი 6.1.გ და 52.8). 2005-2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებზე ეთნიკური უმცირესობების პრობლემატიკის გათვალისწინებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა საშეღავათო პოლიტიკის“ განხორციელება ეთნიკურ უმცირესობებთან მიმარ” თებაში. კერძოდ, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 2009 წლის 19 ნოემბერს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, დადგინდა იმ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა, რომლებიც გაივლიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე სტუდენტთა მიღებას, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის განსაზღვრული სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე სტუდენტთა ჩარიცხვისთვის აცხადებს ადგილებს ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღებ სტუდენტთა საერთო რაოდენობის 5-5%-ით, ხოლო ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი სტუდენტებისთვის – 1-1%-ით (მუხლი 52.51). 39
10 20
უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად სჭირდება ლიცენზირება ან/და აკრედიტაცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით (მუხლი 14.4).
ამასთანავე, შესაბამის წელს დარეგისტრირებულ, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოტივირებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია პროცენტული გადანაწილებების შეცვლა მათი ჯამის ფარგლებში. მხოლოდ აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტების ჩარიცხვის აღნიშნული წესი ძალაში შევა 2012-13 სასწავლო წლის დასაწყისიდან (მუხლი 90.23). ამ ცვლილებებით დადგენილი ეროვნული უმცირესობების წევრი სტუდენტების სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღების ახალი სისტემა დროებითია და იმოქმედებს 2018-19 სასწავლო წლის ჩათვლით (მუხლი 90.25). ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტს სწავლის გაგრძელების უფლება ექნება ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის ან დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ქართულ ენაზე. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის 60 კრედიტიანი (მუხლი 473.2) და მისი სწავლება სავალდებულოა პირველი სასწავლო წლის განმავლობაში. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაიცემა ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საშეღავათო პოლიტიკა უკვე დადებითად აისახა 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების რაოდენობაზე. 2008 წელთან შედარებით, გამოცდებზე დარეგისტრირებულ აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტების რაოდენობა 250-დან 335 მდე გაიზარდა (ანუ 34%-ით), ხოლო სომხურენოვანი აბიტურიენტების რაოდენობა 113დან 253-მდე გაიზარდა (ანუ 123,8%-ით). მნიშვნელოვანი იყო კახეთის რეგიონიდან აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტების გააქტიურება. მაგალითად, თუ 2005-2009 წლების განმავლობაში საგარეჯოს რაიონიდან არც ერთი აბიტურიენტი არ დარეგისტრირებულა, 2010 წელს 12 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მიუხედავად აღნიშნული მნიშვნელოვანი ეფექტისა და აბიტურიენტთა რაოდენობის მკვეთრად გაზრდისა, უნდა აღინიშნოს, რომ უმცირესობათა კიდევ დიდი ინტელექტუალური რესურსი ასათვისებელი რჩება, რადგან დარეგისტრირებული აბიტურიენტები შეადგენენ მხოლოდ გამოყოფილი ქვოტის საერთო რაოდენობის 22,5 %-ს (1301 ქვოტირებული ადგილია სომხურენოვანი აბიტურიენტებისთვის და დარეგისტრირებულია 253 აბიტურიენტი, ანუ – 19,44 %, ხოლო აზერბაიჯანულენოვანთათვის კვოტირებულ 1301 ადგილზე დარეგისტრირებულია 335 აბიტურიენტი, ანუ – 25,75%) . 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე, საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა: ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის საფუძველზე _ 178 აბიტურიენტმა; 40
სახელმწიფო სასწავლო გრანტით 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე დაფინანსდა: ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის საფუძველზე _ 101 აბიტურიენტი; ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის საფუძველზე _ 112 აბიტურიენტი. ეთნიკური უმცირესობების მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას ყველა პოზიტიურად აფასებს. მოსახლეობის ინფორმირების ხარისხიც „საშეღავათო პოლიტიკის შესახებ“ ამაღლებულია. 2009 წლის სახალხო დამცველის რეკომენდაციები გათვალისწინებულია და რეინტეგრაციის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურ შეხვედრებს ატარებდნენ მოსახლეობასთან. გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი მომავალ აბიტურიენტებს განათლების კანონში შესულ ცვლილებებს აცნობდა. მომავალ აბიტურიენტებს განემარტათ განაცხადის შესატანად საჭირო პროცედურები34. აღსანიშნავია ისიც, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, წინა მოხსენების პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 2009 წლის სახალხო დამცველის რეკომენდაციაში გათვალისწინებული იყო ქართული ენის ფლობის დონეების დადგენა და ჩარიცხული სტუდენტების შეფასება ამის შესაბამისად. 2010 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა ქართული ენის ფლობის შესაბამისი დონეები35, რაც გაუადვილებს უმაღლეს სასწავლებლებს ამ ქართული ენის სწავლების ერთწლიანი პროგრამის განხორციელებას და სტუდენტთა ქართული ენის ცოდნის შეფასების პროცესს. ზრდასრულთა განათლება
ზრდასრულთა განათლებაც შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის და სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. კერძოდ, ეს მიმართულება ჩამოყალიბებულია მომდევნო პრიორიტეტულ მიმართულებად სამოქმედო გეგმაში: „მოზარდებისა და ზრდასრულთათვის სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობის პროგრამები (ზრდასრულთა განათლების ცენტრები)“36. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზრდასრულთა განათლების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 2007 წელს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა და ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისმა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არსებული ენის სახ” ლები“ მმართველობაში გადასცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 2008 წელს ახალქალაქისა და ნინოწმინდის „ენის სახლებში“ 682 ზრდასრული ადამიანი ესწრებოდა სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსებს37. 2009 წელს ახალქალაქსა და ნი34 35 36 37
სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში 2010 წლის ანგარიში http://www.mes.gov.ge/content.php?id=2076&lang=geo http://mes.gov.ge/content.php?id=547&lang=geo მუხუზლა, ს. და როშე, ე. E&MI-ის სამუშაო მოხსენება #46 განათლების რეფორმა და ეროვნული ” უმცირესობების საქართველოში, 2009“.
41
20
10
ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის საფუძველზე _ 123 აბიტურიენტმა.
ნოწმინდაში ფუქნციონირებას განაგრძობდა ზრდასრულთა განათლების ცენტრები _ ენის სახლები“ მასწავლებლებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, სამხედროებისთვის, ” სამედიცინო და სოციალური მუშაკებისთვის, მცირე ბიზნესში ჩართული ადამიანებისა და სხვა სოციალური ჯგუფებისთვის. 2009 წელს უზრუნველყოფილი იქნა ნინოწმინდისა და ახალქალაქის „ენის სახლების“ დაფინანსება _ თითოეულ ცენტრს 30 000 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა მოხმარდა ახალქალაქისა და ნინოწმინდის „ენის სახლების“ პერსონალის შრომის ანაზღაურებას, მიმდინარე კომუნალური და სხვა აუცილებელი ხარჯების დაფარვას, თვალსაჩინოებების, წიგნების, სასწავლო და საკანცელარიო მასალების შეძენას. დღეისთვის თითოეულ ცენტრში 6 ჯგუფის სწავლება მიმდინარეობს. გარდა ახალქალაქის და ნინოწმინდის „ენის სახლებისა“, 2009 წელს, ქართული ენის პროგრამის ფარგლებში, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში (დმანისის მე-3 საჯარო სკოლისა და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ბაზაზე) გაიხსნა ქართული ენის სასწავლო ცენტრები. პროგრამის ფარგლებში და აშშ-ს საერთაშორსიო განვითარების სააგენტოს დახმარებით, უზრუნველყოფილი იქნა ცენტრების აღჭურვა სათანადო ინვენტარით, წიგნებით, თვალსაჩინოებებით, აუდიო-ვიდეო ტექნიკით. ასევე, თითოეული ცენტრისთვის უზრუნველყოფილი იქნა ქართული ენის 2 მასწავლებლის აყვანა, რომელთა მიერ მოხდება ცენტრის მსმენელთა ჯგუფების დაკომპლექტება და მათთვის ქართული ენის გაკვეთილების ჩატარება. 2010 წლის ანგარიშით, ამ მიმართულებით, დამატებითი აქტივობები არ განხორციელებულა. ფუნქციონირებას განაგრძობდა ბოლნისის, დმანისის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის „ენის სახლები“, თუმცა, სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლიდან იგეგმება „ენის სახლების“ ქსელის გაფართოება და ეთნიკური უმცირესობების კომპაქტური განსახლების რაიონებში მათი გახსნა. ენის სახლებთან“ დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო, რომ განათლებისა და მეცნიე” რების სამინისტროსთვის გადაცემით ენის სახლების“ მიერ განხორციელებული მიმარ” თულებები შემცირდა. ენის სახლების“ დაარსებიდან, ანუ 2004 წლიდან, ენის სახლები ” შემდეგი მიმართულებებით ფუნქციონირებდა: ა) ზრდასრულთათვის სახელმწიფო ენის კურსების ორგანიზება; ბ) კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ინტერკულტურული კომუნიკაციისა და დიალოგის წახალისება; გ) ქართული ენისა და ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; დ) მასწავლებელთათვის საინფორმაციო-მეთოდიკური ჟურნალის – მერმისი“ – გამოცემა; ” ე) საინფორმაციო და მედიასაშუალებებით მოსახლეობის უზრუნველყოფა და მედიის გამოყენება ენის სწავლების პროცესში; ვ) ბილინგვური განათლების მხარდაჭერა. 2007 წლიდან ენის სახლების ფუნქცია ზრდასრულთათვის სახელმწიფო ენის კურსების ორგანიზებით შემოიფარგლა. 2006 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა დააფუძნა. სკოლა ითვალისწინებდა უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის ექვსთვიან კურსებს (სამთვიანი კურსებს – სახელმწიფო ენის სწავლებისა და ამდენივეს – სახელმწიფო მართვის მიმართულებით). 2009 წლის მონაცემებით, ამ სკოლაში კურსები 124–მა ეთნიკურად სომეხმა და 133-მა აზერბაჯანელმა გაიარა. ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო მართვის სკოლა ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესების კარგი მაგალითია და მისი ფუნქციონირება პოზიტიურად აღიქმება ეთნიკური უმცირესობების მხრიდან. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებითაც
42
აღნიშნული პრობლემების ანალიზის საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოახდინა პროგრამების მოდიფიცირება, კადრების გადამზადება, სკოლის რეაბილიტაცია და 2010 წლის 12 ივნისს რეაბილიტირებული სახით გაიხსნა ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა. სკოლას მიმდინარე წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და პროფესიული განვითარების კურსის გასავლელად პირველი მსმენელებიც მიიღო: 15 აზერბაიჯანელი და 15 სომეხი ეროვნების საჯარო მოხელე, რომლებიც ამჟამად დასაქმებული არიან სხვადასხვა რაიონის (გარდაბანი, ბოლნისი, მარნეული, რუსთავი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა) მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში. ისინი 2010 წლის ზაფხულში ქართული და ინგლისური ენების სწავლების კურსსა და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ადამიანური რესურსების მართვის კურსებს გაივლიან38.
რეკომენდაციები
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგმა გარკვეული მიმართულებების შეცვლის, გაძლიერების ან გადახედვის აუცილებლობა გამოკვეთა. კერძოდ, არაქართულენოვან სკოლებთან მიმართებით, პრობლემურია არა მხოლოდ სახელმწიფო ენის სწავლების საკითხი, არამედ – სერიოზულად დგას განათლების ხარისხის პრობლემა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მაქსიმალური აქცენტი გაკეთდეს არაქართულენოვან სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებზე. წარმოდგენილი რეკომენდაციები ეფუძნება მონიტორინგის დროს მიღებული მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიზს და წარმოდგენილია განათლების პოლიტიკის მიმართულებათა შესაბამისად.
სკოლამდელი განათლება მნიშვნელოვანია სკოლამდელი დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საჯარო სკოლებთან სკოლამდელი განათლების ცენტრების ჩამოყალიბების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივები. სასურველია ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება და – ის, რომ პროგრამამ მოიცვას ყველა არაქართულენოვანი სკოლა, განსაკუთრებით კი – სასოფლო დასახლებები, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არ ფუნქციონირებს; მნიშვნელოვანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შემუშავებული ადრეული სწავლისა
38
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაცია, ვრცლად იხ. http://mes.gov.ge/contentphp?id =951&lang=geo
43
10 20
გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური საკითხი: ა) სამთვიანი კურსი არ არის საკმარისი ენის სრულყოფილად ასათვისებლად; ბ) ენის შემსწავლელი სამთვიანი კურსების შემდეგ, რთულია სახელმწიფო ენაზე სახელმწიფო ადმინისტრირების კურსის გავლა და ამ კურსის ეფექტი მცირდება; გ) სკოლის კურსდამთავრებულთა დასაქმება არ არის უზრუნველყოფილი.
და განვითარების სტანდარტის თარგმნა უმცირესობათა მშობლიურ ენებზე და ეთნიკური უმცირესობების განსახლების სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მათი გავრცელება; სასურველია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით შემუშავებული ადრეული სწავლისა და განვითარების სტანდარტის დანერგვის ტრენინგების ჩატარება ეთნიკური უმცირესობების განსახლების სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში; სასურველია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ სკოლამ დელი დაწესებულებებისთვის შემუშავებული დამხმარე სახელმძღვანელოების თარგმნა უმცირესობათა მშობლიურ ენაზე და ეთნიკური უმცირესობების განსახლების სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მათი გავრცელება. სასწავლო გეგმები და სახელმძღვანელოები
მნიშვნელოვანია, სახელმძღვანელოების გრიფირების წესში აღდგეს საქართველოში არსებული მრავალფეროვნების ასახვის მოთხოვნა და ამ მიმართულებით გამკაცრდეს სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების საკითხი; სასურველია, გამომცემლობებთან და ავტორთა ჯგუფებთან სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა დამატებითი სამუშაო შეხვედრები გამართოს, რათა მულტიკულტურული და მრავალფეროვნების საკითხები აისახოს სახელმძღვანელოებში და სახელმძღვანელოები ეთნორელატიური პოზიციით დაიწეროს; აუცილებელია ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის, როგორც სასწავლო გეგმის ნაწილის ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში, ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის სასწავლო გეგმის დამტკიცება და დანერგვა, სახელმძღვანელოებზე მუშაობის დაწყება; აუცილებელია, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის, აგრეთვე სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების სახელმწიფო ენაზე სწავლების მოთხოვნა გადავადდეს, სულ მცირე, 2016 წლამდე და გავრცელდეს მხოლოდ საშუალო სკოლის საფეხურზე. შესაბამისად, საშუალო სკოლის საფეხურზე საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება გახდება არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი და საბაზო საფეხურების სამიზნე ზღვარი და სკოლებიც სტრატეგიას ამ სამიზნე ზღვრის შესაბამისად დაგეგმავენ. სასურველია, შეიქმნას ინტერკულტურული საგანთაშორისი კურიკულუმი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში არსებული მრავალფეროვნების ასახვას სასწავლო გეგმებსა და სახელმძღვანელოებში და – ქართულენოვან და არაქართულენოვან სკოლათა მოსწავლეებში ინტერკულტურული მგრძნობელობის განვითარებას; მნიშვნელოვანია სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების თარგმანის ხარისხის გაუმჯობესება და ნათარგმნი სახელმძღვანელოებით არაქართულენოვანი სკოლების დროულად უზრუნველყოფა; მნიშვნელოვანია, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს ჩაუტარდეთ ახა– ლი სასწავლო გეგმების დანერგვის ტრენინგები; მნიშვნელოვანია, არაქართულენოვან სკოლებში ახალი სასწავლო გეგმებით შედგენილი ახალი სახელმძღვანელოების დანერგვისთვის სახელმძღვანელოების უსასყიდლოდ მიწოდების მექანიზმების შემუშავება; მნიშვნელოვანია, ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2010 წელს დამატებული საგანი „მსოფლიო კულტურა“ მოიცავდეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესო-
44
მასწავლებელთა სერთიფიცირება, პროფესიული განვითარება, მომავალი მასწავლებლების მომზადება
ა) მასწავლებლების გადამზადება მნიშვნელოვანია, არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროგრამების დაფინანსების ზრდა; მნიშვნელოვანია სომხური და აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა, შევიდეს მასწავლებელთა სერთიფიცირების დებულების საგნობრივ ჩამონათვალში, რათა ამ საგნების მასწავლებლებს მიეცეთ მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა და შესაბამისი სოციალური გარანტიების მიღების საშუალება და მეორეს მხრივ უმაღლესმა სასწავლებლებმა უზრუნველყონ ამ საგნების მომავალი მასწავლებლების მომზადება; მნიშვნელოვანია ბილინგვური პროგრამების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შემუშავება და მასწავლებლების სერთიფიცირება და პროფესიული განვითარება; აუცილებელია ბილინგვური პროგრამების მასწავლებლებისთვის წახალისების მექანიზმების ამუშავება, (მაგალითად, მასწავლებელთა ხელფასის ფორმირების წესში ბილინგვური პროგრამის მასწავლებლისთვის დანამატის ასახვა) რათა მასწავლებლები დაინტერესებული იყვნენ პროფესიული განვითარებით, ბილინგვური პროგრამის მასწავლების სტატუსის მოპოვებით; არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფა, რათა 2014 წლის შემდეგ მასწავლებლებმა შეძლონ სახელმწიფო ენაზე პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით ან სასერთიფიკატო გამოცდების გზით მასწავლებლის სტატუსის განახლება. აღნიშნული მნიშვნელოვანია ბილინგვური განათლების პროგრამების განხორციელების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით 7-12 კლასებში;
ბ) მომავალი მასწავლებლების მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში ქართულის, როგორც მეორე ენის საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწის ხელშეწყობა; უმაღლეს სასწავლებლებში ბილინგვური პროგრამების პედაგოგის მომზადების პროგრამის დანერგვა, რომელიც დაეფუძნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებულ ბილინგვური პროგრამის მასწავლებლის სტანდარტს; უმცირესობათა მშობლიური ენების მასწავლებელთა მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში. უმაღლესი სასწავლებლების პროგრამა დაეფუძნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებულ სომხური და აზერბაიჯანული ენის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;
45
10 20
ბების კულტურებსაც და – ამ კულტურათა როლსაც მსოფლიო კულტურისა თუ ქართული კულტურის განვითარების პროცესში; ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების საათები გაიზარდოს, დარეგულირდეს სკოლის მიერ წარმოდგენილი ბილინგვური პროგრამის შესაბამისად და ჩამოყალიბდეს ისეთი ფორმით, რომ სკოლებს მიეცეთ მეტი არჩევანი, ენებზე აკადემიური საათების გადანაწილების თვალსაზრისით.
მისაღებ გამოცდებზე, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დაფინანსებაში შეღავათების დაწესება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებული და განათლების ფაკულტეტზე ან პროგრამაზე შემსვლელი აბიტურიენტებისთვის; ერთიან ეროვნულ გამოცდებში საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში ჩარიცხულ სტუდენტებზე პროფესიების რეგულირება და განათლების სპეციალობებზე აქცენტირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს არაქართულენოვანი სკოლებისთვის კადრების მოზიდვა და მომზადება; საკონტრაქტო სისტემის შემუშავება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც შეღავათიანი რეჟიმით მოხვდებიან განათლების სპეციალობებზე უმაღლეს სასწავლებლებში და/ ან მათი სწავლების დაფინანსება (როგორც საბაკალავრო, აგრეთვე სამაგისტრო) მოხდება სახელმწიფოს მიერ. საკონტრაქტო სისტემის შესაბამისად, შესაძლებელია მათ მიერ, სახელმწიფოს მიერ გაწეული შეღავათების სანაცვლოდ, ვალდებულების აღება გარკვეული ვადით ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არაქართულენოვან სკოლებში საქმიანობაზე; მასწავლებელთა მომზადების ყველა პროგრამაში, რომელიც მოქმედებს საქართველოში, ინტერკულტურული განათლების კურსის სავალდებულო საგნად სწავლება; უმაღლეს სასწავლებლებში მასწავლებლების მომზადების მოდულებში და თითოეულ საგნის სასწავლო გეგმაში ინტერკულტურული და საერთაშორისო ასპექტების ასახვა; სტუდენტებისთვის მრავალფეროვან და განსხვავებულ კულტურულ გარემოში სასწავლო პრაქტიკის ორგანიზება; სასკოლო საატესტატო გამოცდები
მნიშვნელოვანია, რომ საატესტატო გამოცდებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ჩაიდოს გონივრული და რეალური მინიმალური კომპეტენციების ზღვარი ახალი სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების დანერგვის პრობლემების გათვალისწინებით, რათა არ შეიქმნას სერიოზული დაბრკოლება მოსწავლეებისთვის ატესტატის მიღების თვალსაზრისით; ბილინგვური განათლება
სუბმერსიის პროგრამებში (ქართულ სკოლაში არაქართულენოვანი მოსწავლეების შეყვანის შემთხვევები) სკოლებმა და მასწავლებლებმა შეიმუშაონ ინდივიდუალური სასწავლო გეგმები ამ მოსწავლეებისთვის. მნიშვნელოვანია მასწავლებელთა მომზადება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის თვალსაზრისით; სასურველია, ამ პროგრამებში მოსწავლეებისთვის განხორციელდეს სახელმწიფო ენის შესწავლის საკომპენსაციო ინტენსიური გაკვეთილები, რათა მოსწავლეები, მინიმალურ დროში დაეუფლონ სწავლების ენას და მინიმიზებული იყოს ენის მიყეყით გამოწვეული მათი დაბალი აკადემიური მოსწრება; მნიშვნელოვანია მშობლების ინფორმირება მოსწავლის ენობრივი კომპეტენციაზე, კოგნიტურ და სოციალურ განვითარებაზე სუბმერსიის პროგრამის ნეგატიური ეფექტების შესახებ; მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს ბილინგვური განათლების ”ძლიერ“ პროგრამებზე, ამ პროგრამების განხორციელების და ადმინისტრირების სირთულის მიუხედავად;
46
ერთიანი ეროვნული გამოცდები მნიშვნელოვანია საშეღავათო პოლიტიკის შესახებ მოსახლეობაში ინფორმაციის უფრო აქტიურად გავრცელება, განსაკუთრებით – ქვემო ქართლის რეგიონში, რათა მაქსიმალურად გამოყენებული იყოს ქვოტირებული ადგილები ეთნიკური უმცირესობების მხრიდან; სასურველია, შემუშავდეს საკონტრაქტო სისტემა საშეღავათო პოლიტიკის შედეგად ჩარიცხულ სტუდენტებთან, რეგიონში მათი დამაგრებისა და დასაქმების მიზნით;
ზრდასრულთა განათლება მნიშვნელოვანია ენის სახლის“ ქსელის გაფართოება და ისეთი რიონების ჩართვა, ” როგორიცაა მარნეული, წალკა, გარდაბანი და ახალციხე; მნიშვნელოვანია ფართით ახალქალაქის ენის სახლის“ უზრუნველყოფის საკითხის ” გადაჭრა; მნიშვნელოვანია „ენის სახლის“ მომსახურებით მოსარგებლეთა წრის გაფართოება და საზოგადოების ფართო ფენების ჩართვა; უმჯობესია ენის სახლის“ ფუნქციების გაფართოება და იმ ფუნქციებით მისი დატ” ვირთვა, რომლებიც მას დაარსებისას ჰქონდა; მნიშვნელოვანია ზრდასრული მოსახლეობისთვის პროფესიული გადამზადების კურსების ორგანიზება, რათა მოსახლეობამ რეგიონებში განხორციელებულ პროექტებში დასაქმება შეძლოს.
47
10 20
მნიშვნელოვანია სკოლის მეთოდური, საკადრო და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა ბილინგვური განათლების ძლიერი“ პროგრამების დასაგეგმად და განსა” ხორციელებლად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბილინგვური პროგრამების მქონე სკოლებისთვის ფინანსური უზრუნველყოფის მკვეთრად გაზრდა; მნიშვნელოვანია თემთან და მშობლებთან ბილინგვური განათლების ეფექტურობის შესახებ საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელების გაგრძელება; მნიშვნელოვანია ბილინგვური განათლების რეფორმირების პროცესში მშობლებისა და თემის ჩართულობის მექანიზმების შემუშავება; აუცილებელია, სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა შეიმუშაოს სკოლებისთვის სარეკომედაციო ბილინგვური განათლების მოდელები, რათა სკოლებს გაუდვილდეთ საკუთარი პროგრამების შემუშავება; მნიშვნელოვანია, ბილინგვური განათლების საპილოტე სკოლებში განხორციელდეს მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციისა და აკადემიური მოსწრების წინასწარი შეფასება; მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ბილინგვური განათლების პროგრამების ეფექტურობის შეფასების მექანიზმები.
kultura da TviTmyofadobis SenarCuneba
შესავალი
ეროვნულ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნება და მისი დაცვა მნიშვნელოვანია საერთო კულტურულ ცხოვრებაში მათი სრულყოფილი მონაწილეობის, ურთიერთნდობისა და სამოქალაქო ერთობის განცდის მისაღწევად. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია თითოეული მოქალაქის კულტურული განვითარება, კულტურულ ცხოვრებაში თანამონაწილეობა, კულტურული თვითმყოფადობის გამოვლინება და გამდიდრება (მუხლი 34.1). საქართველოს თითოეული მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, განურჩევლად მისი აღმსარებლობისა (მუხლი 9, 19). კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ (მუხლი 38,1). გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ინტელქტუალური შემოქმედების თავისუფლებას და კრძალავს შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევას1. კულტურის სფეროსთან დაკავშირებით, შემდეგი კანონები ითვალისწინებს უმცირესობათა კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას: საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“2. კანონის მიხედვით საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან კულტურულ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული,
1 2
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 23.1,2; იხ. აგრეთვე კანონი კულტურის შესახებ, მუხლი 6. კულტურის სფეროს არეგულირებს შემდეგი გარდამავალი დებულებები: კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ; კანონი განათლების შესახებ; კანონი სახელოვნებო განათლების შესახებ; კანონი მუზეუმების შესახებ; კანონი თეატრის შესახებ; კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ.
48
კანონი ზოგადი განათლების შესახებ უზრუნველყოფს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის ნეიტრალურობას და ხელს უწყობს არადისკრიმინაციას, შემწყნარებლობლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას (მუხლი 13)4. საერთაშორისკო კონვენციები: ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენცია5. ეროვნული უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა სახელმწიფოს მიერ 2009 წელს „შემწყნარებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და 2009-2014 წ.წ. სამოქმედო გეგმის“ დამტკიცება.6 2009 წლის 3 ივლისის N14 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პასუხისმგებელი თანამშრომლები, ასევე – შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების, სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე – თბილისის საკრებულოს და ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სამი სამხარეო ადმინისტარციის წარმომამადგენლები7. 2010 წლის სამოქმედო გეგმაში გამოიკვეთა მეექვსე მიმართულების მნიშვნელოვნება („კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება“) და მისი ამოცანები გაიზარდა ექვსამდე: 1. სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; 2. ეროვნული უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება; 3. ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; 4. ტოლერანტობის სულისკვეთების მხარდაჭერა, კულტურათაშორისი დიალოგისა და კავშირების ხელშეწყობა; 5. საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის ხელშეწყობა; 6. ეროვნული უმცირესობების კულტურის, ისტორიის, ენისა და რელიგიის შესახებ საზოგადოების ცოდნის გაღრმავება და ქვეყნის კულტურულ ღირებულებად მათი წარმოჩენა. 3
4
5
6 7
შემოქმედებითი მოღვაწეობა თავისუფალია და დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა (...). გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს. კანონი კულტურის შესახებ, მუხლი 6. სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა (მუხლი 13.6); სკოლა თანასწორობის საფუძველზე იცავს უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება (მუხლი 13.7). საქართველომ 1994 წლის 3 მაისს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისიო პაქტის რატიფიცირება მოახდინა. უმცირესობათა დ რეგიონალური ენების დაცვის ქარტიის ხელმოწერა ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშია. http://www.smr.gov.ge/docs/doc173.pdf http://www.smr.gov.ge/docs/doc42.pdf
49
10 20
ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. ამავე კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველა მოქლაქეს აქვს კულტურული თვითმყოფადობის უფლება3.
კულტურის სფეროში კომპეტენციები გადანაწილებულია სახელმწიფოს ცენტრალურ და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებზე. 2010 წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და შეფასების მიზანია, განისაზღვროს: ა) რამდენად მართებულად არის დაგეგმილი აქტივობები თითოეული ამოცანის შესასრულებლად; ბ) რამდენად მართებულად არის ისინი შესრულებული; გ) შეიტანა თუ არა წვლილი შედეგმა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კონკრეტული მიზნის მიღწევაში; დ) რამდენად მდგრადი და სიცოცხლისუნარიანია ღონისძიებები; ე) მომ– ზადდეს რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის უფრო ეფექტურად დაგეგმვისა და შესრულებისთვის.
ამოცანა 1. სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა
ურთიერთნდობა, ერთობის განცდა, კულტურათა დიალოგი აუცილებელია კონსოლიდირებული საზოგადოების არსებობისთვის. კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა წევრის სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლება. შეიძლება ითქვას, სამოქმედო გეგმის ყველა მიმართულება ამ მიზანს ემსახურება8. 2010 წლის 25 აპრილს ჩატარდა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ცენტრის კონფერენცია თემაზე „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში“9. კონფერენციის თემები იყო საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობა. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“10. ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ექვსმა გუნდმა თბილისიდან და რეგიონებიდან. ვიქტორინის მიზანი იყო პუბლიკაციების („ეთნოსები საქართველოში“ და „რელიგიები საქართველოში“) პოპულარიზაცია, უფროსკლასელთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება11. 2010 წელს თელავში დაგეგმილი სემინარი „კახეთის მხარის ეროვნული უმცირესობები და მათი სამოქალაქო უფლებები“ ვერ ჩატარდა, დაფინანსების არქონის გამო12. იგივე
ეს ამოცანა 2010 წელს დაემატა სამოქმედო გეგმას. იხ. შემწყანრებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, 2010 წელი. 10 ტოლერანტობის ცენტრი და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიერ 2010 წლის ჩატარებული ღონისძიებები არ არის ასახული სამოქმედო გეგმაში და არ არის მისი ნაწილი, მაგრამ ეს აქტივობები მიზნად ისახავს საქართველში სამოქალაქო ინტეგრაციას: სემინარი ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის „ინტეგრაცია და ტოლერანტობა“, პერიოდული ჟურნალის „სოლიდარობა“ გამოცემა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა და ა. შ. 11 იხ. შემწყნარებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, 2010 წელი. 12 დაფინანსების შეწყვეტა გამოიწვია კახეთის მხარეში მეწყერისა და კლიმატური პირობების გამო ამ მიმართულებით თანხებისდახარჯვამ. 8 9
50
მოსახლეობაში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია. ამ მიმართლებით მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს საზოგადოების ყველა სფეროში, განსაკუთრებით – განათლებისა და კულტურის სფეროებში.
რამდენად მნიშვნელოვანია მონაწილეობის მიღება შემდეგ კლასგარეშე ღონისძიებებში? 78%
ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსები
67%
სასკოლო კონკურსები ქართულ და მშობლიურ ლიტერატურაში
51%
58% 63%
57%
ექსკურსიები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში
37% 57%
საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა 41%
52%
უფასო მედია-კლუბი 31% 43%
ვიქტორინები და ინტელექტუალური თამაშები
26%
სადისკუსიო შეხვედრები 14% საერთო
ნინოწმინდა
24%
87%
73%
69%
67%
57%
41%
ბოლნისი
სოციოლოგიური კვლევა: ინეტრკულტურული ურთიერთობის დონე ბოლნისის და ნინოწმინდის რაიონში, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, 2011 წელი
ამოცანა 2.
ეროვნული უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება
საქართველოს კონსტიტუციის და კულტურის შესახებ კანონის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს კულტურული თვითმყოფადობის დაცვისა და მხატვრულ-ესთეტიკური ორიენტაციის თავისუფალი არჩევანის უფება, განურჩევლად მისი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა (მუხლი 10). კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უმცირესობების კულტურის მხადრაჭერას ახორციელებს „საქართველოს ეროვნულ უმცირეოსობათა კულტურის ხელშეწყობის 51
10 20
მიზეზით, ვერ ჩატარდა კახეთის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი სემინარი თემაზე „სამოქალაქო ინტეგრაცია და კახეთის მხარეში ქართულ-ოსური ურთიერთობის პრობლემები“.
პროგრამის“ ფარგლებში, რომლის წლიური ბიუჯეტი 2010 წელს 100 000 ლარი იყო. ამ პროგრამის ფარგლებში ყოველწლირად 30 000 ლარით ფინანანსდება გაზეთ „ვრასტანის“ და „გურჯისტანის“ გამოცემა. 2010 წელს გამოვიდა 17/17 ნომერი13. 2010 წლის ეროვნული უმცირესობების კულტურის ხელშეწყობის ფარგლებში, გან– ხორციელდა შემდეგი თავისუფალი პროექტები: 2010 წლის მაისში გალერეა „მუზა“-ში ჩაატარდა 22 სომეხი მხატვრის გამოფენა. გამოიცა ალბომი „ART-ხიდი“. ამავე თემაზე გაიმართა კონფერენცია; 2010 წელს დაღესტნელმა კინორიჟისორმა, საქართველოს მოქალაქე ალი ავარსკიმ დაასრულა მუშაობა ტრილოგიის მესამე ნაწილზე „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, რომელიც ქართველთა და დაღესტნელთა მეგობრობას ეძღვნება. 2010 წლის მაისში თბილისში გაიმართა სომხეთის კულტურის დღეები. თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიწვეული იყვენენ სომხეთიდან ჩამოსული სტუმრები. საქართველოს მოქალაქე სვეტლანა ეიციანს გადაეცა ღირსების ორდენი; საანგარიშო წლის ნოემბერში მოეწყო პოლონელ ქალთა ასოციაცია „მეგობრობის“ წევრების, ევგენია ოდინეცისა და ელენე მლოსკევიჩის გამოფენა. სოფელ არიშფერონში მოეწყო კოსტა ხეთაგუროვისადმი მიძღვნილი საღამო14. თეატრები
2010 წლის კულტურის სამინისტროს პრიორიტეული მიმართულების – სსიპ სახელოვნებო ორგანიზაციების ხელშეწყობის – ფარგლებში დაფინანსდა 3 თეატრი: ალ. გრობოედოვის სახ. თეატრი 370 000 ლარით (2010 წლის ანგარიში). თეატრმა გამართა 2 პრემიერა: 43 – სტაციონარში; 3 – გასვლითი სპექტაკლი და 3 – გასტროლი. სულ დაესწრო 3570 მაყურებელი; ჰეიდარ ალიევის სახ. აზერბაიჯანული თეატრის მხარდაჭერის მიზნით, სამინისტრომ გამოყო 130 000 ლარი. თეატრში შედგა 3 პრემიერა, 26 სპექტაკლი (6 – სტაციონარში, 20 – საქველმოქმედო). სულ დაესწრო 1 350 მაყურებელი; პეტროს ადამიანის სომხურმა თატრმა გამართა 3 პრემიერა, 24 გასვლითი საქველმოქმედო სპექტაკლი და 10 საგასტროლო სპექტაკლი სომხეთში. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ყველა რაიონში შეინიშნება რუსული კულტურის წარმომადგნელთა პასიურობა. ეს პასიურობა ორმხრივია: როგორც თავად თემის, ასევე მუნიციპალიტეტების მხრიდან. სულ უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა რუსულ კულტურას. 2008 წელს რუსთავში დაიხურა რუსული სახალხო თეატრი.
13 14
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნების და განათლების დეპარტამენტის მონაცმები. იხ. შემწყნარებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, 2010 წელი.
52
10
მუზეუმები
20
კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება – ხელოვნების განვითარების ღონისძიებები – მიზნად ისახავს, ხელი შეეწყოს სსიპ სახელოვნებო ორგანიზაციებს, მოწესრიგდეს მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განვითარდეს თანამედროვე ხელოვნების დარგები, გააქტიურდეს ქვეყანაში სახელოვნებო ცხოვრება. მუზეუმები, რომლებიც საჯარო სამართლის იურდიული პირები არიან (სსიპ), იმყოფებიან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში და ფინანსდებიან სუბსიდიის სახით. 2008 წლიდან რეგიონებში არსებული მხარეთმცოდნეობის, ისტორიული და სხვა მუზეუმები, რომლებსაც აქვთ არასამეწარმეო ადგილობრივი იურიდიული პირის სტატუსი (ააიპ), იმყოფებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბალანსზე. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ივლისის № 654 განკარგულებით – „დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის აღდგენა-რეკონსტრუქციის ღონისძიებათა შესახებ“ – დაისახა მუზეუმის, როგორც საქართველოში ებრაელთა ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განძთსაცავისა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა შემსწავლელი უნიკალური სამეცნიერო ცენტრის ფუნქციონირებისა და რეკონსტრუქციის ღონისძიებები15. მუზეუმი უნიკალურია თავისი სპეციფიკით და ექსპონატებით. მუზეუმი განთავსებულია ყოფილ სინაგოგაში, რომელიც თავად წარმოადგენს მნიშვნელოვან არქიტექტურულ-კულტურულ ძეგლს. შენობა 1999 წლიდან ავარიულ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია გუმბათი, შენობის ყველა ნაწილში ჩამოდის წყალი. შესაბამისი პირობების არქონის გამო მუზეუმი, რეალურად, შენობაში არ ფუნქციონირებს. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აგვისტოს №493 ბრძანებულებით, განისაზღვრა მუზეუმის ახალი სამართლებრივი სტატუსი და სახელწოდება – „ს. ს. ი. პ. დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი“. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაევალა მასზე სახელმწიფოებრივი ზედამხედველობა. მუზეუმი მფლობელია მრავალი ექსპონატისა და რარიტეტისა _ ეპიგრაფიკულის, ხელნაწერის, არქეოლოგიურის, ეთნოგრაფიულის, ისტორიულის, მხატვრულის, არქივებისა და ა. შ. ისინი დროებით განთავსდა საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში, ინსტიტუტსა და საცავში (შ. ამირანაშვილის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის № 654 განკარგულებით, შენობის რეკონსტრუქციის დამთავრებისთანავე, განსაზღვრულია მუზეუმის კუთვნილი მასალების დაბრუნება. 2010 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სსიპ – დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის – საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოყო 79 000 ლარი.მუზეუმმა გამოსცა სამეცნიერო კონფერენციის მასალები „კავკასიის არქეოლოგია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა“. „ქარვასლა“-ს საგამოფენო დარბაზში მოეწყო მუზეუმის ექსპონატების გამოფენა. მუზეუმის, როგორც სსიპ-ის ყოველწლიური ბიუჯეტი, ძირითადად, სახელფასო ფონდია და იგი ვერ წვდება გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ხარჯებს, რომლებსაც მუზეუმი საჭიროებს. 15
მუზეუმი დაარსდა 1933 წელს (საბჭოთა პერიოდში, 1951 წელს, მუზეუმი გააუქმეს. მასში თავმოყრილი უმნიშვნელოვანესი მასალა სხვა მუზეუმებში იყო გადანაწილებული. მუზეუმი ხელახლა აღადგინეს 1954 წელს. ხოლო 1992 წელს მას დაუბრუნდა ფონდები.
53
სსიპ მირზა ფათალი-ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის მხარდასაჭერად სამინისტრომ 2010 წელს გამოყო 29 400 ლარი (2010 წლის ანგარიში). მუზეუმში მოეწყო 2 დოკუმენტური ფილმის ჩვენება (მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, აზერბაიჯანში მომხდარი 20 იანვრის ტრაგედიის და „ხოჯალას“ ტრაგედიის ამსახველი დოკუმენტური ფილმები). (სქოლიო: კულტ. ანგარიში). 25 აპრილს მუზეუმში ჩატარდა ნარიმან ნარიმანოვის საიუბილეო ღონისძიება, ხოლო 26/28 მაისს საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა16. 2010 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იყო თელავის ისტორიულეთნოგრაფიული მუზეუმის ხელშეწყობა17. მუზეუმი, გარდა იმისა, რომ მდიდარ ისტორიულ მასალებს და ხელოვნების ნიმუშებს ფლობს, ბოლო წლები აქტიურად მუშაობს დამთვალიერებელთა მოსაზიდად. ამისთვის მუზეუმში შეიქმნა სპეციალური პროგრამა „დოპ“ (დამთვალიერებელზე ორიენტირებული პროგრამა). ამ პროგრამის ფარგლებში მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს სკოლებთან, მათ შორის – სოფ. ყარაჯალის აზერბაიჯანულ სკოლასთან18. აღნიშნული სკოლის მოსწავლეები ხშირად მოდიან მუზეუმში. აქ მათ ჩაატარეს ღია გაკვეთილი და თეატრალური წარმოდგენა. მუზეუმი მომავალშიც გეგმავს სოფ. ყარაჯალის სკოლასთან თანამშრომლობას19. მუზეუმი სუბსიდიის სახით ფინანსდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ. ამ ეტაპზე, მუზეუმისთვის მნიშვნელოვანია კოლექციის განახლება, რადგან „ძნელია თანხის გამონახვა ახალი ექსპონანტის შესაძენად“, როგორც ეს მონიტორინგის დროს განაცხადეს20. გარდა ამისა, მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ზამთრის პერიოდში საგამოფენო დარბაზში და ფონდებში გათბობის არქონა. ზოგადად, უმცირესობათა კულტურისა და ტრადიციების შესახებ მდიდარ მასალს ინახავს ისტორიული-ეთნოგრაფიული და მხარეთმცოდნეობის მუზეუმები. როგორც მონიტორინგის და შემდგომი შეფასებისას გამოვლინდა, რაიონებში მუზეუმები არა მხოლოდ წმინდა შემეცნებითი ხასიათის მატარებელია, არამედ ეს არის კულტურათა დაახლოების ადგილი. მცირე დაფინანსების პირობებში მათი წარმატებული მუშაობა ხშირადთანამშრომელთა დიდ მონდომებასა და შემოქმედებით უნარზეა დამოკიდე-ბული. სამოქმედო გეგმაში არ იყო გამოყოფილი ახალციხის მუზეუმი, რომელიც შესანიშნავი მაგალითი და რესურსია კულტურათა დიალოგის წარმოსაჩენად. ამჟამად სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი ახალციხეში ეროვნული მუზეუმის ნაწილია21. მუზეუმი იხ. შემწყანრებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, 2010 წელი. 17 იგივე მიზნით, შეიძლება გეგმის ნაწილი იყოს სხვა ისტორიული და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 18 თელავის რაიონში არის მხოლოდ ერთი სოფელი - ყარაჯალი, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანლები. 19 მუზეუმი ასევე აპირებს ერთგვარ საგანმანათლებლო ტურს და ექსპოზიციების (ასლების) ჩატანას სოფლის სკოლებში, რათა უფრო პოპულარული გახადოს მუზეუმი და უფრო მეტი ადამიანისთვის იყოს მათი კოლექცია ხელმისაწვდომი. თუ დაფინანსება გაიზრდება, მუზეუმს სურვილი აქვს, იგივე პროექტით კახეთის სხვა რაიონებსაც ესტუმროს, მათ შორის – ოსებით დასახლებულ სოფლებს. 20 2010 წელს ბიუჯეტი შეადგენდა 263 000 ლარს. 21 ახალციხეში მუზეუმი დაარსა 1923 წელს, როგორც სამაზრო მუზეუმი და მას ივანე გავრამეძემ ყველა თავისი მასალა გადასცა. 1937 წელს მის ბაზაზე გაიხსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 2005 წლამდე ის იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი. 2005 წლიდან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი. 16
54
გარდაბნის მხარეთმცდნეობის მუზეუმი, ფინანსდება როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის და სამუზეუმო ცენტრის ნაწილი, სუბსიდიის სახით ადგილობრივი მუნუციპალიტეტი ბიუჯეტიდან.22 მუზეუმის 3 ფილიალი არსებობს მარტყოფში, ნორიოში და სართიჭალაში. მუზეუმი ყოველწლიურად 12 მაისს აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს და აწყობს ღია კარის დღეს. გარადაბნის მუზეუმში დაცულია როგორც ქართული კულტურის ნიმუშები, ასევე – აზერბაიჯანული ყოფის ნივთები, ტრადიციული საკრავები და ა. შ. უნდა აღინიშნოს, რომ არასაკმარისი ფინანსური რესურსების მიუხედავად, თანამშრომლები აგრძელებენ ქართული და აზერბაიჯანული კულტურის ნიმუშების, ექსპონატების შეგროვებას. მუზეუმს მუდმივად ჰყავს დამთვალიერებელი. ხშირად დადიან სკოლის მოსწავლეები ქართული და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებიდან. მუზეუმის ექსპონატები კარგ შესაძლებლობას აძლევს ქართველ და აზერაბიჯანელ მოსწავლეებს, ერთ საგამოფენო დარბაზში იხილონ სხვადასხვა კულტურისთვის დამხასიათებელი ტრადიციული ნაკეთობები, ყოფითი და საბრძოლო იარაღები. მუზეუმი ყოველწლირად აწყობს სამეცნიერო სესიას და გამოსცემს კრებულს23. ამჟამად მუზეუმის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ფართის საკითხი. რამდენიმე წელია, რაც მუზეუმი ძველი შენობიდან გადმოვიდა და განთავსებულია კულტურის ცენტრის შენობის 2 ოთახში, რაც საკმარისი ფართი არ არის მუზეუმის ფუნქციონირებისთვის. ექსპონატების ნაწილი გამოფენელია შემოსასვლელში და ნაწილი ყუთებში ინახება. ქ. ბოლნისში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ხოლო სოფ. ხაჩინში არის საბავშვო მწერლის, ღაზაროს აღოიანის სახლ-მუზეუმი. აღნიშნული მუზეუმები, ისევე, როგორც დმანისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. საქართველოს კულტურული მრავლფეროვნების და ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო ფურცელია დუხობორების თემი ჯავახეთის და ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელში24. ჯავახეთის რამდენიმე სოფელში ამ რელიგიურმა ერთობამ თვითმყოფადი კულტურული გარემო შექმნა, რომლის ანალოგი უკვე სხვა ქვეყნებში აღარ შემორჩა, რადგან უკვე დიდი ხანია, რაც მორწმუნეთა რიცხვი თემებში მცირდება და ბევრ ქვეყანაში იგი თვითლიკვიდაციით დასრულდა. 90-იანი წლებიდან დაიწყო დუხობორების მასობრივი მიგრაცია ისტორიულ სამშობლოში, რუსეთში, სადაც დუხობორების კონფესიის დასუსტება და ასიმილაცია მოხდა25. დღეს ისინი ჯავახეთში, ნინოწმინდის რაიონის ორ 22 23
24
25
2010 წელს ბიუჯეტი შეადგენდა 55 000 ლარს კონფერენციის რამდენიმე თემა ეხებოდა იმას, თუ როგორ დასახლდა ზოგიერთი აზერბაიჯანული სოფელი: ქანდარა და სხვ.; მ. ბულოღაშვილმა მოამზადა ნაშრომი „ქვემო ქართლის ეთნიკური სურათი მე-12–მე-15 საუკუნეებში“. დუხობორები 19 ს.–ის 40-იან წლებში რუსეთიდან გადმოსახლებული სლავები არიან. ისინი თავიანთი რელიგიური რწმენის გამო იდევნებოდნენ. მათი რელიგია ქრისტიანობის ერთ-ერთ სექტად ითვლება. დამატებით იხ. ბეჟენცევა, ალა: ქვეყანა დუხობორია, 2007. (სქოლიო: ბეჟენცევა,ალა: „დუხობორია“, საქართველოს მთებში გადაკარგული რუსული მხარე, 2010, გვ.19).
55
10 20
ყოველწლიურად ატარებს ნორჩ ისტორიკოსთა კონფერენციას. იგი ადრე სიმბოლურად ტარდებოდა ახალციხის ძველ უბანში, სინაგოგის ტერიტორიაზე. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ქართველი და სომეხი სტუდენტები. 2008 წლის კონფერენცია მიეძღვნა მიხეილ თამარაშვილის იუბილეს.
პატარა სოფელში, გორელოვკასა და ორლოვკაში, ცხოვრობენ. სოფ. გორელოვკაში ცენტრალურ ქუჩაზე არსებულ, ხის ორნამენტებით გამორჩეულ სამლოცველო სახლს, ე. წ. „ობოლთა სახლს“, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, მუზეუმის სტატუსი მიენიჭა და რუსული დუხობორული კულტურის ნაკრძალად გამოცხადდა. მას მიენიჭა ხუროთმოძღვრებისა და ყოფის, დუხობორთა სიწმინდეების ცენტრის სტატუსი. სამწუხაროდ, მუზეუმი დღეს არ ფუნქციონირებს.
კულტურის ცენტრები
ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თაოსნობით, ყოველწლიურად ხდება კალენდარული დღესასწაულების აღნიშვნა. გარდა ამისა, აღნიშნავენ სახალხო და რელიგიურ დღესასწაულებს. ღონისძიებებში მონაწილეობას იღებენ რაიონში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. ზოგიერთ რაიონში, უმცირესობათა ფოლკლორული ანსამბლები ფუნქციონირებს კულტურის სახლთან (მაგ. დმანისში – დუხობორთა ანსამბლი „აისი“, მარნეულში – „სარვანი“). კულტურულ ღონისძიებებს, სახელოვნებო სასწავლებლებს, ბიბლიოთეკებს, სპორტის და ახალგაზრობასთან დაკავშრებულ საკითხებს კურირებს მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.
სახალხო და რელიგიური დღესასწაულები
2010 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ნოვრუზ-ბაირამი სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა. ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნა ქვემო ქართლის ყველა რაიონში. მუნიციპალიტეტების მიერ მოხდა ტრანსპორტით მონაწილეთა უზრუნველყოფა. რაიონის ანსამბლები და ინდივიდუალური ჯგუფები მონაწილეობას იღებენ სხვა მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებულ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულებში. აქ მონაწილეობენ როგორც აზერბაიჯანელი, ასევე – ქართველი შემსრულებლები. ინფორმაცია გააშუქა ქართულმა და აზერბაიჯანულმა ტელევიზიამ. ბოლო რამდენიმე წელია, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, ასევე – საქართველოს სხვა ქალაქებში, ფართო მაშტაბით აღინიშნება სახალხო დღესასწაულები (ერეკლეობა, ახალციხელობა, გარდაბნობა, რუსთავ-ქალაქობა და ა. შ.). ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მათში მონაწილეობას იღებენ უმცირესობათა წარმომადგენლებიც. დმანისის კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ ისინი რაიონს ყოველთვის მრავალფეროვანი კულტურით წარადგენენ. მაგალითად, რუსთავ-ქალაქობაზე, ქართულ ანსამბლთან ერთად, კონცერტი გამართა დუხობორთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „აისი“. საგამოფენო კუთხეში კი წარმოდგენილი იყო ქართული, აზერბაიჯანული, ბერძნული სამზარეულო. უმცირესობათა კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობა, რაიონების მიხედვით, სხვადასხვაგვარია. თუ დმანისის და მარნეულის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობას იღებენ დღესასწაულებში, სხვა რაიონებში უფრო
56
უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შესანიშნავი ნიმუშია აზერბაიჯანულ თემში გავრცელებული აღმოსავლური მუსიკის ისეთი მიმართულება, როგორიცააა მუღამი და მისი შემსრულებლები – აშუღები. ადგილობრივი მოსახლეობის და კულტურის განყოფილების წარმომადგენელთა ცნობით, ქვემო ქართლში 23 აშუღია. აქედან 7 გარდაბანში ცხოვრობს. ისინი ყოველთვის იღებენ მონაწილეობას სახალხო დღესასწაულებში (გარდაბნობა, ნოვრუზ-ბაირამი). სამწუხაროდ, აშუღთა რიცხვი ნელ-ნელა კლებულობს. დღესდღეობით აშუღები, მხოლოდ უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან. გარდაბანში მონიტორინგის დროს, სხვადასხვა შეხვედრებისას, გამოიკვეთა აზრი, რომ ბოლო წლებში ურთიერთობა ქართველებსა და აზერბაიჯანლებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო გახდა. „თუ ადრე უფრო მოხუცებს, უფროს თაობას ჰქონდა ერთმანეთთან ურთიერთობა, დღეს ახალგაზრდები უფრო დაახლოვდნენ“. 2010 წელს გარდაბანში აღინიშნა ასურული სახალხო დღესასწაული „ხაბნისანი“. ბოლნისში 2010 წელს, გარდა ნოვრუზ-ბაირამისა, აღნიშნეს საბავშვო მწერალ ღაზაროს აღოიანის იუბილე. ქ. ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე, ჩატარდა სახალხო დღესასწაული ახალციხელობა. როგორც ახალციხის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რაონში მცხოვრები სომხები და სხვა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები ყველა ღონისძიებაში მონაწილეობენ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ისევე, როგორც სხვა რაიონის მუნიციპალიტეტები, აღნიშნავს ყველა კალენდარულ დღესასწაულს, მათ შორის – სომხურ სახალხო და რელიგიურ დღესასწაულებს. ტრადიციულად, ნინოწმინდაში იმართება სახალხო დღესასწაული „ტერიანობა“ – სომხური პოეზიის საღამო. სტუმრებს იწვევენ როგორც თბილისიდან, ასევე – ერევნიდან. ნინოწმინიდის კულტურის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ისინი მიწვეული არიან წმინდა ნინოს დღესასწაულზე, რომელიც, ბოლო რამდენიმე წელია, იმართება ნინოწმინდაში საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით. ახალქალაქში, ტრადიციულად, ტარდება სახალხო დღესასწაული „ჯივანობა“. ახალქალაქის კულტურის სამსახურის უფროსმა მიუთითა, რომ გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად იმატა კულტურულმა ღონისძიებებმა, მაგრამ ისინი მაინც მცირეა. როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნა, კულტურული ცხოვრების დონე რაიონში ძალიან დაბალია და ამ დარგის წარმომადგენლებში „არ არსებობს ენთუზიაზმი, ისევ გააგრძელონ კულტურის სფეროში მუშაობა“.
57
10 20
პასიურია მათი თანამონაწილეობა (მაგალითად, „ერეკლეობა“-ს უფრო პასიურად შეხვდნენ უმცირესობათა წარმომადგენელები და მხოლოდ სტუმრის სტატუსით დაესწრნენ).
2010 წელს არ ჩატარებულა ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი. მსგავსი ფესტივლის ჩატარების იდეა გაგვიზიარეს სხვა მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა. კოორდინირებული მუშაობით და თანამშრომლობით შესაძლებელია ფესტივლის უკეთ დაგეგმვა და ფართო მასშტაბით მისი ჩატარება. კახეთის მხარის რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფელში კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები26. ახმეტის რაიონის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რაონში არ ტარდება არც ერთი ღონისძიება, რომელშიც მოწვეული არ იქნებოდა ქისტების ანსამბლი: „ზოგადად, ქისტები აქტიური თემია და მონაწილეობას იღებენ მუსიკალურ და ლიტერატურულ საღამოებში“. უფრო ჩაკეტილ თემს წარმოადგენენ ყვარლის რაიონში მცხოვრები ლეკები. ამის მიზეზი 90-იანი წლების სამოქალაქო და ეთნიკური დაპირისპირებაა, რაც ნელ-ნელა წარსულს ბარდება და „ბოლო წლებში ამ გაუცხოების გადალახვაც ხდება“. შეინიშნება დადებითი ტენდენციებიც, სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაცია კლებულობს და სამუშაოდ ან სასწავლებლად წასული ახალგაზრდობა საბოლოოდ სოფელში ბრუნდება. მიგრაციის შემცირებაზე მიგვითითეს წალკის რაიონშიც: „შემცირდა მოსახლეობის დიდი ნაწილის სომხეთში მიგრაცია და ბევრი მაგალითია, რომ ახალგაზრდები ქართულ ჯარში მსახურობენ“. რაც შეეხება ყვარლის რაიონში გამართულ ღონისძიებებში (მაგ. 2010 წელს ჩატარდა ფესტივალი „შემოდგომის ფერები“) ლეკები მონაწილეობას არ იღებენ. პოსტსაბჭოთა პერიოდში ლეკებით დასახლებულ სოფლებში გაიზარდა ტრადიციული, კონსერვატული შეხედულები და თემი უფრო ჩაკეტილი გახდა. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ: „მანამდე ქართველებს და ლეკებს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ხდებოდა დანათესავება, წვეულებების და დღესაწაულების ერთად გადახდა და ა. შ.“. იმედს გამოთქვამენ, რომ დროთა განმავლობაში ისევ აღსდგება ძველი ღია ურთიერთობა. ყვარლის რაიონის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის ცნობით, მართალია, თემი პასიურია და ვერ ხერხდება ავარების (ლეკების) კულტურული ტრადიციების სრულყოფილად წარმოჩენა, „მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც შეიცვლება, რადგან დღითიდღე შეიმჩნევა დაახლოება. თემში დიდი პოპულარობით სარგებლობს სპორტი“. მისასალმებელია, რომ მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა მათი ინტერესები და 2010 წელს სპორტული სექციები გახსნა სოფ. თივში და სოფ. სარუსოში27. მათ სრულ ინტეგრაციას და კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, რათა ისევ გაჩნდეს ნდობა ამ ორ ეთნოსს შორის. წალკის რაიონშიც, ძირითადად, სპორტული ღონისძიებები ტარდება. დიდი ხნის განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა წალკასთან დამაკავშირებული გზა, რაც ავტომატურად აისახებოდა ამ რაიონში მიმდინარე კულტურულ და ყოველდღიურ ცხოვ26
27
თელავის რაიონის სოფ. ყარაჯალი (აზერბაიჯანლები), ახმეტის რაონის სოფ. ჯოყოლო, სოფ. დუისი (ქისტები), ყვარლის რაიონის სოფ. ჩანთლისყურე, ზინობიანი, თივი და სარუსო (ლეკები), სოფ. წიწკაანათსერი (ოსები), ლაგოდეხის რაიონის სოფ. კაბალა (აზერბაიჯანლები). განსკუთრებით პოპულარულია ჭიდაობა. ამ სოფლის რამდენიმე წარმომადგენელი საქართველოს ჩემპიონია.
58
2010 წელს ჩატარდა „წალკობა“. გარდა კალენდარული დღესასწაულებისა, ჩატარდა „ავასობა“ და კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების საანგარიშო კონცერტი. ასპინძის რაიონში, ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა სახალხო დღესასწაული „შოთაობა“, რომელშიც, სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე მწერლებთან და ხელოვნების დარგის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და სომხეთიდან. ასპინძის მუნიციპალიტეტი საერთოდ არ შედის სამოქმედო გეგმის ღონისძიებების სიაში. სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ ხელოვნების და მწერლობის გზით ხალხთა დაახლოებისა და რეგიონში კულტურული ცხოვრების ბიძგის მიცემის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. სასურველია, მეტი ყურადღება მიექცეს ასეთ დღესასწაულებს რაიონებში28.
კულტურის სახლი, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლები
სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს კულტურის სახლების მხარდაჭერა. მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებულ კულტურის სახლებთან მოქმედებს სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლი და სახელოვნებო წრე. ისინი, ძირითადად, თვითდაფინანსებაზეა. რამდენიმე მუნიციპალიტეტი, (მაგ., ახალციხის) მოსწავლეების გადასახადის ნაწილს იხდის, ხოლო 5 კატეგორიის ახალგაზრდებისთვის – მთლიან გადასახადს. უმეტეს რაიონში გარემონტდა კულტურის სახლები. ყველა კულტურის სახლის პრობლემად რჩება ზამთარში გათბობის საკითხი. ბიუჯეტის თანხა არ ჰყოფნის ზამთრის ხარჯებს. შესაბამისად, წელიწადის ამ დროს რაიონებში კულტურული ღონისძიებების ჩატარება ფერხდება. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ რეგიონებში იშვიათად სტუმრობს ქართული და არაქართული შემოქმედებითი ჯგუფები. ადგილობრივი ანსამბლების გასტროლები შემოიფარგლება რაიონის სოფლებით. ზოგიერთი მუნიციპალიტეტი მაინც ცდილობს სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ინიცირებას. დმანისის კულტურის ცენტთან არსებულ დუხობორთა ანსამბლ „აისს“ უკევ ახალი თაობა ჰყავს29. ისინი ინტენსიურად თანამშრომლობენ მარნეულის კულტურის სახლთან. მარნეულის კულტურის სახლი გამოირჩევა კულტურულ ღონისძიებათა სიმრავლით. ყველაზე მეტად მუნიციპალიტეტებს უჭირთ ახალგაზრდული კლუბების, კულტურის ცენტრების შენარჩუნება რეგიონებში. სამწუხაროდ, 2010 წელს დაგეგმილი ასეთი 28
29
ოპტიმალური იქნება, თავად „შოთაობა“ ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ჩატარდება, როგორც კულტურული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ადგილას. 2011 წელს ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო არტ-გენის ფესტივალში, თბილისში. დმანისის კულტურის სამსახური 2012 წლისთვის გეგმავს აზერბაიჯანული ანსამბლის ჩამოყალიბებას.
59
10 20
რებაზე. რამდენჯერმე წალკაში სტუმრობაზე უარი თქვეს მოწვეულმა ხელოვნების წარმომადგენლებმა. ეს მხარე განსაკუთრებით მოითხოვს დედაქალაქთან და სხვა მხარეებთან მჭიდრო კონტაქტებს.
ცენტრების გახსნა ვერ მოხერხდა (მაგ. სოფ. ავრანლოში, სოფ. ბარეთში, სოფ. ნარდვანში). ამის მიზეზად დასახელდა დაფინანსების შეწყვეტა, ახალგაზრდობის პასიურობა. ზოგიერთი რაიონი დამატებით ახალ პროექტებს მოითხოვს. მაგ. წალკის რაიონში არ არის რეგიონული ტელევიზია, სამუსიკო სკოლა30. რაიონი განიცდის კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების სიმწირეს. აქვე უნდა აღინიშნოს ის დადებითი ზეგავლენა, რომელიც აქვს და მომავალში ექნება წალკა-ახალქალაქის გზის ამოქმედებას. ზოგადად, დიდ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება. რაიონის კულტურის სამსახურის ბიუჯეტი ხშირად ვერ წვდება დედაქალაქიდან შემოქმედებითი ჯგუფების მოწვევის ხარჯებს. სასურველია, რომ გარკვეული ღონისძიებებისთვის (განსაკუთრებით რეგიონთაშორისისთვის) მოხდეს რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ დამატებით სუბსიდირება და მათი ჩატარების კოორდინირება. ბიბლიოთეკები
სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ბიბლიოთეკების დაფინანსებას და მათი შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობას. ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა ბიბლიოთეკების ბედი, კერძოდ – სოფლის ბიბლიოთეკების მდგომარეობა. 2006 წლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწყო სოფლის ბიბლიოთეკების ლიკვიდაციის პროცესი, რომელსაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივ თემებში. სოფლებში ბიბლიოთეკების ფუნქციონირების საკითხი დღემდე აქტუალური რჩება. 2007 წლიდან ბიბლიოთეკები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაშია (მანამდე კულტურის და და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტზე იყო). ზოგიერთ რეგიონში (მაგ. იმერეთში) ფინანსების სიმცირის გამო დღემდე მასობრივად იხურება სოფლის ბიბლიოთკები. იგივე პრობლემის წინაშე დგანან ქვემო ქართლის და სამცხეჯავახეთის რაიონის ბიბლიოთეკები. თუმცა ბოლო წლებში ამავე რეგიონებში დადებითი ნაბიჯებიც გადაიდგა, აღდგა რამდენიმე დახურული ბიბლიოთეკა. ახალციხეში 2007 წლის გაზაფხულზე ფუნქციონირებდა მხოლოდ მთავარი ბიბლიოთეკა და ლიკვიდირებული იქნა 41 ფილიალი. 2008 წლის გაზაფხულზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, ყველა მუნიციპალიტეტის ორ-ორ სოფელში კვლავ გაიხსნა ბიბლიოთეკები. ამჟამად ახალციხის რაიონში ხუთი ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს (რაბათის და ქალაქის ცენტრალური ბიბლიოთეკა ახალციხეში, სოფ აწყურში, სოფ. ურაველში და ქ. ვალეში). ღიად დგას საკითხი, თუ რა ბედი ეწევა იმ ბიბლიოთეკების წიგნებს, რომლებიც დაიხურა31. ლიკვიდირებული ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების ნაწილი გადაეცა სკოლის ბიბლიოთეკებს. ამას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. კარგია, რომ ამ წიგნებს ისევ ეყოლება მკითხველი, დაცული იქნება სკოლის შენობაში. მაგრამ სკოლის განრიგი ჩვეულებრივი ბიბლიოთეკის მკითველს პრობლემას უქმნის. 30 31
სამოქმედო გეგმაში არ უნდა იყოს მითითებული წალკის სამუსიკო სკოლის ხელშეწყობა. როგორც ახალციხეში, ასევე ახალქალაქში ბიბლიოთეკების ყოფილი თანამშომლები მაინც პატრონობენ წიგნებს, რომლებიც ან დაკეტილ ბიბლიოთეკებში ან კერძო სახლებშია შენახული.
60
ახალქალაქის რაიონში სულ 17 ბიბლიოთეკაა32. თითოეულში თითო თანამშრომელი მუშაობს. ახალქალაქის ბიბლიოთეკების კავშირის დირექტორის ინფორმაციით, რაიონის სოფლებში არის მოთხოვნა ბიბლიოთეკებზე, მაგრამ ისინი ვერ გეგმავენ ახალი ფილიალების გახსნას, რადგან არ აქვთ დაფინანსება. მოთხოვნა დიდია სოფლებში: ტურცხში, ოლავერდში, სამსარში, ალათუმანში, ბუღაშენში, ლომატურცხში, მერენიაში. ნინოწმინდის რაიონში 2010 წელს ბიბლიოთეკების დაფინასნებისთვის გამოყოფილი იყო 55 000 ლარი. გარდაბნის რაიონში 19 ბიბლიოთეკაა. მათ დღეში 20-25 დამთვალიერებელი ჰყავს. როგორც ბიბლიოთეკების გაერთიანების ცენტრის უფროსმა აღნიშნა, „გარდაბნის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ხშირად მოდიან აზერბაიჯანულენოვანი სკოლებიდან. გარდაბნის პირველმა სკოლამ ბიბლიოთეკაში მოაწყო „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღე“. 2010 წელს ცენტრი 2000 ლარით დაფინანსდა. ბიბლიოთეკის ამჟამინდელი პრობლემაა სამკითხველო დარბაზის გათბობა ზამთარში. ასევე, ბიბლიოთეკა საჭიროებს სტენდების და წიგნადი ფონდების განახლებას. მარნეულის რაიონში 6 ბიბლიოთეკაა: 1 – სომხური, 4 – აზერბაიჯანული და 1 – შერეული ცენტრალური ბიბლიოთეკა. ყველა ბიბლიოთეკა საჭიროებს რემონტს და წიგნების ფონდის განახლებას. დმანისის რაიონში 4 ბიბლიოთეკაა: 1 – აზერბაიჯანული (სოფ. ამავლოში) და 3 – ქართული: დმანისის ცენტრალური ბიბლიოთეკა, სოფ გომარეთის, სოფ. ვარსიდუბნის). 2010 წელს წალკის რაიონში დაგეგმილი ახალი ბიბლიოთეკები (სოფ. ხაჩკოვში და არსარვანში) არ გახსნილა. „მათზე არ იყო მოთხოვნა“, როგორც წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებაში გვითხრეს. 2012 წლისთვის იგეგმება ბიბლიოთეკის გახსნა სოფ. თრიალეთში. ხოლო სოფ. განთიადში და კიზილკირასში ბიბლიოთეკები გაიხსნა 2008 წელს. ამავე წელს გარემონტდა წალკის ცენტრალური ბიბლიოთეკა. ქართული წიგნებით ფონდების განახლებას ეს ბიბლიოთეკებიც საჭიროებენ. ფონდებს სომხურ წიგნებს პერიოდულად გადასცემს სომხეთის საელჩო საქართველოში. წიგნადი ფონდები თითქმის ყველა ბიბლიოთეკაში 2 წლის წინ განახლდა. გათბობის საკითხი მწვავედ დგას ყველა მოქმედ ბიბლიოთეკაში, რომელიც მონიტორინგის ჯგუფმა მოინახულა. ეს კი ზამთარში მის ფუნქციონირებას აფერხებს. ყველა რაიონისთვის მტკივნეულ და გადაუჭრელ საკითხად რჩება სოფლის ბიბლიოთეკების ბედი. მათი არსებობისთვის ფინანსების მოძიება ყველა მუნუციპალიტეტში ჭირს. 32
ბიბლიოთეკებში 2010/2011 წლებში ჩატარდა რემონტი. რემონტს საჭიროებს რამდენიმე ბიბლიოთეკა (სოფ. მაჯადია).
61
10 20
საზაფხულო და სხვა სასკოლო არდადეგებზე წიგნები მკითხველისთვის მიუწვდომელი ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკების მხარდაჭერა სამოქმედო გეგმის ნაწილია, ბიბლიოთეკების განვითარება არც ერთი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულება არ არის და 2009 წლიდან არც ერთი დამატებითი პროგრამა არ ხორციელდება მდგომარეობის შესაცვლელად. საჭიროა, მოხდეს ცენტრალური ხელისუფლებიდან ასეთი მიმართულების ინიცირება და მასში მონაწილეობა მიიღოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, კულტურის სამინისტრომ, რეგიონული განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა სტრუქტურამ. სამუსიკო სკოლები
ეროვნული კონცეფცია ითვალსიწინებს სამუსიკო სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობას33. 2008 წლის რეფორმის შემდეგ სამუსიკო სკოლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადავიდა. სამუსიკო განათლებასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, რომელიც ეხება საქართველოს ყველა რეგიონის სამუსიკო სკოლას, მათ შორის – უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებს, სადაც სამუსიკო განათლების მიღება უფრო გართულდა. რეფორმის შემდეგ საქართველოში გაუქმდა სამუსიკო სასწავლებლები (ე. წ. მუსიკალური ათწლედი), რომელიც იყო სამუსიკო სკოლების შემდეგი საფეხური და წინაპირობა უმაღლესი მუსიკალური განათლების მისაღებად. ასეთი სასწავლებელი დღესდღეობით არსებობს მხოლოდ თბილისში34. კონსერვატორიაში სწავლის მსურველი ყველა რეგიონში მცხოვრები მოსწავლისთვის დგება საკითხი: ჩააბაროს თბილისში არსებულ სასწავლებელში და, შესაბამისად, ოჯახთან ერთად შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. რაც მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული: მატერიალური, ოჯახური და ა. შ. რაიონებში სამუსიკო სასწავლებლების დახურვა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს. მცირდება მათი შანსი, მიიღონ უმაღლესი მუსიკალური განათლება. უმცირესობებით დასახლებული რაიონების მოსახლეობაში ჩნდება ტენდენცია – ასეთი განათლება მიიღონ მეზობელ ქვეყნებში: სომხეთში, რუსეთში და ა. შ., სადაც მათ უფრო მეტი ნათესავი ჰყავთ და მეტი კონტაქტები აქვთ. ახალციხის რაიონში დღესდღეობით ფუნქციონირებს 4 სამუსიკო სკოლა35. რაიონებში არსებული სამუსიკო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კარიერა გაეგრძლებინათ, როგორც მუსიკის პედაგოგებს. 2008 წლამდე ქ. ახალციხეში არსებობდა თბილისის 1-ლი სამუსიკო სასწავლებლის ფილიალი. ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულებს შეეძლოთ, სწავლა გაეგრძელებინათ კონსერვატორიაში ან ემუშავათ პედაგოგებად სამუსიკო სკოლებში. როგორც ახალციხის სამუსიკო სკოლის დირექტორმა განაცხადა: „რეგიონში თითქმის ყველა სამუსიკო სკოლის 33
34
35
გეგმის მიხედვით გათვალისწინებული კონფერენცია თელავში ვაინხაური კულტურის შესახებ და ეროვნული უმცირესობების სამუსიკო საღამოები არ ჩატარებულა 2006 წლამდე თბილისში არსებობდა 3 სამუსიკო სასწავლებელი: დ. არაყიშვილის სახელობის, ზ. ფალიაშვილის სახელობის, მ. ბალანჩივაძის სახელობის. 2006 წელს ისინი ერთ სამუსიკო სასწავლებლად გაერთიანდა და 2009 წელს გადაკეთდა მუსიკალურ სემინარიად. ნინოწმინდაში – 1 მუსიკალური სკოლა, ბოლნისის რაიონში – 2: ქ. ბოლნისში და დაბა კაზრეთში; წალკაში სამუსიკო სკოლა არ არის.
62
დღესდღეობით ეს ფილიალი გაუქმდა და იგი არსებობს, როგორც ექვსწლიანი სამუსიკო სკოლა. ჯერჯერობოთ სკოლას ჰყავს კვალიფიციური პედაგოგები, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მწვავედ დადგება ახალი კადრების საჭიროების საკითხი. მუსიკალური სკოლები მონაწილეობას იღებენ ფესტივალში „გზა პარნასისკენ“. ახალციხის მუსიკალური სკოლის დირექტორის და პედაგოგების ინიციატივით იწვევენ ქართველ კომპოზოტორებს, მართავენ კლასიკური მუსიკის საღამოებს. სამწუხაროდ, ასეთი ღონისძიება მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ენთუზიამზეა დამოკიდებული. სხვა რეგიონებში მუსიკალური ცხოვრება პასიურია. არ არსებობს პროფესიული კავშირები, რაიონებს არ სტუმრობენ კლასიკური მუსიკის შემსრულებლები, რის სურვილსაც ადგილობრივი მოსახლეობა გამოხატავდა 2009 და 2010 წლების მონიტორინგის დროს. უნდა აღინიშნოს ის დადებითი ინიციატივები, რომლებიც ახალციხის, ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებმა შემოიღეს: ფინანსური შეღავათები სამუსიკო სკოლის მოსწავლებისთვის. პრობლემად რჩება მასწავლებელთა დაბალი ხელფასი. სამუსიკო სკოლის მასწავლებლები ვერ სარგებლობენ სხვადასხვა სოციალური შეღავათით, რომელიც არსებობს საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის. რადგან სამუსიკო სკოლები და ზოგადად კულტურის სფერო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, მათ თითქმის არ აქვთ კავშირი კულტურის სამინისტროსთან, რაზეც წუხილს გამოთქვამს ყველა ადგილობრივი წარმომადგენელი და კულტურის სამსხურის თანამშრომელი. ხშირად მათ ინიციატივებს და პროექტებს უგულებელყოფენ იმ მიზეზით, რომ „ეს ადგილობრივი მუნიციპალიტების საქმეა“.
ამოცანა 3.
ეროვნულ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
ეროვნულ უმცირესობათა მატერიალური და არამატერიალური კულტურული ძეგლები, იმავდროულად, არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი36. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მოიცავს სამართლებრივ, სამეცნიერო-კვლევით, სარეაბილიტაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნება და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა37. 36
37
ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის მუშაობის მიმართულებები: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რეაბილიტაცია და მონიტორინგი; ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რეაბილიტაცია, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საინფორმაციო ბანკის ამოქმედება; ძეგლთა ინტეგრირებული ინფრასტრუქტურის შექმნა; მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი ქართული ძეგლების დოკუმენტირება და რეაბილიტაცია. იხ. კანონი კულტურული მემკვიდერეობის შესახებ, მუხლი 3.
63
10 20
პედაგოგები ამ ფილიალის კურსადამთავრებულები არიან (ბორჯომი, აბასთუმანი, ასპინძა და ა.შ.)“.
2010 წელს კულტურის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგ-რაციის ხელშეწყობას, ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და პოპულარიზაციას. ორმხრივი მემორანდუმის თანახმად, კულტურის სამინისტრო პასუხისმგებლობას იღებს – განახორციელოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული პროგრამები და პროექტები; გარდა ამისა, აქტიურად ითანამშრომლებს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნული უმცირესობების საბჭოსთან და მხედველობაში მიიღებს მათ რეკომენდაციებს. კულტურის სამინისტროს მოვალეობაა, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ენის, კულტურის, ტრადიციებისა და თვითმყოფადობის დაცვა-შენარჩუნება. იგი ასევე კურიერებს უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიაზაციას. ძეგლთა ინვენტარიზაცია/რეაბილიტაცია
მონიტორინგის დროს დადასტურდა, რომ უმეტეს მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად ხდება ახალი საკულტო და კულტურული ნაგებობების გამოვლენა და ინვენატარიზაცია. სპეციალური შესწავლის შემდეგ, შესაბამის კულტურულ ნიმუშებს სამინისტრო ძეგლის სტატუსს ანიჭებს. ძეგლთა საერთო ნუსხაში არ არის ცალკე გამოყოფილი ქართული და არაქართული, ქრისტიანული და არაქრისტიანული ძეგლები, რადგანაც ყველა მათგანი საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობად ითვლება. თუმცა, მაინც სასურველია ასეთი ტიპოლოგია თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით, საძიებო სისტემის გასამარტივებლად. ძეგლთა აღრიცხვა დღემდე მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. საქართველოში აღრიცხულია 50-მდე სომხური ეკლესია (თბილისში, ბათუმში, თელავში, ბოლნისში, ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში)38. 2010 წელს დასრულდა სამწლიანი პროექტი „ოსმალური ძეგლების ინვენტარიზაცია“. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა თბილისის მუზეუმებსა და არქივებში დაცული მასალა, სამცხესა და აჭარაში არსებული ოსმალური ისტორიული ძეგლების ნაწილი, ოსმალური არქიტექტურის რამდენიმე ათეული ობიექტი39. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი შეხვდა უმცირესობათა წარმომადგენლებს, ადგილზე მოინახულა ძეგლები როგორც თბილისში, ასევე – რეგიონებში. ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე იმ კულტურული ღირებულების მქონე ძეგლების მდგომარეობა, რომლებიც სასწრაფოდ მოითხოვს რეაბილიტაციას. მათი გადარჩენისთის, პირველ ეტაპზე, აუცილებელია გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. თბილისში არსებული სომხური ეკლესიებიდან, რეაბილიტაციას საჭიროებს მუღნის ეკლესია, სურბ ნიშნის და ნორაშენის, სურბ მინასის ეკლესიები. 38
39
შემწყნარებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, 2010 წელი. იხ. შემწყანრებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, 2010 წელი, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცმები.
64
რაც შეეხება სინაგოგებს, ჯერჯერობით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სინაგოგა აღწერილი არ არის. წყაროებში ხშირად მოხსნიებულია საქართველოში არსებული 5 სინაგოგა. ამ რაოდენობრივ ცთომილებას იწვევს ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში ცალკე არ არის გამოყოფილი სინაგოგები. არსებობს მხოლოდ არაოფიციალური წყაროები საქართველოში არსებული სინაგოგების რაოდენობის შესახებ. ისინი გაცილებით მეტია, ვიდრე მითითებულია 2010 წლის ანგარიშში,რაც ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოშიც დაგვიდასტურეს41. სასურველია, მოხდეს საქართველოში არსებული ყველა სინაგოგის აღწერა, კვლევის და შეფასების შემდეგ კი შესაბამის სინაგოგებს ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ამჟამად კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს თბილისის სინაგოგას „დიდი ლოცავა“, ქუთაისის ერთ სინაგოგას და დამხმარე ნაგებობას ბ. გაპონოვის ქუჩაზე42. კულტურათა და რელიგიათა თანაზიარობის უნიკალურ ისტორიულ-კულტურულ გარემოს წარმოადგენს რაბათის უბანი ქ. ახალციხეში. ქალაქის უძველეს უბანში ერთმანეთის გვერდით არის მეჩეთი, სომხური, კათოლიკური, მართმადიდებლური ეკლესიები, სინაგოგები43. რამდენიმე მათგანს უკვე ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, 2011 წელს ეს სია გაიზარდა44. ამიტომ პრეზიდენტის 2011 წლის 28 ოქტომბერის N666 ბრძანებულებით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქ. ახალციხის ისტორიული ნაწილის (რაბათის უბანი) ქუჩათა ქსელს.
40 41
42
43
44
იხ.http://www.ombudsman.ge/files/downloads/ge/ktifezlljkytwmwbpggc.pdf თბილისის 2 სინაგოგა, ქუთაისის 3 სინაგოგა, ახალციხის 2 სინაგოგა, ბათუმის, ონის სინაგოგები, ასევე – გორის, სურამის, კულაშის, ლაილაშის, ქარელის, საჩხერის, ფოთის, სოფ. ბანძის, ვანის სინაგოგები. ონის სინაგოგა აშენებულია 1895 წელს. 1991 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. ონის სინაგოგა აშენებულია ვარშავის პროექტით ე. წ. მავრიტანულ სტილში და მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნიმუშია. ქუთაისის სამივე სინაგოგა სათვისტომოს საკუთრებაშია. ხშირად მოდიან უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები, რომელთა დიდი ნაწილი ქუთაისიდან წასული ქართველი ებრაელები არიან და შესაწირს ტოვებენ. ძირითად ხარჯებს მეცენატების დახმარებით იხდიან. 2010 წელს მერიამ 28 ათასი ლარი გამოყო და იგი სალოცავის შეკეთებას და საფლავების გაწმენდას მოხმარდა. რაბათის უბანში შედიოდა თავად ახალციხის ციხე-გალავანი, ციხის მეჩეთი, მინარეთი, აბანო, ქართველ კათოლიკეთა სკოლის შენობა, იოანე ნათლისმცემლის სახ. ქართველ კათოლიკეთა ეკლესია, სულთმოფენის ეკლესია, სხვადასხვა დროს მოიხსნიებოდა სავარდოს და პატრებიანთ ეკლესიად/სომეხ კათოლიკეთა ეკლესია, წმ. სტეფანეს ეკლესია, ქართველ კათოლიკეთა წმ. ჯვრის ეკლესია, წმ. მარინეს სახ. მართლმადიდებლური ეკლესია, ამაღლების და იოანე ოქროპირის ეკლესიების ნანგრევები, 2 უძველესი სინაგოგა). წმინდა ჯვრის სახ. ეკლესიის კომპლექსს და ივანე გვარამაძის საფლავს, ხოლო 2011 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა: პატრებიანთ ეკლესია, გრიგოლლუს ავორიჩის სახელობის სომხური ეკლესია, სურბ სტეფანოზის სახელობის სომხური ეკლესია, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია).
65
10 20
ამ ეკლესიების მდგომარეობაზე სახალხო დამცველმა რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება თავის მოხსენებებში40. 2010 წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა მუღნის სურბ გევორქის რესტავრაციას. მცირე დაფინასნების გამო ეკლესიის აღდგენა არ მოხერხდა და იგი კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაშია.
რაბათს გამორჩეული მხატვრული და ეროვნული ღირებულება აქვს და დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, ერის განვითარებასთან. 2011 წელს ახალციხის რაბათის კომპლექსის რესტავრაცია-კონსერვაცია დაიწყო. პროექტი ხორციელდება კულტურის სამინიტროსთან ერთად. ახალციხის კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების ცნობით, 2011 წელს დასრულდა კათოლიკური ეკლესიის რესტავრაცია. ახალცხის გამგებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით რაბათის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში განისაზღვრა მუხლი „რაბათის რეაბილიტაცია“45. რეაბილიტაციის პროექტს ამზადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი. პროექტის სრული ვერსია ჯერ კიდევ მუშავდება. მონიტორინგის დროს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოვლინდა, რომელიც ძეგლთა დაცვას და მათ მოვლა-პატრონობას ეხება. რეგიონში ძეგლთა გამოვლენას და აღრიცხვას კურირებს მუნიციპალიტეტის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახური. როგორც რაიონული სამსახურის წარმომადგენლებმა (ნინოწმინდა, ახალქალაქი) აღნიშნეს, მათ არ ჰყავთ ამ დარგის კვალიფიციური სპეციალისტი. ამიტომ სურვილი აქვთ, გაიარონ სპეციალური მომზადება, ტრენინგი და ა. შ. ასევე სასურველია, რაიონის კულტურის განყოფილებას ხშირად ესტუმრონ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, რათა მოხდეს – გარდა ინფორმაციისა – პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების ურთიერთგაცვლა. კულტურის სამინისტროსთან ურთიერთობის დეფიციტს ყველა რაიონის კულტურის განყოფილებაში გამოხატავენ. ამოცანა 4.
ტოლერანტობის სულისკვეთების მხარდაჭერა, კულტურათაშორისი დიალოგისა და კავშირების ხელშეწყობა
სხვადასხვა იდენტობის მქონე ადამიანთა ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის აუცილებელია მათი კულტურული, რელიგიური ტრადიციების აღიარება და პატივისცემა46. ტოლერანტობის სულისკვეთების ხელშეწყობა და კულტურული მრავალფეროვნების აღიარება სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ამოცანაა და მის მისაღწევად 2009-2014 წლებში სხვადასხვა ინიციატივაა დაგეგმილი. სამოქმედო გეგმის ამ ამოცანის შესასრულებლად მეტად მნიშვნელოვანია მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი პროგრამების განხორცილება. ტოლერანტობის კულტურის ასამაღლებლად აუცილებელია საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება საშუალო და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. სამოქმედო გეგმის კულტურის მიმართულების ყველა ამოცანა განიცდის საგანმანათლებლო და ხანგრძლივი პროექტების სიმცირეს.
45
46
2011 წელს იგი შეადგენდა რვა მილიონ ასი ათას ლარს.აქედან 340 000 ლარი გამოყოფილი იყო მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 30 000 ლარი იხარჯება ციხის გალავნის გასაწმენდად, 40 000 ლარი – სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის წინასაპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. White Paper on Intercultural Dialogue, „Living together as equals dignity“, Council of Europe, Strasbourg, 2008, p. 13
66
2010 წლიდან ეს საგანი აღარ ისწავლება. ტოლერანტობის საგანი არჩევითი საგანი გახდა და, რამდენადაც საათობრივი ბაზა მცირეა, ამ საგანს აღარ ეთმობა დრო. აქედან გამომდინარე, ტოლერანტობის საგანი სკოლებში აღარ ისწავლება. 2010 წელს, ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, შეიქმნა ახალი არჩევითი საგანი _ „მსოფლიო კულტურა“47. იგი განკუთვნილია X, XI, XII კლასებისთვის. მსოფლიო კულტურის სწავლების მიზანია: მოსწავლის მიერ კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება; მრავალფეროვან კულტურულ გარემოში წარმატებული კომუნიკაციის და ტოლერანტობის უნარ-ჩვევების გამომუშავება. 2011-2012 სასწავლო წელს აღნიშნული საგანი უკვე აირჩია საქართველოს 550-მა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ, მათ შორის – კერძო სკოლებმაც. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის ინიციატივით, ყველა ამ სკოლის „მსოფლიო კულტურის“ პედაგოგს ტრენინგები ჩაუტარდა ახალი საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და შინაარსობრივ საკითხებზე48. განსაკუთრებულ დაინტერესებას და ენთუზიაზმს გამოხატავენ მოსწავლეები, რომლებიც ხშირად უკავშირდებიან სხვადასხვა შეკითხვით წიგნის ავტორებს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტებთან შეხვედრისას ცალსახად გამოიკვეთა აზრი, რომ ინტეგრაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო და ინტენსიური კავშირები. აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს და დაიგეგმოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უფრო ინტენსიურად მიაწვდის ქართველებს ინფორმაციას ქვეყნის მრავალფეროვნების შესახებ. საგანმანათლებლო ღონისძიებების გარდა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კულტურულ ინიციატივებს, სატელევიზიო, შემეცნებით გადაცემებს, რომლებიც მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ.
47
48
http://www.ncac.ge/uploads/msoflio_kultura_2010_2011/msoflio_kultura_sapilote_masala_mascavleblistvis_20102011.pdf საქართველოს მასშტაბით 25 სატრენინგო ცენტრში აღნიშნულ ტრენინგებს გადიან პედაგოგები თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, მცხეთა-თიანეთის, აფხაზეთის, სამცხე-ჯავახეთის სკოლებიდან.
67
10 20
შეიძლება ითქვას, რომ გეგმის მიხედვით გათვალისწინებული ერთადერთი საგანმანათლებლო ინიციატივა – ტოლერანტობის სახელძღვანელოს დანერგვა საჯარო სკოლებში – შეწყდა 2010 წელს. 2009 წელს საგნის სწავლება დაიწყო კახეთის მხარის საჯარო სკოლებში. მასწავლებლებმა გაიარეს სპეციალური გადამზადების პროგრამა. კახეთის რაიონის რესურს-ცენტრის წარმომადგენლების ცნობით, სახელმძღვანელო მოწონებით სარგებლობდა მოსწავლეებში. თელავის სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემატიკაზე მოამზადეს ალბომი, ახმეტის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი.
2010 წელს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარტის პროექტის „კულტურათა შორის დიალოგი“ მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა პოეტებისა და პროზაიკოსების მოძიება და სამომავლოდ მრავალენოვანი შემოქმედებითი შეხვედრების მოწყობა. ამ მიმართულებით განხორციელდა შემდეგი ინიციატივები: მუსიკალური ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ ქ. წალკაში; პანკისის ხეობაში სოფ. ჯოყოლოში პირველი ქისტი განმანათლებლის, სასულიერო მოღვაწის, მწერლის, თეოლოგის, მათე ალბუთაშვილის ხსოვნის საღამო; ქ. თელავში მოეწყო რეგიონში მცხოვრებ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ პოეტთა და პროზაიკოსთა საღამო; მომზადდა მრავალენოვანი ლიტერატურული კრებული, რომელშიც შევიდა ახალგაზრდა რუს, სომეხ, აზერბაიჯანელ მწერალთა და პოეტთა ნაწარმოებები. 2010 წლის ბოლოს თბილისში გაიმართა ამ კრებულის პრეზენტაცია.
ვერ მოხერხდა კონფერენციის ჩატარება თემაზე „რელიგიათა დიალოგი“; „ვეფხისტყაოსნის“ ჩეჩნური თარგმანის ხელმეორედ გამოცემა და პრეზენტაცია; თელავში სემინარი „კახეთის მხარეში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებს შორის ნეგატიური დამოკიდებულების დაძლევის და ტოლერანტობის დამკვიდრებისათის“. 2010 წელს ქ. თბილისის მერიამ ჩაატარა ღონისძიებები, რომლებიც უმცირესობათა კულტურის ხელშეწყობისკენ იყო მიმართული: თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივით, გაიმართა ცნობილი სომეხი პოეტის, ვაჰან ტერიანის 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე. ამ მასშტაბურ ღონისძიებას ერევნიდან სომეხ მწერალთა კავშირის დელეგაცია სტუმრობდა; საქართველოს ქალთა საბჭომ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, გამართა ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის კვირეული „მრავალეროვანი თბილისი“. კულტურის კვირეულის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები ეროვნული უმცირესობების ცნობილ წარმომადგენლებთან, გამოფენები, პოეზიისა და მუსიკის საღამოები. დასკვნითი ღონისძიება თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა (300 ადამიანი). ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესი, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ქართულებრაული ურთიერთობებისა და კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციას მიეძღვნა49. ამოცანა 5.
საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის ხელშეწყობა
ქვეყანაში ტოლერანტული თანაცხოვრების უფრო დიდი ხნის ისტორიაა, ხოლო უფრო მცირე პერიოდია, რაც ქვეყანაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პოლიტიკა მიმდინარეობს. სხვადასხვა პოლიტიკურმა და სოციალურმა პროცესმა უარყოფითად იმოქმედა უმცირესობათა ინტეგარციაზე. სამოქალაქო ომის, 90-იანი წლების ეთნიკური კონფლიქტების შემდეგ ზოგიერთი თემი უფრო ჩაკეტილი გახდა (მაგ. უდები, ლეკები ყვარლის რაიონში). 49
ქ. თბილის მერიის განათლების და კულტურის განყოფილების მონაცემები.
68
დაგეგმილი აქტივობების მიხედვით, სამოქმედო გეგმის მეხუთე ამოცანა სუსტად არის გამოხატული. ყველაზე სტაბილურად და უმცირესობათა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს სახალხო დღესასწაული. განსაკუთრებით მაღალია კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობა მარნეულში, დმანისში. უფრო ნაკლებად – წალკაში, ახალქალაქში. მისასალმებელია, რომ თითოეული მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ინიციატივით ტარდება სხვადასხვა კალენდარული დღესასწაული. მათში მონაწილეობის მისაღებად ყოველთვის არიან მოწვეული არა მარტო ქართული, არამედ სხვა ეთნიკური ჯგუფების შემოქმედებითი გუნდები და ხელოვნების წარმომადგენლები. ხშირად უმცირესობები მხოლოდ სტუმრის სტატუსით იღებენ მონაწილეობას სახალხო დღესასწაულებში. როგორც მონიტორინგისას გამოვლინდა, თავად უმცირეოსობათა წარმომადგენლებისთვის ყველაზე სასურველი და წარმატებულია გასვლითი ღონისძიებები, რეგიონული ფესტივალი და კონკურსები. მიუხედავად ღონისძიებების გეგმიური ჩატარებისა, ისინი ხშირად ვიწრო ხასიათისაა და ვერ არღვევს იმ საერთო ინფორმაციულ ვაკუუმს, რომელიც უმცირესობათა კულტურის შესახებ არსებობს. აქვე უნდა აღინიშნოს ის სიძნელე, რომელიც ზოგადად ახლავს გაზრდილი კონკურენციის პირობებში კულტურულ სფეროში თვითდამკვიდრებას. ეს უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის ორმაგად ძნელია. მისასალმებელია, რომ თემის პასიურობის მიუხედავად, ზოგიერთი მუნიციპალიტეტი აგრძელებს მათთან თანამშრომლობას და ხშირად – წარმატებით (დმანისის, ყვარლის რაიონი). ქ. თბილისის მერია 2010 წლის სამოქმედო გეგმაში ითვალისწინებდა საგანმანათლებლო და კულტურულ პროცესებში უმცირესობათა წარმომადგენლების მონაწილეობის ხელშეწყობას. 2010 წელს თბილისის მერიისა და 98-ე საჯარო სკოლის მიერ ერთობლივად განხორციელდა პროექტი „თბილისი-ტოლერანტობის ქალაქი“, რომელიც ერთმანეთთან ერევნის, თბილისისა და ბაქოს სკოლების მოსწავლეთა დამეგობრებას ითვალისწინებდა. ამ მიზნით 2010 წლის აპრილში ბაქოდან და ერევნიდან თბილისში ჩამოვიდა მოსწავლეთა და პედაგოგთა დელეგაცია. მათთვის მოეწყო ექსკურსიები თბილისის ისტორიულ ადგილებში, გაეცნენ ქართულ კულტურას, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საგანმანათლებლო-კულტურულ ღონისძიებაში50. თბილისის მერიისა და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი პროექტი „ბიბლიოთეკა ბორბლებზე“ ფართო მასშტაბის საგანმანთლებ50
ღონისძიებათა ციკლის დასასრულს გაიმართა შეხვედრა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან. ქართული მხარის მიერ მონაწილეებს მიენიჭათ კავკასიის მშვიდობის დესპანის წოდება. ქ. თბილისის მერიის განათლების და კულტურის განყოფილების მონაცემები.
69
10 20
მაგრამ ბოლო წლებში შეინიშნება ცვლილებები. ამ ცვლილებებზე მიუთითეს ყვარლის, წალკის, დმანისის რაიონში ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა. მუხედავად დადებითი ცვლილებისა, უმცირესობათა წარმომადგენლები მაინც არ არიან სრულყოფილად ჩართული საერთო კულტურ ცხოვრებაში.
ლო-კულტურული პროექტი იყო, რომელიც მოსახლეობის საკმაოდ დიდ რაოდენობასა და სხვადასხვა კატეგორიას მოიცავდა. პროექტის მთავარი მონაწილეები იყვნენ ხელოვანები (მწერლები, კომპოზიტორები, მხატვრები, მომღერლები), რომლებიც, წინასწარ დამუშავებული სცენარის მიხედვით, სპეციალურად შერჩეულ ადგილებში, შეხვდნენ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, პენსიონრებს, უნარშეზღუდულ ადამიანებს. მოეწყო თემატური შეხვედრები და საღამოები; პროექტის მონაწილეები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები იყვნენ (აზერბაიჯანლები, სომხები, აისორები). 2010 წელს, თბილისობის ფარგლებში, მოეწყო ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის კვირეული „მრავალეროვანი თბილისი“, თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩეული იქნა ცნობილი დაღესტნელი მხატვარი ქალი მანაბა მაგომედოვა51. ამოცანა 6.
ეროვნული უმცირესობების კულტურის, ისტორიის, ენისა და რელიგიის შესახებ საზოგადოების ცოდნის გაღრმავება და ქვეყნის კულტურულ ღირებულებად მათი წარმოჩენა
ეროვნული უმცირესობების კულტურის, ისტორიის, ენისა და რელიგიის შესახებ საზოგადოების ცოდნის გაღრმავება ხელს შეუწყობს ინტეგრაციას, სხვადასხვა ეთნოსებს შორის თანასწრუფლებიან ურთიერთობას. სამოქმედო გეგმის მეექვსე ამოცანის შესრულება უფრო მასშტაბურ და მდგრად ინიციატივებს მოითხოვს 2010 წლის მნიშვნელოვანი სიახლე და წინგადაგმული ნაბიჯი იყო სახალხო დღესასწაულად ყურბან-ბაირამის გამოცხადება. ამ ფაქტს, როგორც დადებით მოვლენას, ხაზს უსვამს ყველა უმცირესობათა წარმომადგენელი. მართალია, ეს დღესასწაული ქვემო ქართლის რაიონში და აჭარაში ადრეც აღინიშნებოდა, მაგრამ ამ დღესასწაულის ოფიციალურად აღიარების შემდეგ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყო მის შესახებ. დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება რადიოთი და ტელევიზიით. 2006 წელს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტში დაარსდა ინტერკულტურული დიალოგიის იუნესკოს კათედრა52. როგორც კათედრის თანამშრომლებმა ინტერვიუს დროს აღნიშნეს, მათი სამეცნიერო-სასწავლო პროექტების მიზანია კულტურული მრავალფეროვნების, როგორც ღირებულების წინ წამოწევა და, სწავლის და ურთიერთობის გზით, ამ ფენომენის გათავისება. ინტერკულტურული დიალოგის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები დიდ ყურადღებას აქცევენ მოსახლეობის, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლებას, სხვადასხვა კულტურის გაცნობის მნიშვნელობას. ეს ხელს უწყობს ექსკლუზიურობის განცდის და სტერეოტიპული დამოკიდებულების გადალახვას. 51 52
ქ. თბილისის მერიის განათლების და კულტურის განყოფილების მონაცემები. იგი არის UNESCO/UNITWIN კათედრათა ქსელის წევრი. გარდა ამისა, გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრთან, ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სამეცნიერო მეთოდურ ცენტრთან).
70
ქარტიის55 32-განმარტებით, „ქარტია პრეროგატივას ანიჭებს კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლებას, დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით თავად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რომელთა გათვალსიწინებით ამ ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებულ რომელ რეგიონალურ ან უმცირეოსაბთა ენას მიენიჭება ოფიცილაურად ასეთი სტატუსი“. 2010 წლის 14 სექტემბერს ECMI-ის ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია „შევისწავლოთ რეგიონული და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია“. მისი მიზანი იყო ქარტიის რატიფიცირებისა და მისი განხორცილების ასპექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და აზრთა ურთიერთგაცლა სახელმწიფო მოხელეებს, მეცნიერებს და სხვადასხვა ექსპერტს შორის.
რეკომენდაციები
დადებითად უნდა შეფასდეს 2010 წლის სამოქმედო გეგმაში მეექვსე მიმართულების – „კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩნება“ – ამოცანების გაზრდა. 2010 წელს ამ ორი მიმართულებით ყველაზე ნაკლები ღონისძიება იყო დაგეგმილი და შესრულებული. თავისი მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, შემდეგი წლის სამოქმედო გეგმაში გაიზარდოს იმ პროექტების რაოდენობა, რომლებიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას; დაიგეგმოს ისეთი ღონისძიებები, რომელთა ეფექტურობა გამოცდილებამ და კვლევებმა დაადასტურეს. სამოქალაქო ცნობიერების და ტოლერანტული სულისკვეთების ამაღლება საზოგადოების ყველა წევრს ეხება. ამრიგად, ეს ამოცანა უფრო ფართომასშტაბიან მუშაობას, შესაბამისად კი 53
54
55
ქარტიის მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს რეგიონული და უმცირესობათა ენების დაცვა როგორც ევროპული, რეგიონული და ეროვნული კულტურული მემკვიდრების ნაწილისა და ხელი შეუწყოს მათი გამოყენების შესაძლებლობას როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სახელმწიფო ენებთან ერთად). ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება საქართველომ მოახდინა 2005 წელს). რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტია
71
10 20
1992 წლის 5 ნოემბერს სტრასბურგში ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტია53. საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანებით თავის თავზე აიღო ვალდებულებები: ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს მთელ რიგ შეთანხმებებზე, მათ შორის – ენათა ქარტიაზე54. ეროვნულ უმცირესობათა ჩარჩო კონვენციისგან განსხვავებით, ქარტიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს არა უმცირესობათა ჯგუფების და მათ წარმომადგენელთა დაცვა, არამედ – ენების დაცვა. ქარტიის მიზანია ენის, როგორც ევროპის კულტურული ღირებულების დაცვა და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება. ენების ქარტიასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაა. მასში ხედავენ როგორც უმცირესობათა ენების შენარჩუნებისთვის დადებით მოვლენას, ასევე – სეპარატიზმის საფრთხეს. საკითხისადმი ასეთი განსხვავებული დამოკიდებულებები ცხადყოფს, რომ საჭიროა აღნიშნულ საკითხზე მეტი მუშაობა, გადაწყვეტილების მიმღები პირების, ასევე საზოგადოებრივი სფეროს სხვა წარმომადგენლების მიერ საკითხი უფრო ღრმად შესწავლა.
– გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებას მოითხოვს. ზოგადად, ყველა ამოცანის შესასრულებლად სასურველია, გამოვლინდეს და მომავალი წლისთვის დაიგეგმოს: ა) ყველაზე წარმატებული პროექტები; ბ) ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც უმცირესობათა წარმომადგენლებს სურთ; გ) გრძელვადიანი პროექტები; დ) შესწავლილი უნდა იქნას ის ღონისძიებები, რომელთა შესრულებაც 2 წლის განმავლობაში ზედიზედ შეფერხდა (ბიბლიოთეკების და ახლგაზრდული ცენტრების გახსნა). თუ მათზე არსებობს მოთხოვნა, მათ შესასრულებლად მომზადდეს დამატებითი პროექტები და ფინანსური რესურსები; ე) აუცილებელია, ყველა სახელმწიფო უწყების და მას დაქვემდებარებული ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია სამოქმედო გეგმის შესასრულებლად, იცნობდეს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნულ კონცეფციას და სამოქმედო გეგმას. აუცილებელია, ყოველწლიურად ხდებოდეს მონაცემთა ბაზის განახლება და დაზუსტება (რათა ადგილი არ ჰქონდეს გაუგებრობას. მაგ., წალკაში არ არსებობს სამუსიკო სკოლა და, შესაბამისად, ვერ მოხდება მისი მხარდაჭერა); გამოვლინდეს საუკეთესო გამოცდილება, წარმატებული პროექტი და მოხდეს მისი მხარდაჭერა. ის აქტივობები, რომლებიც თემის პასიურობის ან სხვა მიზეზთა გამო არ ჩატარდა, შეიცვალოს ახალი, უშუალოდ სამიზნე ჯგუფების მიერ მოთხოვნილი სხვა აქტივობებით (მაგ., წალკის რაიონში დაიგეგმოს მეტი კულტურული ღონისძიება მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით, ახალციხის რაიონში ყურადღება გამახვილდეს სოფლის ბიბლიოთეკების მოთხოვნაზე). ამოცანებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს რეგიონებში ყველა მუნიციპალიტეტის ჩართვა (მაგ. ქვემო ქართლში _ თეთრიწყარო, სამცხე-ჯავახეთში _ ასპინძა. ასპინძაში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული შოთაობა, რომელიც საუკეთესო მაგალითია სხვადასხვა ეროვნების საერთო კულტურული მიზნით გაერთიანებისა და, ზოგადად, კულტურული დიალოგისა). მონიტორინგის საერთო შეაფასებით, რეგიონების კულტურის ცენტრებში ყველაზე ხშირად ტარდება სილამაზის კონკურსი და სპორტული შეჯიბრებები; უფრო იშვიათად – მხატვართა გამოფენა ან ლიტერატურული საღამოები, რასაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა. იშვიათად სტუმრობენ რაიონებს საგასტროლოდ შემოქმედებითი ჯგუფები. სასურველია, ასეთ რაიონებში მოხდეს დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფა და მდგრადი პროექტების განხორციელება; მაქსიმალურდ შეიზღუდოს კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსების შეწყვეტა მათი განხორციელების შუა პერიოდში, რადგან მსგავსი ქმედებები გრძელვადიან პერსპექტივაში აზარალებს პროექტის სიცოცხლიასუნარიანობას და რაიონის განვითარებას. მაქსიმალურად გაიზარდოს საგანმანათლებლო პროექტების რაოდენობა სამოქმედო გეგმაში (განსაკუთრებით – სამოქალაქო ცნობიერების და ტოლერანტული სულისკვეთების ასამაღლებლად). მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ საჭიროა უფრო სიღრმისეული გამოკვლევა, რომელიც შეისწავლის უმცირესობათა წარმომადგენლების მოლოდინს, მათ დამოკიდებულებას საინტეგრაციო პოლიტიკის მიმართ; იმას, თუ რაში ხედავენ ისინი ბარიერს – ჩაერთონ საერთო კულტურულ ცხოვრებაში და რა მიაჩნიათ მათ ყველაზე მნიშვნელოვნად კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. ასეთი მონაცემების არსებობა
72
2010 წლის გეგმით, კულტურის მიმართულებით, სულ დაგეგმილი იყო 84 აქტივობა. გათვალისწინებულ ღონისძიებათა უმრავლესობა შესრულებული იქნა დროულად, მაგრამ მონიტორინგის დროს გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას ახალი სამუშაო წლის დაგეგმვისას.
ამოცანა 1. სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა სასურველია, გაიზარდოს სამოქალაქო განათლებაზე ორიენტირებული პროექტები, შესაბამისად – მონაწილეთა რაოდენობაც; დაიგეგმოს ახალი და მეტი სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიება: სემინარები, სადისკუსიო მაგიდები, შემეცნებითი ვიქტორინები, საზაფხულო სკოლები, კონკურსები; სასურველია, ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულებაში მონაწილეობა მიიღოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ. სასურველია, განხორციელდეს რეგიონათშორისი პროექტები. რამდენადაც სპორტული, საერთო კულტურული, გაცვლილი პროგრამები ყველაზე მეტად უწყობს ხელს მოსახლეობის დაახლოებას, საჭიროა სწორედ ასეთ ღონისძიებათა რიცხვის გაზრდა. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, მომზადდეს სატელევიზიო და რადიოგადაცემები, როგორც საზოგადოებრივ, ასევე რეგიონლურ არხებზე.
ამოცანა 2. ეროვნულ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება
მუზეუმები დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის ფუნცქიონირებისთვის და მის შესანარჩუნებლად აუცილებელია, პირველ ეტაპზე, მოხდეს გუმბათის შეკეთება, რათა შეჩერდეს შენობის კიდევ უფრო დაზიანება. შემდეგ ეტაპზე გამოიყოს სახელმწიფო თანხები და, ასევე, დამატებით მოძიებული იქნას დონორი მუზეუმის მთლიანი რეაბილიტაციისთვის. უკვე არსებობს მუზეუმის არქიტერქტურული გეგმა და აღდგენითი სამუშაოების ფინანსური გეგმა; აუცილებელია, განისაზღვროს მუზეუმის რეაბილიტაციაზე უფლებამოსილი უწყება. საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებების გამო ბოლომდე გარკვეული არ არის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მუზეუმზე (კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია თუ – ორივე ერთად). ეს საკითხი აფერხებს მუზეუმის ბედის საბოლოო გადაწყვეტას; სასურველია, სამოქმედო გეგმის ამოცანები ეხებოდეს ყველა მხარის ეთნოგრაფიულ და ისტორიულ მუზეუმს, მოხდეს მათი მდიდარი მასალების გამოყენება და მომზადდეს გამოფენები; მოხდეს სამუზეუმო პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც უმცირესობათა კულტურის კვლევასა და შენარჩუნებას ეხება (ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგარფიული მუზეუმი მდიდარ სამუზეუმო მასალებს ფლობს, რომლებიც ეხება ებრაული თემის ისტორიას ქალაქში, ასევე – ქართველ კათოლიკეთა მოღვაწეობას ქუთაისსა და ახალციხეში);
73
10 20
სასარგებლო იქნება უფრო ეფექტური ღონისძიებების დასაგეგმად და არ მოხდება აცდენა საინტეგრაციო პოლიტიკასა და უმცირესობათა მოლოდინს შორის.
სასურველია, ყურადღება მიექცეს ახალციხის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიულ მუზეუმს, როგორც საგანმანათლებლო-კულტურულ კერას. მისი დაარსება და მდიდარი ფონდები ინტერრელიგიური დიალოგის თვალსაჩინო მაგალითია; აუცილებელია, გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვს გამოიყოს შესაბამისი ფართი ან ისევ დაფუძნდეს იგი ძველ შენობაში. დღესდღეობით მუზეუმს არ აქვს საკმარისი სივრცე, რათა გამოფინოს ყველა ექსპონატი (ქართული, აზერბაიჯანული და სხვა კულტურის ნიმუშები); სასურველია, სამომავლოდ მოხდეს არა მხოლოდ ეთნოკულტურის ნიმუშების, არამედ მათი შემქმნელი ოსტატების მოძიება და უნიკალური ხელობის დაცვა და შენარჩუნება; საჭიროა, შენარჩუნდეს ის უნიკალური კულტურული მიკროსამყარო, რომელიც ჯავახეთში შექმნეს დუხობორებმა. ამისთვის, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ურთიერთშეთანხმებით, გაიხსნას დუხობორების ეთნოგრაფიული მუზეუმი და მისი დაფინანსება შევიდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყოველეწლიურ ბიუჯეტში. სახალხო დღესასწაულები
სასურველია, გათვალსწინებული იქნას სხვადასხვა რაიონში უმცირესობათა თემის განსხვავებული ინტერესები და ინტეგრაციის დონეები; მოხდეს იმ ღონისძიებათა ინიცირება, რომელთა მიმართ უფრო მეტი ინტერესი არსებობს. თითოეულმა კულტურის განყოფილებამ, დამატებით, თავად განსაზღვროს უმცირესობათა კულტურის დაცვისა და წარმოჩენისთვის პრიორიტეტული მიმართულებები; საჭიროა მუღამის და აშუღთა კულტურის მეტი პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ თემში, ასევე – საზოგადოების ფართო წრეებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კულტურის წახალისება აზერბაიჯანულენოვან ახალგაზრდებში, რათა იგი თაობიდან თაობას გადაეცეს; სასურველია, მომავალი წლის კულტურული ღონისძიებების სიაში მოხვდეს კლასიკური მუსიკის კონცერტები რეგიონებში, რომელთა დეფიციტზე საუბრობდნენ 2009 წელს სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს და რომელიც დღესაც აქტუალურია; სასურველია, კულტურული ღონისძიებებისთვის დამატებითი თანხები გამოეყოს ისეთ რეგიონებს, რომლებიც განსაკუთრებულ სიმწირეს განიცდის ამ მხრივ (ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა). მკაცრი კლიმატური პირობები კიდევ უფრო აფერხებს ზამთრის სეზონზე სხვადასხვა პროექტის განხორციელებას; 2010 წელს დაგეგმილი ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ჯავახეთში არ ჩატარებულა. მსგავსი ფესტივლის ჩატარების სურვილი გამოთქვეს სხვა მუნიციპალიტეტებმაც. სასურველია, ამ ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა უწყებამ: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, კულტურის სამინსიტრომ, სამხარეო ადმინისტრაციამ, მხარის რეგიონული განვითარების სამსახუმა და რეინტეგარციის სამინისტრომ; სასურველია, გარკვეული ღონისძიებებისთვის, განსაკუთრებით ისეთებისთვის, რომლებიც რეგიონთაშორისია, მოხდეს რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ დამატებით სუბსიდირება და მათი ჩატარების კოორდინირება. ბიბლიოთეკები
ბიბლიოთეკების ლიკვიდაციამდე ზოგიერთ რაიონში ჩატარდა ბიბლიოთეკების აღწერილობა და ადვილი მოსაპოვებელია ცნობები, თუ რამდენი მკითხველი ჰყავდა 74
სამუსიკო სკოლები საჭიროა დაიწყოს სამთავრობო და არასამთავრობო დონეზე რეგიონებში სამუსიკო სასწავლებლების აღდგენის საკითხის განხილვა. შესწავლილი უნდა იქნას ბოლო წლების გამოცდილება. მუსიკალური სფეროს ექსპერტებთან ერთად მიღებული უნდა იქნას ოპტიმალური გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე სამუსიკო სასწავლებლების გაუქმება ბარიერს წარმოადგენს მოსწავლეებიათვის – მიიღონ უმაღლესი მუსიკალური განათლება, ხოლო სამომავლოდ ეს პრობლემა აფერხებს ამ სფეროს განვითარებას; სასურველია, კულტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, გაიზარდოს კულტურული ღონისძიებების რიცხვი და მოწვეული იქნას რაიონებში სხვადასხვა შემსრულებელი. სასურველია, გაიმართოს კლასიკური მუსიკის კონცერტები, რომლებიც, პირწმინდად ესთეტიკური მნიშვნელობის გარდა, ხელს შეუწყობს ადგილობრივი კადრების პროფესიულ ზრდას; სასურველია, კულტურის სამინისტრომ ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურთან, დროულად გააცნოს მას ახალი პროგრამები; იმისთვის, რომ ადგილობრივ დონეზე მოხდეს ახალი პროექტების ინიცირება, სასურველია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გაიარონ შესაბამისი ტრენინგები. მონიტორინგის დროს ასეთი ცოდნის მიღების სურვილი გამოხატეს ყველა რაიონში.
ამოცანა 3. ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა აუცილებელია, დროულად გამოვლინდეს იმ ძეგლთა სია, რომლებიც გადაუდებელ აღდგენით სამუშაოებს საჭიროებს და ამ სიაში შევიდეს სურბ ნიშნის და მუღნის სურბ გევორქის ეკლესიები; აუცილებელია, დაიწყოს დაუყოვნებლივ მათი გამაგრება, შემ-
75
10 20
და ა. შ. ამ მონაცმების, ასევე რაიონის, სოფლის სპეციფიკის გათვალისწინებით, სასურველია, რამდენიმე სოფელში ისევ აღდგეს სოფლის ბიბლიოთეკები. მაგ. – სოფელ ჭაჭარაქის ბიბლიოთეკა, სადაც 3000-მდე ქართული, რუსული და სომხური წიგნი ინახება; სასურველია, მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ინიციატივით, სოფლის ბიბლიოთეკებმა შეითავსონ ერთგვარი ახალგაზრდული ცენტრების და შემოქმედებითი კლუბების ფუნქციაც; მუნიციპალიტეტების მიერ ბიბლიოთეკების დაფინანსება მინიმალურია, იგი მოიცავს ცენტრალური და რამდენიმე სოფლის ბიბლიოთეკის ხარჯებს. სასურველია, ბიბლიოთეკების არსებობისთვის ცენტრალური ხელისუფლებიდან ინიცირებული იქნას „ბიბლიოთეკების დახმარების პროგრამა“ და მასში მონაწილეობა მიიღონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და კულტურის სამინისტრომ, რეგიონული განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვა სტრუქტურებმა; საჭიროა, მუნიციპალიტეტემა გადაწყვიტოს ზამთარში ბიბლიოთეკების (სამკითხველო დარბაზი, ფონდები) გათბობის საკითხი. გათბობის არარსებობა აფერხებს ზამთარში ბიბლიოთეკების ფუნქციონირებას; სასურველია, მოხდეს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების ყოველწლიური განახლება.
დეგ კი – რეაბილიტაცია, განურჩევლად იმისა, თუ დავის გადაწყვეტის შემდეგ ვისი საკუთრება იქნება ის, როგორც საკულტო ნაგებობა; სასურველია, მოხდეს მონაცემთა ბაზის ისეთი ფორმით მომზადება, სადაც აღნიშნული იქნება არა მხოლოდ ნაგებობის მისამართი, არამედ – სხვა დამატებითი ინფორმაციაც: არის თუ არა ის საკულტო ნაგებობა, არის თუ არა მოქმედი, რომელ კულტურას ეკუთვნის გარდა ქართულისა და ა. შ.; სასურველია, ჩატარდეს ებრაული კულტურული მემკვიდრეობის უძრავ-მოძრავი ძეგლების აღწერა: როგორც საკულტო ნაგებობების, ასევე – მუზეუმებსა და არქივებში დაცული მდიდარი მასალის აღწერა და მონაცემთა ბაზის შექმნა, ისევე, როგორც ეს მოხდა სხვა ძეგლების შემთხვევაში (მაგ.: ოსმალური ძეგლების ინვენტარიზაციის პროექტი); სასურველია, მოხდეს ქუთაისის ყველა სინაგოგის და ონის სინაგოგის შესწავლა და შეფასებაც და მათაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ეს ძეგლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი არქიტექტურული, კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით. საჭიროა, მათ ჩაუტარდეს სარემონტო-გამაგრებითი სამუშაოები; საქართველოს რუსული თემის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ყურადღება უნდა მიექცეს სოფ. ჯაფარიძეში (სეჩენოვკა) სერაფიმე საროველის ტაძარს, რომელიც აგებულია მე-19 ს.–ში გრაფი სეჩენოვის მიერ. იგი ჯერჯერობოთ არ არის შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. საჭიროა, მოხდეს მისი შესწავლა და დაიწყოს გამაგრებითი სამუშაოები; სასურველია, მოხდეს რაბათის (ახალციხე), როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და სამცხე-ჯავახეთში ერთ-ერთი საინეტერსო ტურისტული ადგილის პოპულარიზაცია; აუცილებელია, ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კოორდინაცია გაუკეთოს რაიონებში ძეგლთა ინვენტარიზაციის პროცესს (ზოგიერთი რაიონის კულტურის განყოფილება წარმატებით ართმევს მას თავს, მაგრამ უმეტესად ეს საქმიანობა არასრულყოფილად და შეფერხებით მიმდინარეობს. ახალქალაქის რაიონში მოეპოვებათ მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში აღრიცხული ძეგლების სია). სასურველია, კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა გაიარონ შესაბამისი კურსები, რადგან ამის სურვილსაც და მზადყოფნასაც ისინი გამოხატავენ. ამოცანა 4.
ტოლერანტობის სულისკვეთების მხარდაჭერა, კულტურათაშორისი დიალოგისა და კავშირების ხელშეწყობა
2010 წელს, სკოლებში საათობრივი ბაზის სიმცირის გამო, აღარ ისწავლება საგანი „ტოლერანტობა“. საჭიროა, წინასწარ იქნას განსაზღვრული ახალი საგნის „მსოფლიო კულტურა“ სწავლების დრო და მნიშვნელობა, რათა ისევ არ შეწყდეს ამ ახალი საგნის სწავლება. სასურველია, ყველა ასეთ ინიაციატივასთან ერთად ჩატარდეს მათი მონიტორინგი და შეფასება, – რამდენად გაამართლა ასეთი საგნის შემოღებამ, არის თუ არა დაინტერესება, რომელ საკითხებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება სწავლის პროცესში; საჭიროა, სწავლის პროცესში დანერგილი იქნას ინტერკულტურული სწავლების მეთოდები; მოსწავლე-ახლგაზრდობა ენთუზიაზმით იღებს მონაწილეობას გაცვლით პროგრა-
76
ამოცანა 5. საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის ხელშეწყობა სასურველია, წინასწარ მოხდეს ამა თუ იმ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის უმცირესობების წარმომამადგენელთა მომზადება; სასურველია, კულტურული კავშირების გასაღრმავებლად და კულტურათა გასაცნობად, მეტი ყურადღება დაეთმოს მთარგმნელობით საქმეს. მოხდეს, ამ მხრივ, ლიტერატურული და სამეცნიერო პროექტების დაფინანსება; საჭიროა, სახელმწიფო სტრუქტურებმა გააგრძელოს აქტიური ურთიერთობა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან. დროულად მოხდეს საჭირო ინიციატივების იდენტიფიცირება. როგორც უმცირესობათა წარმომადგებნლებმა აღნიშნეს, სასურველია, პროექტები არ იყოს ერთჯერადი და „შემოქმედებითი ურთიერთობა იყოს მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დღეს“.
ამოცანა 6. ეროვნული უმცირესობების კულტურის, ისტორიის, ენისა და რელიგიის შესახებ საზოგადოების ცოდნის გაღრმავება და ქვეყნის კულტურულ ღირებულებად მათი წარმოჩენა საჭიროა, გაგრძელდეს მუშაობა რეგიონული და უმცირესობათა ენების ქარტიის რატიფიცირების მოსამზადებლად; ასევე, გაგრძელდეს საინფორმაციო შეხვედრები ამ საკითხზე მომუშავე ექსპერტებთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და საზოგადოებრივი სფეროს სხვა წარმომადგენლებთან; ყურადღება უნდა მიექცეს ეთნოგრაფიულ-ისტორიულ, მხარეთმცოდნეობის მუზეუმებს და არქივებს. ისინი ინახავენ მრავალ საინტერესო და ძვირფას ინფორმაციას ქართული და არაქართული კულტურების ურთიერთობაზე. სასურველია, მუზეუმების მეცნიერ-თანამშრომლებმა ყოველწლიურად მოამზადონ გამოფენა, რომელიც კულტურათა დიალოგის და კულტურის, როგორც დინამიკური ურთიერთობის ფენომენს ასახავს; მნიშვნელოვანია, განათლების და კულტურის სამინისტროებმა დანერგონ ის პროექტები, რომლებიც ფართო მოსახლეობას გააცნობს საქართველოს ისტორიას, იმ ადამიანთა ღვაწლს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის 77
10 20
მებში, საზაფხულო ბანაკებში. საჭიროა, გაიზარდოს რესურსები ასეთი აქტივობების დასაფინანსებლად (განსკუთრებით განათლების სამინისტროს, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხრიდან). საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაახლოებას და ცოდნის მიღებას; ტოლერანტობის სულისკვეთების ამაღლება მრავალი მიმართულებით მუშაობას მოითხოვს. დიდი მნიშვნელობა და ზეგავლენა აქვს მედიასაშუალებებს. საჭიროა, მომზადდეს სამეცნიერო-შემეცნებითი გადაცემები, რომლებიც ხელს შუეწყობს ტოლერანტული სულისკვეთების ავტორთა, ნაწარმოებთა, ისტორიულ პიროვნებათა პოპულარიზაციას; სასურველია, მოხდეს რაბათის, როგორც კულტურათა დიალოგის შესანიშნავი მაგალითის მეტი პოპულარიზაცია: მიეძღვნას მას კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები. გამოიკვეთოს მისი კულტურული მნიშვნელობა: მაგ., კათოლიკე ქართველთა, როგორც განმანათლებლობის უნიკალური კერის შემქმნელთა დამსახურება, ებრაელთა თემის ისტორია ახალციხეში და ა. შ.
განვითარებაში, მიუხედავად მათი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა; პერიოდულად მიეძღვნას რადიო და ტელეგადაცემები, სიუჟეტები საქართველოში მცხოვრები სხვა კულტურების ტრადიციებს, წეს-ჩვეულებს და ა. შ.; სასურველია, სახელმწიფო უწყებებმა, რომელთა საქმიანობას სწორედ საინტეგრაციო პოლიტიკის წარმართვა წარმოადგენს, ითანამშრომლონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კვლევით დაწესებულებებთან (მაგ. იუნესკოს ინეტრკულტურული დიალოგის კათედრასთან); გამოცდილების და ცოდნის ურთიერთგაცვლის საფუძველზე მომზადდეს ახალი პროექტები.
78
media da informaciis xelmisawvdomoba
1. საკანონმდებლო ბაზა
საქართველოს კონსტიტუციით დაცულია სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, იკრძალება ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე – ადამიანის იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ (მუხლი 19). საქართველოს კანონით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს თავისუფლებას იძულებისგან, გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის, აღმსარებლობის, სინდისისა და მსოფლმხედველობის, ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, აგრეთვე – ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება გახდეს მისი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფუძველი (მუხლი 3.2. კ). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების უკანონოდ ხელის შეშლა (მუხლი 153); ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა – თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა (მუხლი 155); და – ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ასევე – მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით (მუხლი 156). მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება და სათანადო პროპორციით განათავსოს ინფორმაცია უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები (მუხლი 16). ამავე კანონის 33.11 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყოველწლიურად უნდა შექმნას ერთი ან ერთზე მეტი რეგულარული პროგრამული პროდუქტი არანაკლებ ოთხ ენაზე, მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე. 79
მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი უნდა უზრუნველყოფდეს მისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების აზრების გაშუქებას (მუხლი 46). მაუწყებლობის შესახებ კანონი ნებისმიერ მაუწყებელს უკრძალავს ისეთი პროგრამების გადაცემას, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის; ასევე – ისეთი პროგრამების გადაცემას, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისკენ, დისკრიმინაციისკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას (მუხლი 56). მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის შესახებ კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად მიიღო, ემყარება სამაუწყებლო პრინციპებს, რომელთაგან ერთ-ერთია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება, განურჩევლად ამ ჯგუფების პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა (მუხლი 3). ქცევის კოდექსის მე-9 თავი, „მრავალფეროვნება, თანასწორობა და შემწყნარებლობა“, მაუწყებელს ავალდებულებს, თავი შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე სიძულვილს ან არატოლერანტობას (მუხლი 31). ამ კოდექსით, მაუწყებელს მოეთხოვება, სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ზუსტი და სარწმუნო, დაბალანსებული, პროპორციული და თანაზომადი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ ყველა კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფზე და სოციალურ ფენაზე, სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით; პატივი სცეს აზრის, სინდისის, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული ან სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა (მუხლი 32). მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად, მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის – ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან, და – უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას; არ უნდა შეუწყოს ხელი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას და აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმოშობა და რელიგიური მრწამსი; თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ამავე 33-ე მუხლის თანახმად, თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამსს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოცი-
80
2. საზოგადოებრივი მაუწყებელი
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, უზრუნველყოს ქვეყანაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ინფორმირება და, ამ გზით, ხელი შეუწყოს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას. ზოგადი შინაარსობრივ ვალდებულებებს შორის არის საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება და საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნების ასახვა. 2009 წლის დეკემბერში მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს განესაზღვრა კონკრეტული ვალდებულება _ „ყოველწლიურად შექმნას ერთი ან ერთზე მეტი რეგულარული პროგრამული პროდუქტი არანაკლებ 4 ენაზე, მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე“. 2010 წლამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლი არხის ეთერში საინფორმაციო პროგრამები აფხაზურ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე გადიოდა. თითო უმცირესობის ენაზე კვირაში ერთი პროგრამა გადაიცემოდა, რომელშიც ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მთავარი მოვლენები შუქდებოდა. შედეგად, მოსახლეობა მოძველებულ ინფორმაციას იღებდა. გარდა ამისა, პროგრამა დღის საათებში გადიოდა, როდესაც ტელევიზიას, ჩვეულებრივ, ყველაზე მცირერიცხოვანი აუდიტორია ჰყავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ ამ სქემის არაეფექტურობა გამოავლინა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მიზნობრივი აუდიტორიისთვის საინფორმაციო პროგრამების საეთერო დრო მოუხერხებელი, ინფორმაციის მიწოდების სიხშირე კი არადამაკმაყოფილებელი იყო. აღნიშნული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მაუწყებელში რეორგანიზაცია ჩატარდა. შეიცვალა ეროვნული უმცირესობების ენებზე საინფორმაციო პროგრამების ფორმატი, გადაცემის დრო და სიხშირე. 2010 წლის მარტიდან დაიწყო აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე საინფორმაციო პროგრამების ყოველდღიური წარმოება და ტრანსლირება (შაბათ-კვირის გარდა). ეგრეთ წოდებული „ნაციონალური მოამბე“ მეორე არხის ღამის ეთერში გადაიცემოდა და პირველ არხზე დილით მეორდებოდა. საინფორმაციო პროგრამა, რომლის სრული ქრონომეტრაჟი 40 წუთი იყო, ქართული „მოამბის“ კოლაჟს წარმოადგენდა. ინფორმაციას, თითო უმცირესობის ენაზე, დაახლოებით 10-10 წუთი ეთმობოდა. თითო ენაზე საშუალოდ 12-14 სიუჟეტი მზადდებოდა და ერთი სიუჟეტის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, წუთზე ნაკლები იყო. 2010 წლიდან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეწყვიტა რუსულ ენაზე საინფორმაციო პროგრამის მომზადება, ვინაიდან იმავე წლის 15 იანვრიდან ახალმა რუსულენოვანმა
81
10 20
ალურ კუთვნილებას ან ნებისმიერ სხვა ნიშანს, როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს, ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს, შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს შეკითხვა დაუსვას გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.
ტელეარხმა „პირველმა კავკასიურმა“ დაიწყო თანამგზავრზე მაუწყებლობა. ამ ტელეარხის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების და იქ მცხოვრები ხალხების გაშუქებაა. არხზე მზადდება როგორც საინფორმაციო გადაცემები, ასევე – ანალიტიკური პროგრამები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკშოუები. თუმცა, „პირველი კავკასიურის“ სატელიტური მაუწყებლობა მალევე შეწყდა, ფრანგული ოპერატორი კომპანიის Eutelsat-ის გადაწყვეტილებით. „ნაციონალური მოამბეების“ ყოველდღიური ტრანსლირება, უდავოდ, დადებითი ნაბიჯია ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების გაუმჯობესების თვალსაზრისით. სრულდება ის მინიმალური ვალდებულებაც, რომელიც 2009 წლის დეკემბერს მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა. თუმცა, „ნაციონალური მოამბე“ შემდგომ დახვეწას საჭიროებს როგორც ფორმატის, ასევე კოლაჟისთვის სიუჟეტების შერჩევის და მათი შინაარსისა თუ ქრონომეტრაჟის განსაზღვრის თვალსაზრისით. 10 წუთიანი საინფორმაციო გამოშვებიდან, რომლის 1214 მოკლე ვიდეომასალა კალეიდოსკოპის ეფექტს ქმნის, ხოლო წამყვანები ტექსტს ან ძალიან სწრაფად ან ძალიან მონოტონურად კითხულობენ, მაყურებელს ინფორმაციის აღქმა გაუჭირდება. გარდა ამისა, არასტაბილურია გადაცემის დროც. პროგრამაში მითითებული გადაცემის დრო – 23:00 საათი მეორე არხით და 07:30 საათი პირველი არხით – არ არის ყოველთვის დაცული, რაც „ნაციონალური მოამბეების“ აუდიტორიას ამცირებს. 2010 წლის ანგარიშში, უმცირესობების ენებზე საინფორმაციო პროგრამასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ამ გადაცემებში „...ნაკლებად ეთმობოდა დრო უშუალოდ უმცირესობათა თემებს _ მათ შორის ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებს. უნდა ითქვას, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციისადმი უმცირესობები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ“1. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მზადყოფნა გამოთქვა, რეგიონული ჟურნალისტების მიერ მომზადებული სიუჟეტები შესაბამის „ნაციონალურ მოამბეს“ დაურთოს. ამ მიზნით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რეგიონული ტელეკომპანიების ჟურნალისტებისთვის ტრენინგის ჩატარებას ფიქრობს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს დონორი ორგანიზაციებისგან რეგიონული კორესპონდენტებისთვის ტრენინგის ჩასატარებლად საჭირო დაფინანსების მოპოვებას. კიდევ ერთი დადებითი ნაბიჯი, რომელიც 2010 წელს ეთნიკური უმცირესობების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადაიდგა, რეგიონული ტელევიზიებით უმცირესობების ენებზე „მოამბის“ტრანსლირება იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალი სრულად ვერ ფარავს ქვემო ქართლისა და სამცხეჯავახეთის რეგიონებს. შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული საინფორმაციო პროგრამები მიზნობრივი აუდიტორიის ნაწილამდე ვერ აღწევს. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, 2010 წლის მარტიდან, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთნიკური უმცირესობების ენებზე საინფორმაციო პროგრამების გავრცელება იმ რე1
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2010 წელი.
82
აღნიშნულის მიუხედავად, სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად: „საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ უმცირესობების ენებზე მომზადებული ყოველდღიური საინფორმაციო გადაცემების რეგიონული და ნაციონალური ტელევიზიების ეთერით გაშვების შესახებ, ხშირ შემთხვევაში, ცნობილი არ იყო როგორც ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მაცხოვრებლებისათვის, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც“3. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2010 წლის ანგარიშში ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა საქართველოს ეროვნული უმცირესობების ენებზე მაუწყებლობის „გაფართოება მონაწილე ადგილობრივი ტელეკომპანიების რიცხოვნების გაზრდის ხარჯზე“3. თუმცა, დაფარვის არეალის გაფართოება, ზემოთ ჩამოთვლილი პარტნიორი ტელეკომპანიების გარდა, სხვა ადგილობრივი ტელეკომპანიების მეშვეობით, ჯერჯერობით, არ მომხდარა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მესვეურების თქმით, ამ ამოცანის განხორციელებას ფინანსური და ტექნიკური პრობლემები აფერხებს. ის ტექნიკური საშუალება, რომლითაც ამჟამად უმცირესობების ენებზე საინფორმაციო პროგრამები პარტნიორ რეგიონულ ტელევიზიებს მიეწოდება (ე. წ. „ფლაივეით“), ძალიან ძვირი ჯდება. შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის (ე. წ. FTP სერვერის) შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება მეტი რეგიონული ტელევიზიისთვის და ბევრად იაფად საინფორმაციო პროგრამების მიწოდება. გავრცელების არეალის გაფართოების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2011 წელს პროექტი მოამზადა დონორი ორგანიზაციებისთვის წარსადგენად. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2009 წლის ანგარიშში, 2009-2010 საეთერო წლებისთვის პროგრამული პრიორიტეტების ნაწილში, რეკომენდაციის სახით მითითებულია: „გათვალისწინებული იქნეს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ინტერესები _ პროგრამული პროდუქტების ძირითადი ნაწილი ითარგმნოს შესაბამის ენებზე და განთავსდეს ადგილობრივი სამაუწყებლო კომპანიების ეთერში“4. ამ რეკომენდაციამ უფრო კონკრეტული სახე მიიღო და, 2010 წლის ანგარიშში, იმავე წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა: „საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებული საგანმანათლებლო და კულტურის მიმართულების 2
3 4
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2010 წელი. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2010 წლის ანგარიში. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2009 წლის ანგარიში.
83
10 20
გიონული ტელევიზიების მეშვეობით დაიწყო, რომლებიც აფხაზი, ოსი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებს ფარავს. კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სომხურ ენაზე „მოამბეს“ ახალქალაქის ტელევიზია „ATV 12“ გადასცემდა, ქვემო ქართლში „მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე „მარნეული TV“-ის ეთერით, აფხაზურ ენაზე ზუგდიდის „ოდიშის“, ხოლო ოსურ ენაზე გორის „თრიალეთი TV“-ის ეთერით გადიოდა. ამ რეგიონულ ტელეარხებს უფლება აქვთ, საინფორმაციო პროგრამები მეორე დღესაც გაიმეორონ. სომხურ ენაზე „მოამბე“ ყოველ საღამოს ნინოწმინდის ტელეკომპანია „ფარვანას“ ეთერითაც გადიოდა. ამ რეტრანსლაციას ადგილობრივი საკრებულო აფინანსებდა. ოსურ ენაზე „მოამბეს“ ყოველ საღამოს გადასცემდა ჭიათურის „იმერვიზიაც“.
პროდუქტების (სეზონზე არანაკლებ 2 პროდუქტისა) გახმოვანება საქართველოს ენებზე და მათი ტრანსლაცია რეგიონული ქსელით“5. ეს ამოცანა არ შესრულებულა დაფინანსების პრობლემის გამო. ეროვნული უმცირესობების ენებზე საკუთარი პროდუქტების თარგმნა-გახმოვანებისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვების მიზნით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2011 წელს მოამზადა პროექტი დონორი ორგანიზაციებისთვის წარსადგენად. 2010 წლის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლების მიერ 3 ტელეხიდი მოეწყო. ტელეხიდები ეროვნული უმცირესობების ენებზე მაუწყებლობის რედაქციამ მოამზადა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორში, ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკურ კავშირებს. 3. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო
საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩატარებული რეორგანიზაცია რადიოარხებსაც შეეხო. რეორგანიზაციამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი რადიოს“ დღის ეთერში ყოველ დღე 5-წუთიანი საინფორმაციო გამოშვებები გადიოდა აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და 10-წუთიანი საინფორმაციო გამოშვება რუსულ ენაზე. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ გადიოდა 25-წუთიანი ქურთულენოვანი საინფორმაციომუსიკალური პროგრამა „რონკაი“. განახლებული ეთერით „პირველმა რადიომ“ 2010 წლის მაისში დაიწყო მაუწყებლობა. ამ არხით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), დილის 05:25-ზე, გადაიცემოდა ეროვნული უმცირესობების ენებზე მომზადებული „მოამბეების“ აუდიოვერსია. „პირველი რადიო“ აგრძელებდა კვირაში ერთხელ ქურთულ ენაზე საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის პროგრამის გადაცემას. თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რომ საზოგადოებრივი რადიოს რადიოტალღები ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ზოგ რაიონში არ ვრცელდება, ასევე – ეთნიკური უმცირესობების ენებზე საინფორმაციო პროგრამის რადიოტრანსლირების დროს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ რადიოპროგრამის ეფექტი, ეროვნული უმცირესობების ინფორმირების თვალსაზრისით, ძალზე უმნიშვნელოა. ამ ვარაუდს ამყარებს კვლევის შედეგები, რომელიც სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (SIDA) პროექტის „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ ფარგლებში ქვემო ქართლსა და სამცხეჯავახეთში 2010 წლის დეკემბერში ჩატარდა6. ამ შედეგების თანახმად, აღნიშნულ რეგიონებში რადიომსმენელთა წილი დაბალია – საშუალოდ, მოსახლეობის 13%. იმ არხებს შორის, რომლებსაც ამ რეგიონების მოსახლეობა ყველაზე ხშირად უსმენს, პირველი რადიო არ ყოფილა დასახელებული.
5 6
საზოგადოებრივი მაუწყებლის 2010 წლის ანგარიში. ARC-ის „მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში“, რომელიც ჩატარდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) პროექტის – „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ – ფარგლებში, 2011.
84
20
10
4. სამაუწყებლო პროგრამებში ეროვნული უმცირესობების თემის გაშუქება და მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ პროგრამულ პრიორიტეტებს შორის არის: „საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების ცხოვრებისა და ყოფის, მათი ეთნოკულტურული ტრადიციების ამსახველი პროგრამების და სიუჟეტების მომზადება“.7 საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2006 წლიდან გადის რადიოგადაცემა „ჩვენი საქართველო“, ხოლო 2007 წლიდან – სატელევიზიო ტოკშოუ „ჩვენი ეზო“. ეს გადაცემები ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის და ღია საზოგადოების ღირებულებათა განმტკიცების ხელშეწყობას, ასევე – მედიაში ტოლერანტობისა და კულტურული პლურალიზმის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. 2010 წელს გადაცემა „ჩვენი საქართველო“ „პირველი რადიოს“ ეთერით კვირაში ერთხელ მხოლოდ მარტამდე გადაიცემოდა და მისი ქრონომეტრაჟი 1 საათი იყო. გადაცემაში შუქდებოდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ისტორია, ტრადიციები, ყოფა, საქმიანობა; მათი პრობლემები და სხვა თემები. თუმცა, მარტიდან ამ გადაცემის წარმოება ფინანსური პრობლემების გამო შეწყდა და მხოლოდ 2011 წლიდან განახლდა. სატელევიზიო ტოკშოუ „ჩვენი ეზო“ ყოველ კვირა დღეს, 16:30-ზე გადაიცემა და მისი ქრონომეტრაჟი 1 საათია. ამ გადაცემას, თავდაპირველად, „იტალიური ეზო“ ერქვა, ხოლო 2010 წელს იგი ახალი სახელით – „ჩვენი ეზო“ და განახლებული ფორმატით გადიოდა. ტოკშოუ ქართულენოვანია და გადაცემის სპეციალური სტუმრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები არიან. „ჩვენი ეზო“, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ერთად, ფართო აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი. გადაცემაში საუბარია ეთნიკური უმცირესობებისთვის აქტუალურ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საკითხებზე. „ჩვენი ეზო“ საქართველოს მოსახლეობას აცნობს საქართველოში მცხოვრები უმცირესობების ტრადიციებსა და კულტურას, განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების წარმატებული თანაცხოვრების მაგალითებს, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების მიღწევებსა და წვლილს ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის განვითარებაში. 2010 წელს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა საბჭომ გადაცემა „ჩვენი ეზო“ დააჯილდოვა, როგორც „2010 წლის საუკეთესო ტოლერანტი გადაცემა“. „ჩვენი ეზო“ ერთადერთი გადაცემაა ქართულ ტელესივრცეში, რომელიც საგანგებოდ ეთმობა ეროვნული უმცირესობების თემას და უკვე 5 სეზონია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის. თუმცა, 2010 წლის დეკემბერში SIDA-ს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, მას სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში უფრო მეტად ქართველი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე – არაქართველი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ენობრივი ბარიერია. იმისთვის, რომ გაიზარდოს „ჩვენი ეზოს“ წვლილი ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო 7
საზოგადოებრივი მაუწყებლის 2010 წლის ანგარიში.
85
ინტეგრირების პროცესში, სასურველია, ეს გადაცემა ეთნიკურ უმცირესობათა ენებზეც ითარგმნოს და პარტნიორული რეგიონული ტელევიზიებით გადაიცეს. ეროვნული უმცირესობების ყოფას, პრობლემებს, რელიგიასა თუ კულტურას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი უთმობს – ზემოხსენებულ პროგრამებით – ყურადღებას და დროს, რაც საკმარისი არ არის ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. კერძო ტელევიზიებისთვის ეს თემა კომერციულ ინტერესს არ წარმოადგენს და, პრაქტიკულად, იგნორირებულია.
5. ბეჭდვითი მედია
საბჭოთა პერიოდში ეთნიკური უმცირესობების ენებზე მრავალათასიანი ტირაჟითა და უზრუნველყოფილი დაფინანსებით გამომავალი გაზეთები ახლა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. ყველაზე დიდი გამოწვევა დაფინანსებაა. დღეს უმცირესობების ენებზე გამოცემები დაბალი ტირაჟით და, ზოგ შემთხვევაში, არასტაბილურად გამოდის და, პრაქტიკულად, არ იყიდება. მათი გამომწერები, ძირითადად, ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო უწყებები, საჯარო სკოლების მასწავლებლები და მცირე რაოდენობით ადგილობრივი მოსახლეობაა. ზოგი გაზეთი გრანტების ან სახელმწიფო დაფინანსების წყალობით არსებობს და უფასოდ ვრცელდება. ეთნიკური უმცირესობების ენებზე გამოცემების უმეტესობას არა აქვს ვებგვერდი. 2010 წელს აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი „გურჯისტანი“ კვირაში ერთხელ 2,000იანი ტირაჟით გამოდიოდა. გაზეთი 4-გვერდიანი იყო და, ძირითადად, ქვემო ქართლის რეგიონში ვრცელდებოდა. 2010 წელს გაზეთმა 45,000 ლარის დაფინანსება მიიღო, საიდანაც 15,000 ლარი მას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ „ლიტერატურული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოეყო, ხოლო დანარჩენი 30,000 ლარი _ პრეზიდენტის ფონდიდან. გაზეთი, ძირითადად, ხელისუფლების საქმიანობას აშუქებს. 2010 წელს ნატოს საინფორმაციო ცენტრმა დააფინანსა გაზეთის ორგვერდიანი ჩანართი _ საინფორმაციო ბიულეტენი „ნატო საქართველოში“. ამ ჩანართით „გურჯისტანი“ სამი თვის განმავლობაში გამოდიოდა. 2010 წელს გაზეთმა „ფონდი ღია საზოგადოება _ საქართველოსგან“ მიიღო დაფინანსება პროექტისთვის „საგამომცემლო ბაზის შექმნა“. ფონდმა „გურჯისტანს“, რიზოგრაფის შესაძენად, 10,000 დოლარის გრანტი გამოუყო. სომხურენოვანი გაზეთი „ვრასტანი“ კვირაში ერთხელ გამოდის. 2010 წელს გაზეთმა 45,000 ლარის დაფინანსება მიიღო. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს „ლიტერატურული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გაზეთს გამოეყო 15,000 ლარი, ხოლო პრეზიდენტის ფონდიდან _ 30,000 ლარი. „ვრასტანი“ 8-გვერდიანია და მისი ტირაჟი 4,000-ს აღწევს. „ვრასტანი“, ძირითადად, სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება და შედარებით მცირე რაოდენობით – ქვემო ქართლში. დისტრიბუციას თავად რედაქცია ახორციელებს. თბილისში დაბეჭდილი ნომრები კორესპონდენტს რეგიონებში მიაქვს. „ვრასტანს“ საქართველოში 120, ხოლო სომხეთში 108 ხელმომწერი ჰყავს. გაზეთს ვებგვერდი არა აქვს. გაზეთი, ძირითადად, ხელისუფლების საქმიანობას აშუქებს. მთავარი რედაქტორის თქმით, გაზეთზე მოთხოვნილება მაღალია და, დამატებითი დაფინანსების შემთხვევაში, ტირაჟი გაიზრდება. 86
სამცხე-ჯავახეთში ორენოვანი _ ქართულ-სომხური გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ გამოდის. გაზეთი 2004 წელს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა (IWPR) და ფინეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. „სამხრეთის კარიბჭე“ კვირაში ერთხელ გამოდის და სამცხე-ჯავახეთსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და პრობლემებს აშუქებს. „სამხრეთის კარიბჭის“ ქართულენოვანი რედაქცია ახალციხეში, სომხური კი ახალქალაქში მდებარეობს. თავდაპირველად „სამხრეთის კარიბჭე“ 12-გვერდიანი იყო და 4,000-იანი ტირაჟით გამოდიოდა. 2010 წლიდან გვერდების რაოდენობა 8-მდე, ხოლო ტირაჟი 1,500მდე შემცირდა. ამ ტირაჟიდან 1000 ქართულენოვანი და 500 სომხურენოვანი ვერსიაა. მასალებს ორივე რედაქცია ამზადებს, რომლებიც, შემდეგ, შესაბამის ენებზე ითარგმნება. სომხურიდან ქართულად თარგმნა პრობლემას წარმოადგენს. სომხურ ენაზე მომზადებული მასალები ჯერ რუსულად, შემდეგ კი ქართულად ითარგმნება, რაც გაზეთს საკმაოდ ძვირი უჯდება. „სამხრეთის კარიბჭე“, ძირითადად, ხელმოწერით ვრცელდება. დისტრიბუციას თავად გაზეთის რედაქცია ახორციელებს _ დისტრიბუტორებს გაზეთი ან სახლში მიაქვთ ხელმომწერებისთვის (სოფლის მოსახლეობის შემთხვევაში) ან რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციაში ტოვებენ, საიდანაც ხელმომწერებს თავად მიაქვთ. დისტრიბუციის გაუმართაობის გამო, მაღალმთიან სოფლებში გამოწერის მექანიზმი არ ფუნქციონირებს, ვინაიდან ზამთარში, პრაქტიკულად, შეუძლებელია ამ სოფლებში გაზეთის გავრცელება. „სამხრეთის კარიბჭე“, ასევე, ვრცელდება ადგილობრივი დონის სახელმწიფო უწყებებში, ბანკებში, განათლების სამინისტროს რესურსცენტრებში. ქსელში გასაყიდად ძალიან ცოტა გადის _ მაქსიმუმ 10 ცალი და, ხშირად, ისიც არ იყიდება. 2008-2010 წლებში გაზეთს ჰოლანდიური ორგანიზაცია Press Now აფინანსებდა. 2011 წელს, დაფინანსების დასრულებასთან ერთად, გაზეთი სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. რეკლამიდან შემოსავალი ძალიან მცირე (100-დან 400 ლარამდე თვეში) და არასტაბილურია. „სამხრეთის კარიბჭეს“ არა აქვს ვებგვერდი, თუმცა, აქვს ქართულენოვანი ბლოგი, რომელზეც ყველა მასალა ქვეყნდება. სომხურენოვანი ბლოგი ჯერჯერობით არ არსებობს. გაზეთის ყოველი ნომრის ელექტრონული ვერსია სომხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იგზავნება. გაზეთს ერევანში ელექტრონული ვერსიის ორი ხელმომწერიც ჰყავს. გაზეთმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაციაში. გაზეთის საშუალებით, რეგიონში მცხოვრებმა ეროვნულმა უმცირესობებმა შეიტყვეს, რომ რეგიონში არსებული ყოფითი, კომუნალური თუ სხვა სახის პრობლემები ერთნაირად აწუხებს რეგიონის როგორც ქართველ, ასევე არაქართველ მოსახლეობას და მათ ეს პრობლემები ეთნიკური წარმომავლობის გამო არ ექმნებათ. 87
10 20
2010 წელს გამოდიოდა რუსულენოვანი გაზეთები „მრავალეროვანი საქართველო“, „სვობოდნაია გრუზია“ და „რუსსკოე ვეჩე“, რომლებიც თვითდაფინანსებით არსებობდა. 2011 წლის მარტიდან, ფინანსური პრობლემების გამო, შეჩერდა „სვობოდნაია გრუზიას“, ხოლო ივნისიდან _ „რუსკოე ვეჩეს“ გამოცემა.
მარნეულში რამდენიმე გაზეთი გამოდის აზერბაიჯანულ ენაზე. მათ უმეტესობას არასამთავრობო ორგანიზაცია „აზერბაიჯანლების კულტურული ცენტრი საქართველოში“ აფინანსებს, რომელიც, თავის მხრივ, აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანს ქართულ საზოგადოებაში საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების ინტეგრაცია წარმოადგენს. აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი „რეგიონ პრესი“ მარნეულში 2008 წლიდან გამოდის. ეს გაზეთი, თავდაპირველად, თვეში ერთხელ გამოდიოდა, შემდეგ პერიოდულობა თანდათან გაიზარდა, 2010 წლიდან კი უკვე თვეში სამჯერ გამოიცემა. გაზეთის მესვეურის განმარტებით, პერიოდულობის სიხშირის მატება გაზეთის ინფორმაციულობამ და მასზე გაზრდილმა მოთხოვნილებამ განაპირობა. „რეგიონ პრესი“ 8-გვერდიანი გაზეთია, რომელიც 2,000-იანი ტირაჟით გამოდის და ქვემო ქართლის რეგიონში უფასოდ ვრცელდება. არარეგულარულად ვრცელდება ეს გამოცემა კახეთშიც. გაზეთში შუქდება საქართველოში, მსოფლიოში, ქვემო ქართლსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ სოციალური თემების გარდა, გაზეთში შუქდება ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, ახალგაზრდების ჩართულობის და ინტეგრაციის საკითხები. გაზეთს საკუთარი ვებგვერდი არა აქვს და სარგებლობს „აზერბაიჯანლების კულტურული ცენტრის“ ვებგვერდით, რომელიც ჯერჯერობით განუვითარებელია და მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზე მზადდება. „აზერბაიჯანლების კულტურული ცენტრის“ დაფინანსებით გამოდის ასევე აზერბაიჯანულენოვანი ჟურნალი „მეიდანი“. ეს არის ლიტერატურულ-კულტურული თემატიკის 72-გვერდიანი ჟურნალი, რომელიც 2 თვეში ერთხელ გამოდის. მასში მოთხრობილია საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ისტორიები, შუქდება საქართველოაზერბაიჯანის და ამ ორი ხალხის ურთიერთობები, ინტეგრაციის საკითხები. ჟურნალის ტირაჟი 500 ეგზემპლარია და იგი უფასოდ ვრცელდება ქვემო ქართლში; იგი, ასევე, იგზავნება ბათუმში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროში. კიდევ ერთი აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი „ზია“ 2001 წლიდან გამოდის. მას აზერბაიჯანის დიასპორის კომიტეტი აფინანსებს. გაზეთი 8 გვერდიანია და თვეში ერთხელ 2,000-იანი ტირაჟით გამოდის. გარდა მიმდინარე მოვლენებისა, ეს გაზეთი აშუქებს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების ცხოვრებას, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს, აზერებაიჯანელთა კულტურას, ტრადიციებს, დღესასწაულებს. გაზეთი ქვემო ქართლის რეგიონში უფასოდ ვრცელდება. გაზეთში სტატიები, ზოგჯერ, ქართულადაც იბეჭდება. ბოლნისში გამოდის ქართულენოვანი გაზეთი „ბოლნისი“, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს. 2010 წელს გაზეთი კვირაში ერთხელ, 1000-იანი ტირაჟით გამოდიოდა. 2011 წლიდან, დაფინანსების შემცირების გამო, თვეში სამჯერ გამოდის. 2005-2008 წლებში გაზეთი ორგვერდიანი აზერბაიჯანულენოვანი ჩანართით გამოიცემოდა. ჩანართი შევსებული იყო აზერბაიჯანულ ენაზე გადათარგმნილი სტატიებით და მასალებით, ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზების მიმართულებით. თუმცა, გაზეთის წარმომადგენლების თქმით, ორენოვანმა გამოცემამ არ გაამართლა. ბოლნისის რაიონში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანლები არ დაინტერესდნენ ამ გაზეთის გამოწერით და ჩანართი აღარც საკრებულომ დააფინანსა.
88
6. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
ბოლო წლებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის (88%) ინფორმირების მთავარი წყარო ტელევიზიაა8. ამრიგად, ეროვნული უმცირესობების ინფორმირებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ტელევიზიას ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს, ინფორმირების გაუმჯობესების თვალსაზრისით, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, კერძოდ, დაიწყო რეგიონული ტელევიზიებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მი-ერ უმცირესობების ენებზე მომზადებული „მოამბის“ ტრანსლირება, ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების დონე მაინც დაბალია. არადამაკმაყოფილებელია როგორც ინფორმაციის მიწოდების რეგულარობა და ხარისხი, ასევე – მიწოდებული ინფორმაციის შინაარსი. მეტიც, ეროვნული და ადგილობრივი ტელევიზიების დაფარვის არეალი შეზღუდულია. შედეგად, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არსებობს სოფლები და დასახლებული პუნქტები, რომლებამდეც ვერც ადგილობრივი და ვერც ეროვნული სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალი აღწევს. იგივე მდგომარეობაა რადიოსიგნალის თვალსაზრისითაც. ეროვნული უმცირესობების ინფორმირების და სამოქალაქო ინტეგრირების ხელშეწყობის თვალსაზრისით, უდავოდ დადებითი ნაბიჯი იყო 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობების ენებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასაარჩევნო საინფორმაციო რგოლების დამზადება. 2010 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ეს რგოლები გადაიცემოდა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაციონალურ „მოამბეებში“, ასევე – რეგიონული ტელევიზიების მიერ. სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში 2010 წელს SIDA-ს პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ9 კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინფორმაციის მიღების მთავარი ხელისშემშლელი მიზეზი ენობრივი ბარიერია. ამ რეგიონების არაქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციას არაქართულ ენაზე იღებს. სამცხე-ჯავახეთის არაქართველი მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი ინფორმაციას იღებს რუსულ და სომხურ ენებზე. ქვემო ქართლის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ინფორმაციას რუსულ ენაზე, ხოლო ნახევარზე მეტი აზერბაიჯანულ ენაზე იღებს. შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები უპირატესობას რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და თურქულ არხებს ანიჭებენ. „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ მიერ დაგეგმილი კვლევის თანახმად, რომელიც 2010 წლის სექტემბერში ჩატარდა, სამცხე-ჯავახეთის 8 9
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მედია კვლევები, 2009 და 2011. ARC-ის „მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში“, რომელიც ჩატარდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) პროექტის „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელის“ ფარგლებში, 2011.
89
10 20
2010 წელს წალკაში გამოდიოდა ორენოვანი, ქართულ-სომხური გაზეთი „წალკის უწყებანი“, რომელიც წალკის რაიონში ვრცელდებოდა. გაზეთი თვეში ერთხელ 500იანი ტირჟით გამოდიოდა.
მოსახლეობის ორი მესამედისთვის, ადგილობრივი ტელევიზიები ინფორმაციის მიღების ძირითადი წყაროა10. CiDA-ს კვლევის თანახმად კი, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში ადგილობრივ არხებს მოსახლეობის მესამედზე ნაკლები უყურებს11. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველია ადგილობრივი ტელევიზიების გაძლიერება და ამ რესურსის უფრო აქტიურად გამოყენება, ეროვნული უმცირესობების ინფორმირების თვალსაზრისით. რეგიონული ტელევიზიები ჯერ არ არის ისე განვითარებული, რომ მოსახლეობის საინფორმაციო მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს. ადგილობრივი ტელევიზიების განვითარებას ბევრი პრობლემა აფერხებს, უპირველეს ყოვლისა – უსახსრობა. რეგიონებში სარეკლამო ბაზარი შედარებით განუვითარებელია, შესაბამისად, ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები მწირია. მოძველებულია ტექნიკა, დაბალია ჟურნალისტების კვალიფიკაცია, ბევრ ტელევიზიას შენობის პრობლემაც აქვს. ეს ყველაფერი ხელს უშლის ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე მეტი ტელეპროდუქტის შექმნას. რეგიონულ ტელევიზიებში, ამავე დროს, იგრძნობა კომერციული მიდგომის დეფიციტი. ბევრი კვლავ დონორებისგან გრანტების მიღებაზე ამყარებს იმედს. არ ჩანს რეგიონის რაიონულ ტელევიზიებს შორის თანამშრომლობისა და, მწირი რესურსების პირობებში, ერთობლივი პროდუქტების თანაწარმოების მცდელობა. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ახალი მედიის ელემენტების გამოუყენებლობაა. ბევრ მაუწყებელს საკუთარი ვებგვერდიც კი არა აქვს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამი ადგილობრივი ტელევიზია მაუწყებლობს: ქართულენოვანი „მე-9 არხი“ ახალციხეში და – სომხურენოვანი არხები: „ATV 12“ ახალქალაქში და „ფარვანა“ – ნინოწმინდაში. ახალციხის ქართულენოვანი ტელეკომპანია „მე-9 არხი“ ახალციხის და ადიგენის რაიონებს ფარავს. ტელევიზიის მიერ მომზადებულ პროგრამებს დღეში დაახლოებით 5 საათი ეთმობა, საეთერო ბადის დანარჩენს კი რუსულენოვანი „რეგიონ TV“ ავსებს. ტელეკომპანია რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ყოველდღიურ საინფორმაციო პროგრამას ამზადებს. USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, 2010 წლის აპრილიდან, ტელეკომპანიაში გადიოდა გადაცემა „დიალოგი“, რომელიც, ძირითადად, სოციალურ პრობლემებსა და სამოქალაქო ინტეგრაციის თემატიკას (მაგ., შერეული ოჯახები) ეხებოდა. სულ 15 გადაცემა მომზადდა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში ადგილობრივი მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობისა და მათ მიერ ინფორმირებული არჩევნის გაკეთების მიზნით, 10
11
ARC-ის მიერ ჩატარებული კვლევა „სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ინფორმირების ძირითადი წყაროები და მოქალაქეობის თვითაღქმა“, ნოემბერი 2010; მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი. ARC-ის „მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში“, რომელიც ჩატარდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) პროექტის – „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ – ფარგლებში, 2011.
90
ტელევიზიას არა აქვს ვებგვერდი, აქვს მხოლოდ ბლოგი, რომელიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა დააფინანსა. ტელეკომპანია „ფარვანა“ ნინოწმინდაში არსებული ერთადერთი ტელეკომპანიაა. იგი სომხურ ენაზე მაუწყებლობს და ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონებს ფარავს. დღეისათვის „ფარვანა“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველაზე გამართული ტელევიზიაა, თავისი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით, პროგრამის მრავალფეროვნებით და თანამშრომლების რაოდენობით. გრანტების გარდა, ტელევიზიას სარეკლამო შემოსვლებიც აქვს. ტელევიზიის ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებაში შუქდება სამცხე-ჯავახეთში მომხდარი მოვლენები, მოსახლეობის პრობლემები, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურული თემები. 2010 წელს „ფარვანას“ საღამოს ეთერში გადიოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სომხურენოვანი „მოამბე“, რომლის რეტრანსლირების ხარჯს ადგილობრივი საკრებულო ფარავდა. ყოველდღიურად, ტელევიზიის ეთერით გადის სომხეთის რესპუბლიკის ტელევიზია „არმენიას“ გადაცემები. ფონდი „ღია საზოგადოება _ საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, მომზადდა გადაცემათა ციკლი, რომლებიც სამოქალაქო ინტეგრაციისკენ იყო მიმართული. გადაცემაში გაშუქებული იყო სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ყოფა, სოციალური პრობლემები, კულტურული თვითმყოფადობის საკითხები, განვითარების პერსპექტივები. ტელეკომპანია „ფარვანას“ საკუთარი, თუმცა ჯერჯერობით განუვითარებელი ვებგვერდი აქვს (www.parvana.ge). ვებგვერდზე მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია დევს ტელეკომპანიის შესახებ. არ არის განთავსებული არც მიმდინარე გადაცემები და არც – გადაცემათა არქივი. ახალქალაქის სომხურენოვანი ტელევიზია „ATV 12“ ახალქალაქის რაიონს არასრულად ფარავს. რაიონის სრულად მოცვისთვის საჭიროა რეტრანსლატორი. 2010 წელს ტელევიზიის ეთერით ყოველ საღამოს გადაიცემოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სომხურენოვანი „მოამბე“, რომელიც მეორე დღეს დილის ეთერში მეორდებოდა. ტელევიზია ამზადებს საკუთარ საინფორმაციო გადაცემას, რომელშიც ახალქალაქის რაიონის ახალი ამბები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკითხები შუქდება. თვეში ორჯერ ტელეკომპანიის ეთერით გადის გადაცემა „საუბარი ადვოკატთან“. ამ გადაცემაში მოწვეული ადვოკატი განმარტავს იმ კანონებს, რომლებიც ახალქალაქის
91
10 20
„მე-9 არხის“ პირდაპირი ეთერით ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატი გადაიცა. ეს იყო „ინტერნიუსის“, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ტელეკომპანიის ერთობლივი პროექტი. ტელედებატები გადაიცა ონლაინ რეჟიმში „ინტერნიუსის“ ინტერნეტის მისამართზე. ვებგვერდის დახმარებით მაყურებელს შეეძლო ტელედებატის მონაწილეთათვის ონლაინ რეჟიმში შეკითხვების დასმა. წინასაარჩევნო პერიოდში „მე-9 არხი“, ასევე, გადასცემდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლებს სომხურ ენაზე.
მოსახლეობას აინტერესებს. თავისუფალ საეთერო დროს ავსებდა რუსულენოვანი არხი „რეგიონ TV“. სამცხე-ჯავახეთის ტელეკომპანიებს შორის „ATV-12“-ს ყველაზე მეტად უჭირს, როგორც ფინანსების, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის და თანამშრომლების თვალსაზრისით. ტელევიზია თვითდაფინანსებით არსებობს. შემოსავლის მთავარ წყაროს მორბენალი სტრიქონი და ნეკროლოგები წარმოადგენს. მცირე შემოსავალი შემოდის ადგილობრივი გამგეობისთვის საეთერო დროის მიყიდვითაც. ტელევიზიის დირექტორის თქმით, მოსახლეობას სოფლის მეურნეობის საკითხები აინტერესებს, თუმცა, უსახსრობის გამო, ტელევიზია ვერ ახერხებს ასეთი პროგრამის მომზადებას. ქვემო ქართლში, მარნეულის ტელევიზია „მარნეული TV“ მთლიანად მარნეულის რაიონს და ნაწილობრივ თეთრიწყაროს, ბოლნისისა და დმანისის რაიონებს ფარავს. ტელევიზია ქართულენოვანია, მაგრამ რამდენიმე ორენოვან გადაცემასაც ამზადებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის „ნაციონალური მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე ტელევიზიით ყოველ საღამოს გადაიცემა და დილით მეორდება. ტელეკომპანია საკუთარ საინფორმაციო პროგრამას ორ ენაზე - ქართულსა და აზერბაიჯანულზე ამზადებს. 2010 წელს, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, მომზადდა გადაცემათა ციკლი რეგიონის სოფლებში, მათ შორის – ეთნიკური აზერბაიჯანლებით დასახლებულ სოფლებში არსებულ პრობლემებზე. „მარნეული TV“-ს აქვს ვებგვერდი (www.marneulitv.ge), რომელზეც განთავსებულია როგორც ახალი გადაცემები, ასევე – გადაცემათა არქივი. ქართულენოვანი ტელეკომპანია „ბოლნელი“ კვირის საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემას ამზადებს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამ პროექტს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ აფინანსებს. 2010 წლის დეკემბერში ჩატარებული CiDA-ს კვლევის შედეგების მიხედვით, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა გაცილებით უკეთ არის ინფორმირებული ზოგადად ქვეყანაში არსებული პროცესების შესახებ, ვიდრე – ცალკეულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ12. ამ ხარვეზის გამოსწორების თვალსაზრისით, საინტერესო პროექტია ტელეჟურნალი „მრავალკუთხედი“, რომელსაც „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია” ამზადებს. ეს პროექტი ჰოლანდიური ორგანიზაცია Press Now-სა და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური დახმარებით ხორციელდება და 2009 წლის დეკემბრიდან გადის ეთერში. ტელეჟურნალისთვის სიუჟეტებს რეგიონული კორესპონდენტები ამზადებენ და მათში რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები შუქდება _ ადამიანის უფლებები, ეთნიკური უმცირესობები, განათლება, კულტურა. ტელეჟურნალი რეგიონული ტელეკომპანიების ეთერში კვირაში ერთხელ გადაიცემა. ტელეჟურნალის საშუალებით მოსახლეობა რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას იღებს.
12
ARC-ის „მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში“, რომელიც ჩატარდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) პროექტის – „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ – ფარგლებში, 2011.
92
კახეთის რეგიონულ ტელევიზიებს ეროვნული უმცირესობის ენაზე გადაცემები არ მოუმზადებიათ. კახეთის მხარეში სახელმწიფო ენის არცოდნის პრობლემა იმ მასშტაბითა და სიმწვავით არ დგას, როგორც – სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რიგ რაიონებში. ქართულენოვან რაიონულ ტელეკომპანიებს შორის ყველაზე მრავალფეროვანი და ინფორმატიული პროგრამა ტელეკომპანია „გურჯაანს“ აქვს. გარდა ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებებისა, ტელეკომპანიის ეთერში 2010 წელს გადიოდა ყოველკვირეული ანალიტიკური ტოკშოუ „ძალა უძალოთა“, რომელშიც კახეთში არსებული პრობლემები განიხილებოდა. ასევე, გადაიცემოდა კვირის ანალიტიკური პროგრამა „თვითმმართველობის ექსპერტი“, რომელიც თვითმმართველობის სფეროში არსებული პრობლემების განხილვას ეთმობოდა. 2011 წლიდან, ტელეკომპანია „გურჯაანი“ ამზადებს გადაცემას „ფერმერის დროით“. ტელეკომპანია „გურჯაანს“ საკუთარი ვებგვერდი აქვს (www.gurjaanitv.ge), რომელზეც გადაცემათა არქივია განთავსებული. CiDA-ს კვლევის თანახმად, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში რადიოს საშუალოდ მოსახლეობის 13% უსმენს13. რადიოს მსმენელების წილი კიდევ უფრო დაბალია ეთნიკურ ჭრილში. რადიომსმენელთა მიერ დასახელებულ რადიოებს შორის არის „არ დაიდარდო“, „იმედი“, „ფორტუნა“, „მწვანე ტალღა“. რადიო „მწვანე ტალღის“ სიგნალი თითქმის მთელ საქართველოს ფარავს. 2010 წელს რადიო „მწვანე ტალღის“ ეთერში გადიოდა პროგრამა „მედიაკრიტიკა“ რომლის არა ერთი გადაცემა მიეძღვნა ეთნიკური უმცირესობების გაშუქებას, შუღლის ენას მე-დიაში. გარდა ამისა, 2010 წლიდან რადიოსადგური ამზადებს პროგრამას „ევროპა საქართველოში“, რომლის 6 გადაცემა ეროვნული უმცირესობების თემას მიეძღვნა. რადიოს ეთერით, ასევე, ბიოლის ფონდის დისკუსიების პირდაპირი ტრანსლირება ხდება: ამ დისკუსიების დროს ხშირად განიხილება ეროვნული უმცირესობების, სამოქალაქო ინტეგრაციის, მედიის თემები. ყოველ საღამოს, 9 საათზე, „მწვანე ტალღის“ ეთერი ერთი საათით ეთმობა რადიო „თავისუფლები“ რუსულენოვან საინფორმაციო-ანალიტიკურ პროგრამას „ეხო კავკაზა“. რადიო თავისუფლებამ „ეხო კავკაზას“ ტრანსლირება 2009 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ამ პროექტის მიზანი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების მოცვა იყო. გადაცემაში შუქდება საქართველოში მიმდინარე მოვლენები და უცხოეთის ახალი ამბები. „ეხო კავკაზას“ ყოველდღიურად გადასცემს ზუგდიდის რადიო „ათინათი“ და გორის რადიო „თრიალეთი“. 13
ARC-ის „მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში“, რომელიც ჩატარდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) პროექტის – „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ – ფარგლებში, 2011.
93
10 20
სხვა რეგიონულ მაუწყებლებთან ერთად, ამ პროექტში ჩაერთო სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ტელეკომპანიები. თუმცა, ქართულ ენაზე მომზადებული „მრავალკუთხედი“ ამ ტელევიზიების მაყურებელთა უმეტესობას, ენის არცოდნის გამო, არ ესმოდა. რეგიონული ტელევიზიების ასოციაციამ ეს პრობლემა გაითვალისწინა და 2010 წლის ივლისიდან ტელეჟურნალს სომხური და აზერბაიჯანული ტიტრები დაერთო. შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის აღნიშნულმა ტელევიზიებმა განაახლეს მისი ტრანსლირება.
CiDA-ს კვლევის თანახმად, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობის საკმაოდ მცირე რაოდენობა იღებს ინფორმაციას გაზეთების მეშვეობით14. ქართველი მოსახლეობა უფრო მეტად ეცნობა ბეჭდვით პრესას, ვიდრე – არაქართველი. დასახელებული 38 გაზეთიდან 18 ადგილობრივი ან უცხოური (სომხური, აზერბაიჯანული) გამოცემაა. ქართულ მოსახლეობაში ყველაზე პოპულარულია „კვირის პალიტრა“ და „ასავალ-დასავალი“, არაქართულ მოსახლეობაში კი – „სამხრეთის კარიბჭე“ და „ვრასტანი“. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2010 წელს ვებგვერდი განაახლა. ქართულის გარდა, ვებგვერდს ინგლისური და რუსუ-ლი გვერდებიც აქვს. რუბრიკაში „სამოქალაქო ინტეგრაცია“ ხელმისაწვდომია შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არსებული დოკუმენტები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. CiDA-ს კვლევის შედეგების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ინტერნეტის ორჯერ მეტი მომხმარებელია (23.9%), ვიდრე – ქვემო ქართლში (11.3%)15. როგორც ჩანს, საქართველოში ინტერნეტი, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ გაუწევს ტელევიზიას, როგორც ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს, კონკურენციას. 7. მედია და ტოლერანტობა
საქართველოს ტელემედია ეთნიკური უმცირესობების თემას ნაკლებ ყურადღებას უთმობს. კერძო ეროვნული ტელევიზიები ამ თემით არ ინტერესდებიან, ვინაიდან ეს თემა კომერციულად მომგებიანი არ არის. უმცირესობათა საკითხებს კომერციული მაუწყებლები მხოლოდ საინფორმაციო პროგრამებში აშუქებენ და – ამასაც, ძირითადად, კრიმინალურ ფაქტებთან ან კონფლიქტებთან დაკავშირებით, ასევე – რელიგიურ თუ სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით, ამასაც – მაშინ, როცა ასეთ დღესასწაულებს მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები ესწრებიან. ერთადერთი გამონაკლისი საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომელიც ეთნიკური უმცირესობების თემაზე რამდენიმე რეგულარულ გადაცემას ამზადებს. გარდა ამისა, პროფესიული სტანდარტების დაცვით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაშუქების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივ მაუწყებელში შიდა ქცევის კოდექსი მოქმედებს. შიდა ეთიკის კოდექსის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანია, სრულფასოვნად და სამართლიანად გააშუქოს საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხი და კულტურა, პატივი სცეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. ეს კოდექსი მოითხოვს პროგრამებში უმცირესობების წარმომადგენელთა მოსაზრებების ასახვას არა მარტო უმცირესობების საკითხებთან, არამედ სხვა თემებთან დაკავშირებით და – უმცირესობების შესახებ გამოთქმულ ნეგატიურ შეხედულებებზე რეაგირებას. 14
15
ARC-ის „მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში“, რომელიც ჩატარდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) პროექტის – „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ – ფარგლებში, 2011. ARC-ის „მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში“, რომელიც ჩატარდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) პროექტის – „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ – ფარგლებში, 2011.
94
ზემოაღნიშნული იმის მაჩვენებელია, რომ მიუხედავად ჟურნალისტებისთვის ჩატარებული არა ერთი ტრენინგისა თუ სემინარისა, მედიაში ტოლერანტობის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას.
რეკომენდაციები
წინამდებარე რეკომენდაციები შემუშავდა ჩატარებული კვლევის საფუძველზე და მიზნად ისახავს, ეროვნული უმცირესობების თემის გაშუქების გაზრდისა და უმცირესობების ინფორმირების გაუმჯობესების გზით, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას:
საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების ენებზე მომზადებული საინფორმაციო პროგრამების გაუმჯობესება, მათი შინაარსის, ფორმატის და ქრონომენტრაჟის თვალსაზრისით; უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების ენებზე საინფორმაციო პროგრამების დაფარვის არეალის გაფართოება პარტნიორი რეგიონული ტელევიზიების რაოდენობის გაზრდის გზით; უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობათა ენებზე სატელევიზიო პროდუქტების თარგმნა-გახმოვანება და პარტნიორი რეგიონული ტელევიზიებით ტრანსლირება; უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების ჩართულობის, მათ წინაშე არსებული პრობლემების, ყოფის, კულტურული თუ რელიგიური საკითხების გაშუქების გაზრდა სატელევიზიო პროგრამებში, მათ შორის – საინფორმაციო და საზოგადოებრივპოლიტიკურ პროგრამებში; უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების, იქ არსებული პრობლემების გაშუქების გაზრდა.
კომერციული მასმედია: უზრუნველყოს ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობის, მათ წინაშე არსებული პრობლემების, ყოფის, კულტურული თუ რელიგიური საკითხების გაშუქების გაზრდა
95
10 20
ბოლო წლებში, სტანდარტების დარღვევით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქება მნიშვნელოვნად შემცირდა ტელევიზიით, მაგრამ არა – ბეჭდვითი მედიით. ამას ადასტურებს 2010 წელს არასამთავრობო ორგანიზაციის – „მედიის განვითარების ფონდი“ – მიერ ჩატარებული მონიტორინგი, რომელიც სატელევიზიო და ბეჭდვით მედიაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქებას სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა. ამ მონიტორინგის შედეგების თანახმად, ზოგ ბეჭდვით გამოცემაში ხშირია ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია; შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური ტერმინოლოგიის გამოყენება; დისკრიმინაციული მიდგომა კრიმინალური ამბების გაშუქებისას; ცალკეული ჯგუფების სტერეოტიპიზაცია და დისკრიმინაციული განცხადებების ტირაჟირება.
სატელევიზიო პროგრამებში, მათ შორის – საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში; უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების, იქ არსებული პრობლემების გაშუქება; ეროვნული და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქებისას, დაიცვას პროფესიული სტანდარტები. რეგიონული მედია
რეგიონის ადგილობრივმა ტელევიზიებმა შეიმუშაონ თანამშრომლობის მექანიზმი, რომელიც გაითვალისწინებს მედიაპროდუქტების თანაწარმოების და გაცვლის შესაძლებლობებს; უზრუნველყოს ინტერნეტმედიის გამოყენება და განვითარება; უზრუნველყოს დაფარვის არეალის გაფართოება; უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე საკუთარი მედიაპროდუქტების შექმნა, გაზრდა და გაუმჯობესება. არასამთავრობო ორგანიზაციები
უზრუნველყონ მედიის მიერ ეროვნული უმცირესობების თემის გაშუქების რეგულარული მედიამონიტორინგი და შედეგების გამოქვეყნება; მედიამონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების, განსაკუთრებით, ფართო საზოგადოებისთვის შუღლის ენის გამოყენების შემთხვევების გაცნობა და საჯარო დებატების მოწყობა. საერთაშორისო ორგანიზაციები
ხელი შეუწყონ რეგიონული მედიასაშუალებების განვითარებას, როგორც ტექნიკური უზრუნველყოფის, ასევე შინაარსობრივი გამრავალფეროვნების თვალსაზრისით; მხარი დაუჭირონ რეგიონის ადგილობრივ ტელევიზიებს შორის თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას; ხელი შეუწყონ ეროვნული უმცირესობების ენებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამების თარგმნა-გახმოვანებას; განაგრძონ შემწყნარებლობის, ეროვნული ინტეგრაციის და ეროვნულ უმცირესობების საკითხების გაშუქების თემაზე ჟურნალისტთა ტრენინგის უზრუნველყოფა.
96
97
20
11
98
კანონის უზენაესობა; პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა; სოციალური და რეგიონული ინტეგრაცია წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის საველე კვლევის, ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობის, ცალკეული სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზის და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგს. ჯგუფი მიზნად ისახავდა 2011 წელს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის განხორციელებას, არსებული პრობლემების, მიღწევების თუ საჭიროებების გამოვლენას. მონიტორინგი განხორციელდა 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მაგრამ ჯგუფის ექსპერტების მუშაობა გაგრძელდა 2012 წლის იანვარ-თებერვალშიც, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული დამატებითი საკითხების გამოვლენისა და შესწავლის მიზნით. წინასწარ განსაზღვრული ოთხი მიმართულებიდან, წინამდებარე ანგარიშში ასახულია ეროვნულ უმცირესობათა პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებასთან, პოლიტიკურ და სამოქალაქო მონაწილეობასა და რეგიონულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. მონიტორინგი განხორციელდა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ყველა რეგიონში, კერძოდ – კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში და იმერეთის რეგიონებში. მონიტორინგის ჯგუფს შეხვედრები ჰქონდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან (შსს ადგილობრივი სამმართველოები, პროკურატურა), ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობასთან და წევრებთან, ასევე – ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების კუთხით, ისევე, როგორც 2010 წლის სახელმწიფო ანგარიშში, 2011 წლის ანგარიშშიც ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობაზე. 99
2011 წლის ანგარიშში სკოლის საქმიანობის მიმართულებები და მიმდინარე სასწავლო კურსები წინა ანგარიშის იდენტურია. ანგარიშის მიხედვით, 2011 სასწავლო წელს, სკოლა მსმენელებს შემდეგ პროგრამას სთავაზობს: 1. 2. 3. 4. 5. 6.
მოკლევადიანი კურსები: ინფორმაციული ტექნოლოგიების მართავა; ფინანსური მენეჯმენტი; პროექტის მართვა და მონიტორინგი; ადმინისტრაციული რესურსების მართვა; სამართლის საფუძვლები და საქმის წარმოება; მენეჯმენტის საფუძვლები.
გრძელვადიანი კურსები: 1. ქართული ენის სწავლების კურსი (წელიწადში 3 თვე, ეტაპობრივად); 2. ინგლისური ენის სწავლების კურსი (წელიწადში 3 თვე, ეტაპობრივად). 2011 წლის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფო ანგარიშის ეს ნაწილი ეყრდნობა არა რეალურ მდგომარეობას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, არამედ წარმოადგენს სკოლის ზოგადი მიზნებისა და ამოცანების ჩამონათვალს, რომელიც, 2011 წლების მდგომარეობით, მთლიანად ასცდა თავდაპირველ მიზნებს. კერძოდ, ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ საჯარო ადმინისტრირების კომპონენტი, 2011 წლიდან, საერთოდ იქნა ამოღებული სკოლის პროგრამიდან. ამჟამად სკოლის საქმიანობა, ძირითადად, შემოიფარგლება ეროვნულ უმცირესობათა კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან საჯარო სკოლების პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ქართული ენის სამთვიანი კურსების შეთავაზებით. მონიტორინგის ჩატარების პერიოდისთვის, სკოლაში ქართული ენის კურსებს გადიოდა 75 მსმენელი ქვემო ქართლის რეგიონიდან, კერძოდ – სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორები და რესურსცენრების თანამშრომლები. 2011 წლის სახელმწიფო ანგარიშში, ასევე, საუბარია იმის შესახებ, რომ 2010 წლის ივლისიდან 2011 წლის თებერვლამდე სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან ადგილობრივი თვითმმართველობების 21-მა თანამშრომელმა გაიარა ქართული ენის ინტენსიური სამთვიანი კურსი, რაც მონიტორინგის შედეგად დადასტურდა. დასკვნა და მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესახებ, სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში:
ეროვნულ უმცირესობათა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების მიმართულებით მონიტორინგის ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებიც შეეხებოდა 2010 წლის მდგომარეობას, 2011 წლის მონიტორინგის დროისთვისაც ძალაში რჩება. რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შეეხება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და შესაბამისი ინსტიტუტის, ამ შემთხვევაში – ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლას.
100
11
რეკომენდაციები:
20
ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო ადმინისტრირების კომპონენტის გაძლიერება; ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლისთვის საჯარო ადმინისტრირების ახალი პროგრამის შედგენა, რომელიც მორგებული იქნება რეგიონების საჭიროებებზე; ზურაბ ჟვანიას საჯარო ადმინისტრირების სკოლისთვის მართვის ავტონომიურობის ხარისხის გაზრდა, სამეურვეო საბჭოს ჩამოყალიბება და მასში უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფა; ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლისთვის მსმენელების შერჩევის დროს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მეტი კოორდინირების უზრუნველყოფა, ძირითადი საჭიროებების გათვალისწინების მიზნით; ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლას მიენიჭოს ავტონომიურობა (გონივრულ ფარგლებში). ახლანდელი მდგომარეობით, სკოლის მენეჯმენტი მოკლებულია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას და ნებისმიერი უმნიშვნელო საკითხის გადაწყვეტაც კი სამინისტროსთან შეთანხმებას საჭიროებს, რაც აფერხებს სკოლის განვითარებას; ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტებისთვის (4+1 პროგრამა) სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების შესაძლებლობა.
პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა
2011 წლის სახელმწიფო ანგარიშში, პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამოქალაქო მონაწილეობის განვითარების მიზნით გადადგმული ნაბიჯების აღწერისას, მთავარი აქცენტი ისმის თანასწორი საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობებზე. 2011 წლის სახელმწიფო ანგარიშში ნაწილობრივ მეორდება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით წინა წლის მიღწევები, მაგრამ წარმოჩენილია ახალი საკითხებიც.
ეს მიღწევებია: ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ითარგმნა და მომზადდა არჩევნების პროცედურებთან და ზოგადად საარჩევო პროცესთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის საინფორმაციო ლიტერატურა; 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ცესკოს ინიციატივით, დაგეგმილ იყო არაქართულენოვან რეგიონებში რესურს-ცენტრების გახსნა, 2011 წლის ანგარიშის მიხედვით კი, უკვე გაიხსნა ოთხი ასეთი რესურს-ცენტრი ახალციხეში, ახალქალაქში, ბოლნისსა და მარნეულში, სადაც იმართებოდა ხოლმე სხვადასხვა სახის სემინარები, შეხვედრები, ტარდებოდა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგები; 2011 წლის სახელმწიფო ანგარიშის მიხედვით, რესურს-ცენტრებში ხელმისაწვდომია საარჩევნო ბიბლიოთეკა და სასარგებლო ინტერნეტ-რესურსები;
101
გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელეს პროექტები, რომლებიც ითვალისწინებდა არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას; ჩატარდა ცალკეული შეხვედრები ადგილობრივ დონეზე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე – სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და სხვადასხვა უწყებებს შორის. მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის შედეგად გამოვლინდა, რომ ისევე, როგორც 2010 წელს, ეროვნული უმცირესობებისთვის საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული ბუკლეტები ხელმისაწვდომია მათ მშობლიურ ენებზე, ცესკოს ადგილობრივი წარმომადგენლობები მომარაგებულია შესაბამისი ლიტერატურით როგორც სახელმწიფო, ასევე – საჭიროების შემთხვევაში – უმცირესობათა ენებზეც. ცესკოს ადგილობრივ თანამშრმლებს გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგი საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. სახელმწიფო ანგარიშში აღნიშნული ცესკოს რესურს-ცენტრები მართლაც იქნა გახსნილი დასახელებულ ოთხ მუნიციპალიტეტში, მაგრამ მონიტორინგის ჯგუფი არ ადასტურებს 2011 წლის სახელმწიფო ანგარიშის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნულ რესურს-ცენტრებში ხელმისაწვდომია საარჩევნო ბიბლიოთეკა, ინტერნეტრესურსები და რომ ტარდება პერიოდული საინფორმაციო შეხვედრები. მართალია, რესურს-ცენტრები გაიხსნა, მაგრამ ოთხივე დასახელებულ მუნიციპალიტეტში რესურს-ცენტრისთვის ფართის გამოყოფა მოხდა მხოლოდ ცესკოს ოფისში, რომელიც გარემონტდა და კეთილმოეწყო, თუმცა მონიტორინგის ჩატარების დროისთვის (ანუ 2011 წლის მდგომარეობით) არ განხორციელებულა მათი აღჭურვა შესაბამისი ბიბლიოთეკით და კომპიუტერული ტექნიკით. შესაბამისად, ამომრჩევლები მათით ვერ ისარგებლებდნენ. რაც შეეხება პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამოქალაქო მონაწილეობის საერთო შეფასებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნულ უმცირესობათა მონაწილეობის ხარისხი უკიდურესად დაბალია. ანალო– გიურად, უმნიშვნელოა მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობაც. ეროვნული უმცირესობები ნაკლებად არიან ჩართული აღმასრულებელ ხელისუფლებაში, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში. ამის მიუხედავად, 2011 წლის მონიტორინგის განხორციელებისა და აღნიშნული პრობლემეტიკის კვლევის დროს, გამოვლინდა პოზიტიური ნიშნები სხვადასხვა ადგილობრივი სტრუქტურებისა და უწყებების მხრიდან. კერძოდ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და სხვადასხვა სამსახურები კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში გამოხატავენ აშკარა მზადყოფნას და ნებას, ხელი შეუწყონ საჯარო ადმინისტრაციასა და სხვა სფეროებში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების ჩართულობას, მაგრამ ამ ეტაპზე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და საჯარო სფეროში წარმატებას აღწევს მხოლოდ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების შეზღუდული რაოდენობა. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეროვნული უმცირესობები, არასათანადო კვალიფიკაციისა და სახელმწიფო ენის სუსტი ფლობის გამო, კონკურენტუნარიანები
102
კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია, რომელიც მონიტორინგის ჩატარების დროს გამოჩნდა, არის რეგიონული ხელისუფლების მცდელობა, პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების დროს გაითვალისწინოს ადგილობრივი, სოფლის მოსახლეობის საჭიროებები და მოთხოვნები. ეს ტენდენცია გამოჩნდა ადგილობრივი ბიუჯეტების შედგენისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების დროსაც; ასეთ პრაქტიკას მიმართავენ მუნიციპალიტეტები. ამის მიუხედავად, მსგავსი მცდელობები ჯერჯერობით დადებითად ვერ აისახება გადაწყვეტილებათა მიღებაზე ეროვნული უმცირესობების მიერ გავლენის მოხდენის თვალსაზრისით, რადგან ადგილობრივ დონეზე ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო მობილიზაცია და სათემო განვითარება არასახარბიელო მდგომარეობაშია. შესაბამისად, მათ არ გააჩნიათ საკუთარი პრობლემების და საჭიროებების ადექვატურად წარმოჩენის შესაძლებლობები, ხოლო მუნიციპალიტეტების მხრიდან შემოთავაზებული საინფორმაციო შეხვედრები, მიუხედავად ძალიან პოზიტიური და მისასალმებელი ინიციატივისა, ერთჯერად ხასიათს ატარებს და არასაკმარისია რეალური საჭიროებების გამოვლენისა და ადგილობრივ დონეზე ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობის უზრუნველყოფისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც იკვეთება პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამოქალაქო მონაწილეობის კონტექსტში, არის ეროვნულ უმცირესობათა მინიმალური პოლიტიკური აქტივობა და პოლიტიკურ პარტიათა უმეტესობის მხრიდან ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების იგნორირება. მონიტორინგის ჯგუფი შეხვდა რეგიონებში რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებთანაც კონსულტაციების შედეგად შემდეგი სურათი იკვეთება: პოლიტიკური პარტიები, მმართველი პარტიის გამოკლებით, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პარტიულ საქმიანობას ეწევიან მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში; ასევე, მინიმალურად ხდება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების ჩართვა მათ პატრიულ საქმიანობაში, ხოლო სამოქალაქო ინტეგრაციის თემატიკა პარტიულ მიზნებსა და ამოცანებში უმნიშვნელო ადგილს იკავებს. დასკვნა და მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციები პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებასთან დაკავშირებით: 2011 წელს შესაბამისი სტრუქტურების მიერ შესრულებული იქნა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის და სამოქმედო გეგმის იმ პრიორიტეტულ ღონისძიებათა უმეტესობა, რომელიც პოლიტიკურ ინტეგრაციასა და სამოქალაქო მონაწილეობას შეეხება. ერთადერთი საკითხი, რომელიც 2011 წლის ანგარიშში ასახულია, როგორც შესრულებული, მაგრამ არ დასტურდება მონიტორინგის ჯგუფის მიერ, არის ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ცესკოს რესურსცენტრების ფუნქციონირება. აღნიშნული რესურს-ცენტრები მართლაც იქნა გახსნილი, მაგრამ ისინი ჯერჯერობით სრულფასოვანი ფუნქციონირების ფაზაში არ შესულა. ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს უკანასკნელი თვეების მანძილზე ცესკოს ადმინისტრაციის დაინტერესება და ქმედითი ნაბიჯები ეროვნულ უმცირესობათა ინფორმირებისა და საარჩევნო პროცესებში მათი მონაწილეობის წახალისების მიმართულებით. ასეთი
103
11 20
არ არიან. ეს ფაქტორი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ადასტურებს ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისტრირების სკოლის მნიშვნელობას.
პოლიტიკის გამოვლინება და ცალსახად პოზიტიური ნაბიჯია 2012 წლის 14 მაისს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფას და ინფორმირებულობის გაზრდას. სამუშაო ჯგუფში გაერთიანებულია 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, მათ შორის – ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები. რაც შეეხება პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამოქალაქო მონაწილეობის ზოგად სურათს, პოზიტიური ცვლილებებისა და გაუმჯობესებული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ეროვნულ უმცირესობათა სრულფასოვანი ჩართულობა ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი (შედეგებიდან გამომდინარე), რაც, პირველ რიგში, უკავშირდება ეროვნულ უმცირესობათა რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დაბალ დონეს და პოლიტიკური კულტურის სიმცირეს. 2011 წლის რეკომენდაციების შემუშავების დროს მონიტორინგის ჯგუფმა ძალაში დატოვა 2010 წლის რეკომენდაციების უმეტესობა; ამასთანავე, შეავსო რამდენიმე ახალი რეკომენდაციით, რომლებიც დაკავშირებულია უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პოლიტიკური პარტიების გააქტიურებასთან, პარტიების საარჩევნო პროგრამებში უმცირესობათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების გათვალისწინებასთან და ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობის თვალსაზრისით ცესკოს საქმიანობასთან. პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების კუთხით მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციებია: ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა გაააქტიურონ თავიანთი მუშაობა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში; საკუთარ პროგრამებსა და საარჩევნო დებულებებში გარკვეული ადგილი დაუთმონ ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემატიკას; ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკური მონაწილეობის ამაღლების მიზნით, პოლიტიკურმა პარტიებმა წაახალისონ საკუთარ პარტიულ სიებში ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობა; სამოქალაქო სექტორმა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სამოქალაქო საზოგადოების და სათემო მობილიზების განვითარების მიზნით, ხელი შეუწყოს დამატებითი პროგრამებისა და ინიციატივების შეთავაზებას; კიდევ უფრო წახალისებული იქნას სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების მომზადებას საჯარო სამსახურში მათ დასასაქმებლად; ოთხი მუნიციპალიტეტის გარდა, გაიხსნას რესურს-ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც უმცირესობები ცხოვრობენ და მოხდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით მათი აღჭურვა; მოხდეს იმ უბნების იდენტიფიცირება, რომლებშიც უმცირესობები ცხოვრობენ; შესაბამის ენებზე ითაგმნოს საარჩევნო ბიულეტენები. ცესკოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მეტი პრიორიტეტი მიენიჭოს უმცირესობების ინტეგრაციისა და ინფორმირებულობის გაზრდას; ჩამოყალიბდეს იურიდიული დახმარების ცენტრი ეროვნული უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე (ან არსებული ცენტრები შეივსოს უმცირესობათა ენებზე მოსაუბრე სპეციალისტებით).
104
11
სოციალური და რეგიონული ინტეგრაცია
20
სოციალური და რეგიონული ინტეგრაციის საკითხები კიდევ უფრო დეტალურად და სიღრმისეულად არის წარმოდგენილი 2011 წლის სახელმწიფო ანგარიშში, რომელშიც გაშუქებულია არა მხოლოდ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები, არამედ – დამატებითი საკითხებიც. თუ 2010 წლის ანგარიშში, ძირითადად, მოცემული იყო ინფორმაცია გზების და სკოლების რეაბილიტაციის პროექტების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის, სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, 2011 წლის ანგარიშში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს ისეთი სახის პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროგრამების შემუშავება, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები შესაბამისი სტატისტიკითურთ, ტურისტული და აგრარული ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური დაცვა და ჯანდაცვის უზრუნველყოფა. 2011 წლის ანგარიშში, ასევე, ასახულია ინფორმაცია ახალი სტრუქტურის შესახებ; კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, ჩამოყალიბდა რეგიონული განვითარების საბჭოები, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის – სათათბირო ორგანოს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე – ადგილობრივი ბიზნესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2011 წელს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რეგიონული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შეფასებისას, მონიტორინგის ჯგუფს არ დაუფიქსირებია სახელმწიფოს მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, მაგრამ გამოვლინდა მრავალი პრობლემური საკითხი, რაც ჯერ კიდევ აფერხებს სრულფასოვან რეგიონულ ინტეგრაციას. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც გამოიკვეთა, არის ხარვეზები ეკონომიკურ ინტერაქციაში, განსაკუთრებით – ფერმერებს შორის. ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები ჯერჯერობით ვერ ფლობენ სრულფასოვან ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, განსაკუთრებით – სოფლის მეურნეობის სფეროში. ამასთანავე, არსებობს პროფესიული კადრების მწვავე დეფიციტი ეროვნულ უმცირესობათა დასახლების რეგიონებში და – სხვადასხვა ინფრასტრუქტრურული პროექტის განხორციელების დროს. დასაქმებულთა უმეტესობა სხვა რეგიონებიდან ან უცხოეთიდან არის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მონიტორინგის განხორციელების დროს გამოიკვეთა, არის რეგიონული პრობლემების და საჭიროებების გამოვლენის და ადგილობრივ დონეზე კოორდინაციის ეფექტური მექანიზმების ნაკლებობა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, 2011 წელს, გუბერნატორის ოფისთან ჩამოყალიბდა რეგიონული განვითარების სპეციალური საბჭოები, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჯერჯერობით აღნიშნული საბჭოები რეალურად არ ამოქმედებულა და მხოლოდ ფორმალურად არსებობს. 2011 წელსაც, მონიტორინგის ჯგუფს საჭიროდ მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს იმ მოწყვლად და მცირერიცხოვან ეთნიკურ ჯგუფთა პრობლემებზე, რომლებიც არაკომპაქტურად არიან წარმოდგენილი შემდეგ რეგიონებში: კახეთი, შიდა ქართლი, აჭარა. სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლისგან განსხვავებით, აღნიშნულ რეგიო-
105
ნებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები ასიმილაციის, თვითმყოფადობის დაკარგვისა და სოციალური დაუცველობის რეალური საფრთხის წინაშე დგანან, ამიტომ, რეგიონული და სოციალური ინტეგრაციის კონტექსტში, ამ საკითხის გათვალსწინებაც მნიშვნელოვანია. დასკვნა და მონიტორინგის ჯგუფის რეკომენდაციები სოციალური და რეგიონული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით: 2010 წლის სახელმწიფო ანგარიშის მსგავსად, არც 2011 წლის ანგარიშშია გათვალისწინებული სამოქმედო გეგმით გაწერილი რამდენიმე საკითხი, კერძოდ – ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2006-2010 წლებში უნდა განხორციელებულიყო, ასევე – მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ინვესტიციების განხორციელების პროექტი, რომელიც 2006-2011 წლებში უნდა განხორციელებულიყო. სასურველი იქნებოდა, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულ სფეროში არსებული მდგომარეობაც ყოფილიყო ანგარიშში წარმოდგენილი. 2010 წლის რეკომენდაციების ნაწილი მონიტორინგის ჯგუფმა ძალაში დატოვა, ამასთანავე, დამატებული იქნა რამდენიმე ახალი რეკომენდაციაც, კერძოდ: ეროვნულ უმცირესობათა რეგიონული და სოციალური ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში, სახელმწიფომ გაითვალისწინოს ისეთი რეგიონების პრობლემატიკაც, როგორებიცაა კახეთი, შიდა ქართლი და აჭარა, სადაც მცხოვრები ეროვნული უმცირესობები ნაკლებ ყურადღებას გრძნობენ როგორც სახელმწიფოსგან, ისე – სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციისგან; ეროვნულ უმცირესობათა პოლიტიკის განმახორციელებელმა სახელმწიფო უწყებებმა, სამომავლოდ, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის სამოქმედო გეგმაში გაითვალისწინონ ისეთი მცირე და დაუცველი ეთნიკური ჯგუფების საჭიროებები, როგორებიც არიან უდიები, ავარები, ოსები, აფხაზები, ქურთები, ბოშები, ასურელები; ცენტრალურმა ხელისუფლებამ და სხვადასხვა სამინისტრომ, რეგიონულ დონეზე განხორციელებული ღონისძიებების და პროგრამების ფარგლებში, აქტიურად ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა ეროვნული უმცირესობებით დაკომპლექტებულ გარკვეულ მუნიციპალიტეტებს და საჯარო უწყებებს არ გაუჩნდეთ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მათი იგნორირების და უნდობლობის განცდა; ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის დროს, მუდმივი პრობლემაა ადგილობრივი პროფესიული კადრების მომზადება. შესაბამისმა უწყებებმა, საჭიროებებიდან გამომდინარე, გადაამზადონ პროფესიული კადრები (მაგალითად – რეგიონებისთვის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა რკინიგზა, სოფლის მეურნეობა, გზის მშენებლობა და სხვ.); გაიზარდოს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროექტებზე ხელმისაწვდომობა და უზრუნველყოფილი იქნას პროფესიული კადრების გადამზადება; გაძლიერდეს შიდარეგიონული ეკონომიკური ინტერაქცია; ფერმერებისთვის, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საქართველოს სხვა რეგიონებს შორის, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოხდეს აგროტურების ორგანიზება;
106
107
11 20
უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოხდეს სარწყავი არხების რეაბილიტაცია (აღნიშნული პრობლემა მწვავედ გამოიკვეთა მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში, სადაც ასურული უმცირესობა ცხოვრობს); უზრუნველყოფილი იქნას ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის მეტი კოორდინაცია. რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. რეალურად ამოქმედდეს რწმუნებულის – გუბერნატორის – აპარატთან არსებული რეგიონული განვითარების საბჭო და გაიზარდოს მისი ეფექტურობა.
saxelmwifo ena da ganaTleba
საქართველო ეროვნულ უმცირესობათა განათლების უფლებებთან დაკავშირებული რამდენიმე საერთაშორისო კონვენციის წევრია: ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის მე-12 და მე-14 მუხლები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს განათლების უფლებას; ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე საერთაშორისო შეთანხმება; ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია. საქართველოში განათლების შესახებ საკითხები შემდეგი ძირითადი კანონებით რეგულირდება: საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ; საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ; საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ. მონიტორინგის ანგარიშის აღნიშნული ნაწილი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ განხორციელებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედი გეგმის 2011 წლის ანგარიშის მონიტორინგის ანალიზს განათლების მიმართულებით. აღნიშნულ თავში საკითხები განხილულია სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და ზრდასრულთა განათლების კონტექსტში. თითოეული მიმართულებით საკითხები გაანალიზებულია კონცეფციის დებულებიდან და აქტივობებიდან გამომდინარე.
სკოლამდელი განათლება
სკოლამდელი განათლების საკითხები დარეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით. სკოლამდელი დაწესებულებები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაშია და მათი ფუქნციონირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაა. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2011 წლის ანგარიშის შესაბამისად, საერთოდ არ არის აღწერილი აქტივობები შემდეგი მიმართულებით: პრიორიტეტული ამოცანა №2.1. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის 108
ექსპერტთა ჯგუფმა (რომელიც შედგება ქართულის, როგორც მეორე ენის ექსპერტებისგან, სკოლამდელი განათლების ექსპერტისა და ილუსტრატორისგან), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს1 ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო საჭიროებებზე ორიენტირებული სკოლამდელი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შეიმუშავა სახელმძღვანელოს სტრუქტურა და მოამზადა პირველი ნაწილი. ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში (დმანისი, ბოლნისი, მარნეული, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა) შეირჩა სკოლები, რომლებშიც, სკოლამდელი განათლების ცენტრის დასაარსებლად, ოთახები სათანადო ინვენტარითა და სასწავლო-სააღმზრდელო მასალით აღიჭურვა. პროექტის განხორციელებაში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს დახმარებას უწევდა გაეროს ბავშვთა ფონდი2. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ანგარიშში ამ მიმართულებით ასახული აქტივობები 2009 წელს მოწოდებულ ინფორმაციას იმეორებდა. ექვს რაიონში საბავშვო ბაღები 2009 წელს აღიჭურვა. ქართულის, როგორც მეორე ენის სასწავლო პროგრამა, ასევე – მშობელთა ინფორმირების პროგრამა, დაიწყო 2009 წელს, 2010 წლიდან კი კონკრეტული სასწავლო პროცესის დაწყება იგეგმებოდა. სამინისტროს მიერ 2010 და 2011 წლებში წარმოდგენილ ანგარიშებში, ისევე, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში, ამ მიმართულებით პროგრესი არ შეიმჩნევა. მონიტორინგის ჯგუფმა რეგიონებში საკითხის შესწავლა სცადა. რეგიონებში ფოკუსჯგუფების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სკოლებთან არსებული სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება საჯარო სკოლებისთვის მათი არარენტაბელურობის მიზეზით შეწყდა. ხოლო ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების პროგრამა, მასალით უზრუნველყოფა და მასწავლებელთა გადამზადება ხორციელდება საბავშვო ბაღების ბაზაზე. არაქართულენოვან სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლამდელი განათლების მიმართულებით, ორი მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება: ა) სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა; ბ) სკოლამდელ დაწესებულებებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.
1 2
http://mes.gov.ge/ http://www.unicef.org/georgia/ ; http://www.ungeorgia.ge/geo/UNICEF.php
109
11 20
სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ „2009 წლის 31 მარტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა ქართული ენის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2009 წლიდან სამინისტრო ახორციელებდა ქვეპროგრამას _ სკოლამდელი განათლების საფეხურზე ქართული ენის სწავლის ხელშეწყობა არაქართულენოვან რეგიონებში“; ქვეპროგრამის მიზანია, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდების გზით, არაქართულენოვან რეგიონებში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება.
აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობა პრობლემურია მთელ საქართველოში. სტატისტიკის დეპარტამენტის 2005-2006 წლის მონაცემებით, სკოლამ-დელი ასაკის ბავშვების მხოლოდ 55% სწავლობს სკოლამდელ დაწესებულებებში. ეს ციფრი ურბანულ დასახლებებში, სასოფლო დასახლებებთან შედარებით, გაცილებით მაღალია (ქალაქში – 67%, სოფელში – 43%)3. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლამდელ დაწესებულებებში სწავლის ხელმისაწვდომობა უფრო მწვავედ დგას ეთნიკური უმცირესობების კომპაქტურად განსახლების ადგილებში. ამ მხრივ გაცილებით რთული მდგომარეობაა ქვემო ქართლში. ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ჩატარებულმა მონიტორინგმა თვალსაჩინო გახადა სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა. მაგალითად, ნინოწმინდაში ფუნქციონირებს ერთი ბაღი, რომელშიც ქართულ ენას სწავლობს 20 აღსაზრდელით დაკომპლექტებული ერთი მოსამზადებელი ჯგუფი. ეს ბაღი თავდაპირველად UNV-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. პროექტის დასრულების შემდეგ, იგი არსებობას განაგრძობდა მშობლების ფინანსური სახსრებით, ხოლო 2008 წლიდან, სანდრა რულოვსთან შეხვედრის შემდეგ, ბაღი ჯერ პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა, ხოლო ამჟამად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ფუნქციონირებს. ამჯერად ნინოწმინდაში არსებული საბავშვო ბაღის ბაზაზე არსებობს ერთი ჯგუფი (20 აღსაზრდელი), რომელშიც ხორციელდება განათლების სამინისტროს პროექტი. ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს პედაგოგების გადამზადება და სახელმწიფო ენის სწავლების მეთოდიკის დანერგვა. პროექტის ფარგლებში, ბაღი აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით და თვალსაჩინოებით. ამ ბაღში არსებულმა პერ-სონალმა – აღმზრდელთა ჯგუფმა – გაიარა ტრენინგი და მიიღო სატრენინგო მასალები. როგორც ბაღის მასწავლებლები ამბობენ, მაგ. ნინოწმინდაში, ქართული ენის სახელმძღვანელო, რომელიც უნდა გამოცემულიყო და საბავშვო ბაღის მასწავლებლებს შორის განაწილებულიყო, არის კიდეც განაწილებული, თუმცა ამ სახელმძღვანელოს დაგეგმილი პილოტირება, გადამუშავება და საბოლოო ვერსიის გამოცემა, რაც 2011 წელს არ განხორციელდა, 2012 წლისთვის იგეგმება. მთლიანად, ნინოწმინდის საბავშვო ბაღში 120 აღსაზრდელია, რაც ნინოწმინდის მოსახლეობის საჭიროებაზე დაახლოებით 20-ჯერ ნაკლებია. ამ ეტაპზე განაცხადების მიღებაც კი შეჩერებულია, რადგან ბაღის შესაძლებლობები უფრო მეტი ბავშვის მისაღებად გათვლილი არ არის. ბაღში ბავშვები სოფლებიდანაც დაჰყავთ, მათი ტრანსპორტირებისთვის მშობლები მანქანას ქირაობენ. ადგილობრივების აზრით, ბაღზე არსებული მოთხოვნილებიდან გამომდინარე, თითოეულ სოფელში საბავშვო ბაღის ფუნქციონირებაც კი მიზანშეწონილია. მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, საბავშვო ბაღებში ისწავლებოდეს სახელმწიფო ენა. ახალქალაქში ორი მოსამზადებელი ჯგუფია. მათში ჯერ კიდევ 2009 წლიდან ხორციელდება სკოლამდელი მომზადების პროქტი. საქმე ეხება საბავშვო ბაღს და რუსული სკოლის ბაზაზე არსებულ მოსამზადებელ ჯგუფს. ნინოწმინდის ანალოგიურად, ბაღი 3
იხ. გაეროს საერთაშორისო ბავშვთა ფონდის (UNICEF) ვებგვერდი: http://www.unicef.org/georgia/ childhood.html
110
მარნეულშიც მწვავედ დგას სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი. რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს, აღინიშნა, რომ ბავშვის ქართულენოვან ბაღებში მიყვანის მსურველი ბევრად მეტია, ვიდრე – ადგილები ქართულენოვან ჯგუფებში. რიგში 200-მდე მშობელია. საბავშვო ბაღები არ არის გარემონტებული, აღჭურვილია საბჭოთა პერიოდის ძველი ავეჯით და თვალსაჩინოებებით. ბავშვებს არა აქვთ ახალი სათამაშოები და სანიტარული პირობებიც არადამაკმაყოფილებელია. „მშობლებს ეუბნებიან, რომ 2 წლით ადრე უნდა ჩაეწერო. 200 ადამიანი დგას რიგში. რატომ არ ამატებენ ჯგუფებს, არ გვესმის!“. „იძულებული ვიყავი, ბავშვი ბაღიდან გამომეყვანა: როცა ჯგუფში 40 ბავშვია, პედაგოგს არ შეუძლია ასწავლოს ბავშვებს, მას მხოლოდ ბავშვების მოვლა შეუძლია“... როგორც ფოკუს-ჯგუფებზე დაკვირვებამ აჩვენა, სკოლებში სკოლამდელი აღზრდის ცენტრები არ გახსნილა. ყოველ შემთხვევაში, მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ. მარნეულში არის საბავშვო ბაღი #3, UNICEF-ის მიერ დაფინანსებული ერთი ექსპერიმენტული ჯგუფით, რომელიც აღიჭურვა სახელმძღვანელოებით, სათამაშოებით, აუდიოვიზუალური მასალებით და პედაგოგებმაც გაიარეს ტრენინგები. მომავალი წლიდან UNICEF მთელი ბაღისთვის ანუ ყველა ჯგუფისთვის გამოყოფს თანხას. სადღეისოდ არსებულ ექსპერიმენტულ ჯგუფში, ქართული ენის დაუფლების კუთხით, ბავშვებს კარგი შედეგები აქვთ. UNICEF-ის მიერ შეძენილი სახელმძღვანელოები, სათამაშოები, აუდიოვიზუალური მასალები ხელმისაწვდომია ახალქალაქისა და ნინოწმინდის საბავშვო ბაღების სხვა ჯგუფებისთვისაც. უნდა აღინიშნოს, რომ მარნეულში, წინა წლებთან შედარებით, ქართულ ბაღში შვილის მიყვანის მსურველების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მშობლები თვლიან, რომ პირდაპირ ქართულ სკოლაში შეყვანა არ არის ეფექტური და სჯობს, ბავშვმა ქართული ენის შესწავლა ბაღში დაიწყოს. საბავშვო დაწესებულებების არსებული რაოდენობა მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. გარდა პირობებისა, მშობლებს არც პედაგოგთა კვალიფიკაცია აკმაყოფილებთ. ისინი მიიჩნევენ, რომ საბავშვო ბაღი არ ზრუნავს ბავშვთა განვითარებასა და სკოლისთვის მათ მომზადებაზე. ეს ეხება არა მარტო ქართულენოვან, არამედ – აზერბაიჯანულენოვან და რუსულენოვან ბაღებსაც. სახელმწიფო ენის სწავლების კუთხითაც, ბაღში ბავშვები ვერ სწავლობენ სახელმწიფო ენას, რადგან ჯგუფებში უმრავლესობა აზერბაიჯანელი ბავშვია და ქართველი ბავშვებიც და მასწავლებლებიც იძულებულნი არიან, უმრავლესობის ენაზე იმეტყველონ. სკოლამდელი განათლების მიმართულებით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია განათლების ხარისხი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონკრეტული ნაბიჯები
111
11 20
აქაც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, პედაგოგებს კი გავლილი აქვთ ტრენინგები. მშობლებმა აღნიშნეს, რომ სკოლამდელი აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია და, სამწუხაროდ, ორი ჯგუფი, რომელშიც მაქსიმუმ 40 ბავშვი სწავლობს, ვერ დააკმაყოფილებს რაიონის მოთხოვნას. მათ საყვედურიც გამოთქვეს იმის გამო, რომ „აღსაზრდელების მიღება აქ ნაცნობობით ხდება“...
გადადგა სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად. კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა, ბავშვთა ფონდთან გაერო-ს თანამშრომლობით, შეიმუშავა ადრეული სწავლისა და განვითარების სტანდარტი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების პროცესი უნდა განხორციელდეს აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად. შემუშავებული სტანდარტის რეალიზებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, გამოიცა შემდეგი სახელმძღვანელოები: ა) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფიზიკური გარემო (პრინციპები და პრაქტიკა); ბ) ადრეული სწავლისა და განვითარების სტანდარტები; გ) საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო; დ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის გზამკვლევი; ე) სკოლამდელი განათლების პროგრამა; ვ) სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შეფასების ფორმა. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ეტაპობრივად დაიწყო ახალი სტანდარტის დანერგვის ხელშემწყობი ტრენინგებიც. ადრეული სწავლისა და განვითარების სტანდარტის შესახებ ინფორმაციას ნაკლებად ფლობენ არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ადმინისტრაცია და მასწავლებლები. აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი განათლების სასწავლო გეგმა, ზოგადი განათლების სასწავლო გეგმისგან განსხვავებით, ხელმისაწვდომი არ არის ეთნიკურ უმცირესობათა მშობლიურ ენაზე4. აღსანიშნავია, რომ არც დღემდე შემუშავებული მნიშვნელოვანი მეთოდური სახელმძღვანელოებია ხელმისაწვდომი არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელთა და მასწავლებლთა მშობლიურ ენაზე. ამასთანავე, სკოლამდელი დაწესებულებების ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს, ახალი სტანდარტისა და პროგრამის დანერგვისა და ახალი სწავლების მეთოდების მიმართულებით, არ გაუვლიათ პროფესიული განვითარების პროგრამები. შესაბამისად, არაქართულენოვან სკოლამდელ დაწესებულებებში სწავლების ხარისხი კვლავაც პრობლემური რჩება. პროფესიული განვითარების და ხარისხის უზრუნველყოფის ერთადერთი ღონისძიებაა ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლება.
ზოგადი განათლება
2004 წელს დაწყებული განათლების რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად განვითარდა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და პოლიტიკა. რეფორმის მიზანი იყო საკანონმდებლო ბაზის განვითარება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასწავლო პროგრამის მოწესრიგება და ევროპული სტანდარტების დანერგვა, საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზება, სკოლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ინკლუზიური სწავლებისთვის სასწავლო გარემოს განვითარება.
4
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის წერილი სახალხო დამცველის მოადგილეს # 08-2-13/1907 (14.-2.2012)
112
11
ანტიდისკრიმინაცია
საქართველოს კონსტიტუციის 35.1-ე მუხლი იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, მიიღოს განათლება და აირჩიოს განათლების ფორმა5. ზოგადი განათლების შესახებ კანონი ადასტურებს განათლების მიღების უფლებას (მუხლი 9) და მის „თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის“ (მუხლი 3.2.ა)6. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლით განსაზღვრულია: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართული ან აფხაზური“. იმავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეებს, რომელთათვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, უფლება აქვთ მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ორივე სახელმწიფო ენისა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება განხორციელდეს უცხოურ ენაზე. ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ორივე სახელმწიფო ენისა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ლიცენზირებას ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მუხლი 31.3), ხოლო აკრედიტაციას გასცემს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (მუხლი 32). ყველა აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფინანსდება სახელმწიფოს მიერ თითოეულ მოსწავლეზე გამოყოფილი ვაუჩერით, რომელიც ძალაშია 12 წლიანი სასკოლო განათლების განმავლობაში (მუხლი 22). ზოგადი განათლების შესახებ კანონის 23-ე მუხლი ითვალისწინებს დაფინანსების გახანგრძლივებას იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც 12 წლის სწავლის შემდეგ ვერ დაძლიეს სასკოლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-4.4 მუხლის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოურ ენაზე სწავლების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ამას ითვალისწინებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები. თუმცა, ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება. მე-5.4 მუხლის შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ქართულ ენასთან ერთად, უნდა მოხდეს ქართული ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებათა სწავლება ქართულ ენაზე. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-7 მუხლი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, 5 6
საქართველოს კონსტიტუცია, 1995 წლის 24 აგვისტო. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, No. 1330/IS, 08 აპრილი, 2006 წ.
113
20
და ამისთვის უზრუნველყოფს გაზრდილ ვაუჩერს ან/და დამატებით დაფინანსებას, რომელიც უნდა დამტკიცდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. ამ უფლების განხორციელებისთვის აუცილებელია, ენობრივი უმცირესობის სკოლის ან კლასის ფარგლებში არსებობდეს, სულ მცირე, 3 მოსწავლე დაწყებით საფეხურზე, 6 მოსწავლე საბაზო საფეხურზე და 21 მოსწავლე საშუალო საფეხურზე (მუხლი 7). ზოგადი განათლების შესახებ კანონი იცავს ყველა მოსწავლეს ყოველგვარი ძალადობისგან და აძლევს მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. კერძოდ, კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულია: „დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება“. ეს ნორმა არ ზღუდავს საჯარო სკოლაში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე – ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისკენ. იმავე მუხლის მე-6 პუნქტში კი აღნიშნულია: „სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა“. მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, „სკოლა თანასწორობის საფუძველზე იცავს უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება“. განათლების შესახებ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, „დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულების შესრულება, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს“.
სასწავლო გეგმები და სახელმძღვანელოები
ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლებს ევალება მოსწავლეებისთვის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული განათლების მიწოდება (მუხლი 33.1.ა). აღნიშნული დებულება უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი 2004 წლის 18 ოქტომბერს დამტკიცებულ განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში და სხვადასხვა საგნის სასწავლო გეგმებში. კერძოდ, განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში მითითებულია: „სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარები, საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის – იმათ, ვისთვისაც სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის. (…) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე: დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს
114
მონიტორინგის პროცესში სასწავლო გეგმებთან და სახელმძღვანელოებთან მიმართებით გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა: ა) სახელმძღვანელოებში კვლავ დგას თარგმანის ხარისხის პრობლემა; ბ) სახელმძღვანელოებში ხშირია სტერეოტიპული მასალა, აგრეთვე ინტერკულტურული თვალსაზრისით არ არის გათვალისწინებული მრავალი საკითხი, ზოგიერთი ინფორმაცია კი დამახინჯებულია; გ) სახელმძღვანელოებში არსებული სასწავლო მასალის 70%-ის თარგმნა განხორციელდა უმცირესობათა ენებზე. სახელმძღვანელოებში სასწავლო მასალის 30%-ი სახელმწიფო ენაზეა წარმოდგენილი. სახელმწიფო ენაზე არსებული მასალა დაუძლეველია მოსწავლეებისთვის, რადგან ვერც მოსწავლე, ვერც მასწავლებელი და ვერც მშობელი ფლობს სახელმწიფო ენას სათანადოდ, რათა მასალა აითვისონ. ამიტომ მასწავლებლები სახელმწიფო ენაზე არსებულ მასალას, უბრალოდ, გამოტოვებენ ხოლმე. უფრო დეტალურად განვიხილავთ მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ თითოეულ პრობლემას.
1. ინტერკულტურული თვალსაზრისით სახელმძღვანელოები დასახვეწია
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სახელმძღვანელოები, რიგ შემთხვევაში, ვერ ასახავს ქვეყანაში არსებულ ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას და სტერეოტიპული ტენდენციებისგან თავისუფალი არ არის. ანტიდისკრიმინაციული სახელმძღვანელოს შექმნის მოთხოვნები, პირდაპირი ფორმულირებით, წაყენებული ჰქონდა სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლებს, კერძოდ, 2010 წლის 15 მარტის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის #019/ნ ბრძანების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს გრიფირების წესს. მე-4 მუხლის მეექვსე პუნქტის მიხედვით, სახელმძღვანელო არ შეფასდება და შესაბამისად არ მიენიჭება გრიფი, თუ ბ) მისი შინაარსი, დიზაინი ან სხვა რაიმე ნიშანი შეიცავს დისკრიმინაციულ ელემენტებს (ენა, ეროვნება, ეთნიკური და სოციალური კუთვნილება და სხვ.); იმა-ვე ბრძანებაზე თანდართულ სახელმძღვანელოების შეფასების კრიტერიუმების ფარგლებში, სახელმძღვანელოს შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად მითითებულია: „სახელმძღვანელო ხელს უწყობს არასტერეოტიპული, მრავალმხრივი აზროვნებისა და შეხედულებების განვითარებას მოსწავლეებში“9. აღსანიშნავია, რომ ინსტრუქციაში, რომელიც დაერთვოდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის 2009 წლის 30 მარტის #072 ბრძა7
8
9
2004 წლის18 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის #84 განკარგულება „განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“, გვ. 2-3, იხ. http://ganatleba.org/index.php?m=112 საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლი გეგმა, ვრცლად იხ. http://ncac.ge/uploads/esg2009_ 2010/sazogadoebrivi.pdf 2010 წლის 15 მარტის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის #019/ნ ბრძანება „სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შესახებ“, იხ. http://ncac.ge/index.php?m=791
115
11 20
საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძ-ლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება“7. ხოლო საზოგადოებრივ მეცნიერებათა სასწავლო გეგმების ამოცანად ტოლერანტი, ადამიანის ღირსებების და უფლებების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებაა დასახული8.
ნებას (ეს ბრძანება განსაზღვრავდა სახელმძღვანელოების გრიფირების წესს), სახელმძღვანელოების შეფასების კრიტერიუმების თაობაზე მითითებული იყო: „დ) სახელმძღვანელოს შინაარსი ითვალისწინებს საქართველოს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“10. სახელმძღვანელოს გრიფირების წესის შესახებ 2010 წლის ბრძანებაში კი სახელმძღვანელოს შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად ეს პუნქტი უკვე აღარ არის მითითებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 25 თებერვლის 30/ნ ბრძანებაში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ აღნიშნული მოთხოვნა საერთოდ გაუქმებულია. ახალი ბრძანება, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან სახელმძღვანელოების შესაბამისობის ფორმატში, ირიბად მიუთითებს ამ მოთხოვნაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სახელმძღვანელოებში ინტერკულტურული და ინტერრელიგიური საკითხების ასახვა. ამ თვალსაზრისით, ფოკუსჯგუფებმა რამდენიმე კონკრეტული პრობლემური მაგალითიც მოიშველიეს: „რუკებზე მთიანი ყარაბახი და კიდევ 7 დაპყრობილი რაიონი ნაჩვენებია, როგორც სომხეთის ტერიტორია. ბევრია ისტორიული შეცდომა, მაგ.: ალბანელი ისტორიკოსი მოხსენიებულია, როგორც სომეხი ისტორიკოსი. წიგნებში წერია, რომ მუჰამედი იყო მკითხავი, ნაცვლად წინასწარმეტყველისა. ეს შეურაცხყოფაა“. 2. ეროვნულ უმცირესობათა ენებზე სახელმძღვანელოების თარგმნის პრობლემა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის თემაზე 2011 წელს ჩატარებული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის ანგარიშში არაფერია მითითებული ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების შესახებ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არაქართულენოვან სკოლებს ნათარგმნი სასწავლო გეგმითა და სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფდა. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მომავალშიც იგეგმება. მომავალში, სახელმძღვანელოების სრულად თარგმნის ნაცვლად, ბილინგვური სახელმძღვანელოების შექმნა იგეგმება. აღნიშნული ნაბიჯი მიმართულია, ერთი მხრივ, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობებისკენ, მეორე მხრივ, სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესებისკენ. ამასთანავე, ეს ნაბიჯი სამინისტროს მულტილინგვური განათლების რეფორმასაც ეხმიანება.
10
2009 წლის 30 მარტის ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის #072 ბრძანება სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შესახებ, იხ. http://ganatleba.org/index. php?m=124
116
„მაგალითად: რომი აშენებულია მდინარე ტიბრზე. ამათ გადაწყვიტეს, რომ შეცდომითაა ასო „ბ“, და დაწერეს, რომ რომი აშენებულია მდინარე ტიგრზე (ტიგროსზე), რომელიც შუამდინარეთშია.“ თარგმანში ბევრი უზუსტობის შესახებ საუბრობენ ქვემო ქართლისა და სამცხეჯავახეთის ყველა რაიონში და თარგმანის პრობლემა იწვევს მასწავლებელთა და მოსწავლეთა უკმაყოფილებას. „თარგმანის ხარისხი არ მოგვწონს, ბევრი უზუსტობაა. მაგალითად, მათემატიკის წიგნში „გამოთვლის“ მაგივრად წერია „გადარიცხვა“, რაც მასწავლებლისთვის ადვილად გასაგები შეცდომაა. როგორც ჩანს, მათემატიკის წიგნის თარგმანს აღარ გაუვლია მათემატიკოსის ხელში, თორემ ასეთი შეცდომები არ იქნებოდა, თუმცა, ეს დიდი პრობლემა არაა მათემატიკაში, რადგან რიცხვები და ნიშნები ყველა ენაზე ერთნაირია“. თარგმანთან დაკავშირებული პრობლემები მასწავლებლებმა რამდენიმე გზით გადაჭრეს: 1. იმ საგნებში, რომლებშიც არსებობს წინა წლის სახელმძღვანელოები, მასწავლებლები დამხმარე მასალად სწორედ წინა წლის სახელმძღვანელოებს იყენებენ. თუმცა, წინა წლის სახელმძღვანელოებში არ არის თავები, რომლებიც წლევანდელ სახელმძღვანელოშია შესული და მასწავლებელი სხვა პედაგოგის დახმარებას საჭიროებს, რომ გაიგოს, რა წერია ქართულ ნაწილში; 2. მოსწავლეები და მასწავლებლები თარგმნიან ქართულ ენაზე არსებულ მასალას ქართული ენის პედაგოგების დახმარებით იმ სკოლებში, რომლებშიც ამის შესძლებლობა აქვთ; 3. უბრალოდ, ტოვებენ და არ ხსნიან (არც საშინაო დავალებად აძლევენ) მასალას, რომელიც ქართულ ენაზეა მოცემული. ახალქალაქის ფოკუს-ჯგუფში მონაწილე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით: „სახელმძღვანელოებში ის ნაწილებიც, რომლებიც ქართულად არის მოცემული, უნდა იყოს ნათარგმნი მშობლიურ ენაზე. ამავდროულად, იგივე ნაწილი ქართულადაც უნდა იყოს მოცემული. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ამ ნაწილის ქართულად მოყოლა“. გაუგებარია, ასეთ შემთხვევაში ვინ შეაფასებს მოსწავლის მიერ ქართულად გადმოცემული ტექსტის სისწორეს, თუ მთავარ პრობლემად მასწავლებლების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა სახელდება.
117
11 20
სახელმძღვანელოების თარგმანის ხარისხი კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად არის დასახელებული ფოკუს-ჯგუფებთან შეხვედრების დროს. მათი აზრით, სახელმძღვანელოები არ არის რედაქტირებული, კორექტირებული, ბევრი შეცდომაა გაპარული.
3. ორენოვანი სახელმძღვანელოების გამოყენების პრობლემა
ფოკუს-ჯგუფის მონაწილეების აზრით, ძალიან კარგია, რომ სახელმძღვანელოების თარგმნა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით მასწავლებლები არ არიან მზად იმისთვის, რომ ორენოვანი სახელმძღვანელოები ბოლომდე გამოიყენონ. „საგნის მასწავლებლებმა კი არა, ქართულის მასწავლებლებმა არ იციან ზოგ შემთხვევაში ქართული ენა სრულფასოვნად და, რა თქმა უნდა, სირთულეს წარმოადგენს მასწავლებლისთვის ნათარგმნი სახელმძღვანელოს გამოყენება, სადაც 30% სახელმწიფო ენაზეა“. ყველაზე დიდი საყვედური გეოგრაფიისა და ისტორიის საგნების მიმართ გამოითქვა: ამ სახელმძღვანელოების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ორენოვან სახელმძღვანელოებში, რომლებშიც გაკვეთილები უმცირესობათა ენებზეა ნათარგმნი, გარკვეული ნაწილები (წყაროებიდან ამონარიდები) ქართულად არის მოცემული. მასწავლებელთა აზრით, არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ორენოვანი სახელმძღვანელოებით სწავლისა და სწავლებისთვის მზად არ არიან. უმეტესობა მასწავლებლებისა, რომლებიც ისტორიას და გეოგრაფიას ასწავლიან, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას. სკოლებს არ ჰყავს ქართული ენის კვალიფიციური მასწავლებელი, რომელიც, იმავდროულად, აზერბაიჯანულ / სომხურ ენასაც ფლობს იმ დონეზე, რომ სწავლების პროცესში დაეხმაროს საგნის მასწავლებელს, ამიტომ ამ სახელმძღვანელოებით სწავლების პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს. იმ სკოლებში, რომლებშიც არსებობენ პროექტის – „კვალიფიციური ქართული ენის მასწავლებლები“ – ფარგლებში მივლინებული პედაგოგები ან კარგად ფლობენ ქართული ენის მასწავლებლები სახელმწიფო ენას, სირთულეები ნაკლებია, რადგან ისინი სახელმძღვანელოში ქართულ ენაზე არსებულ ნაწილებს უთარგმნიან საგნის მასწავლებლებს ან მოსწავლეებს. „ყველაზე მეტი პრობლემა სახელმძღვანელოებში ის არის, რომ მითითებული წყაროები, რომლებიც მოსწავლემ დამოუკიდებლად უნდა მოიძიოს, არის ქართულ ენაზე. აქედან გამომდინარე, სრულფასოვნად გაკვეთილის მომზადება, თუ მოსწავლემ არ იცის სახელმწიფო ენა ან მასწავლებელი წყაროებს და დამატებით მასალას არ უთარგმნის, შეუძლებელია...“. მულტილინგვური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა „სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“11 ფარგლებში, 2011 წლის 6 იანვრიდან ხორციელდებოდა მონიტორინგი პროგრამაში ჩართულ საპილოტე სკოლებში. ამ პროგრამის ფარგლებში და უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის მხარდაჭერით, შეიქმნა ახალი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო „მასწავლებლების გზამკვლევი მულტილინგვურ სწავლებაში“, რომელიც უკვე ითარგმნა ქართულ ენაზე და მისი გამოცემა იგეგმება 2012 წლის დასაწყისში. 2011 წელს 12 სომხურ, 12 აზერბაიჯანულ, 9 რუსულ და 1 უკრაინულ (სულ 34) საპილოტე არაქართულენოვან 11
http://www.mes.gov.ge/content.php?id=547&lang=geo
118
ზოგადი განათლების შესახებ კანონის არსებული რედაქცია უკვე იძლევა პირდაპირ მითითებას ბილინგვური განათლების პროგრამების შესახებ. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებშიც სწავლება ხორციელდება არასახელმწიფო ენაზე, საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები უნდა ისწავლებოდეს ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართულად ან აფხაზურად. იმავე კანონის 58-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი „ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი უნდა ამოქმედდეს ეტაპობრივად, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა“. 2010-2011 წლისთვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა სახელმწიფო ენაზე სწავლება და სწავლა შეუძლებელია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. აღნიშნული ნორმის შესრულების შეუძლებლობის შესახებ აღინიშნა მასწავლებლებთან, მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრების დროს. აღნიშნული ნორმის არსებობა გაუმართლებლად მიაჩნიათ ბილინგვური განათლების რეფორმის კონტექსტშიც. ისტორიისა და გეოგრაფიის, აგრეთვე საზოგადოებრივ მეცნიერებათა სწავლა ყველაზე მაღალ ლინგვისტურ კომპეტენციებს მოიცავს. ლინგვისტური კომპეტენციის ამ დონის მიღწევა შეიძლება სამიზნე ამოცანა იყოს, მაგრამ არა – ენობრივი კომპეტენციის მიღწევის საშუალება. 2011 წელს მასწავლებლები გაცილებით მოტივირებულნი იყვნენ, ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოეყენებინათ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისთვის, რადგან მიაჩნდათ, რომ, რომ 2014 წლისთვის მასწავლებლებს სასერთიფიკაციო გამოცდა უნდა ჩაებარებინათ და თუ მათ არ ექნებოდათ შეხება ეროვნულ სასწავლო გეგმებთან, გამოცდების ჩაბარებას ვერ შეძლებდენ. 2012 წელს პედაგოგების წრეში გაჩნდა ჭორები, რომ არაქართული სკოლების პედაგოგთა სერთიფიცირების პროცესმა გაურკვეველი ვადით გადაიწია და, შესაძლებელია, საერთოდაც გაუქმდეს... თუმცა, ფოკუს-ჯგუფთან შეხვედრის დროს გვესწრებოდნენ ისეთი პედაგოგები, რომლებიც აპირებენ გამოცდის ჩაბარებას და ემზადებიან უნარებში. როგორც უკვე აღინიშნა, სახელმძღვანელოების სასწავლო მასალის მხოლოდ 70%-ის თარგმნა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვემო ქართლის არაქართულენოვანი სკოლებისთვისაც. სახელმძღვანელოებში ქართულ ენაზე წარმოდგენილი მასალა (ათვისება ვერ ხერხდება მოსწავლეების მიერ. ბილინგვური სახელმძღვანელოების შექმნა (სახელმძღვანელოების 70% მშობლიურ ენაზე და 30% სახელმწიფო ენაზე) ითვლება ბილინგვური განათლების რეფორმის მთავარ მიმართულებად. პრაქტიკა კი ნეგატიურ შედეგებზე მიუთითებს. ბილინგვურ სახელმძღვანელოებში სახელმწიფო ენაზე არსებული მასალა არათუ გამოიყენება ენის სწავლების გასაუმჯობესებლად, არამედ ხელს უშლის საგნობრივი შინაარსის ათვისებას, რადგან მასწავლებლები ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას და ვერ უზრუნველყოფენ სახელმწიფო ენაზე სწავლებას. როგორც ფოკუს-ჯგუფში მონაწილეები აცხადებენ, ზოგიერთი მასწავლებელი პრობლემის გადაჭრას შემდეგნაირად ცდილობს: „მასწავლებელი თარგმნის წინასწარ ქართულ ნაწილებს რუსულად და გაკვეთილზე ხსნის, მაგრამ მოსწავლე მიდის
119
11 20
საჯარო სკოლას, სადაც საგნების 30% ისწავლება ქართულ ენაზე, გადაეცა მიზნობრივი სუბსიდიები, თითოეულ სკოლას 1,000 ლარის ოდენობით. ეს თანხა პროგრამაში ჩართული მასწავლებლების სახელფასო დანამატს მოხმარდა.
სახლში, მას არ აქვს ჩაწერილი ის, რაც აუხსნეს, ასე რომ, მაინც უსწავლელი რჩება ეს ნაწილები. რომც დაიმახსოვროს, რა აუხსნა მასწავლებელმა გაკვეთილზე, ეს მაინც არ შეესაბამება ბილინგვური სწავლების მეთოდიკას. ქართული ენის ცოდნა არ არის იმ დონეზე ბავშვებში, რომ მათ დამოუკიდებლად წაიკითხონ ქართული ნაწილები და დაისწავლონ“. სიტუაციას ამძაფრებს ისიც, რომ სახელმწიფო ენა არ იცის მშობლების / დედების დიდმა ნაწილმაც და ამიტომ ისინი ბავშვებს ვერ ეხმარებიან სწავლების პროცესში. განათლების ზოგადი დონე დაბალია. „ჩემს შვილს ყოველ გაკვეთილზე აკლდებოდა 1-2 ქულა იმის გამო, რომ ის არ ყვებოდა ქართულად მოცემულ ნაწილებს მაშინ, როცა პედაგოგი ქართულენოვანი იყო. როცა ვკითხეთ, რატომ უკლებთ ბავშვს ქულას მაშინ, როცა თქვენ არ უხსნით ამ ნაწილებს, მასწავლებელმა გვიპასუხა, რომ ეს ნაწილები თქვენ სახლში უნდა თარგმნოთ. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ქართული ენის შესწავლა ხდებოდეს სათანადო დონეზე“. „თუ ბავშვს საკუთარ ენაზე არ ესმის ისტორია, ის როგორ გაიგებს ქართულ ენაზე? საკუთარი ენის ცოდნაც არ არის იმ დონეზე, რომ ადვილად გაიგონ მასალა. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ბავშვმა არ იცის არც ქართული და არც საბუნებისმეტყველო საგნები, და როცა ამთავრებს სკოლას, არ შეუძლია ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებლებში. მას არ შეუძლია ისარგებლოს 4+1 შეღავათით“. „თეორიაში შეიძლება კარგია ორენოვანი სახელმძღვანელოები, მაგრამ მასწავლებლებმა არ იციან, როგორ ჩაატარონ ბილინგვური გაკვეთილები, მეთოდიკას ვერ ფლობენ“. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ქვემო ქართლში, ზოგადი განათლების მიმართულებით, შარშანდელთან შედარებით განსხვავებული ვითარებაა. როგორც წინა წლებში იკვეთებოდა, მოსახლეობის დიდ ნაწილს ბავშვები ქართულ სკოლებში შეჰყავდა ანუ მათ სუბმერსიულ პროგრამებში რთავდა. დღეს ისინი ამბობენ, რომ ქართულ სკოლაში შვილის შეყვანა გამოსავალი არ არის; აუცილებელია აზერბაიჯანულ სკოლებში სახელმწიფო ენის ისეთი კარგი სწავლება, რომ შემდგომში მათ შვილებს არ გაუჭირდეთ უმაღლესი განათლების მიღება და მუშაობა საქართველოში. გასულ წლებში სამცხეჯავახეთის მოსახლეობა ქართულ სკოლებში შვილების შეყვანის დიდ მონდომებას არ ამჟღავნებდა. ამ რეგიონში მშობლები ამჟამადაც მიიჩნევენ, რომ მათმა შვილებმა უნდა ისწავლონ სომხურ სკოლაში, სრულფასოვნად შეითვისონ ქართული ენის გაკვეთილები და სახელმწიფო ენა საკუთარ მშობლიურ ენასთან ერთად ისწავლონ.
ეროვნული უმცირესობების ენებზე განათლების მიღების უზრუნველყოფა
ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან გამომდინარე, 2009 წლის მონაცემებით საქართველოში 234 არაქართულენოვანი სკოლა (404 არაქართულენოვანი სკოლა და სექტორი ერთად) ფუნქციონირებდა:
120
სკოლები სუფთა ენობრივი სექტორებით
სკოლების რაოდენობა
სკოლების რაოდენობა
მოსწავლეების რაოდენობა
11
სკოლები შერეული ენობრივი სექტორებით
20
სწავლების ენა
მოსწავლეების რაოდენობა
აზერბაიჯანული
124
27442
94
18462
სომხური
140
15592
124
14944
რუსული
135
24512
14
3748
ოსური
3
165
1
60
სხვა
2
242
1
37
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო13 აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები მკვეთრად შეცვალა 2011 წლის მონაცემებმა. კერძოდ, 2011 წლის მონაცემების შესაბამისად, საქართველოში დღეს 216 არაქართულენოვანი საჯარო სკოლა და 305 არაქართულენოვანი სექტორი ფუნქციონირებს: სწავლების ენა
სკოლები შერეული ენობრივი სექტორებით
სკოლები სუფთა ენობრივი სექტორებით
სკოლების რაოდენობა
სკოლების რაოდენობა
აზერბაიჯანული
123
88
სომხური
133
116
რუსული
61
12
შენიშვნა: ზოგიერთი სკოლა არის 3 ენოვანი სექტორების თვალსაზრისით, ამიტომ ცხრილში მოცემული რაოდენობა აჭარბებს 305-ს
2009-სა და 2011 წლებს შორის არსებული სხვაობა თვალნათელია. აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს სკოლების ოპტიმიზაციის პროცესს და სკოლების რაოდენობის შემცირება სწორედ ამ პროცესს უკავშირდება. ოპტიმიზაციის პროცესი ეხება ქართულენოვან სკოლებსაც. თუმცა, რუსულენოვან სექტორებთან დაკავშირებული პრობლემები თვალსაჩინოა. 2009 წელს არსებული 135
12
შ. ტაბატაძე: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის 2010 წლის გამოცემა კულტურული დიალოგი და სამოქალაქო ცნობიერება“, სტატია ინტერკულტურული ” ” განათლება საქართველოში“ გვ.85
121
სკოლიდან და სექტორიდან 2011 წლისთვის მხოლოდ 61 სკოლა და სექტორი დარჩა. რუსულენოვანი სექტორების დახურვამ ცალსახად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში. რუსულენოვანი სექტორების დახურვამ მოსახლეობას განათლების მიღების ხელმისაწვდომობის პრობლემა შეუქმნა. რუსულ ენაზე განათლებამიღებული ბავშვებისთვის პრობლემურია სხვა ენაზე სწავლა. თავი იჩინა მეორე ტიპის პრობლემამაც. კეროდ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია რომელიმე სხვა რუსულ სკოლაში სიარული, სკოლები მოსწავლეების საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით მდებარეობს, ამიტომ ტრანსპორტირება და გადაადგილება გართულებულია.13 მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება ხორციელდება კერძო სკოლების დაფუძნებით ან/და საჯარო სკოლებში უმცირესობათა ენების სწავლებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება შეიქმნას როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონის საფუძველზე), ისე – კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით (მუხლი 31.1). საქართველოში 16 კერძო სკოლაა, რომელთაც სუფთა ან შერეული სახით უმცირესობათა ენების სექტორები გააჩნია14. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლების უმრავლესობა დიდ ქალაქებშია განთავსებულია (თბილისი _ 11 სკოლა, ბათუმი _ 2 სკოლა, რუსთავი _ 2 სკოლა). ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური განსახლების ადგილებში კი მხოლოდ მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთშია ერთადერთი არაქართულენოვანი კერძო სკოლა. 2011 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ „უმცირესობათა ენის დაცვის ქვეპროგრამის“ ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნა თბილისის მე-11 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული ოსური საკვირაო სკოლის დაფინანსება. ოსურ საკვირაო სკოლაში 20 მსმენელს ოსური ენის, კულტურის, ისტორიის, ფოლკლორის, კავკასიური ცეკვებისა და სიმღერების შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის 19 არაქართულ სოფელში, საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებისთვის, კვირაში ერთხელ ტარდებოდა ქართული ენის გაკვეთილები. მარნეულის მუნიციპალიტეტში არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის დაწყებითი-საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ინიციატივით და დაფინანსებით, ჩაუტარდათ ტრენინგები ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების თემაზე. მარნეულის აზერბაიჯანელთა კულტურის ცენტრის მიერ რაიონის 35 სკოლაში მუშაობდა 50 ქართული ენის შემსწავლელი წრე. არაქართულენოვანი სომხური და აზერბაიჯანული სკოლების 52–მა დირექტორმა ორჯერ 90 დღის განმავლობაში გაიარა ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსები. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის არაქართულენოვან სკოლებში ნაყოფიერად მუშაობს ქართული ენის კაბინეტები, რომლებშიც იმართება შეხვედრები როგორც სკოლის აქ13 14
ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის ანგარიში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაეროს ასოციაციის სახელზე 2010 წლის 20 მაისს გაგზავნილ წერილზე თანდართული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არაქართულენოვანი კერძო სკოლების შესახებ.
122
ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, გაიხსნა კომპიუტერის და საოფისე პროგრამების შემსწავლელი წრეები. ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მასწავლებელთა და მშობელთა მიერ სერიოზულ პრობლემად სახელდება მშობლიური ენის ხარისხიანად სწავლების საკითხი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 წლებში, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობით, შეიმუშავა სომხურის, როგორც მშობლიური ენის და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენის სასწავლო გეგმების პროექტი. აღნიშნული სასწავლო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. აღნიშნული სასწავლო გეგმის პროექტის მიხედვით მოხდა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მშობლიური ენის მასწავლებელთა გადამზადება15. 2008 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ მიმართულებით აღარ გაუგრძელებია საქმიანობა. შემუშავებული სასწავლო გეგმების პროექტები არ დამტკიცდა და არ გაგრძელდა მუშაობა ამ სასწავლო გეგმების დანერგვასა და ახალი სახელმძღვანელოების შექმნაზე. შესაბამისად, სომხურის და აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენის სწავლების ხარისხი პრობლემური რჩება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არც 2011 წელს გააგრძელა ამ მიმართულებით მუშაობა. შესაბამისად, უმცირესობათა მშობლიური ენები არ არის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი, რადგან არ არსებობს ამ საგნების სასწავლო გეგმა. აღნიშნული საგნები არ არის შეტანილი ზოგადი განათლების შესახებ კანონის ჩამონათვალში. ერთადერთი დოკუმენტი, რომელშიც ეს საგნები მითითებულია, გახლავთ ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივი ბადე. სასწავლო გეგმის არარსებობის კვალდაკვალ არ არსებობს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეზე მორგებული სახელმძღვანელოებიც. მშობლიური ენის სწავლება ხორციელდება სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული სასწავლო გეგმით და სახელმძღვანელოებით. ეროვნული სასწავლო გეგმების სტრუქტურა, შინაარსი და პროგრამა უცნობია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, რადგან არ არსებობს ამ სასწავლო გეგმის ნათარგმნი ვერსია16. აღნიშნული თვალსაზრისით, პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მეთორმეტე კლასში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მეთორმეტე კლასში სწავლება ხორციელდება აზერბაიჯანსა და სომხეთში გამოცემული სახელმძღვანელოებით. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში ზოგადი განათლება 11 კლასს მოიცავს და, შესაბამისად, მეთორმეტე კლასი და მშობლიური ენის სახელმძღვანელო არ არსებობს17. სომხეთში კი 15 16
17
იქვე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის წერილი სახალხო დამცველის მოადგილეს # 08-2-13/1907 (14.-2.2012). http://unesdoc.unesco.org/images/0021/002112/211298e.pdf
123
11 20
ტივთან, ასევე – სოფლის მოსახლეობასთან. ქართული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, არაქართულენოვანი პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ფუნქციონირებს ქართული ენის შემსწავლელი კურსები.
ზოგადი განათლების 12 კლასიან სწავლებაზე გადასვლა 2009 წლიდან ხორციელდება18. შესაბამისად, 2010 წლისთვის მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოები არც სომხურენოვან სკოლებს გააჩნია. ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის სასწავლო გეგმის არარსებობის კვალდაკვალ, არც მშობლიური ენის მასწავლებლის სტანდარტი არსებობს. აღნიშნული სერიოზულ პრობლემას ქმნის მულტილინგვური განათლების რეფორმის განხორციელების და მშობლიური ენის სწავლების ხარისხის თვალსაზრისითაც. მშობლიური ენის სწავლების დაბალი ხარისხი გავლენას ახდენს სხვა საგნების ათვისებაზეც, მათ შორის – ქართულის, როგორც მეორე ენის ათვისებაზე, რადგან ენობრივი ტრანსფერი არაეფექტურად ხორციელდება. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის, როგორც საგნის, სწავლების გასაუმჯობესებლად კონკრეტული მექანიზმების ამუშავება. ეს ხელს შეუწყობს, საერთოდ, განათლების ხარისხის ზრდას არაქართულენოვან სკოლებში. სამცხე-ჯავახეთშიც და ქვემო ქართლშიც ფოკუს-ჯგუფებზე მნიშვნელოვან საკითხად დაისვა მშობლიური ენის სწავლების პრობლემა. აზერბაიჯანულ სკოლებში მშობლიურ ენაში არ ტარდება საატესტატო გამოცდები, რითაც, ერთგვარად, მეორეხარისხოვანი ხდება აზერბაიჯანული ენა. ამას იქამდე მივყავართ, რომ დამამთავრებელი კლასების ბავშვები აღარ მეცადინეობენ აზერბაიჯანულში. მშობლიური ენის სწავლების ხარისხის მიმართ ანალოგიური დამოკიდებულება გამოიკვეთა 2009 წლის გაზაფხულზეც: სკოლამ ვერ უზრუნველყო მშობლიური ენის ხარისხიანი სწავლება. ამ მიმართულებით პედაგოგების კვალიფიკაცია მოთხოვნებს არ შეესაბამება.
ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესება
ზოგადი განათლების საფეხურზე ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესება ეროვნული ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული ნაწილია („პრიორიტეტული ამოცანა №2.4. სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა“). საანგარიშო პერიოდში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, კერძოდ, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: ა) 2011 წელს შეიქმნა ქართულის, როგორც მეორე ენის დაწყებითი საფეხურის I-IV დონის სახელმძღვანელოები, რომლებიც თანამედროვე პედაგოგიკის კომუნიკაციური სწავლების პრინციპებზე აიგო. სახელმძღვანელოს კომპლექტი შედგება მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის სამუშაო რვეულისგან; ასევე, დამატებით, მომზადდა მასწავლებლის სახელმძღვანელო და თემატური აუდიო მასალა კლასში სამუშაოდ. თითოეული დონის სახელმძღვანელო დაიბეჭდა 20,000 ეგზემპლარის ოდენობით და დარიგდა არაქართულენოვან სკოლებში, მათ მიერ გამოგზავნილი მოთხოვნების შესაბამისად. დამხმარე სასწავლო მასალების ბაზაზე, შეიქმნა სპეციალური, ოთხი დონის 18
http://unesdoc.unesco.org/images/0021/002112/211297e.pdf
124
ბ) სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ქართულის, როგორც მეორე ენის 340 მასწავლებელს ჩაუტარდა ენის ფლობის დონის შესამოწმებელი ტესტირება. ტესტირება ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 7 ცენტრში (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, მარნეული, გარდაბანი, წალკა და თბილისი). ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა19, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან20 ერთად, დაიწყო მასწავლებელთა ვაუჩერული პროგრამის განხორციელება ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებისთვის. მომზადდა ენის სწავლების პრაქტიკული კურსების შესაბამისი ტრენინგ-პროგრამები არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის და შეირჩა ტრენინგების განმახორციელებელი ორგანიზაციები, რომლებსაც ადგილობრივმა და უცხოელმა კონსულტანტებმა სათანადო ტრენინგები ჩაუტარეს. 340 მასწავლებელი გადამზადდა და ჩაუტარდა 90 საკონტაქტო საათზე გათვლილი ქართული ენის კურსები. გ) პროგრამა „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა” მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლების ხელშეწყობასა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას. პროგრამა ითვალისწინებს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების სოფლებში ქართული ენისა და ლიტერატურის კვალიფიციური მასწავლებლების მივლინებას. ამჟამად პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 65 პედაგოგი, რომლებმაც გაიარეს ტრენინგები: „ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდიკა“ (60 სთ.), „ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობა“ (5 სთ.) და აზერბაიჯანული ან სომხური ენის შემსწავლელი სწრაფ კურსი (84 სთ.). ტრენინგგავლილი პედაგოგები განაწილდნენ სამცხეჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. ახლადჩასულ მასწავლებელს მოეთხოვება, ელემენტარულ დონეზე მაინც ფლობდეს ადგილობრივი მოსახლეობის მშობლიურ ენას, რათა თემთან ურთიერთობა დაამყაროს, ღონისძიებებში ჩართოს მშობლები და სხვა მასწავლებლები. 2011 წელს შეირჩა დამატებით 11 ტრენერ-მასწავლებელი. მასწავლებლები, სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პარალელურად, ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა ღონისძიებას, ქმნიან ენის შემსწავლელთა „ქართული ენის კლუბებს“. კლუბების მოსაწყობად და სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა21 პროგრამაში ჩართულ 59 სკოლას გადასცა საჭირო ინვენტარი, აუდიო-ვიდეო აპარატურა, სასწავლო-ვიზუალური მასალა და საკანცელარიო ნივთები, აგრეთვე თვალსაჩინოებების 69 კომპლექტი (თითოეულკომპლექტში –15 თვალსაჩინოება). 19 20 21
http://www.ncac.ge/ http://www.tpdc.ge/ http://www.tpdc.ge/ge/main
125
11 20
კომპიუტერული თამაშები, რომლებიც განკუთვნილია არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის და შეესაბამება ახალი ქართული ენის სახელმძღვანელოს თემატიკას. თამაშები ჩაიტვირთა პირველკლასელებისთვის განკუთვნილ ნეთბუკებში და, ამავდროულად, განთავსდა სპეციალურ ვებგვერდზე: www.buki.ge.
“ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა” მონაწილეთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით 40
23
20
13 5
6
0 ახალქალაქი
ნინოწმინდა
წალკა
მარნეული
ივლისის თვეში, კეჩხობში, „საზაფხულო სკოლის“ პროექტის ფარგლებში, პროგრამის მონაწილე 16-მა პედაგოგმა და 84-მა მოსწავლემ თავისუფალ რეჟიმში (თამაშის, ექსკურსიების, ღონისძიებების ჩატარების გზით) გააგრძელა ქართული ენის სწავლება. ტრენერ-მასწავლებლები სხვადასხვა ინტერაქტიური მეთოდით (სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშებით, თამაშებით და სხვ.) ასწავლიდნენ ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ ბავშვებს ქართულს. 2011 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით 16 მასწავლებელი გაემგზავრა ანაკლიის საზაფხულო ბანაკში, სადაც სპეციალურად შექმნილი სასწავლო პროგრამით არაქართულენოვან მოსწავლეებს ქართულს ასწავლიდნენ. 2011 წელს, გაცვლითი დამეგობრების პროექტის ფარგლებში, სკოლებში მივლინებულმა 30-მდე ტრენერ-მასწავლებელმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოიძია პარტნიორი ქართულენოვანი სკოლა; მოეწყო ერთობლივი ღონისძიებები. 2011 წელს პროგრამის ფარგლებში 69 ტრენერ-მასწავლებელი ატარებდა ტრენინგებს/გაკვეთილებს, რომლებშიც ჩართული იყო: 4,034 მოსწავლე; ქართული ენის 558 ადგილობრივი მასწავლებელი.
ქართული ენის კლუბში სწავლობენ ქართულს: თემის წარმომადგენლები; ადგილობრივი ქართული ენის პედაგოგები; სხვა საგნის პედაგოგები; მშობლები; დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები; საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველები.
126
20
11
1000
801
800
600
400 285 309 200
235
0 თემის წარმომადგენელი
ადგილობრივი ქართული ენის პედაგოგი
სხვა საგნის პედაგოგი
დ) პრეზიდენტის ინიციატივით, 2011 წლის 1 ივნისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ახალი პროგრამის – „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“22 – განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში არსებული არაქართულენოვანი სკოლების (იხ. დანართი №6) მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის დირექცია და ადგილობრივი თემი. პროგრამის ფარგლებში მომზადდა ორი საინფორმაციო რგოლი, რომლებიც ცენტრალური ტელევიზიების არხების მიერ გადაიცა. არაქართულენოვან სკოლებში, ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კონკურსის წესით შეარჩია და გაგზავნა ბაკალავრის ხარისხის მქონე 303 სპეციალისტი, რომლებიც ადგილობრივი არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის ბილინგვურად წარმართვასა და/ან ქართული ენის გაკვეთილების ჩატარებაში ეხმარებიან. დაიფარა რეგიონებში არსებული არაქართულენოვანი სკოლების 50%. რეგიონებში გაგზავნილ ამ ბაკალავრებს სახელმწიფო მაგისტრატურაში სწავლების საფასურს დაუფინანსებს23.
მასწავლებელთა მომზადება, პროფესიული განვითარება და სერტიფიცირება
მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარების და სერტიფიცირების მიმართულებით რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა: (ა) არაქართულენოვანი სკოლების საგნობრივი მასწავლებლები პროფესიული განვითარების პროგრამებში ვერ მონა22 23
http://www.tpdc.ge/ge/programs/qartuli-ena-momavali-warmatebistvis საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს „შემწყანრებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების 2011 წლის ანგარიში“.
127
წილეობენ. პროფესიული განვითარების პროგრამები ძირითადად განკუთვნილია ქართული ენის მასწავლებლებისთვის; (ბ) არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები სერთიფიცირების პროცესში მონაწილეობისგან თავს იკავებენ და ამ პროცესისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი; (გ) ნაკლებად ხდება ქართული უმაღლესი სასწავლებლებიდან ახალი საკადრო რესურსებით არაქართულენოვანი სკოლების შევსება. ფოკუს-ჯგუფებში მონაწილეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ პროფესიული განვითარების პროგრამები გაიარეს ქართული ენის მასწავლებლებმა, მათ შორის – ქართული ენის კურსები. პროფესიული განვითარების მიმართულებით აგრეთვე დასახელდა დაწყებითი და საგნობრივი მასწავლებლებისთვის ბილინგვური სწავლების მეთოდიკა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ტრენინგები, რომლებიც ხორციელდებოდა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრისა და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. ფოკუს-ჯგუფები მიუთითებენ, რომ საგნობრივი და პროფესიული ტრენინგები მშობლიურ ენაზე ნაკლებად ხელმისაწვდომია არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის. არაქართულენოვან სკოლებთან დაკავშირებით, გამოიკვეთა ახალი საკადრო რესურსებით ამ სკოლების უზრუნველყოფის პრობლემაც. მონიტორინგის ჯგუფთან შეხვედრისას რესურს-ცენტრებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტის პრობლემაზე მიუთითეს. აღნიშნული ინფორმაციაგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებითაც დასტურდება: 2008 წლის მდგომარეობით, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა 46,7% 45 წლის ასაკის ზევით არის. ამ მასწავლებლების შემცვლელ მომავალ მასწავლებელთა მომზადება კი, უმაღლეს სასწავლებლებში მასწავლებლის პროფესიისადმი ნაკლები ინტერესისა და ამ სპეციალობის კურსდამთავრებულთა სიმცირის გამო, ვეღარ ხერხდება. საგანმანათლებლო სპეციალობებზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ხვედრითი წილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, მკვეთრად შემცირებულია და, ფაქტობრივად, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ვეღარ ხორციელდება არაქართულენოვანი სკოლებისთვის მომავალი კადრების მომზადება.
სასკოლო საატესტატო გამოცდები
სკოლის როლისა გასაზრდელად და სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ 2011 წლიდან სკოლის დამამთავრებელი სავალდებულო გამოცდები დააწესა. სასკოლო გამოსაშვები გამოცდები დაეფუძნება არსებულ სასწავლო გეგმებს. გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა და უცხო ენა. ამასთანვე, სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს ატესტატის მისაღებად აუცილებელი დატვირთვა მიენიჭება და მინიმალური კომპეტენციის დამადასტურებელი იქნება. აგრეთვე, მოსწავლეები, რომლებსაც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება სურთ, ქართულ ენას, უცხო ენას, უნარებს და ფაკულტეტის შესაბამის მეოთხე გამოცდას განსხვავებული სასელექციო ტიპის ტესტებით ჩააბარებენ, დარჩენილ საგნებს კი – სასერთიფიკატო ტიპის ტესტებით24. 24
განათლების სისტემის პრიორიტეტები 2010-2015, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცემა, 2010.
128
საგანი
საშუალო ქულა
ქართული
7.29516
მათემატიკა
6.217
ბიოლოგია
6.0885
ქიმია
6.518
ისტორია
6.426
გეოგრაფია
6.8008
ფიზიკა
6.0313
უცხო ენები
6.5615
საგულისხმოა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, 1610 მოსწავლის უატესტატოდ დარჩენის საფრთხიდან გამომდინარე, 2011 წლის 12 ივლისს გამოსცა ბრძანება #453, რომლის მიხედვით, „პირს, რომელიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე არ დარეგისტრირდა ან ვერ მიიღო სრული ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება და სურს სწავლა განაგრძოს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ეძლევა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. სპეციალური სერიის მქონე ატესტატის მფლობელი ვერ ისარგებლებს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და მობილობის უფლებით27“. აღნიშნული ბრძანების მიღების საფუძველი სწორედ საატესტატო გამოცდებზე არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეების დაბალი შედეგები გახლდათ. ამის შესახებ საუბრობს განათლების მინისტრიც: „ბავშვებს, რომლებიც აპირებენ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, ვაძლევთ სპეციალური სერიის ატესტატს, რომლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საზღვარგარეთ. ამ ატესტატის საქართველოში გამოყენება და მოგვიანებით აქ სწავლის გაგრძელება შეუძლებელია. ჩვენ ამ ბავშვებს განათლების მიღებაში ვეხმარებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებისთვის. საატესტატო გამოცდები ყველა ქვეყანაში არ არის და რამდენიმე ქვეყანა არ აღიარებს სკოლის მიერ გაცემულ სერტიფიკატს“28. 25 26
27 28
საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული პირველადი სტატისტიკური მონაცემები. ცხრილი შედგენილია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული პირველადი სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 12 ივლისის #453 ბრძანება. http://ick.ge/ka/rubrics/education/7797--12-.html
129
11 20
საატესტატო გამოცდებთან მიმართების 2 ტიპის პრობლემა გამოიკვეთა: (ა) მოსწავლეთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. 4110 მოსწავლიდან მხოლოდ 2500-მა მოსწავლემ შეძლო საატესტატო გამოცდების მოთხოვნის დაკმაყოფილება25. ანუ 1610-მა მოსწავლემ ვერ გადალახა საატესტატო ზღვარი (გამოცდაზე გასულ მოსწავლეთა 39, 17%); (ბ) საგნების მიხედვით საატესტატო გამოცდების შედეგები ერთობ დაბალია. არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენაში, სხვა საგნებთან შედარებით, უფრო მაღალი შედეგები აქვთ (იხ. ცხრილი)26.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ფოკუსჯგუფების ნაწილი მიესალმება სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცეს, საზღვარგარეთ გააგრძელონ სწავლა. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს შეფასების სისტემის დახვეწა და, მათ შორის, საატესტატო გამოცდები. სპეციალური სერიის ატესტატთან დაკავშირებით, ფოკუს-ჯგუფში მონაწილეთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ „ატესტატის ვერაღება ნიშნავს, რომ ქვეყანა ამ ადამიანებს თავიდან იშორებს, რადგან იძულებულს ხდის უმაღლეს სასწავლებელში სხვა ქვეყანაში გააგრძელოს სწავლა“. „ თუ ვერ დააგროვე საკმარისი ქულა, ატესტატს გაძლევენ, რომლითაც შეგიძლია ჩააბარო სხვა ქვეყანაში, მაგ.: რუსეთში, აზერბაიჯანში... ამაზე რეაქცია: ააა, ასეთი გზით უნდათ, რომ აქედან მოგვიშორონ!!!!!“.
სასკოლო ოლიმპიადები
2010-2011 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადები ჩატარდა საქართველოში არსებულ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის არაქართულენოვან სკოლებში სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ხოლო არაქართულენოვანი მოსწავლეები გავიდნენ ქართული ენის ოლიმპიადაზეც29. 2011-2012 წლების სასკოლო ოლიმპიადებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა არაქართულენოვან სკოლებში, განსაკუთრებით კომპაქტურად განსახლების რეგიონებში, განათლების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები. საგნობრივი ოლიმპიადების მესამე ტურში ვერ გავიდა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის კომპაქტური განსახლების რაიონების არაქართულენოვანი სკოლების ვერც ერთი მოსწავლე30, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სასკოლო ოლიმპიადებში სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე მონაწილეობდნენ.
29
30
საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს «შემწყანრებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების 2011 წლის ანგარიში http://www.naec.ge/erovnuli-sastsavlo-olimpiada/shedegebi/2756-qarthuli-enisa-da-literaturis-qarthuli-enisa-araqarthulenovani-da-biologiis-olimpiadis-mesame-turis-shedegebi-da-apelacia.html?lang=kaGE http://www.naec.ge/erovnuli-sastsavlo-olimpiada/shedegebi/2757-informatikis-erovnuli-sastsavloolimpiadis-mesame-turis-shedegebi-da-apelacia.html?lang=ka-GE http://www.naec.ge/erovnuli-sastsavlo-olimpiada/shedegebi/2759-inglisuri-da-rusuli-enebis-erovnulisastsavlo-olimpiadis-mesame-turis-shedegebi.html?lang=ka-GE http://www.naec.ge/erovnuli-sastsavlo-olimpiada/shedegebi/2751-mathematikis-da-franguli-eniserovnuli-sastsavlo-olimpiadis-mesame-turis-shedegebi-da-apelacia.html?lang=ka-GE http://www.naec.ge/erovnuli-sastsavlo-olimpiada/shedegebi/2750-fizikisa-da-germanuli-enis-8-9klasi-erovnuli-sastsavlo-olimpiadis-mesame-turis-shedegebi-da-apelacia.html?lang=ka-GE http://www.naec.ge/erovnuli-sastsavlo-olimpiada/shedegebi/2744-istoriisa-da-geografiis-erovnulisastsavlo-olimpiadis-mesame-turis-shedegebi-da-apelacia.html?lang=ka-GE http://www.naec.ge/erovnuli-sastsavlo-olimpiada/shedegebi/2742-2011-2012-sastsavlo-tslis-qimiiserovnuli-sastsavlo-olimpiadis-mesame-turis-shedegebi-da-apelacia.html?lang=ka-GE
130
არაქართველი მოსწავლეებისთვის ქართული ენის მესამე ტურში გადავიდა მხოლოდ 1 მოსწავლე ნინოწმინდიდან, ისიც – ეთნიკურად ქართველი. მესამე ტურში გადასული მოსწავლეები წარმოადგენენ თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთის და ზუგდიდის არაქართულენოვან სკოლებს32. ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის კომპაქტურად განსახლების ადგილების არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები ვერც რუსულ ენაში მესამე ტურში გამსვლელ მოსწავლეთა რიცხვში მოხვდნენ. რუსული ენის საგნობრივ ჯგუფშიც არაქართულენოვანი სკოლების დისპერსიული განსახლების მოსწავლეები დომინირებენ33. სასკოლო ოლიმპიადის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონების სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლების პრობლემის კვალდაკვალ სერიოზულად დგას განათლების ხარისხის ზოგადი პრობლემა და განათლების ხარისხი ამ სკოლებში, საქართველოს სხვა საჯარო სკოლებთან შედარებით, მკვეთრად დაბალია.
უმაღლესი განათლება
ანტიდისკრიმინაცია
უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზური. სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან“. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განსახორციელებლად სჭირდება ლიცენზირება ან/და აკრედიტაცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით (მუხლი 14.4).
31
32
33
http://www.naec.ge/erovnuli-sastsavlo-olimpiada/shedegebi/2749-erovnuli-sastsavlo-olimpiadismesame-turis-gamarjvebulebi.html?lang=ka-GE http://www.naec.ge/erovnuli-sastsavlo-olimpiada/shedegebi/2756-qarthuli-enisa-da-literaturis-qarthuli-enisa-araqarthulenovani-da-biologiis-olimpiadis-mesame-turis-shedegebi-da-apelacia.html?lang=kaGE http://www.naec.ge/erovnuli-sastsavlo-olimpiada/shedegebi/2759-inglisuri-da-rusuli-enebis-erovnulisastsavlo-olimpiadis-mesame-turis-shedegebi.html?lang=ka-GE
131
11 20
შედეგებიდან გამომდინარე, სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არ აღმოჩნდა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის კომპაქტური განსახლების რაიონების არც ერთი არაქართულენოვანი სკოლა. ქართული ენის საგანშიც კი, არაქართველებისთვის გამარჯვებულებს შორის, მოხვდა ქუთაისის, თბილისის, რუსთავის და ფოთის სკოლები (მე-9 და მე10 კლასები) და თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის და ზუგდიდის სკოლები (11-12 კლასები)31.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიმართ თანასწორ მოპყრობას ავალდებულებს (მუხლი 16.1.დ) და რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ყოველგვარ დისკრიმინაციის კრძალავს (მუხლი 3.2.თ). 3.4-ე მუხლი კრძალავს უმაღლეს სასწავლებელში რაიმე სახის რელიგიური ან პოლიტიკური ორგანიზაციის არსებობას. უმაღლესი განათლების შესახებ კანონი მოითხოვს სტუდენტის რელიგიური კუთვნილების შესახებ იმ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას, რომელიც ცნობილი გახდა აკადემიური პერსონალის ან ადმინისტრაციისთვის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას (მუხლი 43.4). სტუდენტებს უფლება აქვთ, თანაბარ პირობებში ისარგებლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით (მუხლი 43.1.გ).
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის და სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. „პრიორიტეტული ამოცანა №2.3. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 43.1 მუხლი ითვალისწინებს უნივერსიტეტიდან ან სხვა წყაროებიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიების გაცემას, ასევე – ფინანსურ და მატერიალურ დახმარებებს. ხელისუფლება ფინანსურად გაჭირვებული სტუდენტებისთვის სოციალურ პროგრამებს ახორციელებს განსაკუთრებულ შემთხვევებში (მუხლი 6.1.გ და 52.8). 2010 წლიდან საქართველოს მთავრობა ახორციელებს „საშეღავათო პოლიტიკას“ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ეთნიკური უმცირესობების ჩარიცხვის მიმართულებით, რაც პოზიტიურად აისახა უმცირესობათა მიერ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში უმაღლესი განათლების მიღების მაჩვენებლებზე. 2011 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა: ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის საფუძველზე _ 250 აბიტურიენტმა; ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის საფუძველზე _ 179 აბიტურიენტმა. 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდა: ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის საფუძველზე _ 98 აბიტურიენტი; ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის საფუძველზე _ 99 აბიტურიენტი.
132
ზოგადი უნარების ტესტის შედეგების საფუძველზე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა ერთმა აბიტურიენტმა; შემოქმედებითი ტურისა და სხვა სავალდებულო საგნების საფუძველზე აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა ერთმა აბიტურიენტმა. 2011 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდები ქართულ და რუსულ ენებზე ჩატარდა. რუსულ ენაზე გამოცდები ჩააბარა მაგისტრანტობის 123-მა კანდიდატმა. აგრეთვე გამოიცა 2011 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კრებული რუსულ ენაზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი კრებული 2011 წელს ეთნიკური უმცირესობების ენებზეც გამოიცა: ა) არჩევით საგნებში – რუსულ ენაზე; ბ) ზოგადი უნარები – რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე34. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის35 წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ახალქალაქში, ბოლნისში, მარნეულში და გარდაბანში ორივე რეგიონის აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. მომავალ აბიტურიენტებს გააცნეს განათლების კანონში შესული ცვლილებები და განუმარტეს განაცხადის შესატანად საჭირო პროცედურები. ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე 2-3 თვით ადრე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაქართველი აბიტურიენტებისთვის ყოველ წელს იხსნება ქართულ ენაში მოსამზადებელი უფასო ორთვიანი კურსები. ამავე უნივერსიტეტში, არაქართველ სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობის მიზნით, საბერძნეთის, უკრაინის, პორტუგალიის, იტალიის და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მოქმედებს გაცვლითი პროგრამები36. როგორც სამცხე-ჯავახეთში, ისე ქვემო ქართლში მოსახლეობა ინფორმირებულია 4+1 პროგრამის შესახებ. სახელმწიფოს ეს ინიციატივა ყველაზე მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია ორივე რეგიონის მოსახლეობას. ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების მიმართ 2010-2011 წლებში უფრო ფრთხილი დამოკიდებულება იყო, ვიდრე ამჟამად არის. მონაწილეთა აზრით, ასეთი დინამიკა რამდენიმე ფაქტორით არის განსაზღვრული: 1) არაქართულენოვან მოსახლეობაში გაიზარდა ნდობა სახელმწიფო 34
35 36
საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს «შემწყანრებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების 2011 წლის ანგარიში http://www.naec.ge/ საქართველოს რეინტეგრაციის სამინისტროს «შემწყანრებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების 2011 წლის ანგარიში.
133
11 20
2011 წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველად, 2-მა აბიტურიენტმა ქართული ენისა და ლიტერატურის ნაცვლად ჩააბარა აფხაზური ენა:
უმაღლესი სასწავლებლების მიმართ და გაჩნდა იმის იმედი, რომ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდობა დასაქმდება საქართველოში; 2) გაიზარდა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ ქართულ ენაზე; 3) კანონში შეტანილმა ცვლილებამ, რომ აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების გამოცდა მშობლიურ ენაზე ჩააბარონ, არაქართულენოვან ახალგაზრდებში გააძლიერა უმაღლესი განათლების მიღების მოტივაცია; 4) გაიზარდა კანონში შესული ცვლილების შესახებ არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე; 5) არსებობს მაგალითები წარმატებული აბიტურიენტებისა, რომლებიც უკვე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი, 2010 წლიდან დღემდე, ცალსახად აისახა როგორც დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა, აგრეთვე – ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობაში: წელი კვოტირებული დარეგისტრირებულთა ჩარიცხულთა ათვისებული ადგილების რაოდენობა რაოდენობა ქვოტების % რაოდენობა
ჩარიცხულ სტუდენტთა % დარეგისტრირებულებთან მიმართებით
2010
2602
588
301
11,56%
51,19%
2011
2100
725
431
20,52 %
59,44 %
2012
2242
1187
აღნიშნული სტატისტიკაც ცალსახად მიუთითებს 2010 წლიდან 2012 წლამდე მოსახლეობაში საშეღავათო პოლიტიკის შესახებ ინფორმირების ხარისხის ზრდას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით საკმაოდ მაღალია ჩაჭრილ აბიტურიენტთა რაოდენობა და კვოტირებული ადგილების რაოდენობასთან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის მიმართება. მშობლიურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდებზე ნაჩვენები დაბალი შედეგები კიდევ ერთხელ მეტყველებს არაქართულენოვან სკოლებში ზოგადი განათლების ხარისხის პრობლემებზე. განათლების ხარისხის პრობლემა არაქართულენოვან სკოლებში, ზოგადად, არანაკლებ აქტუალურია, ვიდრე – სახელმწიფო ენის სწავლებისა და ცოდნის პრობლემა.
ზრდასრულთა განათლება
„.მოზარდებისა და ზრდასრულთათვის სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობის პროგრამები (ზრდასრულთა განათლების ცენტრები)37 შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს 2011 წლისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „ქართული ენის პროგრამის“ ფარგლებში ნინოწმინდისა და ახალქალაქის ენის სახლების დაფინანსება 22,500 ლარის ოდენობით უზრუნველყო (თითოეული ცენტრისთვის). ასევე, 2011 წელს 37
http://mes.gov.ge/content.php?id=547&lang=geo
134
„ენის სახლებთან“ დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააარსა ახალი ენის სახლები, თუმცა, „ენის სახლების“ მიერ განხორციელებული მიმართულებები შემცირდა. „ენის სახლების“ დაარსებიდან, ანუ 2004 წლიდან, ენის სახლები შემდეგი მიმართულებებით ფუნქციონირებდა: ა) ზრდასრულთათვის სახელმწიფო ენის კურსების ორგანიზება; ბ) კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ინტერკულტურული კომუნიკაციისა და დიალოგის წახალისება; გ) ქართული ენისა და ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; დ) მასწავლებელთათვის საინფორმაციო-მეთოდიკური ჟურნალის – „მერმისი“ – გამოცემა; ე) საინფორმაციო და მედია საშუალებებით მოსახლეობის უზრუნველყოფა და ენის სწავლების პროცესში მედიის გამოყენება; ვ) ბილინგვური განათლების მხარდაჭერა. 2007 წლიდან ენის სახლების ფუნქცია ზრდასრულთათვის სახელმწიფო ენის კურსების ორგანიზებით შემოიფარგლა.
რეკომენდაციები
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგმა გარკვეული მიმართულებების შეცვლის, გაძლიერების ან გადახედვის აუცილებლობა გამოკვეთა. კერძოდ, არაქართულენოვან სკოლებთან მიმართებით, პრობლემურია არა მხოლოდ სახელმწიფო ენის სწავლების საკითხი, არამედ სერიოზულად დგას, ზოგადად, განათლების ხარისხის პრობლემა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მაქსიმალური აქცენტი გაკეთდეს არაქართულენოვან სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, კონცეფციასა და სამოქმედო გეგმაში სატანადო ადგილი დაეთმოს მშობლიური ენის სწავლების ხარისხის საკითხებს. მშობლიური ენა და მშობლიურ ენაზე წიგნიერება უმნიშვნელოვანესია მოსწავლის აკადემიური წარმატებისთვის, აგრეთვე – მეორე ენის ათვისებისთვის. შესაბამისად, მშობლიური ენის საგნის ეფექტური და ხარისხიანი სწავლება მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსწავლეთა აკადემიურ და კოგნიტურ ზრდას და წარმატებებს, სახელმწიფო ენის ათვისების თვალსაზრისით. წარმოდგენილი რეკომენდაციები ეფუძნება მონიტორინგის დროს მიღებული მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიზს და წარმოდგენილია განათლების პოლიტიკის მიმართულებების შესაბამისად. 135
11 20
სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი იქნა 2009 წელს დაარსებული დმანისისა და ბოლნისის ქართული ენის ცენტრებისთვის დაფინანსების გამოყოფა (ასევე, 22,500 ლარი თითეული ცენტრისთვის). დღეისთვის, 2 ენის სახლში და 2 ქართული ენის ცენტრში 4-4 ჯგუფის სწავლება მიმდინარეობს; მათ წელიწადში დაახლოებით 300 მსმენელი ჰყავთ. პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში დამატებით სამი ქართული ენის სახლი გაიხსნა ქვემო ქართლის რეგიონში _ გარდაბანსა და მარნეულში, ასევე – კახეთის რეგიონის სოფ. იორმუღანლოში. 2011 წლის 1 ოქტომბრიდან ქართული ენის სახლებსა და ცენტრებს ადმინისტრირებას უწევს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა. 2012 წლისთვის დაგეგმილია დამატებით 7 ქართული ენის სახლის გახსნა.
სკოლამდელი განათლება სკოლამდელი დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებთან ჩამოაყალიბოს სკოლამდელი განათლების ცენტრები. სასურველია, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს და პროგრამამ მოიცვას ყველა არაქართულენოვანი სკოლა, განსაკუთრებით – სასოფლო დასახლებები, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არ ფუნქციონირებს; მნიშვნელოვანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შემუშავებული ადრეული სწავლისა და განვითარების სტანდარტი ითარგმნოს უმცირესობათა მშობლიურ ენებზე და გავრცელდეს ეთნიკური უმცირესობების განსახლების სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში; სასურველია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით შემუშავებული ადრეული სწავლისა და განვითარების სტანდარტის დანერგვის ტრენინგები ჩატარდეს ეთნიკური უმცირესობების განსახლების სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში; სასურველია, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებული სკოლამდელი დაწესებულებებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოები ითარგმნოს უმცირესობათა მშობლიურ ენაზე და გავრცელდეს ეთნიკური უმცირესობების განსახლების სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში; სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში მნიშვნელოვანია, რომ, სახელმწიფო ენის სწავლების კვალდაკვალ, ყურადღება დაეთმოს ადრეული სწავლისა და განვითარების სტანდარტის შესაბამისად სწავლების ხარისხს და ეს მიმართულებაც აისახოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამებში.
სასწავლო გეგმები და სახელმძღვანელოები მნიშვნელოვანია, სახელმძღვანელოების გრიფირების წესში აღდგეს საქართველოში არსებული მრავალფეროვნების ასახვისა და არასტერეოტიპული აზროვნების ჩამოყალიბების პირდაპირი მოთხოვნა და ამ მიმართულებით გამკაცრდეს სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების საკითხი; სასურველია, სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა დამატებითი სამუშაო შეხვედრები გამართოს გამომცემლობებთან და ავტორთა ჯგუფებთან, რათა მულტიკულტურული და მრავალფეროვნების საკითხები აისახოს სახელმძღვანელოებში და სახელმძღვანელოები დაიწეროს ეთნორელატიური პოზიციით; აუცილებელია ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის, როგორც სასწავლო გეგმის ნაწილის, ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში, ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის სასწავლო გეგმის დამტკიცება და დანერგვა, სახელმძღვანელოებზე მუშაობის დაწყება; აუცილებელია, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის, აგრეთვე სახელმწიფო ენაზე სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მოთხოვნა გადავადდეს, სულ მცირე, 2016 წლამდე, და გავრცელდეს მხოლოდ საშუალო სკოლის საფეხურისთვის. შესაბამისად, საშუალო სკოლის საფეხურზე საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება გახდება არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი და საბაზო
136
მასწავლებელთა სერთიფიცირება, პროფესიული განვითარება, მომავალი მასწავლებლების მომზადება ა) მასწავლებლების გადამზადება მნიშვნელოვანია არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება და მშობლიურ ენაზე პროფესიული და საგნობრივი ტრენინგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მნიშვნელოვანია სომხური და აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა, შევიდეს მასწავლებელთა სერთიფიცირების დებულების საგნობრივ ჩამონათვალში, რათა ამ საგნების მასწავლებლებს მიეცეთ მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა და შესაბამისი სოციალური გარანტიების მიღების საშუალება და მეორეს მხრივ უმაღლესმა სასწავლებლებმა უზრუნველყონ ამ საგნების მომავალი მასწავლებლების მომზადება; მნიშვნელოვანია ბილინგვური პროგრამების მასწავლებლის პროფესიული სტან-
137
11 20
საფეხურების სამიზნე ზღვარი და სკოლებიც ამ სამიზნე ზღვრის შესაბამისად დაგეგმავენ სტრატეგიას; სასურველია, შეიქმნას ინტერკულტურული საგანთაშორისი კურიკულუმი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში არსებული მრავალფეროვნების ასახვას სასწავლო გეგმებსა და სახელმძღვანელოებში, ასევე – ქართულენოვან და არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეებში ინტერკულტურული მგრძნობელობის განვითარებას; მნიშვნელოვანია სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების თარგმანის ხარისხის გაუმჯობესება; მნიშვნელოვანია, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს ჩაუტარდეთ ახალი სასწავლო გეგმების დანერგვის ტრენინგები 2012 წლის სექტემბრამდე; ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების საათები გაიზარდოს და სკოლის მიერ წარმოდგენილი ბილინგვური პროგრამის შესაბამისად დარეგულირდეს, ასევე – ჩამოყალიბდეს ისეთი ფორმით, რომ სკოლებს მიეცეთ მეტი არჩევანი ენებზე აკადემიური საათების გადანაწილების თვალსაზრისით; გადაიხედოს ბილინგვური სახელმძღვანელოების გამოცემის საკითხი და ამ მიმართულებით შემუშავდეს ეფექტური მექანიზმები, რომლის შედეგადაც სახელმძღვანელოები უზრუნველყოფენ ენის სწავლების გაუმჯობესებას და, ამასთანავე, საგნობრივი შინაარსის ეფექტურ ათვისებას; საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კერძო და საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესში სასკოლო სასწავლო გეგმების შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად ჩართოს კლასგარეშე აქტიოვობების მოთხოვნა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეებში მრავალფეროვნების დაფასებისა და ტოლერანტობის განვითარებას; სკოლის დირექტორის სტანდარტში აისახოს სკოლის დირექტორის მიერ მრავალფეროვნების მართვისა და ინტერკულტურული განათლების ცოდნის ფლობის მოთხოვნა; სკოლის დირექტორის სასერთიფიკატო გამოცდებში, როგორც ტესტირების, აგრეთვე გასაუბრების ეტაპზე, შემოწმდეს დირექტორობის კანდიდატის ცოდნა მრავალფეროვნების მართვისა და ინტერკულტურული განათლების სტრატეგიების საკითხებში.
დარტის შემუშავება და მასწავლებლების სერთიფიცირება და პროფესიული განვითარება; აუცილებელია ბილინგვური პროგრამების მასწავლებლებისთვის წახალისების მექანიზმების ამუშავება (მაგალითად, მასწავლებელთა ხელფასის ფორმირების წესში ბილინგვური პროგრამის მასწავლებლისთვის დანამატის ასახვა), რათა მასწავლებლები დაინტერესდნენ პროფესიული განვითარებით, ბილინგვური პროგრამის მასწავლებლის სტატუსის მოპოვებით; აუცილებელია არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფა, რათა 2014 წლის შემდეგ მასწავლებლებმა შეძლონ სახელმწიფო ენაზე, პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით ან სასერთიფიკატო გამოცდების გზით, მასწავლებლის სტატუსის განახლება. ეს მნიშვნელოვანია ბილინგვური განათლების პროგრამების განხორციელების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით – მე- 7-12 კლასებში;
ბ) მომავალი მასწავლებლების მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში ქართულის, როგორც მეორე ენის საგანმანათლებლო პროგრამის დახვეწის ხელშეწყობა; უმაღლეს სასწავლებლებში ბილინგვური პროგრამების პედაგოგის მომზადების პროგრამის დანერგვა, რომელიც დაეფუძნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებულ ბილინგვური პროგრამის მასწავლებლის სტანდარტს; უმცირესობათა მშობლიური ენების მასწავლებელთა მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებულ სომხური და აზერბაიჯანული ენების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტზე უმაღლესი სასწავლებლების პროგრამის დაფუძნება; არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებისთვის, განათლების ფაკულტეტზე ან პროგრამაზე შემსვლელი აბიტურიენტებისთვის მისაღებ გამოცდებზე შეღავათების დაწესება, იგივე ღონისძიების გატარება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამებით მათი სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით; ერთიან ეროვნულ გამოცდებში საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში ჩარიცხულ სტუდენტების მიერ სპეციალობის არჩევისას სხვადასხვა მიმართულებების წახალისება, მათ შორის, განათლების სპეციალობებზე აქცენტირება, რათა უზრუნველყოფილი იყოს არაქართულენოვანი სკოლებისთვის კადრების მოზიდვა და მომზადება; საკონტრაქტო სისტემის შემუშავება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც შეღავათიანი რეჟიმით მოხვდებიან განათლების მიმართულებით უმაღლეს სასწავლებლებში და/ ან მათი სწავლების დაფინანსება (როგორც საბაკალავრო, აგრეთვე სამაგისტრო) მოხდება სახელმწიფოს მიერ. საკონტრაქტო სისტემის შესაბამისად, შესაძლებელია, სახელმწიფოს მიერ გაწეული შეღავათების სანაცვლოდ, მათ გარკვეული ვადით ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არაქართულენოვან სკოლებში საქმიანობის ვალდებულება აიღონ; სამინისტროს მიერ პროგრამით „ქართული ენა _ მომავალი წარმატებისთვის“ გაგზავნილ 303 ბაკალავრს და 2012 წელს გასაგზავნ ბაკალავრებს დაუფინანსდეთ მაგისტრატურაში სწავლა მხოლოდ განათლების მიმართულებით. აღნიშნული, ერთი მხრივ, მიმზიდველს გახდის განათლების სპეციალობას და ამ სფეროში მოიზიდავს მეტ ახალგაზრდას, მეორე მხრივ კი, მოხდება ამ სფეროში მხოლოდ მოტივირებული და ამ პროფესიის დაუფლების მსურველი სტუდენტების მოზიდვა;
138
სასკოლო საატესტატო გამოცდები მნიშვნელოვანია, რომ საატესტატო გამოცდებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის, ახალი სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების დანერგვის პრობლემების გათვალისწინებით, გონივრული და რეალური მინიმალური კომპეტენციების ზღვარი შემუშავდეს, რათა არ შეიქმნას სერიოზული დაბრკოლება მოსწავლეების მიერ ატესტატის მიღებასთან დაკავშირებით;
ბილინგვური განათლება სუბმერსიის პროგრამებში (არაქართულენოვანი მოსწავლეების ქართულ სკოლაში შეყვანის შემთხვევები) სკოლებმა და მასწავლებლებმა ამ მოსწავლეებისთვის. ინდივიდუალური სასწავლო გეგმები შეიმუშაონ. მნიშვნელოვანია მასწავლებელთა მომზადება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის თვალსაზრისით; სასურველია, ამ პროგრამებში მოსწავლეებისთვის განხორციელდეს სახელმწიფო ენის შესწავლის საკომპენსაციო ინტენსიური გაკვეთილები, რათა მოსწავლეები სწრაფად დაეუფლონ სწავლების ენას და ენის გამო მათი დაბალი აკადემიური მოსწრება შემცირდეს; მნიშვნელოვანია მშობლების ინფორმირება, თუ რა ნეგატიური შედეგები მოსდევს სუბმერსიის განათლების პროგრამას მოსწავლის ენობრივი კომპეტენციის, კოგნიტური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით; მნიშვნელოვანია სკოლის მეთოდური, საკადრო და ფინანსური რესურსით უზრუნველყოფა ბილინგვური განათლების „ძლიერი“ პროგრამების დასაგეგმად და განსახორციელებლად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ბილინგვური პროგრამების მქონე სკოლებისთვის მკვეთრად გაიზარდოს ფინანსური უზრუნველყოფა; მნიშვნელოვანია თემთან და მშობლებთან ბილინგვური განათლების ეფექტურობის შესახებ საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელების გაგრძელება; მნიშვნელოვანია მშობლებისა და თემის ჩართულობის მექანიზმების შემუშავება ბილინგვური განათლების რეფორმირების პროცესში, მათ შორის სახელმწიფო ენის კურსებით მშობლების უზრუნველყოფა „ენის სახლების“ ფარგლებში. 139
11 20
სასურველია, გასაგზავნ ბაკალავრებს დამატებით ჩაუტარდეთ ტრენინგები მეორე ენისა და ბილინგვური სწავლების მიმართულებით (ამჟამად ამას ხოლოდ 1 დღე ეთმობა, 5 დღე ეთმობა ზოგადად მეთოდიკასა და ინტერკულტურულ განათლებას); საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, მასწავლებელთა მომზადების ყველა პროგრამაში, სავალდებულო საგნად ინტერკულტურული განათლების კურსის სწავლება; უმაღლეს სასწავლებლებში მასწავლებლების მომზადების მოდულებში და თითოეული საგნის სასწავლო გეგმაში ინტერკულტურული და საერთაშორისო ასპექტების ასახვა; მრავალფეროვან და განსხავებულ კულტურულ გარემოში სტუდენტთათვის სასწავლო პრაქტიკის ორგანიზება ;
ერთიანი ეროვნული გამოცდები სასურველია საშეღავათო პოლიტიკის შესახებ მოსახლეობაში ინფორმაციის უფრო აქტიურად გავრცელება; სასურველია, შემუშავდეს საკონტრაქტო სისტემა საშეღავათო პოლიტიკის შედეგად ჩარიცხულ სტუდენტებთან, რეგიონში მათი დამაგრებისა და დასაქმების მიზნით; სასურველია, უმაღლესმა სასწავლებლებმა განახორციელონ საგანმანათლებლო, გასართობი, კულტურული და აკადემიური პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს საშეღავათო პოლიტიკის შედეგად ჩარიცხული სტუდენტების სამოქალაქო და სოციალურ ინტეგრაციას; სასურველია, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ქართული ენის 60 კრედიტიანი ერთწლიანი პროგრამის აკრედიტაციის და ხარისხის მართვის პროცესში ყურადღება გაამახვილოს იმაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფს პროგრამა სხვადასხვა აქტივობების განხორციელების გზით ჩარიცხული სტუდენტების აკადემიურ, სამოქალაქო და სოციალურ ინტეგრაციას.
ზრდასრულთა განათლება მნიშვნელოვანია „ენის სახლის“ მომსახურებით მოსარგებლეთა წრის გაფართოება და საზოგადოების ფართო ფენების ჩართვა; უმჯობესია „ენის სახლის“ ფუნქციების გაფართოება და მისი იმ ფუნქციებით დატვირთვაა, რომლებიც მას დაარსებისას ჰქონდა; მნიშვნელოვანია ზრდასრული მოსახლეობისთვის პროფესიული გადამზადების კურსების ორგანიზება, რათა მოსახლეობამ შეძლოს რეგიონებში განხორციელებულ პროექტებში დასაქმება.
140
kultura da TviTmyofadobis SenarCuneba
შესავალი
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭო ყოველწლიურად ატარებს „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის“ შესრულების მონიტორინგს.1
სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მიზანია, განისაზღვროს: თითოეული ამოცანის შესაბამისად, რამდენად მართებულად არის დაგეგმილი აქტივობები; შესრულდა თუ არა დაგეგმილი აქტივობები; შესრულდა თუ არა ის მიზნები და ამოცანები, რომლებსაც კონკრეტული აქტივობები ითვალისწინებდა; რამდენად მდგრადი და სიცოცხლისუნარიანია ღონისძიებები; მომზადდეს რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის უფრო ეფექტურად დაგეგმვისა და შესრულებისთვის.
2011 წლის სამოქმედო გეგმის მეექვსე მიმართულებაში – „კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება“ – ისევე, როგორც 2010 წელს, დასახულია ექვსი ამოცანა: 1. სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; 2. ეროვნული უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება; 3. ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; 4. ტოლერანტობის სულისკვეთების მხარდაჭერა, კულტურათაშორისი დიალოგისა და კავშირების ხელშეწყობა; 5. საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის ხელშეწყობა;
1
2009 წლის 3 ივლისის N14 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ რეინტეგარციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პასუხისმგებელი თანამშრომლები, ასევე – შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების, სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების, აგრეთვე თბილისის საკრებულოს და ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სამი სამხარეო ადმინისტრაციის წარმომამადგენლები. http://www.smr.gov. ge/docs/doc42.pdf
141
6. ეროვნული უმცირესობების კულტურის, ისტორიის, ენისა და რელიგიის შესახებ საზოგადოების ცოდნის გაღრმავება და ქვეყნის კულტურულ ღირებულებად მათი წარმოჩენა. თუმცა, 2011 წლის სამოქმედო გეგმაში გამოყენებულია ამოცანების შედგენის ახალი მეთოდი – ხელისუფლების ორგანოების მიერ (პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად) დაიგეგმა ისეთი პროგრამების/ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც შეესაბამება ეროვნული კონცეფციის ერთდროულად რამდენიმე პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას. მაგალითად, დაიგეგმა ღონისძიებები, რომლებიც ერთდროულად სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზებას გულისხმობს. 6.1. – 6.6. (სულ 4 აქტივობა) 6.2. – 6.6. (სულ 11 აქტივობა) შესაბამისად, 2011 წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგში, სრულყოფილი სურათის წარმოსაჩენად, პირველი, მეორე და მეექვსე ამოცანების შესრულების ანალიზს ერთად წარმოვადგენთ.
ამოცანები: სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება; ეროვნული უმცირესობების კულტურის, ისტორიის, ენისა და რელიგიის შესახებ საზოგადოების ცოდნის გაღრმავება და ქვეყნის კულტურულ ღირებულებად მათი წარმოჩენა.
საქართველოს კონსტიტუციის და „კულტურის შესახებ“ კანონის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს კულტურული თვითმყოფადობის დაცვისა და მხატვრულ-ესთეტიკური ორიენტაციის თავისუფალი არჩევნის უფლება, განურჩევლად მისი ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა (მუხლი 10). 2011 წელს სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა 10 ღონისძიება.2 სამოქმედო გეგმის 6.2-6.6 ამოცანებით გათვალისწინებული იყო სახელმწიფო დღესასწაულებზე (თბილისობა, ახალი წლის აღსანიშნავი ზეიმი და ა. შ.) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობა. 2011 წელს თბილისობა ეთნიკურმა უმცირესობებმა აბანოთუბანში ფოლკლორული კონცერტით აღნიშნეს. აქვე მოეწყო ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა. 2
იხ. შემწყანრებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, 2011 წელი
142
სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია „საქართველოს ეროვნული უმცირესობების კულტურის მხარდაჭერის პროგრამა“4, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ახორციელებს (ამოცანა 6.1-6.6). 2011 წელს, გასული წლის მსგავსად, „საქართველოს ეროვნული უმცირესობების კულტურის მხარდაჭერის პროგრამისთვის“ გამოიყო 100 000 ლარი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში დააფინანსა და თანადაფინანსება გაუწია შემდეგ თავისუფალ პროექტებს: ჩატარდა ფესტივალი „ღია ცის ქვეშ“ (მარნეული). ფესტივალში მონაწილეობდნენ სახელოვნებო სკოლების სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები; მარნეულის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ანსამბლი „სარვანი“ დასაჩუქრდა საგანგებოდ მისთვის მომზადებული ქართული ცეკვის კოსტიუმებითა და აქსესუარებით; მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმმა მოაწყო აზერბაიჯანული ხალიჩების გამოფენა. მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით; გაიმართა „კავკასიის ჯაზ ფესტივალი“. ფესტივალში მონაწილეობდნენ: თბილისის ბიგ-ბენდი, დინი ვირსალაძის ტრიო, სომხეთის ბენდი “Kross Roze”, აზერბაიჯანელი შემსრულებელი ულვია რახიმოვა და „Jazz Factory”. ფესტივალი გაიმართა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. პეტროს ადამიანის სახ. თეატრმა სომხეთის დამოუკიდებლობის წლისთავის აღსანიშნავად, ალექსანდრე გრიბოედოვის სახ. თეატრში გამართა სპექტაკლი „პეპო“.
3
4
იხ. შემწყანრებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, 2011 წელი. ამჟამად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია ეროვნულ უმცირესობათა შემდეგი სსიპ ორგანიზაციები: • თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის სახელმწიფო აზერბაიჯანული თეატრი; • თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი; • თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრი; • თბილისის მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი; • თბილისის დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი. თითოეული ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაცია ახორციელებს თავისი სპეციფიკის შესაბამის საქმიანობას, რაც ასახულია მათ დებულებაში, სამინისტროსა და ამ ორგანიზაციებს შორის ურთიერთვალდებულებების თაობაზე ყოველწლიურად გაფორმებულ ხელშეკრულებებში. ხელშეკრულებათა საფუძველს წარმოადგენს ამ ორგანიზაციების მიერ ყოველწლიურად შემუშავებული სამოქმედო პროგრამა, მისი განხორციელების კალენდარული გეგმა, საბიუჯეტო ასიგნებებიდან და საკუთარი შემოსავლებიდან გასაწევი ხარჯების ხარჯთაღრიცხვები, საშტატო განრიგი.
143
11 20
გარდა ამისა, 2011 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საგანმანათლებლო-კულტურული პროექტი „ბიბლიოთეკა ბორბლებზე – თბილისური საღამოები“. თბილისელმა მწერლებმა, მუსიკოსებმა, მომღერლებმა, მხატვრებმა, კომპოზიტორებმა და მსახიობებმა, თბილისის სხვადასხვა უბანში გამართეს შემეცნებითი საღამოები ასირიელ, სომეხ და აზერბაიჯანელ სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან.3
ქართულ და სომხურ ენებზე გამოიცა ნაჰაპეტ ქუჩაკის „ას ერთი ჰერენი“. (თარგმანი გივი შახნაზარის). ასევე, რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა იგორ ობოლენსკის „ქალის ბედი“ და „ღირსების ფასი“. 2011 წლის მიწურულს დაფუძნდა სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი. აზერბაიჯანელებით და სომხებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ბიბლიოთეკებისთვის კომპიუტერების შეძენა, რაც 2011 წლის სამოქმედო გეგმით იყო გათვალისწინებული, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიზანშეწონილად 2012 წლისთვის მიიჩნია. სასურველია, გამოვლინდეს და მომავალი წლისთვის დაიგეგმოს: ყველაზე წარმატებული პროექტები, ის ღონისძიებები და გრძელვადიანი პროექტები, რომელთა განხორციელებაც უმცირესობათა წარმომადგენლებს სურთ. შესწავლილი უნდა იქნას ის ღონისძიებები, რომელთა შესრულებაც ორი წლის განმავლობაში ზედიზედ შეფერხდა (ბიბლიოთეკების და ახალგაზრდული ცენტრების გახსნა). თუ მათზე არსებობს მოთხოვნა, მაშინ მათ შესასრულებლად მომზადდეს დამატებითი პროექტები.
მუზეუმები 2011 წელს ეთნიკურ უმცირესობათა მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების პოპულარიზაციის მიზნით: სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის მუზეუმში მოეწყო აქცია: ხელით ნაქსოვი აზერბაიჯანული ხალიჩების გამოფენა-გაყიდვა. სამინისტრომ, ასევე, დააფინანსა ერთწლიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მსურველები ხალიჩების ქსოვას შეისწავლიან. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების გრძელვადიან კომპონენტს ითვალისწინებს. მუზეუმში მოეწყო ახუნდოვისადმი მიძღვნილი საღამო; ასევე, გაიმართა სხვადასხვა თემატიკის 17 ღონისძიება; სსიპ დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმმა რუსულ ენაზე გამოსცა ელდარ მამისთაშვილის წიგნი „ქართველი ებრაელები“.
მართალია, პერიოდულად მუზეუმის მიერ გამოიცემა სამეცნიერო შრომები, მაგრამ ეს შრომები ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, არადა, სწორედ ეს არის მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. 20 წელზე მეტია, რაც ებრაელთა მუზეუმი, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს. სხვადასხვა მუზეუმში გადანაწილებული მისი კუთვნილი მდიდარი და უნიკალური ფონდები მუზეუმს ვერ დაუბრუნდა იმ მოტივაციით, რომ შენობაში რემონტი არ ჩატარებულა. მუზეუმის ფუნქციონირება ხელს შეუწყობდა ქართულ-ებრაული თანაცხოვრების იმ საინტერესო ისტორიის პოპულარიზებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას, რომელიც საქართველოდან ებრაელების მიგრაციის მერე ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. 2011 წლის შემოდგომაზე პანკისის ხეობაში სოფ. დუისში გაიხსნა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. მუზეუმის ექსპონატები – ქისტური და ქართული ყოფა-ცხოვრე-
144
2011 წელს, ასევე, უნდა ჩატარებულიყო მუზეუმში ისტორიკოსთა, ეთნოგრაფთა და არქეოლოგთა სტუდენტური ჯგუფის ექსკურსია, მაგრამ ღონისძიების განსახორციელებლად ვერ მოიძებნა შესაბამისი დაფინანსების წყარო.
კულტურული ღონისძიებები, სახალხო დღესასწაულები სხვადასხვა რეგიონში
ბოლო რამდენიმე წელია, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, ასევე – საქართველოს სხვა ქალაქებში, ფართო მასშტაბით აღინიშნება სახალხო დღესასწაულები. ამასთან ერთად, იმართება კულტურული ღონისძიებები, რომლებშიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მონაწილეობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ასეთი ღონისძიებები რეგიონებში ლოკალური ხასიათის მატარებელია და ერთი კონკრეტული გეოგრაფიული არეალით შემოფარგლულ სივრცეს ვერ სცდება. შესაბამისად, ეთნიკურად ქართველი და არაქართველი მოსახლეობა ერთმანეთის ტრადიციებს ნაკლებად ეცნობა. სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (CiDA) პროექტის – მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი – ფარგლებში 2011 წელს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში რაოდენობრივი კვლევა ჩაატარა. გამოკითხვამ ნათელყო, რომ ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სხვა სფეროებთან შედარებით, ნაკლებად პრიორიტეტულია.
145
11 20
ბისთვის დამახასიათებელი ნივთები – დირექტორმა ხასო ხანგოშვილმა შეაგროვა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მუზეუმს გადასცა კომპიუტერი, ასლირების აპარატი და საკანცელარიო ნივთები.
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის სფეროების მნიშვნელოვნება პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა ხელშეწყობა
5.1 6.9
ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
9.5 6.7
ეროვნული უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება
8.9 7.1
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პროფესიული გადამზადება და დასაქმება
11.4 12.1
ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვიტარება
10.6
მედიაში ტოლერანტობისა და პლურალიზმის დამკვიდრების ხელშეწყობა
4.3
ეროვნული უმცირესობების ენებზე ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის ხელშეწყობა
16.7
7.5
6.7 4.5
სამაუწყებლო პროგრამებში ეროვნული უმცირესობების გაშუქება და მონაწილეობის უზრუნველყოფა
7.2 7.9 10.9 11.4
ეროვნული უმცირესობების ენებზე სამაუწყებლო პროგრამების ხელმისაწვდომობა
8.1 9.0
ეროვნული უმცირესობების დასახლებულ რეგიონებში ეროვნული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა სახელმწიფო ენის ხელშეწყობა
41.2
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობა
37.6 41.7
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის საშუალო განათლების მიღებისხელშეწყობა
34.5
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა
28.7 0
10
20
55.2
46.7
35.2
30
40
% პასუხებიდან სამცხე-ჯავახეთი
146
ქვემო ქართლი
50
60
მარნეული
ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“5
11
ქვემო ქართლი
20
2011 წლის 11 ივნისს, „კულტურათა დიალოგის“ ფარგლებში, ქ. მარნეულში ჩატარდა მრავალეთნიკური მუსიკალური ფესტივალი სახელწოდებით „ერთი ცის ქვეშ“6, რომელშიც მონაწილეობდნენ: ქ. რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, წალკის, კოდის, დმანისის სამუსიკო სკოლების მოსწავლეები და ინდივიდუალური შემსრულებლები. საუკეთესო მონაწილეები ვიცე-პრემიერმა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა დიპლომებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა. 2011 წელს ქვემო ქართლის რეგიონში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შემდეგი აქტივობები განხორციელდა: მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტებმა სამუსიკო სკოლებისთვის შეიძინეს როიალი, აპარატურა, განახლდა საკონცერტო დარბაზი. წალკაში შეიქმნა გოგონათა გუნდი;7 მარნეულში აღინიშნა ეროვნული დღესასწაული „ნოვრუზ ბაირამი“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლები; მათ ადგილობრივ აზერბაიჯანულ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს; 16 ნოემბერს საზეიმოდ აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. მოეწყო მულტიეთნიკური კონცერტი (მონაწილეობდნენ რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისისა და მარნეულის შემოქმედებითი ჯგუფები და სამუსიკო სკოლების ნორჩი მუსიკოსშემსრულებლები).8 მიუხედავად, იმისა, რომ მარნეულში კულტურული ღონისძიებები, ქვემო ქართლის სხვა ქალაქებთან შედარებით, ხშირად და რეგულარულად ტარდება, მონიტორინგის
5
6
7
8
ყოველწლიური ფესტივალის – ერთი ცის ქვეშ“ – მიზანია: 1. ქართველი და სხვა ერების კლასიკოს ” კომპოზიტორთა მუსიკის და კლასიკური საორკესტრო საკრავების პოპულარიზაცია; 2. არაქართული მოსახლეობის სულიერი კულტურის წარმოჩენა, მისი შემდგომი აღმავლობის ხელშეწყობა, მათი ქართულ კულტურასთან დაახლოვება- ინტეგრაციის გაუმჯობესება; 3. ნორჩ ნიჭიერ მუსიკოსთა გამოვლენა; 4. ერთ სახელმწიფოში მცხოვრები ქართველი და არაქართველი ახალგაზრდები კარგად გაეცნონ მოძმე ერების კულტურულ შემოქმედებას, პატივი სცენ ერთმანეთის კულტურას, რაც ხელს შეუწყობს შესაძლო არსებული ბარიერების დაძლევას, ტოლერანტული თვითშეგნების და სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირების სრულფასოვნებას. ფესტივალი გაიმართა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქვემო ქართლის პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) ერთობლივი ორგანიზებით. ღონისძიებები დაფინანსდა CIDA-ს, ECMI-ის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ქვემო ქართლის, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების მიერ. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების 2011 წლის ანგარიში.
147
ჯგუფთან შეხვედრისას მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორმა ლერი მუმლაძემ განაცხადა, რომ სასურველია დაიგეგმოს მეტი ღონისძიება, რომელშიც ქართველები, აზერბაიჯანლები და სომხები ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას.
ბოლნისი
2011 წელს აზერბაიჯანის კულტურის დღეები აღინიშნა ტალავერში, ნახიდურსა და ქვემო ბოლნისში. ბოლნისიდან ჩასულმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს მარნეულში გამართულ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულშიც. აშუღის დამკვრელთა კონკურსი _ ვერ მოიძებნა შესაბამისი დაფინანსების წყარო, რათა აღნიშნული ღონისძიება ჩატარებულიყო.9 საბავშვო მწერალ ღაზაროს აღოიანის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა _ ჩამოსული იყვნენ სომხური დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიებაში 80-მდე მონაწილე იყო ჩართული. შესრულდა სიმღერები ქართულ და სომხურ ენებზე. სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ღაზაროს აღოიანის ლექსები სომხურად და ქართულად.
დმანისი
რუსულენოვანმა ანსამბლმა „დმანისური აისი“ მონაწილეობა მიიღო ნაციონალურ ფესტივალში „არტგენი 2011“. ამ ღონისძიების გარდა, აღნიშნულ ანსამბლს რეგიონულ და რეგიონთაშორისი მასშტაბის სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა არ მიუღია. ქვემო ქართლის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების სიმწირეს განიცდის წალკა. რაიონი მოწყვეტილია მის გარეთ მიმდინარე კულტურულ ცხოვრებას. 2011 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია სულ ორიოდე ღონისძიება, რომელიც წალკაში კულტურული ცხოვრების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად. არ ჩატარებულა არც დაგეგმილი ფოლკლორული და კლასიკური მუსიკის კონცერტები. ყველაზე ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები.
სამცხე-ჯავახეთი
2011 წელს სამცხე-ჯავახეთში გაიმართა რეგიონული ეთნოგრაფიული ფესტივალი „ჯავახეთის ხმები“ და „ახალგაზრდობის ფესტივალი“. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრადიციული სახალხო დღესასწაულები: სოფელ კარწახში – სახალხო დღესასწაული „ჯივანობა“; აგრეთვე – ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი. ასეთ დღესასწაულებში აქტიურად მონაწილეობს აშუღთა სკოლა, რომელიც უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შესანიშნავი ნიმუშია. 9
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა 2012 წელს და მასში მონაწილეობდნენ აშუღები მარნეულიდან და გარდაბნიდან. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდანმოწვეული იყო დამსახურებული აშუღი ზელიმხან იაგური.
148
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძაში, ჩატარდა სახალხო დღესასწაულები „ტერიანობა _ სომხური პოეზიის დღე“; სოფელ ეშტიაში _ „ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის დღე“. უნდა აღინიშნოს, რომ ნინოწმინდისა და ახალქალაქის სომხური თვითშემოქმედების კოლექტივები მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით სისტემატურად მონაწილეობდნენ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სხვადასხვა ფესტივალში. კულტურულიჩართულობის დონე, ამ მხრივ, საკმაოდ მაღალია. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული დუხობორთა თემის დღესასწაული „თოვლის მოფენა“ არ გამართულა. 2011 წელს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გამოფენა-შეხვედრა „დუხაბორები საქართველოში“, რომელიც მიეძღვნა კავკასიაში მათი იძულებითი გადმოსახლების 170 წლისთავს. მოწვეულ სტუმრებს წარედგინა წიგნი „დუხობორების მხარე“, რომელიც საქართველოში მცხოვრები რუსი ეროვნების ქალთა კავშირის – „იაროსლავნა“ – თავმჯდომარის ალა ბეჟენცევას მიერ არის დაწერილი. შეხვედრაზე ასევე აჩვენეს ალექსანდრე კვირიას დოკუმენტური ფილმი „გორელოვკა _ თემი გაქრობის პირას“ და, ასევე, დუხობორების ცხოვრების ამსახველი 20-მდე ისტორიული საარქივო ფოტომასალა. ეს დღე უნდა აღნიშნულიყო ნინოწმინდაშიც, მაგრამ მსგავსი ღონისძიება არ გამართულა. უნდა აღინიშნოს, რომ სოფ. გორელოვკაში მცხოვრები დუხობორთა მცირერიცხოვანი თემი სრულიად მოწყვეტილია ნინოწმინდის რაიონში მიმდინარე კულტურულ ცხოვრებას. ინტერკულტურული ინტერაქციის სურვილი არ არსებობს არც თვით თემის მხრიდან. ნინოწმინდაში 2011 წელს გაიმართა ახალგაზრდობის ფესტივალი _ „ვეძებთ ტალანტებს“. ეს არის ტრადიცული ფესტივალი, რომელიც ყოველ წელს იმართება და მისი მიზანია ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა. ცეკვის ანსამბლი „ფარავანი“ აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში.
კახეთი
კახეთის მხარის რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფელში კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები.10 მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანია ქისტების თემი. 10
თელავის რაიონის სოფ. ყარაჯალა (აზერბაიჯანლები), ახმეტის რაონის სოფ. ჯოყოლო, სოფ. დუისი (ქისტები), ყვარლის რაიონის სოფ. ჩანთლისყურე, ზინობიანი, თივი და სარუსო (ლეკები), სოფ. წიწკაანათსერი (ოსები), ლაგოდეხის რაიონის სოფ. კაბალა (აზერბაიჯანლები, ოსები), საგარეჯოს რაიონის სოფ. მაღარო (ულიანოვკა, რუსები _ მალაკნები), დედოფლისწყაროს რაიონი (რუსები, აზერბაიჯანლები, ბოშები).
149
11 20
ახალქალაქში არსებული ანსამბლი ჯავახი, ასევე, ხშირად მონაწილეობს ქვეყნის მასშტაბით გამართულ კულტურულ ღონისძიებებში.
ახმეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, სოციალურ და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ფიქრია ხოხობაშვილის თქმით, ქისტები რაიონში გამართულ ყველა დიდ ღონისძიებაში არიან ჩართული. ქისტების ანსამბლი „პანკისი“, რომელიც ცხრა წევრისგან შედგება, აქტიურად მონაწილეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ თითქმის ყველა კულტურულ ღონისძიებაში. 2011 წელს ახმეტაში აღინიშნა პანკისის დღე, ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ ახალგაზრდები და სკოლის მოსწავლეები პანკისის ხეობის სოფლებიდან. ქისტები მონაწილეობდნენ ტრადიციულ დღესასწაულებში _ ზეზვაობა, რომელიც, ტრადიციულად, სოფელ ალვანში იმართება, ბიძინაობა კი _ ახმეტაში. ანსაბლი „პანკისი“ 2011 წელს გაემგზავრა საფრანგეთში, კავკასიის ხალხთა ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. შედარებით ჩაკეტილია ყვარელში მცხოვრები ლეკებისა და უდების თემი. მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის სპეციალისტ ნანა სეფაშვილის თქმით, მათ კულტურულ პროგრამაში არ არის გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც ამ პროცესში უშუალოდ ეთნიკური უმცირესობების ჩართვას ისახავს მიზნად.
თელავი
2011 წელს თელავში გაიმართა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული ფესტივალი „კახეთის ცის ქვეშ“, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები _ ქურთები, აზერბაიჯანლები, სომხები, ოსები და ქისტები. მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო ეთნიკური უმცირესობების მიერ მომზადებული ტრადიციული კერძები. კულტურის ცენტრში მათი მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ჭოეთში (ყოფილი ლენინოვკა) კომპაქტურად ცხოვრობენ ბოშები,11 მათ შორის – სკოლის ასაკის ბავშვები. მიუხედავად იმისა, რომ, განათლების სამინისტროს დახმარებით, ისინი ქართველ ბავშვებთან ერთად, ერთობლივ ღონისძიებებში, იღებენ მონაწილეობას, სასურველია სამოქმედო გეგმაში ყურადღების გამახვილება ბოშათა თემზე და, მათი ინტეგრაციის მიზნით, კონკრეტული აქტივობების დაგეგმვაზე.
საკლუბო დაწესებულებებისა და სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა
საქართველოს რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და მათ შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ხელს უწყობს 11
გიორგი სორდია: არის გამოსავალი? საქართველოში ბოშათა პრობლემების გადაჭრისათვის გადადგმული პირველადი ნაბიჯები. http://tolerantoba.ge/index.php?id=1314971636
150
2011 წლის სამოქმედო გეგმაში, ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით, გამოყოფილია შემდეგი პუნქტი: ახალქალაქში, ახალციხესა და ნინოწმინდაში საკლუბო დაწესებულებებისა და სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა. აღნიშნული აქტივობების შესრულების მოვალეობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ეკისრება. ახალქალაქში სულ 51 საკლუბო დაწესებულებაა. აქედან – 21 ცენტრალური და 51 – სასოფლო. ქალაქის მუნიციპალიტეტის ცნობით, 2011 წელს გარემონტდა ქალაქის თითქმის ყველა ობიექტი. ქალაქისგან განსხვავებით, რემონტი ესაჭიროება სოფლის კულტურული ობიექტების უმრავლესობას.
სახელოვნებო სკოლა
ახალქალაქის სახელოვნებო სკოლა 1990 წელს დაარსდა. სკოლის დირექტორ კარლენ კარაპეტიანს მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული პედაგოგის წოდება. სკოლაში 10 თანამშრომელი და 40-მდე მოსწავლეა. სკოლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად 30 000 ლარს შეადგენს. გადაუჭრელია ზამთარში შენობის გათბობის საკითხი. ბავშვები შეშით თბებიან. დირექტორის თქმით, 2011 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმართა სკოლაში ბავშვების ნახატების გამოფენა. თუმცა, ასეთი ღონისძიებები ახალქალაქში ლოკალური ხასიათისაა, არ არსებობს კონტაქტი დედაქალაქის ან სხვა რეგიონების სახელოვნებო სკოლებთან. ახალგაზრდობა სახვითი ხელოვნების შესასწავლად, ძირითადად, ერევანში მიემგზავრება. 2011 წელს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო თბილისში ბავშვების ჩამოყვანა და ნახატების გამოფენა-გაყიდვის მოწყობა, თუმცა, დაფინანსების არქონის გამო, ეს აქტივობა არ განხორციელებულა. სასურველია, სამოქმედო გეგმაში ყურადღება გამახვილდეს სახელოვნებო სკოლის ბავშვების ინტეგრაციაზე. აღნიშნული სკოლა, უკვე წლებია, სურვილს გამოთქვამს – მონაწილეობა მიიღოს მსგავსი ტიპის ღონისძიებებში, მაგრამ მათი განხორციელება ვერ ხერხდება. სამუსიკო სკოლებთან დაკავშირებული პრობლემა მუსიკალურ განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემას ხაზი გაესვა 2010 წლის მონიტორინგის ანგარიშშიც.
151
11 20
კულტურული ცენტრები და საკლუბო დაწესებულებები, რადგან სწორედ მათ ბაზაზე მომზადებული მოსწავლეები ეუფლებიან სამუსიკო თუ სახვით ხელოვნებას, შემდეგ კი საშუალება ეძლევათ – მონაწილეობა მიიღონ ფართო მასშტაბის ღონისძიებებში. ამ პირობის გათვალისწინებით, სასურველია, სამოქმედო გეგმაში მეტი ყურადღება დაეთმოს აღნიშნულ კომპონენტს.
რეფორმის შემდეგ საქართველოში გაუქმდა სამუსიკო სასწავლებლები (ე. წ. მუსიკალური ათწლედები), რომლებიც სამუსიკო სკოლების შემდეგი საფეხური და უმაღლესი მუსიკალური განათლების მიღების წინაპირობა იყო. ახალციხეში (ისევე, როგორც მთლიანად სამცხე-ჯავახეთში, არ არის მუსიკალური კოლეჯი). მოსწავლის წინაშე დგება საკითხი: ჩააბაროს თბილისში არსებულ სასწავლებელში და, შესაბამისად, ოჯახთან ერთად შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი (რაც მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშრებული). რამდენიმე წელიწადში მწვავედ დადგება ახალი კადრების საჭიროების საკითხიც. უმცირესობებით დასახლებული რაიონების მოსახლეობაში ჩნდება მეზობელ ქვეყნებში მუსიკალური განათლების მიღების ტენდენცია (სომხეთი, რუსეთი). 6.6. ეროვნული უმცირესობების კულტურის, ისტორიის, ენისა და რელიგიის შესახებ საზოგადოების ცოდნის გაღრმავება და ქვეყნის კულტურულ ღირებულებებად მათი წარმოჩენა ეროვნული უმცირესობების კულტურის, ისტორიის, ენისა და რელიგიის შესახებ საზოგადოების ცოდნის გაღრმავება ხელს შეუწყობს ინტეგრაციას, სხვადასხვა ეთნოსებს შორის თანასწორუფლებიან ურთიერთობას. აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად, 2011 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იყო კავკასიელი ხალხების მასობრივი განსახლებების, ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის 67-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოს ორგანიზება-ჩატარების ხელშეწყობა. ღონისძიება ჩატარდა ფართო მასშტაბით, მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა წარმომადგენლებმა (საქრთველოს მთვარობის, პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მინისტრებმა, მეცნიერებმა სტუდენტებმა და ა. შ., ისე – ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსულმა სტუმრებმა. დაფინანსების არქონის გამო არ ჩატარებულა: საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების ისტორიული სამშობლოსა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, მრგვალი მაგიდა „ქალი ეროვნულ ტრადიციებში“. ასევე, დაგეგმილი იყო სახელმძღვანელოს – „ჩეჩნური ენის თვითმასწავლებელი სახელმძღვანელო უცხოელებისთვის“ (ოთხენოვანი: ჩეჩნური – ქართული – რუსული – ინგლისური) – შექმნა, ელექტრონული ფერადი ვერსიის მომზადება და ინტერნეტით გავრცელება – არსებული პროექტის დასაფინანსებლად საჭირო დონორი ორგანიზაციის მოძიება ვერ მოხერხდა.
ამოცანა 3: ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
ძეგლთა ინვენტარიზაცია/რეაბილიტაცია
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობათა საბ-ჭო წლების განმავლობაში მუშაობს ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდ-
152
მისასალმებელია, რომ ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, სახალხო დამცველის უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციით, 2011 წელს აღწერა ქვემო ქართლში არსებული მუსლიმური ძეგლები (მეჩეთი, ჯამე, აბანო, მავზოლეუმი)12. 2011 წელს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაციის, კვლევისა და რეაბილიტაციის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 5 172 889 ლარი, აქედან 1 694 395 ლარი დაიხარჯა ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს მისი ისტორიული და კულტურული ღირებულება, რაც დაკავშირებულია მის სიძველესთან, უნიკალურობასა და ავთენტურობასთან. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წელს ქ. ახალციხეში ჩატარებული რაბათის უბნის ინვენტარიზაციის შედეგად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა 19 ობიექტს.14 2011 წელს ახალციხეში დაიწყო რაბათის კომპლექსის რესტავრაცია-კონსერვაცია.15 პროექტის მიხედვით, სამუშაოთა პირველი ეტაპი ითვალისწინებს კომპლექსის აღდ ბოლნისი – 5, დმანისი – 1, გარდაბანი – 1, მარნეული – 12). მოგვინებით გამოვლინდება თუ რომელ მათგანს შეიძლება მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 13 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. 14 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის #3/181 ბრძანების – „საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის“ – უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 3 პუნქტის, 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და ურბანული ძეგლების ქვეკომისიის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ასევე, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე, 54-ე, 55-ე, 56-ე, 61-ე და 95-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი დანართ #1-ში და დანართ #2-ში მითითებულ ობიექტებს. მაგალითად, დანართ #1-ში ჩამოთვლილია 1768 ობიექტი, ცხრილში მითითებულია მხოლოდ მისამართები, ყოველგვარი განმარტების გარეშე. არსებული ცხრილის მიხედვით გაუგებარია, რომელი რა ობიექტია (საზოგადოებრივი თუ საკულტო). სასურველია, ცხრილში მითითებული იყოს ასეთი ტიპოლოგია. 15 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის ბრძანება N3/133-ით, ქ. ახალციხის რაბათის უბანში განთავსებულ სარგის ჯაყელის ციხე-კოშკს, ციხის ეკლესიას, მეჩეთს, მედრესეს, კარიბჭესა და გალავანს მიენიჭა საქართველოს კულტურის უძრავი ძეგლების სტატუსი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის N665 ბრძანებულებით, ახალციხის ციხე-კომპლექსს, ამავე ნაგებობების შემადგენლობით, განესაზღვრა ერონული მნიშვნელობის კატეგორია. ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 ოქტომბრის N3/271 ბრძანებით, ქ. ახალციხეში რაბათის უბნის ქუჩათა ქსელს (ათონელის, გოგებაშვილის, გურამიშვილის, ხმალაძის, ყაზბეგის, ციხისძირის და ხარისჭირაშვილის ქუჩებს, სრული ნუმერაციით) მიენიჭა კულტურის უძრავი ძეგლის (ქალაქმშენებლობითი ძეგლის) სტატუსი, ხოლო საქართველოს პრეზიდინტის 2011 წლის 28 ოქტომბრის N666 ბრძანებულებით, ქ. ახალციხის ისტორიული ნაწილის (რაბათის უბანი) ქუჩათა ქსელს, განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. 12
153
11 20
რეობის ძეგლთა მდგომარეობის საკითხებზე. საბჭომ, მათი გადარჩენისა და მოვლაპატრონობის გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც წარუდგინა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
გენას. ჯერჯერობით, ამ სამუშაოთა მიღმა რჩება ორი ებრაული სინაგოგა (ერთი სინაგოგის რეაბილიტაცია, ებრაული თემის სახსრებით, უკვე დაწყებულია. ხოლო მეორე სინაგოგის კუთვნილების საკითხი გაურკვეველია. სასურველი იქნება, იგი დაუბრუნდეს ადგილობრივ ებრაულ თემს ან მასში მუზეუმი განთავსდეს). 2011 წლის მიწურულს, მონიტორინგის ჯგუფმა მოინახულა ქვემო ქართლში არსებული მეჩეთები: სადახლოს მეჩეთი – 1881 წლით დათარიღებული ბაირამოვების სალოცავი (გარემონტებულია მინის ბლოკებით, აქვს შეკიდული ჭერი); არაფლო – ასევე, გარემონტებულია თანამედროვე მასალებით; კუტლიარი (1872 – 1880) – სარემონტოა; ბაიდარი (1822) – ჩაუტარდა რემონტი 2010 წელს; ალგეთი (1592- 1594) – რესტავრირდა 1902 წელს. 30-იან წლებში კულტურის სახლად გადაკეთდა. შენობას 70-80-იან წლებში ჩაუტარდა რემონტი. 1987-88 წლებში ისევ აღდგა მეჩეთი. 2010 წელს ხელახლა გადაკეთდა, დარჩენილია ძველი საძირკვლის ნაწილი. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მეჩეთების რემონტსა და რესტავრაციას ატარებს თვითნებურად, სპეციალური ნებართვისა და წესების დაცვის გარეშე. სასურველია, შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პირვანდელი იერ-სახის შენარჩუნებას. მიზანშეწონილია, შესაბამისმა სამსახურებმა არ დაუშვან მეთვალყურეობის გარეშე ძეგლის თვითნებური რეაბილიტაცია და რემონტი. 2011 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის – „ტოლერანსი“ – თანამშრომლობის შედეგად, მხატვრული და კულტურული ღირებულებების გათვალისწინებით, აირჩა 10 ობიექტი. ამჟამად მიმდინარეობს საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მათთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად.
სადღეისოდ აღრიცხულია: 50-მდე სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია საქართველოში, მათ შორის: თბილისში, ბათუმში, კახეთში, ბოლნისის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში; 37 მუსულმანური ნაგებობა – მეჩეთი და ჯამე, მათ შორის: თბილისში, ბათუმში, ადიგენის, ხელვაჩაურის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ქედის, ხულოს მუნიციპალიტეტებში; ნინოწმინდის სოფ. გორელოვკაში დუხობორების საცხოვრებელი სახლები.16 5 სინაგოგა, მათ შორის: თბილისში, სოხუმში, ცაგერში, ონში; ამასთან, ონში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები;
რაც შეეხება ებრაულ სალოცავებს – სინაგოგებს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სინაგოგა აღწერილი არ არის. სავარაუდოდ, მათი რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურ წყაროებშია მითითებული. სასურველია, მოხდეს საქარ-
16
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების 2011 წლის ანგარიში.
154
მიუხედავად, სამინისტროს მიერ, ძეგლების ინვენტარიზაცია-რეაბილიტაციაზე გაწეული ძალისხმევისა, არის რიგი საკითხებისა, რომელიც სასწრაფოდ გადაჭრას საჭიროებს: დღესდღეობით პრობლემას წარმოადგენს ე. წ. უმოქმედო სომხური ტაძრებისა და მემორიალური ღირებულებების მქონე ადგილების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საკითხი. ეს ობიექტებია: ქ თბილისში, ათონელის მე-5 ნომერში მდებარე სამრეკლო; ქ. თბილისში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ეკლესია (ყოფილი კინოთეატრის შენობა); ასევე – კასპის, გორის, თელავის, გურჯაანის რაიონებში მდებარე ეკლესიები. დღესდღეობით გაურკვეველია რაბათის ტერიტორიაზე არსებული იმ მეორე სინაგოგის საკითხი, რომელშიც სპორტული კომპლექსი იყო განთავსებული (2012 წელს, ებრაელთა თემის სახსრებით, დაიწყო ერთი სინაგოგის რეაბილიტაცია). სინაგოგის შესახებ არაფერია ნათქვამი არც 2011 წლის სამოქმედო გეგმაში. დღემდე გაურკვეველია ნინოწმინდის რაიონის სოფ. გორელოვკაში დუხობორების „ობოლთა სახლისთვის“ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხი. უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წელს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ოფიციალური წერილით მიმართა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს დუხობორების „ობოლთა სახლის“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შეცვლის თაობაზე, რათა მას მუზეუმის სტატუსი მინიჭებოდა და ძეგლის დასაცავად, ორი საშტატო ერთეული გამყოფილიყო. ეს შესაძლებელს გახდიდა, რომ ძეგლის მოვლაპატრონობისთვის ანაზღაურება მიეღოთ ადამიანებს, რომლებიც დღეს ენთუზიაზმით იცავენ და უვლიან აღნიშნულ ობიექტს. თუმცა, ადგილობრივ ბიუჯეტში ხარჯების უქონლობის გამო, აღნიშნულ ინიციატივას გამოხმაურება არ მოჰყოლია. დუხობორების სახლებსა და ე. წ. „სიროტსკი დომ“-ს (ობოლთა სახლი), ამჟამინდელი მონაცემებით, ძეგლის სტატუსი არ გააჩნია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სახალხო დამცველის აპარატისთვის 2012 წლის 5 ივლისს მოწოდებული ოფიციალური წერილის თანახმად, დაგეგმილია ინვენტარიზაცია, რის შემდეგაც გამოვლენილ ღირებულ ობიექტებს უნდა მიენიჭოს ძეგლის სტატუსი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, გადაუდებელი სარემონტო-გასამაგრებელი სამუშაოები ჩაუტარდა ქ.თბილისში: სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიებს: ნორაშენს, მოღნისსა17 და სურბ-ნშანს18. 17
18
”მუღნუ სურბ გევორგ“ _ ეკლესია თბილისში, სოლოლაკში, ახოსპირელის ქუჩაზე მდებარეობს. ტაძარში წმ. გევორგის ნაწილია დასვენებული. იგი მანდენოვების, ბასტამოვებისა და ბაშინჯიაღელოვების ოჯახების შემოწირულობებით აიგო. ძველ თბილისში ”მუღნის სურბ გევორგი“ სომხური კულტურის ერთგვარ ცენტრს წარმოადგენდა. ჩვენს დრომდე მოაღწია იმ ეპოქის ხელნაწერებმა და წიგნებმა. მათ შორის ყველაზე ძველია 1447 წლის ახალი აღთქმა. 1789 წ. აშენდა ეკლესიის სამრეკლო. 1795 წელს, აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აღებისას, ტაძარი გაძარცვეს, მაგრამ საყდრის წინამძღვის, ტერ (მამა) გრიგორის ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა ქონების ნაწილის გადარჩენა. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, 1980 წლამდე, ეკლესიაში ხალხური ხელოვნების მუზეუმი მოქმედებდა. შემდეგ ყველა ექსპონატი სხვა შენობაში გადაიტანეს, ეკლესია კი ავარიულ მდგომარეობაში დარჩა. 2009 წელს ჩამოექცა გუმბათი და თითქმის მთლიანად ჩამოიშალა. საყდრის ეზოში განისვენებენ სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები და სასულიერო პირები. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების 2011 წლის ანგარიში.
155
11 20
თველოში არსებული ყველა სინაგოგის აღწერა-შეფასება და, თუკი გამოვლენილი ძეგლები შეესაბამება კრიტერიუმებს, მათ ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.
2012 წლის 6 იანვარს სურბ-ნშანში ხანძარი გაჩნდა, ხოლო 10 იანვარს გუმბათის საყრდენი ოთხი სვეტიდან ერთ-ერთი ჩამოიქცა.19 სურბ-ნშანის აღსადგენად ჩასატარებელი სამუშაოების მეორე ეტაპი, სამინისტროს ცნობით, უნდა დასრულდეს 2012 წლის 28 სექტემბრამდე.
მუზეუმები
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი და სსიპ დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი. ორივე ორგანიზაცია ყოველწლიურად სამინისტროს მიერ გამოყოფილი სუბსიდიით ფინანსდება. ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები 2011-2012 წლებში დაფინანსდნენ შემდეგი ოდენობის თანხით: თბილისის სსიპ დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი: 70 000 ლარი; 75 000 ლარი; თბილისის სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი: 25 000 ლარი; 30 000 ლარი.20 სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს21 2011 წლის განმავლობაში, საშუალოდ, 2000 დამთვალიერებელი ჰყავდა, მათ შორის – 300 უცხოელი. სსიპ დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი კი, 20 წელზე მეტია, შენობის ავარიულობის გამო, დამთვალიერებელს ვერ ღებულობს. მუზეუმი განთავსებულია ძველ სინაგოგაში, რომელიც თვითონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობა, მრავალი წელია, მძიმე მდგომარეობაშია. ყოველწლიურად მისი 19
20 21
ტაძარი თბილისის ცენტრში, სოლოლაკში, აკოფიანისა და ვერცხლის ქუჩების გადაკვეთაზე, მდებარეობს.1763 წ. იგი თბილისის შვიდ უმნიშვნელოვანეს ეკლესიას შორის ირიცხებოდა. საბჭოთა პერიოდში ტაძარი ჯერ მაკარონის საწყობად, შემდეგ კი ეროვნული ბიბლიოთეკის სომხურენოვანი წიგნების ფონდის არქივად გამოიყენებოდა. 2002 წელს ეკლესიას ხანძარი გაუჩნდა, რის შემდეგაც, წლების განმავლობაში, სურბ-ნშნანის იატაკი ერთ მეტრამდე ნაგვით იყო მოფენილი. ბოლო წლებში ტაძარს უსახლკაროები და უპატრონო ძაღლები აფარებენ თავს: http://www.tolerantoba.ge/index.php?news_id=131, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 13 მაისის #326 განკარგულებით, გორგასლის ქ. #17-ში განთავსებული შენობის მე-2 სართულზე არსებული ფართი, სადაც ფუნქციონირებდა სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიას. მასვე დაევალა გადაცემული ქონების ბაზაზე მუზეუმის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და აღნიშნული შენობის რეკონსტრუქცია. ვინაიდან შენობას სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, მისი, როგორც ძეგლის, ტერიტორიისა და მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაზიანებისა და განადგურებისგან დასაცავად, გარემოს და მისთვის ისტორიულ-კულტურული ან სამეცნიერო ღირებულების შენარჩუნების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქ. თბილისის მერიას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობას შორის დაიდო ხელშეკრულება “ძეგლის მოვლა-პატრონობის შესახებ” # 07/01, 12 10. 2009 წ. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებამდე მუზეუმი ფუნქციონირებდა დავით აღმაშენებლის გამზ. # 40-ში, ამჟამად მუზეუმს დამთვალიერებლების მიღება შეუძლია განახლებულ შენობაში.
156
მიუხედავად იმისა, რომ დირექტორმა, წლების მანძილზე, ოფიციალური წერილით არაერთხელ მიმართა სახელმწიფო სტრუქტურებს და დაპირებაც მიიღო, მუზეუმისთვის დახმარება, პრაქტიკულად, არ აღმოუჩენიათ. ასევე, გაურკვეველია, კონკრეტულად ვისი გადასაწყვეტია საკითხი (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსი, ქ. თბილისის მერიის თუ – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსი. ურთიერთგადამისამართების გამო, წლების მანძილზე ვერ გამოიკვეთა პასუხისმგებელი სტრუქტურა). კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის განწერა, მისი პრიორიტეტები არ ითვალისწინებს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას. სამინისტრო პერიოდულად შუამდგომლობს ამ ორგანიზაციებს ზემდგომ ინსტანციებში, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის შენობები განახლდა და მოწესრიგდა უპირატესად არასახელმწიფო სექტორის თანხებით. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი სსიპ ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. მუზეუმი მდებარეობს ახალციხის ისტორიული ნაწილის – რაბათის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. მუზეუმი დროებით, 2012 წლამდე, დამთვალიერებელს არ ღებულობს. 2011 წლის სამოქმედო გეგმაში, ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, შეტანილი იყო კიდევ რამდენიმე აქტივობა. უნდა აღინიშნოს, რომ, მათი შინაარსიდან გამომდინარე, უფრო ლოგიკური იქნებოდა – აღნიშნული ღონისძიებები რომელიმე სხვა ამოცანაში ყოფილიყო გათვალისწინებული. ღონისძიებების უმრავლესობა, დაფინანსების წყაროს არარსებობის გამო, ვერ ჩატარდა. ცნობილი დაღესტნელი ხელოვნის მანაბა მაგომედოვას საღამოს ორგანიზებაჩატარება ყვარლის რაიონში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ხუნძები (ავარლები). აღნიშნულ ღონისძიებას სჭირდებოდა მცირე ოდენობის თანხა (დაახლოებით 1200 ლარი), მაგრამ ამ თანხის გაღება არც ერთმა დონორმა ორგანიზაციამ არ ისურვა.
157
11 20
მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება, რადგან დაზიანებულია გუმბათის გადახურვა, წვიმის დროს შენობის ყველა ნაწილში ჩამოდის წყალი და ზიანდება მზიდი კონსტრუქციები. დაფინანსების წყაროს არარსებობის გამო, მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხი დღემდე გადაუჭრელია. სასწრაფოდ საჭიროა შენობის რეაბილიტაცია: პირველ ეტაპზე – თუნდაც, გუმბათის გადახურვა, რათა კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლი არ დაიკარგოს.
ქართულ და ჩეჩნურ ენებზე ვაინახური საბავშვო ზღაპრების თარგმნის, გამოცემის და პრეზენტაციის ხელშეწყობა. წიგნი გამოსაცემად მზად არის, მაგრამ მისი გამოცემისა და პრეზენტაციისთვის საჭირო თანხის მოძიება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ვაინახური ფოლკლორის საღამო თბილისში (მონაწილეობა უნდა მიეღოთ როგორც პანკისელ ქისტებს, ასევე – ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ჩეჩენ და ინგუშ შემსრულებლებს, შემოქმედებით ჯგუფებსა და პოეტებს). აღნიშნული საღამოს ორგანიზებისთვის საჭირო ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა, მოლაპარაკებები დაიწყო ჩრდილოეთ კავკასიურ (ჩეჩნეთი, ინგუშეთი) ორგანიზაციებთან, ფოლკლორულმა ანსამბლებმა გამოთქვეს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი, მაგრამ, დაფინასების არქონის გამო, ღონისძიება ვერ ჩატარდა. ქვემო ქართლის რეგიონში აშუღ დამკვრელთა კონკურსი. ვერ მოიძებნა შესაბამისი დაფინანსების წყარო, რათა აღნიშნული ღონისძიება ჩატარებულიყო. ამოცანა: ტოლერანტობის სულისკვეთების მხარდაჭერა, კულტურათაშორისი დიალოგისა და კავშირების ხელშეწყობა ტოლერანტობის სულისკვეთების ხელშეწყობა და კულტურათშორისი კავშირების ხელშეწყობა სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც, 2010 წელთან შედარებით, განივრცო და ამ პროცესში წვლილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომაც შეიტანა. თუმცა, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) პროექტის – მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი – ფარგლებში 2011 წელს ქვემო ქართლსა და სამცხეჯავახეთში ჩატარებული კვლევიდან ჩანს, რომ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები არასათანადოდ იცნობენ ერთმანეთის ტრადიციებს. შეკითხვას – სტუმრობთ თუ არა რეგიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში არსებულ კულტურულ/სპორტულ დაწესებულებებს და იღებთ თუ არა მონაწილეობას კულტურულ/სპორტულ ღონისძიებებში? – ორივე რეგიონში დადებითად უპასუხა მოსახლეობის 12,8%-მა, ქვემო ქართლში – 14,2%-მა, სამცხე ჯავახეთში კი – 11,4%-მა. მეორე კითხვას – სტუმრობს თუ არა რეგიონის სხვადასხვა დასახლებული პუნქტის მოსახლეობა თქვენს დასახლებაში არსებულ კულტურულ/სპორტულ დაწესებულებებს და იღებს თუ არა მონაწილეობას კულტურულ/სპორტულ ღონისძიებებში? – ორივე რეგიონში დადებითი პასუხი გასცა მოსახლეობის 7,6%-მა, ქვემო ქართლში – 7.0%-მა, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 8,2%-მა.22 22
იხ. მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში. რაოდენობრივი კვლევის ანგარიში. www.cida.ge
158
უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალია აღნიშნულ კითხვებზე „არ ვიცი/მიჭირს პასუხის გაცემა“ პასუხების წილი: სამცხე-ჯავახეთში – 45%, ქვემო ქართლში 28.6%, რაც ეთნიკური უმცირესობების ნაკლებად ინფორმირებულობაზე მეტყველებს. აღნიშნული კვლევა იმასაც გვიჩვენებს, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ეთნიკური ჯგუფები არცთუ კარგად იცნობენ ერთმანეთის ეროვნულ ტრადიციებს. ქვემო ქართლში გამოკითხულთა 35%-ის, სამცხე-ჯავახეთში კი – 21.7%-ის აზრით, ეროვნულ ტრადიციებს იცნობენ მხოლოდ მათ რეგიონში მცხოვრებნი. ქართველი რესპონდენტების მესამედი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველა მცხოვრებმა იცის სხვა ეთნიკური ჯგუფების ეროვნული ტრადიციების შესახებ. არაქართველი რესპონდენტების მხოლოდ 15.2% ფიქრობს მსგავსად.
იციან თუ არა თქვენი ეროვნული ტრადიციების შესახებ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა 10.9
არ იციან
25.1 18.1
ყველამ, ვინც საქართველოში ცხოვრობს
19.1 29.2
24.1 მხოლოდ მათ, ვინც ჩვენს რეგიონში ცხოვრობენ
21.7 35.0
28.2 მხოლოდ მათ, ვინც ჩვენს დასახლებულ პუნქტში ცხოვრობს
34.1
24.9 29.6 0
5
10
სამცხე-ჯავახეთი
15
20
25
ქვემო ქართლი
30
35
40
ორივე რეგიონი ერთად
შესაძლოა, ქვემო ქართლის რეგიონში ინფორმირებულობის შედარებით მაღალ ხარისხს განაპირობებდეს ამ რეგიონში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მეტი რაოდენობა. ამ მხრივ, გამორჩეულ მაგალითად უნდა დასახელდეს ქვემო ქართლის მულტიეთნიკური მუსიკალური ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“, რომელიც 2012 წელს 159
11 20
აღნიშნული კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლში უფრო მეტი რესპონდენტი ამბობს, რომ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელები დადიან ერთმანეთის დღესასწაულებზე, ვიდრე – სამცხე-ჯავახეთში.
საერთაშორისო მასშტაბით ჩატარდა და საერთო კულტრულ სივრცეში არა მარტო საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, არამედ მეზობელი სახელმწიფოებიც მოიცვა.23 ახალგაზრდული ცენტრების განვითარება და ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტოლერანტული ურთიერთობების დამკვიდრება-გაღრმავებას.
2011 წლის სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ჩასახლებული დევნილი ბავშვების, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეებისათვის, აგრეთვე პანკისის ხეობის ახალგაზრდებისათვის, ეკო-მიგრანტებისათვის უნდა მოწყობილიყო ერთობლივი სპორტული თამაშები გარეჯსა და შუამთაში. _ სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ბავშვების ჩამოყვანა ვერ მოხერხდა.
ქვემო ქართლის მხარეში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ”UNION”-ის ერთობლივი ორგანიზებითა და ქ. მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ქ. მარნეულში სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩაიყვანეს სოფ. შაუმიანში ჩასახლებული, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. მოეწყო ამხანაგური თამაშები ფეხბურთში, ჩოგბურთსა და ჭადრაკში. მონაწილეებს გადაეცათ წამახალისებელი სიგელები (50 ბენეფიციარი). „ვეფხისტყაოსნის“ ჩეჩნური თარგმანის გამოცემა და პრეზენტაციის ხელშეწყობა _ მიუხედავად დონორ ორგანიზაციებთან მრავალმხრივი მოლაპარაკებებისა, ჩეჩნურ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა ვერ მოხერხდა დაფინანსების არქონის გამო. ახალქალაქის სამხატვრო სკოლის მოზარდების ნახატების, ქვემო ქართლის ბავშვთა ხელნაკეთი ნივთებისა და ქისტ ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენაგაყიდვის ორგანიზების ხელშეწყობა _ დაფინანსების არქონის გამო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან თბილისში ბავშვების ჩამოყვანა ვერ მოხერხდა. ღონისძიება გაიმართა ქვემო ქართლში სახელმწფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლის ორგანიზებით და რუსთავის მერიის ხელშეწყობით. გამოფენა მოეწყო რუსთავის მუნიციპალიტეტის დარბაზში. ქ. რუსთვის #18 საჯარო სკოლისა და ქ. მარნეულის აზერბაიჯანული საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ ხელნაკეთი ნივთები და ფერწერული ნამუშევრები. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით, გაიმართა ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა. გამოფენას უმასპინძლა თბილისის ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეამ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მარნეულში მცხოვრები, 9-დან 17 წლამდე ასაკის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვების სახვითი ხელოვნების, ძერწვის, ქარგვის, ქსოვის, მათ შორის ხალიჩების ქსოვის, ნიმუშები.24 23
24
2012 წლის 12 მაისს, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ქ. რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისის, წალკის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის სამუსიკო სკოლების მოსწავლე ახალგაზრდობამ საფორტეპიანო, საგუნდო, ვოკალური, კლასიკურ საორკესტრო და ხალხურ საკრავთა (ფორტეპიანო, ვიოლინო, ფლეიტა, და ა. შ.) კლასებიდან. ასევე, მონაწილეობდნენ სამუსიკო სკოლის მოსწავლეები სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებიდან. ყველა მონაწილეს დაურიგდა წიგნები _ „ფიროსმანი“ ქართულ და ინგლისურ ენებზე (წყარო: საქართველოს ქვემო ქართლის გუბერნიის აპარატი. ფესტივლის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონის თავმჯდომარე, კომპოზიტორი მანანა ალფაიძე.) ნამუშევრები შექმნილია მარნეულში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია “UNION”-თან არსებული სახვითი ხელოვნების წრეებში გაერთიანებულ მოსწავლეთა მიერ, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო CiDA“-ს ფინანსური დახმარებით.
160
11
საზაფხულო ბანაკები
სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდების გაცნობა-დაახლოებას ხელს უწყობს ისეთი გასართობ-შემეცნებითი აქტივობები, როგორიც არის საზაფხულო ბანაკები. 2011 წელს ანაკლიის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი „პატრიოტი 2011” 25 მაისს გაიხსნა და მან წლის განმავლობაში 3,400-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. სამცხე-ჯავახეთიდან წარმოდგენილი იყო 305 მონაწილე, ქვემო ქართლიდან კი _ 395 მონაწილე.25
პროექტი „ახალგაზრდობის განვითარება და ჩართულობა“
იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 2011 წელს გაიხსნა 8 რეგიონული ახალგაზრდული ცენტრი _ ლენტეხში, მარნეულში, გორში, ამბროლაურში, ზუგდიდში, ახალციხეში26, გურჯაანში, ვარციხეში. ამოცანა 6.5: საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ეროვნულ უმცირესობათა მონაწილეობის ხელშეწყობა ეროვნული უმცირესობები სტაბილურად მონაწილეობენ რეგიონის მასშტაბით გამართულ კალენდრულ, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულებში. თუმცა, როგორც მონიტორინგმა გამოავლინა, თავად უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია გასვლითი ღონისძიებები, ასევე – აქტივობები, რომლებშიც მათთან ერთად ქართველი მოსახლეობაც მონაწილეობს. უნდა აღინიშნოს, რომ გეგმიურად ჩატარებული ღონისძიებების დიდი ნაწილი მაინც ლოკალურ ხასიათს ატარებს და ფართო მასშტაბით უმცირესობათა კულტურის წარმოჩენა ვერ ხერხდება. ხშირად ამის მიზეზს თემის პასიურობაც წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, საჭიროა რეგიონში ახალგაზრდობის დაინტერესება და წახალისება. გარდა მუსიკალური ფესტივალებისა, სასურველია კულტურული ურთიერთობები სხვა მიმართულებითაც განვითარდეს – მოეწყოს ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები მწერლებთან, პოეტებთან, მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ რეგიონში კულტურული ღონისძიებების არეალი მხოლოდ კონცერტებითა და სპორტული შეჯიბრებებით შემოიფარგლება.
25
26
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების 2011 წლის ანგარიში. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი: 2011 წელს განხორციელდა პროექტი სახელწოდებით, „ტოლერანტობა“. პროექტში მონაწილეობა მიიღეს მესხებმა და სომეხმა ახალგაზრდებმა. ახალციხის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყვანილ ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგ-სემინარები. სემინარების ძირითადი თემა კულტურათაშორისი დიალოგი იყო. მონაწილეები მართავდნენ დებატებს, დისკუსიებს, ჰქონდათ კინო-ჩვენებები. ასევე, გაიმართა საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის კულტურული საღამოები. პროექტი მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში.
161
20
2011 წელს აღნიშნული ამოცანის ქვეშ გათვალისწინებული, დაგეგმილი ღონისძიებებიდან უსახსრობის გამო ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში (წალკა, ახალქალაქი) არ ჩატარებულა თანამედროვე, კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის კონცერტები. ასევე არ გამართულა ფოლკლორის ფესტივალი მესტიაში.
თეატრები
კულტურულ ცხოვრებაში ეროვნულ უმცირესობათა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, „საქართველოს ეროვნული უმცირესობების კულტურის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების თეატრების სუბსიდირებას. ამ მიზნით, ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები 2011-2012 წლებში დაფინანსდნენ შემდეგი ოდენობის თანხით: თბილისის სსიპ ჰეიდარ ალიევის სახელობის სახელმწიფო აზერბაიჯანული თეატრი: 130 000 ლარი; 135 000 ლარი; თბილისის სსიპ პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური დრამატული თეატრი: 130 000 ლარი; 402 300 ლარი; თბილისის სსიპ ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრი: 380 000 ლარი; 1 085 900 ლარი. როგორც მონაცემებიდან ჩანს, აღნიშნული სსიპ ორგანიზაციების დაფინანსება, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია. თუმცა, ამ თანხით ვერ ხერხდება შენობებში საჭირო სარემონტო სამუშაოების ჩატარება. პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. დღესდღეობით, შენობაში სპექტაკლების გამართვა შეუძლებელია. მსახიობები რეპეტიციას თეატრის ჰოლში გადიან. დირექტორის თქმით, შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, თეატრი თბილისში მაყურებელს კარგავს. სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული სახელმწიფო თეატრიც. არ ფუნქციონირებს თეატრის დიდი დარბაზი. შენობის ავარიული მდგომარეობის მიუხედავად, დირექტორის, გოჩა კაპანაძის თქმით, აზერბაიჯანული სახელმწიფო თეატრი ყოველწლიურად მართავს სამ პრემიერას და ოცამდე სპექტაკლს. 2011 წელს თეატრს 1 940 მაყურებელი ეწვია. პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო თეატრი აქტიურად ჩადის სომხებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. თეატრმა გამართა სამი საგასტროლო სპექტაკლი სომხეთში, მოაწყო ოცამდე გასვლა რეგიონებში. იგი, ასევე, იმყოფებოდა გასტროლებზე პარიზში. გასვლით სპექტაკლებსა და გასტროლებზე თეატრს სულ 5 313 მაყურებელი ეწვია. თბილისში სპექტაკლების გამართვისთვის ერთადერთი შემაფერხებელი გარემოება შენობის ავარიული მდგომარეობაა. ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 2011 წელს 16 580 მაყურებელი ჰყავდა. 162
11
რეკომენდაციები:
20
2011 წელს, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული 64 აქტივობიდან, სულ 35 აქტივობა ჩატარდა. ღონისძიებების თითქმის ნახევარი, დაფინანსების წყაროს არარსებობის გამო, ვერ განხორციელდა. სასურველია, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კულტურული ღონისძიებები უფრო მრავალფეროვანი გახდეს, და გაიზარდოს მათი რიცხვი იმ რეგიონებში, რომლებიც ამ მხრივ სიმწირეს განიცდის (მაგ. წალკა). სასურველია, ახალციხეში გაიხსნას მუსიკალური ათწლედი, სადაც ეროვნული უმცირესობები სრულად დაეუფლებიან მუსიკალურ ხელოვნებას, რაც ხელს შეუწყობს კადრების მომზადებას, და მათ მეტი სტიმული ექნებათ შემდგომში ამ სფეროში სამუშაოდ. საჭიროა მუღამის და აშუღთა კულტურის მეტი პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ თემში, ასევე – საზოგადოების ფართო წრეებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კულტურის წახალისება აზერბაიჯანულენოვან ახალგაზრდებში, რათა იგი თაობიდან თაობას გადაეცეს. სასურველია, რომ მომავალი წლის კულტურული ღონისძიებების სიაში შევიდეს კლასიკური მუსიკის კონცერტები რეგიონებში, რომელთა დეფიციტზე საუბრობდნენ 2009 წელს სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს და რომელიც დღესაც აქტუალურია. სასურველია, გამოინახოს სახსრები სსიპ დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისთვის, რათა მუზეუმმა შეძლოს ფუნქციონირება და დამთვალიერებელთა მიღება. ასევე, საჭიროა პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგელი კონკრეტული სტრუქტურის განსაზღვრა. აუცილებელია, პირველ ეტაპზე, სასწრაფოდ შეკეთდეს გუმბათის გადახურვა, რათა შენობა კიდევ უფრო არ დაზიანდეს. სასურველია, შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ქვემო ქართლის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პირვანდელი იერ-სახის შენარჩუნებას. მიზანშეწონილია, შესაბამისმა სამსახურებმა არ დაუშვან მეთვალყურეობის გარეშე ძეგლის თვითნებური რეაბილიტაცია და რემონტი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სინაგოგა აღწერილი არ არის. სავარაუდოდ, მათი რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურ წყაროებშია მითითებული. სასურველია, მოხდეს საქართველოში არსებული ყველა სინაგოგის აღწერა-შეფასება და თუკი გამოვლენილი ძეგლები კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მათ ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. სასურველია, გადაწყდეს ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე, ორი სინაგოგის და ებრაული სასაფლაოს რეაბილიტაციის საკითხი. სასურველია, გადაიჭრას ე. წ. უმოქმედო სომხური ტაძრებისა და მემორიალური ღირებულების მქონე ადგილების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საკითხი. ეს ობიექტებია: • ქ თბილისში, ათონელის N 5–ში მდებარე სამრეკლო; • ქ. თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ეკლესია (ყოფილი კინოთეატრის შენობა); • ასევე – კასპის, გორის, თელავის, გურჯაანის რაიონებში მდებარე ეკლესიები. საქართველოს რუსული თემის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, ყურადღება უნდა მიექცეს სოფ. ჯაფარიძეში (სეჩენოვკა) სერაფიმე საროველის ტაძარს, 163
რომელიც აგებულია მე-19 ს.-ში გრაფი სეჩენოვის მიერ. იგი, ჯერჯერობით, არ არის შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. საჭიროა, მოხდეს მისი შესწავლა და დაიწყოს გამაგრებითი სამუშაოები. დღემდე გაურკვეველია ნინოწმინდის რაიონის სოფ. გორელოვკაში არსებული დუხობორების „ობოლთა სახლისთვის“ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხი. სასურველია, აღნიშნული პროცედურა დაჩქარდეს და აღნიშნულ ობიექტს მუზეუმის სტატუსი მიენიჭოს; ძეგლის დასაცავად გამოიყოს ორი საშტატო ერთეული, რაც შესაძლებელს გახდის, ძეგლის მოვლა-პატრონობისთვის ანაზღაურება მიიღონ ადამიანებმა, რომლებიც დღეს სახლს ენთუზიაზმით იცავენ და უვლიან. სასურველია, მეტი ყურადღება დაეთმოს უმცირესობათა ისეთ თემებს, რომლებიც დღეს გაქრობის პირას არის (მაგალითად, დუხობორების თემი ნინოწმინდაში; ასევე, ძალიან ცოტა ღონისძიება ტარდება ებრაელთა კულტურის წარმოსაჩენად). უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ რეგიონში კულტურული ღონისძიებების არეალი მხოლოდ კონცერტებითა და სპორტული შეჯიბრებებით შემოიფარგლება. სასურველია, გარდა მუსიკალური ფესტივლებისა, კულტურული ურთიერთობები სხვა მიმართულებითაც განვითარდეს _ მოეწყოს ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები მწერლებთან, პოეტებთან, მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. ასევე, სასურველია, გაღრმავდეს კონტაქტი რეგიონებისა და დედაქალაქის სახელოვნებო სკოლებს შორის. მაგალითად, თბილისში გამოფენის მოწყობის დიდ სურვილს გამოთქვამს ახალქალაქის სახელოვნებო სკოლა, მაგრამ 2011 წელს აღნიშნული ღონისძიების მოწყობა ვერ მოხერხდა. სასურველია, კულტურული კავშირების გასაღრმავებლად, კულტურათა გასაცნობად, მეტი ყურადღება დაეთმოს მთარგმნელობით საქმეს; მოხდეს, ამ მიმართულებით, ლიტერატურული და სამეცნიერო პროექტების დაფინანსება. მიზანშეწონილია, სასწრაფოდ გადაიჭრას პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო სომხური თეატრისა და ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული სახელმწიფო თეატრის შენობების რეაბილიტაციის საკითხი.
164
media da informaciis xelmisawvdomoba
1. საკანონმდებლო ბაზა
საქართველოს კონსტიტუციით დაცულია სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, იკრძალება ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე – ადამიანის იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ (მუხლი 19). საქართველოს კანონით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს თავისუფლებას იძულებისგან, გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენის, აღმსარებლობის, სინდისისა და მსოფლმხედველობის, ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, აგრეთვე – ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება გახდეს მისი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფუძველი (მუხლი 3.2. კ). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების უკანონოდ ხელის შეშლა (მუხლი 153); ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა – თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა (მუხლი 155); და – ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ასევე – მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით (მუხლი 156). მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი ავალდებულებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება და სათანადო პროპორციით განათავსოს ინფორმაცია უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები (მუხლი 16). ამავე კანონის 33.11 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყოველწლიურად უნდა შექმნას ერთი ან ერთზე მეტი რეგულარული პროგრამული პროდუქტი არანაკლებ ოთხ ენაზე, მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე. 165
მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი უნდა უზრუნველყოფდეს მისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების აზრების გაშუქებას (მუხლი 46). მაუწყებლობის შესახებ კანონი ნებისმიერ მაუწყებელს უკრძალავს ისეთი პროგრამების გადაცემას, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის; ასევე – ისეთი პროგრამების გადაცემას, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისკენ, დისკრიმინაციისკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას (მუხლი 56). მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის შესახებ კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად მიიღო, ემყარება სამაუწყებლო პრინციპებს, რომელთაგან ერთ-ერთია სხვადასხვა სოციალური ჯგუ-ფის ინტერესების გათვალისწინება, განურჩევლად ამ ჯგუფების პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა (მუხლი 3). ქცევის კოდექსის მე-9 თავი, „მრავალფეროვნება, თანასწორობა და შემწყნარებლობა“, მაუწყებელს ავალდებულებს, თავი შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე სიძულვილს ან არატოლერანტობას (მუხლი 31). ამ კოდექსით, მაუწყებელს მოეთხოვება, სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ზუსტი და სარწმუნო, დაბალანსებული, პროპორციული და თანაზომადი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ ყველა კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფზე და სოციალურ ფენაზე, სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით; პატივი სცეს აზრის, სინდისის, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული ან სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა (მუხლი 32). მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად, მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის – ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან, და – უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას; არ უნდა შეუწყოს ხელი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას და აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმოშობა და რელიგიური მრწამსი; თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ამავე 33-ე მუხლის თანახმად, თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამსს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოცია-
166
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელების სისტემის რეაბილიტაცია დღეისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ქვეყნის 88%-ს, ხოლო მეორე არხი 65%-ს ფარავს. 2012 წელს, ქუთაისში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გადასვლასთან დაკავშირებით, ქუთაისში არსებული გადამცემი უფრო მძლავრი გადამცემით შეიცვლება და ტელევიზიის სიგნალი უფრო ფართო არეალის მომცველი იქნება. 2011 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელს გავრცელების არსებული სისტემის რეაბილიტაცია არ ჩაუტარებია იმ მიზეზით, რომ 2015 წლიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის და ანალოგური სიგნალის გადამცემების რეაბილიტაცია რესურსების უყაირათო ხარჯვა იქნებოდა. საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულია მზადება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად, შემუშავებულია გეგმა და მოძიებულია თანხები ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო გადამცემების შესაძენად. სამუშაოები ჩატარდება 2013-2014 წლებში. 3. სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამების სისტემატური წარმოება და ტრანსლირება 2011 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველდღიურად (შაბათკვირის გარდა) ამზადებდა და გადასცემდა საინფორმაციო გამოშვებებს ეროვნული უმცირესობების ენებზე. ეგრეთ წოდებული „ნაციონალური მოამბეები“ აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გადიოდა ღამის საათებში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით და მეორდებოდა ადრიან დილით, როგორც მეორე, ასევე – პირველი არხის ეთერით. ქვეყნის რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის ნაციონალური მოამბის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საინფორმაციო გამოშვებებს ყოველდღიურად გადასცემდნენ ის რეგიონული ტელევიზიები, რომლებიც აფხაზი, ოსი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებს ფარავენ. კერძოდ, აფხაზურ ენაზე „მოამბე“ გადიოდა ზუგდიდის ტელევიზია „ოდიშის“ ეთერით, ოსურ ენაზე „მოამბეს“ გორის ტელევიზია „თრიალეთი ტვ“ გადასცემდა, სომხურენოვანი „მოამბე“ ახალქალაქის „ატვ 12“-ის, ხოლო აზერბაიჯანულენოვანი „მოამბე“ „მარნეული ტვ“-ის ეთერით გადიოდა. ამ ტელეკომპანიებით ნაციონალური „მოამბეების“ რეტრანსლირება ხდებოდა ყოველ საღამოს, საუკეთესო საეთერო დროს (ე. წ. „პრაიმ ტაიმში“ _ 20:00 საათიდან 23:00 საათამდე) და მეორდებოდა მეორე დღეს, დილის საათებში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სომხურ ენაზე, „მოამბე“ ყოველ საღამოს ნინოწმინდის ტელეკომპანია „ფარვანას“ ეთერითაც გადიოდა. ამ რეტრანსლაციას
167
11 20
ლურ კუთვნილებას ან ნებისმიერ სხვა ნიშანს, როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს, ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს, შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს შეკითხვა დაუსვას გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.
ადგილობრივი საკრებულო აფინანსებდა. ოსურ ენაზე „მოამბეს“ ყოველ საღამოს გადასცემდა ჭიათურის „იმერვიზია“. „ნაციონალური მოამბე“ ქართული „მოამბის“ დღის მთავარი გამოშვების შემოკლებულ ვერსიას, ერთგვარ კოლაჟს წარმოადგენს. პროგრამის სრული ქრონომეტრაჟი 40 წუთია და ინფორმაციას თითოეული უმცირესობის ენაზე დაახლოებით 10-10 წუთი ეთმობა. თითო ენაზე, საშუალოდ, 12-14 სიუჟეტი გადის. ერთი სიუჟეტის ხანგრძლივობა, საშუალოდ, ერთი წუთია. რეიტინგების არარსებობის გამო, „ნაციონალური მოამბის“ აუდიტორიის სიდიდის გაზომვა ვერ ხერხდება. თუმცა, იმ კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც გამოყენებითი კვლევების კომპანიამ (ARC) ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 2010 წლის დეკემბერში ჩაატარა, „ნაციონალურ ენებზე მომზადებულ მოამბეს, ამა თუ იმ სიხშირით, უყურებს ქვემო ქართლის არაქართველი მოსახლეობის 56,8%, ხოლო სამცხე-ჯავახეთის არაქართველი მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები (48,4%)“1. სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ორგანიზებული ფოკუს-ჯგუფების მონაწილეთა (ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები) შეფასებით, „მედიის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ძვრები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არ შეინიშნება. მოსახლეობის ინფორმაციის ძირითად წყაროს კვლავ სხვა ქვეყნის ტელეარხები წარმოადგენს“2. CiDA-ს მიერ ორგანიზებულ ზემოაღნიშნულ ფოკუს-ჯგუფებში საინფორმაციო გადაცემების თარგმანის ხარისხის საკითხი ისე მწვავედ არ დამდგარა, როგორც – 2009 წლის ფოკუს-ჯგუფებში. 2012 წლის მაისში ARC-ის მიერ ქვემო ქართლში ორგანიზებულ ფოკუს–ჯგუფშიც აღინიშნა აზერბაიჯანული „მოამბის“ თარგმნის ხარისხის გაუმჯობესება („ენა უფრო ლიტერატურული გახდა“). თუმცა, ამ ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები თარგმანს მაინც უხარისხოდ მიიჩნევენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ძალიან ბევრი შეცდომაა. მონაწილეებს არ მოსწონთ დიქტორის ხმა და აქცენტი („ქართულენოვანი ადამიანის, რომელმაც არ იცის აზერბაიჯანული ენა“)3. თემატიკასთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის ფოკუს-ჯგუფებში უკმაყოფილება გამოითქვა ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პრობლემების / თემების გაშუქების სიმცირესთან დაკავშირებით.
1
2
3
ARC-ის „მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში“, რომელიც ჩატარდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) პროექტის – „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ – ფარგლებში; 2011. „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში 2010-2011 წლების აგვისტოს ჩათვლით“; სამოქალაქო განვითარების სააგენტოს CiDA; 2011. ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ორგანიზებული ფოკუს–ჯგუფების ანგარიში. ARC, 2012.
168
მედიის წარმომადგენელთა და პედაგოგთა აზრით, ეროვნულ უმცირესობებს საინფორმაციო გამოშვებები ნაკლებად აინტერესებთ და უფრო მეტად გასართობ გადაცემებს უყურებენ5. ისინი იმ გასართობ ტელეარხებს უყურებენ, რომლებიც მათთვის გასაგებ ენაზე მაუწყებლობენ. ფოკუს-ჯგუფების მონაწილეთა მოსაზრებებზე დაყრდნობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საინფორმაციო გადაცემებისადმი ინტერესის ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზი მათი დაბალი ხარისხია. „ნაციონალური მოამბეების“ არსებული ფორმატი რადიოეთერით ტრანსლირებისთვის უფრო შესაფერისია, ვიდრე – ტელეეთერით. ტელემაყურებლისთვის ასეთი ფორმატი უინტერესო და მოსაწყენია. ამის დასტურია ქვემო ქართლის ფოკუსჯგუფში გამოთქმული მოსაზრება, რომ „ბევრი ოჯახი მიზანმიმართულად რთავს ქართულ მოამბეს, რომ თუნდაც არ იცოდნენ ქართული კარგად, რაღაც ინფორმაცია ვიზუალურად მაინც მიიღონ, ენის აღქმაში ეხმარებათ ქართულენოვანი ინფორმაციის ყურება“; ამას ადასტურებს სამცხე-ჯავახეთის ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა წუხილიც იმის თაობაზე, რომ „ფარვანა“ 2 წელია აღარ თარგმნის „კურიერს“ სომხურ ენაზე და აღარ მიმართავს მის რეტრანსლირებას. ეს პროექტი 2008 წელს დასრულდა. ფოკუსჯგუფის მონაწილეთა აზრით, ეს ძალიან კარგი პროექტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ თარგმანის ხარისხის მიმართ ბევრი პრეტენზია ჰქონდა მოსახლეობას, გადაცემას მაინც უყურებდნენ და წარმოდგენა ექმნებოდათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე6. „ნაციონალური მოამბისადმი“ ინტერესის ნაკლებობის მეორე მიზეზი უმცირესობების თემების და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენების გაშუქების სიმცირეა. მართალია, ეროვნული უმცირესობების რედაქციებმა 2011 წლის განმავლობაში მოამზადეს ექსკლუზიური სიუჟეტები, მაგრამ სასურველია მათი რაოდენობის გაზრდა, ვინაიდან უმცირესობებს ასეთი ინფორმაცია აინტერესებთ. 2011 წელს „ნაციონალური მოამბეების“ რედაქციებმა სულ 32 ექსკლუზიური სიუჟეტი მოამზადეს, მათგან 5 – აფხაზურმა, 6 – ოსურმა, 5 – აზერბაიჯანულმა და 16 – სომხურმა რედაქციებმა. საჭიროა ამ რედაქციების მუშაობის გააქტიურება და უფრო მეტი ასეთი სიუჟეტის მომზადება. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოამბეების“ ყოველდღიური ტრანსლირება უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, აუცილებელია მათი ხარისხის გაუმჯობესება ფორმატის, შინაარსისა თუ ქრონომეტრაჟის კუთხით; ასევე, საჭიროა „ნაციონალური მოამბის“ რედაქციების თანამშრომელთა ტრენინგი იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებზეც ფოკუს-ჯგუფებში გამახვილდა ყურადღება. 4 5
6
ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ჩატარებული ფოკუს ჯგუფების ანგარიში. ARC, 2012 „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში 2010-2011 წლის აგვისტოს ჩათვლით“; სამოქალაქო განვითარების სააგენტოს CiDA; 2011. ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ჩატარებული ფოკუს ჯგუფების ანგარიში. ARC, 2012
169
11 20
აზერბაიჯანულ ენაზე „მოამბეს“ უყურებენ უფრო მეტად „მარნეული ტვ“-ის მეშვეობით, რადგან გადაცემა უფრო მოსახერხებელ დროს გადის, საღამოს 9 საათზე. ის, ვინც სატელევიზიო სიგნალს სატელიტური ანტენების მეშვეობით იღებს, სადაც არ გადის „მარნეული ტვ“-ის სიგნალი, არ უყურებს ნაციონალურ „მოამბეს“4.
როგორც საზოგადოებრივი არხების, ასევე პარტნიორი რეგიონული ტელეკომპანიების მიერ „ნაციონალური მოამბის“ სისტემატური წარმოება და ტრანსლირება 2012 წელსაც გრძელდება. სასურველია, რომ „ნაციონალურ მოამბეს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტზეც ჰქონდეს საკუთარი გვერდი (ისე, როგორც სხვა გადაცემებს აქვს), რათა მაყურებელს გამოხმაურების/ინტერაქციის შესაძლებლობა მიეცეს. 4. საინფორმაციო რადიოპროგრამების სისტემატური წარმოება და ტრანსლირება 2011 წელს აფხაზური, ოსური, სომხური და აზერბაიჯანულენოვანი „ნაციონალური მოამბის“ აუდიოვერსია ყოველდღე, დილაადრიან, გადაიცემოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი რადიოს ეთერით. „პირველი რადიო“, ასევე, ამზადებდა საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის პროგრამას ქურთულ ენაზე, რომელიც კვირაში ერთხელ გადაიცემოდა. 2011 წლის სამოქმედო გეგმა ქურთულ ენაზე რადიოპროდუქტის ყოველდღიურ წარმოებასა და ტრანსლირებას ითვალისწინებდა. ეს მოთხოვნა არ არის შესრულებული. თუმცა, 2011 წლის 17 ოქტომბერს პირველმა რადიომ მოაწყო შეხვედრა ქურთულ დიასპორასთან. შეხვედრას ესწრებოდა 40 ადამიანი. შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს რადიოს მიერ ქურთულ ენაზე მომზადებული ყოველკვირეული საინფორმაციო გადაცემის თაობაზე და განსაკუთრებით აღნიშნეს ამ გადაცემის ენის ხარისხი (ქურთულ რედაქციაში 2 ლინგვისტი მუშაობს). შეხვედრის შედეგად შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქურთულ ენაზე ამ რადიოპროდუქტის შემდგომი განვითარების შესახებ წინადადებებს შეიმუშავებს. ტელევიზიის მსგავსად, რეიტინგების არარსებობის გამო, „ნაციონალური მოამბის“ მსმენელთა სიდიდის გაზომვა ვერ ხერხდება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოებრივი რადიოს რადიოტალღები ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ზოგ რაიონში არ ვრცელდება, ასევე – აღნიშნულ რეგიონებში რადიომსმენელთა დაბალ წილს (13%)7, ამ რადიოპროგრამის ეფექტი, ეროვნული უმცირესობების ინფორმირების თვალსაზრისით, სავარაუდოდ, ერთობ უმნიშვნელოა.
5. „პირველი კავკასიური“
რუსულ სატელევიზიო არხებს სამცხე-ჯავახეთში ეროვნული უმცირესობების 68,4% უყურებს, ქვემო ქართლში კი – 28,4%8. ამ ორ რეგიონს შორის ასეთი სხვაობის ერთერთი მიზეზი ის არის, რომ რუსულ ენას სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები უფრო ფლობენ, ვიდრე – ქვემო ქართლის. თუმცა, ამ რეგიონებში საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი არხი – „პირველი კავკასიური“ („პიკი“) 7
8
ARC-ის „მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში“, რომელიც ჩატარდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) პროექტის – „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ – ფარგლებში; 2011 Ibid.
170
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა დადებითად აფასებს ტელეკომპანია „პიკის“ გასვლას ეთერში. თვლიან, რომ გადაცემებიც ნორმალურია და ენაც – გასაგები. უბრალოდ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჯერ არ იცის ამ არხის არსებობის შესახებ და ნაკლებად უყურებს მას. ქვემო ქართლშიც უყურებენ „პიკს“, მოსახლეობისთვის ყველაზე კომფორტულია რუსულ ენაზე ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, „პიკის“ საინფორმაციო გადაცემის ხარისხიც უკეთესია და – უფრო მრავალფეროვანი10. „პირველმა კავკასიურმა“ 2011 წელს დაიწყო თანამგზავრზე შეუფერხებლად მაუწყებლობა. არხის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენების და იქ მცხოვრებ ხალხთა ცხოვრების გაშუქებაა. „პირველ კავკასიურზე“ გადაიცემა საინფორმაციო და ანალიტიკური პროგრამები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკშოუები, საგანმანათლებლო გადაცემები. ეროვნული უმცირესობების ინფორმირების თვალსაზრისით, ამ არხის მაუწყებლობის დაწყება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. 2012 წლის მარტიდან ამ არხზე, დილაადრიან, მეორდება პირველი არხის მიერ მომზადებული „მოამბეები“ აფხაზურ, ოსურ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, მარტიდან დაიწყო საინფორმაციო პროგრამის მომზადება, რომელიც ფოკუსირებულია რეგიონებში მიმდინარე მოვლენებზე. ნაკლებ სავარაუდოა, რომ 2011 წელს „პირველი კავკასიურის“ არაპოპულარობა თანამგზავრით მისი მაუწყებლობა ყოფილიყო, ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობას სატელიტური ანტენა აქვს. ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ „პირველი კავკასიური“ შედარებით ახალი არხია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მოსახლეობის სატელევიზიო ჩვევები: როგორც წესი, ახალი არხებისა და პროგრამებისკენ მოსახლეობის გადაბირება საკმაოდ რთულია. 2011 წელს ზემოხსენებულ რეგიონებში უფრო უყურებდნენ ქვეყანაში მოქმედ მეორე რუსულენოვან არხს, „რეგიონ ტვ“-ს, რომლის სამიზნე აუდიტორიაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობა იყო. „რეგიონ ტვ“-ის შედარებითი პოპულარობა იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ტელევიზიები თავიანთ თავისუფალ საეთერო დროს „რეგიონ ტვ“-ს ტრანსლაციით ავსებდნენ. 2012 წელს „პირველი კავკასიური“ და „რეგიონ TV“ გაერთიანდა და „პირველმა კავკასიურმა“ „რეგიონ TV“-ის სიხშირით დაიწყო მაუწყებლობა. ამრიგად, ამ არხის რესურსი სამოქალაქო ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობაში, ჯერჯერობით, არ არის გამოყენებული. 6. სამაუწყებლო პროგრამებში ეროვნული უმცირესობების გაშუქებისა და მონაწილეობის ხელშეწყობა
„ჩვენი ეზო“
2011 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი სისტემატურად ამზადებდა გადაცემას „ჩვენი ეზო“. გადაცემა გადიოდა ყოველ კვირადღეს, 16:30-ზე, და მეორდებოდა ყოველ სამშაბათს, ასევე – დღის საათებში. „ჩენი ეზოს“ ქრონომეტრაჟი თითქმის 1 საათია. 9 10
Ibid. ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ორგანიზებული ფოკუს–ჯგუფების ანგარიში. ARC, 2012
171
11 20
– პოპულარული არ არის. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს ჰქონდათ ინფორმაცია ამ არხის შესახებ, თუმცა, როგორც მათ აღნიშნეს, ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობას მის შესახებ არაფერი სმენია9.
„ჩვენი ეზო“ ქართულენოვანი გადაცემაა. მისი სპეციალური სტუმრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან. გადაცემაში საუბარია ეთნიკური უმცირესობებისთვის აქტუალურ პრობლემებზე, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საკითხებზე. 2011 წელს გადაცემაში გაშუქებულ თემებს შორის იყო სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხები, დიასპორების მდგომარეობა, სახელმწიფო ენის სწავლება, ინფრასტრუქტურის განვითარება, მედია და სხვ. „ჩვენი ეზო“, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ერთად, ფართო აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი და საქართველოს მოსახლეობას აცნობს საქართველოში მცხოვრები უმცირესობების ტრადიციებსა და კულტურას, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების მიღწევებსა და წვლილს ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის განვითარებაში. „ჩვენი ეზო“ ერთადერთი გადაცემაა ქართულ ტელესივრცეში, რომელიც საგანგებოდ ეროვნული უმცირესობების თემას ეთმობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით 2007 წლიდან გადაიცემა (თავიდან „იტალიური ეზო“ ერქვა, ხოლო 2010 წლიდან „ჩვენი ეზო“ ჰქვია). იგი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს თავის აუდიტორიას. 2011 წელს, სამშაბათობით გადაცემის განმეორებითი ჩვენება მის აუდიტორიას ზრდიდა. თუმცა, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში „ჩვენ ეზოს“ უფრო ქართველი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე – არაქართველი11. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ენობრივი ბარიერია. „ჩვენი ეზოს“ აუდიტორიის გაზრდის, ასევე – ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრირების პროცესში ამ გადაცემის წვლილის გაძლიერებისა და ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობისთვის, სასურველია, რეგულარულად მოხდეს ამ გადაცემის უმცირესობების ენებზე თარგმნა/გახმოვანება და პარტნიორი რეგიონული ტელევიზიებით ტრანსლირება. რეგიონული ტელევიზიებით ტრანსლირების შემთხვევაში, ამ გადაცემის ნახვას იმ დასახლებული პუნქტების მოსახლეობაც შეძლებს, სადაც 1-ლი არხის სიგნალი არ ვრცელდება. გადაცემას „ჩვენი ეზო“ პირველი არხის ვებსაიტზე აქვს საკუთარი გვერდი, რაც მაყურებელს ინტერაქციის/გამოხმაურების საშუალებას აძლევს. ვებგვერდზე ხელმისაწვდომია გადაცემების ვიდეოარქივიც. გადაცემის წარმოება და ტრანსლირება 2012 წელსაც გრძელდება.
7. მედიაში ტოლერანტობისა და კულტურული პლურალიზმის
დამკვიდრების ხელშეწყობა
„ჩვენი საქართველო“ 2011 წლის მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი რადიო სისტემატურად ამზადებს ყოველკვირეულ გადაცემას „ჩვენი საქართველო“. გადაცემა გადის ყოველ ხუთშაბათს, დღის საათებში (14:10), და მისი ქრონომეტრაჟი 50 წუთია. 11
ARC-ის „მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში“, რომელიც ჩატარდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) პროექტის – „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ – ფარგლებში, 2011.
172
გადაცემაში მოწვეული სტუმრები, უმეტესად, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები არიან. „ჩვენი საქართველო“ ინტერაქტიური გადაცემაა და მსმენელებს საშუალება ეძლევათ, გადაცემის მსვლელობისას დარეკონ და პირდაპირ ეთერში დასვან კითხვები, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები გადაცემის თემასთან დაკავშირებით. თითო გადაცემაში, საშუალოდ, 3-4 მსმენელი რეკავს. 2011 წელს გადაცემაში შუქდებოდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ისტორია, ტრადიციები, ყოფა, საქმიანობა; ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხები, ინტეგრაციასა თუ შემწყნარებლობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები და სხვა თემები. 2011 წელს გაშუქებულ თემებს შორის იყო: ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ქართული მედია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ, ქართული ენა და ეროვნული უმცირესობა, სამოქალაქო ინტეგრაცია და სხვ. გადაცემების აუდიოარქივი ხელმისაწვდომია პირველი რადიოს ვებგვერდზე. გადაცემის მომზადება და ტრანსლირება 2012 წელსაც გრძელდება.
8. საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა ღონისძიებები
2011 წლის 14 ოქტომბერს გაიმართა ტელეხიდი „თბილისი-ბაქო“, რომელიც მიეძღვნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის მე-20 წლისთავს. 2011 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, განახორციელა ერთობლივი პროექტი _ მუსიკალური გადაცემა „10+10“, ქართველი და სომეხი მომღერლების მონაწილეობით. გადაცემა ორენოვანი იყო. 2011 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩაატარა სემინარი ეთნიკური უმცირესობების თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის: თემა – „ტერმინოლოგია და ტოლერანტობის ეთიკა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით“. მაუწყებლობის შესახებ კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი იყო რვა საზოგადოებრივი საბჭო, მათ შორის – ეთნიკური უმცირესობების საბჭო. ამ საბჭოების ფუნქციას, საზოგადოებრივი ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მათი სფეროების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში შეტანილი ცვლილების შედეგად, 2011 წლის ივლისიდან, ამ რვა საზოგადოებრივი საბჭოს ნაცვლად, მაუწყებელში ერთი, გაერთიანებული საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა, რომელშიც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებიც შედიან. ეს ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს, ვინაიდან ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლები ახლა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების თემით არ 173
11 20
გადაცემა განკუთვნილია როგორც ეროვნული უმცირესობების, ასევე ფართო საზოგადოებისთვის და მიზნად ისახავს ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესისა და ღია საზოგადოების ღირებულებათა განმტკიცების ხელშეწყობას, ასევე – მედიაში ტოლერანტობისა და კულტურული პლურალიზმის დამკვიდრებას.
შემოფარგლებიან და საზოგადოებრივი მაუწყებელთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხილვასა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობენ. საბჭოს შემადგენლობაში 47 წევრია12.
9. ბეჭდვითი მედია
დღეს უმცირესობების ენებზე გამოცემები დაბალი ტირაჟით და, ზოგ შემთხვევაში, არასტაბილურად გამოდის და, პრაქტიკულად, არ იყიდება. მათი გამომწერები, ძირითადად, ადგილობრივი სახელმწიფო უწყებები, საჯარო სკოლების მასწავლებლები და მცირე რაოდენობით ადგილობრივი მოსახლეობაა. ზოგი გაზეთი გრანტების ან სახელმწიფო დაფინანსების წყალობით არსებობს და უფასოდ ვრცელდება. ეთნიკური უმცირესობების ენებზე განხორციელებადი გამოცემების უმეტესობას არა აქვს ვებგვერდი. 2011 წელს აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი „გურჯისტანი“ კვირაში ერთხელ გამოდიოდა. 2011 წლიდან გაზეთის გვერდების რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. გაზეთს არ ჰქონდა ვებგვერდი. „გურჯისტანი“, ძირითადად, ქვემო ქართლის რეგიონში ვრცელდება. მისი ტირაჟი 2,000-ს შეადგენს. 2011 წელს გაზეთმა 45,000 ლარის დაფინანსება მიიღო, საიდანაც 15,000 ლარი მას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ „ლიტერატურული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოეყო, ხოლო დანარჩენი 30,000 ლარი _ პრეზიდენტის ფონდიდან. გაზეთი, ძირითადად, ხელისუფლების საქმიანობას აშუქებს. 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გაზეთი არ გამოდიოდა კომუნალური პრობლემების გამო, რომლებიც მას ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ შეექმნა. „გურჯისტანის“ დისტრიბუციას თავად გაზეთის რედაქცია ახორციელებს. თბილისში დაბეჭდილი ნომრები კორესპონდენტს მიაქვს და რეგიონში არიგებს. სომხურენოვანი გაზეთი „ვრასტანი“ ყოველკვირეული გამოცემაა. 2011 წელს გაზეთმა 45,000 ლარის დაფინანსება მიიღო. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს „ლიტერატურული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, გაზეთს გამოეყო 15,000 ლარი, ხოლო პრეზიდენტის ფონდიდან – 30,000 ლარი. „ვრასტანი“ 8-გვერდიანია და მისი ტირაჟი 4, 000-ს აღწევს. „ვრასტანი“ ძირითადად სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება და შედარებით მცირე რაოდენობით – ქვემო ქართლში. დისტრიბუციას თავად რედაქცია ახორციელებს. თბილისში დაბეჭდილ ნომრებს კორესპონდენტი რეგიონებში ავრცელებს. „ვრასტანს“ საქართველოში 120, ხოლო სომხეთში 108 ხელმომწერი ჰყავს. გაზეთი, ძირითადად, ხელისუფლების საქმიანობას აშუქებს. მთავარი რედაქტორის თქმით, გაზეთზე მოთხოვნილება მაღალია და, დამატებითი დაფინანსების შემთხვევაში, ტირაჟი გაიზრდება. სამცხე-ჯავახეთში ორგანიზებული ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა აზრით, გაზეთი „ვრასტანი“, მართალია, არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით, მაგრამ ინფორმაციის 12
http://gpb.ge/uploads/documents/bb37414a-dc6d-454f-bf88-a6de1de15fb1doc.pdf
174
ბეჭდურ მედიას, როგორც წესი, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ კითხულობს. მიუხედავად ამისა, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების მონაწილეებს მაინც აუცილებლად მიაჩნიათ ადგილობრივი გაზეთების არსებობა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი გაზეთები ადგილობრივი მოსახლეობისთვის გამოდის. როგორც ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა აღნიშნეს, დაინტერესებულ პირებს „ვრასტანის“ და „გურჯისტანის“ გამოწერით მიღება შეუძლიათ. თუმცა, ეს გაზეთები დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და მათი ძირითადი მომხმარებლები სახელმწიფო დაწესებულებები არიან14. ორივე რეგიონში ორგანიზებულ ფოკუს-ჯგუფებში აღინიშნა, რომ მოსახლეობას გაზეთში ფულის გადახდას უფასოდ მისი მიღება ან ტელევიზიით საჭირო ინფორმაციის მოსმენა ურჩევნია. „უმეტესობა რეგიონული გაზეთებისა უფასოდ რიგდება მოსახლეობაში და ამიტომ კითხულობენ“.15 2011 წელს სამცხე-ჯავახეთში ყოველკვირეული ორენოვანი – ქართულ-სომხური – გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ გამოდიოდა. გაზეთი სამცხე-ჯავახეთსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და პრობლემებს აშუქებდა. „სამხრეთის კარიბჭის“ ქართულენოვანი რედაქცია ახალციხეში, სომხური კი ახალქალაქში მდებარეობდა. თავდაპირველად „სამხრეთის კარიბჭე“ 12-გვერდიანი და 4,000-იანი ტირაჟით გამოდიოდა. 2011 წელს გაზეთი 8-გვერდიანი იყო, ხოლო მისი ტირაჟი – 1,500 (1000 – ქართულენოვანი, 500 კი – სომხურენოვანი ვერსია). სომხურ ენაზე მომზადებული მასალები ჯერ რუსულად, შემდეგ კი ქართულად ითარგმნება, რაც გაზეთს საკმაოდ ძვირი უჯდება. Mercy Corps-ის დაფინანსებით, გაზეთს ჰქონდა ჩანართი „მეურნე“, რომელიც აგრარულ თემებს ეხებოდა. „სამხრეთის კარიბჭე“, ძირითადად, ხელმოწერით ვრცელდებოდა. დისტრიბუციას თავად გაზეთის რედაქცია ახორციელებდა – დისტრიბუტორებს გაზეთი ან სახლში მიჰქონდათ ხელმომწერებისთვის (სოფლის მოსახლეობის შემთხვევაში) ან რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციაში ტოვებდნენ, საიდანაც ხელმომწერებს თავად მიჰქონდათ. „სამხრეთის კარიბჭე“, ასევე, ვრცელდებოდა ადგილობრივ სახელმწიფო უწყებებში, ბანკებში, განათლების სამინისტროს რესურსცენტრებში. 2008-2010 წლებში გაზეთს ჰოლანდიური ორგანიზაცია Press Now აფინანსებდა. დაფინანსების დასრულებასთან ერთად, 2011 წელს, გაზეთი სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. 2011 წელს გაზეთმა ვერც ერთი გრანტი ვერ მიიღო და ძველი დანაზოგით აგრძელებდა არსებობას. დეკემბერში ეს რესურსიც ამოიწურა 13 14
15
ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ორგანიზებული ფოკუს–ჯგუფების ანგარიში. ARC, 2012. „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში 2010-2011 წლის აგვისტოს ჩათვლით“, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს CiDA, 2011. Ibid.
175
11 20
მიღება ამ გაზეთის საშუალებით შესაძლებელია. ნინოწმინდასა და ახალქალაქში ისიც აღინიშნა, რომ, ვრასტანის გარდა, სხვა გაზეთების დისტრიბუცია ამ რეგიონში საერთოდ არ ხდება13.
და გაზეთის მხოლოდ ორი ნომერი გამოვიდა, ხოლო შემდეგ გამოცემა შეწყდა. 2012 წლის 19 მარტიდან გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ მხოლოდ ქართულენოვანი ვერსიის გამოცემა განახლდა.16 „სამხრეთის კარიბჭეს“ მხოლოდ ქართულენოვანი ბლოგი ჰქონდა, რომელზეც ყველა მასალა ქვეყნდებოდა. გაზეთის ყოველი ნომრის ელექტრონული ვერსია სომხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იგზავნებოდა. გაზეთს ერევანში ელექტრონული ვერსიის ორი ხელმომწერიც ჰყავს. მარნეულში რამდენიმე გაზეთი გამოდის აზერბაიჯანულ ენაზე. მათ უმეტესობას არასამთავრობო ორგანიზაცია „აზერბაიჯანლების კულტურული ცენტრი საქართველოში“ აფინანსებს, რომელსაც, თავის მხრივ, აზერბაიჯანის სახელმწიფო აფინანსებს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმოადგენს. 2011 წელს მარნეულში გამოდიოდა აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი „რეგიონ პრესი“ (თვეში სამჯერ). „რეგიონ პრესი“ 8-გვერდიანი, 2,000 ეგზემპლარიანი გამოცემაა და ქვემო ქართლის რეგიონში უფასოდ ვრცელდება. არარეგულარულად ვრცელდება იგი კახეთშიც. გაზეთში შუქდება საქართველოში, მსოფლიოში, ქვემო ქართლსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ სოციალურ თემების გარდა გაზეთში შუქდება ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, ახალგაზრდების ჩართულობის და ინტეგრაციის საკითხები. გაზეთს ვებგვერდი არა აქვს. აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი „ზია“ თვეში ერთხელ 2,000 ეგზემპლარის ოდენობით გამოდიოდა. მას აზერბაიჯანის დიასპორის კომიტეტი აფინანსებდა. გაზეთი 8 გვერდიანი იყო და, გარდა მიმდინარე მოვლენებისა, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების ცხოვრებას, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს, აზერებაიჯანლების კულტურას, ტრადიციებს, დღესასწაულებს აშუქებდა. გაზეთი ქვემო ქართლის რეგიონში უფასოდ ვრცელდებოდა. გაზეთში, ზოგჯერ, სტატიები ქართულადაც იბეჭდებოდა. 2011 წელს წალკაში გამოდიოდა ორენოვანი ქართულ-სომხური გაზეთი „წალკის უწყებანი“, რომელიც წალკის რაიონში ვრცელდებოდა. გაზეთი თვეში ერთხელ 500 ეგზემპლარის ოდენობით გამოდიოდა. 2011 წლის აგვისტოდან კახეთის ქართულენოვანი ყოველკვირეული რეგიონული გაზეთი „სპექტრი“ თვეში ერთხელ, 4-გვერდიანი ორენოვანი (ქართულ-აზერბაიჯანული) ჩანართით, გამოდიოდა. ეს ჩანართი IREX-ის დაფინანსებული პროექტის _ „სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობა ეთნიკური აზერბაიჯანლებით დასახლებულ სოფლებში და მათი ინფორმირება“ _ ფარგლებში გამოიცემოდა და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სოფლებისთვის იყო გამიზნული. ჩანართში შუქდებოდა ქვეყნის მნიშვნელოვანი სიახლეები, ხელისუფლების საქმიანობა, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, ყოფა, თვითმყოფადობის, რელიგიის საკითხები. „სპექტრი“, ჩვეულებრივ, 3,500-იანი ტირაჟით გამოდის, მაგრამ თვეში ერთ16
http://www.media.ge/stories/kartulenovani_samkhretis
176
10. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უმცირესობების ინფორმირების გაუმჯობესების თვალსაზრისით ბოლო წლებში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, ეროვნული უმცირესობების ინფორმირების დონე მაინც დაბალია. „ერთნიკურად არაქართველ მოსახლეობას ქვემო ქართლში და სამცხე ჯავახეთში აქვთ საშუალება მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში მომდინარე მოვლენებზე მათთვის გასაგებ ენაზე. პრობლემა მდგომარეობს არა იმაში, რომ მოსახლეობას არ შეუძლია მშობლიურ ენაზე მოისმინოს სიახლეები, რომელიც ცენტრალური არხებით გადაიცემა, არამედ საინფორმაციო ნაკადების ხარისხსა და ინტენსივობაში“17. მეტიც, ეროვნული და ადგილობრივი ტელევიზიების დაფარვის არეალი შეზღუდულია. შედეგად, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არსებობს სოფლები და დასახლებული პუნქტები, რომლებამდეც ვერც ადგილობრივი და ვერც ეროვნული სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალი აღწევს. იგივე მდგომარეობაა რადიოსიგნალის თვალსაზრისითაც. მოსახლეობა ძირითად საინფორმაციო საშუალებად ტელევიზიას განიხილავს და მეტი პრეტენზიები სწორედ მის მიმართ აქვს. მედიის მიმართ დამოკიდებულებებზე საუბრისას ფოკუს-ჯგუფებში გამოიკვეთა ადგილობრივი ტელევიზიების განვითარების მოთხოვნა: „ადგილობრივ ტელევიაზიაში გადის ადგილობრივი ამბები და ადამიანები ყოველთვის ინტერესით უყურებენ მათ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობამ დღეს არ იცის სახელმწიფო ენა, მაინც მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ისინი, ვინც უკვე ისწავლა ან ვინც ახლა სწავლობს ქართულს. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაუწყებლობა ხარისხიანი და საინტერესო იყოს. ამ ამოცანის გადაწყვეტა ადგილობრივი ტელევიზიების საშუალებით უფრო მარტივია, ვიდრე ეროვნული მაუწყებლობით“.18 რეგიონული ტელევიზიები ჯერ არ არის ისე განვითარებული, რომ მოსახლეობის საინფორმაციო მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს. ადგილობრივი ტელევიზიების განვითარებას ბევრი პრობლემა აფერხებს, უპირველეს ყოვლისა – უსახსრობა. რეგიონებში სარეკლამო ბაზარი შედარებით განუვითარებელია, შესაბამისად, ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები მწირია. მოძველებულია ტექნიკა, დაბალია ჟურნალისტების კვალიფიკაცია, ბევრ ტელევიზიას შენობის პრობლემაც აქვს. ეს ყველაფერი ხელს უშლის ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე მეტი ტელეპროდუქტის შექმნას. 17
18
„შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში 2010-2011 წლის აგვისტოს ჩათვლით“; სამოქალაქო განვითარების სააგენტოს CiDA; 2011. Ibid.
177
11 20
ხელ ჩანართიანი გაზეთის ტირაჟი 5,000-ს აღწევდა. ჩანართი უფასოდ ვრცელდებოდა ე. წ. „იორმუღანლოს თემებში“ (8 სოფელი), რომელთა მოსახლეობაც, 2002 წლის აღწერის მიხედვით, 24,000-ს შეადგენს. გაზეთის რედაქტორის თქმით, ჩანართისადმი ინტერესი დიდია და, პრაქტიკულად, იგი ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო იყო, ვინაიდან ამ სოფლებში არც სატელევიზიო და არც რადიოსიგნალი არ ვრცელდება და ადგილობრივმა მოსახლეობამ, მშობლიურის გარდა, სხვა ენა არ იცის.
ამავე დროს, რეგიონულ ტელევიზიებში იგრძნობა კომერციული მიდგომის დეფიციტი. ბევრი კვლავ დონორებისგან გრანტების მიღებაზე ანდა სახელმწიფო დახმარებაზე ამყარებს იმედს. მწირი რესურსების პირობებში, არ ჩანს რეგიონის რაიონულ ტელევიზიებს შორის თანამშრომლობის და ერთობლივი პროდუქტების თანაწარმოების სურვილი თუ მცდელობა. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ახალი მედიის ელემენტების გამოუყენებლობაა. ბევრ მაუწყებელს საკუთარი ვებგვერდიც კი არა აქვს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამი ადგილობრივი ტელევიზია მაუწყებლობს – ქართულენოვანი „მე-9 არხი“ – ახალციხეში და სომხურენოვანი არხები „ATV 12“ – ახალქალაქში და „ფარვანა“ – ნინოწმინდაში. ახალციხის ქართულენოვანი ტელეკომპანია „მე-9 არხი“ ახალციხის და ადიგენის რაიონებს ფარავს. 2011 წელს ტელევიზიის მიერ მომზადებულ პროგრამებს დღეში დაახლოებით 5 საათი ეკავა, საეთერო ბადის დანარჩენს კი რუსულენოვანი „რეგიონ TV“ ავსებდა. ტელეკომპანია რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ყოველდღიურ საინფორმაციო პროგრამას ამზადებდა. 2011 წლის სექტემბრიდან „მე-9 არხმა“ შემეცნებით გადაცემათა ახალი ციკლი – „ეპოქა“ – დაიწყო, რომელშიც მოთხრობილი იყო სამცხე-ჯავახეთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და გამოჩენილი ადამიანების შესახებ. გადაცემები მომზადდა მიხეილ თამარაშვილზე, ახალციხის თეტრზე, მაჰმადიან მესხებზე, ებრაელებზე, რაბათის ციხეზე. ტელევიზიის მესვეურების თქმით, ამ გადაცემებმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. Mercy Corps-ის ფინანსური მხარდაჭერით მზადდებოდა პროგრამა ფერმერებისთვის. 2011 წელს, „მე-9 არხის“ ჟურნალისტი და ოპერატორი ჟურნალისტური კონკურსის „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულთა შორის იყვნენ საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის, რომელიც მაჰმადიან მესხებს ეხებოდა. ტელევიზიას არა აქვს ვებგვერდი, აქვს მხოლოდ ბლოგი, რომელიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა დააფინანსა. ტელეკომპანია „ფარვანა“ ნინოწმინდაში არსებული ერთადერთი სომხურენოვანი ტელეკომპანიაა და ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონებს ფარავს. 2012 წლიდან ტელევიზია დაფარვის ზონის გაფართოებას და წალკის რაიონის ეთნიკური სომხებით დასახლებული სოფლების და სომხეთის მოსაზღვრე სოფლების მოცვას აპირებს, სადაც, ტელევიზიის გენერალური დირექტორის თქმით, „ფარვანას“ გადაცემებისადმი ინტერესი არსებობს. დღეისთვის „ფარვანა“ სამხრეთ-ჯავახეთის რეგიონში ყველაზე გამართული ტელევიზიაა, თავისი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით, პროგრამის მრავალფეროვნებით და თანამშრომლების რაოდენობით. გრანტების გარდა, ტელევიზიას სარეკლამო შემოსავლებიც აქვს. ტელევიზიის ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებაში შუქდებოდა სამცხე-ჯავახეთში მომხდარი მოვლენები, მოსახლეობის პრობლემები, სოციალურ-ეკონომიკური და კულ-
178
ტელეკომპანია „ფარვანას“ საკუთარი, თუმცა ჯერჯერობით განუვითარებელი, ვებგვერდი აქვს (www.parvana.ge). ვებგვერდზე ტელეკომპანიის შესახებ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოიპოვება. არ არის განთავსებული არც მიმდინარე გადაცემები და არც გადაცემათა არქივი. ახალქალაქის სომხურენოვანი ტელევიზია „ATV 12“ ახალქალაქის რაიონს არასრულად ფარავს. რაიონის სრულად მოცვისთვის მას რეტრანსლატორი ესაჭიროება. 2011 წელს ტელევიზია ყოველ საღამოს გადასცემდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სომხურენოვან „მოამბეს“, რომელიც მეორე დღეს, დილის ეთერში, მეორდებოდა. ტელევიზია ამზადებდა საკუთარ საინფორმაციო გადაცემას, რომელშიც მაყურებელს ახალქალაქის რაიონის ახალი ამბები მიეწოდებოდა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკითხები შუქდებოდა. ტელეკომპანიის ეთერით, თვეში ორჯერ, გადიოდა გადაცემა „საუბარი ადვოკატთან“. ამ გადაცემაში მოწვეული ადვოკატი განმარტავდა იმ კანონებს, რომლებიც ახალქალაქის მოსახლეობას აინტერესებდა. თავისუფალ საეთერო დროს „რეგიონ TV“ ავსებდა. სამცხე-ჯავახეთის ტელეკომპანიებს შორის „ATV-12“-ს ყველაზე მეტად უჭირს, როგორც ფინანსების, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის და თანამშრომლების თვალსაზრისით. ტელევიზია თვითდაფინანსებაზეა. შემოსავლის მთავარ წყაროს მორბენალი სტრიქონი და ნეკროლოგები წარმოადგენს. ტელევიზიას მცირე შემოსავალი აქვს ადგილობრივი გამგეობისთვის საეთერო დროის მიყიდვითაც. ტელევიზიის დირექტორის თქმით, მოსახლეობას სოფლის მეურნეობის საკითხები აინტერესებს, მაგრამ ტელევიზია, უსახსრობის გამო, ვერ ახერხებს ასეთი პროგრამის მომზადებას. ქვემო ქართლში, მარნეულის ტელევიზია „მარნეული TV“ მთლიანად მარნეულის რაიონს, ნაწილობრივ კი თეთრიწყაროს, ბოლნისისა და დმანისის რაიონებს ფარავს. ტელევიზია ქართულენოვანია, მაგრამ ის რამდენიმე ორენოვან გადაცემას ამზადებს. 2011 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ნაციონალური მოამბე“ აზერბაიჯანულ ენაზე ტელევიზიით ყოველ საღამოს გადაიცემოდა და დილით მეორდებოდა. ტელეკომპანია საკუთარ საინფორმაციო პროგრამას ორ ენაზე – ქართულსა და აზერბაიჯანულზე – ამზადებდა. 2011 წელს „მარნეული TV“-მ, IREX-ის ფინანსური დახმარებით, რამდენიმე ორენოვანი გადაცემის მომზადება დაიწყო: 2011 წლის სექტემბრიდან 6-თვიანი პროექტი – „იურიდიული კონსულტაცია“ – ორ ენაზე მზადდებოდა. ამ გადაცემაში შუქდებოდა იმ საკითხთა საკმაოდ ფართო სპექტრი, რომლებითაც ადგილობრივი მოსახლეობა იყო დაინტერესებული (სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია; სესხის ხელშეკრულება; შრომის სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი; ოჯახური ძალადობა; საპროცესო შეთანხმება; პატიმრების უფლებები; სასჯელის სახეები; ქონების და ბიზნესის რეგისტრაცია და სხვ.). 2011 წლის დეკემბრიდან „მარნეული TV“-ს ეთერში გადის ორენოვანი გადაცემა „ქალის ხმა“. კიდევ ერთი ორენოვანი გადაცემა, სახელ-
179
11 20
ტურული თემები. 2011 წელს „ფარვანას“ საღამოს ეთერში გადიოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სომხურენოვანი „მოამბე“, რომლის რეტრანსლირების ხარჯს ადგილობრივი გამგეობა ფარავდა. ტელევიზიის ეთერით ყოველდღე გადიოდა სომხეთის რესპუბლიკის ტელევიზია „არმენიას“ გადაცემები.
წოდებით „იყავი მოქალაქე“, რომელიც სამოქალაქო განათლების საკითხებს ეხება, ეთერში დეკემბრიდან გადის. ორენოვან გადაცემებს ორი წამყვანი ჰყავს: ერთი – ქართულენოვანი, მეორე კი – აზერბაიჯანულენოვანი, რომელიც ქართული ტექსტის თანმიმდევრულ თარგმანს აკეთებს. ასეთი ფორმატი ნაწილობრივ ღლის მაყურებელს. სასურველია, უფრო მოქნილი ფორმატებით ამ გადაცემების მომზადების საშუალებათა გამონახვა. „მარნეული TV“-ის ზემოაღნიშნული ორენოვანი გადაცემები, უდავოდ, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ინფორმირების გზით ქვემო ქართლის მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად. 2011 წელს ტელევიზიამ განმეორებით აჩვენა 2009 წელს „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის მომზადებული ქართული ენის გაკვეთილების ციკლი. ეს პროგრამა (36 ტელეგაკვეთილი) კვირაში ერთხელ გადაიცემოდა და პოპულარობით სარგებლობდა. ტელევიზიის გენერალური დირექტორის თქმით, ამ ციკლს დიდი ინტერესით უყურებდნენ მარნეულის სკოლების ქართული ენის მასწავლებლებიც, რომლებმაც, რეალურად, ქართული არ იციან და მათთვის ეს ტელეგაკვეთილები სასარგებლო აღმოჩნდა. „მარნეული TV“-ის ეს გამოცდილება, სასურველია, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სხვა ტელევიზიებმაც გაიზიარონ, ვინაიდან სამოქალაქო ინტეგრირების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სახელმწიფო ენის არცოდნაა. „მარნეული TV“-ს აქვს ვებგვერდი (www.marneulitv.ge), რომელზეც განთავსებულია როგორც ახალი გადაცემები, ასევე – გადაცემათა არქივი. 2011 წელს ქართულენოვანი ტელეკომპანია „ბოლნელი“ კვირის საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემას ამზადებდა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამ პროექტს „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო“ აფინანსებდა. 2011 წელს რეგიონული ტელევიზიები გადასცემდნენ საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ტელეჟურნალს „მრავალკუთხედი“. ეს პროექტი ჰოლანდიური ორგანზიაცია Press Now-სა (რომელსაც ახლა Free Press Unlimited ჰქვია) და „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური დახმარებით ხორციელდება და 2009 წლის დეკემბრიდან გადის ეთერში. ტელეჟურნალისთვის სიუჟეტებს რეგიონული კორესპონდენტები ამზადებენ და მათში რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები შუქდება – ადამიანის უფლებები, ეთნიკური უმცირესობები, განათლება, კულტურა. 2011 წელს ტელეჟურნალი რეგიონული ტელეკომპანიების ეთერში კვირაში ერთხელ გადიოდა. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არსებული ენობრივი ბარიერის გათვალისწინებით, 2010 წლის ივლისიდან რეგიონული ტელევიზიების ასოციაციამ სომხური და აზერბაიჯანული ტიტრებით ტელეჟურნალის მომზადება დაიწყო სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ადგილობრივი ტელევიზიებისთვის. 2011 წლის ივნისიდან, ტელეჟურნალ „მრავალკუთხედისთვის” სიუჟეტები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდანაც მზადდება. „მრავალკუთხედის” ვიდეოარქივი ხელმისაწვდომია ასოციაციის ვებგვერდზე.
180
CiDA-ს კვლევის თანახმად, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობის საკმაოდ მცირე რაოდენობა იღებს ინფორმაციას გაზეთების მეშვეობით19. ქართული მოსახლეობა უფრო მეტად ეცნობა ბეჭდვით პრესას, ვიდრე – არაქართველი. დასახელებული 38 გაზეთიდან 18 ადგილობრივი ან უცხოური (სომხური, აზერბაიჯანული) გამოცემაა. ქართულ მოსახლეობაში ყველაზე პოპულარულია „კვირის პალიტრა“ და „ასავალ-დასავალი“, არაქართულ მოსახლეობაში კი – „სამხრეთის კარიბჭე“ და „ვრასტანი“. მართალია, ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში სწრაფად იზრდება, მაგრამ მაჩვენებელი მაინც საკმაოდ დაბალია. ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) 2011 წლის დეკემბრის მონაცემების თანახმად, საქართველოში ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობამ 26,9% შეადგინა. 2011 წლის გაზაფხულზე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ინტერნეტს, ძირითადად (70%), სოციალური ქსელებისთვის იყენებენ, მხოლოდ გამოკითხულთა 45% სტუმრობს ვებგვერდებს ინფორმაციის მიღების მიზნით. სამცხე-ჯავახეთში ინტერნეტის ორჯერ მეტი მომხმარებელია (23.9%), ვიდრე – ქვემო ქართლში (11.3%)20. უნდა აღინიშნოს, რომ, ქვემო ქართლში შეხვედრების დროს, ბევრმა დაიჩივლა ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიის არაეფექტური მუშაობის თაობაზე. ინტერნეტით სარგებლობის მსურველებს, განაცხადის შეტანის შემდეგ, დიდხანს უხდებათ ლოდინი, ვიდრე კომპანია მათ ქსელს გაუყვანს.
11. მედია და ტოლერანტობა
საქართველოს ტელემედია ეთნიკური უმცირესობების თემას ნაკლებ ყურადღებას უთმობს. კერძო ეროვნული ტელევიზიები ამ თემით არ ინტერესდებიან, ვინაიდან ის კომერციულად მომგებიანი არ კრიმინალურ ფაქტებთან ან კონფლიქტებთან დაკავშირებით, ასევე – რელიგიურ თუ სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით. მედიაკვლევები აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ეთნიკურ და რელიგიური უმცირესობების თემატიკის სტანდარტების დარღვევით გაშუქება მნიშვნელოვნად შემცირდა ტელევიზიით, თუმცა არა – ბეჭდვითი მედიით.
19
20
ARC-ის „მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში“, რომელიც ჩატარდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) პროექტის – „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ – ფარგლებში, 2011. ARC-ის „მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში“, რომელიც ჩატარდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) პროექტის – „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ – ფარგლებში, 2011.
181
11 20
რადიო „მწვანე ტალღის“ ეთერით, რომლის სიგნალიც თითქმის მთელ საქართველოს ფარავს, 2011 წელს, ყოველ საღამოს 9 საათზე, გადიოდა რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა „ეხო კავკაზა“. გადაცემაში შუქდებოდა საქართველოს ახალი ამბები და საერთაშორისო მოვლენები. ასევე, „ეხო კავკაზას“ ყოველდღიურად გადასცემდნენ ზუგდიდის რადიო „ათინათი“ და გორის რადიო „თრიალეთი“.
რელიგიური და ეროვნული შემწყნარებლობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2011 წლის ზაფხულში, საქართველოს პარლამენტის მიერ სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის მერე. ამ ცვლილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება მიენიჭა. მედიის განვითარების ფონდის მიერ ქართულ მედიაში ამ კანონის გაშუქებაზე ჩატარებულმა მონიტორინგმა კომპლექსური პრობლემები და დარღვევები გამოავლინა: უმეტეს შემთხვევაში, ჟურნალისტურ მასალებში არ იყო გაშუქებული თავად რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა აზრი; ერთადერთი წყარო, რომელსაც ჟურნალისტები მიმართავდნენ, საპატრიარქო იყო; ჟურნალისტები საკითხს ინდივიდუალური პერსპექტივიდან აფასებდნენ; აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება განიხილებოდა, როგორც ქვეყნის ინტერესების საზიანო ცვლილება; ხდებოდა განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური მრწამსის მქონე საქართველოს მოქალაქეების გაიგივება მეზობელ სახელმწიფოებთან და არა საქართველოს სახელმწიფოსთან; მედია უმცირესობებს წარმოადგენდა, როგორც მეორეხარისხოვან, არათანასწორუფლებიან მოქალაქეებს და ხელს უწყობდა სიძულვილის გაღვივებას. 2011 წელს, „ინტერნიუს-საქართველოს“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაშუქებაზე მონიტორინგს ითვალისწინებდა, შემდეგი ტენდენციები გამოავლინა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ ქართული პრესის ინტერესი დიდწილად თემის სკანდალურობით არის გაპირობებული; რეგიონული მედია ნაკლებ ყურადღებას იჩენს ამ თემისადმი; ბეჭდვით მედიაში ხშირად არღვევენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს და ახდენენ სიძულვილის ენის ტირაჟირებას; შეიმჩნევა ანალიტიკური სტატიების ნაკლებობა. ამრიგად, მიუხედავად არაერთი ჩატარებული ტრენინგისა თუ სემინარისა, ტოლერანტობის საკითხებში ჟურნალისტების მომზადების საჭიროება კვლავაც აქტუალურია.
რეკომენდაციები
წინამდებარე რეკომენდაციები შემუშავდა ჩატარებული კვლევის საფუძველზე და მიზნად ისახავს ეროვნული უმცირესობების თემის გაშუქების გაზრდისა და, უმცირესობების ინფორმირების გაუმჯობესების გზით, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას:
საზოგადოებრივი მაუწყებელი გააუმჯობესოს ეროვნული უმცირესობების ენებზე მომზადებული საინფორმაციო პროგრამები ფორმატის, შინაარსის და ქრონომენტრაჟის თვალსაზრისით; უზრუნველყოს ტრენინგი „ნაციონალური მოამბის“ რედაქციების თანამშრომელთათვის და პარტნიორი რეგიონული ტელევიზიების ჟურნალისტებისთვის; უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების წარმომადეგნელი ჟურნალისტების და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების სტაჟირება როგორც „ნაციონალური მოამბის“ რედაქციაში, ასევე – ქართული „მოამბის“ რედაქციაში;
182
კომერციული მასმედია: უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების ჩართულობის, მათ წინაშე არსებული პრობლემების, ყოფის, კულტურული თუ რელიგიური საკითხების გაშუქების გაზრდა სატელევიზიო პროგრამებში, მათ შორის – საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში; უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების, იქ არსებული პრობლემების გაშუქება; ეროვნული და რელიგიური უმცირესობების თემატიკის გაშუქებისას, დაიცვას პროფესიული სტანდარტები.
რეგიონული მედია რეგიონულმა ტელევიზიებმა შეიმუშაონ თანამშრომლობის მექანიზმი, რომელიც გაითვალისწინებს მედია პროდუქტების თანაწარმოების და გაცვლის შესაძლებლობებს; უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე საკუთარი მედიაპროდუქტების შექმნა, გაზრდა და გაუმჯობესება; უზრუნველყოს ინტერნეტ–მედიის გამოყენება და განვითარება; უზრუნველყოს დაფარვის არეალის გაფართოება.
არასამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყონ მედიის მიერ ეროვნული უმცირესობების თემის გაშუქების რეგულარული მედიამონიტორინგი და შედეგების გამოქვეყნება; უზრუნველყონ მედიამონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების, განსაკუთრებით – შუღლის ენის გამოყენების შემთხვევების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და საჯარო დებატების მოწყობა.
183
11 20
უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების ენებზე საინფორმაციო პროგრამების დაფარვის არეალის გაფართოება პარტნიორი რეგიონული ტელევიზიების რაოდენობის გაზრდის გზით; უზრუნველყოს ეროვნულ უმცირესობათა ენებზე სატელევიზიო პროდუქტების თარგმნა-გახმოვანება და პარტნიორი რეგიონული ტელევიზიებით მათი ტრანსლირება; უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების ჩართულობის, მათ წინაშე არსებული პრობლემების, ყოფის, კულტურული თუ რელიგიური საკითხების გაშუქების გაზრდა სატელევიზიო პროგრამებში, მათ შორის – საინფორმაციო და საზოგადოებრივპოლიტიკურ პროგრამებში; უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების, იქ არსებული პრობლემების გაშუქების გაზრდა; უზრუნველყოს პირველი არხის ვებსაიტზე „ნაციონალური მოამბის“ გვერდის შექმნა, რათა მაყურებელს გამოხმაურების/ინტერაქციის შესაძლებლობა მიეცეს.
საერთაშორისო ორგანიზაციები ხელი შეუწყონ რეგიონული მედიასაშუალებების განვითარებას, როგორც ტექნიკური უზრუნველყოფის, ასევე – შინაარსობრივი გამრავალფეროვნების თვალსაზრისით; მხარი დაუჭირონ რეგიონის ადგილობრივ ტელევიზიებს შორის თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას; ხელი შეუწყონ ეროვნულ უმცირესობათა ენებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული საგანმანათლებლო პროგრამების თარგმნა-გახმოვანებას; განაგრძონ შემწყნარებლობის, ეროვნული ინტეგრაციის და ეროვნულ უმცირესობების საკითხების გაშუქების თემაზე ჟურნალისტთა ტრენინგების უზრუნველყოფა.
ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიები უზრუნველყონ რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
184
185
186
danarTi #1
Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefcia
I. Sesavali
Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefcia da samoqmedo gegma SemuSavda erovnul umciresobaTa dacvis Sesaxeb evropuli CarCo konvenciisa (ratificirebulia saqarTvelos parlamentis mier, 2005 weli) da `Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefciisa da samoqmedo gegmis SemuSavebis Sesaxeb~ saqarTvelos prezidentis 2005 wlis 8 agvistos #639 gankargulebis safuZvelze. misi ZiriTadi mizania demokratiuli, konsolidirebuli da saerTo Rirebulebebze dafuZnebuli samoqalaqo sazoga doebis Seqmnis xelSewyoba, romelic mravalferovnebas Tavisi Zlierebis wyarod miiCnevs da yvela moqalaqes uzrunvelyofs sakuTari identobis SenarCunebisa da ganviTarebis SesaZleblobiT. Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefcia da samoqmedo gegma efuZneba saqarTvelos konstituciasa da saqarTvelos mier nakisr saerTaSoriso valdebulebebs. farTo sazogadoebrivi konsensusis miRwevis mizniT Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefciisa da samoqmedo gegmis SemuSavebis procesSi uzrunvelyofil iyo yvela dainteresebuli mxaris monawileoba. dokumentis proeqti momzadda saqarTvelos prezidentTan arsebuli Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli sabWos mier, romlis SemadgenlobaSi Sedian saqarTvelos parlamentis wevrebi, saxalxo damcveli, erovnuli umciresobebis, arasamTavrobo organizaciebis, saministroebisa da sxva samTavrobo uwyebebis warmomadgenlebi. proeqtis mom zadebis procesSi mudmivi konsultacia mimdinareobda saxalxo damcvelTan arsebul erovnuli umciresobebis sabWosTan. Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli sabWo agreTve regularulad marTavda Sexvedrebs erovnuli umciresobebiT mWidrod dasaxlebuli regionebis mosaxleobasTan da adgilobriv arasamTavrobo organizaciebTan. Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefcia gansazRv ravs saxelmwifo strategiasa da amocanebs eqvsi ZiriTadi mimarTulebiT: kanonis uzenaesoba; ganaTleba da saxelmwifo ena; media da informaciis xelmi 187
sawvdomoba; politikuri integracia da samoqalaqo monawileoba; socialuri da regionaluri integracia; kultura da TviTmyofadobis SenarCuneba. samoqmedo gegma iTvaliswinebs konkretul RonisZiebebsa da programebs erovnuli koncefciis strategiuli mimarTulebebis mixedviT, romlebic momdevno xuTi wlis ganmavlobaSi unda ganxorcieldes. samoqmedo gegmis Sesabamisi komponentebis ganxorcielebis valdebuleba ekisreba masSi miTiTebul konkretul saxelmwifo uwyebebs. samoqmedo gegmis ganxorcielebas koordinirebas uwevs reintegraciis sakiT xebSi saqarTvelos saxelmwifo ministris aparati. samoqmedo gegmis ganxorci elebisaTvis pasuxismgebeli saxelmwifo uwyebebi, reintegraciis sakiTxebSi saqarTvelos saxelmwifo ministris aparatis mier SemuSavebuli politikis Sesabamisad, yoveli Tvis 5 ricxvamde warudgenen mas TavianTi kompetenciis farglebSi momzadebul angariSebs. yoveli wlis 10 dekembers reintegraciis sakiTxebSi saqarTvelos saxelmwifo ministris aparati warudgens saqarTvelos mTavrobasa da Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnul sabWos moxsenebas pasuxismgebeli saxelmwifo uwyebebis mier samoqmedo gegmis ganxorcielebis Sesaxeb. samoqmedo gegmis ganxorcielebas monitorings uwevs Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli sabWo, romelic saWiroebisamebr SeimuSa vebs rekomendaciebs samoqmedo gegmis ganxorcielebasTan dakavSirebiT da ganixilavs winadadebebs samoqmedo gegmaSi cvlilebebisa da damatebebis Seta nis Taobaze. Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefciisa da samoq medo gegmis moqmedeba ar Semoifargleba im adgilebiT, sadac tradiciulad an didi raodenobiT arian dasaxlebulni erovnuli umciresobebi. Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefciisa da samoq medo gegmis dafinansebis ZiriTadi wyaroa saqarTvelos saxelmwifo biujeti.
II. Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefciis miznebi Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefciis miznebia: a) tolerantobisa da urTierTpativiscemis garemos Seqmna saqarTveloSi mcxovreb yvela pirs Soris; b) saqarTvelos yvela moqalaqis uzrunvelyofa Tanabari SesaZleblobiT samoqalaqo, politikuri, ekonomikuri da socialuri uflebebiT sargeblo bisaTvis; g) aucilebeli pirobebis Seqmna saqarTvelos politikuri, socialuri, eko nomikuri da kulturuli cxovrebis yvela sferoSi im pirTa efeqtiani monawileobisaTvis, romlebic erovnul umciresobebs miekuTvnebian;
188
d) erovnuli umciresobebisaTvis ganaTlebis yvela safexuris Tanabari xelmisawvdomobisa da zogadi ganaTlebis sferoSi specialuri saganmanaTleblo saWiroebebis uzrunvelyofa; e) aucilebeli pirobebis Seqmna erovnuli umciresobebis kulturis SenarCu nebisa da ganviTarebisaTvis, maTi TviTmyofadobis ZiriTadi elementebis, kerZod, religiis, enis, tradiciebisa da kulturuli memkvidreobis dac visaTvis.
III. Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefciis principebi Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefciis prin cipebia: a) saqarTvelos yvela moqalaqis Tanasworoba, diskriminaciis dauSvebloba da tolerantobis tradiciis ganmtkiceba; b) balansis SenarCuneba samoqalaqo integraciasa da erovnuli umciresobebis identobis dacvas Soris, samoqalaqo integraciis nebayoflobiToba da iZulebiTi asimilaciis dauSvebloba; g) erovnul umciresobebs mikuTvnebul pirTa Tavisufali arCevanis ufleba _ moeqcnen Tu ara maT, rogorc erovnuli umciresobebis warmomadgenlebs; d) erovnul umciresobebs mikuTvnebul pirTa ufleba, rogorc individua lurad, ise sxvebTan erTad ganaxorcielon is uflebebi da Tavisuflebebi, romlebic gamomdinareobs saqarTvelos konstituciasa da erovnuli umci resobebis dacvis Sesaxeb evropuli CarCo konvenciidan; e) erovnuli umciresobebis efeqtiani monawileoba yvela im gadawyvetilebis miRebaSi, romelic pirdapir an arapirdapir exeba maTi identobis dacvasa da ganviTarebas; v) Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis samoqmedo gegmis ganxorcie lebis monitoringis procesSi sazogadoebrivi organizaciebis CarTulobis uzrunvelyofa.
IV. Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefciis ZiriTadi mimarTulebebi
1. kanonis uzenaesoba
kanonis uzenaesoba Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis erovnuli koncefciis erT-erTi strategiuli mimarTulebaa, romelic moicavs Semdegi amocanebis ganxorcielebas: a) saqarTvelos kanonmdeblobis Semdgomi harmonizacia saqarTvelos saerTa Soriso valdebulebebTan; b) erovnuli umciresobebis mier marTlmsajulebis sistemis xelmisawvdomobis gaumjobeseba. g) diskriminaciuli mopyrobisgan erovnuli umciresobebis efeqtiani dacvis uzrunvelyofa; 189
d) sajaro mosamsaxureTa cnobierebis amaRleba erovnuli umciresobebis uflebebsa da antidiskriminaciul kanonmdeblobasTan mimarTebaSi.
2. ganaTleba da saxelmwifo ena
samoqalaqo integraciis erT-erTi yvelaze seriozuli gamowvevaa erovnuli umciresobebis mier saxelmwifo enis arcodna, rac mniSvnelovnad aferxebs maT srulfasovan monawileobas qveynis politikur, ekonomikur da sazogadoebriv cxovrebaSi. sawyis etapze aucilebelia erovnuli umciresobebis motivaciis amaRlebis xelSewyoba, daeuflon qarTul enas, da specialuri saganmanaTleblo saWiroebebis mqone moswavleebis integraciis mxardamWeri programebis ganxorcieleba. am mimarTulebiT dasaxulia Semdegi amocanebi: a) erovnuli umciresobebis warmomadgenelTaTvis skolamdeli ganaTlebis xelmisawvdomobis uzrunvelyofa; b) erovnuli umciresobebis warmomadgenelTaTvis saSualo ganaTlebis miRebis xelSewyoba; g) erovnuli umciresobebis warmomadgenelTaTvis umaRlesi ganaTlebis xel misawvdomobis gaumjobeseba; v) saxelmwifo enis swavlebis xelSewyoba; e) ganaTlebis sferoSi sajaro diskusiisa da samoqalaqo integraciis xelSewyoba.
3. media da informaciis xelmisawvdomoba
erovnuli umciresobebis informirebis kuTxiT mniSvnelovani nabiji gada idga sazogadoebrivi mauwyeblis mier, romlis eTerSic 2005 wlidan gadis sainformacio programebi erovnuli umciresobebis enebze. ukanasknel periodSi ganxorcielebuli sakanonmdeblo cvlilebebis mixedviT, sazo gadoebrivi mauwyeblis programuli biujetis aranakleb 25% unda moxmar des umciresobebis enebze momzadebuli programebis gadacemas. saxelmwifo enis codnis dabali donisa da qarTuli samauwyeblo mediis ZiriTadad qarTulenovani mauwyeblobis gaTvaliswinebiT, mniSvnelovania specialuri RonisZiebebis gatareba erovnuli umciresobebis jerovani informirebis uzrunvelsayofad. am mimarTulebiT dasaxulia Semdegi amocanebi: a) erovnuli umciresobebiT dasaxlebul regionebSi erovnuli mauwyeblobis xelmisawvdomobis uzrunvelyofa; b) erovnuli umciresobebis enebze samauwyeblo programebis xelmisawvdomobis uzrunvelyofa; g) samauwyeblo programebSi erovnuli umciresobebis gaSuqebisa da monawile obis uzrunvelyofa; d) erovnuli umciresobebis enebze eleqtronuli da beWdviTi mediis xelSewyoba; e) mediaSi tolerantobisa da kulturuli pluralizmis damkvidrebis xelSew yoba.
4. politikuri integracia da samoqalaqo monawileoba erovnuli umciresobebis politikuri integraciisa da samoqalaqo monawi leobis donis amaRlebis mizniT bolo wlebSi tardeba sajaro moxeleTa
190
kvalifikaciis amaRlebis treningebi erovnuli umciresobebis warmomad genlebisaTvis; tradiciulad an didi raodenobiT erovnuli umciresobe biT dasaxlebul municipalitetebSi mimdinareobs maTi waxaliseba sajaro samsaxurSi SerCevisas, xolo saarCevno masalebi da biuletenebi qveyndeba maT mSobliur enebze. erovnuli umciresobebis sazogadoebriv-politikur cxovrebaSi aqtiuri CarTva metwilad damokidebuli iqneba saxelmwifo enis codnis donis amaRlebasa da sawyis etapze saxelmwifos mier maT waxali sebaze sajaro samsaxurSi muSaobis dasawyebad. aRniSnuli mimarTulebiT dasaxulia Semdegi amocanebi: a) erovnuli umciresobebis Tanaswori saarCevno uflebis uzrunvelyofa; b) gadawyvetilebebis miRebis procesSi erovnuli umciresobebis monawileobis gaumjobeseba; g) erovnul umciresobaTa dacvis Sesaxeb evropuli CarCo konvenciis popula rizacia.
5. socialuri da regionuli integracia
bolo wlebSi mniSvnelovani nabijebi gadaidga qveynis socialur-ekono mikur cxovrebaSi erovnuli umciresobebis srulfasovani monawileobis uzrunvelsayofad. erovnuli umciresobebiT dasaxlebul regionebSi ganxor cielda infrastruqturis reabilitaciisa da sxva masStaburi ekonomikuri proeqtebi. am mimarTulebiT dasaxulia Semdegi amocanebi: a) erovnuli umciresobebiT dasaxlebul regionebSi infrastruqturis Semd gomi ganviTareba; b) erovnuli umciresobebis warmomadgenelTa profesiuli gadamzadeba da maTi dasaqmebis xelSewyoba; g) erovnuli umciresobebis socialuri da regionaluri mobilobis xelSewyoba.
6. kultura da TviTmyofadobis SenarCuneba
qveynis kulturul cxovrebaSi erovnuli umciresobebis monawileobisa da maTi kulturuli memkvidreobis mxardaWeris mizniT saxelmwifo gegmavs konkretuli RonisZiebebis ganxorcielebas sxvadasxva mimarTulebiT, rac moicavs Semdegi amocanebis ganxorcielebas: a) samoqalaqo cnobierebis Camoyalibebis xelSewyoba; b) erovnuli umciresobebis kulturuli TviTmyofadobis SenarCunebis xel Sewyoba; g) erovnuli umciresobebis kulturuli memkvidreobis dacva; d) tolerantobis suliskveTebis mxardaWera, kulturaTaSorisi dialogisa da kavSirebis xelSewyoba; e) saqarTvelos kulturul cxovrebaSi erovnuli umciresobebis monawileobis xelSewyoba; v) erovnuli umciresobebis kulturis, istoriis, enisa da religiis Sesaxeb sazogadoebis codnis gaRrmaveba da qveynis kulturul Rirebulebebad maTi warmoCena.
191
danarTi #2.
samoqmedo gegma
ganaTleba da saxelmwifo ena amocana #1
erovnuli umciresobebis warmomadgenelTaTvis skolamdeli ganaTlebis xelmisawvdomobis uzrunvelyofa
amocana #2
erovnuli umciresobebis warmomadgenelTaTvis saSualo ganaTlebis miRebis xelSewyoba
192
programis dasaxeleba/RonisZieba
1) erovnuli umciresobebis saganmanaTleblo saWiroebebze orientirebuli skolamdeli saswavlo programebis momzadeba da pilotireba 2) im regionebSi, sadac didi raodenobiT cxovroben erovnuli umciresobebi, saskolo mzaobis donis amaRlebis mizniT specialuri programis Semu Saveba. mSobelTa informirebulobis gazrda skolamde li ganaTlebisa da konkretuli programebis Sesaxeb.
programis dasaxeleba/RonisZieba
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro
adreul asakSi bavSvze zrunvis saparlamento aliansi; saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro; adgilobrivi TviTmmarTveloba; erovnuli saswavlo gegmebisa da Sefasebis centri
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
ganxorcielebis vadebi
SeniSvna
2009-2014
2009-2014
ganxorcielebis vadebi
2.1 erovnuli saswavlo gegmis Targmna da danergvis treningebis Catareba
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro; erovnuli saswavlo gegmebisa da Sefasebis centri
2009
2.2 saxelmZRvaneloebis Targmna erovnul umciresobaTa enebze skolebSi swavlebis enis Sesabamisad
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro; erovnuli saswavlo gegmebisa da Sefasebis centri
2009-2014
2.3 miznobrivi daxmareba sareformo RonisZiebebis ganxorcielebaSi erovnuli umciresobebis skolebisaTvis, Sesabamisi programebis SemuSaveba da danergva
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro;
2009-2014
SeniSvna
amocana #3
2.4 multilingvuri swavlebis politikis daxvewa, pilotireba da danergva
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro; erovnuli saswavlo gegmebisa da Sefasebis centri; maswavlebelTa profesiuli ganviTarebis centri
2.5 Jurnalis `maswavlebeli~ gamocema somxursa da azerbaijanul enebze
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro; maswavlebelTa profesiuli ganviTarebis centri
2.6 `maswavleblis damxmare saxelmZRvanelos~ (sam nawilad) da sxva damxmare resursebis Targmna somxursa da azerbaijanul enebze
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro; maswavlebelTa profesiuli ganviTarebis centri
2.7 miznobrivi profesiuli trenin gebi maswavleblebsa da skolis administraciisaTvis
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro; maswavlebelTa profesiuli ganviTarebis centri
programis dasaxeleba/RonisZieba
3.1 umaRlesi ganaTlebis dawesebule bebSi mosamzadebe li-saintegracio kursis koncefciis SemuSaveba, pilotireba da danergva erovnuli umciresobebis warmomadgenelTaTvis umaRlesi ganaTlebis xelmisawvdomobis gaumjobeseba
3.2 `socialuri grantebis programa~ da sxva miznobrivi programebis SemuSa-veba da danergva 3.3 erovnuli umciresobebis warmomadgenelTa sazRvargareT gagzavna sabakalavro da samagistro programebze
programis dasaxeleba/RonisZieba
2009-2014
2009-2014
2009-2014
2009-2014
ganxorcielebis vadebi
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro; gamocdebis erovnuli centri; umaRlesi saganmanaTleblo dawesebulebebi
2009-2014
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro;
2009-2014
ganviTarebisa da reformebis fondi
2009-2014
SeniSvna
sakanonmdeblo cvlilebebi da pirveli nakadi 2009 w.
193
amocana #4
saxelmwifo enis swavlebis xelSewyoba
programis dasaxeleba/RonisZieba
ganxorcielebis vadebi
4.1 araqarTulenovan skolebSi qarTulis, rogorc meore enis, swavlebis programis danergva
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro; euTo
2009-2014
4.2 qarTuli enis saxelmZRvaneloebis da saswavlo resursebis Seqmna da srulyofa
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro
2009-2014
4.3 araqarTulenovani skolebis qarTuli enis maswavlebelTa treningi samcxejavaxeTidan da qvemo qarTlidan (specialuri profesiuli vauCeri mas-wavleblebisaTvis `qarTulis, ro gorc sakomunikacio enis~ da `qarTulis, rogorc meore enis~ SeswavlisaTvis)
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro; maswavlebelTa profesiuli ganviTarebis centri
2009-2014
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro
2009-2014
4.5 mozardebisa da zrdasrulTaTvis saxelmwifo enis Seswavlis xelSewyobis programebi
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro
2009-2014
4.6 qarTuli enis maswavleblebis regionebSi mozidvisaTvis RonisZiebebis dagegmva da ganxorcieleba
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro
2009
4.7 qarTuli enis Seswavlis kompiute ruli da sainter neto programebi, portali, saganmanaTleblo TamaSebi
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro
2009
4.4 klasgareSe saganmanaTleblo da samoqalaqo integraciaze orientirebuli programebisa da proeqtebis SemuSaveba da ganxorcieleba
194
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
SeniSvna
ukve Sesulia vauCerul dafinansebaSi
arasamTavrobo organizaciebTan partniorobiT
media da informaciis xelmisawvdomoba amocana #1 erovnuli umciresobebiT dasaxlebul regionebSi erovnuli mauwyeblobis xelmisawvdomobis uzrunvelyofa
amocana #2
erovnuli umciresobebis enebze samauwyeblo programebis xelmisawvdomobis uzrunvelyofa
programis dasaxeleba/RonisZieba
sazogadoebrivi mauwyeblis gavrcelebis sistemis reabilitacia
programis dasaxeleba/RonisZieba
1) satelevizio sainformacio programebi 2.1.1`moambe~ afxazur enaze (perioduloba: kviraSi erTxel) 2.1.2`moambe~ osur enaze (perioduloba: kviraSi erTxel) 2.1.3`moambe~ somxur enaze (perioduloba: kviraSi erTxel) 2.1.4`moambe~ azerbaija nul enaze (perioduloba: kviraSi erTxel) 2.1.5`moambe~ rusul enaze (perioduloba: kviraSi erTxel) 2) radios sainformacio programebi 2.2.1 sainformacio gamoSveba afxazur enaze (perioduloba: yoveldRe) 2.2..2 sainformacio gamoSveba osur enaze (perioduloba: yoveldRe) 2.2.3 sainformacio gamoSveba somxur enaze (perioduloba: yoveldRe) 2.2.4 sainformacio gamoSveba azerbaijanul enaze (perioduloba: yoveldRe)
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
sazogadoebrivi mauwyebeli
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
ganxorcielebis vadebi
SeniSvna
2009-2014
ganxorcielebis vadebi
sazogadoebrivi mauwyebeli
2009-2014
sazogadoebrivi radio FM 102.4
2009-2014
SeniSvna
195
2.2.5 sainformacio gamoSveba rusul enaze (perioduloba: yoveldRe) 2.2.6 sainformacio gamoSveba qurTul enaze (perioduloba: yoveldRe)
amocana #3 samauwyeblo programebSi erovnuli umciresobebis gaSuqebisa da monawileobis uzrunvelyofa
amocana #4 erovnuli umciresobebis enebze eleqtronuli da beWdviTi mediis xelSewyoba
amocana #5
mediaSi tolerantobisa da kulturuli pluralizmis damkvidrebis xelSewyoba
programis dasaxeleba/RonisZieba
Toq-Sou `italiuri ezo~
programis dasaxeleba/RonisZieba
1) `literaturis ganviTarebis programis~ farglebSi beWdviTi perioduli gamocemebi: 4.1.1 somxurenovani gazeTi `vrastani~ 4.1.2 azerbaijanulenovani gazeTi `gurjistani~ 4.1.3 rusulenovani gazeTi `svobodnaia gruzia~
programis dasaxeleba/RonisZieba
1) dokumenturi filmebis cikli `mravalerovani saqarTvelo~
2) saavtoro gadacema `Cveni saqarTvelo~
196
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
sazogadoebrivi mauwyebeli; gaeros asociacia; aSS-s saerTaSoriso ganviTarebis saagento (USAID) _ saqarTvelos erovnuli integraciis programis farglebSi
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
saqarTvelos kulturis, ZeglTa dacvisa da sportis saministro
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
sazogadoebrivi mauwyebeli; gaeros asociacia; aSS-s saerTaSoriso ganviTarebis saagento (USAID) _ saqarTvelos erovnuli integraciis programis farglebSi
sazogadoebrivi radio FM 102.4
ganxorcielebis vadebi
SeniSvna
2009-2014
ganxorcielebis vadebi
SeniSvna
2009-2014
ganxorcielebis vadebi
2009-2014
2009-2014
SeniSvna
politikuri integracia da samoqalaqo monawileoba programis dasaxeleba/RonisZieba
amocana #1 erovnuli umciresobebis Tanaswori saarCevno uflebis uzrunvelyofa
saarCevno biuletenebis Targmna umciresobebis enebze
programis dasaxeleba/RonisZieba
amocana #2
1) TanamSromlobis memorandumebis gaformeba saxalxo damcvelTan arsebul eTnikur umciresobaTa sabWosa da Semdeg saministroebs Soris:
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
ganxorcielebis vadebi
SeniSvna
ganxorcielebis vadebi
SeniSvna
saqarTvelos centraluri saarCevno komisia; saerTaSoriso organizaciebi
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
aRmasrulebeli xelisufleba
2009
a)
gadawyvetilebis miRebis procesSi erovnuli umciresobebis monawileobis gaumjobeseba
reintegraciis sakiTxebSi saqarTvelos saxelmwifo ministris aparati; b) saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro; g) saqarTvelos regionuli ganviTarebisa da infrastruqturis saministro; d) saqarTvelos iusticiis saministro; e) saqarTvelos Sinagan saqmeTa saministro; v) saqarTvelos ekonomikuri ganviTarebis saministro; z) saqarTvelos ltolvilTa da gansaxlebis saministro; T) saqarTvelos kulturis, ZeglTa dacvisa da sportis saministro.
197
2) TanamSromlobis memorandumebis gaformeba regionalur eTnikur umciresobaTa sabWosa da saxelmwifo rwmunebulebis _ gubernatorebis aparatebs Soris Semdeg regionebSi: gadawyvetilebis miRebis procesSi erovnuli umciresobebis monawileobis gaumjobeseba
amocana #2 erovnul umciresobaTa dacvis CarCo-konvenciis popularizacia
198
saqarTvelos regionaluri ganviTarebisa da infrastruqturis saministro; prezidentTan arsebuli Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis sabWo
2009
a)
saxelmwifo rwmunebulis _ gubernatoris aparati qvemo qarTlSi; b) saxelmwifo rwmunebulis _ gubernatoris aparati samcxe-javaxeTSi; g) saxelmwifo rwmunebulis _ gubernatoris aparati kaxeTSi; d) saxelmwifo rwmunebulis _ gubernatoris aparati imereTSi; e) aWaris avtonomiuri respublikis mTavrobasTan
programis dasaxeleba/RonisZieba
erovnul umciresobaTa dacvis Sesaxeb evropuli CarCo konvenciis dabeWdva da gavrceleba
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
reintegraciis sakiTxebSi saqarTve足los saxelmwifo ministris aparati; prezidentTan arse足足bu足li Semwynareblobisa da samoqalaqo integraciis sabWo
ganxorcielebis vadebi
2009-2014
SeniSvna
socialuri da regionaluri integracia amocana #1
erovnuli umciresobebiT dasaxlebul regionebSi infrastruqturis Semdgomi ganviTareba
amocana #2
erovnuli umciresobebis warmomadgenelTa profesiuli gadamzadeba da dasaqmebis xelSewyoba
programis dasaxeleba/RonisZieba
1) samcxe-javaxeTis gzis reabilitaciis proeqti 1.1.1 samcxe-javaxeTisa da qvemo qarTlis regionebSi sagzao satransporto qselis aRdgena 2) energoinfrastruqturis reabilitaciis proeqti 1.2.1 CrdiloeT-samxreT magistraluri milsadenis dazianebuli ubnebis aRdgena 3) regionuli infrastruqturis ganviTarebis proeqti 1.3.1 municipaluri momsaxurebis gaumjobeseba
programis dasaxeleba/RonisZieba
1) `profesiuli saswavleblebis reabilitaciis~ saprezidento programa 2.1.1 eTnikuri umciresobebiT kompaqturad dasaxlebul regionebSi profesiuli saswavleblebis reabilitacia 2) zurab Jvanias saxelobis saxelmwifo administrirebis skola 2.2.1 saxelmwifo seqtorSi umciresobis warmomadgenelTa mozidva
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
ganxorcielebis vadebi
fondi _ `aTaswleulis gamowveva saqarTvelos~
2006-2010
fondi _ `aTaswleulis gamowveva saqarTvelos~
2006-2010
fondi _ `aTaswleulis gamowveva saqarTvelos~
2006-2010
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
ganxorcielebis vadebi
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro
2009-2014
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro
2009-2012
SeniSvna
SeniSvna
199
3) im regionebis moTxovnebsa
da specifikaze
saqarTvelos ganaTle足bisa da mecnierebis saministro
2009-2014
fondi _ `aTaswleulis gamowveva saqarTvelos~
2006-2011
fondi _ `aTaswleulis gamowveva saqarTvelos~
2006-2011
orientirebuli profesiuli ganaTlebis politikisa da programebis ganxorcieleba, sadac tradiciulad an didi raodenobiT erovnuli umciresobebis warmomadgenelTa profesiuli gadamzadeba da dasaqmebis xelSewyoba
cxovroben erovnuli umciresobebi 4) wvrili meurneobebis gardaqmna momgebian agrobiznesad. agrobiznesis ganviTarebis proeqtebi: 2.4.1pirveladi warmoeba 2.4.2 fermerTa momsaxurebis centris Seqmna 2.4.3 mcire gadamuSaveba 2.4.4 sawarmoo jaWvis Seqmna
5) saqarTvelos regionuli ganviTarebis fondis proeqti: investiciebis ganxorcieleba mcire da saSualo zomis sawarmoebSi
200
kultura da TviTmyofadobis SenarCuneba amocana #1
programis dasaxeleba/RonisZieba
1) saqarTvelos erovnuli umciresobebis kulturis mxardaWeris programa:
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
ganxorcielebis vadebi
saqarTvelos kulturis, ZeglTa dacvis da sportis saministro; Tbilisis meria
2009-2014
yvarlis gamgeoba
2006-2010
SeniSvna
1.1.1 ssip _ daviT baazovis saxelobis saqarTvelos ebraelTa istoriul-eTnografiuli muzeumis saqmianobis xelSewyoba 1.1.2 saqarTvelos kulturul urTierTobaTa centris `kavkasiuri saxli~ saqmianobis xelSew-yoba erovnuli umciresobebis kulturuli TviTmyofadobis SenarCuneba
1.1.3 ssip _ mirza faTali-axundovis azerbaijanuli kulturis muzeumis saqmianobis xelSewyoba 1.1.4 saqarTvelos rusuli kulturis centris saqmianobis xelSewyoba 1.1.5 ssip _ Tbilisis petros adamianis saxelobis saxelmwifo dramatuli Teatris mxardaWera 1.1.6 ssip _ Tbilisis azerbaijanuli saxelmwifo dramatuli Teatris mxardaWera 2) regionaluri biblioTekebis, saklubo dawesebulebebisa da saxelovnebo skolebis xelSewyoba 1.2.1 yvarelSi _ baRlojianis samusiko skolis mxardaWera
201
erovnuli umciresobebis kulturuli TviTmyofadobis SenarCuneba
202
1.2.2 axalqalaqSi _ samusiko da samxatvro skolis, 14 saklubo dawesebulebis (aqedan 10 somxuri), 4 biblioTekis (aqedan 2 somxuri) mxardaWera
axalqalaqis gamgeoba
2009-2014
1.2.3 ninowmindaSi _ samusiko skolis, 21 biblioTekis (aqedan 18 somxuri), 20 saklubi dawesebulebis (aqedan 18 somxuri) mxardaWera
ninowmindis gamgeoba
2009-2014
1.2.4 marneulSi _ samusiko skolis, 18 biblioTekis (aqedan 11 azerbaijanuli, 4 somxuri), 4 sasoflo klubis, mxardaWera
marneulis gamgeoba
2009-2014
1.2.5 walkaSi _ samusiko skolis, biblioTekis (somxuri mosaxleobisTvis), kulturis saxlis mxardaWera
walkis gamgeoba
2009-2014
1.2.6 gorSi _ eredvis samusiko skolis, 18 biblioTekis (aqedan 5 osuri), mxardaWera
goris gamgeoba
2009-2014
1.2.7gardabanSi _ 19 biblioTekis (aqedan 1 azerbaijanuli, 14 Sereuli), 1 klubis mxardaWera
gardabnis gamgeoba
2009-2014
1.2.8 bolnisSi _ 9 biblioTekis (aqedan 2 azerbaijanuli) mxardaWera
bolnisis gamgeoba
2009-2014
1.2.9 dmanisSi _ 4 biblioTekis (aqedan 1 azerbaijanuli) mxardaWera
dmanisis gamgeoba
2009-2014
programis dasaxeleba/RonisZieba
amocana #2
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
ganxorcielebis vadebi
SeniSvna
1) erovnul umciresobaTa materialuri da aramateriuli kulturuli faseulobebis dacva: erovnuli umciresobebis kulturuli memkvidreobis dacva
2.1.1 erovnuli umciresobebis kulturu li Zeglebis aRricxva da inventarizacia
2.1.2 Zeglebis restavracia 2.1.3 Tbilisis panTeonebisa da xelovnebis Zeglebis movla-patronobis xelSewyobis programa: TbilisSi arsebuli panTeonebis, maT Soris somex mweralTa da sazogado moRvaweTa panTeonis movla patronoba da dacva
amocana #3 tolerantobis suliskveTebis mxardaWera, kulturaTaSorisi dialogisa da kavSirebis xelSewyoba
amocana #4
erovnuli umciresobebis kulturis, istoriis, enisa da religiis Sesaxeb sazogadoebis codnis gaRrmaveba da qveynis kulturul Rirebulebebad maTi warmoCena
programis dasaxeleba/RonisZieba
saqarTvelos kulturis, ZeglTa dacvisa da sportis saministro
2009-2014
saqarTvelos kulturis, ZeglTa dacvisa da sportis saministro
2009-2014
Tbilisis meria
2009-2014
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
ganxorcielebis vadebi
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro; federacia `gadavarCinoT bavSvebi”
2009-2014
ganmaxorcielebeli organizacia/partniori
ganxorcielebis vadebi
1) Toq-Sou `italiuri ezo~
sazogadoebrivi mauw yebeli, gaeros asociacia, aSS-s saerTaSoriso ganviTarebis saagento (USAID) _ saqarTvelos erovnuli integraciis programis farglebSi
2009-2014
2) dokumenturi filmebis cikli `mravalerovani saqarTvelo~
sazogadoebrivi mauwyebeli, gaeros asociacia, aSS-s saerTaSoriso ganviTarebis saagento (USAID) _ saqarTvelos erovnuli integraciis programis farglebSi
3) saavtoro gadacema `Cveni saqarTvelo~
sazogadoebrivi radio FM 102.4
saSualo skolebSi tolerantobis, rogorc sagnis, danergva
programis dasaxeleba/RonisZieba
SeniSvna
SeniSvna
203