4 minute read

ინტერვიუ რეიჩელ ქაითთან - ლიდერობის გაკვეთილი

ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი არის წარმატებული პროფესიონალი მრავალ სფეროში. „დიპლომატისთვის“ მიცემულ ამ ინტერვიუში ის საუბრობს მის კარიერულ გზაზე, იმ სირთულეებზე რომლებსაც ქალები აწყდებიან კარიერის განმავლობაში, განიხილავს ლიდერობას და განმარტავს, რომ სწორი მმართველობით საზოგადოებას შეუძლია იპოვოს პასუხები მომავლის პრობლემებზე.

ვინც თქვენს ბიოგრაფიას გაეცნობა ან თქვენს გამოსვლებს მოისმენს, შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი, იყოს ისეთივე წარმა­ტებული, როგორც თქვენ ხართ, გვითხარით, როგორ მოახერხეთ გქონოდათ ასეთი წარმატებული კარიერა?

Advertisement

ჩვენ ყველანი იმათ გაკვალულზე დავდივართ ვინც ჩვენამდე იყო. მე პირველი ვიყავი ჩემს ოჯახში, ვინც უნივერსიტეტში ჩააბარა, მაგრამ ჩემი ღირებულებები, სამუშაო ეთიკა და ინტერესი ბუნებისა და ლიტერატურის მიმართ, მოდის ადამიანებისგან, ვისაც განათლების შესაძლებლობები არ ჰქონდა. სკოლაში და შემდეგ უკვე ახალგაზრდობაში, იყვნენ ადამიანები ვინც სტიმულს მაძლევდნენ მაშინ, როდესაც საკუთარი თავდაჯერებულობის ნაკლებობა მაჩერებდა, ესენი იყვნენ ჩემი დამრიგებელი, გოგოების გიდის ლიდერი, ჩემი უფროსი, მენტორი. ახლა ვცდილობ იგივე გავაკეთო. აი რას ვურჩევდი ადამიანებს ვინც ახლა იწყებენ საკუთარ კარიერას - ზოგჯერ ჩვენ ვფიქრობთ სამუშაო პოზიციაზე, თანამდებობაზე, მაგრამ ის ადამიანი, ვისთვისაც მუშაობთ და ვისთან ერთადაც მუშაობთ, გადამწყვეტი ფაქტორებია სამსახურის არჩევისას. ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი კარგი ადამიანებისთვის მუშაობით.

როგორც ლიდერ ქალს, შეგხვედრიათ თუ არა რაიმე ბა­რიერი წარმატების და პროფესიული ზრდის გზაზე და როგორ გადალახეთ ისინი?

იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, გარკვეულ დავალებაზე რომ ქალი მას თავს ვერ გაართმევს. იყვნენ ისინიც, ვინც ფიქრობდნენ, რომ სამუშაო ძალიან რთული იყო - შეუძლებელი - და ამიტომ ისინი აძლევდნენ მას ახალგაზრდა ქალს, რადგან თუ არ გამოვიდოდა, ამას ნამდვილად არ ჰქონდა მნიშვნელობა - ანუ „შუშის ჭერი“ და „შუშის კლდე“. მაგრამ წლების განმავლობაში დამიგროვდა სხვა ლიდერი ქალების შესანიშნავი კავშირები და ჩვენ ერთმანეთს ვიცავთ.

წარმატებული კარიერული მოგზაურობა ძირითადად სავ­სეა თავგანწირვით, რა არის ის მსხვერპლი, რომელიც გაიღეთ კარიერის გამო?

დრო ჩემს შვილებთან და ოჯახთან ერთად. ყოფილა შემთხვევები, როცა არ ვიმყოფებოდი ქვეყანაში და გამომიტოვებია მნიშვნელოვანი მომენტები, მიუხედავად ჩემი მცდელობისა, რომ ეს არ გამეკეთებინა. საქმე არ არის დაბადების დღეებსა და არდადეგებში - ისინი არ გამომიტოვებია - არამედ, შემთხვევითი საუბრები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

რა არის ის სტრატეგიები, რომლებიც ეხმარება ქალებს სა­მსახურში წარმატების მიღწევაში?

კარგი შეკითხვაა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ვისაუბრეთ ოჯახსა და კარიერას შორის ბალანსზე - ქალებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ჰქონდეთ მხარდაჭერის ეფექტური ქსელები, როგორც პროფესიული ისე პირადი, იყავით კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ - ყველაფერი არავის აქვს. ასევე უნდა შეიცვალოს საქმეების გადანაწილება შინ სახლისთვის და ოჯახისთვის ანუ იქ სადაც ფულს არ გვიხდიან - იყავით კეთილი - თქვენ აკეთებთ მაქსიმუმს.

როგორია ლიდერობის თქვენი განმარტება და როგორ შე­უძლია ლიდერს შეცვალოს საზოგადოება?

მე არ მაქვს ლიდერობის ერთი დეფინიცია - მაგრამ ლიდერს ჩემი გაგებით, უნდა შეეეძლოს ხალხის წინ წაწევა - ჰქონდეს ხედვა, იმის გაგება, თუ საიდან მოდიან ადამიანები და შეეძლოს ამ ორის დაკავშირება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვდგავართ იმ გამოწვევების წინაშე, სადაც წარსულით ვეღარ ხდება მომავლის პროგნოზირება მაგ. კლიმატის ცვლილება, ზოონოზური პანდემიები და ხელოვნური ინტელექტი, ასეთ დროს ლიდერობა ასევე გულისხმობს ორმხრივ დაუცველობას - იმის თქმას, რომ ჩვენ დღეს არ გვაქვს ყველაფერზე პასუხი , მაგრამ ერთად ვიპოვით მათ. ის ლიდერები, რომლებიც ამას პრაქტიკაში ასრულებენ, უკეთესად ახერხებენ სწრაფად მოძრავი დღის წესრიგის მართვას.

წლების განმავლობაში, რა იყო თქვენი ლიდერობის ყვე­ლაზე ღირებული გაკვეთილი?

ენდე შენს ინტუიციას და აკეთე რთული საქმეები. ხანდახან იცი, რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ყველაზე მარტივია, ისე დატოვო როგორც არის, არ ეცადო გამოსწორებას - რაღაცეების უცვლელად დატოვებით უფრო სწრაფად წახვალთ წინ.

რა არის თქვენი საქართველოში ვიზიტის მიზეზი და რამდე­ ნად კარგად იცნობთ ამ ქვეყანას და მის ხალხს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენი წინა სამსახურების ეგიდით არაე­რთხელ იმყოფებოდით საქართველოში?

მოხარული ვარ, რომ ვეწვევი საქართველოს, სადაც ფლეტჩერის სკოლას აქვს ღრმა კავშირები და ჰყავს მრავალი კურსდამთავრებული. ასევე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მსოფლიოს ამ ნაწილში, რადგან მსოფლიო განიცდის ეკონომიკურ და პოლიტიკურ შოკებს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ როგორ გამოიყურება სამყარო სხვადასხვა ადგილიდან. ასევე მოხარული ვარ, რომ მოვინახულებ ყოფილ და ამჟამინდელ კოლეგებს სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომლებიც საზოგადოებისა და ბიზნესების განვითარებას უზრუნველყოფენ.

რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი კონფერენციის მო­ნაწილეებისთვის?

მყიფე პოლიტიკურ სიტუაციებში, ან ცვალებად გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, მცირე და საშუალო ბიზნესის შენარჩუნება და მათში ინვესტიციების შემოდინების გზების ძიება აუცილებელია როგორც ცვლილებებისადმი მდგრადობისთვის, ისე, მომავალი ზრდის საფუძვლად. ამ სექტორის ეკონომიკური სიძლიერე სტაბილურობისა და ზრდის გასაღებია და მისი მიტოვება არ შეიძლება.

რას გააკეთებდით მსოფლიოს გასაუმჯობესებლად, ერთი წლით რომ მოგეცეთ მსოფლიო ლიდერობა?

გადავიტანდი ინვესტიციებს სუფთა ენერგიის მიმართულებით და გავაუქმებდი მავნე სუბსიდიებს გაეროს და გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების, სასწრაფოდ შემცირდეს ნახშირბადის გამონაბოლქვის, პასუხად. ვიპოვი გზას რომ დაწესდეს ეფექტური ფასი ნახშირბადზე, გლობალურად.

შევიტანდი ცვლილებებს ბრეტონ ვუდსის ინსტიტუტებში, რათა მათ მეტი რისკი გაწიონ სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდილი ნაკადების მხარდასაჭერად და ვიმუშავებდი ვალების გადაგეგმვასა და ჩინეთს პარიზის კლუბთან ერთად შემოყვანაზე, რათა ქვეყნებმა შეძლონ ინვესტირება საკუთარ განვითარებაში.

განვმარტავდი, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს სავაჭრო რეჟიმმა სუფთა და მწვანე მდგრადი ზრდისა და განვითარებისთვის.

და კიდევ ბევრი რამეს - დაწყებული იქიდან თუ როგორ უნდა იმუშაონ სოციალური მედიის ფირმებმა დეზინფორმაციის გასაკონტროლებლად, გაგრძელებული თანხების მოზიდვით ადრეული საბავშვო განათლებისთვის და ჯანსაღი მდგრადი კვებისა და სუფთა წყალი ყველასთვის (SDGs). და კორუფციას დავძლევდი ფიფაში - ფეხბურთი ყველასთვის სამართლიანი უნდა იყოს!!

This article is from: