5 minute read

"გულის სიმფონია" - სერვიე საქართველო 20 წლისთავს აღნიშნავს

ინტერვიუ „სერვიეს“ საქართველოს წარმომადგენლობითი ოფისის გენერალურ მენეჯერთან, მაია ხეცურიანთან

წამყვან ფრანგულ ფარმაცევტულ კომპანია Servier-ს საქართველოში 20 წელი შეუსრულდა. როგორ უყუ­რებთ განვლილ წლებს, რა იყო მთავარი მიღწევები და გამო­წვევები?

Advertisement

ეს წლები იყო საინტერესო, მრავალფეროვანი და გამოწვევით სავსე. კომპანიამ, 2003 წლიდან დღემდე, განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა. მუდმივად იცვლებოდა გარემოც და ჩვენც ყოველთვის ვცდილობდით, გაბედული ნაბიჯებით გვევლო წინ. 20 წლის განმავლობაში, სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად, უამრავი სამეცნიერო და საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომელმაც მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა, როგორც ექიმებს, უწყვეტი განათლების ჭრილში, ასევე პაციენტებს, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ. „სერვიე“ არის კომპანია, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია პაციენტებზე და მათთვის საუკეთესო, შესაძლო თერაპიული გადაწყვეტილებების მიწოდებაზე. ჩვენ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად ვცდილობთ, სხვადასხვა დაავადების მიმართულებით გავზარდოთ მოსახლეობის ინფორმირებულობა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და ეფექტიანი მართვის კუთხით.

როგორი იყო თქვენი კარიერა Servier-მდე და როგორ მო­ხვდით ამ კომპანიაში?

პროფესიით კარდიოლოგი გახლავართ. შემდგომ ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით დავიცავი მაგისტრის ხარისხი. პროფესიული განათლების შემდეგ, გარკვეული კარიერული გამოცდილების მიღებიდან მალევე, შევუერთდი იმ დროს „სერვიეს“ პატარა გუნდს. პრაქტიკულად ისე მოხდა, რომ მთელი ეს 20 წელი „სერვიესთან“ მაკავშირებს. ჩვენს ოფისთან ერთად გავიარე განვითარების ბევრი ეტაპი და უკვე 14 წელია, ოფისის ხელმძღვანელი ვარ. პროექტი ან მიღწევა, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ. უამრავი პროექტის ჩამოთვლა შეიძლება, თუმცა, ალბათ მთავარზე გავაკეთებ აქცენტს - ეს არის „სერვიეს“ გუნდი, რომლის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მაქვს შეტანილი. სწორედ ამ გუნდის სიძლიერემ განაპირობა კომპანიის წინსვლა და მუდმივი პროგრესი. ბოლო წლებში კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდის ყოლა, განსაკუთრებით, რთულ პირობებში ოპერირებისას. ერთსულოვნების, პროფესიონალიზმისა და თავდადების შედეგად, „სერვიეს“ საქართველოს წარმომადგენლობა ფარმაცევტულ ბაზარზე ხუთეულშია და ეს არის ის წარმატება, რომლითაც ნამდვილად ვამაყობ.

17 მარტს გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „გულის სიმფონია“. რა იყო ამ კონფერენციის მიზანი, ვინ მონაწილეობდა და რა მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული?

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სურვილი გვქონდა, რომ გამორჩეული ღონისძიება გაგვეკეთებინა. „სერვიეს“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას კარდიოლოგია წარმოადგენს. „სერვიეს“ კარდიოლოგიური მედიკამენტები გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ეფექტიანობით ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება და გულის უკმარისობა. გულის უკმარისობა კვლავ რჩება ჯანდაცვის მნიშვნე- ლოვან გამოწვევად და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ თემაზე

გაგვეკეთებინა აქცენტი. ღონისძიების ლაიტმოტივი იყო, თუ როგორ განიცდიდა ამ დაავადებაზე ცოდნა ევოლუციას და დღეს რა ნოვატორული მიდგომები არსებობს პაციენტების მართვაში. ასევე გვსურდა, როგორც აღვნიშნე, სამეცნიერო ნაწილთან ერთად საზეიმო და ემოციური ნაწილიც შეგვემატებინა ღონისძიებისთვის და ასე შეირჩა მის სახელწოდებად „გულის სიმფონია“. მე-20 საუკუნის გამორჩეული ფრანგი კომპოზიტორი, მორის რაველის სიტყვები რომ გავიხსენოთ: „მე ღრმად მწამს, რომ დიდებული მუსიკა მხოლოდ გულიდან მოდის“. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ჰარმონიულ სიცოცხლეს ხომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასევე ჩვენ, „სერვიეს“ საქართველოს ოფისის ერთობლივი მოსაზრებით და გადაწყვეტილებით, ამ ღონისძიების ფარგლებში, „სერვიეს“ სიმბოლური ჯილდო გადავეცით საქართველოს კარდიოლოგიის ორ გამორჩეულ წარმომადგენელს - ბატონ ირაკლი მეგრელაძესა და ბატონ სერგო ორჯონიკიძეს, ჩვენი პატივისცემისა და კარდიოლოგიაში შეტანილი წვლილის ნიშნად.

როგორია, წარმოადგენდე უცხოურ კომპანიას საქართვე­ლოში, რა არის ის სტანდარტი რომელსაც ამკვიდრებთ ქართულ ბაზარზე?

ვფიქრობ, უცხოური, კონკრეტულად კი ფრანგული კომპანიის სახეს წარმოადგენდე, ნიშნავს, იყო ხარისხზე პასუხისმგებელი, დანერგო ევროპული სტანდარტი და უპასუხო მაღალ მოთხოვნებს, რომელსაც სათავო ოფისი აწესებს. ჩვენი კომპანია გამოირჩევა პაციენტებზე ზრუნვით და მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენს ქვეყანაშიც, ქართველ ექიმებთან ერთად, განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც პაციენტის განათლებას ემსახურება და ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უწყობს ხელს. ასევე, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ და განვავითაროთ ეთიკური გარემო, რომელიც ჩვეული სტანდარტია ევროპაში.

რას ნიშნავს, იყო ქალი ლიდერი, რა თვისებები გეხმარებათ კომპანიის წარმატებით მართვაში?

ბედნიერი ვარ და ძალიან გამიმართლა, რომ გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ისეთივე შესაძლებლობები მექნებოდა, როგორიც მამაკაცებს, თანაბარი განათლების შემთხვევაში. შემდგომში გამიმართლა, რომ ვსწავლობდი ფიზიკა-მათემატიკურ კლასში, სადაც უმეტესობა ბიჭები იყვნენ და ყოველთვის თანაბარ და ჯანსაღ კონკურენციას ვგრძნობდი. ვფიქრობ, ამან გარკვეულწილად განაპირობა ჩემი პიროვნების და ლიდერული თვისების ჩამოყალიბება. ვფიქრობ, ქალ ლიდერებს, სიძლიერესთან ერთად, მოქნილობა გამოარჩევთ, რაც დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში კი, წარმატებულად კომპანიის მართვა კომპლექსურია: ხედვის და სტრატეგიის ქონა, კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ინოვაციურობა და კრეატიულობა, და რაც მთავარია, გუნდის შექმნა და მიზნისკენ და წარმატებისკენ ერთიანი სულისკვეთებით სვლა. ეს კი მხოლოდ სწორი ფასეულობის შემთხვევაშია შესაძლებელი, როგორიცაა ურთიერთნდობის გარემოს შექმნა, ტრანსფარენტული კომუნიკაცია და უკუკავშირის გაცემა, განვითარების შესაძლებლობის დანახვა, მათ შორის, საკუთარ შეცდომებზე სწავლა, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული გარემოს კულტივირება და სიყვარულით საქმის კეთება.

როგორია ქალ თანამშრომელთა წილი თქვენს კომპანიაში და როგორ ახერხებთ ქალი ტალანტების მოზიდვასა და შენა­რჩუნებას?

დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ თანაბარ შესაძლებლობებზე მამაკაცებისა და ქალებისთვის. „სერვიეს“ სათავო ოფისმა ცალკე მიზნადაც დაისახა, რომ შემდეგი წლების განმავლობაში 40%-მდე გაზარდოს ქალების რაოდენობა მმართველ პოზიციებზე. გაგიკვირდებათ და, ალბათ ბევრი ოფისი არ მოიძებნება „სერვიეს“ ქართული ოფისის მსგავსი. ჩვენი ოფისის 90%-ს ქალბატონები შეადგენენ და ხშირად, პოზიტიურ ჭრილში, სათავო ოფისი აღნიშნავს, რომ ეს „სერვიეს“ ქართული ოფისის განვითარებაში განმსაზღვრელ ფაქტორსაც კი წარმოადგენს. აქვე აღვნიშნავ, რომ შედარებით ნაკლები, მაგრამ საუკეთესო მამაკაცებით არის დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი და წარმატება იმ ფასეულობით არის განპირობებული, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს.

როგორ უყურებთ მომავალს, სად ხედავთ Servier-ს წარმო­მადგენლობას საქართველოში 5 ან 10 წლის შემდეგ?

მკომპანია „სერვიე“ განვითარებაზეა ორიენტირებული, შესაბამისად, ბოლო პერიოდში სწრაფად ცვალებად გარემოს ცვლილებებითვე პასუხობს. ის ისახავს გრძელვადიან გეგმებს - ახლახან მოხდა 2030 წლის მიზნების გაზიარება კომპანიის ყველა თანამშრომელთან. კომპანიის მიზანია, აჩვენოს მდგრადი ზრდა ამ წლების განმავლობაში, შემდეგი მიმართულებებით: კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ანგიოლოგია და ონკოლოგია. „სერვიე“ მუშაობს ახალი მოლეკულების შექმნაზე, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. წელს გაიხსნა ახალი კვლევითი ცენტრი, რომელიც პრაქტიკულად ინოვაციების ჰაბი გახდება. თავის სამომავლო გეგმაში, „სერვიე“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობასა და გარემოს დაცვას.

ასევე, წელს შეიცვალა კომპანიის ლოგო. მისი ახალი ლოგო გამოხატავს ჯგუფის წარმატებულ ტრანსფორმაციას. ასახავს კომპანიის უნიკალურ გზას - მუდმივად ვემსახუროთ სიცოცხლეს ინოვაციის შექმნით, ემპათიით და გამოცდილების გაზიარებით. ახალი ლოგო ხაზს უსვამს ჩვენს, როგორც დამოუკიდებელი ჯგუფის, უნიკალურობას და ჩვენს ერთგულებას, ვემსახუროთ პაციენტის საჭიროებებს.

რაც შეეხება ჩვენს ოფისს, 20-წლიანი გამოცდილებით, ახალი თავის დაწერას იწყებს და გვსურს, არსებული გამოცდილების გამოყენებით და განვითარებისკენ სწრაფვით, კიდევ უფრო განსხვავებული შემდეგი 10 წლის ისტორია შევქმნათ. ძირითადი მიზნები და მიმართულებანი იგივეა, რაც დედა კომპანიის და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიტანოთ ქვეყანაში, როგორც ექსპერტიზის გაზიარების კუთხით, ასევე პაციენტებისათვის თანამედროვე სამკურნალო საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფის მხრივ.

This article is from: