• Goodwill Magazine | July, 2011 •

Page 1

ISSN 2233-3118 ჟურნალი საქმიანი ადამიანებისათვის #2(02) / 07 / 2011 ვრცელდება უფასოდ




რეკლამის მენეჯერი: თათა პატარაია

გენერალური მენეჯერი: მირანდა ხუფენია

კორექტორი: მანანა ხორავა

არტ დირექტორი: სერგო კულიჯანოვი

ფოტო:

ჟურნალისტები:

თამუნა ლორთქიფანიძე, გიორგი ნებიერიძე დიზაინი: თორნიკე ბოკუჩავა,

ალექსანდრა აროშვილი, თეა გოცაძე, ნატუკა ნაცვლიშვილი

გიორგი წოწკოლაური, სერგო ტიტენკოვი

რედაქცია: საქართველო, თბილისი მ. ბროსეს ქ, 7., საფოსტო ინდექსი 0108, ტელ.: +995 32 2946 446, ფაქსი: +995 32 2922 898 / სარეკლამო სამსახური: tata@flit.ge / მარკეტინგის სამსახური: mira@flit.ge / ტირაჟი: 5000 ეგზემპლარი / გამოცემის თარიღი: 01.07.11. გამომცემლობა „ფლიტ მედია“ საქართველო / თბილისი, მ. ბროსეს ქ. 7, ელ.ფოსტა media@flit.ge www.flit.ge / ყოველთვიური უფასო ჟურნალი / გამოდის 2011 წლის ივნისის თვიდან / ბეჭდვა შ.პ.ს. „სეზანი“.

პოლიგრაფიული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ან ელ.ფოსტის საშუალებით და 5 დღის განმავლობაში მიიღებთ ახალ ეგზემპლარს. კატეგორიულად იკრძალება „გუდვილში“ გამოყენებული ტექსტური და ფოტო მასალის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება რედაქტორის წერილობითი თანხმობის გარეშე. გამომცემლობა პასუხისმგებლობას იხსნის რეკლამაში განთავსებულ შინაარსზე.


ბუღალტერი: მარინა ალექსაური

დისტრიბუტორი: დავით კუპრაძე

ადმინ. მენეჯერი:

რედაქტორის წერილი

გვანცა სალთხუციშვილი

ზაფხული - ყველასათვის სასურველი და საყვარელი სეზონი.

ოგორც იქნა, დადგა ნანატრი დრო, როცა დაძაბული და სტრესული წლის შემდეგ შეგიძლიათ დაივიწყოთ ყოველდღიურობა: ხმაურიანი მტვრიანი ქუჩები, სამსახური, გზავნილებით სავსე ელექტრონული ფოსტა, მუდმივი სატელეფონო ზარები, პლანშეტი, Smartphone-ები, რომლებიც სამსახურს გარეთაც კი არ გვაძლევენ მოსვენებას. დაივიწყეთ ეს ყველაფერი, გადით მომსახურების ზონიდან და გახდით მიუწვდომლები :–). ზაფხულია - განიტვირთეთ და მოიკრიბეთ ახალი სასიცოცხლო ენერგია. არაჩვეულებრივი იქნება, თუ მოახერხებთ და სხვადასხვა ქვეყანას ესტუმრებით, მიიღებთ ახალ შთაბეჭდილებებს და ემოციებს, რაც უკან დაბრუნებულებს აუცილებლად დაგეხმარებათ, ისევ ჩაებათ ქალაქურ რუტინაში. რუბრიკა Bon Voyage-ში შევეცადეთ ერთმანეთისაგან განსხვავებული ადგილები შემოგვეთავაზებინა. გაგვიხარდება, თუ ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. თუმცა, თუ ქალაქიდან გასვლას ვერ მოახერხებთ, გულს ნუ გაიტეხთ, დღეს თბილისშიც შესაძლებელია დასვენება. ჩვენს ქალაქში უკვე მრავლად არის ლამაზი მოვლილი პარკები, ღია კაფეები და სარელაქსაციო ცენტრები, სადაც ნამდვილად შეძლებთ განტვირთვას. არ დაგავიწყდეთ „გუდვილის“ ახალი სერვისი GOODWILL DELIVERY, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ თავი აარიდოთ ზაფხულის სიცხეს და სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ადგილზე მიიღებთ თქვენთვის სასურველ პროდუქციას. მოკლედ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, მშვიდ და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ. BON VOYAGE!

ანუკი ნაცვლიშვილი ჟურნალ „გუდვილის“ მთავარი რედაქტორი editor@flit.ge


სარჩევი

წარმოებულია საქართველოში

ტექნოლოგიები

BON VOYAGE

გასტრონომია

06 16 ქართული ღვინო „კორპორაცია

ტექნოლოგიები /

ქართული ღვინისგან“

საზღვრებს გარეთ

20 ზაფხული განტვირთვის დროა

11

25 ტრუფელი სიმდიდრის, ფუფუნებისა და დახვეწილი გემოვნების

საზაფხულო აქციები

სინონიმი

ტანსაცმლისა და ტექსტილის მაღაზიასალონ „მერლინში“

12 კულა - დალიე ხილი!

30 „გუდვილ ქეითერინგი“

36 მიშლენის ვარსკვლავები

4

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


სარჩევი

სტილი

სხვადასხვა

სამომხმა– რებლო კალათა

პროდუქცია

40 ფოტოსესია -

54

„ზაფხული ქალაქში„ „რადისონ ბლუ“ ბათუმში

64 - განწყობიდან

56

76

MERCHANDISING შეძენამდე

მომხმარებლის გიდი

უვნებელი „აგიტკა“ ქართული თანამედროვე ხელოვნების ქრონიკები

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

5


წარმოებულია საქართველოში

ქართული

ღვინო „კორპორაცია ქართული ღვინისგან“

6

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


წარმოებულია საქართველოში

ქართული ღვინის ტრადიციებსა და ვაზის კულტურაზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება. ეს თემა ჩვენში არასოდეს ყოფილა მოსაბეზრებელი. დიდი ხანია, ღვინის დაწურვა მხოლოდ ოჯახური ტრადიცია ან გლეხის შემოსავლის წყარო არ არის. ჩვენთან ღვინის წარმოება ბიზნესია, თან სერიოზული ბიზნესი. ბოლო დროს რამდენიმე ღვინისმწარმოებელი კომპანია გამოიკვეთა. ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის, „კორპორაცია ქართული ღვინის“ დირექტორი მიხეილ ხუნდაძეა.

როდის შეიქმნა კომპანია და რა ეტაპები განვლო დღემდე?

კომპანია 1999 წელს დაარსდა და მისი ერთპიროვნული დამფუძნებელი დიმიტრი ნოზაძეა. იმ დროისათვის აქტუალური იყო რუსულ ბაზარზე მუშაობა. შესაბამისად, თითქმის ღვინის ყველა მწარმოებელი, მათ შორის „კორპორაცია ქართული ღვინოც“, სწორედ რუსულ ბაზარზე იყო ორიენტირებული. კომპანია უკვე მეთორმეტე წელია წარმატებით მოღვაწეობს, ყოველწლიურად ვითარდება და, ზოგადად, წინსვლაზე, ინოვაციაზეა ორიენტირებული. სტრატეგიული ორიენტირი მუდმივი განახლებაა და ეს არის დინამიკური პროცესი. 2006 წლამდე მხოლოდ რუსეთში ვახორციელებდით ექსპორტს. ემბარგოს შემდეგ ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით. რუსეთში ექსპორტის აკრძალვისთანავე, დღის წესრიგში დადგა ახალი ბაზრის მოძიების საკითხი. ახალ ვითარებას მალე ავუღეთ ალღო. 2007 წელს

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

7


წარმოებულია საქართველოში

ხარისხი რამდენიმე კომპონენტზეა დამოკიდებული და მასზე ზრუნვა ვენახიდან იწყება დავიწყეთ პროდუქციის გატანა უკრაინის და ყაზახეთის ბაზარზე. ამ წელს ბევრად მეტი ღვინო გავგზავნეთ საზღვრებს გარეთ, ვიდრე რუსეთთან კონტაქტების დროს. დღეისათვის ჩვენი პროდუქცია იყიდება უკრაინაში, ყაზახეთში, პოლონეთში, საბერძნეთში, ლიტვასა და ლატვიაში, მცირე პარტიით – ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახლო მომავალში ვგეგმავთ ექსპორტს ყირგიზეთსა და ბელორუსში. ასორტიმენტზეც გვითხარით რამე...

სხვადასხვა სერიით ვაწარმოებთ ტრადიციული დასახელების ყველა ქართულ ღვინოს – „მეტეხსა“და „შოთა რუსთაველს“, „არგოსა“ და „კახეთს“ – ლიტრნახევრიანი სასაჩუქრე ბოთლებით, სამლიტრიანი „ბეგინბოქსებით“. გვაქვს

8

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

ახალი სერია „მიკიტანი“, რომელიც მალე გამოჩნდება ბაზარზე. რა ქმნის, რა განაპირობებს ღვინის ხარისხს?

ხარისხი რამდენიმე კომპონენტზეა დამოკიდებული და მასზე ზრუნვა ვენახიდან იწყება. კარგად მოვლილი ვენახი, ბუნებრივია, საღ ყურძენს იძლევა და ხარისხიანი ღვინო-მასალის მიღების წინაპირობაც სწორედ ეს არის. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ღვინის მოვლა. ღვინომასალის დამზადებისა და შენახვის წესების დაცვას ვგულისხმობ. საამისოდ, აუცილებელია სათანადო, გამართული აღჭურვილობა და ტექნოლოგიები. მესამე ეტაპი ბუტილირება – ღვინის ჩამოსხმაა.


წარმოებულია საქართველოში

ბევრი რამ არის დამოკიდებული მაკომპლექტებლებზე, მაგალითად, საცობის ხარისხზე. მეოთხე, დასკვნითი ეტაპი, პროდუქციის შენახვაა. საქართველოში, კერძოდ, თბილისში თუ შეიძლება თქვენი ღვინის შეძენა?

საქართველოში ჩვენი ნაწარმი (სასაჩუქრე ბოთლებით) იყიდება გუდვილში, იოლსა და სხვა მარკეტებში.

და „საფერავი“ ოქროს და ვერცხლის მედლებით არის დაჯილდოვებული. 2010 წელს კომპანიას მიენიჭა სერტიფიკატები ISO 22 000:2005 - სურსათის უვნებლობის, ხოლო ISO 9001:2008 - მენეჯმენტის სფეროში. ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. სამომავლო გეგმებზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა...

ვენახების მოვლის მხრივ, ქვეყანაში

რა გამოარჩევს „კომპანია ქართულ ღვინოს“ სხვა ადგილობრივი მწარმოებლებისაგან?

კომპანიების უმეტესობა ხარისხიან პროდუქციას აწარმოებს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს არჩეული. ჩვენ მიერ არჩეული ორიენტირის სისწორეს პროდუქციის მიერ მიღებული ჯილდოები და სიგელებიც მოწმობს. „მეტეხის“ სერიის „ქინძმარაული“

არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა. გლეხების ნაწილი ვეღარ ახერხებს მათ პატრონობას. ვენახების გაშენებასთან ერთად ჩვენი სტრატეგიული მიზანი უკვე არსებული ვენახების შესყიდვაა. გვსურს, წვლილი შევიტანოთ ვაზის კულტურის, მევენახეობის გადარჩენის საქმეში. მერწმუნეთ, სხვანაირად ვერც ქართული მეღვინეობა განვითარდება. ინტერვიუ მოამზადა ნატუკა ნაცვლიშვილმა

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

9



წარმოებულია საქართველოში

საზაფხულო აქციები ტანსაცმლისა და ტექსტილის მაღაზია-სალონ „მერლინში“

კომპანია „გუდვილმა“ ერთგული მომხმარებლებისთვის ტანსაცმლისა და ტექსტილის მაღაზია-სალონი „მერლინი“ 6 თვის წინ გახსნა, იგი სიახლეებითა და აქციებით გამოირჩევა. მაღაზიაში, სადაც სამკერვალო მომსახურებასაც სთავაზობენ მომხმარებლებს, კოლექცია ყოველ ორ კვირაში ერთხელ ახლდება. ზაფხულის დადგომასთან ერთად “გუდვილმა” ისევ იზრუნა საკუთარ მომხმარებლებზე და მაღაზია „მერლინში“ სასაჩუქრე აქციები დაიწყო. ირინა ქოსაშვილი (ჰიპერმარკეტ გუდვილის დირექტორი, საცალო გაყიდვების უფროსი): „მერლინში“ გუდვილის მომხმარებლებისთვის საზაფხულო აქცია დაიწყო, ის მომხმარებელი, რომელიც ვაკის გუდვილის მაღაზიაში ასლარიან შესყიდვას გააკეთებს, მიიღებს „მერლინის“ სასაჩუქრე ბარათს, მაღაზიაში ბარათის, ჩეკისა და პირადობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში კი მომხმარებელი დასაჩუქრდება ყველა ქალისთვის საყვარელი აქსესუარებით. ასევე გუდვილის ის მომხმარებლები, რომლებიც ბონუს ბარათის მფლობელები არიან, გუდვილში განხორციელებული ყოველი შესყიდვისას აგროვებენ ბარათზე ქულებს. დაგროვილი ქულებით კი შეუძლიათ მაღაზია „მერლინის“ პროდუქციის ყიდვა. სალონში წარმოდგენილია გერმანული, ჰოლანდიური და თურქული პროდუქცია და ასევე ხელვაჩაურის ფაბრიკა BTM-

ის ნაწარმი, ესენია: ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი, ტექსტილი, თეთრეული, ყველა სახის ქსოვილი და აქსესუარები. თითოეული ნიმუში იკერება მაქსიმუმ 3 ცალი, რაც უზრუნველყოფს, რომ ტანსაცმლის მოდელები არ იქნება შაბლონური. ამასთან ერთად მაღაზიაში შეხვდებით არასტანდარტულ და დიდი ზომის ტანსაცმელსაც. „მერლინი“, რომელიც ირაკლი აბაშიძის 81 ნომერში მდებარეობს, ექვსი თვეა, რაც გაიხსნა და სხვადასხვა აქციით, ფასდაკლებებითა და ახალი კოლექციებით ხშირად ანებივრებს მომხმარებლებს. ხელვაჩაურის ფაბრიკის BTM-ის ნაწარმი, რომლის ექსკლუზიური პარტნიორია კომპანია გუდვილი, მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა, ტანსაცმლის ფასი იწყება 15 ლარიდან, თეთრეულის – 6 ლარიდან, ხოლო ყველა სახის ქსოვილი 8 ლარი ღირს. „მერლინმა“ უკვე დაიმსახურა ხალხის მოწონება, რასაც მომხმარებელთა ყოველდღიური რაოდენობა აჩვენებს. თეა გოცაძე

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

11


წარმოებულია საქართველოში

პირველ რიგში, რა სახეობის

პროდუქტებს აწარმოებს კულა?

გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანა - ბრენდით „კულა“ აწარმოებს სხვადასხვა სახეობის, დაახლოებით ოცი დასახელების ნატურალურ წვენს - მინის 1000 მლ-იან, ასევე 330 მლ-იან და 200 მლიან ბოთლებში. აწარმოებს 12 სახეობის ტყემალს, რომელშიც შედის ყველა ფერის ტყემლის სამი სახეობა: კლასიკური, ნივრით და ცხარე; კულა უშვებს ასევე ღოღნაშოს ტყემლებს, სამი ტიპის საწებელს, სამი ტიპის კეტჩუპს და ტომატ-პასტებს, თითქმის ყველა ხილის ჯემებს, მურაბებსა და მწნილებს, ასევე ექვსი სახეობის აჯიკას. კულას ჯემები ვაშლის, ატმის, ქლიავის, კომშის თუ ლეღვის ნატურალური და უგემრიელესია, მურაბები კი - ალუბლის, თეთრი ბლის, მარწყვის, ვარდის თუ სხვა, ასევე ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთაა. ›

რა პრინციპებსა და ღირებულებებს

ეფუძნება კულა?

ჩვენი პირველი პრინციპი - ეს არის

12

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

ნატურალურობა, რომ ხალხმა მიირთვას საუკეთესო და სუფთა პროდუქტი, ყველანაირი კონსერვანტებისა თუ საღებავების და სხვადასხვა დანამატების გარეშე. კულას პრინციპია ისიც, რომ პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს თითქმის ყველა რეგიონისათვის და გვსურს, დავეხმაროთ ადგილობრივ ფერმერებს, რომ მათ უფრო მეტი პროდუქტი აწარმოონ და აქედან გამომდინარე, მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული. ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს, მონაწილეობა მიიღოს საქველმოქმედო პროექტებში, და იყოს ჩართული მათში - კულა არაერთი ასეთი პროექტის სპონსორია. ადამიანმა, რომელიც ჩვენს წვენს შეიძენს, უნდა იცოდეს, რომ ამით ეხმარება მას, ვისაც რეალურად შეიძლება უფრო სჭირდებოდეს ეს წვენი და ჩვენი დახმარება. საერთო ღირებულების გარკვეული პროცენტი ჩვენ ამ კუთხით გვაქვს ჩადებული და რეგულარულად ვეხმარებით ბავშვთა სახლებს თუ სხვა გაჭირვებულებს კულას პროდუქტებით. თუმცა ჩვენი უპირველესი


წარმოებულია საქართველოში

დღეს, „კულა“ ალბათ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ამდენი დასახელების სხვადასხვა ნაწარმს საქართველოშივე, გორში უშვებს, რაც მომხმარებლის დიდ ნაწილზეც აისახა - ადამიანებმა უკვე იციან, რისი შეძენა ურჩევნიათ ჯანსაღი ცხოვრებისათვის. დანარჩენებს კი ალბათ ძალიან დაგაინტერესათ დეტალებმა -

ჟურნალი „გუდვილი“ „კულას“ დირექტორ, ბატონ ვანო გოგლიძესთან

გთავაზობთ ინტერვიუს.

უკვე დიდი ხანია, საზოგადოებასა და მაღაზიებში ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ვაწყდებით - არ ვიცით, რომელი პროდუქტია ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა, არ ვიცით, რისი შეძენა სჯობს ჯანსაღი კვებისათვის. საქართველოში ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ჩვენთან ასე მწირია ადგილობრივი წარმოების მრავალფეროვნება, სხვა ქვეყნებიდან შემოსულ პროდუქტს კი მაინცდამაინც არ ვენდობით. თუმცა, ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში დგას - ნატურალური პროდუქტის დეფიციტს დღეს მსოფლიოს დიდი ნაწილი განიცდის. საბედნიეროდ, ჩვენს პატარა ხილით მდიდარ ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი გამონათებები - 2009 წლიდან გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანა „კულამ“ 100%-ით ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა წვენების, ჯემების, მურაბების, მწნილისა თუ სხვა დასახელების პროდუქციის გამოშვება დაიწყო.

პრინციპი მაინც ნატურალურობა და მაღალი ხარისხის პროდუქციაა. ›

რამდენი ადამიანია

დასაქმებული კულაში?

კულაში დასაქმების ზრდა სეზონურად ხდება - როდესაც მეტი დასახელების პროდუქტის გადამუშავებაა საჭირო. როდესაც სეზონურად მუშაობა დატვირთულია, კულა 186 თანამშრომელს ითვლის, ყველაზე ნაკლებად დატვირთულ პერიოდში კი კომპანიაში დაახლოებით 95 ადამიანი მუშაობს. ›

როგორ დაიბადა კომპანიის

დაარსების იდეა?

ვინაიდან საქართველო, და განსაკუთრებით

შიდა ქართლი ითვლება ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიად და მაღალი ხარისხის ხილისა თუ ბოსტნეულის მოყვანის ადგილად და რადგან ჩვენს ქვეყანაში უამრავი დასახელების ხილია, ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ისეთი კომპანია, რომელიც სწორედ ასეთი უმაღლესი ხარისხის და რაც მთავარია, ნატურალურ პროდუქტზე იქნებოდა ორიენტირებული. ამ იდეის საფუძველზე, 2009 წელს დაარსდა გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქარხანა „კულა“. 2009 წელს ჩვენ გამოვუშვით საბავშვო წვენებისა და ხილფაფების პირველი სერია, ამ ეტაპზე ეს მიმართულება კვლავ განვაახლეთ და საბავშვო ხაზი მაღაზიებში 2011 წელსაც იქნება. ←

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

13


წარმოებულია საქართველოში

Golden-Brand-ის დაჯილდოება

← ›

გარდა ნატურალურობისა, თქვენი

პროდუქცია გემოთიც გამორჩეულია. გაქვთ თუ არა რომელიმე პროდუქტის დამზადების სხვადასხვა სპეციფიკური რეცეპტი?

ჩვენ მიერ გამოშვებული ყველა პროდუქტი ქართული ტრადიციებით, საუკეთესო ხალხური წესებითაა დამზადებული. ჩვენ ვამზადებთ პროდუქტებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით - შემდეგ ეს პროდუქტი გადის ტესტირების რამდენიმე ეტაპს, დახურულ თუ ღია ტესტირებებს, რომელთა საშუალებითაც ჩვენი სპეციალისტების გარდა, პროდუქტს მოწვეული ექსპერტები უკეთებენ დეგუსტირებას. წარმოებული ნიმუშებიდან შეირჩევა საუკეთესო და ამის შემდეგ იწყება პროდუქტის ქარხნული წარმოება. ›

სად და როგორ ხდება კულას

დამზადება?

კულას პროდუქციის ჩამოსხმაც, დამზადებაც და ეტიკეტირებაც ხდება გორში. ის ნედლეული, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის საუკეთესო, უმაღლესი ხარისხის ხილი თუ ბოსტნეული, რომელიც სიმწიფის სტადიაში იკრიფება და რაც მთავარია, მაშინვე მუშავდება. მოკრეფიდან 12 საათში მოსავალი დამუშავების პროცესს გადის

14

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

და 24 საათში იგი უკვე მზა პროდუქტია, ეს გვაძლევს საშუალებას პროდუქტში მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული ხილის სასარგებლო თვისებები. სწორედ ამიტომაა კულას პროდუქტი ნატურალური და ასეთი გემრიელი. ›

კულას გარდა არსებობს თუ არა

საქართველოში ამ ტიპის კომპანიები, რომლებიც ადგილობრივად ნატურალურ პროდუქციას აწარმოებენ?

რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე კომპანია, რომლებიც ამ ტიპის პროდუქტს უშვებენ, თუმცა ისინი მხოლოდ ნაწილობრივ აკეთებენ ამას: ცალკე ტყემლის მწარმოებელი კომპანია, ცალკე მურაბების, ცალკე - ჯემების და ა.შ. თუმცა ჩამოთვლილთაგან ყველას რომ აწარმოებდეს, თანაც ადგილობრივად, ასეთი მხოლოდ კულაა. ჩვენ თითქმის ყველაფერს ვაკეთებთ - კულა 170 დასახელების პროდუქტს უშვებს. › საიდან წამოვიდა სახელწოდება კულა? „კულა“ არის ძველი ქართული სასმისი, რითიც სვამდნენ ძველად სხვადასხვა სითხეს. როდესაც ჩვენი კომპანია ჩამოყალიბდა, პირველი, რაც მან გამოუშვა,


წარმოებულია საქართველოში

ეს იყო წვენები - სწორედ ამიტომ დავარქვით მას ძველი ქართული სასმისის სახელი. შემდეგ კი კომპანია გაფართოვდა და გამოუშვა სხვა სახის პროდუქტი. ›

რის გარანტიას აძლევს კულა

მომხმარებელს, რატომ უნდა შეიძინონ ადამიანებმა კულა, და არა სხვა ნაწარმი?

პირველ რიგში, ის, რის გარანტიასაც ვაძლევთ ჩვენ მომხმარებლებს, ეს არის პრინციპი, რომ არ შევცვლით ხარისხს. შესაძლოა, ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტის გამო ჩვენ შევაფერხოთ რომელიმე ნაწარმის მიწოდება, მაგრამ, სეზონურად, ახალი მოსავლის აღების შემდეგ, კულას პროდუქცია ნამდვილად არ შეიცვლება და იქნება იმავე ხარისხის, იმავე გემოთი დღეს, საქართველოში ყველაზე მტკივნეული სწორედ ხარისხისა და ახალი პროდუქტის თემაა, ამიტომ კულა ზედმიწევნით იცავს ამ სტანდარტებს. გარდა ამისა, ჩვენ ყოველ წელს ახალ-ახალ სურპრიზებს ვთავაზობთ მომხმარებელს. ›

რამდენად ხელმისაწვდომია კულას

პროდუქცია საქართველოში?

ჩვენი ნაწარმი თბილისის თითქმის ყველა ქსელშია ხელმისაწვდომი. დაფარული გვაქვს მთლიანად შიდა ქართლი, იმერეთი, ნაწილობრივ ქვემო ქართლი და აჭარა. კულას შეხვდებით კახეთის სხვადასხვა მაღაზიაში და ვიმედოვნებთ, რომ მალე მთელი საქართველო იქნება დაფარული. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ვფიქრობთ, რომ კულას ნაწარმის ფასი ძალიან ოპტიმალურია - გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ქიმიურად და ხელოვნური დანამატებით, პირდაპირ ნედლეულისგან დამზადებული 100%-ით ნატურალური პროდუქტის ფასი აბსოლუტურად შესაბამისია მის ხარისხთან. გარდა ამისა, არის ზოგიერთი ხილი, რომელიც თვითონ ისე ძვირია, რომ მისგან დამზადებული პროდუქცია უბრალოდ ვერ

ეღირება მასზე ნაკლები. › მიღებული ჯილდოებიდან რომელს გამოარჩევდით?

გამოვარჩევდი „ეტალონის“ მიერ გადმოცემულ ჯილდოს და „მერკურს“, რომლის მიღებაც ჩვენთვის დიდი პატივია რადგანაც ჩვენი პრიორიტეტია ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტების წარმოება ›

რომელ ქვეყნებში ახორციელებთ

ექსპორტს?

უკრაინა, ბელორუსია, პოლონეთი, ჩეხეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აშშ, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, საბერძნეთი, ისრაელი... ›

და ბოლოს, რა სიახლეებს ჰპირდება

კულა საკუთარ კლიენტებს?

წელს, მაგალითად კულამ გამოუშვა ახალი ტიპის წვენები, Fresh წვენები, რომლებიც უკვე ჩამოსხმულია, მიმდინარეობს მათი დამუშავება და სულ მალე გამოვა გასაყიდად. ვგეგმავთ კულას ლიმონათის გამოშვებასაც. გარდა ამისა, ივლისის თვეში კომპანია გახსნის პირველ საფირმო მაღაზიას თბილისში. აქ წარმოდგენილი იქნება კულას სრული ასორტიმენტი, მომხმარებელს მიეცემა საშუალება, ხელმისაწვდომ ფასში შეიძინოს ჩვენი ნაწარმი, ასევე მაღაზიები იმუშავებენ შეკვეთებზე სახლში მიტანის პრინციპით - ამ პროექტს კი „კულაბა“ ერქმევა. ასე რომ, ჩვენს კლიენტებს მრავალ საინტერესო სურპრიზს ვპირდებით. ალექსანდრა აროშვილი

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

15


ტექნოლოგიები / საზღვრებს გარეთ

01

FERRARI V4 SUPERBIKE

ეს კონცეპტუალური მოტოციკლი Ferrari V4 ისრაელელი დიზაინერის ამირა გლინიკას ნამუშევარია და ძალიან მიმზიდველად გამოიყურება იმისთვის, რომ უბრალოდ გვერდით ჩაუარო და არ მიაქციო ცოტა ყურადღება მაინც. იგი 2005 წელს შეიქმნა როცა გაჩნდა კითხვა რატომ არ უშვებს ფერარი მოტოციკლებს? აღმოჩნდა, რომ 50-იან წლებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფერარი უშვებდა მოტოციკლებს. დიზაინერმა ამირა გლინიკმა გადაწყვიტა, შეევსო ეს ეტაპობრივი დანაკარგი ფერარის თანამედროვე ისტორიაში და კომპანიას მოტოციკლის საკუთარი საუცხოო კონცეპტი შესთავაზა. მისი აზრით, მოტოციკლის დიზაინი სრულიად აკმაყოფილებს ფერარის სტილს.

02

თევზი - რობოტი

ბრიტანული უნივერსიტეტის, „ესსექსის“ სპეციალისტებმა შექმნეს თევზირობოტი, რომელსაც ზღვის სიღრმეებში ჩასვლა და მისი გამოკვლევა შეუძლია. თევზ-რობოტს საზღვაო პორტების დაბინძურებული ადგილების გამოაშკარავების ფუნქციაც აკისრია. იგი აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც საშუალებას აძლევენ მას, აღმოაჩინოს მავნე ნივთიერებები, დაადგინოს წყლის ქიმიური შემადგენლობა და დაბინძურებული ადგილები გამოავლინოს. ამ „ყოველმხრივ“ ხელოვნურ თევზს დაბინძურებული პუნქტების სამგანზომილებიანი რუკის შექმნაც შეუძლია. მეცნიერები აპირებენ ხუთი ასეთი თევზის გამოშვებას, რომლებიც გააკონტროლებენ ზღვის სიღრმეებში არსებულ მავნე ნივთიერებებსა და დაბინძურებულ ტერიტორიას დასაწყისისათვის ჩრდილოეთ ესპანეთის პორტში, ხიხონში. საინტერესოა ისიც, რომ მიღებული ინფორმაციის გადაცემა სიგნალის სახით თევზ-რობოტს Wi-Fi-ს საშუალებით შეეძლება.

16

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


ტექნოლოგიები / საზღვრებს გარეთ

03

სვაროვსკის „პენტაქსი“

ამ შემთხვევაში თვითონ ფოტოაპარატისათვის უფრო მოგინდება ფოტოების გადაღება, ვიდრე მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება. სვაროვსკის „პენტაქსის“ ფოტოაპარატი მთელ ზედაპირზე სვაროვსკის თვლებითა და დიზაინითაა გაფორმებული.

05

04

ბრილიანტის ყურსასმენები 5000 $-ად

ისინი 18 კარატიანი ბრილიანტითა და ოქროთია დაფარული. ეს ყურსასმენები მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ყურსასმენებად ითვლება, რომლებიც ინგლისში, ქალაქ ბრისტოლის ერთ-ერთ საიუველირო ბუტიკშია წარმოდგენილი.

„საჰარას ტყე”

ცოტა ხნის წინ სამმა მეცნიერმა საზოგადოებას განსაცვიფრებელი გადაწყვეტილების შესახებ უამბო, რომელიც მსოფლიოში არსებული რესურსების დეფიციტის პრობლემის გადაჭრის გზად შეგვიძლია მივიჩნიოთ. პროექტი მოიცავს საჰარას უდაბნოს „ტყედ“ ქცევას წყლისა და მზის ენერგიის გამოყენებით. "Sahara Forest Project" აერთიანებს სხვადასხვა, ერთი შეხედვით ერთმანეთთან შეუფერებელ ტექნოლოგიებს - კონცენტრირებული მზის ენერგიის სათბურები შეეცდებიან გამოიყენონ ზღვის წყალი და ხელი შეუწყონ მის კონდენსირებას. ეს ყველაფერი ქმნის მასიურ, უზარმაზარ ბიომექანიზმს, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგია შესაძლოა მთელ აფრიკასა და ევროპას ეყოს. საჰარას უნიკალური სისტემა, რომელსაც ხელოვნურად შეუძლია ბუნებრივი რეგულაციის შექმნა , მშრალი და ცხელი ადგილებით აღსავსე უდაბნოს აყვავებულ ოაზისად გადააქცევს. პროექტი შექმნეს ჩარლი პატონმა, მაიკლ პოულინმა და ბილ ბატსმა. ეს საუკეთესო ტექნოლოგიური ნაზავია, რადგან ზღვის წყლის გამათბობელი, რომელიც მზის ენერგიაზეა კონცენტრირებული, საოცარ, გრილ და სასიამოვნო გარემოს ქმნის ცხელ, მშრალ კლიმატში.

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

17


ტექნოლოგიები / საზღვრებს გარეთ

06

AUDI SHARK- ზვიგენი აუდისაგან

07

ოქროს ლეპტოპი MacBookPro-საგან

08 ტექნიკური შესაძლებლობებითა და ფუნქციებით იგი არაფრით განსხვავდება სხვა ლეპტოპებისაგან, თუმცა განსხვავება საკმაოდ დიდია და ეს განსხვავება დიზაინშია. ახალი და ექსკლუზიური „მაკბუქპროს “ლეპტოპის ზედაპირი მაღალი ხარიხსის ოქროთია დაფარული, Apple-ის ლოგო კი ალმასებითაა გაფორმებული. 18

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

ეს ფუტურისტული მფრინავი მექანიზმი უჩვეულო დიზაინით - მოტოციკლისა და თვითმფრინავის შთაგონებითაა შექმნილი. პროექტის ავტორია კაზიმ დოკუ, რომელიც ამ ნამუშევრით Domus Academy- კონკურსის გამარჯვებული გახდა . Domus Academy ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური სკოლა და კულტურული ლაბორატორიაა თანამედროვე დიზაინისა და მოდის ინდუსტრიის სფეროში, რომელიც 1982 წელს დაარსდა. „ზვიგენი“ კომპანია აუდის დიზაინის კონცეპტუალურ მხარეს მოიცავს, როგორც მომავლის დიზაინს, დიზაინის ენას. მას გააჩნია ერთმანეთის გასწვრივ განლაგებული ორი სავარძელი. ეს უნიკალური ორადგილიანი მფრინავი მოწყობილობა აერთიანებს მოტოციკლსა და თვითმფრინავს და საკუთარ მგზავრებს მძაფრ შეგრძნებებსა და უსაფრთხოების გარანტიას სთავაზობს.

3G iPhone დიდი ბრილიანტით

მის კორპუსს ამშვენებს 138 პატარა და ერთი დიდი, მასიური ბრილიანტი 6.6-კარატით, რომელიც მთავარი ღილაკის დანიშნულებას ასრულებს.


ტექნოლოგიები / საზღვრებს გარეთ

09

სერფინგის დაფები შანელისაგან

გასაგებია სუნამო, საათი, ტანისამოსი... სხვა უამრავი აქსესუარი, მაგრამ, სერფინგის დაფაც კი რომ შანელის გაქვს, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.

10

„მცურავი სახლი“

ვინაიდან და რადგანაც ნორვეგია თითქმის ყველა მხრიდან წყლითაა შემოსაზღვრული, დიზაინერები მცურავი სახლების შეძენას გვირჩევენ. ამ იდეაზე ისინი უკვე დიდი ხანია მუშაობენ, თუმცა თითოეულ მათგანს ის სულ სხვანაირი წარმოუდგენია. ნაწილი თვლის, რომ ეს უნდა იყოს კორპუსის ტიპის სახლი რამდენიმე ბინით და არც ისე ბევრი სართულით. სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ეს უნდა იყოს პატარა და მყუდრო „სახლუკა“ ორი ადამიანისათვის, რომელიც წყნარ და მშვიდ ცხოვრებას უზრუნველყოფს წყლის წიაღში. დიზაინერი Espen E. Erikstad სწორედ მეორე ვარიანტის მომხრეა. შემთხვევით არ მიუღია ამ პროექტს „მოხუცი მეზღვაურის“ სახელი, იგი ვერ იქნება მრავალსართულიანი თუნდაც ამ სახელის გამო. დიზაინერი თვლის, რომ სწორედ ასეთი ტიპის ტრანსპორტისახლებია საჭირო ისეთ ქალაქში, როგორიცაა ოსლო. ასეთ სახლში შესაძლებელია არა მხოლოდ „ჩასხდომა“ და დასვენება უქმეებში, არამედ მასში ცხოვრება და მოგზაურობა აქ ყველანაირი კომფორტი გექნებათ. პრინციპში, რატომაც არა, ასეთი სახლი იქნებოდა ძალიან მყუდრო და კომფორტული!

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

19


Bon Voyage

ველამ კარგად ვიცით, რომ ზაფხული დასვენებისთვის ”გამოიგონეს”, რომ ყველაზე კარგი დროა განტვირთვისთვის - ამ დროს ენერგიით და დადებითი ემოციებით უნდა აღიჭურვო, რომ მთელი დარჩენილი წელი პროდუქტიულად გამოიყენო. წელსაც, რა თქმა უნდა, ”ისე ცხელა, როგორც არასდროს” და ”ისე გვჭირდება დასვენება, როგორც არასდროს”. გთავაზობთ ყველაზე ეგზოტიკური ადგილების სიას.

საბერძნეთი - ათენი 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ათენისთვის ურბანული განახლების ხანა დაიწყო და დღემდე გრძელდება. განუმეორებელი აკროპოლისი და, შეიძლება ითქვას, საკულტო პართენონის ტაძარი მოდერნისტული ქალაქის თავზე რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი სანახავია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. თანამედროვე ათენი განვითარებული კოსმოპოლიტური ქალაქია. ათენის ისტორიული ცენტრი მთლიანად ფეხითმოსიარულეებს ”ეკუთვნით” ისტორიული ღირსშესანიშნაობებით სავსე ადგილი ევროპის ყველაზე დიდი ფეხითმოსიარულეთა სამფლობელოა. უზარმაზარი არქეოლოგიური პარკი თანამედროვე და ისტორიულ რეალობებს აერთიანებს. ქალაქის სოციალური და კულტურული ცხოვრება ანტიკური მონუმენტების გარემოცვაში მიედინება. დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს ათენური ბოჰემა, მშვიდი და მხიარული ადამიანები, რომლებიც დაუსრულებელი ყავის სმით და ღამის ცხოვრებით მაქსიმალურად ტკბებიან, გვიანობამდე სეირნობენ, მაშინაც კი, როცა ევროპას მშვიდი ძილით სძინავს . 20

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


Bon Voyage

თურქეთი - სტამბული კლასიკური თურქული მინარეთების და აღმოსავლური ბაზრების ქალაქი სინამდვილეში პროგრესული და მოდური ცხოვრებით ცხოვრობს. სტამბული თავისი ამბივალენტურობით არის ცნობილი. ბოსფორით გაყოფილი ევრაზიული ცენტრი კონსერვატულია და ძალიან უბრალო ამავდროულად. პრინციპში, სტამბული უკიდურეს კონტრასტებთან მიმართებით საკმაოდ ლოიალურია. თუ უზარმაზარი „აია სოფია“ და უმდიდრესი „ტოპკაპის სასახლე“ ძველი ქალაქის, უდავოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებია, სტამბულის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი განუყოფელია ოცდამეერთე საუკუნის რეალობისგან. აუცილებლად მოინახულეთ ცნობილი „ბეიაზიტის ბაზარი“, რომელიც, სხვათაშორის, 500 წლის არის. ოქროთი და ხალიჩებით მოვაჭრეები აუცილებლად გაცდუნებენ, რომ არაფერი ვთქვათ ცნობილი თურქული ტკბილეულის და სხვადასხვანაირი აღმოსავლური სამოსის მიმზიდველობაზე. სტამბულში ყოველთვის არის კულტურული გასართობი - გამოფენები, კონცერტები, კინოს ან მუსიკის ფესტივალები. ღია კაფეებში და ბარებში კოქტეილების დაგემოვნება ზაფხულში განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესია. არ დაგავიწყდეთ, რომ ნარგილეს და ნარდის გარეშე სტამბული ფაქტობრივად სტამბული არ არის.

ტაილანდი - ფხუკეთი მომაჯადოვებელი ტროპიკული მზის ჩასვლა საუკეთესოა, რასაც ტაილანდის ყველაზე ცნობილ კურორტზე ნახავთ. ეს მხიარული კუნძული დამსვენებლებს უსასრულო, თეთრი, პალმებით სავსე პლაჟის და მაღალი ხარისხის ტურისტული მომსახურების კომბინაციას სთავაზობს, შეგიძლიათ დაკავდეთ დაივინგით ანდამანის ზღვაზე, ითამაშოთ გოლფი მსოფლიო კლასის მოედანზე ან ეკო-თავგადასავლები გამოსცადოთ ტროპიკულ ტყეში. მოკლედ, ისიამოვნეთ ეგზოტიკური აზიური ლანდშაფტით და მსოფლიო კლასის მომსახურებით. ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

21


Bon Voyage

იტალია - სიცილია ამბობენ, რომ თუ სიცილია შეიცანი?, სამყაროს შეიცნობ. ალბათ უფრო მულტიკულტურული საზოგადოების და კიდევ იმის გამო, რომ სიცილია ევროპის ყველაზე კოსმოპოლიტური რეგიონია. პრინციპში, გასაკვირი არაფერია, კუნძულს სხვადასხვა დროს აზიელები, აფრიკელები და ევროპელები მართავდნენ. წარმოსადგენადაც ადვილია, როგორ მრავალფეროვან და საინტერესო ისტორიასთან, კულტურასთან, არქეოლოგიასთან ან თუნდაც ფოლკლორთან გვაქვს საქმე. ჰო, და კიდევ, როცა სიცილიაზე საუბრობ, არაფრით არ უნდა დაგავიწყდეს სამზარეულო. სიცილია ევროპას, აფრიკას და აზიას აერთიანებს. ბერძენმა ტირანებმა, ნორმანდიელმა რაინდებმა და ბიზანტიელმა ეპისკოპოსებმა საოცარი მემკვიდრეობა დატოვეს, თუნდაც რომაული ამფითეატრების, ნორმანდიულ - არაბული ციხეების ან ბერძნული თეატრების სახით. თქვენ წინაშეა ოცდაათსაუკუნოვანი ისტორია.

ინდოეთი - ტაჯ-მაჰალი შემთხვევითი არ არის, რომ ზოგადად ინდოეთის კი არა, კონკრეტულად ქალაქ აგრას და უფრო კონკრეტულად „ტაჯ-მაჰალის“ მონახულებას გთავაზობთ. სანამ შაჰ-ჯაჰანი „სიყვარულის ტაძარს ააგებდა“, ამბობდა, რომ სამოთხე უნდა მოეწყო დედამიწაზე. მართლაც, ვისაც „ტაჯ-მაჰალი“ უნახავს, ეჭვიც აღარ ეპარება მასთან დაკავშირებული ზღაპრული მითების რეალობაში. ინდოეთის ყველაზე დიდ საოცრებას თურმე ოცი წლის განმავლობაში ოცი ათასზე მეტი მუშა აშენებდა. ძვირფას ქვებს და საუკეთესო ხარისხის მდიდრულ მასალებს მთელი მსოფლიოდან ეზიდებოდნენ. 1648 წელს „ტაჯ-მაჰალის“ მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა. მდინარე იამუნას დაბლობში აღმართული 74 მეტრის სიმაღლის შენობა სინამდვილეში შაჰ ჯაჰანის უმშვენიერესი მეუღლის მუმთაზ მაჰალის მავზოლეუმია. ← 22

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


Bon Voyage

ინდონეზია - ბალი ბალი ინდონეზიის არქიპელაგის ერთერთი ყველაზე პატარა და ძალიან ლამაზი კუნძულია. გამოირჩევა მშვენიერი პანორამითა და ეგზოტიკური კულტურით. ტროპიკული ადგილმდებარეობის გამო ბალი საოცნებო დასასვენებელ ადგილად იქცა. ალბათ ჯერ არავის დაუსვამს კითხვა, „რატომ შეიძლება მოგინდეს ბალიზე წასვლა?“ და თუ ვინმე მაინც დასვამს, პასუხი მზად არის: ბრინჯის მდელოები, ულამაზესი ხედები, ღრუბლებში მოტივტივე ვულკანები, გაუვალი ტროპიკული ჯუნგლები, თბილი ლურჯი ოკეანე, უსასრულო ქვიშის სანაპიროები, უზარმაზარი აქაფებული ტალღები და საოცრად მეგობრული მოსახლეობა, რომლებიც უამრავ უნიკალურ ტრადიციასთან გაზიარებენ. ბალიზე ხომ ყოველი ღამე ფესტივალია და დაკრძალვის ცერემონიალიც კი გართობის საბაბად შეიძლება გადაგექცეს. ტროპიკული სამოთხის და თანამედროვე ტურისტებისათვის შექმნილი კომფორტი საოცარ ნაზავს ქმნის. ასე რომ, მგონი რჩევაც აღარ არის საჭირო, თუ თქვენი არჩევანი ბალიზე შეჩერდა, წინ დასვენება კი არა, დასვენება კუბში ან კვადრატში გელოდებათ.

← თეთრი მარმარილოს პრიალა

კედლების, დახვეწილი ფორმების, ძვირფასი ქვებით მოპირკეთებული დეტალების, მინარეთების ერთიანობა თავისთავად საოცარი სანახაობაა. მავზოლეუმის გარშემო 18 ჰექტარზე დეკორატიული ბაღია გაშენებული - ტბები, შადრევნები და მწვანე კვიპაროსები. ამბობენ, რომ აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა ნახო, რომ ფოტომასალის და მითუმეტეს მონათხრობის მიხედვით ვერასოდეს გაიგებ, რამდენად დიდია „ტაჯ-მაჰალი“.

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

23



გასტრონომია

ტრუფელი სიმდიდრის, ფუფუნებისა და დახვეწილი გემოვნების სინონიმი

გემრიელი კერძებისა და, განსაკუთრებით, სოკოს მოყვარულებო, გსმენიათ იმ სოკოს შესახებ, რომლის ერთი კილოგრამი შესაძლოა თქვენი ერთი თვის ხელფასზე მეტი ღირდეს და იმდენად განსაკუთრებული გემო ჰქონდეს, რომ საერთოდ არ დაგენანოთ მასში გადახდილი თანხა?

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

25


გასტრონომია

ერთი კილოგრამი ტრუფელის ფასი დღეს $1000 - დან რამდენიმე ათას დოლარამდე მერყეობს.

რუფელის ხსენებისას, ალბათ ყველას უგემრიელესი შოკოლადის კანფეტი წარმოგიდგათ თვალწინ, თუმცა ის, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, ამ კანფეტისაგან საკმაოდ განსხვავებულია, სულ ცოტა ‒ გემოთი მაინც. უმეტესობას ისიც არ ეცოდინება, რომ ამ უგემრიელეს კანფეტს სახელი სწორედ სოკო ტრუფელთან გარეგნული მსგავსების გამო დაერქვა, რომელიც ტკბილი ნამდვილად არ არის, თუმცა ისეთი განსაკუთრებული გემო და არომატი აქვს, ალბათ ყველაზე ძვირადღირებულ შოკოლადზე უფრო ძვირფასია. ასე რომ, შოკოლადის მოყვარულებო და თქვენც, ვისაც შოკოლადს სხვადასხვა გემრიელი და დახვეწილი კერძები გირჩევნიათ, შეგიძლიათ მყუდროდ მოკალათდეთ თქვენს სავარძლებში და მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირფასესი საკვების შესახებ ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ. წარმოიდგინეთ, ყველაზე გემრიელი სოკო სოკოებს შორის, რომელსაც მოხალული ნიგვზისა და მზესუმზირის არომატი დაჰკრავს, სურნელი კი ისეთი სპეციფიკური აქვს, რომ მის მიგნებას მხოლოდ ყნოსვის დახმარებით თუ ახერხებენ. ტრუფელი იზრდება მიწის ქვეშ, 10-30 სანტიმეტრის სიღრმეზე და მისი პოვნა სპეციალურად გაწვრთნილი მეძებრების გარეშე თითქმის შეუძლებელია. მეცნიერები და მკვლევარები ჯერ ვერ მივიდნენ იქამდე, რომ დაადგინონ, როდის ან სად შეიძლება ამოვიდეს სოკო, მისი ადგილმდებარეობის გამოცნობა ძალიან რთულია და დამოკიდებულია სხვადასხვა გარემო პირობაზე ‒ თუნდაც, ნიადაგზე: მიწა უნდა იყოს რბილი და ფორებიანი, კალციუმით მდიდარი და ჟანგბადით გაჯერებული, ასევე აუცილებელია ცოტაოდენი ნალექი და რა თქმა უნდა, შესაბამისი ტემპერატურა. ამიტომაც, ეს უიშვიათესი დელიკატესი საკმაოდ ძვირია, მას ხშირად ოქროსაც ადარებენ და შეიძლება ითქვას, ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია მსოფლიოში ‒ ერთი კილოგრამი ტრუფელის ფასი დღეს $1000-დან რამდენიმე ათას დოლარამდე მერყეობს. ტრუფელი იზრდება საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ნაწილობრივ - გერმანიაში, პორტუგალიაში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაშიც კი. თუმცა, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, სად იზრდება სოკო, რადგან ის მიწის სიღრმეშია დამალული და შესაძლოა, უამრავ ქვეყანაში, ის უბრალოდ, ჯერ არ უპოვნიათ. ტრუფელები მიწის ქვეშ იმალებიან და ამის გამო მას „гриб-скромняшка“-საც უწოდებენ. ისტორიული წყაროები მოწმობენ, რომ ეს სოკო ჯერ კიდევ შუმერებთან იყო გავრცელებული.

26

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


გასტრონომია

ტრუფელის გასინჯვის საშუალება რჩეულ და მდიდარ

მხოლოდ

ადამიანებს ხვდებოდა

წილად, პოპულარული კი სწორედ ფრანგი მზარეულების მეშვეობით გახდა.

ძველ რომში ტრუფელს „ღმერთების საკვებს“ უწოდებდნენ, თუმცა მათ გასინჯვას უმრავლესობა ვერ ახერხებდა, რადგან ეს სოკო, რომელიც „მოხუცს ახალგაზრდობაში აბრუნებს, ახალგაზრდებს კი ბევრად უფრო ძლიერებს ხდის“, ყოველთვის ძალიან ძვირი იყო. ძველმა ბერძნებმა ტრუფელს სამკურნალო სოკოს თვისებები მიანიჭეს; შუა საუკუნეებში კი ალქიმიითა და მაგიით გატაცებულმა ადამიანებმა ტრუფელს ჯადოსნური, შესალოცი და მაგიური სტატუსი შესძინეს - მისი წარმოშობის საიდუმლო ძალიან დიდხანს ვერ იხსნებოდა. საბოლოოდ, მეცნიერები მივიდნენ აზრამდე, რომ მსოფლიოში ყველაზე იდუმალი დელიკატესი მიწისქვეშ არსებული გაზების მეშვეობით წარმოიქმნება. რეალურად, ტრუფელი არ არის წმინდად სოკო, ის სულ სხვა ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც ტრუფელთა ოჯახი ჰქვია. ნამდვილი აღიარება ტრუფელმა ლუდოვიკო მეთექვსმეტის დროს მოიპოვა - ეს მიწისქვეშა „ოქრო“ მეფის სასახლის სამზარეულოს განუყრელ კომპონენტს შეადგენდა. მეჩვიდმეტე საუკუნეში, პარიზში ტრუფელი ძალიან იშვიათი იყო და მას მხოლოდ წამყვან, ყველაზე მდიდარი სასტუმროს რესტორნებში თუ შეხვდებოდით. ტრუფელის გასინჯვის საშუალება მხოლოდ რჩეულ და მდიდარ ადამიანებს ხვდებოდა წილად, პოპულარული კი სწორედ ფრანგი მზარეულების მეშვეობით გახდა. უკვე 1825 წელს ცნობილმა ფრანგმა მზარეულმა - ჟან ანსელ ბრია სავარენმა თავის წიგნში, „გემოს ფიზიოლოგია“ ტრუფელს ცალკე თავი მიუძღვნა, სადაც, ტრუფელით დამზადებულ კერძებთან ერთად, საუბარია სოკოს აფროდიზიაკობის შესახებ. ფრანგმა მზარეულმა ამ თავში აღწერა, თუ როგორ ჩაატარა ექსპერიმენტი ტრუფელის აფროდიზიაკულ მოქმედებაზე, რაზეც უარყოფითი შედეგი მიიღო, თუმცა, მრავალი წლის შემდეგ, უკვე ალექსანდრე დიუმა წერდა ტრუფელზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ აღმგზნებ საშუალებაზე - „ტრუფელს შეუძლია გახადოს ქალი ბევრად უფრო ნაზი და ალერსიანი, მამაკაცი კი ბევრად უფრო ძლიერი და ტემპერამენტიანი.“ დღეს ტრუფელი უკვე ცნობილი აფროდიზიაკია და მას ამის გამო „ტყის ვიაგრასაც“ უწოდებენ. ცნობილია ისიც, რომ კაზანოვა, ნაპოლეონი, ბაირონი, მადამ დე პომპადური - არასრული სიაა იმ დიდი ადამიანებისა, რომელთა მენიუც ტრუფელის გარეშე წარმოუდგენელი იყო. რაც შეეხება კავკასიას, აქ ტრუფელის შესახებ მეცხრამეტე საუკუნეში შეიტყვეს და იგი ძირითადად რუსეთის პროვინციებში იზრდება.

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

27


გასტრონომია

ყველაზე დიდი თეთრი ტრუფელი მსოფლიოში 2, 5 კილოგრამს იწონიდა და ის $330 000 -ად გაიყიდა.

არსებობს რამდენიმე სახეობის ტრუფელი: შავი (ზაფხულის და ზამთრის), თეთრი და ე.წ ჩინური ტრუფელი. ამათგან - თეთრი ყველაზე მეტად გავრცელებულია იტალიაში, შავი კი ‒ საფრანგეთში. თეთრი ტრუფელი მოყვითალო, ყავისფერი ფერისაა, ფორმითა და გარეგნული იერით კარტოფილს წააგავს, თუმცა ხაოიანი ზედაპირი აქვს. იზრდება შემოდგომაზე და მას ზამთრის დადგომამდე იღებენ. ტრუფელის გარშემოწერილობა ხშირად 12 სმ-ს აღწევს, ერთი ცალი ტრუფელის წონა კი - 500 გრამს. არც ერთი სხვა სოკო არ ფასობს ასე ძვირად - 1 კილოგრამიანი თეთრი ტრუფელი ერთ-ერთ აუქციონზე $41 000-ად შეიძინა იტალიური რესტორნის მფლობელმა ნიუ იორკში. თეთრი ტრუფელი სწრაფად აქროლვადია, ამის გამო მას კერძებში დანამატის სახით იყენებენ და კულინარიული დამუშავების გარეშე ამზადებენ - თხლად ჭრიან ან კერძს ზემოდან აყრიან. იტალიაში ქალაქ სან მინიატოს უკვე დიდი ხანია შეარქვეს „თეთრი ტრუფელების ქალაქი“ - აქ ყოველწლიურად იმართება ტრადიციული ტრუფელების ფესტივალი. 1997 წელს სწორედ ამ ფესტივალზე წარმოადგინეს სან მინიატოში ნაპოვნი ყველაზე დიდი თეთრი ტრუფელი მსოფლიოში. მისი წონა 2,5 კილოგრამს შეადგენდა და ის $330 000-ად გაიყიდა. ფესტივალი იმართება შაბათ-კვირას, ნოემბრის მეორე ნახევრისთვის, როცა იზრდება ტრუფელი. აქ მათი შეძენა შედარებით დაბალ ფასად შეიძლება. ფესტივალზე იხსნება ტრუფელის ბაზრობა, ასევე იმართება აუქციონები, სადაც სტუმრებს სხვადასხვა სახის ტრუფელის გარდა იტალიური ღვინით, ყველითა და სხვა სასუსნავებით უმასპინძლდებიან. თუმცა, გურმანების განსაკუთრებულ ყურადღებას შავი ტრუფელი იმსახურებს თეთრ ტრუფელთან შედარებით, მისი გემო ბევრად დახვეწილია და ხასიათდება მძაფრი, ძლიერი არომატით. ზამთრის შავი ტრუფელი, თეთრის მსგავსად, ნოემბერში იზრდება, მისი აღების პერიოდი კი დეკემბრიდან - მარტამდე გრძელდება. შავი ტრუფელის საშუალო ფასი $5000‑დან იწყება და $12 000-ს აღწევს. ის თეთრ ტრუფელზე მომცრო ზომისაა, მისი დიამეტრი 7 სმ -ს, ხოლო წონა 100 გრამს აღწევს. მისი შეძენა ყველაზე მეტად იანვარშია აქტუალური, ამ დროს შავ ტრუფელს უამრავი მყიდველი ჰყავს - იანვარში მისი სურნელი განსაკუთრებით შთამბეჭდავია. სხვადასხვა მიზეზის გამო მათ ხელოვნურად მოყვანა ძალიან რთულია და თითქმის ვერ ხერხდება. არსებობს მოსაზრება, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ფრანგებმა ისწავლეს შავი ტრუფელის ხელოვნურად გამოყვანა, მაგრამ ეს ტექნიკა I მსოფლიო ომის შემდეგ დაიკარგა, მისი აღდგენა კი მხოლოდ ახლახან

28

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


გასტრონომია

ტრუფელს ეძებენ გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობით, რომლებსაც წინასწარ სათანადოდ ამზადებენ წლების განმავლობაში

მოხერხდა, ისიც ნაწილობრივ სამხრეთ საფრანგეთსა და იტალიაში, ცდილობენ, შექმნან ტრუფელის ხელოვნური პლანტაციები. ტრუფელს ეძებენ გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობით, რომლებსაც წინასწარ სათანადოდ ამზადებენ წლების განმავლობაში - მას აჩვევენ ტრუფელის სუნს, რომ მან შეძლოს მისი მიგნება, თუმცა, ძალიან საინტერესოა ის, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ტრუფელის მიმართ ცხოველთა სამყაროდან ღორები იჩენენ და სწორედ ღორია ის ერთადერთი ცხოველი, რომელსაც ტრუფელის მოსაძებნად არანაირი წინასწარი მომზადება არ სჭირდება. განსაკუთრებით კარგი ყნოსვის მეშვეობით ისინი ადვილად გრძნობენ ტრუფელის სპეციფიკურ სუნს დიდ მანძილებზე და მათი აღმოჩენისას ისეთ ნეტარებაში არიან, რომ ძალიან ხშირად, ტრუფელზე მონადირეებს უჭირთ მათი ადგილიდან გამოყვანა. სასაცილოც კია, რომ ერთი კილოგრამი ტრუფელი გაცილებით ძვირია, ვიდრე პატარა გოჭი, რომელსაც შეუძლია მისი პოვნა. ასე რომ, თუ ტრუფელის მოძებნა გადაწყვიტეთ და მისი რამდენიმე კილოგრამი ჩაგივარდათ ხელში, შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ახალი მანქანა გყავთ! ბოლოს კი მინდა ყურადღება ისევ гриб-скромняшка-ს არაჩვეულებრივ, სფეციფიკურ სუნსა და გემოზე გავამახვილო. ალექსანდრე დიუმა წერდა, რომ „ტრუფელების არომატზე წერა, ეს დაახლოებით იგივეა, რომ აღწერო კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორია...“ მთავარი ისაა, რომ ამ იდუმალი სოკოს ერთხელ გასინჯვის შემდეგ ბევრი ვერ ივიწყებს მის სურნელსა და გემოს, რაც, ტრუფელის უამრავი სხვადასხვა თვისების მიუხედავად, მისი მთავარი ღირსებაა. მისი სურნელი კი იმდენად სპეციფიკურია, რომ ადამიანებს სხვადასხვანაირი დამოკიდებულება უჩნდებათ. დადგინდა, რომ ადამიანების 25 % საერთოდ ვერ გრძნობს მის სუნს, 40 % ვერ იტანს მას და ტყის, ნესტისა და მიწის სუნთან აიგივებს, დანარჩენ ნაწილს კი არა მხოლოდ მოსწონს ის, არამედ მასზე გიჟდება. კალიფორნიისა და ბერკლის უნივერსიტეტებში ცდილობენ დაადგინონ, რა განაპირობებს სურნელის ამ განსხვავებულ აღქმას გარდა ინდივიდუალური მგრძნობელობისა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ტრუფელების სურნელის მოყვარული ადამიანების უმრავლესობა ძლიერი ლიბიდოს პატრონია. ასე რომ, თუ სადმე გადააწყდით ტრუფელს, გირჩევთ, გასინჯოთ სოკო, რომელიც „ახალგაზრდობას აბრუნებს“. ვფიქრობ, ნამდვილად არ ინანებთ! ალექსანდრა აროშვილი

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

29


გასტრონომია

30

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


გასტრონომია

GOODWILL CATERING ხარისხი ხომ გახსოვს მას შემდეგაც კი, როდესაც გავიწყდება, რა ფასი გაქვს გადახდილი! ქეითერინგისა და კულინარიის ვაჭრობის ისტორია თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე ათასწლეულით. ყველაფერი დაიწყო შორეულ აღმოსავლეთში, როცა პირველი სასტუმროები და დუქნები აშენდა უძველეს საბერძნეთში. მათ ხშირად უხდებოდათ ღონისძიებებზე სტუმართა უფასოდ გამოკვება, სიტყვა ქეითერინგიც აქედან წარმოიშვა და მომდინარეობს ჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობიდან.

საქართველოში კი ქეითერინგ სერვისის ჩამოყალიბება და განვითარება, ცოტა არ იყოს, გვიან დაიწყო. ქეითერინგი სრული მომსახურებით კომპანია „გუდვილმა“ შესთავაზა მომხმარებლებს.

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

31


გასტრონომია

საქართველოს ბაზარზე ქეითერინგის მომსახურების დეფიციტის გამო შეიქმნა სერვისზე რეალური მოთხოვნა, ამიტომ 2007 წელს კომპანია „გუდვილმა“ მიიწვია პროფესიონალი კადრები და შექმნა ქეითერინგ სერვისის სრული პაკეტი და მომხმარებლებს შესთავაზა მაღალი დონის მომსახურება. მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ გვესაუბრება „გუდვილის“ წარმოების და ქეითერინგ სერვისის განვითარების მენეჯერი ვანო კანდელაკი.

← ›

ქეითერინგის მომსახურება ევროპისა

და ამერიკის ქვეყნებში უკვე დიდი ხანია არსებობს, საქართველოსთვის კი ახალი შეთავაზებაა, თქვენს მომსახურებასა და განხორციელებულ ფურშეტებს ეტყობა, რომ პროფესიონალთა ჯგუფი მუშაობთ და გაქვთ დიდი გამოცდილება, სად შეიძინეთ ეს გამოცდილება?

მე სარესტორნო და გასტრონომიულსაკონდიტრო ბიზნესში მოღვაწეობა დავიწყე 2000 წელს, როდესაც საქართველოში გაიხსნა პირველი თანამედროვე, ევროპულ-იტალიური საკონდიტრო–საცხობი–პიცერია და ევროპული საფუნთუშე მაღაზია. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში დიდი პურის ქარხნები ჩაანაცვლა თანამედროვე საცხობებმა და საკონდიტროებმა – განსხვავებული პროდუქციით და კრეატიული კონცეფციით. ჩვენ შევკრიბეთ ნიჭიერი ადამიანები, მათ შორის – მხატვარ–დიზაინერი, მსახიობი, ინჟინერი, მენეჯერი, ამ დარგის ტექნოლოგები და ა.შ. მე თავად ტურიზმისა და კურორტების მენეჯერი გახლავართ განათლებით. 2000 წლიდან დაწყებული თითოეული ჩვენგანი სწავლობდა ამ საქმეს საქართველოში ჩამოსული არაერთი წამყვანი ევროპელი

32

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

და ამერიკელი სპეციალისტისგან, ასევე დავდიოდით საზღვარგარეთ, ძირითადად იტალია, საფრანგეთი, თურქეთი, ჰოლანდია, გერმანიასა და ამერიკის შეერთებული შტატებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა სახის მასტერ‑კლასებზე, ტრენინგებზე, საერთაშორისო საკონდიტრო სკოლებში, საერთაშორისო გამოფენებზე, კონკურსებზე. დღეს ეს გუნდი სრულად წარმოდგენილია გუდვილში და ჩვენ ვაგრძელებთ ამ დარგის შესწავლას და განვითარებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. ›

სანამ პროფესიულ საქმიანობას

დაიწყებდით, სად მიიღეთ განათლება?

მე დავამთავრე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი – ტურიზმისა და კურორტების მართვის სპეციალობით, წარმატებით დავამთავრე იტალიაში პურისა და საკონდიტრო წარმოების ტექნოლოგიისა და მენეჯმენტის კურსები და მივიღე მაგისტრის წოდება, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გავიარე სარესტორნო ბიზნესის მენეჯმენტის ტრენინგები, სხვა მრავალი ტრენინგი და მასტერ კლასი


გასტრონომია

საქართველოში და საზღვარგარეთ. 2 წელი ვმუშაობდი ჰოლანდიაში და შემდეგ 2 წელი ამერიკაში ქალაქ ატლანტაში. დღეს ვმუშაობ „გუდვილსა“ და ასევე სარესტორნო ბიზნესში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ჩამოვყალიბდი პროფესიონალ რესტორატორად. › როგორ მოხვდით „გუდვილში“? ამერიკიდან დავბრუნდი 2006 წელს და 2007 წელს „გუდვილისგან“ მივიღე შემოთავაზება დამეწყო მუშაობა არსებულ გუნდთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობს დედაჩემი – ლია კანდელაკი. 2007 წელს ჩვენ დავიწყეთ „გუდვილში“ ქეითერიგ სერვისის ჩამოყალიბება და განვითარება. ›

როგორ მომსახურებას სთავაზობს

„გუდვილ ქეითერინგი“ მომხმარებლებს?

დღეს „გუდვილის“ ქეითერინგი უკვე ჩამოყალიბებული ბრენდია და მას ჰქვია Goodwill Catering & Celebrations, რომლის მომსახურებაშიც შედის: • გასვლითი საბანკეტო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით; • ლანჩ სერვისი, ვახშამი, ფურშეტები, კორპორატიული დღესასწაულები,

სამთავრობო მიღებები, საერთაშორისო ფესტივალების და მოდის კვირეულების მომსახურება; • დიზაინერების, ფოტოგრაფების, ვიდეო‑გადაღების, ფიტო‑დიზაინერების მომსახურება; • ექსკლუზიური მომსახურება ‒ შეფი გამოძახებით პრივატული ღონისძიებების დროს; • ვთანამშრობლობთ ყველა წამყვან ივენთ მენეჯმენტის კომპანიებთან და ერთობლივად ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს მომსახურების სრულ პაკეტს ამ დარგში; ›

სად და როგორ მზადდება ფურშეტზე

წარმოდგენილი პროდუქცია?

პროდუქცია მზადდება გუდვილის წარმოებაში, თანამედროვე ტექნოლოგიით და HACCP‑ისა და სანიტარულ‑ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით. ჩვენ იტალიაში შეძენილი გვაქვს ქეითერინგ სერვისისთვის საჭირო ყველა დანადგარი, მოწყობილობა, ავეჯი, უნიფორმები, დეკორაციები, თერმული და საყინულე კონტეინერები. ყოველივე ეს უზრუნველყოფს მიწოდებული პროდუქციის უმარლეს ხარიხს. ←

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

33


გასტრონომია

← ›

რატომ გადაწყვიტა „გუდვილმა“ ასეთი

მომსახურების შეთავაზება?

2007 წელს ბაზარზე იყო აღნიშნული სერვისის დეფიციტი, ვინაიდან არსებული სასტუმროები სრულად ვერ აკმოყოფილებდნენ ამ სერვისზე რეალურად არსებულ მოთხოვნას, ხოლო სხვა კომპანიები თავის მხრივ ვერ ქმნიდნენ გამართულად აწყობილ ქეითერინგ მომსახურებას. „გუდვილის“ მდიდარი საწარმოო ბაზა კი სრულად იძლეოდა მაღალი ხარისხის პირობას ქეითერინგ სერვისის შესაქმნელად. ›

როგორ ხდება ფურშეტის ღონისძიების

ადგილამდე ტრანსპორტირება?

პროდუქციის ტრანსპორტირება ხდება „გუდვილის“ რეფრეჟერატორი მანქანებით. თუმცა თავად პროდუქციაც დაფასოებულია სპეციალურ თერმულ თუ საყინულე კონტეინერებში.

რითია „გუდვილ ქეითერინგი“

განსხვავებული?

ჩვენი ძირითადი პრიორიტეტებია: • უმაღლესი ხარისხის პროდუქცია: ქართული და ევროპული კერძები; საკონდიტრო ნაწარმი და პურ‑ფუნთუშეულობა; • ყველაზე კონკურენტუნარიანი ფასები – ბაზარზე არსებული ყველა ოპერატორისგან განსხვავებით; • მომსახურების გეოგრაფია: მთელი საქართველო; • კომპლექსური ქეითერინგ მომსახურება პრინციპით: We can do everything! ჩვენ

34

შეგვიძლია ყველაფრის გაკეთება! ანუ ჩვენ შეგვიძლია მოვემსახუროთ კლიენტს: რესტორანში, ოფისში, აგარაკზე, ბუნებაში, საბანკეტო დარბაზში და ა.შ. • პროფესიონალი მიმტანები და უმაღლესი ხარისხის მომსახურება;

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

თქვენს ფურშეტებს კრეატიულობის

ხელი ეტყობა, დიზაინერები იღებენ მონაწილეობას მის მომზადებაში?

ჩვენს გუნდში მუშაობენ მხატვარ‑ დიზაინერები და თითოეულ ღონისძიებას უკეთებენ განსხვავებულ დეკორაციას. ქეითერინგ დეკორაციების უმეტესობა ასევე იმპორტირებულია იტალიიდან. ›

რამდენი დღით ადრე ხდება შეკვეთის

მიღება, რამდენი ადამიანია დასაქმებული ქეითერინგზე?

ჩვენ გახსნილი გვაქვს ბუტიკი „გუდვილში“


გასტრონომია

და მუშაობს ცხელი ხაზი – 8322-18-12-12 და 8322-14-04-04. გააჩნია ღონისძიების სირთულეს და სტუმრების რაოდენობას – თუმცა იმდენად მობილურია ჩვენი გუნდი, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე საათით ადრე მიღებულ შეკვეთაზე – ჩვენი სერვისი უკვე მზად იყო კლიენტთან გასასვლელად. ამ მიმართულებით „გუდვილში“ დასაქმებულია 50 კაცი. ›

რა არის თქვენი კონკურენტული

უპირატესობა?

უპირატესობა ძალიან ბევრია, თუმცა მაინც გამოვყოფდი, დღეს საქართველოში ამ ბიზნესში არსებული კონკურენტებისგან განსხვავებით – ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი; განსხვავებული საკონდიტრო ნაწარმი; კორპორატიული ქარვინგი. ›

დღეს თბილისში საკმაოდ ცნობილია

„გუდვილ ქეითერინგი“, თითქმის ყველა კორპორატიული საღამოს ფურშეტი თქვენ გეკუთვნით, რა არის თქვენი წარმატების მიზეზი?

თუკი უპირატესობა არის ხელმისაწვდომი ფასი, წარმატების მიზეზი არის ის უმაღლესი ხარისხი, რასაც კლიენტი

ღებულობს მის მიერ გადახდილ ფასად. ხარისხი ხომ გახსოვს მას შემდეგაც კი, როდესაც გავიწყდება, რა ფასი გაქვს გადახდილი! ამიტომ ის, რაც დაუვიწყარია ჩვენს სერვისში, ეს არის ხარისხი და კიდევ ერთხელ ხარისხი! ›

რას იტყვით საქართველოში

მომსახურების სფეროს შესახებ?

საქართველოში ეს სფერო ვითარდება და საკმაოდ სწრაფი ტემპით და ჩვენც ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ ამ ტემპს და კვლავ ვაგრძელებთ ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებას. ›

„გუდვილ ქეითერინგის“ ბუტიკი

ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ მდებარეობს, ხომ არ გეგმავთ ცალკე მომსახურების ოფისის გახსნას?

ჯერჯერობით ეს ბუტიკი სრულად აკმაყოფილებს ჩვენს კლიენტებს და არ იგეგმება დამატებით ქალაქში მსგავსი ბუტიკის გახსნა. ჩვენი შემდგომი გეგმები უკავშირდება უფრო ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებას და არსებული სერვისის და მომსახურების გაუმჯობესებას. ინტერვიუ მოამზადა თეა გოცაძემ

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

35


გასტრონომია

მიშლენს არ ეპატიება შეცდომები, მისი რეპუტაცია ხელშეუხებელია

პროფესიული კრახის შედეგად ჩადენილი სუიციდების სიაში მეორე ადგილი „გუდვილმა” ვინმე ბერნარდ ლოიზეოს, ფრანგ შეფ მზარეულს გადასცა. ფრანსუა ვატელის “იდეოლოგიურმა შთამომავალმა” თავი მიშლენის ვარსკვლავებს შესწირა, უფრო სწორედ, „წითელ გზამკვლევში“ მხოლოდ ორი ვარსვკვლავით აღნიშნულ რესტორან Coete d'Or-ს. 2003 წლის თებერვალში ცნობილმა ფრანგმა მზარეულმა, ბერნარდ ლოიზეომ შეიტყო, რომ მისი იმ დროისათვის უკვე საკმაოდ პოპულარული რესტორანი Coete d'Or ქალაქ Saulieu-ში (ბურგუნდია) მიშლენის გზამკვლევის შემდეგ გამოცემაში მხოლოდ ორი ვარსკვლავით იქნებოდა აღნიშნული. შეიძლებოდა ბევრი გვემსჯელა ვატელის და მის მსგავსებაზე, გვეფიქრა, რამდენად ლოგიკური იყო მზარეულის გადაწყვეტილება თვითმკვლელობის შესახებ, რას ვიზამდით ჩვენ მის ადგილას, სისულელედ შეგვერაცხა „შელახული თავმოყვარეობა“... მაგრამ ჩვენი მსჯელობა ზედაპირული იქნებოდა. ჯობია, მანამდე კარგად გავეცნოთ „მიშლენის“ ისტორიას. სტატია თავიდან ბოლომდე ინფორმაციული იქნება.

36

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


გასტრონომია

ბევრი ჩვენგანი Michelin-ს თეთრი კაცუნათი იცნობს ეს არის საბურავებისგან აწყობილი კუ ნინძასმაგვარი არსება - კომპანიის ლოგო. წარმოგიდგენიათ?

ანდრე მიშლენი

საბურავების მწარმოებელი კომპანია ევროპის გასტრონომიული ცხოვრების ეპიცენტრში.

იშლენის ვარსკვლავები კოლოსალური წარმატების გარანტია, მათი დაკარგვა შეიძლება ტრაგედიადაც იქცეს. სიანტერესოა, ვინ ადგენს მიშლენის რეიტინგს, რამ განაპირობა „წითელი გზამკვლევის“ ასეთი პოპულარობა, ვინ და როგორ ხდება ვარსკვლავების მფლობელი და საერთოდ, რატომ იქცა მიშლენის რეიტინგი რელიგიად?! თავდაპირველი მიზანი საკმაოდ მოკრძალებული იყო. საბურავების კომპანიამ გადაწყვიტა, მომხმარებლისთვის დამატებითი მომსახურება შეეთავაზებინა და მოგზაურებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დახმარებოდა, ანუ გზად არსებული კვების ობიექტებიდან საუკეთესო ვარიანტები შესთავაზა. პრინციპში კომპანიის მხრიდან გასტრონომიული გზამკვლევის შექმნა საკმაოდ წარმატებული მარკეტინგული სვლა იყო, ჯანსაღი მანიპულაცია. მიშლენის ადმინისტრაცია თვლიდა, რომ კარგად აღწერილი საინტერესო ადგილები აღარ აშინებს ადამიანებს იდუმალებით, მათი ჭკვიანურად გადანაწილებული სია კი თავისუფლად შეიძლება გადაადგილების მასტიმულირებელ ბიძგად იქცეს. აუცილებელი პირობა იყო მარტივად გადასალახი მანძილების დატანა გზამკვლევში რაც უფრო

მეტი ადამიანი მოგზაურობს, მით უფრო მეტი ყიდულობს საბურავებს სწორედ ამ მიზეზით მიშლენი არსებობის ასი წლის შემდეგაც არ გასცდენია დასავლეთ ევროპის ფარგლებს. თვითონ ემბლემა 1898 წელს შეიქმნა, ცნობილი თეთრი მონსტრი ერთ-ერთი ყველაზე ძველი სავაჭრო სიმბოლოა, რომელიც მიშლენს მსოფლიოს 150 ქვეყანაში წარმოადგენს. ესკიზი კომპანიის დამაარსებელმა ანდრე მიშლენმა შექმნა. 1900 წელს ანდრე მიშლენმა ფრანგული რესტორნების გზამკვლევი შექმნა. უნდოდა მდიდარი, გასტრონომიაზე ორიენტირებული მოგზაურებისათვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა. მიშლენის მომხმარებელს აუცილებლად სწორად უნდა აერჩია „ღირსეული“ კვების ობიექტი. ვიზუალის გამო წიგნს „წითელი გზამკვლევი“ შეარქვეს. ეს არის ყველაზე ძველი, ყველაზე ცნობილი, ყველაზე გავლენიანი გზამკვლევი ევროპის გასტრონომიული გეოგრაფიის ისტორიაში. თავისი კორექტულობით, ობიექტურობით, ლაკონურობით და უნაკლო რეკომენდაციებით არის ცნობილი. ყოველწლიურად „წითელი გზამკვლევი“ 12 ქვეყნისათვის გამოიცემა - იტალიის, ←

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

37


გასტრონომია

← საფრანგეთის, ესპანეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის და ლუქსემბურგის გასტრონომიულ ღირსშესანიშნაობებს აერთიანებს. გაუგებარი მიზეზების გამო არ არსებობს ავსტრიის გზამკვლევი (არსებობს მხოლოდ მწვანე). „წითელი გზამკვლევი“ მთლიანად სასტუმროებს და რესტორნებს ეძღვნება. ნებისმიერი რესტორანი აღნიშნულია ვარსკვლავებით - შეფასების სისტემა სამვარსკვლავიანია. რაც შეეხება „მწვანე გზამკვლევს“, დეტალურად აღწერს ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. უკვე ნაწილობრივ გასაგებია, რამ გამოიწვია მიშლენის რეიტინგის ერთგვარ რელიგიად ფორმირება. არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი - საუკუნოვანი ისტორია ბაზარზე, არაჩვეულებრივი მონაცემთა ბაზა, სიმარტივე და სიზუსტე. მიშლენის ვარსკვლავებს სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები დიდი სერიოზულობით უდგებიან, პირველ რიგში კომერციული მიზეზების გამო: ვარსკვლავების მიღება ან დაკარგვა პირდაპირპროპორციულად უდრის წარმატებას ან წარუმატებლობას. ვარსკვლავებთან ერთად რესტორნები დიდი რაოდენობით მომხმარებელს და მილიონობით ევროს კარგავენ, ან პირიქით - მოიპოვებენ.

თქვენ წარმოიდგინეთ, ამ კეთილ მუმიასმაგვარ არსებას ზედმეტსახელიც კი აქვს - ბიბენდუმი (ლათინური გამოთქმიდან - Nunc Bibendum – ანუ მოდით დავლიოთ) წინა საუკუნის დასაწყისში ეს გამონათქვამი სლოგანის ფუნქციას ატარებდა - მიშლენის საბურავებს უნდა „დაელიათ“ გზა და მგზავრობა სასიამოვნო პროცესად ექციათ.

ვარსკვლავები

სამი ვარსკვლავი - ეს ნიშნავს, რომ რესტორანი სპეციალური მარშრუტის შექმნას იმსახურებს. სამზარეულო, ღვინო, ინტერიერი და მომსახურება იდეალურია. სამ- ვარსკვლავიან დაწესებულებებში, როგორც წესი, ბავშვების წაყვანა არ არის რეკომენდებული. ზოგიერთ სამვარსკვლავიან რესტორანში მოხვედრა მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემდეგ არის შესაძლებელი. ჩაწერა, თავის მხრივ, ერთი ან ორი თვით ადრე ხდება. ორი ვარსკვლავი - იმ შემთხვევაშიც კი, თუ

38

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

რესტორანი ოდნავ მოშორებით არის თქვენი მარშრუტიდან, არ უნდა დაიზაროთ და ეწვიოთ მას. ორვარსკვლავიან რესტორნებში ფანტასტიკური მომსახურება და სამზარეულო გელოდებათ. ერთი ვარსკვლავი - აუცილებლად შეიარეთ, თუ გზად შეგხვდათ. სასიამოვნო გარემო და მაღალი კლასის მომსახურება გარანტირებულია. ცალკეა აღნიშნული „უვარსკვლავო“, მაგრამ „აღნიშვნის ღირსი“ დაწესებულებები. ასე


გასტრონომია

და ამგვარად, კლასიფიკაცია სულ ოთხი საფეხურისაგან შედგება. უნდა ვიფიქროთ თუ არა, რომ მიშლენის ვარსკვლავების გარეშე დარჩენილი რესტორნები არაფრად ვარგა? რა თქმა უნდა, არა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვარსკვლავებით აღნიშნული დაწესებულებები ფუფუნებაა, ნებისმიერი მაღალი დონის რესტორანი მიშლენის ფარგლებს გარეთ ყოველდღიური აუცილებლობა. „გზამკვლევი როგორც ასეთი“ - ჩვეულებრივი A5 ფორმატის სქელყდიანი წიგნია. ახალბედებს ყოველთვის უჭირთ ხოლმე აბრევიატურებსა

და აღნიშვნის ფორმებში გარკვევა. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ერთხელ დაძლიე თავდაპირველი „სამუშაო“ და კარგად გაშიფრე მიშლენის ენა, დანარჩენ გზამკვლევებს ვეღარასოდეს აღიქვამ სერიოზულად. გამოდის, რომ მიშლენის გზამკვლევი ყველაფერთან ერთად ნარკოტიკის ფუნქციასაც ითავსებს. შთამბეჭდავია დეტალებიც, მაგალითად გერმანიის წითელი გზამკვლევი 2500 ქალაქის 10000 რესტორანს და სასტუმროს აღწერს. ინფორმაციულობის კოეფიციენტით მას მსოფლიოში არ აქვს ანალოგი. მიშლენს კონკურენცია არც ინფრასტრუქტურების და რუქების თვალსაზრისით ეხება. საოცარია გზამკვლევში დატანილია ტელეფონის ნომრები, საფოსტო მისამართები, სიმაღლე (ზღვის დონიდან), მოსახლეობის რაოდენობა... წერია, რამდენი ადგილია კონკრეტულ სასტუმროში, აღბეჭდილია ტურისტული სააგენტოები, გოლფის მოედნები, გამორჩეული ექსპოზიციები ქალაქის მუზეუმებში, ციხესიმაგრეები, მათი ისტორიები... მოკლედ,

ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, მიშლენის გზამკვლევი ერთგვარი ინფორმაციული მონსტრია ‒ კონკურენციის გარეშე. რესტორნების აღწერისას გზამკვლევი დამოუკიდებელი ექსპერტების აზრს ეყდრნობა. ყოველწლიური განახლება წარმოუდგენლად შრომატევადი სამუშაოების შედეგია ‒ სწორედ ეს განაპირობებს მიშლენის პოპულარობას ‒ იმდენად საიმედოა, რამდენადაც პრესტიჟული. ვარსკვლავების მინიჭება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ხდება. დიდი ყურადღება ეთმობა საზოგადოებრივ აზრს, სამზარეულოს და ფასის ადეკვატურ შეთავსებას სერვისთან, მაგრამ ეს კრიტერიუმების მხოლოდ მცირე ნაწილია. დანარჩენი ინფორმაცია მკაცრად არის დაცული და გადამალული. ერთი რამ ყველამ იცის ‒ მიშლენის ვარსკვლავების მისაღებად ფული ან მეგობრობა საკმარისი არ არის. გზამკვლევში ვერ ნახავთ ფასებს. შეგიძლიათ დაეყრდნოთ გამოცდილებას, რომლის მიხედვითაც მაგალითად ერთვარსკვლავიან რესტორანში მენიუ კაცზე 25-75 ევრო ჯდება, ორვარსკვლავიანში - 55-240, სამვარსკვლავიანში კი - 85-350. თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მიშლენის ვარსკვლავების რაოდენობას არანაირი კავშირი არ აქვს მაღალ ფასებთან. მთავარია, რესტორანი ძვირადღირებული კი არა, ხარისხიანი იყოს. რა თქმა უნდა, ინფორმაციის მიღება ინტერნეტის საშუალებითაც შეიძლება - www.viamichelin.com ევროპის 43 ქვეყნისთვის არის ხელმისაწვდომი. მომხმარებელს მარშრუტების დაგეგმვაში ეხმარება. შეგიძლიათ, გადახედოთ რუქებს, ამინდის პროგნოზს, მიიღოთ ინფორმაცია საგზაო სამუშაოების შესახებ... მოკლედ, „მიშლენი ყოველთვის ჩვენთან არის“.

ნატუკა ნაცვლიშვილი

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

39


სტილი

სარაფანი - CACHE CACHE - 103 gel ქურთუკი - CACHE CACHE - 92 gel ფეხსაცმელი - BATA - 49 gel ჩანთა - CACHE CACHE - 48 gel ქუდი - CACHE CACHE - 27 gel სამაჯური - CACHE CACHE - 19 gel

40

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


სტილი

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

41



სტილი

ქურთუკი - BONOBO - 116 პერანგი - BONOBO - 69 შორტი - BONOBO - 49

ბლუზონი - CACHE CACHE - 47

gel

შორტი - CACHE CACHE - 68

gel

შარფი - PATRICE BREAL – 49

gel

ფეხსაცმელი - ECCO - 135

ქამარი - PATRICE BREAL - 69 ხელჩანთა - MISAKO - 59

ქამარი - BONOBO - 41

gel

ჩანთა - PARFOIS - 56

gel

სამგზავრო ჩანთა - MISAKO - 83

gel

gel

gel

gel

ყელსაბამი - PARFOIS - 20

gel

gel

gel

gel

სამაჯური - CACHE CACHE - 10

gel

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

43


სტილი

ყდა მოდელი: ანი ჯორბენაძე სამოდელო სააგენტო „სლაიდი“ პროდიუსერი: ანუკი ნაცვლიშვილი ფოტო: FLIT PHOTOGRAPHY განსაკუთრებული მადლობა: კაფე კალას სამოდელო სააგენტო „სლაიდს“ სამოსი: ჟაკეტი - ALCOTT - 32

gel

პერანგი - BONOBO - 68 შორტი - BONOBO - 49

gel

gel

„პანამა“ - PARFOIS - 36

gel

„ქლაჩი“ – PARFOIS - 60

gel

მძივი - PARFOIS - 20

gel

სამაჯური - PARFOIS - 13 ბეჭედი - PARFOIS - 13

კომბინიზონი - 40 შარფი - 21

gel

gel

„პანამა“ - 15 კედი - 36

gel

gel

gel

gel

ჩანთა - 22

gel

სათვალე - 13

gel

ყველაფერი – PIAZZA ITALIA

44

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


სტილი

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

45


სტილი

მაისური - JENNYFER - 18

ფეხსაცმელი - BATA – 99 ჩანთა - JENNYFER - 23

gel

gel

gel

გამაშები – JENNYFER – 9.50 ქამარი – JENNYFER – 22.50

შორტი - ALCOTT - 38

gel

gel

gel

ფეხსაცმელი - GEOX - 134 ჩანთა - PARFOIS - 34

gel

ყელსაბამი - PARFOIS – 20

46

ბლუზონი - ALCOTT - 38

gel

შორტი - JENNYFER - 27.50

gel

სათვალე - ALCOTT - 11

gel

სამაჯური - MISAKO - 19

gel

gel

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

gel


PIAZZA ITALIA - ი. ჭავჭავაძის გამზ. 23, ც. დადიანის ქ. 7, MISAKO - პეკინის გამზ. 29, ც. დადიანის ქ. 7 ALCOTT - ი. ჭავჭავაძის გამზ.15, ც. დადიანის ქ. 7, CACHE CACHE - ვაჟა-ფშაველას გამზ. 4, ც. დადიანის ქ. 7 ECCO - პეკინის გამზ. 29, ც. დადიანის ქ. 7, PARFOIS - ი. ჭავჭავაძის გამზ. 17, ც. დადიანის ქ. 7 GEOX - მ. კოსტავას ქ. 23, ც. დადიანის ქ. 7, BATA - დ. აღმაშენებლის გამზ. 144, ვაჟა-ფშაველას გამზ. 13, ი. ვეკუას ქ. 3 (GTC), ი. ჭავჭავაძის გამზ. 11, ც. დადიანის ქ. 7, JENNYFER - ც. დადიანის ქ. 7 PATRICE BREAL - ც. დადიანის ქ. 7, BONOBO - ც. დადიანის ქ. 7




სხვადასხვა

ინტერნეტ-სუპერმარკეტ GOODWILLDELIVERY.GE-ის პრეზენტაცია

4

ივლისს ჰიპერმარკეტში გუდვილის ახალი პროექტის, ინტერნეტსუპერმარკეტ „GOODWILLDELIVERY.GE“-ის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ გუდვილის პარტნიორები და ოფიციალური სტუმრები. პრეზენტაციას უძღვებოდა გუდვილის მარკეტინგის სამსახურის უფროსი თამარ გელანტია, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს გააცნო ახალი პროექტი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ქალბატონ ვერა ქობალიასთან ერთად ინტერნეტსუპერმარკეტში პირველი სიმბოლური შესყიდვა განახორციელა. ქალბატონ ვერას თქმით, გუდვილმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ელექტრონული კომერციის განვითარების თვალსაზრისით. „დარწმუნებული ვარ, აღნიშნული სერვისით მომხმარებელი დაინტერესდება და ამით გუდვილის მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“-განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ნუგზარ მაღულარიამ სტუმრებს გააცნო გუდვილის მხრიდან ახალი

50

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


სხვადასხვა

GOODWILLDELIVERY.GE-დან

მომხმარებლებს საშუალება აქვთ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეუკვეთონ გუდვილის პროდუქცია. პროდუქტების მისამართზე მიტანას მსოფლიოში ლიდერი ბრენდი DHL-ი, ხოლო ინტერნეტით გადახდებს „თიბისი“ ბანკი უზრუნველყოფს. მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს მაღალი ხარისხის მომსახურებით, გადაზიდვის დაბალი ტარიფით, ჰიპერმარკეტთან შედარებით 5%-ით დაბალი ფასით, ონლაინ რეჟიმში ბონუს ქულების დაგროვების სისტემით. GOODWILLDELIVERY.GE

პოექტის განხორციელების მიზეზები და პროგნოზები. ასევე, პარტნიორებმა DHL -ის დირექტორმა მალხაზ პაპელაშვილმა და თიბისი ბანკის ექვაირინგის ქსელის განვითარების ჯგუფის უფროსმა შალვა ორველაშვილმა მიულოცეს გუდვილს ახალი პროექტის გახსნა და ისაუბრეს მათ როლზე აღნიშნულ პროექტში. პრეზენტაციის ბოლოს ცოცხალი მუსიკის ფონზე გაიჭრა ტორტი და სტუმრებმა „გუდვილ ქეითერინგის“ უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი დააგემოვნეს.

-ზე წარმოდგე– ნილია 1500-მდე პირველადი მოხმარების პროდუქტი. GOODWILLDELIVERY.GE

GOODWILLDELIVERY.GE-დან პროდუქტე–

ბის გამოწერა შეიძლება თბილისსა და მის შემოგარენში, კერძოდ: წყნეთში, წავკისში, კოჯორში, კიკეთში, მცხეთსა და საგურამოში. შეკვეთის მიტანის ღირებულება დამოკიდებულია შეკვეთის მოცულობაზე: გადაზიდვა ხდება სამი ტიპის კონტეინერით, რომელთა მოცულობა 25,45, 65 ლიტრია, ფასები შესაბამისად 4,5,6 ლარია.

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

51



სანსეტ კვარიათი გახდი მესაკუთრე და ისიამოვნე ცხოვრებით

სანსეტ კვარიათი წარმოადგენს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექს, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. პროექტში იყიდება სრულად გარემონტებული ბინები.

• ბინის მინიმალური ფართობი 42 კვ.მ • ყველა ბინას აქვს ხედი ზღვასა და გარშემო მდებარე მთებზე • პროექტი სრულად ფინანსდება ისრაელის საინვესტიციო ჯგუფის მიერ • მშენებლობა სრულდება 2011 წლის შემოდგომაზე

კონტაქტები: თბილისი 0160, დ. გამრეკელის ქ . #19 მობ: (+995579) 00 00 44 ტელ: (+99532) 2388 772

www.kvariati.ge


სხვადასხვა

როგორი იქნება ახალი სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმში?

54

ხალი სასტუმრო რადისონ ბლუ ნამდვილი სამოთხე იქნება არა მხოლოდ საქმიანი ადამიანებისა და ტურისტებისთვის; ეს იქნება საუკეთესო საშუალება, დაისვენო ან იმუშაო, ან თუნდაც ორივე ერთად. სასტუმრო ბათუმის ბულვარში, ქალაქის ცენტრშია ‒ კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს ‒ აეროპორტიდან ათი წუთის სავალზე, რკინიგზის სადგურამდე მისვლას კი დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. სასტუმროში სულ 168 სტანდარტული, საშუალო და მაღალი კლასის ოთახი იქნება. ნომრების დიზაინი თანამედროვე სტანდარტების დაცვით შეიქმნა და მაქსიამლურ კომფორტს უქმნის მომხმარებელს. სასტუმროს ვიზიტორებისთვის უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა უფასო იქნება. აბსოლუტურად ყველა ოთახშია შუშის კედელი, რომელიც შავ ზღვას და ქალაქს გაჰყურებს. სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმი ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს საუკეთესო კერძებს, ასევე ადგილობრივი და უცხოური წარმოების ღვინის ფართო არჩევანს შემოგთავაზებთ. ბარრესტორანი ”მედეა” მთელი დღის განმავლობაში მოგემსახურებათ. საუცხოო პანორამა იშლება მეცხრამეტე სართულზე განლაგებულ ბარრესტორნიდან CLOUDS. სასტუმროში წარმოდგენილი ANNE SEMONIN სპა დამსვენებლების სულიერ და ფიზიკურ რელაქსაციაზე იზრუნებს. გამაჯანსაღებელი სპა პროცედურები, ღია და დახურული აუზი, სურნელოვანი ზეთები ნებისმიერს აცდუნებს. სპას თავისი ბარი აქვს - OZONE, სადაც შეგიძლიათ პერიოდულად შეისვენოთ და პროცედურით მიღებული სიამოვნება გაიორმაგოთ. სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმი“ იდეალურია ბიზნეს შეხვედრების წარმატებით ჩასატარებლად. სასტუმრო ყოველმხრივ კეთილმოწყობილ საკონფერენციო ოთახებსა და დარბაზებს გთავაზობთ, უმაღლესი ხარისხის აუდიო-ვიზუალური ტექნიკითა და უკაბელო ინტერნეტით.სამოთხის კარი თქვენთვის 2011 წლის ზაფხულში გაიხსნება :-)

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011



სხვადასხვა

უვნებელი

ქართული თანამედროვე ხელოვნების ქრონიკები ვისაუბროთ კერძო ინიციატივების შესაძლებლობაზე დღევანდელ საქართველოში. აქ შეიძლება გამოიყოს ორი პრობლემა, ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ამ ქვეყნის ჩამოყალიბებას სამოქალაქო საზოგადოებად. ეს პრობლემები პარალიზებას ანუ ადამიანური პოტენციალის პარალიზებას ახდენს.

56

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


სხვადასხვა

„საბჭოთა წარსულში კერძო ინიციატივის

ნებისმიერი საკუთრების მხოლოდ

აკრძალვამ ადამიანებს დაუკარგა

სახელმწიფოს ხელში მოქცევამ

აღქმა და წარმოდგენა, რომ

განსაზღვრა ადამიანების

დამოუკიდებლად საერთოდ რამის

დამოკიდებულება - უპასუხისმგებლოდ

განხორციელება შეუძლიათ“

მოეპყრონ ქონებას. იძულებითმა კოლექტივიზაციამ უკურეაქცია გამოიწვია და ჩამოყალიბდა ანტიკოლექტიური, ინდივიდუალური საზოგადოება.

მხატვარი ვატო წერეთელი. „ინიციატივა პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

2010 წელს სწორედ ვატო

წერეთლის ინიციატივით ჩატარდა ვორკშოპებისა და საუბრების სერია „ინიციატივა პოსტსაბჭოთა სივრცეში“. მთავარი მიზანი იმის გაცნობიერება გახლდათ, რომ საბჭოთა კავშირი საოცრად არაბუნებრივი, ძალადობრივი და ტრავმული სისტემა იყო. მონაწილეებს უნდა გაეგოთ, რა შეიძლება გამოიყენო ←

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

57


სხვადასხვა

უკვე მთელი სიცხადით დგას ხელოვნების პროდუქტის რეალიზაციის საკითხი. არსებობს უამრავი ახალი სტრატეგია - თუნდაც გამოფენის სრულყოფილი მენეჯმენტის განსახორციელებლად.

← საკუთარი პროექტისათვის მატერიალურ, ინტელექტუალურ თუ ინფორმაციულ კაპიტალად. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირი უკვე დიდი ხანია დაიშალა. ადამიანებს კი მაინც შერჩათ განუკურნებელი სტერეოტიპული შეხედულებები საკუთარ პროფესიაზე. ერთ-ერთი ასეთი სტერეოტიპია : ღარიბი და უპესრპექტივო-უამბიციო გენიოსი მხატვარი ან თუნდაც მუსიკოსი. მოკლედ, ჩვენთან ჯერ კიდევ აქტუალური თემებია არარეალიზებული ნიჭის უშედეგობა, ხელოვნების მენეჯმენტის აუცილებლობა. უფრო მეტიც ამ საკითხებზე საუბარი სულ

58

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

რამდენიმე ადამიანთან შეიძლება. ერთ-ერთი მათგანია ვატო წერეთელი, თანამედროვე ხელოვნების ცენტრ - თბილისის დამაარსებელი და დირექტორი. უკვე ათ წელზე მეტია, რაც სტუდენტებს აბსოლუტურად ძალდაუტანებლად შეუძლიათ სხვადასხვა საკითხს გაეცნონ და რაც მთავარია, კარგად შეიგნონ, რომ ყველაფერი, რაც იქმნება, აუცილებლად უნდა რეალიზდეს. პროდუქტი კეთდება, იფუთება და იყიდება. კურსს არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა დაარქვეს. არაფორმალურია იმიტომ, რომ აკრედიტაციასა ან


სხვადასხვა

სერტიფიკატზე არ არის ორიენტირებული. იდეაში ერთგვარი „ნათელი სხივია“ ნაციონალურ არტ სივრცეში ‒ ეს არის ერთწლიანი პროგრამა, რომლის შედეგადაც მაგისტრის ხარისხის ნაცვლად შემაჯამებელ გამოფენას იღებ. პროგრამის ფარგლებში მხატვრები შემოქმედებით მენეჯმენტს ეუფლებიან, მუშაობენ დედლაინებით. პროცესი სულ ოთხი ნაწილისაგან შედგება: დეფინიცია - დაგეგმვა - შესრულება - პრეზენტაცია. აქ სიტყვა პროექტი თანამედროვე ურთიერთობების მეტაფორაა. ერთ-ერთი მთავარი მიზანია „ხელოვანის ინტეგრაცია საზოგადოებაში“. „მხატვარმა უნდა ისწავლოს გალერეებთან ან თუნდაც კერძო კოლექციონერებთან ურთიერთობა რეალურად ის მედიატორად უნდა იქცეს საკუთარ თავსა და რეციპიენტ-შემძენს შორის ‒ ზუსტად იგივე ფუნქციები უნდა იტვირთოს, რაც თავისთავად გალერეას ახასიათებს ‒ შუამავალია აღმქმელსა და მხატვარს შორის“. მხატვარს, რომელმაც კარგად იცის ელემენტარული თეორიული საფუძვლები და ხელოვნების მენეჯმენტი, ბევრი რამის გამოსწორება შეუძლია ინოვაციების საშუალებით. შეუძლია სოციალური რეალობა ‒ პარალელური რეალობის და არა პროტესტის გამოყენებით. „თუ ხელოვნება არ მიდის ცირკულაციაში, არაჯანსაღი პროცესები წარმოიქმნება“. „ჩვენთან უამრავი ელემენტარული საკითხი რჩება უყურადღებოდ ‒ მაგალითად, არავინ იცის, რომ კარგი გალერეა აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს, რომ საქართველოში ის, ვინც ნამუშევრებს ყიდულობს, მოგზაურობს კიდეც და კარგად ხედავს განსხვავებას ქართულ და

„მე მენეჯერი არ ვარ. სამაგიეროდ ვიცი, რომ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა და არსებობს ინდივიდი - სამწუხაროდ, არსად ჩანს კერძო ინიციატივა“.

უცხოურ საგამოფენო სივრცეებს შორის. შესაბამისად აქაური სალონური ტიპის გალერეა იმდენად არ ხიბლავს, რომ რამის შეძენაზე აღარ ფიქრობს.“ თუმცა, თუ 70 წლით უკან გადაინაცვლებ და ქრონოლოგიურად მიჰყვები საბჭოური საქართველოს ისტორიას, ყველაფერი გასაგები გახდება. გალერეების კი არა, კერძო ინიციატივის ფაქტობრივ არარსებობას შეეჯახები. პირველი ნაბიჯები სტერეოტიპების და შაბლონური შეხედულებების დამსხვრევის თვალსაზრისით უკვე გადადგმულია. „არ ვიცი, რამ გადამაწყვეტინა ასეთი ←

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

59


სხვადასხვა

← ამბიციური პროექტის გაკეთება. მე მენეჯერი არ ვარ. სამაგიეროდ ვიცი, რომ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა და არსებობს ინდივიდი - სამწუხაროდ, არსად ჩანს კერძო ინიციატივა. UNDERGROUND პროექტის გაკეთება არ მინდოდა. ვიფიქრე, რომ არსებობს კერძო ინსტიტუცია - უნდა შექმნა უფრო დიდი ალტერნატივა, ვიდრე ალტერნატივა UNDERGROUND-ში. მთავარია, ხელოვანმა შეძლოს და იპოვნოს ადგილი სოციუმში, ინტეგრირდეს და საკუთარი „პროდუქტი“ კარგად შეფუთული მიაწოდოს ხალხს. ალბათ უკვე მიხვდით, რომ არსებობს ხელოვნება და არსებობს თანამედროვე ხელოვნება. უკვე დადგენილი ტაბუების და აქსიომების დარღვევა ორიგინალობა კი არა, გარდაუვალი პროცესია თვითგადარჩენისათვის, კვლავწარმოებისათვის - წინსვლისთვის. ჩვენთან არსებობს თანამედროვე ხელოვნება, მაგრამ როგორც ვატო ამბობს, მისი შეძენა კი არა, დანახვაც შეუძლებელია. არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე მხატვრებისთვის საჭირო თითქმის ყველა აუცილებელ კომპონენტს აერთიანებს და სხვადასხვა ფორმით აწვდის სტუდენტებს. ფოტოგრაფიის, ვიდეო ხელოვნების, აუდიოხელოვნების, 2D-ს (იდეაზე დაფუძნებული ფერწერა) გარდა მედიაციასაც ეხება. ტარდება თეორიული ლექციებიც - შემოქმედებითი პროექტის მენეჯმენტი, იკონოგრაფია, კონცეპტუალური ხელოვნება, აღმოსავლეთის და დასავლეთის შედარებითი აზროვნება. არის ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ ძალიან საინტერესო საგანი - ბიო მეურნეობა vs ხელოვნება, რომელიც ეკო-მეურნეობის და თანამედროვე

60

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

ხელოვნების ექსპერიმენტული სინთეზის შესაძლებლობაზეა დაფუძნებული. რას იტყვით ფანტასტიკურია არა? „ღრუბლების ბიბილიოთეკაში“ (არტისტ მამუკა ჯაფარიძის და ანთეა ნიკოლსონის მიერ ერთობლივად შექმნილი რეზიდენცია შინდისში) სწავლობ შემუშავებულ პროგრამებს და ვორკშოპებსაც ესწრები. მოკლედ, როგორც ხედავთ, უკვე მთელი სიცხადით დგას ხელოვნების პროდუქტის რეალიზაციის საკითხი. არსებობს უამრავი ახალი სტრატეგია, თუნდაც გამოფენის სრულყოფილი მენეჯმენტის განსახორციელებლად. „ვიღაც უნდა მიხვდეს, რომ ეს არის ელემენტარული, რაც ქვეყანაში უნდა არსებობდეს“. „ნაბიჯის გადადგმა არ ვიცით“ კიდევ ერთი კარგი ამბავი - თანამედროვე ხელოვნების ცენტრში კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გაჩნდა - Consulting-ს ვგულისხმობ. საბედნიეროდ, თბილისში უკვე არსებობენ ადამიანები, რომლებიც თქვენთვის სასურველი ნამუშევრების არჩევასა და შეძენაში დაგეხმარებიან. ვატო წერეთელი ამბობს, რომ ნელნელა მხატვრებს მიეცემათ საშუალება, პროდუქტი საზღვრებს გარეთ გაიტანონ. და იმედია, უმოქმედო + უპერსპექტივო + უინიციატივო არტისტის ხატიც ნელ-ნელა რაიმე უკეთესით შეიცვლება. :P

ინტერვიუ მოამზადა ნატუკა ნაცვლიშვილმა


სხვადასხვა

„ნელ-ნელა მხატვრებს მიეცემათ

„თანამედროვე ხელოვნების ცენტრში

საშუალება პროდუქტი საზღვრებს

კიდევ ერთი ახალი ინიციატივა გაჩნდა -

გარეთ გაიტანონ“.

Consulting-ს ვგულისხმობ. საბედნიეროდ, თბილისში უკვე არსებობენ ადამიანები, რომლებიც თქვენთვის სასურველი ნამუშევრების არჩევასა და შეძენაში დაგეხმარებიან“.

და იმედია, უმოქმედო + უპერსპექტივო + უინიციატივო არტისტის ხატიც ნელ-ნელა რაიმე უკეთესით შეიცვლება.

:P

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

61




პროდუქცია

MER CHAN DISING განწყობიდან შეძენამდე Merchandising (ინგლ.) მერჩანდაიზინგი – ეს არის მარკეტინგის დარგი, რომელშიც შედის გაყიდვების მეთოდები, რომლის საშუალებითაც გასაყიდი საქონელი ან მომსახურება წარსდგება პოტენციური მყიდველის წინაშე, შედარებით ხელსაყრელი მატერიალური და ფსიქოლოგიური პირობებით.

64

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


პროდუქცია

ყო დრო, როცა ადამიანებს მხოლოდ ერთი სახის პროდუქციის გამოყენება უწევდათ, რისი კონკურენტი ან შემცვლელი უბრალოდ არ არსებობდა. ბევრი ხანშიშესული ადამიანისაგან გამიგია, საბჭოთა კავშირში ფული რომ ყველას ჰქონდა, მაგრამ მაღაზიებში არაფერი იყო საყიდელი. ყველას ერთი და იგივე ეცვა, ერთსა და იმავეს მიირთმევდნენ და ერთნაირ ნივთებს იყენებდნენ. ამის საპირისპიროდ, დღეს ყოველგვარი პროდუქციის იმდენი ნაირსახეობა არსებობს, რომ ძალიან ძნელია არჩევანი

გააკეთო, მაშინ, როცა უბრალოდ გინდა იოგურტი და არ იცი, მარწყვის ჯობია, ატმის, სასმელი თუ „ჰაეროვანი“. დღეს ადამიანები სავაჭრო პუნქტებში უფრო და უფრო დიდ დროს ატარებენ. მრავალი მარკეტოლოგი მივიდა იმ აზრამდე, რომ მყიდველის ყურადღების ფოკუსირებას სხვადასხვა ფაქტორზე მათი პროდუქციის გაყიდვის გაუმჯობესება შეუძლია. სწორედ აქედან წარმოიშვა „მერჩენდაიზინგი“ მიმართულება სავაჭრო მარკეტინგში. მერჩენდაიზინგი მიზნად ისახავს საცალო ვაჭრობაში რეალიზაციის მოცულობის გაზრდას - უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, სხვადასხვა გზებით ის ზრდის

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

65


პროდუქცია

„მერჩენდაიზინგის“ საშუალებით, პროდუქტი იპყრობს ყურადღებას სწორედ მაშინ, როდესაც მომხმარებელს ეჩქარება. „მერჩენდაიზინგი“ აცნობს მომხმარებელს პროდუქტს.

სასაქონლო მარკების პოპულარობას. ერთ-ერთი ასეთი გზაა სწორედ მომხმარებელზე ზემოქმედება - საქონლის სწორი სივრცობრივი განთავსება სავაჭრო დარბაზში, გაყიდვის ადგილის სათანადოდ გაფორმება, განთავსება და გამოფენა, ერთი სიტყვით, იმ სასურველი განწყობის შექმნა, რომელიც მყიდველს სწორედ რომ ახალ ჰაეროვან იოგურტს შეაძენინებს, და არა, ვთქვათ ჩვეულ მარწყვის სასმელ იოგურტს. მერჩენდაიზინგი ხელს უწყობს ბრენდს, პროდუქტს, როგორც ცალკე აღსაქმელ საგანს სხვა ბრენდთა და პროდუქტთა სიმრავლეში. მერჩენდაიზინგის გზით ადვილი შესაძლებელია საქონლის მაქსიმალური მიმზიდველობის მიღწევა, თუ დაცული იქნება რამდენიმე ძირითადი პრინციპი. ერთ-ერთ პრინციპია სწორედ მარაგი თაროებსა და დახლებზე აუცილებლად ის პროდუქცია უნდა ეწყოს, რომლის ხილვის იმედიც აქვს მყიდველს. მერჩენდაიზინგის სტრატეგიის მიხედვით, მაგალითად: პროდუქცია თაროებზე იმ მარკებით უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს, რომელიც სხვა პროდუქციასთან შედარებით პოპულარულია - შედარებით სუსტი საქონელი კი თაროს შუა ნაწილს იკავებს. ამას „პოპულარობის სესხად აღება“ ჰქვია. შუაში მოთავსებული შოკოლადები კიდეებში მოთავსებული წამყვანი შოკოლადების ხარჯზე ხდება პოპულარული.

66

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

თავდაპირველად მერჩენდაიზინგი ქსელურ სუპერმარკეტებში გაჩნდა, სადაც ბევრად მეტი სივრცე და გასაქანი იყო პროდუქციის კრეატიული განთავსებისათვის. ამ მიმართულების ელემენტების გამოყენება პირველად Coca-cola-მ და Pepsi-მ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი კომპანია ითვლებოდა ყველაზე დაბალკონკურენტიან კომპანიებად არაალკოჰოლური სასმელის ბაზარზე, დროთა განმავლობაში ჩატარებული კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ მყიდველების 30% -მა საერთოდ არ იცის, რა უნდათ, როდესაც შედიან მაღაზიაში და მათი შენაძენი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ ორი სასმელიდან ერთ-ერთს წარმოადგენს. ასეთი მყიდველები განეკუთვნებიან იმ კატეგორიას, რომლებზეც მუშაობს ყველაზე ძლიერად მერჩენდაიზინგი - როდესაც მანიპულატორი აიძულებს ადამიანებს იყიდონ ის, რაც მათ სინამდვილეში არაფერში სჭირდებათ. ამას „საყიდლების ინსტინქტი“ ჰქვია და Coca-cola-სა თუ Pepsi-ს უდიდესი წარმატება სწორედ მერჩენდაიზინგის ელემენტების გამოყენების დამსახურებაა. გარდა ეფექტური შეფუთვისა, მერჩენდაიზინგი ძალიან ხშირად აკეთებს აქცენტს ისეთ დეტალებზე, როგორებიცაა მუსიკა, განათება. ყურადღებას აქცევს ფორმის მგრძნობელობას, გემოვნებას,


პროდუქცია

„მერჩენდაიზინგი“ ეხმარება მომხმარებელს, აირჩიოს „მერჩენდაიზინგი“ აქცენტს

კონკრეტული პროდუქტი.

აკეთებს ახალ პროდუქტებზე და ხელს უწყობს გაყიდვების მატებას.

განწყობას - ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაც კი შეიძლება მყიდველის მამოტივირებლად იქცეს. დღეს მუსიკა სუპერმარკეტებში ჩვეულებრივი და შეჩვეული მოვლენაა, ვერც კი წარმოგვიდგენია ამის გარეშე, თუმცა ადრე, არსებობდნენ ხმის ჩამწერი სპეციალური კომპანიები, რომლებიც მუშაობდნენ სავაჭრო პუნქტებისათვის საჭირო მუსიკის შექმნასა და დამუშავებაზე. ფსიქოლოგი ლინგვისტები ადასტურებენ, რომ სიტყვას ინფორმაციის მხოლოდ 15%-ის გადაცემა შეუძლია, დანარჩენი კი ტემბრზე, ტონსა და ჟღერადობაზეა დამოკიდებული, ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ მუსიკის მეშვეობით მყიდველს ისეთი განწყობა შეექმნას, რაც მას „პროვოცირებს“ სხვადასხვა პროდუქტის შეძენისაკენ. დღის პირველ ნახევარსა და დილის საათებში სუპერმარკეტებში უმეტესად წყნარ, ინსტრუმენტალურ მუსიკას ვისმენთ, რაც სწორედ იმ კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის, რის გამოც მყიდველი დიდხანს დაჰყოფს სავაჭრო პუნქტში. საღამოს საათებში კი სუპერმარკეტებში ყოველთვის უფრო რიტმული, ენერგიული მუსიკაა - ის განსაკუთრებით პიკის საათებში ამართლებს, როცა სუპერმარკეტი სავსეა მყიდველებით და მოლარე ოპერატორები მთელი მონდომებითა და სისწრაფით მუშაობენ. დღეს პრაქტიკულად ყველა მწარმოებელი იყენებს მერჩენდაიზინგის სხვადასხვა ხერხს და რადგან ძალიან

დიდია კონკურენცია, ისინი დგანან აუცილებელი არჩევანის წინაშე ყველაფერი უნდა იყოს უფრო გემრიელი, უნიკალური, საინტერესო და ეფექტური, რაც ძალიან ძნელია შეძლო მერჩენდაიზინგის გარეშე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერჩენდაიზინგი წარმოადგენს თანამედროვე სავაჭრო მარკეტინგის დიდ აღმოჩენას და ხშირ შემთხვევაში შეგვიძლია ხელოვნებასაც შევადაროთ სწორი მერჩენდაიზინგი დიდ კრეატიულ რესურსსა და ხედვას მოითხოვს. ის კოორდინატორია მყიდველსა და საქონელს შორის, რომელიც უზრუნველყოფს მათ ურთიერთქმედებას არა მხოლოდ საჭირო დროს და საჭირო ადგილას, არამედ საჭირო ხარისხში და საჭირო ფასში. წარმოადგენს იმ „სასარგებლო“ მიმართულებას, რომელიც თავის თავში მოიცავს მთელ სავაჭრო მარკეტინგულ მეთოდებს, რეკლამას - დიზაინისა და კომპოზიციის ჩათვლით, ლოგისტიკის ელემენტებითა და, რაც ყველაზე მთავარია, ფსიქოლოგიითა და სოციოლოგიით. აი თურმე, რატომ გვინდება ხოლმე მაინცდამაინც ეს ახალი „ჰაეროვანი“ იოგურტი, როცა გვერდით ჩვენი საყვარელი სხვა იოგურტი დევს. ეს ყველაფერი სულ ამ ჯადოქარი „მერჩენდაიზინგისტების“ დამსახურებაა.

ალექსანდრა აროშვილი

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

67


სხვადასხვა

02

01

03

04

ჟურნალ „გუდვილის“ პრეზენტაცია

ვიდმეტ მაისს TBC ბანკის სათაო ფილიალის დარბაზში ჟურნალ გუდვილის პრეზენტაცია შედგა. სტუმრებს შორის იყვნენ სხვადასხვა ორგანიზაციების და კომპანიების წარმომადგენლები, ჟურნალის მეგობრები და უბრალოდ საქმიანი ადამიანები. ჟურნალის რედაქტორმა ანუკი ნაცვლიშვილმა და ჰიპერმარკეტ გუდვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა გოცაძემ სტუმრებს მოკლედ გააცნეს ჟურნალის მთავარი კონცეფცია და მიზნები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თან ახლდა, ცოცხალი მუსიკა, საფირმო ტორტის დაჭრის „ცერემონიალი“ და შამპანური :-)

68

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


სხვადასხვა

06

07

05

09

01. 02. 03. 04. 08 05. 06. 07. 08. 09. 10.

ანუკი ნაცვლიშვილი (ფლიტ მედია), თეა გოცაძე (გუდვილი) ირინა ჯავახაძე (მობი პეი), ირინა ქოსაშვილი (გუდვილი) თამარ გელანტია, მარიტა გენებაშვილი, მარიამ ფოფხაძე (გუდვილი) ნატალია ლუჩანინოვა, გიორგი გუცაევი (რადისონ ბლუ ივერია) ნუგზარ მაღულარია, ლევან ჩიტეიშვილი (გუდვილი) მარიტა დამენია (პრაიმ თაიმი) მარიკა დარჩია (ჰოლდინგი პალიტრა) მიხეილ ხუნდაძე (კორპორაცია ქართული ღვინო) მაიკო მამულაშვილი (რადიო ფორტუნა) ანი თევზაძე, ილია ლობჟანიძე

10

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

69


სხვადასხვა

01 02

03

04

06

70

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

05

07


სხვადასხვა

08 09

10

11

12

გელა კოდალაშვილი მეუღლესთან ერთად (გუდვილი) 02. გვანცა ფიფია (სააგენტო პირველი) 03. მაია დემეტრაშვილი (ჯიბისი) 04. ნესტან რასმუსენი (მობი პეი) 05. თამარ უმანკოშვილი (გუდვილი) 06. გელა ყალიჩავა (დიპლომატ ჯორჯია), სტუმრები 07. თათა პატარაია, მირანდა ხუფენია, ნატუკა ნაცვლიშვილი, ალექსანდრა აროშვილი (ფლიტ მედია) 08. ანი მაზანაშვილი (მიუზიკ ბოქსი), ნატალია ლუჩანინოვა (რადისონ ბლუ ივერია) 09. ოთარ მაღრაძე 10. ნინი გორგოძე (გუდვილი) 11. ნატალია დარჩიაშვილი (ჯი მარტი) 12. დავით ბირმანი (საქართველოს ბანკი), ნინო აბსანძე (არქი ჯგუფი) 01.

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

71


Americano კლასიკუჽი აჽომა ული შავი ყავა, შაქჽის დამა ებით

Espresso Arabica Cappuccino Latte აჽომა ული კლასიკუჽი აჽომა ული კლასიკუჽი აჽომა ული ყავა შავი ყავა, შავი ყავა, ნაღებით შაქჽით შაქჽით და ნა უჽალუჽი შავი ყავა, და შაქჽით და ჽძით, ჽძით შაქჽის ნა უჽალუჽი გაჽეშე კაკაოს დამა ებით

Choco Latte შოკოლადი ჽძით

უალკოჰოლო, აჽაგაზიჽებული ყავის სასმელი “Let's Be” აჽმოგიდგენთ უმაღლესი ხაჽისხის ყავის სასმელებს კოლუმბიის საუკეთესო ყავის პლან ა იებიდან. ყავა “Let’s be” დაგემოვნება შესაძლებელია ჽოგოჽ ივ ასევე ხელ მდგომაჽეობაში. ყავის გა ხელება ხოჽ იელდება “Hot Box” მეშვეობით.

+995(32) 2307337

www.lb.com.ge

gaxsovdes namdvili gemo...

LOTTE Hot-Coffee

"ჯგუფი ქართული პროდუქტი" საქართველო, თბილისი. ა. ხორავას ქ. N 9 ტელ.: +995 32 227254 მობ.: +995 71 110012 www.bebos.ge bebocompany@gmail.com


უმაღლესი ხარისხის იტალიური რძის პროდუქტი

ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: BB Company. თბილისი, მ. კოსტავას ქ., 26 Official representative in Georgia: BB Company. 26, M. Kostava str., Tbilisi, Tel.: 984024 info@bb-company.com


იტალიის საუკეთესო კვლევით ინსტიტუტებში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ კანის ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების გამოკვლევების შედეგად შეიქმნა Cliven” –ის მზის ხაზი (ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის). ამ პროდუქციის საფუძველს წარმოადგენს იტალიური ტრადიციული რეცეპტების, სიბრძნის და თანამედროვე კოსმეტოლოგიის მიღწევების შერწყმა. შედეგად გთავაზობთ მრავალფეროვან ასორტიმენტს, მაღალ ხარისხს და ხელმისაწვდომ ფასებს. ბავშვებისთვის: მზისგან დამცავი რძე SPF 6, SPF 25, SPF 50+ დაცვის იტალიური ბრენდი ფაქტორით. მოზრდილებისთვის: მზისგან დამცავი რძე SPF 6, SPF 10, SPF 15, SPF 25, SPF 30, SPF 50+ დაცვის ფაქტორით; წარმოგიდგენთ მზის სერიას მზისგან დამცავი ტანის ზეთი SPF 6, მზისგან დამცავ, ნამზეურის რძე ნამზეურის შემდეგ; ნამზეურის შემანარჩუნებელ და ავტოგარუჯვის შემანარჩუნებელი წყალი; მზისგან საშუალებებს დამცავი თმის ზეთი - სპრეი; ნამზეურის შემდეგ: შხაპის გელი დამატენიანებელი, შამპუნი და აღმდგენი ბალზამი. ავტობრონზატი სახისა და ტანისთვის.

„კლივენი“-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შ.პ.ს. ჯი სი სი. ქ. თბილისი, ჯიქიას ქ. 9ა. ტ. 995 (32) 2541694 იკითხეთ: GPC, PSP, ავერსის და სხვა აფთიაქებში, ასევე ჰიპერმარკეტ გუდვილში.


პროდუქცია

შეცვალეთ ქიმია ბუნებრივით რა არ უნდა ვიხმაროთ.

აბალი ხარისხის ჰიგიენური და სხეულის მოვლის საშუალებები, რომლებიც სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. ქიმიური დანამატები კანის ზედაპირიდან ლიმფურ სადინარებში აღწევს და უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს ალერგიას, სარძევე ჯირკვლების გაღიზიანებას… იზრდება ონკოლოგიურ დაავადებათა რისკი. ამდენად მნიშვნელოვანია სხეულის მოვლის, კოსმეტიკური საშუალებების, პარფიუმერიის სწორი შერჩევა და გამოყენება.

რა უნდა ვიხმაროთ.

მოხმარების წესი: „სპრეიში“ჩაასხით სუფთა წყალი, მოიხმარეთ 4-5 წუთის შემდეგ. წყლით შევსება შეგიძლიათ კრისტალების

ასურველია გამოიყენოთ ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული კოსმეტიკური და სხეულის მოვლის საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს ან ნაკლებად შეიცავს ისეთ ქიმიურ დანამატებს, როგორიცაა ანტი-ოდორანტი (ანტი-პერსპირანტი) “მინერალ ლაინი”; რომელიც დამზადებულია 100%- ით ბუნებრივ მინერალებზე. ასეთი ტიპის კოსმეტიკური და სხეულის მოვლის საშუალებები არანაირ ზიანს არ აყენებს ადამიანის ორგანიზმს, უფრო მეტიც, სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებიც გააჩნია. არ აქვს სუნი, არ ტოვებს ლაქებს, დამზადებულია კალიუმის შაბზე (Potassium Alum) და რაც მთავარია, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. კალიუმის შაბს მისი სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებების გამო გამოყენების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ძველი ეგვიპტელები და ინდოელები მას , როგორც ასტრინგენტს, ჭრილობებიდან სისხლის შესაჩერებლად შაბიანი წყლის სახით იყენებდნენ, ასევე, როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას სხვადასხვა ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. “მინერალ ლაინი” ეფექტურია გაპარსვისა და ეპილაციის შემდეგ. შინაურ წამლებში წყლულების სამკურნალოდ იყენებენ - როგორც პროფილაქტიკურ საშუალებას, ზოგიერთი ფირმის კბილის პასტის შემადგენლობა შეიცავს კალიუმის შაბს, როგორც ღრძილების ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. კალიუმის შაბი ეფექტური და უვნებელი ანტი-ოდორანტია ოფლით გამოწვეული სუნისა და ჭარბი ოფლიანობის საწინააღმდეგოდ.

სრულ დადნობამდე. „სტიკი“ მოიხმარეთ დაბანვის შემდეგ სველ ტანზე, ან მოხმარების დროს დაასველეთ წყლით.

იმპორტიორი შპს„შავკა“, d.shavkac@gmail.com, ტელ: 599 518 491 შეიძინეთ ჰიპერმარკეტ “გუდვილში“, სუპერმარკეტებში: „ზემელი“, „კონტინენტალი“,სააფთიაქო ქსელებში: „ავერსი“, „სუპერფარმი“, „ფარმადეპო“, „ემ-ფარმა“ და მაღაზიაში „ქალთა ბედნიერება“.

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

75


სამომხმარებლო კალათა

მომხმარებლის გიდი

01

MEGGLE–ს ტრუფელის კარაქი

წარმოიდგინეთ ტრუფელის კარაქი იტალიელი პროვაიდერები MEGGLE-ს საუკეთესო ურბანის ჯიშის ტრუფელით ამარაგებენ. მათი დახმარებით კომპანია უგემრიელეს კარაქს აწარმოებს - თქვენ მას საზეიმო სუფრაზე ან ყოველდღიური მოხმარებისთვის იყენებთ - შეიგრძნობთ ტრუფელის და MEGGLE-ს ნაღების საოცარი ნაზავის არომატს - ერთადერთი, რაც არ იცვლება - ფანტასტიკური გემო!

02

“ქინძმარაული“ და “საფერავი“

„კორპორაცია ქართული ღვინო“ გთავაზობთ -

ნამდვილ ქართულ ღვინოს ორიგინალური სასაჩუქრე შეფუთვით. თუ აქამდე საჩუქრების შერჩევა გიჭირდათ, ამოცანა გამარტივდა. შეგიძლიათ, შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის, საუკეთესო გემოვნური თვისებების ქართული პროდუქტი. არჩევანი დიდია. ჰიპერმარკეტ გუდვილში წარმოდგენილია: „ქინძმარაული“ (წითელი ნახევრადტკბილი), „მუკუზანი“ (წითელი მშრალი), „საფერავი“ (წითელი მშრალი) გვერწმუნეთ, იდეალური საჩუქარია!

ფასი: 26,00 ლარი ფასი: 18,70 ლარი

03

ფასი: 20,25 ლარი

„G&G“ ჭვავის ხრაშუნა ფირფიტები ქუნჯუტით 250გრ.

გერმანია მსხვილად დაფქვილი ჭვავი, 8% ქუნჯუტის მარცვლები, მარილი. 100გ-ზე კალორიულობა: 332კკალ, ცილა 11,5გ, ნახშირწყლები 59,4გ, ცხიმი 5,4გ, ნატრიუმი 0,5გ. მწარმოებელი ქვეყანა: შემადგენლობა:

ფასი: 2,70 ლარი

76

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


სამომხმარებლო კალათა

04

„კულა“ ღოღნოშოს ტყემალი 1 ლ.

კლასიკური განმარტების მიხედვით ტყემალი

05

“ბურგერი“ ორცხობილა

მწარმოებელი ქვეყანა:

400გრ.

გერმანია

ტრადიციული ქართული ნელსაცხებლებით გაჯერებული სოუსია, რომელსაც როგორც წესი მშრალ, შემწვარ ან მოხარშულ ხორცეულთან ან თევზეულთან ერთად მიირთმევენ.

ნებისმიერ ქართველს, რომ ჰკითხო, რა არის ტყემალი, გიპასუხებს, რომ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი რამ არის და ნებისმიერი სახის საკვებს უხდება. მითუმეტეს ღოღნოშოს ტყემალი, მითუმეტეს „კულას“ ეტიკეტით. შეგიძლიათ შეიძინოთ „გუდვილში“. ფასი: 2,30 ლარი

ხორბლის ფქვილი, შაქარი, მცენარეული ცხიმი კონცენტრირებული, საფუარი, მარილი, გამაფხვიერებელი (ხორბლის სახამებელი, ემულგატორი: სოიოს ლეციტინი, ხორბლის ფქვილი, ყურძნის შაქარი, ხანჭკოლას ფქვილი, ქერის ალაოს ექსტრაქტი, ფერმენტი), ხორბლის ალაოს ფქვილი. 100გ-ზე კალორიულობა: 397კკალ, ცილა 10,3გრ, ნახშირწყლები 75,1გრ, ცხიმი 6,2გრ შემადგენლობა:

ფასი: 4,45 ლარი

06

„ფიშერი“ კონსერვირებული კიტრი 200გრ.

მწარმოებელი ქვეყანა:

გერმანია

კიტრი, ბრენდის ძმარი, მარილი, სანელებლები, დამატკბობელი საქარინი, არომატიზატორი. შემადგენლობა:

ფასი: 5,70 ლარი

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

77


სამომხმარებლო კალათა

07

„G&G“ ჭვავის ხრაშუნა ფირფიტები 250გრ.

მსხვილად დაფხვნილი. არ შეიცავს საფუარს, გასაფხვიერებელ საშუალებებსა და კონსერვანტებს.

გერმანია ჭვავის ფქვილი, მარილი. 100გ-ზე კალორიულობა: 312კკალ, ცილა 11გრ, ნახშირწყლები 63,2გრ, ცხიმი 1,7გრ, ნატრიუმი 0,5გრ. მწარმოებელი ქვეყანა: შემადგენლობა:

ფასი: 2,70 ლარი

08

„კულა“ ასკილის წვენი 1 ლ.

იცოდით, რომ ერთ ჭიქა ასკილის წვენში უფრო მეტი C ვიტამინია, ვიდრე 40 ფორთოხალში? რომ C ვიტამინი არა თუ სასარგებლო, არამედ აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის?

სავარაუდოდ არა. სამაგიეროდ ახლა იცით და სულ რამდენიმე წამში შეიტყობთ, რომ „გუდვილში“ კომპანია „კულას“ მიერ წარმოებული უგემრიელესი ნატურალური ასკილის წვენი იყიდება. ფასი: 3,50 ლარი

09

„G&G“ მაკარონი ფუსელი 500გრ.

გერმანია ხორბლის ბურღული. კალორიულობა: 362კკალ, ცილა 12გ, ნახშირწყლები 75გ, ცხიმი 1,5გ მომზადების წესი: მაკარონი ჩაყარეთ ადუღებულ-მარილიან წყალში 9-10წთ ადუღეთ. მწარმოებელი ქვეყანა: შემადგენლობა:

ფასი: 1,95 ლარი

78

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011


სამომხმარებლო კალათა

10

MEGGLE YOGHURT BUTTER

ნამდვილი იოგურტის ნაღების და მეგლეს კარაქის ნაზავი 20% ნაკლებად ცხიმოვანია „MEGGLE-ს“ Alpenbutter-თან შედარებით. ცხობის მოყვარულებს განსაკუთრებით იზიდავთ „MEGGLE-ს“ იოგურტის კარაქი. ცნობილი ფაქტია, რომ იოგურტით მოზელილი ცომი საოცრად ნაზი და ფაფუკია. ამ შემთხვევაში თქვენ ზოგავთ ცხიმს და არა გემოს. ასე რომ, თუ ცხობა გიყვართ, შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის იოგურტის კარაქი მეგლესგან - გამოიყენეთ ტრადიციული და თანამედროვე კერძების დასამზადებლად. არ ინანებთ! ფასი: 5,30 ლარი

11

MEGGLE Alpenbutter

MEGGLE-ს კარაქის დამზადების ასწლიანი რეცეპტი თითქმის არ შეცვლილა. ნატურალური და ნოყიერი 250 გრამიანი MEGGLE-ს კარაქის მისაღებად 6 ლიტრი რძეა საჭირო. საგულდაგულოდ შერჩეული ნედლეულის და ხანგრძლივი გადამუშავების პროცესის შედეგად უმაღლესი ხარისხის უგემრიელესი MEGGLE-ს კარაქი მიიღება. შეგიძლიათ შეიძინოთ MEGGLE Alpenbutter 150, 200, 125, ასევე 16,7 გრამიანი მინი-შეფუთვით. ფასი: 4,50 ლარი

12

MEGGLE BUTTER FLY

ამბობენ, რომ MEGGLE BUTTER FLY-მ კარაქი თავიდან გამოიგონა. თუ აქამდე კარაქი მხოლოდ ცხელ ფუნთუშაზე ან პურზე წასმისას ლღვებოდა, ახლა შეგიძლიათ იგივე ეფექტი ან არომატი ყოველგვარი ზედმეტი „მაქინაციების“ გარეშე მიიღოთ. გაინტერესებთ მაცივრიდან ახლად გამოღებული და მაინც საოცრად ნაზი MEGGLE-ს კარაქის საიდუმლო? ფრთხილი და ხანგრძლივი დღვება ‒ შედეგად კარაქის სრულყოფილი მოხმარება პირდაპირ მაცივრიდან. შეიძინეთ MEGGLE BUTTER FLY 200 გრ. შეფუთვით და იგრძენით ნამდვილი კარაქის გემო. ფასი: 4,65 ლარი

ჟურნალი „გუდვილი“ / #2 / ივლისი / 2011

79





Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.