ISSN 2233-3118 ჟურნალი საქმიანი ადამიანებისათვის #3(03) / 08-09 / 2011 ვრცელდება უფასოდ
რეკლამის მენეჯერი: თათა პატარაია
გენერალური მენეჯერი: მირანდა ხუფენია
კორექტორი: მანანა ხორავა
არტ დირექტორი: სერგო კულიჯანოვი
ფოტო:
ჟურნალისტები:
თამუნა ლორთქიფანიძე, გიორგი ნებიერიძე დიზაინი: თორნიკე ბოკუჩავა,
ალექსანდრა აროშვილი, თეა გოცაძე, ნატუკა ნაცვლიშვილი
გიორგი წოწკოლაური, სერგო ტიტენკოვი
რედაქცია: საქართველო, თბილისი მ. ბროსეს ქ, 7., საფოსტო ინდექსი 0108, ტელ.: +995 32 2946 446, ფაქსი: +995 32 2922 898 / სარეკლამო სამსახური: tata@flit.ge / მარკეტინგის სამსახური: mira@flit.ge / ტირაჟი: 5000 ეგზემპლარი / გამოცემის თარიღი: 15.08.11. გამომცემლობა „ფლიტ მედია“ საქართველო / თბილისი, მ. ბროსეს ქ. 7, ელ.ფოსტა media@flit.ge www.flit.ge / ყოველთვიური უფასო ჟურნალი / გამოდის 2011 წლის ივნისის თვიდან / ბეჭდვა შ.პ.ს. „დიოსი“.
პოლიგრაფიული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ან ელ.ფოსტის საშუალებით და 5 დღის განმავლობაში მიიღებთ ახალ ეგზემპლარს. კატეგორიულად იკრძალება „გუდვილში“ გამოყენებული ტექსტური და ფოტო მასალის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება რედაქტორის წერილობითი თანხმობის გარეშე. გამომცემლობა პასუხისმგებლობას იხსნის რეკლამაში განთავსებულ შინაარსზე.
ბუღალტერი: მარინა ალექსაური
დისტრიბუტორი: დავით კუპრაძე
ადმინ. მენეჯერი:
რედაქტორის წერილი
გვანცა სალთხუციშვილი
ჟ
ურნალის მესამე ნომერი ზუსტად იმ დროს გამოდის, როცა დასვენებული ვუბრუნდებით ქალაქს და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას, ამიტომ შევეცადეთ, რომელიმე კონკრეტული მიმართულება კი არ აგვეღო, ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული თემები შემოგვეთავაზებინა მკითხველისათვის. ბევრი თქვენგანი შეიტყობს სიახლეებს, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი გსმენიათ. დარწმუნებული ვართ, გაოცებულიც კი დარჩებით. გამოვყოფდი თემას Fair Trade, რომელიც, ვფიქრობ, ზოგადად მსოფლიოს განვითარებისათვის აუცილებელი საკითხია. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს გამოცემა მკითხველისათვის საინტერესო და, ამავდროულად, სასარგებლოც იქნება.
ანუკი ნაცვლიშვილი ჟურნალ „გუდვილის“ მთავარი რედაქტორი editor@flit.ge
სარჩევი
წარმოებულია საქართველოში
ტექნოლოგიები
BON VOYAGE
გასტრონომია
04 „გუდვილი“ კიდევ ერთხელ გახდა ევროპის ბიზნეს დაჯილდოების ნომინანტი.
08 9 მომავლის ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო!
18 ეკო-ტურიზმი
28 „გუდვილის“ მზარეულის
06
საზაფხულო
12
„მერლინის“
ELECTRONIC
ფერადი ზაფხული
WONDERLAND
რჩევები
32
- ანუ ალისა კრემნიუმის
მასტერ კლასი
ხეობაში.
„გუდვილში“
34 „მეგლე“ გერმანული ოცნება
2
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
სარჩევი
სტილი
პროდუქცია
სამომხმა– რებლო კალათა
სხვადასხვა
38 BREAD & BUTTER – უნდა გასინჯო!
46 FAIR TRADE - სამართლიანი ვაჭრობა
58 61
გახდი თვის საუკეთესო თანამშრომელი
მომხმარებლის
54
გიდი
ინტერნეტ სუპერმარკეტი. გახსოვდეთ „გუდვილი“ ყველგან
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
3
წარმოებულია საქართველოში
„გუდვილი“ კიდევ ერთხელ გახდა ევროპის ბიზნეს დაჯილდოების ნომინანტი
კომპანია გუდვილი ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე ხელმეორედ წარადგინეს. დაჯილდოებაზე, რომლის სპონსორი „ეიჩ ეს ბი სი“ ბანკია, გუდვილი წარდგენილია ნომინაციაშიწლის დამსაქმებელი.
გ
ამოვლინდა ბიზნეს დაჯილდოების ბოლოს წინა ეტაპის შედეგები, სადაც ევროპის საუკეთესო 220 კომპანიას შორის 4 ქართული ბრენდი დასახელდა, ესენია: „გუდვილი“, „ემჯგუფი“, „ჯიემპი“ და „მედიქლაბჯორჯია“. მათ საშუალება აქვთ, გახდნენ ევროპის ბიზნეს ჯილდოს მფლობელები. მონაწილეთა მაღალი ხარისხისა და შეფასების მკაცრი სისტემის გამო მხოლოდ საუკეთესოები ხდებიან ქვეყნის წარმომადგენლები. ფინალისტები იღებენ Ruban d’Honneur-ის ჯილდოს ათ კატეგორიაში, ხოლო საბოლოო გამარჯვებულებს გადაეცემათ პრესტიჟული და საპატიო ევროპული ბიზნეს ჯილდო. გამარჯვებულები დასახელდებიან 2011 წლის 22 ნოემბერს ევროპის ასობით მედიის, წარმატებული პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის წინაშე.
4
„საქართველო ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე მეორე წელია იღებს მონაწილეობას და მოხარული ვარ, რომ გუდვილი ორივეჯერ იქნა წარდგენილი. გასულ წელს გუდვილი 15,000 წარმატებულ ევროპულ კომპანიიდან შერჩეულ 100 საუკეთესო ბრენდს შორის დასახელდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟული კონკურსი, სადაც კომპანიებს საშუალება ეძლევათ, წარმოაჩინონ საკუთარი მიღწევები და გაუზიარონ წარმატება სხვა პროგრესულ ბიზნესებს. ვიმედოვნებ, ამჯერადაც მივიღებთ ღირსეულ ჯილდოს. მადლობას ვუხდი „ეიჩ ეს ბი სი“ ბანკს და წარმატებებს ვუსურვებ ქართულ კომპანიებს“ - განაცხადა გუდვილის გენერალურმა დირექტორმა ნინო შევარდნაძემ. ევროპული ბიზნეს დაჯილდოება ოთხი წელია არსებობს და იგი უკვე აღიარებულია, როგორც ინოვაციის, წარმატებისა და მდგრადობის სიმბოლო. ეს დაჯილდოება აძლევს საშუალებას ნებისმიერ სექტორში მოღვაწე ყველა ზომის ბიზნესს ევროპის მასშტაბით წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა დაჯილდოების 10 კატეგორიაში. ევროპის ყველა ქვეყნიდან კომპანიებს ჟიური ავლენს, რომელთა შორის არიან ეკონომისტები, აკადემიკოსები, ბიზნეს ლიდერები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები. გასულ წელს, „ეიჩ ეს ბი სი“-ს რეკომენდაციით საქართველოს პირველად მიეცა საშუალება, მიეღო მონაწილეობა ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაში, სადაც კომპანია გუდვილმა მიიღო პრიზი საუკეთესო ბიზნეს საქმიანობისთვის.
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
უმაღლესი ხარისხის იტალიური რძის პროდუქტი
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: BB Company. თბილისი, მ. კოსტავას ქ., 26 Official representative in Georgia: BB Company. 26, M. Kostava str., Tbilisi, Tel.: 984024 info@bb-company.com
წარმოებულია საქართველოში
„მერლინის“ ფერადი ზაფხული 44.55 GEL
44.50 GEL
55.90 GEL
39.00 GEL
6
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
წარმოებულია საქართველოში
49.90 GEL
55.90 GEL
55.90 GEL
მ
აღაზია „მერლინისა“ და „გუდვილი ვაკის“ ერთობლივი საზაფხულო აქცია – შეიძინეთ 100 ლარის პროდუქცია „გუდვილი ვაკეში“ და მიიღეთ სასაჩუქრე ბარათი. ბარათით თქვენ შეძლებთ მაღაზია „მერლინში“ მიიღოთ საუკეთესო საჩუქრები ქალბატონებისთვის. საჩუქრის მისაღებად საჭიროა, მაღაზია „მერლინში“ წარადგინოთ სასაჩუქრე ბარათი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და 100 ლარიანი ქვითარი. აქცია ძალაშია ზაფხულის ბოლომდე.
ტანსაცმლისა და ტექსტილის მაღაზია სალონი „მერლინი“ ყველა ზომის, ყველაზე მისაღებ ფასად ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი 15 ლარიდან თეთრეული 6 ლარიდან ყველა სახის ქსოვილი 8 ლარად ადგილზე შეკერვა და გადაკეთება ხელვაჩაურის ფაბრიკის BTM-ის ნაწარმი. ირაკლი აბაშიძის ქ․ #81 ცხელი ხაზი: 2 40 00 02 www.goodwill.ge
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
7
ტექნოლოგიები / საზღვრებს გარეთ
„მომავლის“ ნივთი, რომელიც უნდა ნახო! რამდენიმე წლის წინ ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდით, როგორი ტექნიკური პროგრესის წინ მოგვიწევდა დგომა: თანამედროვე მეცნიერები და ნანო ტექნოლოგიები უკვე ანგრევენ გავრცელებულ წარმოდგენებს „შესაძლებელის“ შესახებ - თქვენს წინაშეა ათი ფუტურისტული მიღწევა - მობილური ტელეფონების ამ საინტერესო კონცეფციების უმრავლესობაზე ჯერ ისევ მიდის მუშაობა ექსპერიმენტულ ლაბორატორიებში.
01
NEC’S TAG Phone
მობილური ტელეფონის ეს დამაინტრიგებელი კონცეფცია გარდა საოცარი დიზაინისა, „მოქნილობასაც“ გულისხმობს, Tag-ს სხვადასხვა ფორმის დაფიქსირება შეუძლია, იგი საოცრად დრეკადია.
8
02
LG’s Folding Phone
ეს დასაკეცი ტელეფონი, არც მეტი , არც ნაკლები, თავზე შეგვიძლია შემოვიხვიოთ :-). მოვუსმინოთ მუსიკას ან ვუპასუხოთ ზარებს მაშინაც კი, როცა, მაგალითად, ველოსიპედით ვმოძრაობთ. ეკრანი, რა თქმა უნდა, მასაც სენსორული აქვს და გარდა ამისა, გააჩნია უზარმაზარი რესურსი, გახდეს მაღალტექნოლოგიური აქსესუარი. თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დროითაა დღეში მისი ტარება რეკომენდებული, ჯერ ჯერობით უცნობია.
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
ტექნოლოგიები / საზღვრებს გარეთ
03
NOKIA MORPH CELL Phone Concept
რაც შეეხება ნოკიას ამ კონცეპტუალურ სტრატეგიას, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ შეუძლიათ მომავლის ტექნოლოგიებს აბსოლუტურად უნაკლო ფუნქციებად ტრანსფორმირება - აკეთონ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გვსურს. შესაძლებლისა და შეუძლებლის შესახებ მითი საბოლოოდ დაიმსხვრა :–)
04
LG FLUTTER Concept Phone
ერთი შეხედვაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ეს ტელეფონი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ფანტასტიკურ ფილმში გადასაღებად. LG -ს ახალი, „მოძრავი“ მოწყობილობა მარაოს მსგავსად იხსნება და OLED Display -თია აღჭურვილი - თანამედროვე ეკრანით, განსაკუთრებული სიმკვეთრითა და კონტრასტულობით. ეკრანი სენსორულია და უნიკალურად ასრულებს ყველა საოცნებო ფუნქციას.
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
9
ტექნოლოგიები / საზღვრებს გარეთ
05
NOKIA 888
ნოკიას ახალ მოდელს თხევადი ელემენტი აქვს და აქედან გამომდინარე, ეკრანს რომ თავი დავანებოთ, მისი კორპუსიც სენსორულია ამ მოდელს „ქამელეონს“ ეძახიან, რადგან იგი ფორმითა თუ დიზაინით ნებისმიერ გარემოს ერგება.
06
YUXA
Eco-Friendly Materials
მექსიკელმა დიზაინერმა ვერონიკა ეუგენია როდრიგეზ ორტიზმა ეს ტელეფონი წარმოსახვიდან რეალობაში გადმოიტანა. ერთი შეხედვით ის ჩვეულებრივი, საკმაოდ მკვეთრი სტილის აქსესუარია, რომლის მეშვეობით სხვა ადამიანებთან შეიძლება კონტაქტის დამყარება. „Yuxa“ - ც, ზემოთ ჩამოთვლილთა მსგავსად, OLED-ის ეკრანს ფლობს და ინოვაციური ფუნქციებითაა აღჭურვილი.
07
PHILIPS FLUID FLEXIBLE Concept
ფილიპსის მორიგი კონცეპტუალური აქსესუარი ბრაზილიელმა ინჟინერმა დინარდ დე მატამ შექმნა , რაღა თქმა უნდა OLED ტექნიკით, დრეკადი კორპუსითა და სხვადასხვა ფუნქციური შესაძლებლობით. შთაგონება დე მატამაც, სხვების მსგასად , სამაჯურიდან აიღო, რომელიც 90 წლებში ძალიან პოპულარული იყო და მას ბევრი ახალგაზრდა ატარებდა. თუმცა რას იფიქრებდნენ ისინი, რომ მათი სამაჯურები ტელეფონებად იქცეოდა? :) 10
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
ტექნოლოგიები / საზღვრებს გარეთ
08
GLASS PHONE Concept
ძალიან ჰაეროვანია, თხელი, დახვეწილი და მინიატურული. ხაზს უსვამს რომ მხოლოდ ზედაპირს წარმოადგენს და არანაირი ელემენტისა და სქემისაგან არ შედგება, არადა სულაც არ არის ჯადოსნური, უბრალოდ შუშისაა. გამჭვირვალე ტელეფონის იდეა დიზაინერ მაკ ფუნამოზუს ეკუთვნის.
და ბოლოს, ტელეფონი, რომელიც უკვე გამოვიდა და სულ მალე მას გასაყიდად ვიხილავთ : iPhone-ის კლასიკური მოდელის განსხვავებული ვერსია დიზაინერ დენის სიმაჩოვს ეკუთვნის თავისივე ცნობილი „ხოხლოფონების“ სერიიდან. არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ ტელეფონის ღილაკები, ლითონის დეტალები და ჭანჭიკები 5 გრამი ოქროთია დაფარული, თანაც საუკეთესო ოქროთი. ყველაზე „პატრიოტი“ დიზაინერის მიერ შექმნილ ტელეფონს უკანა ზედაპირზე Apple-ის სიმბოლოს მაგივრად რუსული ფედერაციის სიმბოლო РФ - აქვს გამოსახული, მის ტელეფონებში კი ყოველთვის ჭარბობს ნაციონალური მოტივები და ადგილობრივი, პოპულარული თემები. შეიძლება ითქვას, რომ ახალი „ხოხლოფონი“ - SimaPhone 4 .РФ - ნამდვილი პატრიოტებისთვისაა განკუთვნილი.
09
SIMAPHONE 4 .РФ
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
11
ტექნოლოგიები / საზღვრებს გარეთ
ანუ ალისა კრემნიუმის
დედამიწაზე არის ადგილები, რომელთა შესახებაც მსოფლიო მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა არაფერი იცის, სამაგიეროდ ყოველდღიურად აქვს გარდაუვალი ირიბი შეხება. კრემნიუმის ხეობა ზუსტად ასეთი ადგილია, ელექტრონული WONDERLAND-ი.
ხეობაში 12
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
ტექნოლოგიები / საზღვრებს გარეთ
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
13
ტექნოლოგიები / საზღვრებს გარეთ
AMD, NVIDIA Corporation, Apple Inc., Google, Nintendo, SanDisk, Cisco Systems, National Semiconductor, Dolby Laboratories Inc., Hewlett-Packard, Intel, eBay, Intuit, Maxtor, Juniper Networks, Oracle Corporation, Sun Microsystems, Adobe Systems,
1
მაშ ასე თავი პირველი დასაწყისი
უდიდესი ინდუსტრიული ცენტრი კალიფორნიაში კრემნიუმის ხეობად კომპიუტერულ მრეწველობაზე ორიენტირებულმა ამერიკელმა ჟურნალისტმა დენ ჰოფლერმა აკურთხა. კრემნიუმის ხეობა ერთადერთი ადგილია ჩვენს პლანეტაზე, სადაც ხელისუფლება არ ცდილობს გაიგოს, როგორ შეიძლება იქცე „კრემნიუმის ხეობად“. დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ სტენფორდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ფინანსური პრობლემების დაძლევის მიზნით გადაწყვიტა, უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული მიწების ნაწილი მაღალგანვითარებადი ტექნოლოგიური კომპანიებისათვის მიეცა 99 წლიანი არენდით. 50-იან წლებში „ინდუსტრიული პარკის“ მშენებლობის იდეა გაჩნდა. უნივერსიტეტის მფლობელობაში 8 აკრი მიწა იყო, სამაგიეროდ ომისშემდგომი
14
ფინანსური კრიზისის დაძლევა თითქმის შეუძლებელი. უნივერსიტეტის დამფუძნებლის ლოლანდ სტენფორდის, ანდერძში ხაზგასმით ეწერა, რომ მიწების გასხვისება-გაყიდვა აკრძალულია, სამაგიეროდ არაფერი იყო ნათქვამი არენდის შესახებ. თავდაპირველი იდეა უნივერსიტეტთან არსებული მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ირგვლივ ჩაისახა. ჟურნალისტი კეროლინ ე. ტაჯნაი წერს: „ეს გენიალური სვლა გახლდათ. უნივერსიტეტის პროფესორი და იდეის ავტორი ფრედერიკ ტერმანი გარიგებას „საიდუმლო იარაღს“ უწოდებდა. ტერმანი კრემნიუმის ხეობის მამაა. შეთანხმება კონკრეტულად მაღალტექნოლოგიურ კომპანიებზე იყო გათვლილი, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სტენფორდის, როგორც უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ მიიღეს. 1951 წელს Varian Associates-მა კონტრაქტს ხელი მოაწერა.. 53-ში კომპანია „პარკის“ პირველ შენობაში გადავიდა. ამას მოჰყვა „ტიტანების“ შექმნა:, General Electric, Preformed Line Products, Admiral Corporation, Instruments, Lockheed, Hewlett-Packard....
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
ტექნოლოგიები / საზღვრებს გარეთ
Symantec, Yahoo! Microsoft, 3Com, Adaptec, PayPal, Veritas Software, Silicon Graphics, Palm Inc., Foundry Networks, Fujitsu, McAfee, Netscape, Hitachi Global Storage Technologies, NeXT Computer Inc., Rambus, VeriSign, VMware Ets...
2
კრემნიუმის ხეობის განვითარების პროცესში ერთ-ერთი მთავარი როლი სტენფორდის კვლევითმა ინსტიტუტმა ითამაშა (Stanford Research Institute – SRI) თავი მეორე
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკის განვითარების გარდაუვალობის საკითხი მთელი სიმწვავით დადგა, რაც მრეწველობის მკვეთრი აღმასვლისგან დამოუკიდებლად შეუძლებელი იქნებოდა. სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული ბიზნესმენების დაჯგუფება, როგორც რეგიონული ეკონომიკის განვითარებისათვის აუცილებელი ბიძგი, 1946 წელს დაარსდა. სწორედ მაშინ შეიქმნა პირველი კომპიუტერი ENIAC, რომელიც სხვათაშორის 30 ტონას იწონიდა. მაშინ სამოთახიანი ბინა კრემნიუმის ხეობაში სულ რაღაც 10000 დოლარი ღირდა. საოფისე „ქალაქის“ შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა თავად ფრედერიკ ტერმანმა. სწორედ მისი რჩევით 1939 წელს სტენფორდის სტუდენტებმა უილიამ
ჰიულეტმა და დევიდ პაკარდმა პირველი აუდიო გენერატორების წარმოება დაიწყეს - დიახ, არ შემცდარხართ, HP პირველი ამერიკული IT კომპანიაა და მისი შემოსავალი დღესდღეობით წელიწადში 6 მილიონ დოლარს აღწევს. ტერმანმა ზუსტად იცოდა, რამხელა ინვესტიციის საშუალებას იძლეოდა სტენფორდის კრეატიულად მოაზროვნე სტუდენტების უმეტესობა. ახალგაზრდებს მხოლოდ შემოსავლიანი ბიზნესის შექმნისათვის აუცილებელი პირობები აკლდათ სტიმული. საჭირო გახდა მათი „მომავლის ბიზნესით“ დაინტერესება, ერთგვარი პრომო-აქცია ფინანსური დახმარებით დაიწყო. ცოტა ხანში კრემნიუმის ხეობას ისეთი კომპანიები შეემატა, როგორიც არის ჯენერალ ელექტრიკი, კოდაკი და Shockley Semiconductor Laboratory. უილიამ შოქლი ბიზნესისათვის აუცილებელი ინტუიციით და ინოვაციებისაკენ მიდრეკილებით გამოირჩეოდა. 1957 წელს Shockley Semiconductor Laboratory-ს რვა წამყვანმა ინჟინერმა Fairchild შექმნა. დაარსებიდან სულ ცოტა ხანში კომპანიამ კრემნიუმის ტრანზისტორების წარმოება დაიწყო. Fairchild საკმაოდ წარმატებულ კომერციული
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
15
ტექნოლოგიები / საზღვრებს გარეთ
პროექტად იქცა. რვავე ინჟინერმა მომავალში საკუთარი კომპანია დააარსა. დღესდღეობით კრემნიუმის ხეობა მსოფლიოს ყველაზე დიდ hi-Tech ცენტრად ითვლება. აქ არის განთავსებული ამერიკის უმსხვილესი პროგრამული უზრუნველყოფის და ელექტონიკის მწარმოებელი კომპანიების ოფისები.7000 კომპანიაში 300 ათასამდე პროფესიონალი მუშაობს.
3
http://www.siliconvalley.com
- აი ოფიციალური საიტიც.
თავი მესამე -
4
მონსტრების კორპორაცია
ახლა კი კარგად მოკალათდით სავარძლებში ან უბრალოდ მყარად დასხედით - კომპანიების ჩამოთვლა უნდა დავიწყოთ :-) AMD, NVIDIA Corporation, Apple Inc., Google, Nintendo, SanDisk, Cisco Systems, National Semiconductor, Dolby Laboratories Inc., HewlettPackard, Intel, eBay, Intuit, Maxtor, Juniper Networks, Oracle Corporation, Sun Microsystems, Adobe Systems, Symantec, Yahoo! IT კორპორაციები, რომლების წარმომადგენლობაც ასევე კრემნიუმის ხეობაშია განთავსებული: Microsoft, 3Com, Adaptec, PayPal, Veritas Software, Silicon Graphics, Palm Inc., Foundry Networks, Fujitsu, McAfee, Netscape, Hitachi Global Storage Technologies, NeXT Computer Inc., Rambus, VeriSign, VMware - რას იტყვით შთამბეჭდავია არა??? „სტენფორდის ნაშიერი“ უდავოდ ერთპიროვნული მონსტრია თავის „ჟანრში“. მიუხედავად იმისა, რომ სამოციან წლებში მაღალი ტექნოლოგიების და ელექტრონიკის სფეროში ბოსტონმა, სიეტლმა და ტეხასმაც საკმაო წარმატებას მიაღწიეს, კრემნიუმის ხეობამ მოახერხა შეენარჩუნებინა სადავეები და დომინანტი პროექტის სტატუსი დღემდე არ დაუკარგავს.
16
უფრო დეტალურად კრემნიუმის ხეობის წარმატების და წარუმატებლობის ანთოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ ფილმში „კრემნიუმის ხეობის მეკობრეები“ , ნახავთ, როგორ იბრძოდა ორი გენიოსი: ბილ გეიტსი და სტივ ჯობსი მსოფლიოს hi-Tech-ის უგვირგვინო მეფის სტატუსისათვის.
დასკვნა
უცნაურია, ან შეიძლება უნცაური კი არა ლოგიკურია, რომ კრემნიუმის ხეობას თავისი დამახასიათებელი მისტიური ხიბლი აქვს - ისტორიები წარმოუდგენელი ინოვაციების და მათი ავტორების შესახებ ფანტასტიკის სფეროს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე რეალობას. კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტის შესახებ შეიძლება საუბარი, კიდევ უფრო არარეალური ისტორიების მოყოლა.
სამწუხაროდ, ჩვენი საეთერო დრო იწურება. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთვის სტუდიაში ნატუკა ნაცვლიშვილი მუშაობდა. გემშვიდობებით.
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
:-)
BON VOYAGE / ეკო–ტურიზმი
ეკოლოგიურად სუფთა დასახლება ზოგჯერ ისეთი დამღლელია გამუდმებით ქალაქში ყოფნა, რომ ერთი სული გვაქვს, სადმე შორს გავექცეთ ერთფეროვან ყოველდღიურობას. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ყველაზე მეტად დუღს სიცოცხლე, ადამიანებს მალე ბეზრდებათ ეს „დუღილი“ და ისევ ბუნებრივ წიაღში ცდილობენ დაბრუნებას. განსაკუთრებით კი ზაფხულში - ყველას გვსურს ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები, საყვარელ ადამიანებთან ერთად დავისვენოთ სიმწვანეში... რუბრიკა - „ეკო დასვენება“ გთავაზობთ მსოფლიოს შვიდ საუკეთესო „ეკოდასასვენებელ“ ადგილს , რომელიც არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობასა და სიმშვიდეზე, არამედ გარემოსა და ბუნებაზეც ზრუნავს. დაისვენეთ ბუნებისათვის სასარგებლოდ!
18
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
BON VOYAGE / ეკო–ტურიზმი
ეკოკომუნა „დუსეკილდე“
ყ
ველაზე ეკოლოგიური კომუნა დანიაში, კოპენჰაგენისაგან არც ისე შორს მდებარეობს. მისი შექმნის ისტორია ათ ადამიანს უკავშირდება, რომლებმაც 1987 წელს ძველი პატარა დანიური სოფლის „ტორუპ“-ის 13 ჰექტარი მიწა შეიძინეს. ეს სოფელი მეთერთმეტე საუკუნის შემდეგ ნელ-ნელა დაიშალა, თუმცა შემორჩა მეთორმეტე საუკუნის ეკლესია, რომელიც დღემდე მოქმედია და მოედანი ღონისძიებებისა და ლექციებისათვის. „დუსეკილდეს“ კომუნა ყოფილი ფერმის ტერიტორიაზეა განლაგებული. აქ სახლები მხოლოდ ბუნებრივი მასალისგანაა აშენებული, თუმცა ისინი ჩვეულებრივი სკანდინავიური სახლებივით გამოიყურებიან. დუსეკილდეში ყოველთვის იმყოფება 200 მოსახლეზე მეტი. როგორც ყველა სხვა „ეკოკურორტზე“, აქაც არსებობს მარეგულირებელი კომისია, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ირჩევა აღმასრულებელ ჯგუფში, კომისიის გარდა ყველა მოსახლეა ჩართული და თითოეული მათგანი თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას. ისინი მუშაობენ იმაზე, რომ მაქსიმალურად ეკონომიურად გამოიყენონ ყველა არსებული ბუნებრივი რესურსი: მზის ენერგია, გეოთერმული სითბო, ქარის წისქვილები თუ წვიმის წყალი. დანარჩენი საკითხების გადაწყვეტას კი მოსახლეობა სხვადასხვა გადამამუშავებელი ქარხნის საშუალებით ახერხებს. „დუსეკილდეში“ მანქანით ჩასვლა აკრძალულია, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ტერიტორიაზე არის სპეციალური სივრცე პარკირებისათვის. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ზედმეტად ბევრი ტვირთია გადასატანი ან სამედიცინო დახმარებაა საჭირო . ბინის არენდით აღების გარდა, აქ შეგიძლია ჩამოხვიდე ექსკურსიაზე, იყიდო სახლი და სამუდამოდაც გადასახლდე, ოღონდ იმ პირობით, თუ ბოლომდე ჩაერთვები „ეკოსაქმიანობებში“ და კომუნაში არსებულ წესებსაც დაიცავ. სახლის საშუალო საფასური აქ €100 000 -დან იწყება, არენდით აღება კი სახლის მფლობელთანაა შესათანხმებელი.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ-გვერდზე : : www.dyssekilde.dk
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
19
BON VOYAGE / ეკო–ტურიზმი
„ბელავისტა“ კოსტა-რიკაში
ე
ს ნაკრძალი ნამდვილი განხორციელებაა იმისა, რაზეც ყველა ბავშვი ოცნებობს ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ჯუნგლები კოსტა-რიკას მთიან ადგილებში, საიდანაც პირდაპირ წყნარი ოკეანის სანაპიროებთან გადიხარ, ამას გარდა კი „ბელავისტა“ ორი ნაციონალური
ტყე-პარკითაა შემოსაზღვრული: „პიედრა ბლანკა“ და „კორკოვადო“. ამ დასახლების დამფუძნებლებმა მატეომ და ერიკამ ჯერ საკუთარი სახლი ააშენეს, შემდეგ კი ახლო მეგობრებისათვის დაიწყეს საცხოვრებელი სახლების აშენება. ახლა ისინი უკვე ნებისმიერ მსურველს იღებენ სტუმრად. არადა, აქ არც ისე ადვილია ნაკვეთის შეძენა, ის ცოცხალი ბუნების ნაწილის შეძენას უტოლდება და თუ ამის სურვილი გაგიჩნდა, ბევრი რამის დამტკიცება მოგიწევს აქაური მაცხოვრებლებისათვის. ყოველი ახალი მცხოვრები, პირველ რიგში „ბელავისტას“ 23 პუნქტიან შეთანხმებას აწერს ხელს, სადაც, მაგალითად პირობა უნდა დადო, რომ ელექტროენერგიას მხოლოდ ადგილობრივი ჰიდროტურბინებიდან გამოიყენებ. სახლის ასაშენებლად კოსტა - რიკას საუკეთესო ბიოლოგ-ბოტანიკოს ჟერარდო რივერასთან მოგიწევთ კონსულტაციის გავლა. ის აგიხსნით, თუ როგორ იქნება უმჯობესი „ეკოსახლის“ აშენება. ყველაზე უბრალო სახლის მშენებლობა აქ დაახლოებით $ 35 000 დაგიჯდებათ. არსებობს ასევე რთული პროექტებიც, მფლობელის ინდივიდუალური სურვილების გათვალისწინებით, $150 000 -დან. ქირაობა აქაც შესაძლებელია, თუმცა უმჯობესია, ადგილები ცოტა ადრე დაჯავშნოთ. საშუალო ფასი ერთი ადამიანისათვის კვირაში $ 80-250-ია. “ ბელავისტა“ მართლაც საუკეთესო ადგილია მისთვის, ვინც ბავშვობაში ოცნებობდა ხეზე ეცხოვრა, თუმცა აქაც მოქმედებს სპეციფიკური, მკაცრი წესები, რომლებიც განსაკუთრებით მოხალისეებს ეხებათ, მათ უნდა წარმოადგინონ კოსტა-რიკაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი ვიზა, უნდა შეეძლოთ ესპანურად ლაპარაკი და ყოველ დღე გარკვეული თანხა უნდა დადონ საერთო კვებისათვის.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ-გვერდზე : www.fincabellavista.net
20
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
BON VOYAGE / ეკო–ტურიზმი
Earthship
(აშშ)
E
arthship-ის წარმოშობა 1971 წელს უკავშირდება, როდესაც ამერიკული არქიტექტურის „გურუმ“ მაიკლ რეინოლდსმა თავისი პირველი სახლი ააშენა ლუდის ქილებისაგან. იდეა წლების მანძილზე იხვეწებოდა და ვითარდებოდა. საბოლოოდ „ეკომშენებლობამდეც“ მივიდა. რეინოლდსის შემდეგი ქმნილება იყო 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა, ავტონომიური სახლი, რომელსაც Earthship დაარქვა - „მიწის ხომალდი“. ასეთი ტიპის სახლი თავად არეგულირებს და უზრუნველყოფს ენერგიას, სითბოს და წყალს მაქსიმალურ პირობებში, რომ კომფორტულად იგრძნო თავი მაშინაც კი, როცა გარეთ 20 გრადუსია. ამ სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭიროა: მზე, წვიმა, ქარი და თოვლი. თავიდან Earthship-ი მიიღეს როგორც ატრაქციონი, მისი უცნაური დიზაინის გამო, თუმცა შემდეგ ამ „ხომალდმა“ უსაზღვრო პოპულარობა მოიპოვა და მასზე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს, სახელწოდებით „Garbage Warrior”. ამ ფილმის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაჩნდა არა მხოლოდ რეინოლდსის, არამედ უკვე მისი მოწაფეების მიერ აშენებული სახლები. მაიკლ რეინოლდსმა საკუთარ სახელოსნოში, ნიუ-მეხიკოში გახსნა აკადემია და საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც სწორედ ამ მიმართულების, „ეკომშენებლობის“ გაღრმავებასა და შესწავლას მოიცავდა. იმისათვის, რომ დამოუკიდებლად აიშენო Earthship-ი, არ არის საჭირო რაიმე სერიოზული მეცნიერული ცოდნა, ადამიანი, რომელიც ოდნავ გარკვეულია ბიოლოგიაში და რეინოლდსის წიგნიც აქვს გადაფურცლული, თავისუფლად ააშენებს ასეთ სახლს. ამ აბსოლუტურად ეკოლოგიურ სახლში შეგვიძლია რეალურად განვიცადოთ ცხოვრების ყველა ღირსშესანიშნაობა. EarthshipBiotecture-ს შტაბში, (რეინოლდსის სახელოსნო) არის რამდენიმე საჩვენებელი სახლი და თითოეული მათგანის ქირაობა შესაძლებელია. გასაყიდად ყოველთვისაა სხვადასხვა ვარიანტი - ბაზისური სახლებიდან გიგანტურ იდეებამდე - სამი საძინებლითა და შიდა ორანჟერეით :–). გარდა ამისა, იგეგმება ეკოსოფლის მშენებლობა, სადაც მხოლოდ ასეთი, ნაგვისაგან აშენებული, ეკოსახლები იქნება განთავსებული.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ-გვერდზე: www.earthship.org
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
21
BON VOYAGE / ეკო–ტურიზმი
Ecovillage – „ეკოსოფელი“ ლიბანში
მ
სოფლიოში პირველი ეკოსოფელი უბრალო სახელწოდებით „Ecovillage“ - ორი ლიბანელი მეგობრის იდეის საფუძველზე დაარსდა. ქარიმმა და ხათიბმა ადგილიც შესაფერისი შეარჩიეს - ლიბანი, „შუფის“ ველი, რომელიც ნაკრძალებით, ნაძვის ტყეებითა და რამდენიმე მდინარითაა შემოსაზღვრული. როცა ასეთ სილამაზეს უყურებ, შეუძლებელია, რაიმე მსგავსმა იდეამ არ შეგაწუხოს. ორგანიზატორებმა გარემოსდაცვითი განათლების, ეკოგანათლების იდეა შეიმუშავეს, რომელიც ორგანულ სოფლის მეურნეობასა და ეკომშენებლობებზეა ფოკუსირებული. სტუმრებსა და ეკოგანათლების მიღების მსურველ სტუდენტებს ხისა და თიხის სახლებში ანაწილებენ. თუმცა, აქ საკუთარი კარვითაც შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და იცხოვროთ რამდენი ხნითაც გსურთ. უფროსებისათვის კვირაში €15-30- მდეა გადასახდელი, ბავშვებისათვის-€ 5-20 მდე, 4 წლამდე კი ეკოსოფელში დასვენება უფასოა. რაც შეეხება მოხალისეებს, აქ მათ უფასო კვება ელოდებათ, თუმცა, თუ ისინი დაარღვევენ თავიანთ მოვალეობებს ან ეკოსოფელში საყოველთაოდ გასაზიარებელ წესებს, ორგანიზატორები მათ დააჯარიმებენ. სოფელში სხვადასხვა დამსჯელი მექანიზმია : მებაღეობა, მეტყევეობა, მებოსტნეობა, საკვების მომზადება თუ მშენებლობაში ჩართვა. სოფელში იმართება სხვადასხვა ღონისძიება, ვორკშოფები, ტარდება ლექციები. აქ შეგიძლიათ წახვიდეთ სათევზაოდ, ფეხბურთის სათამაშოდ, იცურაოთ (პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ) და იკითხოთ წიგნები. Ecovillage-s თავისი ბიბლიოთეკა აქვს. სოფელში მოხვედრა აკრძალულია მანქანით, ბეირუთიდან აქ ფეხით უნდა ჩამოხვიდეთ, თუმცა, უმჯობესია მანამდე ორგანიზატორებს დაუკავშირდეთ და დახვედრაზე შეუთანხმდეთ, იმისთვის, რომ გზა არ აგებნეთ, ისინი სოფლამდე თვითონ მიგიყვანენ. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ-გვერდზე : www.ecoecovillage.com
22
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
BON VOYAGE / ეკო–ტურიზმი
PanyaProject (ტაილანდი)
პ
ანიაში არ არსებობენ შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, მაგრამ თუ არსებობენ, ისინი აქ დიდხანს არ ჩერდებიან. საორგანიზაციო ჯგუფის წევრები თავიანთ ვებგვერდზე ხაზგასმით აცხადებენ, რომ ეს ადგილი სასტუმრო არ არის. ეს არის ამერიკელი ახალგაზრდების პროექტი,
რომლებიც ძალიან სერიოზულად უდგებიან ეკოკულტურას და „პერმაკულტურას“ ანუ ორგანული დასახლებების საკითხს. ისინი მიიჩნევენ, რომ გარემოს პრობლემების მოგვარების მცდელობა მისი სწორად გამოყენების გარეშე ბუნებას გაცილებით დიდ ზიანს აყენებს. 2002 წელს კრისტიან შირერი პირველი იყო, ვინც აქ დასახლდა და სულ მალე მეგობრებიც ჩამოიყვანა საცხოვრებლად. ისინი სახლებს მცენარეებისაგან ბამბუკისაგან, ევკალიპტის ფოთლებისაგან, ჩალისაგან, თიხისა და სხვა ბუნებრივი ნივთიერებებისაგან აშენებდნენ. მათ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ეს მიტოვებული ტაილანდური მიწები ასეთ მცირე დროში საკვები პროდუქტების ნამდვილ ტყედ ექციათ, სადაც მხოლოდ ხეხილის 40 სახეობა მოჰყავთ. პანიაში სტუმრებს განსაკუთრებული ყურადღება მოეთხოვებათ ორგანიზატორები მათ მხოლოდ ნატურალური საშუალებების გამოყენებას სთხოვენ. თავად ამზადებენ ორგანულ საპონს და სარეცხ საშუალებებს, აქვთ თავიანთი ყველი, ღვინო, იოგურტიც კი, პურსა და პიცას თიხის ღუმელში აცხობენ. პანიაში ჩამოსვლა და ეკოკულტურის შესწავლა, ადგილობრივი მოსახლეობისაგან გამოცდილების მიღება შესაძლებელია ივნისში, ივლისსა და აგვისტოში. პანია სტუმრებს მხოლოდ ზაფხულობით წყალობს. საგანმანათლებლო საქმიანობა აქ მუდმივად ვითარდება - სტუმრებს აქაურ გლეხებთან ერთად შეუძლიათ იმუშაონ, გაეცნონ ორგანული დასახლებების კულტურას და არაჩვეულებრივი გამოცდილება მიიღონ ამ სფეროში. აქ ჩამოსვლა მოხალისეებსაც შეუძლიათ იმ პირობით, რომ ისინი აქ მინიმუმ ერთ კვირას დარჩებიან, რა თქმა უნდა, მათ ორგანიზატორებიც ეხმარებიან. პანიაში ცხოვრების ფასი ეკოსწავლების კურსის გავლის საფასურში შედის.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ-გვერდზე : www.panyaproject.org
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
23
BON VOYAGE / ეკო–ტურიზმი
Berg-En-Dal
(ლედისმიტი, სამხრეთ აფრიკა)
B
erg-En-Dal-ი პატარა ფერმაა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ პროვინციაში. ფერმის მფლობელები და იქ მომუშავე აქტივისტები პერმაკულტურაზე დაფუძნებული (ორგანული დასახლების კულტურა) პრინციპებით ხელმძღვანელობენ და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მუშაობენ. „კლეინ კარუ“ - მიწა, რომელზეც ეს ფერმაა განთავსებული, ნახევრად უდაბნოთი, ნახევრად კი მთიანი ადგილებითაა შემოსაზღვრული. ეს მიწა უძველესი დროიდან ეკუთვნოდა „კოისანის“ ტომის ხალხს. აქ ისინი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ამ ტერიტორიაზე „ბურები“ დასახლდნენ (აფრიკული სუბ-ეთნიკური ჯგუფი). Berg-En-Dal-ის ფერმები შეიქმნა იმისათვის, რომ ნიადაგისათვის ეროზიის საფრთხე აეცილებინათ, რამაც ნამდვილად გაამართლა. ნიადაგის წარმატებით რეგენერაციის გამოცდილებას, პერმაკულტურული დიზაინისა თუ ეკომშენებლობის ცოდნას ბერგ-ან-დალში სიხარულით უზიარებენ ყველა მსურველს სასწავლო პროგრამის მეშვეობით. თავშესაფრების არჩევა კი სტუდენტებს საკუთარი გემოვნების მიხედვით შეუძლიათ: თიხის მიწურები, ზეთისხილის მწვანე სახლები თუ სტანდარტული ტიპის ეკო-სახლები. სტუდენტების გარდა აქ ჩვეულებრივ დამსვენებლებსაც იღებენ, და, რა თქმა უნდა, მოხალისეებსაც, ოღონდ, ერთი პირობა ყველაზე ვრცელდება - აქ ჩამოსვლისათვის წინასწარ უნდა გააფრთხილო მფლობელები. ორგანიზატორებს სტუმრებთან კიდევ ერთი თხოვნა აქვთ: ნაგავი ყველამ თან უნდა წაიღოს, რადგან ნაგვის გადამამუშავებელი სისტემა Berg-En-Dal-ში ჯერჯერობით არ აქვთ. რაც შეეხება ფასებს, თუ კარვით გსურთ Berg-En-Dal-ში გაჩერება, ღამეში € 5 უნდა გადაიხადოთ, სახლის ქირაობისათვის კი ერთ ადამიანზე ერთი ღამის საფასური € 6-დან € 14-მდე მერყეობს. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ-გვერდზე : www.berg-en-dal.co.za
24
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
BON VOYAGE / ეკო–ტურიზმი
The Village
(ირლანდია, კლოკჯორდანი)
B
პატარა ქალაქი კლოკჯორდანი ირლანდიელებს იმიტომ უყვარდათ, რომ აქ ცნობილი ირლანდიელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ტომას მაკ დონახი დაიბადა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამ ქალაქში ახალი ღირსშესანიშნაობა გაჩნდა, ის მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. კლოკჯორდანში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკოსოფელი მდებარეობს. სხვა „ეკოდასასვენებელი“ ადგილებისაგან განსხვავებით, რომელთა აშენებაც რამდენიმე ენთუზიასტმა ნულიდან დაიწყო, სოფელი ერთი ხელის მოსმით აშენდა. სოფელში 114 საცხოვრებელი სახლი და 16 დაწესებულებაა, ყველა ეკოლოგიური მასალისაგანაა აშენებული, ბევრია ბაღი, ფერმა და პატარა ტყე. 50 ჰექტარი მიწა განცალკევებულია კვების პროდუქტებისა და სხვადასხვა მცენარის მოსაყვანად. საცხოვრებელი სახლების ორი მესამედი უკვე გაყიდულია, თუმცა მსურველთათვის საკმაოდ დიდი არჩევანია დარჩენილი. სახლები ჩვეულებრივი შენობებივით გამოიყურება, ვერც იფიქრებ, რომ ისინი განსხვავებულია. დიზაინის შერჩევა ადგილობრივი არქიტექტორების ვარიანტების მიხედვითაა შესაძლებელი, თუმცა, ყველასთვის, ვინც სოფელში სახლის ყიდვას გადაწყვეტს, ეკო კურსის გავლა აუცილებელია. სოფელი მთლიანად მზის ენერგიის ხარჯზე ფუნქციონირებს, არსებობს განახლებადი ენერგიის ცენტრი, რომელიც ყველა სახლს აწვდის საჭირო ენერგიას. გარდა ამისა, სოფელს სხვადასხვა ირლანდიური კომპანია ეხმარება ენერგიის წყაროებით. ცოტა ხნის წინ სოფელში სპეციალურად სტუდენტებისა და ტურისტებისათვის გაიხსნა ეკოჰოსტელი, რომელიც ასევე მზის ენერგიაზე მუშაობს. ფასები ასეთი სოფლისათვის საკმაოდ შესაბამისია - ეკოჰოსტელში ერთი კვირით ცხოვრება € 15-70 ღირს, ეკოსახლის ბინის ქირა კვირაში € 33 000; მთელი სახლის არენდით აღება კი- € 45 000. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ-გვერდზე : www.thevillage.ie
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
25
გასტრონომია
რომელი კერძების მიღებაა ორგანიზმისთვის კარგი წლის ყველაზე ცხელ სეზონზე კომპანია „გუდვილის“ მიერ წარმოებული კულინარული კერძები გამორჩეულია საუკეთესო გემოვნური თვისებებით, ეკოლოგიურობითა და ულამაზესი გაფორმებით. წარმოებები, რომლებიც გუდვილის სამივე მაღაზიაშია განთავსებული, ყოველდღიურად ამზადებენ სამასამდე სახეობის ქართულ ტრადიციულ და უცხოური სამზარელოს ცივ და ცხელ კერძებს. წარმოდგენილ კერძებს ხიბლს აძლევს მსოფლიო სამზარეულოს ჰიტების მრავალფეროვნება, კერძის წარმომავლობითი ხასიათის საუკეთესო წარმოჩენა და ტრადიციულ გემოთა თავისუფალი შეზავება. გუდვილის კულინარულ კერძებზე მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ხდება წარმოების გაფართოება და ახალი, გამოცდილი კადრების აყვანა.
28
იპერმარკეტ „გუდვილის“ ახალი შეფ-მზარეული რამაზ კვიჟინაძე, პროფესიით კვების პროდუქტების ექსპერტი საერთაშორისო ვაჭრობაში, გერმანიაში ცხრა წელი სწავლობდა და მუშაობდა იტალიურ, გერმანულ და ავსტრიულ რესტორნებში. მას შემდეგ, რაც ევროპული სამზარეულოს დიპლომი აიღო, საქართველოში დაბრუნდა და გუდვილის შეფ-მზარეული გახდა.
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
გასტრონომია
›
როგორ ფიქრობ, რა თვისებები უნდა
ჰქონდეს მზარეულს, რომ წარმატებული
›
თქვენ რამდენი ქვეყნის სამზარეულოს
იცნობთ, რა მოგწონთ მათში?
იყოს თავის საქმიანობაში?
მზარეული აუცილებლად უნდა იყოს გურმანი, მოტივირებული, უყვარდეს თავისი პროფესია, შეეძლოს კვების პროდუქტების სწორად დამუშავება. მზარეულს უნდა შეეძლოს ცნობილი კლასიკური კერძების მომზადება მისი კონსისტენციის, გემოვნური თვისებების, ვიზუალური მხარის გათვალისწინებით, ასევე უნდა იყოს კრეატიული, უყვარდეს ექსპერიმენტების ჩატარება, ახალი გემოსა და არომატის ძიება, უცხო სამზარეულოს ტექნოლოგიებისა და კულტურის გაცნობა.
›
გუდვილის კულინარულ ნაწარმს
ბევრი მომხმარებელი ჰყავს, გაქვთ თუ
ევროპაში ცხოვრების დროს ვმუშაობდი გერმანულ, ავსტრიულ და იტალიურ რესტორნებში. რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობ ქართულ სამზარეულოს და განსაკუთრებით ვაფასებ მას. ქართულ სამზარეულოში არსებობს ტრადიციები, რომლებიც არ უნდა დაიკარგოს, დამწყებ მზარეულებს ყოველთვის ვასწავლი და ვცდილობ დავამკვიდრო ის ძირძველი ტრადიციები, რომლებიც ქართულ სუფრას ოდითგანვე ჰქონდა. გერმანულ სამზარელოში ვაფასებ ეკოლოგიურობისა და ეკონომიურობის შერწყმას. ეს ორი კომპონენტი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამზარეულოში. მომწონს ფრანგების ჯანსაღი კვების სტილი.
არა მომზადების საკუთარი მეთოდი, რაც ამ კერძებს ასეთ მიმზიდველს ხდის ყველა გემოვნური თვისებების ადამიანისთვის?
›
წელიწადის ამ დროს ბევრი პროდუქტი
არ არის რეკომენდებული, გვირჩიეთ ის
იმისთვის, რომ სხვისგან გამოირჩეოდე და თან აკმაყოფილებდე სხვადასხვა გემოვნების ადამიანს, საჭიროა, დაწერილ წესებს არ მისდევდე. გუდვილში არის ეს თავისუფლება, ყველა მზარეულს შეუძლია, თავისი გამოცდილება თავის ფანტაზიასა და გემოვნებას მოარგოს, შესაბამისად კერძიც უნიკალური გამოდის. ამას თან ერთვის წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სანიტარული ნორმების ყველა პირობის დაცვა. კერძის მომზადების ჩემი მეთოდები მაქვს, რომელსაც ვუზიარებ გუდვილის მზარეულს, დავხვეწე კერძების მომზადების ტექნოლოგიები. გუდვილში დიდი ყურადღება ექცევა განათლებასა და გამოცდილებას, ხშირად მივდივართ სხვადასხვა ქვეყანაში მასტერ კლასებზე და ასევე ჩვენთან ჩამოდიან ექსპერტები, რომლებიც გვიზიარებენ გამოცდილებას.
კერძები, რომლებიც ამ პერიოდისა და ჯანმრთელობისთვის კარგია.
ძირითადად მსუბუქი და ცივი სუპები, გრილზე შემწვარი ხორცეული, ქათმისა და ინდაურის ფილე უკანოდ, კრევეტები, ზოგიერთი თევზის სახეობა, რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეული. ხილი, გრილი დესერტები და ხილის ნატურალური წვენები.
ინტერვიუ მოამზადა თეა გოცაძემ
გთავაზობთ გუდვილის საზაფხულო მენიუს, რომლის ინგრედიენტების მიღებაც აუცილებელია ორგანიზმისთვის
←
ზაფხულის პერიოდში.
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
29
გასტრონომია
←
ინდაურის მწვადი ბრინჯი ბასმათისა და ბოსტნეულის გარნირით (4 ულუფა) ინდაურის ფილე იჭრება 20 გრ. სიდიდის ნაჭრებად, მწვადის ჩხირებზე (4 ნაჭერი) აცმის შემდეგ ხდება მისი დაბასტურმება (2-3 სთ) შავი პილპილით ლიმონის ცედრაში, სოიოს სოუსსა და ხახვში. ცხელ ზეითუნის ზეთში იწვება (2-3 წთ) ორივე მხრიდან ოქროსფრის მიღებამდე მარილი ემატება გემოვნებით. ინდაურის ფილე 640 გრ. სოიოს სოუსი 80 მლ, ხახვი 100 გრ, ზეითუნის ზეთი 40 მლ, ლიმონის ცედრა, შავი პილპილი, მარილი. ინგრედიენტები:
ბრინჯის გარნირი
ბასმათი ბრინჯი იხარშება მდუღარე წყალში (ბრინჯი 1 ნაწილი, წყალი 2 ნაწილი), დაბალ ცეცხლზე წყლის დაშრობამდე. წითელი ბულგარული იჭრება ბარდისა და სიმინდის მარცვლების სიდიდის კუბიკებად და მათთან ერთად იშუშება ზეითუნის ზეთში 4-5 წთ, ემატება მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. ბასმათი ბრინჯი 200 გრ (ბასმათი - საუკეთესო ხარისხის ბრინჯი), წითელი ბულგარული 100 გრ, ბარდა 150 გრ (გაყინული), ყვითელი სიმინდი (ქილის ან გაყინული), ზეითუნის ზეთი 10 მლ, მარილი, შავი პილპილი. ინგრედიენტები:
მექსიკური დიპი (ცივი სოუსი)
მაიონეზი 56% 60გრ., არაჟანი 15% 40 გრ., მარილი, წითელი წიწაკა, პაპრიკა ( რაოდენობა- დიპის მოწითალო ფერის მიღებამდე). კარგად ირევა ერთმანეთში. მაიონეზი (56%), არაჟანი (15%), მარილი, წითელი წიწაკა დაფქვილი, პაპრიკა (ედელ- ზუს) (წვრილად დაფქვილი ბულგარული წიწაკა). გაფორმება: სტაფილოს და კიტრის სიგრძივი ჩამონათალი. ინგრედიენტები:
30
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
გასტრონომია
ჟოლოს ხილფაფა შოკოლადის მუსით (4 ულუფა) ჟოლოს ხილფაფა
ჟოლო შაქართან ერთად დუღდება 5 წთ-ის განმავლობაში და ტარდება წმინდა საწურში. ინგრედიენტები:
ჯოლო 100 გრ, შაქარი 50 გრ.
შოკოლადის მუსი
შოკოლადი თავსდება უჟანგავი მეტალის ჯამში და იდგმება წყლის აბაზანაში (50 -60 °С), კვერცხის გული და შაქარი თავსდება ამგვარი მეტალის ჯამში და ითქვიფება წყლის აბაზანაში (80 -90 °С) ბლანტი და ჰაეროვანი მასის მიღებამდე. გამდნარ შოკოლადს გადაერევა კარაქი, შემდეგ შაქრის და კვერცხის გულის მასა, მომზადებული ნაზავი უნდა გაგრილდეს 18-20 °С- მდე და ამოყვანილ ნაღებთან (მაცივრის ტემპერატურით 2-3°С) ერთად ირევა, ისე, რომ მომზადებულმა მუსმა ჰაეროვნება შეინარჩუნოს. მწარე, შავი შოკოლადი 110 გრ (72%), 1 კვერცხის გული, 25 გრ შაქარი, 30 გრ კარაქი, 170 მლ ნაღები (35%).
ინგრედიენტები:
გაფორმება: ჟოლო, პიტნის ფოთოლი, შაქრის პუდრა, კაკაოს მინანქარი.
ცივი პომიდვრის სუპი (4 ულუფა) პომიდორი ყუნწის საპირისპირო მხრიდან ისერება ჯვარედინად და მდუღარე წყალში ჩერდება 30 წამი, შემდეგ ცივ წყალში. კანის და ყუნწის გაცლის შემდეგ იჭრება კუბიკებად, ზეითუნის ზეთში იშუშება ხახვი, სტაფილო და ნიორი, 5 წთ-ის შემდეგ დაემატება ტომატის პასტა, პომიდვრის კუბიკები, ბაზილიკა, ორეგანო და ბულიონი. 15 წთ დაბალ ცეცხლზე ხარშვის შემდეგ მთლიანი მასა ტარდება საწურში, (უკეთესი კონსისტენციის მისაღებად რეკომენდებულია დაბლენდერება) და მას ემატება მარილი, შავი პილპილი და შაქარი გემოვნებით. სერვირებამდე სუპი გრილდება მაცივარში. პომიდორი 800 გრ (კარგად მწიფე), ტომატის პასტა 80 გრ, ხახვი 120 გრ, ნიორი 5 გრ, სტაფილო 100 გრ, ბულიონი 300 მლ (ბოსტნეულის ნახარში), ზეითუნის ზეთი 20 მლ, მარილი, შაქარი, შავი პილპილი, მაიორანი (ხმელი), ბაზილიკა (ხმელი).
ინგრედიენტები:
გაფორმება:
კრუტონი, ამოყვანილი ნაღები, ოხრახუშის ფოთოლი.
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
31
გასტრონომია
პატრიკ კაზულას მასტერკლასი „გუდვილში“
„გ
უდვილში“ სპეციალური მოწვევით ჩამოსულმა ცნობილმა ფრანგმა შეფ-კონდიტერმა პატრიკ კაზულამ სამ დღიანი მასტერ კლასი ჩაატარა. „გუდვილის“ კონდიტერებმა მსოფლიო ჩემპიონისგან თანამედროვე ტექნოლოგიებით სკულპტურების შექმნა და პასტიაჟისგან (შაქრის გლაზური) მისი დამზადება ისწავლეს. პასტიაჟისგან მზადდება ნებისმიერი სახისა და ფორმის სკულპტურები და დეკორი, რომლითაც შეიძლება საქორწილო და სადღესასწაულო ტორტების გაფორმება, ასევე ივენთებისთვის გასაფორმებელი დეკორის შექმნა. მსგავს მასტერ კლასებს გუდვილის კონდიტერები ხშირად გადიან და აგროვებენ ცოდნას, რათა 2012 წელს საფრანგეთში გამართულ კონდიტერთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯილდო მოიპოვონ, სადაც მათი კონსულტანტი თავად შეფკონდიტერი პატრიკ კაზულა იქნება.
32
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
საუკეთესო ქართული ტრადიციები
გასინჯე ხარისხი!
გასტრონომია
გერმანული ოცნება ეს ის შემთხვევაა, როცა თარიღები აუცილებელია და სიანტერესო დატვირთვა აქვს. საქმე ეხება რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას, რომელსაც 120 წლიანი ისტორია აქვს და რომლის რეკლამასაც თვით მერლინ მონრო აკეთებდა. სოფლის ბიჭმა ყველის ამოყვანა ისწავლა და შედეგად მთელი ინდუსტრია მიიღო ზღაპარივითაა... მსგავსი წარმატების ისტორიებს „ამერიკული ოცნების“ იარლიყს აკრავენ ხოლმე. ამჯერად საქმე გერმანულ ოცნებასთან გვაქვს.
გასტრონომია
სტილი
– უნდა გასინჯო! 38
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
სტილი
ნამდვილად არ ვიცი, თუ რატომ ჰქვია მსოფლიოში წამყვან თრეიდ-შოუს ასეთი სახელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტს გაიგებთ მის შესახებ, მით უფრო მოგინდებათ მისი „გასინჯვა“
:–)
ვროპული სავაჭრო ნიშნებისა და ბრენდების ფესტივალი წელიწადში ორჯერ უზარმაზარ სივრცეში იმართება და მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ უამრავ სტუმარს მასპინძლობს. B&B სავსეა თითქმის ყველა ბრენდის პროდუქციით და სხვადასხვა სექტორებადაა დაყოფილი. მაგალითად, სპორტული ტანსაცმლის ბრენდების სექცია, როგორებიცაა Puma, Nike, Adidas და სხვა, ერთმანეთთან შედარებით ახლოსაა განლაგებული, რომ ამ გაშლილ ტერიტორიაზე მსურველებმა კარგად შეძლონ
ორიენტირება და სასურველი საქონლის შეძენა. ბოლო დროს ფესტივალი ბერლინის ძველ აეროპორტში, Tempelhof -ში იმართება, სადაც გამოფენილი საქონლის დათვალიერებისას სტენდების თავზე უცნაურ წარწერებს წააწყდებით - „საბუთების კონტროლი“ ან „დაფრენის ზონა“ - ეს ფესტივალი ცნობილია სხვადასხვა სურპრიზით, თანაც უცნაურ და მოულოდნელ ადგილებში. ამ დროისათვის უკანასკნელი Bread & Butter 2011 წლის 5 ივლისს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. Bread & Butter-ის პირველი გამოფენა 2001 წლის ივლისში ჩატარდა ბერლინში.
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
←
39
სტილი
←
ფესტივალს 5 000 სტუმარი ეწვია და მასზე 500 ბრენდის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. 2001 წლიდან მოყოლებული, B B -ს მასშტაბი და სტუმართა რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს და „თრეიდშოუს“ ინტერესთა არეალიც საგრძნობლად ფართოვდება. 2003 წელს დამთვალიერებელთა რაოდენობა 20 000-ს შეადგენდა, 2005 -ში კი 42 000-ს მიაღწია. გამოფენა მართლაც შთამბეჭდავია - წელიწადში ორჯერ, ზაფხულსა და ზამთარში, საოცარ სანახაობასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიება იმართება ღია ცის ქვეშ, ყოფილ ასაფრენ ბილიკზე. პერფორმანსები, გამოფენები, სხვადასხვა დიზაინერის
40
ჩვენებები, კინოჩვენებები და კონცერტები, რითიც ის ძალიან ჰგავს მუსიკალურ ფესტივალს თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ აქ მყოფს ნამდვილად გაუჭირდება იმის ახსნა, თუ რის ფესტივალზე იმყოფება. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები სამი დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე აქ არიან და გარდა პოპულარული ბრენდებისა, უამრავი პატარა ოჯახური წარმოების პროდუქციას ეცნობიან. ამ ფესტივალს ხშირად ადარებენ ფლორენციის ყოველწლიურ გამოფენას, Pitti Uomo-ს და მის ანალოგსაც უწოდებენ, თუმცა ამ შემთხვევაში საგამოფენო სივრცე
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
სტილი
და სტუმართა რაოდენობა ბევრად დიდია და არჩევანიც ბევრად მრავალფეროვანი. არ გეგონოთ, რომ Bread & Butter -ზე რაიმე კონკრეტული წრე დადის, ან ის მხოლოდ მაღალი ფენისთვისაა განკუთვნილი - Pitti Uomo- საგან განსხვავებით, რომელიც უფრო ელიტარულია, B B -ზე მოხვედრა ყველას შეუძლია, ცნობილი ბრენდების გარდა კი უამრავი სხვა სექციაა წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განყოფილება ახალგაზრდებისათვის სახელწოდებით Urban Fashion. Pitti Uomo-ზე ვერც ქუჩის პერფორმანსებს შეხვდებით, ვერც ურბანული კულტურის ელემენტებს.
ერთი სიტყვით, ეს ფესტივალი არის ცალკე ქალაქი, სადაც სამი დღის განმავლობაში შეგიძლია იცხოვრო და იქ ყველა სხვა ქალაქის კულტურული სინთეზი აღმოაჩინო. 2011 წლის 6 ივლისს B B -ს 10 წელი შეუსრულდა და ფესტივალის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო, სადაც Bread & Butter -ის ისტორიული განვითარებაა აღწერილი. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ არსებობს სქელტანიანი წიგნი „ბრენდების ბიბლია“ - Brand Bibly, სადაც ყველა ბრენდს შეხვდებით, მათი ისტორიებით, კონცეფციებითა და ფილოსოფიით, ვისაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული მონაწილეობა ამ ულამაზეს
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
←
41
სტილი
ფესტივალში. გარდა ამისა, წელს გამოვიდა წიგნი , სახელწოდებით 10 years of bread&butter , სადაც ფესტივალის ისტორიის გარდა, 2 000-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევრებია შესული 480 ილუსტრირებული გვერდით. ამ წიგნში B B -ს მნიშვნელოვანი საეტაპო გარდატეხები და განვლილი გზაა აღწერილი. 2005 წლიდან 2007 წლამდე სავაჭრო ნიშნების ფესტივალი ბარსელონაში იმართებოდა, სადაც სტუმართა რიცხვმა 71 000-ს მიაღწია, 2009 წლიდან კი B B -ს 99,000 დამთვალიერებელი ჰყავს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Bread & Butter ისათვის განუყოფელია ქველმოქმედება.
←
42
ყოველწლიურად ისინი საქველმოქმედო ორგანიზაცია Laughing hearts-თან ერთად (მოცინარი გულები გერმანული ორგანიზაცია, რომელიც ბერლინში სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარება), ფესტივალის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს ბერლინის ბავშვთა სახლებს უგზავნის. მათი დახმარებით ბავშვებს შეუძლიათ გაწევრიანდნენ სხვადასხვა სპორტულ თუ გასართობ წრესა და კლუბში, გაერთონ და დაისვენონ ისე, როგორც ყოველთვის ოცნებობდნენ; მიიღონ საჭირო მხარდაჭერა თუ წახალისება და რაც მთავარია, დახმარება სასურველი
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
სტილი
კარიერის განვითარებაში. სპეციალურად ამ მიზნისათვის Tempelhof-ის ყოფილ აეროპორტში გამართულ ფესტივალზე ყოველთვის დგას ცალკე სტენდები , სახელწოდებით BB for Charity , სადაც შეძენილი ყოველი ნივთის საფასურით შეგიძლიათ ბავშვთა სახლს დაეხმაროთ. არსებობს BB Charity Collection -იც, ფესტივალის მიერ გაცემული სოციალური დახმარებების ყოველწლიური ანგარიშების კრებული. ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ალბათ ყველას მოგინდათ Bread & Butter -ზე წასვლა. მომდევნო ფესტივალი 2012 წლის
18 იანვარსაა დაგეგმილი და ის ბერლინის დროით 10:00 am-ზე დაიწყება. BB -ს ოფიციალურ საიტზე, www.breadandbutter.com - თრეიდშოუს ბილეთების ონლაინ დაჯავშნაც შეგიძლიათ და ივენთების განრიგზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღებაც. იმედია, მეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად იმ „კარაქიან პურთაგან“ ერთ-ერთია, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ ცხოვრებაში ერთხელ!
:–)
ალექსანდრა აროშვილი
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
43
პროდუქცია
როგორი შეიძლება იყოს, რას შეიძლება გულისხმობდეს, როგორ შეიძლება ხორციელდებოდეს „სამართლიანი ვაჭრობა“??? Fair Trade საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომელიც საერთაშორისო შრომით, ეკოლოგიურ და სოციალურ სტანდარტებს არეგულურებს. ხშირად კამათის საგნად იქცევა ხოლმე კითხვა, რამდენად სამართლიანია სისტემა რეალურად. Fair Tradeის მომხრეები აცხადებენ, რომ არასტაბილური ფასი განვითარებად ქვეყნებში მოღვაწე მწარმოებლებისათვის საარსებო მინიმუმსაც ვერ უზრუნველყოფს. რომ სინამდვილეში საბაზრო ფასი არც ისე ადეკვატურად ასახავს პროდუქტის რეალურ ღირებულებას. 46
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
პროდუქცია
ამართლიანი ვაჭრობის მთავარი მიზანია, გადაწყვიტოს არსებული პრობლემები და შექმნას ალტერნატიული სისტემა - ხელი შეუწყოს „ეთიკური“ საქონლით ვაჭრობას, შექმნას მაქსიმალურად კარგი პირობები მწარმოებლებისათვის განვითარებად ქვეყნებში. ხშირად FAIR TRADE ალტერნატიული ან თავისუფალი ვაჭრობის ეკვივალენტად მოიაზრება. უცნაურია, მაგრამ პირველი „სამართლიანი მოვაჭრეები“ ანუ ადამიანები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს სამართლიან ვაჭრობას სამხრეთის ქვეყნების ბაზრებზე, რელიგიური დაჯგუფებების და პოლიტიკურად აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ. 1940-1950 წლებში პროდუქცია ძირითადად ხელნაკეთი იყო და ეკლესიებში ან ბაზრობაზე იყიდებოდა.
ს
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
47
პროდუქცია
FAIR TRADE თავისი თანამედროვე გაგებით
aid) - ახალგაზრდები ტრანსნაციონალურ
საბოლოოდ 60-იანი წლების ევროპაში
კორპორაციებს ებრძოდნენ, ბიზნეს-
ჩამოყალიბდა.
ხედვის მაშინდელი მოდელი არაფრად მიაჩნდათ, ფიქრობდნენ, რომ საფუძველშივე მყიფე იყო.
1968 წელს TRADE NOT AID-მა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ვაჭრობის განვითარებისადმი მიძღვნილი კონფერენცია OOH-ს დამსახურებით. 1965 წელს პირველი ალტერნატიული ვაჭრობის ორგანიზაცია ჩამოყალიბდა
ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ OXFAM შექმნა პროგრამა HELPING-BY-SELLING. იმპორტირებული ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა OXFAM-ს მაღაზიათა ქსელში დაიწყეს. (OTO).
მაშინ სამართლიანი ვაჭრობა აღიქმებოდა, როგორც პროტესტი ნეოიმპერიალიზმის წინააღმდეგ. დაიწყო რადიკალური სტუდენტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული აქციები ლოზუნგით „ვაჭრობა დახმარების ნაცვლად“ (Trade not
48
1969 წელს გაიხსნა მაღაზია WORLD SHOP ჰოლანდიაში, რომელიც მხოლოდ სამართლიანი ვაჭრობის პროდუქტზე ორიენტირდებოდა. რა თქმა უნდა, პირველი
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
პროდუქცია
სპეციალიზებული მაღაზია ვოლუნტიერულ პირობებში მუშაობდა, სამაგიეროდ შედეგად საკმაოდ დიდი წარმატება მიიღო, ამას მოჰყვა ათობით მაღაზიის გახსნა დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 60-70 წლები თავისუფალი ბაზრების მოძიება-ათვისებას დაეთმო. უნდა გახსნილიყო ეგრეთ წოდებული არხები პოლიტიკური მიზეზების გამო ტაბუდადებული ქვეყნებისათვის. ათასობით მოხალისე ყიდდა ყავას ანგოლადან და ნიკარაგუადან WORLDSHOPებში, ეკლესიებთან, სახლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. სამართლიანი ვაჭრობის ფუძემდებლებმა მიზნად დაისახეს, მსოფლიო ბაზარზე მსხვილ მწამოებლებთან ერთად განვითარებადი ქვეყნებისთვისაც მიეცათ არსებობის შანსი. უნდა ითქვას, რომ ალტერნატიული ვაჭრობის სისტემამ შედეგი ნამდვილად
გამოიღო. პროგრამამ აშკარად მიაღწია წარმატებას არა მხოლოდ გაყიდული პროდუქტის რაოდენობის მიხედვით. გაიხსნა ათობით ATO და WORLDSHOP-ი , ჩატარდა უამრავი კარგად ორგანიზებული აქცია და კამპანია. ასე რომ, ბიზნესექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა უნაყოფო არ ყოფილა. თუმცა FAIR TRAID-ის გზა საბოლოო წარმატებამდე, რა თქმა უნდა, სწორხაზოვანი აღმასვლით არ გამოირჩეოდა.
ოთხმოციანი წლების დასაწყისში გასაყიდი პროდუქტის კვლავ წარმოებამ ვეღარ უზრუნველყო გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი. სიახლეები გაცვდა და მოთხოვნამაც იკლო. სამართლიანი ვაჭრობის მომხრეებმა გადაწყვიტეს, გადაესხვაფერებინათ და განეახლებინათ ბიზნეს-მოდელი და მიზნები. თავი იჩინა კიდევ ერთმა პრობლემამ სასოფლოსამეურნეო პროდუქტის ფასი დაეცა.
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
49
პროდუქცია
საერთო გადაწყვეტილების მიხედვით სამართლიანი ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად მოახლოებული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის ინოვაციური მეთოდების გამოგონება იქცა. 88 წელს პროდუქციის სერტიფიცირების ინიციატივა გაჩნდა. დამოუკიდებელი სერტიფიკაცია არასპეციალიზებულ მაღაზიებში გაყიდვის შანსს ზრდიდა. იდეა ფართოდ გავრცელდა - შესაბამისად სულ მალე ანალოგიური არაკომერციული ორგანიზაციები ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაარსდა. 97 წელს შეიქმნა სამართლიანი
გაიზარდა გაყიდვების კოეფიციენტი.
განსაკუთრებით კარგად იყიდება მარკირებული პროდუქტი. 2007 წლის შემოსავალი 2.3 მილიონ ევროს შეადგენდა. ამავე წლის დეკემბერში 48 განვითარებადი ქვეყნის 632 მწარმოებელმა FAIR TRADE-ის სერტიფიკატი FLO-CERT მიიღო… თუმცა რისი თქმა შეუძლია მოვლენების ქრონოლოგიას, განვითარების ისტორიას?! ფაქტია, რომ FAIR TRADE-ი ეხმარება განვითარებად ქვეყნებს და უბრალოდ კერძო მეწარმეებს, ზრუნავს ეკოლოგიაზე..
ვაჭრობის მარკირების საერთაშორისო
FAIR TRADE-ის პროდუქტი მართლა უმაღლესი
ორგანიზაცია FLO (Fairtrade Labelling Organi
ხარისხის არის და აბსოლუტურად ესადაგება
ეს არის ერთგვარი ორგანიზაცია-ქოლგა. მის ფუნქციებში შედის სტანდარტების გამოშვება, ცალკეული მეწარმეების სერტიფიცირებაინსპექტირება. zations International).
უკანასკნელ ათწლეულში საგრძნობლად
50
ევროპელი მომხმარებლის მოთხოვნებს.
აწესებს სამართლიან სტანდარტებს, უარყოფს მონურ შრომას, ემხრობა ჯანსაღ ურთიერთობებს მომწოდებელსა და მყიდველს შორის - გენდერულ თანასწორობას, ეხმარება სოციალურად
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
პროდუქცია
წარმოიდგინეთ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა უბრალოდ გადაწყვიტა თავისი ცოდნა და გამოცდილება უცნობი ადამიანების საკეთილდღეოდ გამოეყენებინა - საკუთარი საქმე და კეთილი ნება გააერთიანა და შედეგად FAIR TRADE-ი მიიღო. რა კარგია!
დაუცველ ადამიანებს, იცავს ქალთა უფლებებს. ევროპელი სტუდენტები ხშირად ცდილობენ, სასურველი პროდუქტი FAIR TRADE-ის მაღაზიებში შეიძინონ. იცით რატომ? იმიტომ, რომ სამართლიანი ვაჭრობა და ქველმოქმედება თითქმის სინონიმებია, კიდევ იმიტომ, რომ ფაქტებს დამტკიცება და კონსტატაცია სჭირდება სამართლიანი ვაჭრობა მთელი თავისი კონცეფციით ცუდი ვერ იქნება, პირიქით, ძალიან კარგი რამ არის. ნატუკა ნაცვლიშვილი
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
51
მინერალ ლაინი
უკეთესი არ არსებობს! პროდუქცია
ანტი-ოდორანტი მინერალ ლაინი წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ჭარბი ოფლიანობისა და ოფლით გამოწვეული სუნის საწინააღმდეგოდ. მას არ აქვს საკუთარი სუნი იგი მყისიერად სპობს სუნის გამომწვევ ბაქტერიებს, რეკომენდირებულია ხმარება გაპარსვის და ეპილაცის შემდეგ. ანტი-ოდორანტი მინერალ ლაინი დამზადებულია 100% ბუნებრივ მინერალებზე, ის არ შეიცავს სპირტს, პარფიუმს, არანაირ ქიმიურ დანამატებს. ანტი-ოდორანტი მინერალ ლაინი არ იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, იგი უვნებელია ასთმიანებისათვის, ფეხმძიმე ქალებისათვის, არ იწვევს სარძევე ჯირკვლების გაღიზიანებას, არ იწვევს ალერგიას.
THE ANTI-ODORANT FOR THE WHOLE BODY იმპორტიორი შპს „შავკა“
0%
e-mail: d.shavkac@gmail.com ტ.: 599 22 90 30 parfum alcohol aluminium chloride
100% NATURAL 24 hours
შეიძინეთ: “ავერსის”, “სუპერფარმის”, “ფარმადეპოსა” და “ემ-ფარმას” სააფთიაქო ქსელებში, ასევე ჰიპერმარკეტებში “გუდვილი“, ”დანიური სახლი”, სუპერმარკეტებში “ზემელი”, “კონტინენტალი” და მაღაზიაში “ქალთა ბედნიერება“.
ა
სილამაზის ხელოვნება
დამიანები ყოველთვის ცდილობდნენ დაეცვათ კანი გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისაგან. ასე დაიწყეს მცენარეების და მინერალების არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ ესთეტიკური დანიშნულებით გამოყენება. თვითონ სიტყვა „კოსმეტიკა“ ბერძნულია და სილამაზის ხელოვნებას ნიშნავს. ცნობილია, რომ მაგალითად ალოე უძველესი დროიდან გამოიყენებოდა კუნძულ სოკოტრაზე. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ თანამედროვე ადამიანებიც ფლობენ ინფორმაციას. სიცივისა და წყლისგან დასაცავად ცხოველის ქონს იყენებდნენ, რომელიც, სხვათაშორის, დღესაც უამრავი კანის მოვლის საშუალების შემადგენლობაშია. არსებობს ერთი დიდი განსხვავება ანტიკური პერიოდისა და ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიოს შორის: მაშინ კოსმეტიკური საშუალებების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ რჩეულები ფლობდნენ და ამავე საშუალებებით მხოლოდ დიდგვაროვნები სარგებლობდნენ, დღეს კოსმეტიკა ფუფუნება აღარ არის, არამედ აუცილებლობაა.
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
53
პროდუქცია
ინტერნეტ სუპერმარკეტი
გახსოვდეთ „გუდვილი“ ყველგან უკვე ერთი თვეა, რაც „გუდვილში“ ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა და ინტერნეტ სუპერმარკეტი Goodwilldelivery.ge ამოქმედდა.
4
ივლისიდან მომხმარებლებს საშუალება აქვთ სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტით შეუკვეთონ „გუდვილის“ პროდუქცია. ერთი თვის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქართველი მომხმარებელი მზად დახვდა ინოვაციურ სერვისს და აქტიურად შეუდგა მის გამოყენებას. Goodwilldelivery.ge -ის უპირატესობებმა: 5%-ით ნაკლებმა ფასმა ვიდრე სუპერმარკეტში, გადაზიდვის დაბალმა ტარიფმა, ონლაინ რეჟიმში ბონუს ქულების დაგროვების შესაძლებლობამ შედეგი პრეზენტაციის დღესვე მოგვცა. პროექტის გაშვებისთანავე Goodwilldelivery.ge-ის მომხმარებელთა რიცხვმა ორმოცდაათს გადააჭარბა, ერთი თვის თავზე კი - ათასს. მომხმარებელთან უკეთესი კომუნიკაციისა და წახალისებისთვის „გუდვილი“ გააქტიურდა ფეისბუქზეც (facebook. com/Goodwill) და მისი მეგობრების
54
რიცხვმა 15 ათასს მიაღწია. Goodwilldelivery.ge-ის მომხმარებლები არიან როგორც თბილისის მცხოხვრებნი, ისე საგურამოს, წყნეთის, წავკისის, კოჯრისა და მცხეთის დამსვენებლები. ასევე საიტის აქტიური მომხმარებლები არიან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები, რომლებიც აძლევენ შეკვეთას საიტზე და პროდუქტებს თბილისში მცხოვრებ ახლობლებს უგზავნიან. მათ, რომლებსაც სურთ იყონ „გუდვილის“ მომხმარებელი, აღარ ექმნებათ ბარიერი გუდვილის სიშორის ან მაღაზიათა სიმცირის გამო. ყველგან, სადაც ინტერნეტია, არის გუდვილდელივერი და მომხმარებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად გამოიწერონ პირველადი მოხმარების 1500-ზე მეტი პროდუქტი. ინტერნეტ სუპერმარკეტში განხორციელებული შეკვეთის ადგილზე მიტანას, თბილისსა და მის შემოგარენში, მსოფლიოში ლიდერი
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
პროდუქცია
ბრენდი DHL-ი უზრუნველყოფს. შეკვეთის მიტანის ღირებულება დამოკიდებულია კონტეინერის ზომაზე, გთავაზობთ 20, 40 და 60 ლიტრიან კონტეინერებს. მიტანის ფასი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელ კონტეინერში მოთავსდება შეკვეთილი პროდუქტები და მერყეობს 4-დან 6 ლარამდე. შეკვეთის საფასურს მომხმარებელი იხდის ნებისმიერი ბანკის Visa/Mastercard ბარათით. Goodwilldelivery.ge-ის სერვის ცენტრი ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ მდებარეობს, სადაც ხდება შეკვეთის მიღება და პროდუქტების ადრესატთან გაგზავნა. საიტზე შეკვეთის განხორციელება ძალიან მარტივია, მომხმარებელი რეგისტრირდება საიტზე, ირჩევს სასურველ პროდუქციას, ყრის ვირტუალურ კალათაში, ავტომატურად ითვლის შეკვეთის მოცულობას და ღებულობს შეკვეთის ფასს, აჭერს ღილაკს - ყიდვა და შეკვეთას
ასრულებს. ამის შემდეგ Goodwilldelivery.ge-ის სერვის ცენტრის ოპერატორი ღებულობს შეკვეთას, შემგროვებელი დარბაზიდან აგროვებს პროდუქტებს და ათავსებს DHL-ის კონტეინერში. კონტეინერს ერთად ლუქავენ „გუდვილისა“ და DHL-ის თანამშრომლები და სერვისს ცენტრიდან იგზავნება მომხმარებლის მიერ საიტზე შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე. ბოლოს გადამზიდავი კომპანია შეკვეთას დათქმულ საათსა და ადგილზე აბარებს. ასე რომ, ისარგებლეთ ინოვაციური შემოთავაზებით, დაზოგეთ დრო, ფული და ენერგია. იშოპინგეთ მოხერხებულად და კომფორტულად თქვენი სახლიდან ან ოფისიდან. დარეგისტრირდით საიტზე Goodwilldelivery.ge და „გუდვილი“ ყველგან.
თეა გოცაძე
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
55
პროდუქცია
ზაფხული „გუდვილთან“ ერთად
51.70 GEL
15.95 GEL
15.95 GEL
55.90 GEL
35.45 GEL
32.95 13.95
GEL
GEL
15.95 GEL
19.75 GEL
56
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
xuTSabaTi 20:30
MADE IN \ FOR GEORGIA www.musicbox.ge
სხვადასხვა
გახდი თვის საუკეთესო თანამშრომელი
გუდვილში დაიწყო თვის საუკეთესო თანამშრომლის გამოვლენა და დაჯილდოება. დაჯილდოება ჩატარდება ყოველთვიურად და გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნომინაციაში- „თვის საუკეთესო თანამშრომელი“. გამარჯვებულებს გამოავლენენ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.
შესრულებული სამუშაოს ხარისხი (თუ რამდენად კვალიფიციურად, ყურადღებითა და სრულყოფილად ასრულებდა თანამშრომელი სამსახურეობრივ მოვალეობებს)
შესრულებული სამუშაოს მოცულობა (შეასრულა თუ არა თანამშრომელმა მასზე დაკისრებული სამუშაო განსაზღვრულ დროში და რა მოცულობით)
პასუხისმგებლობის ხარისხი (რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებოდა შესასრულებელ სამუშაოს განვლილ პერიოდში)
დისციპლინა (რამდენად მოწესრიგებული იყო თანამშრომელი და იცავდა თუ არა დისციპლინურ ნორმებს)
გუნდური მუშაობის უნარი (რამდენად ერთვებოდა გუნდში და როგორ შეეძლო გუნდური მუშაობა)
58
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
სხვადასხვა
მეგი როსტიაშვილი
შალვა გვერდწითელი
ნინო ლეგაშვილი
ჰიპერმარკეტ „გუდვილის“
ჰიპერმარკეტ „გუდვილის“
„გუდვილი ვაკის“
მოლარე
კონსულტანტი
კონსულტანტი
სოსო ბაჩილავა
სვეტლანა ცხოიძე
ხათუნა გოგიტაური
ჰიპერმაკეტ „გუდვილის“
„გუდვილი ვაკის“ მოლარე
„გუდვილი ბათუმის“
დაცვის თანამშრომელი
კონსულტანტი
სუპერვაიზერი
ივლისის „თვის საუკეთესო თანამშრომლის“ ჯილდო
სუზანა უნანიანი
ვიქტორ ავსაჯანიშვილი
„გუდვილი ბათუმის“
„გუდვილი ვაკის“ დაცვის
8 თანამშრომელმა
მოლარე
თანამშრომელი
აიღო.
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
59
"ჯგუფი ქართული პროდუქტი" საქართველო, თბილისი. ა. ხორავას ქ. N 9 ტელ.: +995 32 227254 მობ.: +995 71 110012 www.bebos.ge bebocompany@gmail.com
gaxsovdes namdvili gemo...
ნი .
ვა
ენ
კს
ამზ ა დე
ბ
Ge ll
ჩე
ეი
შ
სიახლე!
ბა ის ს ა რ სა ა ს მაგ ე ბ ს ი ა ოცრ დ ად დი
ტი
ნე ო ვ ნგ სიამ პი ტო
ინი სპა ნაყ გე
ი ნებისმი o–შ ე at
ერის და გე იფ მო რ ს
.
Gellato ნამდვილი სამოთხეა ნაყი ნის მოყვარულებისათვის სხვადასხ ვა ფერის და გემოს ნაყინის ბურთულე ბი, ვაფლები, ტოპინგები... საოცრად დიდი არჩევანია. შეგი ძლიათ იტალიური ან ქართული ნაყინი მიირთვათ... და სიურპრიზ ი - Gellato ერთადერთი ადგილია მთელ თბილისში, სადაც ბასკინ რობინსის ნაყინS იგემებთ.
კინოთეატრი “რუსთაველი” - შ. რუსთაველის გამზ. 5 / ზოოპარკი - მ. კოსტავას ქ. 64. ტელ: + 995 77 495554
სამომხმარებლო კალათა
მომხმარებლის გიდი
01
BARNEY'S BEST არაქისის კარაქი 350გრ.
მიწის თხილი, შაქარი, მცენარეული ზეთი, მარილი. შემადგენლობა:
კვებითი ღირებულება 100გრ-ზე:
02
ცილები-25.9გრ, ცხიმები-51.5გრ, ნახშირწყლები-13გრ. ენერგეტიკული ღირებულება: 631კკალ. ვარგისია: 18.12.10 შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. მწარმოებელი:
HORECA გაყინული ბროკოლი 2.5კგ ბროკოლი, წყალი. 20.07.2013.
შემადგენლობა: შენახვის ვადა:
ჰამბურგი, გერმანია
მწარმოებელი ქვეყანა: ფასი: 25,90 ლარი
ფასი: 5,80 ლარი
03
KULA–ს ვაშლის ჯემი
პორტუგალია.
123.00 მონეტა
420გრ.
საქართველო ვაშლი, შაქარი. არ შეიცავს კონსერვანტებს. 100გრ-ზე კალორიულობა: 218 კკლ, ნახშირწყალი 57გრ, ვიტამინი C 1.0მგ. მწარმოებელი ქვეყანა: შემადგენლობა:
ფასი: 2,80 ლარი
14.00 მონეტა
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
61
სამომხმარებლო კალათა
04
G&G ნაღების ფხვნილი
250გრ.
შემადგენლობა: გლუკოზის სიროფი, მცენარეული ცხიმი,
რძის ცილა, სტაბილიზატორები: კალიუმფოსფატი, ნატრიუმფოსფატი, ემულგატორები, სილიციუმდიოქსიდი. კვებითი ღირებულება 100გრ-ზე: ცილები-2გრ, ცხიმები-35გრ, ნახშირწყლები-58გრ. ენერგეტიკული ღირებულება: 555კკალ. შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. ვარგისია: 29.05.2012. მწარმოებელი: შპს "ეუკო" ჰამბურგი, გერმანია
16.00 მონეტა
ფასი: 3,25 ლარი
05
არომატიზირებული ბრინჯი “ორიზა” (ჰიმალაის ბასმატი) 500გრ.
მწარმოებელი ქვეყანა:
გერმანია
06
ნორდიკი კალმარის რგოლები 500გრ.
შემადგენლობა: 100გ-ზე კალორიულობა:
356კკალ, ცილა 8,2გ, ნახშირწყლები 78,3გ, ცხიმი 1,1გ. შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. შენახვის ვადა:
იხ. შეფუთვაზე
ფასი: 9,75 ლარი
62
49.00 მონეტა
კალმარი, წყალი, ანტიოქსიდანტები. შენახვის ვადა: 28.08.2012. შემადგენლობა:
მწარმოებელი ქვეყანა: ფასი: 14,30 ლარი
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
ჩინეთი
68.00 მონეტა
სამომხმარებლო კალათა
07
კარაქი -“შედრი ვეჩერ” "ლუქსი" 500გრ.
უკრაინა ჰაეროვანი და არომატული, ნაკლებცხიმიანი, საუკეთესო ხარისხის კარაქი. მწარმოებელი ქვეყანა:
ფასი: 5,65 ლარი
08
22.00 მონეტა
კარაქი -“შედრი ვეჩერ” "გლეხური" 500გრ.
უკრაინა ნოყიერი და ნატურალური დანამატი იდეალური საუზმისთვის. მწარმოებელი ქვეყანა:
ფასი: 4,45 ლარი
09
28.00 მონეტა
KUHNE–ს იტალიური ღვინის ძმარი ბალზამიკო 0,5ლ
შემადგენლობა: წითელი ღვინის ძმარი, ყურძნის წვენის
კონცენტრატი, საღებავი ნივთიერება, ანიოქსიდანტი: კალიუმმეტაბისულფიტი. კვებითი ღირებულება 100გრ-ზე:
ცილები-0.8გრ, ცხიმები-0.1გრ, ნახშირწყლები-33გრ. ენერგეტიკული ღირებულება: 153 კკალ. შენახვის ვადა იხილეთ ქილაზე. მწარმოებელი: "კარლ ქიუნე", ჰამბურგი, გერმანია ფასი: 8,40 ლარი
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
63
სამომხმარებლო კალათა
10
SAROT შავი შოკოლადი
100გრ.
გახეხილი კაკაო, შაქარი, კაკაოს ზეთი, შრატის ტკბილი ფხვნილი, ემულგატორი სოიოს ლეციტინი, არომატიზატორი ვანილინი. შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობით თხილს, არაქისს, კვერცხსა და რძის ექსტრაქტებს. შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. ვარგისია: 30.09.11 შემადგენლობა:
მწარმოებელი:
შპს. “საროტის”, ბერლინი, გერმანია
ფასი: 3,75 ლარი
11
KULA–ს კლასიკური წითელი ტყემალი
საქართველო ტყემალი, მარილი, შაქარი, ნიორი, წიწაკა, სანელებლები. 100გრ-ზე კალორიულობა: 77კკლ, ნახშირწყალი 19.1გ, ვიტამინები 3.8მგ. მწარმოებელი ქვეყანა: შემადგენლობა:
ფასი: 2,30 ლარი
12
12.00 მონეტა
KULA–ს ატმის წვენი
საქართველო პირდაპირი გამოწურვის შედეგად მიღებული წვენი, მაქსიმალურად ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას, შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილებისა და ქოლესტერინის განდევნას. შემადგენლობა: ატამი, შაქრის სიროფი. 100გრ-ზე კალორიულობა: 66კკლ, ცილა 0.3გ, ნახშირწყალი 17გ. მწარმოებელი ქვეყანა:
ფასი: 4,60 ლარი
64
23.00 მონეტა
ჟურნალი „გუდვილი“ / #3 / აგვისტო–სექტემბერი / 2011
slotclub.ge
არაჩვეულებრივი სიახლე აზარტული თამაშების მოყვარულებისთვის
პირველი ინტერნეტ სლოტ კლუბი საქართველოში! Slotclub.ge გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ 30 პოპულარულ თამაშს, მათ შორის: Books Of Ra, Marco Polo, Dlphins Pearl, Pharaons Gold III, Royal Treasures, Banana Splash… საიტზე განთავსებული თამაშების უმეტესობას ქართულ სლოტ კლუბებში თითქმის ვერ შეხვდებით. ვირტუალური აპარატები და თამაშები მაღალი დონის გრაფიკით გამოირჩევა - ეს სიამოვნების გასაორმაგებლად. Slotclub.ge-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნიკალური დაგროვებითი ბონუს-სისტემაა. ფსონების დადება სახლიდან გაუსვლელად შეიძლება და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მოთამაშისათვის. რაც მთავარია, შესატანი თანხის ქვედა ზღვარი არ არსებობს, შეგიძლიათ თამაში ნებისმიერი თანხით დაიწყოთ. ერთადერთი რისი ცოდნაც დაგჭირდებათ: შეგიძლიათ ჩარიცხოთ ნებისმიერი თანხა 200$ ფარგლებში [ეკვივალენტი ლარში]. ბალანსის შევსება NOVA ან OSMP აპარატიდან ხდება. თანხის მიღება მოგებიდან 48 საათის განმავლობაში რამდენიმე ბანკის საშუალებითაა შესაძლებელი საქართველოს მასშტაბით. თანხა პლასტიკურ ბარათზე გერიცხებათ, ესეც კიდევ ერთი პლუსი - ბარათი Master Card-ის პრინციპით მუშაობს, ასე რომ, მოგებული თანხის დახარჯვას თქვენი სურვილისამებრ ყველგან და ნებისმიერი ტიპის პროდუქტზე შეძლებთ. ასე რომ სლოტის მოყვარულებო, გაატარეთ ზაფხული მხიარულად, დაკავდით საყვარელი საქმიანობით სახლიდან გაუსვლელად მაქსიმალური კომფორტის პირობებში.
18