ISSN 2233-3118 ჟურნალი საქმიანი ადამიანებისათვის #4(04) / 10 / 2011 ვრცელდება უფასოდ
ISSN 2233-3118
ჟურნალი საქმიანი ადამიანებისათვის #4(04) / 10 / 2011 ვრცელდება უფასოდ
მთავარი რედაქტორი:
ანუკი ნაცვლიშვილი
არტ დირექტორი:
სერგო კულიჯანოვი
გენერალური მენეჯერი: წარმოების დირექტორი: დიზაინი:
ფოტო: ჟურნალისტები:
კორექტორი: ადმინისტრაციული მენეჯერი: დისტრიბუტორი: ბუღალტერი:
რედაქცია: საქართველო, თბილისი მ. ბროსეს ქ, 7., საფოსტო ინდექსი 0108, ტელ.: +995 32 2946 446, ფაქსი: +995 32 2922 898 / მარკეტინგის სამსახური: flitmail@flit.ge / ტირაჟი: 5000 ეგზემპლარი / გამოცემის თარიღი: 01.10.11. გამომცემლობა „ფლიტ მედია“ საქართველო / თბილისი, მ. ბროსეს ქ. 7, ელ.ფოსტა media@flit.ge www.flit.ge / ყოველთვიური უფასო ჟურნალი / გამოდის 2011 წლის ივნისის თვიდან / ბეჭდვა შ.პ.ს. „დიოსი“.
მირანდა ხუფენია დიმიტრი ოსტროჟნი თორნიკე ბოკუჩავა, გიორგი წოწკოლაური, სერგო ტიტენკოვი გიორგი ნებიერიძე ნატუკა ნაცვლიშვილი, ალექსანდრა აროშვილი, თეა გოცაძე მანანა ხორავა გვანცა სალთხუციშვილი დავით კუპრაძე მარინა ალექსაური
პოლიგრაფიული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ან ელ.ფოსტის საშუალებით და 5 დღის განმავლობაში მიიღებთ ახალ ეგზემპლარს. კატეგორიულად იკრძალება „გუდვილში“ გამოყენებული ტექსტური და ფოტო მასალის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება რედაქტორის წერილობითი თანხმობის გარეშე. გამომცემლობა პასუხისმგებლობას იხსნის რეკლამაში განთავსებულ შინაარსზე.
რედაქტორის წერილი
ანუკი ნაცვლიშვილი ჟურნალ „გუდვილის“ მთავარი რედაქტორი
დ
ედამიწა ადამიანს ჰგავს, მასაც აქვს გრძნობები, სული და გონება და ის ძალიან დაიღალა კაცობრიობის უპასუხისმგებლობისა და დაცინვისაგან. ეკოლოგები გვაფრთხილებენ, რომ თუ ეკოლოგიურ დეგრადაციას არ შევაჩერებთ, გარკვეული დროის შემდეგ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე გაქრება. სხვადასხვა მიზეზის გამო ყოველდღიურად უამრავი მცენარე და ცხოველი იღუპება. როცა უკანასკნელი მათგანი დაიღუპება, ჯერი ადამიანზე მიდგება. სწორედ ასეთ მომავალს ვუმზადებთ ჩვენს შვილებს და არც კი ვფიქრობთ ამაზე. თუ ასე გავაგრძელებთ, ზემოთნახსენები „მომავალი“ ძალიან მალე შეიძლება დადგეს. გამოსავალი კი მხოლოდ ერთია, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეიგნოს, რომ პლანეტას, რომელიც გვაცოცხლებს, მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ბავშვებს თავიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ფლორის და ფაუნის სიყვარული. მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, რა დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ პლანეტის წინაშე. ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა ყველა ადამიანს შეუძლია, მთავარი და ყველაზე რთული გადაწყვეტილებამდე მისვლაა. ვეცადეთ, პირველი მოკრძალებული ნაბიჯი გადაგვედგა ამ რთულ და საპასუხისმგებლო ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, ოქტომბრის გამოცემის დიდი ნაწილი ეკოლოგიას მივუძღვენით. იქნებ ჩვენმა სტატიებმა ერთხელ მაინც დააფიქროს მკითხველი, რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას კაცობრიობა.
ანუკი ნაცვლიშვილი editor@flit.ge
სარჩევი
ბრენდის ისტორია
06
სიახლეები
08
„გუდვილმა“ საერთაშორისო
„გუდვილმა“ და
დაჯილდოებაზე
სხვადასხვა
14
18
„სოკარ ენერჯი
„ოქროს
ტრენინგი
ჯორჯიამ“
ვარსკვლავი“
გუდვილის
თანამშრომლობა
„გუდვილის“
აიღო
თანამშრომლე-
დაიწყეს
წარმოების
ბისათვის
10 „გუდვილმა“ ბავშვებს სწავლის დაწყება მიულოცა
13 კომპანია „გუდვილს“ ევროპის ბიზნეს დაჯილდოების სერტიფიკატი გადაეცა
4
წარმოებულია საქართველოში
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
გასტრონომია სამომხმარებლო კალათა
22
31
მსოფლიოს
საზაფხულო
ყველაზე
წარმატებები
მომხმარებლის
„გემრიელი“
გიდი
სკოლები
სარჩევი
Eco Friendly
38
ეკო/ცხოვრების სტილი
44
მწვანე ქალაქი ლისი
ეკო ტექნოლოგიები
52
„ლოპოტა“ იდეალური
MELISSA
გარემო
Bon Voyage
60
პლასტიკატის
განტვირთვი-
ეკო ტურიზმი
ოცნებები
სათვის
საქართველოში
სრულდება
Eco, Organic, Bio
68 ORGANIC, BIO, ECO დაუბრუნდი საწყისს
ეკოლოგია
76 GREENPEACE ცისარტყელის მებრძოლები
82 მსოფლიო ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე
92 ფენ შუი და ეკოლოგია
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
5
ბრენდის ისტორია
„გუდვილმა“ ჟენევაში გამართულ საერთაშორისო დაჯილდოება BID 2011–ზე „ოქროს ხარისხის ვარსკვლავი“ აიღო
საცალო ბაზრის ლიდერმა ბრენდმა „გუდვილმა“ საერთაშორისო ბაზარზე უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიპოვა. ევროპის BID „ბიზნეს ინიციატივების მიმართულებების’’დაჯილდოებაზე ხარისხის ვარსკვლავის პრიზი კომპანია “გუდვილმა”ოქროს კატეგორიაში მიიღო. გუდვილს ჯილდო 17 სექტემბერს ჟენევაში გამართულ „საერთაშორისო პრემია ხარისხში BID“-ის ღონისძიებაზე გადაეცა.
1
975 წლიდან BID (ბიზნეს ინიციატივების მიმართულებები) მსოფლიოს 173 ქვეყანაში ხელს უწყობს და ავითარებს კომპანიებში ხარისხის კულტურის სფეროს, ნერგავს ხარისხის მოდელებს, აჯილდოებს და ავლენს მიღწევებს ბიზნეს სექტორში. დღესდღეობით მსოფლიოს 166 ქვეყანაში იყენებენ BID-ის სიმბოლოს და ტექნოლოგიურ მოდელს QC100 TQM (Total Quality Managment). ნინო შევარდნაძე (კომპანია გუდვილის გენერალური დირექტორი): „ხარისხის ვარსკვლავის ჯილდო ოქროს კატეგორიაში კომპანიისთვის უდიდესი წარმატებაა, რაც პირველ რიგში ხარისხიან პროდუქციასა და კარგ მომსახურებას უკავშირდება. ეს აღიარება უმნიშვნელოვანესია მსოფლიო
6
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
კომპანია „გუდვილის“ გენერალური დირექტორი ნინო შევარდნაძე და BID-ის პრეზიდენტი ხოზე პრიეტო
ბრენდის ისტორია
კომპანია „გუდვილის“ გენერელური დირექტორი ნინო შევარდნაძე
ბაზარზე, BID ევროპის ბიზნეს ასამბლეა მენეჯმენტის და ხარისხის განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ავლენს საუკეთესო ხარისხის კომპანიებს. ჟენევაში ჩვენთან ერთად დაჯილდოვდა ამერიკული ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი „Wal-Mart“-ი, ასევე ამ ჯილდოს მფლობელები არიან COFCO Plazza მსოფლიოში რიგით მეორე უმაღლესი ცათამბჯენები ჩინეთში, სამშენებლო კომპანია Turner, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიაა. მონიჭებული ჯილდო ჩვენ მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს არა მარტო საქართველოს ბაზარზე, არამედ მსოფლიო მასშტაბით.“ BID საერთაშორისო ხარისხის დაჯილდოებაში მონაწილეობისათვის კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: ISO ხარისხის
სისტემა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა, ინოვაციურობა, რენტაბელურობა, კომპანიის იმიჯი, ბრენდის ღირებულება, ლიდერობა და მიღწეული წარმატებები. დაჯილდოების ორგანიზატორებს აქვთ მუდმივი კონტაქტები მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბიზნეს სფეროებთან. კონკურსში მონაწილე კომპანიების შესახებ ინფორმაციებს იღებენ მსოფლიო ბანკიდან, ასევე საერთაშორისო ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ორგანიზაციებიდან (ISO). რაც იძლევა საიმედო გარანტიას, რათა კომპანიებმა ღირსეულად მოიპოვონ ხარისხის ჯილდო. კომპანია გუდვილისთვის მინიჭებული BIDის პრესტიჟული ჯილდო და საერთაშორისო აღიარება კიდევ უფრო აძლიერებს ბრენდის იმიჯსა და ღირებულებას და მნიშვნელოვან ადგილს უმკვიდრებს კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე.
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
7
სიახლეები
„გუდვილმა“ და „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ თანამშრომლობა დაიწყეს
კ
ომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ და „გუდვილი“ თანამშრომლობას იწყებენ. კომპანიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი 12 სექტემბერს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მაირ მამედოვმა და „გუდვილის“ პრეზიდენტმა გოგი შევარდნაძემ. მემორანდუმი წარმოადგენს შეთანხმებას ორ ბრენდს შორის, რომლის მიხედვითაც, „გუდვილი“ სუპერმარკეტით და სწრაფი კვების ობიექტით უზრუნველყოფს გორის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მდებარე „სოკარის“ მშენებარე ბენზინგასამართ სადგურს და დასასვენებელ კომპლექსს, ხოლო ობიექტს ევროსტანდარტების
8
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
სიახლეები
შესაბამისი დანადგარებითა და აღრიცხვიანობის თანამედროვე სისტემით აღჭურვას ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული კომპანია „ლინდე ლადენბაუ“, რომლის წარმომადგენლები ინგო მეკბახი და ტობიას იაკობი ღონისძიების სპეციალური სტუმრები იყვნენ.
პროექტი საქართველოს ძირითადი საერთაშორისო-სატრანსპორტო ფუნქციისა და ქვეყნის ჩქაროსნული ავტომაგისტრალების პერსპექტიული განვითარების მიზნით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. საბოლოო პროექტით კი მრავალფუნქციური კომპლექსი თავს მოუყრის: ავტოგასამართ სადგურს, ავტოტექმომსახურების ცენტრს, ტურისტულ და საქალაქთაშორისო გასაჩერებელ ზონას, დასასვენებელ ზონას, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, ღია ავტოსადგომს.
როგორც „გუდვილის“ პრეზიდენტმა, ბატონმა გოგი შევარდნაძემ განაცხადა: „ეს შეთანხმება მისი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ, ხაზს უსვამს ორი ქვეყნის, საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობას და მეორე მხრივ, ხელი ეწყობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან, გზების განვითარების პროექტს. დასასვენებელ კომპლექსს „გუდვილი“ უზრუნველყოფს თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი სუპერმარკეტით და სწრაფი კვების ობიექტით. ჩვენთან გაიყიდება როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული პროდუქტი. სპეციალური კუთხე დაეთმობა ადგილობრივი ფერმერების პროდუქტს. სუპერმარკეტი აღჭურვილი იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი დანადგარებით და აღრიცხვიანობის თანამედროვე სისტემით. ინფრასტრუქტურა ჩამოდის გერმანიიდან. ეს იქნება კომპლექსი, რომელიც ადამიანს დასვენებისთვის სრულ კომფორტს შეუქმნის.“
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
9
სიახლეები
17 სექტემბერს ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ საბავშვო ღონისძიება და კონცერტი გაიმართა. სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბონუს კლუბის წევრების შვილებისათვის მოეწყო.
ღონისძიება გასართობი პროგრამით დაიწყო, ჯამბაზებმა და ანიმატორებმა ბავშვებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს. გაიმართა ლოტოტრონი, გამარჯვებულებმა კომპანია "ნესკვიკის" უგემრიელესი შოკოლადები და გუდვილის საკონდიტროს მიერ დამზადებული ტორტები მიიღეს, ასევე გაიმართა საბავშვო კონცერტი, მუსიკალურ ჯგუფ „ბზიკებისა“ და 2010 წლის საბავშვო ევროვიზიის ეროვნული ფინალის გამარჯვებული მარიამ კახელიშვილის მონაწილეობით. ბავშვებმა კომპანიისგან სამახსოვრო საჩუქრები და ტკბილეული მიიღეს.
10
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
სიახლეები
ბონუს კლუბი უკვე 2 წელია არსებობს და დღეს მისი წევრების რაოდენობა 57 ათასს აჭარბებს. ბონუს კლუბში ერთიანდებიან „გუდვილის“ ლოიალური მომხმარებლები და ყველას აქვს ბონუს ბარათი. „გუდვილის“ ბონუს ბარათი არის კომპლექსური ბარათი და წარმოადგენს: ბარათზე ქულების (მონეტების) დაგროვების, მათი გამოყენების, ასევე მიმდინარე ფასდაკლებების, საჩუქრების მიღების, სხვადასხვა გათამაშებებში მონაწილეობის საშუალებას. ბონუს ბარათის მფლობელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი. ბარათი გაიცემა პირადობის მოწმობის საფუძველზე „გუდვილში“ ერთჯერადად განხორციელებული 70 ლარიანი შესყიდვისას.
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
11
xuTSabaTi 20:30
MADE IN \ FOR GEORGIA www.musicbox.ge
სიახლეები
კომპანია „გუდვილს“ ევროპის ბიზნეს დაჯილდოების სერთიფიკატი გადაეცა
კომპანია „გუდვილმა“ 2011 წლის ევროპის ბიზნეს დაჯილდოების სერთიფიკატი აიღო, როგორც საქართველოს წარმომადგენელმა კომპანიამ. საქართველო ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაში მეორე წელია მონაწილეობს და „გუდვილიც“ ხელმეორედ წარადგინეს. 2011 წლის დაჯილდოების საბოლოო ცერემონიალი გაიმართება ბარსელონაში 22 ნოემბერს.
ე
ვროპის ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილ კომპანიებს ჟიური გამოავლენს, რომლის წევრებიც არიან: ეკონომისტები, აკადემიკოსები, ბიზნეს ლიდერები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები. „ევროპის 220 საუკეთესო კომპანიას შორის მოხვედრა ძალიან სასიხარულოა, საკმაოდ რთულ და პრესტიჟულ კონკურსში გადავლახეთ რამდენიმე ეტაპი და მივიღეთ სერტიფიკატი, უამრავი წარმატებული კომპანიიდან აირჩიეს „გუდვილი“ და
გახდა ქვეყნის წარმომადგენელი, რაც ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა. კონკურსში მონაწილეობას სამი ქართული კომპანია აგრძელებს, წარმატებებს ვუსურვებ მათ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი „ეიჩ-ეს-ბი-სი“ ბანკს. გარდა აღნიშნული კონკურსისა „გუდვილი“ სხვა საერთაშორისო დაჯილდოებაშიც ღებულობს მონაწილეობას და იმედი გვაქვს, მეტ წარმატებას მივაღწევთ.“ - განაცხადა გუდვილის გენერალურმა დირექტორმა. გასულ წელს, „ეიჩ-ეს-ბი-სი“ - ბანკის რეკომენდაციით საქართველოს პირველად მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაში, სადაც კომპანია გუდვილმა მიიღო პრიზი - საუკეთესო ბიზნეს საქმიანობისთვის. ევროპული ბიზნეს დაჯილდოება ოთხი წელია არსებობს და მისი გენერალური სპონსორი „ეიჩ‐ეს‐ბი‐სი“ ბანკია.
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
13
სხვადასხვა
ტრენინგი „გუდვილის“ თანამშრომლებისათვის
14
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
სხვადასხვა
კ
ომპანია „გუდვილში“ კონსულტანტებისა და პრომო გოგონების გადასამზადებელი ტრენინგი მიმდინარეობს, რომლის მიზანი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი უნარების შემოწმებაა. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები „გუდვილის“ სასწავლო ცენტრში უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. ტრენინგებს ოცდაათამდე ახალი და ძველი თანამშრომელი ესწრება. ისინი ცენტრში, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას გადიან. გადასამზადებელი კურსი თანამშრომლებს უფასოდ უტარდებათ. დაფინანსებაზე კომპანია გუდვილმა იზრუნა. „გუდვილის“ თანამშრომლებს ტრენინგები მომავალშიც ჩაუტარდებათ.
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
15
წარმოებულია საქართველოში
„გუდვილის“ წარმოების საზაფხულო წარმატებები ექვსი წელია, კომპანია „გუდვილი“ საკუთარი წარმოების ხორცის პროდუქტებს, კულინარულ ნაწარმს, პურ–ფუნთუშეულს, საკონდიტროსა და ნახევარფაბრიკატების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს. მოთხოვნა „გუდვილის“ მიერ წარმოებულ პროდუქტებზე დღითიდღე იზრდება, მრავალფეროვანი მომხმარებლის გემოვნური თვისებების დაკმაყოფილებას და მაღალი ხარისხის გარანტიას ბევრი შრომა და კადრების მუდმივი განვითარება სჭირდება.
18
„გუდვილის“ ხორცპროდუქტების წარმოება
დ
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ღეისათვის გუდვილი საკუთარ წარმოებაში ამზადებს 40-მდე სხვადასხვა დასახელების ხორცის ნახევარფაბრიკატებსა და ძეხვეულს, რომლებიც არ შეიცავენ კონსერვანტებს და დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა საკვებდანამატებზე. გუდვილში ყოველდღიურად კონტროლდება ხორცი ვეტერინარულად და ლაბორატორიულად. მკაცრი კონტროლი იძლევა პროდუქციის
წარმოებულია საქართველოში
მაღალი ხარისხისა და უვნებლობის მაჩვენებლების შენარჩუნების გარანტიას. „გუდვილის“ საკონდიტრო
გ
უდვილის კონდიტერები იტალიური და ფრანგული ტექნოლოგიებით დამზადებულ ნამცხვრებსა და ტორტებს სთავაზობენ მომხმარებლებს. ასორტიმენტი მრავალფეროვანია და ნებისმიერ გემოვნებას აკმაყოფილებს. უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებული პროდუქტი გემრიელთან ერთად ლამაზიცაა. სწორედ „გუდვილის“ მზარეულებმა და კონდიტერებმა აგვისტო კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიასა და საფრანგეთში ტრენინგებზე და მასტერკლასებზე გაატარეს, იყვნენ მიწვეულნი ლიტვაში ქართული კულტურის დღეებზე, ტრადიციული კერძების მოსამზადებლად, რომლის ორგანიზატორები კულტურისა და სოფლის სამინისტროები იყვნენ. გერმანია, ვისბადენი
V
ANHEES-ის ქარხანა, რომელიც ორმოციან წლებში აშენდა და თავისი პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით 8 ქვეყანაში გაიტანა, აწარმოებს საკვები პროდუქტების
მრავალ დანამატს. განვითარების ერთ–ერთ ეტაპზე გერმანულმა კომპანიამ მჭიდრო ურთიერთობა დაიწყო საქონლის სასაკლაოებთან და ხორცის თანამედროვე დამუშავების ინდუსტრიას მიჰყო ხელი. 1960 წლიდან VANHEES-ის შვილობილი კომპანიები გაიხსნა საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში. გერმანული ქარხანა VANHEES ხორცის პროდუქტებთან მუშაობის პროცესების ტრენინგებსა და სემინარებს სთავაზობს იმ ქვეყნებს, რომლებსაც საკუთარი პროდუქციით ამარაგებს. გუდვილის ძეხვის წარმოებასა და ფარშის მომზადებისას სწორედ VANHEES-ის ქარხნის მიერ დამზადებული დანამატები გამოიყენება, ამ მიზეზით „გუდვილის“ წარმოების ხელმძღვანელები და მზარეულები აგვისტოში მიწვეულნი იყვნენ ვისბადენში, გერმანია. 5 დღიანი ტრენინგები ხორცის პროდუქტების თანამედროვე წარმოებაში გერმანელმა ტექნოლოგებმა ჩაატარეს. გუდვილის თანამშრომლები თანამედროვე „მოლეკულური სამზარეულოს“ წესებით მუშაობას გაეცნნენ და კვალიფიკაცია ხორცის შებოლვა, გადამუშავება, მოხარშვა, შეწვა, დაჭრა, თერმული გადამუშავება, კონსერვირება, ხორცის დამწიფება, შაურმის მომზადება, ბოსტნეულის კოტლეტის მომზადებასა და შენახვის ჰიგიენური წესების დაცვაში აიმაღლეს. საფრანგეთი, პარიზი
2
012 წლის მარტში საფრანგეთში კონდიტერთა ევროპის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ჩემტიონატში მონაწილეობას კომპანია გუდვილიც მიიღებს. „გუდვილის“ კონდიტერები პერმანენტულად სხვადასხვა მასტერკლასებსა და ტრენინგებს გადიან, რათა ჩემპიონატზე
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
19
წარმოებულია საქართველოში
ღირსეული ჯილდო მოიპოვონ. აგვისტოში „გუდვილის“ კონდიტერებმა პარიზში 6 დღიანი მასტერ კლასი საუკეთესო ფრანგ კონდიტერ არნო გოტიესთან გაიარეს. „გუდვილის“ კონდიტერებმა ახალი ფრანგული დესერტებისა და საკონდიტრო ნაწარმის მომზადება, ასევე, შოკოლადსა და კარამელთან მუშაობა ისწავლეს. გაეცნნენ საკონკურსო პრიორიტეტულ თემებს და თანამედროვე ფრანგული საკონდიტრო ნაწარმის რეცეპტებს, რაც მოიცავს ბოსტნეულის ნამცხვრებში გამოყენებას. ორი თვის წინ „გუდვილის“ კონდიტერებმა მასტერკლასები საქართველოშიც გაიარეს. სპეციალური მოწვევით ცნობილმა ფრანგმა შეფ–კონდიტერმა პატრიკ კაზულამ 3 დღიანი მასტერ კლასი ჩაატარა. „გუდვილის“ კონდიტერებმა დიდი გამოცდილება მიიღეს თანამედროვე ტექნოლოგიებით სკულპტურების შექმნასა და პასტიაჟისგან (შაქრის გლაზური) მის დამზადებაში. მასტერკლასისა და ტრენინგის შემდეგ მზარეულები და კონდიტერები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
20
ლიტვა, კლაიპედა
2
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
5 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ლიტვის რესპუბლიკაში, ქალაქ კლაიპედაში განხორციელდა პროექტი „ქართული კულტურის დღეები ლიტვაში“, რომელიც ითვალისწინებდა ქართული კულტურის, ხელოვნების, ტრადიციების, აგროსასურსათო პროდუქციის და ნაციონალური სამზარეულოს ფართო მასშტაბიან პოპულარიზაცია-პროპაგანდას. ასევე ტრადიციული ქართული კერძების და სასმელის დეგუსტაციას ლიტვის რესპუბლიკაში. პროექტი განახორციელა საპროდიუსერო კომპანია „ნიუ არტ“-მა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით და პატრონაჟით. პროექტში მონაწილეობა მიიღეს კომპანია „გუდვილის“ მზარეულებმა, რომელთაც დიდი პასუხისმგებლობით და განსაკუთრებული წარმატებით წარმოაჩინეს ქართული სამზარეულო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელთა წინაშე.
თეა გოცაძე
gaxsovdes namdvili gemo...
"ჯგუფი ქართული პროდუქტი" საქართველო, თბილისი. ა. ხორავას ქ. N 9 ტელ.: +995 32 227254 მობ.: +995 71 110012 www.bebos.ge bebocompany@gmail.com
გასტრონომია
XXI
საუკუნის ცხოვრების სწრაფმა ტემპმა ადამიანების ცხოვრებაში ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია დაბადა - სწრაფი კვება, ან დამღლელი დღის შემდეგ, მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული ნახევრადფაბრიკატების მირთმევა. საკვების მიღება ადამიანებმა პირდაპირი დანიშნულებით დაიწყეს - ენერგიის მისაღებად, რომ ისევ ჩაერთონ ყოველდღიურ საქმიანობაში, რამაც მათ მნიშვნელოვანი რამ წაართვა - კერძების მომზადება მთელი რიტუალია, მითუმეტეს, საყვარელი ადამიანებისათვის. ესთეტიკას რომ თავი დავანებოთ, თავად მომზადების პროცესი ისეთი სასიამოვნოა, რომ კულინარიას თავისუფლად შეგვიძლია, ხელოვნება ვუწოდოთ. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ საქმიანობასაც, სხვების მსგავსად, სწავლა სჭირდება. ჩვენ იმ სკოლებისა და კულინარიული კოლეჯების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც ნამდვილად დაგეხმარებათ ოცნებების განხორციელებაში და თქვენს სამზარეულოებში, კაცობრიობის ერთ-ერთი უძვირფასესი რიტუალიც აღდგება.
22
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
გასტრონომია
Aula Gastronomica ბარსელონა ეს არაჩველებრივი რესტორნების ქსელი ცნობილია კატალონიის ნაციონალური დესერტებით, რომლებიც უგემრიელესი ბრინჯისა და წვრილი ვერმიშელისაგან მზადდება. კულინარიული კურსები რამდენიმე წლის წინ, „აულას“ ერთ-ერთმა შეფ-მზარეულმა, რაფაელ კლარასომ დააარსა. Aula Gastronomica - სასწავლო ცენტრი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებსაც სურთ თავიანთ მოსწავლეებს მნიშვნელოვანი გასტრონომიული გამოცდილება და მულტიკულტურული ცოდნა გაუზიარონ თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროში. გაკვეთილის ხანგრძლივობა დაახლოებით ექვსი საათია, რომელიც იწყება ბაზარში სამსაათიანი გასეირნებით პროდუქტების ასარჩევად. სტუდენტებს აქ ასწავლიან არა მხოლოდ შეფასებასა
და დეგუსტირებას, არამედ ეხმარებიან კერძებისათვის ინგრედიენტების სწორად შერჩევასა და გემრიელად მომზადებაში. თუმცა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი გაკვეთილის დასასრულს დგება, როდესაც ყველა მოსწავლე ერთად მიირთმევს საკუთარ ნახელავს სათანადო კატალონიური ღვინით. გარდა გასტრონომიული მომსახურების და პრაქტიკული სწავლებისა, „აულაში“ შეგიძლიათ ღვინის დეგუსტირებასა და კატალონიური სამზარეულოს სრულფასოვან ცოდნასაც დაეუფლოთ. ბარსელონაში ჩასვლა „აულას“ კულინარიული კურსის გასავლელად ყოველთვის შეიძლება, თუმცა უმჯობესია, 3-4 თვით ადრე დაჯავშნოთ თქვენი სასწავლო ადგილი.
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
23
გასტრონომია
Atelier Des Chefs შეფ-მზარეულთა ფრანგული ატელიე როგორც ატელიეში მომუშავე მზარეულები ამბობენ, იმისათვის, რომ სამზარეულოთი მაქსიმალური სიამოვნება მიიღო, აუცილებლად უნდა მოხვიდე შეფ-მზარეულთა ფრანგულ ატელიეში, რომელიც საფრანგეთის თითქმის ყველა ქალაქში მდებარეობს, ასევე ლონდონში, ბრუსელსა და სტრასბურგში. ეს ატელიე ცნობილმა მზარეულებმა იმ მიზნით დააარსეს, რომ ყველა მსურველს ჰქონოდა ფრანგული სამზარეულოს შესწავლის შესაძლებლობა. ეს კულინარიული სკოლა დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ჩამოსულ, არამედ ადგილობრივ მოსახლეობაში. აქ ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვისაა შესაძლებელი კურსის გავლა. მშობლებს ბავშვები მოჰყავთ სპეციალურ გაკვეთილებზე, ცალკეა კომპანიებისათვის კორპორაციული ტრენინგები. სწავლების დრო თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ - 30 წუთიდან 4 საათამდე. ატელიეს
მზარეულები თავიანთ გამოცდილებას მეგობრულ ატმოსფეროში გაგიზიარებენ. რაც შეეხება სასწავლო მასალასა და რეცეპტებს, ის მხოლოდ ფრანგულ ენაზე გაიცემა, რომ უკეთ იგრძნოთ სპეციფიკური, ნამდვილი ფრანგული არომატი. სწავლება მიმდინარეობს მთელი წლის მანძილზე, უქმეებისა და დღესასწაულების გარდა. Scuola Di Cucina Bologna ბოლონიური კულინარიული სკოლა ალბათ ყველამ იცის, რომ ბოლონიური სამზარეულო მთელ მსოფლიოშია განთქმული. ბოლონიური კულინარიული სკოლა კურსებს არა მარტო მოყვარულთათვის, არამედ ნახევრადპროფესიონალი და პროფესიონალი მზარეულებისთვისაც გვთავაზობს, ასევე, სპეციალურად ვეგეტარიანული სამზარეულოსა და სხვადასხვა დიეტებისათვის. აქ მომუშავე მზარეულები პროფესიონალები არიან, და არა მარტო სამზარეულოში, უდიდესი გამოცდილების საფუძველზე ისინი
24
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
გასტრონომია
ახერხებენ ორი პროფესია შეურწყან ერთმანეთს - იყვნენ არაჩვეულებრივი გურმანები და საუცხოო მასწავლებლები. ბოლონიური კულინარიული სკოლა სტუდენტებს იტალიური კულტურის, ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის ელემენტების დანერგვას ასწავლის თანამედროვე კულინარიაში. თუმცა აქ ვერ ნახავთ სხვა კუთხის სამზარეულოს ელემენტებს, რადგან ბოლონიური კულინარიული სკოლა მხოლოდ ადგილობრივი, ტრადიციული, აუთენტური სამზარეულოს რეცეპტებით შემოიფარგლება და აღფრთოვანებასაც იწვევს. აქ მოხვედრა თებერვლის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. Le Cordon Blue Paris – პარიზული „ცისფერი ბაფთა“
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კულინარიული სკოლის მთავარი ოფისი პარიზში მდებარეობს, თუმცა მას ფილიალები ლონდონში, სიდნეიში, ოტავასა და ლიმაში აქვს.
კულინარიული სკოლის სახელწოდება „ცისფერი ბაფთა“ ძველი ტრადიციის საფუძველზე წარმოიშვა, მზარეულები ბაფთებს გულმკერდზე იმაგრებდნენ, როგორც განსაკუთრებული კულინარიული მსახურებისათვის მიღებულ ორდენს. Le Cordon Blue-ს მზარეულთა და სწავლულთა ძირითადი კონტიგენტი მიშლენის ვარსკვლავების მფლობელია, თუმცა აქ სასწავლო კურსები მოყვარულთათვისაც მოიძებნება და მეტიც, ყველა ეროვნების ადამიანისათვის. „ცისფერ ბაფთას“ უკავშირდება ცნობილი ფილმის, “Juli & Julia”-ს ისტორიაც, სადაც ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ჯულია ჩაილდი სწორედ Le Cordon Blue- ს კურსდამთავრებულია. აქ სწავლა ნამდვილად ღირს და თუ რომელიმე კურსის შემდეგ კარგი მზარეული ვერ გახდებით, იმაში მაინც იქნებით დარწმუნებული, რომ დრო შესანიშნავ ატმოსფეროში გაატარეთ. სასწავლებლად ჩასვლა Le Cordon Blue-ს ნებისმიერ ფილიალში წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
Coriander Leaf –„ქინძის ფოთოლი“ ეს კულინარიული სკოლა სინგაპურში მდებარეობს, სადაც სხვადასხვა ცნობილი კერძის გარდა, სამხრეთ აზიის, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს ასწავლიან. ალბათ დამეთანხმებით, რომ სასწავლო პროგრამა ძალიან საინტერესო და ეგზოტიკური იქნება. გამოცდილი მზარეულები მუშაობენ იმაზე, რომ აქ მოსულ თითოეულ ადამიანს თავისი სამზარეულოსათვის
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
25
გასტრონომია
განსაკუთრებული ცოდნა შესძინონ. სკოლას აქვს თავისი სტუდია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, სტუდენტები კი კერძების სპეციფიკასთან ერთად საჭირო ტექნიკასაც ეუფლებიან. კურსები დაყოფილია სხვადასხვა ჯგუფად დონეების მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ სწავლა ნულიდან დაიწყოთ, ან უკვე არსებულ კლასებს შეუერთდეთ, დავალებები კი სახლში დამოუკიდებლად მოამზადოთ. Coriander Leaf - აღმოსავლური სამზარეულოების სხვადასხვა სასწავლო პროგრამას გთავაზობთ, რომლის არჩევაც თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ, სასწავლებლად ჩამოსვლა კი აქაც წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. Cook Academyინგლისური კულინარიული აკადემია Cook Academy დიდი ბრიტანეთის წამყვანი კულინარიული სკოლაა, რომელიც სამხრეთ აღმოსავლეთ ინგლისში ჰემფშირის საგრაფოში მდებარეობს. აკადემია ქეით ჰაგსმა დაარსა 2005 წელს ქალაქ ელსფორდში, უინჩესტერთან ახლოს, რომელიც გთავაზობთ კურსებს ყველა ასაკის, გამოცდილების, უნარებისა თუ შესაძლებლობების ადამიანებისათვის. სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია
26
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
გემოსა და დიზაინის სრულყოფილად შერწყმის ხელოვნების ცოდნა-როცა კერძი ისეთივე გემრიელია, როგორ მიმზიდველადაც გამოიყურება. აკადემიაში კურსები დაყოფილია დონეების მიხედვით, აქვთ პრაგმატული კურსები დამწყებთათვის, თეორიული და პრაქტიკული კურსები, ცალკე ისწავლება „კულინარიული მეცნიერება“ და „კულინარიული საფუძვლები“. აკადემიაში მომუშავე მასწავლებლები სამაგალითო მზარეულობის გარდა ცოდნისა და უნარების სწორად შერწყმას ანიჭებენ უპირატესობას. Cook Academy-ში გელოდებათ მშვიდი, უსაფრთხო გარემო სწავლებისა და გართობისათვის. ალექსანდრა აროშვილი
გასტრონომია
უმაღლესი ხარისხის იტალიური რძის პროდუქტი
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: BB Company. თბილისი, მ. კოსტავას ქ., 26 Official representative in Georgia: BB Company. 26, M. Kostava str., Tbilisi, Tel.: 984024 info@bb-company.com ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
27
გასტრონომია
GOODWILL CATERING 28
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
17 სექტემბერს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ენერგო კომპანია BP-ს საქართველოში მოღვაწეობის 15 წელი შეუსრულდა. BP-ს ძირითადი ბიზნესი ენერგიის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და მიწოდებაა. ის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ მილსადენს უწევს ექსპლუატაციას, ასევე აქვს საავიაციო
გასტრონომია
საწვავის ბიზნესი თბილისის აეროპორტში. ამჟამად BP საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რომელმაც ინფრასტრუქტურის და სოციალური განვითარების პროექტებში 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დააბანდა. BP-მ იუბილესთან დაკავშირებით გრანდიოზული 1200 კაციანი დახურული
„ივენთი“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, თანამშრომლების გარემოცვაში აღნიშნა. კორპორატიული „ივენთის“ კვებით მომსახურებაზე „გუდვილ ქეთერინგმა“ იზრუნა.
›
2 14 04 04; 2 18 12 12 Email: catering@goodwill.ge
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
29
1887 წლიდან მოყოლებული უმაღლესი ხარისხის რძის პროდუქტს აწარმოებს. თუმცა კომპანიის თავდაპირველი წარმატების მიზეზი მაინც უგემრიელესი ყველი -ს ყველს თავისი უნიკალური დამზადების მეთოდი და შემადგენლობა გახლდათ. გამოარჩევს. მიირთვით Emmentaler-ი, იგრძენით ნამდვილი რძის პროდუქტების გემო პირდაპირ ალპებიდან. Cheddar-ი ისევე, როგორც -ს სხვა პროდუქტები 100 პროცენტით ნატურალურია. მისი დამზადების მეთოდი უკვე საუკუნეებს ითვლის. ეს არის ჰაეროვანი, ნაზი და სურნელოვანი მდნარი ყველი, რომელიც ნებისმიერი ტიპის სუფრას დაამშვენებს, განსაკუთრებით საუზმეს მოუხდება. Cheddar-თან ერთად თქვენი დილა ბევრად უფრო გემრიელია!
სამომხმარებლო კალათა
მომხმარებლის გიდი
02
01
SAROTTI რძიანი ბიო-შოკოლადი
100გრ.
დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული ნედლეულისაგან შემადგენლობა: ლერწმის შაქარი, კაკაოს ცხიმი, რძის ფხვნილი, გახეხილი კაკაო, ემულგატორი სოიოს ლეციტინი. (შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობით: თხილს, არაქისსა და გლუტენს). მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია ფასი: 8.50 ლარი
EDEKA ხრაშუნა ბიო მიუსლი 375გრ.
დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული ნედლეულისაგან. შეგიძლიათ მიირთვათ ხილთან, ხაჭოსთან, ნეკერჩხლის სიროფთან ან თაფლთან ერთად. შემადგენლობა: 55% მსხვილად დაცეხვილი შვრიის ბურღული, ლერწმის შაქარი, მცენარეული ცხიმი, 5% ქოქოსის ფირფიტები, 3% მსხვილად დაცეხვილი ხორბლის ბურღული, ხრაშუნა ბრინჯი (ბრინჯის ფქვილი, ხორბლის ფქვილი, ლერწმის შაქარი, სიმინდისა და ქერის ალაო), ხორბლის სიროფი, თაფლი, ზღვის მარილი. (შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობით: რძის ექსტრაქტებს, ხანჭკოლას, არაქისსა და თხილს). კვებითი ღირებულება 100გრ-ზე: ცილა 8.3გრ, ნახშირწყლები 19.5გრ, ცხიმი 21.5გრ, ცელულოზი 13.3გრ. ნატრიუმი 0.01გრ. ენერგეტიკული ღირებულება: 454კკალ. მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია ფასი: 9.90 ლარი
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
31
სამომხმარებლო კალათა
06
G&G ბიო-ძმარი ბალზამიკო 250მლ.
დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული ნედლეულისაგან. ბალზამიკო არის კასრში დაძველებული ღვინისა და ყურძნის წვენის ძმარი, რომელსაც აქვს ჰარმონიულად შერწყმული ტკბილ-მჟავე არომატი. (მჟავა 6%). იდეალურია ხორციანი და თევზის კერძების, სალათების, ომლეტებისა და ბოსტნეულის შესაკმაზად. შემადგენლობა: ღვინის ძმარი, კონცენტრირებული ყურძნის წვენი, შაქრის კარამელი. მწარმოებელი ქვეყანა:
იტალია ფასი: 12.45 ლარი
08
LA COMTESSE ნეკერჩხლის სიროფი 250მლ.
გამოიყენება ვაფლისა და ნამცხვრების მოსამზადებლად, ასევე როგორც გლაზური ლორსა და შებოლილ ან შემწვარ ხორცზე, აგრეთვე შეგიძლიათ მოასხათ სუფლეს, ხაჭოს კერძებს, მიუსლებს, პუდინგებსა და ნაყინებს. შემადგენლობა: კანადური ნეკერჩხლის ეკოლოგიურად სუფთა სიროფი. მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია ფასი: 27.00 ლარი
32
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
07
EDEKA BIO ლორის შებოლილი, ვენური სოსისი 6 ცალი (300გრ.)
დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული ნედლეულისაგან შემადგენლობა: 70% ღორისა და ძროხის ხორცი, სალა, წყალი, იოდიზირებული მარილი, სანელებლები, სტაბილიზატორი ტრინატრიუმ ციტრატი, ანტიოქსიდანტი ასკორბინის მჟავა, კონსერვანოტი ნატრიუმის ნიტრიტი. კვებითი ღირებულება 100გრ-ზე: ცილა 13გრ, ნახშირწყლები 2გრ, ცხიმი 25გრ. ენერგეტიკული ღირებულება: 285კკალ. მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია ფასი: 9.40 ლარი
სამომხმარებლო კალათა
03
EDEKA სპაგეტი
500გრ.
დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული ნედლეულისაგან. აქვს ხილის შესანიშნავი არომატი. შემადგენლობა: ჩინური ვარდი, ასკილი, ვაშლი, ფორთოხლისა და ლიმონის კანი. 100გრ-ზე კალორიულობა: 230კკალ, ცილა 6გრ, ნახშირწყლები 47გრ, ცხიმი 2გრ. მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია ფასი: 4.95 ლარი
04
EDEKA ხილის ბიო–ჩაი (25 პაკეტი)
დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული ნედლეულისაგან. აქვს ხილის შესანიშნავი არომატი. შემადგენლობა: ჩინური ვარდი, ასკილი, ვაშლი, ფორთოხლისა და ლიმონის კანი. 100გრ-ზე კალორიულობა: 230კკალ, ცილა 6გრ, ნახშირწყლები 47გრ, ცხიმი 2გრ. მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია ფასი: 8.35 ლარი
05
EDEKA ლერწმის ბიო შაქარი 500გრ.
დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოპოვებული ნედლეულისაგან. მისთვის ბუნებრივად დამახასიათებელი არომატის წყალობით იგი იდეალურია სასმელების დასატკბობად, საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად. კვებითი ღირებულება 100გრ-ზე: ცილა 0გრ, ნახშირწყლები 97.4გრ, ცხიმი 0გრ. ენერგეტიკული ღირებულება: 390კკალ. მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია ფასი: 7.95 ლარი
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
33
სამომხმარებლო კალათა
09
ჩიტის სახლი
ფასი: 15.90 ლარი
10
GO&CAMP სანათი
ფასი: 45.00 ლარი
11
ყვავილების სარწყავი ლითონის 5ლ.
ფასი: 21.90 ლარი
12
მეტალის სათლი
ფასი: 24.90 ლარი
34
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
სამომხმარებლო კალათა
13
GARDEN ლამპიონი
ფასი: 11.65 ლარი
14
ბაღის ასანთი
ფასი: 13.70 ლარი
15
პლასტმასის სარწყავი ჭიქა
2ლ.
ფასი: 6.35 ლარი
16
საყვავილე
ფასი: 109.00 ლარი
17
საყვავილე
ფასი: 51.00 ლარი
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
35
გახდი თვის საუკეთესო თანამშრომელი
„გუდვილში“ გრძელდება ყოველთვიური დაჯილდოება ნომინაციაში „თვის საუკეთესო თანამშრომელი“. აგვისტოში 8 საუკეთესო თანამშრომელი გამოვლინდა. გამარჯვებულები „გუდვილის“ სამივე მაღაზიიდან დაცვის თანამშრომლები, სუპერვაიზერები, ხარისხის სამსახურის თანამშრომლები, კონდიტერები და მზარეულები გახდნენ. გამარჯვებულები სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა გამოავლინეს და დიპლომებითა და ბონუსებით დააჯილდოვეს.
შესრულებული სამუშაოს ხარისხი (თუ რამდენად კვალიფიციურად, ყურადღებითა და სრულყოფილად ასრულებდა თანამშრომელი სამსახურეობრივ მოვალეობებს)
შესრულებული სამუშაოს მოცულობა (შეასრულა თუ არა თანამშრომელმა მასზე დაკისრებული სამუშაო განსაზღვრულ დროში და რა მოცულობით)
პასუხისმგებლობის ხარისხი (რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებოდა შესასრულებელ სამუშაოს განვლილ პერიოდში)
დისციპლინა (რამდენად მოწესრიგებული იყო თანამშრომელი და იცავდა თუ არა დისციპლინურ ნორმებს)
გუნდური მუშაობის უნარი (რამდენად ერთვებოდა გუნდში და როგორ შეეძლო გუნდური მუშაობა)
36
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
გოჩა კალანდარიშვილი მირანდა ტორაძე
გივი რუხაძე
„გუდვილი ბათუმის“
„გუდვილი ვაკის“
ჰიპერმარკეტ „გუდვილის“
დაცვის სამსახურის
სუპერვაიზერი
უფროსი მზარეული
კონტროლიორი
თეიმურაზ არეშიძე
თეა ნაგერლიშვილი
ლიანა ბაღდასაროვი
ვეტერინარულ–სანიტარული
„გუდვილი ვაკის“
„გუდვილის“ დიზაინერ
ლაბორატორიის უფროსი
სუპერვაიზერი
კონდიტერი
აგვისტოს „თვის საუკეთესო თანამშრომლის“ თამარ კილაძე
ჯილდო
ქეთევან ბისიეშვილი
„გუდვილი ბათუმის“
„გუდვილი ბათუმის“
სურსათის უვნებლობის
8 თანამშრომელმა
მცხობელი
სპეციალისტი
აიღო.
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
37
ECO–FRIENDLY
ისტორიები მსგავსი ქალაქების შესახებ მხოლოდ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, ზღაპრებში ან მაღალგანვითარებულ ევროპულ ქვეყნებში შეიძლება ვეძებოთ, ან სულაც ჩემს საყვარელ საბავშვო მოთხრობაში მწვანეთითება ტისტუზე, რომელიც ერთი შეხებით ყველაფერს წალკოტად აქცევს.
38
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ECO–FRIENDLY
მშვიდი, ლამაზი, თანამედროვე, კომფორტული, ჯანსაღი... კიდევ უამრავი სიტყვა შეიძლება მიუსადაგო და ბოლომდე მაინც ვერ ახსნა, რამდენად იდეალურ გარემოში იცხოვრებენ მწვანე ქალაქი ლისის მომავალი მაც ხოვრებლები. დამეთანხმებით, უჩვეულოა, ცხოვრობდე ქალაქში და ამავდროულად შორს იყო ხმაურისგან, გამონაბოლქვისგან, დაძაბული ურბანული ყოველდღიურობისგან; მოწყვეტილი იყო დისკომფორტს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ინდუსტრიალიზაციის შედეგები გიქმნის. გთავაზობთ მოგზაურობას ქალაქის გარშემო. რატომაც არა, მოვაწყოთ „ექსკურსია მწვანე ქალაქი ლისი“ - მე გიდი ვიქნები. თუმცა მანამდე რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით. შესავალი ხომ ყოველთვის აუცილებელია. ყველა რიგითმა თბილისელმა იცის, სად მდებარეობს ლისის ტბა, თითქმის ყველა ჩვენგანი ერთხელ მაინც არის ნამყოფი მის შემოგარენში. ადრე ტბამდე მისვლა დაზიანებული გზების გამო ცოტა მოუხერხებელი იყო. ჰოდა, პირველი სიახლე ის არის, რომ ახლა ერთის ნაცვლად რამდენიმე ახლადდაგებული გზის საშუალებით ქალაქის ცენტრიდან ლისის ტბამდე სულ რაღაც 15 წუთში შეიძლება ასვლა. რაც უფრო შორდები თბილისს, მით უფრო კარგად გრძნობ, რომ ჰაერი ნელ-ნელა იწმინდება, ტემპერატურა ქვევით იწევს... ჰო, მართლა, იცოდით, რომ ტემპერატურა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი-ხუთი გრადუსით ნაკლებია ცენტრალური თბილისის
ლისის ტბა Lisi Lake
355
ჰექტარი hectares
მარშალ გელოვანის გამზ. Marshal Gelovani Ave.
ნუცუბიძის პლატო Nutsubidze Plateau
ტემპერატურასთან შედარებით? უფრო მეტიც, თურმე სწორედ აქედან ხდება ჰაერის გაწმენდა, ლისს თბილისელები „ქალაქის ფილტვებს“ ეძახიან. ალბათ ხშირად გაგივლიათ ტბასთან და წარმოგიდგენიათ პატარა სახლი სადმე მახლობლად, სუფთა ჰაერზე, სიმწვანეში, გიფიქრიათ, რომ ალბათ არასოდეს გექნებათ აქ ცხოვრების საშუალება. მეოთხე კარგი ამბავი ისაა , რომ მწვანე ქალაქი ლისი ფანტასტიკის სფერო კი არა, რეალობაა და სულ მალე ლისის ტბის გარშემო... თუმცა, მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, ქრონოლოგიურად მივყვეთ. მწვანე ქალაქი ლისი კომპანია ლისი დეველოპმენტის პროექტია - მე დაზუსტებით ვერ გეტყვით, როდის გაჩნდა იდეა, ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ფაქტია, რომ „ქალაქი ქალაქში“ უკვე შენდება. ვინაიდან და რადგანაც ჩვენი მოგზაურობა ამ ეტაპზე ვირტუალურია, წარმოიდგინეთ, რომ 355 ჰექტარი ფართობის ტერიტორია მთლიანად მწვანე ბაღებს, დეკორატიულ სკვერებს, სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლებს, გასართობ კომპლექსებს და კიდევ უამრავ საინტერესო პროექტს დაეთმობა. კომპანია ლისი დეველოპმენტის მიზნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში ეკოლოგიურად ჯანსაღი ცხოვრების სტილის დანერგვაა. გასაკვირი არ არის, რომ მწვანე ქალაქი ლისის მხოლოდ 25 პროცენტი დაეთმობა განაშენიანებას, ხოლო დანარარჩენ 75 პროცენტს რეკრეაციული ზონები დაიკავებს. ქალაქის განაშენიანებული მესამედი დაბალი სიმჭიდროვის, მაქსიმუმ ოთხსართულიანი სახლებით დაკომპლექტდება. ახლავე აგიხსნით, ეს რას ნიშნავს: ცნობილი ფაქტია, რომ დაბალი ნაგებობები სეისმური უსაფრთხოების გარანტია, ხოლო ლიფტის არ არსებობა ელექტროენერგიის დაზოგვის ერთერთი ხერხი. თუმცა, მწვანე ქალაქის ეკოლოგიური კონცეფცია მხოლოდ გამწვანების მაღალი კოეფიციენტით არ შემოიფარგლება. ეკოლოგიის თემას ცოტა მოგვიანებით განვავრცობთ. აქედან ჩვენი ვირტუალური მოგზაურობა იწყება.
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
39
ECO–FRIENDLY
პროექტი რამდენიმე ფაზად იყოფა. პირველი მათგანი სამი ტიპის საცხოვრებლის - ბინების, თაუნჰაუსების, ვილების; ასევე საცურაო აუზის, პარკის და საბავშვო მოედნის მშენებლობას გულისხმობს. შესაბამისად ჩვენი პირველი გაჩერება აქ შედგება. სახლები განლაგდება ფერდზე, რომლიდანაც თბი-ლისის არაჩვეულებრივი ხედი იშლება. არსებობს ბინების ათიოდე განსხვავებული პროექტი.
რაც შეეხება “თაუნჰაუსებს“, ლისი დეველოპმენტი ამ მხრივ ინოვატორია. საქმე ისაა, რომ „თაუნჰაუსებს“ უფრო ხშირად ევროპაში ან პატარა ამერიკულ დასახლებებში შეხვდებით, საქართველოში კი ვერსად ნახავთ. ტიპიურ „თაუნჰაუსს“ ორი ან სამი ფასადი აქვს და ძირითადად ორსართულიანია. ორივე მხრიდან ეზო ესაზღვრება და მისი შიდა განლაგება მყიდველის გემოვნებით შეირჩევა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ჯერ არ არსებობს „თაუნჰაუსის“ ტიპის შენობები. ასე რომ, თუ აქამდე „მეც მინდა ასეთი სახლი“ მხოლოდ ფილმის ყურებისას ან ევროტურის ფარგლებში შეიძლებოდა, ახლა „ასეთ სახლში“ ცხოვრება მშობლიურ ქალაქშიც შეგიძლიათ :)
40
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ECO–FRIENDLY
მწვანე ქალაქში შვიდი ვილა აშენდება, თითოეული მათგანის საერთო ფართობი (ეზოს ჩათვლით) 800 კვადრატული მეტრია. შიდა დაპროექტება თავიდან ბოლომდე ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით ხდება.
ბრიჯ-ჰაუსი ესეც ბრიჯ-ჰაუსი, ჩემი ფავორიტი პროექტი. ორ ფერდს შორის განლაგებულ ხიდისმაგვარ შენობაში „სტუდიოს“ ტიპის შემოქმედებითი სახელოსნოები განთავსდება. მხატვრებისათვის იდეალური შესაძლებლობაა იცხოვრონ და იმუშავონ მშვიდ გარემოში. წარმოიდგინეთ, სახლი, სადაც მხოლოდ კოლეგები ცხოვრობენ, არა რა.. გენიალურია. ამას ემატება საერთო სივრცე, სადაც თანამოაზრეებს შეკრების საშუალება მიეცემათ. ალბათ დასხდებიან და საინტერესო საკითხებს განიხილავენ, ჩაის ან წითელ ღვინოს დალევენ მწვანე ხედის ფონზე. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ფაქტობრივად სამოთხეა.
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
41
ECO–FRIENDLY
ამერიკული აკადემია თბილისში ეს ამერიკული აკადემია თბილისშია. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ახალი შენობა თითქმის დასრულებულია. „მწვანე შენობა“ „მწვანე ქალაქში“ ეკოლოგიური ნორმების დაცვით შენდება. არქიტექტორებს კონსულტაციას დანიური კომპანია „ნირასი“ უწევს. ქართველი და დანიელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ნამდვილი ეკოლოგიურად სუფთა შენობის დაპროექტებაზე ერთად ზრუნავს. გამოიყენება ენერგოდამზოგი სამშენებლო მასალები, ბუნებრივი განათება და ვენტილაცია, სარეგულაციო სისტემები, გეოთერმული გათბობა. ამერიკულ აკადემიას საკუთარი ბიბლიოთეკა, აუზი და კორტებიც ექნება. პირადად ჩემთვის პროექტის ყველაზე საინტერესო ნაწილი ოთხკუთხა შენობის ცენტრში გაშენებული ნუშის ბაღია. წარმოვიდგინე, რომ შესვენებაზე ამერიკული აკადემიის მოსწავლეები, არც მეტი, არც ნაკლები, ულამაზეს ნუშის ბაღში გაისეირნებენ და ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ დამწყდა გული, რომ სკოლა დიდი ხნის წინ დავამთავრე.
სპა ცენტრი ლისი დეველოპმენტის ერთ–ერთი პროექტის მიხედვით ხუთ ჰექტარზე განთავსდება სპა-ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, საცურაო აუზი და აკვაპარკი.
42
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ECO–FRIENDLY
განვაგრძოთ მოგზაურობა და ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პუნქტთანაც გავჩერდეთ, ძვირფასო მეგობრებო, ეს გოგირდის აბანოებია. თერმული წყლები - კიდევ ერთი ეკო-ფაქტორი. გარდა იმისა, რომ თერმული წლის აბაზანები არაჩვეულებრივია ჯანმრთელობისათვის, საუკეთესო საშუალებაა ბუნებრივი გათბობის შესაქმნელად. ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილში ტაძარი და ქართული საგალობლების ცენტრი აშენდება. როგორი სიმბოლურია არა?! მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის წამყვან მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმებთან. სამწუხაროდ ქართული საკრავების მუზეუმი უკვე აღარ არსებობს, ექსპონატების უმეტესობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. სავარაუდოდ, სულ მალე ლისი მწვანე ქალაქში განახლებული მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმიც დაიდებს ბინას. აი, ლისის ტბასაც მივადექით. აქ რესტორანი აშენდება, სანაპიროზე. თქვენი არ ვიცი და მე ჯერჯერობით წარმატებით ვახერხებ ვიზუალიზაციას - უკვე თბილად ჩაცმული ვზივარ კომფორტულ სავარძელში, ხელში ცხელი ყავა მიჭირავს და ტბის ხედით ვტკბები. გარშემო საველოსიპედე გზებია და ბავშვები ახალ ველოსიპედებს ცდიან, ზოგი სკოლიდან ბრუნდება. იმედია, არაფერი გამოგვრჩა. ახლა მოგზაურობა უნდა შევაჯამოთ. ალბათ შეამჩნევდით, რომ „მწვანე ქალაქი ლისის“ მთავარი კონცეფცია მოსახლეობის კეთილდღეობისათვის აუცილებელი ყველა დეტალის გათვალისწიენებით არის შექმნილი.
აქ ყველაფერია, რაც ოცდამეერთე საუკუნის ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება, ყველაფერია ბავშვებისა და უფროსებისთვის. ყველა ხელშემწყობი ფაქტორი ჯანსაღი, მშვიდი და მხიარული ცხოვრებისთვის. ქალაქში არ არსებობს ბეტონის ღობეები, მათ ბუნებრივი მწვანე გამყოფები ჩაანაცვლებს. მწვანე ქალაქი ლისის ისტორია ახლა იქმნება. ჩემი სუბიექტური აზრით, ახალი ქალაქი ამავდროულად ახალი ტალღაა - თანამედროვე ინფრასტრუქტურას და ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების იდეას აერთიანებს. თეორიულად დაუშვებელი აქტი, ანუ უკან დაბრუნება იქ, სადაც აგაროფობია, კლაუსტროფობია და სხვა დიდი ქალაქების დაარსებასთან ერთად გაჩენილი შიშები არ არსებობს, პრაქტიკულად უკვე განხორციელებულია. ჩვენი მოგზაურობა პრინციპში დასასრულს უახლოვდება. ჟურნალისტიკური ეთიკის ნორმების დარღვევად თუ არ ჩამეთვლება, საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ვგიჟდები, ისე მინდა ჩემი „თაუნჰაუსი“ მქონდეს და დილაობით ველოსიპედით მივდიოდე სპაცენტრამდე, მონაწილეობა მივიღო ქუჩების დასახელებების შექმნის პროცესში სხვა „მწვანე ქალაქელებთან“ ერთად. დარწმუნებული ვარ, ეს ის შემთხვევაა, როცა ჟურნალისტის და მკითხველის აზრი ყველა წერტილში იკვეთება, ასე რომ, გიტოვებთ ინფორმაციას და წარმატებებს გისურვებთ :)
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
43
ეკო/ცხოვრების სტილი
ყდა
მოდელები: ანკა ჩოჩია, ალექსანდრე გაბელია პროდიუსერი: ანუკი ნაცვლიშვილი ფოტო: FLIT PHOTOGRAPHY ადგილმდებარეობა: ლოპოტა
განსაკუთრებული მადლობა: სასტუმრო ლოპოტას ადმინისტრაციას ქალი სამოსი: ჟაკეტი, შარვალი - 1 2 3 აქსესუარი: ქუდი, შარფი, ქამარი - 1 2 3 მამაკაცი პერანგი, პულოვერი, ჯინსის შარვალი - celio
ქალი სამოსი: ბლუზა, შარვალი - 1 2 3 აქსესუარი: შარფი, ქამარი, ჩანთა - 1 2 3 მამაკაცი სამოსი: პერანგი, ჟაკეტი, ჯინსის შარვალი - TOM TAILOR აქსესუარი : შარფი - celio
44
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ეკო/ცხოვრების სტილი
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
45
ეკო/ცხოვრების სტილი
ქალი
მამაკაცი
სამოსი: კაბა, ტყავის ქურთუკი - TOM TAILOR
სამოსი: პულოვერი, შარვალი - celio
აქსესუარი: შარფი - TOM TAILOR
აქსესუარი: ქუდი, შარფი, ჩანთა - celio
მამაკაცი
ქალი
სამოსი: მაისური, შარვალი, ტყავის ქურთუკი - celio
სამოსი: ბლუზა, ჟაკეტი, შარვალი - TOM TAILOR
აქსესუარი: შარფი - celio
ფეხსაცმელი - 1 2 3
46
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ეკო/ცხოვრების სტილი
სამოსი: პერანგი, ჟაკეტი, ჯინსის შარვალი - TOM TAILOR აქსესუარი: შარფი - TOM TAILOR
48
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
სამოსი: კაბა - 1 2 3 ფეხსაცმელი - 1 2 3
ღამის ტოპი და შორტი, ხალათი, ჩანთა - Etam
50
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
123 – პეკინის 11,
TOM TAILOR – პეკინის 5,
Etam – პეკინის 5, ჭავჭავაძის 16,
celio – პეკინის 5, დადიანის 7 (სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“)
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
51
ეკო–ტექნოლოგიები
პლასტიკატის ოცნებები სრულდება
აღმოჩნდა,
რომ პლასტიკატი და მოდა არც ისე დიდ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან.
52
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ეკო–ტექნოლოგიები
პლასტიკატის ოცნება არსებობს!!! მარტივად შესაძლებელია სხვადასხვა ნივთების წარმოებას თან არ სდევდეს გარემოს დაბინძურება, უფრო კონკრეტულად, არ იყენებ ცხოველური წარმოშობის მასალებს, შესაბამისად არ ტოვებ საზიანო ნარჩენებს.
აირკვა, რომ Melissa-ს თაყვანისმცემლებს შორის უამრავი ვარსკვლავია, მაგალითად: დიტა ფონ ტიზი, ალისია სილვერსტოუნი, პამელა ანდერსონი, ჯესიკა ბილი, ქეითი პერი.... ცნობილი სახელები არც პარტნიორების სიას აკლია. Melissa-სთან სიამოვნებით თანამშრომლობენ Vivienne Westwood, Gautie, Zaha Hadid, Alexandre Herchcovitch…. „ყველაზე მეტად იმ აზრმა აღმაფრთოვანა, რომ მომეცა საშუალება შემექმნა მაღალი ხარისხის თანამედროვე პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად“ – Vivienne Westwood. კიდევ ირკვევა, რომ პლასტიკატის შესაძლებლობები ერთადერთი რამით შემოიფარგლება - ფანტაზიით, ყოველ შემთხვევაში ასე თვლის კომპანიის კრეატიული დირექტორი ედსონ მაცუო.
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
53
ეკო–ტექნოლოგიები
რაც შეეხება უშუალოდ კომპანიას, პლასტიკატის ჯადოქრების გაერთიანებაზე ხშირად წერენ www.ecostiletto.com-ზე. აქ თითო ნივთის დამზადებას წუთზე ნაკლები სჭირდება. Ecostiletto.com მას „Vegan“-ს და „Eco-friendly“-ს უწოდებს. საოცარი სისწრაფით იზრდება ბრენდის პოპულარობა.
Melissa 1979 წელს შეიქმნა, მაშინ, როცა დედამიწის რესურსების განადგურება მოდიდან გამოვიდა. ოცდაათი წლის განმავლობაში ეკო-მოდის პოპულარიზაციისათვის ბრძოლას შედეგად დიდი აღიარება მოჰყვა. ალბათ გაინტერესებთ, კონკრეტულად რას აწარმოებს კომპანია. ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს და ძალიან არ დავიბნეთ - Melissa Shoes ეკო-ბრენდია, რომელსაც თერმოპლასტიკით მუშაობის ორმოცწლიანი გამოცდილება აქვს. აწარმოებენ მხოლოდ ფეხსაცმელებს, მხოლოდ ეკოლოგიური ნორმების დაცვით, უვნებელი მასალის გამოყენებით. კომპანია პლასტიკატის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მფლობელია. „მელისამ“ მოახერხა ამ მატერიალის რეაბილიტაცია, ერთი შეხედვით, უცნაური და გამოუსადეგარი მასალისგან კომფორტული და მიმზიდველი ფეხსაცმელების წარმოებას მიჰყო ხელი. გამოიყენება სპეციალურად დაპატენტებული პლასტიკატი „მელფლექსი“, რომელიც პოლივინილქლორიდისაგან მზადდება. წყალგამძლე, ელასტიკური, ანტიალერგიული მატერიალი უპრობლემოდ ექვემდებარება გადამუშავებას. საბოლოოდ ყოველ წყვილს ავლებენ მონოლითში და ფარავენ ფლოკით. ასეთი ფეხსაცმელი სასიამოვნო სატარებელია და გარეცხვის დროსაც ინარჩუნებს ფორმას, არ კარგავს ლეგენდარულ კანფეტის სურნელსაც, რომელიც წლობით უნარჩუნდება. სპეციალისტები მუდმივად ხვეწენ მუშაობის სტილს და პარალელურად ახალ ტექნოლოგიებზეც მუშაობენ. ამბობენ, რომ როცა „მელისას“ ფეხსაცმელს ატარებ, ხარ ლამაზი, თავდაჯერებული, ხაზს უსვამ საკუთარ ინდივიდუალიზმს, აკეთებ არჩევანს ეკოლოგიის სასარგებლოდ - ხედავთ? არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ ხარისხიანმა ფეხსაცმელმა შეიძლება განწყობა საგრძნობლად
54
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ეკო–ტექნოლოგიები
გაგიუმჯობესოთ, მეტიც, გაგრძნობინოთ, რომ სასარგებლო საქმეს აკეთებთ - ესეც თვით– კმაყოფილება - საუკეთესო ანტიდეპრესანტი. როცა „Melissa გაცვია“, თავისთავად ამაყი ხარ... მოდი და არ იყო, როცა იცი, რომ შენს ჩაცმულობაზე Vivienne Westwood-ი ან Jean Paul Gautie ზრუნავენ :-) კიდევ უამრავი მიზეზია, რამაც ბრენდს ასეთი წარმატება მოუტანა, რევოლუციური იდეა - პლასტიკატის ფეხსაცმელების წარმოება ჩვეულებრივ ამბად აქცია. საქმე იქამდე მივიდა, რომ მსოფლიოს წამყვანმა დიზაინერებმა გავლენას გვერდი ვერ აუარეს და XXI საუკუნის მსოფლიოში უკვე მომრავლდა Melissa-ს მიერ ინსპირირებული მსგავსი მოდელები სხვადასხვა სამარკო ნიშნით. გასაგებია, რომ „პლასტიკატის ოცნებებს“ მსოფლიო მოდის კორიფეები ქმნიან, რომ „მელისას“ მოდელები ფერადი, მოდური და ხარისხიანია, რომ თავდაჯერებულობა და Melissa სინონიმებია.... მთავარი სულ სხვა რამ არის, ბრენდის წარმატების ხაზი ეკოლოგიაზე გადის ან
კვეთს მაინც მას. მთავარი მიზეზი, რის გამოც Vivienne Westwood-ს ასე ახარებს ამ ბრენდთან თანამშრომლობა, ის არის, რომ „მელისა“ უკვე ორმოცი წელია ყოველგვარი აჟიოტაჟის და ხმაურის გარეშე მიუძღვება წინ ეკო-მოდას. იყენებს მონო მატერიალებს, ასივე პროცენტს - არ არსებობს დანაკარგი, არ არსებობს გადაყრილი ნარჩენები, არ არსებობს გარემოსათვის საზიანო ნივთიერებების გამოყოფა. „მელისა“ მაქსიმალურად ლოიალურია თანამშრომლებთან მიმართებით და არასოდეს ხმარობს ცხოველურ პროდუქტებს. ერგება ყველა ტიპის ქალს. არ აქვს მნიშვნელობა, საქმიანი ქალბატონი ხართ, ფეხსაცმლის ფეტიშისტი, თუ უბრალო სტუდენტი - ნებისმიერ ვარიანტში გამონახავთ ზუსტად თქვენი ცხოვრების სტილზე მორგებულ ერთ წყვილს. ივლით კონსერვატულ საღამოებზე, საქმიან შეხვედრებზე, არ დაგღლით რამდენიმე კილომეტრი უნივერსიტეტამდე, გაივლით წითელ ხალიჩაზე, ისე რომ, დისკომფორტი არ შეგექმნებათ. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ ქეით მოსს ან აგნეს დეინს შეეკითხოთ :-)
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
55
ეკო–ტექნოლოგიები
ეკო-მოდის ერთ-ერთი პიონერი ქმნის ტენდენციებს და ამავდროულად არ კარგავს კულტურულ როლს, არ სცდება საკუთარ პრინციპებს. „მელისასთან თანამშრომლობა იყო „Coup de pied a la mode”. ძალიან ვისიამოვნე მაღალქუსლიანი პლასტიკატის ფეხსაცმლის შექმნის პროცესით, ახალი ტექნოლოგია და ჩემი ფასეულობები შევაზავე.“ Jean Paul Gautie
ხშირად გამეორებული დებულებები აზრს კარგავს ხოლმე. სხვადასხვა ადამიანის მოსაზრებები ერთმანეთში ირევა. ამიტომაც ჯობს, მოვერიდოთ ცნობადი სახეების მიერ დანახული „მელისას აფიშირებას. დავტოვოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელთა კონსტატაციაც უკვე გაკეთდა და კიდევ ერთ რამეს გავუსვათ ხაზი- ეკო-მოდის განვითარება უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია. პირობითად დედამიწის გადარჩენის საკითხი უამრავ პატარა ნაწილად იშლება, შეიძლება სწორედ მინი-ეკო-აგიტაციების საშუალებებს შორის ჩვენი ნიშის ამორჩევა გვიჭირს, ან სასაცილოდ გვეჩვენება ის ფაქტი, რომ ერთი წყვილი „მელისას“ ფეხსაცმლის შეძენა ბევრ რამეს ცვლის, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, ვერკვეოდეთ, ვცდილობდეთ მაინც, რომ გავეცნოთ ინფორმაციას. იქნებ მივხვდეთ, რომ ჰოლივუდური ფილმები აპოკალიპტური შინაარსით არც ისეთი არარეალური ამბების შესახებ მოგვითხრობს, არც ისე შორეულ პერსპექტივებს გვაცნობს. ჟურნალ „გუდვილის“ შემოქმედებით გუნდს ძალიან ხიბლავს სამყაროს გადარჩენისათვის ბრძოლის მელისასეული დასაწყისი - ფერადი პლასტიკატის ოცნებების წარმოება. ერთი პატარა ნამცეცი ან თუ გნებავთ აგური დიდ საქმეში, რომლის მხოლოდ ერთი პატარა ნამცეციც ან, თუ გნებავთ, აგური დაგანახებთ, მიგანიშნეთ, რომ აუცილებელია ეკოლოგიის პოპულარიზაციის საქმეში მონაწილეობა მხოლოდ ფეხსაცმლის მწარმოებელმა ბრენდებმა ან სპეციალურად შექმნილმა ორგანიზაციებმა კი არა, თითოეულმა ჩვენგანმა მიიღოს. ნატუკა ნაცვლიშვილი
56
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
მინერალ ლაინი
უკეთესი არ არსებობს!
ანტი-ოდორანტი მინერალ ლაინი წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ჭარბი ოფლიანობისა და ოფლით გამოწვეული სუნის საწინააღმდეგოდ. მას არ აქვს საკუთარი სუნი იგი მყისიერად სპობს სუნის გამომწვევ ბაქტერიებს, რეკომენდირებულია ხმარება გაპარსვის და ეპილაცის შემდეგ. ანტი-ოდორანტი მინერალ ლაინი დამზადებულია 100% ბუნებრივ მინერალებზე, ის არ შეიცავს სპირტს, პარფიუმს, არანაირ ქიმიურ დანამატებს. ანტი-ოდორანტი მინერალ ლაინი არ იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, იგი უვნებელია ასთმიანებისათვის, ფეხმძიმე ქალებისათვის, არ იწვევს სარძევე ჯირკვლების გაღიზიანებას, არ იწვევს ალერგიას.
THE ANTI-ODORANT FOR THE WHOLE BODY იმპორტიორი შპს „შავკა“
0%
e-mail: d.shavkac@gmail.com ტ.: 599 22 90 30 parfum alcohol aluminium chloride
100% NATURAL 24 hours
შეიძინეთ: “ავერსის”, “სუპერფარმის”, “ფარმადეპოსა” და “ემ-ფარმას” სააფთიაქო ქსელებში, ასევე ჰიპერმარკეტებში “გუდვილი“, ”დანიური სახლი”, სუპერმარკეტებში “ზემელი”, “კონტინენტალი” და მაღაზიაში “ქალთა ბედნიერება“.
BON VOYAGE
ოფილხართ „მტირალას“ ეროვნულ პარკში? გინახავთ „ლაგოდეხის ნაკრძალი“? გიცდიათ, გესეირნათ ცხენით „ბორჯომხარაგაულის“ ეროვნულ პარკში? ის, რაც გვსურს, ზოგჯერ ასე ახლოა, ჩვენ კი მას ვერ ვამჩნევთ. და რა გვსურს ჩვენ? ყველას განსხვავებული მისწრაფებები აქვს, ყველა განსხვავებულ სფეროში მუშაობს, სხვადასხვა ინტერესით, სხვადასხვა სურვილით... თუმცა, არის ოცნებები, რომელიც თითოეულ ადამიანს ჰქონია - ეს არის ზღაპრული ადგილები, მდინარეები, ტყეები და ჩანჩქერები. ადგილები, სადაც ცივილიზაციის განვითარების ელემენტები არ არსებობს; ადგილები, სადაც ჩვენ-ჩვენ ვართ - ადამიანები, ბუნების ნაწილები, სოციალური სტატუსების, პროფესიების, მანქანებისა და მობილური ტელეფონების გარეშე, ერთი სიტყვით, ყველას აქვს თავისი სამოთხე. ზეციურ სამყაროში რა ხდება, ნამდვილად ვერ გეტყვით, სამაგიეროდ, შემიძლია დედამიწაზე არსებულ „სამოთხეებზე“ გესაუბროთ, თანაც ისეთ „სამოთხეებზე“, რომლებიც სწორედ ჩვენს ქვეყანაში მდებარეობს. ეკო-ტურიზმი - ერთი შეხედვით ტურიზმის ეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი სახე სწორედ „ამქვეყნიურ სამოთხეებში“ მოგზაურობას გულისხმობს. ეს არის პროცესი, სადაც მოგზაური, საკუთარი უსაფრთხოების გარდა, პასუხისმგებლობას
60
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
BON VOYAGE
იღებს, დაიცვას გარემო, გაუფრთხილდეს ბუნებას, იზრუნოს ეკოლოგიაზე, თუმცა მისი ასე მარტივად განსაზღვრა ნამდვილად დანაშაული იქნება გარემოს ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნება, რაც უდევს საფუძვლად ეკოტურიზმს, თანამედროვე სწრაფადგანვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში კაცობრიობის არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ოპტიმალური მდგომარეობის შენარჩუნებას კი ჩვენს ხელთ ამჟამად არსებული გარემოს, ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას არა მხოლოდ რეგიონული და ეროვნული, არამედ გლობალური მნიშვნელობა აქვს. გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვას რომ თავი დავანებოთ, ეკოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკის ყველა დარგთან, განსაკუთრებით ტურიზმთან. ამ მიმართულების განვითარებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის. ტურისტული საქმიანობის უმთავრესი და უპირველესი პრიორიტეტი სწორედ გარემოს მიმართ ჩამოყალიბებული სათუთი დამოკიდებულებაა, რაზე დაყრდნობითაც ეკოტურიზმი მოგზაურობების ფართო სპექტრს მოიცავს - ეკოლოგიურად სუფთა დაცულ ტერიტორიებზე საგანმანათლებლო ტურებიდან დაწყებული, ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში დაუვიწყარი რეგულარული მოგზაურობით დამთავრებული.
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
61
BON VOYAGE
ეკოტურიზმის ისტორია და განვითარება
ღეს მსოფლიოში ეკოტურიზმი ტურიზმის განსაკუთრებით პოპულარული და, ასე ვთქვათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. არსებობს ეკო-ცენტრები, რომლებიც მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდიან „ეკომოგზაურობების“ მსურველებს, ეწყობა სხვადასხვა ხანგრძლივობის ეკო-ტური სხვადასხვა მარშრუტით. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ირლანდიაში, დანიაში, ტაილანდსა და სამხრეთ აფრიკაშიც კი არსებობს გარემოსაგან აბსოლუტურად განცალკევებული ეკო სოფლები, რომლებიც სტაბილური მოსახლეებისგანაა დაკომპლექტებული. ისინი ენერგიის წყაროდ მხოლოდ ბუნებრივ რესურსებს იყენებენ და მათი სახლებიც კი ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან შენდება. ეკო-სოფლების გარდა მსოფლიოში უამრავი ეკო-დასასვენებელი ადგილია, სხვადასხვა ტიპის ეკო-კომუნები თუ უბრალოდ მოხალისეებზე გათვლილი ტურისტული ცენტრები, რომლებიც მსურველებს უამრავი „ხელშეუხებელი“ ადგილის აღმოჩენასა და დათვალიერებაში ეხმარება. ეკო-ტურიზმი მჭიდრო კავშირშია პერმაკულტურის (ორგანული დასახლებების) განვითარებასთან, ბიო-პროდუქტის წარმოებასთან, „ეკო-მშენებლობის“ გავრცელებასთან, დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბების პროცედურასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებულ ყველა საგანმანათლებლო საქმიანობასთან. საქართველოში ასეთი ტიპის ღონისძიებები ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნიდან იწყება. მართალია, პირდაპირ „ეკო-ტურიზმის“ სახით არა, მაგრამ დაცული ტერიტორიების ავტონომიურობის ასპექტით. ისტორიული წყაროების თანახმად, სწორედ თამარ მეფემ გასცა პირველი ბრძანება დაცული ტერიტორიების
62
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
BON VOYAGE
შესაქმნელად, მეჩვიდმეტე საუკუნეში კი ვახტანგ მეექვსე თავის „კანონთა კრებულში“ მოიხსენიებს „ყორუღის“ ტერიტორიას, როგორც სახელმწიფო დაცვის ობიექტს. ნაკვეთს მცველები იცავდნენ და შესაბამისად, აკრძალული იყო ხეების მოჭრა თუ ბუნების ძეგლისათვის რაიმე სხვა სახის ზიანის მიყენება. მთიან რეგიონებში არსებობდა ე.წ „ხატის ტყეები“, რომლებიც მოსახლეობისათვის საკრალურ და ხელშეუხებელ ბუნებრივ სიწმინდეებს წარმოადგენდა და შესაბამისად მკაცრად იყო დაცული. პირველი ოფიციალური ნაკრძალი კი საქართველოში უკვე 1912 წელს კახეთში შეიქმნა და მას „ლაგოდეხის ნაკრძალი“ ეწოდა. დროთა განმავლობაში გაჩნდა სხვა დაცული ტერიტორიები და ეროვნული პარკებიც. 1996 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, რის შედეგადაც ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცული ტერიტორიების კატეგორიები და მათი ჩამოყალიბების პროცედურა დაკანონდა. უკანასკნელი ათი წლის მანძილზე მათი რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. დღეს საქართველოში ოფიციალურად უკვე 32 დაცული ტერიტორიაა, მათი საერთო ფართობი 495 892 ჰექტარია, რაც ქვეყნის დაახლოებით 8 % -ს შეადგენს. აქედან 16 სახელმწიფო ნაკრძალია, 8 - ეროვნული პარკი, 10 - აღკვეთილი, 14 - ბუნების ძეგლი და 2 - დაცული ლანდშაფტი. ეროვნულ პარკებს შორისაა სწორედ ზღაპრული „მტირალას“ , „ბორჯომ-ხარაგაულის“, „ვაშლოვანისა“ და სხვა ეროვნული პარკები. ამ ტერიტორიებზე კი, ცხადია, ფუნქციონირებს ეკო-ტურისტული მომსახურება.
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
63
BON VOYAGE
სად და როგორ დავისვენოთ მოქმედებს მთელი ტურისტული ინფრასტრუქტურა, ადმინისტრაციის შენობით, ვიზიტორთა ცენტრით, კომფორტული სასტუმროს ნომრებით, კეთილმოწყობილი ბილიკებითა და საკემპინგე თუ საპიკნიკე ადგილებით. ღირსშესანიშნავი მარშრუტებია: ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი, ზეკარის უღელტეხილის ბილიკი, მეღრუკის ხეობა, მწყემსების ბილიკი და სხვები.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ს
აქართველოს ეს უნიკალური დაცული ტერიტორია, თავისი ულამაზესი სუბალპური და ალპური მდელოებით, ერთ-ერთი უმდიდრესი პარკიცაა მთელს ევროპაში, რადგან ის ველური ტყეების დაცვის მიზნით შეიქმნა. აქ შეხვდებით უამრავ ულამაზეს მცენარეს, რომელიც, სავარაუდოდ, არ გინახავთ აქამდე. საშუალება გეძლევათ, დატკბეთ განსაცვიფრებელი ხედებით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საუკეთესოა ცხენით გასეირნებისათვის, იგი ცხრა ტურისტულ ბილიკს გთავაზობთ, რომელთა ხანგრძლივობა ერთი დღიდან ერთ კვირამდე მერყეობს. ბილიკების ირგვლივ აგებულია კომფორტული თავშესაფრები, სადაც საკვების მომზადებაა შესაძლებელი, აგრეთვე ადგილობრივი გიდებით სარგებლობა. სასტუმროები და რესტორნები მოქმედებს ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანსა და ნუნისში. 2006 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გახდა PAN Park-ების წევრი. ეს გახლავთ ევროპაში დაცული ტერიტორიების ქსელი და ბორჯომ-ხარაგაულის პარკიც ერთ-ერთი საუკეთესო დაცული ტერიტორიაა მთელს ევროპაში. აქ საერთაშორისო სტანდარტებით
64
ტიმოთესუბანი
ტ
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
იმოთესუბანი ბორჯომიდან 17 კმ-ში მდებარეობს, თრიალეთის ქედის ფერდობზე, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. სოფელს მდინარე გუჯარეთის წყალი ჩამოუდის. სპეციალური ეკოკოტეჯებიდან 100 მეტრში მდებარეობს XII – XIII საუკუნეებში აგებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ამავე სოფელშია კლდეში ნაკვეთი სახლები, რომლებიც შუა საუკუნეებშია აგებული. აქ დასვენება წელიწადის ყველა სეზონზეა შესაძლებელი, გაზაფხულსა და ზაფხულში მწვანედ ხასხასებს ჯანმრთელი ტყე, აყვავებულია მინდვრები, შემოდგომა ოქროსფერი ფოთლებითაა დახატული, ზამთარში კი თეთრად დათოვლილი ტიმოთესუბანი აუცილებლად შეგიქმნით უჩვეულოდ მყუდრო, რომანტიკულ
BON VOYAGE
განწყობას. ეკოკოტეჯებს გარს ფიჭვისა და ნაძვის ტყე აკრავს, ისინი ნაშენებია ფიჭვის ხის მასალისაგან ორმაგი კედლებით. ხის სახლები ეკოლოგიურად სუფთა კლიმატს უზრუნველყოფენ და თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ტიმოთესუბნის ეკოკოტეჯებში სამჯერად კვებას გთავაზობენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, რადგან ტიმოთესუბანს გააჩნია საკუთარი მეფუტკრეობის, მესაქონლეობის, მეკურდღლეობის, მეფრინველეობისა და საკალმახე მეურნეობა. კოტეჯების ონკანებში მინერალებით მდიდარი წყაროს წყლები მოედინება. აქ ჩამოსვლა თბილისიდან 2 საათში, ხაშურიდან 40 წუთში, ქუთაისიდან 2 საათში, ბათუმიდან კი 4 საათშია შესაძლებელი.
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და ეროვნული პარკი
ს
აქართველოს უკიდურეს სამხრეთაღმოსავლეთში, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე ვაშლოვანის ნაკრძალი მდინარე ალაზნითა და იორითაა შემოსაზღვრული. ქვეყნის ეს ყველაზე მშრალი და უწყლო რეგიონი თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა, მისი ფართობი 8034 ჰექტარია, ჰავა-ზომიერი. ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული, დანარჩენი ადგილი ველებს, უდაბნოს, ხევებს უჭირავს. ნაკრძალში გავრცელებულია იშვიათი
მცენარეები, ბინადრობს დათვი, აფთარი, ფოცხვერი, ქურციკი და სხვა ცხოველები, გამოირჩევა მაღალი ესთეტიკური ღირებულების ლანდშაფტებითა და ნათელი ტყით. განვითარებულია სამეცნიერო და საგანმანათლებლო ტურიზმი. გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე. ვაშლოვანის ეროვნული პარკი 2003 წელს დაარსდა. სახელმწიფო ნაკრძალი ტერიტორიასთან ერთად მოიცავს სხვადასხვა ეკოსისტემას. გადაადგილება ფეხით, ცხენით, ნიჩბიანი ნავითა და მანქანითაცაა შესაძლებელი, ოღონდ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებზე.
ლაგოდეხის ნაკრძალი
ე
ს ულამაზესი სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოს უკიდურეს ჩრდილო -აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 3500 მეტრის სიმაღლეზე, ნახევრად სუბტროპიკული ჰავით. იგი საქართველოს ბუნების უნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ სხვადასხვა სიღრმის ხევები მდინარეებით, სხვადასხვა დაქანების ფერდობები, მკვეთრად დასერილი რელიეფი, რცხილნარ - წიფლნარი ფოთლოვანი ტყე, ალპური ზონის ხელუხლებელი მდელოები, უმშვენიერესი ჩანჩქერი და მცენარეული
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
65
BON VOYAGE
საფარის მრავალფეროვნება. ნაკრძალში საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა ორი მესამედია თავმოყრილი და საკმაოდ იშვიათი მცენარეებია წარმოდგენილი. აქ ბინადრობს მტაცებელ და წყვილჩლიქოსან ცხოველთა და საქართველოში გავრცელებულ ფრინველთა უმეტესობა, რომელთა სახეობები არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ კავკასიაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმი, გადაადგილება შესაძლებელია ფეხით, ასევე ცხენით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე, ფუნქციონირებს ფლორისა და ფაუნის მუზეუმი. აქვე მდებარეობს ლაგოდეხის აღკვეთილიც, რომელიც 2003 წელს დაარსდა. ტურისტებს ლაგოდეხში სხვადასხვა მარშრუტს სთავაზობენ, რომლის განმავლობაშიც მათ შეუძლიათ მოინახულონ რამდენიმე ულამაზესი ჩანჩქერი, ტბები, ძველი ციხე-ქალაქი გალავნითა და პატარა ეკლესიით, მიწისქვეშა გასასვლელებით. საშუალება ექნებათ, ღამე კარავში გაათენონ. მარშრუტების ხანგრძლივობა ძირითადად ერთიდან - სამ დღემდე მერყეობს.
აჭარის დაცული ტერიტორიები
ა
ჭარის „ველური“ ბუნების წიაღი უხსოვარ დროს შექმნილი არქიტექტურული ძეგლებითაა დაკომპლექტებული. აქ გვხვდება ბორცვებსა და კლდეებზე ნაშენი ციხე-
66
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ქალაქები, ეკლესია-მონასტრები, დასახლებები, მღვიმეები, ათასწლეულებით დათარიღებული არქეოლოგიური შრეები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები და სხვა ღირსშესანიშნაობები. აჭარის მთაგორიან ზონაში ძველებური ხის სახლებია შემორჩენილი, რომლებიც როგორც მატერიალური, ისე კულტურულეთნოგრაფიული ნიშნითაა საინტერესო. ეკოტურიზმის მარშრუტები კინტრიშისა და სხალთის ხეობებშია განსაკუთრებით გავრცელებული. აქ მართლაც უამრავი რამაა სანახავი: აჭარის მაღალმთიანი კურორტი და საკურორტო ადგილები, ბოტანიკური ბაღი, კინტრიშის ნაკრძალი, მდინარეთა ხეობები და ტბები კი განაპირობებენ ეკოტურიზმის მარშრუტების ფართო ქსელის შექმნას. ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას კინტრიშის ხეობა იწვევს, რომელიც უნიკალური ფლორითა და ფაუნით, ისტორიული წარსულითა და ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებითაა გამორჩეული. უნიკალურია „მტირალას“ ეროვნული პარკიც, რომელიც ყველაზე ტენიანი ადგილია საქართველოში და ერთერთი ყველაზე ნესტიანი მთელს ევროპაში გამომდინარე იქიდან, რომ ის ძალიან ახლოსაა ზღვასთან და ამავდროულად ზღვის დონიდან ძალიან მაღლა. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 140 კმია, ხანგრძლივობა - 2 დღე, მოქმედების ვადა კი მაისიდან - ოქტომბრამდეა. დასათვალიერებელი ობიექტებია: ბათუმის ბოტანიკური ბაღი, კურორტი მახინჯაური, კურორტი მწვანე კონცხი, კურორტი ციხისძირი, კურორტი ქობულეთი, ამას გარდა სხვადასხვა კულტურის ძეგლი: პატარა ქაჯეთის ციხე, ხინოს სამონასტრო კომპლექსი და ა.შ. ასევე სხვადასხვა ჩანჩქერი და ხეობები.
BON VOYAGE
ს
ახელმწიფო ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების გარდა ეკოტურები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ეწყობა: რაჭასა და სვანეთში, ყაზბეგსა თუ ჯავახეთში. ექსპერტთა აზრით, სწორედ ეკოტურიზმია XXI საუკუნეში მრავალი ქვეყნის, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების აღმავლობის საწინდარი და ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი. თუ ქვეყნის ღირსშესანიშნაობები მსოფლიო ეკონომიკურ ბაზარზე ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტექნოლოგიური წინსვლით იზომება, ეკოტურიზმს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი, უკვე არსებული რესურსი სჭირდება. რაც უფრო ნაკლებად ჩანს ადამიანების კვალი, მით უფრო ძვირფასი და განსაკუთრებულია ადგილი. მისი ღირსშესანიშნაობები კი ფლორა, ფაუნა და კულტურული მემკვიდრეობაა. საქართველოში განსაკუთრებით დიდი პოტენციალი არსებობს ეკოტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისა. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო უამრავი დაცული ტერიტორიაა და ეკოტურიზმი, ასე თუ ისე, ნელ-ნელა იხვეჭს სახელს, საქართველოში კიდევ სხვა უამრავი „ოცნების“ განხორციელებაა შესაძლებელი, რადგან ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ მაღალმთიან სოფელში წასვლა ფაქტობრივად უდრის ეკოტურისტულ ადგილზე დასვენებას. საქართველო „ამქვეყნიური სამოთხეების“ უდიდეს მარაგს ფლობს. თუ ევროპასა და აშშში მხოლოდ სპეციალურად შემოსაზღვრულ ტერიტორიებზეა შესაძლებელი ეკოლოგიურად სუფთა საკვების მიღება, ცხენით გადაადგილება თუ უბრალოდ ჯანსაღ ადგილზე დასვენება, საქართველოს ეს თავისთავად გააჩნია - წავალთ ბებიასთან სოფელში და, ჩვენდაუნებურად, არაოფიციალური ეკოტურისტები ვართ. თუმცა, აუცილებელია“ოფიციალური“ საგანძურის გასინჯვაც : საჭიროა ჩამოვიყალიბოთ გარემოს მიმართ სათუთი დამოკიდებულება, რომელსაც მე „ეკოდამოკიდებულება“ ვუწოდე, ამ „ეკოდამოკიდებულებით“ აღსავსეებმა კი ჯერ თავიდან ბოლომდე დავათვალიეროთ საქართველოს დაცული ტერიტორიები, შემდეგ კი ხელი შევუწყოთ მათ აღმავლობას. ბოლოს და ბოლოს, XXI საუკუნეში მაინც ღირს, რომ შევცვალოთ დამოკიდებულება გარემოს მიმართ.
ეკოტურიზმის ათი მცნება და ბოლოს, გთავაზობთ „ეკოტურიზმის“ ათ მცნებას, რომელიც ეკოტურიზმის საერთაშორისო ასოციაციამ, TIES -მა (The International Ecotourism Society)დაადგინა:
1
ნუ დაარღვევთ დედამიწაზე არსებულ წონასწორობას.
2
ნუ დატოვებთ ნურავითარ კვალს, გარდა თქვენი ფეხისა. სახსოვრად მხოლოდ ფოტოები წაიღეთ.
3
იმისათვის, რომ თქვენი მოგზაურობა უფრო შინაარსიანი იყოს, ეცადეთ, შეისწავლოთ მოსანახულებელი რეგიონის გეოგრაფია, ადათები, ყოფა და კულტურა.
4
პატივი ეცით სხვის ცხოვრებასა და ღირსებას.
5
ნუ იყიდით ნივთს, რომელიც დამზადებულია იმ ცხოველებისა თუ მცენარეებისაგან, რომელთაც გადაშენება ემუქრებათ.
6
ყოველთვის მიჰყევით აღნიშნულ მარშრუტს.
7
დაეხმარეთ ბუნების დაცვის ორგანიზაციებს.
8
გადაადგილდით ფეხით ან “ეკოლოგიურად სუფთა” ტრანსპორტით.
9
დაეხმარეთ მათ, ვინც სამუშაო დროს ცდილობს ელექტროენერგიის დაზოგვასა და გარემოს დაცვას, წყლისა და ჰაერის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას, ნარჩენების მოცილებას, ნარჩენებისა და ტოქსიკური ნივთიერებების უსაფრთხო გადამუშავებას, ხმაურის დონის შემცირებას, მათ, ვინც მაღალი კვალიფიკაციისა და გარემოს დაცვის ჭეშმარიტი პრინციპებისაკენ მოწოდებულ პროფესიონალებს ზრდის.
10
გაეცანით იმ ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მისდევენ გარემოს დაცვის ტურისტული სააგენტოების ამერიკის საზოგადოების ძირითად მიმართულებებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტურიზმში. ალექსანდრა აროშვილი
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
67
ORGANIC, BIO, ECO
ORGANIC BIO ECO დაუბრუნდი საწყისს!
საკვების შეძენისას ადამიანებმა უკვე საკმაოდ დიდი ხანია დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რამდენად სასარგებლო იქნება მათთვის ესა თუ ის პროდუქტი. გადის რამდენიმე წელი და მაღაზიების დახლებთან უკვე იმაზე ვფიქრობთ, თუ რამდენად საზიანოა ამორჩეული საკვები ჩვენი ოჯახისათვის.
68
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ORGANIC, BIO, ECO
კანასკნელი 20 წლის მანძილზე საკვები პროდუქტების წარმოებამ, ყველა სხვა სფეროს მსგავსად, საკმაოდ დიდი ტექნოლოგიური თუ ინოვაციური ნახტომი გააკეთა და შედეგად სარგებლის მოლოდინიც საფრთხის მოლოდინით შეიცვალა. ვაკვირდებით ეტიკეტებს, შემადგენლობას, ვარგისიანობას... როგორც კი შეფუთვაზე საეჭვო დასახელებებს აღმოვაჩენთ, მაგალითად ასო E-ს, განწყობა გვიფუჭდება. საკმაოდ უარყოფითი, თუმცა ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს ამ ემულგატორებსა და კონსერვანტებზე, მაგრამ სამწუხაროდ არ ვჩქარობთ საკვების თაროზე დაბრუნებას. არჩევანს, ძირითადად, შედარების საფუძველზე ვაკეთებთ - ვყიდულობთ იმას, რაც შედარებით ნაკლებად საზიანოა. საზოგადოებაში ეს თემა დიდი ხანია ტრიალებს, იწერება უამრავი სტატია, კეთდება გადაცემები, მზადდება ახალი პროექტები თუმცა, გადის დრო და ჩვენ იმავეს მივირთმევთ - მიზეზი მარტივია - ერთი შეხედვით ამ უზარმაზარი და მრავალფეროვანი არჩევანის პირობებში, ალტერნატივა, ფაქტიურად, არ არსებობს. ამასობაში მეცნიერებიც აცნობიერებენ იმ რეალურ
საფრთხეს, რომელიც საკვების სწრაფადგანვითარებადმა ხელოვნურმა წარმოებამ შეიძლება მოიტანოს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხარისხი იმისა, რაც ჩვენს მაგიდებზე ხვდება, აშკარაა, რომ კომერციული სტრატეგიის საკითხში უფრო მაღალია, ვიდრე სამომხმარებლო სარგებელში. მათ, ვისაც ჯანსაღი საკვების მიღების ყოველგვარი იმედი გადაეწურა, მინდა ვუთხრა, რომ საბედნიეროდ, ალტერნატივა არსებობს. ეკო, ბიო თუ ორგანული პროდუქტი - ეს სამი სხვადახვაგვარი ტერმინი ერთსა და იმავეს აღნიშნავს, უბრალოდ, სხვადასხვა ქვეყანაში მას სხვადასხვანაირად უწოდებენ: ინგლისელები ორგანულს, გერმანიასა და საფრანგეთში „ბიო“-ს, ჰოლანდიაში კი „ეკო“-ს. ორგანული პროდუქტი ნიშნავს ჯანსაღ, ბუნებრივ რესურსს, რომელიც მხოლოდ ორგანული ნივთიერებებისგან შედგება და გვიბრუნებს საკვებს მისი მთავარი და საუკეთესო დანიშნულებით, რომელიც სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, დავიწყებას მიეცა. ასეთი ტიპის საკვები 100 %-ით თავისუფალია ყველანაირი ქიმიური ნივთიერებისაგან, გამორიცხავს გენმოდიფიცირებას, არ შეიცავს პესტიციდებს, სხვადასხვა სასუქებსა და ანტიბიოტიკებს, კონსერვანტებს, ზრდის ჰორმონებს, სტაბილიზატორებს,
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
69
ORGANIC, BIO, ECO
საღებავებს, არომატიზატორებს და საერთოდ, არც ერთი სახის ხელოვნურ დანამატს. მცენარეული ნედლეულის გარდა ორგანული შეიძლება იყოს ფრინველისა და საქონლის ხორცი, რძის ნაწარმი, მარცვლეული, კვერცხი... ნებისმიერმა ორგანულმა პროდუქტმა ამ სტატუსის მოსაპოვებლად სხვადასხვა საფეხური უნდა გაიაროს - სერტიფიცირებას ევროპული სპეციალური საატესტაციო კომისია განსაზღვრავს. საკვები ნედლეულის კვლევა‐წარმოების ყველა ეტაპზე მიმდინარეობს და მხოლოდ ამის შემდეგ ენიჭება დამამზადებელს უფლება, გაავრცელოს ის როგორც ბიო-პროდუქტი, თავად ნედლეულის წარმოება კი ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია მოყვანიდან დაწყებული, გადამუშავებით დამთავრებული. დღეს მსოფლიო ბაზარზე ორგანული საკვების განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. განვითარებულ ქვეყნებში ბიო-პროდუქტის შესაფასებლად ცალკე წესდება არსებობს, რომლის მიხედვით, ორგანული საკვები რამდენიმე უმთავრეს კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს გარდა იმისა, რომ არ უნდა შეიცავდეს გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს, კონსერვანტებს, საღებავებს ან სხვა ნებისმიერ ხელოვნურ დანამატს, მას შეფუთვაზე აუცილებელად მიკრული უნდა
70
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ჰქონდეს სპეციალური სიმბოლო - „Organic”. დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში უკვე 30 წელზე მეტია მიმდინარეობს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა „ბიო‐მეურნეობა“, რომელიც ორგანული პრინციპების მიხედვით მუშაობს. ბიო‐ მეურნეობა – ეს არის სპეციალურად შემუშავებულ სტანდარტებზე დაყრდნობით აგებული წარმოება, ეს სტანდარტი კი იმაში მდგომარეობს, რომ წარმოებისას მხოლოდ ბუნებრივი ნივთიერებები გამოიყენება და სწორედ ამიტომაა ეკოლოგიურად სუფთა ბიომეურნეობაში მოყვანილი პროდუქტი (მაგალითად, ხორცის წარმოებისას ცხოველებსა და ფრინველებს არ აძლევენ თავისუფლებას, მიირთვან რაიმე სხვა სახის საკვები, რადგან მათ მხოლოდ ორგანული საკვებით კვებავენ). ასეთი მეურნეობა უკვე 120-ზე მეტ ქვეყანაშია განვითარებული და მისი ზრდადობა ძირითადად გეომეტრიული პროგრესიით იზომება. 2010 წლისათვის ორგანული მეურნეობის მიწის ფართობმა 25 მილიონ ჰექტარს მიაღწია. ამ რიცხვმა განსაკუთრებით ბოლო წლებში მოიმატა მაგალითად თურქეთში, 1990 წლისათვის თუ 1000 ჰექტარი მიწა მუშავდებოდა, 2005 წლისათვის მან 103 000-ს მიაღწია. ესტონეთმა კი 2000-დან 2008 წლამდე
ORGANIC, BIO, ECO
ბიომეურნეობის მიწის ფართობი 87 000 ჰა-მდე გაზარდა. თუმცა, ერთი შეხედვით ეს შთამბეჭდავი ციფრები მეხუთედიც კი არაა იმ მოთხოვნისა, რაც დღეს მსოფლიოში ორგანულ პროდუქტზე არსებობს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოთხოვნაში მყიდველთა ის რეალური რიცხვი იგულისხმება, რომელიც ნამდვილად გადაიხდის ფულს ჯანმრთელ კვებაში, თორემ მსურველი, ალბათ, ყველა დედა, ყველა მამა და უბრალოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველი ყოველი ადამიანია. ფასი მართლაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ‒ ეკოლოგიურად სუფთა საკვები მაღაზიის დახლებზე გამოფენილ ყველაზე „ხარისხიან“ პროდუქტზეც კი დაახლოებით სამჯერ ძვირია. ექსპერტების შეფასებით, ბიო‐პროდუქტი განსაკუთრებით პოპულარული ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და ევროპაშია (უფრო იტალიასა და გერმანიაში, რომლებიც არა მხოლოდ აწარმოებენ შიდა ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა საკვებს, არამედ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ბიო‐პროდუქტების მსოფლიო ექსპორტში). ძალიან ბევრი ოჯახისათვის ასეთი პროდუქტები დაცარიელებულ საფულესთან ასოცირდება, თუმცა არსებობს ერთი რიტორიკული შეკითხვა ‒ ჯანმრთელობა თუ საფულე? რაზეც პასუხი ყველას ერთი
აქვს - რა თქმა უნდა ჯანმრთელობა, თანაც, სახელმწიფო სუბსიდიების დახმარებით, ზოგიერთ ქვეყანაში ბიოპროდუქტთა ფასები უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ევროპულ ქვეყნებში დიდი ხანია მოქმედებს ე.წ „ბიო-აბონენტების“ სისტემა. მათი მომხმარებლები უფრო ქალაქში მცხოვრები ოჯახები არიან. ამ სერვისის სპეციფიკა ისაა, რომ საშუალებას გაძლევს, ორგანული ბოსტნეულის, ხორცის, მარცვლეულის, ხილისა თუ რძის პროდუქტების საჭირო რაოდენობა რეგულარულად მიიღო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სტაბილური მყიდველი იქნები. როდესაც მომხმარებელი ბიო-აბონენტი ხდება, ის ხელს აწერს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ვალდებულია, კონკრეტული დროის განმავლობაში, მაგალითად კვირაში ერთხელ, შეიძინოს პროდუქტის გარკვეული რაოდენობა (ვთქვათ, 3 კგ ხორცი, 2 ლიტრი რძე, 5 კგ კარტოფილი და ა.შ) ბიო-აბონენტების სისტემა მომხმარებელს პროდუქტების სახლში მიტანას სთავაზობს. ასეთი ორგანიზაციები მუშაობენ რეგიონულ სამეურნეო ცენტრებთან ერთად, აქვთ თავიანთი ვებ-გვერდები და კატალოგები, სადაც კვების რაციონის სასურველი კალათის არჩევაა შესაძლებელი. მათი მიზანია,
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
71
ORGANIC, BIO, ECO
ხელი შეუწყონ არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტის რეალიზაციას, არამედ მის რეგულარულ მოხმარებას მოქალაქეების მხრიდან, რომ სწორი კვების კულტურა კიდევ უფრო დამკვიდრდეს. გარდა ამისა, ევროპასა და აშშ-ში, არსებობს სპეციალური, ორგანული „ბიო“ რესტორნები და კაფეები; ჩვეულებრივი საკვები დაწესებულებების მენიუებში კი უკვე გაჩნდა მხოლოდ ორგანული პროდუქტებისაგან დამზადებული კერძები. საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ ეკო-პროდუქტების ასეთი „ბუმი“ არ არის, რადგან ადამიანების დიდი ნაწილი სუპერმარკეტებში სიარულს ბაზარში სიარულს ამჯობინებს, სადაც შეიძლება რომელიმე ოჯახში მოყვანილი პროდუქტი იყიდო და კმაყოფილი დარჩე შენაძენით. თუმცა სასუქებსა და შესაწამლ მასალას აქაც ვერ ავცდებით. არსებობს რამდენიმე ქართული კომპანია, რომლებიც 100% ით ნატურალურ პროდუქტს აწარმოებს, თუმცა ისინი ჯერჯერობით ერთი კონკრეტული მიმართულების პროდუქციას უშვებენ. ბიო‐ მეურნეობის ელემენტები არის სომხეთსა და აზერბაიჯანშიც, თუმცა რუსეთში, ევროპისა და აშშ-სგან განსხვავებით, ეს ტენდენცია არც ისე პოპულარულია. ორგანულ პროდუქტთა წარმოების ზრდასთან დაკავშირებული, ერთი შეხედვით სასიხარულო, ფაქტები რეალურად
72
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
საკმაოდ ტრაგიკულიცაა, რადგან ეს არის კაცობრიობის ბრძოლა გადასარჩენად. მსოფლიოში გავრცელებული სიცოცხლისათვის საშიში მრავალი ავადმყოფობის პირობებში ადამიანები შეშფოთებულნი არიან ჯანმრთელობაზე ზრუნვით, თუმცა მხოლოდ თეორიულად. პირობას ვდებთ, რომ ორშაბათიდან აუზზე ვივლით, ცხიმიან კერძებს მოვერიდებით, ვარჯიშს დავიწყებთ.. მაგრამ პრაქტიკულად? ვიკვებებით ხელოვნური ხორცით, ხელოვნური ხილით, ბოსტნეულით, წვენებით. ვიცით, რომ მავნეა, მაგრამ თვალს ვხუჭავთ, რადგან გარშემო ყველა იდენტურად იქცევა. რეალურად, ჩვენს გარშემო გაცილებით საშინელი სურათია იმისა, თუ რას ვჭამთ, მაგალითად, ხორცის მწარმოებლები ინექციის სახით აუცილებლად იყენებენ ანტიბიოტიკების ჯოჯოხეთურ ნაზავს, რომელიც ხელს უწყობს საქონლის დაჩქარებულ ზრდას. ფრინველებს გენმოდიფიცირებული სოიოთი კვებავენ. ძეხვეულისა და სხვა ხორცპროდუქტების მწარმოებლები იყენებენ ნიტრატებს იმისთვის, რომ პროდუქტი მომხმარებელს დიდი ხნის შემდეგაც საღი ეჩვენოს, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სუნი, გემო და გარეგნული იერი. ხილი და ბოსტნეული შეწამლულია სხვადასხვა სასუქით, ქიმიკატებით, მათი შენახვისა და ტრანსპორტირების
ORGANIC, BIO, ECO
სისტემა კი ისეა მოწყობილი, რომ კონსერვანტებისა და სხვადასხვა დანამატის გარეშე მათი არსებობა გამორიცხულია. რძის პროდუქტების შემადგენლობა სავსეა სხვადასხვა არაორგანული ნივთიერებით, უმეტესობა რძისგან კი არა, ფხვნილებისაგან მზადდება, ხელოვნური დანამატები მწარმოებელთა თქმით ვარგისიანობასა და უკეთეს გემოს უზრუნველყოფენ, რეალურად კი უფრო გაყიდვებს. თუმცა საქმე მხოლოდ პროდუქტების შემადგენლობა არაა. მაშინ, როცა უკვე იცით, თუ მავნე ნივთიერებების რა უზარმაზარ მარაგს შეიცავს ჩვენი ყოველდღიური რაციონის ნებისმიერი ცალკეული პროდუქტი, საერთოდ არ გაქვთ წარმოდგენა იმაზე, რომ საფრთხის შემცველია შეფუთვა. მეტიც, შეფუთვა შეიძლება ბევრად უფრო ზიანის მომტანი გახდეს ორგანიზმისათვის, ვიდრე თავად საკვები. თეორიულად, აბსოლუტურად ყველა ტიპის დაფასოებამ სანიტარული შემოწმება უნდა გაიაროს, რომელიც მასში მავნე ნივთიერებების არსებობას გამორიცხავს, თუმცა ეს ხდება მხოლოდ ჰიგიენურ ნორმებზე დაყრდნობით, შეფუთვა მოწმდება სანიტარულად, მაგრამ არ მოწმდება მისი შემადგენლობა, მასალა, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს საკვები პროდუქტის შემადგენლობაზე, შევიდეს მასთან რეაქციაში და გამოიწვიოს
ისეთი დაავადებები, რომელთან შედარებითაც სუსტია ნებისმიერი ინფექციური დაავადება (ანტისანიტარული მიზეზებით გამოწვეული დაავადებები). მხოლოდ საკვების შემადგენლობაზე მაქსიმალური ინფორმაციის მიღებაც კი არ აძლევს მომხმარებელს უსაფრთხოების გარანტიას, შესაფუთ მასალას შეუძლია პროდუქტს შეუცვალოს ფერი, მისცეს სპეციფიკური სუნი და გემო, გადასცეს საკვებს ჯანმრთელობისათვის საკმაოდ მავნე ნივთიერებები. მაგალითად, პოლიეთილენი, რომლისგან დამზადებულ ყუთებშიც იფუთება პროდუქტების დიდი ნაწილი, შედგება პოლიმერებისაგან, რომელიც ინერტული, არატოქსიკური ნივთიერებაა და საკვებთან რეაქციაში არ შედის, მაგრამ ე.წ „მონომერები“, რომლებიც აუცილებლადაა პოლიმერულ მასალაში, შეიცავს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, ტოქსინებს, რომლებიც შეიძლება მოხვდეს საკვებში და აქედან გამომდინარე, ადამიანის ორგანიზმში. სხვადასხვა კვლევით დადგინდა, რომ პლასტმასის კონტეინერებსა და ბოთლებში, თუ კონსერვის ქილებში მოთავსებულმა საკვებმა სერიოზული დაავადებების პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორისაა მკერდის კიბო. ასეთი შეფუთვები შეიცავენ ქიმიკატს, სახელად „ბიფენოლ-ა“ (BPA), რომლის ქიმიური
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
73
ORGANIC, BIO, ECO
მოქმედება ქალური ჰორმონის, ასტროგენის მსგავსია. პლასტმასის ბოთლებში სითხის ჩასხმიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება კარცენოგენული ნივთიერებების გამოყოფა, რაც სითხეში ხვდება, შემდეგ კი ორგანიზმში და იწვევს კიბოს. სითხის ჩასხმიდან ერთი თვის შემდეგ ბოთლში უკვე რამდენიმე მილიგრამი პოლივინილქლორიდია, (კარცენოგენული ნივთიერება), რაც ადამიანის ორგანიზმისათვის ძალიან ბევრია და მის მოხვედრას კუჭში კუჭის სიმსივნე შეიძლება მოჰყვეს. გარდა პლასტმასისა, უსაფრთხო არც ქაღალდის შეფუთვაა, განსაკუთრებით თუ მას ბევრი ნახატი და წარწერა აქვს. საღებავი თავისუფლად შეიძლება მოხვდეს საკვებში. რაც შეეხება ორგანული პროდუქტის უარყოფით მხარეებს, აქ მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიო-საკვების ვარგისიანობის ვადა ბევრად ნაკლებია, ვიდრე მისი სხვა ანალოგისა. შეიძლება ჰქონდეს ნაკლებად მკვეთრი სუნი, ან გემო, თუმცა ეს ყველაფერი კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის ნატურალურობას. საინტერესოა, თუ დავინტერესდებით, ძირითად ვინ ირჩევს ორგანულ პროდუქტს? ცხადია, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი, როგორც ვეგეტარიანელები, ისე დანარჩენები, ეკოლოგები, გურმანები, დედები და მამები, შვილების ჯანმრთელობაზე რომ ზრუნავენ.
74
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
აღსანიშნავია ისიც, რომ ალერგიული ადამიანებისათვის ეკოპროდუქტი საუკეთესოა, რადგან ასეთ საკვებში ალერგიის რისკი მინიმუმამდე მცირდება. ძირითადად კი ბიო-გემრიელობებს ვეგეტარიანელები და ვეგანები ეტანებიან, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით გარემოსა და ბუნებაზეც ზრუნავენ. ვეგეტარიანელებისაგან განსხვავებით ვეგანები კვების რაციონიდან ხორცის გარდა რძის პროდუქტებსაც იღებენ. ცხოველურ საკვებზე უარის თქმა მათ ორგანიზმის გაწმენდასა და სხვადასხვა დაავადების თავიდან აცილებაში ეხმარებათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვეგეტარიანელობა დიდი ხანია ჯანსაღი კვების ერთ-ერთ ყველაზე მისაღებ მიმართულებად აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობის აზროვნებაში ჯერ კიდევ ვერ აღმოიფხვრა ხორცის მიღების გარეშე სრულფასოვნად ცხოვრების ალბათობა, მაშინ, როდესაც ხორცის მოყვარული ადამიანები მათ მოწინააღმდეგეებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ჯანმრთელობით. უნდა შევეგუოთ ‒ მიუხედავად მისი სიგემრიელისა, ის მავნებელი უფროა, ვიდრე სასარგებლო. ვეგეტარიანელებისა და ვეგანების უმეტესობა სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი
ORGANIC, BIO, ECO
ხალხია, ჯანმრთელი შვილებით. ისინი მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ, რომელიც არა მხოლოდ ცხოველთა სამყაროს გადარჩენასა და დაცვას, არამედ ეკოლოგიის დონის გაუმჯობესებას, ეკოლოგიაზე ზრუნვას მოითხოვს. თავიანთი პრინციპული არჩევანით ისინი ეგრედწოდებულ „ახალი ტიპის ცნობიერების“ მიხედვით აზროვნებენ, სადაც ადამიანმა უნდა გააცნობიეროს თავისი ვალდებულება გარემოს წინაშე, აღიაროს, რომ ბუნება მისი მეგობარი და ნაწილია, აქედან გამომდინარე კი დაასკვნას, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბუნებაზე ზრუნვის სინონიმია. ადამიანი უნდა უფრთხილდებოდეს ყველაფერს ცოცხალს და ესმოდეს, რომ გემოზე მნიშვნელოვანი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი დაავადებების რისკს, როგორებიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, დიაბეტი, რითიც მსოფლიო მოსახლეობის 60% -ზე მეტი ამთავრებს სიცოცხლეს. ბიო‐პროდუქტები ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლისა და წონის დარეგულირებას, რადგან ენერგია უკვე სწორი მიმართულებით იხარჯება და არა ორგანიზმში არსებული ქიმიური
ნივთიერების დეტოქსიკაციის პროცესში. მცირდება ქოლესტერინის რაოდენობა სისხლში, რეგულირდება კალცის შემცველობაც, რაც თავიდან აგაცილებთ ოსტეოპოროზს ‒ ძვლების დაავადებას. ბიო‐პროდუქტები აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, რადგან მას აღარ უწევს ტოქსიკურ შლაკებთან ბრძოლა, ხსნის ქრონიკულ დაღლილობას, დაძაბულობას, გძენთ ფიზიკურ ენერგიას, სიცოცხლის ხალისს, გიმაღლებთ განწობას. ასეთ ფორმაში მყოფი ადამიანი, ცხადია, ბევრად მეტ სარგებელს მოუტანს როგორც საკუთარ თავს, ისე გარემოსა და გარშემომყოფებს. და რაც მთავარია, ორგანული პროდუქტები განსაკუთრებით გემრიელია! ისინი ატარებენ პროდუქტის ნამდვილ, თავდაპირველ, ბუნებრივ გემოს, რომელიც ასე უცხოა თანამედროვე სამყაროში მცხოვრები ადამიანისათვის. ერთი სიტყვით, ბიო-ეკო-ორგანული წარმოება ერთ-ერთი უმთავრესი გზაა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არსებების, გადაშენების პირას მყოფი ჯიშის, ადამიანების გადასარჩენად.
ალექსანდრა აროშვილი
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
75
ეკოლოგია
ცისარტყელის მებრძოლები
76
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ეკოლოგია
გასულ საუკუნეში ერთ ინდიელ ქალს, სახელად “ცეცხლის თვალები,” ხილვა ჰქონდა. წინასწარმეტყველება ასეთი იყო: ერთ დღესაც თეთრკანიანების სიხარბეს სავალალო შედეგი მოჰყვება. დედამიწა საშინლად დაბინძურდება, ტყეები განადგურდება, ციდან მკვდარი ფრინველების ცვენა დაიწყება, წყლები გაშავდება, მდინარეები სავსე იქნება მოწამლული თევზებით... დადგება დრო, როცა კულტურის, ლეგენდების, ზღაპრების, მითების და ტომური წეს-ჩვეულებების მცველებს ჩვენი გადარჩენა მოუწევთ - დედამიწის კვლავ გამწვანება. „ცისარტყელის მებრძოლები“ სამყაროს გადაარჩენენ. გამოღვიძების ხანაში სხვადასხვა ტომი გაერთიანდება, შექმნიან ახალ, სამართლიან, მშვიდობიან, თავისუფალ სამყაროს.
ც
ცისარტყელის მებრძოლები მსოფლიოს მოუყვებიან, რომ დიადი სულის უარყოფამ დააავადა დედამიწა და ადამიანებს სწორად ცხოვრების გზებს ასწავლიან. ხალხს ეტყვიან, რომ დიადი სული სავსეა სიყვარულით და გაგებით და დასახავენ გეგმას, როგორ გადავარჩინოთ და გავალამაზოთ დედამიწა. შეიქმნება სხვადასხვა გუნდი, რომლებსაც მეთაურები ეყოლებათ. დედამიწის ოთხივე კუთხეში გავრცელდება სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწიოთ სრულ ჰარმონიას, ერთიანობას! ადამიანებს ერთმანეთი კანის ფერის,
რასის, ასაკის, რელიგიის მიუხედავად ეყვარებათ - ეჭვის და შურისაგან გათავისუფლდებიან. თითოეული მათგანის გული ბედნიერებით აივსება, სიყვარულს და სითბოს გამოასხივებს. პატივისცემით განიმსჭვალებიან ერთმანეთის, დედამიწის და დიადი სულის მიმართ. ლიდერები არა მანამდე მოხვეჭილი ფულის რაოდენობის, ტრაბახის, ან ხმამაღალი განაცხადების, არამედ „ხმამაღალი საქციელების“ მიხედვით აირჩევიან. არ მიექცევა ყურადღება პოლიტიკურ შეხედულებებს. წინამძღოლები ბრძენი, მოსიყვარულე და მამაცი ადამიანები იქნებიან. სწორედ ისინი დაამტკიცებენ, რომ სასწაულები ხდება,
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
77
ეკოლოგია
თუ სურვილი ძალიან, ძალიან, ძალიან ძლიერია. ცისარტყელის მებრძოლების მიზნები მრავალრიცხოვანი და დიადია. ისინი გადალახავენ ინდიფერენტულობის, გულგრილობის, ზიზღის მთებს. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გამოჩნდებიან მათი მიმდევრებიც, რომლებიც დედამიწას ერთგვარ სანიტრებად, ექიმებად ექცევიან. ეს დღე დადგება, თან ძალიან მალე! დღე, როცა მადლიერების გრძნობა გაგვიჩნდება წინაპრების მიმართ თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ კულტურული მემკვიდრეობა, ისტორიები, მითები, ლეგენდები, წესები, რიტუალები შემოგვინახეს. ვიპოვნით ღრმად ჩამარხულ ცოდნას და იარაღად გამოვიყენებთ. შედეგად სული - გული - აზრი საქციელი გაიწმინდება. ვიპოვნით ძალას და სიყვარულს. ბავშვები ისევ ირბენენ და ბუნების სიურპრიზებით დატკბებიან. დედა - მიწა გათავისუფლდება ზიზღის, ბოროტების, ტოქსინების, ნგრევის და შიშისაგან. წყლები დაიწმინდება და თევზებით გაივსება, იფრენენ და იჭიკჭიკებენ ჩიტები. დავუბრუნდებით ბუნების წიაღს და მასთან უწყვეტ ურთიერთობას ერთადერთ სწორ გზად დავსახავთ.
მშვიდობა მწვანეა და მას GREENPEACE ჰქვია
60-ანი წლები მთლიანად მშვიდობისათვის ბრძოლას დაეთმო. ქაოტური მოვლენების, მაგალითად ომის და სოციალური ცვლილებების ნარჩენებმა მრავლად იჩინა თავი სამოცდაათიანებშიც. მთავარი
78
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ტრენდები იყო მთავრობისადმი უნდობლობა, სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლა... საკმაოდ გაიზარდა ფემინისტური მოძრაობების რიცხვი და მათი გავლენა საზოგადოებაზე. ახალ ათწლეულში განვითარების ბევრად უფრო ფართო გზას დაადგა სამოციანებისდროინდელი რადიკალური იდეები, - საბოლოოდ ახალი ამერიკული კულტურის მეინსტრიმადაც იქცა. პროტესტის ხანა გრძელდება და დიდ გავლენას ახდენს მუსიკაზე, ლიტერატურაზე, მოდის სამყაროზეც კი. იდეოლოგიური ქაოსი, შიშებით სავსე მოლოდინი და პროტესტი რომ გააერთიანო, მოგეჩვენება, რომ ამერიკული სამოცდაათიანების დაბნეულობა საუკუნის დასაწყისისთვის უფრო ლოგიკურად ვითარდება, ვიდრე მეოცე საუკუნის ბოლოდან მესამე ათწლეულისთვის. ჰიპების მოძრაობა, სამოქალაქო უფლებებისათვის ბრძოლა, თავისუფალი სიყვარული, როკენროლის აღზევება, გენდერული როლების შეცვლა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დიდ გავლენას ახდენდა მაშინდელ კულტურულ სტერეოტიპებზე. საბოლოოდ, როგორც ჩანს, გლობალურმა გაურკვეველმა პროტესტმა რამდენიმე სერიოზული დაჯგუფება ან ორგანიზაცია ან ვინმე ან რამე შვა და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ნამდვილი - Greenpeace. 1971 წელს მშვიდობიანი ახალგაზრდა აქტივისტების პატარა გუნდმა, რომლის წევრებიც რა თქმა უნდა, ძალადობის და ომების გარეშე, სრულ ჰარმონიაში ცხოვრებაზე ოცნებობდნენ, კანადიდან პატარა თევზსაჭერი
ეკოლოგია
გემით გამოცურა. გრინფისის დამაარსებლებს სჯეროდათ, რომ რამდენიმე გულწრფელ ადამიანს შეუძლია სამყაროს გადასარჩენად ბევრი რამ გააკეთოს. გემი ანტარქტიდისკენ გაემართა. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება პატარა კუნძულ ამჩიტკაზე ატომური ექსპერიმენტის ჩატარებას გეგმავდა. აქციის ორგანიზატორებმა სახელად მარტივი სიტყვათშეთანხმება აირჩიეს Green Peace. გემი ძალიან პატარა იყო, ამიტომაც გადაბმულად დაწერეს. ეკოლოგების პროტესტმა ამერიკის ხელისუფლება აიძულა, კვლევები შეეწყვიტა. კუნძული ფრინველების ნაკრძალად იქცა. პირველი გამარჯვებით შთაგონებულმა და გაამაყებულმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, ატომური ცდების წინააღდმეგ ბრძოლის მასშტაბები გაეზარდათ. შემდეგი საპროტესტო აქცია ატოლა მურუროას მახლობლად, წყნარი ოკეანის სამხრეთით ჩატარდა - ატმოსფერულ ატომურ ცდებს ამჯერად საფრანგეთის ხელისუფლება ატარებდა. აქციას დევიდ მაკტეგარტი ხელმძღვანელობდა. 1979 წელს მაკტეგარტი Greenpeace Internationalის ხელმძღვანელად დაინიშნა. გრინფისის წყალობით საფრანგეთმაც შეწყვიტა ცდები. 70 -იან წლებში გრინფისი აქტიურად ილაშქრებდა ვეშაპებზე კომერციული ნადირობის წინააღმდეგ. პირველი ექსპედიცია ვანკუვერიდან საბჭოთა ვეშაპმჭერი გემებისაკენ გაემართა. აქტივისტები მცირე ზომის გასაბერი ნავებით მანევრირებდნენ გემებსა და ცხოველებს შორის და ვეშაპებს საკუთარი სხეულებით იცავდნენ.
მაშინ, პირველად არსებობის მანძილზე, მონადირეები სერიოზულ წინააღმდეგობას გადააწყდნენ. იმავე ტაქტიკით ორგანიზაცია იაპონელ, ესპანელ და ისლანდიელ ვეშაპებზე მონადირეებსაც შეებრძოლა. 1982 წელს Greenpeace-ის დაჟინებული მოთხოვნით ვეშაპებზე ნადირობის აღკვეთის საკითხი ვეშაპებზე ნადირობის საერთაშორისო კომისიამ განიხილა. საბოლოოდ ანტარქტიდის ზღვებში ვეშაპებზე ნადირობა აიკრძალა, ისინიც ნაკრძალებად გადაიქცა. 90-იან წლებში Greenpeace-მა ჰაერის დაბინძურების და ოზონის ფენის დარღვევის საკითხებისთვისაც მოიცალა. მსხვილი მაგნატები და პოლიტიკოსები დიდხანს უწევდნენ იგნორირებას მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ოზონის ფენის დარღვევას CFC's და HFC's ჯგუფის ნახშირბადი იწვევს. ორგანიზაცია ატარებდა აქციებს ნახშირბადით გარემოს დაბინძურებაში ეჭვმიტანილი ცნობილი ბრენდების ქარხნებთან. Greenpeace-ის ინიციატივით 1992 წელს გერმანელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ტექნოლოგია Greenfreeze, რომლის გამოყენებაც ეკოლოგიურად უსაფრთხო გამაგრილებელი ავტომატების წარმოებისთვის შეიძლებოდა. 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე კოკა-კოლამ სწორედ ამ ტიპის მოწყობილობები გამოიყენა. 1996 წელს გრინფისმა წამოიწყო კამპანია გენეტიკურად მოდიფიცირებული კვების პროდუქტების წინააღმდეგ. დაიწყო მრავალრიცხოვანი აქციები ამერიკიდან ევროპის ქვეყნებში გენეტიკურად შეცვლილი სოიოს იმპორტის წინააღმდეგ,
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
79
ეკოლოგია
ასევე აიკრძალა გენეტიკურად მოდიფიცირებული სიმინდის მოყვანა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. 1999 წელს ევროკავშირმა დააწესა მარატორიუმი გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების წარმოება-იმპორტზე. დღეს გრინფისი უმსხვილესი საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 2,5 მილიონი მიმდევარი ჰყავს და 40 ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენლობა აქვს. სხვა მსგავსი ორგანიზაციებისაგან მას არატრადიციული ბრძოლის მეთოდები და საინტერესო პრომო აქციები გამოარჩევს. ეს მნიშვნელოვანია! არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ბრძოლის სამართლიანი მეთოდები და უამრავი მხარდამჭერი. მათ შორის არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები ან ეკო-აქტივისტები არიან, ცისარტყელის მებრძოლებს მუსიკოსებიც კი უერთდებიან. 89 წელს გამოსული ალბომი Greenpeace Breakthrough კარგი მაგალითია. Greenpeace Breakthrough ორდისკიანი ალბომია და მის ჩაწერაში U2, Eurythmics, REM, INXS, Sade და Bryan Ferry მონაწილეობდნენ. ალბომი 3 მილიონიანი ტირაჟით გამოვიდა. დევიდ მაკტეგარტის თქმით Geenpeace Breakthrough მხოლოდ პლანეტის საუკეთესო როკ მუსიკოსების ჩანაწერი არ არის, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ საზღვრების და წინააღმდეგობების მიუხედავად ადამიანები მაინც ერთიანდებიან სუფთა და მშვიდობიანი დედამიწის კვლავასაშენებლად. სხვათაშორის, ალბომის გასაყიდად
80
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
გაშვებიდან პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
Wikipedia The Free Encyclopedia მათთვის, ვისაც კონკრეტიკა სჭირდება
Greenpeace არსებობს იმიტომ, რომ სუსტ და მსხვრევად დედამიწას ხმის უფლება აქვს. საჭიროა პრობლემების გადაჭრა! საჭიროა ცვლილება! საჭიროა მოქმედება. როგორც უკვე მიხვდით, გრინფისი ოფიციალური წყაროების მიხედვით და მათ გარეშეც საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანიც არის შეცვალოს ადამიანების დამოკიდებულება და საქციელი ყველა იმ საკითხისადმი, რომელიც გარემოსთან რაიმე კავშირშია. უფრო მოკლედ, დაიცვას დედამიწა დაბინძურებისა და იმ პროცესებისაგან, რაც საბოლოოდ სანდომიანი ინდიელი ქალბატონის წინასწარმეტყველების პირველ ნაწილს რეალობად აქცევს. Greenpeace ცდილობს ენერგეტიკული რევოლუციის კატალიზებას, რომ თავიდან აგვარიდოს ნომერ პირველი საფრთხე - კლიმატური ცვლილებები. იცავს ოკეანეებს უკანონო და დესტრუქციულ თევზაობასთან ბრძოლით. იბრძვის ანტიკური ტყეების, ნარგავების, ცხოველების და შესაბამისად ადამიანების განადგურების წინააღმდეგ. განიარაღების და მშვიდობის საკითხებზე მუშაობს - კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების თავიდან არიდება და ატომური იარაღის
ეკოლოგია
ლიკვიდაციის მოთხოვნა ტოქსინებისაგან თავისუფალი მომავალი - საშიში ქიმიური შენაერთებისათვის უსაფრთხო ალტერნატივის ძიება. დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით Greenpeace უარს აცხადებს მთავრობის ან სხვადასხვა კორპორაციების დახმარებაზე. ინდივიდუალურ მხარდამჭერებს და საფონდო გრანტებს ეყრდნობა. კომპანიის განვითარების პროცესი თავიდანვე აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო. საჯარო დებატებში მისი პოზიცია საფუძვლიანი და ანტიძალადობრივია. ხშირ შემთხვევაში Greenpeace-ი მხარდამჭერების ენით საუბრობს და მათი ინტერესებისათვის იბრძვის. სჯერა, რომ ჩვენი პლანეტის მომავალი დედამიწის ყოველ მცხოვრებზეა დამოკიდებული. თვითონაც ძალიან ცოტანი იყვნენ და ძალიან დიდი მიზნები ჰქონდათ თავის დროზე. შემთხვევითი არ არის, რომ გემს, რომლითაც Greenpeace-ის პირველი აქტივისტები პირველ ექსპედიციებს აწყობდნენ Rainbow Warrior ერქვა. ალბათ არც ალოგიკური იქნება და არც სასაცილო, თუ ორგანიზაციის თითოეული წევრი თავს ლეგენდის მთავარ გმირთან გააიგივებს. ამ შემთხვევაში ზღვარი მითებსა და რეალობას შორის წაშლილია. აბა დაფიქრდით, დედამიწა საოცრად დაბინძურებულია, ადამიანებს საერთოდ არ ადარდებთ პლანეტის ბედი, ხელისუფლება შედეგებზე არასოდეს ფიქრობს, ხმის ამაღლების, როგორც წესი, ყველას ეშინია. ან იქნებ “ცეცხლის თვალები” არ ცდებოდა და მალე წყლებიც
გაშავდება, მკვდარი ჩიტების წვიმაც წამოვა, თევზებიც ამოიხოცებიან, ხეებიც განადგურდება და როგორც Greenpeace-ის ისტორიაში უდიდესი ბანერი იუწყება: „როცა უკანასკნელი ხე მოიჭრება, უკანასკნელი მდინარე მოიწამლება და უკანასკნელი თევზი მოკვდება, აღმოვაჩენთ, რომ ფული საჭმელად უვარგისია“. ჩვენ „გრინფისის“ მიერ განხორციელებული პროექტების მხოლოდ მცირე ნაწილი განვიხილეთ, ისიც ზედაპირულად. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ორგანიზაციის მამოძრავებელი ბირთვი - იდეოლოგია - პათეტიკური, შაბლონური იდეალიზმი კი არა, ძლიერი და ჭკვიანი ადამიანების და მათთან ერთად უამრავი კერძო ინიციატივის ნაერთია. ამას ემატება ძალა, იმედი და რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, იმედია, სამყაროს განადგურება არ გახდება აუცილებელი იმისათვის, რომ სული - გული - აზრი საქციელი გაიწმინდოს. ვიპოვნოთ ძალა და სიყვარული. ბავშვებმა ირბინონ და ბუნების სიურპრიზებით დატკბნენ. დედა - მიწა გათავისუფლდებს ზიზღის, ბოროტების, ტოქსინების, ნგრევის და შიშისაგან. წყლები დაიწმინდოს და თევზებით გაივსოს, იფრინონ და იჭიკჭიკონ ჩიტებმა. და ბუნებასთან ყოველდღიური არაძალადობროვი ურთიერთობა ერთადერთ სწორ გზად გვექცეს“. წინასწარმეტყველება შეიძლება ითქვას უნივერსალურია - უბრალოდ „ცეცხლის თვალებმა“ ერთი შეცდომა დაუშვა - ცისარტყელის მებრძოლები კატასტროფამდე გამოჩნდნენ. ნატუკა ნაცვლიშვილი
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
81
ეკოლოგია
მსოფლიო ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე
აი ასეთი აკადემიური სათაურით ვიწყებ სტატიის წერას, რომლისთვისაც, ალბათ უმჯობესი იქნებოდა, დამერქმია „რა გველოდება, უფრო სწორად - რა ჩავიდინეთ“. კაცობრიობის არსებობის დღიდან ჰარმონია ადამიანსა და ბუნებას შორის პირდაპირპროპორციული იყო მათი სიცოცხლისუნარიანობისა. ერთი შეხედვით ის მარტივი კანონზომიერება, რომ ამქვეყნად ყველაფერი მნიშვნელოვანია, ადამიანებისათვის დროთა განმავლობაში ნაკლებად გასაგები გახდა. დაშვება „ყველაფერი მნიშვნელოვანია“ მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ ბუნებაში არსებული ყოველი სულიერი თუ უსულო არსება, ყოველი უჯრედი, ყოველი თვითწარმოქმნადი სხეული ისეთივე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია საყოველთაო საარსებო რგოლისა, როგორც თვით ადამიანი და მეტიც, ერთი შეხედვით უმწეო და „არაფრისმაქნისი“ ბუნებრივი წარმონაქმნის გაქრობამ შესაძლოა სწორედ ადამიანისა და მთელი ამ რგოლის გაქრობას მისცეს საბაბი.
82
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ეკოლოგია
თ
ემას რომ ბუნდოვანება მოვაშოროთ და სტატიას დამრიგებლურ-დამტუქსველი ტონი, პირდაპირ საქმეზე გადავალ - მსოფლიო ეკოლოგიური კატასტროფების წინაშე დგას. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რასაც ყოველდღიურად ვისმენთ საინფორმაციო საშუალებებით ახალი მიწისძვრები, ახალი წყალდიდობები, საშინელი ცუნამები ურიცხვი მსხვერპლით თუ სხვა კატაკლიზმები, რომელთა რიცხვი მართლაც საგრძნობლად გაიზარდა. ეკოლოგიური კატასტროფები ძირითადად გამოწვეულია დიდი რაოდენობის ნალექით, თოვლის ინტენსიური დნობით, წყალქვეშა მიწისძვრებით, ძლიერი ქარების მიმართულების შეცვლით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ უპირველესი მიზეზი ყველა ამ კატასტროფისა შეიძლება იყოს მხოლოდ ადამიანის დაუდევრობა.
კატასტროფები კი ყოველთვის ხდებოდა, თუმცა ეს ბუნებრივი პროცესი იყო, ადამიანის მხრიდან ხელოვნური ჩარევა არ ყოფილა. იმისათვის, რომ საკუთარი დანაშაული უფრო მეტად გავითავისოთ, გამომწვევი მიზეზების დეფინირება უნდა მოხდეს! ბუნების სიკეთეების სათავისოდ , მიზნობრივად წარმართვა და თავის სასარგებლოდ გამოყენება ადამიანისათვის უკვე ჩვეული, ადეკვატური დაშვებაა. ეპოქაში, რომელშიც ჩვენ დავიბადეთ, ბუნებას უკვე ასეთი იარლიყი ჰქონდა აკრული. თითქოს ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს მასზე, როგორც „მნიშვნელოვანზე“, ვიცით რომ უნდა გავუფრთხილდეთ, რაც, თავის მხრივ, ყურმოკრული, საყოველთაო შიშს აყოლილი წარმოდგენაა. და რას ნიშნავს სინამდვილეში გაფრთხილება, ან დაცვა? სწორედ ეს კითხვაა ყველაზე პროდუქტიული საპასუხოდ - ადამიანმა
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
83
ეკოლოგია
არ უნდა შეიტანოს გარემოში კორექტივები, ის თავად არ უნდა წყვეტდეს ბუნების სარგებელსა და გამოყენებას. XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში არსებული მყინვარების უმეტესობამ სიგრძესა და სისქეში კლება დაიწყეს, რაც ბოლო დროს განსაკუთრებით დათბობითაა გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ მთაში აცივების ტენდენცია საკმაოდ იგრძნობა, ისინი საგრძნობლად იკლებენ გარშემოწერილობას, რაც მათ ინტენსიურ დნობაზე მიანიშნებს. მიწისძვრებისა და ცუნამების შედეგად უფრო და უფრო მეტი ქალაქი ინგრევა, ატომური სადგურების აფეთქებების გამო კი იწამლება ჰაერი, წყალი, გარემო. ტყის მასივების რეგულარულმა ჩეხამ და ტყისადმი უდიერმა მოპყრობამ დამანგრეველი ღვარცოფებისა და მეწყერების მსხვერპლი გახადა დედამიწა, ადრე აყვავებული ადგილები უკაცრიელ უდაბნოებად აქცია. უამრავი შეცდომის დაშვება დასჭირდათ ადამიანებს, რომ ბოლოს ყველას ერთად შემოეკრა განგაშის ზარი - მსოფლიო ეკოლოგიური
84
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
კატასტროფების წინაშე დგას! სამეცნიერო კვლევებმა სწორედ ეკოლოგიისა და ბიოლოგიის სფეროში წაიწია წინ, იღებენ ფილმებს 2012 წლის სამყაროს აღსასრულზე, მეცნიერები წერენ გლობალურ დათბობაზე, კოსმიურ კატასტროფებზე, რადიოაქტიური გამოსხივებებით შესაძლო დაბინძურებაზე, სიკვდილზე, გაქრობასა და სიტყვაზე, რომელიც ძალიან მინდოდა მალე მეხსენებინა, რაც სტატიის მთავარ თემამდე მიგვიყვანს. მაშ ასე, ეს სიტყვაა გადაშენება. თუმცა, სანამ გადაშენებამდე მივალთ, ორი სიტყვა ეკოლოგიაზე - ეკოლოგია განისაზღვრება საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთქმედებით. რესურსი ნიშნავს არსებობის საშუალებას. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ეპოქაშიც კი ადამიანი ისეა მიბმული ბუნებაზე, როგორც პრეისტორიულ ხანაში, ერთადერთი განსხვავებით - მან თითქოს გაიმარჯვა. ადამიანმა იცოდა, რომ რესურსი იყო მზამზარეული სახით, თუმცა ის არ იყო ამოუწურავი. დღეს ტყის
ეკოლოგია
პროდუქტების მარაგის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ეს ძალისხმევა მხოლოდ იქიდან არ მოდის, რომ მოსახლეობის უდიდესი რიცხოვნების გამო არსებული რესურსი მათ უბრალოდ არ ეყოფათ, არამედ იქიდან, რომ ხდება თვითონ ტყეების „დაკარგვა“ ხანძრები, გაჩეხა, დაბინძურება. გარდა იმისა, რომ ტყეს პროდუქტთა რესურსის მიწოდება შეუძლია ადამიანისათვის, ის იცავს ნიადაგს ეროზიისგან, იჭერს ზედაპირულ წყლებს, ასუფთავებს მათ და ასუსტებს მათ დამანგრეველ ზემოქმედებას, აკავებს ქარს, იცავს ცხოველებსა და ფრინველებს, სუფთა მდინარეებში ცხოვრობენ სხვადასხვა სახეობის თევზები, გარდა ამისა, სოკოებისა და კენკრის უხვი წყაროა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ცნობით დღეისათვის მსოფლიომ არსებული ტყეების ნახევარზე მეტი დაკარგა, მსოფლიოს ტყეების 80% ბოლო 800 წლის განმავლობაში საერთოდ აღარ არსებობს. რაც დაიწყო მათი მასობრივი გადაწვებით ნათესების
გასაფართოვებლად და გაჩეხვებით დასრულდა. საკუთარი მიწის ნაკვეთების გასაფართოვებლად ტყის გადამწველთა უმრავლესობისათვის, დროის სულ მცირე მონაკვეთში უკვე სხვა საკითხი დადგა - ტყის გადარჩენისა (ხაზს ვუსვამ, რადგან საქმე არა გაფრთხილებას, არამედ გადარჩენას ეხება). საინტერესო მაგალითია ამერიკული წითელი ხე, რომლის ორი სახეობა ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამერიკული წითელი ხე ისტორიულად არამდგრადი მეთოდებით იჩეხებოდა ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის აუზში. უკვე 1735 წელს იამაიკაზე იგი გადაშენების პირას იყო მისული, რის შედეგადაც ხე-ტყის მწარმოებელმა კომპანიებმა ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში გადაინაცვლეს. ამერიკული წითელი ხის ორი სახეობა - კარიბული და წყნარი ოკეანის სანაპიროსი, უკვე აღარ არსებობს და დღეს მრეწველობაში მხოლოდ მესამე, სამხრეთამერიკულ სახეობას იყენებს. სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში ეს სახეობაც
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
85
ეკოლოგია
აუცილებლად მიყვება პირველი ორის გზას, ვინაიდან სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ამერიკული წითელი ხის ჩეხა მხოლოდ მცირე სახელმწიფო კონტროლითა და არამდგრადი მეთოდებით მიმდინარეობს. CITES-ი (გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობათა საერთაშორისო ვაჭრობის კონვენცია, საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც გადაშენების პირას მყოფ არსებათა საერთაშორისო ვაჭრობას არეგულირებს) და სხვა მარეგულირებელი ორგანოები ცხოველთა და რიგსახეობათა დაცვაში თითქოს ეფექტურია, თუმცა მცენარეებისა და ხე-ტყის შემთხვევაში იმავეს ვერ ვიტყვით. ამერიკული წითელი ხის ჩეხვასა და წარმოებაში ჩართულმა ქვეყნებმა რამდენიმეჯერ შეაჩერეს ამ ხის CITES-ს სიაში შეტანის პროცესი. მართალია, ამერიკული წითელი ხე ნელ-ნელა ცოცხლდება, მისი ჩეხა მაინც უკონტროლოდ და ყოველგვარი რეგულაციის გარეშე ხდება. ამერიკული წითელი ხისაგან დამზადებული პროდუქტის ბოიკოტირება ეფექტურია მხოლოდ ლოკალურ ფარგლებში, გლობალურად მას
86
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
არ მოაქვს შედეგი და უეფექტოა სახეობის შენახვისათვის. სულ ცოტა ხნის წინ, CITES-მა დიდი საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად ამერიკული წითელი ხე თავის სიაში შეიტანა. ასეთი მონაცემების პარალელურად მინდა ისევ ისტორიულ პროცესებს დავუბრუნდე. განვითარების პროცესში მცენარეებისა და ცხოველების ზოგიერთი სახეობა ქრებოდა, მაგრამ ეს ხდებოდა იშვიათად და მათი გაქრობის შედეგად სხვა სხეულები ჩნდებოდნენ, ახალი გარემოსა და ახალი პირობების შესატყვისი ცხოველები და მცენარეები. ბუნება ახორციელებდა ყოფის ერთერთ უმთავრეს კანონს - მჭიდრო ურთიერთკავშირს ყოველ ცოცხალ არსებას შორის - ერთის გაქრობის შედეგად მეორის წარმოქმნა. თუმცა, აღდგენის სწორედ ეს ფუნქცია დაირღვა თანამედროვე ეპოქაში და ეკოლოგიური კატასტროფაც მეტს არაფერს ნიშნავს, თუ არა სწორედ ამ კვლავწარმოების გაწყვეტას, გადაშენებას.
ეკოლოგია
დღეს მცენარეთა და ცხოველთა უდიდესი ნაწილი არა მხოლოდ გადაშენების პირასაა მისული, არამედ თავად სახეობის გაქრობას მოიცავს. ისინი “გაქრებიან“ და არაფერი აღარ გაჩნდება მათ ადგილას. ექსპერტთა აზრით, სახეობათა გადაშენების კოეფიციენტი დღეს 1000-დან 10 000მდე უფრო მაღალია იმ მაჩვენებელზე, რაც ბუნებრივად, თავისთავადი კვლავწარმოებით იქნებოდა. გარეული ცხოველები და მცენარეები განახლებად რესურსებს მიეკუთვნებიან, რადგან თავად მრავლდებიან და მათ შესწევთ სიცოცხლის შენარჩუნებისა და რეგენერაციის მძლავრი ინსტინქტი, თუმცა, რატომღაც, ოცდამეერთეს საფეხურებთან ცხოველები და მცენარეები „სხვანაირად“ იქცევიან. მათ დაკარგეს უნარები, ისინი გარდაიქმნენ, შეგვიძლია გავთამამდეთ და ვთქვათ, მათ განიცადეს მუტაცია, ისევე, როგორც ადამიანებმა პოსტმოდერნულ ეპოქაში ადამიანი გახდა ზომბი, ფლორა და ფაუნა კი დასაღუპად განწირული მშვენიერება.
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ზვიგენები თავს ესხმიან ადამიანებს ისეთ ვითარებასა და ადგილებში, სადაც ეს არასდროს მომხდარა მანამდე, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ეკოსისტემის ბალანსის ფატალურ რღვევას. რა დაემართათ ზვიგენებს? ისინი ადამიანებს სანაპიროებზე, პორტებში ესხმიან თავს. მსგავსი სიტუაცია იყო კამჩატკის ნახევარკუნძულზე - მურა დათვების იმ სახეობის რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც გადაშენების პირასაა და წითელ წიგნშია შესული, უმიზეზოდ ესხმოდა თავს მშვიდობიან მოსახლეობას. ამ სახეობის არსებობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტები არ ყოფილა. საქმე იქამდე მივიდა, რომ 30 განსაკუთრებით მოძალადე მურა დათვის ლიკვიდირება პოლიციას მოუწია, მათ 30 დათვი დახვრიტეს იმ სახეობიდან, რომელიც შეიძლება რამდენიმე წელიწადში დედამიწაზე საერთოდ აღარ არსებობდეს. კაცობრიობამ არაერთი დანაშაული ჩაიდინა, გაანადგურა ცხოველებისა და მცენარეების მთელი რიგი სახეობა.
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
87
ეკოლოგია
ცივილიზაციის არსებობის პერიოდში გაქრა ფრინველთა 140 სახეობაზე მეტი, 106-ზე მეტი ძუძუმწოვარი, მათი 600-ზე მეტი სახეობა კი დღეს გადაშენების პირასაა. ველური ფლორის უამრავი სახეობაც მსგავს გზას ადგას - მათი უმრავლესობა ან სრულიად გაქრა, ან გაქრობას უწინასწარმეტყველებენ. საქართველოს ფაუნიდან 141, ფლორიდან კი 56 სახეობაა წითელ წიგნში შეტანილი, მაშინ, როცა, ცხოველთა სამყაროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიოსფეროს დაცვასა და მისი მდგრადობის შენარჩუნებაში, მაგრამ ადამიანს ეს არ აღელვებს. ადამიანი თავად წყვეტს, როგორ გაუსწორდეს ბუნებას. 1958-1962 წლებში, როცა ჩინეთში მაოიზმი ყვაოდა, საოცარი ფაქტი მოხდა. ერთ დღეს „ბიძია მაომ“ გადაწყვიტა, რომ ბეღურები ჩინური კომუნიზმის კლასობრივი მტრები არიან, კერძოდ მშრომელი გლეხების მოსავალს ანადგურებენ. მაომ სრულიად ჩინეთის მასშტაბით გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ჩინეთში არც ერთი ბეღურა არ უნდა დარჩენილიყო. ბრძანება წარმატებით
88
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
აღსრულდა - ბეღურებს დასდევდნენ ყველგან, ხეზე დაჯდომის საშუალებას არ აძლევდნენ, ბოლომდე ამოხოცეს. „იმპერიალისტი“ ბეღურების სიკვდილმა ის გამოიწვია, რომ მთელ ჩინეთში მოსავალი მთლიანად ჩავარდა. ჩინურ მოსავალს კალიები შეესივნენ და მშვიდად ჩაიტკბარუნეს პირი, რადგან უკვე აღარ ჰყავდათ მტერი - იმპერიალისტი ბეღურა, რომელიც კალიებს ჭამს. ჩინელები მაშინვე მიხვდნენ, რომ საშინელება ჩაიდინეს და ბეღურების შემოყვანა მასობრივად დაიწყეს საზღვარგარეთიდან. საინტერესოა ისიც, რომ ჩინეთში საერთოდ აღარ არსებობს ფუტკარი და მოსახლეობა ხელოვნური თაფლით იკვებება. ფუტკარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია მთელს ეკო‐სისტემაში, რადგან ყვავილების 80% სწორედ მისი საშუალებით იმტვერება. ეს უნიკალური მწერი ყველა ეპოქაში ახერხებდა ბიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და სხვადასხვა დაავადებისაგან თავის დაცვას, ველური ბუნება მისთვის მხოლოდ სასიამოვნო თავგადასავალს წარმოადგენდა, დღეს
ეკოლოგია
კი თანამედროვე ფუტკარი ველურ პირობებში ვეღარ ხარობს. ჩინეთში ისინი საერთოდ აღარ არიან და მსოფლიოში მათი 80% ისე გაქრა, რომ გვამებიც კი ვერ იპოვეს. ამ კატასტროფის ერთერთ გამომწვევ მიზეზად მობილური კავშირგაბმულობის ქსელებს ასახელებენ, თუმცა ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მსოფლიოში უკვე დაარსებულია ფუტკრის დაცვის საერთაშორისო ფონდი, რომელიც ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც თანამედროვე ფუტკარს ძველისაგან განსხვავებული, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მკვდარი ჩიტების წვიმა კაცობრიობის ისტორიაში პირველად 2011 წლის პირველ იანვარს წამოვიდა არკანზასის შტატში. ქუჩები და აივნები დახოცილი ფრინველების გვამებით გაივსო. მეცნიერების აზრით, ჩიტების მასობრივი სიკვდილი სხვადასხვა კოსმოსური ცდების შედეგია. ამ ფაქტს ფრინველების დაცემა მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნაში : კანადაში, შვედეთში, იტალიაში, თურქეთ-სომხეთის საზღვართან. მილიონობით მკვდარი
თევზი გამოირიყა სახმრეთ კალიფორნიაში, თევზებისაგან ქალაქის გასაწმენდად სახელმწიფოს საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო მოვლენა მექსიკის ყურეს დაატყდა თავს - მიუხედავად არაერთი მცდელობისა , შეეჩერებინათ ნავთობის გაჟონვა, ნავთობის დიდი ნაწილი ყურეში მოხვდა და საშინელი შედეგები გამოიწვია. სანაპიროებზე პოულობენ მოწამლული, მკვდარი თევზებისა და ფრინველების, ზღვის ცხოველების გვამებს, მექსიკურმა პელიკანებმა კი ფერი შეიცვალეს - მათ ვეღარ იცნობ, რადგან ბუმბული მთლიანად ნავთობის სქელი ფენით აქვთ დაფარული, რაც დროთა განმავლობაში მათ სიკვდილს იწვევს. თევზებს ნავთობი სისხლის მიმოქცევის სისტემას ურღვევს და ისინი სისხლდენით იხოცებიან. კომპანია British Petroleum-ი დანაშაულის გამოსწორების მიზნით ყურეში ქიმიკატებს უშვებს, რომლებიც შლიან ნავთობს, თუმცა იმდენად აბინძურებენ წყალს, რომ მისი მობინადრეები სიცოცხლეს ემშვიდობებიან, კომპანია კი
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
89
ეკოლოგია
თანამშრომლებს მკვდარი ცხოველებისა და ფრინველების ფოტოების გავრცელებას უკრძალავს. ლუიზიანას შტატში, რომლის სიმბოლოც სწორედ პელიკანი იყო, შესაძლოა საერთოდ ვეღარ შეხვდეთ ფრინველის ამ სახეობას. პალიასტომის ტბა, სადაც საუკუნეების განმავლობაში თევზის 39 სახეობა იყო გავრცელებული, დღეს თითქმის დაცლილია და აქ მხოლოდ სამი სახეობა ბინადრობს. წლების განმავლობაში ტბიდან დიდი რაოდენობით ტორფს იღებდნენ, ამ პროცესის დროს კი ტოქსიკური გაზების უმეტესობა წყალში ხვდებოდა, რაც შემდგომ წყლის ბინადართა გაწყვეტას იწვევდა. დღეს პალიასტომის ტბის დონე ნახევრამდეა შემცირებული. დაახლოებით 50 წლის შემდეგ მან შესაძლოა საერთოდ აღარ იარსებოს. არსებობს სპეციალური კომისიები, ფონდები, ცენტრები, სადაც ყველაზე მწვავედ დგას დღის წესრიგში ეკოლოგიური კატასტროფების საფრთხე, ფლორისა და ფაუნის დაცვისა და შენარჩუნების საკითხი. ასეთი კომისიები თითქმის ყველა
90
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ქვეყანაშია და ისინი საკუთარი პროექტებით უკვე იმაზე მუშაობენ, რომ როგორმე შეინახონ და შეინარჩუნონ არა თავად მცენარეები ან ცხოველები, არამედ მათი გენეტიკური მოცემულობა, ზრუნავენ იმაზე, რომ არ დაიკარგოს მათი გენი. თუმცა ეს ხდება მაშინ, როდესაც კანადაში კვირაში დაახლოებით 275 000 სელაპი იხოცება, იაპონიამ კი იმ ვეშაპებზე გამოაცხადა ნადირობა, რომელთა სახეობაც გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სიაშია შესული. მსოფლიოს ოკეანეების შემსწავლელმა სამეცნიერო ჯგუფმა არსებული მდგომარეობის საფუძველზე აპოკალიფსი იწინასწარმეტყველა. მათი სამეცნიერო დასკვნის მიხედვით მსოფლიომ დაახლოებით ხუთჯერ გაიარა კატასტროფა, რამაც მასობრივად გაანადგურა სახეობები, თუმცა მიმდინარე გადაშენება „ყველაზე სწრაფი და შედეგიანი“ იქნება, ასობით და ათასობით საზღვაო სახეობა ქრება ოკეანეებში , რის შედეგადაც ეკოსისტემა ინგრევა ეს კი მხოლოდ ოკეანეებში შეღწეულმა პლასტმასისა და სხვა ტოქსიკური
ეკოლოგია
ნივთიერებების უდიდესმა მარაგმა, მაღალი კონცენტრაციის მქონე ტოქსიკურმა აირებმა და ნავთობით დაბინძურებამ გამოიწვია, უფრო მოკლედ რომ ვთქვათ - ადამიანის დაუდევრობამ. სწორედ ადამიანის დაუდევრობა შეიძლება იყოს ზემოთ ჩამოთვლილ ტრაგიკულ მოვლენათა და კატასტროფათა ერთადერთი ლოგიკური მიზეზი, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მას, როგორც სახეობას, როგორც ჯიშს, თავად უწერია გაქრობა - გადაშენება. ალბერტ აინშტაინმა თქვა: „თუ დედამიწაზე ოდესმე დადგება დრო, როცა ფუტკრები აღარ იქნებიან, მაშინ ადამიანებიც გაქრებიან“. საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა ფუტკრების (და არა მარტო) მასობრივი“ სუიციდი“ თუ ადამიანებს უფრო მარტივი და სწრაფი პროცესი მოუღებს ბოლოს, მაგალითად ცნობილი 2012 წელი. თუ ასე გაგრძელდა, აინშტაინი შეგვიძლია წინასწარმეტყველადაც მოვნათლოთ, სახლებიდან გამოსულებმა კი უკვე მკვდარი ჩიტების წვიმისაგან მოგვიწიოს ქოლგისათვის თავის შეფარება. ის მარტივი ჭეშმარიტება, რითიც საუბარი დავიწყე,
მოყვანილი მაგალითების შემდეგ უფრო და უფრო იძენს დამაჯერებლობას, და მეც მინდა გავიმეორო, რომ ბუნების ყოველი ელემენტი თანაბრად მნიშვნელოვანი ნაწილია იმ რგოლისა, რასაც არსებობა და სიცოცხლისუნარიანობა ჰქვია. წარმოიდგინეთ, რომ ყოველი უმიზეზოდ მოწყვეტილი ფოთოლი თქვენ მიერ განადგურებული მთელი სამყაროა, მინი ჟანგბადის ქარხანა. თქვენ მიერ მოკლული ყველა ცხოველი, ფრინველი თუ თევზი - საკუთარი სახეობის ერთერთი უკანასკნელი წარმომადგენელი. თქვენ მიერ დაბინძურებული ადგილები კი საკუთარი სახრჩობელასათვის გამძლე თოკის მომზადება. მსოფლიო რომ უზარმაზარი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა, ეს ყველამ იცის, მაგრამ იცით თუ არა ის, რომ არ ხართ მეფე? ადამიანი არ არის მეფე - ადამიანი არ წყვეტს - ადამიანი მორიგი რგოლია დიდი ჯაჭვისა, ნუ გავწყვეტთ მას ბოლომდე, იქნებ, ჯერ კიდევ შესაძლებელია მისი გადაბმა. ალექსანდრა აროშვილი
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
91
ეკოლოგია
ფენ შუი
და ეკოლოგია 92
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ეკოლოგია
G
oogle-ში ქართული ასოებით აკრეფილი ფენ შუის შედეგები დაახლოებით ასეთია - სამი ახალგაზრდული ფორუმი, „ნათიას ბლოგი“, „სახლი და ფენ შუი“, ეზოთერული ფორუმი…სამწუხაროდ, ვერც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ ელექტრონულ მისამართზე ვერ ამოიკითხავთ საკმარის
ინფორმაციას. მივდივართ დასკვნამდე, რომ ჩვენთან უძილობით გატანჯული დიასახლისების გადაწყვეტილება, შეცვალონ საწოლის მდებარეობა, მხოლოდ და მხოლოდ ინსტინქტია და არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან, რომელსაც „ავეჯის გადაადგილების“ სპეციალისტები წლების მანძილზე გულმოდგინედ სწავლობდნენ.
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
93
ეკოლოგია
ფენ შუი ძველ ჩინეთში გაჩნდა დაახლოებით ორი ათასი წლის წინ. აღსანიშნავია, რომ მაშინ ფენ შუის სპეციალისტის ჩარევის გარეშე თითქმის არაფერი წყდებოდა, არ შენდებოდა სახლები, არ კრძალავდნენ ადამიანებს, არ ნიშნავდნენ ქორწილის თარიღს... დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, თანამედროვე მსოფლიოში ფენ შუის სიმდიდრის, წარმატების, სიმშვიდის მოსაზიდად იყენებენ. ფენ შუი, როგორც მეცნიერება, სამ ძირითად ნაწილს ეყრდნობა. ეს არის ენერგია ცი, რომელიც ქმნის ყველაფერს; ინის და იანის - ორი ენერგიის ჰარმონია..; მესამე პრინციპი ხუთი ძირითადი სტიქიის წყლის, ხის, ცეცხლის, მეტალის და მიწის ურთიერთქმედებაა. უფრო მარტივად - ფენ შუი ძველი ჩინური ფილოსოფიის ნაწილია და მისი საფუძველი ბუნებაა. ხშირად იდენტიფიკაცია ხდება წინასწარმეტყველებასთან გეოგრაფიული ცოდნაზე დაყრდნობით, თუმცა ძველი ჩინური სწავლება საბოლოო ჯამში ბუნებასა და ადამიანს შორის კავშირთან უფრო ახლოს არის და მიზნად ისახავს შექმნას ყველა პირობა ადამიანისა და გარემოს უმტკივნეულო ტანდემისათვის, შესაბამისად მოგვიწოდებს, ვიცხოვროთ მაქსიმალურ ჰარმონიაში ბუნებასთან და არავითარ შემთხვევაში პირიქით. გვასწავლის, რომ ჩვენი კეთილდღეობა დიდ კავშირშია ემოციურ და ფიზიკურ გარემოებებთან. მაგალითად, სიკვდილის, უსამართლობის, სიმახინჯის და ბუნებისადმი გულგრილობის სიმბოლოებით დატვირთვა თვითდესტრუქციის ტოლფასია, ხოლო სილამაზის, სიკეთის, მუსიკის სიმბოლოებს პირიქით, ბედნიერება მოაქვს. თანამედროვე ფენ შუი გასაგები მიზეზების გამო მასიურად შეიჭრა არქიტექტურასა და ბიზნესში. ისეთი ადამიანიც კი, როგორიც მაგალითად
94
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ეკოლოგია
დონალდ ტრამპია, სპეციალისტს მიმართავს სახლში კარების ან სხვადასხვა ნივთის სწორად განლაგების მიზნით. დასავლური კომპანიების უმრავლესობა ჩინური მოძღვრების მეთოდებით ხელმძღვანელობს. ფენ შუი ისწავლება სხვადასხვა ბიზნეს სკოლაში. ძველი ინდოეთის, ჩინეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის ხალხები ამ მხრივ ჩვენზე ბევრად წინ იყვნენ. ჩამოთვლილი მხარეები, უფრო მეტად მაშინდელი ჩინეთი მთლიანად მოიცვა ნატურაფილოსოფიამ (მაშინდელი ეკოლოგიური მეცნიერება). ძველი და შუა საუკუნეების კოსმოგონური, სოციალური და ნატურაფილოსოფიური კონცეფციები მოძრაობის და დედამიწაზე არსებული სულიერი თუ არასულიერი ობიექტების აბსოლუტური ერთ-რაობის კანონებზე დაყრდნობით შეიქმნა. საუბარია უნივერსალურ მიზეზშედეგობრიობაზე, ცირკულაციაზე. მარტივი მისახვედრია, რამდენად ყოვლისმომცველი გახლდათ მაშინდელი ფენ შუი. უფრო მარტივია დაინახო, რომ გათანამედროვებული პოპ-ფენ შუი ბევრად უფრო ფართო სპექტრის არის, თითქმის ყველა სფეროში შეიჭრა. წარმოუდგენლად ბევრი შეიძლება ისაუბრო ამ მოძღვრების როლზე ბიზნესში, არქიტექტურაში, პირად ურთიერთობებში.... შეიძლება მოყვე ისტორიას და მისი განვითარების არც ერთი ნაბიჯი არ გამოტოვო... ვერ ვიტყვი, რომ უინტერესო იქნებოდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ნომერი კონკრეტულად ეკოლოგიას ეძღვნება. კარგი იქნება, ბოლოს და ბოლოს დავავიწროვოთ დეფინიცია და მთავარ სათქმელზე გადავიდეთ - „ფენ შუი და ეკოლოგია“. სულ თავიდან ფენ შუის ძირითადად განრისხებულ ბუნებასთან ზავის დადების მიზნით იყენებდნენ. ჯერ კიდევ შანის
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
95
ეკოლოგია
დინასტიის პერიოდში (1766 – 1121) ბელადები რეგულარულად სწირავდნენ მსხვერპლს ცას და მიწას. წინასწარმეტყველებდნენ ამინდის ცვალებადობის, მოსავლის შესახებ. განვითარების ერთ-ერთ ეტაპზე ლანდშაფტების, მშენებლობის, დაკრძალვის ადგილების შერჩევის საკითხებმა ახალი სახელწოდება მიიღო - ფენ შუი დილი. ამ კონკრეტული მიმდინარეობის მთავარი და ყველაზე საინტერესო კონცეფცია ის არის, რომ ფენ შუი დილის მიმდევრების აზრით დედამიწა (დი) გიგანტური სულიერი არსებაა, რომელსაც
საშუალებებს გვასწავლის. თანამედროვე ეკოლოგიური მეცნიერებები ფენ-შუისაგან დამოუკიდებლად მივიდა დასკვნამდე, რომ გარემო კომპლექსური აშკარა ან ფარული სხივებით ზემოქმედებს ადამიანზე და მასთან ერთად აბსტრაქტულ მთლიანობას ქმნის. რა თქმა უნდა, ამ ტიპის მსჯელობა უცხოა თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც აქამდე სტერეოტიპული შეხედულებებით იკვებებოდა იმის შესახებ, რომ დამოუკიდებელი ინდივიდია და მასზე არაფერი ზემოქმედებს. მან არც კი იცის, უფრო სწორად,
ისევე, როგორც ადამიანებს, გააჩნია სისხლი, ხორცი, ენერგეტიკული არხები და აქტიური წერტილები.
იცის, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რომ დედამიწის ენერგეტიკული ველი, პლანეტების გადაადგილება მის გარშემო, ლანდშაფტი და ადამიანი ზემოთ ნახსენები აბსტრაქტული მთლიანობის ნაწილები არიან. თემას არ ვხურავთ და სტატიას არ შევკრავთ. რომ შეიძლებოდეს კითხვის ნიშნითაც დავასრულებდი და გაბრაზებასაც გამოვხატავდი, რომელსაც ძალიან ჩვეულებრივი ადამიანური გულგრილობა და ჩვენთვის, ყველასთვის ასე ნაცნობი საფუძველს მოკლებული ოპტიმიზმი იწვევს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ფენ შუის და თანამედროვე ეკოგიური ცოდნის ნაზავს შეუძლია გამოიმუშავოს თანამედროვე ნატურაფილოსოფიის პარადიგმა, რომელიც მუდმივი მონაცვლეობის, ყოველივე სულიერის და არასულიერის მჭიდრო და გარდაუვალი ერთიანობის იდეას მოიცავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შეფასების მეთოდების და ცოდნის სრულიად ახალი პლასტი, რომელიც სივრცეს და დროს განიხილავს, როგორც მკურნალს და მათი გამოყენების
96
ჟურნალი „გუდვილი“ / #4 / ოქტომბერი / 2011
ნატუკა ნაცვლიშვილი