• Goodwill Magazine | March, 2012 •

Page 1

ISSN 2233-3118 ჟურნალი საქმიანი ადამიანებისათვის #8 / 03 / 2012 ვრცელდება უფასოდ

გახდი ეგოს მკითხველი ეს არის ჟურნალი ჭკვიანი, ძლიერი და გემოვნებიანი ქალებისათვის


წარმოებულია საქართველოში

05 “გურიელი ხილის ჩაი"

10

დიჯიტალიზაცია საქართველოში

სიახლეები

14 გუდვილი ახალი ბრენდითა და ახალი სავაჭრო ობიექტებით

ტექნოლოგიები

20 ნაბეჭდი წიგნი თუ ელექტრონული?

ბრენდის ისტორია

26 კომპანია Rastkaya საქართველოში

28 გუდვილმა ვალენტინობა მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცა

სხვადასხვა

ჯანმრთელობა

Bon Voyage

Moods

გასტრონომია

სამომხმარებლო კალათი

30 3 და 8 მარტი ქალებზე თუ ქალთა უფლებებზე?!

36 პანორამა ბუფეტი გუდვილის ახალი კაფე საბურთალოზე

38 Protex professional

40 Bloomsday in Dublins Fair City

46 ნაყინი, არახისის კარაქი და იაფფასიანი კომედიები

50 კენედების სამზარეულოში რეცეპტები და მოგონებები დიდებულ ამერიკულ ოჯახზე

56 მე ვარ Gour-Meggle

58 გუდვილი ცენტრალიზებული წარმოება და ახალი ბრენდი

61 მომხმარებლის გიდი


ჯანმრთელობა

38

Bon Voyage

40

Protex professional

Moods

46

Bloomsday in Dublins

ნაყინი,

Fair City

არაქისის კარაქი და იაფფასიანი კომედიები

გასტრონომია

50

სამომხმარებლო კალათი

61

კენედების სამზარეულოში

მომხმარებლის

რეცეპტები და

გიდი

მოგონებები დიდებულ ამერიკულ ოჯახზე

56 მე ვარ Gour-Meggle

58 გუდვილი ცენტრალიზებული წარმოება და ახალი ბრენდი


ჟუ აქ რ IS ირ ტ ნა # ო 8 სმ ლ ე უ რ დ ქ მი / ვ ლ ი გ ი: ირ ტ რ 0 სა ებ ნი ო ი 3 ცე ქმ ექ რ ელ რ / სტ ლ ია 2 ი ე ტ დ : 0 რ დ ო ი ნი ან ებ 1 აც აქ რ რ 2 უ ა ად ი: ედ კი ტ იუ უ ამ ო ფ სე ლ აქ ნა ას რ ია რ ი ი: ო ტ ცვ ნე გ დ მე ო სა ო ბი ლ რ ნე შ კ სა იშ ი: ა ულ ჯე თ ნ პ ვ ვი დ ატ რ ი რ ი ლ იზ ს იშ ჯა ი: უკ ი აი ნი ვი ნო ა ნი ნი ნი გ ნ ვი აყ ჟუ აც : კო გ იდ რ ვლ ვა ფ ნ ე ნ ო ვე ალ ლ იშ ცა ტ გ ბი იზ ი ო ვი ის სა გ ო ს : ბ ლ ი ტ არ ლ მე სე ო რგ ებ ი რ თ ნე ი ა რ ი შვ ხუ კო გ გი შო თ : ჯე დ ო ი ა ც წ გ რ ლ რ ის იშ ტ ო თა იო მა ებ ექ ი იტ წ რ ტ ვი კო ძე ი: ალ რ ა რ ტ ე ლ ო გ იბ ლ ნკ ლ ნა ე ი რ ი ბუ უტ ო ა ნე ორ ტ ქს ი: ღ ვი ურ ალ ა ო ბი თ თ ალ ნდ რ ი ა ე ქ ი ი: კო რ ი ა რ ტ იძ ფა ერ მა დ ა ჩ არ არ ე ნი ნა ხე ი: ძე ნა ნკ ჩი ო დ შ ავ ა ე ხო ვი შ ლ ით ვი ლ მა რ ი, ლ ი ავ რ კუ მა ი, , ე ინ ა პრ რ მა ლ ა ია აძ ალ რ ენ ნა ე ია ე ექ ნი მ ფ სა ტ ას ნი აბ უ ურ კა აღ რი შ ი ვი უა ლ ი

8 11

-3

33

22

SN

რ ედ ი

არ

ავ

ხი

სუ

ად

პა

იტ

ერ

ატ

ურ

კრ

ეა

იუ

არ

მთ

რედაქცია: საქართველო, თბილისი მ. ბროსეს ქ, 7., საფოსტო ინდექსი 0108, ტელ.: +995 32 2946 446, ფაქსი: +995 32 2922 898 / მარკეტინგის სამსახური: flitmail@flit.ge /გამოცემის თარიღი: 15.03.12 გამომცემლობა „ფლიტ მედია“ საქართველო / თბილისი, მ. ბროსეს ქ. 7, ელ.ფოსტა media@flit.ge www.flit.ge / ყოველთვიური უფასო ჟურნალი / გამოდის 2011 წლის ივნისის თვიდან

UDC(უაკ)659,3(051,2)+055(479,22)

პოლიგრაფიული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ან ელ.ფოსტის საშუალებით და 5 დღის განმავლობაში მიიღებთ ახალ ეგზემპლარს. კატეგორიულად იკრძალება „გუდვილში“ გამოყენებული ტექსტური და ფოტო მასალის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენება მთავარი რედაქტორის წერილობითი თანხმობის გარეშე. გამომცემლობა პასუხისმგებლობას იხსნის რეკლამაში განთავსებულ შინაარსზე.



რედაქტორის წერილი

ცდამეერთე საუკუნის მთავარი პრიორიტეტი

და ამავდროულად პრობლემა დიჯიტალიზაციაა. შევთანხმდეთ, რომ ტექნოლოგიურ განვითარებას საზღვრების გარეშე თავისი მინუსები და პლიუსები უდავოდ აქვს. ყველაზე აქტუალურ საკითხებს შორის ერთ-ერთი თავის მხრივ ყველაზე აქტუალური წიგნის და ელექტრონული წიგნის "შერკინებაა". რა თქმა უნდა, ბრძოლაში წიგნთან ერთად სრულიად ბეჭდური მედიაც არის ჩართული და მისი აქტუალობის მაჩვენებელი სულ მალე შეიძლება ნულს ქვემოთ ჩამოვიდეს. ძვირფასო მკითხველო, ჟურნალში, რომელიც სავარაუდოდ გადაშლილი გაქვს, ორი საკმაოდ ვრცელი სტატია ეთმობა ელექტრონული წიგნის ავკარგიანობის საკითხებს. მარტის ნომერი ლოგიკურად მიმოიხილავს 3 და 8 მარტის ტრადიციას არატრადიციული ფორმით, შეგიძლიათ შეიხედოთ კენედების სამზარეულოშიც... ანუკი ნაცვლიშვილი editor@flit.ge


წარმოებულია საქართველოში

რუბრიკას წარმოგიდგენთ

5


წარმოებულია საქართველოში

გასულ თვეში „გურიელის“

ქართული ჩაის საერთაშორისო დონის ბრენდი და მისი ახალი პროდუქტი –

ბრენდის ქვეშ კიდევ ერთი ახალი პროდუქტი, „გურიელი ხილის ჩაი“ გაერთიანდა, რომელიც მომხმარებელს ქართული კენკრის, ტყის ხილისა და სუბტროპიკის უნიკალური კომბინაციებით შექმნილი ჩაის დაგემოვნების

gurieli

საშუალებას სთავაზობს. „გურიელი“

xilis Cai

გამოცდილი ჩაის მწარმოებელი

პირველად 2010 წელს გამოჩნდა დახლზე – მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასის წყალობით მოკლე ხანში მომხმარებლის ერთგულება მოიპოვა. ბრენდის უკან კომპანია „გეოპლანტი“ დგას, რომელიც ჯერ კიდევ 1996 წელს დაფუძნდა და როგორც საქართველოს, ისე საკუთრივ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ლიდერია ინდუსტრიაში.

6

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


წარმოებულია საქართველოში

ეოპლანტის“ მფლობელობაშია პლანტაციები გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში, რომელთა საერთო ფართობიც 1240 ჰექტარს აღწევს. ორი პირველადი გადამუშავებისა და ჩაის დასაფასოებელი ქარხანა ოზურგეთსა და ზუგდიდში – თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური დანადგარებითაა აღჭურვილი. ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მაღალკვალიფიციური კადრების რეგულარი გადამზადება კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. „გეოპლანტში“ 80-მდე ადამიანია დასაქმებული, კრეფის სეზონზე კი ეს რიცხვი 325-ს აღწევს. 2010 წლამდე კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას საექსპორტო ბაზარზე მსხვილი დაფასოების ჩაის რეალიზაცია წარმოადგენდა, 2010 წელს კი კომპანიამ ქართული ჩაის საერთაშორისო კლასის ბრენდები – „გურიელი ექსპორტი“ და „რჩეული“ შექმნა. ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებად ცნობილი „ქართული ბაიხი №36“ დიდი პოპულარობით სარგებლობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სადაც მომხმარებელს დღემდე მოჰყვება ქართული ჩაის ნოსტალგია. ჩაი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოჰყავთ, ხელითაა დაკრეფილი და ყოველგვარი ქიმიური დანამატის გარეშე მზადდება. დღეისათვის

კომპანია 29 დასახელების დაფასოებულ პროდუქტს აწარმოებს, რომელთა 10 % საზღვარგარეთ გადის, დანარჩენი 90 % კი ადგილობრივ ბაზარზე რჩება. „გურიელი ექსპორტი“ ჩაის კლასიკური ხაზია: შავი, მწვანე, შავი ბერგამოტითა და მწვანე ჟასმინით. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ეს ხაზი სრულყოფილია და ჩაის ეგრეთწოდებული „არაკლასიკური“ - ხილისა თუ მცენარეული ჩაი ცალკეული ქვებრენდების სახეს მიიღებს. „რჩეული“, რომელიც ეკონომ-კლასის პროდუქტია, მომხმარებელს ჩაის სხვადასხვა სახეობების შეღავათიან ფასად დაგემოვნების საშუალებას სთავაზობს. სწორედ ამიტომ იგეგმება „რჩეულის“ არსებული ასორტიმენტის გაზრდა, რომელიც ამ ეტაპზე როგორც კლასიკურ შავსა და მწვანეს, ისე ტყის კენკრის, პიტნისა და ბერგამოტის ბუნებრივი არომატიზატორებით დამზადებულ ჩაის მოიცავს. „გეოპლანტის“ ბრენდები საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია „OGILVY”-ისთან ერთად შეიქმნა. „ჩვენ წავედით სერიოზულ დანახარჯებზე და ავირჩიეთ საერთაშორისო კომპანია იმ მიზნით, რომ მიგვეღო საერთაშორისო დონის, მსოფლიო ბაზრისთვის მისაღები პროდუქტი“ - ამბობს „გეოპლანტის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი, მზიკო ლაპიაშვილი - „და სწორედ ესაა კომპანიის უმთავრესი მიღწევა - ჩაის ქართული ბრენდის შექმნა, რომელსაც როგორც ადგილობრივ, ისე

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

7


წარმოებულია საქართველოში

უცხოურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის დიდი პოტენციალი აქვს.“ ბრენდის გამოჩენამ ქართულ ბაზარზე ერთგვარი გარდატეხა მოახდინა. მაშინ, როდესაც ბაზრის 95%-ზე მეტი აზერბაიჯანიდან, შრი ლანკიდან თუ არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან იმპორტირებულ ჩაის ეჭირა. გაყიდვების დაწყებიდან ერთი წლის თავზე კომპანია „გეოპლანტმა“ დაფასოებული ჩაის ადგილობრივი მოხმარების 12%-ის ათვისება შეძლო, რაც ასეთი მოკლე დროისთვის განსაცვიფრებელი მაჩვენებელია. საინტერესოა ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში, როგორც სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები იუწყება, საქართველოში 500 000 ტონა ჩაი მოდიოდა და იგი სიდიდით მეოთხე უმსხვილეს ჩაის მწარმოებლად ითვლებოდა მსოფლიოში. საბჭოთა პერიოდის შემდგომი დიდი ჩავარდნის შემდეგ, მხოლოდ ახლა, „გეოპლანტის“ გამოჩენის მერე შეინიშნება ამ სფეროს აშკარა აღმავლობა და განვითარება. საყურადღებოა „გეოპლანტის“ შვილობილი კომპანია „გეოფლაუერი“, რომლის საქმიანობა ქართული ველური ხილისა და სამკურნალო ბალახების შეგროვება-გადამუშავება წარმოადგენს. როგორც ველური ვაშლი, ასკილი, მოცვი, ქაცვი, ტყის კენკრა, ფეიხოა, კომში, კივი, ლიმონი, ფორთოხალი, ასევე სამკურნალო და საკვები ბალახების (ფურისულა, გვირილა, ჭინჭარი, პიტნა, ჟასმინი, სუროს ფოთოლი, ცაცხვის ყვავილი) უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადიოდა. ამ განსაკუთრებული ბუნებრივი რესურსების ინტეგრირება ჩაის წარმოების პროცესშიც მოხდა. სწორედ ასე შეიქმნა „გურიელი ხილის ჩაი,“ რომლის სახითაც მომხმარებელს ქართული ტყის ხილის, კენკრისა და სუბტროპიკული ხილის უნიკალური ნაზავის დაგემოვნების საშუალება მიეცა. „ახალი პროდუქტის განვითარების იდეას მომხმარებელი გვკარნახობს. როცა გაჩნდა ინტერესი და მოთხოვნა ხილის ჩაიზე, გადავწყვიტეთ ადეკვატურად გვეპასუხა და სწორედ „გურიელი ხილის ჩაი“ – გვეუბნება მზიკო ლაპიაშვილი. ტყის ხილისა და კენკრის მოპოვება რაჭა-ლეჩხუმის მთიან ზონაში ხდება და მათი 100% ველურად იზრდება, ხოლო „სუბტროპიკისთვის“ საჭირო ინგრედიენტებს დასავლეთ საქართველოში აგროვებენ. ამ უკანასკნელის დიდი ნაწილი კულტივირებულია, რადგან ფეიხოა, ლიმონი, კივი და სხვა ციტრუსები ველურ პირობებში საქართველოში არ მოიპოვება. 8

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

დაკრეფის შემდგომ ხილი სპეციალური შრობის პროცესს გადის. მათი სრული უმრავლესობა ბუნებრივად შრება, თუმცა, მაგალითად, ვაშლი ვერ აღწევს ტენიანობის საჭირო დონეს, ამიტომ, მისი გამოშრობა ცხელი ჰაერით ხდება. შემდეგ ხილს კურკა ეცლება და შესაფუთად საჭირო კონდიციამდე იჭრება. ბაზარზე მალე გამოვა ხილის ჩაის ეგრეთ წოდებული ჩანთიანი სახეობაც. „ჩვენ ჯერ დასაყენებელი ჩაი გამოვუშვით, რადგან გვინდოდა მომხმარებლისთვის კარგად გაგვეცნო ახალი პროდუქტი გვეჩვენებინა, რომ ეს ნამდვილად ხილია, ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური“, ამბობს მზიკო ლაპიაშვილი და ამატებს - „ხილის ჩაის შექმნით ხარისხობრივად სხვა დონეზე გადავინაცვლეთ-ასორტიმენტის გაზრდასთან ერთად, უფრო მეტი სპეციფიური გემოვნებისა თუ მოთხოვნების მქონე მომხმარებლი შევიძინეთ და რაც მთავარია, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევქმენით.“ ახალი პროდუქტის შემუშავება „გეოპლანტში“ ძალიან საინტერესო და რთული პროცესია. ამ პროცესში ტექნოლოგებთან ერთად ბევრი თანამშრომელია ჩართული. ტარდება ლაბორატორიული ცდები, ხდება მიღებული გემოების გასინჯვა და შეფასება. ამორჩეული ვარიანტები კიდევ ბევრ ტექნოლოგიურ საფეხურს გადის – ასე ყალიბდება პროდუქტის კონცეფცია. ხილის ჩაიმაც მსგავსი პროცესი გაიარა და საბოლოოდ ის სახე მიიღო, რაც დღეს აქვს. განსაკუთრებით საიტერესოა ახალი პროდუქტის გამორჩეული დიზაინი, რომელიც ასევე კომპანია „OGILVY“-ს ეკუთვნის. ერთი შეხედვით ფერადი, აბსტრაქტული გამოსახულება ხილის ჩაის თითოეული სახეობის კოლოფზე კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი როდია. „გურიელი ხილის ჩაის“ კონცეფცია მთლიანად ბუნებრიობაზეა აგებული და აუცილებლად ჩავთვალეთ, ეს შეფუთვაზეც აგვესახა“– განაცხადა მზიკო ლაპიაშვილმა, „ამიტომაც გამოსახულებები კოლოფებზე ეგრეთ წოდებული „ფუჟენის“ რეალური ფოტოების ერთობლიობაა.“ კოლოფები სპეციალური პლანოგრამით სამი განსხვავებული გამოსახულების იდეალურ ერთობლიობას ქმნის და ამ ტალღის გაგრძელებას კომპანია წლის ბოლომდე გეგმავს. „გეოპლანტის“ ერთ-ერთი მთავარი იდეა თავიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული კორპორატიულ და სოციალურ პასუხისმგებლობასთან. კომპანიას დიდი


წარმოებულია საქართველოში

წვლილი შეაქვს ქართული ჩაის აღორძინებაში. მნიშვნელოვანი მოვლენაა „გეოპლანტის“ მიერ ქართული ბიზნეს-ბრენდის შექმნა, რაც, თუ ქართულ ბიზნეს სექტორს გადავხედავთ, იშვიათი შემთხვევაა. „როცა ჩაის პროდუქტზე ვსაუბრობთ, ორი საკითხია აღსანიშნავი. პირველი, საკუთრივ პროდუქტი. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ხარისხიანი, ნატურალური და მაღალი გემოვნური თვისებების მქონე ჩაი. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანი კი ქართული ჩაის ბრენდის შექმნა იყო. პროდუქტი თავისთავად ღირებული რამაა, მაგრამ მისი ღირებულება ერთიორად იზრდება ბრენდთან ერთად. ჩვენ შევქმენით და ვავითარებთ ბრენდს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ტრადიციულ დარგს - ქართული ჩაის წარმოებას უკავშირდება“. „გეოპლანტს“ მრავალფეროვანი და საკმაოდ ამბიციური სამომავლო გეგმები აქვს. წლის ბოლომდე აპირებს ჩაის სახეობების ორმოცამდე გაზრდას. 2012 წლის ბოლოს კომპანია გამოუშვებს შავ და მწვანე ჩაის, „პრინცი გურიელი“, რომელიც ბრენდის ქვეშ წარმოებული პრემიუმ კლასის პროდუქტი იქნება და როგორც კომპანიაში ამბობენ, ქართული ჩაის ხარისხის მწვერვალი გახდება. „პრინცი გურიელი“ თუნუქის ქილებში გაიყიდება. იგეგმება მცენარეული ჩაის გამოშვება, რომელზეც დიდი მოთხოვნაა. კომპანია ამ ჩაის შექმნაში მომხმარებლის ჩართვასაც გეგმავს. „იგეგმება სპეციალური კონკურსის გამოცხადება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ოჯახებში შემონახული უნიკალური რეცეპტების გაცოცხლება და მათგან საუკეთესოთა რეალურ პროდუქტად ქცევა გახდება შესაძლებელი. ამ რეცეპტების გაცოცხლება და მათგან საუკეთესოს არჩევა უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი იქნება. „ჩვენი საქმიანობის ამომავალი წერტილი მომხმარებელია და აუცილებლად მიგვაჩნია, ამა თუ იმ პროდუქტის შექმნის პროცესში მაქსიმალურად ჩავრთოთ“, აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი.

მარიამ ტაბაღუა

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

9


წარმოებულია საქართველოში

d

ijitalizacia saqarTveloSi

ახალი საუკუნის დადგომასთან ერთად

digital

კაცობრიობამ

10

საინფორმაციო ეპოქაში შეაბიჯა თანამედროვე მსოფლიოს ერთერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ე.წ. დიჯიტალიზაციაა ანუ ინფორმაციის „გაციფრება“. ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე სამყაროს განვითარებაში. ეს ტექნოლოგიები კი მჭიდროდაა დაკავშირებული განათლებასთან.

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

არსებობს მოსაზრება, რომ დღეს წარმატებას აღწევს ადამიანი, რომელიც უფრო განათლებული – წიგნიერი კი არა, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, არამედ უფრო ინფორმირებულია. მსგავსი ტექნოლოგიების წარმოება ძირითადად განვითარებულ ქვეყნებში ხდება, თუმცა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოშიც შეიქმნა ქართული წარმოების კომპიუტერები და წარმატებით დაინერგა ქართულ სკოლებში. ე.წ. ნეთბუქები კომპანია „ალგორითმისა“ და მულტინაციონალურ კორპორაცია „ინტელის“ თანამშრომლებმა დაამზადეს. „ინტელი“ მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის (რაშიც ერთერთი წამყვანი როლი ქვეყნის ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას


(http://www.buki.ge),

digital

უჭირავს) ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას. იგი თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის ადგილობრივ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელ კომპანიასთან. ერთერთია „ალგორითმი“, რომელიც საქართველოში 1989 წლიდან ფუნქციონირებს. განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში საწარმოში აეწყო 60 000 კომპიუტერი, რომელთა დიდი ნაწილიც უკვე დაურიგდა პირველკლასელებს. ნეთბუქები საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების დახმარებით შეიქმნა. პროექტზე მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კომპეტენტური სპეციალისტი მუშაობდა. მოსწავლეებისთვის სახელი რომ ადვილი დასამახსოვრებელი და სახალისო ყოფილიყო, კომპიუტერებს „ბუკი“ დაარქვეს. მასში ჩატვირთულია სპეციალური პროგრამები უცხო ენაში, ქართულში, მათემატიკასა და ლოგიკაში. ასევე კლასგარეშე სახელმძღვანელოები და სხვადასხვა შემეცნებითი თამაში. ნეთბუქების შექმნის და დარიგების მთავარი მიზანია, ბავშვებს ინფორმაციის მოძიების მეტი საშუალება მისცენ და პატარა ასაკიდანვე მოამზადონ ისინი კომპიუტერიზაციის და ინტერნეტ– სამყაროს სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებისთვის. „ბუკისთვის“ შეიქმნა სპეციალური საიტიც (http://www.buki.ge), რომელზეც განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა, ინტერაქტიული, შემეცნებითი თამაშები და სხვადასხვა მასალა, რაც მოსწავლეებს სჭირდებათ.

რაც შეეხება „ალგორითმს“, ნეთბუქების გარდა, პერსონალურ კომპიუტერებს და ნოუთბუქებსაც აწარმოებს, ასევე ეწევა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების იმპორტს; მიღებული აქვს ISO სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ „ალოგირთმის“ კომპიუტერული წარმოების ქარხანა საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის პროდუქტები უცხოურ კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასებით არ გამოირჩევა, მას უპირატესობა აქვს – რომ უკეთაა მორგებული ადგილობრივ მოთხოვნებზე. კომპანიას კარგად აქვს შესწავლილი ადგილობრივი ბაზარი და იცის, რა უნდა ქართველ მომხმარებელს. „ალგორითმის“ კომპიუტერული ტექნიკის ექსპლუატაცია კონკურენტულ საქონელთან შედარებით გაცილებით მოსახერხებელია. „თუ სხვა კომპანიების ავტორიზებულ სერვის-ცენტრებში კომპიუტერის შეკეთებას რამდენიმე დღე სჭირდება, ჩვენთან ამ პროცედურას მაქსიმუმ 24 საათი მიაქვს“ - ამბობს ქარხნის წარმოების დირექტორი ზურაბ მუნჯიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

georgiagia

ტექნოლოგიები წარმოებულია / საზღვრებს საქართველოში გარეთ

ისევ „ბუკის“ რომ დავუბრუნდეთ, უნდა ითქვას, რომ მთავარი, რისი გაკეთებაც ამ საბავშვო ნეთბუქებს შეუძლია, არის ისეთი ადამიანების ჩამოყალიბება, რომლებიც საკუთარი უნარებით კონკურენციას გაუწევს კადრებს საერთაშორისო დონეზე. ეს კი დღევანდელ, აჩქარებულ ცხოვრების ტემპში, სამყაროში, სადაც ადამიანს ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ინფორმაციის გადამუშავება უხდება, ძალიან მნიშვნელოვანია.

digital ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

11


წარმოებულია საქართველოში

digital

კიდევ ერთი ქართული პროდუქტი, რომელიც ახლახან გამოჩნდა ბაზარზე, პირველი ქართული ელექტრონული საკითხავი „იოტა რიდერია“. ყველაფერი literatura.ge-დან დაიწყო, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წლიდან მხარს უჭერდა ქართულ ენაზე ნაწარმოებების განთავსებას ინტერნეტში. ამ საიტმა დიდად შეუწყო ხელი მაშინდელი ლიტერატურული პროცესის გამოცოცხლებას და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობდა. დროთა განმავლობაში, სოციალური ქსელების გამოჩენის შემდეგ მისი მომხმარებელი შემცირდა, თუმცა საიტს დღესაც ჰყავს ბევრი ერთგული მკითხველი. 2010 წელს literatura.ge-ს საინიციატივო ჯგუფს გაუჩნდა იდეა, შეექმნა ქართული ელექტრონული წიგნების ბაზარი. ამ წელს აშშ-ში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. პირველად ისტორიაში ელექტრონული წიგნების გაყიდვამ გადააჭარბა ნაბეჭდი წიგნებისას. ელექტრონული წიგნების მზარდი პოპულარობის ფონზე საქართველოში მსგავსი ფორმატით გაყიდული წიგნების რაოდენობა ნულის ტოლი იყო. literatura.ge-მ გადაწყვიტა ეს გაუგებრობა გამოესწორებინა და რესურსების ძებნა დაიწყო. შემუშავებულმა პროექტმა ძლიერი კონკურენციის პირობებში მოიპოვა დაფინანსება საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ლიდერი კომპანია „იუჯი-თი“-ს ვენჩურული ფონდიდან. ასე შეიქმნა საქართველოში პირველი ელექტრონული წიგნების მაღაზია. ამავე ჯგუფმა გადაწყვიტა ელექტრონულ წიგნებთან ერთად ელექტრონული საკითხავი მოწყობილობის შექმნაც, რომელსაც უცხოური რიდერებისგან

12

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

განსხვავებით ექნებოდა ქართული მენიუ, ქართული ვირტუალური კლავიატურა, ქართული შრიფტების მხარდაჭერა, ტექსტში ქართულად ძებნის ფუნქცია, ქართული ლექსიკონების მხარდაჭერა და სხვ. ასე გაჩნდა იოტა რიდერი. რატომ იოტა? „იოტა ქართული ასოცაა და ბერძნულიც, ის მცირე ზომის მარგალიტსაც ნიშნავს და ესეც სიმბოლურია - ჯიბის წიგნაკისხელა მოწყობილობაში ათიათასობით წიგნი - უზარმაზარი ბიბლიოთეკა ეტევა“ - ამბობს პროექტის კოორდინატორი პაატა სირბილაძე.

http://lit.ge lit.ge-ს ბიბლიოთეკაში მოიპოვება ქართული კლასიკის სრული ანთოლოგია იაკობ ხუცესით დაწყებული, მიხეილ ჯავახიშვილის სრული კრებულით დამთავრებული და ეს ყველაფერი იოტა რიდერის მომხმარებლისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. ამას გარდა, lit.ge-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში იპოვით ბევრ თანამედროვე ავტორსაც და მათ ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც მხოლოდ ელექტრონული სახით არსებობს. საინიციატივო ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს გამომცემლობებთან და ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასაც გეგმავს. იოტა რიდერი ამჟამად 299 ლარი ღირს. ამ ფასში შედის 30 ლარიანი დეპოზიტი წიგნების შესაძენად და 20 ლარად ღირებული შალითა.


digital

ტექნოლოგიები წარმოებულია / საზღვრებს საქართველოში გარეთ

იოტა რიდერის საშუალებით ელექტრონული წიგნები არასანქცირებული გავრცელებისგანაც დაცულია. იოტა მიბმულია lit.ge-ს მომხმარებლის ანგარიშზე და კონკრეტულად იოტასთვის ნაყიდ წიგნს სხვა იოტა რიდერში ან რომელიმე სხვა მოწყობილობაში ვერ გახსნით. ნაყიდი წიგნის წაკითხვა შესაძლებელია კომპიუტერშიც სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, რომლის გადმოწერაც lit.ge–დან უფასოა. წიგნების გარდა, lit.ge-ს მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ჟურნალ-გაზეთების ელექტრონული ვერსიებიც, ახალი ნომრის გამოსვლისთანავე, და ისინი ნაბეჭდ ვერსიებთან შედარებით ორჯერ უფრო იაფი ღირს. საინიციატივო ჯგუფის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ სიახლე თავიდანვე თბილად მიიღო. კვლევების მიხედვით, საქართველოში ინტერნეტს მოსახლეობის მხოლოდ 14% იყენებს, ელექტრონული სერვისებით სარგებლობის მაჩვენებელი კი ამაზე დაბალია. მიუხედავად ამისა, lit.ge-ზე საკმაოდ დიდი და მზარდი აქტიურობაა, თანაც სამიზნე აუდიტორია ყოველდღიურად იზრდება. ფაქტობრივად 95%-იანი რესურსია ასათვისებელი, რაც ამ ბიზნესს ძალიან პერსპექტიულს ხდის, ამბობენ იდეის ავტორები. უახლოეს მომავალში ანდროიდის აპლიკაციის საშუალებით lit.ge-ს წიგნების წაკითხვა შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონების და ე.წ. „ტაბლეტების“ საშუალებითაც. „ამას გარდა, lit.ge ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს მომხმარებელს. უკვე რამდენიმე ასეული პოპულარული, ქართული ელექტრონული წიგნია ხელმისაწვდომი მკითხველისთვის და ამ წლის ბოლომდე ვგეგმავთ, აქტუალური წიგნების მთელი ბაზარი დავფაროთ. ასევე გავზრდით პერიოდული გამოცემების ელექტრონული ვერსიების რაოდენობასაც“ - ამბობს პაატა სირბილაძე. ქართული კლასიკა, თანამედროვე ავტორები, აქტუალური თარგმანები, ათასობით უცხოენოვანი წიგნი - ეს ყველაფერი უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მკითხველისთვის. ელექტრონული წიგნები დაზღვეულია დაკარგვისგან, დაზიანების ან წაშლისგან. მომხმარებელი ნებისმიერ მომენტში შეძლებს მათ აღდგენას. იოტა რიდერის და lit.ge-ს ელექტრონული ბიბლიოთეკის შემქმნელებს მკითხველისთვის ერთი მთავარი გზავნილი აქვთ: „იკითხეთ ყველგან, იკითხეთ კომფორტულად!“

მარიამ ტაბაღუა

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

13


სიახლეები

კომპანია „გუდვილი“ ინოვაციური პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ამ მიმართულებით, ჰიპერმარკეტების ქსელი გამორჩეულია არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის მასშტაბით. კომპანიისთვის წარმატებული იყო 2011 წელი - გაიხსნა ახალი ობიექტები, გაფართოვდა ქსელი, მოიპოვა საერთაშორისო აღიარებები, გუდვილმა ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა ცნობილ ბრენდებთან. 2011 წლის შედეგები გუდვილმა მედიის წარმომადგენლებს გააცნო და 2012 წლის გეგმებზე ისაუბრა.

14

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


სიახლეები

"გუდვილი" რუსთაველი

მიმდინარე წელს „გუდვილის“ სტრატეგია რამდენიმე მიმართულებით იცვლება. კომპანია ოპერირებას გაუწევს ჰიპერ და სუპერმარკეტების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით, გააფართოებს ბულანჟერიებს და კაფეტერიებს, გააგრძელებს „სოკართან“ ერთად მულტიფუნქციური კომპლექსების, სავაჭრო და სწრაფი კვების ობიექტებით უზრუნველყოფას. 2012 წლიდან „გუდვილი“ თავის მომხმარებელს შესთავაზებს ყველაზე მასშტაბურ და ამბიციურ პროექტს - „მარშეს“. ეს იქნება ცენტრალიზებული საწარმოო ხაზი, საბითუმო სავაჭრო ცენტრი და დასაფასოებელი საამქრო გაერთიანებული ერთ სივრცეში. ამ პროექტის ღირებულება 30 მილიონი ევროა. „შეიქმნება სადისტრიბუციო არხები, რომლებიც ჩვენ მიერ წარმოებულ და დაფასოებულ პროდუქტს - „მარშეს“ მთელი საქართველოს მასშტაბით მოამარაგებენ. ჩვენ ვიქნებით როგორც პროდუქტის იმპორტიორი, ასევე მწარმოებელი კომპანია, რომელიც ვერტიკალური ინტეგრაციის გზით ვითარდება და გადადის ახალ ბაზრებზეც. „მარშე“ 500-მდე ადამიანს დაასაქმებს.“ განაცხადა კომპანია „გუდვილის“ გენერალურმა

"გუდვილი" გლდანი

დირექტორმა მიხეილ ჩარკვიანმა. ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს კომპანია „გუდვილის“ ბრენდს კიდევ რამდენიმე ახალი ობიექტი შეემატება: „გუდვილი“ გლდანში სავაჭრო ცენტრი გლდანის დასაწყისში; „გუდვილი“ ვაკეში - სუპერმარკეტი და სწრაფი კვების ობიექტი; „გუდვილი“ ბათუმში - სუპერმარკეტი და სწრაფი კვების ობიექტი; „გუდვილი“ რუსთაველზე საკონდიტრო - კულინარიული ბუტიკი; „სოკარის“ მულტიფუნქციურ კომპლექსებში „გუდვილის“ სუპერმარკეტები და სწრაფი კვების ობიექტები. ნინო შევარდნაძე (კომპანია „გუდვილის“ პრეზიდენტი): „2011 წელი კომპანია „გუდვილის“ ისტორიაში ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო. მოხდა როგორც ბრენდის გეოგრაფილი გაფართოება, ასევე მისი დივერსიფიცირება, ახალი პროექტების ადაფტირება, „გუდვილისა“ და „ჯიმარტის“ გაფართოება და ბევრი სხვადასხვა სერვისისა და ინოვაციის შეთავაზება მომხმარებლისთვის. გასული წლის დასაწყისში, „გუდვილმა“ მოახდინა თავისი ბიზნესის დივერსიფიცირება და მომხმარებელს შესთავაზა სამოსისა და

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

15


სიახლეები

"გუდვილი" ბათუმი

ტექსტილის მაღაზია „მერლინი“, რომელიც მდებარეობს ვაკეში. მოგვიანებით „გუდვილმა“ გახსნა სასწავლო ცენტრი, სადაც ხდება კომპანიის ყველა თანამშრომლის გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. 2011 წლის ივლისში „გუდვილმა“ თავის მომხმარებელს შესთავაზა ინოვაციური პროექტი - ინტერნეტსუპერმარკეტი. მსგავსი პროექტი საქართველოს რითეილის ბაზარზე პირველი იყო და მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად. 2011 წლის აგვისტოში „გუდვილი“ უკვე მეორედ წარსდგა ევროპის ბიზნესდაჯილდოებაზე, საიდანაც წარმატებული დაბრუნდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კომპანია. მოგვიანებით, „გუდვილმა“ კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა ხარისხის ნიშნის ვარსკვლავი, ამჯერად უკვე ჟენევაში გამართულ დაჯილდოებაზე. გასულ წელს, „გუდვილმა“ გაზარდა პროდუქციის ასორტიმენტი ფრანგული ბრენდის - „ოშანის“ პროდუქციით და ჩვენ გავხდით მათი ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. 2011 წელს გაერთიანდა ორი მსხვილი კომპანია - „გუდვილი“ და „ჯიმარტი“. გასული წლის შემოდგომით კომპანია „გუდვილმა“ ბათუმის ცენტრში გახსნა ბულანჟერეა, რომელიც ქართველ მომხმარებელს სთავაზობს როგორც ფრანგული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ასევე ქართულ პროდუქტებსაც. რამდენიმე თვის 16

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

წინ, „გუდვილმა“ და „სოკარმა“ ერთობლივად გახსნეს მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გორის მონაკვეთზე. კომპლექსს 4 ჰექტარი ფართობი უჭირავს, სადაც „გუდვილის“ სუპერმარკეტის გარდა, მუშაობს სწრაფი კვების ობიექტი, ბარი, საბავშვო ოთახი და აფთიაქი. წინასაახალწლოდ კი „გუდვილმა“ საჩუქარი მოუმზადა თავის მომხმარებელს და გახსნა დიდი სავაჭრო ცენტრი საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე. „გუდვილის“ რიგით მეორე ჰიპერმარკეტი 9 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და „გუდვილის“ ბრენდის გარდა, უამრავი სავაჭრო ობიექტი და სერვისცენტრია წარმოდგენილი.“ მიხეილ ჩარკვიანი, (კომპანია „გუდვილის“ გენერალური დირექტორი): „ვფიქრობ, „გუდვილისთვის“ 2012 წელი არანაკლებ საინტერესო იქნება. კომპანია ამკვიდრებს საკმაოდ მასშტაბურ პროექტს - ბრენდ „მარშეს“, რაც მოიცავს მსხვილ საწარმოო ხაზებს და დიდ საბითუმო სავაჭრო ცენტრს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევროა და ამ ობიექტზე „გუდვილის“ ხარისხით 4500-ზე მეტი დასახელების პროდუქტის წარმოება მოხდება. ეს იქნება, როგორც ხორცი და ხორცპროდუქტები, ძეხვი და ძეხვის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, რძის ნაწარმი და თევზის პროდუქტები.


სიახლეები

ბაზრის დივერსიფიცირებას და აითვისებს თბილისის სხვადასხვა რაიონს. მაგალითად, ძალიან მალე საზოგადოებისთვის მოხდება გლდანის პროექტის წარდგენა. ეს იქნება 22 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, „გუდვილის“ ბრენდის სავაჭრო ობიექტი. რამდენიმე თვეში დასრულდება ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, „გუდვილის“ სუპერმარკეტისა და სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობა, რომლის საერთო ფართი 3 700 კვადრატული მეტრია. რუსთაველის გამზირზე კი 1900 კვადრატულ მეტრზე გაიხსნება საკონდიტრო ბუტიკი. კომპანია, აგრძელებს ქსელის გაფართოებას ბათუმში, სადაც 3000 კვადრატულ მეტრზე სუპერმარკეტი და სწრაფი კვების ობიექტი აშენდება. გაგრძელდება კომპანია „სოკარის“ მულტიფუნქციურ კომპლექსებში სწრაფი კვების ობიექტებისა და სუპერმარკეტების მოწყობაც. „გუდვილი“ გააგრძელებს ბულანჟერეების და კაფეტერიების ქსელის გაფართოებას და კიდევ

"გუდვილი" რუსთაველი

ეს წარმოება აღიჭურვება თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით. ვფიქრობთ, საწარმო უკვეა გაზაფხულზე ამუშავდება და ეს იქნება საკმაოდ საინტერესო კომპლექსი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად მთელ რეგიონში. რაც შეეხება მის მასშტაბებს, ის მოემსახურება არა მხოლოდ „გუდვილის“ ქსელს, არამედ გაცდება მის ფარგლებს და მეტიც, საქართველოს ფარგლებსაც გაცდება აქ წარმოებული პროდუქცია. მიმდინარე წელს „გუდვილი“ გააგრძელებს

"გუდვილი" ვაკე

ბევრ საინტერესო ობიექტს შესთავაზებს თავის მომხმარებელს. როგორც ხედავთ, 2012 წელი საკმაოდ შინაარსიანი იქნება კომპანიისთვის. ჩვენს გეგმებშია ვიყოთ ლიდერი ადგილობრივ ბაზარზე.“- განაცხადა კომპანია გუდვილის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჩარკვიანმა.

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

17


gaxdi THE BEST

თვის საუკეთესო თანამშრომელი

უდვილი აგრძელებს თანამშრომლებზე ზრუნვას და მათ წახალისებას. ყოველთვიური ნომინაცია „გახდი თვის საუკეთესო თანამშრომელი“ თებერვლის თვეშიც გაგრძელდა, გამოვლინდა 8 საუკეთესო თანამშრომელი, რომლებიც კომპანიამ ბონუსებით და შესაბამისი სერთიფიკატით დააჯილდოვა.

გუდვილ-ჯი.მარტის გაერთიანების შემდეგ, „თვის საუკეთესო თანამშრომლის“ ნომინაციაში ძველი ჯი.მარტის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, „გუდვილის“ ექვსივე სუპერმარკეტიდან გამოვლენილ საუკეთესო თანამშრომლებს შორის მოხვდნენ:

შესრულებული სამუშაოს ხარისხი

(რამდენად კვალიფიციურად, ყურადღებითა და სრულყოფილად ასრულებდა თანამშრომელი სამსახურეობრივ მოვალეობებს) შესრულებული სამუშაოს მოცულობა

(შეასრულა თუ არა თანამშრომელმა მასზე დაკისრებული სამუშაო განსაზღვრულ დროში და რა მოცულობით) პასუხისმგებლობის ხარისხი

(რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებოდა შესასრულებელ სამუშაოს განვლილ პერიოდში) დისციპლინა

(რამდენად მოწესრიგებული იყო თანამშრომელი და იცავდა თუ არა დისციპლინურ ნორმებს) გუნდური მუშაობის უნარი

(რამდენად ერთვებოდა გუნდში და როგორ შეეძლო გუნდური მუშაობა)

18

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


1

2

ნესტან გალობელი

3

ნინო ჯანელიძე

მთვარისა ნოზაძე

ოპერატორი

ოპერატორი

მოლარე

გუდვილი ქარვასლა

ჰიპერმარკეტი გუდვილი

გუდვილი ქარვასლა

4

5

6

ირმა გოგლაძე

თამთა ლობჟანიძე

ირინე ბიგანიშვილი

მოლარე

მზარეული

მზარეული

გუდვილი ცენტრალი

გუდვილი ცენტრალი

ჰიპერმარკეტი გუდვილი

7

8

ფიქრია არაბული

ციცინო ანდღულაძე

მცხობელი

მზარეული

გუდვილი ცენტრალი

ჰიპერმარკეტი გუდვილი

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

19


ტექნოლოგიები

ნაბეჭდი წიგნი თუ ელექტრონული წიგნი?

ასულ წელს, შეიძლება ითქვას, ისტორიული რამ მოხდა. ელექტრონული წიგნების წამყვანმა გამყიდველმა Amazon.com-მა გამოაცხადა, რომ kindleის ელექტრონული წიგნების გაყიდვამ ნაბეჭდი წიგნებისას გადააჭარბა. მსგავსი მაჩვენებელი დაფიქსირდა როგორც აშშ-ში, ისე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. შეიძლება ზოგისთვის ეს სულაც არ იყო გასაკვირი, მაგრამ იმას, რომ ელექტრონული წიგნი ასე სწრაფად დაიწყებდა ბეჭდურის ჩანაცვლებას, ნამდვილად არავინ ელოდა. სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა - „წიგნი თუ ელექტრონული წიგნი?“, სულ უფრო მეტს მსჯელობენ წიგნის ამ ორი ფორმის მომავლის შესახებ. არსებობს სხვადასხვა აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელია

20

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


ტექნოლოგიები

პირველი წიგნი, რაც კაცობრიობას შემორჩა. ამ დროს მნიშვნელოვანია, კონკრეტულად რას ვგულისხმობთ სიტყვაში „წიგნი“. ადამიანები ათასობით წლის წინ ქვაზე, ბათქაშზე, თიხის ფირფიტებსა და ცხოველის ტყავზე წერდნენ, თუმცა, პირველი წიგნების დაბეჭდვას მაინც გვიანდელ შუა საუკუნეებს და გერმანელ ოქრომჭედელს, მბეჭდავს და გამომცემელს, იოჰანეს გუტენბერგს უკავშირებენ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ბეჭდვის ტექნიკას ქრისტეს შობიდან 175 წელს ჩინეთის სამეფო კარზეც იყენებდნენ, პირველ ნაბეჭდ წიგნად, გავრცელებული აზრით, მაინც გუტენბერგის ბიბლია ითვლება. დღეს, როგორც იცით, უკვე ათასობით გამომცემლობა არსებობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ყოველწლიურად მილიონობით წიგნი იბეჭდება. ელექტრონული წიგნის გამოჩენასთან ერთად უზარმაზარ საგამომცემლო

ინდუსტრიას საფრთხე დაემუქრა და საფიქრალიც გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბეჭდური წიგნები ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობს და მათი გაყიდვის რიცხვი თითქმის არ შეცვლილა, სამომავლოდ უკვე ბევრი ვარაუდობს კრიზისს ამ სფეროში. ნაბეჭდი წიგნების რაოდენობის სამომავლო შემცირებას ეკონომიკური ფაქტორებიც წინასწარმეტყველებს. ხეტყის რესურსების შემცირება საფუძველს ქმნის ქაღალდის გაძვირებისთვის. ეს კი წიგნების ფასის ზრდას, შესაბამისად მათი რაოდენობის სავარაუდო შემცირებას განაპირობებს. და მაინც, რა არის ჩვენთვის ნაბეჭდი წიგნი? ბევრისთვის წიგნის კითხვა განსაკუთრებული რიტუალია. სავარძელში მოკალათება და წიგნის სუნი მათთვის კითხვის განუყოფელი ნაწილია. ფურცლებთან შეხება თითქოს განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და ამ დროს წაკითხულიც

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

21


ტექნოლოგიები

ბევრად საინტერესოდ მიაჩნიათ. ხშირად სხვადასხვა წიგნი მფლობელისთვის გარკვეულ ისტორიას ან მოგონებას უკავშირდება და განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. ყველას გამორჩეულად გვიყვარს ნაჩუქარი ან წინაპრებისაგან შემორჩენილი ძველი წიგნები. წიგნმა, როგორც ფენომენმა, უზარმაზარი ისტორია შექმნა საუკუნეების განმავლობაში. ამ ნივთს, რომელსაც ზოგის აზრით, პათეტიკის გარეშე, სული გააჩნია, უზარმაზარი დამსახურება მიუძღვის კაცობრიობის ისტორიაში. ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან უყვართ კითხვა, წიგნის დარქმევა ელექტრონული ფაილისთვის საერთოდ წარმოუდგენელია და მთელ არსს არღვევს. მათთვის წიგნი ერთი მთლიანობაა, რომელიც ხელში უნდა გეჭიროს და სრულად გრძნობდე. რა თქმა უნდა, სეთი რადიკალური მიდგომისგან განსხვებული დამოკიდებულებებიც არსებობს. მითუმეტეს, რომ დღეს ყველა ხედავს ნაბეჭდი წიგნების ისეთ

22

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

ნაკლოვანებებს, როგორიცაა მათი ადგილმონაცვლეობა, ერთი ადგილიდან მეორეში გადატანასთან დაკავშირებული დისკომფორტი, სიძვირე, შენიშვნების მიწერის მოუხერხებლობა და სხვ. ნაბეჭდი წიგნის მსგავსად, ასევე არაა ზუსტად გარკვეული, როდის და ვინ შექმნა პირველი ელექტრონული წიგნი, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მან პოპულარობა განსაცვიფრებლად სწრაფად მოიპოვა. პირველი ელექტრონული წიგნების გამოჩენიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ მათი ბრუნვა(გაყიდვა), როგორც დასაწყისში უკვე აღვნიშნე, გაუთანაბრდა და ზოგ ქვეყანაში გადაუსწრო კიდეც ბეჭდური წიგნების გაყიდვის მაჩვენებელს. ელექტრონული წიგნი სპეციალურ ფორმატში სპეციალურად ორგანიზებული ფაილია, რომელიც ძალიან კომფორტულად იკითხება შესაბამის წამკითხველ მოწყობილობაში. აქვს სარჩევი, საგნობრივი საძიებელი, ჰიპერლინკის მხარდაჭერა, ჩანაწერებისა და შენიშვნების გაკეთების საშუალება და უამრავი სხვა ფუნქცია. ასეთ წიგნში შესაძლებელია შრიფტის ზომის და ფორმის შეცვლა. ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც ელექტრონული წიგნების წინააღმდეგ არსებობდა, მათი წაკითხვის მოუხერხებლობა იყო. ეკრანის გამოსხივება და სხვადასხვა დისკომფორტი, რაც ასეთი წიგნის კომპიუტერში ან სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში კითხვას უკავშირდება, მას ნაკლებად მიმზიდველს ხდიდა. ყველაფერი შეიცვალა სპეციალური


რიდერების შექმნის შემდეგ. მათი ეკრანი დამზადებულია სხვა მოწყობილობებისგან განსხვავებული ტექნოლოგიით, რასაც ელექტრონულ მელანს უწოდებენ. ამ რიდერებში ეკრანი ნამდვილ ფურცელს ჰგავს. არ აქვს გამოსხივება, არ აღიზიანებს თვალს და მაღალი პოლიგრაფიული დონით ნაბეჭდი წიგნის ეფექტს ქმნის. ეს მოწყობილობები დატენვის შემდეგ დაახლოებით ერთ თვეს მუშაობს. საქართველოში დღეს უკვე საკმაოდ პოპულარულია ელექტრონული რიდერი kindle, თუმცა არსებობს სხვა რიდერებიც, მაგალითად Nook, Sony-Reader, iPad და სხვ. რიდერების მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია ათასობით წიგნი ძალიან დაბალ ფასებში. საქართველოში უკვე არსებობს ქართული ელექტრონული საკითხავი მოწყობილობა იოტა რიდერი, რომლის მფლობელებისთვისაც ელექტრონულ ფორმატში უზარმაზარი ქართულენოვანი ბიბლიოთეკაა ხელმისაწვდომი. დღევანდელ სამყაროში, სადაც ცხოვრების ტემპი ძალიან დაჩქარდა, სავარძელში მოკალათება და კითხვისთვის იდეალური გარემოს შექმნა უკვე ფუფუნებაა. ეს ელექტრონული საკითხავი მოწყობილობების და ელექტრონული წიგნების პოპულარობის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორია. რიდერები სულ უფრო მოსახერხებელი ხდება გამოსაყენებლად. მათი წაღება ყველგან შეგიძლიათ. სასურველ წიგნს კი ნებისმიერ ადგილას წაიკითხავთ, ნებისმიერ პერიოდში, როცა თავისუფალ დროს მოიხელთებთ. ელექტრონული წიგნების უპირატესობაა ასევე ის, რომ შეგიძლიათ ტექსტის ცვლილება, ვგულისხმობ შრიფტს და ზომას, მათი გადატანა ადვილია - ერთ რიდერში ათასობით წიგნის ჩატვირთვაა შესაძლებელი და მისი წაღება

ყველგან შეიძლება, ელექტრონული წიგნები გაცილებით იაფია და ბოლოს, ისინი გარემოს ნაკლებად ვნებს - მათ წასაკითხად ხეების მოჭრა არაა საჭირო. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ელექტრონულმა წიგნმა უკვე ჩაანაცვლა ნაბეჭდი წიგნი, უმრავლესობა ჯერ კიდევ ამ უკანასკნელის ერთგული რჩება, თუმცა უკვე ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ ეტაპობრივად ელექტრონული წიგნი ნაბეჭდ წიგნს ჩაანაცვლებს. ეს პროცესი პირველ რიგში ეკონომიკური ფაქტორების გამოა გარდაუვალი. არავინ გადაიხდის ნაბეჭდ წიგნებში მეტს, როცა ელექტრონულ ფორმატში მათი შოვნა გაცილებით იაფია. ელექტრონულ წიგნებს განსაცვიფრებელ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. რიდერების მწარმოებლები უკვე ცდილობენ ციფრული სამყაროს უსაზღვრო შესაძლებლობების გამოყენებას ამ ფორმატის წიგნებისთვის. მაგალითად, გასაოცარი ანიმაციური ფუნქციებით შეიქმნა ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ სპეციალურიად iPadსთვის. ფერადი, მოძრავი სურათები, ვიდეო და ანიმაციური ეფექტები წარმოუდგენლად საინტერესოს ხდის ასეთ ფორმატში კითხვას. რა მომავალი აქვს ნაბეჭდ წიგნს? სავარაუდოდ ის უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით გამოვა. ალბათ ვერ წარმოგიდგენიათ საკუთარი სახლი წიგნების გარეშე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ გამომცემლობები მალე ელექტრონული წიგნების შექმნაზე გადავლენ და მისი უპირატესობების გამოყენებას შეეცდებიან. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, მაგრამ რიდერები საკმარისად გავრცელებული და პოპულარული ჯერ მაინც მხოლოდ განვითარებულ

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

Reader

ტექნოლოგიები

23


ტექნოლოგიები

ქვეყნებშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ელექტრონული მოწყობილობები სულ უფრო იაფი ხდება, საქართველოში და მსგავსი ან ნაკლები შემოსავლების მქონე ქვეყნებში არც ისე ბევრ ადამიანს აქვს მათი ყიდვის საშუალება. ასე რომ, ზემოთ წარმოდგენილი „მომავალი“ სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს დგება. ზოგისთვის წიგნის კითხვის რიტუალი ზაფხულის ცხელ საღამოს აივანზე ან ზამთრის ცივ დღეებში ბუხართან მოკალათება და საკუთარი, უკვე ელექტრონული რიდერის კითხვაა, ზოგისთვის ისევ მხოლოდ ნაბეჭდი წიგნი არსებობს. უამრავი ადამიანისთვის წიგნის შეძენა, წაკითხვა და შენახვა ცხოვრების წესია

BON VOYAGE

და სჯერათ, რომ ის არასდროს დაკარგავს თავის ფასეულობას. ალბათ ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან, თუნდაც უფრო ძვირი გადაიხადონ ნაბეჭდ წიგნებში, მაგრამ მაინც შეიძინონ და საკუთარ თავს ამით ის განსაკუთრებული ატმოსფერო შეუქმნან, რომელიც მათ სიამოვნებას ანიჭებს. შესანიშნავი ციტატა ეკუთვნის ფრენსის ბეკონს: „წიგნები აზრების ხომალდებია. ძვირფასი ტვირთი გადააქვთ თაობიდან თაობაში“. ასე რომ, შეიძლება არც ჰქონდეს მნიშვნელობა ეს ელექტრონული წიგნით მოხდება თუ ნაბეჭდი წიგნით. მთავარი თვითონ წიგნი და მისი კითხვის პროცესია.

მარიამ ტაბაღუა

24

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


იტალიური ბრენდი “CLIVEN” - ი გთავაზობთ საუკეთესო ხარისხს და ფართო ასორტიმენტს თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში შპს GCC ტელ/ფაქსი: 2 54 16 94


ბრენდის ისტორია

კომპანია Rastkaya საქართველოში

“Rastkaya” თურქული გადამზიდი კომპანიაა, რომელსაც უკვე ოთხი წელია თბილისშიც აქვს ფილიალი. “Rastkaya Georgia“ ბევრ ფირმას ემსახურება, თუმცა მის უმსხვილეს პარტნიორს საქართველოში „გუდვილი“ წარმოადგენს. 26

d

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

ღევანდელ ბიზნეს-სამყაროში ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ფირმის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად კარგად მოქმედებს იგი ინდივიდუალურად, არამედ მის პარტნიორ კომპანიებზეც. ერთ-ერთ საკვანძო გადამზიდი კომპანიები წარმოადგენენ. საჭირო პროდუქციის სწრაფი და ხარისხიანი მიწოდება დიდწილად განაპირობებს ამა თუ იმ ფირმის წარმატებულ ფუნქციონირებას.

“Rastkaya“ თურქეთში 1991 წელს დაფუძნდა და ოჯახური ბიზნესის ტიპის კომპანიაა. მისი დამფუძნებელი ნეჯათ ქაია მანამდე სხვა გადამზიდ კომპანიაში მუშაობდა ერთერთ რიგით თანამშრომლად. გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. დღეს “Rastkaya“ 26 თანამედროვე, სახმელეთო სატვირთო მანქანას ფლობს. მათი ნაწილი სპეციალური მაცივრებითაა აღჭურვილი, რაც პროდუქტის უვნებლად გადასატანადაა აუცილებელი. პროდუქტების გარდა კომპანიას ასევე გადააქვს სამშენებლო მასალები, ავეჯი და სხვა ნებისმიერი ტვირთი ალკოჰოლისა და თამბაქოს გარდა. ტვირთი


ბრენდის ისტორია

ძირითადად ევროპის მიმართულებით გადის და ევროპიდან შემოდის თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. “Rastkaya“-ს ცენტრალურ ოფისში ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული, მძღოლების რაოდენობა კი 35-ს შეადგენს.

ნეჯათ ქაია

Rastkaya ulus.taş.ltd.şti. tel:+90 324 239 05 77 fax:+90 324 239 05 74 cep:+90 532 794 55 79 web:www.rastkaya.com e-mail:info@rastkaya.com e-mail:necat@rastkaya.com msn:email:necatkaya47@hotmail.com Rastkaya Georgia ltd. tel: +995 32 294 57 21 gsm:+995 577 59 10 37 gsm:+995 592 32 47 47 skype:rastkaya.georgiya.ge Gürcistan/Tiflis

როგორც იცით, თურქეთი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გადამზიდი კომპანიების სიმრავლით გამოირჩევა. აქ ოპერირებენ უმსხვილესი კომპანიები, თუმცა “Rastkaya“-ს თავისი ერთგული კლიენტები ჰყავს. მთავარი, რის გამოც “Rastkaya“ კლიენტების ნდობას იმსახურებს, გადაზიდვების სისწრაფე და სანდოობა. ეს ორი რამ კი სატვირთო გადაზიდვებში საკმაოდ იშვიათი და მნიშვნელოვანი რამაა. კომპანიას უმოკლეს დროში შეუძლია ევროპიდან ნებისმიერი სახის ტვირთის შემოტანა და იგი ყველანაირი დაზიანებისგან დაცულია. “Rastkaya“-ს თითოეული მანქანა ნახევარ მილიონ ევროდაა დაზღვეული და ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს ტვირთის ღირებულების მთლიანი ანაზღაურება გარანტირებულია. აღსანიშნავია, რომ “Rastkaya“ კლიენტებს მათ ტვირთთან მუდმივ კავშირს სთავაზობს. „ჩვენ უწყვეტი კონტაქტი გვაქვს მძღოლებთან და მანქანების დატვირთვის მომენტიდან, დღის ნებისმიერ მონაკვეთში კლიენტს შეგვიძლია დაზუსტებით მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ სად იმყოფება ტვირთი“ - ამბობს “Rastkaya“-ს დამფუძნებელი და თბილისი ფილიალის დირექტორი ნეჯათ ქაია. საქართველოში “Rastkaya“-სთვის „გუდვილი“ გამორჩეული პარტნიორია. „მათთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო პროცესია,“- ამბობს ნეჯათი. ორმხრივი პარტნიორობა ორივე კომპანიას უწყობს ხელს, მაქსიმალურად კარგად შეასრულონ საკუთარი საქმე. „გუდვილისთვის“ ტვირთი ძირითადად ჰოლანდიიდან და გერმანიიდან შემოდის. როგორც კი ტვირთი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, მასზე პასუხისმგებელი უკვე კომპანიის თბილისის ფილიალი “Rastkaya Georgia“-ა. ისინი აკონტროლებენ მთელს პროცესს, რომლის ბოლო რგოლი მანქანის შესაბამის საწყობში დაცლაა. კომპანია ყველა საფეხურს დეტალურ ყურადღებას უთმობს. სატვირთო გადაზიდვების გარიგების ფასი ყოველთვის წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად თანხმდება და ერთი წლის განმავლობაში არ იცვლება. „ამით ორივე მხარე კმაყოფილია,“ -ამბობს ნეჯათ ქაია. თითოეული გარიგების ფასი ინდივიდუალურია იმ მომენტში ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით. სამომავლოდ “Rastkaya“ ფილიალების გახსნას გეგმავს აზებაიჯანსა და სომხეთში, რომლებიც ასევე მომგებიან ბაზარს წარმოადგენენ ტვირთების გადაზიდვის მხრივ.

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

27


ბრენდის ისტორია

gudvilma valentinoba mravalSvilian ojaxebs miuloca სოციალური გუდვილისთვის პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესი ცნებაა. ამ პასუხისმგებლობის აღიარებითა და გაცნობიერებით ბრენდი რამდენიმე ძირითად პრიორიტეტს ისახავს: მომხმარებელთან ურთიერთსასარგებლო კავშირის დამყარება, კვალიფიციურ თანამშრომელთა დაინტერესება და მათი სტიმულირება, ინოვაციების დამკვიდრება, მაღალხარისხიანი პროდუქტის წარმოება და მიწოდება, გარემოზე ზრუნვა, საქველმოქმედო აქტივობების ინიცირება, ბიზნეს ეთიკის ცოდნა. გახსნის დღიდან გუდვილი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო პროექტში. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,

28

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

14 თებერვალს, ვალენტინობა გუდვილმა მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცა და საბურთალოზე მდებარე ჰიპერმარკეტში საზეიმო დახვედრა მოუწყო. გუდვილი ოჯახებს ფურშეტით გაუმასპინძლდა და პატარები ტკბილეულით დაასაჩუქრა, ხოლო ჩვენმა პარტნიორმა კომპანია ,,ბილაინმა“ კი მრავალშვილიან ოჯახებ მობილურები გადასცა. ,, ბილაინი“ სოციალური პასუხისმგებლობის აქციის ,,ნათელი ფერები ბავშვებს“ თავის აბონენტებთან ერთად რეგულარულად ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს მთელი საქართველოს მასშტაბით. იმედი გვაქვს, ეს დღეც განსაკუთრებულად დაამახსოვრდებათ და ერთ-ერთი გამორჩეული დღე იქნება მათ ცხოვრებაში – თქვა თეონა


ბრენდის ისტორია

ბაღდავაძემ – ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა. „კომპანია „გუდვილი“ მუდმივად უდგას მხარში საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ სასიკეთო წამოწყებებს. ვალენტინობას გადავწყვიტეთ, რომ სწორედ მათი პატრონაჟის ქვეშ მყოფი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გვემასპინძლა და განსაკუთრებული დღესასწაული მოგვეწყო იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ამის საშუალება სამწუხაროდ ნაკლებად აქვთ. ამ აქციას „ბილაინიც“ შემოუერთდა. დარწმუნებულები ვართ, ეს ერთობლივი ინიციატივა პერმანენტულ სახეს მიიღებს.“ - განაცხადა „გუდვილის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნატალია დარჩიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „გუდვილმა“ შეიმუშავა საკმაოდ საინტერესო პროექტი: „კეთილი ნების კლუბი“, რომლის მიზანია მომხმარებლის უშუალო ჩართვა დახმარების პროცესში. „წარმატების მიღწევასთან ერთად ძალიან

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია არ ივიწყებდეს მის მთავარ მისიას: წარმართოს საქმიანობა საზოგადოების და მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ამ მისიას ემსახურება „გუდვილის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი „კეთილი ნების კლუბი.“ კომპანიაში ყოველდღიურად უამრავი წერილი შემოდის დახმარებისა თუ თანადგომის თხოვნით. ამ ინიციატივით შევძლებთ მომხმარებლის ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი სურვილიდან გამომდინარე გავუწევთ სხვადასხვა სახის დახმარებას იმ ხალხს, რომელთაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენთვის მომხმარებლის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ვარჩიეთ, სოციალური კუთხითაც ერთად მივიღოთ გადაწვყვეტილებები“– განაცხადა „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჩარკვიანმა.

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

29


სხვადასხვა

და მარტი ქალებზე თუ ქალთა უფლებებზე?!

მახსოვს, ერთხელ, სკოლაში, 8 მარტს კლასელმა ბიჭებმა გოგოებს იების კონები მოგვიტანეს. მაშინ პატარები ვიყავით და აზრადაც არ მომსვლია, დავფიქრებულიყავი, რა იდგა ამ დღის უკან. მსგავსი რამ უნივერსიტეტშიც განმეორდა. მაშინ ჯგუფელმა ბიჭებმა ლამაზი სუვენირები გვაჩუქეს - პლასტმასის, ყვითელ ქოთანში ჩარგული ყვითელი ყვავილი, რომელიც მარჯვნივ და მარცხნივ ირწევა ხოლმე და რომელიც ახლაც ალამაზებს ჩემს მაგიდას. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ უცნაური იყო, როცა ზოგი ჯგუფელი დროდადრო მონდომებით ამტკიცებდა, რომ თურმე ნუ იტყვით და, ქალის ადგილი სახლშია. არ დაფიქრებულხართ, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი? 8 მარტს არაფერი აქვს საერთო ყვავილებთან, საჩუქრებთან, რესტორნებში ამ დღის აღნიშვნასთან, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია საქართველოში. ზუსტად ამაზე მინდა მოგიყვეთ.

30

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


სხვადასხვა

8 მარტის ხსენებისას ბევრ თქვენგანს ალბათ კლარა ცეტკინი ახსენდება და სწორიცაა. ქალთა საერთაშორისო დღის დაწესება სწორედ ამ სოციალდემოკრატ, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლს უკავშირდება. იგი აქტიურად იბრძოდა გენდერული თანასწორობისათვის, მან ჩამოაყალიბა ქალების სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა გერმანიაში და უშვებდა ერთერთ პირველ ფემინისტურ ჟურნალს Die Gleichheit (თანასწორობა). კლარა ცეტკინის ინიციატივით 1910 წელს კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე 8 მარტი ქალთა დღედ გამოცხადდა და მისი აღნიშვნა უკვე 1911 წლიდან დაიწყეს. ამ დღის დაწესების მთავარი ჩანაფიქრი ქალთა უფლებების გაზრდა, ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლა და თანასწორობის მიღწევა იყო. პირველივე წელს ეს დღე თითქმის მილონმა ადამიანმა აღნიშნა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. მხოლოდ ვენაში 300 დემონსტრაცია გაიმართა. ქალები ბანერებითა და ტრანსფარანტებით გამოვიდნენ ქუჩებში. ისინი ითხოვდნენ ხმის უფლებას და აპროტესტებდნენ სქესობრივ დისკრიმინაციას სამუშაო ადგილებზე. რადგან 8 მარტი თავდაპირველად ძირითადად სოციალისტურ ქვეყნებში აღინიშნებოდა, ბევრისითვის ეს დღე ახლაც საბჭოთა კავშირის ასოციაციას იწვევს. თუმცა, მას შემდეგ, რაც 1977 წელს გაერომ 8 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა ქალების უფლებებისა და საერთაშორისო მშვიდობისთვის მიძღვნილ დღედ, მას საბჭოთა ელფერი ჩამოსცილდა. დღეს 8 მარტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ.

საჩუქრების მირთმევა მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არაა. მსგავსი ჩვეულებები ბევრ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში შეინიშნება. თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებსა და ამერიკაში გაეროს მხარდაჭერით ეს დღე მთლიანად ქალთა უფლებების დაცვას ეძღვნება. გასულ წელს ზუსტად ერთი საუკუნე გავიდა ამ დღის აღნიშვნის დაწყებიდან და ამას მსოფლიოს ასამდე ქვეყანა გამოეხმაურა. შემუშავდა გენდერული თანასწორობისკენ მიმართული სხვადასხვა პროგრამა, ჩატარდა აქციები და ხაზი გაესვა ქალების მიერ მიღწეულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მიზნებს.

მარტი ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

31


სხვადასხვა

ეს არის დღე, რომელიც საშუალებას გვაძლევს გლობალურად გავიაზროთ ქალთა უფლებები სხვადასხვა ქვეყანაში. 8 მარტის მთავარი იდეა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგაა მიმართული და როგორც ხედავთ, არ შექმნილა ყვავილებისთვის, საჩუქრებისა და რესტორნებში მის აღსანიშნავად. ეს მანკიერი ტრადიციები პირიქით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალებზე სტერეოტიპულ შეხედულებებს. ამიტომაა არასწორი საჩუქრების მიღება ადამიანებისგან, რომელთა ნაწილიც თანასწორობის წინააღმდეგია და 8 მარტის მთავარ იდეებს ოდნავადაც არ იზიარებს.

ქალების უფლებები და თანასწორობა ცალკე თემაა და ამაზე აქ ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, მაგრამ დღეს ყველა თანხმდება, რომ დისკრიმინაციას და ჩაგვრას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და მრავალ ასპექტში აქვს ადგილი, ყოველდღიური ცხოვრებიდან დაწყებული სამუშაო პირობებით დამთავრებული. ყველა ადამიანი, განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა, უნდა ცდილობდეს ამის წინააღმდეგ ბრძოლას. 8 მარტი შესანიშნავი დღეა გლობალური გაერთიანებისთვის, ადამიანების დამცირებისა და ჩაგვრის მიმართ პროტესტის გამოხატვისთვის და იმედია, მალე საქართველოშიც უფრო ადეკვატურ სახეს მიიღებს ამ დღის აღნიშვნა.

მარტი 32

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


სხვადასხვა

რაც შეეხება მარტში ქალებისთვის (ამჯერად მხოლოდ ნაწილისთვის) მიძღვნილ კიდევ ერთ დღეს - 3 მარტს, ის სრულიად სხვა დღესასწაულია, სხვა ისტორიით. 3 მარტი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა და 1991 წელს მისი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. ეს დღე 8 მარტის გარკვეულ ალტერნატივასაც წარმოადგენდა. აქედან იწყება დედის დღის აღნიშვნა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ დედის დღე ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს, 3 მარტს მხოლოდ საქართველოში აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებული ტრადიციები ქვეყნების მიხედვით, რა თქმა უნდა, განსხვავდება. ბევრ ქვეყანაში მას მაგალითად შობადობის გაზრდის პროპაგანდისთვის იყენებენ, ზოგან რელიგიასთანაა დაკავშირებული და სხვ. თუმცა ძირითადად, დედებისთვის ყვავილების და სხვა საჩუქრების მიცემის ტრადიცია ყველგან ერთნაირადაა. ამერიკაში დედების დღე, როგორც ბევრი სხვა დღესასწაული, ზედმეტად მომხმარებლურ ხასიათს ატარებს. ბიზნესი ცდილობს გამოიყენოს იგი დიდი შემოსავლის მისაღებად. ამის გამო აშშში დედის დღის აღნიშვნის იდეის ავტორი ანა ჯარვისი, თვითონვე გახდა ამ დღის წინააღმდეგი და მთელი საკუთარი ცხოვრება ამის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო ქმედებებს მიუძღვნა. ძალიან სასარგებლო პროგრამებს ატარებენ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ისინი აგროვებენ შემოწირულობებს და ეხმარებიან ღარიბი ქვეყნების ქალებს, რათა შემცირდეს მათი სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შვილის გაჩენისას, ხელს უწყობენ ახალგაზრდა დედებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში და სხვ. საქართველოში რა ხდება, ყველამ ვიცით. 3 მარტის დილიდან ყველგან ყვავილები იყიდება, ქალაქი უფრო მხიარული და ლამაზი ხდება. შვილები აუცილებლად ულოცავენ დედებს ამ დღეს და საჩუქრებსაც ჩუქნიან. საჩუქრების არჩევისას ბევრი რამ შვილების ასაკსა და შემოსავალზეა დამოკიდებული. მაგალითად, ყვავილები ხშირად ისევ მშობლების მოცემული ფულითაა ნაყიდი, განსაკუთრებით პატარების შემთხვევაში. სკოლაში მე და ჩემი და-ძმა ზუსტად ასე ვიქცეოდით. მაშინ საკუთარი ფული არც ერთს არ გვქონდა და წინა დღეებიდან გადანახული რამდენიმე ლარით ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

33


სხვადასხვა

ერთობლივად ვცდილობდით ლამაზი ყვავილები აგვერჩია. თუნდაც ასეთი პატარა საჩუქარი ყველა დედას ძალიან უხარია და აბედნიერებს. დედებსა და შვილებს შორის ურთიერთობა იმდენად უნიკალური რამაა, რომ ძნელიც კია სწორი სიტყვების შერჩევა და ამაზე ლაპარაკი. ისედაც ყველამ ვიცით, როგორი განსაკუთრებული ადგილი უკავიათ დედებს ჩვენს ცხოვრებაში და რა ემოციები გვაკავშირებს მათთან. მშობლებს რომ შეუცვლელი როლი აქვთ შვილებთან მიმართებით - ფაქტია. ასე რომ, შვილებისთვისაც სასიამოვნოა საჩუქრების არჩევა ან თუნდაც ერთი სატელეფონო ზარით 3 მარტის მილოცვა. მოკლედ, ამ თვეში ორი განსაკუთრებული დღესასწაულია. ერთი - საერთაშორისო, მეორე მხოლოდ საქართველოსთვის, თუმცა

34

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

შემდეგ თვეებში სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან. 8 მარტთან დაკავშირებით, თბილისში გაეროს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია შედგება, რომელსაც „გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად საქართველოში“ ჰქვია. ასევე გაიმართება ძალიან საინტერესო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება XIX საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწე ქალების სურათები. ეს გამოფენა შეგვახსენებს, რომ ქალთა უფლებებზე მსჯელობა და დისკუსია საქართველოში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მიმდინარეობდა და აუცილებელია არ დავივიწყოთ იმ ქალების სახელები, გვარები და სახეები, რომლებიც აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას მსგავს აქტივობებში. მარიამ ტაბაღუა



სხვადასხვა

panorama bufeti gudvilis axali kafe saburTaloze „გუდვილში“ კაფე ს აბურთალოს „პანორამა ბუფეტი“ და ბავშვთა გასართობი ოთახი გაიხსნა. „პანორამა ბუფეტი“ „გუდვილის“ პირველი კაფეა საბურთალოზე, მომავალში კი მსგავსი კაფეები კომპანიის სხვა სუპერმარკეტებშიც გაისნება. „პანორამა ბუფეტის“ სამზარეულო კომბინირებულია. აქ შესაძლებელია მიირთვათ როგორც იტალიური პიცა და პასტა, ისე სალათები, აპეტაიზერები, ცივი და ცხელი კერძები, სენდვიჩები, საკონდიტრო ნაწარმი, ადგილზე აირჩიოთ ყველაზე არომატული ყავა ან დესერტი, ან ისარგებლოთ „Take Away“-ს სერვისით. „პანორამა ბუფეტი“ „გუდვილის“ შვილობილი ბრენდია. ეს არის ევროპული ტიპის კაფე, რომლის სამზარეულოშიც წარმოდგენილია 100-მდე დასახელების საკვები პროდუქტი, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები. კაფე მთლიანად აღჭურვილია უახლესი ევროპული დანადგარებით, რაც საშუალებას გვაძლევს პროდუქტის მომზადება და შენახვა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოხდეს. მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია, გავითვალისწინეთ როგორც ქართული გემოვნება, ისე უცხოელი სტუმრების მოთხოვნებიც. სამზარეულოში პროფესიონალი და გამოცდილი მზარეულები მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში

36

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


სხვადასხვა

„გუდვილის“ მზა საკვებ პროდუქტს ამზადებენ. ჰიგიენის ნორმები მკაცრად კონტროლდება სურსათის უვნებლობის HACCP სტანდარტებით. გამორჩეულია „პანორამა ბუფეტის“ ხელნაკეთი ინტერიერი და დეკორაციები, რაც განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის“ – განაცხადა „გუდვილის“ პრეზიდენტმა ნინო შევარდნაძემ. მისივე ინფორმაციით, ობიექტზე დამატებით 30-მდე ადამიანი დასაქმდა. „პანორამა ბუფეტის“ გვერდით ბავშვთა გასართობი ოთახი მოეწყო, რომლის გაფორმებაზეც სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა იზრუნეს. ბავშვებს ჯადოსნურ გარემოს დისნეის პერსონაჟების გარდა თანამედროვე მულტფილმის გმირებიც შეუქმნიან. ქავთარაძის №1-ში მდებარე ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მომხმარებელს სრული კომფორტი დახვდებათ. მათ საშუალება ექნებათ, შეიძინონ პროდუქტი ჰიპერმარკეტში, მიირთვან უგემრიელესი კერძები დაასვენონ და გაამხიარულონ შვილები ბავშვთა გასართობ ცენტრში და ისიამოვნონ სხვადასხვა ბრენდ მაღაზიების შეთავაზებით.

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

37


ჯანმრთელობა

ცოდით, რომ ადამიანს ყოველდღიურად დაახლოებით 60 000 სახეობის ბაქტერიასთან აქვს შეხება? გეთანხმებით, საზარელი მაჩვენებელია. ბაქტერია თვალით უხილავი, მაგრამ საოცრად მავნებელი რამ არის, შესაბამისად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის. შეუძლებელია დაინახო ლეპტოპის კლავიატურაზე, მობილურ ტელეფონზე, სახელურებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში, თავშეყრის ადგილებში.... თუ გავითვალისწინებთ, რომ ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის დაავადების გამომწვევ მიზეზად სწორედ არაჰიგიენური ცხოვრების წესი გვევლინება, ნათელი გახდება, რომ აუცილებელია, თავიდან ავიცილოთ ბაქტერიები და ვეძებოთ თავდაცვის ახალი საშუალებები. როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები ინფექციური დაავადებებისგან, მითუმეტეს, რომ ყველა საპონი სრულად კი არა, მხოლოდ ნაწილობრივ ანადგურებს მიკრობებს?!

38

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


ჯანმრთელობა

კომპანია „ქოლგეით-პალმოლივი“ უკვე წლებია ზრუნავს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. პროფესიონალმა დერმატოლოგებმა და ექპერტებმა შეიმუშავეს ახალი, სრულიად უნიკალური ფორმულა, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ახალი სერია Protex Professional. საოცარია, Protex Professional-ი ბაქტერიების 99 პროცენტს სრულად ანადგურებს და უზრუნველყოფს მათგან დაცვას 24 საათის განმავლობაში. პროფესიონალებმა საპნის შემადგენლობას სპეციალური ანტიბაქტერიული კომპონენტები დაუმატეს, შესაბამისად Protex Professional-ი მხოლოდ მიკრობებისაგან დაცვას კი არ უზრუნველყოფს, არამედ ხელს უშლის მათ გამრავლებას. თქვენ ახლა უკვე Protex Professional-ი გიცავთ, შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ ცხოვრება ბაქტერიებისა და ინფექციური დაავადებების გარეშე.

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

39


BON VOYAGE

Dublin’s Bloomsday in

Fair City

ვფიქრობ, რომ ფოთლების შრიალი და რომ მქრქალი ოქროსფერი ცა. ზღურბლზე დგას მრავალშვილიანი დედა, ბავშვებს ეძახის და სავარაუდოდ თეთრი კალთაც დაიბღერტა. მესმის, როგორ უკრავს გოგონა ჩემთვის უცნობ ინსტრუმენტზე, უფრო სწორედ, სახელი არ ვიცი - მე თუ ლეოპოლდ ბლუმი არ ვარ, მაგრამ ლეოპოლდ ბლუმივით უკან მოვიტოვე რამდენიმე ნესტიანი სარდაფი და ლუდხანა, შემიძლია, ხბოს ჩაშუშულის სუნიც ვიგრძნო, ნიავმა მომიტანოს სულაც. ო’რურკი საწყალ დიგმანზე ამბობს, რომ მოკვდა და კიდევ ფინიგანის არა, მაგრამ პანაშვიდები და დაკრძალვებიც ისეთი სამხიარულო და სატირული რამ არის - არა ნამდვილ, არამედ ჯოისიანულ ი, მაგალითად, მე არ ვარ დუბლინში, რომელშიც რომ ზიზღით, თან ლეოპოლდ ბლუმი, მე ქართველი ბიჭი ვარ და სრულიად შემთხვევით სიყვარულით უნდა ასეირნო ლეოპოლდ ბლუმი, ან მე, თბილისელი ბიჭი ანდა აღმოვჩნდი დუბლინში. თბილი დღეა და გოგო. მცირე დიალოგი ამინდის შესახებ ამ სითბოს უფრო კარგად შევიგრძნობ, დილით მზიან დუბლინს უხდება, უდავოდ იმიტომ, რომ შავი ტანსაცმელი მაცვია. უხდება. დრაგოს მაღაზიის ზარის წკარუნი მზე სენტ ჯორჯის ეკლესიის წვერს და ქოლგები ერთდროულად დავინახე და უახლოვდება. უკან მოვიტოვე პატარა ნესტიანი მაღაზიები, რამდენიმე ლუდხანა,

ა 40

ჟურნალი „გუდვილი“ / #5 / ნოემბერი / 2011

Dublin


BON VOYAGE

A creak and a dark whirr in the air high up. The bells of

George’s church. They tolled the hour: loud dark iron.

ამის თარგმნა არ შეიძლება.

ტერმინი, ბლუმსდეი ანუ ბლუმის დღე თვითონ ჯოისს არ გამოუგონია. 1954 წელს, ნაწარმოებში განვითარებული მოვლენების 50 წლის თავზე - არაფრით შეცვლილ დუბლინში არტისტმა და კრიტიკოსმა, ჯონ რაიანმა და ნოველისტმა ფლენ ო’ბრაიენმა დაგეგმეს მარშრუტი ბლუმსდეის პილიგრიმებისათვის. მათ შეუერთდნენ პატრიკ კავანა და ენტონი კრონინიც. იქირავეს ორცხენიანი კარეტა - ზუსტად ისეთი, როგორითაც ჯერვერგაციებულ პედი დიგნამს ეახლნენ დაკრძალვაზე ლეოპოლდ ბლუმი და მისი მეგობრები. მოგზაურობამ მხოლოდ ნახევარ დღეს გასტანა და მერე შეწყდა - დაღლილ ლესტრიგონებს მთელი ენთუზიაზმი გამოეცალათ, Baily Pub-ში მთვრალი რაილის და „საძმოს“ შეკამათებით დასრულდა ბლუმსდეის პილიგრიმობანა. სხვათაშორის Bayli Pub-ის მფლობელი თვითონ ჯონ რაიანი გახდათ, რომელმაც 1967 წელს დაამონტაჟა კარი ნომრით - No. 7 Eccles street - ლეოპოლდ ბლუმის უკანა კარი - და ამით შენობა დანგრევისგან იხსნა.

ჰო, მერე რა, რომ რაიანმა და მეგობრებმა ვერაფრით მიაღწიეს ბლუმის ნაფეხურების საბოლოო წერტილამდე, სამაგიეროდ 16 ივნისი დღემდე ბლუმის დღეა. მთელი დუბლინი ზეიმობს დღეს, როცა ლეოპოლდ ბლუმმა ჩახლართული გზა განვლო მშობლიური ქალაქის მიხვეულმოხვეულებში - სინამდვილეში კი ბლუმმა აღნიშნული გზა მაინცდამაინც 16 ივნისს მხოლოდ იმიტომ განვლო, რომ „მამამისმა“ - ჯეიმს ჯოისმა 1904 წლის ამავე რიცხვში პირველად გაისეირნა ნორა ბარნაკლთან ერთად. ნებისმიერ ვარიანტში, ეს მაინც ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია, რომელიც დუბლინის ვიწრო ქუჩებში უნდა ითამაშოს კაცმა. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ჯოისიანელი.

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

41


BON VOYAGE

თანამედროვე ბლუმსდეი ისევე, როგორც თანამედროვე დუბლინი დიდად არ განსხვავდება ადრინდელისაგან, ირლანდიელებს ხომ დიდად არ ხიბლავთ ცვლილებები, მათი კონსერვატიული სული ხომ ამას ვერაფრით გაუძლებს და გადაურჩება. ჩაიცვით ედვარდიანული სამოსი, აუცილებლად აღიჭურვეთ სადა, თეთრი კორსეტით და პანტალონებით, ჩაიყარეთ კალათში ვაშლი ან რაიმე მსგავსი და ჩაეშვით კულტურული ღონისძიებების მორევში. დღესასწაული მთავარ კონცეპტს ინარჩუნებს და მარშრუტიც უცვლელია, ამას დაემატა ფანატიკოსების მზარდი რიცხვი, რომლებიც ხანდახან თავიდან ბოლომდე კითხულობენ ულისეს - ერთ-ერთი შემთხვევა 36 საათს გრძელდებოდა...

ქალბატონო ან ბატონო ბლუმ, მოდით, შევთანხმდეთ - დაიწყეთ მოგზაურობა სენდიკავიდან - ლამაზი კოშკია ნაპოლეონისაგან თავდასაცავად ააშენეს. ჯოისი ერთხელ მცირე ხნით ესტუმრა და ბლუმის გზაც აქედან დაიწყო. ახლა აქ მუზეუმია, რომელშიც ყველაფერი ჯოისიანურია შეგროვილი. ულისეს პირველი ირლანდიური ეგზემპლარიც კი. 42

ჟურნალი „გუდვილი“ / #7 #8 / თებერვალი მარტი / 2012/ 2012

BON VOYAGE


BON VOYAGE

გლესნევინის სასაფლაო - აქ არიან დამარხული - რა თქმა უნდა, პედი დიგნამი, ჯოისის მშობლები და ნამდვილი პედი დიგნამი ანუ მისი რეალური პროტოტიპი, მეთიუ ეფ. ქეინი, რომელსაც სხვათაშორის 1988 წლიდან მოყოლებული ყველაზე ჯოისიანური საფლავის ქვა უმშვენებს მკერდს.

ჯეიმს ჯოისის კულტურული ცენტრი - გთავაზობთ გასეირნებას მწერლის ნაფეხურებზე - უბრალოდ გაუყევით 14 ტროტუარს, რომელზეც სპეციალური ფილებია დამონტაჟებული. ასე და ამგვარად გაივლით გზას Irish Indipendent-ის ძველი ოფისიდან, კილდეარის ქუჩაზე მდებარე ნაციონალური მუზეუმის, ო’კონელის ქუჩის და ხიდის გავლით ტრინიტის კოლეჯამდე. შემდეგ მოდის გრაფტონის, დიუკის და დოუსინის ქუჩები.

Dublin

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

43


BON VOYAGE

დიუკის ქუჩაზე აუცილებლად, სულ ცოტა ხნით მაინც, მოწყდით ნაფეხურებს და დეივი ბირნის პაბში შეიარეთ. დიახ, სწორედ აქ მიირთვა ბლუმმა გორგონზოლას სენდვიჩი და წითელი ღვინოც დააყოლა.

სადაც გნებავთ იქ დაასრულეთ ხეტიალი ბატონო ან ქალბატონო ბლუმ - Eccles Street-ზე [ამ ქუჩაზე ლეოპოლდ და მოლი ბლუმები ცხოვრობდნენ], ან რომელიმე ლუდხანაში - გინესს დალევდით, დამარილებული ხორცის ბუტერბროტს, მოთუშულ კომბოსტოს, ღორის ჩლიქებს, შემწვარ-მოხრაკული ხორცის ასორტით დაკომპლექტებულ ლანჩს, ტკაცუნა სოსისს, ბეკონის შაშხს, შავ პუდინგს, დაჭყლეტილ კარტოფილს მწვანე ხახვით ან ამავე

44

კარტოფილის ნამცხვარს ან სხვა სახის კარტოფილის წვნიანს - იმის თქმა მინდოდა, რომ ირლანდიელებს ღორის ხორცის და კარტოფილის კულტი აქვთ. არც საკვებთან მიდგომა იცვლება წლების განმავლობაში. აუცილებლად გასინჯეთ პატარა, მრგვალი ქერის კვერები ჩაისთან ან ჯინჯერთან ერთად. გინესზე განგებ არ გავამახვილე

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

ყურადღება - ყველას უყვარს გინესი და ლუდსახარშმუზეუმსაც აუცილებლად მოინახულებენ. აი, ისევ მე, ქალბატონი ან ბატონი ბლუმი გამოვდივარ პაბიდან, დანაყრებულიც და კმაყოფილი ღიმილითაც სახეზე. მზიანი ამინდია, კარგად ვგრძნობ სითბოს, მითუმეტეს, რომ შავი ტანსაცმელი მაცვია. მზე სენტ ჯორჯის ტაძრის წვერს უახლოვდება. მრავალშვილიანი დედა ბავშვებს სახლისკენ უხმობს და აი აქ I first set my eyes on sweet Molly Malone. [პირველად დავინახე მოლი მელოუნი]. თვითონ ირლანდიელებმაც არ იციან არსებობდა თუ არა მოლი მელოუნი შეიძლება ათასი მოლი მელოუნი არსებობდა ან ასი, იმიტომ, რომ მოლი ისეთივე გავრცელებული სახელი იყო მეჩვიტმეტე

Dublin


BON VOYAGE

საუკუნის ირლანდიაში, როგორც, ვთქვათ მარგარეტი ან მერი. ფაქტია, ან მითი, რომ ზღვის პროდუქტების გორგოლაჭებიანი დახლით ქუჩაში გადაადგილდებოდა ულამაზესი გოგონა, რომელიც სავარაუდოდ ღამით სხეულით ვაჭრობდა და პნევმონიამ ან რომელიმე ვიქტორიანულმა ვენერიულმა დაავადებამ იმსხვერპლა. გრაფტონის ქუჩაზე ბრინჯაოს მონუმენტი დგას და 13 ივნისი მოლი მალოუნობაა. არსებობს ხალხური სიმღერა, რომელსაც ხშირად In dublin’s fair city-ს ან Cockles and mussels-ს ეძახიან, პირველი ჩანაწერი 80-ან წლებში გაჩნდა, თუმცა, მე თუ მკითხავთ, ყველას შინაიდ ო’კონორის ვერსია სჯობს. ასე რომ, სანამ საწყალი მოლი მალოუნის მონუმენტთან ფოტოს გადაიღებთ, აუცილებლად მოისმინეთ.

არ ვიცი, რამდენად სწორია თქვენი დუბლინური გეგმების ივნისამდე გადავადება, თანაც ასე უტიფრად, მხოლოდ ბლუმსდეის გარშემო აწყობა, თუმცა, მინდა, დაგამშვიდოთ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჯეიმს ჯოისი საკმაოდ „ანტიირლანდიელი“ ირლანდიელია და ჩვენს ხელთ არის ისტორიული ფრაზა - „თუ ირლანდიას ნამდვილად სურს იქცეს ახალ ირლანდიად, ის ჯერ ევროპული უნდა გახდეს“, ულისე მაინც ყველაზე კარგად

ასახავს, რა იყო, რა შეიძლება იყოს და რა არის დუბლინი, თავისი ლუდხანებით და აშმორებული პაბებით და მოლი ბლუმის ქათქათა თბილი მკლავებით და კატით და ლოგინით და ტაფამწვარის სუნით მიხვეულმოხვეულ ქუჩებში. წარმოუდგენელია, დუბლინელებზე რომელიმე თანამედროვე ნაწარმოებს ისეთივე კვალი დაეტოვებინა, როგორიც ულისემ დატოვა. ვითომ რატომ არ იქცა ბეკეტის რომელიმე ნაწარმოები მათ განუყოფელ ნაწილად, ან ოსკარ ვაილდმა რა დააშავა, ან ჯონათან სვიფტმა, ან ბერნარდ შოუმ? - უჰ, რანაირი ხალხია ირლანდიელები, რამდენი უძღები შვილი ყავთ, როგორ ვერ გადაყარეს პატარა თითებში ჩასარტყმელად გამზადებული ჯოხი და უცნაური დრომოჭმული რელიგიური ფანატიზმი და მაინცდამაინც ჯოისი ექცათ კორიფედ.

უ დუბლინს ივნისის შუა რიცხვებში ეწვევით, ვერ გადაურჩებით დენის სოსისის ჭამას, თანაც აუცილებლად შეგახსენებენ, რომ ულისეში ყასაბი სწორედ ასეთებს ყიდის. თუ საკუთარი ტურის დაგეგმვა გადაწყვიტეთ, მერწმუნეთ, არც ისე რთულია, მზიან დუბლინში ადვილად შეამჩნევთ მემორიალურ დაფებს იმ შენობებზე, რომლებშიც ულისეშია ნახსენები. ახლადაშენებული სამშობიაროც კი სიამაყით აცხადებს, რომ ლეოპოლდ ბლუმი აქ ცხოვრობდა :)

ნატუკა ნაცვლიშვილი

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

45


MOODS

nayini, araqisis karaqi da iaffasiani komediebi... ლამაზი ბიჭია, გოგოსავით - ნაყინი უყვარს და კოკაინი. შარშან კემბრიჯში ან ჰარვარდში ან სორბონაში ჩაირიცხა. მიკ ჯაგერივით, ამასაც აქვს „უფლება“, კეტჩუპჩამოსხმულ მაისურზე ქურქი შემოისხას და ოდნავ ფემინურად მოქაჩოს ხოლმე სიგარეტი. პოპულარული ოჯახიდან არის, მამას ყველა იცნობს, დედა ადრე “groopie” იყო, სანამ მამას გაჰყვებოდა ცოლად. ახლა ხშირ შემთხვევაში შანელი #5 ასხია, მარგალიტის, გრძელი მძივი უკეთია და სათანადო დისტანციიდან, კარგა ხანს, თვალებმოჭუტული ჩერდება თანამედროვე მხატვრების გამოფენებზე - ყოველ ნახატთან. მამა მკაცრი სახით და ამოჩემებული აბრეშუმის ხალათით გადაადგილდება ოთახიდან ოთახში და განკარგულებების გაცემა არ ეზარება - ეს საღამოს. დღე შეხვედრიდან შეხვედრაზე და მსხვილ მაგნატებთან კამათში ან დიპლომატიურ საუბრებში გადის. ბავშვობაში ალბათ სცემდა კიდეც ამ ჩვენს პატარა, ლამაზ ბიჭუნას, ამით ხსნის ელიტური ფსიქოთერაპევტი ჯონათანის მიდრეკილებას ნარკოტიკული საშუალებებისადმი.

  

რუბრიკაში წარმოდგენილი ბრენდები:  Linda Farrow Luxe  Barbou  Acne  Gucci  Opening Ceremony  Marc McNairy  Lock & Co Hatters  Aubin & Wills  Barbour  Gloverall  Etro  Ralph Lauren  Lanvin  Burberry  Etro  Bottega Venea  Polo. 46

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


MOODS



  





 





ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

47


MOODS

 

 





 

  





 



48

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


MOODS

ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ცუდად არ სწავლობს „ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი“ და აბეზარი. ამბობენ, რომ საეჭვოდ ახლო ურთიერთობა აქვს ერთ-ერთ ლექტორთან. გოგონები გიჟდებიან ჯონათანზე, ოღონდ, თვითონ მას ჯერ აზრადაც არ მოსვლია სერიოზულ ურთიერთობაში ჩაბმულიყო - ინფანტილურია და ხანდახან, როცა ჩუმად მოიპარავს ხოლმე მიწისთხილის კარაქს და „იმ უგემოვნო, იაფფასიან კომედიებს“ უყურებს მთელი ღამე - არც გოგონები ახსოვს, არც ძვირადღირებული ფსიქოთერაპევტი, არც ბურჟუა მშობლები, არც ჰარვარდი-ოქსფორდიკემბრიჯი-სორბონა... იცის, რომ ხვალ რამდენიმე თავისნაირ მეგობართან ერთად კარგ დროს გაატარებს და ისე, რომ იაფფასიანი კომედია ჯერაც არ დამთავრებულა - ეძინება.



1 2 3 4 5 6 7 8

რუბრიკაში წარმოდგენილი ბრენდები:      Polo Ralph Lauren  J.Crew    Ralph Lauren   Paul Smith  Jean Machine  Incotex  Jil Sander  Billy Reid  Hentsch man  Band of outsiders  Oliver Spencer  Burberry London  Aubin & Wills  Dolce & Gabbana  Uniform Wares  Smythson  Maison Martin Margiela  Marc McNairy  O'Keefe

Rolling Stones – Sympathy For The Devil Doors – Love Me Two Times Beatles – Revolution Chet Baker – Almost Blue Anita O’day – Huneysuckle Rose Beastie Boys – Sabotage Elysian Fields – Star Morphine – The night

   

ნატუკა ნაცვლიშვილი ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

49


BON VOYAGE გასტრონომია

ს ი ბ ე დ ე ი: კენ შ ო ლ ეუ რ ა ზ მ ები ა ს მოგონებ ი და ბ ე ტ პ ე ც ე რ დიდებულ ჯახზე ო ლ უ კ ი რ ე მ ა

n: e h c t i K dy e n n e K In the a

of s n o i t c e l l o c e R Recipes and y l i m a F n a c i r e Great Am

ეერთებული შტატები, მასაჩუსეტსი, ჰაიენის პორტი, კენედების საზაფხულო რეზიდენცია - ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად უკავშირდება ამ გვარს, ადგილი, სადაც ამ ოჯახმა ნამდვილად ყველაზე ბედნიერი წლები გაატარა. სახლი უკვე მუზეუმადაა გადაკეთებული, ტერიტორია ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა წლების წინ აქ კენედების ოჯახს არაერთი ცოცხალი, აქტიური ზაფხული გაუტარებია. ლურჯი ცა და მზიანი ამინდი, ნაპირთან დაბმული ნავები და ეზოში მოთამაშე ბავშვები, დიდი, ოჯახური სადილები და თბილი, სასიამოვნო საღამოები - ასეთია ამერიკელების გონებაში კენედების ოჯახური გარემო. ამ მართლაც დიდ ოჯახში ჯოზეფ და როუზ კენედის შვილები, შვილიშვილები და მათი ნათესავები შედიოდნენ. ჰაიენის სახლში ცხოვრობდნენ ჟაკლინ

50

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


გასტრონომია BON VOYAGE

და ჯონ კენედებიც, რის გამოც ეს საზაფხულო რეზიდენცია ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო. კეიპ-კოდი - ასე ჰქვია იმ დასახლებას, სადაც კენედების სახლი მდებარეობდა. გარკვეული დროის განმავლობაში ის პრეზიდენტ ჯონ კენედის ოფიციალურ საზაფხულო რეზიდენციასაც წარმოადგენდა. ამ დროს აქ პრეზიდენტი და მისი მრჩეველები მუშაობდნენ, პარალელურად კი ოჯახის სხვა წევრები ნავებით სეირნობდნენ, თამაშობდნენ ტენისს, ხელბურთს – ეს ყველაფერი მალე კენედების გვარის სიმბოლოდ იქცა. ამ სახლში ზეიმობდა მთელი ოჯახი პოლიტიკურ გამარჯვებებს, ქორწინებებს და ბავშვების დაბადებას. მილიონობით ამერიკელი კი თავს ამ ყველაფრის თანამონაწილედ თვლიდა.

„ჩვენ ვერასდროს გავხდებოდით ჰაიანის პორტში სახლების მფლობელები და ვერც შეერთებული შტატების პრეზიდენტები, მაგრამ ვგრძნობდით, რომ პირველი პირის ოჯახი ჩვენ გვეკუთვნოდა, ჩვენ კი მათ. მოჯადოებულნი და მადლობელნი ვიყავით იმით, რომ შესაძლებლობა გვქონდა თვალი გვედევნებინა მათი მომხიბვლელი ცხოვრებისთვის, კეიპ-კოდის უსასრულო ზაფხულებისა და პრეზიდენტის ზღაპრული ოჯახისთვის.“ - წერს ელიზაბეტ ბენედიქტი ნილ კონოლის წიგნის შესავალში, რომელზეც ქვემოთ მოგიყვებით.

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

51


BON VOYAGE გასტრონომია

ნილ კონოლი სენატორმა ტედ კენედიმ დაიქირავა დედამისის, როუზ კენედის პერსონალურ მზარეულად. მალე ნილი მთელი კენედების ოჯახის მზარეული გახდა და კეიპ-კოდის საზაფხულო სახლში 1983-დან 1995 წლამდე პერიოდი გაატარა. ამ წლების განმავლობაში დაგროვილი 175-მდე რეცეპტი და კენედების ოჯახთან დაკავშირებული მრავალი თბილი მოგონება მან ერთ კულინარიულ წიგნში გააერთიანა. წიგნის სრული სახელია - „კენედების სამზარეულოში - რეცეპტები და მოგონებები დიდებულ ამერიკულ ოჯახზე“. კენედების ოჯახი მართლაც ყველასთვის ნამდვილ ამერიკულ ოჯახს წარმოადგენდა და იმ ბევრი სირთულისა და ტრაგედიის შემდეგაც, რომელიც ამ გვარმა გადაიტანა, მილიონობით ადამიანისთვის ეს ასეც რჩება. ჰაიენის სახლში როუზ კენედის სამზარეულო ყოველთვის განსაკუთრებულ თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა და ნილ კონოლიც მუდამ იქ იყო. იგი ამზადებდა საჭმელს მოკრძალებული სადილებიდან დაწყებული, საქორწინო მიღებებით და წვეულებებით დამთავრებული - ყველაფრისთვის.

52

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

წიგნში შესული რეცეპტები ბევრისთვის გასაკვირი აღმოჩნდა, მაგრამ საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. აქ ნახავთ მოხარშული ორაგულის, კიბორჩხალას სქელი წვნიანის (კენედების ერთერთი ყველაზე საყვარელი საჭმელი), ირლანდიური კარტოფილის ორცხობილებისა და სხვა ბევრი კერძის რეცეპტს, მათ შორის ჟაკლინ კენედის საყვარელი ფრანგული კერძების მომზადების წესებსაც. წიგნი „კენედების სამზარეულოში“ კლასიკური კულინარიული წიგნის მსგავსად რამდენიმე განყოფილებისგან შედგება, მაგალითად „თევზეული და ზღვის პროდუქტები“, „დესერტები და სასმელები“ და სხვ. უგემრიელესი რეცეპტების გარდა, ნილ კონოლის ამ წიგნის განსაკუთრებულ ხიბლს ის გულწრფელი ისტორიები სძენს, რომლითაც სავსეა მისი ფურცლები. წიგნში კენედების ოჯახის საყვარელი რეცეპტების გარდა ბევრი მოგონება, სახალისო ისტორია და საინტერესო ფოტოა შეტანილი.


გასტრონომია BON VOYAGE

ამერიკელებში დღესაც დიდ ინტერესს იწვევს კეიპ-კოდი, კენედების ოჯახი და ის კერძები, რომლებსაც ისინი მიირთმევდნენ. ნილ კონოლიმ კი ეს ყველაფერი ერთ წიგნში გააერთიანა. ვინც ის უკვე შეიძინა და კერძების მომზადებაც სცადა, ამბობს, რომ „კენედების სამზარეულოში“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კულინარიული წიგნია, რაც კი ოდესმე წაუკითხავთ. ნილ კონოლი ყველასთვის შესაძლებელს ხდის იმოგზაურონ კენედების სამზარეულოში და დააგემოვნონ კერძები, რომლებსაც განსაკუთრებულ სადილებსა თუ ვახშამზე კეიპ-კოდის სახლში ცნობილი ადამიანები მიირთმევდნენ. დასასრულს, წიგნიდან ერთ-ერთ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელსაც ნილ კონოლი ხშირად აკეთებდა კენედებისთვის, ზაფხულის თვეებში და როუზ კენედის ასი წლის დაბადების დღის ერთ-ერთ მთავარ კერძსაც წარმოადგენდა. ესაა შებოლილი ორაგული ციტრუსების არომატით. როგორც ნილი ამბობს, თევზის მომზადების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ ზუსტად განსაზღვრული დრო გამოვუყოთ და ზედმეტად არც შევწვათ ან არც გადავხარშოთ.

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

53


BON VOYAGE გასტრონომია

მოსამზადებლად საჭიროა: • • • • • • • •

54

/2 -დან 2 ფუნტი (1 ფუნტი = 453,59 გრამს) ორაგულის კანგაცლილი ფილე 2 სუფრის კოვზი კარაქი 1 ფორთოხალი, 8 ნაჭრად დაჭრილი 1 /2 ჭიქა ფორთოხლის წვენი 1 სუფრის კოვზი ე.წ. ბალზამური ძმარი 1 სუფრის კოვზი კარგად დაჭრილი ჯანჯაფილი (ე.წ. ჯინჯერი, რომლის ყიდვაც ჰიპერმარკეტებში შეგიძლიათ) 1 /4 ჭიქა შაქარი 3 სუფრის კოვზი ლიქიორი (ნილი „Grand Marnier“-ს იყენებდა ) 1

1. აანთეთ დიდი ცეცხლი ბარბექიუს გრილზე (მაყალზე) ან გააცხელეთ გაზის გრილი. გააცხელეთ ელექტროღუმელიც – 345 გრადუსამდე. დაჭერით ორაგული ოთხ თანაბარ ნაჭრად. 2. ცეცხლგამძლე ჭურჭელში გაადნეთ კარაქი საშუალო ტემპერატურამდე, დაუმატეთ ფორთოხლის ნაჭრები და ორივე მხარეს მოშუშეთ შეყავისფრებამდე (თითო მხარეს დაახლოებით 1 წუთი), დაუმატეთ ფორთოხლის წვენი, ბალზამური ძმარი, ე.წ. ჯინჯერი და შაქარი. მიიყვანეთ დუღილამდე და თან მოურიეთ, რომ შაქარი კარგად გადნეს. ადუღეთ 3-დან 4 წუთამდე, რომ გამოვიდეს სიროფის სისქის მასა. გამოდგით ღუმელიდან და დაუმატეთ ლიქიორი. ციტრუსების სიროფი მოათავსეთ ქვაბში, განცალკევებით. 3. დიდ ცეცხლზე შეწვით ორაგული თითო მხარეს 3-დან 4 წუთის განმავლობაში, სანამ არ შეყავისფრდება და გრილის ხაზები არ დაეტყობა. 4. გადაიტანეთ ორაგულის ნაჭრები ცეცხლგამძლე ჭურჭელში და მოასხით ციტრუსების სიროფი ზემოდან. ისევ შედგით ღუმელში და დატოვეთ 7-დან 8 წუთის განმავლობაში, სანამ კარგად მომზადდება, თუმცა ისევ ტენიანი იქნება. მომზადების შემდეგ ისევ მოასხით ციტრუსის დარჩენილი მასა და გაალამაზეთ ფორთოხლის ნაჭრებით. კერძი კენედების ოჯახის სამზარეულოდან ოთხი ადამიანისთვის - მზადაა.

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

მარიამ ტაბაღუა



გასტრონომია

მე ვარ Gour-Meggle გერმანული რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ისტორიაც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, 1877 წელს იწყება და სავარაუდოდ არასოდეს შეწყვეტს განვითარებას. 1877 წელს გერმანელმა გლეხმა ჯოზეფ ანტონ მეგლემ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. პატარა ქალაქ ალგაუდან ბავარიაში გადაინაცვლა და ყველის წარმოებას მიჰყო ხელი. აქედან დაიწყო ყველაფერი. 1955 წელს უკვე საოცრად პოპულარული კომპანიის რეკლამას თვით მერლინ მონრო აკეთებდა. ცნობილ სარეკლამო რგოლში მონრო ამბობს: “მე ვარ Gour-Meggle”. 2011 წლისთვის ყველაზე პოპულარული რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა მთელს მსოფლიოში. აწარმოებს სხვადასხვა სახის იოგურტს, კარაქს, ყველს და სხვა სახის რძის პროდუქტებს. -ს კონკურენტი არ ჰყავს, კომპანიამ უკვე 1769 ადამიანი დაასაქმა. ბაზარზე ორიენტირებულ მზა საკვებს აწარმოებს. ამარაგებს რესტორნებსა და სასადილოებს, სასტუმროების ქსელებს და ისეთ გიგანტ კომპანიებს, როგორიცაა „ლუფტჰანზა“... მომხმარებელთა მხარდამჭერი გუნდი, რომელიც მაღალკვალიფიციური შეფ-მზარეულებითაა დაკომპლექტებული, ბაზრის სხვადასხვა სექტორს ექსპერტების მიერ გაცემული კონსულტაციებითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფს. რაც შეეხება ფუნქციონალური პროდუქტების განყოფილებას, ეს არის ადამიანის, საქონლის/ცხოველის კვების ფარმაცევტული წარმოება. რძის კომპონენტების ყავის გამათეთრებელში, ბავშვთა კვებაში, ფუნთუშეულისა და ტკბილეულის წარმოებაში, ასევე მოსამზადებელი კერძების, რძის შემცვლელი დესერტების, სოსისის წარმოებაშიც გამოიყენება. როგორც ლაქტოზის საერთაშორისო მწარმოებელი, მსოფლიო ფარმაცევტულ წარმოებას ინოვაციური ნივთიერებებითაც ამარაგებს. მოკლედ, ალბათ გასაგებია, რა დიდ მასშტაბზე და როგორ მრავალფეროვნებაზეა საუბარი -ს შემთხვევაში, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ყველაზე მნიშვნელოვანი -ს მახასიათებლებს შორის უცვლელი ხარისხია, რომელიც მარტივად უძლებს დროს და არასოდეს აწბილებს მომხმარებელს. ფასი და ხარისხი ყოველთვის ადეკვატურ თანაფარდობაშია. კომპანია რძის პროდუქტის საკმაოდ იშვიათ სახეობებს გვთავაზობს. აი რა სჭირდებათ გურმანებს - ისინი ვერ მალავენ აღფრთოვანებას, როცა -ს ტრუფელის ან იოგურტის კარაქს აგემოვნებენ. ჰაეროვანი მასა უნიკალური გემოვნური თვისებების მატარებელია. გამოიყენება სხვადასხვა კერძების დასამზადებლად და ყოველთვის საოცარ ხიბლს სძენს სადღესწაულო სუფრას. -ს პროდუქტი ყოველთვის გემრიელი, ხარისხიანი და ნატურალურია. აი სამი განმასხვავებელი ნიშანი, რამაც კომპანიას ამხელა წარმატება მოუტანა. მნიშვნელოვანია, რომ პერმანენტულად განიცდის რესტრუქტურიზაციას, შესაბამისად ფეხდაფეხ მიყვება და ხშირად წინ უსწრებს დროს, სიახლეებს, მიღწევებს თავის სფეროში.

სიახლე ქართველი გურმანებისათვის: შეიძლება. ჰიპერმარკეტ „გუდვილში“. საქართველოში შ.პ.ს „ფუდ ლაინ ჯორჯიაა“. 56

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

-ს -ს

კარაქის შეძენა უკვე ქართულ ბაზარზეც ოფიციალური დისტრუბუტორი



გასტრონომია

gudvilis centralizebuli warmoeba da axali brendi

marSe

ჩვენთვის ინდივიდუალიზმი მთავარია, ყველა კლიენტს განსაკუთრებულ ნაწარმს ვუმზადებთ. გვინდა თითოეულმა იგრძნოს, რომ ტორტი მხოლოდ მისთვისაა შექმნილი. ჩვენ არასდროს ვიმეორებთ ნიმუშს. ლია კანდელაკი

კვე ექვსი წელია, რაც „გუდვილს“ საკუთარი საკონდიტრო წარმოება აქვს. წარმოება თავიდან მცირე მასშტაბით დაიწყო, თანდათან გაფართოვდა და გაზაფხულიდან „გუდვილის“ ახალი ბრენდის - „მარშეს“ სახელით მოგვევლინება. „მარშეში“, გარდა საკონდიტროსა, ასევე ძეხვეულის, თევზის, რძის პროდუქტების, მზა საკვების და სხვა სახის წარმოება შევა, რომელიც საბოლოოდ ულტრათანამედროვე ქარხანაში ერთიანდება და ცენტრალიზებულ სახეს იღებს. „მარშეს“ ბრენდით 4500 სახეობის პროდუქტის წარმოება იგეგმება. ჩამოყალიბდება სადისტრიბუციო არხები, რომელთა საშუალებით პროდუქტი მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. მომავალში კი „მარშეს“ პროდუქციის ექსპორტზე გატანაც იგეგმება. „გუდვილის“ საკონდიტროს მთავარი მიმართულება თავიდანვე ევროპული იყო. განვითარდა სამი ძირითადი ხაზი: იტალიური, ფრანგული და ავსტრიული. პროფესიონალთა გუნდს მიზნად ჰქონდა დასახული ნამდვილი ევროპული დონის საკონდიტრო ნაწარმის შექმნა და მიაღწია კიდეც ამას. დღეს გუდვილის საკონდიტროში 300-მდე სახეობის პროდუქტი მზადდება. ნაწარმი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მათზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტორტები, რადგან თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. მათ დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტების სრული უმრავლესობა ევროპიდან შემოდის და უმაღლესი ხარისხისაა. იყენებენ სულ რამდენიმე ადგილობრივ პროდუქტს, მათ შორის: კვერცხს, კარაქსა და შაქარს. რაც შეეხება ხილის ფაფებს, მაღალი ხარისხის შოკოლადს, ცუკატებს, მარციპანს და სხვა უამრავ ინგრედიენტს ისინი იტალიიდან, საფრანგეთიდან და ავსტრიიდან შემოდის. თითოეული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანია, მათში არ შედის არანაირი ესენცია და ექსტრატი. ევროპულია რეცეპტებიც, რომლებსაც მკაცრად იცავენ. გამორიცხულია რეცეპტიდან გადახვევა, რადგან

58

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


გასტრონომია

დამზადების ფორმულები სრულყოფილია და მათი ოდნავი შეცვლაც კი სხვა გემოს იძლევა. რეცეპტის ზუსტი დაცვა საკონდიტროში მკაცრად კონტროლდება. „ევროპულ ხედვასთან ერთად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროდუქცია ქართველ მომხმარებელზე იყოს მორგებული“ ამბობს „გუდვილის“ წარმოების ხელმძღვანელი ლია კანდელაკი. ყველა კონდიტერი ქართველია და მათ კარგად ესმით ის ნიუანსები, რომლებიც ქართველების გემოვენბას ექვემდებარება. მომხმარებელში ძირითადად პოპულარულია მსუბუქი, ნაკლებკალორიული დესერტები. მათი დაგემოვნება სასიამოვნოა და ცუდ შედეგსაც არ ტოვებს ზედმეტი კილოგრამების სახით. „მოთხოვნა სეზონების მიხედვითაც იცვლება. მაგალითად, ზამთარში განსაკუთრებით პოპულარული შოკოლადის ტორტებია, ზაფხულში კი - ხილის. თუმცა არის ნაწარმი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ითხოვენ. ასეთია, მაგალითად, „ტირამისუ“ - ამბობს ლია კანდელაკი. „გუდვილის“ გუნდი ამჟამად კონდიტერების მსოფლიო კონკურსისთვის ემზადება, რომელიც პარიზში ჩატარდება და რომლის ჟიურიშიც ცნობილი ფრანგი კონდიტერები შედიან, მათ შორის: არნო გოტიე, ბრუნო პასტორალი, ბრუნო კურე, პატრიკ კაზულა და სხვები. საქართველო 135 გუნდიდან, რომელიც თავიდან იღებდა მონაწილეობას, უკვე გავიდა 16 საუკეთესოში. „ძალიან ვნერვიულობთ, თუმცა დიდ იმედებს ვამყარებთ ამ კონკურსზე. ჩვენთვის ფინალში გასვლაც საამაყოა“ - გვეუბნება ლია. მეორე ტურში გუნდებს რამდენიმე ურთულესი დესერტის ადგილზე დამზადება ევალებათ. მათ შორის შოკოლადისა და კარამელის სკულპტურების, რაც უმაღლესი ტექნიკის ფლობას მოითხოვს. „გუდვილის“ საკონდიტრო წარმოების გუნდმა წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება

დააგროვა და ძლიერ სპეციალისტთა ჯგუფად ჩამოყალიბდა. მათ გავლილი აქვთ მასტერკლასები ბევრ ცნობილ იტალიელ და ფრანგ კონდიტერთან. „საფრანგეთი, საერთოდ, საკონდიტრო წარმოების მთავარი ცენტრია და მთელს მსოფლიოს კარნახობს მოდას. ჩვენც ვცდილობთ სწორედ ამ კუთხით განვავითაროთ წარმოება და ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია პოპულარული“- ამბობს ლია კანდელაკი. „გუდვილის“ საკონდიტრო ფლობს ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის ნიშანს ISO 9001:2008 HACCP, აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობებით, რომლებიც საჭიროა ურთულესი ტექნიკის ტორტების შესაქმნელად. საკონდიტროში მკაცრადაა დაცული ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ნორმა. ტორტების შექმნა ნამდვილი შემოქმედებითი პროცესია. როცა მომხმარებლისგან შეკვეთა შემოდის რაიმე თემის გარშემო, მთელი გუნდი იწყებს ფიქრს, აზრების გაცვლას და ამ პროცესში განსაკუთრებული იდეები იბადება. საბოლოოდ ძალიან საინტერესო შედეგს ვღებულობთ. გუდვილში ნებისმიერ ტექნიკას ფლობენ და ყველანაირი ტორტის დამზადება შეუძლიათ. საკონდიტროს ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავს და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება. „ჩვენთვის ინდივიდუალიზმი მთავარია, ყველა კლიენტს განსაკუთრებულ ნაწარმს ვუმზადებთ. გვინდა თითოეულმა იგრძნოს, რომ ტორტი მხოლოდ მისთვისაა შექმნილი. ჩვენ არასდროს ვიმეორებთ ნიმუშს“ - ამბობს ლია კანდელაკი და ამატებს, - „აქამდე საქართველოში საკონდიტრო საქმიანობა არ წარმოადგენდა პრესტიჟულ სფეროს. ჩვენი მიზანი იყო ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ეს ნამდვილი ხელოვნებაა და ვფიქრობ, ამას მივაღწიეთ კიდეც “. ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

59



სამომხმარებლო კალათი

მომხმარებლის გიდი

01

“ალბი” ანანასის წვენი 1ლ

ხილის შემცველობა: 25%.

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია შემადგენლობა: ანანასის წვენის

კონცენტრატი, სტაბილიზატორი პექტინი კვებითი ღირებულება 100გრ-ზე:

02

“ჰარიბო” ხილის კონცენტრატიანი ჟელატინის კანფეტები 200გრ

ცილები-0.4გრ, ცხიმები-<0.1გრ, ნახშირწყლები-11.1გრ.

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

ენერგეტიკული ღირებულება: 212კკალ

შემადგენლობა: გლუკოზის სიროფი, შაქარი,

ჟელატინი, დექსტროზა, ლიმონმჟავა, მცენარეული ზეთი, კარამელის სიროფი, არომატიზატორები. ენერგეტიკული ღირებულება: 343კკალ ფასი: 4,95 ლარი

ფასი: 2,95 ლარი

03

“საროტი” მწარე შოკოლადის ფილა “შვარცე ჰერენ” 100გრ

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია შემადგენლობა: დახეხილი კაკაო, შაქარი, კაკაოს ზეთი, შრატის ტკბილი ფხვნილი, ემულგატორი სოიოს ლეციტინი, არომატიზატორი ვანილინი. (შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობით თხილს, არაქისს, კვერცხსა და რძის ექსტრაქტებს). ენერგეტიკული ღირებულება: 534კკალ

ფასი: 3,75 ლარი

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

61


სამომხმარებლო კალათი

05

“G&G” ნამცხვრისა და ვაფლის ასორტი 500გრ

ამერიკაში

უწოდებენ ორგანულს, ევროპაში - ბიოს, საქართველოში

კი - ტრადიციას! საუბარია ღვინოზე, უბრალო კი არა, ტრადიციული მეთოდებით დამზადებულ ბიო-საფერავზე, რომელიც უნიკალურია თავისი მოყვანის და დაწურვის ტექნოლოგიებით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბიოსაფერავი ნამდვილი ქართული ღვინოა.

04

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი, კონცენტრირებული მცენარეული ცხიმი, შაქარი, 15% მწარე შოკოლადი, ყურძნის შაქარი, ხორბლის სახამებელი, გლუკოზის სიროფი, რძის შაქარი, ხილფაფა, მარილი, ქერის ალაო, რძის ცილა, კაკაოს ფხვნილი, არომატიზატორი, ემულგატორი სოიოს ლეციტინი. გამაფხვიერებელი: ამონიუმისა და ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი. კვებითი ღირებულება 100გრ-ზე:

ცილა-5,6გრ, ნახშირწყლები-53,9გრ, ცხიმი-25,2გრ. ენერგეტიკული ღირებულება:

465კკალ

ფასი: 5,95 ლარი

ორგანული ღვინო საფერავი 750 მლ.

ფასი: 18.90 ლარი

06

“G&G” ფორთოხლის წვენი 0,2ლ

*ხილის წვენის შემცველობა: 20% გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ! მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია შემადგენლობა: წყალი, 18% ფორთოხლის წვენი, 2% ლიმონის წვენი, არომატიზატორი, დამატკბობელი

ფასი: 0,50 ლარი

62

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


სამომხმარებლო კალათი

07

“ედეკა” კონსერვირებული სოკო 530გრ

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია შემადგენლობა: შამპინიონი, წყალი, მარილი,

მჟავიანობის მიმცემი, ლიმონმჟავა. კვებითი ღირებულება 100გრ-ზე: ცილა-2.3გრ,

ნახშირწყალი-0.6გრ, ცხიმი-0.5გრ. ენერგეტიკული ღირებულება: 84კკალ

ფასი: 9.95 ლარი

08

“მაკდონალდსი” პომიდვრის ტკბილი კეტჩუპი 500მლ

არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებსა და სტაბილიზატორებს მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია შემადგენლობა: ტომატპასტა, გლუკოზისა და ფრუქტოზას სიროფი, ბრენდის ძმარი, მარილი, სანე; ებლიბის ექსტრაქტი. 100მლ-ზე კვებითი ღირებულება 100გრ-ზე: ცილა-1,9გრ, ნახშირწყლები-29,8გრ, ცხიმი-0,2გრ. ენერგეტიკული ღირებულება: 133კკალ

ფასი: 6.45 ლარი

09

“საივანი”

შემწვარი ქაშაყი სანელებლებით მარინადში 500გრ

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია შემადგენლობა: ქაშაყი, ბრენდის ძმარი,

ხახვი, მარილი, საფანელი, მცენარეული ცხიმი, არომატიზატორები, შემწვარი ხახვის ექსტრაქტი, დამატკბობელი: აცესულფამი, საქარინ-ნატრიუმი. კვებითი ღირებულება 100გრ-ზე: ცილები14.2გრ, ცხიმები-15.2გრ, ნახშირწყლები-4.9გრ. ენერგეტიკული ღირებულება: 214კკალ ფასი: 8.20 ლარი

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012

63


სამომხმარებლო კალათი

“პოლიბოი” ხის ავეჯის მოვლის საშუალება 375მლ

10

გამოიყენება სალათებისა და საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად, შესაწვავად, ასევე პროდუქტის ხარშვის დროს. მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია კვებითი ღირებულება 100გრ-ზე:

ცხიმი 91გრ 55მგ ვიტამინი E. ენერგეტიკული ღირებულება:

819კკალ * გამოიყენება ლაკირებული, პოლირებული, ცვილწასმული, ღია და მუქის ფერის ანუ ხის ნებისმიერი ავეჯის გასაწმენდად, გარდა ამისა გამოიყენება კიბეებისა და პანელების გასაწმენდად. * უზრუნველყოფს სრულ სისუფთავეს, აცილებს ლაქებს, ანიჭებს ზედაპირს ბზინვარებას. * შეიცავს ავოკადოს და ქუნჯუტის ზეთს, რომლის საშუალებითაც იგი იცავს ზედაპირს დაზიანებისა და ლაქების ინტენსიური წარმოქმნისაგან მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

ფასი: 4,95 ლარი

11

“G&G” მზესუმზირის უქოლესტერინო ზეთი

ფასი: 12,40 ლარი

12

“გენერალი” უნივერსალური საწმენდი საშუალება ლიმონის სურნელით 750მლ

* წმენდს ნებისმიერ ზედაპირს, რომელიც წყლით

მორეცხვას ექვემდებარება. * სპეც-ფორმულის წყალობით იგი ანადგურებს ღრმად ჩამჯდარ

ჭუჭყსა და ცხიმს, უზრუნველყოფს სრულ სისუფთავეს, ანიჭებს ზედაპირს ბზინვარებას. აქვს ლიმონის სასიამოვნო სურნელი, რომელიც ხანგრძლივად რჩება სახლში საწმენდი საშუალების გამოყენების შემდეგ. მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

64

ფასი: 7,95 ლარი

ჟურნალი „გუდვილი“ / #8 / მარტი / 2012


წარმოებულია საქართველოში

05 “გურიელი ხილის ჩაი"

10

დიჯიტალიზაცია საქართველოში

სიახლეები

14 გუდვილი ახალი ბრენდითა და ახალი სავაჭრო ობიექტებით

ტექნოლოგიები

20 ნაბეჭდი წიგნი თუ ელექტრონული?

ბრენდის ისტორია

26 კომპანია Rastkaya საქართველოში

28 გუდვილმა ვალენტინობა მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცა

სხვადასხვა

ჯანმრთელობა

Bon Voyage

Moods

გასტრონომია

სამომხმარებლო კალათი

30 3 და 8 მარტი ქალებზე თუ ქალთა უფლებებზე?!

36 პანორამა ბუფეტი გუდვილის ახალი კაფე საბურთალოზე

38 Protex professional

40 Bloomsday in Dublins Fair City

46 ნაყინი, არახისის კარაქი და იაფფასიანი კომედიები

50 კენედების სამზარეულოში რეცეპტები და მოგონებები დიდებულ ამერიკულ ოჯახზე

56 მე ვარ Gour-Meggle

58 გუდვილი ცენტრალიზებული წარმოება და ახალი ბრენდი

61 მომხმარებლის გიდი


ISSN 2233-3118 ჟურნალი საქმიანი ადამიანებისათვის #8 / 03 / 2012 ვრცელდება უფასოდ

გახდი ეგოს მკითხველი ეს არის ჟურნალი ჭკვიანი, ძლიერი და გემოვნებიანი ქალებისათვის


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.