იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია
წინასიტყვაობა იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონ ზურაბ ნოღაიდელის დავალებით საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 თებერვლის # 80 განკარგულებით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავების მიზნით წინადადებების მომზადება და შემუშავებული სტრატეგიის განხორციელების ორგანიზება-კოორდინაცია. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე საქართველოში არ არსებობდა სახელმწიფო დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა, მათი გადაჭრის მიმართ ერთიანი მიდგომა. საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები დევნილთა პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების დროს განიცდიდნენ კოორდინაციის და პრობლემების გადაჭრისადმი ერთიანი