პლატონი 427-347 ...ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი, ბერძნული უმაღლესი არისტოკრატიის ჩამომავალი, სოკრატეს მოწაფე და არისტოტელეს მასწავლებელი, იდეათა თეორიის ფუძემდებელი... მისი არგუმენტები და მიგნებები სულის უკვდავების, სიკეთის იდეის როგორც ყოველივეს გამფორმებლის და საბოლოო მიზნის, ერთეულისა და ზოგადის არსებობის წესთა განსხვავების, ადამიანის ცხოვრების საზრისის, საზოგადოების სტრუქტურის შესაძლებელი ფორმების და სხვ. შესახებ, ყოველ ეპოქაში განსხვავებულ ინტერპრეტაციათა წყაროს და ახლის ძიების სოლიდურ საყრდენს წარმოადგენდა. ათენში აკადემიის დამაარსებელ პლატონს უამრავ შრომას მიაწერდნენ. დღეს მიღებულია, რომ მას ეკუთვნის „სოკრატეს აპოლოგია“, 35 დიალოგი, 13 წერილი და 25 ეპიგრამა. პლატონის 50-წლიანი ძიების შედეგის მრავალნაირი კლასიფიკაცია არსებობს. სხვებზე დამაჯერებელი ჩანს მისი ხუთ პერიოდად განაწილება: I.
სოკრატული პერიოდი – როცა არ ჩანს იდეათა თეორია და მიზანს წარმოადგენს საგნის ცნების, როგორც ზოგადის დაფუძნება (ამ დროს შეიქმნა „სოკრატეს აპოლოგია“, „კრიტონი“, „პროტაგორა“ და სხვ.); II. იდეათა თეორიაზე გარდამავალი პერიოდი („გორგია“, „მენონი“ და სხვ.); III. სიმწიფის ხანა – როცა ყალიბდებოდა იდეალისტური, რაციონალისტური სისტემა („ნადიმი“, „ფედონი“, „ფედროსი“, „ტიმაიოსი“, „სახელმწიფოს“ II და X წიგნები). აქ უმაღლეს მიზნად მიჩნეულია სიკეთის იდეის, როგორც ზერაციონალურის, მისტიკური ხედვა (ე.ი. ცნებისა და მსჯელობის გარეშე);
7