რეკომენდაციები საქართველოში რეპატრირებული მესხური თემის სამოქალაქო ინტეგრაციისა და უფლებების მხარდაჭ

Page 1


რეკომენდაციების პროექტი საქართველოში რეპატრირებული მესხური თემის სამოქალაქო ინტეგრაციისა და უფლებების მხარდაჭერისთვის

შესავალი 1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებასთან ერთად, საქართველომ, ადამიანის უფლებების უნივერსალური ნორმების შესაბამისად, დეპორტირებულები მესხებისთვის რეპატრიაციის საშუალების მიცემის ვალდებულება აიღო. რეპატრიაციის პროცესის ხელშეწყობისთვის საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა შესაბამისი საკანონდებლო ბაზა. 2007 წელს, „ყოფილისსრკ-ისმიერ XX საუკუნის 40-იანწლებშისაქართველოსსსრიდანიძულებითგადასახლებულპირთარეპატრიაციის“ კანონის მიღების შემდეგ, 2010 წლის იანვრის ჩათვლით გამოცხადდა ფორმალურად რეპატრიაციის მსურველთათვის განცხადებების მიღება. ორ წლიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოსოკუპირებულიტერიტორიებიდან იძულებითგადაადგილებულპირთა, განსახლებისადალტოლვილთა სამინისტრომ, მიიღო სულ საქართველოში დაბრუნების მსურველ 9,350 ადამიანის 5,841 კვალიფიციური განაცხადი. 2013 წლის მარტის დასასრულისთვის 1254 განმცხადებელს მიენიჭა რეპატრიანტის სტატუსი და მხოლოდ 7 მოიპოვა პირობითი მოქალაქეობა. ამ დროისთვის 114-მა რეპატრიანტმა გააკეთა მოქალაქეობაზე განაცხადი და ისინი კვლავ განხილვის პროცესშია. 1960-80-იან წლებში 1რამდენიმე მესხური ოჯახი საკუთარი ინიციატივით დაბრუნდა და მცირე დასახლებებად ცხოვრობენ საქართველოში. დღესდღეობით 557 მესხი ცხოვრობს ქვეყანაში და ძირითადად გადანაწილებულნი არიან იმერეთსა და გურიაში ორ დასახლებად - ნასაკირალში, გურია (139 ადამიანი - 28 ოჯახი) და იანეთში, იმერეთი (168 ადამიანი - 30 ოჯახი). 2 მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა სამცხე-ჯავახეთში, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანიდან დაახლოებით 150 მესხი დაბრუნდა ამ რეგიონში. ისინი კონცენტრირებულნი არიან ძირითადად ახალციხესა და აბასთუმანში. აგრეთვე დაახლოებით 100 მესხი ცხოვრობს თბილისში (ძირითადად ყირგიზეთიდან და „1968 წლის ივნისში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის ნებისმიერ მოქალაქის და მათ შორის დეპორტირებული მოსახლეობის, უფლებას, რომ ეცხოვრა ქვეყნის ნებისმერ ტერიტორიაზე. თუმცა ამის საპირისპიროდ კანონის მიხედვით მესხები მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს გარეთ. ამ ორმაგი დამოკიდებულებით საბჭოთა ხელისუფლებამ, რომელმაც ყველა შეზღუდვა ოფიციალურად 1974 წელს მოხსნა, კვლავ გამოიყენა „პროპისკის“ სისტემა და შესაბამისად ხელი შეუშალა ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. ამ პოლიტიკის მიუხედავად 1960-იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე ასეულის დეპორტირებული მესხური ოჯახი დაბრუნდა საქართველოში, ძირითადად აზერბაიჯანიდან და ყაბარდო-ბალყარეთიდან (რუსეთი).“,“Meskhetians: Homeward Bound…”;, Tom Trier, George Tarkhan-Mouravi, Forrest Kilimnik, page 23, ვებ-გვერდზე at: http://www.repatriation.ge/uploads/Meskhetians_Homeward_Bound_ENG.pdf 2 2014 წლის მარტის მდგომარეობით ნასაკირალსა და იანეთში მცხოვრებ მესხებზე სტატისტიკა მოპოვებულია ACF-ის მიერ. 1


ყაზახეთიდან) და რამდენიმე ოჯახი გორში, რომლებიც, 2006 წელს, საქართველო პრეზიდენტის სპეციალური მოწვევით დაბრუდნენ. ოფიციალური რეპატრიანტის სტატუსით დაბრუნებულები კი ახალციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლდნენ.3 რეპატრიაციის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად 2011 წელს შეიქმნა (2013-ში კი ხელახლა იქნა მოწვეული 4) მთავრობის უწყებათშორისი საბჭო, რომლის მთავარი ამოცანა იყო შეემუშავებინა საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკიდან ყოფილისსრკ-ისმიერ XX საუკუნის 40იანწლებშიიძულებითგადასახლებულპირთარეპატრიაციაზე (თავისი სამოქმედო გეგმით). სტრატეგიის პროექტი შემუშავდა და გადაეგზავნა ყველა შესაბამის სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებას. თუმცა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენებში ხელისუფლების ცვლილების შედეგად პროცესი გაჭიანურდა. მიუხედავად იმის რომ რეპატრიაციის პროცესიის ხელშეწყობასაქართველოს მთავრობის გაცხადებულ ვალდებულებად რჩება, ამ დრომდე არ გადადგმულა კონკრეტული ნაბიჯები და საქართველოს მთავრობის რეპატრიაციის მკაფიო ხედვა და სტრატეგია კვლავ არ ჩანს. უფრო მეტიც, წინა რეპატრიაციის პოლიტიკის ინსტიტუციური მეხსიერება მთლიანად დაიკარგა და მთავრობის წევრების ცვლილებების გამო, რომლებიც უწყებათშორის საბჭოში იყვნენ ჩართულნი, მთლიანად შეჩერდა პროცესი.

სამართლებრივი ჩარჩო 2007 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „კანონი ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთ არეპატრიაციის შესახებ“. აგრეთვე, 2013 წელს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება „რეპატრინტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“. ეს ორი დოკუმენტი წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოდან დეპორტირებულები ადამიანებისა და მათი შთამომავლების რეპატრიაციის სამართლებრივ ჩარჩოს. 2007 წელს რეპატრიაციის კანონის მიღების შემდეგ, უკანასკნელ წლებში საქართველოს მთავრობამ მიიღო რამდენიმე სამართლებრივი დოკუმენტი; ეს რეგულაციები ძირითადად განსაზღვრავენ რეპატრიანტის სტატუსისა და საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების ტექნიკურ დეტალებს.

არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები საქართველოში რეპატრირებულ მესხთა საერთო რაოდენობის შესახებ. 4 მთავრობისუწყებათშორისისაბჭოს შემადგენლობაშია შემდეგი სახელმწიფო ორგანოები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (წამყვანი სააგენტო); ეროვნული უსაფრთოხების საბჭო; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; საგარეო საქმეთა სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს პარლამენტო; საქართველოს სახალხო დამცველი 3


რეპატრიაციის საკითხებში საქათველოს მთავრობის სხვა რეგულაციებს წარმოადგენს: მთავრობის # 276-ე განკარგულება - რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნების დადგენის შესახებ; მთავრობის # 299-ე განკარგულება - რეპატრიანტის სტატუსის მაძიებლისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების თაობაზე და მთავრობის # მე-3 დადგენილება ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტის ფორმის დადგენის თაობაზე. 5 სახელმწიფოს ინტეგრაციის მხარდამჭერ კიდევ ერთ დოკუმენტს წარმოადგენს „20092014 წლებისთვის ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია, მიუხედავად იმისა რომ ხაზგასმით არ გამოყოფს მესხურ თემს. ეროვნული კონცეფცია ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას და უზრუნველყოფს კანონის წინაშე თანასწორობას რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, ეროვნებისა და თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. 6 აგრეთვე ის უზრუნველყოფს ყველა ადამიანის უფლებას, რომ განავითაროს საკუთარი კულტურა დისკრიმინაციის გარეშე და გამოიყენოს მშობლიური ენა როგორც კერძო, ასევე საჯარო ცხოვრებაში. 7 ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია აგრეთვე ეფუძნება ისეთ საერთაშორისო და რეგიონულ შეთანხმებას როგორიცაა „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ჩარჩო კონვენცია, რომლის რატიფიცირება კერ კიდევ 2006 წელს მოხდა. ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯოებესების, უმცირესობების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დაცვის მიზნით 2013 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კანონპროექტი. ის მიზნად ისახავს დისკრიმინაციის საბრძოლველად ეფექტური ინსტიტუტების და მექანიზმების დაარსებას. აგრეთვე კანონპროექტი აყალიბებს სპეციალურ მექანიზმებს, რომლებიც გაადვილებენ დისკრიმინაციის აღმოფხვრას. 8

იხილეთ http://www.mra.gov.ge/geo/static/175 მე-14 მუხლი 7 38-ე მუხლი 8 ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი; გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი; შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ საერთაშორისო კონვენცია; შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ საერთაშორისო კონვენცია; კულტურის ევროპული კონვენცია; კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ; საერთაშორისოკონვენციააპარტეიდისდანაშაულისაღკვეთისადამისიდასჯისშესახებ; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია; ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია; ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენცია; ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“ სახელმძღვანელო ევროპული კონვენცია; ჰააგის რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა განათლების უფლებებთან დაკავშირებით; ოსლოს რეკომენდაციები ეროვნულ უმცირესობათა ენობრივი უფლებების შესახებ; ლუნდის რეკომენდაციები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების ეფექტური მონაწილეობისათვის; 5 6


ამასთან საქართველოს მთავრობამ 2014 წელს მიიღო ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 9 მართალია ის პირდაპირ არ ეხება რეპატრირებულთა თემის 10 საკითხებს, თუმცა მას ექნება დადებითი გავლენა დაბრუნებული დეპორტირებულების და რეპატრიირებულების უფლებების დაცვასა და მათ სამოქალაქო, სოციო-ეკონომიკურ და კულტურულ ინტეგრაციაში. სახელმწიფო სტრატეგიის მე-12 მუხლი ხაზს უსვამს სახელმწიფო მმართველობაში თანასწორობის, სამოქალაქო ჩართულობასა და მონაწილეობითობის პრინციპებს. ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია შემდეგი ამოცანების შესრულება დისკრიმინაციის ფაქტების გამოძიებაზეგაუმჯობესებული სისხლის სამართლის საქმის წარმოების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს დისკრიმინაციის შედეგად დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურებას, რეპატრირებულთა შვილებისთვის სკოლაში ქართული ენის წავლებას, მესხ რეპატრირებულთა ინტეგრაციას სოციოეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას თანასწორობასა და ტოლერანტობაზე. უფრო მეტიც, 2013 წლის ნოემბერში პარაფირებული ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის შეთანხმება ხაზს უსვამს დასაქმების უფლების მიმართ არადისკრიმინაციულ მიდგომას. მე-14 თავში (დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები) წერია რომ "მხარეები გააძლიერებენ დიალოგსა და თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყონ ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას, დასაქმების პოლიტიკას, სამუშაოზეჯანდაცვასა და უსაფრთხოებას, სოციალური დიალოგს, სოციალური დაცვას, სოციალური ჩართულობას, გენდერულ თანასწორობასა და ანტი-დისკრიმინაციულ მიდგომას". გარდა ამისა, 349-ემუხლის დპუნქტი ითვალისწინებს "უფრო ინკლუზიური შრომის ბაზრისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების დაარსებას დაუცველი მოსახლეობის ინტეგრაციის მიზნით." 11

რეკომენდაციები

იხილეთ

9

http://yourhumanrights.ge/%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C %E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/12-2/

მე-4 თავი გვ. 29 თომას ჰამერბერგის,ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოში საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმების საკითხებსა და ადამიანის უფლებებში, „ანგარიში ადამიანის უფლებათა სფეროში:განვლილი პერიოდი, გადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები” 2013, განსაკუთრებით მიუთითებს რეპატრიაციის საკითების გათვალისწინების მნიშვნელობას ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმაში. ის მიიჩნევს რომ „ხელისუფლებამგანსაკუთრებულიყურადღებაუნდადაუთმოსმესხეთისრეგიონში (დღევანდელისამცხე-ჯავახეთი) სტალინისმიერ 1944 წელსმათდეპორტაციამდემცხოვრებიმოსახლეობისრეპატრიაციას. თუმცა, ბუნებრივია, რომრეპატრიანტებისდაბრუნებამშეიძლებაგარკვეულიდაძაბულობაგამოიწვიოს. ამიტომაუცილებელიაყველაძალისხმევისმიმართვართულიბიუროკრატიულიპროცედურებისგამარტი ვებისადასწრაფიდაძლევისაკენ, ასევეიმისაკენ, რომუზრუნველყოფილიიყოს დაბრუნებულთათვისსოციალური, ეკონომიკურიდაკულტურულიინტეგრაციისპროგრამები.იხილეთ ვერ-გვერდზე: 10

http://eeas.europa.eu/delegations/georgia/documents/virtual_library/cooperation_sectors/georgia_in_transitionhammarberg.pdf 11იხილეთhttp://www.eeas.europa.eu/georgia/assoagreement/assoagreement-2013_en.htm


რეკომენდაცია 1: რეპატრიაციის სტრატეგიის დამტკიცება და სამოქმედო გეგმის შემუშავება რეკომენდაციის არსი: 2011 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დაიწყო რეპატრიაციასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების კოორდინირება 20-ე საუკუნის 40-იანი წლებიდან ყოფილი სსრკ-დან გადასახლებული პირების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებათაშორის საბჭოსთან ერთად, რომელიც შეიქმნა მთავრობის 2011 წლის 1 მარტის განკარგულების საფუძველზე. სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, რომელიც დაეგზავნა სამინისტროებს საკონსულტაციოდ, უნდა დასრულდეს სამუშაო ჯგუფის მუშაობის მეშვეობით. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭოს ეგიდით შესაბამისი ღონისძიებების სამთავრობო თუ არა-სამთავრობო უწყებებთან კოორდინირების მიზნით. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი ხელს შეუწყობს ყველა იმ აუცილებელი რესურსის განსაზღვრას, რაც აუცილებელია სტრატეგიის განხორციელებისათვის და ასევე მიმზიდველს გახდის დონორ ორგანიზაციებისათვის, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ რეპატრირებული მოსახლეობის ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების პროცესში. პასუხისმგებელი სტრუქტურა: საქართველოს პარლამენტი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (ხელმძღვანელი სამინისტრო); ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; საგარეო საქმეთა სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახემწიფო მინისტრის აპარატი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს სახალხო დამცველი. დამხმარე ორგანიზაციები: არასამთავრობო სექტორი; დონორი ორგანიზაციები (საჭიროების შემთხვევაში)

რეკომენდაცია 2: რეპატრიანტი ოჯახების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა რეკომენდაციის არსი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რესურსების გაძლიერება მესხი რეპატრიანტების მონაცემების შეგროვებისა და მონაცემთა ბაზის შემდგომი ფუნქციონირების კუთხით ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ეფექტური ინტეგრაციის ღონისძიებების გატარებაში. რეპატრიანტი ოჯახების მონაცემთა ბაზა და მათი საჭიროებების მოკვლევა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს. მონაცემები უნდა მოიცავდეს მონაცემებს თვით-რეპატრირებულ პირებზე


და იმ პირებზეც, რომლებიც არსებული იურიდიული ჩარჩოს ფაგლებში დაბრუნდნენ, ასევე მოქალაქე და არა-მოქალაქე რეპატრიანთა რაოდენობას, მათზე, ვინც განახცადა მოქალაქეობის მიღებაზე, ოჯახების გენდერულ შემადგენლობაზე (ისეთი ოჯახების რაოდენობას, სადაც ქალია მარჩენალი), მონაცემებს ყველა ოჯახის სოციალურ და ეკონომიკურ მგდომარეობაზე, განათლებაზე, პროფესიულ გამოცდილებაზე, ამჟამინდელ საქმიანობაზე, სახელმწიფო ენის ცოდნის დონეზე და ა.შ. ეს მონაცემები და მისი ანალისი ხელს შეუწყობს რეინტეგრაციის შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრას და მიზობრივი დახამრების ეფექტურ განხორციელებას. პასუხისმგებელი სტრუქტურა: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; სამოქალაქო რეესტრი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; იუსტიციის სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახემწიფო მინისტრის აპარატი. დამხმარე ორგანიზაციები: არასამთავრობო ორგანიზაციები

რეკომენდაცია 3: რეპატრიანტების სახელმწიფო პროგრამებით

უფლების

უზრუნველყოფა

ისარგებლონ

რეკომენდაციის არსი: რამდენადაც საქართველოში ჩამოსვლისას რეპატრიანტების გარკვეულ ნაწილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა 12, მათ არ შეუძლიათ ისარგებლონ იგივე უფლებებითა და შეღავათებით, რაც გააჩნიათ მოქალაქეებს. მათ არ აქვთ შესაძლებლობა გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და სრულად ისარგბლონ ადამიანი უფლებებით, მიიღონ დაწყებით და საბაზო სასკოლო განათლება, ისარგებლონ ჯანდაცვის პროგრამებით, ეზღუდებათ დასაქმების შესაძლებლობა ან სასოფლო-სამეურნეო თუ სოციალური დახმარების სხვა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა და ა.შ. გამომდინარე ზემოთქმულიდან, უნდა იქნეს მიღებული ზომები რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირებისათვის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის დასაჩქარებლად; და მათაც, ვისაც გააჩნია რეპატრიანტის სტატუსი, უნდა ისარგებლონ ძირითადი სამოქალაქო და ეკონიმიკური უფლებებით მანამ, სანამ ისინი მოქალაქეები გახდებიან. პასუხისმგებელი სტრუქტურა: იუსტიციის სამინისტრო; საგარეო საქმეთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და რეპატრაინთა ზუსტი ოფიციალური რაოდენობა, რომელთაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, არ მოიპოვება

12


ლტოლვილთა სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო; სოფლის მეურნეობის სამინისტრო. დამხმარე ორგანიზაციები: საქართველოს სახალხო დამცველი; არასამთავრობო სექტორი (ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები)

რეკომენდაცია 4: პროგრამებში/პოლიტიკაში

მესხი

რეპატრიანტების

ჩართვა

სახლემწიფო

რეკომენდაციის არსი: სრულყოფილი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების გარდა, მესხი რეპატრიანტები უნდა იყვნენ ჩართულნი სხვა სახლეწიფო სტრატეგიებსა და შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოში. სამთვარობო უწყებებს შორის რეპატრიაციის თაობაზე საკიტხების კოორდინაციის მექანიზმი უნდა დაიხვეწოს, რათა უზრუნველყოფილი იქნას რეპატრიანტების ჩართვა შესაბამის პროგრამებში, როგორიცაა შრომის ბაზრის ფორმირების სახელწიფო სტრატეგია (ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო), პროფესიული განათლებისა და პროფესიული გადამზადების რეფორმის სახელმწიფო სტრატეგია (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო), სოფლის მეურნეობის სახელმწიფო სტრატეგია (სოფლის მეურნეობის სამინისტრო), დეცენტრალიზაციისა და თვით-მმართველობის სახელმწიფო სტრატეგია (ინფრასტურქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო), გენდერული თანასწორობისა სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და სხვა შესაბამისი სტრატეგიები. მინიშნებები რეპატრირებულ მოსახლეობაზე უნდა გაკეთდეს ისეთ დოკუმენტებშიც, როგორიცაა ტოლერანტობასა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და სხვა რეგულაციებში. პასუხისმგებელი სტრუქტურა: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო; სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მხარდამჭერი ორგანიზაციები: საქართველოს პარლამენტი (გენდერული თანასწორობის საბჭო)

რეკომენდაცია 5: ინტეგრაცია

მესხი რეპატრიანტების სოციალ-ეკონომიკური და რეგიონული


რეკომენდაციის არსი: მესხი რეპატრიანტების ეკონომიკურ ინტეგრაციას ძალზედ მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ზოგადად ინტეგრაციული პროცესების წარმატებით განხორციელებაზე, რას თავის მხრივ ხელს შეუწყობს მესხი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ ჩართულობას. ამ პროცესის მხარდაჭერისათვის საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება: მესხთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; ეკონომიკური პროგრამების განხორციელება, რაც გააღრმავებს თანამშრომლობას რეპატრირებულ ოჯახებსა და ადგილობრივ თემებს შორის; რეპატრირებული ოჯახების ჩართვა სასოფლო-სამეურნეო პროექტებში - იაფი კრედიტის პროგრამები, სუბსიდირება, და ასე შემდეგ; რეპატრიანტთა პროფესიული გადამზადება ეკონომიკის სფეროში განხორციელებული ზოგადი ცვლილებების და საბაზრო მოთხოვნების გათვალისწინებით; საჯარო სექტორში დასაქმებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; რეპატრიანტთა აქტიური ჩართულობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტირის სამინისტროს სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში, ასევე სოციალური დაცვის უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის სამთავრობო პროგრამებში. ყოველი აქტივობა უნდა განხორციელდეს ისე, რომ მხარდაჭერილ იქნას რეპატრირებულ მოსახლეობაში გენდერული თანასწორობა. ადგილობრივი ხელისუფლებას და არასამთავრობო სექტორს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანონ მესხთა სოციალურ-ეკონომიკურ და რეგიონულ ინტეგრაციაში. კერძოდ, მნიშვნელოვანია მათი მხრიდან მესხთა ინფორმირება/კონსულტაციის გაწევა ეკონომიკის სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმებზე თუ მცირე ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საერთაშორისო ორგანიზაციებმა შესაძლებელია დახმარბა გაუწიონ მთავრობას, ადგილობრვი ხელისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს როგორც ფინანსურად, ასევე ტექნიკურად და ადამიანური რესურსების მეშვეობით იმ პროგრამების ეფექტურად განხორციელებისათვის, რომელიც გამიზნულია მესხი რეპატრიანტების ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდაზე. პასუხისმგებელი სტრუქტურა: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განათლების და მეცნიერების სამინისტრო; შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვი სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; ადგილობრივი ხელისუფლება. დამხმარე ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის გენდერული ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი.

თანასწორობის

საბჭო,

დონორი

რეკომენდაცია 6: განათლების და სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება


რეკომენდაციის არსი: საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა არის რეპატრირებული მოსახლეობაის მიერ ქართული ენის არასათნადო დონეზე ფლობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათ დასაქმებას საჯარო სექტორში და ხელს უშლის მათ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. მესხთა განსახლების რეგიონებში განათლების მიღების და ქართული ენის შესწავლის სფეროში ხელმისაწვდომობის გაუმჯობესუბა ხელს შეუწყობს რეპატრიანტთა მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და გააძლიერებს მათ მოტივაციას ქართული ენის შესწავლისათვის. საქართველოს მთავრობამ დონორი ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით უნდა გააუმჯობესოს სკოლამდელი განათლების ხარისხი; ხელი შეუწყოს ქართული ენის სწავლებას განსახლების ადგილებში; უზრუნველყოს ბილინგიალური განათლების შესაძლებლოებები რეპატრირებული მოსახლეობისათვის; უზრუნველყოს რეპატრიანტი სტუდენტებისათვის უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა (აღიარებულ უნდა იყოს განათლების დამადასტურებელი მოწმობები წარმოშობის ქვეყნებიდან; კვოტირების სისტემა, კერძოდ 1+4 პროგრამა უნდა გავრცელდეს მესხებზეც, გატარებული უნდა იქნას სხვა დამხმარე ღონისძიებებიც); ხელი შეუწყოს დასაქმებას პროფესიული განათლების პროგრამების მეშვეობით. პასუხისმგებელი სტრუქტურა: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახემწიფო მინისტრის აპარატი. დამხმარე ორგანიზაციები არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები

რეკომენდაცია 7: ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება რეკომენდაციის არსი: იმის გათვალისწინებით, რომ მესხურ თემში ქართული ენის ფლობის დონე დაბალია უნდა გატარდეს მთელი რიგი სპეციფიური ღონისძიებებისა, რომლებიც ხელს შეუწყობენ რეპატრირებული მესხების უკეთესად ინფორმირებისათვის. ამ მიზნით შემდეგი ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული: პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებების და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იმ ენაზე რომელიც გასაგები იქნება


რეპატრირებული თემებისათვის (ეს სფეროებია: სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური საკითხები, სამართელებრივი რეგულაციები რეპატრიაცოასთან და მოქალქოების საკითხთან დაკავშირებით, საკუთრების და უძრავი ქონების შეძენა, საარჩევნო საკითხები და სხვა). პასუხისმგებელი სტრუქტურა: ცენტრალური და ადგილობრივი მედია (ტელევიზია და რადიო); ადგილობრივი ხელისუფლება; ცენტრალური საარჩევნო კომისია; არასამთავრობო ორგანიზაციაბი დამხმარე ორგანიზაციები საჯარო სტრუქტურები, დონორი ორგანიზაციები (საჭიროების შემთხვევაში)

რეკომენდაცია 8: პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა რეკომენდაციის არსი: რეპატრირებული თემები წახალისებული უნდა იქნან იმისათვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ საჯარო სამსახურებში არსებულ კონკურსებში; საარჩევნო მასალები და ბიულეტენები უნდა ითარგმნოს იმ ენებზე, რომლებიც გასაგებია მათთვის (მათ შორის ინფორმაცია არჩევნებზე, საარჩევნო პროცედურებზე და საარჩევნო უფლებებზე). მათი აქტიური ჩართვა პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში უზრუნველყოფილ უნდა იქნას სამოქალაქო განათლების, სახელმწიფო ენის სწავლების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მეშვეობით. პასუხისმგებელი სტრუქტურა: ადგილობრივი თვითმმართველობები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ზურაბ ჟვანიას სახელობის საჯარო ადმინისრირების სკოლა; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრიქტურის სამინისტრო. დამხმარე ორგანიზაციები არასამტავრობო სექტორი, დონორი ორგანიაციები

რეკომენდაცია 9: რეპატრიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივ თემებში/მესური თემების იდენტობის შენარჩუნება რეკომენდაციის არსი: დეპორტირებული მოსახლეობისწარმატებული ინტეგრაციისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია რეპატრიაციის შესახებ ადგილობრივი მოსახეობის ცნობიერების ამაღლება და მათი მომზადება რეპატრიანთა მისაღებად (განსაკუთრებით იმ


ადგილებში სადაც რეპატრირებულები არიან კონცენტრირებული ან სადაც რეპატრიანტები სავარაუდოდ დასახლდებიან). ცნობიერების ამაღლება ხელს შეუწყობს დაძაბულობის რისკის შემცირებას ადგილობრივ მოსახლეობასა და რეპატრიანთა შორის. ცნობიერება უნდა ამაღლდეს იმ თვალსაზრისით, რომ აღარ მოხდეს მესხების მოხსენიება როგორც ”თათრები”, ”თურქი მესხები” და ”მუსლიმები”. ამავე დროს რეპატრიანტთა კულტურა და ისტორია განხილულ უნდა იყოს როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და ზოგადი ფასეულობა. ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები შემდეგი გზებით უნდა განხორციელდეს: ა) კონსულტაციები ადგილობრივ თემებთან, სადაც რეპატრირებულები ცხოვრობენ; ბ) საჯარო მედია კამპანიები; გ) კამპანია რომელიც გამიზნულია სკოლის მასწავლებლებზე, მოსწავლეებზე და მშობლებზე; დ) კამპანია რომელიც გამიზნულია ადგოლობრივი თვითმმართველობის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებზე რეპატრირებული თემების სამოქალაქო ინტეგრაცია მხარდაჭერილი უნდა იყოს ისე, რომ შენარჩუნდეს მათი კულტურული იდენტობა და მემკვიდრეობა, გარანტირებულ იქნას მათი რელიგიური აღმსარებლობის დაცვა. მესხ რეპატრიანტებბს უნდა მიეცეთ ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. პასუხისმგებელი სტრუქტურა: საზოგადოებრივი მაუწყებელი; კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ადგოლობრივი თვითმმართველობები. დამხმარე ორგანიზაციები სამოქალაქო სექტორი, დონორი ორგანიზაციები (საჭიროების შემთხვევაში).


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.