Adamianis uflebebi

Page 1

www.legalportal.ge

ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები


www.legalportal.ge

შესავალი დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია. იურიდიული ასპექტით ამ მხრივ ძალიან ბევრი შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმი არსებობს, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვა მის სამართლებრივ აქტებში დეკლარირებით არ შემოიფარგლება. ის გაცილებით ფართო ცნებაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, მხოლოდ მაღალი მართლშეგნების მოქალაქე შეიძლება იყოს მთავარი გარანტი დემოკრატიული პროცესების ურღვევობისა. აქედან გამომდინარე იურისპრუდენციაში ხშირად გამოიყენება ფორმულა ,,ადამიანის უფლებათა წახალისება და დაცვა’’ (promotion and protection of human rights). ,,წახალისება’’ გულისხმობს იმ ქმედებათა ერთობლიობას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების სათანადო დონის ჩამოყალიბება. სწორედ ასეთ საზოგადოებაშია შესაძლებელი ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების რეალური ამოქმედება. ამდენად წახალისება და დაცვა ერთმანეთისაგან გაუმიჯნავი და ურთიერთშემავსებელი ცნებებია. ,,წახალისება’’ გამოიხატება ისეთ ქმედებებში, რომლებიც მიმართულია ადამიანის უფლებათა შუნაარსის, მათი დაცვის მექანიზმებისა და რეალიზაციის ფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდისკენ. ძალზედ მნიშვნელოვანია წახალისების ისეთი ფორმა, როგორიცაა - ადამიანის უფლებათა ცნობარების შედგენა და გავრცელება. ასეთი ცნობარების საშუალებით უნდა გაეცნონ მოქალაქეები იმ ძირითად საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ აქტებს, რომელშიც მოცემულია ცალკეულ უფლებათა სამართლებრივი რეგლამენტაცია. სახელმწიფოს დემოკრატიული წყობილების მთავარი ქვაკუთხედია კანონის უზენაესობის პრინციპი. ამ პრინციპის დაცვისა და პრაქტიკული რეალიზაციისათვის კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ კანონის ხელმისაწვდომობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ კანონი უნდა იყოს ფართოდ ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისათვის, რათა ადამიანებს შეეძლოთ გაარკვიონ თუ რას მოითხოვს მათგან კანონმდებელი და ამ მოთხოვნათა შესაბამისად წარმართონ თავიანთი ქმედებები. კანონის ხელმისაწვდომობა გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფოს ფორმალურ ვალდებულებას უზრუნველყოს ნორმატიული აქტების და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების გამოქვეყნება ოფიციალურ ორგანოში, არამედ არასამთავრობო სექტორის განსაკუთრებულ აქტივობას საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით. ნებისმიერი უფლების დასახელებისა და მისი მოკლე სამართლებრივი რეგლამენტაციის სიღრმეში არსებობს რთული იურიდიული ლაბირინთები, რომელთა შესახებ საზოგადოებას მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი, რომლებიც წარმოადგენენ არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვის უმნიშვნელოვანეს მექანიზმებს, არამედ ისინი იმავდროულად განმარტავენ ძირითად უფლებებს და განავრცობენ მათ შინაარსს. ამდენად ცალკეულ უფლებათა სწორი შინაარსობრივი გააზრებისათვის, სასურველია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში მოცემული განმარტებების გაცნობა. გარდა ამისა საზოგადოებას კონკრეტულად უნდა მიეწოდოს


www.legalportal.ge ინფორმაცია იმის შესახებ თუ პრაქტიკულად - რა მექანიზმებით, ფორმებითა და საშუალებებით მოახდინონ საკუთარი უფლებების დაცვა და რეალიზაცია. აქედან გამომდინარე, საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების დონე ადამიანის უფლებათა სფეროში, გულისხმობს 3 ძირითად ასპექტს: 1. უფლებათა სწორი სინაარსობრივი გააზრება. 2. უფლებათა დაცვის შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მეანიზმების შესახებ ინფორმირებულობა. 3. უფლებათა პრაქტიკული რეალიზაციის ფორმებისა და საშუალებების ცოდნა. სწორედ ეს ტრიადა განაპირობებს ცნობიერებითი დონის იმ ხარისხს, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი მოქალაქისათვის. სწორედ ამ ასპექტების გათვალისწინებით არის ჩამოყალიბებული ეს ცნობარი, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ იურისტებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თავისი იურიდიული განათლების გაღრმავებაში.


www.legalportal.ge

ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა

საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 17 1.ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. 2.დაუშვებელიოა ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. 3.დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 5 არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი.

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მუხლი 5 არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას, ან სასტიკ, არაადამიანურ ან მისი ღირსების დამამამცირებელ მოპყრობას თუ სასჯელს, კერძოდ, არც ერთ პირზე თუ არ იქნა მისი თავისუფალი თანხმობა, არ შეიძლება სამედიცინო ან სამეცნიერო ცდის ჩატარება. მუხლი 10 ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია მუხლი 3 წამების აკრძალვა არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.

,,ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა’’ - დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური ღირებულება და


www.legalportal.ge პრინციპია. ადამიანის ღირსების აღიარება მოცემულია, როგორც გაეროს წესდების ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა ძირითადი საერთაშორისოსამართლებრივი აქტის პრეამბულაში. რადგან სწორედ ადამიანური ღირსება ქმნის იმ საწყისს, რომლიდანაც გამომდინარეობს და რომელსაც ეფუძნება სხვა ძირითადი უფლებები. ,,ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ღირსება ადამიანს აქვს იქედან გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი. ღირსება ასევე არ შეიძლება იქნეს განხილული, როგორც მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტური კონსტიტუციური უფლების ობიექტი. ღირსება არის ის უფლება და ამავე დროს, ის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი უფლებები. პირის სამართლებრივი სტატუსის საფუძველში დევს ღირსების იდეა, ხოლო სამართლებრივი დაცვის პრინციპის, როგორც პიროვნების სოციალურსამართლებრივი დაცვის საშუალების საფუძველი არის პიროვნების ღირსების უზრუნველყოფის პრინციპი. ღირსების ხელყოფა, ფაქტიურად ყოველთვის უკავშირდება სხვა ძირითადი უფლების ან უფლებების დარღვევას’’. (საქართველოს №2/2-389 საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ’’). ღირსება არ არის ადამიანთა ცალკეული ჯგუფის ექსკლუზიური უფლება, ღირსება გააჩნია ყველა ადამიანს და ამ კუთხით რაიმე სახის დიფერენცირება დაუშვებელია. ადამიანის ღირსება ვრცელდება ფეტუსზე, ადამიანის ცხედარზე და გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნაზეც. რაც შეეხება განსხვავებას ღირსებასა და პატივს შორის, იურიდიულ მეცნიერებაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად ,,პატივი’’ გულისხმობს პიროვნების თვისებების, უნარების ობიექტურ შეფასებას საზოგადოების მიერ ანუ საზოგადოების დამოკიდებულებას პიროვნებისადმი, ხოლო ,,ღირსების’’ ცნებაში მოიაზრება პიროვნების მიერ საკუთარი თავის სუბიექტური თვითშეფასება. პატივი და ღირსება ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია, ამიტომაც საქართველოს კონსტიტუცია მათ ერთად მოიხსენიებს. ადამიანის ღირსება შეიძლება დარღვეული იქნას სხვადასხვა სახის ქმედებებით, როგორებიცაა: რასობრივი დისკრიმინაცია, მონობა, ადამიანებით ვაჭრობა, წამება, არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობა, ფიზიკური სასჯელი, ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, სისტემატიური დამცირება, საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენა, უიმედო მდგომარეობაში ჩაყენება, ადამიანზე უკანონო სამეცნიერო ექსპერიმენტებისა და კვლევების ჩატარება, ღირსების შემლახველი მოწოდებებისა და შეხედულებების გავრცელება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშავია წამება, რომლის დეფინიციასაც იძლევა ,,წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა ან სასჯელის წინააღმდეგ’’ გაეროს კონვენციის 1 მუხლი, რომლის მიხედვით წამებად ჩაითვლება ,,ნებისმიერი ქმედება, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ მიეყენა ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან მორალური, იმ მიზნით, რომ მიღებული იქნას მისგან ან მესამე პირისგან ცნობები ან აღიარება, რათა დაისაჯოს იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა ან რომლის ჩადენაშიცაა იგი ეჭვმიტანილი, დააშინონ, აიძულონ ის ან მესამე პირი ან


www.legalportal.ge სხვა მიზნით, რაც ემყარება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას’’. აქედან გამომდინარე კონვენციის თანახმად ,,წამება’’ 3 კომპონენტს მოიცავს: 1) ძლიერი ფიზიკური თუ მორალური ტანჯვის მიყენება. 2) ტკივილის მიზანმიმართული და განზრახ მიყენება. 3) გარკვეული მიზნის (ინფორმაციის ან აღიარების მოპოვება, დასჯა ან დაშინება) არსებობა. საქართველოს კანონმდებლობაში კი წამების დეფინიცია სსკ-ის 126-ე მუხლშია მოცემული: ,,სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრ ახ მძიმე დაზიანება) ან 118-ე მუხლით (ნაკლებად მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული შედეგი’’. აღნიშნული მუხლი კონვენციისგან განსხვავებით არ მიუთითებს კონკრეტულ მიზანზე, რასაც წამება უნდა ემსახურებოდეს, ამდენად ეს მუხლი უფრო ფართო გაგებისაა და წამების კონვენციისეულ გაგებასთან ერთად მოიცავს სხვა შემთხვევებსაც, რომლებზეც კონვენცია პირდაპირ არ ვრცელდება. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტები წამებისგან განასხვავებს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, რომლებიც ასევე უხეშად არღვევენ ადამიანის ღირსებას. არაადამიანური მოპყრობა გულისხმობს წამებასთან შედარებით ნაკლები სიძლიერისა და ინტენსივობის არასათანადო მოპყრობას, ხოლო დამამცირებელია ქმედება, რომელიც წარმოშობს მსხვერპლში შიშის, ტკივილისა და დამცირების გრძნობებს და იწვევს მის შეურაცხყოფასა და დამცირებას. თუმცა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან განსხვავებით, აუცილებელი არ არის, რომ მან გამოიწვიოს სასტიკი ან ხანგრძლივი შდეგები. წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას შორის დიფერენცირება პირისთვის მიყენებული ტანჯვის სიძლიერითა და ინტენსივობით ფასდება, საქმის ყველა გარემოების შესწავლის შედეგად. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: ,,დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება’’, განსაკუთრებული ხაზგასმა დაკავებულ და თავისუფლებაშეზღუდულ პირებზე გამომდინარეობს იქედანაც, რომ პრაქტიკის თანახმად დაკავებისა და დაპატიმრების ადგილებში პირთა მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების შემთხვევები ძალიან ხშირია. ასეთ დროს ადამიანის ძირითად უფლებებში სახელმწიფოს ინტერვენციის პოტენციური შესაძლებლობა იზრდება, რაც შესაბამისად დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს საჭიროებს. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში პენიტენციალური სისტემის გამჭვირვალობა, ადამიანის ღირსების დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლში არის მოცემული, რომელიც არ შეიცავს დათქმას მისი შესაძლო შეზღუდვის თაობაზე, ეს უფლება არ არის მოხსენიებული ასევე საქართველოში კონსტიტუციის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებათა შორის, რომელთა შეზღუდვა დასაშვებია საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. ამდენად ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა მიეკუთვნება აბსოლიტურ უფლებათა კატეგორიას, რომლებიც შეზღუდვებს არ ექვემდებარებიან. აღნიშნულ უფლებასთან მიმართებაში სახელმწიფოს აკისრია არა მხოლოდ ,,ნეგატიური ვალდებულება’’, რომ არ განახორციელოს ინტერვენცია ღირსების დაცულ სფეროში, არამედ იმავდროულად გააჩნია ,,პოზიტიური ვალდებულებები’’, რომლის თანახმად საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა შექმნას ადამიანის


www.legalportal.ge პატივისა და ღირსების უზრუნველმყოფი ნორმატიული ბაზა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს ეფექტური გამოძიება, აღმოფხვრას მისი დარღვევის პოტენციური შესაძლებლობები, უზრუნველყოს სამართლებრივი თანასწორობა და შექმნას ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური სოციალური პირობები, ხოლო სასამართლო ხელისუფლებამ უნდა წარმართოს ობიექტური სასამართლო პროცესი და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს ამ უფლების დამრღვევი სახელმწიფო მოხელეები თუ კერძო პირები. სახელმწიფოს მიერ ზემოაღნიშნული ,,ნეგატიური’’ და ,,პოზიტიური’’ ვალდებულებების ერთობლიობაში შესრულება განაპირობებს ადამიანის პატივისა და ღირსების დაცულობის მაღალ ხარისხს ქვეყანაში, რაც თავის მხრივ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია.

სიცოცხლის უფლება საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 15 1. სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. 2. სიკვდილით დასჯა აკრძალულია.


www.legalportal.ge ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 3 ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

საეთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მუხლი 6 1. სიცოცხლის უფლება ადამიანის განუყოფელი უფლებაა, ამ უფლებას იცავს კანონი, არავის არ შეიძლება თვითნებურად წაერთვას სიცოცხლე. 2. ქვეყნებში, რომლებსაც არ გაუუქმებიათ სიკვდილით დასჯა, სიკვდილის განაჩენი შეიძლება გამოიტანონ მხოლოდ ყველაზე დიდი დანაშაულისათვის იმ კანონის შესაბამისად, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს და არ ეწინააღმდეგება ამ პაქტისა და გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისთვის დასჯის შესახებ კონვენციის დებულებებს. ეს დასჯა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კომპეტენტურ სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო განაჩენის აღსასრულებლად. 3. როცა სიცოცხლის წართმევა გენოციდის დანაშაულს შეადგენს, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ აღნიშნულ მუხლში ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს არაფერი აძლევს უფლებას, რომ რაიმე საშუალებით გადაუხვიონ რომელიმე ვალდებულებას, რომელიც იკისრეს გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ კონვენციის დებულებათა შესაბამისად. 4. თითოეულს, ვისაც სიკვდილი მიუსაჯეს, უფლება აქვს, ითხოვოს შეწყალება ან განაჩენის შერბილება, ამნისტია. შეწყალება ან სიკვდილის განაჩენის შეცვლა შეიძლება ნაბოძები იყოს ყველა შემთხვევაში. 5. სიკვდილის განაჩენის გამოტანა არ შეიძლება დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს თვრამეტ წლამდე ასაკის პირებმა, ასევე, მისი აღსრულება არ შეიძლება ფეხმძიმე ქალების მიმართ. 6. ამ მუხლში არაფერი შეიძლება იყოს იმის საფუძველი, რომ ამ პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფომ გადადოს ან არ დაუშვას სიკვდილით დასჯის გაუქმება.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატური ოქმი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ მუხლი 1 1. წინამდებარე ოქმის მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციაში არავინ არ შეიძლება სიკვდილით დაისაჯოს. 2. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომები, რათა მათი იურისდიქციის ფარგლებში გაუქმდეს სიკვდილით დასჯა.


www.legalportal.ge ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია მუხლი 2 სიცოცხლის უფლება 1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულების შედეგად ისეთი დანაშაულის ჩადენისთვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს. 2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინაარმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა: ა) ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან; ბ) კანონიერი დაკავებისათვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად; გ) კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი № 6 მუხლი 1 სიკვდილით დასჯის გაუქმება სიკვდილით დასჯა უქმდება. არავის არ შეიძლება შეეფარდოს სიკვდილით დასჯა ან დაისაჯოს სიკვდილით. მუხლი2 სიკვდილით დასჯა ომის დროს სახელმწიფოს შეუძლია, თავის კანონმდებლობაში გაითვალისწინოს სიკვდილით დასჯა იმ ქმედებისათვის, რომელიც ჩადენილია ომის ან მისი გარდაუვალი საფრთხის არსებობის დროს. ამგვარი სასჯელი გამოიყენება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში და მისი დებულებების შესაბამისად. სახელმწიფო აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ამ კანონის შესაბამის დებულებებს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი №13 მუხლი 1 სიკვდილით დასჯის გაუქმება სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, არ შეიძლება ვინმეს შეეფარდოს სიკვდილით დასჯა ან ვინმეს მიმართ აღსრულდეს ასეთი განაჩენი.

სიცოცხლის უფლების დაცვა ნებისმიერი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა და სახელმძღვანელო პრინციპია, რადგან სიცოცხლე ადამიანის ყველაზე ღირებული სიკეთეა, რომელიც განაპირობებს მის ბიოლოგიურ არსებობას და რომლის გარეშე სხვა უფლებებით სარგებლობა წარმოუდგენელი იქნება. ამდენად სიცოცხლის უფლება ყველა სხვა უფლების ლოგიკური წინაპირობაა და მისი დაცვის ფასეულობა


www.legalportal.ge უაღრესად დიდია. თუმცა სიცოცხლის უფლების დაცვა სამართლებრივ ასპექტში სხვადასხვა კომპონენტებისაგან შედგება, მათ შორის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიკვდილით დასჯის, ევთანაზიისა და აბორტის საკითხები. სიკვდილით დასჯა როგორც სასჯელის უკიდურესი ზომა საქართველოში გაუქმებული იქნა 1997 წლის 11 ნოემბერს, როცა პარლამენტმა მიიღო კანონი: ,,სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების - სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ’’. ამ კანონის მიღება მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო საქართველოს მისწრაფებით გამხდარიყო ევროპის საბჭოს წევრი და მოეხდინა საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან. 1999 წლის 17 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-16 ოქმს მშვიდობიანობის დროს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, 2002 წლის 3 მაისს საქართველომ ხელი მოაწერა მე-13 ოქმს ომის დროს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. ასევე 1999 წლის 22 მარტს საქარველო შეუერთდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 ფაკულტატიურ ოქმს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, რომელიც საქართველოსათვის ძალაში შევიდა 1999 წლის 22 ივნისს. ამდენად საქართველომ შიდასახელმწიფოებრივ ნორმებთან ერთად აიღო საერთაშორისო ვალდებულებებიც, რომლითაც სრულებით გამორიცხა სიკვდილით დასჯის, როგორც სასჯელის განსაკუთრებული ზომის გამოყენების შესაძლებლობა მშვიდობიანი თუ საომარი მდგომარეობის პირობებში. სიცოცხლის უფლებასთან მიმართებაში მსოფლიოში ამჟამად ერთ-ერთ მთავარ სადისკუსიო საგნად რჩება ევთანაზიის საკითხი - თავისი იურიდიული, პოლიტიკური, სამედიცინო, ეთიკური და რელიგიური ასპექტებით. ,,ევთანაზია უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისაგან დატანჯული ადამიანის უმტკივნეულოდ მოკვდინების აქტია და სიტყვა-სიტყვით ,,მშვიდ, ბედნიერ და უმტკივნეულო სიკვდილს’’ ნიშნავს“ (ადამიანის უფლებათა ლექსიკონი/ შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ; რედ: ანა ჭაბაშვილი/ თბ:დასი, 1999 – 128 გვ). ევთანაზია შეიძლება განხორციელდეს აქტიური ფორმით, ამ დროს ავადმყოფისთვის მოწყალების საბაბით სიცოცხლის მოსპობა ხდება მედპერსონალის ან სხვა პირების აქტიური მოქმედებით, მაგ - წამლის დიდი დოზით მიცემა, მომაკვდინებელი ინექციის გაკეთება, ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვა და სხვა. პასიური ევთანაზია კი ნიშნავს დაავადებულის მკურნალობის შეწყვეტას, დაავადების მიმდინარეობაში ჩაურევლობას. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ცალკეულმა სახელმწიფოებმა მოახდინეს ევთანაზიის ლეგალიზაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ აღიარებს მის დასაშვებობას. საქართველოს კანონმდებლობით კი აკრძალულია ევთანაზიის როგორც აქტიური ისე პასიური ფორმა. სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად, ევთანაზია ანუ ,,მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით’’ განიხილება როგორც მკვლელობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით. ასევე ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოში კანონის 151-ე მუხლი განსაზღვრავს ,,სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება”. ამდენად საქართველოს კანონმდებლობით ევთანაზია დაუშვებლად არის მიჩნეული და მისი ლეგიტიმაციის საკითხი არც დგას დღის წესრიგში.


www.legalportal.ge სიცოცხლის უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ასევე აბორტის ანუ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სამართლებრივი რეგულაციის საკითხი. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოში კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ: ა) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას; ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასულია სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს ექიმმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას. არჩევანი ქალის პრეროგატივაა”. ამავე კანონის 140-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით კი ,,თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით…” სამედიცინო ჩვენება გულისხმობს დედის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ისეთ სერიოზულ საფრთხეს, როცა ორსულობის შეწყვეტა აუცილებლობას წარმოადგენს, ხოლო სოციალური ჩვენება გულისხმობს ნაყოფის მშობლების მიერ ელემენტალური სოციალური პირობების არქონას, რაც ბავშვის ნორმალური აღრზდისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად იქნება საჭირო. ყოველივე ზემოაღნიშნული პირობების დარღვევით განხორციელებული ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა კი წარმოადგენს უკანონო აბორტს, რომელიც სსკის 133-ე მუხლით დანაშაულად არის აღიარებული. იურიდიულ მეცნიერებაში ძალზედ პრობლემური საკითხია ის თუ როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე, ქალის ორგანიზმში წარმოშობილ ნაყოფს აქვს სიცოცხლის უფლება თუ ადამიანის სიცოცხლე იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ახალშობილი დედის მუცელს მოსცილდება? საქართველოს კანონმდებლობით მკვლელობად კვალიფიცირდება სიცოცხლის ისეთი მოსპობა, რომელიც ჩადენილია უკვე დაბადებული ბავშვის მიმართ, ნაყოფის ხელოვნური მოცილება კი განსაზღვრულ პირობებში დაშვებულია და თუ პირობების დარღვევით ხდება ის კვალიფიცირდება, როგორც უკანონო აბორტი და მის მიმართ დადგენილი სანქციის ზომაც გაცილებით დაბალია, ვიდრე დაბადებული ბავშვის განზრახი მკვლელობის შემთხვევაში. ამდენად ფეტუსისა და უკვე დაბადებული ბავშვის არსებობის დაცულობა ხარისხობრივად აშკარად განსხვავებულია. საქართველოში სამოქალაქო კოდექსის 11-ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად ,,ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა - უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან”, სამედიცინო თვალსაზრისით დაბადების მომენტად კი მიიჩნევა ნაყოფის გამოყოფა დედის საშვილოსნოდან. ამავე მუხლის 2 პუნქტის მიხედვით ჩასახვისთანავე წარმოიშობა მემკვიდრედ ყოფნის უფლება, თუმცა ,,ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე’’. სიცოცხლის უფლება წყდება ადამიანის გარდაცვალებით, სამოქალაქო კოდექსით ადამიანის გარდაცვალების მომენტად ითვლება თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა. საქართველოს კონსტიტუციით სიცოცხლის უფლება აბსოლიტურად უზრუნველყოფილი, ხელშეუვალი უფლებაა, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროსაც. გამონაკლისად მიიჩნევა ისეთი შემთხვევა, როცა სიცოცხლის საპირწონედ ასევე სიცოცხლე დგას. მაგ. სახელმწიფოს შეუძლია იმ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რომელიც სხვათა სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. ყველა სხვა შემთხვევაში სახელმწიფო შებოჭილია არა მხოლოდ ნეგატიური ვალდებულებებით, რომ თავი შეიკავოს სიცოცხლის ხელყოფისაგან,


www.legalportal.ge არამედ აკისრია პოზიტიური ვალდებულებები, რათა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა თავის იურისდიქციაში მყოფი პირების სიცოცხლის უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს ისეთ მოქმედებათა კომპლექსს, როგორებიცაა: სამართალდამცავი მექანიზმის ეფექტური მოქმედებები დანაშაულთა აღკვეთისა და დროული გამოძიების მიზნით, მოსახლეობისთვის ელემენტალური საარსებო პირობების შექმნა, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, ეკოლოგიური კატასტროფებისაგან მოსახლეობის დაცულობის უზრუნველყოფა და ა.შ.

ადამიანის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 18 1. ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია. 2. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. 3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესხებ, პირი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს. 4. ამოღებულია


www.legalportal.ge 5. დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. 6. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა - 9 თვეს. 7. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 3 ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. მუხლი 9 არავის დაპატიმრება, დაჭერა ან გაძევება არ შეიძლება თვითნებურად.

საერთშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მუხლი 9 1. თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება, არავინ არ შეიძლება თვითნებურად დააკავონ ან დააპატიმრონ. არავის შეიძლება თავისუფლება აღუკვეთონ სხვაგვარად, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლისა და პროცედურისა. 2. თითოეულ პირს დაკავების დროს უნდა ეცნობოს მისი დაპატიმრების მიზეზები და მის წინაშე წაყენებული ბრალდების შესახებ. 3. სისხლის სამართლის ბრალდებით დაპატიმრებული ან დაკავებული ყოველი პირი დაუყოვნებლივ უნდა წარსდგეს მოსამართლის ან სხვა თანამდებობის პირის წინაშე, რომელსაც კანონით უფლება აქვს განახორციელოს სასამართლო ხელისუფლება, დაპატიმრებულ ან დაკავებულ პირს გონივრული დროის მანძილზე აქვს სასამართლო გარჩევისა და განთავისუფლების უფლება, სასამართლოს გარჩევის მოლოდინში დაპატიმრებულთა ყოფნა საერთო წესით არ უნდა მოხდეს, მაგრამ მათი გათავისუფლება შეიძლება დამოკიდებული იყოს სასამართლოში გამოცხადების, სასამართლო გარჩევის ყველა სტადიაში გამოცხადებისა და საჭიროების შემთხვევაში განაჩენის შესასრულებლად გამოცხადების გარანტიების წარდგენაზე. 4. თითოეულ პირს, ვისაც თავისუფლება აღეკვეთა დაკავების ან დაპატიმრების შედეგად, უფლება აქვს მისი საქმე გაარჩიოს სასამართლომ, რათა ამ სასამართლომ დაუყოვნებლივ გამოიტანოს დადგენილება, კანონიერია მისი დაკავება თუ არა და გასცეს განკარგულება მისი გათავისუფლების შესახებ, თუ უკანონოდ იყო დაპატიმრებული. 5. თითოეულ პირს, რომელიც უკანონო დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი გახდა, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.


www.legalportal.ge ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია მუხლი 5 თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება 1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის არ შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, ესენია: ა) უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება; ბ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად; გ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლოს წინაშე წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; დ) არასრულწლოვანის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან მისი კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად; ე) პირთა კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებატა გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაპატიმრება; ვ) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად ან იმ პირის დაკავება თუ დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგ ხორციელდება ღონისძიებები დეპორტაციის თუ ექსტრადიციის მიზნით. 2. ყველა დაკავებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისი დაკავების მიზეზები და მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება. 3. ამ მუხლის 1-ლი და ც პუნქტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით. 4. ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი თავისუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი. 5. ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

,,ადამიანის თავისუფლება’’ დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობაა და ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების სრული განხორციელების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. მის განმარტებას იძლევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმეზე: ,,საქართველოს


www.legalportal.ge სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ (№2/1/415 2009 წლის 6 აპრილი) ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ,,ადამიანის თავისუფლება ’’ არ მოიცავს თავისუფლების ყველა ასპექტს, როგორც ეს ამ ტერმინის სიტყვასიტყვით წაკითხვის შემდეგ შეიძლება წარმოჩინდეს. მაგალითისთვის, საქართველოს კონსტიტუციით სხვადასხვა მუხლებით დაცულია სიტყვის თავისუფლება, რწმენის თავისუფლება, ინფორმაციის თავისუფლება, შემოქმედების თავისუფლება და ა.შ. რაც შეეხება ,,ადამიანის თავისუფლაბას’’, იგი გულისხმობს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, მის უფლებას, თავისუფლად გადაადგილდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს, ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე. ადამიანის თავისუფლება არის მისი გადაადგილების თავისუფლება ვიწრო გაგებით. თუმცა აშკარად განსხვავებულია იმ ჩარევების ინტენსიურობა და სიმძიმე, რომლისგანაც ამ უფლებას იცავს კონსტიტუცია. ადამიანის თავისუფლებაში ჩარევა უფრო წონადია და კონსტიტუციაც მის დასაცავად განსაკუთრებულ რეგულირებებს ადგენს. შეიძლება აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებებს შორის ადამიანის თავისუფლებას ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. მისი წარმოშობა იმ საფრთხეს უკავშირდება, რომელიც ადამიანს ემუქრება შეუზღუდავი სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან. ამ საფრთხისაგან დაცვის დაცვის საჭიროებამ განაპირობა, რომ ადამიანის თავისუფლების დაცვა აისახა თავისუფლების დიდ ქარტიაში, უფლებათა პეტიციაში და უპირველეს ყოვლისა, ჰაბეას კორპუს აქტში. ამ უფლებებს ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ნებისმიერი კლასიკური კატალოგი, როგორც ეროვნული კონსტიტუციების, ასევე საერთაშორისო სამართლის დონეზე’’. ამავე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს ,,ადამიანის თავისუფლება არ არის აბსოლიტური და მასში ჩარევა შესაძლებელია მკაცრი კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმების სიმკაცრის ხარისხის ზრდის ის გარემოებაც, რომ ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა - თავისუფლების აღკვეთა აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას’’. ამგვარად ადამიანის თავისუფლება ძალზედ მაღალი რანგის სამართლებრივი სიკეთეა და სახელმწიფოს მხრიდან მასში ჩარევა ხორციელდება მკაცრი კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმების ფარგლებში, მხოლოდ განსაკუთრებული პირობების არსებობისას. ამ პირობებს განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (ახალი რედაქცია, ძალაში შედის 2010 წლის 1 ოქტომბრიდან), რომლის თანახმად დაკავება ანუ თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა დასაშვებია ,,თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე პირი მიიმალება ან არ გამოცხადება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს’’(მუხლი 171 პუნქტი 1) სასამართლოს განჩინება პირის დაკავების თაობაზე გამოაქვს პროკურორის შუამდგომლობით. პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე შესაძლებელია, თუ: ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე; ბ) პირი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით; გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;


www.legalportal.ge დ) პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო; ე) პირი შესაძლოა მიიმალოს; ვ) პირი ძებნილია. (მუხლი 171 პუნქტი 2) პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით, რომელიც პროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ბრალდებულის პირადი მონაცემებისა“. (მუხლი 171 პუნქტი 3) ,,დაკავების უფლება აქვს გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, აწარმოებს გამოძიებას ან ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას“. (მუხლი 172) დაკავების მომენტში აუცილებელია განხორციელდეს ე.წ. ,,მირანდას წესი’’ ანუ დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს განუმარტოს, რა დანაშაულის ჩადენაშია ის ბრალდებული, და აცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სასამართლოში. თუ დაკავებისას პირს არ განემარტა ეს უფლებები და არ გადაეცა დაკავების ოქმი, ან თუ დაკავების ოქმი შედგენილია არსებითი დარღვევით, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. ამ დროიდან 48 საათის განმავლობაში პროკურორი მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახი პატიმრობის შეფარდების შესახებ ან ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. საერთო ჯამში დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ა) ბრალდებულის მიმალვისა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა; გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა. ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან და ის არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ პერიოდში ბრალდებულს სასამართლოს მიერ შეეფარდება სასჯელი ან გათავისუფლდება პატიმრობისაგან. რაც შეეხება სასჯელებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს სასჯელის 3 სახეს, რომლების თავისუფლების აღკვეთას უკავშირდება: თავისუფლების შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა. თავისუფლების შეზღუდვა ნიშნავს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის თოთხმეტ წელს მიღწეული მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე მოთავსებას სპეციალურ დაწესებულებაში გამასწორებელ ცენტრში მასზე ზედამხედველობის განხორციელებით. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ; სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებას. ის ინიშნება 6- თვიდან 20-წლამდე ვადით. უვადო


www.legalportal.ge თავისუფლების აღკვეთა კი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დსანაშაულისათვის, მაგრამ არ ენიშნებათ მათ, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებიათ 18 წელი ან ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისთვის უკვე შეუსრულდა სამოცი წელი. სისხლის სამართლის კოდექსი დასაშვებად თვლის, მსჯავრდებული გათავისუფლდეს უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან თუ მან ფაქტობრივად მოიხადა 25 წელი და სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა. რაც შეეხება უკანონოდ დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევებს, საქრთველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე -7 პუნქტის მიხედვით ,,უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება’’ ხოლო 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად ,,ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სხელმწიფო სახსრებიდან’’. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 7 დეკემბერს №2/3/423 გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქრთველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ განმარტა ,,მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის ტექსტი პირდაპირ არ ითვალისწინებს უკანონოდ დაკავაებული ან დაპატიმრებული პირისათვის სამართლებრივი დაცვის საშუალებებს და კომპენსაციის მასშტაბებს, თუმცა კონსტიტუციის ამ ნორმაში იგულისხმება აღნიშნული მოთხოვნები. მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი მჭიდრო კავშირშია 42 -ე მუხლის მე-9 პუნქტთან, რომელიც ერთგვარად ავსებს მასში გადმოცემულ საკითხებს სამართლებრივი დაცვის საშუალებებთან და ზიანის ანაზრაურების სისრულესთან დაკავშირებული მოთხოვნებით’’. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ,,საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტითა და 18 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზრაურების უფლების წინაპირობაა არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მხრიდან უკანონო მოქმედების ფაქტი, არამედ ამავდროულად ის გარემოებაც, რომ უკანონო მოქმედებით, მათ შორის დაპატიმრებით, პირს მიადგა მატერიალური ან არამატერიალური ზიანი. სახელმწიფო ორგანოთა და თანამდებობის პირთა უკანონო მოქმედებასა და პირისათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ზიანის სრული კომპენსირება’’. ამგვარად კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, კომპენსაციის უფლებას ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პირისთვის, ხოლო 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი აღიარებს სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთაგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას. ორივე პუნქტი ერთიანობაში მკაფიოდ განსაზღვრავს უკანონო დაპატიმრებით, ან სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა ნებისმიერი სხვა უკანონო მოქმედებით პირისათვის მიყენებული ზიანის სრულ ანაზღაურებას ყოველგვარი საგამონაკლისო შემთხვევების გარეშე. კონსტიტუციურ ნორმებში უკანონოდ დაკავების ან დაპატიმრებისას მიყენებული ზიანის ანაზრაურების საკითხის გამოყოფა, განპირობებულია ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, როგორც უდიდესი სამართლებრივი ფასეულობის დაცვის მოტივით.


www.legalportal.ge

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 20 1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმინობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება საასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. 2. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. მუხლი 41 3. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 12


www.legalportal.ge არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივის და რეპუტაციის, ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.

საეთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მუხლი 17 1. არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა ან მისი ღირებულებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა. 2. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისგან.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენცია მუხლი 8 პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება 1. ყველას აქვს უფლება პატივი სცეს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. 2. დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების ჩარევა ამ უფლების განხორციელებაში, გარდა ისეთი ჩარევისა, რაც დაშვებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის, მორალის თუ სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის.

ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ანუ ე.წ. ,,პრაივესი’’ (privacy) განსაკუთრებული სამართლებრივი კატეგორიაა, მასში ჩარევის ფარგლების განსაზღვრით, ხელისუფლება ერთგვარად დემოკრატიული და პოლიციური სახელმწიფოების ზღვარზე გადის. რადგან საკითხი სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ღირებულების - ადამიანის კერძო, პრივატული სფეროს დაცულობას ეხება. ,,პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. მისი კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-20 მუხლში. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში პირები უზრუნველყოფილი არიან ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის, სახელის, პირადი მონაცემების, საცხოვრებლის, ოჯახისა და სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოების, მიმოწერის და სატელეფონო საუბრის საიდუმლოების ხელშეუხებლობის უფლებებით. განაპირობებს რა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არსს, თითოეული მათგანი, იმავდროულად, დამოუკიდებელი შინაარსის მატარებელია. ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო სფეროს. უფლება პირად ცხოვრებაზე კი, ერთი მხრივ, ნიშნავს ინდივიდის შესაძლებლობას, პირადად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად შექმნას და განავითაროს თავისი კერძო ცხოვრება, ხოლო, მეორე მხრივ, იყოს დაცული და უზრუნველყოფილი მის კერძო


www.legalportal.ge სფეროში სახელმწიფოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირების ჩარევისგან. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფალ განვითარებას, რადგან საშუალებას აძლევს მას, კერძო სფეროში საზოგადოების ჩარევისა და ყურადღებისაგან თავისუფალ პირობებში მოახდინოს ინფორმაციის, მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების გაცვლა-გაზიარება. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას უზრუნველყოფს კონსტიტუციის ამავე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულებები: ერთი მხრივ, არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს პირადი ცხოვრების პატივისცემა და ამ უფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშემშლელი გარემოებების, შეზღუდვების უგულებელყოფას, აღკვეთას. მეორე მხრივ, სახელმწიფოს აქვს ნეგატიური ვალდებულება, არ ჩაერიოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული უფლებებით სარგებლობაში და, შესაბამისად, უზრუნველყოს პიროვნების დაცვა, მის პირად ცხოვრებაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან თანამდებობის პირების მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან. ნიშანდობლივია, რომ პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომლის პრაქტიკა ამ სფეროში ძალზე მდიდარია, არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ უფლების სრული განმარტების შეუძლებლობაზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბერის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). როგორც ზემოთ აღინიშნა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ფართო და მრავალმხრივი შინაარსისაა, ამდენად ის სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტებისაგან შედგება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხები დაცულია კონსტიტუციის მე-20 მუხლში, რომელშიც შედის საკუთრივ პირადი ცხოვრების, პირადი საქმიანობის ადგილის, პირადი ჩანაწერების, მიმოწერის, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის და მიღებული შეტყობინებების ხელშეუხებლობა, რაც შეეხება ,,პირად ჩანაწერებსა და მიმოწერას’’- ,,ამ სიტყვებში იგულისხმება არა მხოლოს პირადი წიგნაკები, ჩანაწერები და დღიურები, არამედ გამგზავნსა და მიმღებს შორის მოძრავი ყველა სახის წერილობითი ინფორმაცია და შეტყობინება, გარდა ამისა ამ ინფორმაციისა და შეტყობინებების გაგზავნა როგორც ფოსტის (საფოსტო გზავნილების, პაკეტების, ბანდეროლებისა და სხვა სახით), ისე ნებისმიერი სხვა საშუალებით’’ (კ. კუბლაშვილი, ,,ძირითადი უფლებები”. თბილისი, 2003.) სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის და მიღებული შეტყობინებების ხელშეუხებლობის შემთხვევაში კი ,,დაცულია ადამიანის როგორც ზეპირი ისე წერილობითი (მაგალითად სმს შეტყობინებები) ურთიერთობა ტელეფონის, ფაქსის, ინტერნეტის, ელექტრონული ფოსტის (e-mail), პეიჯერისა და სხვა ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით’’ ამ უფლებათა შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას, ამ შეზღუდვის კონკრეტიზაციას ახდენს საქართველოს კანონი ,,ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ, რომლის თანახმად სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ განახორციელონ ვიზუალური კონტროლი ანუ ოპერატიული თვალთვალი, დაკავებულის, დაპატიმრებულის და მსჯავრდებულის კორესპონდენციების ცენზურა, მოსამართლის ბრძანებით სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი (გარდა დიპლომატიური ფოსტისა); ფარული ვიდეო და რადიოჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება; ელექტრული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს


www.legalportal.ge ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს; ყოველი ეს კი დასაშვებია იმ ამოცანათა შესასრულებლად, რომელიც განსაზღვრულია ამ კანონის მეორე მუხლით და ესენია: ა) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა, აღკვეთა და თავიდან აცილება; ბ) იმ პირის დადგენა, რომელიც ამზადებს, სჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება; გ) იმ პირის ძებნა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენა, რომელიც ემალება წინასწარ გამოძიებას, სასამართლოს, თავს არიდებს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ან იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა მოხდას; დ) დანაშაულებრივი ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა; ე) უგზოუკვლოდ დაკარგული პირის ძებნა; ვ) სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებელი ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება. ზ) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირება (სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობის დადგენა). ის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელთა ჩატარებაც საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე. ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაწყებიდან 12 საათში მიმართოს შუამდგომლობით მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაკანონების მოთხოვნით. სასამართლო წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს მას და იღებს გადაწყვეტილებას ღონისძიებების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი უზრუნვე ლყოფს უფლებას საცხოვრებლის ხელშეუხებლობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ არავის არა აქვს უფლება უკანონოდ შეიჭრას საცხოვრებელ სახლში მის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ. მე-2 პუნქტის სიტყვებში ,,საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში’’ იგულისხმება როგორც მუდმივი ისე დროებითი საცხოვრებელი (საცხოვრებელი სახლი, აგარაკი, საცხოვრებელი ფურგონი, კარავი, დროებით დაკავებულ;ი ოთახები სასტუმროებსი და ა.შ.) ამ ცნების ქვეშ მოიაზრება აგრეთვე მე-20 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ,,პირადი საქმიანობის ადგილი’’ ანუ სამუშაო ოფისი. უფლება საცხოვრებლის ხელშეუხებლობაზე დაცვითი ხასიათის უფლებაა და მისი კონსტიტუციური გარანტი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ჩხრეკა და სხვა სახის საგამოძიებო ქმედებები უნდა განხორციელდეს მხილოდ კანონით განსაზღვრული პირობებით, რათა გამოირიცხოს სახელმწიფოს თვითნებობა ამ კუთხით. საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლის თანახმად ,,საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით”. თუმცა ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ,,გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, ან როცა საქმისათვის საჭირო საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (თუ აღმოჩენილია


www.legalportal.ge მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შედეგად), ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე, შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც, გამომძიებლის დადგენილებით”, ამ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედებების დაწყებიდან 12 საათში მისი კანონიერების შემოწმების შესახებ შუამდგომლობა წარედგინება სასამართლოს, რომელსაც არაუგვიანეს 24 საათისა გამოაქვს განჩინება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამოღების ან ჩხრეკის დაწყების წინ გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – დადგენილება გააცნოს პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკa. მე-20 მუხლთან კავშირშია კონსტიტუციის 41-ე მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის დაცულობას. შესაბამისად აღნიშნული ნორმაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხება რადგან ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ეს მონაცემები პირის პრივატულ სფეროს შეეხება და ერთგვარად ,,ტაბუს ედება’’ მათ სწორედ კერძო სფეროსადმი კუთვნილების ნიშნით. პირადი ცხოვრები დაცულობას უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს და სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ადამიანის პირადი ცხოვრების მიმართ განხორციელებულ შემდეგი სახის უკანონო ქმედებებზე: პირადი ან ოჯახური საიდუმლოების ხელყოფა (მ. 157), კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევა (მ. 158), პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინებების საიდუმლოების დარღვევა (მ. 159), ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა (მ. 160). რაც შეეხება კონსტიტუციურ რეგულაციას პირად ცხოვრებას განკუთვნილი გარკვეული საკითხები გარდა ზემოთ აღნიშნული მე-20 და 41-ე მუხლებისა, დაცულია აგრეთვე კონსტიტუციის მე-16, 36-ე და სხვა მუხლებით. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა განუსაზღვრელად ფართო შინაარსის მქონე უფლებაა, რომლის ცალკეული ასპექტები განფენილია კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებში და ის არ შემოიფარგლება მხოლოდ მე-20 მუხლით. აქედან გამომდინარე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტებში სახელმწიფოს ჩარევის ინტენსიურობაც განსხვავებულია. თუ მაგალითად საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში ჩამოთვლილი უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. 41-ე მუხლით დაცული პირადი ცხოვრების ისეთ სფეროში ჩარევისას კი როგორიცაა ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული პირის ჯანმრთელობასთან, ქონებასთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელშეუხებლობა, დაიშვება მხოლოდ ამ ადამიანის თანხმობით, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ამგვარად კონსტიტუცია მიუთითებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულ ინტერესებზე, რომლის დაცვის აუცილებლობაც განაპირობებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ცალკეულ უფლებრივ კომპონენტებში ჩარევის შესაძლებლობას. სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი ვალდებულებაა, რაც თავის მხრივ განაპირობებს ადამიანის უფლებათა ეფექტურ დაცვას, ამ საჯარო ინტერესის უზრუნველყოფას ემსახურება ადამიანის პირადი ხელშეუხებლობის უფლების


www.legalportal.ge შეზღუდვა. თუმცა უფლებაში ჩარევის გამართლებისთვის საკმარისია არა მხოლოდ დასახელებული საჯარო ინტერესის არსებობა, არამედ ამ საჯარო ინტერესის მისაღწევად პირადი ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში ჩარევა უნდა ხდებოდეს მხოლოდ რეალური და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. ზოგადად კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი და პროპორციული ბალანსის დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ელემენტია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” აღნიშნავს ,,თანამედროვე სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პრიორიტეტების სწორად და სამართლიანად განსაზღვრა, ხელისუფლებისა და ადამიანის ურთიერთობის გონივრულად დაბალანსებული სისტემის შექმნა”.


www.legalportal.ge

სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 19 1.ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. 2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. 3. დაუშვებელია ამ მუსლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლენა არ ლახავს სხვათა ინტერესებს.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 18 ყოველ ადამიანს აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა, ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის შეცვლისა და თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობისა როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად, მოძღვრებაში ღვთისმსახურებაში და რელიგიურ და რიტუალურ წესჩვეულებათა შესრულებაში საჯარო თუ კერძო წესით.

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მუხლი 18 1. თითოეული ადამიანი სარგებლობს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით. ეს უფლება შეიცავს თავისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ ჰქონდეს ან მიიღოს რელიგია ან მრწამსი და თავისუფლად აღიარებდეს თავის რელიგიასა და მრწამსს, როგორც ცალკე ისე სხვებთან ერთად საჯარო თუ კერძო წესით, ასრულებდეს და გამოხატავდეს საკუთარ რელიგიას ლოცვით, მოძღვრებითა და სწავლებით. 2. არავინ არ უნდა დაექვემდებაროს იძულებას, რომელიც ლახავს მის თავისუფლებას ჰქონდეს ან მიიღოს საკუთარი არჩევანის რელიგია ან მრწამსი. 3. რელიგიისა და მრწამსის აღიარების თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში და საზოგადოების უშიშროების,


www.legalportal.ge წესრიგის, ჯანმრთელობისა და მორალის, ასევე როგორც სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით. 4. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ მშობელთა და შესაბამისად კანონიერ მეურვეთა უფლებას საკუთარი მრწამსის შესაბამისად უზრუნველყონ თავიანთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა. მუხლი 19 1. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი აზრი ვინმეს ჩარევის გარეშე. 2. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი. ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, მოიძიოს, მიიღოს წერილობით ან პრესისა და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან საკუთარი არჩევანის სხვა საშუალებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მოვალეობასა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოგიერთ შეზღუდვასთან, რომლებიც უნდა იყოს კანონით დადგენილი და აუცულებელი: ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციისთვის; ბ) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოისახლეობის ჯამრთელობისა და ზნეობის დასაცავად.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია მუხლი 9 1. ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და აგრეთვე თავისუფლებას როგორც ინდივიდუალურად ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რცმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესის დაცვითა და რიტუალების აღსრულებით. 2. რელიგიის ან რცმენის გაცხადების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯამრთელობის თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება რწმენის თავისუფლებას მეორენაირად რელიგიის თავისუფლებასაც უწოდებენ და მას ადამიანის ძირითადი უფლებების სისტემაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამ უფლებით სარგებლობს როგორც ფიზიკური პირები ასევე იურიდიული პირები ანუ რელიგიური გაერთიანებები. აქედან გამომდინარე განასხვავებენ ინდივიდუალურ და კოლექტიურ რელიგიის თავისუფლებას. ინდივიდუალურ რელიგიის თავისუფლებას აქვს შინაგანი და გარეგანი ასპექტი. შინაგანი ასპექტი


www.legalportal.ge გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას თავად ჩამოაყალიბოს, განსაზღვროს და გაითავისოს თავისი როგორც რელიგიური ისე არარელიგიური რწმენა. არარელიგიურში იგულისხმება მაგალითად ათეიზმი ან პაციფიზმი, რომელიც ევროპული სტანდარტების მიხედვით განიხილება როგორც გარკვეული სახის მრწამსი და ის ასევე ხვდება აღნიშნული უფლების დაცვის სივრცეში. რაც შეეხება გარეგან თავისუფლებას, ეს გულისხმობს რწმენის აღსრულებას, საჯაროდ გამოხატვასა და გავრცელებას, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უკვე აღმსარებლობის თავისუფლებასთან. ,,აღმსარებლობა არის ადამიანის მიერ საკუთარი რწმენის და სინდისის, აგრეთვე მათ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით განხორციელებული მოქმედების საჯაროდ გაცხადება’’. რწმენის თავისუფლება თავის თავში მოიაზრებს პირის უფლებას, ჰქონდეს ან არ ჰქონდეს რელიგიური მრწამსი, იყოს ან არ იყოს რელიგიის მიმდევარი, მას აქვს შესაძლებლობა არა მხოლოდ გამოავლინოს თავისი რელიგია, არამედ თავი შეიკავოს მისი გამოვლენისაგან. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად დაუშვებელია პირის იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება რწმენისა და აღმსარებლობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ სინდისის, აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლების მიმართ საქართველოს კონსტიტუცია უფრო მაღალ სტანდარტებსაც კი ითვალისწინებს, ვიდრე ევროპული კონვენცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს კონსტიტუცია ევროპის კონვენციისაგან განსხვავებით კრძალავს ამ უფლების შეზღუდვას თვით საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროსაც კი. გარდა ამისა თუ ევროპული კონვენცია შეზღუდვის კანონიერი მიზნების ვრცელ ჩამონათვალს ითვალისწინებს, საქართველოს კონსტიტუცია სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვის მხოლოდ ერთ კანონიერ მიზანს გამოყოფს. მე-19 მუ8ხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,დაუშვებელია... ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა თუ მათი გამოვლენა არ ლახავს სხვათა უფლებებს’’. ანუ ამ უფლებების განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვათა კონსტიტუციური უფლებების დარღვევა. რელიგიის თავისუფლებასა და სხვა უფლებებს შორის კოლიზიის შემთხვევაში სასამართლო სამართლებრივი სიკეთეების შედარების მეთოდით იღებს გადაწყვეტილებას. ამგვარად რელიგიის თავისუფლებას მხოლოდ გამოვლინება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას, შინაგანი თავისუფლება კი რელიგიის ან მრწამსის შეცვლის ან მათზე უარის თქმის ჩათვლით, არ შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება კოლექტიური რელიგიის თავისუფლებას, ამ შემთხვევაში იგულისხმება რელიგიური გაერთიანებების საქმიანობა. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის 1 პუნქტის თანახმად: ,,სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან”. საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით (კონკორდატით), რომლის თანახმად მართლმადიდებელი ეკლესია გამოცხადდა სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, ეკლესიამ მიიღო ქონებრივი და საგადასახადო პრივილეგიები, სასულიერო პირები გათავისუფლდნენ სამხედრო ვალდებილებებისაგან, სახელმწიფომ სამართლებრივად აღიარა ეკლესიის მიერ შესრულებული ჯვრისწერა, რამდენიმე ქართული მართლმადიდებლური დღესასწაული გამოცხადდა ეროვნულ დღესასწაულად და არასამუშაო დღედ. განისაზღვრა სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და ა.შ. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ


www.legalportal.ge მართლმადიდებლურ ეკლესიისთვის ასეთი პრივილეგიების მინიჭება გამართლებულია ისტორიული თვალსაზრისიტ და ეს არ უნდა იქნეს მიჩნეულიი სხვა რელიგიების დისკრიმინაციად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში - ,,ზურაბ აროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ აღნიშნა: ,,კონსტიტუციური შეთანხმების მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან გაფორმება არ გამორიცხავს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების არსებობას, ასევევ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მათი საქმიანობის შეზღუდვას და მითუმეტეს აკრძალვას’’. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად საქართველოში არ არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც განსაზღვრავდა სხვა რელიგიური გაერთიანებების იურიდიულ სტასუსს და დაარეგულირებდა მათ საქმიანობას. საქართველოში რელიგიური გაერთიანებები რეგისტრირდებიან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ანუ არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირები, რაც სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლების მოსაზრებით აბსოლუტურად შეუსაბამოა რელიგიური გაერთიანებების სტატუსისთვის და ეს დღემდე სადაო საკითხად რჩება. რაც შეეხება სახელმწიფოს ჩარევას კოლექტიურ რელიგიის თავისუფლების დაცულ სფეროში, საქართველოში კონსტიტუციის 26-ე მუხლი, რომელიც ეხება გაერთიანების თავისუფლებას, კრძალავს ისეთი გაერთიანების შექნმნასა და საქმიანობას, რომლის მიზანია რელიგიური შუღლის გაღვივება, ასეთი გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა დასაშვებია, თუმცა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. მუხლით აღიარებული სინდისის, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ ვალდებულებას, რომ არ მოახდინოს ინტერვენცია ამ უფლების დაცულ სფეროში, არამედ აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების დაცვა და სარგებლობის უფლება ყველა პირისთვის, მათ შორის მსჯავრდებულთათვის. ,,პატიმრობის შესახებ’’ საქართველოში კანონის 26-ე მუხლის მიხედვით ნებისმიერ მსჯავრდებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს რელიგიურ ღონისძიებაში და ისარგებლოს შესაბამისი ინვენტარითა და ლიტერატურით. კანონის 94 -ე მუხლის მიხედვით ,,ადმინისტრაცია მოვალეა შექმნას პირობები მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დაწესებულების ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებით, დაწესებულებაში შეიძლება იმყოფებოდეს ეკლესიის მიერ უფლებამოსილი მღვდელმსახური’’. აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების დაცვისათვის სამართლებრივ გარანტიებს ითვალისწინებს ასევე სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის მიხედვით, ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა (მ.155), სიტყვის აზრის, სინდისისა და აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ადამიანის დევნა (მ.156), რელიგიისადმი დამოკიდებულების ან აღმსარებლობის გამო ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა (მ.142), მიჩნეულია დანაშაულებრივ ქმედებებად და მათ მიმართ დადგენილია მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

სინდისის თავისუფლება


www.legalportal.ge სინდისის თავისუფლება, როგორც სამართლებრივი, ასევე ერთგვარად ფილოსოფიური ცნებაა. სინდისი წარმოადგენს ადამიანის შინაგან შესაძლებლობას, გარედან ჩარევის გარეშე, თავისუფლად გაიაზროს, შეაფასოს და ჩამოაყალიბოს თავისი ცნობიერებითი ორიენტირები, განსაზღვროს საკუთარი ფასეულობათა სისტემა და მათ საფუძველზე წარმართოს თავისი ცხოვრებისეული ქმედებები. რელიგიის თავისუფლების მსგავსად ამ უფლების დაცულ სფეროშიც შედის ერთის მხრივ შინაგანი მხარე ანუ შინაგანი სინდისი და მეორედ მხრივ სინდისის გარეგანი გამოხატულება ანუ მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელებული ქმედებები. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვას ექვემდებარება მხოლოდ სინდისის გარეგანი გამოხატულება ისიც იმ შემთხვევაში თუ ის ლახავს სხვათა უფლებებს. სინდისის თავისუფლება თავისი არსიდან გამომდინარე შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ ადამიანს (ფიზიკურ პირს) და მას ვერ გამოიყენებს იურიდიული პირი. სინდისი ნებისმიერი ადამიანის განუყოფელი ატრიბუტია, რომელიც განაპირობებს მის სულიერ თავისუფლებას და პიროვნულ სუვერენიტეტს, აქედან გამომდინარე სინდისის თავისუფლების პრაქტიკული რეალიზაციის დონე, სახელმწიფოს ჰუმანურობისა და დემოკრატიულობის შეფასების უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია. სინდისის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას უკავშირდება ისეთი საინტერესო სამართლებრივი საკითხი, როგორიცაა სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარის თქმის უფლება. ,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ’’ საქართველოში კანონის მე-3 მუხლის მიხედვით ,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური არის საზოგადოებრივად სასარგებლო სამოქალაქო სამსახური, რომელიც ცვლის სამხედრო სამსახურს და ემყარება სამხედრო ვალდებულების სამხედრო სამსახურის ფორმით მოხდაზე უარის თქმის დასაბუთებას სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების საფუძველზე.” ამგვარად საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც უარს აცხადებს სამხედრო სამსახურის გაცვლაზე, აზრის, სინდისის ან რელიგიის გამო, აქვს უფლება გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურისაგან და გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული სამსახური ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო ან სხვა სპეციალურ არასამხედრო შრომით ფორმირებებში, სამოქალაქო დანიშნულების სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციებსა და ობიექტებზე; ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში და ა.შ. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ან გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ბრძანებას გამოსცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე (მუხლი 8. პუნქტი 5). არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაა: ა) უმაღლესი განათლების მქონე პირისათვის – 18 თვე; ბ) უმაღლესი განათლების არმქონე პირისათვის – 24 თვე. (მ.6.პ.1). მოქალაქე, რომელმაც მოიხადა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, რეზერვში ირიცხება 50 წლის ასაკამდე და შეიძლება გაიწვიონ სტიქიური უბედურებების და ავარიების შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებზე, ასევე მობილიზაციის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება, სინდისის, რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტია.


www.legalportal.ge

სიტყვისა და აზრის თავისუფლება სიტყვისა და აზრის თავისუფლება დემოკრატიული წესწყობილების საფუძველია, რომლის გარეშე სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება შეუძლებელი იქნება. ადამიანისთვის სიტყვისა და აზრის თავისუფლება იმანენტური მოთხოვნილებაა, სწორედ ის უზრუნველყოფს ადამიანის პიროვნულ განვითარებასა და თვითრეალიზაციას. აზრთა პლურალიზმი, განსხვავებულ შეხედულებათა მუდმივი ჭიდილი კი ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესის სასიცოცხლო ელემენტია. აქედან გამომდინარე ადამიანის უფლება-თავისუფლებათა სისტემაში აღნიშნული უფლება ძალზედ მაღალ საფეხურზე დგას. ,,სიტყვისა და აზრის თავისუფლების ფარგლები და გარანტიები მოცემულია კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე -2 პუნქტში, რომელიც სახელმწიფოს ზღუდავს ორი ძირითადი პირობის დაცვის ვალდებულებით: 1. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვისა და აზრის გამო; 2. დაუშვებელია ადამიანის იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ (სიტყვისა და აზრის) შესახებ. მაშასადამე, გათვალისწინებულია აღნიშნული თავისუფლების პოზიტიური და ნეგატიური გარანტიები - მე-19 მუხლი მოიცავს როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ისე ადამიანისთვის არასასურველი, მისი მოსაზრების საწინააღმდეგო აზრის გამოხატვისგან თავის შეკავების უფლებას. თუმცა იმავდროულად სიტყვისა და აზრის თავისუფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ, შეუზღუდავ თავისუფლებათა კატეგორიას, რაზეც პირველ რიგში, მიუთითებს თავად კონსტიტუცია, საერთაშორისოსამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მთელი რიგი ნორმები. კერძოდ: 1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ერთი მხრივ, ასეთი ჩანაწერი იძლევა დამატებით გარანტიას სიტყვისა და აზრის თავისუფლების დაცვისთვის - კრძალავს ამ თავისუფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, თუ მისი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს; მეორე მხრივ, ადგენს სხვათა უფლებების დაცვის გარანტიას - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუ მისი გამოვლინება ლახავს სხვათა უფლებებს და ეს არის ერთადერთი პირობა, რაც შეიძლება გახდეს სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/1/241 გადაწყვეტილება საქმეზე ,,მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’). თუ კონსტიტუციის მე-19 მუხლი ზოგადად უზრუნველყოფს აზრის თავისუფლებას, 24-ე მუხლის 1 პუნქტი უფრო კონკრეტულად განმარტავს მის შინაარს და მიუთითებს რომ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად ,,.. გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით ’’. სხვაგვარ საშუალებაში როგორც წესი იგულისხმება აზრის გამოთქმა და გავრცელება ჟესტებით, სიმბოლოებით, პლაკატებით, სხვადასხვა სახის ჩამწერი მოწყობილობებით და ა.შ. განსხვავებით მე-19 მუხლისაგან კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი აზრის გამოთქმისა და გავრცელების შეზღუდვის მეტ პირობას ადგენს, ამ დებულების მიხედვით მოცემული უფლებები ,,შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის


www.legalportal.ge უზრუნველსაყოფად”. სიტყვისა და აზრის თავისუფლების სუბიექტები არიან როგორც ფიზიკური ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირები. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ,,სიტყვა’’ და ,,აზრი’’ იდენტური მნიშვნელობით გამოიყენება. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად ,,აზრი’’ ეს არის ,,შფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებილებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს’’ (მუხლი 1). საქართველოს კანონმდებლობა არ ახდენს აზრთა დიფერენცირებას, ამიტომაც ყველაფერი, რაც წარმოადგენს შეხედულებას, ადამიანის შეფასებითი მსჯელობის შედეგს, ხდება კონსტიტუციით აღიარებული აზრის თავისუფლების დაცულ სფეროში, სახელმწიფოს არ გააჩნია უფლებამოსილება დაყოს აზრები ,,მართებულ’’ თუ ,,არამართებულ’’, ,,სასურველ’’ თუ ,,არასასურველ’’ და სხვა სახის კატეგორიებად. აზრისგან უნდა განვასხვავოთ ფაქტი. საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო №2/1/241 გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოში პარლამენტის წინააღმდეგ’’ აღნიშნავს, რომ ,,ფაქტები არის რეალურად, ნამდვილად მომხდარი საგნები, მოვლენები ან გარემოებები, რომლებიც შეიძლება იყოს მცდარი ან მართალი, სწორი. აქედან გამომდინარე ფაქტები, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებს. შესაბამისად, ფაქტების გავრცელება ექვემდებარება მათი სისწორის, ნამდვილობის მტკიცების ვალდებულებას. მაშინ როდესაც მოსაზრების ნამდვილობის მტკიცება შეუძლებელია და შესაბამისად, ამის ვალდებულება აზრის გამომთქმელს არ უნდა ეკისრებოდეს’’. მიუხედავად იმისა, რომ შინაარსობრივი მსგავსების და მყარი ურთიერთკავშირის გამო მოსაზრებებისა და ფაქტების (ცნობების) ერთმანეთისაგან ხისტი გამიჯნვა ძალიან რთულია, მაინც უნდა განისაზღვროს, რომ აზრი მტკიცებას არ ექვემდებარება, რადგან მისი სისწორე თუ მცდარობა ადამიანის პირად წარმოდგენაზეა დამოკიდებული და ის შეფასებითი მსჯელოლობის შედეგია. ამდენად ნამდვილობის მტკიცება შესაძლებელია მხოლოდ ფაქტთან (ცნობასთან) და არა მოსაზრებასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე ფაქტებთან მიმართებაში დაცული სფერო შედარებით შეზღუდულია, რადგან აზრის თავისუფლების ფარგლებში არსებითად ცრუ ფაქტების დაცვა გამორიცხულია. მოსაზრებები, თუნდაც ისინი იყვნენ შეურაცხმყოფელნი, ნამდვილობის მტკიცებას არ ექვემდებარებიან, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადების გაკეთება კი უკვე კვალიფიცირდება როგორც ცილისწამება და იწვევს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ცილისწამებასთან დაკავშირებით დაუშვებელია მოპასუხის იძულება მოიხადოს ბოდიში. თუმცა მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო თუ მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში განახორციელებს შესწორებას ან უარყოფას, მაგრამ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარის ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის, მას შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. პირს ცილისწამებისათვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა. ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს ასევე განცხადება, რომელიც გაკეთებულია: ა) პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის ან საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის წინაშე, პარლამენტის ან საკრებულოს,


www.legalportal.ge აგრეთვე მათი კომიტეტის სხდომაზე, პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში; გ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მიხედვით ,,ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილ უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას’’ (მუხლი 19).

ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 24 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია,


www.legalportal.ge გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. 3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება. 4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. მუხლი 41 1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. 2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

მუხლი 19 ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმისა; ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით და სახელმწიფო საზღვრებისაგან დამოუკიდებლად.


www.legalportal.ge ,,ინფორმაციის თავისუფლებას საქართველოს კონსტიტუცია გამორჩეულ ადგილს ანიჭებს და დიდ ყურადღებას უთმობს. საზოგადოებაში, სადაც აზრის თავისუფლება აღიარებულია და დაცულია კონსტიტუციით, ასევე, დაცულია ინფორმაციის თავიუფლებაც. ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა. აზრის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია, რომ მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება კი უზრუნველყოფს, რომ აზრი მივიდეს ავტორიდან ადრესატამდე. გარდა საზოგადოებრივი დატვირთვისა, ინფორმაციის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ცალკეული ინდივიდის პიროვნული და ინტელექტუალური განვითარებისათვის’’ (საკონსტიტუციო სასამართლოს №2/3/406,408 გადაწყვეტილება ,,საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’). ,,კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ინფორმაციის თავისუფლება, მისი თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ინფორმაციის მატარებლებიდან, რომლებიც გამოსადეგია ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის. თავისუფალი ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება. ეს არის ნორმა, რომელიც კრძალავს საზოგადოებისათვის, ადამიანის გონებისათვის, ,,ინფორმაციული ფილტრის’’ დაყენებას რაც დამახასიათებელია არადემოკრატიული რეჟიმებისათვის’’ (საკონსტიტუციო სასამართლოს №2/2-389 გადაწყვეტილება ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ’’). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულია ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება და მიღება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ანუ როგორც ზემოდ აღინიშნა ინფორმაციის იმ მატარებლებიდან, რომლებიც გამოსადეგია ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისათვის. ასეთებს კი წარმოადგენს: ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი, ჟურნალი, წიგნი, პლაკატი, საინფორმაციო ბუკლეტი და ა.შ. ინფორმაციის თავისუფლება არ არის აბსოლიტური უფლება და ის შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კეძოდ ,,დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად’’. (მუხლი 24. პუნქტი 4) ინფორმაციის მოპოვება შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, არამედ ასევე სახელმწიფო დაწესებულებებიდან, რომლებიც ასეთ წყაროებს არ მიეკუთვნებიან. სახელმწიფო დაწესებულებებში და ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეჟიმი კი განსხვავდება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის წყაროებიდან ინფორმაციის მიღების სამართლებრივი რეჟიმისაგან და ამ საკითხს არეგულირებს კონსტიტუციის 41-ე მუხლი. ,,საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა სახის ინფორმაცია დაცულია ოფიციალურ წყაროებში, მაგრამ შეიძლება ამ ინფორმაიის დაყოფა რამდენიმე ჯგუფად. ამ ჯგუფებს შორის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია მათში შემავალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. პირველ რიგში შედის ინფორმაცია, რომელიც თავად ინფორმაციის მიღების მსურველ პირს შეეხება. ეს ინფორმაცია, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაუბრკოლებლად, კანონით დადგენიოლი წესით უნდა მიეწოდოს პირს.


www.legalportal.ge მეორე ჯგუფს წარმოადგენს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც უშუალოდ ინფორმაციის მიღების მსურველს არ შეეხება, მაგრამ მათი მიღებაც, ასევე, შესაძლებელია კანონით დადგენილი წესის დაცვით. მესამე ჯგუფში შედის ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე დახურული ინფორმაცია და მისი მიღება ნებისმიერი მსურველი ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის შუძლებელია. თუმცა, ავტომატურად ინფორმაციის გასაიდუმლოებას 41-ე მუხლის პირველი პუნქტი არ გულისხმობს. რამდენად წარმოადგენს ესა თუ ის ინფორმაცია სახელმწიფო ან კომერციულ და აქედან გამომდინარე, პროფესიულ საიდუმლოებას, ეს წინასწარი შეფასების საკითხია. გასაიდუმლოებისათვის საჭიროა პროცედურების გავლა, რაც დადგენილია საქართველოს კანონით ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. ინფორმაციის მეოთხე ჯგუფი გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით. ეს არის ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული მონაცემები, რომლებიც შეეხება ისეთ კეძო საკითხებს, როგორიცაა ჯანმრთელობა, ფინანსები და ა.შ. ეს ინფორმაცია ავტომატურად გასაიდუმლოებულია და კონსტიტუციით დადგენილია მისი განსაიდუმლოების წესი და კონკრეტული შემთხვევები. განსაიდუმლოება შესაძლებელია, თუ არსებობს თავად იმ პირის თანხმობა, ვისაც ინფორმაცია შეეხება. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სხვა შემთხვევები კანონით უნდა იყოს დადგენილი და აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. როგორც ვხდავთ, ინფორმაციის ზემო მოყვანილი ჯგუფები და მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეჟიმები განსხვავდება ერთმანეთისაგან’’ (საკონსტიტუციო სასამართლოს №2/3/406,408 გადაწყვეტილება ,,საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ’’). კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლების ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტია საკმაოდ ფართოა და ის სახელმწიფოს აკისრებს არამარტო ნეგატიურ ვალდებულებას, რომ ხელი არ შეეშალოს პირს საყოველთაოდ ხელმიაწვდომი წყაროებიდან ინფორმაციის მიღებაში, არამედ მას აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია და უზრუნველყოს მისი დაუბრკოლებელი გაცემა, ეს უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს თუ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ინფორმაციის თავისუფლების ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის საკითხი, რომლის რეგულირებასაც ახდენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის lll თავი. საჯარო ინფორმაცია ეს არის ,,ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია’’ (მ.2). საჯარო ინფორმაცია იყოფა ღია და დახურულ (საიდუმლო) ინფორმაციად. ღიაა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებული წესით არ არის გასაიდუმლოებული, ხოლო დახურულია ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, მის დასაიდუმლოებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’, რომლის პირველი მუხლის თანახმად სახელმწიფო


www.legalportal.ge საიდუმლოება ეს არის ,, ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს”. კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 27 ). პირად საიდუმლოებას კი მიეკუთვნება ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან და სხვა კერძო საკითხებთან, დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, რაც შეეხება პროფესიულ საიდუმლოებას, კოდექსის 27 3 მუხლის თანახმად ,,პროფესიულ საიდუმლოებას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სხვა პირის პირად ან კომერციულ საიდუმლოებას” პროფესიულ საიდუმლოებასთან დაკავშირებული ინფორმაციას საჯარო დაწესებულებაში დაცულია პირადი ან კომერციული საიდუმლოების გრიფით და ცალკე პროფესიული საიდუმლოების გრიფით დაცული ინფორმაცია საჯარო დაწესებულებას არ შეიძლება, რომ ქონდეს. დახურულ ინფორმაციას უკავშირდება ასევე 29-ე მუხლით გათვალისწინებული ,,აღმასრულებელი პრივილეგია’’, ტერმინით ,,აღმასრულებელი პრივილეგია’’ აღინიშნება ადმინისტრაციული ორგანოის უფლებამოსილება, არ გაამჟღავნოს ამ ორგანოს თანამდების პირის გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოსამსახურეთა (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) ვინაობა. ამ დებულების მიზანი გახლავთ გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის სრული და მრავალმხრივი გახილვის უზრუნველყოფა და საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ პროცესში გამოთქმული მოსაზრებების გამხელისგან დაცვა. ზემოთქმულიდან გამომდინარე საჯარო დაწესებულებებში მხოლოდ შემდეგი 4 სახის ინფორმაცია შეიძლება იყოს დახურული (საიდუმლო): სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული საიდუმლოება, პირადი საიდუმლოება და აღმასრულებელი პრივილეგიით დაცული ინფორმაცია. კოდექსის 42-ე მუხლი აკეთებს იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია, მათ შორის არის ინფორმაცია, რომელიცშეეხება გარემოს მდგომარეობას, ასევე იმ საფრთხეს, რომელიც ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გარდა ამისა გასაიდუმლოებას არ ექვემდებარება ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების სტრუქტურის და მისი თანამდებობის პირების, აღნიშნულ ორგანოებში გადაწტვეტილების მიღების, არჩევით თანამდებობის პირთა არჩევის, ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გაცემის, საჯარო დაწესებულებების ფინანსური საქმიანობის შესახებ. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება ,,მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო


www.legalportal.ge დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი”(ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მუხლი 27. პუნქტი 1). ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, ვისაც დაეკისრება საჯარო ინფორმაციის გაცემის ფუნქცია. საჯარო ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული პირი წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელშიც არ არის აუცილებელი მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. განცხადებისათვის რაიმე სპეციალური ფორმა არ არსებობს. იმ შემთხვევაში თუ პირი სხვისი პირადი ან კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას მოითხოვს, განცხადებასთან ერთად მან შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული თანხმობა უნდა წარადგინოს. ასეთი თანხმობის საჭიროება არ არსებობს, თუ მოთხოვნილია თანამდებობის პირის ან თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისთვის საჭირო თანხის ანაზღაურებისა. თუმცა პირს აქვს უფლება გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები. საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ანუ იმავე დღეს ან არა უგვიანეს მეორე დღისა. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ ინფორმაციის გაცემა მოხდეს არა უგვიანეს 10 დღის ფარგლებში, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურუი ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას. უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ და ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების პროცედურა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის lll თვით განსაზღვრული ინფორმაციის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, არამედ კოლეგიურ საჯარო დაწესებულებების სხდომათა საჯაროდ და ღიად წარმართვის ვალდებულებასაც. კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში, ხოლო კოლეგიურ საჯარო დაწესებულებად ამავე მუხლის მიხედვით ჩაითვლება ყველა ის საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი პირისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი პირი ერთობლივად იღებს ან ამზადებს. კოდექსის 32-ე და 28-ე მუხლების მიხედვით თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხდომაზე განიხილება სახელმწიფო კომერციული, ან პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. რაც გულისხმობს იმას, რომ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, კოლეგიური საჯარო დაწსებულების სხდომა ღიაა და მასზე დასწება (და არა მონაწილეობის მიღება) შეუძლია ყველა მსურველს, ხოლო საჯაროობა გულისხმობს, რომ უნდა მოხდეს სხდომის მიმდინარეობის და მასზე მიღებული დოკუმენტების გამოქვეყნება. როგორც წესი, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა, კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის


www.legalportal.ge წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე მისი დახურვის შესახებ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის სრული ან ნაწილობრივი დახურვის შემთხვევაში პირს აქვს უფლება საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, აგრეთვე მოითხოვოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება:

მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით განსაზღვრულ ე.წ. ,,კომუნიკაციის ძირითად უფლებებს’’ შორის აზრისა და ინფორმაციის თავისუფლებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას. ,,მასობრივი ინფორმაციის საშუალებები’’ მოიცავს, როგორც პრესას ანუ ბეჭდვით მედიას ასევე ელექტრონულ მედიას. ცხადია, რომ სამართლებრივი სახელმწიფო ვერ იარსებების თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარეშე, რომელიც სახელმწიფოს დემოკრატიულობის ინდექსის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი კრიტერიუმია, სწორედ ის უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას და თავისუფალი აზრის ფორმირებას. ,,პრესა’’-ში როგორც წესი ბეჭდვითი მედია ანუ გაზეთები, ჟურნალები, ბიულეტენები, პლაკატები და საინფორმაციო ფურცლები მოიაზრება, თუმცა მას ფართოდაც განმარტავენ და ამ ცნების ქვეშ გულისხმობენ საჯარო გავრცელებისათვის განკუთვნილ იმ ინფორმაციას, რომელიც არ იბეჭდება არამედ სხვაგვარად ვრცელდება, მაგალითად აუდიოჩანაწერები. პრესის თავისუფლება იცავს პრესის დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას ინფორმაციის მოპოვების, მიღებისა და გავრცელების პროცესში. დაუშვებელია, რომ სახელმწიფომ კანონით განსაზღვრული პირობების დაუცველად, შეზრუდოს პრესა ამ პროცესის რომელიმე ეტაპზე, ასევე სახელმწიფოს არა აქვს უფლება ჩაერიოს გამოცემის სარედაქციო საქმიანობაში და აიძულოს მოპოვებული ინფორმაციის წყაროს გამხელა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის წყაროების დაცვა პრესის თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) ინტერპრეტაციისას თავის გადაწყვეტილებებში პრესის თავისუფლების ძალზედ მაღალ სტანდარტებს ადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ პრესის ფუნქციაა გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები როგორც პოლიტიკურ, ასევე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. ამასთან, არა მარტო პრესას აქვს ასეთი ინფორმაციისა და მოსაზრებების გავრცელების ამოცანა, არამედ საზოგადოებასაც გააჩნია უფლება, რომ მიიღოს ისინი. პრესის თავისუფლება საზოგადოებისათვის საუკეთესო საშუალებაა, რომ გაიგოს და შეაფასოს პოლიტიკურ ხელმძღვანელთა იდეები და ქმედებები, ამიტომაც პრესის მხრიდან დასაშვები კრიტიკის ზღვარი პოლიტიკოსებთან მიმართებით უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირებთან. კერძო პირისგან განსხვავებით, პოლიტიკოსი განზრახ და


www.legalportal.ge შეგნებულად, თავის თითოეულ სიტყვასა და ქმედებას ჟურნალისტებისა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების საგნად აქცევს. შესაბამისად, მან უფრო მეტი მოთმინება უნდა გამოამჟღავნოს იმ კრიტიკის მიმართ, რომელიც შეიძლება იყოს პროვოკაციული და შეურაცხმყოფელიც კი, მაგრამ პრესა თავის მხივ არ უნდა გასცდეს კრიტიკის ნებადართულ ზღვარს, რომელიც დადგენილია სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დასაცავად. ეს დაცვა ვრცელდება პოლიტიკურ მოღვაცეობაზეც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ამგვარი დაცვის მოთხოვნა უნდა იყოს შეფარდებული პოლიტიკური საკითხების ღია განხილვის ინტერესებთან. ამგვარად ევროპული სტანდარტებით პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებრივი კონტროლის უზრუნველსაყოფად, ჟურნალისტებს პოლიტიკურ მოღვაწეთა მიმართ კრიტიკაში თავისუფლების მაღალი ხარისხი აქვთ. თუმცა ეს არ გულისხმობს ისეთ ქმედებებს, რომელიც გადაიზრდება პირის რეპუტაციის შელახვასა და მის ინტიმურ სფეროში უხეშ ჩარევაში. ჟურნალისტური თავისუფლება ასევე მოიცავს ჟურნალისტების მხრიდან მოვლენების შესაძლო განვითარებას, თუნდაც ერთგვარად პროვოკაციას, საზოგადოებისათვის შოკისმომგვრელი ინფორმაციის გავრცელებას და სხვის მიერ კანონის დარღვევით მოპოვებული ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მათი გამოქვეყნების უფლებასაც კი. აქედან გამომდინარე ჟურნალისტები ინფორმაციის გავრცელების საკმაოდ ფართო შესაძლებლობებით სარგებლობენ, თუმცა ასევე პრესას აქვს ვალდებულება არ გაავრცელოს აშკარად მცდარი ცნობები, მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, ფაქტობრივ საფუძველზე დაყრდნობით და საზოგადოებას აწვდიდნენ სანდო და დაზუსტებულ ინფორმაციას. ეს თავისთავად არ გულისხმობს ჟურნალისტის ვალდებულებას გაავრცელოს მხოლოდ უტყუარი ფაქტები, რაც ცხადია მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ საქმიანობას და აბსოლუტური სამართლის მიღწევა შეუძლებელიც კი იქნებოდა. აქ უპირველესყოვლისა მოიაზრება ჟურნალისტური ეთიკის თანახმად, შეცდომის თავიდან აცილების მიზნით ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, ყველა გონივრული ზომის მიღების ვალდებულება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს არა მხოლოდ კონკრეტული პირთა ღირსებისა და რეპუტაციის დაცვას, არამედ ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი სანდო ფაქტების გავრცელებას. ელექტრონული მედია გულისხმობს აუდიო-ვიზუალური საშუალებით ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებას. შესაბამისად ელექტრონული მედიის თავისუფლების დაცულ სფეროში მოიაზრება რადიო და სატელევიზიო კომპანიათა თავისუფლება, ასევე ამ კომპანიის თანამშრომელთა ჟურნალისტური თავისუფლების დაცვაა. ამდენად ამ ძირითადი უფლებით სარგებლობა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად საჯარო სამართალს იურიდიული პირები არ წარმოადგენენ ძირითად უფლებათა სუბიექტებს, ეს არის გამონაკლისი, როცა ელექტრონული მედიის თავისუფლებით სარგებლობს ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ,,მაუწყებელთა შესახებ’’ კანონის მიხედვით საზოგადოებრივ მაუწყებელი, არის სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ასევე წარმოადგენს ელექტრონული მედიის თავისუფლების სუბიექტს, როგორც სხვა კერძო სამართლის იურიდიული პირები, რადგან სხვაგვარად ვერ იქნება უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან.


www.legalportal.ge ელექტრონული მედიის თავისუფლება პრესის თავისუფლებისაგან ძირითადად ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ტექნიკური საშუალებებით განსხვავდება, არსებითად მათი დაცული სფერო ანალოგიურია, სახელმწიფოს ეკრძალება ყოველგვარი ხელოვნური ბარიერების შექმნა ელექტრონული მედიის თავისუფალ საქმიანობაში. პრესის თავისუფლების მსგავსად ელექტრონული მედიის თავისუფლებაც შეიძლება შეიზღუდოს 24-ე მუხლის 4 პუნქტში მითითებული პირობების საფუძველზე კერძოდ ,,დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.” ზემოთაღნიშნული პირობებიდან ყველაზე ხშირად მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლებას უპირისპირდება ადამიანის ღირსება, ამ საკითხს ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომლის თანახმად თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით ან სწორედ ამ საინფორმაციო საშუალებებში პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით პირს ასევე უფლება აქვს მოითხოვოს მორალური და ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. კონსტიტუციის 24-ე მუხლის 2 და 3 პუნქტები, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლებასთან მიმართებაში განსაზღვრავენ ცენზურის დაუშვებლობისა და მონოპოლიზაციის აღკვეთის ძალიან მნიშვნელოვან დებულებებს. ცენზურა გულისხმობს ქვეყანაში ,,ინფორმაციული ფილტრის’’ ანუ გარკვეული სახის პრევენციული კონტროლის მექანიზმის არსებობას, რომელიც წინასწარი შემოწმებით უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ქვეყანაში ხელისუფლებისათვის მიუღებელი ინფორმაციის გავრცელება, რაც თავისთავად ცხადია, რომ შეუთავსებელი დემოკრატიულ ღირებულებებთან და ავტორიტარული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი. ასევე კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს ეკრძალებათ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაცია. სახელმწიფომ ყველა კანონიერი საშუალებით უნდა აღკვეთოს ინფორმაციის გავრცელების მონოპოლიზაციის შესაძლო შემთხვევები. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ტექნიკურ რეგულაციასთან და შეზღუდული რესურსების გამოყენებასთან, უნდა ხორციელდებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე, თუმცა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თანაბარი და არადისკრიმინაციული პირობები ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის. ამგვარად, საქართველში კონსტიტუციის 24-ე მუხლი შინაარსობრივად ძალიან მდიდარია და მოიცავს სამ ძირითად უფლებას --- ინფორმაციის, აზრისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას, მათ ერთობლიობაში კი გამოხატვის თავისუფლებას უწოდებენ, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთერთი მთავარი საფუძველი და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა.


www.legalportal.ge

შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 25 1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. 2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. 3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 20 1. ყოველ ადამიანს თავისუფლებისა.

აქვს

უფლება

მშვიდობიანი

კრებებისა

და

ასოციაციების


www.legalportal.ge საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მუხლი 21 მშვიდობიანი შეკრებების უფლება აღიარებულია. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც შეესაბამება კანონს და საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის ან სხვა პირთა უფლებებისა და თავიუსუფლებების დაცვის ინტერესებისათვის.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია მუხლი 11 შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება 1. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და სხვებთან გაერთიანების თავისუფლებაზე, თავისი ინტერესების დასაცავად პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანების უფლების ჩათვლით. 2. დაუშვებელია რაიმე შეზრუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია კანონით და აუცულებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან აცილებისათვის, ჯანმრთელობის ან ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის. ეს მუხლი ხელს არ უშლის შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წევრების მიერ ამ უფლებათა განხორციელებაზე კანონიერი შეზრუდვების დაწესებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება დემოკრატიული წესწყობილების არსებობისა და ფუნქციონირების ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ქვეყანაში უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა საჯაროდ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და მოისმინონ სხვათა მოსაზრებები, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაში მათი თავისუფალი განვითარება ვერ მოხდება. შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას მჭიდრო კავშირი აქვს სხვა ძირითად უფლებებთან განსაკუთრებით კი გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებასთან. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1 პუნქტის მიხედვით ,,ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ“. ამ დებულების უფრო კონკრეტულ


www.legalportal.ge რეგლამენტაციას კი ახდენს საქართველოს კანონი ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“. რომლის თანახმად ,,შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით. ხოლო ,,მანიფესტაცია“ არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა, ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულ ცნებებთან მიმართებაში შეიძლება რამოდენიმე საინტერესო ასპექტის გამოყოფა. დღემდე სადავოა საკითხი შეკრებაში მონაწილე ადამიანთა რაოდენობის შესახებ, როგორც წესი მიიჩნევენ, რომ ,,შეკრების“ ცნებაში იგულისხმება არანაკლებ 2 ადამიანი, მეცნიერთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს რომ უნდა იყოს არანაკლებ სამი ადამიანი, თუმცა ასევე არსებოს შეხედულება, რომ დემონსტრაციის შემთხვევაში ერთადერთი დემონსტრანტიც კი შეიძლება მოექცეს ამ უფლების დაცულ სფეროში. შეკრება შეიძლება იყოს სხადასხვაგვარი როგორც პოლიტიკური ასევე არაპოლიტიკური ხასიათის, წინასწარ ორგანიზებული და სპონტანურად წარმოქმნილი, თუმცა ყველა მათგანს აქვს ერთი ძირითადი მახასიათებელი - მონაწილეთა შორის შინაგანი კავშირი ანუ საერთო მიზნის საფუძველზე შეხვედრის ორგანიზება. ამიტომაც რაიმე ფაქტთან დაკავშირებით ადამიანთა შემთხვევითი თავმოყრის ფაქტი არ წარმოადგენს შეკრებას და მასზე არ ვრცელდება ეს უფლება. შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებით სარგებლობენ ფიზიკური პირები ანუ როგორც საქართველოს მოქალაქეები ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირებიც. ეს უფლება არ ვრცელდება მხოლოდ სამხედრო ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში მყოფ პირებზე, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სპეციალური უფლებამოსილებების მქონე მოსამსახურეებზე. ამ უფლების სუბიექტები განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება იყვნენ კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც გამოდიან როგორც შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზატორები. შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარება შეიძლება ხელისუფლების ორგანოების წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამის აუცილებლობა დგას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების შესახებ, პასუხისმგებელი პირების მიერ შეტანილ უნდა იქნეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოში მის მოწყობამდე არა უგვიანეს 5 დღისა. ,,გაფრთხილება ზოგადად გულისხმობს ხელისუფლების ინფორმირებას შეკრების ჩატარების თაობაზე მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა უზრუნველყოს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ანუ ეს ცალმხრივი ქმედებაა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ მოიცავს ხელისუფლებისაგან პასუხის მოლოდინის ვალდებულებას’’ (საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2002 N 2/2/180-183 გადაწყვეტილება). აქედან გამომდინარე აღნიშნული წესის დარღვევა არ ნიშნავს შეკრების ან მანიფესტაციის ,,კანონსაწინააღმდეგო ხასიათს“ და შესაბამისად არ იძლევა მისი აკრძალვის ან დაშლის საფუძველს. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში 2009 წელს შესული იქნა ცვლილებები, რომლის მიხედვით იკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე: ა) საქართველოს პარლამენტი; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია; გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, პროკურატურის, პოლიციის, სასჯელაღსრულების დაწესებულებები და სამართალდამცავი ორგანოები; დ)


www.legalportal.ge სამხედრო ნაწილები და ობიექტები; ე) რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები; ვ) საავადმყოფოები; ზ) დიპლომატიური დაწესებულებები; თ) სამთავრობო დაწესებულებები; ი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები; კ) შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. ასევე აკრძალულია შენობების ბლოკირება. სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება უზრუნველყოს შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების პრაქტიკული რეალიზაცია, თუმცა იმავდროულად სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას სხვა პირთა უფლებები, საზოგადოებრივი წესრიგი და კონსტიტუციით აღიარებული სიკეთეები. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცავს მხოლოდ მშვიდობიან შეკრებებსა და მანიფესტაციებს (რაც არაერთხელ აღინიშნა). ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სათანადო ორგანოების მხრიდან უნდა არსებობდეს საფრთხის პროგნოზი შესამჩნევი გარემოებებით, რაც უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს, საქმის გარემოებებს და სხვა დეტალებს. თუ გავითვალისწინებთ შეკრების თავისუფლების მნიშვნელობას, ეჭვი ან ვარაუდი არ უნდა იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის დაშლის საფუძველი, სახელმწიფო ორგანომ, განსაკუთრებით, პრევენციული აკრძალვის განხორციელებისას, არ უნდა გამოიყენოს საშიშროების პროგნოზის შეფასებისადმი ძალიან მსუბუქი კრიტერიუმები მითუმეტეს, რომ მცდარი შეფასების შემთხვევაში, კვლაც რჩება მისი დაშლის მოგვიანებით განხორციელების შესაძლებლობა... ჩარევა არა მხოლოდ გარკვეული მიზნის მიღწევისათვის, არამედ დემოკრატიული საზოგადოებისთვისაც უნდა იყოს აუცილებელი. ამდენად, შეკრების აკრძალვა ან ძალისმიერი დაშლა არის უკიდურესი საშუალება მას შემდეგ, რაც სხვა ნაკლებად მკაცრი საშუალებების გამოყენებამ შედეგი ვერ გამოიღო’’. (საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2002 N 2/2/180-183 გადაწყვეტილება). კონსტიტუცია ითვალისწინებს ხელისუფლების მხრიდან შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის თანახმად შეკრება ან მანიფესტაცია კანონსაწინააღმდეგო ხასიათს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: ა) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისას და ჩატარებისას იქნება მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც წარმოადგენს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ბ) შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ექნებათ იარაღი, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ცრემლმდენი,რადიოაქტიური, ნერვულ - პარალიტიკური მოქმედების და მომწამვლელი ნივთიერებანი, ალკოჰოლიანი სასმელები; გ) განზრახ დაბრკოლება შეექმნება ტრანსპორტის გადაადგილებას. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში 2009 წლის ცვლილებებით დამატებული 11 პრიმა მუხლის თანახმად ,,1.ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის სხვაგვარად ჩატარება შეუძლებელია. 2. ტრანსპორტის სავალი ნაწილი ნაწილობრივ ან სრულად უნდა გადაიკეტოს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელსაც მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა. 3. აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით“.


www.legalportal.ge ყველა ზემოთაღნიშნულ შემთხვევებში შეკრება და მანიფესტაცია იღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რაც ხელისუფლებას მისი შეწყვეტის ლეგიტიმურ უფლებას აძლევს. შეკრება ან მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი გარდა შეწყვეტისა ითვალისწინებს ასევე შეკრების ან მანიფესტაციის აკრძალვას ანუ მისი ჩატარების წინასწარ არდაშვებას. მე-14 მუხლის მიხედვით ,,ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია არ დაუშვას შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ არსებობს პოლიციის მიერ შემოწმებული აშკარა მონაცემები, რომელთა შესაბამისად შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შედეგად უშუალო საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წყობილებას, მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.

საარჩევნო უფლება საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 28 1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება. 2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 21 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვაგამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. 3. ხალხის ნება უნდა იყოს საფუძველი მთავრობის ძალაუფლებისა; ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების პირობებში, ფარული კენჭისყრით, ანდა სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას


www.legalportal.ge საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მუხლი 25 თითოეულ მოქალაქეს მე –2 მუხლში ნახსენები რაიმე დისკრიმინაციის და დაუსაბუთებელ შეზღუდვათა გარეშე უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა: a) მონაწილეობდეს სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში როგორც უშუალოდ, ისე თავისუფლად არჩეული წარმომადგენლობის საშუალებით; b) მისცეს ხმა და არჩეულ იქნეს ნამდვილ პერიოდულ არჩევნებში, რომლებიც ეწყობა საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლებების საფუძველზე ფარული კენჭისყრით და უზრუნველყოფს ამომრჩევლების ნება-სურვილის თავისუფალ გამოვლინებას; c) თავის ქვეყანაში თანასწორობის საერთო პირობებით შეეძლოს სახელმწიფო სამსახურში შესვლა

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი მუხლი 3 მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოების არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას.

საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით განმტკიცებულია საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1 და 2 პუნქტებიდან, რომელთა მიხედვით ,,საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“ ხოლო ,,ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“. საარჩევნო უფლების რეალიზაციით ხალხი, როგორც ხელისუფლების წყარო არჩეულ წარმომადგენლებს გადასცემს სახალხო სუვერენიტეტის განხორციელების უფლებას. საარჩევნო უფლებით უზრუნველყოფილია სახელმწიფო მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესაძლებლობა, ის ერთგვარი ხიდია, რომელიც განაპირობებს ხალხსა და ხელისუფლებას შორის მუდმივ ურთიერთკავშირს. საარჩევნო უფლებას უაღრესად დიდი სოციალურ-პოლიტიკური ფუნქცია გააჩნია. საარჩევნო უფლებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ის მოიცავს ორ სახეს: აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებას. აქტიური საარჩევნო უფლება გულისხმობს ამომრჩევლის სახით ანუ ხმის მიცემის მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობიის უფლებას, ხოლო პასიური საარჩევნო უფლება არის მოქალაქის შესაძლებლობა თავად იყაროს კენჭი საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად. საარჩევნო უფლება მხოლოდ მაშინ შეასრულებს თავის დანიშნულებას თუ დაცულია საარჩევნო სამართლის 5 ფუძემდებლური პრინციპი, ეს პრინციპებია: არჩევნების საყოველთაობა, თავისუფლება, თანასწორობა, პირდაპირობა და ფარულობა. არჩევნების საყოველთაობის პრინციპი გულისხმობს, რომ საარჩევნო უფლება არის ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფილი და მისი უკანონო შეზღუდვა დაუშვებელია. თუმცა კანონით დადგენილი გარკვეული სახის შემზღუდავი პირობებით


www.legalportal.ge ანუ ცენზებით საარჩევნევნო უფლების მქონე პირთა წრის განსაზღვრა შესაძლებელია, კერძოდ აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი. რაც შეეხება პასიურ საარჩევნო უფლებას, ის უფრო მეტად არის შეზღუდული ცენზებით ვიდრე აქტიური საარჩევნო უფლება. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა და იცის ქართული ენა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად კი შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი და კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე. როგორც პრეზიდენტად ისე პარლამენტისა და საკრებულოს წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა პასიური საარჩევნო უფლება. კონსტიტუციის თანახმად როგორც აქტიური ისე პასიური საარჩევნო უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, ხაზი უნდა გაესვას, რომ საარჩევნო უფლების მიმართ შეზღუდვა მოქმედებს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით თავისუფლების აღკვეთა შეფარდებულ პირისადმი და უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს ეს უფლება არ შეიძლება, რომ შეეზღუდოს. აღსანიშნავი, რომ განსხვავებით საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ არჩევნების დანიშვნის დღისათვის საქართველოს საზღვრებს გარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ის ამომრჩევლები, რომლებიც არიან ნაოსნობაში მყოფ გემებზე. არჩევნების პირდაპირობის პრინციპი გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება პირდაპირ და უშუალოდ, ყოველგვარი შუალობითი რგოლების გარეშე აირჩიონ პრეზიდენტი, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრები. თავისუფალი არჩევნების პრინციპი უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლინებას და დაცულობას ყოველგვარი გარეგანი ზეწოლისაგან. ეს გულისხმობს მოქალაქის უფლებას არა მხოლოდ საკუთარი ნებით გადაწყვიტოს თუ ვის მისცეს ხმა, არამედ მის შესაძლებლობას საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით სავალდებულო ვოტუმის (ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულების) პრინციპს საქართველოს კანონმდებლობა არ აღიარებს. არჩევნების თანასწორობის პრინციპი გულისხმობს, რომ ყოველ ამომრჩეველს თუ კანდიდატს არჩევნებზე ზემოქმედების თანაბარი შესაძლებლობები აქვთ და რაიმე სახის დიფერენცირება ამ კუთხით დაუშვებელია. არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ და ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყოველ ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს. გარდა თანაბარი რაოდენობისა ყველა ხმას ერთნაირი წონა უნდა ქონდეს.


www.legalportal.ge არჩევნების ფარულობის პრინციპი კონტროლისაგან იცავს ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაბას, რის შესაბამისადაც საქართველოში არჩევნები ტარდება მხოლოდ ფარული კენჭისყრით. საარჩევნო უფლება, ზემოთაღნიშნული პრინციპების დაცვით გულისხმობს ასევე რეფერენდუმში ანუ საყოველთაო-სახალხო კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებასაც.

გაერთიანების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 26 1. ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება. 2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში. 3. დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. 4. დაუშვებელია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა. 5. პირი, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას. 6. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 20 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანი კრებებისა და თავისუფლებისა. 2. არავის იძულება არ შეიძლება რაიმე ასოციაციაში შესასვლელად.

ასოციაციების


www.legalportal.ge

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მუხლი 22 1. თითოეულ ადამიანს აქვს სხვებთან ასოციაციის თავისუფლების უფლება, მათ შორ ის უფლება შექმნას პროფკავშირები და შევიდეს პროფკავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად. 2. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს და რომლებიც საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვის თუ სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებისათვის. ეს მუხლი ხელს არ უშლის, რომ ამ უფლებით სარგებლობის კანონიერი შეზღუდვები შემოიღონ იმ პირთათვის, რომლებიც შედიან შეიარაღებლი ძალებისა და პოლიციის შემადგენლობაში. 3. ამ მუხლში არაფერი არ აძლევს უფლებას სახელმწიფოებს, რომლებიც მონაწილეობენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1948 წლის კონვენციაში ასოციაციათა თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლების დაცვის შესახებ, მიიღონ საკანონმდებლო აქტები აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების საზიანოდ, ან კანონი გამოიყენონ ისეთნაირად, რომ ეს საზიანო იყოს ამ გარანტიებისათვის.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია მუხლი 11 შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება 3. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასა და სხვებთან ერთად გაერთიანების თავისუფლებაზე, თავისი ინტერესების დასაცავად პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანების უფლების ჩათვლით. 4. დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან აცილებისათვის, ჯანმრთელობის ან ზიანის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის. ეს მუხლი ხელს არ უშლის შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წევრების მიერ ამ უფლებათა განხორციელებაზე კანონიერი შეზღუდვების დაწესებას.

გაერთიანების თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-სამართლებრივი ხასიათის უფლებაა, რომლის რეგლამენტაცია


www.legalportal.ge მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის შინაარსობრივ განმარტებასა და განვრცობას ახდენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2009 წლის 15 სექტემბრის №2/2/439 გადაწყვეტილებაში ,,საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მოცემულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს ,,ადამიანი, თავისი არსით, არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ სოციალური არსებაცაა, რომლის შინაგან მოთხოვნილებას წარმოადგენს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. ადამიანის თავისუფლება არ არის თავისუფლება საზოგადოებისაგან, ეს არის თავისუფლება საზოგადოებაში, სადაც არსებობს და გადაიკვეთება მრავალი თანმხვედრი თუ ურთიერთსაპირისპირო ინტერესი. გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფს ადამიანის თვითრეალიზაციას სხვა პირებთან, სოციალურ საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად. დაცულია საზოგადოებრივი ჯგუფების თავისუფლად ჩამოყალიბების, თავისუფალი ასოციაციის პრინციპი, რაც ტოტალიტარული სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელი იძულებითი გაერთიანებების, თუნდაც მისი მონაწილეების დიდი ენთუზიაზმის ფონზე, საპირისპირო მოვლენას წარმოადგენს. გაერთიანების თავისუფლებას დიდი დატვირთვა ენიჭება არა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლებების გარანტირების, არამედ დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების კუთხით. გაერთიანების თავისუფლებას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის ინტეგრირებისა და მისი მამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგნების ჩამოყალიბებისათვის’’. ,,საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პირთა მიერ თავისუფალი სოციალური ჯგუფების შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საყურადღებოა თავად საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის სამართლებრივი კონსტრუქციაც. გაერთიანების თავისუფლების დამდგენი რეგულირება ორ ნაწილად არის გაყოფილი. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტში გარანტირებულია პოლიტიკურ პარტიათა, პოლიტიკურ გაერთიანებათა თავისუფლება. ამ ფონზე ტერმინი ,,საზოგადოებრივი გაერთიანება’’ სხვა, არაპოლიტიკური მიზნით შექმნილი გაერტიანებების არსანიშნავად და ტერმინოლოგიური გამიჯვნისათვის საკმაოდ ზუსტად არის შერჩეული. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები იცავს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ერთ-ერთ გამოვლინებას, მისი ჯგუფური განხორციელების ფორმას. გაერთიანების თავისუფლების საშუალებით, პირი თავისი მიზნებისა და მისწრაფებების ხორცშესხმას ახდენს სხვებთან ერთად, მათთან კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის გარემოში’’. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ კონსტიტუციის 26-ე მუხლში მოცემულია გაერთიანების 2 სახე, ერთის მხვრივ პოლიტიკური პარტია და მეორეს მხვრივ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელშიც მოიაზრება სხვა არაპოლიტიკური მიზნით შექმნილი გაერთიანება ანუ კერძო სამართლის იურიდიული პირები, მათ შორის პროფესიული კავშირები. პროფესიული კავშირი ეს არის საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია თავისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა. პროფესიული კავშირი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და სხვა სამუშაო ადგილებზე. საკონსტიტუციო სასამართლო ზემოთაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ,,თავისი არსით, გაერთიანებების თავისუფლება მრავალწახნაგოვანი ძირითადი უფლებაა. გარდა იმ პოზიტიური უფლებისა, რაზეც ზემოდ გვქონდა საუბარი, მას აქვს


www.legalportal.ge დაცვითი ფუნქცია, რომლის შინაარსი მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, არ ჩაერიოს გაერთიანების თავისუფლებაში (status negativus). მეცნიერებისა და პრაქტიკაში გავეცელებული აზრით, რომელსაც კოლეგიაც იზიარებს გაერთიანების თავისუფლებაში მოიაზრება, ასევე ე.წ. ,,ჯგუფური ძირითადი უფლება’’, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანების თავისუფლების რეალიზაციით შექმნილი კოლექტივიც სარგებლობს კონსტიტუციურ-სამართლებრივი დაცვით. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით. გაერთიანების თავისუფლება არასაკმარისად იქნებოდა დაცული ამ თავისუფლებაში რომ მხოლოდ გაერთიანების შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება მოიაზრებოდეს, არა მხოლოდ გაერთიანების შექმნისა და გაერთიანებბში გაწევრიანების პროცესია დაცული, არამედ გაერთიანების არსებობასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მხარეები, როგორიცაა მიზნის შერჩევა, საქმიანობის ორგანიზება, გადაწყვეტილებების მიღება, გაერთიანების წევრად დარჩენა, გაერთიანების ლიკვიდაცია და ა.შ. გაერთიანების არსებობის რომელიმე ეტაპზე კონსტიტუციური დაცვის გაუვრცელებლობა, კოლეგიის პოზიციით, დაუშვებლად გაზრდიდა სახელმწიფოს მხრიდან მის საქმიანობაში თვითნებური ჩარევის რისკს და არაეფექტურს გახდიდა გაერთიანების თავისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივ დაცვას. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ არ ახსენებს უფლებას, არ დაექვემდებარო იძულებას გაერთიანებისას. თუმცა, გაერთიანების ნეგატიური თავისუფლება გამომდინარეობს თავად თავისუფლების არსიდან. თავისუფლება ნიშნავს აკეთო ის, რაც გსურს და არ აკეთო ის, რაც არ გსურს. ე.ი. თავისუფლებას ყოველთვის აქვს როგორც პოიზიტიური, ისე ნეგატიური კომპონენტი. ეს არის ერთი და იგივე მომენტის ორი აუცილებელი მხარე. თავისთავად ის ფაქტი, რომ პირს ენიჭება უფლება შევიდეს საზოგადოებრივ გაერთიანებაში, ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია თავად მას მიიჩნევს გაერთიანების წევრობის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტად. შესაბამისად, გქონდეს გაერთიანების უფლება, იმავდროულად გულისხმობს თანმდევ უფლებას, თავი აარიდო რომელიმე გაერთიანებაში შესვლას ან თავისუფლად მიიღო გადაწყვეტილება გაერთიანების დატოვების თაობაზე. გაერთიანების ნეგატიური თავისუფლება იცვას იმგვარი რეგულირებების შემოღებისაგან, რაც კერძოსამართლებრივ გაერთიანებებში იძულებით წევრობას დაადგენდა. საზოგადოებრივი ჯგუფების შექმნა არასაჯარო ამოცანების განსახორციელებლად თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი კონსტიტუციურსამართლებრივად გაუმართლებელი სახელმწიფო ჩარევისა და მანიპულაციისაგან’’ თუმცა რაც შეეხება იძულებით წევრობას საჯარო სამართლის კოორპორაციებში, ეს შეიძლება სამართლებრივად გამართლებული იყოს, რადგან გაერთიანების ნებაყოფლობითობის პრინციპი მოქმედებს კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე. საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის კორპორაციებზე - ამ ნორმით დაცულია გაერთიანებისა და არა საჯარო კორპორაციების თავისუფლება’’, ,,პირთა ნებისმიერი გაერთიანება არ ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მოქმედების არეალში. სამეცნიერო ლიტერატურასა და პრაქტიკაში გავრცელებული მოსაზრებით, პირთა ერთობის, კონსტიტუციურსამართლებრივი თვალსაზრისით, თავისუფალი გამოვლინების გაერთიანებად ჩასათვლელად აუცილებელია, რომ სახეზე იყოს რამოდენიმე ნიშანი. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი მოქმედებს, როდესაც სახეზეა: ა) პირთა ერთობა; ბ) პირთა ერთობა შექმნილია ნების შედეგად; გ) პირთა ერთობა ჩამოყალიბებულია ხანგრძლივი ვადით; დ) პირთა ერთობას აქვს საერთო მიზანი და ე) პირთა ერთობაში ნების ფორმირებას აქვს ორგანიზებული სახე. სწორედ


www.legalportal.ge ეს ნიშნები ერთობლივად ან რომელიმე მათგანი ცალკე აღებული განასხვავებებს გაერთიანებას პირთა სხვა ერთობებისაგან, როგორიცაა შეკრებები, ობიექტურ თუ ბუნებრივ საფუძველზე დამყარებული ერთობები და ა.შ“. ,,გაერთიანებისათვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშანი, კოლეგიის აზრით, არის ის, რომ გაერთიანება, მისი შექმნა და საქმიანობა ეფუძნება პირთა თავისუფალ ნებას, თავისუფალია ნებისმიერი იძულებისაგან. თავისუფალი ნების მომენტს აქვს არა მხოლოდ ფორმალური, არამედ, უპირატესად, შინაარსობრივი დატვირთვა. გაერთიანების შექმნაში წამყვანია სუბიექტური ფაქტორი, რომელიც თავს უყრის გაერთიანების წევრებს და გადამწყვეტია მათი გაერთიანებაში შესვლის, ყოფნის, საქმიანობისა და გაერთიანების დატოვებისათვის. გაერთიანება არ არის პირთა უბრალო ერთობა - ეს არის პირთა სუბიექტური მისწრაფებებით განპირობებული ერთობა საერთო იდეებისა და მიზნების გარშემო. როგორც უკვე აღინიშნა, დაცულია თავისუფალი საზოგადოებრივი ჯგუფების შექმნისა და საქმიანობის სფერო და არა ზოგადად, ნებისმიერი პირთა ჯგუფი, რომელიც აკმაყოფილებს გაერთიანებების რამოდენიმე ფორმალურ ნიშანს, მაგრამ გაერთიანებულია სხვა საფუძვლით, ვიდრე ეს მისი წევრების სუბიექტური მისწრაფებები და თავისუფალი ნებაა’’. აქედან გამომდინარე კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტში მოიაზრება კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა მთავარი დამახასიათებელი ნიშანი გაერთიანების წევრთა თავისუფალი ნების ფაქტორია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა გამორიცხავს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქცევას კონსტიტუციის 26-ე მუხლის მოქმედების სფეროში. სწორედ ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ის სარჩელები, რომლებიც ადვოკატთა ასოციაციასა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში სავალდებულო წევრობის ინსტიტუტის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდა, სასამართლომ მიიჩნია რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ შესაბამის მოთხოვნებს და არ წარმოადგენდნენ გაერთიანებას კონსტიტუციის 26-ე მუხლის მიხედვით, შესაბამისად გაერთიანებისთვის დამახასიათებელი ნებაყოფლობითობის პრინციპი მათზე ვერ გავრცელდებოდა. როგორც ზემოთ აღინიშნა გაერთიანების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ასევე პოლიტიკური პარტია, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მთავარი უჯრედი და თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კომპონენტია. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ანუ პარტია ეს არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში. პოლიტიკურ პარტიის ცნებას, შექმნისა და საქმიანობის საფუძვლებს განსაზღვრავს და არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომლის მე-5 მუხლის თანახმად ..პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა“. ამ შემთხვევაში ხაზგასასმელია, რომ სხვა არაპოლიტიკური მიზნით შექმნილი გაერთიანებებისგან განსხვავებით, პოლიტიკური პარტიის შექმნის და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა უფლებაა და უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები ამ უფლებით ვერ სარგებლობენ. შეზღუდვა მოქმედებს ასევე საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიის მიმართაც, ორგანული კანონის მე-10 მუხლით ,,მოქალაქეს, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, დაინიშნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში სპეციალური უფლებამოსილებების მქონე მოსამსახურედ ანდა გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა


www.legalportal.ge შემთხვევებში, შეუწყდება პარტიის წევრობა“. რაც შეეხება გაერთიანების თავისუფლების დაცულ სფეროში ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძველს, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი 6 პუნქტის მიხედვით ,,საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, პროფესიული კავშირისა და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის საფუძვლებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონი ,,საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ’’. აღნიშნული კანონის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია: ა) 3 თვემდე ვადით შეაჩეროს იმ საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობა, რომელიც არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე. ბ) აკრძალოს საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შდცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარარებული ფორმირება, ან სასამართლოს მიერ მისი საქმიანობის შეჩერების შემდეგ განაახლებს სამეწარმეო საქმიანობას. პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შეწყვეტის საკითხს კი არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომლის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება“. ამდენად საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი 6 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ორგანული კანონებით განისაზღვრება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და აკრძალვის შემთხვევები და პროცედურა. საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და აკრძალვის საკითხს იხილავენ საერთო სასამართლოები, ხოლო პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით,

ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუცია


www.legalportal.ge მუხლი 23 1. ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. 2. შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია. 3. შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა დაუშვებელია, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 27 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერულ პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს მისი მორალური და მატერიალური ინტერესები, როგორც შედეგი იმ მეცნიერული, ლიტერატურული და მხატვრული ნაშრომებისა, რომელთა ავტორს იგი წარმოადგენს.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი

მუხლი 15 1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას: ა) მონაწილეობდეს კულტურულ ცხოვრებაში; ბ) სარგებლობდეს მეცნიერული პროგრესის შედეგებით და პრაქტიკულად იყენებდეს მათ; გ) სარგებლობენ იმ მორალური და მატერიალური ინტერესების დაცვით, რომლებიც ჩნდება ყველა იმ მეცნიერული, ლიტერატურულ თუ მხატვრულ ნაშრომებთან ერთად დაკავშირებით, რომელთა ავტორიც ის არის. 2. ზომები, რომლებიც უნდა მიიღონ ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა ამ უფლების სრულად განხორციელებისათვის მოიცავენ იმ ღონისძიებებსაც, რომლებიც აუცილებელია მეცნიერულ და კულტურულ მოღვაწეთა დასაცავად, გასავითარებლად და გასავრცელებლად. 3. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ თავისუფლებას, რომელიც უთუოდ აუცილებელია სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ მეცნიერებისა და კულტურის დარგებში საერთაშორისო კონტაქტებისა და თანამშრომლების წახალისებისა და განვითარების სარგებლობას.


www.legalportal.ge საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი უზრუნველყოფს და იცავს = საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თავისუფალ ინტელექტუალური შემოქმედების პროცესს, შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს ანუ ინტელექტუალურ საკუთრებას და ასევე ამ შედეგის (შემოქმედებითი ნაწარმოების) გავრცელების თავისუფლებას. ერთობლიობაში 23-ე მუხლის უფლებრივ კომპონენტებს ხელოვნების თავისუფლებასაც უწოდებენ. ინტელექტუალური შემოქმედების პროცესი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად აბსოლუტურად დაცულია ყოველგვარი ზეგავლენის, ჩარევისა და შეზღუდვისაგან. ამ შემთხვევაში პირი მხოლოდ საკუთარი შთაბეჭდილებების, მოსაზრებების და წარმოდგენების საფუძველზე მოქმედებს. კონსტიტუციის 23-ე მუხლით დაცულია არა მხოლოდ შემოქმედებითი პროცესი არამედ ამ პროცესის შედეგი შემოქმედებითი ნაწარმოები, ინტელექტუალური საკუთრების სახით. ,,ინტელექტუალური საკუთრების ხელშეუხებლობა ვრცელდება შემოქმედებით საქმიანობის შედეგზე, ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერების, ტექნიკის, კულტურის და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 წლის 27 ივლისის N 2/77/11 გადაწყვეტილება). ინტელქტუალური საკუთრება ერთგვარი კრებითი ცნებაა, რაც გულისხმობს ინტელექტუალური შემოქმედებითი საქმიანობის შედეგზე მისი ავტორის განსაკუთრებული უფლებების ერთობლიობას. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 1 პუნქტის თანახმად ..საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალური შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა“. ,,მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებია: ა) ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა და სხვა); ბ) დრამატული ან მუსიკალურდრამატული ნაწარმოები, ქორეოგრაფიის ან პანტომიმის ნაწარმოები და სხვა სასცენო ნაწარმოები; გ) მუსიკალური ნაწარმოები ტექსტით ან უტექსტოდ; დ) აუდიოვიზუალური ნაწარმოები; ე) სკულპტურის, ფერწერის, გრაფიკის, ლითოგრაფიის, სახვითი ხელოვნებისა და სხვა მსგავსი ნაწარმოები; ვ) დეკორატიულ-გამოყენებითი ან მონუმენტური ხელოვნების ნაწარმოები; ზ) თეატრალურდეკორატიული ხელოვნების ნაწარმოები; თ) არქიტექტურული, ქალაქმშენებლობის ან საბაღესაპარკო ხელოვნების ნაწარმოები; ი) ფოტოგრაფიული ნაწარმოები ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოები. აუდიოვიზუალური ნაწარმოების ცალკეული გამოსახულება არ ითვლება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებად; კ) რუკა, გეგმა, ესკიზი, ილუსტრაცია და სხვა მსგავსი ნაწარმოები, რომელიც მიეკუთვნება გეოლოგიას, გეოგრაფიას, კარტოგრაფიას ან სხვა დარგებს ლ) გადამუშავებული ნაწარმოები, კერძოდ, თარგმანი, მხატვრული ნაწარმოების პწკარედი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კომპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება; მ) შედგენილი ნაწარმოები, კერძოდ, კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს; ნ) სხვა ნაწარმოებები” (მუხლი 6, პუნქტი 1). საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით საავტორო უფლების დარღვევისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობა.


www.legalportal.ge ამდენად საავტორო უფლება გულისხმობს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, ავტორის (ავტორების) ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების ერთობლიობას. თუმცა საავტორო უფლების გარდა ინტელექტუალური საკუთრების ფარგლებში დაცულია ასევე სამრეწველო საკუთრება = გამოგონება, სასარგებლო მოდელი, სამრეწველო ნიმუში, ნოუ-ჰაუ და ა. შ. ამ საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე წიგნის მეორე კარი. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე უფლებათა დაცვა ხორციელდება პატენტის გაცემით, რომელიც ოფიციალურად ამტკიცებს და ადასტურებს გამოგონების, სასარგებლო მოდელისა და სამრეწველო ნიმუშის ავტორობას. პატენტით დაცული სამრეწველო საკუთრების ობიექტის უკანონოდ გამოყენების შემთხვევაში, დამრღვევი ვალდებულია კანონით დადგენილი წესით მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს პატენტის მფლობელს. როგორც ზემოთ აღინიშნა კონსტიტუციის 23-ე მუხლი უზრუნველყოფს და იცავს, თავისუფალი ინტელექტუალური შემოქმედების პროცესს, შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს ანუ ინტელექტუალურ საკუთრებას და ასევე შემოქმედებითი საქმიანობის შედეგის გავრცელების უფლებასაც. რაც თავის მხვრივ გულისხმობს ცენზურის და სხვა შემზღუდავი მექანიზმების არსებობის დაუშვებლობას, რომელიც ხელს შეუშლის შემოქმედს თავისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგის გავრცელებაში. თუმცა განსხვავებით შემოქმედებითი პროცესისგან, რომელიც აბსოლუტურად დაცულია ყოველგვარი სახის შეზღუდვისაგან. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებად მიიჩნევა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ილახება ,,სხვა ადამიანის კანონიერ უფლებები“. რაც შეეხება მოცემული უფლების სუბიექტებს, მათ მიეკუთვნება ფიზიკური პირები ანუ არამარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ ყველა ადამიანი.. ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები (თეატრები, მუსიკალური სასწავლებლები, შემოქმედთა კავშირები, ანსამბლები, ორკესტრები და ა.შ.).


www.legalportal.ge

გადაადგილების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 22 1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. 2. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში. 3. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 13 1, ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაუბრკოლებლად იცვლიდეს ადგილსამყოფელს და ირჩევდეს თავის საცხოვრებელ ადგილს ყოველი სახელმწიფოს ფარგლებში. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დატოვოს ყოველი ქვეყანა, მათ შორის თავისიც და დაბრუნდეს თავს ქვეყანაში.

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მუხლი 12 1. თითოეულ პირს, რომელიც კანონიერად იმყოფება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიის ფარგლებში უფლება აქვს თავისუფლად გადაადგილდეს და თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი. 2. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარიც.


www.legalportal.ge 3. ზემოაღნიშნული უფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით, აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის, ან სხვა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის და შეესაბამება წინამდებარე პაქტით აღიარებულ სხვა უფლებებს. 4. არავის შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას უფლება დაბრუნდეს საკუთარ სახელმწიფოში.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ოქმი №4 მუხლი 2 1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აქვს უფლება ამ ტერიტორიის ფარგლებში თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლებისა. 2. ყველა თავისუფალია, დატოვოს ნებისმიერი, მათ შორის საკუთარი ქვეყანა. 3. დაუშვებელია ამ უფლებათა განხორციელებაზე რაიმე შეზღუდვის დაწესება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცულებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა თუ თავისუფლებათა დასაცავად. 4. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები გარკვეულ რაიონებში ასევე შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს, რომლებიც დაწესებულია კანონის შესაბამისად და გამართლებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო ინტერესებით.

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით აღიარებულია მიმოსვლის თავისუფლება, რომელიც შეიცავს 4 უფლებრივ კომპონენტს, საქართველოში კანონიერად მყოფი ნებისმიერი პირის უფლებას: 1) თავისუფლად იმოძრაოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 2) წინასწარი ნებართვის გარეშე აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი. 3) თავისუფლად გავიდეს საქართველოდან 4) თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში. როგორც ზემოთ აღინიშნა ამ უფლების სუბიექტია ნებისმიერი პირი ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქ უპირველეს ყოვლისა იგულისხმება საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც კანონიერად შემოვიდა საქართველოში და მიიღო აქ ყოფნის ნებართვა. ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად უცხოელი არის ,,პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ არის საქართველოში


www.legalportal.ge მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, აგრეთვე ამ კანონის მესამე კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში (უცხოელთა პასუხისმგებლობა და გაძევება) პირი, რომელსაც დოკუმენტურად არ უდასტურდება ან/და არ უდგინდება რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობისადმი კუთვნილება და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“; კანონის მე-16 მუხლის 1 პუნქტის მიხედვით ,,საქართველოში უცხოელის კანონიერად ყოფნის საფუძველია ვიზა, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ან ლტოლვილის სტატუსი (ლტოლვილის მოწმობა), თუ ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“. უცხოელებს, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან საქართველოში, აქვთ თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებლის თავისუფლად არჩევის უფლება. უცხოელს, რომელიც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. უცხოელთა მიმოსვლის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების, მართლმსაჯულების განხორციელების ან საქართველოში მცხოვრებ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ,,უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ: ა) მას არ გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები; ბ) საქართველოში მისი წინა ყოფნისას გამოვლენილ იქნა მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი ან განცხადების წარდგენამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში გაძევებულ იქნა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც წესდება საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნისათვის; გ) ვიზის მისაღებად ან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელად მან წარადგინა ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები; დ) მას არ გააჩნია საქართველოში ყოფნისათვის, ცხოვრებისათვის ან უკან დაბრუნებისათვის საკმარისი მატერიალური სახსრები; ე) საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს საზოგადოებრივ წესრიგს და უშიშროებას, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) საქართველოში მისი ყოფნა ზიანს მიაყენებს საქართველოსა და რომელიმე უცხო სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს; ზ) იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; თ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებულია უარის თქმის სხვა საფუძველი“. (მუხლი 14, პუნქტი 1). ,,სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე შეიძლება უარი უთხრას ნებისმიერ უცხოელს, რომელიც ეჭვმიტანილია ისეთ საერთაშორისო დანაშაულებში, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), და ინფექციური დაავადებით დაავადებულ პირს“. (მუხლი 3, ,,თ“ ქვეპუნქტი). ,,უცხოელს საქართველოდან გასვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ სასამართლოს მიერ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება; ბ) თუ იგი მსჯავრდებულია ჩადენილი დანაშაულისათვის – სასჯელის მოხდამდე ან სასჯელისაგან განთავისუფლებამდე; გ) თუ თავს არიდებს საქართველოს კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას – მოვალეობის შესრულებამდე; დ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“ (მუხლი 51, პუნქტი 1). ამდენად მიმოსვლის თავისუფლებასთან მიმართებაში უცხოელთა მიმართ განსხვავებული, შედარებით შეზღუდული სამართლებრივი რეგულაცია არსებობს, მოცემული უფლებით სრულყოფილად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ, რომლებსაც უცხოელებისაგან განსხვავებით შეუძლიათ თავისუფლად, დაბრკოლების გარეშე შემოვიდნენ საქართველოში.


www.legalportal.ge ერთის მხვრივ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით აღიარებულია მიმოსვლის თავისუფლება, როგორც დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი ელემენტი, მეორეს მხვრივ სახელმწიფოსაც ეფექტური ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება მოსახლეობის შესახებ აუცილებელი ინფორმაციის ქონა. სწორედ ამ კერძო და საჯარო ინტერესთა შორის პროპორციული ბალანსის დასაცავად გაუქმდა ადრე არსებული ბიუროკრატიული მექანიზმი ,,ჩაწერის სისტემის“ სახით და მის სანაცვლოდ შემოღებული იქნა შედარებით მოქნილი ,,რეგისტრაციის წესი“. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი (ამ შემთხვევაში იგულისხმება საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი.) 14 წლის ასაკის მიღწევიდან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ აქვთ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მიიღონ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გავლა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღება სურვილისამებრ შეუძლიათ ასევე 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში მცხოვრებ უცხოელს. პირის საცხოვრებელ ადგილად, მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს. საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციას, საკონსულო აღრიცხვას, მისი რეგისტრაციიდან და აღრიცხვიდან მოხსნას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება. რეგისტრაციის შემდეგ საქართველოს მოქალაქე იღებს პირადობის მოწმობას, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ხოლო უცხოელი ღებულობენ ბინადრობის მოწმობას, რომელიც ადასტურებს მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე. ,,რეგისტრაციის წესი“ წინათ არსებულ ,,ჩაწერის სისტემისგან“ განსხვავებით ადგენს უფრო მოქნილ და ეფექტურ რეჟიმს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს პირს თავისი სურვილისამებრ აირჩიოს ან შეიცვალოს საცხოვრებელი და მხოლოდ შეატყობინოს ამის შესახებ სახელმწიფოს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის საინფორმაციო ბაზის შექმნას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრაცია ან რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის, მათ შორის საკუთრების განკარგვის უფლების შეზღუდვის საფუძველი ან მათი განხორციელების პირობა, გარდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს ,,მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“. მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს განსაზღვრავს კანონი ,,საგანგებო


www.legalportal.ge მდგომარეობის შესახებ“, რომლის მიხედვით ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების ან სხვა შემთხვევებში, როცა ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაციის, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით სხვა ძირითად უფლებებთან ერთად ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს შეუძლიათ შეზღუდონ მიმოსვლის თავისუფლებაც, შემდეგი სახით: ა) დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან; ამასთან, აუცილებლად მისცენ სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები; ბ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი; გ) აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდონ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი, რომლებიც არ არიან მოცემული ადგილის მცხოვრებნი, გააძევონ საკუთარი ხარჯით თავიანთ მუდმივ ადგილსამყოფელში ან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებს გარეთ;

კანონის წინაშე თანასწორობის უფლება


www.legalportal.ge საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 14 ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. მუხლი 38 1. საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ. 2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უმცირესობათა უფლებების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 1 ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ ბოძებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით. მუხლი 7 ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მუხლი 26 ყველა დამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციის წინააღმდეგ.


www.legalportal.ge ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენცია მუხლი 14 დისკრიმინაციის აკრძალვა კონვენციის გათვალისწინებულ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება უზრუნველყოფილია დისკრიმინაციის გარეშე ისეთ საფუძველზე, როგორიცაა სქესი, რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებები, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობა, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილება, ქონება, დაბადება თუ სხვა სტატუსი.

კანონის წინაშე თანასწორობა, ერთის მხვრივ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლება, ხოლო მეორეს მხვრივ ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია. რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგადი წესს, უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. თანასწორობის მიღწევა დამოკიდებულია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაზე, მათ შორის კი განსაკუთრებით მძიმეა რასობრივი დისკრიმინაცია. საქართველო 1999 წელს შეუერთდა გაეროს კონვენციას ,,რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის 1 მუხლის მიხედვით „რასობრივი დიკრიმინაცია“ განმარტებულია როგორც „ნებისმიერი განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავს ან შედეგად მოაქვს თანაბარი შესაძლებლობების, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების აღიარების, სარგებლობის და გამოყენების გაუქმება ან დაბრკოლება, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ან საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 142-ე მუხლით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი გაერთიანებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონებრივი მდგომარეობის გამო, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე (დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით). მისგან გამოყოფილია 142-ე 1 პრიმა მუხლი, რომლითაც ცალკე განისაზღვრება რასობრივი დისკრიმინაცია, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, სოციალური კუთვნილების, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა. რასობრივი


www.legalportal.ge დისკრიმინაცია დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით ისჯება შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ამგვარად რასობრივი დისკრიმინაცია მოიცავს თანასწორუფლებიანობის დარღვევას რასის, კანის ფერის, სოციალური კუთვნილების, ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე, თუმცა თანასწორუფლებიანობა შეიძლება ასევე დაირღვას ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, საცხოვრებელი ადგილისა და ქონებრივი მდგომარეობის ნიშნით, რომელთაც კონსტიტუციის მე-14 მუხლი განსაზღვრავს. ,,ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’) აქედან გამომდინარე თანასწორობა შეიძლება დაირღვეს იმ ნიშნის მიხედვითაც, რომელსაც კონსტიტუციის მე-14 მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს ნორმის არსიდან და მისი მიზნებიდან. ამავე გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აკეთებს დასკვნას, რომ ,,მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში’’. დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი, რომლის მიხედვით დისკრიმინაციული მოყრობა უნდა არღვევდეს თავად კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, თუმცა 2000 წელს მიღებული იქნა კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმი, რომლითაც მოხდა უკვე დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვა და გაფართოვდა მისი შინაარსი. ოქმის 1 მუხლის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა მოიცავს ,,კანონით დადგენილ ნებისმიერ უფლებას’’, ე.ი. არა მხოლოდ კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა სრულ სპექტრს. დისკრიმინაციის აკრძალვის ანალოგიურ ზოგად დებულებას შეიცავს ასევე სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი. ,,კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს, კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განსხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დიფერენცირებულობის თანაბარი დონე ერთსა და იმავე პირობებში მყოფი სუბიექტებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევის დადგენისას ხელმძღვანელობს შემდგი კრიტერიუმებით: მე-14 მუხლის დარღვევას ადგილი აქვს მაშინ, როცა სახეზეა: ა) დიფერენცირებული დამოკიდებულებაერთნაირი შემთხვევების მიმართ, გონივრული და ობიექტური საფუძვლების გარეშე და ბ) არ არის დაცული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებებს შორის’’


www.legalportal.ge (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს №2/7/219 გადაწყვეტილება საქმეზე ,,მოქალაქეები: ჯანო ჯანელიძე, ნინო უბერი, ელეონორა ლაგვილავა და მურთაზ თოდრია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’). ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ,,სოციალურ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის მიერ მოქალაქეთა საერთო მასიდან გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის განსხვავებული, შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეგულირების განსაზღვრა განპირობებული უნდა იყოს არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით’’. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე განსხვავებული დამოკიდებულება და პირთა არათანასწორ მდომარეობაში ჩაყენება თავისთავად არ ნიშნავს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დაეღვევას. შესაძლებელია არათანასწორი მოპყრობის სამართლებრივი გამართლება თუ სახელმწიფოს აქვს დიფერენცირების არსებითი საფუძველი, როცა განსხვავებას აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება ანუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და დაცულია პროპორციულობის პრინციპი მისაღწევი მიზნის განხორციელებასა და გამოყენებულ საშუალებას შორის. თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა ანუ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. შესაბამისად საქართველოს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიან წევრს ეკისრება მთელი რიგი ვალდებულებები ამ კუთხით. სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სპექტრი არ შემოიფარგლება მხოლოდ არადისკრიმინაციული საკანონმდებლო ბაზის შექმნით და მოიცავს მის პრაქტიკაში რეალიზაციის პირობასაც. რაც თავის მხვრივ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა კომპლექსს, რომელმაც უნდა განაპირობოს დისკრიმინაციულ ქმედებათა აღმოფხვრა და პირთა არათანასწორი მოპყრობისგან დაცვა. საქართველოს კონსტიტუცია დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის მოქმედებას ავრცელებს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე არამედ საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზეც. ,,საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა“ (47-ე მუხლის 1 პუნქტი). კონსტიტუციით განსაზღვრულ გამონაკლისებს მიეკუთვნება დებულება, რომლის მიხედვით სახელმწიფოს გააჩნია უფლებამოსილება, დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა (მუხლი 47), საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისაგან განსხვავებით აქვთ განსაკუთრებული პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან, შესაბამისად ისეთი პოლიტიკური უფლებებით, როგორებიცაა საარჩევნო უფლება, პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნის უფლება, სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება სარგებლობენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. ასევე კონსტიტუციის თანახმად დაუშვებელია საქართველოს მოქალაქისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ქვეყნიდან გაძევება ან უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა, სახელმწიფო ხელი უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. მე-14 მუხლში განსაზღვრულ თანასწორუფლებიანობის ზოგად პრინციპთან ერთად კონსტიტუციის 38-ე მუხლი ხაზს უსვამს მოქალაქეთა თანასწორობას, აღნიშნული მუხლის 1 პუნქტის მიხედვით ,,საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.“


www.legalportal.ge

სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 29 1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 21 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვაგამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში.

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მუხლი 25 თითოეულ მოქალაქეს მე –2 მუხლში ნახსენები რაიმე დისკრიმინაციის და დაუსაბუთებელ შეზღუდვათა გარეშე უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა: a) მონაწილეობდეს სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში როგორც უშუალოდ, ისე თავისუფლად არჩეული წარმომადგენლობის საშუალებით; b) მისცეს ხმა და არჩეულ იქნეს ნამდვილ პერიოდულ არჩევნებში, რომლებიც ეწყობა საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლებების საფუძველზე ფარული კენჭისყრით და უზრუნველყოფს ამომრჩევლების ნება-სურვილის თავისუფალ გამოვლინებას; c) თავის ქვეყანაში თანასწორობის საერთო პირობებით შეეძლოს სახელმწიფო სამსახურში შესვლა

სახელმწიფო მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლება საკმაოდ ფართო და კომპლექსური უფლებაა, რომელიც საარჩევნო უფლებასთან ერთად მოიცავს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით


www.legalportal.ge ,,საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. ეს ნორმა გულისხმობს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ყოველგვარი დისკრიმინაციული შეზღუდვების გარეშე, თანასწორობის პრინციპის საფუძველზე დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა საჯარო სამსახურში. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში“ საჯარო სამსახურად ითვლება საქმიანობა შემდეგ დაწესებულებებში: ა) საქართველოს პარლამენტი, გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატებისა; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია; გ) საქართველოს მთავრობის კანცელარია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები; დ) საქართველოს იუსტიციის საბჭო; ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები; ვ) საქართველოს ეროვნული ბანკი; ზ) საქართველოს კონტროლის პალატა; თ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და სააგენტოები; ი) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი ადმინისტრაცია. კ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. ლ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები, გარდა ამ ორგანოების ფრაქციათა აპარატებისა; მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები. ნ) საკრებულო; ო) გამგეობა, მერია; პ) მუნიციპალიტეტი. ამგვარად, საჯარო სამსახური იყოფა შემდეგ სახეებად: 1) სახელმწიფო სამსახური; 2) სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში (საკრებულო, გამგეობა, მერია, მუნიციპალიტეტი). თავისთავად ცხადია, რომ პირის საჯარო სამსახურში მიღება, გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთანაა დაკავშირებული, კერძოდ, სახელმწიფო მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად ,,საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ იგი: ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა; ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში; გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ; დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;


www.legalportal.ge ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; ზ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში, იქედან გამომდინარე, რომ გარკვეული თანამდებობის დაკავება საჯარო სამსახურში, შესაბამისი კვალიფიკაცის ხარისხს მოითხოვს, სამსახურში მისაღებად პრეტენდენტთათავის შეიძლება დადგენილი იქნას გარკვეული სახის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თუმცა ეს მოთხოვნები აუცილებლად უნდა იყოს კონსტიტუციასთან შესაბამისი, გონივრული და თანაზომიერი. მოხელე სამსახურში მიიღება თანამდებობაზე დანიშვნით ან არჩევით. პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კონკურსის შედეგების გათვალისწინებით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლით 1 პუნქტით ,,საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი შესაბამის ბეჭდვით ორგანოში; ამასთანავე, კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ ორკვირიანი ვადა შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან“ საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს თანასწორ შესაძლებლობებებს მოქალაქეთათავის, რომ დაიკავონ ნებისმიერი სახის თანამდებობა საჯარო სამსახურში და ამ მხვრივ არათანაზომიერი და დისკრიმინაციული სახის შეზღუდვების არსებობა ყოვლად დაუშვებელია.


www.legalportal.ge

შრომის თავისუფლება

საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 30 1. შრომა თავისუფალია. 2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. 3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. 4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით. მუხლი 32 სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 23 1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. 3. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები. 4. ყოველ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.


www.legalportal.ge ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი მუხლი 6 1. ამ პაქტიმ მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეულ ადამიანის უფლებას, საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუტარი შრომით, რომელსაც ტავისუფლად აირჩევს ან რომელზედაც თავისუფლად დათანხმდება და განახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველსაყოფად. 2. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ღონისძიებანი უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფანვითარება სრული და შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

მუხლი 7 1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, მათ შორის, კერძოდ: ა) ანაზღაურება, რომლითაც როგორც მინიმუმ ყველა მშრომელი იქნება თანაბრად უზრუნველყოფილი: 1. სამართლიანი ხელფასი და ტოლფასოვანი ანაზღაურება ტოლფასოვანი შრომისათვის რაიმე განსხვავების გარეშე, კერძოდ, ქალებისათვის გარანტირებული იყოს შრომის ისეთი პირობები, რომელიც მამაკაცთა შრომის პირობებზე უარესი არ იქნება და თანაბარი იქნება თანაბარი ანაზღაურების თანაბარი შრომისათვის; 2. მათი და მათი ოჯახების დამაკმაყოფილებელი არსებობას ამ პაქტის დებულებათა შესაბამისად. ბ) უსაფრთხო და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესაბამისი შრომის პირობებს; გ) ყველასათვის ერთნაირი შესაძლებლობა, სამუშაოზე დაწინაურდეს შესაბამის უფრო მაღალ საფეხურზე მხოლოდ და მხოლოდ შრომის სტაჟისა და კვალიფიკაციის საფეხურზე; დ) დასვენების, თავისუფალი დრო და სამუშაო დრო გონივრული შეზღუდვა და პერიოდული ანაზღაურებადი შვებულების, ასევე როგორც ანაზღაურებას უქმე დღეებისათვის.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია შრომის თავისუფლება, რომელიც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ უფლებას წარმოადგენს. ამ უფლების სწორი შინაარსობრივი გააზრებისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა განისაზღვროს,


www.legalportal.ge თავად ცნება ,,შრომის“ მნიშვნელობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაში, საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ აღნიშნა, რომ ,,ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა ვერ ჩაითვლება ,,შრომად’’ და არ ექვემდებარება დაცვას კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე. ,,შრომად’’ შეიძლება გავიგოთ მხოლოდ ისეთი საქმიანობა, რომელიც მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით ემსახურება ადამიანის ცხოვრების საფუძვლის შექმნასა და შენარჩუნებას. შრომა, ერთის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის მატერიალური უზრუნველყოფის, ხოლო მეორეს მხრივ, პიროვნული თვითრეალიზაციისა და განვიტარების საშუალებას. ადამიანის პროფესიული საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამოდენიმე მიმართულებას, მაგრამ საქმიანობის ნაწილი წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს მაშინ, როდესაც ის განგრძობადი და მატერიალური შემოსავლის მომტანია ან მისი ჩამოცილებით აღარ იარსებებდა შემოსავლის მომტანი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება’’. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მოცემულ გადაწყვეტილებაში, კონსტიტუციით აღიარებული ,,შრომის“ ცნების ქვეშ მოიაზრებს ისეთ საქმიანობას, რომელიც მატერიალური შემოსავლის მომტანია ან როცა ის პირის პროფესიული საქმიანობის განუყოფელ და ძირითად ნაწილს წარმოადგენს. საბჭოთა პერიოდში შრომის უფლება გულისხმობდა, ნებისმიერი შრომისუნარიანი მოქალაქის ვალდებულებას ემუშავა, ხოლო იმავდროულად სახელმწიფოს ეკისრებოდა ამ პირთა დასაქმების ვალდებულება. შრომის უფლების სოციალისტური გააზრებისგან განსხვავებით საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციამ განსაზღვრა ,,შრომის თავისუფლება“ და შესაბამისად გაათავისუფლა სახელმწიფო და მოქალაქეც ამ ვალდებულებებისაგან. თუმცა კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტის სიტყვები ,,შრომა თავისუფალია“ არ უნდა განიმარტოს ვიწრო ინტერპრეტაციით, მხოლოდ ნეგატიურ ასპექტში. ზემოთაღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს ,,კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი უნდა განიმარტოს მისი მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან კავშირში, რომელიც არის კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპთაგანი და არ იძლევა საშუალებას, რომ 30-ე მუხლის პირველი პუნქტი გავიგოთ, როგორც მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვა. მოქმედი კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი შრომის უფლების დაცვის სფეროში სოციალური სახელმწიფოს მიერ აცილებით მეტის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ვიდრე ეს იძულებითი შრომის არდაშვებაა. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, რა თქმა უნდა, იცავს ნებისმიერ ადამიანს იძულებითი შრომისაგან, რაც ადამიანის ღირსების ხელყოფას წარმოადგენს. კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას’’. საქართველოს კონსტიტუციის ისე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზით დგინდება, რომ შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადექვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის


www.legalportal.ge უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლს მიხედვით: ,,სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“. სწორედ ამ კონსტიტუციური დებულების საფუძველზე, ქვეყანაში დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მისაღწევად, სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს: დასაქმების სპეციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, დასაქმების უფასო სამსახურების შექმნას, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის პროექტების დაფინანსებას და ა. შ. ამდენად სახელმწიფო ვალდებულია თავისი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით ერთის მხვრივ არ დაუშვას უმუშევრობის ზრდა, ხოლო მეორეს მხვრივ ხელი შეუწყოს უმუშევრად დარჩენილ მოქალქეებს დასაქმებასა და სოციალურ უზრუნველყოფაში. საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო საზღვარგარეთაც იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს. შრომის თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტს წარმოადგენს გაფიცვის უფლება, რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლით. ამ უფლების შინაარსსა და მის განხორციელების წესს განსაზღვრავს ,,საქართველოს შრომის კოდექსი“, რომლის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ..გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე“. ასეთ დროს დასაქმებულები შრომით უფლებებთან დაკავშირებით გარკვეულ მოთხოვნებს უყენებენ ადმინისტრაციას ან ხელისუფლებას. გაფიცვაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი და არავინ არ არის ვალდებული მონაწილეობა მიიღოს გაფიცვაში ან პირიქით უარი თქვას მასში მონაწილეობაზე. იმისათვის, რომ გაფიცვა კანონიერად ჩაითვალოს ის კანონით დადგენილი პროცედურით უნდა წარიმართოს, რომელიც მოიცავს რამოდენიმე ეტაპს - გაფიცვის უფლების გამოყენებამდე უნდა მოეწყოს გამაფრთხილებელი გაფიცვა. რომლის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე დამსაქმებელს წერილობით უნდა ეცნობოს ინფორმაცია დავის საგნის და წარმოშობის საფუძვლის, აგრეთვე გაფიცვის დროის, ადგილისა და ხასიათის შესახებ. გაფიცვის უფლება წარმოიშობა მხოლოდ გამაფრთხილებელი გაფიცვის შემდეგ არანაკლებ 24 საათის და არა უმეტეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში. გაფიცვა არ შეიძლება გაგრძელდეს 90 კალენდარულ დღეზე მეტს. ამ პერიოდში მხარეები ვალდებული არიან განაგრძონ შემათანხმებელი პროცედურები. თუ დასაქმებულებმა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობაზე თავი აარიდეს და მოაწყვეს გაფიცვა ასეთი გაფიცვა უკანონოდ ჩაითვლება. ასევე უკანონოდ ჩაითვლება იმ დასაქმებულთა გაფიცვა, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ ინფორმირებული იყვნენ დავის წარმოშობამდე. დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება. ზემოთაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სასამართლოა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ შესრულებას ექვემდებარება. გაფიცვის დროს დამსაქმებელი არ არის ვალდებული, მისცეს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება, თუმცა დასაქმებულთა მონაწილეობა გაფიცვაში არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი,


www.legalportal.ge გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა. თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას, სასამართლოს უფლება აქვს გადადოს გაფიცვის დაწყება არა უმეტეს 30 დღით, ხოლო დაწყებული გაფიცვა შეაჩეროს ამავე ვადით. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გაფიცვის უფლება შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით. საქართველოს კანონმდებლობით გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა ეკრძალებათ - პოლიციელებს, პროკურატურის მუშაკებს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეებს.

განათლების უფლება საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 35 1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. 3. სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება. 4. სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 26 1. ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. განათლება დაწყებითი და ზოგადი მაინც, უფასო უნდა იძოს. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო8. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი- ერთნაირად მისაწვდომი ძყელასათვის თითოეულის უნარისამებრ.


www.legalportal.ge 2. განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გადიდებისაკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ხელი უნდა შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. 3. მშობლებს აქვთ პრიორიტეტის, უფლება აირჩიონ რა სახის განათლებაც სურთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისათვის.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი მუხლი 13 1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას - განათლებაზე. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ უნდა იყოს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრული განვითარებისაკენ და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. ისინი თანახმანი არიან, რომ განათლებამ ყველას მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობა სა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაკებს მშვიდობის შესანარჩუნებლად. 2. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ამ უფლების სრულად განხორციელებისათვის: ა) დაწყებითი განათლება ყველასათვის უნდა იყოს სავალდებულო და უფასო; ბ) საშუალო განათლება და მისი სხვადასხვა ფორმა, პროფესიულ-ტექნიკური საშუალო განათლების ჩათვლით, უნდა იყოს ყველასათვის მისაწვდომი ყველა საჭირო ზომის მიღებისა და კერძოდ, უფასო განათლების თანდათანობითი შემოღების გზით; გ) შეძლებისდაგვარად უნდა ხდებოდეს ელემენტალური განათლების წახალისება და ინტენსიფიკაცია იმათთვის, ვისაც არ გაუვლია ან არ დაუმთავრებია დაწყებითი განათლების სრული კურსი; დ) აქტიურად უნდა ხორციელდებოდეს ყველა საფეხურის სკოლების ქსელის განვითარება, უნდა დაწესდეს სტიპენდიების დამაკმაყოფილებელი სისტემა და განუწყვეტლივ უნდა უმჯობესდებოდეს მასწავლებელთა პერსონალის მატერიალური პირობები. 3. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ მშობლებისა და, ესაბამის შემთხვევაში, კანონიერი მეურვეების თავისუფლებას, თავიანთი ბავშვებისათვის აირჩიონ არამარტო სახელმწიფო ხელისუფალთა მიერ დაარსებული სკოლები, არამედ სხვა სკოლები, რომლებიც შეესაბამება განათლების მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს ან დაადგინოს სახელმწიფომ და უზრუნველყონ თავიანთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი რწმენის შესაფერისად.


www.legalportal.ge 4. ამ მუხლის არცერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება, შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ უცვლელი პირობით, რომ დაიცვან ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოყალიბებულ პრიციპებს და მოთხოვნებს, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს იმ მოთხოვნათა მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1 მუხლი 2 განათლების უფლება არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე. ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება.

განათლების უფლება სოციალურ უფლებათა კატეგორიას მიეკუთვნება და აღიარებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით (35-ე მუხლი) ასევე საერთაშორისო პაქტით ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (მე-13 მუხ.), ევროპის ქარტიით (მე-10 მუხ.). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №1 დამატებითი ოქმით (მე-2 მუხ.). ბავშვთა უფლებების კონვენციით (28-ე მუხ.) და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. განათლების უფლება გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას სრულად მოახდინოს საკუთარი პიროვნების განვითარება და შეიძინოს ის ცოდნა (უნარ-ჩვევები), რომელიც მისი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის იქნება აუცილებელი. განათლების უფლება გარკვეული სახის უფლებრივი კომპონენტების ერთობლიობას მოიცავს, რომელთაც განეკუთვნება: 1) განათლების საყოველთაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყოველვარი დისკრიმინაციის გარეშე; 2) საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლება ანუ მშობლისა და შვილების მიერ განათლების ნებისმიერი ფორმის არჩევის შესაძლებლობა (ეს არ გულისხმობს სავალდებულო განათლებისთვის თავის არიდების უფლებას); 3) სახელმწიფო სასწავლებლებში ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების უფასოდ მიღების უფლება; 4) განათლების უფლება ასევე მოიცავს კერძო სასწავლო დაწესებულებებისა და მათი საგანმანათლებლო საქმიანობის თავისუფლებას. განათლების საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მიერ მის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს ზოგადი განათლების სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შეზღუდული


www.legalportal.ge შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებზე, რომელთა განათლების უფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს შეიმუშავებს და ინკლუზიური სწავლების დამკვიდრებას უწყობს ხელს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლში გარანტირებულია მშობელთა შეხედულებების პატივისცემა საკუთარი შვილების სწავლებასთან მიმართებაში, ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით ეკისრებათ მშობლებს ამდენად სახელმწიფოც ვალდებულია პატივი სცეს და გაითვალისწინოს მშობელთა რელიგიური და ფილოსოფიური რწმენა ბავშვთა აღზრდა-განათლების სფეროში. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო მასალის ისეთი ფორმით მიწოდება, რომელიც წინაააღმდეგობაში არ მოვა მშობელთა შეხედულებებთან და ინტერესებთან. საქართველოს განათლების სისტემა წარმოადგენს ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების და აკადემიური უმაღლესი განათლების ურთიერთკავშირს. ზოგადი განათლება არის ისეთი სახის ,,განათლება რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვი’’ (საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ’’. მე-2 მუხლი). საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი), დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. მთლიანობაში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა სკოლა ანუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც. პროფესიული განათლება არის ,,სახელობო ან/და პროფესიული უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია პირის მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება’’ (საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ’’, მე-4 მუხლი). პროფესიული განათლების სახეებია: სახელობო განათლება და პროფესიული უმაღლესი განათლება. სახელობო განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, ხოლო პროფესიული უმაღლესი განათლებისა – მხოლოდ სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე. სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ პროფესიული საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები ანუ პროფესიული სწავლების ცენტრები. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას ეს არის ,,სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით’’ (საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’. მე-2 მუხლი). საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა შედგება 3 საფეხურისგან: ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) გ) მესამე საფეხური (დოქტორანტურა). საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია: კოლეჯი, სასწავლო უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი. კოლეჯი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პირველი საფეხურის, ბაკალავრიატის, საგანმანათლებლო პროგრამას და ასევე პირველი საფეხურის ფარგლებში არსებული კვალიფიკაციის, დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამას. სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორცილებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრას. ხოლო უნივერსიტეტი – უმაღლესი


www.legalportal.ge საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს; საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო სამართლის (სახელმწიფო) ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. საქართველოს განათლების სისტემაში მოქმედებს ნეიტრალურობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ სასწავლო პროცესის პოლიტიზება ან მისი რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება დაუშვებელია.

საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 21 1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მუხლი 17 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. 2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1


www.legalportal.ge მუხლი 1 საკუთრების დაცვა ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.

საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. განვლილ წლებში აღნიშნულ უფლებასთან მიმართებაში ძალზედ ფართო სასამართლო პრაქტიკა ჩამოუყალიბდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც ამ მხვრივ ათეულობით საქმე განიხილა და რომელიც თავის გადაწყვეტილებებში კონკრეტულად განმარტავს და განავრცობს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლების შინაარსს. „საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის N 1/51 გადაწყვეტილება). ,,საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინა პირობა.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება) ,,საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ


www.legalportal.ge აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება, ხოლო მეორეს მხრივ- მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას,, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1 -370 გადაწყვეტილება). ამდენად საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში საკუთრების უფლებას ძალზედ მაღალ სამართლებრივ ღირებულებას ანიჭებს, თუმცა ამ უფლების ფართოდ წარმოჩენისთვის, უპირველეს ყოვლისა უნდა განიმარტოს თავად საკუთრების ცნება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებში საკუთრების ცნება განისაზღვრება საკმაოდ ვრცლად და ეკონომიკური ინტერესების განსხვავებულ სახეებს მოიცავს. საქართველოს კანონმდებლობაში კი საკუთრება განიმარტება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით, რომლის მიხედვით საკუთრებაში მოიაზრება ქონების (ნივთის) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მიხედვით ქონება არის ,,ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს“. ამდენად ქონების ცნებაში მოიაზრება როგორც ე. წ. ,,სხეულებრივი ნივთები“ ანუ უძრავ-მოძრავი ქონება ასევე ,,არასხეულებრივი ნივთები“ ანუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (უფლებები), კერძოდ წილები, აქციები, პატენტები, ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები და სხვ. შესაბამისად საკუთრების უფლების დაცულ სფეროში ხდება, როგორც მატერიალური ისე არამატერიალური კაპიტალი. რაც შეეხება საკუთრების უფლების სუბიექტს, უნდა აღინიშნოს, რომ ამ უფლებით თანაბრად სარგებლობენ როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირები. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია ყველასთვის ერთიანი და თანასწორი საკუთრების უფლება. ძველი საბჭოთა რეჟიმისგან განსხვავებით ამჟამინდელ ქართულ საკანონმდებლო სივრცეში აღარ არსებობს საკუთრების ფორმები და სახელმწიფოს სახით, პრივილეგირებული მესაკუთრის ინსტიტუტი. ,,,საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი უფლება. საკუთრებას დიდი სოციალური დატვირთვა აქვს. მესაკუთრე საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ უფლებამოსილია მიიღოს გარკვეული სიკეთეები საზოგადოებისაგან, არამედ ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2/1-370,382,390,402, 405 ქ.თბილისი, 2007 წლის 18 მაისი). ,,საქართველოს კონსტიტუცია საკუთრებას გარკვეულ სოციალურ ფუნქციებს ანიჭებს.საკუთრების უფლების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები,ხოლო საკუთრებით სარგებლობა იმავდროულად უნდა ემსახურებოდეს საერთო კეთილდღეობას. თუ ეს მოთხოვნები არ სრულდება ან არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო გარემოებანი, მაშინ საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას -


www.legalportal.ge თანახმად 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საკუთრების ჩამორთმევას - შესაბამისად 21-ე მუხლის მე-3 პუნქტისა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/51). ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება, ასეთ დროს მესაკუთრემ უნდა ითმინიოს მის საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა, ეს მისი საკუთრების კონსტიტუციური უფლების თანმდევი კონსტიტუციური ვალდებულებაა. თუმცა საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში, რომლებითაც განისაზღვრება ჩარევის 2 სახე: საკუთრების უფლების შეზღუდვა და საკუთრების ჩამორთმევა. საკუთრების უფლების შეზღუდვის იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: 1) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება. 2) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა. საკუთრების ჩამორთმევისას კი კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ვიწროა და ფორმალურ-იურიდიულ მოთხოვნათა რაოდენობა გაზრდილია. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით საკუთრების ჩამორთმევა შეიძლება განხორციელდეს: 1) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში. 2) სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას 3) მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით. კონსტიტუციის 21-ე მუხლის საფუძველზე კონკრეტულად უკვე კანონებით განისაზღვრება საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევები და განხორციელების წესი. .«საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» ორგანული კანონით ,,გადაუდებელ აუცილებას მიეკუთვნება ვითარება,რომლის დროსაც ეკოლოგიური კატასწროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის, ეპიზოოტიის გამო საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფოპ ან საზოგადოებრივ უშიშროებას’’ ( მუხლი 2). ,,გადაწყვეტილებას საკუთრების ჩამორთმევის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულება ან ადგილობრივი მმართველობის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება საკუთრების ობიექტი’’ (მუხლი 3). ,,საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. საკუთრების ობიექტის საფასური მესაკუთრეს მიეცემა საკუთრების ჩამორთმევამდე” (მუხლი 4). მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვითარების შეწყვეტის შემდეგ გადაწყვეტილება სათანადო ანაზღაურებით საკუთრების ჩამორთმევისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში’’ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახე’’ საქართველოს კანონის საფუძველზე სათანადო კომპენსაციით აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა ანუ ექსპროპრიაცია ხორციელდება შემდეეგი სამუშაოების წარმოების მიზნით: ა) გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის; ბ) რკინიგზის ხაზების გაყვანისთვის; გ) ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის; დ) ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების, მშენებლობისათვის; ე) წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისათვის;


www.legalportal.ge ვ) სატელეფონო ხაზების გაყვანისათვის; ზ) სატელევიზიო კაბელების გაყვანისათვის; თ) საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის; ი) ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოებისათვის; კ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის. პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირს შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. ექსპროპრიატორი ქონების შეძენამდე წარუდგენს ქონების მესაკუთრეს წინადადებას საბაზრო ღირებულების შესაბამისად შეფასებული ქონების საკომპენსაციო თანხების შესახებ. თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საექსპროპრიაციო ქონების საკომპენსაციო თანხის საბოლოო შეფასებას ახორციელებს. მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასტან დაკავშირებული ხარჯები უნდა გადაიხადოს ექსპროპრიატორმა. სასოფლო-სამეურნეო მიწის შეფასებისას გაითვალისწინება ასევე მასზე არსებული ნათესების ღირებულება, რომელიც გამოიანგარიშება იმ შემოსავლის გათვალისწინებით, რომელსაც ქონების მესაკუთრე მისგან მიიღებდა მიმდინარე სამეურნეო წლის განმავლობაში.


www.legalportal.ge

ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები

შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმები ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო მექანიზმები

საერთო სასამართლოები საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით“. საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის შექმნისა და საქმიანობის საფუძვლები კონსტიტუციის საფუძველზე განისაზღვრება ორგანული კანონით ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ და კანონით ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“. რაც შეეხება მართლმსაჯულებას, საკონსტიტუციო კონტროლთან ერთად ეს არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები. საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი შერჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) და თანამდებობიდან განთავისუფლების წესს, ასევე მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს განსაზღვრავს და აწესრიგებს ორგანული კანონი


www.legalportal.ge ,,საერთო სასამართლოების შესახებ“. აღნიშნული კანონის მიხედვით საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში შედის: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამხედრო სასამართლოები შეიძლება შეიქმნას საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში, საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა კი დაუშვებელია. საერთო სასამართლოებში მართლმსაჯულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე საქმეში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე, აგრეთვე საქვეყნოობის, მოსამართლეთა შეუცვლელობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და მხოლოდ სახელმწიფო ენაზე. ხოლო პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას. საერთო სასამართლოებში მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, ხოლო მოსამართლეები – კოლეგიურად. სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას გადაწყვეტილება გამოაქვს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. საერთო სასამართლოებში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს საქვეყნოდ. რაც შეეხება სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებასა და ტრანსლაციას ის როგორც წესი დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.

რაიონული (საქალაქო) სასამართლო საქართველოს საერთო სასამართლოთა სისტემაში პირველ ინსტანციას წარმოადგენს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. რაიონული სასამართლო იქმნება მუნიციპალიტეტებში, ხოლო საქალაქო სასამართლო იქმნება თვითმმართველ ქალაქში. საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია თვითმმართველ ქალაქთან ერთად შეიძლება მოიცავდეს ასევე მუნიციპალიტეტსაც. რაიონული (საქალაქო) სასამართლო


www.legalportal.ge შედგება არანაკლებ 2 მოსამართლისაგან. მათ რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში საქმე განიხილება ერთპიროვნულად ან განსაზღვრულ შემთხვევებში კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით, მაგისტრატი მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს ამ სასამართლოს მოსამართლეთაგან, 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე: პირადად განიხილავს საქმეებს, თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას; ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, ანაწილებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საქმეებს; ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას და ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე განიხილავს მეორე ინსტანცია - სააპელაციო სასამართლო კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით. ამჟამად საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებობს თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ახმეტის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, თეთრიწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, მარნეულის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის, წალკის, ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება: აბაშის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ოზურგეთის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ტყიბულის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონის, ხულოს რაიონული, ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სააპელაციო სასამართლოში იქმნება: ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა; ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; დ) საგამოძიებო კოლეგია. თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარეები, სწორედ მათგან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს. რომელიც გარდა იმისა, რომ თავმჯდომარეობს სასამართლოს ერთ-ერთ პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას, ზოგად ხელმძღვანელობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, ანაწილებს სასამართლოში შემოსულ საქმეებს, უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას და ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.


www.legalportal.ge საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში . უზენაეს სასამართლოში იქმნება: ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა; ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; დ) დიდი პალატა; ე) პლენუმი; ვ) სადისციპლინო პალატა. უზენაესი სასამართლოს პალატა 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მისი განსჯადობისთვის მიკუთვნებულ სხვა საქმეებს, გადასინჯავს განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, პალატა მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცემს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას; ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას); გ) საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას). დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან. დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ შემადგენლობაში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები.. დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან. პლენუმი უფლებამოსილია: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს დიდი პალატის შემადგენლობა; აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობები და მათი თავმჯდომარეები; დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს წარდგინება ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე; პარლამენტს იმპიჩმენტის საქმეზე მისცეს დასკვნა თანამდებობის პირის (პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრების, კონტროლის პალატის თავმჯდომარის და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების) ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მოამზადოს და გამოაქვეყნოს ყოველწლიური ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ


www.legalportal.ge და განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კომპეტენციას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე: საერთო ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას; უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს, სასამართლო ხელისუფლების სახელით წარმართავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოსახლეობასთან; წარმართავს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას; წყვეტს მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის საკითხებს და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე ბრძანებით ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა) და გათავისუფლება. მოსამართლის ხელშეუხებლობა მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 28 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც განთავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან - დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების, შეუთავსებელი საქმიანობის ან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობაზე 10 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მოსამართლე, რომელსაც პირველად ნიშნავენ თანამდებობაზე, ამ თანამდებობის დაკავებამდე საზეიმო ვითარებაში დებს ფიცს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს წევრები ფიცს დებენ საქართველოს პრეზიდენტის თანდასწრებით, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე. მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა უზენაესი


www.legalportal.ge სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობის, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა – საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან საქართველოს პარლამენტს. თუ ისინი არ მისცემენ თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. რაც შეეხება მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლებს საკითხს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება ხდება იმპიჩმენტის წესით. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უზენაესი სასამართლოს ან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ამ საკითხის განხილვისას უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომას უძღვება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას – უხუცესი მოადგილე. უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე უწყვეტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს კი თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები შეიძლება იყოს: ა) პირადი განცხადება; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; გ) მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ აღიარება; ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ვ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ზ) 65 წლის ასაკის მიღწევა; თ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა; ი) გარდაცვალება; კ) სასამართლოს ლიკვიდაცია, მოსამართლის თანამდებობის შემცირება; ლ) სხვა სასამართლოში დანიშვნა (არჩევა); მ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა; ნ) უფლებამოსილების ვადის გასვლა. მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რომელიც შედგება საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამწესებული 15 წევრისაგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 1996 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად, შეიქმნა საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო - საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. მისი შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო


www.legalportal.ge სასამართლოს შესახებ’’, საქართველოს კანონი ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი.

საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა და სტრუქტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისაგან - საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრისაგან შედგება. საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირების პროცესში თანაბარ მონაწილეობას ღებულობს ხელისუფლების სამივე შტო - 3 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 წევრ ირჩევს საქრთველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, სამ წევრს ნიშნავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია და სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს ის პირი, რომელსაც ადრე ეკავა უკვე ეს თანამდებობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან და ის თავისი მოვალეობის განხორციელებისას დამოუკიდებელია, გადაწყვეტილებებს ირებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მის საქმიანოიბაში ჩარევა დაუშვებელია. კანონმდებლობით უზრუნველყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ხელშეუხებლობა და მისი დამოუკიდებელი სქმიანობის უზრუნველყოფის სხვა გარანტიები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის კანდიდატურის დასახელება ხდება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის შეთნხმებული წინადადებით. კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5 წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, იწვევს და უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომებს, ხელს აწერს პლენუმის მიერ მიღებულ აქტებს, დასამტკიცებლად წარუდგენს პლენუმს სასამართლოს რეგლამენტსა და აპარატის დებულებას, ანაწილებს კონსტიტუციურ სარჩელებსა და წარდგინებებს, საერთო ხელმძღვანელობას უწევს სასამართლოს აპარატის საქმიანობას, სამუშაოზე იღებს და სამუშაოდან ათავისუფლებს აპარატის მუშაკებს, წელიწადში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარუდგენს ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორ მოადგილესა და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით 5 წლის ვადით ირჩევს სასამართლოს პლენუმი. თავმჯდომარის მსგავსად მათი ხელმეორე ვადით არჩევაც დაუშვებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის სხდომას, თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის ცალკეულ ფუნქციებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე


www.legalportal.ge უძღვება საკ0ონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის სხდომას, თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის ცალკეულ ფუნქციებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი ორგანიზებას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისა და კოლეგიების სხდომების მომზადებას, საოქმო საქმიანობასა და ოფიციალური დოკუმენტების გაგზავნას, იღებს ზომებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებისთვის და სხვა. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან, პლენუმის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი, კოლეგიის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი. პლენუმი და კოლეგიები განიხილავენ განსხვავებულ საკითხებს, ხოლო საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, იხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის სამართლებრივი, ორგანიზაციული, საკადრო, საფინანსო და მატერიალური მხარეების განხორციელებას უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატი, რომლის საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი.

საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: 1. საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, პრეზიდენტის, მთავრობი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხები. უფლებამოსილი სუბიექტები - კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს ,მთავრობას,პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს. სამართლებრივი შედეგი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში - სადავო ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობა. 2. დავა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე. უფლებამოსილი სუბიექტები - კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლი ჩამოთვლილ სახელმწიფო ორგანოებს, თუ მიიჩნევენ, რომ დარღვეულია მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები. სამართლებრივი შედეგი - კომპეტენციის დამრღვევი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობა. 3. მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი. უფლებამოსილი სუბიექტები - კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს.


www.legalportal.ge სამართლებრივი შედეგი - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის აქტის გაუქმება. 4. დავა რეფერენდუმის ან არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნები (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ. უფლებამოსილი სუბიექტები - კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, სახალხო დამცველს. სამართლებრივი შედეგი - ჩასატარებელი ან ჩატარებული არჩევნების (რეფერენდუმის) მომწესრიგებელი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობა, დანიშნული არჩევნების გაუქმება, არჩევნების დანიშვნის ვალდებულების დაკისრება, ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის შედეგების მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობა. 5. ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. უფლებამოსილი სუბიექტები - კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მათი კონსტიტუციური უფლებები ასევე საქართველოს სახალხო დამცველს თუ მიაჩნია, რომ დარღვეულია კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი. სამართლებრივი შედეგი- სადავო ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობა. 6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების კონსტიტუციურობის საკითხი. უფლებამოსილი სუბიექტები - საერთაშორისო ხელშეკრულების თუ შეთანხმების რატიფიცირებამდე კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, უკვე მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების თუ შეთანხმების თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს და საქართველოს მთავრობას. სამართლებრივი შედეგი - საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების რატიფიცირების დაუშვებლობის შესახებ დასკვნის გამოტანა, უკვე რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათი ცალკეული ნაწილების საქარველოსთვის ბათილად ცნობა. 7. საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. უფლებამოსილი სუბიექტები - კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აგრეთვე მოქალაქეს, ვისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ ცნო ან ვადამდე შეწყვიტა საქართველოს პარლამენტმა. სამართლებრივი შედეგი პარლამენტის შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენა, უფლებამოსილების ცნობა, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ან უფლებამოსილების ცნობის შეახებ დადგენილების გაუქმება. 8. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს კონტროლის


www.legalportal.ge პალატის თავმჯდომარისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის საკითხი. უფლებამოსილი სუბიექტები - კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. სამართლებრივი შედეგი - დასკვნის სახი თანამდებობის პირთა ქმედების კონსტიტუციურობის დადგენა (იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების წინაპირობა) 9. დავა ,,აჭარის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე. უფლებამოსილი სუბიექტები - კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს. აჭარის არ უმაღლეს საბჭოს. სამართლებრივი შედეგი - სადავო ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობა. 10. საქართველოს კონსტიტუციასთან და ზემდგომ კანონმდებლობასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი. უფლებამოსილი სუბიექტები - კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტს. სამართლებრივი შედეგი - სადავო ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობა. 11. საერთო ასამართლოების წარდგინებები. უფლებამოსილი სუბიექტები საერთო სასამართლოებს უფლება აქვთ, კონკრეტული საქმის განხილვისას შეარჩიონ სამართალწარმოება და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს თუ მათი აზრით განსახილველი საქმის გადასაწყვეტად გამოსაყენებელი ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. სამართლებრივი შედეგი - სადავო ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობა.

საკონსტიტუციო სამართალწარმოება საკონსტიტუციო სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების შეტანა. საკონსტიტუციო სამართალწარმოება ხორციელდება კანონიერების, კოლეგიალობის, საქვეყნოების, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიფრებითობის პრინციპზე დაყრდნობით. კონსტიტუციური სარცელის ან წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს სასამართლოსი მათი რეგისტრაციის მომენტიდან. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე განხილება ღია სხდომაზე, განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება დაიხუროს, თუმცა გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით თუ სხდომას ესწრება სულ ცოტა სამი წევრი, ხოლო პლენუმი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით თუ სხდომას ესწრება სულ ცოტა 6 წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების გამოქვეყნების მომენტიდან.


www.legalportal.ge ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონში 2009 წლის ოქტომბერს შესული ცვლილებების თანახმად საკონსტიტუციო 22 სამართალწარმოებაში, დასავლეთის მრავალ სახელმწიფოში ულვე ფართოს აპრობირებული ,,სასამართლო მეგობრის’’ ინსტიტუტი ამოქმედდა,რაც შესძლებლობას აძლევს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს წერილობითი მოსაზრებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა არის თუ არა ის ამ საქმის მონაწილე მხარე. ეს ახალი ინსტიტუტი შექმნის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება უფრო აქტიურად ჩაეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებისა და მოსაზრებების სიმრავლე ხელს შეუწყობს სასამართლოს გადაწყვეტილებათა ხარისხის ამაღლებას.

სახელმწიფო ბაჟის განაკვეთები სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე

საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით: ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ და განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; ბ) შეგებებულ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; გ) მესამე პირის სარჩელზე, რომელიც დავის საგანზე დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს, – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;


www.legalportal.ge დ) სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; ე) სააპელაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა; ვ) საკასაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა; ზ) კერძო საჩივარზე – 50 ლარი; თ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარი; ი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარი; კ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი; ლ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი; მ) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როდესაც საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარი; ნ) თამასუქის ან ჩეკის შესახებ სარჩელზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი; ო) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 100 ლარი და 300 ლარი. პ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე – 500 ლარი. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ერთი სასამართლო წარმოების ყველა ინსტანციისათვის არ უნდა აღემატებოდეს: ა) ფიზიკური პირისათვის – 10 000 ლარს; ბ) იურიდიული პირისათვის – 15 000 ლარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით: ა) ფიზიკური პირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე

10 ლარი


www.legalportal.ge ბ) სხვა პირების მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებაზე

55 ლარი.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლით აღიარებული სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომლის უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად პრინციპებს და ფორმებს განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონი ,,სახალხო დამცველის შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მიხედვით ,,1. საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. 2. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მიერ მათი უზრუნველყოფის მიზნით, ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა, თანამდებობისა და იურიდიულ პირთა საქმიანობას, აფასებს მათ მიერ მიღებულ აქტებს, აძლევს რეკომენდაციებსა და წინადადებებს. 3. საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში.“ საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში. სახალხო დამცველად შეიძლება აირჩეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. ერთი და იგივე პირი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე


www.legalportal.ge ზემოქმედება საქართველოს სახალხო დამცველზე ან ჩარევა მის საქმიანობაში აკრძალულია და ისჯება კანონით. უზრუნველყოფილია საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები, ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით. სახალხო დამცველი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. სახალხო დამცველის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო მოღვაწეობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია დამოუკიდებლად შეამოწმოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა, მათი დარღვევის ფაქტები, როგორც მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით, თუ მისთვის ცნობილი გახდება ეს დარღვევები. საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციათა, დაწესებულებათა, საწარმოთა, თანამდებობისა და იურიდიულ პირთა ქმედობებს ან მათ აქტებს ადამიანის უფლება- თავისუფლებათა დარღვევის შესახებ, სახალხო დამცველისადმი მიმართვის შემთხვევაში განცხადება და საჩივარი არ იბეგრება სახელმწიფო გადასახადით. და სახალხო დამცველის მიერ დაინტერესებული პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა. საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია აცნობოს განმცხადებელს საჩივრის შემოწმების შედეგები. შემოწმების ჩატარებისას საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს: ა) დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათ შორის სამხედრო ქვედანაყოფში, დაკავების წინასწარი პატიმრობის და თავისუფლების შეზღუდვის სხვა სფეროებში; ბ) მოსთხოვოს და მიიღოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობირივი თვითმმართველობის ორგანოებს, სახელმწიფო და არასახელმწიფო საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან, აგრეთვე თანამდებობის და იურიდიულ პირთაგან შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, საბუთი და სხვა მასალა; გ) მიიღოს ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხებზე ნებისმიერი თანამდებობის პირისაგან; დ) სახელმწიფო და - ან არასახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით ჩაატაროს საექსპორტო გამოკვლევები და მოამზადოს დასკვნები;მოიწვიოს სპეციალისტების


www.legalportal.ge საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად; ე) გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, რომელთა თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული. საქართველოს სახალხო დამცველი ამოწმებს დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას. შეუძლია მოწმის გარეშე, პირადად ან თარჯიმნის მეშვეობით შეხვდეს და ესაუბროს თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს, შემოწმების შედეგების მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია: ა) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფის, მიზნით საქართველოს კანონმდებლობასთან და კანონპროექტებთან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს ან სხვა შესაბამის ორგანოს; ბ) ადამიანის დარღვეულ უფლებათა და თავისუფლებათა აღსადგენად რეკომენდაციები გაუგზავნოს იმ სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის ან იურიდიულ პირს, რომლის მოქმედებამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა დარღვევა; გ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მის ხელთ არსებული მასალები გადასცეს საგამოძიებო ორგანოს; დ) შეიტანოს წინადადებები შესაბამის ორგანოებში იმ პირთა დისციპლინარული ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ, რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა; ე) რეკომენდაციით მიმართოს შესაბამის სასამართლო ინსტანციას ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების თაობაზე,თუკი შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სასამართლო წარმოების პროცესში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევას შეეძლო არსებითად ემოქმედა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაზე; ვ) აცნობოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით ჩატარებული შემოწმების შედეგები; ზ) შემოწმების შედეგების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები გამოაქვეყნოს სპეციალურ მოხსენებებსა და ყოველწლიურ ანგარიშებში; თ) წერილობით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და მოხსენებით წარსდგეს საქართველოს პარლამენტის წინაშე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უხეშ - ან მასობრივ დარღვევათა შემთხვევაში, თუკი მის განკარგულებაში არსებული რეაგირების საშუალებები არასაკმარისი იქნება; ი) კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ ამომრჩეველთა მოთხოვნის მიუხედავად არ დაინიშნა რეფერენდუმი; კ) განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართოს საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და საქართველოს პარლამენტის მიერ საკითხის განხილვის მოთხოვნით. საქართველოს სახალხო დამცველი წელიწადში ორჯერ – მარტსა და ოქტომბერში – საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფის ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის უზრუნველყოფისათვის იქმნება საქართველოს სახალხო დამცველის სამუშაო აპარატი. სახალხო დამცველი თავის


www.legalportal.ge საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აღმოსავლეთ საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის ოფისი, ხოლო დასავლეთ საქართველოში სახალხო დამცველის დასავლეთის რეგიონული სამმართველო.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1950 წლის 4 ნოემბერს რომში ხელი მოეწერა ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას“, რომელიც ძალაში შევიდა 1953 წელს. სწორედ ამ კონვენციის საფუძველზე დაარსდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. რომლის ადგილსამყოფელი ქალაქ სტრასბურგშია. სასამართლო შეიქმნა ხელშემკვრელი მხარეების (მონაწილე სახელმწიფოების) მიერ კონვენციით და მისი დამატებითი ოქმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. სტრასბურგის სასამართლოში კონვენციითა და ოქმებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასთან დაკავშირებით განაცხადის წარდგენა შეუძლია:

 ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს (სახელმწიფოთაშორისი განაცხადი) სხვა მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციისა და მისი ოქმების დარღვევის მტკიცებით.  ნებისმიერ პირს, არასამთავრობო ორგანიზაციას ან პირთა ჯგუფს (ინდივიდუალური განაცხადი), რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის მსხვრერპლნი. ინდივიდუალური განაცხადის დასაშვებად მიჩნევისათვის სასამართლო ადგენს განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 1. დარღვევა უნდა შეეხებოდეს მხოლოდ კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებულ უფლებებსა და გარანტიებს. კონვენციით დაცულია შემდეგი უფლებები: სიცოცხლის უფლება; სასამართლოში საქმის სამართლიანი განხილის უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების მიმართ პატივისცემით მოპყრობის უფლება; გამოხატვის თავისუფლება; აზრის, სინდისისა და


www.legalportal.ge რელიგიის თავისუფლება; უფლება ქმედით სამართლებრივ ზომაზე; საკუთრების უფლება; საარჩევნო უფლება. კონვენცია კრძალავს: წამებას და არაადამიანურ თუ დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს; იძულებით შრომას; ადამიანის თვითნებურ და უკანონო დაკავებას; დისკრიმინაციას კონვენციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას; სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეების გასახლებას ან მათთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას; სიკვდილით დასჯას; უცხოელთა ჯგუფურ გასახლებას. 2. განახადი შეტანილი უნდა იყოს მხოლოდ იმ სახელმწიფოს ან სახელმწიფოების წინააღმდეგ ვისაც ნაკისრი აქვს კონვენციის შესრულება და რომელმაც განმცხადებლის აზრით დაარღვია კონვენციით გათვალისწინებული უფლებები, განცხადება არ შეიტანება რომელიმე სხვა სახელმწიფოს ან ფიზიკური პირის წინააღმდეგ. ამჟამად კონვენცია რატიფიცირეული აქვს ევროპის საბჭოს წევრ 47 სახელმწიფოს. საქართველომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ რატიფიცირება მოახდინა 1999 წელს. 3. განმცხადებელი პირადად და უშუალოდ უნდა იყოს დაზარალებული იმ დარღვევით, რომელთან დაკავშირებითაც შეაქვს განაცხადი, ზოგადი საჩივარი კანონთან დაკავშირებით ან სხვა ადამიანის სახელით გასაჩივრება დაუშვებელია. 4. სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვა შეიძლება მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმების ამოწურვის შემდეგ. საქართველოს შემთხვევაში შიდასახელმწიფოებრივ მექანიზმებში იგულისხმება საერთო სასამართლოების სამივე ინსტანცია - რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და უზენაესი სასამართლო. 5. განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს 6 თვის ვადაში. შიდასახელმწიფოებივ დონეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან, რაც ჩვეულებრივ შესაბამისი სახელმწიფოს უზენაესი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გულისხმობს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დაშვებადობის კრიტერიუმებისა, კონვენცია ინდივიდუალური განცხადებისათვის აწესებს სხვა დამატებით კრიტერიუმებს, კერძოდ, კონვენციის 35-ე მუხლის მიხედვით სასამართლო არ განიხილავს განაცხადს, თუ იგი: ა) ანონიმურია. ბ) არსებითად იგივე საკითხია, რომელიც უკვე განიხილა ევროპის სასამართლომ. გ) გადაეცა საერთაშორისო გამოძიებას ან დაექვემდებარა მოგვარების სხვა პროცედურას და არ შეიცავს შესაბამის რაიმე ახალ ინფორმაციას. დ) აშკარად დაუსაბუთებელია. ე) ხდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენება. სტრასბურგის სასამართლო შედგება მოსამართლეთა იმ რაოდენობისაგან, სახელმწიფოთა რა რაოდენობაც მონაწილეობს კონვენციაში ანუ ამჟამად მოსამართლეთა რაოდენობა შეადგენს 47-ს. მოსამართლეებს შესაბამის სახელმწიფოთა მიერ წარდგენილ სამი კანდიდატურიდან ირჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მოსამართლეებს ირჩევენ 6 წლის ვადით და მათი ხელმეორე არჩევა დასაშვებია, თუმცა პირველ არჩევნებზე არჩეულ მოსამართლეთა ნახევრის უფლებამოსილების ვადა იწურება 3 წლის გასვლის შემდეგ. მოსამართლეები ირჩევიან სახელმწიფოებთან მიმართებაში, მაგრამ ისინი საქმეებს იხილავენ ინდივიდუალური უფლებამოსილებით და არ წარმოადგენენ ამ სახელმწიფოს. საქმის განხილვისას ისინი უნდა მოქმედებდნენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. გადაცემულ საქმეთა განსახილველად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იქმნება 3 მოსამართლისგან შემდგარი კომიტეტები, 7 მოსამართლისაგან შემდგარი პალატები და 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა. განაცხადის (საჩივრის) წარდგენა სასამართლოში შესაძლებელია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზეც. საჩივრის მისაღებად ცნობის შემდგომ კი გამოიყენება მხოლოდ ერთ-ერთი ოფიციალური ენა - ინგლისური ან ფრანგული. თითოეული ინდივიდუალური განაცხადი გადაეცემა ერთ-ერთ სექციას, სექციის თავმჯდომარე ნიშნავს მომხსენებელს, რომელიც განაცხადის წინასწარი განხილვის შემდგომ წყვეტს თუ რომელი უწყება - კომიტეტი თუ პალატა განიხილავს მას. კომიტეტი უფლებამოსილია ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შეტანილი განაცხადი გამოაცხადოს დაუშვებლად ან ამოიღოს განსახილველ საქმეთა სიიიდან. ინდივიდუალურ განაცხადებს, რომლებიც არ იქნა მიუღებლად ცნობილი კომიტეტების მიერ ან რომლებიც მომხსენებელმა პირდაპირ გადასცა პალატას, ისევე როგორც სახელმწიფოთშორის განაცხადებს, განიხილავს პალატა. პალატები საჩივრებს განიხილავენ როგორც მისაღებობის თვალსაზრისით, ასევე არსებითად, რაც ასახვას ჰპოვებს სხვადასხვა ან ერთ გადაწყვეტილებაში. თუ განაცხადი მისაღებად იქნა მიჩნეული სასამართლო ცდილობს


www.legalportal.ge მხარეებს შორის დავა მორიგებით გადაწყდეს, თუ მიიღწევა მორიგება სასამართლო საქმეს იღებს საქმეთა სიიდან გადაწყვეტილების გზით, რომელიც ფაქტებისა და მიღწეული გადაწყვეტილების მოკლე მიმოხილვით შემოიფარგლება, იმ შემთხვევაში თუ საქმე მორიგებით არ გადაწყდა სასამართლო განიხილავს განაცხადს და გამოაქვს საბოლოო განაჩენი. კონვენციის 30-ე მუხლის მიხედვით ,,როდესაც პალატის განხილვაში მყოფი საქმე წამოჭრის სერიოზულ საკითხს, რომელიც გავლენას ახდენს კონვენციისა და მისი ოქმების განმარტებაზე, ან პალატის მიერ საკითხის გადაწყვეტას შეიძლება მოყვეს სასამართლოს მიერ მანამდე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებასთან შეუთავდსებელი შედეგი, პალატას უფლება აქვს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს იურისდიქციაზე დიდი პალატის სასარგებლოდ, თუ საქმის ერთ-ერთი მხარე არ არის წინააღმდეგი“. პალატების გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით. საქმის განხილვაში მონაწილე ნებისმიერი მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინებას დაურთოს თავისი განსხვავებული მოსაზრება. პალატის მიერ განჩინების გამოტანიდან სამი თვის მანძილზე, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს საქმის დიდი პალატისადმი გადაცემა, თუკი ის წამოჭრის კონვენციის განმარტებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებულ ან ზოგადი ხასიათის სერიოზულ საკითხს. პალატის განჩინება საბოლოოა სამთვიანი პერიოდის ამოწურვის შემდგომ, ან უფრო ადრე, თუკი მხარეები განაცხადებენ, რომ ისინი არ ითხოვენ საქმის დიდი პალატისათვის გადაცემას, ან მას შემდეგ, რაც დიდი პალატის კოლეგია უარყოფს საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის მოთხოვნას. თუკი დიდი პალატის კოლეგია დაეთანხმება მოთხოვნას, დიდი პალატა საქმეს გადაწყვეტს განჩინების გამოტანით. დიდი პალატა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით და ის საბოლოოა. სასამართლოს საბოლოო განჩინებები სავალდებულოა აღსასრულებლად ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს. განჩინებების განხორციელებას ზედამხედველობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. მას შემდეგ, რაც სასამართლოს საბოლოო განჩინება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, ის სთხოვს მოპასუხე სახელმწიფოს, წარმოადგინოს ინფორმაცია მასზე დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების (კომპენსაცია და/ან გაწეული ხარჯები) ანაზღაურებისა და ამა თუ იმ სპეციალური თუ ზოგადი ზომის გატარების შესახებ, რომლებიც საჭიროდ იქნა მიჩნეული სახელმწიფოს სამართლებრივი ვალდებულების აღსასრულებლად, ამდენად არა თავად სასამართლო არამედ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ვალდებულებაა მეთვალყურეობა გაუწიოს განჩინების შესრულებას და უზრუნველყოს ნებისმიერი კომპენსაციის გადახდა. მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია ასევე გასცეს საკონსულტაციო დასკვნები სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც ეხება კონვენციისა და მისი ოქმების განმარტებას. საკონსულტაციო დასკვნებს იღებს დიდი პალატა ხმათა უმრავლესობით.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.