საქართველოს ვალდებულებები ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2004-2006
თავი I: პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები 1.1. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ნატოში გაწევრიანება და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებს წარმოადგენს. 2004 წლის განმავლობაში საქართველო გეგმავს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიღებას, სადაც ხსენებული მიზნები აისახება. ნატოში გაწევრიანების გზაზე, საქართველო აცნობიერებს სათანადო პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
1.2. მეზობლებთან ურთიერთობა საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, განავითაროს კეთილმეზობლური და კონსტრუქციული ურთიერთობა ყველა მეზობელთან. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა თანამშრომლობა აზერბაიჯანთან ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სფეროში. საქართველოს სურს ხელი შეუწყოს რეგიონულ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონებში. 1.3. ტერორიზმთან ბრძოლა საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, ავღანეთის კამპანიის განმავლობაში საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერის მიზნით საკუთარი საჰაერო სივრცის და აეროდრომების შეთავაზებით. საქართველო გააგრძელებს შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები ტერორისტულ დაჯგუფებებთან საბრძოლველად მნიშვნელოვნად გაიზარდა და საქართველო გააგრძელებს საზღვარზე გაძლიერებულ საკონტროლო და საპოლიციო ღონისძიებებს. 1.4. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საქართველო ესწრაფის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებისკენ, სადაც კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა იქნება გარანტირებული. საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს რეფორმირების და განვითარების პროგრამას, რომელშიც სათანადო საკანონმდებლო და სტრუქტურული ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო დეტალური მიზნები იქნება გაწერილი. საქართველო გააგრძელებს საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირისა და ევროსაბჭოს სტანდარტებთან ჰარმონიზაციას. საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კორუფციასთან ბრძოლა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას და ადმინისტრაციული სტრუქტურების უკანონო ჩარევას ბიზნესში. 1.5. დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე საქართველოს უკვე ჰყავს თავდაცვის სამოქალაქო მინისტრი. საქართველო მიზნად ისახავს სამინისტროზე მუდმივი დემოკრატიული კონტროლისა და ხელმძღვანელობის დამკვიდრებას, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ფუნქციების გამიჯვნას 2004 წლის ბოლომდე. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს წარედგინება 2005 წლის განმავლობაში. 1.6. ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველო ფუნქციონირებადი და გამჭვირვალე საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისაკენ ესწრაფის. რეფორმირების და განვითარების პროგრამაში, რომლის შემუშავებაც 2004 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად რიგი ღონისძიებები, მათ შორის გაიწერება: კორუფციის