საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში
საკითხავი ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვის სფეროში ოქტომბერი, 2011 წელი
1. ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვა ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვის კონცეპტუალური საფუძვლები -
სტრატეგიის არსი. სტრატეგია არის მიდგომა, რომელსაც ირჩევენ სამომავალოდ დასახული მიზნების მისაღწევად. სტრატეგიაში განისაზღვრება ორგანიზაციის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, სამოქმედო კურსი, ამ მიზნების განხორციელებისთვის საჭირო რესურსები. სტრატეგიას აქვს სამი მთავარი მახასიათებელი:
პირველი - სტრატეგია იყურება წინ. სტრატეგია აჩვენებს რა გვინდა, საით მივდივართ და როგორ შეიძლება ამის გაკეთება. სტრატეგია მოიცავს როგორც მიზნის მიღწევის საშუალებებს, ისე მის შედეგებს. ამ თვალსაზრისით სტრატეგია არის ჩანაფიქრის დეკლარირება. სტრატეგიაში განსაზღვრულია როგორც გრძელვადიანი მიზნები, ისე მათი მიღწევის გზები. სტრატეგია გვკარნახობს გამიზნულ ქმედებებს დასახული მიზნის მისაღწევად. სტრატეგია უნდა გავიგოთ, როგორც არსებითი საშუალებებისა და შედეგების სტრუქტურა. მეორე - ორგანიზაციის ინსტიტუციური შესაძლებლობები დამოკიდებულია არსებულ რესურსებზე (რესურსების ხარისხი და რაოდენობა და მათი პოტენციალი მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად). ეს არის სტრატეგიის ხედვა, დამყარებული რესურსებზე. მესამე მახასიათებელი სტრატეგიისა არის სტრატეგიული მისადაგება ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიების შემუშავებისას საჭიროა მათი პირდაპირ დაკავშირება ორგანიზაციის სამოქმედო (კორპორაციულ) სტრატეგიასთან, ორგანიზაციის შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. აქცენტი კეთდება ორგანიზაციასა და მის გარემოცვაზე. -
სტრატეგიის ფორმულირება: კორპორაციული სტრატეგია, ყველაზე კარგად რომ ჩამოვაყალიბოთ, არის მიმართულების განვითარება, რესურსებისგან