პროექტი უსაფრთხო სკოლის პროგრამის მონიტორინგი
პოლიტიკის დოკუმენტი - უსაფრთხო სკოლა სოფიო გორგოძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი სიმონ ჯანაშია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი
9 იანვარი 2012წ. რეზიუმე პოლიტიკის ამ დოკუმენტის მიზანია, გადაწყვეტილების მიმღებს პირებს უსაფრთხო სკოლის კონცეფციის გაუმჯობესების გზები შესთავაზოს. დოკუმენტი ეფუძნება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებული ვითარების, პოლიტიკის, სამართლებრივი დოკუმენტებისა და სკოლის დონეზე ვითარების შესწავლას. ალტერნატივების შემუშავებისას გათვალისწინებულია სასკოლო ძალადობის შემცირების სფეროში საერთაშორისო გამოცდილება და სამეცნიერო ცოდნა. უსაფრთხო სკოლის კონცეფცია უნდა გულისხმობდეს მოსწავლეებისა და პერსონალის უსაფრთხოების ფართო გაგებას - როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია მოსწავლეების ფიზიკური უსაფრთხოება. სკოლის არქიტექტურა, ინვენტარი, ჯანსაღი კვება, უცხო პირების სასკოლო ტერიტორიაზე
შეშვების,
კატაკლიზმებთან
და
საომარ
მოქმედებებთან
დაკავშირებული რუტინები და სხვა წინასწარი ზომები მოსწავლეების ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას ეხმარება. ამ დოკუმენტის მიზანია უსაფრთხო სკოლის კონცეფციის მხოლოდ ერთი მიმართულების - ძალადობის შემცირების - თვალსაზრისით რეკომენდაციების შემუშავება. ძალადობა, ისევე, როგორც სკოლის უსაფრთხოება, ფართო თემაა და მოიცავს როგორც მოსწავლეებს შორის არსებულ ძალადობას, ისე ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არსებულ პრობლემებს. დოკუმენტში
ძირითადი
აქცენტი
მოსწავლეების
მიერ
უერთიერთჩაგვრის
შემცირებაზე კეთდება. ჩაგვრას მრავალი გამოვლინება აქვს. ის მოიცავს ფიზიკურ შეურაცხყოფას, მუქარას, დაშინებას, ჭორების გავრცელებას, დაცინვას, გარიყვას,
Page
1
რაიმეს დაძალებას, გამოძალვას, იარლიყების მიწებებას და სხვ. ძალადობის მოცულობის შემცირებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ნებისმიერ მოსწავლეს ჰქონდეს პირობები, რათა თავი მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნოს და თვითრეალიზება შეძლოს. ძალადობის შემცირება