Diplomat October 2021

Page 19

ელჩი მააიკე ვან კოლდამი ჰოლანდიის სავაჭრო პოლიტიკის მიზნებისა და საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შესახებ

Ambassador Maaike Van Koldam on the Objectives of the Dutch Trade Policy and New Horizons for Cooperation With Georgia იდერლანდების ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი ჟურნალ Diplomat-ში დიდი იმედით გვესაუბრა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე. ამ ინტერვიუში მან ასევე ხაზი გაუსვა რამდენიმე სექტორს, სადაც ორ ქვეყანას მეტი პოტენციალი აქვს გრძელვადიანი ბიზნეს და საინვესტიციო კავშირების განვითარებისთვის. ორი წელია, რაც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩად დაინიშნეთ. ალბათ, უკვე კარგად იცნობთ ქვეყანას? როგორია თქვენი შთაბეჭდილება საქართველოზე და ქართველ ხალხზე? მეც ვიზიარებ იმას, რასაც ბევრი ამბობს საქართველოზე და რითაც ეს ქვეყანა ცნობილია: ხალხის სტუმართმოყვარეობა, ულამაზესი ბუნება და უგემრიელესი კერძები. ეს იზიდავს უამრავ ტურისტს ნიდერლანდებიდან და - სამართლიანადაც. პანდემიის გამო ნაკლები შესაძლებლობა მქონდა, მემოგზაურა და შევხვედროდი ხალხს თბილისის ფარგლებს გარეთ, მაგრამ იმედი მაქვს, მალე ავინაზღაურებ დანაკლისს. მქონდა პატივი, მომესმინა ლამაზი, მრავალხმიანი სიმღერისთვის: ბავშვთა გუნდების, თუ პროფესიონალური და სამოყვარულო ჯგუფების შესრულებით ან თუნდაც ჩემს სამეზობლოში, როდესაც ვიღაცას აქვს წვეულება. ყოველთვის ძალიან მოხიბლული ვარ ამ სიმღერებით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ვმონაწილეობდი რთველში, რაც ჰოლანდიელი ადამიანისთვის უნიკალური გამოცდილებაა. ჩვენთან გაცილებით მეტი ყველი, ძროხა და ველოსიპედია, ვიდრე ყურძენი და ვენახები. რას იტყვით, ზოგადად, საქართველო-ნიდერლანდების ურთიერთობებზე?

aaike van Koldam ambassador of the Netherlands to Georgia spoke to us at Diplomat Magazine in high hopes about the trade relations between Georgia and the Netherlands. In this interview, she also highlighted several sectors where the two countries have more potential to develop longstanding business and investment ties. It’s been two years since your appointment as an Ambassador of the Kingdom of the Netherlands in Georgia; you should know the country quite well by now, what are your impressions about Georgia and Georgian people? It is definitely true what many people say about Georgia and what Georgia is famous for: the hospitality of the people, beautiful nature and delicious food. These attract many tourists from the Netherlands and rightly so. Due to COVID, I have had less opportunity to travel and meet people outside Tbilisi, but I will catch up with that as soon as possible. I did have the privilege to listen to the beautiful polyphonic singing: by children’s choirs, by professional and non-professional groups and even in my neighborhood when someone is having a party. I am always very moved by this singing. Last but not least, I got to participate in a grape harvest, which for a Dutch person is a unique experience. We have far more cows, cheese and bicycles than grapes and vineyards. What can you say about the Dutch-Georgian relations in general? In 2022, it will be 30 years since diplomatic relations be-

M

DIPLOMAT 19


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.