დიპლომატიური სწავლება დეზინფორმაციის საპასუხოდ
Diplomatic Training in Response to Fake News and Disinformation ნინო შარაშიძე NINO SHARASHIDZE მ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ბრეგვაძე საუბრობს შესაბამისი სწავლების და ინფორმაციის სწორად გაზიარების აუცილებლობაზე, მას სჯერა, რომ დეზინფორმაციის მზარდი ტენდენციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია აღნიშნული სწავლების ადრეულ ეტაპზე დაწყება. როგორ მოხდა დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დაარსება? სასწავლო მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან დიდი ხანია არსებობს, თუმცა სტრუქტურული ჩამოყალიბება სსიპ-ის სახით 2012 წელს განხორციელდა. ინსტიტუტი ლევან მიქელაძის, რომელიც სამწუხაროდ 2009 წელს გარდაიცვალა, სახელობისაა. ის იყო ძალიან გამორჩეული ადამიანი როგორც პიროვნულად, ისე პროფესიონალურად. ლევან მიქელაძე დღემდე ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს. მისი ღვაწლი და დამსახურებები საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში აღიარებულია როგორც ჩვენს სამინისტროში, ისე საერთაშორისო დონეზე, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინსტიტუტი ამ ადამიანის სახელს ატარებს. ინსტიტუტი თავდაპირველად ორიენტირებული იყო დიპლომატების გადამზადებაზე, სხვადასხვა პროგრამების შემუშავებაზე, რომელიც ხელს უწყობდა ქართული დიპლომატიური კორპუსის გაძლიერებას, მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლებას. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კი ინსტიტუტმა განიცადა გარკვეული რეფორმირება იმ თვალსაზრისით, რომ მისი მიმართულებები კიდევ უფრო გაფართოვდა და ახალი ფუნქციები დაემატა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა, დაემატა ანალიტიკური და კვლევითი მიმართულება, სადაც ამჟამად მუშაობს რვა გამორჩეული და დამსახურებული ელჩი,
ა
48 DIPLOMAT
n this interview with Tinatin Bregvadze, the Acting Head of the Levan Mikeladze Diplomatic Training And Research Institute, Ministry of Foreign Affairs of Georgia, she spoke about the need for adequate training and proper sharing of information, she believes that it is important to begin this training at early stages in order to mitigate the growing trends of misinformation. How was the Diplomatic Training Institute established? Can you share with us briefly? The Ministry of Foreign Affairs had carried out extensive work on the study component for a long time, although it was structured as a LEPL in 2012. The Centre is named after Levan Mikeladze who was a very distinguished person, and highly respected both in his personal and professional life. Mikeladze is deserving of so much respect even after his unfortunate death. Levan Mikeladze’s brilliant work in the formation of Georgia’s foreign policy is recognized both within our ministry and internationally so, it is very important for the institution to bear this man’s name. The Institute was initially focused on training diplomats, and developing various programs that helps strengthen the Georgian diplomatic corps while enhancing their theoretical and practical knowledge. About a year and a half ago, the institute carried out some reform which further expanded its mandate and added other important functions. The most important reform in the institute is its new analytical and research direction, which currently employs eight “distinguished ambassadors” who have held senior diplomatic posts at various times and in different countries, but are not currently engaged as diplomats. These
I