ქართული ტურიზმის მნიშვნელოვანი მონაპოვარი „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობის“ მიმართულებით
Georgian Tourism: Significant Gains Made in the Direction of Infinite Hospitality 023 წელი ქართული ტურიზმის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებებით დაიწყო, მარტში ITB Berlin-ის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი, იქამდე კი, საქართველო მასპინძლობდა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, რომელშიც 42 ქვეყნის შვიდასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. რა მიიღო საქართველომ ამ ორი მსხვილი ღონისძიების მასპინძლობით და როგორია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმუშავებს, ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს მაია ომიაძეს ვესაუბრეთ.
2
28 DIPLOMAT
F
or the Georgian tourism industry, 2023 began with significant events – in March, the Internationale Tourismus-Börse (ITB) Berlin held its international exhibition in Georgia. Prior to ITB’s exhibition in Georgia,
Georgia hosted the World Championships in Freestyle, Snowboarding and Freeskiing, which attracted over seven hundred athletes from 42 countries. Maia Omiadze, the new head of the National Tourism Administration, spoke to us about what Georgia gained from hosting these two major events and discussed the priorities for her administration.
სამი თვეა, რაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხე ლმძღვანელის პოზიციას იკავებთ. რა არის ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებზეც მუშაობთ? ტურიზმის ადმინისტრაციის მთავარი საქმიანობა არის ქვეყნის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ და კერძო სექტორისთვის ხელის შეწყობა ქვეყნის შიგნით. ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით, ადმინისტრაცია მიჰყვება თანამედროვე ტენდენციებს და შესაბამისად გეგმავს მარკეტინგულ აქტივობებს. მაგალითად, კოვიდ-პანდემიის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, კომუნიკაციის სტილი და მარკეტინგის ფორმა; უფრო პოპულარული გახდა storytelling (ამბის თხრობა), ვიდრე - პირდაპირი რეკლამირება. სწორედ ამ კონცეფციით ვმოქმედებდით ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შევქმენით ახალი გზავნილი, „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ და ამაზე ავაგეთ მთელი კამპანია. საინტერესოა ისიც, რომ როგორც კომუნიკაციაში ამბის თხრობაზე გადავიდა მთელი მსოფლიო და ნამდვილი ამბების გაზიარება გახდა პოპულარული, მოგზაურობაშიც ადამიანები ეძებენ არა მხოლოდ კარგ ინფრასტრუქტურას და კარგ სერვისს, არამედ ავთენტურ თავგადასავალს. ამ ნაწილში ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი რამ აქვს შესათავაზებელი მთელი მსოფლიოსთვის, დაწყებული კულტურული სხვადასხვა მარშრუტით თუ საფეხმავლო ტურიზმით, დამთავრებული გასტრონომიული თავგადასავლით, ეს ნამდვილად განსაკუთრებული მოგზაურობის შესაძლებლობის ქვეყანაა. რაც შეეხება კერძო სექტორისთვის ხელშეწყობას, ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე შეხვედრა მქონდა სექტორთან, ცალ-ცალკე შევხვდი ტურისტულ კომპანიებს, გიდებს, სასტუმროებსა და რესტორნებს და ყველა ეს შეხვედრა შედგა მათი ასოციაციების თანხლებით. საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. მათ შორის, ვისაუბრეთ მაღალი რისკის შემცველი პროფესიის შესახებ, როგორიც არის საფეხმავლო გამყოლი, მთის გამყოლი, მოთხილამურე ტრენერი, მათი სერტიფიცირების პროცესი, როგორ შეიძლება, რომ გაკეთდეს. ამასვე ითვალისწინებს კანონი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის, რომელზეც პარლამენტის დარგობრივ კომიტეტთან ერთად ვმუშაობთ, მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ასოციაციები, ვცდილობთ, ისე გავაკეთოთ, რომ ცვლილებები, გრძელვადიან პერსპექტივაში, ნაკლებად დააწვეს სექტორს და დროში განაწილდეს. ITB Berlin ახსენეთ და მაინტერესებს, როგორ შეაფასებთ, რამდენად დადებითი ეფექტი ექნება საქართველოს ტურისტულ სექტორზე? მედიის თვალსაზრისით მისი 37 მილიონი ევროს დაფარვა მივიღეთ, რაც წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამაში შედის, როგორც სოციალური მედია, ისე ტრადიციული მედია, პოდკასტები, ჟურნალები, ბეჭდური მედია. შედეგად, მოხდება ცნობადობის ამაღლება, როგორც ქვეყნის, ისე პროდუქტების შესახებ. ზოგადად, გერმანელებს საქართველოში მოგზაურობა უყვართ და მათთვის ჩვენი ქვეყანა უცხო არ არის, თუმცა, დიდი ქვეყანაა და ასათვისებელი კიდევ ბევრია. ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც გამოფენის შემდეგ გავესაუბრე, იყო ძალიან კმაყოფილი, იმიტომ, რომ რამდენიმე მსხვილი კამპანია შეიძინა, ორი დიდი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში და ვფიქრობ, რომ ამ ღონისძიების შედეგები,
After three months in office, what are your top priority areas for developing the Georgian tourism industry? A primary function of the National Tourism Administration is to promote the country abroad and to provide support to the private sector within the country. When it comes to promoting the country, the administration follows modern trends and develops marketing campaigns accordingly. For instance, since the COVID pandemic, many things have changed, including communication styles and marketing methods; storytelling has become more popular than direct advertising. This concept was the foundation of our campaign at the international tourism fair – ITB Berlin 2023. We created the theme “Infinite Hospitality” especially for the event and built our entire campaign around it. As in communication, the world is switching to storytelling, and sharing real news is becoming increasingly popular. People are looking for authentic adventure when traveling too, and not just good infrastructure and good services. In this regard, our country has so much to offer the world at large, from cultural routes to hiking tours to gastronomic adventures. Georgia is a country with exceptional travel options. Regarding support for the private sector, I have already had several meetings with key stakeholders in the sector in this direction, including separately meeting with tourist companies, guides, hotels and restaurants, all accompanied by their associations. In addition to discussing important topics, we also discussed high-risk professions such as hiking guides, mountain guides, ski trainers, their certification process, and how the process can be implemented effectively. We are currently working on a law that will address this issue as well. Our priority direction is to regulate the legislative framework, and we are working with the Parliament’s sectoral committee on this framework. During this process, it is important to get all associations actively involved. We will try to spread out the changes in the long-term perspective so that they will be less challenging for the sector. As you mentioned ITB Berlin, I am interested in what you think will be the positive effect of the international exhibition on Georgia’s tourism sector? Media coverage amounted to 37 million euros, which is expected to continue through the end of the year; this includes social media and traditional media, podcasts, magazines, and print media. As a result, awareness of both the country and the products will increase. In general, Germans enjoy travelling to Georgia, and our country is not foreign to them, but it is a large country, and there is a lot more to absorb in Georgia. The company I spoke with after the exhibition was very satisfied because they sold several large campaigns, and they became the official representative of two large companies in Georgia. I think that the results of this event will be much more
DIPLOMAT 29