ქართული ხუროთმოძღვრების საკითხები უძველესი დროიდან XX საუკუნის ბოლომდე
დიმიტრი თუმანიშვილი
www.art.edu.ge
დიმიტრი თუმანიშვილი
„წარსულმა შეიძლება ბევრი რამ გვასწავლოს, მათ შორის, ძალიან ძველმაც. სწორედ ამიტომ ვიცავთ ჩვენ მას. ძველი ნაშთების შენახვა თვითმიზანი არ არის.
ჩვენ ვიცავთ სიძველეს იმიტომ, რომ უკეთ ვიცოდეთ დღევანდელობა და უკეთ გავიგოთ მომავალი. აწმყოს
ქართული ხუროთმოძღვრების საკითხები უძველესი დროიდან XX საუკუნის ბოლომდე
ვერ გაიგებ, თუ წარსული არ იცი. ვერ გაიგებ, ვერ მიხვდები, რატომ არის ის ასეთი თავისი კარგითა და ავით. ამიტომ ამბობდა ილია ჭავჭავაძე, რომ უნდა ნახო წარსული — ბალავრის ქვა, რომელზეც აწმყო დაშენდა და დამპალი, უვარგისი კენჭი, რომელმაც დღევანდელი სირთულეები მოიტანა. ამის მასწავლებელი მხოლოდ და მხოლოდ წარსულია, სხვა საშუალება არ არსებობს.
ამიტომ მოვალენი ვართ, მომავალ თაობებს დავუტოვოთ წარსულის დანახვის საშუალება. ვინ იცის, თავიანთი გადმოსახედიდან მათ იმ ნამყოში რაღაც ისეთიც დაინახონ, რაც ჩვენ გამოგვრჩა. ჩვენი მოვალეობაა, შევუნარჩუნოთ მემკვიდრეობა მომავალს.“